შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ვარდი (თავი მესამე)


28-01-2018, 22:01
ავტორი ლათინო
ნანახია 278

თეთრი ვარდი (თავი მესამე)

გოგონა გაოცებული იდგა და ცდილობდა გაეაზრებინა თუ რა ხდებოდა მის წინ.დემტრე საწოლთან ჩაკეცილი,ჩასისხლიანებული თვალებით უყურებდა გოგონას და ხელში ნემსი ეჭირა.თან სულ კანკალებდა.
-დემეტრე?
-წაადი! ერთიანად აეტანა ბიჭი კანკალს.
-დემეტრე ეგ არ გაიკეთო!
-რომ არ გავიკეთო მოვკვდები! კვლავ კანკალებდა ბიჭი.
-ღმერთო "ლომკაშია"! ახლა რა ვქნა?
-წადი მეთქი! დაიღრიალა დემეტრემ.გოგონა არ მოელოდა,შეხტა,თუმცა მაინც არ დანებდა,მასთან მიიჭრა,ნემსი ხელიდან გამოგლიჯა და აივნიდან მოისროლა.
-შეენ? შენ სულ გაგიჟდი? რა გააკეთე გოგო?მხრებში სწვდა გოგონას და ერთ ადგილას მიყინულს ანჯღრევდა.გოგონას შეეშინდა,მისი ჩასისხლიანებული თვალების შეეშინდა.
-დ...დემეტრე! ნელა დაადო ხელი მხარზე.თუმცა ბიჭმა უხეშად მოიშორა,ისევ საწოლთან ჩაიკეცა და ისევ კანკალი დაიწყო.სალომეს თაკომ დაურეკა,სალომემაც ყველაფერი უამბო.
-სალომე გთხოვ ელაპარაკე...ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინე,ეცადე დააძინო გთხოვ!
-კარგი...კარგი უნდა გავთიშო!
გოგონამ ტელეფონი სავარძელზე მოისროლა და ისევ დემეტრესთან ჩაიმუხლა,სახეზე ხელი შეახო და თავი მისკენ მიატრიალებინა.
-დემეტრე შემომხედე!
-მეძინება!
-კარგი დაწექი...ბიჭი საწოლზე დაწვა,გოგონა ყოყმანობდა,თუმცა თავის სიმორცხვეს გადააბიჯა,ახლა ამის დრო არ იყო,დემეტრეს უნდა დახმარებოდა.
-შეიძლება გვერდით მოგიწვე?
-მოდი!...გოგონა საწოლზე აძვრა და დემეტრეს გვერდით დაწვა.დემტრემ ხელები შემოხვია და თავი გულზე დაადებინა.გაუკვირდა და ბრინჯივით დაიბნა არ იცოდა რა უნდა ექნა,ბოლოს თვითონაც შემოხვია ხელები წელზე.
-რატომ?
-უნდა მოვმკვდარიყავი!
-რას ნიშნავს უნდა მომკვდარიყავი დემეტრე?
-სიცოცხლის ღირსი არ ვარ!
-დემტრე რას სულელობ? რას ნიშნავს სიცოცხლის ღირსი არ ხარ?
-ჩშშშ! ეს შენც კარგად იცი!
-მაგ თემაზე ხომ ვისაუბრეთ?
....
-სალომე
-გისმენ!
-ბოდიში რა...ეს არ უნდა გენახა! მითუმეტეს ასე არ უნდა მოგქცეოდი!
-არაუშავს ხდება ხოლმე..ქეთა ხვალ ჩამოდის ხო?
-ხოო!
კიდევ რამდენიმე თემაზე ისაუბრეს..დემტრეს ისევ კანკალი აიტანდა ხოლმე, მაგრამ სალომე მაინც ახერხებდა მის დაწყნარებას.ბოლოს დემტრეს ჩაეძინა,თუმცა მას ვერ დატოვებდა.ამიტომ თაკოს დაურეკა, ჯერ დემტრეზე მოახსენა ყველაფერი,შემდეგ კი სხვა თემებზე გააბეს საუბარი....დემეტრეს საღამომდე აღარ გაუღვიძია,მაგრამ როდესაც გაიღვიძა მიხვდა რომ ძალიან ცუდად იყო.სალომემ ტემპერატურა გაუზომა.სიცხისგან იწვოდა.მთელი ღამე ბორგავდა დემეტრე,სამომე კი მას არ სცილდებოდა.ბიჭი დამშვიდდა და ღრმა ძილში წავიდა,მერე სალომესაც ჩაეძინა.
დილით პირველმა დემეტრემ გაიღვიძა,მის გვერდით მწოლიარე გოგონა რომ დაინახა გაუკვირდა,მერე ყველაფერი გაახსენდა და საკუთარი თავის ლანძღვა დაიწყო იმის გამო რომ სალომემ ასეთ მდგომარეობაში ნახა...ახლა როგორი ურთიერთიბა გვექნება? ან საერთოდ მოინდომებს ჩემთან ურთიერთობის გაგრძელებას? რომ გაიღვიძებს ნეტავ რას მეტყვის? თავისთვის ფიქრობდა ბიჭი და უამრავი შეკითხვა უჩნდებოდა...უცებ ერთმა იდეამ გაუელვა თავში და ღიმილით წამოდგა საწოლიდან,მაისური გადაიცვა და სამზარეულოში ჩავიდა საუზმის მოსამზადებლად. ყველაფერი აივანზე რომ მაგიდაა იქ დაალაგა და სალომეს გასაღვიძებლად გაემართა,თუმცა სალომეს უკვე გაღვიძებოდა და საწოლს ასწორებდა როდესაც დემეტრე შეიპარა ოთახში. ბიჭისკენ ზურგით იდგა და ვერც კი შეამჩნია როგორ შევიდა ოთახში.
-ბუუ! დაიყვირა დემეტრემ და გვერდებში თითები შეარჭო გოგონას.სალომემ კი შიშისგან შეჰკივლა და ადგილზე ახტა,ბიჭს ეცინებოდა,სალომე კი ისევ გაბრაზებული სახით უყურებდა,თუმცა ბოლოს თვითონაც ვერ შეიკავა სიცილი და ორივე ერთხმაში იცინოდა.
-წამოდი ვისაუზმოთ! არ ინერვიულო მე მოვამზადე უკვე!
-შენ თუ მოამზადე მაშინ სანერვიულო ნამდვილად მაქვს.უთხრა გოგონამ და დაეჭყანა.დემტრეს ჩაეცინა,აივანზე გავიდნენ და სასაუზმოდ დასხდნენ,გემრიელად მიირთმევდნენ საუზმეს როცა უეცრად ქეთა დაადგათ თავზე.
-ბრავო! აი მესმის მეგობრობა!
-ქეთა?
-ხო დემტრე ქეთა!
-როდის ჩამიხვედი? რატომ არ მითხარი?
-აჰ უნდა მეთქვა მართალი ხარ!ბევრად უფრო ადრე მოასწრებდით მშვიდად საუზმობას და საუბარს,ბოდიშით ხელი შეგიშალეთ! ისე უხდებით ერთმანეთს! სიტყვები მიაყარა გოგონამ და ოთახიდან გამოიქცა,შემდეგ სასტუმროდან და ბოლოს მანქანაში ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა.დემეტრე და სალომეც უკან გაყვნენ. ქეთას თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე და გზას ნორმალურად ვერც კი ხედავდა! ვამეტებით ურტყამდა ხელს საჭეს...ძალიან დიდი სისწრაფით მიქროდა ორი მანქანა,წინა მანქანაში ქეთა იჯდა,უკან კი დემეტრე და სალომე. ბოლოს ქეთა მთელი სიჩქარით გაქანდა,არ უნდოდა რომ დემეტრე დასწეოდა,გაზის პედალს მთელი ძალით დააჭირა ფეხი და ძალიან მაღალი სისწრაფით გაქანდა...5 წუთში ზუსტად ხუთ წუთში მან საჭის დამორჩილება ვეღარ შეძლო და მთელი ძალით შეასკდა ხეს. დემტრე და სალომეც უკან მიჰყვებოდნენ, დემეტრემ სწრაფად დაამუხრუჭა,რის გამოც მათი მანქანა ორჯერ ამოტრიალდა. საშინელი ავარია იყო...ხალხი მათ გარშემო შემოიკრიბა,სასწრაფო და საპატრულო დახმარებაც მალევე მივიდნენ.სამივე საავადმყოფოში გადაიყვანეს. დემტრე და სალომე ძალიან მძიმედ იყვნენ,გადარჩენის შანსი თითქმის ნული იყო.
დემტრეს თავი ჰქონდა დაზიანებული...სალომესაც,თუმცა დემეტრესგან განსხვავებით მას საქარე მინის ნაწილები ჰქონდა შერჭობილი... ორივე მართლაც რომ საშინელ მდგომარეობაში იყო. ქეთა....ქეთა კი ადგილზევე გარდაიცვალა...
ახლობლებს მალევე შეატყობინეს,ბავშვები სასწრაფოდ მიცვივდნენ საავადმყოფოში და მოსმენილმა ყველა გაანადგურა,მიამ გონება დაკარგა,თაკოს სახე სულ მთლად აელეწა.მისთვის ორი ძვირფასი ადამიანი სიკვდლის ებრძოდა და თან ვერც ებრძოდა. ქეთას გარდაცვალების ამბავმა კიდევ უფრო დაამძიმა.მოკლედ ყველანი საშინელ მდგომარეობაში იყვნენ...ექიმები იმედს ვერ იძლეოდნენ,ორივე ერთმანეთზე უარეს მდგომარეობაში იყო,დემეტრე გათიშული,სალომე კი კომაში...ვერაფერს აკეთებდნენ,ვერაფრით ეხმარებოდნენ,არ იციდნენ რა უნდა ექნათ...მომავალში რა მოხდებოდა კი არავინ იცოდა.მხოლოდ ღმერთის იმედი ჰწონდათ დარჩენილი...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი nini

momwons kargia gaagrdzelee male dadee shemdegi tavi

 



№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიიიიჰ :( ეს რა ამბებია

 



№3  offline წევრი ლაილა

ძალიან საინტერესოა, მალე დადე

 



№4 სტუმარი ოფი

ცოტა დიდი თავებიიიიი disappointed disappointed ისე საინტერესოა

 



№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ძალიან საინტერესო ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent