შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკანდალური დღიური (ნაწილი 10) დასასრული


29-01-2018, 04:34
ავტორი სალანდერი
ნანახია 456

სკანდალური დღიური (ნაწილი 10) დასასრული

ანაბელ ლაშხი ოცდაცამეტი წლის, მსახიობი და ტელე წამყვანი! ფოტომოდელი და ქვეყნის სექს სიმბოლო ჩემს ბიოგრაფიას ხმამაღლა მიყვება და ცდილობს ჩემი ემოცია დაიჭიროს! პასუხს არ ვაბრუნებ!
-ლამაზი, ჭკვიანი წარმატებული შემდგარი ქალი ხარ! რატომ ალექსი? შეგეძლო შენივე შესაფერის მამაკაცს გაჰყოლოდი ცოლად!
-შემდეგ კი ბაჭიებივით გავმრავლდებოდით და ტკბილად და ბედნიერად ვიცხოვრებდით არა? მახსენდება ალექსის ნათქვამი წინადადება და ვიღიმი!
-არასწორი ადამიანი შეარჩიე სიყვარულის ობიექტად!
-სიყვარულის ობიექტებს არ არჩევენ იდიოტო და შენ წარმოდგენა არ გაქვს რა არის სიყვარული!
-ასე რამ გაგასულელათ? ან შენ ან ის?
-შენ ვერასოდეს მიხვდები ამას!
-არ ვიცი აცნობიერებ თუ ვერა მაგრამ მე შემიძლია აქვე მოგკლა... ამიტომ შენს ადგილას უფრო თავაზიანად ვისაუბრებდი!
-როგორც ალექსის მამა მოკალი არა?
-ესეც მოგიყვა? ღმერთო ჩემო არა და როგორ მომწონდა ეგ ნაბი*ვარი, ძალიან ღრმად შეუტოპავს მაინც რა გაუკეთე ასეთი?
-შენი აზრით ადამიანებს რამის გაკეთება სჭირდებათ იმისთვის რომ ვინმე უყვარდეთ?
-იცი ერთხელ შენმა ალექსმა მითხრა რომ მასზე სუსტი ვიყავი რადგან მყავდა ადამიანები რომელთა დაკარგვისაც მეშინოდა!
(ამ იდიოტს წარმოდგენაც არ ქონდა როგორ მესიამოვნა მის მიერ დამცინავად წარმოთქმული სიტყვათა შეთანხმება "შენი ალექსი")
-მერე?
-მერე ის რომ ახლა მასაც ჰყავს ასეთი ადამიანი! შენ მისი ერთადერთი სისუსტე ხარ ანაბელ და ეს ნიშნავს რომ შენ გახდები ჩემი ჯოკერი!
-მოვკვდები და ამას არ დავთანხმდები!
-შენ კი მოკვდები მაგრამ მე შენს მოკვლას არ ვაპირებ! უბრალოდ ალექსის გამოსაჭერად მჭირდები! ამბობენ რომ ეს კარგად გამოგდის!
-სიამოვნებით ჩამოგხსნიდი მაგ იდიოტ სიფათს! შეეშვი ალექსს გპირდები რომ საერთოდ წავიყვან საქართველოდან ის შენ პრობლემებს აღარ შეგიქმნის უბრალოდ მომეცი უფლება რომ წავიყვანო!
-კარგი ერთი! მან ჩემი შვილი მოკლა და გგონია რომ ასე მარტივად გავუშვებ?
-წადი შენი! ალექსი ყველაზე დიდი ხიფათია შენთვის და ჩემი მოკვლა მხოლოდ იმიტომ არ შეგიძლია რომ მისი სახელის ხსენებაზეც კი მუხლები გიკანკალებს!
-გმირი გგონია არა? ვნახოთ შენს გმირს რისი გაკეთება შეუძლია შენთვის
პირში ჩვარი ჩამჩრა და ალექსს ხმამაღალ რეჟიმზე ჩართული ტელეფონით დაურეკა!
-ბატონო! მოისმა ალექსის ხმა!
-გამარჯობა ალექსანდრა!
-შენ ბებერო ნაბი*ვარო! შენ გყავს არა? სად ხარ? მოვდივარ!
-მოდიხარ? მოდიხარ კი არა იმას აკეთებ რაც მე მინდა გაიგე?
-მას რომ თმის ღერიც ჩამოუვარდეს შენი სისხლისას არავის დავტოვებ ცოცხალს და შენ იცი რომ ამის გაკეთება შემიძლია!
-ახლა იმ მდგომარეობაში არ ხარ რომ მემუქრებოდე ჯოკერი მე მყავს ასე რომ თითქმის გავიმარჯვე!
-ანაბელი ერთადერთი ჯოკერი არ არის! ნუ გავიწყდება რომ მეორე ვაჟიც გყავს თავისი პატარა ლეკვებით! ასე რომ ხმები შენი გამარჯვების შესახებ მეტისმეტად გაბუქებულია!
-არ გაბედო და ჩემს შვილს და შვილიშვილებს არ შეეხო!
-ჰოდა რას მეუბნებოდი სად შევხვდეთო?
-იქ სადაც მე და მამაშენი ვხვდებოდით!
-ერთ საათში მანდ ვიქნები მანამდე ანაბელი დამალაპარაკე!
მურათი ტელეფონს მაწვდის და პირიდან ჩვარს მაცლის
-ალექს არ მოხვიდე გთხოვ არ მოხვიდე! ჩავყვირი ყურმილს...
-ანაბელ მისმენ? ჩემი ხომ გჯერა? გპირდები რომ ყველაფერი კარგად იქნება! ერთ საათში შევხვდებით და სახლში უვნებელი დაბრუნდები!
ალექსი მშვიდად საუბრობს და მისი ხმის ტემბრი მეც მამშვიდებს
-ნუ მოხვალ გთხოვ კიდევ ერთხელ ვემუდარები!
-შენ ვერავინ შეგეხება სანამ მე ცოცხალი ვარ გესმის? მალე გნახავ...
ალექსი კიდევ რაღაცას ამბობს მაგრამ მურათი ტელეფონს მართმევს და აღარ მესმის
-დანარჩენს სხვა ცხოვრებაში უამბობ ეუბნება და ტელეფონს უთიშავს! მურათი ხელებს და ფეხებს კიდევ უფრო ძლიერად მიკრავს და მანქანის უკან სავარძელზე მაჯენს! თითქმის ორმოცი წუთი ვმგზავრობთ კლდის პირას ვჩერდებით და მურათს მანქანიდან ასფალტზე გადავყავარ თავზე მადგას და იარაღს მიშვერს დაახლოებით ათ წუთში ალექსის მოტოციკლის ხმა ისმის აწყვეტილი მოდის და ჩვენთან ახლოს უხეშად ატორმუზებს!
-რა პუნქტუალურობაა ძვირფასო ალექს, მხოლოდ შენ შეგეძლო ერთ საათში თბილისიდან აქამდე მოსვლა! მე აქვე ვიყავი და ორმოცი წუთი მაინც დამჭირდა!
- იარაღი დაუშვი არ გაგივარდეს! აფრთხილებს ალექსი და ჩვენკენ ფრთხილად მოდის!
- ღმერთო ჩემო ალექს რას ვიფიქრებდი რომ მის გამო საკუთარ თავს გაწირავდი? მე უფრო ჭკვიანი მეგონე!
-მასთან მიახლოების უფლებას თუ არ მომცემ თავ-პირს დაგილეწავ!
-ნუ მემუქრები იარაღიც კი არ გაქვს! ასე რამ გამოგაშტერა? აქ საერთოდ რამ მოგიყვანა? დამცინავად უღიმის მურათი
-იარაღი არ მჭირდება! სანამ შენი ბებერი თითებით სასხლეტს ორჯერ გამოკრავ მანამდე გაგამგზავრებ შენს ბიჭთან ჩარტერული რეისით!
მურათი ალექსს ჩემთან მოსვლის უფლებას აძლევს ისიც მაშინვე მიახლოვდება პირიდან ჩვარს მაცლის და გულში მიკრავს... ნაცნობი გულის ცემა ყველა ორგანოს ერთიანად მიმშვიდებს და მავიწყდება რომ ჯერ კიდევ სიკვდილს ვუყურებთ თვალებში!
-კარგად ხარ? მეკითხება ალექსი და სახის ყველა ნაწილზე ფრთხილად მკოცნის!
-ეს გულის ცემა, ეს სურნელი! როგორ შემიძლია ცუდად ვიყო როცა შენ აქ ხარ!
მიყვარხარ! ალექს ვიცი რომ ახლა ამის დრო არ არის მაგრამ მინდა იცოდე რომ საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და შენს გვერდით გატარებულ თვე-ნახევარს უკვე გავლილ და დარჩენილ სიცოცხლის წლებში არ გავცვლი! შენ ყველაფერი ხარ რის გამოც შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ცხოვრება შედგა!
-მაშინ ნუ იბღვირები შუბლზე მკოცნის და ხელებს კიდევ უფრო მაგრად მხვევს...
-შენ ჩემი მზე ხარ და არასოდეს უნდა მოიღრუბლო ანაბელ! არასოდეს არ უნდა მოიღრუბლო!
მის კისერში ვრგავ თავს და იმ სურნელს ვისუნთქავ რომელიც ამ ქვეყნად ყველას და ყველაფერს მირჩევნია...
ალექსი მურათისკენ ბრუნდება!
-გაუშვი! შენ ის არ გჭირდება! ამბობს მშვიდად!
-ის გავუშვა და აქ შენთან ერთად მარტო დავრჩე? იდიოტი გგონივარ?
-ეგეც მართალია შენი ბებერი სახსრების იმედათ ჩემთან მარტო დარჩენა დიდი რისკი იქნებოდა!
-ათი წლით ახალგაზრდა რომ ვიყო მე შენ გიჩვენებდი სეირს! აშკარად ბრაზდება მურათი...
-როგორც შენმა ბიჭმა მიჩვენა არა? ნაგლად უღიმის ალექსი...
-გიკრძალავ მისი სახელის ხსენებას!
-ჯერ ერთი მე ვერავინ ვერაფერს ამიკრძალავს და მეორეც სახელი საერთოდ არ მითქვამს!
-ალექს მე და შენ, ორივეს დედამიწა ვეღარ დაგვიტევს!
-სულ შენი ბრალია ჭამის მეტს არაფერს აკეთებ და ორას კილოს მიაჭირე თორე ჩემს დატევას რა უნდა ორმოცდაათი კილო ვარ სულ! ისევ იღიმის ალექსი...
-გულის სიღრმეში სუსტი კლოუნი ხარ და რამდენი ადამიანიც არ უნდა მოკლა ამას ვერაფერი შეცვლის!
-როგორ ტეხავს არა? ამ სუსტმა კლოუნმა დიადი ხაჯიბეგოვის ღირსეული შთამომავალი სახით რომ ათრია!
-მოვრჩეთ ლაყბობას! ბრაზს ვეღარ თოკავს მურათი...
-კარგი! მიდი თქვი რა გინდა!
-მინდა მანქანაში ჩაჯდე და ამ კლდიდან გადაეშვა!
-ბებიაშენის არ გინდა? მე კლდიდან გადავხტები მერე ანაბელს მოკლავ და უკან გადმომაყოლებ და სახლში მშვიდად დაბრუნდები! მშვენიერი იდეაა მაგრამ რატომღაც არ მაწყობს!
-მას არაფერს დავუშავებ, მაგრამ ვერ მოვისვენებ თუ მეცოდინება რომ ცოცხალი ხარ!
- რა დამთხვევაა! არც მე ვარ დიდად აღფრთოვანებული შენი არსებობით!
-აირჩიე ალექს ან შენ ან ის!
-გინდა კლდიდან გადავხტე? კარგი თანახმა ვარ მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ მანქანაში ჩემთან ერთად ჩაჯდები!
ალექსი მთელი ძალით მიკრავს მკერდში ჩემს ტირილნარევ თხოვნას ყურს არ უგდებს ისე ელაპარაკება მურათს!
-გინდა რომ ერთად მოვკვდეთ?
-ჰო იმ ქვეყნად საძებნელი რომ აღარ გამიხდე და ცხვირ-პირი გაგიერთიანო!
-კარგი ალექს თანახმა ვარ! ეს ყველაფერი მე და შენ დავიწყეთ და ჩვენვე უნდა დავასრულოთ მანქანაში შენთან ერთად ჩავჯდები მაგრამ თუ ზედმეტ მოძრაობას შეგამჩნევ წამითაც არ დავფიქრდები ისე მოვკლავ მას!
-ჩემი თითოეული მოძრაობა გაშინებს ბებერო! ეს ნიშნავს რომ უკვე დამარცხდი! ახლა კი ცოტა ხნით მოგვშორდი რომ მას დაველაპარაკო! მართალია ბებერი ხარ მაგრამ არც იმდენათ რომ ათი ნაბიჯის გადმოდგმა ვერ მოასწრო თუ გაქცევას დავაპირებ!
მურათი საკმაო მანძილით გვშორდება ალექსი ჩემს პირისპირ მუხლებზე დგება და სახეში მიყურებს
-ასე ვერ მომექცევი ალექს! სასოწარკვეთილების ზენიტს ვაღწევ
-მომისმინე ანაბელ შეიძლება ყველაზე ცუდი ტიპი ვარ ამას ახლა რომ გეუბნები მაგრამ სიგიჟემდე მიყვარხარ! იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე შემიძლია! ჩემს ცხოვრებაში არც ერთი ბედნიერი წუთი არ ყოფილა გარდა იმ დროისა რომელიც შენთან გავატარე! მინდა ცხოვრება გააგრძელო გესმის? ჩემთვის უნდა გააგრძელო! ვერ გთხოვ რომ დამივიწყო იმიტომ რომ იმდენად საზიზღარი ვარ არ მინდა დაგავიწყდე!
-ალექს შენი სიცოცხლე? მე შენი სიცოცხლე მჭირდება!
-შენ ხარ ჩემი სიცოცხლე! ამიტომ თავს გაუფრთხილდი!
-საშინელება ხარ! საზიზღარი ხარ! ეგოისტო! მიდიხარ! ისე მიდიხარ რომ ჩემზე არ ფიქრობ მე როგორ გავაგრძელო? ნუ გააკეთებ ამას გთხოვ! ალექს თუ უნდა ორივე დაგვხოცოს მაგრამ შენს გარეშე არსად დარჩენა არ მინდა! შენ რომ არ იქნები რა გავაკეთო? მე რა მრჩება ალექს? აქ რა მინდა? რისთვის მტოვებ?
-მე მოგონებებს გიტოვებ! სიყვარულს გიტოვებ! ჩემს გულს გიტოვებ! ამ სიგიჟეს გიტოვებ რომელიც ერთად გავიარეთ და სცენარს... კარგ სცენარს ახალი ფილმისთვის! გთხოვ დაწერე ეს ყველაფერი და გადაიღე! შენ ხომ გიყვარს აზრიანი სცენარები? შეიძლება ამაზე აზრიანი და გიჟური სცენარი მოიფიქროს ვინმემ? ამაზე მაგარს ვინ რას გადაიღებს? ეს ჩემი და შენი დღიური იქნება, სკანდალური დღიური! მხოლოდ შენ არ ითამაშო კარგი? სხვა ალექსი და ანაბელი შექმენი ჩვენს გარეშე!
-ასე ვერ მომექცევი! შენ ჯერ ოცი წლის ხარ ყველაფერი ახლა უნდა დაიწყო!
-ანაბელ იმას რაც მე თვენახევარში განვიცადე ადამიანებმა ასი წელიც რომ იცოცხლონ ვერ განიცდიან! შენ მე ცხოვრება მაჩუქე და მაპატიე რომ იგივეს გაკეთება მე ვერ შევძელი! სუსტი ვარ ეგოისტი და ნაბი*ვარი მაგრამ ეს ჩემი ბრძოლაა ეს ისაა რაც შენამდე იყო! მე იმდენად ვარ ჩაფლული რომ შენ ჩემი ამოთრევა არ შეგიძლია! უბრალოდ გახსოვდეს რომ მიყვარხარ და მიხარია რომ რინგზე არ მოვკვდი რადგან შენთვის ამის თქმას ვერ მოვასწრებდი!
-მეც მიყვარხარ ვამბობ და მთელი ძალით ვკოცნი ვაცნობიერებ რომ ეს კოცნა უკანასკნელია! უკანასკნელად ვკოცნი, უკანასკნელად ვეხები, უკანასკნელად ველაპარაკები! ვეღარასოდეს ვნახავ თვალებს რომლებშიც საკუთარი თავის დანახვა სიცოცხლეს ათი წლით მიხანგრძლივებს ვხვდები რომ მას გადაწყვეტილებას ვერ შევაცვლევინებ და ამ კოცნაში ვატან ყველა გრძნობას რომელიც მის მიმართ მაქვს სიყვარულს, ტკივილს, ბრაზს, საყვედურს პროტესტს ისიც იმავეს აკეთებს მხოლოდ უფრო ნაზად!
-ახლა გააჩერე დრო! გემუდარები ახლა მაინც გააჩერე ვეხვეწები ისე თითქოს მას მართლა შეეძლოს ამის გაკეთება!
ის ჯიბიდან ვერცხლის ძეწკვზე დაკიდებულ პატარა "A"_ს ფორმის კულონს იღებს და ყელზე მიკეთებს!
-ალექსი და ანაბელი ან უბრალოდ "ალექსის ანაბელი" მეუბნება და კულონს კოცნის დრო გაჩერებულია გესმის? რამდენჯერაც გულზე დაიხედავ გაგახსენდები! და თუ როდესმე ტკივილის გამო თვალებიდან ცრემლი წაგსკდება იცოდე რომ მე ყოველთვის ისე ვიდგები შენს წინ როგორც ახლა! არ აქვს მნიშვნელობა დამინახავ თუ ვერა! შენ ხომ თვალებით არ შეგყვარებივარ? მხედველობა ილუზიაა ანაბელ თვალები დახუჭე და მიგრძნობ! მანამ სანამ ეს მედალიონი გულზე გექნება ჩემი კოცნა გაგაღვიძებს ყოველ დილით და ისინი ვერ წაგართმევენ იმას რომ შენ ჩემი ხარ!
-შენ ყველაფერი ჩაანაცვლე ალექს, შენ გახდი ჩემთვის ყველაფერი და ახლა უფლება არ გაქვს ხელიდან გამომეცალო! ვიცი რომ სიგიჟეა სიგიჟეა ყოველი წამი ჩვენი პირველი შეხვედრიდან დღემდე! სიგიჟეა ის რაც ჩვენს შორის ხდება სიგიჟეა ის რაც დამემართა მაგრამ შენ ის ხარ რასაც ჩემს ცხოვრებაში არასოდეს შევცვლიდი!
-მე შენი გული ვარ! (გულზე მკოცნის) თუ დაგჭირდები სულ აქ ვიქნები გესმის? ყოველთვის აქ ვიქნები ახლა კი თვალები დახუჭე!! ჩემი წასვლა კი არა ჩემს გვერდით ყოფნა უნდა დაგამახსოვრდეს!
მის ყელში თავს ვრგავ ჩემი ცრემლი ყელს უსველებს მე კი არანორმალურად ღრმად ვსუნთქავ რომ მისი სურნელი სამუდამოდ ჩავიბეჭდო გონებაში
ალექსი ტელეფონს იღებს და რეკავს ანკას უხსნის სად უნდა მოვიდეს და თხოვს რაც შეუძლია სწრაფად წამოვიდეს!
-მოვდივარ! შენც ხომ მანდ იქნები? ეუბნება ანკა!
-აბა რა! ყოველთვის მეგობარო და ტელეფონს მანამ თიშავს სანამ ანკა კიდევ რამის თქმას მოასწრებს!
მის მკერდთან ჩამომაქვს თავი და საყვარელ გულისცემას ვისმენ პირველად ვგრძნობ როგორ უჩქარდება გულისცემა და ვერ ვიტან რომ საყვარელი რიტმი ირღვევა!
-რას გეუბნება ბელს? ჩემი გულს ცემა რას გეუბნება?
-იმას რომ მეც შენი გული ვარ!
-ის არ ტყუის! მას შენ არასოდეს მოუტყუებიხარ! ამბობს და თვალებს კოცნით მიხუჭავს შეშლილივით ვყვირი მანქანის დაქოქვის და ვარდნის ხმები მესმის მერე კი მეხსიერება მიწყდება!
როცა აზრზე მოვედი და ალექსის ნახვა მოვითხოვე მითხრეს რომ მისი სხეული სანახავად არ ვარგოდა თუმცა მხედველობა ხომ ილუზიაა რა მნიშვნელობა აქვს როგორ გამოიყურებოდა? ამიტომ მე ვნახე ის! უკანასკნელად მოვეფერე და ვაკოცე ეს პირველი კოცნა იყო რომელიც მან ვერ იგრძნო!
კიდევ ერთი "პირველად" ჩვენი შეხვედრიდან... ბოლოჯერ ვუთხარი მაშინ
# # #
ანაბელს თხრობა ცრემლებმა შეაწყვეტინა! ვგრძნობდი როგორ ახრჩობდა მოწოლილი დარდი ალექსის ყოველ ხსენებაზე თითო სიკვდილს გადიოდა! ცოტა რომ დამშვიდდა საუბარი განაგრძო
-ალექსი დავკრძალე თუმცა მისი საფლავის ნახვა არ შემეძლო! ყველა ჟურნალ გაზეთმა ჩვენს შესახებ დაიწყო წერა მათ არ მივცემდი უფლებას ის ეთქვათ რაც არ იცოდნენ! თავისი ბინძური ხელებით არ უნდა ეფოთიალათ ჩემი და ალექსის სუფთა გრძნობებში ამიტომ აქ წამოვედი მერე კაფეში შენ გიპოვე!
-მე არასოდეს არაფერი გამიკეთებია ალექსის სურვილის საწინააღმდეგოდ იმ აბების ჩადების გარდა ამიტომ მისი ბოლო სურვილიც უნდა შემესრულებინა! ახლა სცენარი მაქვს საქართველოში დავბრუნდები და ფილმს გადავიღებ! ალექსს ამ ყველაფერს მოვუყვები და დარწმუნებული ვარ მასთანაც მალე წავალ! ის ისევე ვერ გაძლებს უჩემოდ დიდხანს როგორც მე ვერ ვძლებ მის გარეშე! ბოლო ფრაზამ თითქოს შვება მოჰგვარა!
-ესეიგი ეს შენი დღიურია არა? სკანდალური დღიური? ვკითხე!
-ჰო ჩემი და ალექსის სკანდალური დღიური!
-შეიძლება შენთან ერთად წამოვიდე საქართველოში? მინდა ყველა ის ადგილი ვნახო სადაც შენ და ალექსი დადიოდით მინდა ყველაფერი უფრო დეტალურად შევიგრძნო!
-წამოდი! ჩემდა გასაოცრად მარტივად დამთანხმდა!
-თქვენ საოცარი ისტორია გქონდათ ანაბელ და არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს გაგრძელდა ეს! ვუთხარი და გასამგზავრებლად მზადებას შევუდექით!
მეორე დღეს მე და ანაბელი "სკანდალურ დღიურთან" ერთად საქართველოში ჩამოვფრინდით გავიცანი ანკა რომელიც სულაც აღარ იყო ისეთი მხიარული როგორც ანაბელი მიამბობდა გავიცანი ძიძა და ლევანი! ყველა მათგანში იყო დარჩენილი თავის წილი ალექსი!
ვნახე ალექსის საყვარელი კლუბი, ზღვის ნაპირი, მოტოციკლი, მისი ბინა, ოთახი სადაც ხან ანაბელთან და ხან მის გარეშე ეძინა სადაც ვარჯიშობდა ვნახე მისი გარდერობი რომლის ნახევარი ანაბელს ამერიკაში წამოეღო ნახევარი კი საქართველოში დაეტოვებინა (ანაბელი მხოლოდ ალექსის ტანსაცმელს იცმევდა) ვნახე ყველა ადგილი სადაც დადიოდა და მოსწონდა მაგრამ მივხვდი რომ ისინი ისეთი სულაც აღარ იყო როგორადაც ანაბელი აღწერდა რადგან მათ ალექსი აკლდათ ჩემი წილი ალექსი რომელიც ანაბელმა მიწილადა!
-არაფერია ღირსშესანიშნავი ამ ქალაქში ალექსის გარეშე! თავისთვის ჩაიბურტყუნა ერთხელ ანაბელმა!
ჩვენ ყოველდღე დავდიოდით ალექსის საფლავზე ანაბელი ხშირად ადებდა თავს მის საფლავს და ამბობდა რომ ყველაფერს დათმობდა ახლა ალექსის გულისცემა რომ გაეგონა! შემდეგ ფრხილად დგებოდა და მის გულზე დაყრილ მიწაზე თითებით რაღაცას წერდა! თუმცა წაკითხვის საშუალება არასოდეს მოუცია!
ჩვენ გადავიღეთ ფილმი რომლის რეჟისორი ანაბელი თავად იყო!
-მე ყველაფერი გავაკეთე რაც მას უნდოდა თქვა როცა სახლში მიმყავდა ფილმის პრემიერის შემდეგ! იმ დღეს განსაკუთრებით მხიარული იყო და ისიც კი ვიფიქრე, იქნებ ეს მისი ახალი ცხოვრების დასაწყისიათქო, მაგრამ
მომდევნო დილით ანაბელი ალექსის საფლავზე გარდაცვლილი ვიპოვეთ! მისი ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს სადაც სამედიცინო დასკვნამ აჩვენა რომ ანაბელი გულის შეტევით გარდაიცვალა! ალექსის საფლავზე მარტო დარჩენილმა კი მის გულზე ანაბელის თითებით ნაწერი პატარა წერილი ამოვიკითხე! ანაბელს მიწაზე ლამაზად გამოეყვანა რამდენიმე სიტყვა:

"ნება მომეცი ისევ შეგისუნთქო"
"ანაბელის ალექს"скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი manana

ვიტირე....., მაგრამ ალბათ ასეთი დასასრული ჯობდა

 



№2 წევრი სალანდერი

manana
manana



ჩემო კარგებო დიდი მადლობა რომ თქვენს დროს გვითმობდით, მადლობა თითოეული ნახვისთვის დადებითი და უარყოფითი შეფასებებისთვის!
მოთხრობა იყო საცდელი და ბუნებრივია ვაცნობიერებ რომ ბევრი ხარვეზი აქვს როგორც შინაარსობრივად ისე გრამატიკულად!
მოთხრობის გადაკითხვისას დავრწმუნდი რომ ლექსიკა საკმაოდ დასახვეწი მაქვს ამიტომ ვაპირებ ახლა ჩემი დრო ამას დაეთმოს!!!
თუმცა გპირდებით რომ უკეთესი ისტორიებით დავბრუნდები
ვაპირებ ვწერო იმაზე რაზეც როგორც წესი არ ვსაუბრობთ შევეხები ყველას ყველაფერს და არ იარსებებს ტაბუ დადებული თემები!
პს: დიდი მადლობა ადამიანს რომლისგანაც ალექსი გამოვძერწე, რადგან ვთვლი რომ საინტერესო პერსონაჟი შედგა!

 



№3 წევრი Mari-Mariami.16

ყელში ცრემლების დიდი გორგალი მაქვს გაჭედილი მისი გადაყლაპვა არ შემიძლია მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვცდილობ, ვცდილობ თვალებზე მოწოლილი ცრემლები შევიკავო, მაგრამ ის იწყებს დენას!!!
ისტორია რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ! ყოჩაღ!!! ❤❤❤
--------------------
"One choise can transform you" M.G

 



№4 წევრი სალანდერი

Mari-Mariami.16
Mari-Mariami.16

მადლობა ❤

 



№5 წევრი სალანდერი

Elene bostoganashvili.
მეც ვიფიქრე მაგაზე მაგრამ ორი ადამიანის დამშვიდობებისას მესამე და მეოთხე აბსოლუტურად ზედმეტი იყო. ეგეც რომ არა ალექსი როცა ანაბელის დასახმარებლად მოდიოდა ანკას და ნინის არ წამოიყვანდა...
რაც შეეხება შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკვე ავტორის მიერ მოკლედ აღწერილი ამბავი იყო და ითქვა რომ ყველას აკლდა თავის წილი ალექსი... ზედმეტი ტკივილით გადატვირთვას მოვერიდე ისედაც მძაფრი დასასრული გამოვიდა და კიდევ ემოციური კომენტარებით დატვირთვა აღარ მოვინდომე!
თუმცა დიდი მადლობა ყურადღებისა და შენიშვნისათვის ❤

 



№6 სტუმარი სტუმარი ანა

რაღაც საოცრება იყო.. ვიტირე, ვიბღავლე არ ვიცი ????ყოჩაღ! შედევრია????

 



№7 წევრი სალანდერი

სტუმარი ანა
სტუმარი ანა

უღრმესი მადლობა ❤

 



№8  offline წევრი a.bochorishvili

მართალია, არ მიტირია, მაგრამ, კარგი იყო, მგონი ერთადერთი ხარ ვინც ჰეფი ენდით არ დაასრულა, ძალიან კარგი იყო

 



№9 წევრი სალანდერი

a.bochorishvili
მართალია, არ მიტირია, მაგრამ, კარგი იყო, მგონი ერთადერთი ხარ ვინც ჰეფი ენდით არ დაასრულა, ძალიან კარგი იყო

მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent