შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიძულვილის ექსტრაქტით (თავი მეექვსე)


27-01-2018, 19:52
ავტორი Anano Magradze
ნანახია 413

სიძულვილის ექსტრაქტით (თავი მეექვსე)

დილით ადრე ვიღვიძებ. არ იფიქროთ რომ ისეთი ტიპი ვარ ყველაფერი იდეალურად მინდა იყოს და მაინც და მაინც კარნავალის დღეს მაგიტომ ვიღვიძებ დილა ადრიან. არა უბრალოდ ტელეფონის ხმის გამორთვა დამავიწყდა და ახლა ბოლოხმაზე „ბღავის".

უკმაყოფილოდ ვახელ თვალებს, ძილის დარღვევა დანაშაულია, უნდა ისჯებოდეს. თან ასეთ დღეს დასვენება მართლა მჭირდება! ტელეფონს უნახავად ვთიშავს და ჩემს კომფორტულ ბალიშს ვუბრუნდები. სამწუხაროდ სიამოვნება დიდხანს არ გრძელდება. ზარის ხმას ისევ გამოვყავარ ძილბურანიდან.

-მოვკლავ! ვინც არ უნდა იყოს, მოვკლავ! -ვიმუქრები ჩემთვის და ტელეფონს ვიღებ.
-ვინ ხარ? -ნამძინარევი, გაბრაზებული ხმა მაქვს.
-მე ვარ. რაიყო რა გჭირს?
-რამჭირს კი არა, სანამ რამე დაგმართე.... -ღრმად ვსუნთქავ. -დილა უთენია რატომ მირეკავ?
-რა დილა უთენია? თორმეტი საათია გოგო! ადექი არ უნდა მოემზადო?
-თორმეტი? -ხელს შუბლზე ვირტყავ.
-ხო, ხო ადექი და წადი სალონში გალამაზდი -იცინის -თორე არ მიდნა მახინჯი პარტნიორი მყავდეს კარნავალზე.
-მოგკლავ! -ვემუქრები და სანამ კიდევ რამეს ვიტყოდე თორნიკე სიცილით მითიშავს ტელეფონს.

საწოლიდან ვდგები. (მესამე ცდაზე). სააბაზანოში თავს რომ ვიწესრიგებ გამოვდივარ და სარკის წინ საკუთარ თავს ვათვალიერებ. სალონში წასვლა არ მინდა, ნინიკოს დავურეკავ და თავისი მაკიაჟის ჩანთით გამოვა. მაინც ყველგან დაათრევს. თმებსაც ის გამიკეთებს და საქმე მოგვარებულია. სალონში ერთ საათიან ლოდინს კი ჯობია.

-ალო?
-მე ვარ ნი. გამოდი რა.
-ხოო გამოვდივარ ეხლა. -აქოშინებული მპასუხობს.
-ხო კარგად ხარ?
-კი, მაკოს უნდა ჩავაცვა და დავსდევ, თავზე გადავაცმევ და მაიკოს მივუყვან სამსახურში.
-კაი, კაი. -თავს ვაქნევ, თითქოს დაინახავს. -კაბა და მაკიაჟის ჩანთა წამოაყოლე და პირდაპირ აქედან წავიდეთ.
-აბა სალონი?
-მე გაგალამაზებ, ნუ ღელავ -ვეუბნები და სანამ რამეს იტყვის ვუთიშავ.

სანამ ნინიკო მოვა ოთახს ვალაგებ. არეული არ მაქვს ხოლმე მაგრამ როგორც ჩანს წუხელ ხელი არ გამინძრევია და ისე დავწექი. მარიამთან გვიანობამდე ვლაპარაკობდი და მაგის ბრალია.

ერთი შეხედვით პატარა თუმცა კომფპრტული ოთახი მაქვს, ხელნაკეთი ნივთებით და სურათებით აჭრელებული. კედელზე ბევრი პოსტერიც მაქვს გაკრული. ფანჯარიდან არც თუ ისე ლამაზი ხედი იშლება. დაბღვერილი ქუჩა და შიშველი ჭადრის ხეები. ზოგჯერ მანქანაც გაივლის ხოლმე, მიხარია რომ ხმა აქამდე არ აღწევს. ჩემი ფანჯრის წინ სკვერია, ბავშვები ხშირად ჩადიან ხოლმე და თამაშობენ. ამ ზამთარში ისიც მიტოვებულია... მთლიანი ქუჩა ზამთრის საბურველშია გახვეული, გადახედვისას, ძალიანაც რომ მცხელოდეს, მაინც ერთს გამაკანკალებს ხოლმე.

მისაღებში გავდივარ. მარიამი ლექციაზეა წასული, ლიკა სამსახურში. ჩაის ვიკეთებ და მაგიდასთან ვჯდები. წიგნებს ვიდებ წინ და მეცადინეობას ვიწყებ. მეთორმეტე კლასი ადვილი არაა. ორი გამოცდა უნდა ჩააბარო, თანაც ორივე ისეთი მთელს ცხოვრებას რომ გიწყვიტავს. აბა, დღევანდელ საქართველოში, სკოლა დაუმთავრებლები ხო დაბალ რანგად ითვლებიან?!

ლიკასთვის ფულის გამორთმევა მერიდება, ამიტომ პირობა მივეცი რეპეტიტორები არ მჭირდება, ჩემით მოვემზადებითქო. ყველა საგანს ჩემით ჩაბარება მიწევს. მაშინ როდესაც ჩემს კლასში ყველა ბავშვი ემზადება. ნინიკოს გარდა, მან იმდენი იცის, ვვეჭვობ მართლა დედის მუცლიდან ხომ არ დაჰყვა ფრიადოსნობა. კითხვისგან თვალებაჭრელებულს მაგიდაზე მეძინება. (თორნიკეს რომ ძილი დაეცდია დილით, ახლა ჩიტივით ვიქნებოდი!)

რამოდენიმე წუთხი კარებზე ბრახუნი მაღვიძებს. ხმაურზე ვხტები და სკამიდან იატაკზე მტკივანი ზურგით ვვარდები. გადმობრუნებული სკამი კი ფეხებზე მეცემა.

-არა, აშკარად გათვალული ვარ! -ვამბობ უკმაყოფილოდ და ძლივს-ძლივობით ვდგები. კარებზე ბრახუნი არ წყდება. რკინის სახელურს ვატრიალებ და გაბრაზებული ნინიკოს სახეს ვაწყდები. პირს აღებს რომ რაღაც მითხრას, კოპები შეკრული აქვს. არაფრის თქმას არ ვაცდი და ვეხუტები.
-როგორ გამიხარდა შენი ნახვა! -ვეპირფერები და სახლში შემყავს -როგორ მიყვარხარ ნინიკო! -ლოყაზე ვკოცნი და ქურთუკის გახდაში ვეხმარები.
-იცი რამდენი ხანია აქ ვდგავარ და ვაკაკუნებ? -გაბრაზებულია. ხმის დაბოხებას ცდილობს რომ ცოტა მკაცრად გამოუვიდეს.
-ბოდიში -თმაზე ვეფერები და საყვარელ ლეკვის სახეს ვიღებ -ჩამეძინა.
-ვიცი ქალბატონო რომ ჩაგეძინებოდა! -ხელს იქნევს და სამზარეულოში შედის -შენი საყვარელი საქმიანობა ძილია. ჩემთან ან სკოლაში თუ არ ხარ ან გძინავს ან კიდევ ჩაის სვამ!
-ნუ, ჩაის მართლა ხშირად ვსვამ. ვერ შეგეკამათები. -ვუღიმი. თან მტკივანი ფეხების დაზელვას ვცდილობ.
-წამოდი, წამოდი გაგალამაზო თორე არ დაგვაგვიანდეს!
-სად უნდა დაგვაგვიანდეს! ჯერ თორმეტი საათია, კარნავალი რვაზე იწყება,
-ეე... რამდენი ხანი გეძინა შენ?
-რა?
-რადროს თორმეტია, ორი საათია! ორი დაიწყო! თან, აქ, ორი გოგო ვართ მოსამზადებლები და ჩვენგან მხოლოდ ერთმა იცის მაკიაჟის გაკეთება. ეს ერთი, კიდევ, შენ არ ხარ!
-კაი, კაი, ნუ ბუზღუნებ მოვდივარ.

***

სარკეში საკუთარ თავს შევყურებ და ვერ ვიჯერებ რომ მე ვარ! ნინიკომ კოსა ამიწია და დამიტალღა, თან ორი კულული სპეციალურად წინ გადმომიგდო. სახე იდნავ გამიმუქა, ტუჩებზე კი მბზინავი წითელი პომადა წამისვა. შავმა ლაინერმა ჩემი თვალების ფერი უფრო გამოკვეთა. ისეთი თვალები არ მაქვს, სადაც სულის ამოკითხვა შეიძლება. ჩემს თვალებს სხვებისგან ვერ გამოარჩევ... სხეული ოქროსფერი კაბით მაქვს შემოსილი, ზურგზე კი ნინიკოს ვერცხლისფერი სამკაული მიკეთია, მთელს სიგრძეზე რომ დაჰყვება გაშიშვლებულ ადგილს და ალამაზებს. ქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია, საზაფხულო, ოქროსფერია და ბზინავს, ისეთი საოცრებაა, დამაფიქრა. იქნებ მეც დავიწყო მაღალქუსლიანების ტარება.

-საოცრება ხარ! -მეუბნება ნინიკო და სარკეში ჩემს ანარეკლს აკვირდება. მეღიმება. მასაც ეღიმება.

ნინიკო საოცრად გამოიყურება, თმები მასაც დატალღული აქვს და მხრებზე იდეალურად აყრია. შესანიშნავად გამოიყურება, კაბაში სხეულის თითოეული ნაკვთი იდეალურად რომ უჩანს და მოვერცხლისფრო ფეხსაცმელში. სახეზე ვარდისფერი პომადა უსვია და მბზინავი ჩრდილები ლოყებამდე წაუსვამს. მის თვალის ფერს მაინც უხდება. ხელზე გრძელი ხელთათმანები უკეთია. ნინიკო ბრწყინავს, ისე გამოიყურება, ელეგანტურად, თვალს რომ ვერ მოაშორებ. სადმე რომ დაინახო ვეღარ ამოიგდებ.

-შენ უფრო ლამაზი ხარ!
-რას ამბობ ლუ!.. შენზე ლამაზი, მშვენიერი და დახვეწილი ქალი ჯერ არ შემხვედრია! -ამბობს და თან ქვედა ტუჩს კბენს, სიცილის დამალვას ცდილობს.
-ხო, ვიცი! -თამაშში ვყვები, ხმას ვაწვრილებ და წინ ჩამოგდებულ კულულს ხელის მტევნით უკან ვიგდებ.
-შენი ნომერი შეიძლება ლამაზო? -წარბებს ათამაშებს ნინიკო და ქუსლებზე იწევა რომ „გამითანაბრდეს." ვუცინი და თავს ვაქნევ.
-შეყვარებული მყავს -ვეუბნები და გვერდით ვიხედები.
-რას ამბობ, გადავირევი ახლა ნომერი რომ არ მომცეთ გოგონი! -მოჩვენებითი შეშფოთებით იტაცებს გულზე ხელს და თვალები უფართოვდება.
-უკაცრავად, გამატარეთ თუ შეიძლება!
-არა, არა! რას ამბობთ! მე თქვენ მიყვარხართ!
-ერთი ნახვით შეგიყვარდით?
-დიახ! აი ახლა, სარკეში რომ იყურებოდით, დაგაკვირდით და მივხვდი რომ ერთადერთი ქალი ხართ ჩემს ცხოვრებაში! სხვა მე არ მინდა მარტო თქვენ!... თუ უარს მეტყვით აქვე და ახლავე მოვკვდები!

სიცილით საწოლზე ვგორდები და ძლივს მორგებულ კაბას ვიჩეჩავ. ნინიკოც მომყვება. მალე ვიწმენდთ ცრემლებს ორივე და ჩვენს პატარა სპექტაკლზე ტაშს ვუკრავთ.

-ნეტავ მართლა შევუყვარდე ვინმეს ისე, რომ ჩემს გამო მზად იყოს ყველაფერზე წავიდეს. -დანანებით ვამბობ მე.
-შეუყვარდები, შენც და მეც. მერე, საქორწილო კაბაში გამოწყობილები ერთმანეთს შევხედავთ და ცრემლები წამოგვივა. ხომ იცი, როგორი სენსეტიურები ვართ?
-დარწმუნებული ვარ, საკურთხეველთან ავტირდები! -კვერს ვუკრავ მე და ვუღიმი.

ტელეფონის ზარზე საწოლიდან ვდგები და კაბას ვისწორებ. თორნიკეს არ ვალოდინებ და მაშინვე ვპასუხობ.

-ლულაჩკა! მოვედი, ჩამოდი.
-კაი, ქურთუკს ჩავიცვამ და ჩამოვალ.

ოთახიდან გამოვდივარ და გასასვლელში მივდივარ. ნინიკო უკან მომყვება.

-ნიკოლოზს არ დაურეკავს? -ვეკითხები.
-მომწერა 10 წუთში მანდ ვარო. -მხრებს იჩეჩს ნინიკო -თქვენ წადით, ჩვენც მოვალთ მერე.
-კაი ნი! წარმატებები მისურვე.
-არ გჭირდება!

ლოყაზე მკოცნის გამამხნევებლად და ჩემს უკან კარებს ხურავს. კიბეებზე ძლივს-ძლივობით ჩავდივარ. ლიტფით მგზავრობის მეშინია, მთლად კლაუსტროფობია არ მჭირს, თუმცა მეშინია რომ ჩავარდეს.

სადარბაზოდან რომ გავდივარ თორნიკეს მანქანა აბღავლებული მელის. კარებს ვაღებ და წინა სავარძელზე ვთავსდები. თორნიკეს შარვალ-კოსტუმზე შავი ელეგანტური ჰალსტუხი უკეთია.

-ეე! რა ლამაზი ხარ, ტო!
-მადლობა, შენც არაგიშავს.
-აუ, შენ რა მწარე ენა გაქვს. -თავს აქნევს და მანქანას ძრავს, ადგილიდან ვწყდებით.
საავადმყოფოდან გამოსვლის მერე, პირველად თორნიკეს მანქანაში რომ ჩავუჯექი მეშინოდა, ყავარჯნიანი ტიპი მანქანას როგორ უნდა ატარებდეს არა? მაგრამ, სინამდვილეში ის ბევრ ძალით მძღოლზე უკეთ ატარებს, არასოდეს არ ჯდება მთვრალი საჭესთან და ყველაზე პასუხისმგებლობიანი ადამინია ვინც კი მინახავს.

გზაში Small talk ით შემოვისაზღვრეთ და სკოლასთან რომ მოვედით თორნიკეს ოდნავ ნერვიულობა დაეტყო. ხელზე ხელი დავადე და გავხედე.

-ხომ არ ნერვიულობ?
-არა. პროსტა, ამ სკოლაში იმის მერე არ ვყოფილვარ...
-არაუშავს, დღეს ჩემს გამო ხარ თოკუშ, იცოდე არ შემარცხვინო!
-ღადაობ ხო? -მიცინის, როგორ უხდება სიცილი ამ ბიჭს! ხშირად უნდა იცინოდეს. -გოგო სუ რატომ მეღადავები?
-არ გეხუმრები თოკა-მოკა -სიცილისგან თავი უკან მივარდება და მანქანიდან გადმოვდივარ.
-რა თოკა-მოკა! შენ სუ გარეკე! -უკანა სავარძლიდან ყავარჯენს იღებს და დაუხმარებლად გადმოდის მანქანიდან. ცალი ხელით ყავარჯენს ეყრდნობა, მეორეზე კი პალტო აქვს გადაკეცილი და ისე უჭირავს. შარვალ-კოსტუმში და უკან გადავარცხნილ თმებში სიმპატიურია, ძალიან სიმპატიური! საუკეთესო მეგობრები რომ არ ვიყოთ, ვიფიქრებდი მასზე როგორც თვალწარმტაც მამაკაცზე და დარწმუნებული ვარ, სხვა გოგონების ნაირად, ჩემს გულსაც მოიპარავდა, მისი თვალის მომჭრელი სიცილით. ჩემს პირველ კოცნასაც ისევე წაიღებდა, სხვა გოგონების რომ მიაქვს. არცერთ მათგანს არ ივიწყებს, მაგრამ არ თვლის საჭიროს რომ მეორე დღეს დაურეკოს, მისწეროს ან საერთოდაც დაელაპარაკოს!...

გარეთ უკვე ბნელა. (მაინც რა არის ეს ზამთარი!) თორნიკე პალტოს ცალი ხელით იცვამს და ხელმკლავს მიყრის. თვალის კუთხით ვხედავ როგორ ადევნებენ კოჭლ ბიჭს თვალს ჩემი ჭორიკანა სკოლელები მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ, ან რატომ მივაქცევ? თორნიკე მჭედლიშვილი უდავოდ ყველაზე სიმპატიური ბიჭია მათ შორის და დარწმუნებული ვარ უამრავს შურს. არ გამიკვირდება ამაღამ გოგო რომ აიყვანოს თავისთან.

მჭედლიშვილი ხელმკლავს მხვევს და დიდი კარებიდან შევყავარ. შესასვლელი დარბაზი სრულიად თავისუფალი და შეცვლილია. გახუნებული ფარდების ნაცვლად დიდი ოქროსფერი ფარდები კიდია და განათებაც ოქროსფერშია. ჩემი კაბა ამ გარემოში მთლიანად ბრწყინავს. მანათობელი პატარა ლამპები იატაკზეა მიმოფანტული, ლამაზ ელფერს ჰფენს მთლიან დარბაზს. საცეკვაო სცენა, სადაც უკვე ცეკვავენ წყვილები, ორი საფეხურით ამაღლებულია, დანარჩენი ადგილი კი წრეზე წითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. იქ სადაც ოდნავ უფრო მეტი განათებაა, შვედური მაგიდაა გაშლილი. დიჯეის კი კიბეებზე აქვს ატანილი მოწყობილობები და გაღიმებული სახით წერს ლეპტოპში.

-ვახ ბიჭო, დახვეწილა ეს სკოლა და ეგაა!
-აბა-აბა, თოკა! შენს აზრზე ვარ, მართლლა! -კვერს ვუკრავ მეგობარს და დარბაზის ცენტრისკენ მივყვები.

არვიცი როგორ დააშვებინეს, მაგრამ, უმეტესობას სასმელიც უჭირავს ხელში და ახლა უკვე მთვრალი მოსწავლეები აქეთ-იქით დაბოდიალობენ, ჩაკაიფებულებივით იცინიან. რამოდენიმეს ფანჯრის რაფაზეც მოვკარი თვალი. (ცეკვავდნენ!)

გოგონების ლამაზი საღამოს კაბები და ვაჟების შარვალ-კოსტუმები თვალს მიჭრელებს, ყველაფერი ელეგანტურია, რომ არა რამოდენიმე 'უინტელექტო ანტილოპა', რომლებიც სასმლით გაჭყეპილები მთელს საღამოს ვიდს უკარგავენ. აი, ისეთი ტიპები, თავის პონტში ბაზარს, რომ აწვებიან და არც ამოწმებენ უსმენს თუ არა ვინმე.

-ლუ! -თინი ჩემს გვერდით ჩნდება. საოცრად ლამაზად გამოიყურება. ვერცხლისფერი დაშვებული კაბა მუხლებამდე სწვდება, მაღლა აწეული და იდეალურად გადავარცხნილი თმები გამოყვანილ ყვრილმანებს უჩენს. თაფლისფერი თვალების გარშემო ჩრდილები ისე აქვს წასმული რომ მთლიან სახეს უნათებს. თვალები უბრწყინავს, თითქოს მთელი საღამოს განათებამ მის ირისებში გადაინაცვლა.
-ლუ, რა ლამაზი ხარ! -წკრიალა ხმით მეუბნება და მეხვევა.
-შენც თინი, შენც ძალიან ლამაზი ხარ! -წითლდება. ხელს ვკიდებ და ლოყაზე ვკოცნი. მართლაც ძალიან ლამაზია.
-გამარჯობა ქალბატონო. -თორნიკე ჯელტმენური ჟეშტით, თინის თავისუფალ მტევანს იღებს და ნაზად კოცნის, თან მის თვალებს არ აშორებს მზერას. ერთხანს გაშტერებული თინი დაბნეული მზერით მაჩერდება. -ნება მომეცით ჩემი თავი წარმოგიდგინოთ! -აგრძელებს თორნიკე როდესაც გოგოს ხელს ანთავისუფლებს. თინის აჩქარებული გულისცემა, მუსიკის ფონზეც კი მესმის, შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან ახლოს დგას, ანდა იმიტომ, რომ მართლაც ძალიან ნერვიულობს. -მე თორნიკე ვარ. თორნიკე მჭედლიშვილი. -უღიმის. თინიც საპასუხოდ იცინის და თავს ოდნავ უკან სწევს.

-თინათინ ერიძე. -ამბობს გოგო და წარბებს საყვარლად ათამაშებს. თორნიკე ცალყბად უღიმის და თვალები უცნაურად უელავს. განათების ფონზე კიდევ უფრო ლამაზად ჩანან ორივენი. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. -ამატებს გოგო.

-ვიცეკვოთ? -ეკითხება თორნიკე. მაშინვე მისი ყავარჯნისაკენ გამირბის თვალები და ამის გამო საკუთარ თავს გონებაში ვტუქსავ. ასე არ შეიძლება.
-მოღალატე! -გავძახი თორნიკეს, როდესაც ის და თინი ბედნიერად მიაბიჯებენ საცეკვაო მოედნისაკენ. თინის კაბა ჰაერში ფრიალებს, ბიჭის შარვალ-კოსრუმი კი ბზინავს, ნაზი სიმღერის ფონზე იწყებენ ცეკვას. მიხარია რომ მჭედლიშვილს არ უჭირს გოგოს მოძრაობებში აყოლა, ცალ ხელს ყავარჯენს აყრდნობს, მეორე კი თინის წელზე აქვს შემოხვეული, თანაბარ რიტმში მოძრაობენ.

მარტო დარჩენილი სასმელებისკენ მივდივარ და ერთ ჭიქა კონიანს ვიღებ. საცეკვაო მოედნის პირდაპირ ვდგები და მოცეკვავე წყვილებს თვალს ვადევნებ. მათში თორნიკეს და თინის გარჩევა არ მიჭირს.

-...კი, გავიგე ეგ და ახვლედიანი ერთად მოდიან. -ნაცნობი გვარის გაგონებისას თავს მოსაუბრე წყვილისკენ ვაბრუნებ. გოგონები არიან, სკოლიდან მეცნობიან, მაგრამ ვინ არიან ვერ ვიხსენებ. ერთს მწვანე კაბა აცვია, საერთოდ, რომ ვერ უფარავს ვერაფერს, მეორეს კი მჭახე წითელი. მაკიაჟიც ასეთივე განწყობის აქვთ.
-ახვლედნიანი? -კითხულობს წითელ კაბიანი გოგო და ენით ტუჩის კუთხეს ეხება. -ეგ მაგარი ტიპია გოგო! -იცინის. -წინა კვირას კლუბში არ მიშვებდნენ და დაცვას უთხრა ჩემთან ერთად არისო, მაგიტომ შემიშვეს. მერე ხალხში ჩაიკარგა თორემ, გადაწყვეტილი მქონდა იმ საღამოს მივყვებოდი.

ზიზღით თვალებს ვხუჭავ. ახვლედიანისგან სხვას რას უნდა მოელოდე? კლუბები, გოგონები, 'შეყვარებულები'. ასეთი გოგონები კი, არვიცი, ძალიან სამარცხვინოები არიან. ერთი ღამის ნაშები. არაფრად, რომ არ აგდებენ საკუთარ თავს. არ მესმის, როგორ უნდა შეძლო გოგომ, საკუთარ თავს გადააბიჯო და ღირსება გადათელო, როდესაც ბიჭს ერთი ღამისთვის თანხმდები.

-გიუშა ახვლედიანს ჯობია! -გამოთქვა მოსაზრება მწვანე კაბიანმა. არ ვიცი, გოგოს წრიპინა ხმამ გამომიყვანა წყობიდან თუ იმ ფაქტმა, რომ გიუშაზე რამე თქვა, გვერდზე მივბრუნდი და ვითომ შემთხვევით ორივეს შამპანიური გადავასხი კაბაზე.

აკივლდნენ და ლანძღვა დამიწყეს.

-ბოდიშით, მართლა არ მინდოდა ძალით. -ვეუბნები და ორივეს ნაგლურად ვუცინი, შემდეგ ვბრუნდები და გრაციოზული ნაბიჯებით მივდივარ დარბაზის ცენტრისკენ.

ალკოჰოლის და სიგარეტის სუნს, სუნამოს და მაკიაჟის სუნიც ვერ ფარავს, ამ ყოველივეს შერწყმა კი უბრალოდ საშინელებაა. თავი მალევე მტკივდება. თინი და თორნიკე ისევ უდარდელად ცეკვავენ. ლამაზები არიან.

-ლუ! -ნინიკო უკნიდან მეხვევა. -მოვედით!

მისკენ ვბრუნდები, ვეხუტები და ყურში ვჩურჩულებ, რომ გადამარჩინა. მის გვერდით ნიკოლოზი არის აჭიმული, ჟელეთი გადატკეპნილი თმებით. უნდა ვაღიარო, მართლა სიმპათიურია გამოკვეთილი შავი თვალებით და ოდნავ გრძელი ყბით.

-რა ლამაზად გამოიყურები ბაქრაძე. -მეუბნება ის და თვალს მიკრავს. ნინიკოსკენ ვიხედები და წარბს ვუწევ.
-მადლობა ყიფინი, შენც კარგად გამოიყურები.
ნინიკოს ხელმკლავს ვუყრი და ბიჭისგან ორი ნაბიჯის მოშორებით გამყავს. ნიკოლოზი კი გვაძახებს, ხალხში ჭორაობა არ შეიძლებაო, მაგრამ არცერთი არ ვაქცევთ ყურადღებას.
-შენი მეწყვილე სად არის? -მეკითხება ნინი.
-თინისთან ცეკვავს. -ვეუბნები და თავს ვაქნევ. -ეგ კი არა, ნინაჩკა. ის ხომ მოდის?
-ვინ ის? -მეკითხება დაბნეული, მაგრამ იმავე წამს ხვდება ვისზე ვამბობ. -აა, კი როგორ არა, დილით დამირეკა და მითხრა შენ ხომ მიდიხარ, მე მოვდივარო.

სიხარულით ვივსები. მაინტერესებს გიუშა ასე მოკაზმულს, რომ დამინახავს რა რეაქცია ექნება. ისიც არ დამვიწყებია ჯერ, ლოყაზე, რომ მაკოცა. ვიღიმები და ნინიკო უკან ნიკოლოზთან მიმყავს.
-რაქენით, გაჭორეთ უკვე მთელი დარბაზი? -კითხულობს ყიფიანი.
-კი, ყველაფერი მოვასწარით. -ეუბნება ნინიკო.
-თქვენ რა შუსტრები ყოფილხართ ტო.
-ნამეტანი. -ვეუბნები მე და ჩვენსკენ მომავალ თინის და თორნიკეს ვუღიმი.

ხელები ერთმანეთში აქვთ გადაჭდობილი და ისე მოდიან ჩვენსკენ, გოგოს სახე უბრწყინავს. თორნიკე შიგა და შიგ მას უყურებს. ისე აკვირდება, სხვანაირად. თინი ამას ვერ ამჩნევს, თითქოს ის მხოლოდ ზედაპირს აკვირდება, თორნიკე კი უფრო შიგნით ეძებს, ეძებს რაღაცას. გოგოს თვალებში, მის სულს ეძებს.

გვერდით გვიდგებიან და სანამ რაიმეს თქმას მოასწრებენ დარბაზის კარები ხმაურით იღება და ყველა იქით იყურება.

ზოგიერთ ადამიანს, უბრალოდ ისეთი ქარიზმა აქვს, რომ გაიძულებენ მისკენ გაიხედო, ყურადღება მიაქციო. ზოგიერთი ადამიანის მოახლოებას, უბრალოდ მთელი სხეულით გრძნობ. ალბათ, გიუშას და სანდროს სწორედ ასეთი ქარიზმა აქვთ, რადგან როგორც კი შემოდიან, მაშინვე ყველას ყურადღებას იქცევენ.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი barbarebibileishvilii

nu mshvenieri motkhrobaa
kargi akhla sheidzleba sisulele vtkva
arvici es motkhroba dasrulebuli gakvs tu ara
magram me vpikrob rom giusha unda gadaakvaro an ramit shecvalo, imitom rom zedmetad ararealuria da tanac titkos zedmetad shekvarebulis
nu kvelpheri gadametebuli sashineleba gamodis
ara imas ar vambob rom sashinelebas wer pirikit momwons da vkitkhulob magram zedmetad gadmoscems gogona emociebs ai zedmetad pantastiuria zedmetad shekvarebulia da ubralod ukve nelnela uazrobashi gadava ar vici an vinme biwi unda gamoachino rom moewonos is da nere shenit unda ganavitaro magram tu isev goushaze gagrdzeldeba vpikrob male uazro gakhdeba
p.s cudad ar gaigo

 




ვეთანხმები ბარბარეს.ნუ მიწყენ.ძალიან კარგი მოთხრობაა და ძალიან კარგად წერ მაგრამ მგონია რომ სანდროსთან უნდა დარჩეს

 



№3  offline წევრი Anano Magradze

[quote=barbarebibileishvilii]nu mshvenieri motkhrobaa
kargi akhla sheidzleba sisulele vtkva
arvici es motkhroba dasrulebuli gakvs tu ara
magram me vpikrob rom giusha unda gadaakvaro an ramit shecvalo, imitom rom zedmetad ararealuria da tanac titkos zedmetad shekvarebulis
nu kvelpheri gadametebuli sashineleba gamodis
ara imas ar vambob rom sashinelebas wer pirikit momwons da vkitkhulob magram zedmetad gadmoscems gogona emociebs ai zedmetad pantastiuria zedmetad shekvarebulia da ubralod ukve nelnela uazrobashi gadava ar vici an vinme biwi unda gamoachino rom moewonos is da nere shenit unda ganavitaro magram tu isev goushaze gagrdzeldeba vpikrob male uazro gakhdeba
p.s cudad ar


არ გამიგია ცუდად. პირველ რიგში მადლობა კომენტარისთვის, კარგია, რომ ასე ნათლად გამოხატე შენი აზრი. რაც შეეხება რომანის მიმდინარეობას... ო, იმდენი სურპრიზი გელით! არა თუ გიუშას სიყვარულის ისტორია, ნინიკოს ისტორიები, ლუსი თავისთავად და რაც შეეხება ერთადერთი და განუმეორებელი ახვლედიანის!???? ასე, რომ წაიკითხეთ მომდევნო თავები!????

 



№4 სტუმარი რენე

როდის დადებ ახალ თავს?

 



№5  offline წევრი Anano Magradze

რენე
როდის დადებ ახალ თავს?

ამ დღეებში აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent