შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკანდალური დღიური (ნაწილი 9)


28-01-2018, 04:29
ავტორი სალანდერი
ნანახია 345

სკანდალური დღიური (ნაწილი 9)

დილით ადრე მის ოთხაში შევდივარ! ალექსს არ სძინავს!
-დილამშვიდობის ვამბობ და საწოლზე ვჯდები
-დილამშვიდობის!
-ხელი როგორ გაქვს? ფრთხილად ვეხები
-პატარა ნაკაწრებია! მალე გაივლის!
-შენ თავს გეფიცები შენ თუ სიტყვა "ნაკაწრის" მნიშვნელობა იცოდე (მეცინება)
-ტყუილზე ნუ მიფიცებ ისედაც ერთი დაბანა ვარ დარჩენილი! იღიმის და ლოყაზე მკოცნის
-ადექი მარლა გამოვიცვალოთ სისხლიანია!
დგება აბაზანაში შედის და დაახლოებით ათ წუთში ჩაცმული ბრუნდება!
-მარლა მოიხსენი? ვეკითხები და ხელს ვათვალიერებ!
-ყველაფერი კარგადაა!
-ამ ხელით ჩხუბს როგორ აპირებ?
-ფეხები უფრო მჭირდება ხელით მაინც ვერაფერს გავაგებინებ იმას (იცინის)
-წამოდი! დღეს და ხვალ მთელი დატვირთვით ივარჯიშებ და ამას პირადად გავაკონტროლებ! თვალებს ვუბრიალებ!
-როგორც თქვენ ბრძანებთ! მპასუხობს და ოთახიდან გავდივართ...
თითქმის მთელი დღე ვარჯიშობს საღამოს კი ნინი და ანკა მოდიან გოგონებს ვესალმები და დასასვენებლად დივანზე ვჯდები
-ალექს არ შემოგვიერთდები? ეჭყანება ანკა...
-არა მას დასვენების დრო არ აქვს ვპასუხობ ალექსის მაგივრად და "მეტიც არ მინდა ხმა ამოიღო" მზერით ალექსს ვაჩერდები! ის ვარჯიშს განაგრძობს!
-რას ფიქრობ ბელს? მეკითხება ანკა და სერიოზულ სახეს იღებს!
-ძალიან მეშინია!
- მას შემდეგ რაც ლევანს ერთი დარტყმით ტვინის შერყევა დამართა კიდევ ფიქრობ რომ არავითარი შანსი არ აქვს?
-მე მჯერა მისი მაგრამ ძალიან ვნერვიულობ შენ არ გინახავს ვის უნდა ეჩხუბოს!
-მანახე რაა! ამბობს ანკა და ჩემკენ ჩოჩდება!
-გუგლში კარმენ ხაჯიბეგოვის სახელის და გვარის აკრეფვისთანავე ისევ იმ უზარმაზარი არსების სურათს ვაწყდები... ანკას ტანში აჟრიალებს
-რაა? ეს ადამიანია? რა ჯანდაბაა? ამას როგორ უნდა მოერიოს? უროს თუ დაარტყამს თავში თორე ამას რა გათიშავს! შენ ნორმალური ხარ? უყვირის ალექსს მასთან მიდის და ხელს კრავს
-გაჩერდი! მშვიდად პასუხობს
-მე გავჩერდე? თავს რატომ იკლავ შე მართლა არანორმალურო? გულზე ხელებს ურტყამს!
-ახლა შენ ნუღარ დაიწყებ რაა! ხელებს უჭერს ალექსი!
-ამის უფლებას როგორ აძლევ ანაბელ? ამჯერად მე მიყვირის და ცდილობს ალექსს ხელი გააშვებინოს
-მე მოვიგებ გესმის? აუცილებლად მოვიგებ! თვალს არ აცილებს ანკას და ისიც ნებდება რადგან ხვდება რომ ხელს ვერ გააშვებინებს...
-ავადმყოფები ხართ! არანორმალურები! არც კი ვიცი ასე ზუსტად როგორ იპოვეთ ერთმანეთი! ორივე აფრენთ გაიგეთ? ორივე აფრენთ ანკა რიგ რიგობით საყვედურის მზერით გვიყურებს
ალექსი ხელს უშვებს ანკა კიდევ ერთხელ ურტყამს გულზე
-ნეტავ შენზე ძლიერი ვიყო ერთს ისეთს დაგლეწავდი ცხოვრებაში რინგი აღარ გეხსენებინა საყვედურის კილოთი აყრის და ფეხების ბაკუნით უკან ბრუნდება!
-დღეს არ იქნება ბრძოლა? ამჯერად მე ვეკითხები ალექსს!
-კი ათზეა როგორც ვიცი!
-წავიდეთ, ვუყუროთ!
-რატომ?
-მინდა მზად ვიყო ხვალინდელი დღისთვის!
-ხვალ სერიოზულად აპირებ წამოსვლას?
-მარტო ეგ კი არა მეც საუბარში ერთვება ანკა! ახლა კი ადექი წყალი გადაივლე და წაგვიყვანე ის მაინც გვეცოდინება რას უნდა ველოდეთ!
-არა! გვპასუხობს მშვიდი თუმცა მტკიცე ტონით!
-რატომ? (ანკა)
-იმიტომ რომ არ მენდობა, ჰგონია ისევ პოლიციაში წავალ!
-ეს არაფერ შუაშია! მაწყვეტინებს ალექსი...
-შუაში კი არა თავშია, უბრალოდ მენდე და წაგვიყვანე!
-კარგი, ოთახიდან გადის და თითქმის ნახევარი საათის შემდეგ ბრუნდება!
-წავედით? გვეკითხება და სამივეს გვიყურებს
-ჰო! ფეხზე ვდგებით და მანქანაში ვსხდებით ქალაქის გარეუბანში გავდივართ და ალექსი ავტოფარეხის მაგვარ შენობასთან ჩერდება რომელსაც ხის კარები აქვს სანამ ალექსი კარზე აკაკუნებს ჩვენ მანქანიდან გადმოვდივართ ვიღაც ტატუებიანი და ჩაწნულ წვერიანი კაცი ხის კარს აღებს და ალექსს გულითადად ესალმება!
-ყველა შენ გახლია? მზერას გვავლებს სამივეს!
-ჰო!
-წავედით! ამბობს ტატუებიანი და წინ მიგვიძღვის, ფარეხში მხოლოდ დაშლილი მანქანები და მისივე ძველი ნაწილები ყრია საკმაოდ დიდ გზას გავდივართ შემდეგ კიბით მიწის ქვემოთ ვეშვებით და სასმლის სუნი გვცემს, მალე ხალხით სავსე უზარმაზარ ადგილას შევდივართ აქაურობა რეტორანს გავს მხოლოდ ერთი განსხვავებით შუაში რინგია მოწყობილი, მაგიდები კი ირგვლივ ლამაზად დაუწყვიათ, ძალიან ბევრი ხალხია ტერიტორიაც დიდია, საზოგადოების უმეტესობა შარვალ კოსტუმში გამოწყობილი ჯენტლმენებია რომელთაც ასევე საზეიმოდ გამოწყობილი ქალბატონები ახლავთ, ვერც მიხვდები რომ აქ ადამიანების ცემა ტყეპის საყურებლად არიან მოსულები, ალაგ ალაგ ტატუებსა და კიკინებში გამოწყობილი კაცებიც ჩნდებიან! ჩვენს თანამგზავრს ერთ ერთ მაგიდასთან მივყავართ რომელიც საკმაოდ ახლოა რინგთან და ყველას სათითაოდ გვიწევს სკამს, ვსხდებით და მადლობას ვუხდით!
-ვინები გამოდიან დღეს? გულგრილად ეკითხება ალექსი მხოლოდ ის დგას ფეხზე ტატუებიანთან ერთად!
-ბონდარენკო და გაჩეჩილაძე!
-ნორმალური ბრძოლა იქნება ერთმანეთს არ დახოცავენ!
-ნამდვილ სანახაობას ხვალ ველით! ზურგზე ხელს ფრთხილად ურტყამს ტატუებიანი!
ალექსი ემშვიდობება და ისიც მიდის... ჩვენს მაგიდასთან მომსვლელთა რიცხვი არ წყდება ალექს ხვალინდელ ბრძოლაში წარმატებას უსურვებენ!
-ეს ყალბი ნაბი*ვრები ვითომ ძაან ადარდებთ შენი სიცოცხლე! ხმამაღლა ამბობს ანკა როცა კიდევ ერთი შარვალ-კოსტუმიანი გვშორდება!
-რას დალევთ? ანკას წუწუნზე ყურსაც არ იბერტყავს ალექსი!
-ჩვენ მარტინის ამბობს ანკა! მე და შენ წვენს! ვეუბნები ალექსს და ვანიშნებ რომ კამათი გამორიცხულია!
-ახლავე დავბრუნდები სასმელს მოვიტან... ის მაგიდას შორდება
ალექსის მოსვლამდე მაგიდას ვიღაც ახმახი უახლოვდება და დაუკითხავად მიჯდება გვერდით!
-აქ ჩემი მეგობრის ადგილია ვეუბნები მშვიდად!
-შენი მეგობრის? აშკარად ნასვამია უცნობი..
-ჰო ჩვენი მეგობრის და აქედან თუ არ დაახვევ თავ-პირს დაგამტვრევს როცა დაბრუნდება ნერვებს ვერ თოკავს ანკა!
-მაშინ აქ დაველოდები და ვნახოთ რისი ტრა*ი აქვს! საზიზღრად იცინის!
-აქ ვინმე ჩემს ტრა*ზე საუბრობდა? თავზე გვადგება ალექსი და ჭიქებს მაგიდაზე აწყობს...
-შენ? შენ ხვალ ბრძოლა არ გაქვს? ალექსის დანახვა უცებ აფხიზლებს!
-ჰო მაქვს! დღეს კიდევ საკმაოდ ნავარჯიშები ვარ და სულაც არ მინდა შენთან ჩხუბი!
-არა არა რა გვაქვს საჩხუბარი! მიხარია შენი ნახვა და ხვალ შენზე საკმაოდ დიდი ფსონის დადებას ვაპირებ!
-ძალიან კარგი მაშ თუ წინააღმდეგი არ ხარ ჩემს ადგილას დავდებ ზემოთ ხსენებულ ტრა*ს!
უცნობი სასწრაფოდ დგება და ალექსს დაჯექიო ანიშნებს ის პირისპირ უდგას
-იმედი მაქვს თავში ბოთლს არ ჩამარტყამ როცა დავჯდები (იცინის)
-რას ამბობ! ალექსის სიცილით გულმოცემულს თვითონაც ეღიმება!
-ხვალ შენი ფსონისთვის ბოლომდე დავიხარჯები შენ კი სამაგიეროდ გოგონების პატივისცემა ისწავლე!
-ჰო რა თქმა უნდა მე ცუდი არც არაფერი მიკადრებია!
-მხოლოდ იმიტომ რომ ვერ მოასწარი! ახლა კი შეგიძლია წახვიდე!
უცნობი სასწრაფოდ გვემშვიდობება და მიდის!
-მართლა არანორმალური ხარ ამჯერად აღტაცებით ამბობს ანკა!
-მოკლედ ქალის დანახვაზე ჭკუას კარგავენ ეს სირ*ბი! ამბობს ალექსი და გვერდით მიჯდება!
ცოტა ხანში ჩვენთან კიდევ ერთი ჯენტლმენი მოდის
-მეგობარო ყვირის და ალექსს გულში იხუტებს!
-დღეს რა გულითადი ხარ დიდი ფსონები დაიყარა არა? ნაგლად უცინის...
-კარგი რა! ხომ იცი შვილივით მიყვარხარ!
-არ მინახავს რომ შენი შვილის სიცოცხლე რისკის ქვეშ დაგეყენებინა! ღიმილი არ შორდება ალექსს...
-მე შენს მხარეს ვარ და ვიცი რომ მოიგებ... შეიძლება დავჯდე?
-არა! სხვა დროს ვილაპარაკოთ! მოკლედ უჭრის და ჭაღარაც მალევე მიდის!
-ვინ იყო? ვკითხულობ!
-შენობის მეპატრონე ამ ყველაფრის ორგანიზატორი და მამაჩემის ბავშვობის მეგობარი!
-ნაბი*ვარი კიდევ ერთხელ ამბობს ანკა!
-დღეს ეს გოგო ცუდ ხასიათზე გვყავს ლანძღვა გინების გარდა მისგან არაფერი მომისმენია სიცილით ამბობს ალექსი!
ბრძოლა მალე იწყება ორი ახალგაზრდა ბიჭი ერთმანეთს გამეტებით სცემს
-წავიდეთ აქედან! ვამბობ და ალექსს ქურთუკზე ვქაჩავ!
-კარგად ხარ? მეკითხება და ფეხზე დგება!
-ამის ყურება არ შემიძლია გაიგე? არ შემიძლია! ალექსი წინ მიგვიძღვის შენობიდან გამოვდივართ და ძლივს ვსუნთქავ!
-ყველაფერი კარგადაა! აქ აღარ მოგიყვან ალექსი მიხუტებს და მისი გულისცემა მამშვიდებს!
-რომ წარმოვიდგენ რომ ხვალ იქ მათ მაგივრად შენ.. შენ.. წინადადების დასრულებას ვერ ვახერხებ ...
-ანაბელ ჯერ კიდევ არ არის გვიან... შეგიძლია წახვიდე და აღარასოდეს მოიხედო უკან... შენ ჯერ კიდევ გაქვს არჩევანის საშუალება და მე შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ!
-მე შენ გირჩევ! და ათასჯერ რომ მომცენ არჩევანის უფლება არცერთხელ არ ვიტყვი უარს შენზე! ცრემლები ღაპაღუპით მდის და ალექსს რაც შემიძლია ძლიერად ვეკვრი...
-ნორმალური ადამიანები რომ იყოთ ახლა ერთმანეთს ხელი უნდა ჩაკიდოთ და მსოფლიო ფეხებზე დაიკიდოთ! მაგრად თქვენ და ნორმალურობა საიდან სად? ყვირის ანკა და მანქანის ფანჯრიდან თავს ყოფს...
-ამის დროც მოვა! ახლა კი სახლში წავიდეთ! ყურში მეუბნება ალექსი და მანქანაში მაჯენს...
ჯერ ანკას და ნინის ტოვებს სახლში შემდეგ კი ჩვენც სახლში ვბრუნდებით!
დრო საშინლად სწრაფად მიდის იმდენად სწრაფად გათენდა და დაღამდა რომ ვერც გავაცნობიერე! მთელი დღე სახლიდან არ გავსულვართ ალექსი მთელი დღე ტომრის ცემამ იმდენად დაღალა რომ მისაღებში დივანზე ჩაეძინა! გავაღვიძე და თავის ოთახში ავიყვანე! წყალი გადაივლო და ჩვეულებისამებრ თმაგაჩეჩილი გამოვიდა!
-შეიძლება ამ საღამოს შენთან დავრჩე? ვუთხარი და წინ დავუდექი!
-არ ვიცი ანაბელ!
-რატომ?
-იმიტომ რომ არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს შევძლებ თავის შეკავებას!
-და რატომ იკავებ თავს?
-იმიტომ რომ არ ვიცი ხვალ რა მოხდება და მეშინია რომ გული გეგკინება!
-შენი აზრით ამას რამე მნიშვნელობა აქვს? ფიქრობ ფიზიკური სიახლოვე რამეს შეცვლის ჩვენს შორის?
-რაც მოხდება შენს თავს დააბრალე თქვა და უხეშად მიმიზიდა მისკენ ...
დილით ჯერ კიდევ გამთენიისას გამეღვიძა და ჩემს თავქვეშ ამოდებულ მის ხელს ფრთხილად შევეხე!
-დილამშვიდობის მთელი ძალით მეხუტება!
-ვერ ვიჯერებ რომ ამ საოცარი ღამის შემდეგ დღეს ამ ყველაფრის გადატანა მოგვიწევს!
-ყველაფერი კარგად იქნება!
-ვიცი! მის გულისცემას ყურს ვუგდებ! ვერცერთი მუსიკა ვერ შეედრება ვფიქრობ და ყელში ვკოცნი!
-დღეს ადრე უნდა წავიდე!
-მეც შენთან ერთად მოვდივარ!
-არა არა შენ ამას ვერ გაუძლებ!
-შენთან ერთად ყველაფერს გავუძლებ!
-არა ბელს არ მინდა რომ ინერვიულო!
-ჰო აქ სულ არ ვინერვიულებ!
-დარწმუნებული ხარ რომ წამოსვლა გინდა? მეკითხება და მზერას მაპარებს!
-რა თქმა უნდა! სიგარეტი გინდა? ვეუბნები და მისი კომოდიდან კოლოფს ვიღებ ვუკიდებ და ჩემივე თითებიდან ვეწევით!
-რამდენჯერ ვინატრე დროის გაჩერება რაც შენ გიცნობ!
-ერთ დღესაც გავაჩერებთ! აუცილებლად!
ცრემლები მახრჩობს მაგრამ არ მინდა ვიტირო ალექსის ნერვიულობას ვერიდები!
-დღეს არ ივარჯიშებ? ვეკითხები!
-არა უნდა დავისვენო მხოლოდ ბრძოლის წინ გავხურდები!
-არც შეჭამ?
-არა დღეს არაფერს შევჭამ თორე დამამძიმებს ჩემი მთავარი იარაღი კი სისწრაფეა!
ხმა აღარ ამოგვიღია გვიანობამდე ვიწექით ალექსის სუნთქვით დარღვეული სიჩუმე იმდენად მსიამოვნებდა რომ მივხვდი ყველაზე კარგი რამ ხდებოდა ახლა ჩემს თავს და არ ვიცოდი ეს რამდენ ხანს გასტანდა! გვიან ავდექით ანკა და ნინიც მოვიდნენ და ყავის დასალევად დავსხედით ყველას სახე ჩამოგვტიროდა და თითოეულ სიტყვას უდიდესი ძალდატანების ხარჯზე ვამბობდით!
-მორჩით რა! რას დამტირიხართ? საყვედურის ტონით გვითხრა ალექსმა როცა ანკას თვალებზე ცრემლი შეამჩნია და გვერდით მიუჯდა
-შენ ჩემი მეგობარი ხარ! ის მეგობარი რომელიც აქამდე არასოდეს მყოლია ანკა!
ანკა უსიტყვოდ მოეხვია და ცრემლები გადმოცვივდა!
ამასობაში კარში ლევანი შემოვიდა ჯერ კიდევ თავ შეხვეული!
-როგორ ხარ? პირველი ალექსს გადაეხვია შემდეგ კი ყველას ხელი ჩამოგვართვა
-შენ როგორ ხარ? აქ რამ მოგიყვანა?
-ამ ბრძოლას გამოვტოვებდი? უნდა გიყურო ერთი მაგრად როგორ მოგდებს ის ვიღაც და გული მოვიფხანო! ლევანი ხუმრობდა თუმცა არავის გაეცინა ალექსის გარდა მისი სიცილიც მწარე ჩაღიმებას უფრო ჰგავდა!
- წასვლის დროა თქვა და ფეხზე წამოდგა ყველა მასთან ერთად ავდექით და მანქანაში ჩავსხედით ლევანი საჭესთან ალექსი გვერდით მე და ანკა უკან ნინიმ თქვა რომ ამის ყურება არ შეეძლო და დაგვერეკა როგორც კი ალექსი მოიგებდა! ძიძამ და ნინიმ წარმატებები უსურვეს და ლევანმა ნაცნობ შენობასთან მიგვიყვანა!
ალექსს ყველა ისე ელოდა როგორც წითელ ხალიჩაზე ელიან რომელიმე ფილმის მთავარ ვარსკვლავს! მიუხედავად კონკურენტის უპირატესობისა ალექსს ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდა რატომღაც მისი უამრავ ადამიანს სჯეროდა!
-მზად ხარ? მითხრა როგორც კი შენობაში შევედით და ხელი ჩამჭიდა!
რინგთან საკმაოდ ახლო მაგიდა შევარჩიეთ და იქ დავსხედით ალექსი უკვე მოსამზადებლად აპირებდა გასვლას რომ დღევანდელი დღის მეორე მთავარი ვარსკვლავი შემოვიდა და პირდაპირ ჩვენი მაგიდისაკენ დაიძრა
ალექსი ფეხზე წამოდგა თუმცა სხვაობა მათ შორის დიდად არ შემცირებულა, კარმენი იმაზე დიდი იყო ვიდრე ფოტოებში ალექსის წონას სავარაუდოდ ორჯერ მაინც აღემატებოდა და ორი თავით მაღალიც ი
გახლდათ!
ერთმანეთს ხელი ზრდილობიანად ჩამოართვეს და წარმატება უსურვეს!
-რაკი ასე მოგენატრა დღეს მამაშენთან მიგაბრძანებ! მშვიდი ტონით უთხრა იმ იმედით რომ ალექსს მწყობრიდან გამოიყვანდა!
-ვინაიდან აქ არ შეიძლება, ამ სიტყვებისთვის რინგზე მაგარ პანღურს ამოგკრავ!
-როცა მოგკლავ შენს გოგოს ჩემთვის დავიტოვებ ამჯერად მე გადმომხედა კარმენმა!
-მას სუსტი ქალიშვილები არ იზიდავს პატარავ! გესლიანად დაუბრუნა ალექსმა და ისევ ჩემს გვერდით დაჯდა!
კარმენი მალე გაეცალა ჩვენს მაგიდას და გზაში რაღაც გაურკვეველი ჩაილაპარაკა!
-რატომ არ უთხარი რომ შენი გოგო არ ვარ? არც ისე დიდი ხნის წინ ალექსისთვის ნათქვამი ეს წინადადება გავიმეორე და გამეცინა!
-როდესაც პანღურს ამოვარტყამ აუცილებლად ვეტყვი გაიცინა ალექსმა და წასვლა დააპირა!
-შეიძლება შენთან ერთად ვიყო სანამ რინგზე ახვალ?
-ჰო! ლევან თუ რამე გოგონები სახლში წაიყვანე! ლევანმა ალექსს ხელი ჩამოართვა და წარმატება უსურვა ანკა კიდევ ერთხელ ჩაეხუტა !
-წაეთრიე ახლა სანამ ისევ ვიტირე უთხრა და მუშტები ფრთხილად მიარტყა
მე და ალექსი შენობის სიღრმეში გამოსაცვლელად განკუთვნილ ოთახში შევედით მან ტანზე გამოიცვალა და გახურება დაიწყო მე ვიჯექი და ცრემლები თავისთვის მდიოდა!
-ნუ ტირი რა! აღარ შემიძლია ამის ყურება! ჩემს წინ ჩაიმუხლა და თავი კალთაში ჩამიდო!
რამდენიმე წუთს ვიყავით ასე სანამ ჭაღარა კაცი არ შემოვიდა და ალექსს არ უთხრა რომ რამდენიმე წუთში რინგზე უნდა გასულიყო!
ალექსი ადგა ჩამეხუტა მაგიდასთან დამაბრუნა და მაკოცა, პირველად მისი ინიციატივით და პირველად სხვების დასანახად
-კიდევ ერთი "პირველად" ჩვენი შეხვედრიდან მითხრა თვალი ჩამიკრა და გამშორდა, ჯერ კიდევ სიტუაციის გადახარშვას ვცდილობდი როცა მიკროფონის ხმა გაისმა და ალექსი და კარმენი რინგზე დავინახე!
გული არანორმალურად მიცემდა არცერთი სიტყვა არ გამიგია რომელიც წამყვანმა გამოაცხადა მალე ის რინგიდან ჩამოვიდა და ბრძოლაც დაიწყო!
პირველად დარტყმა კარმენმა სცადა თუმცა ალექსს არ მოხვედრია მან კიდევ რამდენჯერმე სცადა დარტყმა თუმცა ალექსი არანორმალური სისწრაფით მოძრაობდა და კარმენმა დარტყმა ვერაფრით მოახერხა ახლა ალექსის ჯერი დადგა მისი დარტყმები იმდენად სწრაფი იყო ვერ ვაფიქსირებდი და მხოლოდ კარმენის რეაქციით ვხვდებოდი როდის სად ურტყამდა მალე ცხვირიდან სისხლიც წასკდა!
ამან კარმენი საშინლად გააცოფა გალიაში გამოკეტილი ცხოველივით დაიწყო მუშტების ქნევა და პირველი დარტყმაც გამოუვიდა ალექსი მოწყვეტით დაეცა რინგზე თუმცა სანამ კარმენი მეორედ დარტყმას მოახერხებდა ალექსმა წამოდგომა მოასწრო ჩხუბი ძალიან გახურდა ალექსი ოცჯერ მაინც ურტყამდა სანამ კარმენი ერთს მოახვედრებდა მაგრამ მისი დარტყმების ატანა ალექსს ძალიან უჭირდა... ყოველი დაცემის შემდეგ უფრო რთულად ახერხებდა ფეხზე წამოდგომას და ყოველი წამოდგომის შემდეგ უფრო ნელდებოდა მისი მოძრაობა... ორი დარტყმა მიაყენა ზედიზედ და ალექსს რინგზე დაცემულს ცხვირპირიდან სისხლი წასკდა ლევანს გავექეცი და რინგთან ახლოს მივედი!
-ადექი ჩემს გამო, მამაშენის გამო, ვუყვირე და მისი თვალების მოძებნა ვცადე!
-არ მისცე უფლება ბოლო დარტყმა მოგაყენოს ჩემი ხმა თვითონ მჭრის ყურს და ალექსი ფეხზე დგება! კიდევ ორჯერ ურტყამს კარმენი თუმცა თითქოს ეს დარტყმები დადებითად მოქმედებენ და ალექსი ფეხზე დადგომას ახერხებს... მოძრაობას ვამჩნევ რომელიც მეცნობა ის ჰაერში ხტება და ფეხით სამმაგ დარტყმას ასრულებს მიწაზე მყარად ხტება და კიდევ ერთხელ ასრულებს იგივე მოძრაობას... კარმენი გონზე მოსვლას ვერ ასწრებს და ალექსი თავში კიდევ რამდენჯერმე ურტყამს ამჯერად კარმენი ეცემა! ის კიდევ ერთხელ ხტება ჰაერში და ამჯერად იდაყვით გულ-მკერდში აყენებს დარტყმას კარმენს პირიდან სისხლი სდის და რაღაცის თქმას ცდილობს თუმცა ალექსს ისეთივე შეშლილი თვალები აქვს როგორც ბოლოს ჩემთან ჩხუბისას და ვხვდები რომ ვერაფერი შეაჩერებს!
-გააჩერეთ ეს ! ყვირის მურათი და ჩემს გვერდით დგება მეორე მხრიდან ლევანი ხელს მიწვდის ვეყრდნობი და ეს მეხმარება რომ ფეხზე მყარად ვიდგე!
ალექსი კიდევ რამდენიმე დარტყმას აყენებს კარმენს და და როცა ხვდება რომ კარმენს წამოდგომის თავი აღარ თავი აღარ აქვს რამდენიმე წამით ყოვნდება!
მურათი თხოვნას იწყებს ალექსს თხოვს რომ საკონტროლო დარტყმა არ შეასრულოს... ალექსი ჩვენკენ იწევა მურათს სახეში აფურთხებს და მზერა ჩემზე გადმოაქვს!
-არ გააკეთო! გთხოვ არ მოკლა! ვჩურჩულებ რადგან ხმა აღარ ამომდის არ ვიცი ჩემი ტუჩების მოძრაობით ხვდება თუ არა რას ვამბობ მაგრამ თავს უარის ნიშნად აქნევს და საკონტროლო დარტყმას ასრულებს! კარმენის თავი საშინელ ხმას გამოსცემს და სისხლის გუბე დგება თუმცა მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებ რომ მკვდარია როცა მურათის არანორმალური ღრიალი მესმის! ალექსი მუხლებზე იწევა თუმცა წამოდგომას ვეღარ ახერხებს! წამყვანი რინგზე ადის და ისე აღფრთოვანებული ლაპარაკობს თითქოს ამ წუთას მის თვალწინ კაცი არ მომკვდარა!
-წამიყვანე აქედან! ჩუმად ამბობს ალექსი და ტუჩების მოძრაობით უფრო ვიგებ მის სურვილს ვიდრე ხმით!
ლევანს მხარზე გადაკიდებული გამოჰყავს ალექსი და მანქანაში ვსხდებით
ამჯერად ანკა და ლევანი წინ მე და ალექსი უკან
-ყველაფერი კარგად იქნება მხოლოდ საავადმყოფომდე გაძელი ვთხოვ და ჩემს ფეხებზე დადებულ სისხლიან სახეზე ვეფერები
საავადმყოფოსთან ვჩერდებით ალექსი სასწრაფოდ შეყავთ შიგნით!
საავადმყოფოს კორიდორში დაჩოქილი მხოლოდ მის გადარჩენას ვეხვეწები ღმერთს როცა ექიმი გამოდის და ამბობს რომ ალექსი კარგად იქნება!
შინაგანი სისხლჩაქცევები და რამდენიმე მოტეხილობა ჰქონდა თუმცა მდგომარეობა სტაბილურია ამბობს ექიმი და მასთან შესვლის ნებას მრთავს
სასუნთქ აპარატზე შეერთებულ მძინარე ალექსს ხელზე ვეხები და ვაცნობიერებ რომ სიგიჟემდე მიყვარს! იმაზე უფრო მეტად ვიდრე აქამდე წარმომედგინა და იმაზე უფრო მეტად ვიდრე ეს შესაძლებლად მიმაჩნდა! ვხვდები რომ ის არის ყველაფერი რაც მჭირდება და სხვა არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა!

# # #
საავადმყოფოში ორი კვირით ტოვებენ... მე მთელ დღეებს მასთან ერთად ვატარებ და ის რომ საავდმყოფოში ვართ სულაც ვერ მიშლის ხელს რომ თავი ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვიგრძნო! ალექსი ძალების აღდგენას სწრაფად ახერხებს, მხოლოდ მოტეხილი ხელი შუშდება შედარებით ნელა!
მისი საავადმყოფოდან გამოყვანის დღე დადგა, დილით ადრე ავდექი და მასთან წასასვლელად მოვემზადე! ხვალიდან ყველაფერი ახლიდან დაიწყება, ბოლოს და ბოლოს ხუმრობა ხომ არაა ამდენი რამის გადატანა მოვასწარით და სიმშვიდეს ვიმსახურებდით! ამაზე ფიქრით გამოვედი სახლიდან მანქანაში ჩავჯექი და საავადმყოფოსკენ დავიძარი! მალე მივედი მანქანა იქვე შესასვლელთან გავაჩერე და სანამ გადმოვიდოდი ცხვირთან ჯერ ცხვირსახოცი შემდეგ კი მძაფრი სუნი ვიგრძენი გონება დავკარგე არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასეთ მდგომარეობაში თუმცა დაბმულმა გავიღვიძე და პირველი რაც დავინახე ჩემთვის ყველაზე საძულველი ადამიანის მურათის სახე იყო!скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი manana

კარგია და ძალიან კარგადაც წერ ....

 



№2  offline წევრი სალანდერი

manana
manana

დიდი მადლობა ❤

 



№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

დავიძაბეე და რინგზე მეც ვიყავი ალექსთან ერთად :დდ ყოველთვის კარგ თავებს დებ,მაგრამ ეს განსაკუთრებით ემოციური და კარგი იყო, ვერ ამოვისუნთქე სანამ არ დამთავრდა :დდ აი მურათს ნახე რა უქნას ჩემმა ალექსმა :დდ გაუტეხავს თავს :დდ

ხვალამდე რა მოითმენს :| :/

 



№4  offline წევრი სალანდერი

სტუმარი ქეთი
სტუმარი ქეთი

ვაიმეეე ძალიან დიდი მადლობა ❤
თქვენ არ იცით როგორ სტიმულს მაძლევთ ❤
დიდი მადლობა პირადად შენ ერთგული მკითხველობისთვის ❤

 



№5 სტუმარი სტუმარი ქეთი

სალანდერი
სტუმარი ქეთი
სტუმარი ქეთი

ვაიმეეე ძალიან დიდი მადლობა ❤
თქვენ არ იცით როგორ სტიმულს მაძლევთ ❤
დიდი მადლობა პირადად შენ ერთგული მკითხველობისთვის ❤
მადლობა შენ ასეთი კარგი რომ ხარ და ასეთი დასამახსოვრებელი მოთხრობა შექმენი <3

 



№6  offline წევრი სალანდერი

სტუმარი ქეთი
სტუმარი ქეთი

მხოლოდ დასაწყისია ❤

 



№7  offline წევრი Mari-Mariami.16

სრულად შოკირებული ვარ, ეს რა იყო?! ნამდვილი სიგიჟე, სასწაულად მაგარი იყო, ბრავოო! ქედს ვიხრი შენს წინაშე! ძალიან საინტერესო, ამაღელვებელი, ემოციორი და დამაინტრინგებელი თავი იყო ❤ ველი შემდეგ თავს მოუთმენლად! ❤❤❤
--------------------
"One choise can transform you" M.G

 



№8  offline წევრი სალანდერი

Mari-Mariami.16
Mari-Mariami.16

მადლობააა ❤
შემდეგი თავი ანუ დასასრული ხვალ დილით დაიდებაა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent