შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ვარდი (თავი მეოთხე)


1-02-2018, 19:08
ავტორი ლათინო
ნანახია 259

თეთრი ვარდი (თავი მეოთხე)

მეორე დღეს თაკო რეანიმაციაში შევიდა დემეტრესთან,ის ისევ უგონოდ იყო.
-დემეე! დაუძახა სუსტი ხმით გოგონამ. დემეტრე რას აკეთებ? როგორ იქცევი? გონს რომ მოხვალ ნახე რა გიქნა! ხომ თქვი წამალს შევეშვებიო? ხომ თქვი ? ან ეს რას ნიშნავს? მტოვებ და მირბიხარ? და რომ წახვიდე მე რა უნდა მეშველოს? შენ ხომ ჩემთვის ძმასავით ხარ და რამე სულელური რომ გააკეთო ხომ იცი რომ ძალიან მატკენ? არ გაბედო გესმის? არ გაბედო სიკვდილი! თორემ არ გაპატიებ! გოგონამ თავი ჩახარა,ერთი ამოიკნავლა და თვალებიდან წყლის ბურთულები გადმოყარა... დემეტრეე! ყელში ბურთმობჯენილმა გააგრძელა საუბარი. დემეე! ქეთა წავიდა დემე! ხმით ატირდა გოგონა. ვერ გაუძლო დემე! ბიჭის პულსაციამ მოიმატა,რამოდენიმე წამში კი აპარატის გამაყრუებელმა წივილმა მოიცვა იქაურობა. თაკო გაშეშდა,შემდეგ კი იქვე ღილაკს დააჭირა თითი და ექიმებიც მალევე შემოცვივდნენ,თაკო რასაც ქვია გამოაგდეს ოთახიდან და კარები მოხურეს. გოგონა კარებშივე ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო.
-თაკო შემომხედე! რატომ ტირი? მასთან გიორგი მივიდა.
-დემე....დემე მიდის გიო! თაკო ბიჭს მოეხვია .
-დამშვიდდი! მას არაფერი მოუვა აი ნახავ! წამოდი სკამზე დაჯექი, თორემ ეგ შენი პატარა უკანალი გაგიცივდება! უთხრა ღიმილით ბიჭმა.თაკო დაეჭყანა და ენა გამოუყო,მერე ხელი ჩასჭიდა და ფეხზე წამოდგა,იქვე სკამზე ჩამოჯდა და თავი უკან გადააგდო.
-დემეტრე ნაკანის ახლობლები თქვენ ხართ? იკითხა ექიმმა.
თაკომ მაშინვე გაახილა თვალები და ფეხზე წამოხტა.
-დიახ!
- როგორც ჩანს მასზე რაღაცამ იმოქმედა,მცირე ინფაქტი გადაიტანა,მაგრამ ახლა მდგომარეობა სტაბილურია.
-ანუ ცოცხალია? ჰკითხა გახარებულმა თაკომ
-დიახ
-მადლობა ექიმო! გაუცნობიერებლად მოეხვია თაკო ახალგაზრდა ექიმს,რაც გიორგის არ გამორჩენია და წარბები შეკრა.
-ისა მე..მე შემთხვევით..აბლუკუნდა თაკო.
-არაფერია.გაუღიმა ბიჭმა და თვალი ჩაუკრა. რაზეც გიორგი წამოენთო და მუშტი შეკრა.
*****
სალომე ისევ კომაში იყო,არანაირი სასიცოცხლო ნიშანი.მდგომარეობას ისიც ამძიმებდა რომ მას ასთმა ჰქონდა .მართვით სუნთქვაზე იყო.ნელ-ნელა უკანუკან მიდიოდა,ბავშვები კი განადგურებულები და სახეწაშლილები ისხდნენ დერეფანში და ელოდებოდნენ სალომეს გამოღვიძებას.მასთან არც არავის უშვებდნენ რომ დალაპარაკებოდა.უეცრად მისი გულისცემა შეწყდა და აპარატიც აწივლდა...
ბავშვები შეშინებულები მივარდნენ დიდ ფნჯარას,საიდანაც ყველაფერი ნათლად ჩანდა.ექიმები გულის მასაჟით ცდილობდნენ მის ამუშავებას,თუმცა შედეგოდ.ამიტომაც "ელექტროშოკის" გამოყენება დასჭირდათ. სამი ძლიერი მუხტის შემდეგ სალომეს გული ისევ ამუშავდა....
ასე გავიდა ერთი კვირა.დემეტრე მესამე დღეს მოვიდა გონს და დღითიდღე უფრო უკეთესად ხდებოდა.სალომე მეხუთე დღეს გამოვიდა კომიდან,ყველანი გახარებულები იყვნენ, სანამ აღმოაჩენდნენ რომ სალომეს სიარული აღარ შეეძლო.იმის შანსი რომ სალომე კიდევ დადგებოდა ფეხზე 50/50ზე იყო.
დემეტრე უკვე სახლში ჰყავდათ გაწერილი.როცა ქეთას შესახებ უთხრეს ნამდვილ ცხოველს დაემსგავსა და რაც კი ხელში მოჰყვა ყველაფერი დაამსხვრია საკუთარი თავი სძულდა,ამბობდა ყველაფერი ჩემი ბრალიაო,მას მარტო არ ტოვებდნენ ეშინოდათ საკუთარი თავისთვის რამე არ დაეშავებინა,ამიტომ მასთან თაკო რჩებოდა.დემეტრე საკუთარ ოთახში იყო ჩაკეტილი მთელი 7 საათი,კარს იქეთ ის ტიროდა კარს აქეთ კი თაკო და ევედრებოდა რომ გამოსულიყო.უეცრად გამოაღო დემეტრემ კარები და ბიძაშვილს მოეხვია,თავი მის კისერში ჩამალა და ისევ ატირდა.
სალომეს ისტერიკები დაემართა როცა მიხვდა რომ ფეხებს ვერ გრძნობდა. საშინელ მდგომარეობაში იყო,მაგრამ დამამშვიდებელს ვერ უკეთებდნენ,ისედაც ამდენხანს კომაში იყო და ეს მისთვის ძალიან სარისკო იყო.
ამიტომ მასთან ბავშვები სათითაოდ შევიდნენ,მაგრამ ვერცერთი მათგანი გახდა რამეს.სალომე მათ არც კი უსმენდა და უყურებდა,ტიროდა და თავის ფიქრებში იყო წასული.მასთან დემეტრეც მივიდა.სცხვენოდა,სალომეს თვალებში ვერ უყურებდა,ფიქრობდა რომ მისი ასეთი მდგომარეობა მისი ბრალი იყო.
-სალომე! ვერც სიტყვებს უყრიდა თავს დემეტრე.
-დემეტრე,სანამ რამის თქმას დააპირებ გეტყვი რომ არ იფიქრო რომ ასეთ დღეში შენს გამო ვარ. არ გაბედო და საკუთარი თავი არ დაადანაშაულო! ეს არც კი იფიქრო! ეს უბედური შემთხვევა იყო,რომელმაც ყველაზე მეტად შენ დაგაზარალა.საყვარელი ადამიანი დაკარგე და ეს ვიცი რომ საშინლად მძიმე ასატანია. და ბოდიშს მე გიხდი,მას რომ მე არ დავენახე....
-ჩშშშ! შენი ბრალი არ არის! ეს არავის ბრალია! მაგრამ შენ....შენი ეს მდგომარეობა...
არც კი ვიცი. მე მჯერა სალომე! მჯერა რომ ისევ გაივლი! შენ არც კი იცი რა ძლიერი ხარ!
*****
ორი თვის შემდეგ,დიდი ძალისხმევის შედეგად სალომემ კვლავ გაიარა.ეს დღე მათთვის უბედნიერესი იყო.როდესაც სალომემ თავისუფლად სიარული შეძლო მაშინვე დემეტრესთან წავიდა სოფელში.
კარი დემეტრემ გააღო და როდესაც სალომე ფეხზემდგომი დაინახა ერთხანს გაშტერებული უყურებდა,მერე ირგვლივ შემოუარა რომ დარწმუნებულიყო არაფერი მეჩვენებაო. სალომე კი ღიმილით უყურებდა მას.ბოლოს დემეტრე ისევ მის წინ დადგა.
-სალომე შენ...ისევ...
-ჰო დემეტრე ისევ! ღიმილით დაუქნია გოგონამ თავი და ბიჭს მოეხვია.
-ხომ ვამბობდი! ხომ გეუბნებოდი ისევ შეძლებ თქო! შენ კი გაიძახოდი "არა არ შემიძლია,ძალა არ მეყოფაო" ჭყანვით გამოაჯავრა ბიჭმა.
გოგონამ ტყავის ქურთუკი გაიხადა და იქვე დივანზე მიაგდო,მერე ბუხრის წინ ჩამოჯდა ბალიშებზე და დემეტრეს შეხედა.
-რატომ წამოხვედი?
ჰკითხა გოგონამ
-მარტო ყოფნა მინდოდა,ყველაფერზე უნდა დავფიქრებულიყავი.
-მერე რა მოიფიქრე? ბიჭი სალომეს წინ ბალიშზე ჩამოჯდა.
-ქეთაზე ნაკლებად უნდა ვიფიქრო,ასე ცხოვრებას და მომავალს დავინგრევ! როგორ მიჭირს ნეტავ იცოდე,მაგრამ ასე ჯობია. შენ მართალი იყავი,მასზე რაც უფრო ხშირად ვიფიქრებ უფრო მეტად მეტკინება,შესაძლოა ამან ისევ ნარკოტიკთან მიმიყვანოს,რაც ყველაზე ნაკლებად მინდა. ამდენხნიან წვალებას წყალში ვერ ჩავყრი!
-........
-შენ არაფერს მეტყვი?
გოგონამ კი უბრალოდ გაიღიმა და ამ ღიმილში ჩაატია ყველა ის სიტყვა, რომელიც უნდა ეთქვა.
-საოცრად ძლიერი ვინმე ხარ! ისევ ღიმილით უთხრა გოგონამ.
ბიჭმაც გაუღიმა.
-ღვინოს დალევ?
-რომ დავლიო დარჩენა მომიწევს!
-მერედა ვინ გიშვებს?
-აჰ არ მიშვებთ ბატონო დემეტრე?ღიმილით ჰკითხა გოგონამ.
-ნწ! თავი გააქნია ბიჭმა.
-კარგი მაშინ თუ ასეა ბატონო დემეტრე დავლევ და ზემოთ ოთახში მე დავიძინებ საწოლზე,თქვენ კი აქ. თითი გაიშვირა დივნისკენ.
-და საიდან იცი რომ ოთახი ზემოთაა?
-თაკოსთან ერთად ვიყავით!
-კარგია.მაგრამ მე მაინც არ დავწვები დივანზე,წელი მეტკინება!
-ოჰ! აბა მე დავწვე?
-არა,ორივე ზემოთ დავწვეთ!
სალომე დაიბნა,არ იცოდა რა ეთქვა.რომ გაეპროტესტებინა ქაჯობა გამოვიდოდა,მაგრამ რომ დათანხმებოდა...რო დათნხმებოდა არც არაფერი მოხდებოდა,ორივე დაიძინებდა მშვიდად და კომფორტულად.
-კარგი!
-მაგრამ დაწოლა ჯერ ადრეა!....აუ არ გშია? ჰკითხა ბიჭმა.
-ღამის თორმეტ საათზე?კი როგორ არ მშია! გადაიკისკისა გოგონამ,დემეტრეს კი მასზე გაეღიმა.
-მაშინ უნდა გაგახარო და გითხრა რომ არაფერი არ გვაქვს! "ბედნიერი" სახით უთხრა დემეტრემ.
-აბა? მაცივრის კარი გამოაღო გოგონამ.
-რამე უნდა მოვამზადოთ!
-მაინც? ჩაფიქრდა გოგონა და ტუჩზე კბილებით დაიწყო თამაში.
-მასე ნუ შვები!
-როგორ?
-ტუჩებზე გეუბნები! მასე ნუ შვები თქო!
-რატომ?
-სალომე! რომ გეუბნები ნუ შვები თქო ესეიგი არ უნდა ქნა!
-ჰმ!
-მაკარონი მოვამზადოთ! სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი დემეტრემ.
-კარგი! გაეცინა გოგონას.
-რატომ იცინის ერთი გოგო?თვალი მოჭუტა ბიჭმა.
-ჩემზე ამბობ? მე ვიცინი? არაა! მოგეჩვენა!
-ხოო?
-აჰამ!
-კარგი ასე იყოს! რაღაცნაირად ჩაიღიმა ბიჭმა.
ალბათ ფიქრობთ ასეთი ბედნიერი როგორ არის დემეტრე,ჯერ მხოლოდ ორი თვეა გასული ქეთას სიკვდილიდანო.მაგრამ დემეტრე ბედნიერი სულაც არაა!თავს აჩვენებს ყველას რომ ბედნიერია! ყველას ატყუებს რომ წამალს შეეშვა,თუმცა ეს ასე არ არის! ნარკოტიკის მოშორება ასეთი ადვილი არ არის. თან ნარკოტიკი ერთადერთი შვებაა მისთვის. ის უმსუბუქებს მას ტკივილს თორემ საყვარელი ადამიანის დავიწყება ასეთი მარტივი როდია? მოდით ცოტახანს დემეტრე და სალომე მარტო დავტოვოთ და მათ მეგობრებთამ გადავინაცვლოთ,რომლებიც თავიანთ საყვარელ ბარში,საყვარელ ადგილას სხედან და საუბრობენ.
-აუ დემეტრეს ექიმი რა სიმპატიური პიროვნება იყო შეამჩნიე თაკო? ჰკითხა მიამ თაკოს გიორგის გასაგონად და ბიჭს ეშმაკური ღიმილით გახედა,რომელსაც ძარღვები ნელნელა ებერებოდა.
-კიი!მასეთ ბიჭზე უარს მართლა არ ვიტყოდი. თქვა სიცილით თაკომ.
-შენი სახელი და ნომერი მთხოვა! იცრუა მიამ და გიორგის სახეს დააკვირდა,რომელიც სულ გასწითლებოდა სიბრაზისგან და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა!
-მერე? ჰკითხა თაკომ და სკამზე წამოჯდა.
-არაფერი რა მერე,რათქმაუნდა მივეცი! დაგირეკავს ალბათ.
სიცილს ძლივს იკავებდა მია,მერე თორნიკეს ხელი გაჰკრა.გიორგიმაც თაკოს ნომერზე ფარული ნომრით გადარეკა. თაკოს ტელეფონის აწკრიალება და გიორგის ღრიალი ერთი იყო.
-გათიშე!
-ვერ გავიგე?
-გათიშე მეთქი!
-იქნებ მართლა ის ექიმია! უთხრა თაკომ.
-შენ გოგო დებილი ხო არ ხარ? ვინ ჩემი ფეხებია ეგ? არ გაბედო და არც კი გაიფიქრო მაგაზე თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!
-და შენ რა უფლება გაქვს რომ გადამიწყვიტო ვისზე ვიფიქრო და ვისზე არა?
-მეღადავები ხო? ვერ ხვდები რო მიყვარხარ გოგო? ვერ ხვდები რომ შენთვის ისე არასდროს შემომიხედავს როგორც მიას და სალომეს ვუყურებ? როგორ უნდა მიგახვედრო რო მიყვარხარ?
-რას შვები?
-რა რას ვშვები გოგო მიყვარხარ თქო! გაეცინა გიორგის.
-მეეც! თქვა გოგონამ და ბიჭს მოეხვია.
-იმ ს***ზე არც კი იფიქრო თორემ მოვკლავ! ბუტბიტებდა ბიჭი.
-კარგი გათიშე ბიჭო გასკდა თავი! უყვირა მიამ თორნიკეს,თორნიკემაც გათიშა და თაკოს ტელეფონის გამაყრუებელი წკრიალიც შეწყდა. თაკომაც და გიორგიმაც ყბაჩამოვარდნილებმა გამოხედეს და-ძმას. მიამ ერთი გაუცინა წყვილს და ძმას უთხრა გავასწროთ თორე გიორგი აგვკუწავსო,ძმას გადაბიჯა და გაიქცა. თორნიკეც წამოდგა ფეხზე,გიორგის მხარზე დაუტყაპუნა ხელი და დას გაჰყვა. წყვილს გაეცინა არანორმალურ და-ძმაზე და ისევ ერთმანეთს მოეხვივნენ....


.......
შემიფასეთ მეგობრებო.მადლობა წინასწარ ♥♥♥скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი D-I-A-N-A

საოცრებაა <3
ძალიან მომწონს და სულ მოუთმენლად ველი <3
ერთი თხოვნა მაქვს შენთან ,ძალიან გთხოვ ნუ იგვიანებ ახალი თავის დადებას <3
წარმატებებს გისურვებ <3
ველი შემდეგ თავს <3

 



№2 წევრი ლათინო

ბოდიში დაგვიანებისთვის :( ვეცდები დღეს დავდო ♥♥

 



№3  offline აქტიური მკითხველი terooo

კარგად ვითარდება მოვლენები მაგრამ ცოტა ხომ არ აჩქარებ

 



№4 წევრი ლათინო

terooo
კარგად ვითარდება მოვლენები მაგრამ ცოტა ხომ არ აჩქარებ

ვაიჰ! არ ვიცი!:(((

 



№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ლათინო
terooo
კარგად ვითარდება მოვლენები მაგრამ ცოტა ხომ არ აჩქარებ

ვაიჰ! არ ვიცი!:(((

უფრო მძაფრი იქნებოდა მოლოდინის და გაწელვის რეჟიმი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent