შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სკანდალური დღიური (სრულად)


1-02-2018, 19:08
ავტორი სალანდერი
ნანახია 1 324

სკანდალური დღიური (სრულად)

მე მაქსიმე ჩარკვიანი ვარ ოცდახუთი წლის უკვე ათი წელია ამერიკაში ვცხოვრობ და საქართველოში სულ რამდენჯერმე ვიყავი ჩამოსული... თუმცა ჩემს თავზე სხვა დროს ახლა მინდა გიამბოთ ისტორია რომელმაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა...


ერთი წლის წინ კაფეში გავიცანი ქალი რომელზეც ვაპირებ გიამბოთ... ქალი რომლის ცხოვრება სავსე იყო ვნებით, სიყვარულით, შეცდომებით, ბრძოლებით პოპულარობით და ყველაფერი იმით რის გამოც სიცოცხლე ღირს...
კაფეში მჯდომს თავზე წამომადგა და ჩემს წინ დაჯდა... მუქი ყავისფერი კანით, ზომიერად ნავარჯიშები სხეულით, მწვანე ციმციმა თვალებით, ოდნავ დიდი ტუჩებით და ულამაზესი ნაკვთებით ნებისმიერ ხელოვნების ნიმუშზე უფრო სრულყოფილად გამოიყურებოდა...
-გამარჯობა, დაიწყო საუბარი
-გაგიმარჯოს (დავიბენი რადგან ქართულად საუბრობდა)
-მე ანაბელი ვარ
-სასიამოვნოა, მე მაქსიმე როგორ მიხვდით რომ ქართველი ვარ?
-დიდი ხანია გაკვირდები უფრო ზუსტად მას შემდეგ რაც სკამს ქართულად შეუკურთხე...
-გასაგებია ვთქვი და ერთი კვირის წინანდელი შემთხვევა გამახსენდა როცა კაფეში სკამი ამისრიალდა და მართლაც ქართულად გავლანძღე...
-მიხარია რომ ჩემი გაცნობით დაინტერესდით ვთქვი და გავუღიმე
- სიმართლე გითხრა შენით არასოდეს დავინტერესდებოდი ქართველი რომ არ იყო და გამუდმებით რომ არ წერდე
- გასაგებია, მე ჟურნალისტი ვარ...
-ჟურნალისტი? სიმართლე გითხრა მწერალი მეგონე მაგრამ ეგ არაფერი შენც გამომადგები...
- რას გულისხმობთ?
- მინდა წიგნი დაწერო... ჩემთვის...
-მე მწერალი არ ვარ...
-ეგ არ მაინტერესებს შენგან არც დიდ მხატვრულობას მოვითხოვ და არც იმას რომ ცხოველები აალაპარაკო, მე ამბავს მოგიყვები ორი ადამიანის ცხოველური ყოფის შესახებ და შენ ამას დაწერ...
- რატომ უნდა გავაკეთო ეს? 
-იმიტომ რომ მსგავსი არასოდეს არაფერი გექნება მოსმენილი... იმიტომ რომ შეგიძლია ერთი დიდი ცხოვრებისეული გაკვეთილი მიიღო და კიდევ იმიტომ რომ რამდენსაც მთხოვ იმდენს გადაგიხდი...
ეს ქალი უკვე ინტერესს აღმიძრავდა ძალიან მტკიცედ ლაპარაკობდა მე მიყურებდა და თითქოს ვერც მხედავდა თითქოს გამჭვირვალე ვყოფილიყავი თვალებში უზომო სევდა ედგა თუ კარგად დააკვირდებოდი იფიქრებდი სადააცა ტირილს დაიწყებსო თუმცა ის არ ტიროდა... და ვერც იფიქრებდით თუ ტირილი შეეძლო იმდენად მკაცრად იმზირებოდა...
- აბა დაფიქრდი და ხვალ პასუხი შემატყობინე! მითხრა და წავიდა...
მთელი ღამე ვფიქრობდი ვინ იყო ეს ქალი და რა უნდოდა ჩემგან თუმცა ვინაიდან ამ დროისთვის არსად ვმუშაობდი და საქმეც არაფერი მქონდა თანაც უზომოდ დავინტერესდი ისტორიით რომელზეც ასე მოწიწებით საუბრობდა თვითონ მშვენიერება გადავწყვიტე დავთანხმებოდი... ბოლოს და ბოლოს ამით არაფერს ვაგებდი..
დილით ადრე ისევ ნაცნობ კაფეში წავედი და ანაბელის ლოდინი დავიწყე... სამი საათი სრულდებოდა როცა კაფეში შემოვიდა და ჩემს მაგიდასთან ისევე უცერემონიოდ დაჯდა როგორც პირველად
-გამარჯობა (ამჯერად მე დავიწყე)
-რა მოიფიქრე? (პირდაპირ საქმეზე გადავიდა) 
-თანახმა ვარ
- ძალიან კარგი, მაგრამ რამოდენიმე პირობა მაქვს
-გისმენ... ვთქვი და მივაჩერდი
- 1)როცა ამბის მოყოლას დავიწყებ არ უნდა გამაწყვეტინო... და მხოლოდ იმდენს მოგიყვები რამდენსაც მე ჩავთვლი საჭიროდ...
2)არ მინდა ინტერნეტში ჩემზე რაიმე სახის ინფორმაცია მოიძიო
3) იმისთვის რომ დარწმუნებული ვიყო მეორე წესს არ დაარღვევ მირჩევნია ჩემთან იცხოვრო წიგნის დასრულებამდე....
- არ ფიქრობთ რომ მეტისმეტად ბევრი წესია? 
- ჩემი პირობა ასეთია... თანახმა ხარ თუ არა?
- ჰო (არც კი ვიცი როგორ მივიღე ასე მალე გადაწყვეტილება)
-მაშ წავედით შენი ნივთები ჩაალაგე
- დღესვე?
-ბევრი დრო არ მაქვს რაც უფრო მალე დავიწყებთ მით უფრო მალე დავასრულებთ...
ანაბელი გარეთ გავიდა მეც უკან გავყევი ის მანქანაში ჩაჯდა და თვალით მანიშნა მეც იგივე გამეკეთებინა.
- მანდ არა (დაიძახა როგორც კი მის გვერდით დაჯდომა დავაპირე)
კარი ფრთხილად მივხურე და ამჯერად უკან დავჯექი ჩემს სახლთან გავჩერდით მე ჩემი ნივთები სწრაფად ჩავალაგე და მანქანაში დავბრუნდი... შემდეგი გაჩერება უზარმაზარი თეთრი სახლი აღმოჩნდა რომელიც ქალაქიდან საკმაოდ მოშორებული იყო, ანაბელმა მანქანა ეზოში გააჩერა და სახლში შევედით 
-ეს შენი ოთახი იქნება, მიჩვენა მან 
-რამეს დალევ?
-დიახ 
ანაბელმა ვისკი და ჭიქები მოიტანა და გვერდით მომიჯდა 
- აქვე ახლოს კაფეა შეგიძლია იქ ჭამო რადგან საჭმლის მომზადებას არ ვაპირებ თქვა და მაგიდაზე კონვერტით ფული დადო
-რაც დაგჭირდება იყიდე დანარჩენ თანხაზე წიგნს რომ მორჩები მერე ვილაპარაკოთ
- მე ფულის გამო არ დაგთანხმებივართ 
- მე შენი დრო მიმაქვს და შესაბამის ანაზღაურებას მიიღებ თქვა მტკიცედ
- მანქანაში შენს გვერდით დაჯდომის უფლება რატომ არ მომეცი?
- იქ ალექსის ადგილია...
- შეიძლება ვიკითხო ალექსი ვინ არის?
- ალექსანდრა წერეთელი მასზე ბევრს გიამბობ რადგან შენი წიგნი ზუსტად მასზე იქნება...
- მე მეგონა შენზე უნდა დამეწერა
- ჰო ჩემზე და ალექსზე... დღეისთვის საკმარისი კითხვები დასვი ახლა კარგად მოეწყვე და ხვალიდან შეგვიძლია წერა დავიწყოთ თქვა და ფეხზე წამოდგა
- შეიძლება საჭმელი თავად მოვამზადო? ვიკითხე
- რაც გინდა ის გააკეთე მითხრა სიგარეტს მოუკიდა და ფანჯარასთან სავარძელში ჩაჯდა
სამზარეულოში შევედი სპაგეტი მოვამზადე და ანაბელს დავუძახე 
-შეგვიძლია ვივახშმოთ ...
ის სამზარეულოში შემოვიდა ყავა დაისხა და წინ ჩამომიჯდა
- პირი არაფრისთვის დაგიკარებიათ ვუთხარი როცა ჭამას მოვრჩი
-პირველ რიგში თქვენობით ნუღარ მელაპარაკები და მეორე მე ჭამა არ მინდა 
ანაბელმა ისევ სიგარეტს მოუკიდა მე მაგიდის ალაგება დავიწყე ის კი დამემშვიდობა და თავის ოთახში დასაძინებლად წავიდა... 
დილით ჩემი ოთახიდან რომ ჩამოვედი ანაბელი უკვე ქვემოთ დამხვდა სიგარეტს ეწეოდა და ყავას სვამდა
-დილამშვიდობის შენ რა მთელი ღამე არ გეძინა? ვუთხარი როცა მისი დაწითლებული თვალები შევამჩნიე
-გამარჯობა, ეს შენი საქმე არ არის მოკლედ მომიჭრა 
- ფული აიღე და ყველაფერი მოიტანე რაც გჭირდება მარკეტი აქვეა განაგრძო მან
მმარკეტში წავედი ყველაფერი ვიყიდე რაც სავარაუდოდ დაგვჭირდებოდა და უკან დავბრუნდი საუზმე მოვამზადე მაგრამ ანაბელს ისევ არ უჭამია მხოლოდ ყავას სვამდა
-ასე რამდენ ხანს აპირებ? დიდ ხანს ვერ გაძლებ ვუთხარი როცა საწერი კალამითა და დღიურით ხელში წინ ჩამოვუჯექი
- ვის ადარდებს ისევ მკვახედ მიპასუხა
-თუ წინააღმდეგი არ ხარ შეგვიძლია დავიწყოთ ვუთხარი მე და ანაბელმა დაიწყო მოყოლა ამბის რომელმაც მთელი არსებით ჩამითრია...
# # #
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი ვარ ათობით ფილმში ვითამაშე და თითქმის ყველა ტელე გადაცემის ყველაზე სასურველი სტუმარი გახლდით...
მერე ს*ქს სიმბოლოს იარლიყიც მომარტყეს და ჩემი პოპულარობა საბოლოოდ გადაეშვა უკონტროლობაში... მთელი დღე ჟურნალისტები დამდევდნენ მირეკავდნენ რეჟისორები სხვა და სხვა როლებს მთავაზობდნენ მოკლედ იმდენად ცნობადი სახე გავხდი პირადი დაცვით მიწევდა ქუჩაში გასვლა ან თუ მარტო მინდოდა გამესეირნა რომელიმე მცველის მანქანით მივდიოდი რომ მშვიდად მემგზავრა...
ჩემი ფოტოები ყველა ჟურნალის ყდაზე, ყველა ბანერზე, ჩემი სახე ყველა ტელე გადაცემაში უკვე ნელ ნელა მბეზრდებოდა, ამიტომ ფილმებს ვარჩევდი და მხოლოდ იმ ფილმებში მონაწილეობას ვთანხმდებოდი რომლის სცენარიც განსაკუთრებით მომეწონებოდა...
მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა არც გართობას ვიკლებდი ხშირად ვსვამდი კლუბებში ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ერთად, ზოგჯერ ტაბლეტებზეც არ ვამბობდი უარს და ამის გამო ჟურნალისტებისთვის კიდევ უფრო საყვარელი საკბილო ვხდებოდი...
ერთ დღესაც ჩემმა ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა ანკამ გადაწყვიტა რეჟისურაში მოესინჯა ძალები და ფილმი გადაეღო. ნინის ჩემს მეორე მეგობარს საუკეთესო სცენარის მოძიება დაავალა მე კი მთხოვა მის ფილმში მთავარი როლი მეთამაშა... 
ბუნებრივია პროცესში ყველა ჩავერთეთ... ბოლოს და ბოლოს ჩემი სახელიც კი გაყიდდა ფილმს რაც არ უნდა ცუდი გამოსულიყო თუმცა ჩემდა გასაკვირად ნინიმ საკმაოდ კარგი სცენარისტი იპოვა და მეც უფრო მომინდა რაც შეიძლება კარგად გამოსულიყო ყველაფერი...
ფილმის სცენარი ცოტა სკანდალური და მძიმე აღმოჩნდა: ის ეხებოდა გოგონას ცხოვრებას რომელიც თოთხმეტი წლის ასაკში დაფეხმძიმდება ბავშვს წაართმევენ და გააშვილებენ წლების შემდეგ ჩემი გმირი შვილს მაინც პოულობს გოგონა უკვე საკმაოდ წასულია ხელიდან თუმცა დედა თავს არ ზოგავს რომ შვილი სწორ გზაზე დააბრუნოს მაგრამ მათი ურთიერთობა საკმაოდ რთულად ვითარდება... მოკლედ სცენარი საინტერესო იყო თავისი თამამი სცენებით და პიკანტური მომენტებით, ვინაიდან სკანდალები არც ერთ ჩვენთაგანს არ აშინებდა ანკას ვუთხარი რომ პარტნიორ გოგონას ფილმისთვის თავად მოვძებნიდი და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებდით გადაღებას...
ყველგან ვეძებდი გოგონას რომელიც გამორჩეული და განსაკუთრებული იქნებოდა თუმცა ისეთს როგორიც ჩემი გმირის შვილი წარმომედგინა საკმაოდ დიდ ხანს ვერ მივაგენი! ერთ საღამოს კლუბში წასვლა გადავწყვიტე ლევანს ჩემი დაცვის წევრს ვთხოვე სადმე ისეთ ადგილას წავეყვანე სადაც არავის დააინტერესებდა ჩემი ვინაობა და მშვიდად შევძლებდი დამელია... ლევანმა ქალაქის გარეუბანში ერთ ერთ კაფეში მიმიყვანა. ჩემდა გასაოცრად როცა შიგნით შევედი ყურადღებაც არავინ მომაქცია, ამ ამბავმა დიდი შვება მომგვარა კუთხის მაგიდასთან დავსხედით და დალევა დავიწყე... ლევანი ჩუმად იჯდა და თავის მოვალეობას ასრულებდა თვალი ეჭირა ჩემზე მე კი ვისკის ვწრუპავდი და მოცეკვავე გოგონებს ვუყურებდი როცა კარი გაიღო და რამოდენიმე ადამიანი ხმაურით შემოვიდა ოთახში, წინ გოგონა მოდიოდა შავი შარვალი ბაიკერის ბათინკები და ტყავის ქურთუკი ეცვა ყელზე და ხელის მტევანზე კი პატარა ტატუები დაეხატა, მას უკან ოთხი სხვა და სხვა აღნაგობის მამაკაცი შემოჰყვა ეტყობოდათ რაღაცას აღნიშნავდნენ ისინი ჩემი მაგიდის წინ დასხდნენ და დალევა დაიწყეს მიმტანმა გოგონამ შავებში ჩაცმულს ლოყაზე აკოცა და რაღაც უთხრა მალე მის მაგიდასთან ხალხი შეიკრიბა ყველა ულოცავდა და არწმუნებდა რომ საუკეთესო იყო...
- ლევან ვინ არის ეს გოგო? ვკითხე ჩუმად
-ალექსი... ალექსანდრა ბაიკერია მოტოციკლით ბრბოლებში იღებს მონაწილეობას 
-ლევან მგონი ფილმისთვის გოგონა ვიპოვე ვუთხარი და თვალი ჩავუკარი... იცნობ მას? 
- მას ყველა იცნობს ამ კლუბში... თუმცა არ მგონია ფილმზე დაგთანხმდეთ ქალბატონო ანაბელ... 
-ვითომ რატომ? 
-თქვენც რომ იცნობდეთ ამ კითხვას არ დასვამდით ...
ლევანისთვის აღარაფერი მითქვამს ალექსისთვის თვალის დევნება განვაგრძე ის ჩვეულებრივად იჯდა მილოცვებს გულგრილად იღებდა და ვისკის წრუპავდა, რამოდენიმეჯერ ჩემი მზერა დაიჭირა ფეხზე წამოდგა ჩემს მაგიდასთან მოვიდა და წინ დამიჯდა...
-ვინ ხარ? მკითხა მშვიდი ტონით
-ანაბელი
-რა გინდა ჩემგან?
- მე? რა უნდა მინდოდეს?
-შევამჩნიე რომ თვალს არ მაცილებდი ჰოდა თქვი რა გინდა... 
- მე საქმიანი წინადადება მაქვს თუ შეიძლება გარეთ გავიდეთ და მშვიდად აგიხსნი ვუთხარი მისი მშვიდი მზერით გულმოცემულმა
- თუ შენი შეყვარებული წინააღმდეგი არ იქნება წავიდეთ თქვა და ლევანს გახედა
-ის ჩემი შეყვარებული არ არის! ლევან ახლავე დავბრუნდები, ვთქვი და ფეხზე წამოვდექი
-ქალბატონო ანაბელ! სასწრაფოდ ფეხზე წამოდგა ლევანიც
-ნუ ღელავ მეგობარო შენს გოგოს მშვიდობიანად დავაბრუნებ უთხრა ალექსმა და თვალი ჩაუკრა
-ლევანმა შეშინებული მზერა გამომაყოლა მე კი ალექსთან ერთად გარეთ გამოვედი
- მე მისი გოგო არ ვარ კართან მისვლამდე ვუთხარი ალექსს.
- აქ რა სუფთა ჰაერია, აბა გამანდე შენი საქმიანი წინადადება! (პირდაპირ საქმეზე გადავიდა)
-მე მსახიობი ვარ და ჩემი მეგობარი რეჟისორის ფილმში მინდა ერთ ერთი მთავარი როლი შემოგთავაზო...
-შენს იუმორის გრძნობას ვაფასებ მაგრამ ახლა ღადაობის ხასიათზე არ ვარ! უხეშად მომიჭრა 
- არა მეე მეე არ გეხუმრები სერიოზულად ვამბობ
- მე მსახიობი არ ვარ ლამაზო
-ასე ნუ მეძახი! და მსახიობობა არც გჭირდება იმას ითამაშებ ვინც ისედაც ხარ...
-პირველი: დაიმახსოვრე რომ ლამაზო ცუდი მიმართვა არ არის და მეორე გმადლობ მაგრამ პოპულარობა უკანასკნელია რასაც ვისურვებდი
- შენ ისედაც საკმაოდ პოპულარული ხარ ვუთხარი და თვალით კაფეში მყოფი ხალხისკენ მივანიშნე
-ანაბელ დროს ტყუილად კარგავ მითხრა და უკან წავიდა
-ეს ჩემი დროა და რასაც მინდა იმას ვიზამ შენ კი თუ ბოლომდე მომისმენ გპირდები არ ინანებ...
-საუბრისას დამსწრეები არ მიყვარს!
-ლევანს თუ გულისხმობ შემიძლია სახლში გავუშვა
- ვაუ შენ ასეთი მაგარი გოგო ხარ რომ აქ მარტო დარჩენა არ შეგეშინდება?
-მარტო არ ვიქნები... შენ აქ ხარ
-გასაგებია, კარგი ანაბელ მხოლოდ იმიტომ მოგისმენ რომ შეძელი ჩემი დაინტერესება...
კაფეში შევბრუნდით
-ლევან მანქანა წაიყვანე და სახლში წადი კარგი? ვუთხარი როგორც კი მაგიდასთან მივედი
-თქვენ?
-მე ალექსი მომიყვანს..
ლევანმა ალექსს გახედა მან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ლევანმა კიდევ ერთხელ მესროლა საწყალი მზერა და რადგან მიხვდა რომ რეაქცია არ მქონდა კაფე დატოვა...
მე და ალექსი დავსხედით 
-საიდან მოიტანე რომ სახლში მიგიყვან? გაიცინა მან
-უბრალოდ იმედი მაქვს 
-იმედი ცუდი რამეა მაგრამ ამ ერთხელ ვეცდები რომ არ გაგიცრუო
-არ გიყვარს როცა ადამიანებს იმედს უცრუებ?
-კი, მიყვარს
-კიდევ რა გიყვარს? შემწვარი კარტოფილი! ისევ გაიცინა
ჩვენი საუბარი ფილმს არც შეხებია მე ჩემს შესახებ მოვუყევი მან დღევანდელ რბოლაზე მიამბო და წარბის აწევით აღნიშნა რომ 320კმ/სთ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის რომ პირველი ადგილი დაეკავებინა, შემდეგ მისი მეგობრებიც შემოგვიერთდნენ და დალევა დავიწყეთ
- მგონი ძალიან მთვრალი ვარ ვუთხარი ალექსს ყურში 
-ნუ ღელავ ჩემთან არაფერი მოგივა თვალი ჩამიკრა მან 
ზუსტად არ ვიცი რატომ მაგრამ თავს მშვიდად ვგრძნობდი ამიტომ საკმაოდ ბევრი დავლიე სასმელმაც თავისი საქმე გააკეთა და ისე დავთვერი რომ მახსოვრობა დავკარგე...
დილით ალექსის საწოლში სრულიად შიშველმა გავიღვიძე...
ის ოთახში არ იყო, მე კი ვერაფრით ვიხსენებდი რა მოხდა წინა ღამეს... თუმცა გახსენება არც იყო საჭირო ჩემი სიშიშვლე ისედაც ყველაფერს ამბობდა რა უნდა მეთქვა მისთვის? ალბათ თვალებში შეხედვაც შემრცხვებოდა ეს როგორ დამემართა მე ხომ ლესბოსელი არ ვარ იმედია მას მაინც ახსოვს რამე, ფიქრებიდან ალექსის ხმამ გამომარკვია
-დილამშვიდობის, დაიძახა და შორტსა და მაისურში გამოწყობილი წინ ამესვეტა...
თითქმის ჩემი სიმაღლის ოდნავ უფრო ღია ფერის კანით და ოდნავ უფრო ნავარჯიშები სხეულით... ის ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა რაც შეეხება მის ტატუებს ისინი ტანზეც ბლომად ეხატა...
-დილამშვიდობის ვუპასუხე წუთიერი დუმილის შემდეგ
-წვენს დალევ?
- კი, გმადლობ..
ჭიქაში წვენი ჩაასხა მომაწოდა და საწოლზე ჩამოჯდა
- რა ჩავიდინეთ გუშინ? ვიკითხე ხმადაბლა თუმცა უხერხულობა რომელსაც მის შემოსვლამდე ვგრძნობდი გაქრა..
- შენ რა არაფერი გახსოვს (გაიცინა)
- შენთან ვიწექი არა? 
- ჰო.. 
- ეს არ არის სწორი (თავი ჩავხარე)
- დილაობით ყოველთვის ლექციებს კითხულობ? 
- არა (მისმა ღიმილიანმა სახემ და მოულოდნელმა კომენტარმა მეც გამაცინა)
- გასაგებია, ანუ დღეს განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს...
- მე არასოდეს ვწოლილვარ გოგოსთან.. ჩემდაუნებურად ამოვილუღლუღე
- ჰო, არც მე 
- ანუ შენთვისაც პირველი იყო?
- ასეც შეიძლება ითქვას...
- და როგორი იყო? არც ვიცი რატომ ვიკითხე 
- ზეწარი ორჯერ გადააგდე და ბალიში წამართვი (ისევ გაიკრიჭა)
- ხომ მიხვდი რაზეც გეკითხები?
- თუ კონკრეტული პასუხები გინდა კონკრეტული კითხვები დასვი კარგი?
- უცხო ქალთან წოლა შენთვის მოსული პონტია? შევეცადე რაც შეიძლება მტკიცედ მეთქვა
- ჯერ კიდევ გუშინ მიმტკიცებდი რომ მთელი ქალაქი გიცნობს...
- კითხვაზე მიპასუხე! უცხო ქალთან სექსიშენთვის მოსული პონტია?
- არა...
- აბა განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს?
- მე არ მითქვამს რომ შენთან სექსი მქონდა..
- რაა?
- უბრალოდ მანქანაში დაგეძინა მე კი შენი მისამართი არ ვიცოდი ამიტომ ჩემთან ამოგიყვანე ეს იყო და ეს
- და შიშველი რატომ ვარ? 
- იმიტომ რომ ტანსაცმელი თავად გაიხადე მითხარი ტანსაცმლით ძილს ვერ ვიტან თან ეს ტანსაცმელი დასვრილიაო.. შიგნით კი...
- ჰო ზოგჯერ თეთრეულს არ ვატარებ... (შევაწყვეტინე) ანუ მე შენთან არ ვწოლილვარ?
- ანუ შენ ჩემთან იწექი მაგრამ უბრალოდ გვეძინა...
- მადლობა ღმერთს...
- ბატონოოო??
- არა არა შენს გამო არ ვამბობ უბრალოდ მე ლესბოსელი არ ვარ...
- ჰო არც მე თორემ მთელი ღამე ამ სრულყოფილების ყურებას ვერ გავუძლებდი ( გაიცინა და საწოლიდან წამოდგა)
- შენ ფიქრობ რომ მე სრულყოფილი ვარ?
- ადექი დღის შუქზე შეგათვალიერებ და უფრო ზუსტად გეტყვი 
- ჩემი ტანსაცმელი სად არის? თემა შევცვალე...
- სარეცხ მანქანაში, გუშინ სასმელი გადაისხი, შეგიძლია ჩემი ჩაიცვა ან დაელოდე სანამ შენი გაშრება...
- შეიძლება აბაზანით ვისარგებლო?
- ჰო რა თქმა უნდა...
- კარგი ფანჯრისკენ შებრუნდი სანამ ტანსაცმელს ამოვარჩევ და შხაპის მისაღებად შევალ...
- ჰო რა თქმა უნდა მე ხომ შიშველი არც კი დამინახიხარ... 
როგორც კი ფანჯრისკენ მიბრუნდა საწოლიდან ავდექი და ტანსაცმლის კარადასთან მივედი სანამ კარადას გამოვაღებდი მის ღიმილიან სახეს მოვკარი თვალი
- შეიძლება გავიგო ახლა რა გაცინებს? 
- დღეს შენ ზრუნავ ჩემს განწყობაზე,(გაიკრიჭა) შეგიძლია ზეწარი შემოიფარო რადგან ჩემი ფანჯრები რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მინისაა და შენს შიშველ სხეულს საოცრად ირეკლავს 
- ღმერთო, რა საზიზღარი ვინმე ხარ, ვუთხარი და ზეწარი შემოვიფარე
- აქ ყველაფერი შავი რატომ არის? განვაგრძე საუბარი 
- თეთრი თუ გინდა შეგიძლია ეგ ზეწარი გეცვას
- მაგრამ შენი გარდერობი მთლიანად შავი ტანსაცმლისგან შედგება...
- მაპატიე დამავიწყდა გამეფრთხილებინე რომ არც ისე მრავალფეროვანი გარდერობი მაქვს...
შხაპი მივიღე მისი შარვალი და მაისური ჩავიცვი და ამჯერად მე ავისვეტე მის წინ... უკვე თვითონაც ჩაეცვა...
- სახლში წამიყვან? ვუთხარი მხიარული ტონით
- ჰო რა თქმა უნდა...
- და ფილმზე დაფიქრდები? 
- ჰო,
სახლიდან გამოვედით და კიბეებს ჩავუყევით... ალექსს მანქანა გარეთ ჰყავდა დატოვებული
-მეგონა მოტოციკლით იქნებოდი! ვთქვი როცა მანქანის კარი გააღო
-ჰო მაგრამ არ მოინდომე მოტოციკლით მგზავრობა და მეგობრის მანქანით მომიწია შენი წამოყვანა
მანქანაში ჩავსხედით მისამართი ვუთხარი და ჩემი სახლისკენ გავემართეთ...
- ტანსაცმელი როდის დაგიბრუნო? ვკითხე
- თუ გინდა დაიტოვე...
- კარგი, დღეს დამირეკე კარგი? ამჯერად ფხიზელი გონებით მინდა გიამბო ფილმზე რომლისთვისაც მჭირდები
-ჰო, ვეცდები...
-ნომერს ჩაიწერ? 
-მითხარი დავიმახსოვრებ...
ნომერი ვუკარნახე და ამასობაში სახლთანაც მივედით ალექსმა მანქანა გააჩერა...
- შენ არ გადმოხვალ? ვკითხე ჩამოსვლისას
- არა დრო არ მაქვს...
- ყავას დავლევდით...
-სხვა დროს იყოს...
-კარგი რა გაეწყობა, მაშ შენს ზარს დაველოდები დღეს...
- კარგი, კარგად... თქვა და მანქანა ადგილს მოწყვიტა...
სახლში ანკა დამხვდა
- როგორ ხარ საყვარელო? ეს რა გაცვია?
- ცოტა დაღლილი... მერე აგიხსნი...
- კარგი ღამე გქონდა?
- არ მახსოვს (ალექსის ღიმილიანი სახე გამახსენდა როცა ვუთხარი არაფერი მახსოვსთქო და უნებურად გამეღიმა)
- ოჰოო და ის შეშლილი ვინ იყო მანქანით?
-ალექსი
-ვინ ალექსი?
-შენი ფილმის მომავალი პერსონაჟი უცნაური ბაიკერი გოგო
-მთელი ღამე მასთან გაატარე?
- ჰო, და ნუ დაპანიკდი უბრალოდ დავთვერი და დამეძინა მეტი არაფერი...
- და ფილმზე რა თქვა?
- მოიფიქრებს
-კიდევ როდის ნახავ?
-დღეს დამირეკავს...
-არ გამაცნობ?
-თუ ფილმზე დამთანხმდა გაგაცნობ და ნუ შემჭამ ახლა...
-კარგი კარგი წავედი მე კარგა ხანია აქ ვარ უკვე და ალექსზე ყველაფერს მომიყვები რასაც გაიგებ 
ანკა დამემშვიდობა და წავიდა
-ძიძა ცოტა ხანს დაძინებას ვაპირებ და არავინ შემაწუხოს ვუთხარი და ჩემი ოთახისკენ გავეშურე... 
გვიან ავდექი თავს უკვე ენერგიულად ვგრძნობდი წყალი გადავივლე და ის იყო სავახშმოდ ვაპირებდი დაჯდომას ტელეფონის ზარი გაისმა... დავხედე ნომერი არ მეცნო თუმცა მივხვდი ვინც რეკავდა და სასწრაფოდ ვუპასუხე
-გამარჯობა ანაბელ გაისმა ალექსის ხმა
- გამარჯობა ალექს რა ხმა გაქვს? ყველაფერი რიგზეა?
- ჰო ჰო ყველაფერი კარგადაა უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ დღეს შენს ნახვას ვერ მოვახერხებ...
- უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოგიჩნდა? 
- ასეც შეიძლება ითქვას... 
- კარგი რა გაეწყობა, გმადლობ რომ დამირეკე...
-მე ხომ დაგპირდი... დროებით, მითხრა და პასუხის დაბრუნებაც ვერ მოვასწარი ისე გამითიშა
საშინელი ხმა ჰქონდა... თან ხმაური არ ისმოდა რაც ნიშნავს რომ სახლშია.. წავალ და ვნახავ რატომ მარიდებს თავს თან მიზეზიც მშვენიერი მაქვს ტანსაცმელს მივუტან დიდ ხანს აღარც მიფიქრია ეზოში გავედი და ლევანს მანქანის მოყვანა ვთხოვე...
-სადმე გასვლას აპირებთ ქალბატონო?
-დიახ მაგრამ საჭესთან თავად დავჯდები...
ლევანმა მანქანა მომიყვანა და ალექსის სახლისკენ ავიღე გეზი...
კარზე ზარი ორჯერ დავრეკე და როგორც იქნა კარი გააღო სადარბაზოშიც და სახლშიც ბნელოდა ამიტომ მას კარგად ვერ ვხედავდი
- ტანსაცმელი მოგიტანე.. დავიწყე საუბარი
-ხომ გითხარი რომ შეგეძლო დაგეტოვებინა...
-ისეთი ხმა გაქვს ვიფიქრე კარგად არ იყავი, შეიძლება შემოვიდე?
- ჰო რა თქმა უნდა ...
მალე განათებულ მისაღებში აღმოვჩნდი ალექსიც უკან შემომყვა და მისი დალურჯებული სახე დავინახე
-ღმერთო ჩემო რას გავხარ ვიყვირე შეშფოთებულმა
- შენ ხომ მყავხარ დახატული (გახუმრება სცადა თუმცა მივხვდი რომ ტკივილის გადაფარვას ცდილობდა)
-ეს რა არის ავარიაში მოყევი?
-დამშვიდდი და ნუ ყვირი კარგი?
-მე ნუ ვყვირი? სარკეში ჩაიხედე? იცი რას გიგავს სახე? მთლიანად დალურჯებული და დასივებული ხარ
-ჰო ვიცი, ავარიაში არ მოვხვედრილვარ და თუ გაჩუმდები აგიხსნი...
- არა მოგვიანებით ამიხსენი ახლა საავადმყოფოში უნდა წავიდეთ...
- მორჩი ნუ სულელობ სავადმყოფოში ვერ წავალ და ნუღარ ყვირი მეზობლებს შემიშინებ...
- საავადმყოფოში რატომ ვერ წახვალ? ისევ ხმამაღლა ვაგრძელებდი საუბარს
-ჯანდაბა ანაბელ ნუ ყვირი გთხოვ თავი გამისკდება...
- რამე სასმელი გაქვს? ამჯერად მშვიდად ვიკითხე 
-კიი მაცივარშია
-და ყინული? 
-ეგეც... დალევა გინდა?
- გააფრინე? რა დროს დალევაა ჭრილობებს დაგიმუშავებ...
- საჭირო არ არის ასეთ დღეში პირველად არ ვარ... მალე გამივლის...
- უბრალოდ მოკეტე და სანამ ჭრილობებს არ დაგიმუშავებ ხმა არ ამოიღო თორე გავაფრენ...
- კარგი კარგი თქვა და სიმწრით გაიცინა
ჭრილობების დამუშავებას თითქმის ნახევარი საათი მოვანდომე წარბი და ქვედა ტუჩი გახეთქოდა შუბლზე კარგად მოზრდილი კოპი აჯდა თვალის გარშემო და საფეთქელთან სილურჯეები ჰქონდა
-გტკივა? ვუთხარი და გახეთქილ წარბზე პლასტირი დავაკარი
- არა... უკვე დაამთავრე
-ჰო... ახლა კი მომიყევი რა დაგემართა...
-რატომ? თქვა და თვალებში შემომხედა
-უბრალოდ მენდე...
ალექსი ცოტა ხანს დუმდა მერე კი დაიწყო
- მე არაკანონიერ ბრძოლებში ვიღებ მონაწილეობას...
-რატომ აკეთებ ამას? 
- იმიტომ რომ ეს ჩემი საქმეა...
- შენი საქმეა ცხოველივით სცემო და გცემონ ფულის გამო?
- ამას მხოლოდ ფულის გამო არ ვაკეთებ, თუმცა შემოსავალიც დიდია თქვა და ფეხზე წამოდგა...
- არ შეგიძლია თავი დაანებო?
-არა ერთ თვეში ფინალი შედგება...
- ეს ნიშნავს რომ დღეს მოიგე?
- ჰო...
- და დამარცხებული ცოცხალია?
-არ ვიცი...
- ანუ შესაძლებელია ერთმანეთი შემოგაკვდეთ?
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი ანაბელ...
-შესაძლოა ერთ დღეს რინგზე ახვიდე და უკან ცოცხალი ვეღარ დაბრუნდე და მეუბნები რომ ამაზე ლაპარაკი არ გინდა? 
-ჰო, ზუსტად ამას გეუბნები...
- ალექს ეს საშინელებაა.. დამთანხმდი ფილმზე და შეეშვი ამ საზიზღრობას... ან თუ გინდა ნუ დამთანხმდები ოღონდ ამას შეეშვი...
-გთხოვ სხვა დროს ვისაუბროთ ამაზე
- კარგი ყავას გავაკეთებ (დავთანხმმდი თუმცა ეს მხოლოდ დროებითი იყო ალექსი უნდა გადამერწმუნებინა წინ ერთი თვე მქონდა)
- რამდენი წლის ხარ? ვკითხე როცა ყავის დასალევად დავსხედით
-20_ის შენ? 
-33_ის... ასე რამ მოგაბეზრა სიცოცხლე ოცი წლის ასაკში?
- ფიქრობ სიცოცხლე მომბეზრდა?
-სხვა რა შეიძლება ვუწოდო იმას რომ დღის ერთ ნახევარს სახიფათო რბოლებში ატარებ მეორე ნახევარს კი უკანონო ბრძოლებში?
- ჩემი მოტოციკლი შეაკეთეს ხვალ უკვე ჩემთან იქნება (ახლა თვითონ შეცვალა საუბრის თემა)
- არც კი ვიცი უნდა გამიხარდეს თუ არა... რბოლაში მონაწილეობას კიდევ როდის აპირებ? 
- ალბათ ორი კვირა ვერ შევძლებ ხელი მტკივა და მოტოს კარგად ვერ დავიმორჩილებ...
-ანუ ორი კვირა თავისუფალი ხარ?
- ჰო ჩიტივით თავისუფალი... თქვა და გაიკრიჭა
- მინდა ეს ორი კვირა ჩემთან ერთად გაატარო, მინდა ჩემი სამყარო დაგანახო, რომ მიხვდე სიცოცხლის შესაგრძნობად თვითმკვლელობის ზღვარზე სიარული არ არის საჭირო...
- ფიქრობ ჭრელ ტანსაცმელში გამოვეწყობი და წვეულებებზე ვივლი? 
-არ მესმის რას უწუნებ წვეულებებს ან ლამაზ ტანსაცმელს...
-მირჩევნია ჩემი ცხოვრების ორი კვირა რამე უფრო მნიშვნელოვანს მოვახმარო...
რა შეიძლება შევთავაზო ისეთი რომ დამთანხმდეს? ამ ჭაობიდან უნდა ამოვათრიო ვფიქრობდი და უცებ თავში შესანიშნავმა აზრმა გამიელვა...
-ალექს ძალიან მაგარი იდეა მაქვს ვუთხარი აღფრთოვანებულმა...
- ფერიას კაბა ხომ არ შევიძინო? ან იქნებ ბროლის ფეხსაცმელი მომიხდეს 
-ალექს სერიოზულად მართლა კარგი იდეა მომივიდა
-კარგი გისმენ..
-მინდა ორი კვირით ჩემი პირადი მცველი იყო თუ არ მოგეწონება თავს დაანებებ თუ მოგეწონება შეგვიძლია დრო გავზარდოთ ვუთხარი და პასუხის მოლოდინში გავიტრუნე
-ნუ ბოდავ... თქვა და სკამზე დაეშვა...
- კარგი რააა ალექს გთხოვ რა მოხდება რომ ვცადოთ შენ ხომ გიყვარს ახალი თავგადასავლები ჰოდა გამოსცადე ესეც...
-ანაბეეეელ
-გთხოვ და გპირდები ამ ორი კვირის მანძილზე ფილმზე კრინტსაც არ დავძრავ...
-მოვიფიქრებ და დილით შეგატყობინებ...
-მპირდები?
-ჰო...
-კარგი... მაშინ ახლა წავალ შენც გამოიძინებ და დილით დამთანხმდები... მანამდე თუ რამე დაგჭირდება დამირეკე კარგი?
-კარგი.. გმადლობ 
მანქანაში დავჯექი და სახლში წავედი გზაში ალექსზე ვფიქრობდი თითქოს ღმერთმა შემახვედრა ამ გოგოს მას შველა სჭირდებოდა ამ საშინელებისგან უნდა დამეხსნა ჩემი გადაწყვეტილება მტკიცე იყო აუცილებლად შევძლებდი და დავაყენებდი მას სწორ გზაზე ვერ მივცემდი უფლებას რინგზე ან მოტოციკლზე დაეტოვებინა საკუთარი სიცოცხლე ჩემი იდეებით აღფრთოვანებული მალე მივედი სახლში ჩემს ოთახში ავედი და გეგმების დაწყობას შევუდექი ...

დილით ალექსმა არ დარეკა ამიტომ ათი საათი გახდა თუ არა მე დავურეკე
-გამარჯობა, აბა დღეს როგორ ხარ?
-გაგიმარჯოს, უკეთ შენი წყალობით.. შენ?
- მე ლოდინს ვერ ვიტან ამიტომ მთლად კარგად ვერ...
- არ მინდოდა გამეღვიძებინე ამიტომ არ დავრეკე...
-ანუ თანახმა ხარ? 
-არ მითქვამს რომ თანახმა ვარ ...
-კარგი რააა
- ანაბელ მე პროფესიონალი არ ვარ...
-მე კი დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი გამოგივა... მოიცა ახლა შენთან ამოვალ და მანდ ვილაპარაკოთ ვთქვი და ტელეფონი გავუთიშე...
მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი რომ ამ ახალგაზრდა და ძალიან საინტერესო ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენდი და ხელს ვერაფერი შემიშლიდა... მანქანა გამოვიყვანე და ალექსის სახლთან მივედი...
- ჭრილობები როგორ გაქვს? ვუთხარი და ოთახში შევაბიჯე
- უკეთ...
-აბა მაჩვენე? დავაკვირდი მდგომარეობა ნამდვილად უკეთესი იყო...
-ახლა პირადი მცველი არ გყავს? 
-კი, ლევანი მაგრამ ბიჭის ადგილი ყოველთვის არ არის ჩემთან ერთად ამიტომ ხშირად მიწევს მარტო გასვლა მხოლოდ ამ მანქანით..
-და მხოლოდ ამ მანქანით რატომ?
-იმიტომ რომ ვერ ცნობენ და შედარებით მშვიდად დავდივარ...
- ანაბელ სიამოვნებით გავხდებოდი შენი პირადი მცველი მაგრამ მე პროფესიონალი არ ვარ ეს კი სახიფათო საქმეა...
- მე მეგონა ხიფათი მოგწონდა...
-მხოლოდ მაშინ როცა სასწორზე მხოლოდ საკუთარ თავს ვდებ...
-მე გენდობი...
-რატომ?
-წარმოდგენა არ მაქვს მაგრამ გენდობი...
-მიზეზების მოფიქრება რომ დაგეწყო არც დაგიჯერებდი..
-ესე იგი შევთანხმდით? ვთქვი და ხელი გავუწოდე
- არასოდეს ნებდები! კარგი შევთანხმდით თქვა და ხელი ჩამომართვა
-დღეს დაისვენე და ხვალიდან დავიწყოთ... ვუთხარი და მისი დალურჯებული ცხვირ-პირი შევათვალიერე
- ეს სილურჯეები ხვალაც არ გამივლის ისე კი თავს კარგად ვგრძნობ...
-მაშ წავედით დღეს გადაღებები მაქვს საღამოს გეგმებზე კი მოვვიანებით ვიფიქროთ მანქანაში ჩავსხედით და გადაღებაზე მივედით
-გამარჯობა დავიძახე შესვლისთანავე ყველა მომესალმა ანკა კი ჩემკენ გამოემართა
-გამარჯობა ბელს გამარჯობა ალექს თქვა და გაგვიღიმა
-მოემზადეთ ცოტა ხანში გადაღება დაიწყება მოგვაძახა რეჟისორმა
-გაგიმარჯოს თქვა ალექსმა
- ალექს ეს ანკაა ჩემი მეგობარი ისიც მსახიობია ანკა ეს ალექსია 
-ვიცი ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს 
-მართლა? ვთქვი და ალექსს გავხედე
მან წარბები აზიდა უარის ნიშნად
- რბოლას ვესწრებოდი და ვიღაც იდიოტი გადამეკიდა ალექსმა უთხრა რომ მასთან ერთად ვიყავი და სახლში წამომიყვანა
-არ მახსოვს, თუმცა სასიამოვნოა თქვა ალექსმა
-ანუ შენ მას მოტოციკლზე დაუჯექი? ვთქვი ანკას გამბედაობით გაკვირვებულმა
-ჰო თან მგონი ცოტა ნასვამიც იყო თუმცა როგორც ხედავ ყველაფერი კარგად დამთავრდა
-ალექს ნასვამი რომ მოტოციკლს მართავ რამდენად კანონიერია?
-ვფიქრობ ოდნავ უკანონოა გაიკრიჭა ალექსი...
-არსებობს რამე რასაც კანონიერად აკეთებ? 
კი შენ დაგელოდები გარეთ წესის ყველა დაცვით გაიცინა და დაგვტოვა...
გადაღებები საღამომდე გაგრძელდა და საკმაოდ დაღლილი გამოვედი გარეთ ანკაც მომეწია
-მეც წამიყვანეთ სახლში კარგი? თქვა და მანქანაში ჩახტა
ანკა მთელი გზა ლაპარაკობდა ალექსს რაღაცეებს უყვებოდა ისიც გულგრილად უქნევდა თავს და ისე იქცეოდა თითქოს ყურადღებით უსმენდა....
ანკა სახლში დავტოვეთ
-ახლა საით? იკითხა ალექსმა
- წესით წვეულებაზე უნდა მივდიოდე მაგრამ ვინაიდან შენ არ გინდა და სიმართლე ითქვას არც მე შენს გემოვნებას ვენდობი სადაც გინდა იქ წავიდეთ...
ალექსმა მანქანა დაძრა და ცოტა ხანში ისევ მის ბინასთან აღმოვჩნდით...
-აქ რას ვაკეთებთ? 
-ტრანსპორტი უნდა შევიცვალოთ მითხრა მანქანა თავის ავტოფარეხში შეიყვანა კარი გამიღო და თვალებით მანიშნა გადმოდიო...
მანქანიდან გადავედი ალექსმა კი ჩაფხუტი მომაწოდა...
-მეე არ შემიძლია მოტოციკლით არასოდეს მიმგზავრია...
-რაღაც ყოველთვის ხდება პირველად... უბრალოდ მენდე მითხრა და თვალები დახარა, ჩაფხუტი გამოვართვი და გარეთ დაველოდე სანამ მოტოციკლს გამოიყვანდა ...
-ახლა მაგრად მომეჭიდე მითხრა როგორც კი მოტოციკლზე დავჯექი და ადგილს მოსწყდა...
-ქალაქის ცენტრი გაიარა და ზღვის ნაპირთან პატარა მარკეტთან შეჩერდა... 
-როგორი იყო? მკითხა როგორც კი ჩაფხუტი მოიხსნა
-საოცარი ვუპასუხე გულწრფელად
-მარკეტში შემოხვალ?
-არა...
-არ გინდა ჩემთან ერთად შეგამჩნიონ? 
იკითხა და პასუხს არც დაელოდა მარკეტში შევიდა მეც უკან შევყევი და გვერდით ამოვუდექი
-ღმერთო ჩემო შენ ანაბელი არ ხარ? მომაჩერდა გამყიდველი...
-ჰო მაგრამ ეს არავინ უნდა გაიგოს კარგი? ვუთხარი და გავუღიმე
-რა თქმა უნდა როგორც იტყვით იცით როგორ მიყვარხართ?ავტოგრაფი შეიძლება?
-რა თქმა უნდა ფურცელი და საწერი კალამი გამოვართვი და წარწერა გავუკეთე "პატივისცემით ჩემს მეგობარს საიდუმლოს შენახვისათვის ანაბელისგან" თვალი ჩავუკარი და უკან დავუბრუნე
-თუ შეიძლება ერთი ბოთლი ჯეკ დენიელსი მომეცით და სულ გავქრები აქედან გაიცინა ალექსმა 
გამყიდველმა ჯეკ დენიელსი მოგვცა და მოტოციკლთან დავბრუნდით
-ამჯერად საით? ვიკითხე
-სანაპიროზე
-დალევას ვაპირებთ?
-ჰო და შეიძლება ცეცხლის გარშემოც ვიცეკვოთ გაიცინა და ჩაფხუტი გამიკეთა
ვისკის ბოთლი ქურთუკში შეინახა და მოტოციკლი დაძრა სანაპიროზე გაჩერდა უკვე კარგად დაბნელებულიყო თუმცა ხალხი ჯერ კიდევ ბლომად დაგვხვდა ალექსმა განმარტოვებული ადგილი მოძებნა და ქვიშაზე დაჯდა
-აქ ასე დავსხდეთ?
-ჰო დღის ერთ ნაწილს თუ ისე ვატარებთ როგორც შენ გინდა მეორე ნაწილი ჩემს სურვილებს დაეთმობა... გვერდით მივუჯექი და დალევა დავიწყეთ
-აქაურობა ძალიან ლამაზია დავარღვიე სიჩუმე
-ჰო.. ღამით სანაპიროზე არასოდეს ყოფილხარ?
-არა მე ამის ფუფუნება არ მაქვს...
-როგორ ატარებ მთელ დღეს?
-ვმუშაობ მერე ან წვეულებაზე მივდივარ ან კლუბში მეგობრებთან ერთად ან რომელიმე გადაცემაში სტუმრად მერე კი ვიძინებ დილით ისევ თავიდან იწყება...
-და ამ ცხოვრებით აპირებ ჩემს მოხიბვლას? გაიკრიჭა ალექსი
- ნუ მაიმუნობ... შენზე რას მომიყვები? მშობლები გყავს?
- არა... მოკვდნენ! მოკლედ მომიჭრა
-როგორ?
-დედა ათი წლის ვიყავი სიმსივნით რომ დაიღუპა მამა თექვსმეტის ვიყავი რომ მოკლეს
-რა იგრძენი როცა დედა გარდაიცვალა...
-ბავშვი ვიყავი და გული მეტკინა...
-და როცა მამა გარდაიცვალა?
-ვიგრძენი რომ მტრები მყავს..
-მაგრამ გული არ გეტკინა?
-არა
-იმიტომ რომ არ გიყვარდა?
-იმიტომ რომ უკვე სხვა პრიორიტეტები მქონდა...
-ცუდად გექცეოდა?
-არა რაც ვიცი ყველაფერი მისგან ვისწავლე
-და რა იცი?
-მოტოციკლის და მანქანის მართვა, იარაღის და დანების გამოყენება, უშუ და კიდევ რაღაცეები
-ყველაფერი გავიგე უშუს გარდა (გავიცინე) უშუ რა არის?
-უშუ არის ჩინეთში არსებული ყველა საბრძოლო ხელოვნების საერთო  
სახელი ცნობილია დაახლოებით 2000 სტილი. კორეის, იაპონიისა და ინდოჩინეთის ქვეყნების თითქმის ყველა საბრძოლო ხელოვნება, როგორიცაა ჯიუ-ჯიცუ, კარატე, ტაე-კვონდო და სხვა, ჩინური უშუს საფუძველზე აღმოცენდა
-ძალიან საინტერესოა, ბევრი რამ მოგისწრია
- სხვა გზა არ მქონდა...
- როგორ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება ათი წლის შემდეგ ალექს?
- როცა ვიცი რომ ოცდაათ დღეში რინგზე ვარ ასასვლელი ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ ათი წლის გეგმები დავისახო...
-ანუ დღევანდელი დღით ცხოვრობ?
-უბრალოდ ყოველი წამით...
-შენ ძალიან უცნაური ხარ...
-უარესებიც უთქვამთ ამიტომ ამას კომპლიმენტად მივიღებ (გაიღიმა) 
გცივა? მკითხა რადგან შენიშნა რომ მობუზული ვიჯექი
-ჰო ცოტა 
თავის ქურთუკი მომაწოდა
-შენ?
-მე არ მცივა...
ამ საუბარში ჩვენსკენ მომავალი უზარმაზარი ტიპი შევნიშნე და ავღელდი 
-გამარჯობა მეგობარო ზრდილობიანად თუმცა უხეშად იყვირა ლანდმა
ალექსი ფეხზე წამოდგა თუმცა უცნობის ფონზე სასაცილოდ პატარა ჩანდა
-გაგიმარჯოს თქვა და ხელი ჩამოართვა
-აქ რას აკეთებ? შეგამჩნიე და ვიფიქრე ხომ მშვიდობა აქვსთქო 
-კი ყველაფერი კარგადაა
-შენი მეგობარია? იკითხა და ჩემკენ გამოიხედა
-ჰო... მშრალად უპასუხა...
ფეხზე წამოდგომა დავაპირე თუმცა ალექსმა თვალით მანიშნა ჩემს ადგილზე დავრჩენილიყავი
-მშვენიერი არჩევანია... ხვალ რბოლაში მონაწილეობ? 
-არა ხელს კარგად ვერ ვიყენებ...
-მაგრად მოგხვდა?
-ისე რა გაეცინა ალექსს
-კარგი ხელს აღარ შეგიშლით მაგრამ ეს გოგო უეჭველად უნდა მოიყვანო ჩვენთან კლუბში ასეთ სილამაზეს დამალვა არ უნდა ამჯერად მე შემომცინა უცნობმა
-კარგად ბიჭები მომიკითხე ამ დღეებში შემოგივლით უთხრა ალექსმა და უცნობიც გაგვშორდა
- ვინ იყო?
-კლუბის მეპატრონე
-ცოტა საშიში ვინმე ჩანს
-ჩემთან ერთად ხშირად თუ იქნები ასეთი ტიპების აღარ შეგეშინდება
-მშვენიერი ბონუსია, მის კლუბში როდის წამიყვან?
-როცა ასეთი ტიპების აღარ შეგეშინდება...
-გოგონები ხშირად დადიან იქ?
-მხოლოდ მიმტანები და მე
-ერთადერთი მრბოლელი გოგო ხარ?
-არალეგალების წრეში კი
-მგონი მე უფრო ვინტერესდები შენი ცხოვრებით ვიდრე შენ ჩემით...
-ჯერ ყველაფერი წინ გაქვს მითხრა და გაიცინა ახლა კი ადექი სახლში წაგიყვან
უსიტყვოდ ავდექი და თავი მივუშვირე რომ ჩაფხუტი გაეკეთებინა..
-არ გეშინია ნასვამი რომ ვარ?
-შენთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ...
-ეგ ერთადერთია რისი უფლებაც ჩემს გვერდით ნამდვილად გაქვს...
-და რისი უფლება არ მაქვს?
- შეჩვევის
-ფიქრობ რომ შეგეჩვევი? 
-დარწმუნებული ვარ თქვა და ჩაფხუტი დამახურა...
ისე ვიყავი ფიქრებში გართული ვერც მივხვდი სახლთან როგორ მივედით...
ალექსი დამემშვიდობა და დამპირდა რომ დილით მანქანით დაბრუნდებოდა
დილით რომ გავიღვიძე ალექსი მოსული დამხვდა... 
სწრაფად ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი ის ძიძასთან ერთად ყავას სვამდა 
-დილამშვიდობის! შეიძლება შემოგიერთდეთ? 
-ჰო რა თქმა უნდა თქვა ძიძამ და ყავა ჩემთვისაც დაასხა 
-აბა დღეს როგორი გრაფიკი გვაქვს იკითხა ალექსმა როგორც კი ყავის დალევას მოვრჩით..
-ძალიან დატვირთული, ორამდე ფილმის გადაღებაა, მერე გადაცემის ჩაწერაზე უნდა მივიდე საღამოს კი ანკას დაბადების დღის წვეულებაზე... თან დიზაინერმა კაბა რომ შეკერა არც კი მომიზომებია იმედი მაქვს კარგად მექნება...
-აბა რას იტყვი ცოტა ხომ არ დაუჩქარებ? ბევრი საქმე გქონია...
-ჰო რა თქმა უნდა ვთქვი და ფეხზე ავდექი მალე მანქანაში ჩავსხედით ორსაათამდე ფილმმა დამაყოვნა იქედან ტელევიზიაში მივედით სადაც საათ ნახევარი დავყავით
-ახლა კი დიზაინერთან ვიყვირე და მანქანაში ჩავხტი
-გუკაა! სამკერვალოში შევედი თუ არა დავიყვირე
-ეს ვინ მოსულა? სად ხარ გოგო ამდენ ხანს მითხრა და ნაზად გადამკოცნა
-კაბა მზად არის? იმედს ვიტოვებ ზუსტად მომერგება გადაკეთების დრო არ მაქვს
-ჩემი შეკერილი კაბა ზუსტად მოგეტევა ეჭვიც არ შეგეპაროს თქვა და ცხვირი აიბზუა -ისა და შენ მარტო მოხვედი? განაგრძო
-არა მეგობარი მახლავს უფრო ზუსტად პირადი მცველი 
-ლევანი? მერე არ უნდა შემოიყვანო გოგო? 
-ლევანი არ არის ახალია, მოგვიანებით აგიხსნი!
-ისეთივე სიმპათიურია როგორც ლევანი? (ტუჩები გამობზიკა)
- გოგოა გუგა გოგო შენ არ დაგაინტერესებს ვუთხარი და გავიცინე
-გოგო? პირადი მცველი გოგო? რომ არ გამაცნო არ გაპატიებ! მიდი მე კაბას მოვიტან შენ კიდე ის შემოიყვანე..
-ალეექს შეგიძლია ერთი წუთით შემოხვიდე?
-ჰო რა თქმა უნდა თქვა და შემოვიდა
-მინდა კაბა განახო ვუთხარი და თვალი ჩავუკარი
ამასობაში გუკაც დაბრუნდა
-გოგო? პირადი მცველი გოგო? დაიძახა კაბა მე შემომაჩეჩა და ალექსთან მივიდა
-შეიძლება გავიგო რატომ მათვალიერებს ისე თითქოს უცხო პლანეტელი ვიყო? მე შემომხედა ალექსმა
-შენ ძალიან უცნაურად გამოიყურები პასუხი დამასწრო გუკამ
-თავში ბატის ბუმბული შენ გაქვს გარჭობილი და კიდე მე გამოვიყურები უცნაურად? 
-ვაიმეეე ბატის კი არა ფარშევანგისაა
-უჰ! უკაცრავად ლამაზ ტრა#იანი ქათმის ყოფილა 
-ალექს გუგა გეყოფათ თორემ გული წამივა სიცილით ვთქვი და კაბის გასასინჯად შევედი უკან რომ დავბრუნდი ისევ რაღაცაზე კამათობდნენ
-აბა როგორ გამოვიყურები? ვთქვი და ორივემ ჩემკენ გამოიხედა
-ნამდვილი ფერია ხარ თქვა გუკამ
-ანაბელ ეს სერიოზულად ფიქრობს რომ კომპლიმენტი გითხრა? 
-ალექს!
-კარგი ჰო შენ ძალიან კარგად გამოიყურები
სანამ მე კაბას ვიცვლიდი გუკას ხელში კოლას ალუმინის ქილა ეჭირა და ვერაფრით ხსნიდა ალექსმა ქილა ხელიდან გამოგლიჯა დანით თავი მოხსნა და უკან დაუბრუნა
-ერთადერთი გოგო ხარ რომელსაც ცოლად მოვიყვანდი გაიღიმა გუკამ
-მსოფლიო მოსახლეობიდან მხოლოდ მე და შენ რომ გადავრჩეთ მაშინაც კი არავითარი შანსი არ გექნება ჩემთან... 
-მზად ვარ რომელი კაბაც მოგეწონება დაგითმო აიღე და რაც გინდა ჩაიცვი 
-ის კაბებს არ იცმევს, ჩავერთე საუბარში ალექსიც თავის ქნევით დამეთანხმა
-რატომ?
-იმიტომ რომ არ მინდა შენსავით გამოვიყურებოდე ამჯერად თავად უპასუხა
-კარგი მორჩით... წავედით ალექს! გუკა ანკასთან გნახავ ვუთხარი და დავემშვიდობე...
-უცნაური ტიპები მოგწონს? იკითხა ალექსმა
-ფაქტი სახეზე ხარ! სერიოზულად ვუპასუხე 
ალექსს ხმა აღარ გაუცია... სალონში მიმიყვანა იქვე ჩავიცვი და ანკას დაბადების დღეზე ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში წავედით...
-არ გადმოხვალ? ვუთხარი როცა მანქანა რესტორნის ეზოში გააჩერა
-არა
-რატომ?
-იმიტომ რომ წვეულებებს ვერ ვიტან
-ალექს გთხოვ მარტო ნუ გამიშვებ...
-ლევანს დავურეკავ და მოვა თუ გინდა
-არა მინდა რომ შენ წამოხვიდე...
-იქ საფრთხე გემუქრება?
-არა შენობას დაცვა ჰყავს უბრალოდ მინდა რომ შენც იქ იყო...
-მე აქ მირჩევნია...
-კარგი როგორც გინდა ვთქვი და მანქანიდან გაბრაზებული გადმოვედი...
კარში ანკა შემომეგება აი საღამოს მთავარი ვარსკვლავიც ჩემთან ერთად თქვა და გადამეხვია
-გილოცავ
-მადლობა, მარტო ხარ?
-ჰო,
-შენი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებიდან ერთიც ვერ ამოარჩიე წვეულებისთვის?
-არავის ხასიათზე არ ვიყავი
-ის სად არის?
-ვინ?
-ვითომ არ იცის! ალექსი სად არის რატომ არ გახლავს...
-გარეთაა, თქვა რომ წვეულებებს ვერ იტანს და გარეთ დამელოდება...
-დიდი უცნაური ვინმეა მაგრამ მაინც შემოვიყვან წამო გავიდეთ მითხრა და გარეთ გამიყვანა
მანქანასთან მივედით ალექსი იჯდა და ტელეფონში იქექებოდა
-გამარჯობა არანორმალურო დაიყვირა ანკამ და მანქანის კარი გამოაღო
-გამარჯობა იუბილარო ალექსი გადმოვიდა და მიულოცა
-მე უნდა მოვსულიყავი? რატომ არ შემოდი?
-წვეულებებს ვერ ვიტან...
-ეს ჩემი წვეულებაა რაც უკვე ნიშნავს რომ ჩვეულებრივი არ არის... შემოდი გთხოვ
-ღმერთო ჩემო ახლა შენ უნდა დაიწყო? აქ უფრო კარგად ვარ...
-ალექს ძალიან გთხოვ ჩავერთე საუბარში
-ოო ღმერთო თქვა და მანქანიდან გადმოვიდა რესტორანში ერთად დავბრუნდით
ანკას რა თქმა უნდა უამრავი სტუმარი ყავდა ხალხი მალე შეზარხოშდა სტუმრების ნახევარი ცეკვავდა (მათ შორის მე და ანკა) ნახევარიც ჯგუფებად დაყოფილიყვნენ და სხვა და სხვა თემებზე საუბრობდნენ
-ალექსი თავისთვის იჯდა და ვისკის წრუპავდა
-არ იცეკვებ? ვუთხარი და მხარზე შევეხე
-რა გინდა ვიცეკვო? სამბა? იქნებ ჩა ჩა ჩა თუ ქართული გირჩევნია? იქნებ კინტაური? ან იქნებ შალახო? (გაიკრიჭა)
-მოგწყინდა?
-შენ ერთობი?
-ზღვის ნაპირზე უფრო მომეწონა
-გინდა წავიდეთ?
-ანკას ეწყინება...
-ეს გადარდებს?
-კი, ის ჩემი მეგობარია...
-კარგი..
-მეგობრები გყავს ალექს?
-უსულო საგნები ითვლება?
-არა
-მაშინ არა 
-მე?
-ჩვენ მეგობრები ვართ?
-არ ვიცი... შენ როგორ ფიქრობ?
-ჯერ არ მიფიქრია...
-შენი ოთახი მოგეწონა? (თემის შეცვლა კარგად გამომდის)
-რა ოთახი?
-ძიძამ ოთახი არ გაჩვენა? 
-შენს სახლში დარჩენას არ ვაპირებ!
-იცი რას ნიშნავს პირადი მცველი?
-ჰო, მაგრამ მე დღის განმავლობაში შემიძლია მხოლოდ...
-პირობას გადადიხარ...
-არა ანაბელ მე მართლა
-მორჩი ალექს სიტყვა სიტყვაა გავაწყვეტინე საუბარი შენ დამპირდი რომ ორი კვირა ჩემი პირადი მცველი იქნები რაც ნიშნავს რომ დღეც და ღამეც დამიცავ ახლა კი შეგვიძლია სახლში წავიდეთ...
მას აღარაფერი უთქვამს ანკას დავემშვიდობეთ მანქანაში ალექსს მხარზე თავი ჩამოვადე და დამეძინა დილით ჩემს საწოლში გავიღვიძე 
ალექსმა ფორთოხლის წვენი შემომიტანა
-დილამშვიდობის, ძიძამ შენს გასაღვიძებლად გამომიშვა 
-დილამშვიდობის, თავი საშინლად მტკივა ვუთხარი და წვენი გამოვართვი
-ადექი გაგვიანდება
-დავურეკავ და ვეტყვი რომ დღეს არ შემიძლია მისვლა
-ალექსმა ტელეფონი მომაწოდა რეჟისორს ავუხსენი რომ თავს ცუდად ვგრძნობდი ბუნებრივია დიდი წინააღმდეგობა ვერ გამიწია და მალე გამოჯანმრთელება მისურვა...
ძიძამ ასპირინი დამალევინა თავის ტკივილმა მალე გამიარა
-ალექსს სახლს დაგათვალიერებინებ ვუთხარი და ხელი ჩავავლე თითქმის ყველა ოთახი მოვიარეთ ბოლოს სარდაფში ჩავედით აქ სპორტ დარბაზი იყო მოწყობილი
-ჯანდაბა! აი მესმის სამოთხე თქვა ალექსმა და ბოქსის ტომარას ორჯერ მაგრად მიარტყა
-ჩემს პირად მწრთვნელობასაც ხომ არ შეითავსებდი (გავიცინე)
-სიამოვნებით
-ჰოდა ძალიან კარგი... ისე ამ ოთახში შეძლებ იმ შენი რინგისთვის კარგად მოემზადო
მას ხმა არ ამოუღია მოჯადოებულივით ათვალიერებდა ოთახს
-ალექს არ გინდა იმ ბრძოლაზე ვისაუბროთ?
-რა გაინტერესებს?
-ვის ეჯიბრები?
-კარმენ ხაჯიბეგოვს
-და რა შეგიძლია მითხრა მასზე?
-ბევრი არაფერი
სანამ ალექსმა ყველა მოწყობილობა სათითაოდ გატესტა მე ვინმე ხაჯიბეგოვის ბიოგრაფია მოვიძიე ინტერნეტში საშინლად დიდი და ამაზრზენი კაცი იყურებოდა ფოტოებიდან მის ბიოგრაფიაში ეწერა რომ აკრძალული ილეთების გამოყენების გამო დისკვალიფიკაცია მიიღო სწორედ ამის შემდეგ დაიწყო უკანონო შეჯიბრებებში მონაწილეობა 
- ალექს მითხარი რომ ხუმრობ... ამ ტიპთან აპირებ ბრძოლას? ტელეფონის ეკრანი მისკენ შევაბრუნე რომ ფოტო დაენახა..
მისმა მზერამ შემაშინა რაღაც ამაზრზენი აკიაფდა მის თვალებში ტელეფონი მაშინვე ჩავაქრე...
- ის შენზე ორჯერ დიდია და სავარაუდოდ ორჯერ ღონიერიც განვაგრძე რიგორც კი თვალები ჩაუწყნარდა...
-სამაგიეროდ მე ოთხჯერ სწრაფი ვარ 
-მას არცერთხელ არ წაუგია ალექს...
-რაღაც ყოველთვის ხდება პირველად ანაბელ 
-და თუ ეს ის შემთხვევა არ იქნება?
-გარისკვად ღირს!
-ფულის გამო? რამდენს გიხდიან ამ ცხოველთან ბრძოლისთვის? 
-მხოლოდ ფულისთვის არა თუმცა ბევრს მიხდიან 
-ყველაფერს გავაკეთებ რომ უარი თქვა ამ ბრძოლაზე
-სისულელეა ანაბელ ვერ გადამარწმუნებ ტყუილად არ ეცადო...




დღეები სწრაფად გადიოდა მე და ალექსი თითქმის მთელ დღეებს ერთად ვატარებდით სახლში თუ გარეთ... ჩემი მეგობრებიც ძალიან მიეჩვივნენ, თითქმის არ არსებობდა ჩემს ირგვლივ ადამიანი რომელსაც ის არ მოსწონდა ერთნაირად იპყრობდა ყველა სქესის ადამიანის გულს ანკა და ნინი პირდაპირი მნიშვნელობით გიჟდებოდნენ მასზე ალექსმა ანკას მოტოციკლის მართვაც კი ასწავლა მე და ნინის უშუ_ს საბრძოლო ხელოვნებაზე მოგვიყვა და რამოდენიმე მოძრაობაც შეგვასწავლა რომელიც რატომღაც ძალიან სასაცილოდ გამოგვდიოდა
-ანკა, ანაბელ პირველი კლასიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ასეთები არ მახსოვხართ გაგნვიცხადა ნინიმ როცა სპორტ დარბაზად გადაკეთებულ ჩემი სახლის ქვედა სართულზე ოთახში ვისხედით და ალექსის ვარჯიშს თვალყურს ვადევნებდით
-ჰო ალექსმა თითქოს ახალი სიცოცხლე გვაჩუქა არა? ყველა ოცი წლისანი ვხდებით მის გვერდით დაეთანხმა ანკა...
-ხვალ რბოლაში მონაწილეობს ვთქვი და ჩემდა უნებურად ამოვიოხრე
-ეს სახიფათოა არა ბელს? (ნინი)
-რა თქმა უნდა სახიფათოა მაგრამ არ ვიცი ეს მას როგორ გავაგებინო
-ალექს! დაუძახა ანკამ და ისიც ჩვენთან მოვიდა
-რა? იკითხა და სამივეს სათითაოდ შემოგვხედა
-ანაბელმა თქვა რომ ხვალ რბოლაში იღებ მონაწილეობას
- ჰო! თქვა და თვალი თვალში გამიყარა
-ალექს ეს სახიფათო არ არის?
-არა...
-მე ვიცი რომ ბევრი მრბოლელი კვდება ავარიისას
-მე არასოდეს მომსვლია ავარია 
-რაღაც ყოველთვის ხდება პირველად! გავიმეორე მისი ფრაზა
-ეს ჩემი ფრაზაა გაიცინა ალექსმა
-შეგიძლია საავტორო უფლებისთვის მიჩივლო (გავიცინე)
-ალექს არ შეგიძლია უარი თქვა მონაწილეობაზე? სერიოზულად იკითხა ანკამ
-არა ფსონები უკვე დადებულია...
-ფეხებზე რომ დაიკიდო?
-და თქვენ რომ დაიკიდოთ ფეხებზე ეგ რბოლა არა?
-ჩვენ შენზე ვღელავთ (გულწრფელად ჩაერია ნინი)
-თქვენ ჩემს შეცვლას ცდილობთ და მე ეს არ მომწონს ალექსი ადგა და ოთახიდან გავიდა ...
გაყოლა დავაპირე თუმცა ანკამ შემაჩერა 
-აცადე მგონი მართლა ზედმეტი მოგვივიდა თვითონ დაბრუნდება მითხრა მან...
ალექსი არ დაბრუნდა ცოტა ხანში მისი მოტოციკლის ხმა გავიგონეთ ეზოდან მოწყვეტით გავიდა მაშინვე ქვემოთ ჩავედი 
-ლევან ალექსი სად წავიდა?
-არ ვიცი ქალბატონო ანაბელ არაფერი უთქვამს 
-კარგი დაბრუნდება აცადე წყნარად თქვა ანკამ...

ალექსი მთელი ღამე არ გამოჩნდა
-პოლიციაში დარეკეთ სადმე იპოვნონ ასე არასოდეს მოქცეულა...
-ბელს სანამ ოცდაოთხი საათი არ გავა ძებნას მაინც არ დაიწყებენ ამიტომ აზრი არ აქვს... ჩაიბურტყუნა ანკამ
-ლევანს უთხარით იმ ადგილებში მოძებნოს სადაც ხშირად დადის და სანამ არ იპოვის არ დაბრუნდეს
- ახლავე თქვა ძიძამ და ოთახიდან გავიდა...
-ბელს დამშვიდდი რა ახალგაზრდაა ალბათ ვინმესთან ერთობა რა თავს იკლავ? ჩემი დამშვიდება სცადა ნინიმ
- ჰო შენც მაგრად დაამშვიდე, მოკლედ მოუჭრა ანკამ და მართალიც იყო იმის გაფიქრებაც კი რომ ალექსი ვიღაცასთან იყო და მე უბრალოდ არ ვადარდებდი ტვინში სისხლს მიქცევდა ორი საათი გავიდა ლევანის წასვლიდან მაგრამ არაფერი ისმოდა მისგან
-ასე ჯდომა აღარ შემიძლია რამე უნდა მოვიმოქმედო ვთქვი და ფეხზე წამოვდექი ის იყო გარეთ გასვლას ვაპირებდი ეზოში ალექსის მოტოციკლი შემოვიდა უკან კი ლევანი შემოჰყვა მანქანით...
ძალა გამომეცალა მაგრამ არ შევიმჩნიე ალექსთან სერიოზული ჩხუბი მომიწევდა და ამისთვის ძალების მოკრება მჭირდებოდა...
ანკა ალექსს ჩემი ოთახის კართან შეეგება
-კარგად ხარ არანორმალურო? ჰკითხა შეძლებისდაგვარად მხიარულად
-კი კი კარგად ვარ 
-მგონი ჯობია ახლა არ ნახო ძაან გაგიჟებულია ცოტა ხანი აცადე დამშვიდდეს და მერე დაელაპარაკე
- კარგი ნუ ღელავ იმედი მაქვს გადავურჩები თქვა და ოთახში შემოაბიჯა
შემოსვლისთანავე სილა გავაწანი გოგონები ჩვენთან მოცვივდნენ არ ვიცი რა იფიქრეს ის რომ მე მოვიმოქმედებდი კიდევ რამეს თუ ის რომ ალექსი დამიბრუნებდა სამაგიეროს თუმცა ალექსი არ განძრეულა და მეც აღარ მქონდა განძრევის თავი თითქოს ის სილა საკუთარ თავს გავარტყი ისე მეტკინა ძალა გამომეცალა და იატაკზე დავვარდი ალექსიც მაშინვე დაიხარა 
-ღმერთო ბელს ეს რა დღეში ხარ თქვა ნერვიული ტონით რომელიც მანამდე არასოდეს შემიმჩნევია
- მაპატიე ალექს მე არ ვიცი როგორ არ ვიცი როგორ დაგარტყითქო უნდა მეთქვა მაგრამ ყელში ბურთივით გამეჩხირა რაღაც და თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით გადმომცვივდა...
მგონი ჯობია მარტო დავტოვოთ თქვა ნინიმ და ფეხზე წამოდგა 
ანკა ალექსთან მოვიდა
-ასეთ დღეში არასოდეს მინახავს და ნუ გამიგიჟებ კარგი? უჩურჩულა და თვალი ჩაუკრა 
ჩვენ ქვემოთ ვიქნებით თუ რამე დაგჭირდეთ დაგვიბარეს და ოთახიდან გავიდნენ
- ბელს ადექი გთხოვ ...
- არ შემიძლია... (ტირილს ვერ ვწყვეტდი)
ალექსმა საწოლზე დამაწვინა თვითონ გვერდით მომიწვა და სახეში შემომაჩერდა
-გგონია უფლება გაქვს ფეხებზე დამიკიდო? მთელი ღამე დაიკარგო და არაფერი გამაგებინო? შენ შეგიძლია გაერთო და მე ამ დროს ნერვები უნდა დამაწყდეს? სად იყავი? ვისთან იყავი მთელი ღამე? ტირილ ტირილით მივაყარე კითხვები
- აღარ განმეორდება გესმის? გპირდები რომ აღარ განმეორდება უბრალოდ ჩემზე არასოდეს არავის უნერვიულია და ჩემთვის ეს რაღაც ახალია ამიტომ უნდა მაპატიო კარგი? მითხრა და გულზე მიმიხუტა
ალექსი დამპირდა მე კი მშვენივრად ვიცოდი რომ პირობას არასდროს გატეხდა...
-წარმოდგენა არ გაქვს რა მდგომარეობაში ვიყავი...
-ზედ გეტყობა მითხრა და არც მოუტყუებია ადამიანის სახე დაკარგული მქონდა... ხელები კისერზე მაგრად მოვხვიე თავის მის კისერში ჩავრგე და ვიგრძენი რომ არცერთ კითხვაზე აღარ მაინტერესებდა პასუხი მთავარი იყო რომ ეს აღარ განმეორდებოდა რადგან ის დამპირდა...
- მაინც რას მიკეთებ ასეთს? ვუთხარი და კისერში ვაკოცე..
-ვირის ტვინს გაჭმევ (გაიკრიჭა)
- ნუ მაიძულებ იმის დაჯერებას რომ ეს მოქმედებს ასე საშინლად თორე არც შენ აგცდება ვირის ტვინის ჭამა 
- დავიძინოთ? მკითხა
- გეძინება?
-ჰო და ვფიქრობ რომ შენც გეძინება...
- ჰო ერთი ნაბი*ვრისს გამო მთელი ღამე თეთრად გავათენე...
- შემიძლია გითხრათ რომ ის ნაბი*ვარი ძალიან წუხს და უკვე დაგპირდათ კიდეც რომ აღარ განმეორდება მსგავსი რამ...
-ბათინკებით აპირებ ძილს?
- შემიძლია გავიხადო 
-თუ გინდა გეცვეს ოღონ ეს ქურთუკი მომაშორე ვუთხარი და მკლავზე მოვქაჩე 
ალექსმა ფეხსაცმელი და ქურთუკი გაიხადა და თავის ადგილს დაუბრუნდა
მალე ჩაეძინა მე კი ძილი არ მომეკარა ამიტომ ავდექი შხაპი მივიღე და ქვემოთ ჩავედი
-კარგად ხარ ჩემო გოგო? შემომეგება ძიძა
-ჰო კარგად ვარ ძიძა გოგონები წავიდნენ? (რა სირცხვილია მხოლოდ ახლა გამახსენდა მათი არსებობა)
- კი.. ალექსი როგორ არის?
- ნუ გეშინია არ მომიკლავს ვთქვი და გამეცინა
- სადილს ზემოთ ამოგიტანთ ცოტა დასვენება არცერთს არ გაწყენთ 
-მადლობა, არც კი ვიცი რა მეშველებოდა შენ რომ არ მყავდე მე წავიღებ ვთქვი და ლანგარს ხელი დავავლე ოთახში ავედი ლანგარი მაგიდაზე დავდგი და ალექსის თავთან დავიხარე 
-ჰეი ძილისგუდავ ვთქვი (მინდოდა წამეკბინა და მეთქვა ძალიან გეტყობა წუხანდელი ღამის უძილობათქო მაგრამ თვალი გაახილა თუ არა ისევ ენა ჩამივარდა)
- დიდ ხანს მეძინა? შემეკითხა
- ჰო საკმაოდ, ადექი ჭამე
- არ მინდა 
-ასეთი რა გაჭამეს აქამდე რომ მოგყვა? (მაინც წავკბინე)
ალექსმა ხელი დამიჭირა და საწოლზე დამაგდო
-შეგიძლია მისაყვედურო, მეჩხუბო ან გამარტყა მაგრამ ეს შორიდან კბენა შენი სტილი არ არის ბელს 
- საზიზღარო (ჩანაფიქრს მიმიხვდა) ადექი და ჭამე
- არ მინდათქო...
-მე მინდა რომ ჭამო...
- და დიდი ხანია ისე ვიქცევი როგორც შენ გინდა? 
-ყოველთვის მე ვიქცევი ისე როგორც შენ გინდა ერთხელ რომ დამიჯერო შენც არ მოკვდები ვთქვი თუმცა ვიცოდი რომ ალექსი არაფერს გააკეთებდა ვინმეს ჭკუაზე (ჩემდა გასაოცრად წამოდგა ლანგარი მოიტანა და საწოლში დაბრუნდა)
-შენ რა ჩემს საწოლში აპირებ ჭამას? ვიკითხე გაოცებულმა
- ვაპირებ არა ვაპირებთ მე და შენ 
- შენ მე ჭკუიდან გადამიყვან ვუთხარი და ისევ გამეცინა
მთელი დღე სახლში გავატარეთ მოსაღამოვდა თუ არა ალექსი მოემზადა...
-მაინც მიდიხარ არა? თავიდან ვერ იგდებ ამ რბოლას...
-უკაცრავად! ჩემი თავი მიხმობს
-ნუ იკრიჭები ალექს ეს სახიფათოა და დროა გაიზარდო
-წასვლის წინ უნდა ვიჩხუბოთ?
-არა არ ვჩხუბობთ უბრალოდ ვლაპარაკობთ...
-ეს მე ვლაპარაკობ შენ კი ყვირი...
-მაშინ მეც წამიყვანე..
-იქ საშინელი სიტუაციაა შენ არაფერი გესაქმება...
-და შენ რა გესაქმება?
-მე იქ გავიზარდე.... თქვა და მოტოციკლი ისე დაძრა ვერაფრის თქმა ვეღარ მოვასწარი
-ლევან! დავიძახე
-დიახ ქალბატონო ანაბელ...
-იცი სად ტარდება შეჯიბრებები რომელშიც ალექსი მონაწილეობს?
-არა მაგრამ ვიცი სად აღნიშნავენ გამარჯვებას...
-სად?
-იმ კლუბში სადაც გაიცანით...
-ჰო მართალია... ტელეფონი მომიტანე!
-იქ მარტო ვერ წახვალთ...
-შენი ბრძანებებიღა მაკლია ახლა...
-მაპატიეთ უბრალოდ ეს სახიფა...
-ლევან გითხარი ტელეფონი მომიტანეთქო...
ლევანმა ტელეფონი მომიტანა მანქანაში დავჯექი და ანკას სახლისკენ წავედი...
-ანკა შენთან მოვდივარ ჩაცმული დამხვდი! ვუთხარი ტელეფონზე
-ხო მშვიდობაა? მითხრა როგორც კი მანქანაში ჩამიჯდა
-არ ვიცი...
-არანორმალურს მოუვიდა რამე?
-დღეს რბოლაა...
-კარგადაა? ავარიაში ხო არ მოხვდა?
-არა ახლახან წავიდა
-და იქ მივდივართ?
-არა კლუბში მივდივართ სადაც ალექსი მოგებას აღნიშნავს იქ ეცოდინებათ სად ტარდება შეჯიბრი... 
მანქანა კლუბთან მივაყენე მე და ანკა შიგნით შევედით...
-ახლა რა ვქნათ ბელს? მკითხა ანკამ
-მაგიდასთან დავსხდეთ მიმტანი ალექსს იცნობს და რბოლაზეც იცის, სად ტარდება ეგეც ეცოდინება...
-რას მიირთმევთ? თავზე დაგვადგა ნაცნობი მიმტანი
-გამარჯობა მიცანი? ვკითხე როგორც კი ნაცნობი სახე დავინახე
-შენ ვინ არ გიცნობს? პასუხი დაასწრო ანკამ...
-რა თქმა უნდა მას ვინ არ იცნობს? ალექსის მეგობარი ხარ არა? 
-ჰო, მე ანაბელი მქვია, შეგიძლია მითხრა დღევანდელი რბოლა სად ტარდება?
-აქ ეგ მხოლოდ ივანმა იცის...
-ივანი ვინ არის?
-კლუბის მეპატრონე...
-შეგიძლია დაუძახო?
-ჰო ახლავე თქვა და დაგვტოვა
-რა თქვა? ალექსის მეგობარი ხარო? აქ რა ტელევიზორს არ უყურებენ? შენ როგორ ვერ გცნობს? თუ იხუმრა? აღშფოთებული ლაპარაკობდა ანკა
-აქ ალექსია მთავარი ვარსკვლავი ტელევიზორს კი როგორც ჩანს არ უყურებენ (გამეცინა)
ამ დროს მაგიდისკენ მომავალი ნაცნობი სახე შევნიშნე
-გამარჯობა! მომესალმა 
-გამარჯობა მე ანაბელი ვარ, ვთქვი იმის იმედათ რომ თვითონ მაინც გაიხსენებდა საიდან მეცნობოდა....
-მახსოვხარ! ალექსის ანაბელი არა? ზღვის ნაპირზე შევხვდით ერთმანეთს... შეიძლება ჩამოვჯდე?
აი თურმე საიდან მახსოვდა ის ახმახი იყო ზღვის ნაპირზე რომ მოგვესალმა, ახლა ისე საშინელი აღარ მეჩვენა
-ჰო რა თქმა უნდა...ვუპასუხე წუთიერი დუმილის შემდეგ... მინდა გავიგო დღევანდელი რბოლა სად ტარდება განვაგრძე საუბარი
-ალექსი მონაწილეობს არა? თქვა და ჩვენს წინ ჩამოჯდა 
-დიახ
-თვითონ არ გითხრათ სად უნდა მისულიყავით?
-მას არ უნდა რომ რბოლას დავესწრო...
-მაშინ შემიძლია სასმელზე დაგპატიჟოთ და მოგცეთ უფლება ალექსს აქ დაელოდოთ
-ანუ არ მეტყვით შეჯიბრი სად ტარდება?
-ვწუხვარ მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის... სასმელს ახლავე მოგიტანენ... სასიამოვნო იყო თქვენი კიდევ ერთხელ ხილვა თავი დაგვიკრა და წავიდა
-ახლა რა ვქნათ? ფრთხილად შემომაპარა ანკამ
-მე აქ დაველოდები შენ თუ გინდა სახლში წადი
-არა გოგო აქ მარტო დაგტოვებ? თან იმ არანორმალურზე მეც ვღელავ
მიმტანმა სასმელი მოგვიტანა
-შენი სახელი? ვკითხე სანამ სასმელს მაგიდაზე დადგამდა
-ნათია
-ნათია დიდი ხანია ალექსს იცნობ?
-კი... 
-რა შეგიძლია მითხრა მასზე?
-ის რომ ტყუილად ნერვიულობთ კარგად იქნება, კიდევ ის რომ ალექსს გოგოები არ მოსწონს და ისიც რომ რომც მოსწონდეს მისთვის ზედმეტად დიდი ხართ...
-მადლობ შეგიძლია დაახვიო შეუღრინა ანკამ
-შენ არასწორად გაიგე ჩვენი ურთიერთობა მე უბრალოდ მინდა ალექსს დავეხმარო, ვეცადე ამეხსნა ნათიასთვის
-ეს ჩემი საქმე არ არის მაგრამ ალექსი თუ არ ივარჯიშებს ბრძოლას ვერ მოიგებს რაც თქვენ გაგიცნოთ სპორტ დარბაზში არ მინახავს ამიტომ თუ ნამდვილად გინდათ დაეხმაროთ უბრალოდ ნუ ჩაერევით მის ცხოვრებაში... უხეშად მომაყარა და მაგიდას სასწრაფოდ გაეცალა...
დრო ძალიან ნელა მიდიოდა ჩვენი მოსვლიდან ორ საათზე მეტი გავიდა მაგიდასთან მოუსვენრად ვიჯექი და პირს ვერაფერს ვაკარებდი 
ივანი ჩვენს მაგიდასთან მოვიდა
-გილოცავთ ალექსმა ისევ მოიგო, ხელი ნაზად ჩამომართვა
-მართლა? ანუ კარგად არის?
-დიახ რამდენიმე წუთში აქ იქნება 
ამის თქმა იყო და ალექსი რამდენიმე ადამიანთან ერთად შემოვიდა კლუბში
ივანი მასთან მივიდა რაღაც უთხრა და ხელით ჩვენკენ ანიშნა..
ისიც მაშინვე აქეთ გამოემართა, გზად რამოდენიმე ადამიანს ხელი ჩამოართვა გულგრილად მიიღო მილოცვები და ჩვენს მაგიდასთან მოვიდა
-არანორმალური უვნებელია! საზეიმოდ გამოაცხადა ანკამ და ალექსს ჩაეხუტა
-წავიდეთ? მშვიდად შემოგვხედა ორივეს
-შენ მეგობრებს არ ეწყინებათ? ვკითხე
-მე მეგობრები არ მყავს თქვა და კარისკენ წავიდა
-ეეე აბა მე ვინ ვარ? ჩაერია ანკა
-შენ განსაკუთრებული ხარ (გაიცინა)
-მაგარია "არანორმალური" და "განსაკუთრებული" ანაბელსაც მოვუფიქროთ რამე და ეგაა 
-მე მშვენიერი სახელი მქვია ჩავერთე
-უი მას აქვს ზედმეტ სახელი იცი? 
-მართლა? გაიკვირვა ალექსმა
-ჰო მეც დღეს გავიგე, ეტყვი თუ მე ვუთხრა ბელს? (დამეჭყანა)
-შენი მეგობრები "ალექსის ანაბელს" მეძახიან და სავარაუდოდ ამას გულისხმობს (წარბები ავზიდე)
ალექსს ჩაეღიმა მანქანაში ჩავსხედით ჯერ ანკა მივიყვანეთ ბინასთან შემდეგ კი სახლში დავბრუნდით...

# # #
დღეები სწრაფად გადიოდა...
ალექსს ძალიან დავუახლოვდი ჩემს ცხოვრებაში პირველად დადგა მომენტი როცა მივხვდი რომ კონკრეტული ადამიანის გარეშე გამიჭირდებოდა მას კი ერთი კვირა ჰქონდა დარჩენილი სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლამდე.... მე ყოველ დღე ერთი და იმავე თემაზე ვიწყებდი საუბარს რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაგვდიოდა... ვერ ვხვდებოდი რატომ ამოიჩემა ეს ბრძოლა ასე... ვერც იმას ვხვდებოდი როგორ შეძლო ამ გოგომ სამ კვირაში ის რაც ოცდაცამეტ წელში ვერავინ მოახერხა...
ფაქტი ერთი იყო ნებისმიერი გზით უნდა შემეჩერებინა ალექსი რადგან მას არავითარი შანსი არ ქონდა ამ ბრძოლის მოგების ამას მათი ფოტოების შედარებითაც მარტივად მიხვდებოდა ადამიანი...
-დღეს რას ვაპირებთ ოთახში შემოაბიჯა დილით (უკვე წესად ექცა)
-დღეს აგარაკზე მივდივართ
-და სამსახური?
-ვისვენებ გუშინ გავაფრთხილე რეჟისორი...
ავდექი ჩავიცვი ალექსი უკვე მანქანაში დამხვდა და აგარაკისკენ დავიძარით 
დაახლოებით ორ საათში ჭიშკარს მივადექით მებაღემ მაშინვე იცნო მანქანა და შიგნით შეგვიშვა
-ქალბატონო ანაბელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზრდილობიანად მოგვესალმა და თავი დაგვიკრა 
-გამარჯობა დათო როგორ ხარ?
-კარგად გმადლობთ დღეს დარჩენას აპირებთ? 
-ჰო დილამდე დავრჩებით ვთქვი ისე რომ ალექსის უარი არც შევიმჩნიე
-კარგი დილით დავბრუნდები თორმეტისთვის თქვა და წავიდა
-აქ აპირებთ დარჩენას ქალბატონო ანაბელ? ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა ალექსმა
-ვაპირებ არა ვაპირებთ მე და შენ მისივე წინადადადება გავუმეორე და გავიცინე.. -ჰოდა კიდევ:- ეს ქალბატონო ანაბელ საიდან მოიტანე?
-შევამჩნიე რომ ყველა ასე გეძახის
-კარგ დროს კი შეამჩნიე...
-ის რატომ წავიდა? 
-ვინ მებაღე?
-ჰო..
-იცის რომ აქ მარტო ყოფნა მიყვარს...
-მარტო ყოფნა? მარტო რას აკეთებ აქ?
-განახებ მაგრამ ეს ჩვენი პატარა საიდუმლო იქნება..
-ანუ მე არ წავიდე?
-სად უნდა წახვიდე? 
-აბა მარტო ყოფნა მიყვარსო?
-დღეს განსაკუთრებული შემთხვევა გვაქვს... შენ რაღაცეები შეცვალე ჩემს ცხოვრებაში...
-არ მინდა რომ ჩემთან გულწრფელი იყო ანაბელ
-არც მე... ამიტომ წამოდი დავლიოთ!
ალექსი უჩუმრად შემომყვა ოთახში ჭიქებში ვისკი ჩავასხი და მოვწრუპე
-ახლა კი ჩემს საიდუმლოს გაჩვენებ ხელზე მოვქაჩე და როიალთან მივიყვანე
დაკვრა დავიწყე ალექსი ჩუმად იჯდა და მისმენდა თან სასმელს წრუპავდა რამდენიმე მუსიკა დავუკარი ცოტაც დავლიეთ ალექსმა მაგიდაზე დადებული სიგარეტის კოლოფი აიღო
-ვისია?
-ალბათ დათოსი ვთქვი და ახლოს მივედი მან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა
-რას აკეთებ? შენ ხო არ ეწევი?
-საერთოდ არა მაგრამ როცა ვნერვიულობ კი, როგორც ჩანს დათომ ჩემს ბედად დატოვა...
-არ გეტყობა რომ ნერვიულობ...
-აბა რა მეტყობა?
-ის რომ სასმელი მოგერია...
-მართლა?
-ჰო, თვალები აგიწყლიანდა და გიბრწყინავს...
-იქნებ ტირილს ვაპირებ?
-შეგიძლია?
-არ ვიცი...
-არასოდეს გიტირია?
- კი, დედა რომ მოკვდა მაშინ...
-მინდა რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო, ვუთხარი და ტუჩის კუთხეში ვაკოცე
-მგონი სასმელი შენც მოგერია თქვა და ოდნავ გაიღიმა
-არა არა ხომ იცი მარტივად არ ვთვრები...
-ჰო მე თუ არა აბა ვინ იცის... არასოდეს მინახიხარ მთვრალი (გაიკრიჭა) რატომ არ აღიარებ რომ სასმელი მარტივად გერევა? 
-შენ რატომ არ აღიარებ რომ შემეჩვიე? ჯიქურ შევხედე
-რისი მოსმენა გინდა ანაბელ?
-იმის რომ იდიოტი არ ვარ და მხოლოდ მე არ შეგეჩვიე...
-იდიოტი არ ხარ! (მოკლედ მომიჭრა) უბრალოდ ნასვამი ხარ გამოიძინებ და ყველაფერი კარგად იქნება...
-შენ იცი რომ სიმთვრალე არ მალაპარაკებს!
-მე ვიცი რომ ნასვამი ხარ და ახლა დაიძინებ! 
ალექსმა ხელი ჩამავლო და საძინებელში შემიყვანა მალე ჩამეძინა დილით ადრე გავიღვიძე ალექსს გულგრილად მივესალმე და მანქანაში უჩუმრად ჩავსხედით... მთელი გზა ხმა არცერთს არ ამოგვიღია სახლში მივედით ის აბაზანაში შევიდა მე კი მანქანაში დავბრუნდი და ანკასთან ავედი...

-როგორ ხარ ბელს? ხომ მშვიდობაა? მკითხა გაკვირვებულმა ასე ადრიანად მისული რომ დამინახა...
- ჰო ჰო მშვიდობაა უბრალოდ დღეს მინდა შენთან ერთად გავერთო სადმე
- ვაუ, კეთილი იყოს შენი დაბრუნება ამდენ ხნიანი პაუზის შემდეგ, არანორმალური არ წამოვა? თქვა და გარემოს თვალი მოავლო იმის იმედით რომ ალექსს დაინახავდა, სახლში მოურიდებლად შევაბიჯე და ვცადე მისი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა...
- არა, არ მინდა ალექსმა გაიგოს რომ აქ ვარ...
-იჩხუბეთ?
-არა
-აბა რატომ არ გინდა გაიგოს რომ აქ ხარ...
-უბრალოდ მჭირდება რომ მისგან შორს დავფიქრდე რაღაცეებზე...
-მასთან ერთად სხვა გვარად ფიქრობ?
-მასთან ერთად საერთოდ ვერ ვფიქრობ ანკა...
-ბელს რა ხდება თქვენს შორის?
-არაფერი...
-ანუ?
-ანუ არაფერი ფიზიკურ დონეზე...
-და იმის იქეთ?
-წარმოდგენა არ მაქვს... 
-გიყვარს?
-მე ლესბოსელი არ ვარ...
-ვიცი მაგრამ ......
-ანკა ეგ "მაგრამ" მიშლის ზუსტად ნერვებს... ჩემს სხეულში და ტვინში ერთდროულად მიმდინარეობს პროცესი სახელად "ცუდად ვიყოთ ალექსის გარეშე"
-მე მგონი მაგ პროცესს უფრო მოკლე სახელიც აქვს უბრალოდ ამის აღიარების გეშინია...
- აღიარების კი არა გაცნობიერებისაც მეშინია... 
- და რატომ?
-ანკა მე ოცდაცამეტი წლის ვარ ის ოცის და და თან გოგოა.. არ ფიქრობ რომ შენი კითხვა სულელურად ჟღერს?
-ამ მიზეზთაგან რომლის გამო შეგიძლია მასზე უარის თქმა? 
- უკვე საკმაოდ დიდი ვარ სიყვარულობანასთვის თანაც ასეთი არასტანდარტულისთვის...
- და ახლა რას აპირებ?
- დღეს საღამოს კლუბში წასვლას და მაგრად დათრობას...
-მშვენიერი იდეაა მაშინ საღამომდე კარგად გამოიძინე...
-ჰო სიამოვნებით, ტელეფონს ვთიშავ...
-კარგი, მეც გავთიშავ ვნახოთ რა გამოგივა ბელს... მაგრამ არ ინერვიულებს?
-იმედი მაქვს კი...
კარგი ცოტა დაისვენე გამოიძინე მე სამსახურში გავალ ცოტა საქმეები მაქვს და საღამოს ძველებურად გავერთოთ...
ანკა წავიდა მე კი ტახტზე მივწექი და მკვდარივით ჩამეძინა... 
- ანკამ ფრთხილად შემაღვიძა ბელს შვიდი საათია არ წავიდეთ?
- ღმერთო რამდენ ხანს მძინებია... ჰო რა თქმა უნდა...
- ძალიან გამოღლილი ხარ დაო ასე არ შეიძლება მიდი ჩემი ტანსაცმელიდან რამე ამოარჩიე დღეს კარგი საღამო გველის 
ნახევარ საათში უკვე მზად ვიყავი ჩემს მანქანაში ჩავსხედით და ჩვენს საყვარელ ბარში შევედით 
-მე მეტს აღარ დავლევ ერთ-ერთი ჩვენგანი მაინც ხომ უნდა აზროვნებდეს თქვა ანკამ ცოტა ხნის შემდეგ
-ჰო კარგი აზრია მე უკვე მაგრად მომეკიდა... თან ალექსს არ უყვარს როცა ნასვამი ვარ...
-როგორც მახსოვს მის ფეხზე დაკიდებას აპირებდი
-ჰო, მაგრამ რთულია... 
-კარგად ხარ?
-აქ რომ იყოს უკეთ ვიქნებოდი...
-ჯანდაბა, მეგობარო ეს რა დღეში ხარ... თავი გააქნია .. ახლა რას აპირებ?
-არ ვიცი...
-ალექსი ყველას მოგვწონს ბელს მაგრამ თქვენს შორის რაღაც განსაკუთრებული ხდება...
-ეს არ არის სწორი ანკა...
-ფეხებზე დაიკიდე სწორი და არასწორი უბრალოდ კარგად მინდა იყო..
-ექვსი დღე დარჩა ბრძოლამდე...
-რა ბრძოლამდე? 
-ის არალეგალურ ბრძოლებში იღებს მონაწილეობას და ვიღაც ცხოველთან აპირებს ბრძოლას... შეიძლება რინგზე მოკლან...
-გადამრევს ეგ მართლა არანორმალური... უნდა გადააფიქრებინო...
-არ გამომდის... 
-მის სიკვდილს დაუშვებ?
-არა არ დავუშვებ... მართალი ხარ... სახლში უნდა წავიდე ანკა...
- ადექი წაგიყვან...
გარეთ გამოვედით და ის ის იყო მანქანისკენ გავემართეთ ჩვენკენ მომავალ ალექსს მოვკარი თვალი
-მითხარი რომ ბოლომდე არ დამერხა და არ მელანდება ხელი მაგრად ჩავჭიდე მეგობარს
ის გასაღებს ეძებდა ჩანთაში და სანამ თავი ასწია ალექსი ჩვენთან გაჩნდა
- ა ა ალექს? აქ რას აკეთებ? დაბნეულობა შეეტყო ანკას
- თქვენ გელოდით უპასუხა მშვიდი ტონით
- დიდი ხანია აქ ხარ?
- არა, დაახლოებით ორი საათია
- შიგნით რატომ არ შემოდი?
-ხელი არ შეგიშალეთ
-ჩვენ უბრალოდ ვსვამდით...
- მე ეს არ ვიცოდი!
ანკა საუბარს წელავდა რომ უხერხული სიჩუმე არ ჩამოვარდნილიყო ალექსი კი ჩემს იქ ყოფნას არც იმჩნევდა
-ალექს! დავიწყე დამნაშავე ბავშვივით
- მანქანაში ჩაჯექი ანაბელ მითხრა და ისევ ანკას მიუბრუნდა -
წამოდი შენც მიგიყვან სახლში 
-არა მე დავრჩები, ჭკვიანად იყავით! ხვალ დაგირეკავ ბელს თქვა ანკამ
-ხვალამდე დავემშვიდობე და მანქანისკენ წავედი...
ალექსი ცოტა ხანს კიდევ ელაპარა ანკას შემდეგ გვერდით მომიჯდა და მანქანა უსიტყვოდ დაძრა...
- შეიძლება თავი მხარზე დაგადო? დავარღვიე სიჩუმე
-ჰო...
-ჩემზე გაბრაზებული ხარ? ვკითხე მას შემდეგ რაც მისი მოცემული უფლება გამოვიყენე
-არა
-არ გინდა მეჩხუბო? 
-არა
-ასე ცივად ნუ მელაპარაკები
- როგორ გელაპარაკო? მადლობა გადაგიხადო რომ სულელი ღლაპივით მოიქეცი?
-ამ მანქანაში მხოლოდ ერთი ღლაპი ზის ვთქვი და გავიცინე
- ჰო მეც ასე ვფიქრობ! დამეთანხმა მშრალად...
- შენ ხო არ გავიწყდება რომ ოცი წლის ხარ? ვუთხარი რაც შემეძლო შახამიანად
- არა ანაბელ ჩვენს შორის მხოლოდ ერთს დაავიწყდა დღეს თავისი ასაკი და ეს მე ნამდვილად არ ვყოფილვარ...
- ინერვიულე? ვკითხე ჩუმად
-არა
-იმიტომ რომ ფეხებზე გკიდივარ?
-ჰო
-ამას მართლა ამბობ?
-შენ როგორ ფიქრობ?
- მე საერთოდ არასდროს არ ვიცი შენ რას ფიქრობ და ეს მაგიჟებს...
-მე კიდევ ის მაგიჟებს თინეიჯერი ლაწირაკივით რომ იქცევი...
- კარგი ახლა უკვე შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ, ესეიგი გაბრაზდი!
-მანქანა უხეშად გააჩერა და ჩემკენ მობრუნდა
- გინდა გაიგო გავბრაზდი თუ არა? ჰო გავბრაზდი თანაც იმდენად რომ სიამოვნებით გამოვიყენებდი ყველა საბრძოლო ილეთს რომელიც ვიცი შენს წინააღმდეგ მაგრამ ეჭვი მაქვს მაინც ვერაფერს გაიგებს შენი სასმლით გაჟღენთილი ორგანიზმი... დღეს ოცჯერ მაინც დაგირეკე მერე ორი საათი ბართან გელოდე საიდანაც ასე გალეშილი გამოხვედი და ახლა კიდევ აქეთ იკბინები...
საუბარი დაასრულა და მანქანა ისევ დაძრა
- თავი ისევ მხარზე ჩამოვადე და საუბარი განვაგრძე 
-უბრალოდ მინდოდა რომ გენერვიულა...
-გილოცავ,
-ალექს მომისმინე
-ხვალ მოგისმენ ახლა შენი ხმის გაგონება აღარ მინდა
მისი გაღიზიანება აღარ მინდოდა და გადავწყვიტე სურვილი შემესრულებინა 
მთელი გზა ხმა აღარ ამომიღია არ მახსოვს სახლში როგორ მივედით თუმცა დილით ჩემს საწოლში გავიღვიძე გარეთ ჯერ კიდევ ბნელოდა, ხალათი მოვიხურე და იმ ოთახში გავედი სადაც ალექსი მეგულებოდა..
ეძინა მაგრამ როგორც კი საწოლს მივუახლოვდი თვალი გაახილა
- დილამშვიდობის, არ გეძინა?
-დილამშვიდობის, კი მაგრამ ფხიზელი ძილი მაქვს, თუმცა მეეჭვება სიტყვა ფხიზელის მნიშვნელობა იცოდე...
- რამდენ ხანს აპირებ ასე საუბარს?
- უბრალოდ დაძინებას ვაპირებ, შეიძლება? თქვა მშრალად
- კი შეიძლება ვუპასუხე და ფანჯარასთან სავარძელში ჩავჯექი
- აქ ყოფნას აპირებ? 
-ჰო
-გაცივდები, ვერ ხედავ? ფანჯარა ღია მაქვს...
-ვხედავ და ვხვდები რომ ანკა მართალია მხოლოდ არანორმალურს შეუძლია ასეთ სიცივეში ფანჯარა დატოვოს ღია..
-ანაბელ გაცივდები...
-შენ ხო ფეხებზე გკიდია?
- ჯანდაბა ეს ვის გადავეყარე მოდი აქ თქვა და საბანი გადასწია
- შენს საწოლში?
-ტექნიკურად ის ჩემი არც არის შენია და თან ჩემიც რომ იყოს პირველი შემთხვევა არ იქნება როცა ჩემს საწოლში დაიძინებ..
დიდი თხოვნა არ დამჭირვებია ძალიან მციოდა და საბანში შევძვერი
- გაყინული ხარ... სულ პატარა ბავშვივით როგორ უნდა იქცეოდე?...
- შენ კიდე ძალიან ცხელი ხარ...
-მგონი კლიმაქსი დამეწყო თქვა და თვალი ჩამიკრა 
-შევრიგდით? ვუთხარი მისი ღიმილით გულმოცემულმა
-ერთმანეთს ვემდუროდით?
-შენ ხომ გაბრაზდი...
-დიდი ხანია იმ ასაკიდან გამოვედი გაბრაზებას რომ გაბუტვით გამოხატავენ...
ის ძალიან მშვიდად საუბრობდა თუმცა როგორც ყოველთვის ახლაც ჯოჯოხეთური ცეცხლი ენთო თვალებში ვუყურებდი და მქონდა შეგრძნება რომ უფსკრულში ვიხედებოდი, ალექსს რაღაც წვავდა შიგნიდან და მე უძლური ვიყავი რატომ არ მიყვებოდა რა სჭირდა ან როგორ უნდა გამეგო? უამრავი კითხვა მქონდა და არც ერთი პასუხი...

ზოგჯერ ისე ძლიერად ჩასჭიდებ ხელს ადამიანს ...
ხელის მომტვრევა უფრო გიადვილდება ვიდრე გაშვება ...
# # #
კიდევ ერთი საშინელი დღე გათენდა...
საშინელი იმიტომ რომ ყოველი გათენება ყელში მიჭერდა, ყოველი დილა უფრო აახლოვებდა ალექსის ბრძოლას იმ საზიზღარ არსებასთან... მხოლოდ ოთხი დღე დარჩა განგაშის ზარივით ჩამიკაკუნა თავში ფრაზამ და ციებ-ცხელებიანივით შემაკანკალა...
შხაპი მივიღე და ალექსის ოთახში გავედი ფანჯარასთან იდგა შორტისა და მაიკისამარა და სიგარეტს ეწეოდა
-დილამშვიდობის ვთქვი და ზურგიდან ჩავეხუტე
-დილამშვიდობის, კარგად ხარ? მკითხა ჩემი მოულოდნელი ჟესტით გაკვირვებულმა და ჩემკენ შემობრუნდა
-ნორმალურად, შენ? ნერვიულობ?
-არა...
-აბა რატომ ეწევი?
-წარმოდგენა არ მაქვს... თუ გაწუხებს შემიძლია გადავაგდო...
-მომაწევინე! ვთხოვე და მისივე თითებში მოქცეულ სიგარეტის ღერს ღრმა ნაფაზი დავარტყი...
-ნუ მოწევ...
-რატომ?
-ჯანმრთელობისთვის სახიფათოა...
-იმ ბრძოლაზე უფრო სახიფათო? ვკითხე და ისე რომ თვალი არ მომიშორებია მისთვის სიგარეტს კიდევ ერთი ნაფაზი დავარტყი...
-თავიდან ნუ დაიწყებ ანაბელ...
-მე ნუ დავიწყებ?
-ჰო შენ ნუ დაიწყებ... გამუდმებით ეგ გიტრიალებს თავში...
-და სხვა რა უნდა მიტრიალებდეს?
-მაგალითად ის რომ სამსახურში აგვიანებ...
-გადაღებები დამთავრდა... ახალი კონტრაქტების გაფორმებას ჯერ არ ვგეგმავ...
-რატომ? (ახალ ღერს მოუკიდა და ამჯერად თვითონ მომაწოდა)
-საინტერესო სცენარი არ ჩანს და იმიტომ...
-აბა რა უნდა გავაკეთოთ? 
-მთელს ძალას შენს გადარწმუნებას მოვახმარ...
-ანაბელ მორჩი! ამ ბრძოლაზე უარის თქმა არ შემიძლია გესმის? არ შემიძლია!
-იმიტომ რომ გეშინია რამეს დაგიშავებენ? ის ხალხი გადაგეკიდება?
შეგიძლია დროებით აქედან წახვიდე, თუ მარტო არ გინდა მეც შემიძლია შენთან ერთად წამოსვლა! სადმე სხვა ქვეყანაში სახლს ვიყიდით და დროებით აქ არ გამოჩნდები...
-ჰო კარგი აზრია იქ ბაღსა და ბოსტანს მოვაშენებთ, ბაჭიებივით გავმრავლდებით და ტკბილად და ბედნიერად ვიცხოვრებთ არა?
-შენზე დაქორწინებას არ ვგეგმავ ნუ გეშინია 
-კონსტიტუცია გიკრძალავს თუ ბიბლია?
-თუ გაგაჩნია მორალი თავად ხდები საკუთარი თავის კონსტიტუციაც და ბიბლიაც...
-ანუ მორალი გიკრძალავს?
-არ მითქვამს რომ რამე მიკრძალავს და თემას ნუ მიცვლი ალექს უბრალოდ მინდა რომ ცოტა ხნით გაერიდო ამ ყველაფერს...
-არსად წასვლას არ ვაპირებ ანაბელ ეს არის ჩემი ცხოვრება...
-რატომ არ გინდა რომ შეცვალო?
-იმიტომ რომ მე ყოველთვის იდეალური ვიყავი ცხოვრებისთვის რომლითაც ვცხოვრობ... და სულაც არ ვაპირებ ვინმესთან ერთად ბაღ-ბოსტანში მუშაობას და გამრავლებას, თანაც მე და შენ ეს უკანასკნელი მაინც არ გამოგვივა 
-ჰო ბაჭიებივით გამრავლება ნამდვილად არ გამოგვივა (მეც გამეცინა) მაგრამ ახლა ეგ ყველაზე ნაკლებად მადარდებს
-და რა გადარდებს ყველაზე მეტად?
-შენი სიცოცხლე!
-რატომ?
-იმიტომ რომ ჩემს თავს ვერ ვაპატიებ რამე რომ დაგემართოს...
-ნუ სულელობ! შენ არაფერ შუაში ხარ...
-უკვე ვარ...
-ნუ მანანებინებ რომ შენთან საქმე დავიჭირე...
-ახლა არ ნანობ?
-არა
-წამოდი ქვემოთ ჩავიდეთ რაკი ვერაფრით ვახერხებ შენს გადარწმუნებას ვარჯიშით სულს ამოგაძრობ რომ ის მარტივად დაამარცხო...
ალექსი სპორტდარბაზად გადაკეთებულ ჩემი სახლის სარდაფში ჩავიყვანე და ვარჯიშს შევუდექით
-ანკას დავურეკავ ეგ და ნინი გამოვლენ და გაგვართობენ სანამ შენ მაგ ბოქსის ტომარას ებრძვი ვუთხარი როცა უკვე ძალიან დაღლილი იქვე მდგომ დივანზე დავეშვი, ის განაგრძობდა ტომრის ცემას მე კი გოგონებს დავურეკე და ნახევარი საათი არ იქნებოდა გასული ანკა მოვიდა...
-გამარჯობა ბელს, გამარჯობა არანორმალურო მოგვესალმა ანკა და ალექსის გადასაკოცნად გაიწია
-არ გირჩევ, სულ სველი ვარ უკან დამფრთხალივით გაიწია ალექსი
-ეგ არაფერი, ანკამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ და ჩაიხუტა რამდენიმე წუთს იდგნენ ასე ბოლოს ანკა მოშორდა და ალექსმა ისე ამოისუნთქა თითქოს დიდი ტვირთი მოიშორა
-მე დაგტოვებთ თქვა და ტომარას მიუბრუნდა...
-ეს შენც შეამჩნიე? ამჯერად მე მომიბრუნდა ანკა
-რა?
-ალექსს როცა ეხუტები სუნთქვას წყვეტს და იყინება
-რა სისულელეა, ნინი სად არის?
-სისულელე კი არა ეგრე აკეთებს უკვე მეორედ ჩავეხუტე და ორივეჯერ ერთი და იგივე რეაქცია ჰქონდა... ნინიც აქვე იქნება თქვა დაურეკა და ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო
-ნი რას შვები? არ მოდიხარ? 
-კი სახლთან ვარ თითქმის...
-რაღაც უნდა გთხოვო და შემისრულებ?
-კი აბა რას ვიზამ, მითხარი!
-რომ მოხვალ ალექსს ჩაეხუტე და რეაქციას დააკვირდი კაი? ტელეფონი პირთან ახლოს მიიტანა და დაიჩურჩულა...
-რა ხდება?
-არაფერი.. უბრალოდ...
-კაი თქვა ნინიმ და ეზოში მანქანის შემოსვლის ხმაც გაისმა ცოტახანში კი ოთახში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით შემოკაკუნდა
-გამარჯობათ დაიძახა და ალექსისკენ წავიდა
-როგორ ხარ? ჩაეხუტა
-მე მე კარგად! შენ? უპასუხა როგორც კი ნინი მოშორდა
-მეც კარგად თქვა და ამჯერად ჩვენკენ წამოვიდა
-ყოველთვის ასე შვრება? თვალით ალექსისკენ გვანიშნა
-როგორ? ვიკითხე მე, შენც შეამჩნიე ხო? თვალები გაუბრწყინდა ანკას
-როგორ და სანამ ჩახუტებული ხარ არ სუნთქავს და წამებში იყინება (ანკას კიდევ უფრო გაუბრწყინდა თვალები)
-ვაიმეე თქვენ პირი შეკარით? გამეცინა 
-გინდა ძიძამ და ლევანმაც მოსინჯონ და თუ მართალი აღმოვჩნდები შენ და ალექსი დღეს ჩვენთან ერთად დალევთ 
-და თუ მე აღმოვჩნდები მართალი?
-ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ! გამეჭყანა ანკა
ზემოთ ავედი ძიძას და ლევანს ვთხოვე ალექსს რამდენიმე წუთით ჩახუტებოდნენ და რეაქციას დაკვირვებოდნენ
-კი მაგრამ არ იტყვის ყველას ერთად რამ მოგანდომათ ჩემთან ჩახუტებაო? შემეპასუხა ლევანი
-რამეს მოიფიქრებ ჭკვიანი ბიჭი ხარ, თან თქვენ ხომ დამეგობრდით?
-ჰო დავმეგობრდით, კარგი როგორც იტყვით თითქოს იძულებით დამეთანხმა და მეც ქვემოთ დავბრუნდი ოთახში ძიძა შემოვიდა ალექსს წინ დაუდა და საუბარი დაუწყო ამ დროს ლევანიც შემოგვიერთდა
-ეს ბრძოლა სახიფათოა არა? შეეკითხა ძიძა
-არც ისე გაეცინა ალექსს
-რამე რომ მოგივიდეს? (ძიძა გულწრფელად წუხდა და ეს ეტყობოდა კიდეც)
-საქართველო დედაენას არ დაკარგავს ამით (ისევ გაიცინა)
-შენ ყველაფერი გამოგივა უთხრა ძიძამ და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოეხვია
-რაკი ყველა ჩაგეხუტა ბარემ მეც აქ ვარ... ვითომ ხუმრობით თქვა ლევანმა და გულში ჩაიკრა
-მე რა რამე მჭირს და მიმალავთ? გაოცებულმა შემოგვხედა ყველას
-საიდან მოიტანე? გავიკვირვე
-აბა რა გამომშვიდობება მომიწყვეთ?
-გამომშვიდობება არა ის, გავიცინეთ!
-შეიძლება ვარჯიში გავაგრძელო? 
-ჰო ერთხმად დავიძახეთ და ალექსს მოვშორდით
ლევანმა და ძიძამ ზუსტად იგივე გაიმეორეს რაც ანკამ და ნინიმ
-ბელს მას არასოდეს ჩახუტებიხარ? მკითხა ანკამ როგორც კი მარტო დავრჩით
-კი...
-და არასოდეს შეგიმჩნევია რომ ასე ემართება?
-არა!
-მაშინ კიდევ ერთხელ სცადე და ამჯერად კარგად დააკვირდი, დარწმუნდები რომ მართლები ვართ! 
ალექსთან მივედი
-შეიძლება ჩაგეხუტო? 
-ანაბელ არ ამიხსნი რა ხდება? გაბრაზება შეერია ხმაში...
-თუ ჩამეხუტები აგიხსნი ვუთხარი და ხელები მისკენ გავიშვირე, ალექსმა ხელები მომხვია და რამდენიმე წუთს ასე ვიდექით თუმცა ისევ არანაირი რეაქცია არ ქონია...
-აბა ამიხსნი? თქვა როგორც კი ხელი გამიშვა
-აქ მოდით! დავუძახე ანკას და ნინის
-ისინი ამტკიცებენ რომ სუნთქვას წყვეტ და იყინები როგორც კი ვინმე ჩაგეხუტება... ავუხსენი ალექსს
-მართალია! მშრალად დამეთანხმა ის
-ამას რატომ აკეთებ? კმაყოფილი ჩაერია ანკა
- უბრალოდ ვერ ვიტან ჩახუტებას და ეს ჩემი ორგანიზმის ბუნებრივი პასუხია კონკრეტულ ქმედებაზე! უკმაყოფილოდ ლაპარაკობდა ისე თითქოს ახლახანს დიდ საიდუმლოს ავხადეთ ფარდა
-ანუ ეს თავისით ხდება?
-ჰო როცა ვინმე მეხუტება სული მეხუთება და ვერ ვსუნთქავ გაყინვითაც ალბათ ამიტომ ვიყინები...
-მაგრამ მე?... კითხვით სავსე მზერით შევხედე ალექსს
-არ ვიცი რატომ მაგრამ შენზე ასეთი რეაქცია არ მაქვს! ისევ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა
-ახლა გასაგებიაა მრავლისმეტყველად თქვა ანკამ და გაგვშორდა
-რატომ არ გემართება ჩემთან იგივე? 
-წარმოდგენა არ მაქვს... თავი დახარა
-შენს გამო სანაძლეო წავაგე და დღეს დალევა მოგვიწევს გავიცინე რომ უხერხულობა გამეფანტა
-რა სანაძლეო? 
ავუხსენი რაც მოხდა
-ახლა კი გასაგებია რატომ ჩამეხუტეთ ყველა სათითაოდ (გაეცინა თვითონაც)
ძიძას სასმელი ქვემოთ ჩამოვატანინე და დალევა დავიწყეთ...
-დღეს ალექსი უნდა დავათროთ დაიძახა ანკამ
-მისი დათრობა კი გაგიჭირდებათ, გამეცინა რადგან გამახსენდა რომ მთვრალი არასოდეს მინახავს...
-ჰოდა ლევანს დავიხმართ წამოიყვირა ისევ
ლევანი ჩამოიყვანეს და დალევა განაგრძეს (ამჯერად ჩემს გარეშე ვინმე მაინც უნდა ყოფილიყო ფხიზელი)
რამდენიმე საათში ისე დათვრნენ ლევანიც და გოგონებიც სტუმრების ოთახებამდე სიმწრით მივათრიეთ... როცა ყველა დაწოლილი დავიგულე და ძიძამაც დამაიმედა რომ ყურადღებას მიაქცევდა ალექსთან დავბრუნდი
-ძალიან მთვრალი ხარ? ვკითხე და წინ ჩამოვუჯექი
-ძალიან ბელს, ძალიან
-აქამდე მთვრალი არასოდეს მინახიხარ...
-აქამდე მთვრალი არასოდეს ვყოფილვარ...
-დაწვები?
-არა გარეთ უნდა გავიდე...
-გარეთ სად?
-არ ვიცი...
-გინდა ივანის კლუბში წავიდეთ?
-წამიყვან?
-ჰო
ალექსი წამოდგა და ისე რომ ფეხი არ შეშლია მანქანაში ჩაჯდა
-რაც ერთმანეთს ვიცნობთ პირველად ვზივარ მე საჭესთან და შენ გვერდით ვთქვი როგორც კი დავიძარით!...
მანქანა კლუბთან გავაჩერე და შიგნით შევედით
ივანი მოგვესალმა და ჩვენს საყვარელ კუთხის მაგიდასთან მიგვაცილა 
-რას დალევთ? იკითხა
-მე ყავას, ვთქვი... მე როგორც ყოველთვის დაამატა ალექსმა და ივანიც წავიდა...
მიმტანი მოგვესალმა ყავა და ერთი ბოთლი ჯეკ დენიელსი მაგიდაზე დადგა და გაგვეცალა...
-კარგად ხარ ალექს?
-ასე კარგად ჯერ არც ვყოფილვარ... სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა
-მოწევა დაიწყე ხვდები? გამეღიმა
-ჰო შენი ბრალია...
-ჩემი?
-ჰო შენი...
-რატომ?
-იმიტომ რომ ცხოვრებაში პირველად ვნერვიულობ...
-ჩემზე?
-შენზე! რაც შენ გაგიცანი მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში პირველად...
-მაგალითად?
-პირველად არ მეძინა მარტოს... პირველად დარჩა სხვა ადამიანი ჩემს ბინაში, პირველად შემაცვლევინეს აზრი, პირველად გავასეირნე ადამიანი ჩემს საყვარელ ადგილებში... პირველად ვარ ასეთი მთვრალი... პირველად შევეჩვიე ვიღაცას... და პირველად ვინერვიულე სხვა ადამიანზე...
-დედა რომ გარდაიცვალა მაშინ არ ინერვიულე?
-მაშინ პატარა ვიყავი და უბრალოდ მეტკინა...
-მამა რომ გარდაიცვალა მაშინ?
-მაშინ უბრალოდ შურისძიება მინდოდა...
-მერე?
-აუცილებლად ვაზღვევინებ...
-ანუ შურისძიებას ახლა აპირებ?
-ჰო... მე ბევრი ვიწვალე და ნაბიჯ ნაბიჯ მივედი ამ დონემდე ახლა ბოლო ნაბიჯიღა დამრჩა და მამაჩემის მკვლელი პასუხს აგებს... აღარ გვინდა ამაზე საუბარი ხასიათს ნუ გავიფუჭებთ თვითონვე გაწყვიტა საუბარი და ივანს მიუბრუნდა...
-ივან სასმელზე არ დაგვეწვევი? დაუძახა როცა ჩვენს მაგიდასთან ახლოს ჩაიარა
ისიც ჩვენთან ჩამოჯდა და ჭიქაში ვისკი ჩაისხა 
-ასეთი ნასვამი არასოდეს მინახიხარ ალექს უთხრა მან...
-მეგობრების ბრალია...
-მეგობრებიც გაგიჩნდა?
-ჩემი არა ანაბელის მეგობრების...
-გასაგებია, მიხარია რომ კარგად ხარ... ბრძოლაზე რას აპირებ? აზრი ხომ არ შეიცვალე?
-მასთან ამაზე ნუ ვილაპარაკებთ მოკლედ მოუჭრა ალექსმა... 
-საპირფარეშოში გავალ და სანამ არ დავბრუნდები აქ იყავი მარტო არ დატოვო თქვა ალექსმა და მაგიდასთან ივანთან ერთად დავრჩი
-რას აპირებს ბრძოლაზე? მკითხა ივანმა როგორც კი ალექსი მოშორებით დაიგულა...
-ვერ გადავაფიქრებინე...
-ის ალექსს მოკლავს... უემოციოდ წარმოთქვა... როგორმე უნდა შეაჩერო...
-არაფრის გაგონება არ უნდა!
-მე მაქვს ერთი იდეა , ხელი გამომიწოდე..
ხელი მივეცი მან კი რამდენიმე თეთრი აბი ჩამიდო...
-ეს რა არის? ვკითხე
-ნარკოტიკია MDM თუ მას ჯიბეში გიპოვნიან დაგიჭერენ ასე რომ კარგად შეინახე...
ამასობაში ალექსიც დაბრუნდა მე სასწრაფოდ ჯიბეში ჩავიყარე აბები ივანი კი დაგვემშვიდობა...
-წავიდეთ? ვუთხარი როგორც კი დაჯდა
-როგორც იტყვი...
-მაშ წავედით...
ალექსს უკვე ფეხი ერეოდა ამიტომ ხელი მოვხვიე და გარეთ ერთად გამოვედით...
მანქანა უჩუმრად დავძარი ჯერ კიდევ ივანის ნათქვამზე ვფიქრობდი...
-თუ მე მოვკვდები არ მინდა რომ გული გეტკინოს! სიჩუმე დაარღვია ალექსმა
-შენ არ მოკვდები და კიდევ ეს გაფრთხილება მეტისმეტად დაგვიანებულია 
სახლში მივედით ალექსი თავის ოთახში ავიყვანე 
-გინდა დავრჩე? შევთავაზე
-არა...
-რატომ? (გამეღიმა)
-იმიტომ რომ ნასვამი ვარ და წარმოდგენა არ მაქვს რას მოვიმოქმედებ...
-გეშინია რომ შეცდომას დავუშვებთ?
-მეშინია რომ შეცდომა უკვე დავუშვით...
-ეს გადარდებს? 
-მხოლოდ შენს გამო..
მის გვერდით მოვკალათდი და გულზე თავი ჩამოვადე...
მას მალე ჩაეძინა მე კი თვალი ვეღარ მოვხუჭე დილის ხუთი საათი იქნებოდა ქვემოთ ჩავედი რომ ყავა დამელია იქ უკვე დამხვდა ანკა...
-დილამშვიდობის, რამ გაგაღვიძა ასე ადრე? 
-დილამშვიდობის ბელს თავი მტკიოდა და ყავის დასალევად ჩამოვედი, შენ რამ გაგაღვიძა?
-არ მიძინია...
-რატომ? რომელიმე ცუდად გახდა?
ანკას ყველაფერი მოვუყევი რაც მისი დაძინების შემდეგ მოხდა...
-ანუ მან საკაიფო ტაბლეტები მოგცა? თქვა გაკვირვებულმა
-ჰო...
-კი მაგრამ რა უნდა? რომ ალექსს ბრძოლის დღეს მიაღებინო და გონება დააკარგინო ? თუ უნდა რომ ტაბლეტებზე შეაჯინო? რა დამპალი ყოფილა არა და როგორ კარგად გვექცეოდა იმ დღეს ვინ გონიხარ ბელს?
-რა ბრძოლის დღეს მივაღებინო ან ტაბლეტებზე შევაჯინო შენ კიდე მთვრალი ხო არ ხარ?
-აბა რა უნდა? რატომ მოგცა ეს აბები?
-უნდა რომ ალექსს ჯიბეში ჩავუდო მერე კი პოლიცია დავაყენო თავზე...
-რაა? ემოციები ვეღარ მოთოკა...
-ნუ ღრიალებ გოგო ძინავთ...
-უნდა რომ ალექსი დაიჭირონ?
-რომ არ დაიჭირონ რინგზე მოკვდება...
-ანაბელ შეგიძულებს ამას არასოდეს არ გაპატიებს ხვდები?
-ანკა მე უბრალოდ მინდა რომ სიკვდილს გადავარჩინო და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის...
-რამდენია სასჯელი ამ აბებზე?
-ბევრი მაგრამ ფულით ნებისმიერ სასჯელს მინიმალურამდე დააგდებ ეგეც რომ არა ის მაინც მეცოდინება რომ ცოცხალია
-ანუ ამ ტაბლეტების ჩადებას აპირებ მისთვის სერიოზულად აპირებ?....
...................
-ანაბელ თუ ამას მართლა გააკეთებ დიდი სისულელე იქნება, ალექსი არასოდეს გაპატიებს, მას სამუდამოდ დაკარგავ ამიტომ კარგად დაფიქრდი გაიგე?
-უკეთესი იდეა გაქვს მის გადასარჩენად? 
- უბრალოდ კარგად დაფიქრდი ბელს კარგად დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე!
ყავა ისე დავლიეთ ხმა აღარ ამოგვიღია ანკა სტუმრების ოთახში აბრუნდა მეც კიდევ ერთი ყავა დავასხი და ალექსს წავუღე... მას ჯერ კიდევ ეძინა გვერდით ფრთხილად მივუწექი ცხვირი მის კისერში ჩავრგე სასიამოვნო სურნელი ჰქონდა მისი კანის და სუნამოს სურნელი ერთმანეთს შერეოდა ნეტა რა სუნამოს იყენებს? ხელი ყელიდან მუცლისაკენ ჩამოვაყოლე ხელით უფრო იგრძნობოდა რამდენად ნავარჯიშები იყო მისი სხეული...
ის ძლიერია ძალიან ძლიერი მაგრამ იმ ცხოველს მაინც ვერ მოერევა გამიელვა თავში... მაისური აეწია და რამდენიმე იარა გამოუჩნდა... ნეტავ საიდან აქვს? რა გამოიარე ალექს? რატომ არასოდეს საუბრობ წარსულზე? მაისური გავუსწორე თავი გულთან მივუტანე და მის გულისცემას დავუგდე ყური...
-შესაძლოა სამ დღეში შეწყდეს! რა უსამართლობაა სამ დღეში შეიძლება ყველაფერი დასრულდეს, ამას არ დაუშვებ ანაბელ შენ ამას არ დაუშვებ ვუთხარი ჩემს თავს და ღრმად ამოვისუნთქე როგორ მსიამოვნებდა ალექსის სუნთქვით დარღვეული სიჩუმე...
ნეტავ რა ხდება ჩემს თავს?
თუმცა ვის ატყუებ ანაბელ მშვენივრად იცი რაც ხდება... 
თვალებს ახელს და მზერას ჩემს ხელს აყოლებს თითებს თმებში მიცურებს და ეთამაშება...
-მეშინია! ვეუბნები ისე რომ არც ვესალმები...
-ჩემი? მპასუხობს მშვიდად
-უშენობის...
დუმს და ღრმად სუნთქავს ამით ვხვდები რომ ნერვიულობს
-მაპატიე... ამბობს და თითქოს ყველა ემოციას ატანს ამ ერთ სიტყვას...
-რა გაპატიო? რომელი ერთი? 
-გამოჩენა მაპატიე... და თუ წავალ ეგეც...
-ხვდები რომ ვერ დაამარცხებ არა?
-არ ვიცი...
-რატომ რისკავ საკუთარ სიცოცხლეს?
-მჭირდება ანაბელ გეფიცები ეს ბრძოლა მჭირდება...
-მე შენ მჭირდები! ვამბობ და მძულს ჩემი გულწრფელობა 
-ნუ მეუბნები ამას...
-რომ არ გითხრა სიტყვები დამახრჩობენ (ვგრძნობ როგორ მერევა ცრემლები და ხმაში ბზარი მიჩნდება)
ის ისევ ღრმად სუნთქავს და ჩემს თმებში თითებს ათამაშებს 
-მიყვარხარ! ვამბობ და ისტერიკული ტირილი მივარდება საკუთარი უსუსურობის შეგრძნებისას
-არ ვიცი ეს როგორ დავუშვი ალექს, მე არასოდეს არავის დაკარგვის არ შემშინებია და ახლა ამ ასაკში პატარა გოგოსავით ავცანცარდი! გულს მირევს ჩემი თავი, გულს მირევს ყველაფერი რაც ჩემს გონებაში ხდება, გულს მირევს ეს გრძნობაც და ვიცი რომ ამორალურად ვიქცევი, ყველა პრინციპს რწმენას და ტრადიციას ვღალატობ, მძულს ყველა და ყველაფერი რაც ახლა ხდება მაგრამ შენი დათმობა არ შემიძლია, ასე უბრალოდ ვერ გაგიშვებ! ასე უბრალოდ სიკვდილის უფლებას ვერ მოგცემ... 
ისევ დუმს... და ეს დუმილი იმდენად იწელება რომ მგონია არასოდეს დასრულდება
-შენ ყველაზე კარგი რამე ხარ ჩემს ცხოვრებაში! მპასუხობს და საკუთარ ტუჩს კბენს...
თავს მხოლოდ ახლა ვიღებ მისი გულიდან და ნაცნობ მზერას ვაწყდები 
-ძალიან მჭირდები! ვეუბნები და ვკოცნი პირველად ხდება რომ თავს არ მარიდებს ფრთხილად ვიწევი მისკენ ამჯერად მე ვაცურებ მის თმაში ხელს... 
-თმას ასე მოკლედ რატომ იჭრი? პაუზას ვიღებ და თვალებში ვუყურებ...
-კიკინებით როგორი წარმოგიდგენივარ? გაღიმების მაგივრად ტუჩის კუთხე უტყდება
-არ მინდა რომ შეიცვალო ვეუბნები და ისევ მის ტუჩებს ვეძებ
-არ გვინდა, ახლა არა! ამბობს და გულში მიხუტებს...
-რა იქნება ახლა? ვკითხულობ მისი სურნელით გაბრუებული
- ბაჭიებივით ვერ გავმრავლდებით თუმცა ტკბილად და ბედნიერად ცხოვრებაზე შეიძლება დაფიქრება (იცინის)
-რა მოხდებოდა ჩვენი ურთიერთობა რომ ჩვეულებრივი იყოს? 
-არ შედგებოდა...
-რატომ?
-შენ ხომ უცნაური რაღაცეები მოგწონს...
-მაგალითად შენ, ვეუბნები და ამჯერად მე ვიღიმი...
-სიგარეტი არ გინდა? კითხულობს დამნაშავე ბავშვივით...
-გაქვს? 
ჯიბიდან კოლოფს იღებს და მაწოდებს ამჯერად მე ვუკიდებ და ჩემი ხელიდან ვეწევით ორივე...
-რა მოხდება ასე სამუდამოდ რომ გაგრძელდეს?
-სიგარეტი დაგვიმთავრდება, გაღიმებას ცდილობს...
-როგორ მოახერხე ეს? ვეკითხები და უძირო ცისფერ თვალებში კიდევ ერთხელ ვიკარგები
-რა? სიგარეტს ღრმა ნაფაზს ურტყამს
-ის რომ ოცდაშვიდი დღე გავიდა ჩვენი შეხვედრიდან და მე შენს გარეშე არ შემიძლია...
-გამთენიისას მეტისმეტად მგრძნობიარე ყოფილხართ ქალბატონო "ალექსის ანაბელ" ბოლო სიტყვებზე განგებ ურტყამს მახვილს და ეშმაკურად იღიმის...
-სიგარეტიანი ხელი ისევ მისკენ მიმაქვს სიგარტს პირში იტოვებს ხელს კი თავის ხელს ადებს
მისი თითები ჩემსაზე ცოტათი გრძელია თუმცა ჩემი გრძელი ფრჩხილების ხარჯზე თითქმის ტოლად მოჩანს, მე წითელი მანიკური მისვია ხელზე ლამაზი სამაჯური და ორი ბეჭედი მიკეთია მას მხოლოდ სვირინგი და იარები აქვს...
-ჩვენი ხელებითაც კი მარტივად მიხვდება ადამიანი რომ სხვა და სხვა სამყაროს ვეკუთვნით ამბობს და სიგარეტს აქრობს...
-მეც მინდა სვირინგი...
-მართლა? აღფრთოვანებას პატარა ბავშვივით გამოხატავს...
-ჰო, მისი სიხარულით გულმოცემული კიდევ უფრო თამამად ვუდასტურებ...
-წაგიყვან და გაგიკეთებ... საწოლიდან დგება კარადაში ტანსაცმლის ძებნას იწყებს
-შენ რამდენი სვირინგი გაქვს? მოწევას მარტო ვაგრძელებ...
-რვა
-მაჩვენებ?
- ჰო, წყალს გადავივლებ და გამოვალ... აბაზანაში შედის
დილანდელი ამბებით გაბრუებულს გონზე მოსვლა მჭირდება საწოლზე ვჯდები და ფეხებს ცივ იატაკს ვახებ...
რამდენიმე წუთში მოკლე შორტსა და მაისურში ჩაცმული ბრუნდება თმა სველი და გაჩეჩილი აქვს მოდის და ჩემს ფეხებთან მუხლებზე დგება...
-ქვემოდან დავიწყოთ თუ ზემოდან? კითხულობს და მზერას მაპარებს...
-რას გულისხმობ? წინადადების გაშიფვრას ვერ ვასწრებ ისე ვეკითხები...
-სვირინგების ჩვენება ქვემოდან დავიწყო თუ ზემოდან? იცინის 
-აჰჰ! ქვემოდან, ვამბობ ისე რომ არც ვფიქრდები...
-ფეხს ზემოთ სწევს და ცერა თითის ბალიშზე გაღიმებულ სმაილს მიჩვენებს... დედა რომ გარდაიცვალა მაშინ გამიკეთა მამამ ამბობს და სანამ რამის თქმას მოვასწრებ კოჭზე დახატულ ობობას მაჩვენებს ბავშვობაში ყველაზე ხშირად მათ ვეთამაშებოდი შეიძლება ითქვას ბავშვობის მეგობრები არიან...
ახლა მეორე ფეხს მიჩვენებს 
აქ ჩინური იეროგლიფია - სიკვდილს ნიშნავს მიხსნის...
მაისურს ზემოთ სწევს და ზურგზე დახატულ უზარმაზარ დრაკონს ვხედავ რომელიც ზურგს თითქმის მთლიანად ფარავს... ეს რისთვის? ვკითხე რადგან თვითონ არ ამიხსნა... უბრალოდ იარების დასამალად...
- ეს გველი უკვე იცი ამჯერად მუცელთან მაჩვენებს გველს რომელიც გულამდე ადის, შემდეგ ხელს მიშვერს და პატარა სიტყვას ვხედავ "შურისძიება" ეს ერთადერთი ქართული სიტყვაა ჩემს სხეულზე მიხსნის და მეორე ხელს მიშვერს: ესეც ნახე უკვე ხელების შედარებისას საჩვენებელ თითზე დახატულ ლომის თავზე მანიშნებს 
-და ეს? კისერზე მიხატულ სვირინგს ვეხები და პირველად ვახერხებ მის ამოკითხვას 
"And breathe me" (შემისუნთქე) წერია უბრალო ინგლისური შრიფტით
-ეს ჩემთვის ყოფილა! ვამბობ სანამ პასუხს დამიბრუნებს და კიდევ ერთხელ ვრგავ ცხვირს მის კისერში
-ისიც ორივე ხელით მეხვევა და მიხარია რომ ის საშინელი რეაქცია ჩემთან ჩახუტებაზე არ აქვს...
-შეგიძლია დღეს ღია ფერის ტანსაცმელი ჩაიცვა? ვეუბნები და მისი ყელიდან ცხვირი ამომაქვს
-ხომ იცი რომ არასოდეს ვიცვამ...
-მოიცა მე მოგიტან ჩემს ოთახში გავდივარ და ღია ფერის დახეული ჯინსით და თეთრი მოკლე სახელოიანი მაისურით ვბრუნდები...
-გინდა დახეული ჯინსი ჩავიცვა? უცნობი სახიფათო ობიექტივით ათვალიერებს...
-ჰო, თუ თეთრ კედებსაც ჩაიცმევ უფრო გამახარებ მხრებზე ხელებს ვაწყობ...
-ოღონდ ფეხსაცმელი არა! ტრიალდება
-შარვალს და მაისურს ყელზე ვხვევ და გაისინჯეთქო თვალებით ვახვედრებ... უსიტყვოდ იხდის გაფითრებულ კანზე სვირინგები კიდევ უფრო ლამაზად ეტყობა ჩემს ჯინსსა და მაისურს იცმევს და სარკესთან მიდის, მოჯადოებულივით უყურებს საკუთარ ანარეკლს
-როგორია? ვეკითხები და აღფრთოვანებას ვერ ვმალავ
-უცხო! მპასუხობს და თვალებში სევდა უდგება...
-თუ ცუდ ხასიათზე უნდა დადგე შეგიძლია გაიხადო, მასა და მის ანარეკლს შორის ვდგები და შარვლის საქამრეზე ფრთხილად ვქაჩავ...
-არაუშავს მივეჩვევი თმაზე ხელს ფრთხილად მატარებს, მეც ცალ ხელს საქამრეს ვაშორებ და თმას კიდევ უფრო ვუჩეჩავ... ამჯერად თავის გარდა ჩემი სურნელიც აქვს ალბათ მაისურს გამოჰყვა... კარში ანკა შემოდის და თავს აშკარად უხერხულად გრძნობს
-შემოდი, ეუბნება ალექსი და ჩემგან განსხვავებით არ იბნევა...
-არა ქვემოთ ვიქნები, ყავაზე დასაძახებლად ამოვედი... ამბობს და კარს იხურავს
-რა იფიქრა? ეცინება ალექსს და ფეხზე იცმევს რამდენიმე წუთში ქვემოთ ჩავდივართ
-ალექს... როგორ გიხდება! ამბობს ნინი და აღფრთოვანებას ვერ მალავს ახლოს მოდის და ათვალიერებს
-მართლა ძალიან გიხდება შენი საშინელი რეაქცია რომ არა ჩაგეხუტებოდი! უდარდელად იკრიჭება ანკაც...
-ყავას მოვიტან ამბობს ალექსი და სამზარეულოში გადის...
-რა მოიფიქრე იმაზე? მეკითხება ანკა
-ტუჩებზე ხელს ვიდებ და ვანიშნებ რომ ჩუმად იყოს ისიც მაშინვე ჩუმდება!
ალექსს ყავა შემოაქვს და ჩუმად ვსვამთ თითქოს დუმილის დარღვევის ყველას გვეშინია...
-დღეს გასვლას ვაპირებ, ახალ ფილმზეა საუბარი და სცენარს უნდა გადავხედო ასე რომ დროებით დაგტოვებთ ვამბობ და ფეხზე ვდგები
ალექსიც ჩემს მოძრაობას იმეორებს...
-შენ დარჩი, ივარჯიშე...
-მარტო წახვალ?
-ჰო და მალე დავბრუნდები! ალექსი აშკარად გაკვირვებული ჩვენი დიალოგით სავარძელში ეშვება, მე უახლოეს განყოფილებაში მივდივარ ჩემი მეგობარი პოლიციის უფროსის სანახავად...
-გამარჯობა ვესალმები და დემეტრეს წინ ვდგები...
-ასე მარტივად როგორ შემოგიშვეს იღიმის, მესალმება და სკამს მიწევს რომ დავჯდე..
-მიცნეს შენმა ბიჭებმა... კარგად მოწყობილხარ დემე...
-ჩემს ცხოვრებას მხოლოდ შენ აკლიხარ იდეალურობამდე მიღიმის და თავს ხრის...
-ახლა თავიდან ნუ დაიწყებ, შენთან რაღაცის სათხოვნელად მოვედი! თემას სასწრაფოდ ვცვლი...
-შენი თხოვნა ჩემთვის ბრძანებაა მითხარი რა გინდა! დემესთან დაახლოებით ნახევარ საათს ვჩერდები და სახლში ვბრუნდები...
-ყველაფერი კარგადაა? რა გჭირს მეკითხება ალექსი და ჩემი ოთახისკენ მომყვება
-ცოტა ხნით მარტო დამტოვე ვგრძნობ როგორ უხეშად ჟღერს ჩემი პასუხი და ალექსი ოთახიდან გადის... 
ბოლთას ვცემ ჯერ ჩემს ოთახში შემდეგ ალექსის ოთახში გავდივარ და მისი ქურთუკის ჯიბეში ივანის მოცემულ აბებს ვყრი...
ქვემოთ ჩავდივარ და ალექსს თვალებში ვერ ვუყურებ...
-რა გჭირს? მეკითხება და ჩემკენ მოდის
-ვეხუტები და ტირილი მივარდება...
ის უსიტყვოდ ეთამაშება ჩემ თმას და მძიმედ სუნთქავს ეს ნიშნავს რომ ღელავს
-ალექს რას არ მაპატიებ არასდროს? ვეკითხები ცრემლიანი თვალებით
-არის რამე რაც უნდა ვიცოდე? კითხვას მიბრუნებს და დაჟინებული მზერით მაკვირდება! მწვავს ეს მზერა...
-არა!
-ანაბელ რამეზე უნდა ვინერვიულო?
-არა! არც კი ვიცი დღეს რა მჭირს თავის მართლებას ვცდილობ
-გინდა სადმე წავიდეთ? 
-გოგონები წავიდნენ?
-კი!
-მაშინ ზღვის ნაპირზე წავიდეთ 
-ქურთუკს ავიღებ ამბობს და ოთახში მარტო ვრჩები
მალე მანქანაში ვსხდებით და სანაპიროსკენ მივდივართ 
-გააჩერე ვეუბნები როგორც კი ნაცნობ მარკეტს ვუახლოვდებით
ის უსიტყვოდ მემორჩილება ამჯერად მე შევდივარ მარკეტში და სანამ ჯეკ დენიელსის ბოთლით უკან გამოვალ ალექსი მანქანაში მელოდება...
მანქანას მოშორებით ვაჩერებთ და ფეხით მივდივართ იმ ადგილთან სადაც პირველად ვიყავი.. ამჯერად პირველი მე ვჯდები ქვიშაზე და ისიც გვერდით მიჯდება ბოთლს ვხსნი და რამდენიმე ყლუპს შეუსვენებლად ვსვამ... ის სიგარეტს უკიდებს...
-გინდა? მეკითხება
-მხოლოდ შენი ხელით ვპასუხობ და ფეხებს შორის ვუჯდები, ზურგით მკერდზე ვეყრდნობი და სიგარეტს რამდენიმე ღრმა ნაფაზს ვურტყამ...
-არაფრის თქმა არ გინდა? ვეუბნები რომ საზიზღარი სიჩუმე დავარღვიო
-მგონი ამ კითხვას მე უნდა ვსვამდე! 
-ყველაფერი კარგად იქნება ვეუბნები და გული ყელში მიცემს...
ის დუმს... ამჯერად დუმილი მსიამოვნებს და არ მინდა დავარღვიო... ტელეფონი რეკავს ალექსი შარვლის ჯიბიდან ტელეფონს იღებს და პასუხობს... ფეხზე დგება და მოშორებით მიდის რამდენიმე წუთში ბრუნდება...
-ვინ იყო? 
-ივანი!
-რა უნდოდა?
-უნდა წავიდე...
-აქ მტოვებ?
-ასე მიცნობ? ადექი სახლში მიგიყვან და მერე წავალ...
-მეც რომ წამიყვანო?
-არა სახლში მიგიყვან და მერე წავალ...
-მაშინ აქ ვრჩები!
-ხომ იცი რომ აქ მარტო არ დაგტოვებ?
-კი და ამიტომ შენთან ერთად წამიყვან!
ფეხზე ვდგები შარვალიდან ქვიშას ვიცლი და მანქანაში ვსხდებით მალე ივანის ბართან ვჩერდებით და შიგნით შევდივართ
-გამარჯობა! გვესალმება ივანი და ხელით მაგიდისკენ გვითითებს სადაც ორი უცნაური ტიპი ზის...
-ჩემს დაბრუნებამდე აქ იყოს ეუბნება ალექსი და ჩემზე ანიშნებს...
-შენთან ერთად მოვდივარ! ვამბობ ისეთი მტკიცე ტონით რომ ალექსი ხვდება კამათს აზრი არ აქვს...
ხელს მკიდებს და სხვა ცარიელ მაგიდასთან ვსხდებით... 
-აქ იყავი! ამბობს და ახლოს მსხდომ იმ ორ ტიპს უჯდება ვბრაზობ მაგრამ ვცდილობ მოვთოკო მთელი გულისყურით ვცდილობ მოვისმინო რაზე საუბრობენ!
-ალექსი ორს პირისპირ უზის და სახეზე დამცინავი ღიმილი დასთამაშებს 
რამდენიმე წუთით მშვიდად ლაპარაკობენ ბოლოს ერთი შედარებით უფროსი ასაკის კაცი ბრაზდება და მაგიდაზე ხელს ურტყამს 
-ინანებ! მასთან არანაირი შანსი არ გაქვს უბრალოდ არ მინდა ოდნავ მაინც გავრისკო თორემ შენც იცი რომ შანსი არ გაქვს! ყვირის
-მე კი არაფერი მაქვს გასარისკი ანგარიშის გათანაბრების დროა ოდნავ მაღალი ტონით უბრუნებს პასუხს ალექსი და ისე რომ დამცინავი ღიმილი სახიდან არ შორდება ფეხზე დგება ჩემთან მოდის ხელს მკიდებს და გარეთ გავდივართ...
-ეს რას ნიშნავს? საკუთარი სასოწარკვეთილი ხმა ყურს მჭრის მანქანაში ჩაჯდომისას...
-ყველაფერს აგიხსნი! ამბობს ალექსი და მანქანის ძრავს ამუშავებს..
-რა ხდება ალექს? ვინ იყო ეს კაცი? რა უნდა შენგან?
-მამაჩემის მკვლელი მპასუხობს ისე თითქოს ამაში განსაკუთრებული არაფერი იყოს...
-რაა?
-მან რინგზე მამაჩემი მოკლა! შეეძლო მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა მაგრამ საკონტროლო დარტყმამ თავში ყველაფერი დაასრულა...
-და ახლა რა უნდა შენგან? 
-უნდა რომ ფინალზე უარი ვთქვა!
-რატომ?
-იმიტომ რომ ის მურათ ხაჯიბეგოვია კარმენის მამა!
-იმ ახმახის მამა ვისაც უნდა ებრძოლო?
-ჰო! ანგარიშის გათანაბრების დროა ის ისევე დაკარგავს საყვარელ ადამიანს როგორც მე! 
-ალექს ეს ხომ ბრძოლა იყო? ნებისმიერი შეიძლება მოკვდეს შურისძიება რა საჭიროა მამაშენმა ხომ იცოდა რაზე მიდიოდა!
-მე რინგთან ახლოს ვიდექი და ვემუდარებოდი რომ ძირს დაგდებული მამაჩემისთვის ბოლო დარტყმა არ მიეყენებინა ის უკვე გამარჯვებული იყო და ეს დარტყმა არაფერს წყვეტდა უბრალოდ ცხოველური ჟინი დაიკმაყოფილა და საკუთარი თვალით მაყურებინა მამაჩემმა ტვინი როგორ დაასხა რინგზე მაშინ დავპირდი რომ სამაგიეროს გადავუხდიდი!
ხმას ვერ ვიღებდი ენა ჩამივარდა! აი თურმე რატომ იყო ალექსისთვის ეს ბრძოლა ასე მნიშვნელოვანი! არასოდეს მაპატიებს რომ ვერ იჩხუბოს მას ეს სჭირდება ის აბები ჯიბიდან ისევ უნდა ამოვუღო გამიელვა თავში და პოლიციის სირენაც გაისმა...
ალექსმა მანქანა გადააყენა პოლიციამ გაგვჩხრიკა და ალექსის ჯიბიდან ჩემი ჩადებული MDM_ის აბები ამოიღო....
ალექსი აბებს უყურებს თუმცა რეაქცია არ აქვს...
-განყოფილებაში მოგიწევთ წამოსვლა ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი და ალექსს ხელს კიდებს 
ის ჯერ ერთ პოლიციელს უტრიალებს ხელებს შემდეგ მეორეს და თითო თითოჯერ ურტყამს ორივე გონწასული ეცემა ასფალტზე შემდეგ მე მკიდებს ხელს და სანამ გონზე მოსვლას მოვასწრებ უკვე მანქანაში ვზივართ...
-ეს რა ჯანდაბა იყო? ვეკითხები და თვალებზე ხელს ვიფარებ
-გეფიცები აბები ჩემი არ იყო!
-აბებზე არ გეუბნები! პოლიციელები? ისინი მოკალი? ვხვდები თან და თან როგორ ვუწევ ხმას... რა იყო ეს?
-ილ გოპ პილ სა! ანუ ერთი დარტყმით გათიშვა! არავინ მომიკლავს რამდენიმე წუთში მოვლენ გონზე ამბობს უდარდელად...
-შენ ნორმალური ხარ? ხვდები რამხელა პრობლემა შეგექმნება პოლიციასთან?უკვე ვყვირი
-დამშვიდდი კარგი? ახლა სახლში მიგიყვან და ყველაფერი კარგად იქნება... მათ ჩემი დაჭერის უფლებას ვერ მივცემდი! ამ აბების გამო იცი რამდენი ხნით ჩამაყუდებდნენ? მე კიდევ სამი დღე დამრჩა ბრძოლამდე...
ალექსმა მანქანა ეზოში შეიყვანა...
-ახლა ყურადღებით მისმინე! მე მანქანას წავიყვან შენ კი პოლიციაში დარეკავ და მოუყვები რაც მოხდა...
ეტყვი რომ წარმოდგენა არ გქონდა აბებზე მერე მოუყვები როგორ დავარტყი პოლიციელს მანქანაში რომ ძალით ჩაგსვი და სახლთან დაგტოვე შენი მანქანა კი წავიყვანე! პრობლემები არ შეგექმნება გესმის? მაქსიმუმ რამდენჯერმე დაგიბარონ პოლიციაში და ჩვენება ჩამოგართვან...
-და შენ? 
-მე იმ ნაბი*ვარ მურათს ვიპოვი და ფეხებით დავკიდებ... ეს აბები მაგის ჩადებულია! ასე ბინძურად უნდოდა თავიდან მოვეშორებინე! ანაბელ! ხომ გჯერა რომ აბები ჩემი არ არის? მეკითხება და თვალებში მიყურებს!
-ჰო ვპასუხობ და მთლიანად ვკანკალებ!
-ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება ახლა კი წადი ის იდიოტები მალე მოვლენ გონს და მანქანის ძებნას დაიწყებენ!
-არ დაიწყებენ... ახლა დავრეკავ და არ დაიწყებენ! 
-მგონი ემოციური შოკი გაქვს... კარგი წამოდი სახლში შეგიყვან და მერე წავალ მეუბნება და მანქანიდან გადადის კარს მიღებს ხელს მკიდებს და სახლისკენ მივყავარ ჩემს ოთახთან ჩერდება
-ახლა კი უნდა წავიდე! თავს გაუფრთხილდი და არაფერზე ინერვიულო!
-ალექს აბები ჩემია ვეუბნები როგორც კი ზურგს მაქცევს... ის მურათს არ ჩაუდია!
-ამას იმიტომ მეუბნები რომ არ გინდა მასთან წასვლით თავი საფრთხეში ჩავიგდო ხო? წამიერად ჩერდება 
-დარჩი გთხოვ ყველაფერს აგიხსნი!
-პოლიცია მალე აქ იქნება! 
-არ იქნება! ვპასუხობ და ტელეფონზე ვრეკავ...
-ვინ არის ის ავადმყოფი ანაბელ? რაში გაყავი თავი? სად ხარ მითხარი, მოვდივარ! მიყვირის დემე ყურმილს იქედან...
-ყველაფერი კარგადაა დემე!
-რა არის კარგად? ორი საუკეთესო პოლიციელი კინაღამ მომიკლა იმ ავადმყოფმა!
-უბრალოდ დაივიწყე და მაპატიე კარგი? ისე არ გამოვიდა როგორც მინდოდა!
-ანაბელ ამის გამო შეიძლებოდა სერიოზული პრობლემები შემქმნოდა ხვდები?
-ჰო ვხვდები და გპირდები რომ აღარ განმეორდება!
-აბები?
-საკუთარი ხელით გადავყრი! ბიჭები ხომ კარგად არიან? 
-რა კარგად ერთი ახლა მოვიდა გონს და მაშინვე მე დამირეკა მეორე ჯერ კიდევ არაა აზრზე ნორმალურად მოსული!
-კარგად იქნებიან... და მაპატიე რომ შარში კინაღამ გაგხვიე!
-მასთან ფრთხილად იყავი კარგი? მაფრთხილებს! 
-ყველაფერი კარგადაა! ტელეფონს ვთიშავ და ალექსისა და ძიძას გაოცებულ სახეს ვაწყდები!
-ძიძა ყველაფერი კარგადაა შეგიძლია წახვიდე ვეუბნები და ისიც უსიტყვოდ მემორჩილება!
-ეს რას ნიშნავს? მეკითხება ალექსი და ჩემს ოთახში შესვლას მასწრებს!
-აბები ჩემი იყო! უკან მივყვები
-ანაბელ რატომ მეუბნები ამას?
-ალექს! მართლა ჩემი იყო ის შენს ჯიბეში მე ჩავყარე მერე კი ჩემს მეგობარ პოლიციელს ვთხოვე დაჭერის სცენა გაეთამაშებინა ის არ გააფორმებდა შენს ნარკოტიკს და რამდენიმე კვირაში გარეთ გამოგიყვანდი ამით კი ბრძოლას გადარჩებოდი! ვაყრი ტირილ-ტირილით!
-შენ გოგო ნორმალური ხარ? თვალებში ცეცხლი ენთება და ვხვდები რამდენად გაბრაზებულია!
-ალექს გეფიცები არ ვიცოდი რატომ იყო ის ბრძოლა შენთვის ასე მნიშვნელოვანი (ცრემლები მცვივა) 
-მოგკლავ ღმერთს გეფიცები საკუთარი ხელით მოგკლავ ყვირის! ჩემკენ გაცოფებული მოდის იმდენად შეშლილი თვალები აქვს ვხვდები რომ მართლა შეუძლია ამის გაკეთება, ნელ ნელა უკან ვიხევ და კარადას ვეჯახები! ის ჩემს წინ დგას და მუშტს მთელი ძალით იქნევს ჩემს მაგივრად კარადის სარკეს ურტყამს და ხელიდან სისხლი სდის!
-ალექს რას აკეთებ? ღმერთო! მომეცი შეგიხვიო! მისკენ მივდივარ მაგრამ ხელს მკრავს!
-არ შემეხო! არ მომეკარო, თორე არ გაცოცხლებ! 
-ალექს გთხოვ!
-რას მთხოვ გოგო? რას მთხოვ? ეს ეს როგორ? ამას როგორ მიკეთებდი? ამას როგორ აკეთებდი ამის დედაც! ბოლო ხმაზე ყვირის და ირგვლივ ყველაფერს ლეწავს!
-გთხოვ! გემუდარები მომეცი უფლება ხელი შეგიხვიო!
ოთახში ლევანი შემოდის და ალექსის შეშლილი სახე და დალეწილი ნივთები აშკარად აშფოთებს!
-ყველაფერი რიგზეა დაგვტოვე! ვეუბნები თუმცა არ მემორჩილება
-ახლა მარტო ვერ დაგტოვებთ თუ გინდათ სამსახურიდან დამითხოვეთ მაგრამ მარტო ვერ დაგტოვებთ! ჩემკენ მოდის!
-და აქ რომ ხარ რას გააკეთებ რო? შენი აზრით მისი მოკვლა თუ მომინდება შენ შემაჩერებ? ის ჩემსკენ მოდის და ლევანი შუაში გვიდგება
-ალექს უკან დაიწიე გთხოვ!
-მიდი და გამაჩერე ყვირის და ლევანს ხელს კრავს
-გაიწიე ვთხოვ ლევანს!
-ის ახლა ვერ აზროვნებს და შეიძლება რამე დაგიშავოთ!
-წადი შენი! მისი მოკვლა თუ მომინდება შენ ვერ გამაჩერებ! 
-ასე ფიქრობ? მაშინ მოდი და გავარკვიოთ ვის რა შეუძლია საჩხუბრად ემზადება ლევანი!
-არა გთხოვთ! ღმერთო არა! ალექს! ლევან! ვყვირი და შუაში ამჯერად მე ვდგები!
ალექსი ისევ ხელს მკრავს და ამაზე გაბრაზებული ლევანი ხელს იქნევს დასარტყმელად! ალექსი იცილებს ლევანი ზედიზედ რამდენჯერმე იქნევს ხელს მაგრამ ალექსს არცერთი არ ხვდება, ლევანი ძალიან ბრაზდება და გამეტებით იწყებს მუშტების ქნევას თუმცა დარტყმის მიყენებას ვერაფრით ახერხებს! ალექსი მის დარტყმებსაც ისევე მშვიდად იგერიებს როგორც ჩემი და ძიძას კივილს აიგნორებს, ბოლოს ჰაერში ხტება და ისე სწრაფად ურტყამს ფეხს რომ მოძრაობის დაფიქსირებას ვერ ვასწრებ შემდეგ კი ლევანიც ისევე ეცემა იატაკზე როგორც ორი პოლიციელი რამდენიმე წუთის წინ! 
-ღმერთო რას აკეთებ! ეს რა ჯანდაბაა! ვყვირი
-ტიმიო სამ ჯუნგ ჩაგი ანუ ფეხის სამმაგი დარტყმა! მექანიკურად რობოტივით მპასუხობს ალექსი შემდეგ კი თითქოს გონზე მოდის 
-სასწრაფოში სწრაფად სასწრაფოში დარეკეთ ამბობს!
ძიძა სასწრაფოს იძახებს და ლევანი რეანომობილით საავადმყოფოში მიჰყავთ! ალექსი ფეხზე დგება და ოთახიდან გადის უკან მივყვები ცრემლები მასაც ჩემსავით სცვივა (ეს პირველი შემთხვევაა როცა ატირებულს ვხედავ)
-გთხოვ მომეცი უფლება ხელი შეგიხვიო ვეუბნები და მის წინ მუხლებზე ვდგები ისიც მუხლებზე ეცემა 
-კიდევ ერთი "პირველად" ჩვენი შეხვედრიდან ვეუბნები და ცრემლებზე ვანიშნებ! ახლოს იწევა და თმაზე ხელს ფრთხილად მისვამს
_დღეს გადამირჩი მაგრამ თუ კიდევ 
გადამეღობები გზაზე არ გაცოცხლებ! უხეშად მაყრის ფეხზე დგება და სახლიდან მიდის! მისი მოტოციკლის ხმა ისმის და ვხვდები ეზოდან როგორ გადის! ძიძა მიახლოვდება!
-მე საავადმყოფოში წავალ ლევანის ოჯახის წევრებს უკვე დავურეკე და მიდიან! შენ ხომ კარგად ხარ ჩემო გოგო? მეკითხება და ცდილობს ფეხზე წამომაყენოს!
-ჩემი ბრალია ძიძა! ყველაფერი ჩემი ბრალია! ვყვირი ბოლო ხმაზე და ვგრძნობ ნერვული შეტევა როგორ მეწყება! რამდენიმე წუთი ვერაფრით ვმშვიდდები იატაკზე დაჩოქილი ბოლო ხმაზე ვბღავი და საკუთარ დაბადებას ვწყევლი შემდეგ ანკა მახსენდება მას შეუძლია ალექსის დამშვიდება!
-ტელეფონი მომიტანე ვამბობ და ძიძა ბრძანებას მაშინვე ასრულებს!
-ანკა ამ წუთში მოდი ჩემთან! ჩავყვირი როგორც კი ტელეფონს ხსნის!
-ნამტირალევი ხარ? რა ხმა გაქვს? 
-ამ წუთში მეთქი ძალიან მჭირდები!
-მოვდივარ ათ წუთში მანდ ვარ!
ანკა მალე მოდის მე ჭიშკართან ვხვდები და ალექსის სახლისკენ მიმავალ გზაზე ყველაფერს ვუყვები!
-ხომ გაგაფრთხილე ანაბელ ხომ გაგაფრთხილე მეუბნება! და თავს აქნევს!
-მიდი შენც მეჩხუბე!
-როგორ გეჩხუბო? ისედაც ადამიანის სახე გაქვს დაკარგული!
ალექსის ფანჯარაში შუქი ანთია!
-მადლობა ღმერთს! რომ შეხვალ კარი ღია დატოვე და ხელი მაშინვე შეუხვიე მე ჯერ არ დავენახები! ვაფრთხილებ ანკას სანამ კიბეზე ავდივართ!
კარზე დაკაკუნებას ვაპირებთ თუმცა ღიაა ამიტომ წინ ანკა შედის მე კი უკან ვჩერდები და ყურს ვუგდებ!
-როგორ ხარ? ისმის ანკას ხმა!
-კარგად! პასუხობს სავარაუდოდ ალექსი თუმცა მის ხმას არ გავს!
-ღმერთო რას გავხარ ალექს სულ სისხლიანი ხარ მარლა სად გაქვს ხელი უნდა შეგიხვიო ანკა კარადაში იწყებს ძებნას გული ვეღარ მითმენს და შევდივარ თვალებით ვანიშნებ სად დევს სამედიცინო იარაღები და ჩემსკენ ზურგით მჯდომ ალექსს ვხედავ!
-რა გააკეთე? 
ეუბნება ანკა და მის ხელს ფრთხილად ეხება!
-მე რა გავაკეთე? თუ იმან რა გააკეთა? 
ალექსი სიგარეტს ეწევა!
-მან შეცდომა დაუშვა მაგრამ შენი გადარჩენა უნდოდა!
-ვინ თხოვა?
-ალექს მორჩი რაა შენ ვერ ხვდები? მისთვის მნიშვნელოვანი ხარ ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე იყო და მერე უცებ უცხადებ რომ შეიძლება მოგკლან რა რეაქციას ელოდი მისგან?
-მან თავიდანვე იცოდა ამის შესახებ!
-მაგრამ თავიდან ასეთი მნიშვნელოვანი არ იყავი მისთვის!
-შენ ანაბელს ამართლებ? აქ მან გამოგიშვა არა? 
-ჯერ ერთი არავის ვამართლებ! მერე მეორე მან მითხრა რაც მოხდა მაგრამ მე არავის ჭკუაზე არ დავდივარ და მესამე შენ ჩემთვისაც მნიშვნელოვანი ხარ და არჩევანის წინაშე რომ ვმდგარიყავი მეც ისევე მოვიქცეოდი როგორც ანაბელი მოიქცა!
ალექსი დუმს!
-შენთვის არაფერს ნიშნავს ის? ეკითხება ანკა და თვალებში უყურებს!
პასუხი არ ისმის!
-რას გააკეთებდი მის ადგილას შენ რომ ყოფილიყავი და ანაბელს სიკვდილი ემუქრებოდეს? ანკა არ ეშვება...
-მე არ ვეცდებოდი მის შეცვლას! მშვიდად პასუხობს და ეს უკვე გავს ალექსის ხმას
-მას შენი შეცვლა კი არა გადარჩენა უნდა!
-გვიანია! უკვე მეტისმეტად ვარ ჩაფლული!
-არ გტკივა? ეკითხება და ხელის გადახვევას იწყებს!
-არა!
-რას აპირებ ალექს? რას უპირებ ანაბელს!
-აღარ მგონია ჩემი ნახვა მოუნდეს და ორივესთვის ასე აჯობებს!
-და თუ მომინდება? მხარზე ვეხები!
-შეიძლებოდა მომეკალი! მპასუხობს ისე რომ ზედაც არ მიყურებს!
-დიდ მადლს მოისხამდი! ისევ ცრემლები მცვივა!
-მე კინაღამ მოგკალით ჯერ შენ შემდეგ კი ლევანი!
-გპატიობ!
-რატომ?
-იმიტომ რატომაც შენ მაპატიე ის სისულელე რომელიც ჩავიდინე! 
-ლევანი კარგადაა? 
-არ ვიცი ძიძას დავურეკავ ვეუბნები და ტელეფონზე ვრეკავ!
-ძიძა ლევანი როგორ არის?
-ტვინის შერყევა აქვს თუმცა საშიში არაფერია, კარგად იქნება! ალექსი?
-კარგადაა! კარგი მოგვიანებით დაგირეკავ!
-კარგადაა? დამნაშავე ბავშვივით მიყურებს!
-ტვინის შერყევა აქვს!
-როგორ მარტივად გამომძვრალა ეგ ნაბი*ვარი (იღიმის) დარტყმის სიძლიერეზე მეტი უნდა ვივარჯიშო!
-მე დაგტოვებთ ოღონდ დამპირდით რომ ერთმანეთს არ დახოცავთ გაიღიმა ანკამ!
-ესეც წაიყვანე სახლში!
-შენთან სალაპარაკო მაქვს ვპასუხობ და ანკა ოთახიდან მანამ გადის სანამ კიდევ მოვასწრებთ ხმის ამოღებას!
-შენს ცხოვრებას დაუბრუნდი ანაბელ! ფეხზე დგება ალექსი...
-რომელ ცხოვრებას? შენ რომ თავდაყირა დამიყენე იმას?
-ბარი ბარში ვართ! შენც ზუსტად იგივე გაუკეთე ჩემსას!
-მაგ ხელით როგორ აპირებ ბრძოლას?
-თავიდან არ დაიწყო და ჭკუიდან არ ამწიო ახლა!
-დამშვიდდი არაფერს ვიწყებ! მინდა იცოდე რომ შენს გვერდით ვიქნები!
-ჩემს გვერდით?
-ჰო ალექს დღევანდელი დღე უკვე დაღამდა თუმცა წინ კიდევ ორი დღე გაქვს კარგად მოემზადები და აუცილებლად გაიმარჯვებ! მამაშენის და ჩემს გამო!
მასთან მივდივარ და ვეხუტები!
-როცა ამ ბრძოლას მოიგებ შემდეგ ყველაფერი ისე იქნება როგორც მე ვიტყვი გაიგე? არავითარი ბრძოლები და არავითარი რბოლები!
-ამაზე მაშინ ვილაპარაკოთ როცა ყველაფერი ჩაივლის ახლა წამოდი ლევანი ვნახოთ!
ალექსის მოტოციკლზე ვსხდებით და საავადმყოფოში მივდივართ
-მადლობა ღმერთს ყველა კარგად ხართ! წინ მოდის და ორივეს გვეხვევა ძიძა...
ლევანის პალატაში შევდივართ
-როგორ ხარ? ეკითხება ალექსი და ეშმაკურად უღიმის
-რამდენიმე კოპი და ტვინის შერყევა მაქვს შენგან მეტს ველოდი მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად ვერ ხარ დასცინის ლევანი!
-გამშველებელს მეტი ხვდებაო არ გაგიგია? 
-გამიგია მაგრამ ამისთვის პასუხს გაგებინებ იცოდე! მოზრდილ კოპზე ანიშნებს რომელიც გადახვეულ თავზეც მარტივად ემჩნევა!
-კარგი კარგი დაისვენე და რომ გამოჯანმრთელდები ერთხელ კიდევ მოგდებ! ემშვიდობება და პალატიდან გადის ალექსი მე რამდენიმე წუთით კიდევ ვრჩები!
აბა წავიდეთ სახლში? ლევანს ხვალ გამოწერენ! ამბობს ძიძა როგორც კი გარეთ გამოსულებს გვხედავს! 
მე და ალექსი მოტოციკლით ვბრუნდებით ძიძა ტაქსით...
-აქ დარჩი კარგი? ეს თხოვნა მაინც შემისრულე! ვეუბნები ალექსს როგორც კი ვაცნობიერებ რომ წასვლას აპირებს...
უსიტყვოდ შედის თავის ოთახში და ძალაგამოცლილი ეშვება საწოლზე!
-უკვე გვიანია კარგად გამოიძინე დილით ვარჯიშს უნდა შეუდგე! ვეუბნები შუბლზე ვკოცნი და მარტო დარჩენის საშუალებას ვაძლევ!
გარეთ გამოსულს მხოლოდ ერთი ფრაზა მიტრიალებს გონებაში! "ორი დღე" მხოლოდ ორი დღე დარჩა მოსამზადებლად! 
დილით ადრე მის ოთახში შევდივარ! ალექსს არ სძინავს!
-დილამშვიდობის ვამბობ და საწოლზე ვჯდები
-დილამშვიდობის!
-ხელი როგორ გაქვს? ფრთხილად ვეხები
-პატარა ნაკაწრებია! მალე გაივლის!
-შენ თავს გეფიცები შენ თუ სიტყვა "ნაკაწრის" მნიშვნელობა იცოდე (მეცინება)
-ტყუილზე ნუ მიფიცებ ისედაც ერთი დაბანა ვარ დარჩენილი! იღიმის და ლოყაზე მკოცნის
-ადექი მარლა გამოვიცვალოთ სისხლიანია!
დგება აბაზანაში შედის და დაახლოებით ათ წუთში ჩაცმული ბრუნდება! 
-მარლა მოიხსენი? ვეკითხები და ხელს ვათვალიერებ!
-ყველაფერი კარგადაა!
-ამ ხელით ჩხუბს როგორ აპირებ? 
-ფეხები უფრო მჭირდება ხელით მაინც ვერაფერს გავაგებინებ იმას (იცინის)
-წამოდი! დღეს და ხვალ მთელი დატვირთვით ივარჯიშებ და ამას პირადად გავაკონტროლებ! თვალებს ვუბრიალებ!
-როგორც თქვენ ბრძანებთ! მპასუხობს და ოთახიდან გავდივართ...
თითქმის მთელი დღე ვარჯიშობს საღამოს კი ნინი და ანკა მოდიან გოგონებს ვესალმები და დასასვენებლად დივანზე ვჯდები
-ალექს არ შემოგვიერთდები? ეჭყანება ანკა...
-არა მას დასვენების დრო არ აქვს ვპასუხობ ალექსის მაგივრად და "მეტიც არ მინდა ხმა ამოიღო" მზერით ალექსს ვაჩერდები! ის ვარჯიშს განაგრძობს!
-რას ფიქრობ ბელს? მეკითხება ანკა და სერიოზულ სახეს იღებს!
-ძალიან მეშინია! 
- მას შემდეგ რაც ლევანს ერთი დარტყმით ტვინის შერყევა დამართა კიდევ ფიქრობ რომ არავითარი შანსი არ აქვს?
-მე მჯერა მისი მაგრამ ძალიან ვნერვიულობ შენ არ გინახავს ვის უნდა ეჩხუბოს! 
-მანახე რაა! ამბობს ანკა და ჩემკენ ჩოჩდება!
-გუგლში კარმენ ხაჯიბეგოვის სახელის და გვარის აკრეფვისთანავე ისევ იმ უზარმაზარი არსების სურათს ვაწყდები... ანკას ტანში აჟრიალებს
-რაა? ეს ადამიანია? რა ჯანდაბაა? ამას როგორ უნდა მოერიოს? უროს თუ დაარტყამს თავში თორე ამას რა გათიშავს! შენ ნორმალური ხარ? უყვირის ალექსს მასთან მიდის და ხელს კრავს
-გაჩერდი! მშვიდად პასუხობს
-მე გავჩერდე? თავს რატომ იკლავ შე მართლა არანორმალურო? გულზე ხელებს ურტყამს!
-ახლა შენ ნუღარ დაიწყებ რაა! ხელებს უჭერს ალექსი!
-ამის უფლებას როგორ აძლევ ანაბელ? ამჯერად მე მიყვირის და ცდილობს ალექსს ხელი გააშვებინოს
-მე მოვიგებ გესმის? აუცილებლად მოვიგებ! თვალს არ აცილებს ანკას და ისიც ნებდება რადგან ხვდება რომ ხელს ვერ გააშვებინებს...
-ავადმყოფები ხართ! არანორმალურები! არც კი ვიცი ასე ზუსტად როგორ იპოვეთ ერთმანეთი! ორივე აფრენთ გაიგეთ? ორივე აფრენთ ანკა რიგ რიგობით საყვედურის მზერით გვიყურებს
ალექსი ხელს უშვებს ანკა კიდევ ერთხელ ურტყამს გულზე 
-ნეტავ შენზე ძლიერი ვიყო ერთს ისეთს დაგლეწავდი ცხოვრებაში რინგი აღარ გეხსენებინა საყვედურის კილოთი აყრის და ფეხების ბაკუნით უკან ბრუნდება!
-დღეს არ იქნება ბრძოლა? ამჯერად მე ვეკითხები ალექსს!
-კი ათზეა როგორც ვიცი!
-წავიდეთ, ვუყუროთ!
-რატომ?
-მინდა მზად ვიყო ხვალინდელი დღისთვის!
-ხვალ სერიოზულად აპირებ წამოსვლას? 
-მარტო ეგ კი არა მეც საუბარში ერთვება ანკა! ახლა კი ადექი წყალი გადაივლე და წაგვიყვანე ის მაინც გვეცოდინება რას უნდა ველოდეთ!
-არა! გვპასუხობს მშვიდი თუმცა მტკიცე ტონით!
-რატომ? (ანკა)
-იმიტომ რომ არ მენდობა, ჰგონია ისევ პოლიციაში წავალ!
-ეს არაფერ შუაშია! მაწყვეტინებს ალექსი...
-შუაში კი არა თავშია, უბრალოდ მენდე და წაგვიყვანე!
-კარგი, ოთახიდან გადის და თითქმის ნახევარი საათის შემდეგ ბრუნდება!
-წავედით? გვეკითხება და სამივეს გვიყურებს
-ჰო! ფეხზე ვდგებით და მანქანაში ვსხდებით ქალაქის გარეუბანში გავდივართ და ალექსი ავტოფარეხის მაგვარ შენობასთან ჩერდება რომელსაც ხის კარები აქვს სანამ ალექსი კარზე აკაკუნებს ჩვენ მანქანიდან გადმოვდივართ ვიღაც ტატუებიანი და ჩაწნულ წვერიანი კაცი ხის კარს აღებს და ალექსს გულითადად ესალმება!
-ყველა შენ გახლია? მზერას გვავლებს სამივეს!
-ჰო! 
-წავედით! ამბობს ტატუებიანი და წინ მიგვიძღვის, ფარეხში მხოლოდ დაშლილი მანქანები და მისივე ძველი ნაწილები ყრია საკმაოდ დიდ გზას გავდივართ შემდეგ კიბით მიწის ქვემოთ ვეშვებით და სასმლის სუნი გვცემს, მალე ხალხით სავსე უზარმაზარ ადგილას შევდივართ აქაურობა რეტორანს გავს მხოლოდ ერთი განსხვავებით შუაში რინგია მოწყობილი, მაგიდები კი ირგვლივ ლამაზად დაუწყვიათ, ძალიან ბევრი ხალხია ტერიტორიაც დიდია, საზოგადოების უმეტესობა შარვალ კოსტუმში გამოწყობილი ჯენტლმენებია რომელთაც ასევე საზეიმოდ გამოწყობილი ქალბატონები ახლავთ, ვერც მიხვდები რომ აქ ადამიანების ცემა ტყეპის საყურებლად არიან მოსულები, ალაგ ალაგ ტატუებსა და კიკინებში გამოწყობილი კაცებიც ჩნდებიან! ჩვენს თანამგზავრს ერთ ერთ მაგიდასთან მივყავართ რომელიც საკმაოდ ახლოა რინგთან და ყველას სათითაოდ გვიწევს სკამს, ვსხდებით და მადლობას ვუხდით!
-ვინები გამოდიან დღეს? გულგრილად ეკითხება ალექსი მხოლოდ ის დგას ფეხზე ტატუებიანთან ერთად!
-ბონდარენკო და გაჩეჩილაძე!
-ნორმალური ბრძოლა იქნება ერთმანეთს არ დახოცავენ!
-ნამდვილ სანახაობას ხვალ ველით! ზურგზე ხელს ფრთხილად ურტყამს ტატუებიანი!
ალექსი ემშვიდობება და ისიც მიდის... ჩვენს მაგიდასთან მომსვლელთა რიცხვი არ წყდება ალექს ხვალინდელ ბრძოლაში წარმატებას უსურვებენ!
-ეს ყალბი ნაბი*ვრები ვითომ ძაან ადარდებთ შენი სიცოცხლე! ხმამაღლა ამბობს ანკა როცა კიდევ ერთი შარვალ-კოსტუმიანი გვშორდება!
-რას დალევთ? ანკას წუწუნზე ყურსაც არ იბერტყავს ალექსი!
-ჩვენ მარტინის ამბობს ანკა! მე და შენ წვენს! ვეუბნები ალექსს და ვანიშნებ რომ კამათი გამორიცხულია!
-ახლავე დავბრუნდები სასმელს მოვიტან... ის მაგიდას შორდება
ალექსის მოსვლამდე მაგიდას ვიღაც ახმახი უახლოვდება და დაუკითხავად მიჯდება გვერდით!
-აქ ჩემი მეგობრის ადგილია ვეუბნები მშვიდად!
-შენი მეგობრის? აშკარად ნასვამია უცნობი..
-ჰო ჩვენი მეგობრის და აქედან თუ არ დაახვევ თავ-პირს დაგამტვრევს როცა დაბრუნდება ნერვებს ვერ თოკავს ანკა!
-მაშინ აქ დაველოდები და ვნახოთ რისი ტრა*ი აქვს! საზიზღრად იცინის!
-აქ ვინმე ჩემს ტრა*ზე საუბრობდა? თავზე გვადგება ალექსი და ჭიქებს მაგიდაზე აწყობს...
-შენ? შენ ხვალ ბრძოლა არ გაქვს? ალექსის დანახვა უცებ აფხიზლებს!
-ჰო მაქვს! დღეს კიდევ საკმაოდ ნავარჯიშები ვარ და სულაც არ მინდა შენთან ჩხუბი!
-არა არა რა გვაქვს საჩხუბარი! მიხარია შენი ნახვა და ხვალ შენზე საკმაოდ დიდი ფსონის დადებას ვაპირებ!
-ძალიან კარგი მაშ თუ წინააღმდეგი არ ხარ ჩემს ადგილას დავდებ ზემოთ ხსენებულ ტრა*ს!
უცნობი სასწრაფოდ დგება და ალექსს დაჯექიო ანიშნებს ის პირისპირ უდგას
-იმედი მაქვს თავში ბოთლს არ ჩამარტყამ როცა დავჯდები (იცინის)
-რას ამბობ! ალექსის სიცილით გულმოცემულს თვითონაც ეღიმება!
-ხვალ შენი ფსონისთვის ბოლომდე დავიხარჯები შენ კი სამაგიეროდ გოგონების პატივისცემა ისწავლე!
-ჰო რა თქმა უნდა მე ცუდი არც არაფერი მიკადრებია!
-მხოლოდ იმიტომ რომ ვერ მოასწარი! ახლა კი შეგიძლია წახვიდე!
უცნობი სასწრაფოდ გვემშვიდობება და მიდის!
-მართლა არანორმალური ხარ ამჯერად აღტაცებით ამბობს ანკა!
-მოკლედ ქალის დანახვაზე ჭკუას კარგავენ ეს სირ*ბი! ამბობს ალექსი და გვერდით მიჯდება!
ცოტა ხანში ჩვენთან კიდევ ერთი ჯენტლმენი მოდის
-მეგობარო ყვირის და ალექსს გულში იხუტებს!
-დღეს რა გულითადი ხარ დიდი ფსონები დაიყარა არა? ნაგლად უცინის...
-კარგი რა! ხომ იცი შვილივით მიყვარხარ!
-არ მინახავს რომ შენი შვილის სიცოცხლე რისკის ქვეშ დაგეყენებინა! ღიმილი არ შორდება ალექსს...
-მე შენს მხარეს ვარ და ვიცი რომ მოიგებ... შეიძლება დავჯდე?
-არა! სხვა დროს ვილაპარაკოთ! მოკლედ უჭრის და ჭაღარაც მალევე მიდის!
-ვინ იყო? ვკითხულობ!
-შენობის მეპატრონე ამ ყველაფრის ორგანიზატორი და მამაჩემის ბავშვობის მეგობარი!
-ნაბი*ვარი კიდევ ერთხელ ამბობს ანკა!
-დღეს ეს გოგო ცუდ ხასიათზე გვყავს ლანძღვა გინების გარდა მისგან არაფერი მომისმენია სიცილით ამბობს ალექსი!
ბრძოლა მალე იწყება ორი ახალგაზრდა ბიჭი ერთმანეთს გამეტებით სცემს
-წავიდეთ აქედან! ვამბობ და ალექსს ქურთუკზე ვქაჩავ!
-კარგად ხარ? მეკითხება და ფეხზე დგება!
-ამის ყურება არ შემიძლია გაიგე? არ შემიძლია! ალექსი წინ მიგვიძღვის შენობიდან გამოვდივართ და ძლივს ვსუნთქავ!
-ყველაფერი კარგადაა! აქ აღარ მოგიყვან ალექსი მიხუტებს და მისი გულისცემა მამშვიდებს!
-რომ წარმოვიდგენ რომ ხვალ იქ მათ მაგივრად შენ.. შენ.. წინადადების დასრულებას ვერ ვახერხებ ...
-ანაბელ ჯერ კიდევ არ არის გვიან... შეგიძლია წახვიდე და აღარასოდეს მოიხედო უკან... შენ ჯერ კიდევ გაქვს არჩევანის საშუალება და მე შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ!
-მე შენ გირჩევ! და ათასჯერ რომ მომცენ არჩევანის უფლება არცერთხელ არ ვიტყვი უარს შენზე! ცრემლები ღაპაღუპით მდის და ალექსს რაც შემიძლია ძლიერად ვეკვრი...
-ნორმალური ადამიანები რომ იყოთ ახლა ერთმანეთს ხელი უნდა ჩაკიდოთ და მსოფლიო ფეხებზე დაიკიდოთ! მაგრად თქვენ და ნორმალურობა საიდან სად? ყვირის ანკა და მანქანის ფანჯრიდან თავს ყოფს...
-ამის დროც მოვა! ახლა კი სახლში წავიდეთ! ყურში მეუბნება ალექსი და მანქანაში მაჯენს...
ჯერ ანკას და ნინის ტოვებს სახლში შემდეგ კი ჩვენც სახლში ვბრუნდებით! 
დრო საშინლად სწრაფად მიდის იმდენად სწრაფად გათენდა და დაღამდა რომ ვერც გავაცნობიერე! მთელი დღე სახლიდან არ გავსულვართ ალექსი მთელი დღე ტომრის ცემამ იმდენად დაღალა რომ მისაღებში დივანზე ჩაეძინა! გავაღვიძე და თავის ოთახში ავიყვანე! წყალი გადაივლო და ჩვეულებისამებრ თმაგაჩეჩილი გამოვიდა! 
-შეიძლება ამ საღამოს შენთან დავრჩე? ვუთხარი და წინ დავუდექი!
-არ ვიცი ანაბელ!
-რატომ? 
-იმიტომ რომ არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს შევძლებ თავის შეკავებას!
-და რატომ იკავებ თავს? 
-იმიტომ რომ არ ვიცი ხვალ რა მოხდება და მეშინია რომ გული გეტკინება!
-შენი აზრით ამას რამე მნიშვნელობა აქვს? ფიქრობ ფიზიკური სიახლოვე რამეს შეცვლის ჩვენს შორის?
-რაც მოხდება შენს თავს დააბრალე თქვა და უხეშად მიმიზიდა მისკენ ... 
დილით ჯერ კიდევ გამთენიისას გამეღვიძა და ჩემს თავქვეშ ამოდებულ მის ხელს ფრთხილად შევეხე!
-დილამშვიდობის მთელი ძალით მეხუტება!
-ვერ ვიჯერებ რომ ამ საოცარი ღამის შემდეგ დღეს ამ ყველაფრის გადატანა მოგვიწევს!
-ყველაფერი კარგად იქნება!
-ვიცი! მის გულისცემას ყურს ვუგდებ! ვერცერთი მუსიკა ვერ შეედრება ვფიქრობ და ყელში ვკოცნი!
-დღეს ადრე უნდა წავიდე!
-მეც შენთან ერთად მოვდივარ!
-არა არა შენ ამას ვერ გაუძლებ!
-შენთან ერთად ყველაფერს გავუძლებ!
-არა ბელს არ მინდა რომ ინერვიულო!
-ჰო აქ სულ არ ვინერვიულებ! 
-დარწმუნებული ხარ რომ წამოსვლა გინდა? მეკითხება და მზერას მაპარებს!
-რა თქმა უნდა! სიგარეტი გინდა? ვეუბნები და მისი კომოდიდან კოლოფს ვიღებ ვუკიდებ და ჩემივე თითებიდან ვეწევით!
-რამდენჯერ ვინატრე დროის გაჩერება რაც შენ გიცნობ! 
-ერთ დღესაც გავაჩერებთ! აუცილებლად!
ცრემლები მახრჩობს მაგრამ არ მინდა ვიტირო ალექსის ნერვიულობას ვერიდები!
-დღეს არ ივარჯიშებ? ვეკითხები!
-არა უნდა დავისვენო მხოლოდ ბრძოლის წინ გავხურდები!
-არც შეჭამ?
-არა დღეს არაფერს შევჭამ თორე დამამძიმებს ჩემი მთავარი იარაღი კი სისწრაფეა!
ხმა აღარ ამოგვიღია გვიანობამდე ვიწექით ალექსის სუნთქვით დარღვეული სიჩუმე იმდენად მსიამოვნებდა რომ მივხვდი ყველაზე კარგი რამ ხდებოდა ახლა ჩემს თავს და არ ვიცოდი ეს რამდენ ხანს გასტანდა! გვიან ავდექით ანკა და ნინიც მოვიდნენ და ყავის დასალევად დავსხედით ყველას სახე ჩამოგვტიროდა და თითოეულ სიტყვას უდიდესი ძალდატანების ხარჯზე ვამბობდით!
-მორჩით რა! რას დამტირიხართ? საყვედურის ტონით გვითხრა ალექსმა როცა ანკას თვალებზე ცრემლი შეამჩნია და გვერდით მიუჯდა
-შენ ჩემი მეგობარი ხარ! ის მეგობარი რომელიც აქამდე არასოდეს მყოლია ანკა!
ანკა უსიტყვოდ მოეხვია და ცრემლები გადმოცვივდა!
ამასობაში კარში ლევანი შემოვიდა ჯერ კიდევ თავ შეხვეული!
-როგორ ხარ? პირველი ალექსს გადაეხვია შემდეგ კი ყველას ხელი ჩამოგვართვა
-შენ როგორ ხარ? აქ რამ მოგიყვანა?
-ამ ბრძოლას გამოვტოვებდი? უნდა გიყურო ერთი მაგრად როგორ მოგდებს ის ვიღაც და გული მოვიფხანო! ლევანი ხუმრობდა თუმცა არავის გაეცინა ალექსის გარდა მისი სიცილიც მწარე ჩაღიმებას უფრო ჰგავდა!
- წასვლის დროა თქვა და ფეხზე წამოდგა ყველა მასთან ერთად ავდექით და მანქანაში ჩავსხედით ლევანი საჭესთან ალექსი გვერდით მე და ანკა უკან ნინიმ თქვა რომ ამის ყურება არ შეეძლო და დაგვერეკა როგორც კი ალექსი მოიგებდა! ძიძამ და ნინიმ წარმატებები უსურვეს და ლევანმა ნაცნობ შენობასთან მიგვიყვანა!
ალექსს ყველა ისე ელოდა როგორც წითელ ხალიჩაზე ელიან რომელიმე ფილმის მთავარ ვარსკვლავს! მიუხედავად კონკურენტის უპირატესობისა ალექსს ბევრი მხარდამჭერი აღმოაჩნდა რატომღაც მისი უამრავ ადამიანს სჯეროდა! 
-მზად ხარ? მითხრა როგორც კი შენობაში შევედით და ხელი ჩამჭიდა!
რინგთან საკმაოდ ახლო მაგიდა შევარჩიეთ და იქ დავსხედით ალექსი უკვე მოსამზადებლად აპირებდა გასვლას რომ დღევანდელი დღის მეორე მთავარი ვარსკვლავი შემოვიდა და პირდაპირ ჩვენი მაგიდისაკენ დაიძრა 
ალექსი ფეხზე წამოდგა თუმცა სხვაობა მათ შორის დიდად არ შემცირებულა, კარმენი იმაზე დიდი იყო ვიდრე ფოტოებში ალექსის წონას სავარაუდოდ ორჯერ მაინც აღემატებოდა და ორი თავით მაღალიც ი
გახლდათ!
ერთმანეთს ხელი ზრდილობიანად ჩამოართვეს და წარმატება უსურვეს!
-რაკი ასე მოგენატრა დღეს მამაშენთან მიგაბრძანებ! მშვიდი ტონით უთხრა იმ იმედით რომ ალექსს მწყობრიდან გამოიყვანდა!
-ვინაიდან აქ არ შეიძლება, ამ სიტყვებისთვის რინგზე მაგარ პანღურს ამოგკრავ!
-როცა მოგკლავ შენს გოგოს ჩემთვის დავიტოვებ ამჯერად მე გადმომხედა კარმენმა!
-მას სუსტი ქალიშვილები არ იზიდავს პატარავ! გესლიანად დაუბრუნა ალექსმა და ისევ ჩემს გვერდით დაჯდა!
კარმენი მალე გაეცალა ჩვენს მაგიდას და გზაში რაღაც გაურკვეველი ჩაილაპარაკა!
-რატომ არ უთხარი რომ შენი გოგო არ ვარ? არც ისე დიდი ხნის წინ ალექსისთვის ნათქვამი ეს წინადადება გავიმეორე და გამეცინა!
-როდესაც პანღურს ამოვარტყამ აუცილებლად ვეტყვი გაიცინა ალექსმა და წასვლა დააპირა!
-შეიძლება შენთან ერთად ვიყო სანამ რინგზე ახვალ?
-ჰო! ლევან თუ რამე გოგონები სახლში წაიყვანე! ლევანმა ალექსს ხელი ჩამოართვა და წარმატება უსურვა ანკა კიდევ ერთხელ ჩაეხუტა ! 
-წაეთრიე ახლა სანამ ისევ ვიტირე უთხრა და მუშტები ფრთხილად მიარტყა
მე და ალექსი შენობის სიღრმეში გამოსაცვლელად განკუთვნილ ოთახში შევედით მან ტანზე გამოიცვალა და გახურება დაიწყო მე ვიჯექი და ცრემლები თავისთვის მდიოდა!
-ნუ ტირი რა! აღარ შემიძლია ამის ყურება! ჩემს წინ ჩაიმუხლა და თავი კალთაში ჩამიდო! 
რამდენიმე წუთს ვიყავით ასე სანამ ჭაღარა კაცი არ შემოვიდა და ალექსს არ უთხრა რომ რამდენიმე წუთში რინგზე უნდა გასულიყო! 
ალექსი ადგა ჩამეხუტა მაგიდასთან დამაბრუნა და მაკოცა, პირველად მისი ინიციატივით და პირველად სხვების დასანახად 
-კიდევ ერთი "პირველად" ჩვენი შეხვედრიდან მითხრა თვალი ჩამიკრა და გამშორდა, ჯერ კიდევ სიტუაციის გადახარშვას ვცდილობდი როცა მიკროფონის ხმა გაისმა და ალექსი და კარმენი რინგზე დავინახე!
გული არანორმალურად მიცემდა არცერთი სიტყვა არ გამიგია რომელიც წამყვანმა გამოაცხადა მალე ის რინგიდან ჩამოვიდა და ბრძოლაც დაიწყო!
პირველად დარტყმა კარმენმა სცადა თუმცა ალექსს არ მოხვედრია მან კიდევ რამდენჯერმე სცადა დარტყმა თუმცა ალექსი არანორმალური სისწრაფით მოძრაობდა და კარმენმა დარტყმა ვერაფრით მოახერხა ახლა ალექსის ჯერი დადგა მისი დარტყმები იმდენად სწრაფი იყო ვერ ვაფიქსირებდი და მხოლოდ კარმენის რეაქციით ვხვდებოდი როდის სად ურტყამდა მალე ცხვირიდან სისხლიც წასკდა!
ამან კარმენი საშინლად გააცოფა გალიაში გამოკეტილი ცხოველივით დაიწყო მუშტების ქნევა და პირველი დარტყმაც გამოუვიდა ალექსი მოწყვეტით დაეცა რინგზე თუმცა სანამ კარმენი მეორედ დარტყმას მოახერხებდა ალექსმა წამოდგომა მოასწრო ჩხუბი ძალიან გახურდა ალექსი ოცჯერ მაინც ურტყამდა სანამ კარმენი ერთს მოახვედრებდა მაგრამ მისი დარტყმების ატანა ალექსს ძალიან უჭირდა... ყოველი დაცემის შემდეგ უფრო რთულად ახერხებდა ფეხზე წამოდგომას და ყოველი წამოდგომის შემდეგ უფრო ნელდებოდა მისი მოძრაობა... ორი დარტყმა მიაყენა ზედიზედ და ალექსს რინგზე დაცემულს ცხვირპირიდან სისხლი წასკდა ლევანს გავექეცი და რინგთან ახლოს მივედი!
-ადექი ჩემს გამო, მამაშენის გამო, ვუყვირე და მისი თვალების მოძებნა ვცადე! 
-არ მისცე უფლება ბოლო დარტყმა მოგაყენოს ჩემი ხმა თვითონ მჭრის ყურს და ალექსი წამოდგომას იწყებს! კიდევ ორჯერ ურტყამს კარმენი თუმცა თითქოს ეს დარტყმები დადებითად მოქმედებენ და ალექსი ფეხზე დადგომას ახერხებს... მოძრაობას ვამჩნევ რომელიც მეცნობა ის ჰაერში ხტება და ფეხით სამმაგ დარტყმას ასრულებს მიწაზე მყარად ხტება და კიდევ ერთხელ ასრულებს იგივე მოძრაობას... კარმენი გონზე მოსვლას ვერ ასწრებს და ალექსი თავში კიდევ რამდენჯერმე ურტყამს ამჯერად კარმენი ეცემა! ის კიდევ ერთხელ ხტება ჰაერში და ამჯერად იდაყვით გულ-მკერდში აყენებს დარტყმას კარმენს პირიდან სისხლი სდის და რაღაცის თქმას ცდილობს თუმცა ალექსს ისეთივე შეშლილი თვალები აქვს როგორც ბოლოს ჩემთან ჩხუბისას და ვხვდები რომ ვერაფერი შეაჩერებს! 
-გააჩერეთ ეს ნაბი*ვარი! ყვირის მურათი და ჩემს გვერდით დგება მეორე მხრიდან ლევანი ხელს მიწვდის ვეყრდნობი და ეს მეხმარება რომ ფეხზე მყარად ვიდგე!
ალექსი კიდევ რამდენიმე დარტყმას აყენებს კარმენს და და როცა ხვდება რომ კარმენს წამოდგომის თავი აღარ აქვს რამდენიმე წამით ყოვნდება! 
მურათი თხოვნას იწყებს ალექსს თხოვს რომ საკონტროლო დარტყმა არ შეასრულოს... ალექსი ჩვენკენ იწევა მურათს სახეში აფურთხებს და მზერა ჩემზე გადმოაქვს!
-არ გააკეთო! გთხოვ არ მოკლა! ვჩურჩულებ რადგან ხმა აღარ ამომდის არ ვიცი ჩემი ტუჩების მოძრაობით ხვდება თუ არა რას ვამბობ მაგრამ თავს უარის ნიშნად აქნევს და საკონტროლო დარტყმას ასრულებს! კარმენის თავი საშინელ ხმას გამოსცემს და სისხლის გუბე დგება თუმცა მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებ რომ მკვდარია როცა მურათის არანორმალური ღრიალი მესმის! ალექსი მუხლებზე იწევა თუმცა წამოდგომას ვეღარ ახერხებს! წამყვანი რინგზე ადის და ისე აღფრთოვანებული ლაპარაკობს თითქოს ამ წუთას მის თვალწინ კაცი არ მომკვდარა!
-წამიყვანე აქედან! ჩუმად ამბობს ალექსი და ტუჩების მოძრაობით უფრო ვიგებ მის სურვილს ვიდრე ხმით! 
ლევანს მხარზე გადაკიდებული გამოჰყავს ალექსი და მანქანაში ვსხდებით 
ამჯერად ანკა და ლევანი წინ მე და ალექსი უკან
-ყველაფერი კარგად იქნება მხოლოდ საავადმყოფომდე გაძელი ვთხოვ და ჩემს ფეხებზე დადებულ სისხლიან სახეზე ვეფერები
საავადმყოფოსთან ვჩერდებით ალექსი სასწრაფოდ შეყავთ შიგნით! 
საავადმყოფოს კორიდორში დაჩოქილი მხოლოდ მის გადარჩენას ვეხვეწები ღმერთს როცა ექიმი გამოდის და ამბობს რომ ალექსი კარგად იქნება! 
შინაგანი სისხლჩაქცევები და რამდენიმე მოტეხილობა ჰქონდა თუმცა მდგომარეობა სტაბილურია ამბობს ექიმი და მასთან შესვლის ნებას მრთავს 
სასუნთქ აპარატზე შეერთებულ მძინარე ალექსს ხელზე ვეხები და ვაცნობიერებ რომ სიგიჟემდე მიყვარს! იმაზე უფრო მეტად ვიდრე აქამდე წარმომედგინა და იმაზე უფრო მეტად ვიდრე ეს შესაძლებლად მიმაჩნდა! ვხვდები რომ ის არის ყველაფერი რაც მჭირდება და სხვა არაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა! 

# # #
საავადმყოფოში ორი კვირით ტოვებენ... მე მთელ დღეებს მასთან ერთად ვატარებ და ის რომ საავდმყოფოში ვართ სულაც ვერ მიშლის ხელს რომ თავი ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვიგრძნო! ალექსი ძალების აღდგენას სწრაფად ახერხებს, მხოლოდ მოტეხილი ხელი შუშდება შედარებით ნელა! 
მისი საავადმყოფოდან გამოყვანის დღე დადგა, დილით ადრე ავდექი და მასთან წასასვლელად მოვემზადე! ხვალიდან ყველაფერი ახლიდან დაიწყება, ბოლოს და ბოლოს ხუმრობა ხომ არაა ამდენი რამის გადატანა მოვასწარით და სიმშვიდეს ვიმსახურებდით! ამაზე ფიქრით გამოვედი სახლიდან მანქანაში ჩავჯექი და საავადმყოფოსკენ დავიძარი! მალე მივედი მანქანა იქვე შესასვლელთან გავაჩერე და სანამ გადმოვიდოდი ცხვირთან ჯერ ცხვირსახოცი შემდეგ კი მძაფრი სუნი ვიგრძენი გონება დავკარგე არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასეთ მდგომარეობაში თუმცა დაბმულმა გავიღვიძე და პირველი რაც დავინახე ჩემთვის ყველაზე საძულველი ადამიანის მურათის სახე იყო!
ანაბელ ლაშხი ოცდაცამეტი წლის, მსახიობი და ტელე წამყვანი! ფოტომოდელი და ქვეყნის სექს სიმბოლო ჩემს ბიოგრაფიას ხმამაღლა მიყვება და ცდილობს ჩემი ემოცია დაიჭიროს! პასუხს არ ვაბრუნებ!
-ლამაზი, ჭკვიანი წარმატებული შემდგარი ქალი ხარ! რატომ ალექსი? შეგეძლო შენივე შესაფერის მამაკაცს გაჰყოლოდი ცოლად!
-შემდეგ კი ბაჭიებივით გავმრავლდებოდით და ტკბილად და ბედნიერად ვიცხოვრებდით არა? მახსენდება ალექსის ნათქვამი წინადადება და ვიღიმი!
-არასწორი ადამიანი შეარჩიე სიყვარულის ობიექტად!
-სიყვარულის ობიექტებს არ არჩევენ იდიოტო და შენ წარმოდგენა არ გაქვს რა არის სიყვარული!
-ასე რამ გაგასულელათ? ან შენ ან ის? 
-შენ ვერასოდეს მიხვდები ამას!
-არ ვიცი აცნობიერებ თუ ვერა მაგრამ მე შემიძლია აქვე მოგკლა... ამიტომ შენს ადგილას უფრო თავაზიანად ვისაუბრებდი!
-როგორც ალექსის მამა მოკალი არა? 
-ესეც მოგიყვა? ღმერთო ჩემო არა და როგორ მომწონდა ეგ ნაბი*ვარი, ძალიან ღრმად შეუტოპავს მაინც რა გაუკეთე ასეთი?
-შენი აზრით ადამიანებს რამის გაკეთება სჭირდებათ იმისთვის რომ ვინმე უყვარდეთ?
-იცი ერთხელ შენმა ალექსმა მითხრა რომ მასზე სუსტი ვიყავი რადგან მყავდა ადამიანები რომელთა დაკარგვისაც მეშინოდა!
(ამ იდიოტს წარმოდგენაც არ ქონდა როგორ მესიამოვნა მის მიერ დამცინავად წარმოთქმული სიტყვათა შეთანხმება "შენი ალექსი")
-მერე?
-მერე ის რომ ახლა მასაც ჰყავს ასეთი ადამიანი! შენ მისი ერთადერთი სისუსტე ხარ ანაბელ და ეს ნიშნავს რომ შენ გახდები ჩემი ჯოკერი!
-მოვკვდები და ამას არ დავთანხმდები! 
-შენ კი მოკვდები მაგრამ მე შენს მოკვლას არ ვაპირებ! უბრალოდ ალექსის გამოსაჭერად მჭირდები! ამბობენ რომ ეს კარგად გამოგდის!
-სიამოვნებით ჩამოგხსნიდი მაგ იდიოტ სიფათს! შეეშვი ალექსს გპირდები რომ საერთოდ წავიყვან საქართველოდან ის შენ პრობლემებს აღარ შეგიქმნის უბრალოდ მომეცი უფლება რომ წავიყვანო!
-კარგი ერთი! მან ჩემი შვილი მოკლა და გგონია რომ ასე მარტივად გავუშვებ?
-წადი შენი! ალექსი ყველაზე დიდი ხიფათია შენთვის და ჩემი მოკვლა მხოლოდ იმიტომ არ შეგიძლია რომ მისი სახელის ხსენებაზეც კი მუხლები გიკანკალებს!
-გმირი გგონია არა? ვნახოთ შენს გმირს რისი გაკეთება შეუძლია შენთვის
პირში ჩვარი ჩამჩრა და ალექსს ხმამაღალ რეჟიმზე ჩართული ტელეფონით დაურეკა!
-ბატონო! მოისმა ალექსის ხმა!
-გამარჯობა ალექსანდრა!
-შენ ბებერო ნაბი*ვარო! შენ გყავს არა? სად ხარ? მოვდივარ!
-მოდიხარ? მოდიხარ კი არა იმას აკეთებ რაც მე მინდა გაიგე? 
-მას რომ თმის ღერიც ჩამოუვარდეს შენი სისხლისას არავის დავტოვებ ცოცხალს და შენ იცი რომ ამის გაკეთება შემიძლია!
-ახლა იმ მდგომარეობაში არ ხარ რომ მემუქრებოდე ჯოკერი მე მყავს ასე რომ თითქმის გავიმარჯვე!
-ანაბელი ერთადერთი ჯოკერი არ არის! ნუ გავიწყდება რომ მეორე ვაჟიც გყავს თავისი პატარა ლეკვებით! ასე რომ ხმები შენი გამარჯვების შესახებ მეტისმეტად გაბუქებულია!
-არ გაბედო და ჩემს შვილს და შვილიშვილებს არ შეეხო!
-ჰოდა რას მეუბნებოდი სად შევხვდეთო?
-იქ სადაც მე და მამაშენი ვხვდებოდით!
-ერთ საათში მანდ ვიქნები მანამდე ანაბელი დამალაპარაკე!
მურათი ტელეფონს მაწვდის და პირიდან ჩვარს მაცლის
-ალექს არ მოხვიდე გთხოვ არ მოხვიდე! ჩავყვირი ყურმილს...
-ანაბელ მისმენ? ჩემი ხომ გჯერა? გპირდები რომ ყველაფერი კარგად იქნება! ერთ საათში შევხვდებით და სახლში უვნებელი დაბრუნდები!
ალექსი მშვიდად საუბრობს და მისი ხმის ტემბრი მეც მამშვიდებს
-ნუ მოხვალ გთხოვ კიდევ ერთხელ ვემუდარები! 
-შენ ვერავინ შეგეხება სანამ მე ცოცხალი ვარ გესმის? მალე გნახავ...
ალექსი კიდევ რაღაცას ამბობს მაგრამ მურათი ტელეფონს მართმევს და აღარ მესმის
-დანარჩენს სხვა ცხოვრებაში უამბობ ეუბნება და ტელეფონს უთიშავს! მურათი ხელებს და ფეხებს კიდევ უფრო ძლიერად მიკრავს და მანქანის უკან სავარძელზე მაჯენს! თითქმის ორმოცი წუთი ვმგზავრობთ კლდის პირას ვჩერდებით და მურათს მანქანიდან ასფალტზე გადავყავარ თავზე მადგას და იარაღს მიშვერს დაახლოებით ათ წუთში ალექსის მოტოციკლის ხმა ისმის აწყვეტილი მოდის და ჩვენთან ახლოს უხეშად ატორმუზებს!
-რა პუნქტუალურობაა ძვირფასო ალექს, მხოლოდ შენ შეგეძლო ერთ საათში თბილისიდან აქამდე მოსვლა! მე აქვე ვიყავი და ორმოცი წუთი მაინც დამჭირდა!
- იარაღი დაუშვი არ გაგივარდეს! აფრთხილებს ალექსი და ჩვენკენ ფრთხილად მოდის!
- ღმერთო ჩემო ალექს რას ვიფიქრებდი რომ მის გამო საკუთარ თავს გაწირავდი? მე უფრო ჭკვიანი მეგონე! 
-მასთან მიახლოების უფლებას თუ არ მომცემ თავ-პირს დაგილეწავ!
-ნუ მემუქრები იარაღიც კი არ გაქვს! ასე რამ გამოგაშტერა? აქ საერთოდ რამ მოგიყვანა? დამცინავად უღიმის მურათი
-იარაღი არ მჭირდება! სანამ შენი ბებერი თითებით სასხლეტს ორჯერ გამოკრავ მანამდე გაგამგზავრებ შენს ბიჭთან ჩარტერული რეისით!
მურათი ალექსს ჩემთან მოსვლის უფლებას აძლევს ისიც მაშინვე მიახლოვდება პირიდან ჩვარს მაცლის და გულში მიკრავს... ნაცნობი გულის ცემა ყველა ორგანოს ერთიანად მიმშვიდებს და მავიწყდება რომ ჯერ კიდევ სიკვდილს ვუყურებთ თვალებში!
-კარგად ხარ? მეკითხება ალექსი და სახის ყველა ნაწილზე ფრთხილად მკოცნის!
-ეს გულის ცემა, ეს სურნელი! როგორ შემიძლია ცუდად ვიყო როცა შენ აქ ხარ!
მიყვარხარ! ალექს ვიცი რომ ახლა ამის დრო არ არის მაგრამ მინდა იცოდე რომ საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და შენს გვერდით გატარებულ თვე-ნახევარს უკვე გავლილ და დარჩენილ სიცოცხლის წლებში არ გავცვლი! შენ ყველაფერი ხარ რის გამოც შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ცხოვრება შედგა! 
-მაშინ ნუ იბღვირები შუბლზე მკოცნის და ხელებს კიდევ უფრო მაგრად მხვევს...
-შენ ჩემი მზე ხარ და არასოდეს უნდა მოიღრუბლო ანაბელ! არასოდეს არ უნდა მოიღრუბლო!
მის კისერში ვრგავ თავს და იმ სურნელს ვისუნთქავ რომელიც ამ ქვეყნად ყველას და ყველაფერს მირჩევნია...
ალექსი მურათისკენ ბრუნდება! 
-გაუშვი! შენ ის არ გჭირდება! ამბობს მშვიდად!
-ის გავუშვა და აქ შენთან ერთად მარტო დავრჩე? იდიოტი გგონივარ?
-ეგეც მართალია შენი ბებერი სახსრების იმედათ ჩემთან მარტო დარჩენა დიდი რისკი იქნებოდა!
-ათი წლით ახალგაზრდა რომ ვიყო მე შენ გიჩვენებდი სეირს! აშკარად ბრაზდება მურათი...
-როგორც შენმა ბიჭმა მიჩვენა არა? ნაგლად უღიმის ალექსი...
-გიკრძალავ მისი სახელის ხსენებას!
-ჯერ ერთი მე ვერავინ ვერაფერს ამიკრძალავს და მეორეც სახელი საერთოდ არ მითქვამს!
-ალექს მე და შენ, ორივეს დედამიწა ვეღარ დაგვიტევს!
-სულ შენი ბრალია ჭამის მეტს არაფერს აკეთებ და ორას კილოს მიაჭირე თორე ჩემს დატევას რა უნდა ორმოცდაათი კილო ვარ სულ! ისევ იღიმის ალექსი...
-გულის სიღრმეში სუსტი კლოუნი ხარ და რამდენი ადამიანიც არ უნდა მოკლა ამას ვერაფერი შეცვლის!
-როგორ ტეხავს არა? ამ სუსტმა კლოუნმა დიადი ხაჯიბეგოვის ღირსეული შთამომავალი სახით რომ ათრია!
-მოვრჩეთ ლაყბობას! ბრაზს ვეღარ თოკავს მურათი...
-კარგი! მიდი თქვი რა გინდა!
-მინდა მანქანაში ჩაჯდე და ამ კლდიდან გადაეშვა!
-ბებიაშენის არ გინდა? მე კლდიდან გადავხტები მერე ანაბელს მოკლავ და უკან გადმომაყოლებ და სახლში მშვიდად დაბრუნდები! მშვენიერი იდეაა მაგრამ რატომღაც არ მაწყობს!
-მას არაფერს დავუშავებ, მაგრამ ვერ მოვისვენებ თუ მეცოდინება რომ ცოცხალი ხარ!
- რა დამთხვევაა! არც მე ვარ დიდად აღფრთოვანებული შენი არსებობით!
-აირჩიე ალექს ან შენ ან ის!
-გინდა კლდიდან გადავხტე? კარგი თანახმა ვარ მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ მანქანაში ჩემთან ერთად ჩაჯდები!
ალექსი მთელი ძალით მიკრავს მკერდში ჩემს ტირილნარევ თხოვნას ყურს არ უგდებს ისე ელაპარაკება მურათს!
-გინდა რომ ერთად მოვკვდეთ?
-ჰო იმ ქვეყნად საძებნელი რომ აღარ გამიხდე და ცხვირ-პირი გაგიერთიანო!
-კარგი ალექს თანახმა ვარ! ეს ყველაფერი მე და შენ დავიწყეთ და ჩვენვე უნდა დავასრულოთ მანქანაში შენთან ერთად ჩავჯდები მაგრამ თუ ზედმეტ მოძრაობას შეგამჩნევ წამითაც არ დავფიქრდები ისე მოვკლავ მას!
-ჩემი თითოეული მოძრაობა გაშინებს ბებერო! ეს ნიშნავს რომ უკვე დამარცხდი! ახლა კი ცოტა ხნით მოგვშორდი რომ მას დაველაპარაკო! მართალია ბებერი ხარ მაგრამ არც იმდენათ რომ ათი ნაბიჯის გადმოდგმა ვერ მოასწრო თუ გაქცევას დავაპირებ!
მურათი საკმაო მანძილით გვშორდება ალექსი ჩემს პირისპირ მუხლებზე დგება და სახეში მიყურებს
-ასე ვერ მომექცევი ალექს! სასოწარკვეთილების ზენიტს ვაღწევ
-მომისმინე ანაბელ შეიძლება ყველაზე ცუდი ტიპი ვარ ამას ახლა რომ გეუბნები მაგრამ სიგიჟემდე მიყვარხარ! იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე შემიძლია! ჩემს ცხოვრებაში არც ერთი ბედნიერი წუთი არ ყოფილა გარდა იმ დროისა რომელიც შენთან გავატარე! მინდა ცხოვრება გააგრძელო გესმის? ჩემთვის უნდა გააგრძელო! ვერ გთხოვ რომ დამივიწყო იმიტომ რომ იმდენად საზიზღარი ვარ არ მინდა დაგავიწყდე!
-ალექს შენი სიცოცხლე? მე შენი სიცოცხლე მჭირდება!
-შენ ხარ ჩემი სიცოცხლე! ამიტომ თავს გაუფრთხილდი! 
-საშინელება ხარ! საზიზღარი ხარ! ეგოისტო! მიდიხარ! ისე მიდიხარ რომ ჩემზე არ ფიქრობ მე როგორ გავაგრძელო? ნუ გააკეთებ ამას გთხოვ! ალექს თუ უნდა ორივე დაგვხოცოს მაგრამ შენს გარეშე არსად დარჩენა არ მინდა! შენ რომ არ იქნები რა გავაკეთო? მე რა მრჩება ალექს? აქ რა მინდა? რისთვის მტოვებ? 
-მე მოგონებებს გიტოვებ! სიყვარულს გიტოვებ! ჩემს გულს გიტოვებ! ამ სიგიჟეს გიტოვებ რომელიც ერთად გავიარეთ და სცენარს... კარგ სცენარს ახალი ფილმისთვის! გთხოვ დაწერე ეს ყველაფერი და გადაიღე! შენ ხომ გიყვარს აზრიანი სცენარები? შეიძლება ამაზე აზრიანი და გიჟური სცენარი მოიფიქროს ვინმემ? ამაზე მაგარს ვინ რას გადაიღებს? ეს ჩემი და შენი დღიური იქნება, სკანდალური დღიური! მხოლოდ შენ არ ითამაშო კარგი? სხვა ალექსი და ანაბელი შექმენი ჩვენს გარეშე!
-ასე ვერ მომექცევი! შენ ჯერ ოცი წლის ხარ ყველაფერი ახლა უნდა დაიწყო!
-ანაბელ იმას რაც მე თვენახევარში განვიცადე ადამიანებმა ასი წელიც რომ იცოცხლონ ვერ განიცდიან! შენ მე ცხოვრება მაჩუქე და მაპატიე რომ იგივეს გაკეთება მე ვერ შევძელი! სუსტი ვარ ეგოისტი და ნაბი*ვარი მაგრამ ეს ჩემი ბრძოლაა ეს ისაა რაც შენამდე იყო! მე იმდენად ვარ ჩაფლული რომ შენ ჩემი ამოთრევა არ შეგიძლია! უბრალოდ გახსოვდეს რომ მიყვარხარ და მიხარია რომ რინგზე არ მოვკვდი რადგან შენთვის ამის თქმას ვერ მოვასწრებდი!
-მეც მიყვარხარ ვამბობ და მთელი ძალით ვკოცნი ვაცნობიერებ რომ ეს კოცნა უკანასკნელია! უკანასკნელად ვკოცნი, უკანასკნელად ვეხები, უკანასკნელად ველაპარაკები! ვეღარასოდეს ვნახავ თვალებს რომლებშიც საკუთარი თავის დანახვა სიცოცხლეს ათი წლით მიხანგრძლივებს ვხვდები რომ მას გადაწყვეტილებას ვერ შევაცვლევინებ და ამ კოცნაში ვატან ყველა გრძნობას რომელიც მის მიმართ მაქვს სიყვარულს, ტკივილს, ბრაზს, საყვედურს პროტესტს ისიც იმავეს აკეთებს მხოლოდ უფრო ნაზად! 
-ახლა გააჩერე დრო! გემუდარები ახლა მაინც გააჩერე ვეხვეწები ისე თითქოს მას მართლა შეეძლოს ამის გაკეთება! 
ის ჯიბიდან ვერცხლის ძეწკვზე დაკიდებულ პატარა "A"_ს ფორმის კულონს იღებს და ყელზე მიკეთებს!
-ალექსი და ანაბელი ან უბრალოდ "ალექსის ანაბელი" მეუბნება და კულონს კოცნის დრო გაჩერებულია გესმის? რამდენჯერაც გულზე დაიხედავ გაგახსენდები! და თუ როდესმე ტკივილის გამო თვალებიდან ცრემლი წაგსკდება იცოდე რომ მე ყოველთვის ისე ვიდგები შენს წინ როგორც ახლა! არ აქვს მნიშვნელობა დამინახავ თუ ვერა! შენ ხომ თვალებით არ შეგყვარებივარ? მხედველობა ილუზიაა ანაბელ თვალები დახუჭე და მიგრძნობ! მანამ სანამ ეს მედალიონი გულზე გექნება ჩემი კოცნა გაგაღვიძებს ყოველ დილით და ისინი ვერ წაგართმევენ იმას რომ შენ ჩემი ხარ!
-შენ ყველაფერი ჩაანაცვლე ალექს, შენ გახდი ჩემთვის ყველაფერი და ახლა უფლება არ გაქვს ხელიდან გამომეცალო! ვიცი რომ სიგიჟეა სიგიჟეა ყოველი წამი ჩვენი პირველი შეხვედრიდან დღემდე! სიგიჟეა ის რაც ჩვენს შორის ხდება სიგიჟეა ის რაც დამემართა მაგრამ შენ ის ხარ რასაც ჩემს ცხოვრებაში არასოდეს შევცვლიდი!
-მე შენი გული ვარ! (გულზე მკოცნის) თუ დაგჭირდები სულ აქ ვიქნები გესმის? ყოველთვის აქ ვიქნები ახლა კი თვალები დახუჭე!! ჩემი წასვლა კი არა ჩემს გვერდით ყოფნა უნდა დაგამახსოვრდეს! 
მის ყელში თავს ვრგავ ჩემი ცრემლი ყელს უსველებს მე კი არანორმალურად ღრმად ვსუნთქავ რომ მისი სურნელი სამუდამოდ ჩავიბეჭდო გონებაში
ალექსი ტელეფონს იღებს და რეკავს ანკას უხსნის სად უნდა მოვიდეს და თხოვს რაც შეუძლია სწრაფად წამოვიდეს!
-მოვდივარ! შენც ხომ მანდ იქნები? ეუბნება ანკა!
-აბა რა! ყოველთვის მეგობარო და ტელეფონს მანამ თიშავს სანამ ანკა კიდევ რამის თქმას მოასწრებს!
მის მკერდთან ჩამომაქვს თავი და საყვარელ გულისცემას ვისმენ პირველად ვგრძნობ როგორ უჩქარდება გულისცემა და ვერ ვიტან რომ საყვარელი რიტმი ირღვევა!
-რას გეუბნება ბელს? ჩემი გულს ცემა რას გეუბნება?
-იმას რომ მეც შენი გული ვარ! 
-ის არ ტყუის! მას შენ არასოდეს მოუტყუებიხარ! ამბობს და თვალებს კოცნით მიხუჭავს შეშლილივით ვყვირი მანქანის დაქოქვის და ვარდნის ხმები მესმის მერე კი მეხსიერება მიწყდება! 
როცა აზრზე მოვედი და ალექსის ნახვა მოვითხოვე მითხრეს რომ მისი სხეული სანახავად არ ვარგოდა თუმცა მხედველობა ხომ ილუზიაა რა მნიშვნელობა აქვს როგორ გამოიყურებოდა? ამიტომ მე ვნახე ის! უკანასკნელად მოვეფერე და ვაკოცე ეს პირველი კოცნა იყო რომელიც მან ვერ იგრძნო!
კიდევ ერთი "პირველად" ჩვენი შეხვედრიდან... ბოლოჯერ ვუთხარი მაშინ
# # #
ანაბელს თხრობა ცრემლებმა შეაწყვეტინა! ვგრძნობდი როგორ ახრჩობდა მოწოლილი დარდი ალექსის ყოველ ხსენებაზე თითო სიკვდილს გადიოდა! ცოტა რომ დამშვიდდა საუბარი განაგრძო
-ალექსი დავკრძალე თუმცა მისი საფლავის ნახვა არ შემეძლო! ყველა ჟურნალ გაზეთმა ჩვენს შესახებ დაიწყო წერა მათ არ მივცემდი უფლებას ის ეთქვათ რაც არ იცოდნენ! თავისი ბინძური ხელებით არ უნდა ეფოთიალათ ჩემი და ალექსის სუფთა გრძნობებში ამიტომ აქ წამოვედი მერე კაფეში შენ გიპოვე!
-მე არასოდეს არაფერი გამიკეთებია ალექსის სურვილის საწინააღმდეგოდ იმ აბების ჩადების გარდა ამიტომ მისი ბოლო სურვილიც უნდა შემესრულებინა! ახლა სცენარი მაქვს საქართველოში დავბრუნდები და ფილმს გადავიღებ! ალექსს ამ ყველაფერს მოვუყვები და დარწმუნებული ვარ მასთანაც მალე წავალ! ის ისევე ვერ გაძლებს უჩემოდ დიდხანს როგორც მე ვერ ვძლებ მის გარეშე! ბოლო ფრაზამ თითქოს შვება მოჰგვარა!
-ესეიგი ეს შენი დღიურია არა? სკანდალური დღიური? ვკითხე!
-ჰო ჩემი და ალექსის სკანდალური დღიური!
-შეიძლება შენთან ერთად წამოვიდე საქართველოში? მინდა ყველა ის ადგილი ვნახო სადაც შენ და ალექსი დადიოდით მინდა ყველაფერი უფრო დეტალურად შევიგრძნო!
-წამოდი! ჩემდა გასაოცრად მარტივად დამთანხმდა!
-თქვენ საოცარი ისტორია გქონდათ ანაბელ და არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს გაგრძელდა ეს! ვუთხარი და გასამგზავრებლად მზადებას შევუდექით!
მეორე დღეს მე და ანაბელი "სკანდალურ დღიურთან" ერთად საქართველოში ჩამოვფრინდით გავიცანი ანკა რომელიც სულაც აღარ იყო ისეთი მხიარული როგორც ანაბელი მიამბობდა გავიცანი ძიძა და ლევანი! ყველა მათგანში იყო დარჩენილი თავის წილი ალექსი! 
ვნახე ალექსის საყვარელი კლუბი, ზღვის ნაპირი, მოტოციკლი, მისი ბინა, ოთახი სადაც ხან ანაბელთან და ხან მის გარეშე ეძინა სადაც ვარჯიშობდა ვნახე მისი გარდერობი რომლის ნახევარი ანაბელს ამერიკაში წამოეღო ნახევარი კი საქართველოში დაეტოვებინა (ანაბელი მხოლოდ ალექსის ტანსაცმელს იცმევდა) ვნახე ყველა ადგილი სადაც დადიოდა და მოსწონდა მაგრამ მივხვდი რომ ისინი ისეთი სულაც აღარ იყო როგორადაც ანაბელი აღწერდა რადგან მათ ალექსი აკლდათ ჩემი წილი ალექსი რომელიც ანაბელმა მიწილადა!
-არაფერია ღირსშესანიშნავი ამ ქალაქში ალექსის გარეშე! თავისთვის ჩაიბურტყუნა ერთხელ ანაბელმა!
ჩვენ ყოველდღე დავდიოდით ალექსის საფლავზე ანაბელი ხშირად ადებდა თავს მის საფლავს და ამბობდა რომ ყველაფერს დათმობდა ახლა ალექსის გულისცემა რომ გაეგონა! შემდეგ ფრხილად დგებოდა და მის გულზე დაყრილ მიწაზე თითებით რაღაცას წერდა! თუმცა წაკითხვის საშუალება არასოდეს მოუცია! 
ჩვენ გადავიღეთ ფილმი რომლის რეჟისორი ანაბელი თავად იყო! 
-მე ყველაფერი გავაკეთე რაც მას უნდოდა თქვა როცა სახლში მიმყავდა ფილმის პრემიერის შემდეგ! იმ დღეს განსაკუთრებით მხიარული იყო და ისიც კი ვიფიქრე, იქნებ ეს მისი ახალი ცხოვრების დასაწყისიათქო, მაგრამ
მომდევნო დილით ანაბელი ალექსის საფლავზე გარდაცვლილი ვიპოვეთ! მისი ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს სადაც სამედიცინო დასკვნამ აჩვენა რომ ანაბელი გულის შეტევით გარდაიცვალა! ალექსის საფლავზე მარტო დარჩენილმა კი მის გულზე ანაბელის თითებით ნაწერი პატარა წერილი ამოვიკითხე! ანაბელს მიწაზე ლამაზად გამოეყვანა რამდენიმე სიტყვა:

"ნება მომეცი ისევ შეგისუნთქო" 
"ანაბელის ალექს" скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი triniti

ეხლა ვიწყებ და იმედია მომეწონება

 



№2  offline წევრი სალანდერი

triniti
triniti

იმედია ❤
შენიშვნებს სიამოვნებით მოვისმენ როცა დაასრულებთ ❤

 



№3 სტუმარი სტუმარი ლანა

ამაზე კარგი არაფერი წამიკთხავს ამ სატზე. ვაი იმ უბედურს, ვინც ამ ნაწარმოებზე საშნელებას იტყვის. ზოგს გართულება აქვს ლესბოსსელობაზე, არ ვიცი, ჰეტეროსექსუალისთვის არამგონია სასამოვნო წასაკითხი იყოს(მეც ჰეტერო ვარ:დ), მაგრამ მანც ძალიან მესიამოვნა რომ ვკითხულობდი. მართლა საუკეთესოა, მადლობა შენ, რომ ასეთი კარგ ნაწარმოები გადმოგვეცი წასაკითხად^^

 



№4  offline წევრი სალანდერი

სტუმარი ლანა
სტუმარი ლანა

ძალიან დიდი მადლობა...
სიმართლე გითხრა გმირების ორიენტაცია არავის გაუპროტესტებია ????
მეც ჰეტერო ვარ???? უბრალოდ იმის ხაზგასმა მოვახდინე რომ სიყვარული მარტო ჰეტეროებს არ შეუძლიათ და ზოგჯერ ყველაფერი ისე არ არის როგორც წარმოგვიდგენია!
დიდი მადლობა შენ რომ წაიკითხე და შემაფასე ❤

 



№5  offline წევრი triniti

უჰჰჰჰ ეს რა იყოო?მოდი იმით დავიწყებ რაც არ მომეწონა ასეთ ისტორიაში ერთსქესიანები რომ იყვნენ ცოტა დავიგრუზე მაგრამ რადგან დაწყილი მქონდა გავაგრძელე და წავიკითხე.მოკლედ მე ალექსი გაგიკვირდება და ბიჭად აღვიქვი და მაგ მუგამით წავიკითხე და ნუ ეცდები ეს შეგრძნება გადამაფიქრებინო...
ახლა რაც შეეხება თავად ისტორიას საოცარი გამორჩეული ,უზომმოდ ემოციური და გულში ჩამწვდომი ისტორიაა.ყველა პერსონაჟი შემიყვარდა მათთან ერთან დავდიოდი იმ ბარშიც,იმ რბოლებზეც ისეთი შეგრძნება მქონდა რომ იმ ორთაბრძოლასაც ვესწრებოდი,განვიცდიდი თითეულის მდგომარეობას.უბრალოდ მარტივად ისტორიაში ვიყავი....
...და დასასრული ეს საოცრება იყო სიკვდილიც რომ ვერ აუფერულებს ვერანაირ გრძნობას ეს რაღაც არაამქვეყნიურს უფრო გავდა შეუცვლელს და ერთადერთს....
...მადლობა შენ ასეთი ისტორიისთვის ,მოუთმენლად ველი ახალ თავს....

 



№6  offline წევრი სალანდერი

triniti
triniti

დიდი მადლობა ასეთი ვრცელი კომენტარისთვის ❤
პირველ რიგში არ ვეცდები რამე გადაგაფიქრებინო თუმცა უბრალოდ იმის ხაზგასმა მინდოდა რომ ზოგჯერ არსებობს რაღაცეები რის წინაშეც უძლური ხარ!
დასაწყისში კარგად ჩანს ანაბელის მიდგომა ერთსქესიან ურთიერთობაზე ბოლომდე ვერ უტყდება თავის თავსაც კი რომ მას შესაძლოა გოგო უყვარდეს!
ისტორიის თითქმის ბოლომდე მყარად დგას პოზიციაზე რომ ლესბოსელი არ არის და უცებ ხდება ისე რომ ალექსი იმდენად ურევს თავ გზას ყველაფერს აკეთებს რაც წარმოუდგენლად მიაჩნდა!
საიტზე ბევრი სიყვარულის ისტორიაა და მათი უმეტესობა სტანდარტულად ლამაზი გოგოს და ბიჭის სიყვარულის შესახებ გვიყვება!
მე კი მინდოდა მეჩვენებინა რომ არსებობს რაღაც გრძნობა რომლის გამოც შეიძლება ფეხზე დაიკიდო ასაკი წონა სქესი პრობლემები წარმომავლობა და საერთოდ ყველაფერი!
ალექსი და ანაბელი იყო ჩემთვის პირადად მაგალითი იმის როგორ უნდა გიყვრდეს პირობების გარეშე!

ყველას სეუძლია უყვარდეს სიმპათიური ბიჭი რომელიც ყველაზე პოპულარულია სკოლაში უნიში თუ ქალაქში მაგრამ ყველას არ შეუძლია უყვარდეს წესების გარეშე!
ანაბელს ალექსი უყვარდა არაფრის გამო და ვფიქრობ რომ ზუსტად ესაა ყველაზე მაგარი გრძნობა როცა ვიღაც ლამაზი თვალების ან სოციალური მდგომარეობის გამო არ გიყვარს და მეტიც წარმოდგენა არ გაქვს რის გამო გიყვარს!!!
ცოტა ვრცლად გამომივიდა მაგრამ მინდოდა ჩემი ვერსია გამეზიარებინა შენთვის!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ დრის უთმობ ჩემს ისტორიებს და კიდევ უფრო უკეთესად გამომივიდეს ყველაფერი ვეცდებიი ❤

 



№7  offline წევრი zia-maria

საოცრება ხარ,გუშინ დავიწყე და ახლა დავასრულე კითხვა.ძალიან მომეწონა ორივე პერსონაჟი,მომეწონა ალექსი.ცოტა გიჟი,ცოტა თავნება,უხეშიც,პირდაპირიც და მებრძოლი სულის.ბევრი ისტორია წამიკითხავს,მაგრამ ეს რაღაც საოცრება იყო.წარმატებები. kissing_heart

 



№8  offline წევრი სალანდერი

zia-maria
საოცრება ხარ,გუშინ დავიწყე და ახლა დავასრულე კითხვა.ძალიან მომეწონა ორივე პერსონაჟი,მომეწონა ალექსი.ცოტა გიჟი,ცოტა თავნება,უხეშიც,პირდაპირიც და მებრძოლი სულის.ბევრი ისტორია წამიკითხავს,მაგრამ ეს რაღაც საოცრება იყო.წარმატებები. kissing_heart

საოცრებები თქვენ ხართ ამხელა პოზიტივი რომ მოგაქვთ ჩემთვის ❤
უღრმესი მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent