შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წიგნების მაღაზიაში (თავი 3)


1-02-2018, 19:55
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 088

წიგნების მაღაზიაში (თავი 3)

მისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით იდგა ადამიანი, რომელზე ფიქრში არაერთი ღამე გაუთენებია თეთრად, იდგა ჩვეულებრივი სახით, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჩვეულებრივი პროდუქტი იყიდა, ძველ პურს ყიდულობდა სექციაში, რომელსაც „მეორადი“ ეწერა. სახეზე არც კი ეწერა რაიმე დისკომფორტის მსგავსი განცდა, ალბათ იმაზე ფიქრობდა, რომ „მეორადის“ მაგივრად, მეორეული უნდა ყოფილიყო.
ლილი მიბრუნებულიყო ბიჭისკენ და გაშტერებულად აკვირდებოდა, ის ხომ ყოველთვის ფიქრობდა, მეორეულთა სექცია გაჭირვებულთათვისაო. მაგრამ ლაშა ? ლაშა და გაჭირვებული ?-მეორეჯერად ჩაწყდა გულში რაღაც. სულ დაავიწყდა, რისთვის იყო მაღაზიაში შესული, ნელი ნაბიჯით წავიდა ლაშასკენ, მაგრამ მალევე გადაიფიქრა განზრახული, სულაც არ სურდა ბიჭის სიამაყე გაეთელა თავისი კითხვებით, თუნდაც დამხარების სურვილით ყოფილიყო გამოწვეული. მაშინვე დატოვა იქაურობა და სახლის გვერდით არსებულ პატარა მაღაზიაში შევიდა, რომლის მოლარე მუდამ ღიმილით ხვდებოდა და რამდენად ცუდ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყო, საოცარი დადებითი მუხტით სდევდა თან.
-ააეეე, გოგონაა, თვალებში ვერ იხედებიიი ?-მანქანიდან ახალგაზრდა მამაკაცის ხმა მოესმა, თუმცა რეაქცია არ ჰქონია, მხოლოდ რამდენიმე წუთიანი ჩაფიქრების შემდეგ მიხვდა, რომ ცოტა ხნის წინ კინაღამ მანქანას ჩაუვარდა. ამაზე არც უნაღვლია, განა პირველი შემთხვევა იყო და გინდ ჩავარდნოდა, რა ?
ლილიმ დიდი ხნის წინ შეიგრძნო ისეთი ძლიერი ძალა, რომ სიკვდილის შიშიც დაკარგა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ძალას დადებითისთვის ვერ იყენებდა. ან ვის გამოუყენებია, თუ არა ვინმე დიდ გენიოზს, რომელსაც ათი ბაბილონისხელა გოდლითაც ვერ მივწვდებით...
იმ დღემ ჩვეულად ჩაიარა, ლიზიკოსთანაც არ უსაუბრია ბევრი, გულის გადაშლა წამიერად გადაეფიქრა, თითქოს ეშინოდა, რამე არ მომხდარიყო, თუმცა რა თავადაც არ ესმოდა.. იმდენად იყო ამ გრნობის და უკვე გრძნობებით შეპყრობილი, სხვა არაფერზე კონცენტრაცია არ შეეძლო, მასზე ფიქრების სიხშირის ხარისხი მატულობდა..

***
როგორც ყველაფერს, მარტო ცხოვრებასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი; ხელს არავინ გიშლის, არავინ გარიგებს ჭკუას, დედა ვერ გითითებს, რა ჭამო და როდის, ტყავის ქურთუკით წახვიდე თუ დუტით, მაგრამ არსებობს უდიდესი მინუსიც; როცა მაღვიძარის დაყენება ან გავიწყდება ან ეს უკანასკნელი არ ჭრის შენზე, სიზმრებისა თუ უფერული ღამის წინაშე რჩები სრულიად მარტო და შესაძლოა, სამსახურშიც კი დაგაგვიანდეს.
-რამდენ ხანს მძინებიაა ? რომელი საათიაა ? ვაიმეეე...-თორმეტი ხდებოდა, როცა საათს ახედა ლილიმ და მყისიერად წამოხტა, მაგრამ უკვე რა აზრი ჰქონდა, სამსახური დიდი ხნის წინ დაწყებულიყო. არც კი მომზადებულა, უბრალოდ კაბა გადაიცვა, პალტო მოიცვა, ჩექმებში ჩაყო ფეხი და სირბილით გაემართა კიბეებისაკენ, თან გზაში ნერვიულობდა, რა ეშველებოდა სამსახური რომ დაეკარგა ? ჩვენს ქვეყანაში მისი პოვნა ხომ იმდენად რთულია, რომ სამუშაოს მძებნელებს მალე ფორმალურად დატოვებენ მოსახლეობის სათვალავში, როგორც აფხაზეთს საქართველოს რუქაზე.
გაჩერებასთან ისწორებდა თმას, მაგრამ როცა ახსენდებოდა წინა საღამოს სურათი, ყველაფერი უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა.
„ბიბლუსში“ სპეციალური მზადება დახვდა, პერსონალი რამდენიმე საათით ადრეც კი მოსულიყო, ლილი კი თმააწეწილი იდგა და გაფართოებული თვალები არ იცოდა საითკენ მიემართა. უნდოდა, მზადების მიზეზი ეკითხა, მაგრამ მოერიდა და ოროსანი ბავშვივით შეუდგა საქმეს.
-უი, შენც მოხვედი-ნინე გამოემართა ლილისკენ. ის ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი იყო, ვინც ასე თუ ისე ცდილობდა გოგონას გაგებას.
-ჰო, ჩამეძინას. რამე ჰო არ უთქვამთ ?
-ვერც კი შეგამჩნიეს. დღეს რა ხდება, იცი ?-ემოციურად ჰკითხა ნინემ.
-რა ?
-იმ ბიჭის წიგნის პრეზენტაციაა-თვალები უციმციმებდა გოგონას, გაკვირვება ეტყობოდა და მოსალოდნელის ინტერესიც-იმ ბიჭის, აქ რომ ზის ხოლმე.. საყვარელი თვალები რომ აქვს, რაღაც ღრმაა და თან თითქოს სევდიანი, სევდისფრად შეფერილი....
მიხვდა, ვისზეც იყო საუბარი.. მისი სახელიც კი არ იცოდა, ახლა იმის შესაძლებლობა მაინც ექნებოდა, მალულად მაინც ეთვალიერებინა მისი ფოტოები რომელიმე სოციალური ქსელის მეშვეობით, კიდევ კარგი „ვიზიტორს“ საერთოდ არ იყენებდა.
-და რა ქვია ?
-ვის ? ლაშა ჭანტურია.
ერთ წამს ფრთების მოულოდნელი შესხმა იგრძნო, ახლა ჰომ უკვე იცოდა ტრფობის ობიექტის კონკრეტული სახელი, მაგრამ სიხარულმა მალევე გადაუარა, ვერ შორდებოდა იმ საღამოს ნანახი სურათი.
და ნეტავ, როდესმე მოშორდებოდა ?
გაახსენდა პირველი სიზმარი, როცა ლაშა იხილა ძილში, მეტად უცნაური და მიუხედავად ამისა, თითქოს მაინც სასიამოვნო. გაახსენდა გაღვიძებული, როგორ იყო ნაწყენი, სიზმარში მაინც რატომ არ მიეცი თავს უფლება, უპრინციპო და დაუფიქრებელი გოგო ყოფილიყავიო; მეტიც საკმაო ხანს სდევდა სევდა იმისა, რომ უცნაური ბიჭის სიახლოვით სიზმარში მაინც არ მიიღო სიამოვნება.
თურმე როგორი კანონმორჩილნი ვხვდებით ხოლმე, როცა საქმე ჩვენს პრინციპებს ეხება !
მართლაც რა იქნებოდა, რომ იმ ღამეს, უფრო სწორედ, ღამის ილუზიაში, ლაშასთან სექსი ჰქონოდა ? მერე რა, რომ ინიციატივის ავტორი გრძნობებით არ ხელმძღვანელობდა ? ან რაც არ ჰქონდა, როგორ ჩართავდა მოქმედებაში ?

***
-ღელავ ?
-არა.
-ცოტა გვიან მოვა, ჰო იცი არ გამომიშვებენ, თან დღეს ბავშვის დაბადების დღე აქვთ.
-ვიცი, დე... არ იდარდო !-გაუღიმა და შუბლზე თბილად ეამბორა.
-კესო ჰო მოვა ?
-არ მითქვამს.
-რა გჭირს, შვილო ?
-არაფერი, უბრალოდ ჰო იცი ხელოვანი ხალხი ცოტა უცნაურები ვართ-ძალით მხიარულად აღნიშნა და სამზარეულოსკენ წავიდა, თვითონაც არ იცოდა რას ამბობდა და საერთოდ რას ერჩოდა კესოს, მარტივი და ბანალური მიზეზებითაც დაღლილიყო, თუმცა რაღაც აბრკოლებდა-თითქოს კალმახის მებრძოლი ბუნება დაეკარგა, ფარ-ხმალი დაეკარგა და ოქროსფერი წყლის ჩამოსვლას ელოდა მდინარის პირას.
მაცივრივად თინას გაკეთებული ჯემი გამოიტანა, ტოსტი უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ზედ დაესხა, სააბაზანოში მოსაწესრიგებლად გავარდა და ჭამაც არ გახსენებია. ბოლო დროს დედა ეხუმრებოდა, იმდენს ნერვიულობ, საუკეთესო ფორმაში ჩადგებიო. რა სჯობია „ფიტნესურ“ გარეგნობას, ბევრისთვის არც არაფერი, თუმცა როცა სიტყვა სიყვარული იჭრება, ფორმობრივი ზღვარიც კი ირღვევა.

***
-რაღას სჭირს, ბაო... არადა ისეთი თბილი იყო-შესჩივლა დაქალს კესომ.
-გოგო, ვინმმე ჰო არ გყავს ?
-არა, ღადაობ ?
-რა იცი ?
-მასეთი არაა, გოგო..
-დღეს სიუპრიზს ვუკეთებ, პრეზენტაციაზე....
-დაგეხმაროთ, ჰო ?
-არა, მაგას არ უყვარს აჭრელებულ-ბანალური რამეები, უბრალოდ მივალ, ვეტყვი, რომ მიყვარს და ვაკოცებ- როგორც ერთი ბრძენი იტყოდა, გენიალურობა სიმარტივეშია, ზოგჯერ საჭირო კი არა, აუცილებელიცაა, ფანტაზიას ფრთები მოვკვეცოთ.

***
დასვენების დროს ყავას მარტო სვამდა, უფრო სწორედ, უყურებდა, როგორ გამოყოფდა სითბოს და გული ეკუმშებოდა. უნდოდა, ადამიანთა შემთხვევაშიც ასე მარტივად ყოფილიყო ყველაფერი.
„განა ასე რთულია უბრალოდ გიყვარდეს და უყვარდე ?“-სევდიანი მზერა ფანჯრისკენ მიმართა, იცოდა კითხვაზე პასუხი, მაგრამ არ ჩქარობდა, არ უნდოდა ჯერ კიდევ მფეთქავი ახალგაზრდული რომანტიზმნით გაჟღენთილი ოპტიმიზმი საზღვრებში მოექცია.
მომენტებში თვალებს ხუჭავდა და წარმოიდგენდა, როგორი ბედნიერი იქნებოდა, ლაშას ოდნავი ყურადღება მაინც რომ ეგრძნო, მაგრამ ამ სამყაროს ბორბალი ხომ ჩვენს სურვილთა საპირისპიროდ მოძრაობს.
„რა იქნებოდა რომ ყურადღება სწორი მიმართულებით მივმართოთ?“-გაიფიქრა და სიტყვა ყურადღებაზე ჩაფიქრდა-„ნეტავ ვისგან მოდის ყველაზე დიდი ყურადღება? ალბათ იმ ბიჭისგან თუ ბიჭებისგან, რომლებსაც ცალმხრივად მოსწონხარ და ისიც მხოლოდ მანამდე, სანამ არ მობეზრდებათ უდაბური მიწაზე აღმოცენებული ყვავილის მორწყვა“-ახლა უფრო ღრმად წავიდა ფიქრებში-იქნებ ლაშა მისთვის სწორედ უდაბურ მიწაზე აღმოცენებული ყვავილი იყო ?
ყავის გაციებასთან ერთად, მისი ფიქრების მძაფრდებოდა, თითქოს სადმე უნდოდათ გადაჩეხვა, პატრონი კი ამის საშუალებას არ აძლევდა..
„სამი სახის მამრები არსებობენ : 1) სხვაზე შეყვარებულები, რომლებთან ურთიერთობაც საინტერესოა, მაგრამ შენდამი ინტერესს არასდროს გამოიჩენენ; 2) რომლებიც მუდამ თავისუფალნი არიან და მუდამ გელოდებიან, მაგრამ თვლიან, რომ ქალი მხოლოდ სარეცელისთვისაა შექმნილი და 3) ტიპები, რომლებიც ხალიჩასავით ფეხქვეშ გეგებიან და შენი ნებისმიერი სურვილის შესასრულებლად მზად არიან... და კიდევ გამომრჩა რამე ?“-ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს გააგრძელებდა ფიქრს, საითკენ და რა სიღრმით შეტოპავდა, რომ არა ნინეს ხმა, რამდენი ხანია დასრულდა შესვენება, მაგიდებს მივხედოთო..
ახლა კი გამოერკვაა, ან სად იყო აქამდე; იმ დღეს რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი და თანაც საძულველი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღე იყო...

***
დიდად არ ახსოვს, რა მოხდა პრეზენტაციაზე, ვის რა ეცვა, რას საუბრობდა ლაშა, ხალხს რა რექცია ჰქონდა და მსგავსნი.. მთელი საღამო მხოლოდ ამ უცნაური მწერლისკენ ეჭირებოდა თვალი, რომ საშუალო სიმაღლის, ქერა, მომღიმარი და ერთი შეხედვით, უდარდელი გოგონას აფექტური გამოჩენა. როგორც მიხვდით, ეს კესო იყო. თითქოს მორიდებული, მაგრამ იმდენად თამამი, რომ ხალხის წრეში კამერებისა და ტელევიზიების გარემოცვაში ლამის იყო სიყვარულის ჰიმნი ემღერა.
გაიჟღერა „დიდხანს გელოდის“ ყველასთვის ცნობილმა მელოდიამ და კესოს ხმაც აჰყვა. მართალია, მისი სმენა პირველივე ბგერაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, თუმცა ხალხი გამხიარულდა და გარშემო ყველა სახე გაებადრა, გარდა ლილისა, რომლის სახეს მიწისფერი ნელ-ნელა ეპარებოდა…
“ჩვენი გაცნობის საღამოაა...“-ტექსტი მიედინებოდა, ლილის კი სახეზე ცრემლები ეყინებებოდა, იდგა, გაშეშებული და ცდილობდა, ხალხში შეუმჩნეველი დარჩენილიყო მიდი მდგომარეობა, თუმცა სიმღერის დასასრულს ცნობისმოყვარეობამ დამალვის საშუალება აღარ მისცა, გამოიხედა და დაინახა, როგორ აიწია კესო ფეხის წვერებზე და როგორ შეეხნენ მისი ტუჩები ლაშას ბაგეებს, რომლებიც ლილის იმ წამებში კიდევ უფრო მიუწვდომლად დაესახა.

***
ზიზღს გრძნობდა მამრობითი საზოგადოების მიმართ, თუმცა მათ შორის ლაშა მაინც ვერ წარმოედგინა; თითქოს იმ დღის რომანტიკული სცენით გამოწვეული ტკივილი მას არ ეხებოდა- როგორ უნდოდა ის ისევ უცნაურ ბიჭად დარჩენილიყო, რომელიც ყოველ ოთხშაბათს ერთსა და იმავე ადგილას ერთსა და იმავე დროს ხან შეყვითლებულ და ხან „ტკიცინა“ ფურცლებს ჰარმონიულად შლიდა თავისი გრძელი თითებით.
თითქოს ლილის სიცივე გარემოსაც ეგრძნო, თოვდა, თუმცა ფიფქები ძლიერ შეუმჩნევლად ეფინებოდნენ ციდან. გოგონამ გახედა მათ და უფრო მეტად იგრძნო საკუთარი გულის უსუსურობა, შესზიზღდა ის პოეტები თუ მწერლები, რომლებიც სიყვარულის ყოვლისშემძლეობას უმღეროდნენ..
თუმცა განა ერთი და იგივე სიყვარული და ცალმხრივი სიყვარული, რომელიც ფრთამოტეხილი უსუსური ჩიტივით ანარცხებს გულს გაყინულ ქვაზე ?

სხვა გოგონები სეირნობენ საყვარელ ადამიანებთან ხელიხელჩკიდებულნი თბილისის მოყინულ ქუჩებში, ლილის კი არაფრის დანახვა არ უნდოდა, ერთკვირიან შვებულებას სახლში გამოკეტილი ტირილში ატარებდა, თვალები ჩასიებოდა, სახეზე ისეთი ფერი ედო, მკვდრის შესურდებოდა; არაფერს ჭამდა და სვამდა, მაგრამ ეს არაფერი. ყველაზე უარესი სხვა რამ იყო-გამოსავალი არ ჩანდა.
რამდენიმე დღიანი უიმედობის შემდგომ, თითქოს მზის სხივის ჩრდილი შეეხო მის გულს, გადაწყვიტა გარეთ გასულიყო და გაესეირნა, მაგრამ მხოლოდ ერთი თხელი კაბით. სხვა არაფერი ჩაიცვა, უნდოდა ისეთივე ფიზიკური სიცივე ეგრძნო, როგორსაც მისი სული განიცდიდა, უნდოდა მატერიალური შინაგანს გათანასწორებოდა; სკოლაში კარგი მოსწავლე არ იყოს, თუმცა განეიტრალების შესახებ გაეგონა ორიოდე სიტყვა ქიმია-ბიოლოგიის თუ ფიზიკის მასწავლებელთაგან.
ასეც მოიქცა, მაგრამ განა გასჭრა ? პირიქით, საერთოდ არ ციოდა, შინაგანი ტკივილი კი ორკეცდებოდა. რამდენი რამ გადახდა ცხოვრების 19 წლის განმავლობაში, რამდენჯერ წაქცეულა და ამდგარა, მაგრამ წელში ვერც ერთხელ გამართულა, საბოლოოდ კი მისი ბავშვობის ოცნების კოშკები კი არა, რეალობაც თავზე დაემსხვრა. საკუთარი ოჯახი ვეღარ იტანდა ჯილაგის შემარცხვენელს, ახლობლები და ნათესავები მას არ ჰყავდა, ერთი ლიზიკო ჰყავდა და ისიც ბოლომდე ვერ უგებდა, ვერც ვერასდროს გაუგებდა. მისი რჩევებიც უკვე ზედმეტად მოსაბეზრებელი იყო…
ლილისთვის საკუთარი ცხოვრება იმდენად საძულველი გამხდარიყო, მხოლოდ „რა იქნებოდა“ მოლოდინში აგრძელებდა გზას. იმ დღესაც მიდიოდა ქუჩაში, აკვირდებოდა შეყვარებულ წყვილებს და ისმენდა როგორ მსჯელობდნენ „პაკრიშკების“ ფასზე, როგორ დავობდნენ 10-15 წუთის განმავლობაში სად უფრო იაფად შეიძლებოდა მათი შეძენა... ამჩნევდა, როგორ იღიმოდა ხალხი, სულ მცირედითა ბედნიერნი.. მიაგორებდა ბავშვის ეტლს ცოლ-ქმარი და თან ტელეფონით „ესემესებს“ გზავნიდა, სანამ ბავშვს რაღაც არ მოუნდა თუ შეაწუხა და ხმამაღალი ტირილი არ დაიწყო...
-აეეე. ქალო, მგონი, რაღაც მოისაქმაა..-ქმარმა როგორც იქნა თავი ამოყო ტელეფონიდა, თუმცა მუშტიც გამოაყოლა, ვაჟკაცურად ასწია მაღლა და უჩვენა ცოლს, აი, რა ბიჭი ვარო...
-შენი დედაც ........-ქალმა ხმამაღლა შეაგინა და ეტლი თავის ნებაზე მიუშვა...
„ესენი ბავშვის ღირსი არიან ?!“-გაიფიქრა ლილიმ , გულის სიღრმეში საერთოდ არ დარდობდა მათზე, ქმარი მუშტს ქმედითსაც გახდიდა, ცოლი ისევ შეაგინებდა, მერე რომელიმე ტაფით გამოუდგებოდა, შესაძლოა, როდესმე თავიც კი გაეტეხათ ერთმანეთისთვის და გაგრძელდებოდა ასე, ან ვინ იცის, მაგრამ მაინც გაგრძელდებოდა, რაღაცნაირად, უცნაურად, მაგრამ მაინც...
„მაგრამ ჩემი ცხოვრება ? სადაა მისი თავი და ბოლო ?“-ბავშვობის სიზმარი გაახსენდა საბნის „ჩიხოლში“ სუნთქვა როგორ ეკვროდა, ჰაერი ელეოდა, გამოსასვლელს კი ვერ პოულობდა... გაახსენდა, რამდენჯერ ჰქონდა ნანახი ერთი და იმავე, მაგრამ ყოველ ჯერზე უფრო დიდ კოშმარად ეჩვენებოდა, თუმცა არასდროს ეგონა, თუ მსგავს რამეს რეალურად იგრძნობდა...

***
მართალია, ცხოვრების ბორბალი ყველაზე დაუნდობელი, მისი წრედიც ურთულესი, თუმცა ადამიანები რაღაც „გამოსავალს“ მაინც ვპოულობთ, წამით მაინც ვხდებით ოპტიმისტები და წელში გამართულები თუ არა, ხოხვით მაინც მივუყვებით ჩვენს გზას... ლილიც ასე მოიქცა, ერთ მშვენიერ დღეს ადგა და ცხოვრების ამაოებაზე ფიქრი რუტინულ დღეში გაცვალა...
ისევ სამსახურში იყო, ისევ ოთხშაბათი დღე იყო, თუმცა ლაშა არსად ჩანდა... მიუხედავად ყველაფრისა, გოგონამ მაინც შენიშნა მისი არყოფნა, მაინც დაიიმედა თავი, მალე მოვაო, მისი მზერა კი მოლოდინის ფორიაქმა მოიცვა...

***
-მეგონა, მამაშენი ხუმრობდა...-ქალმა ბურთებრივ დამარილებული თითები უხეშად გაამოძრავა მაგიდაზე-ეს ვინ ყოფილააა, არა, არ მესმის...-არ უნდოდა ლაშას შეემჩნია ცრემლი მის სახეზე, თუმცა ამ უკანასკნელს მაინც ვერ აკავებდა..-არა, ნუთუ მართლა ცხოველები ვართ, შვილო..
-დედა, დაწყნარდი...-ბიჭი წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობდა.
-შენ საერთოდ არ გგავს.. ესაა, რისთვისც ვცხოვრობთ, დე ?-თითქოს პასუხს ელისო, ისე ახედა ვაჟს.
-ფიქრიც არ შემიძლია..
-და რა იქნება მერე ?
-დეეეეეეეეეე...-ლაშასაც აუცრემლიანდა თვალები.
-არ მჯერაა...
-იქნებ შევაჩეროთ..
-როგორ ? როგორ, შვილო ? არც ვიცი, სადაა, რას აკეთებს..
-ჰო იცის, რომ მასეთი ფული არ მინდა ! ჰომ იცის !-თავში ხელები დაიხალა და მუხლებზე დაეცა-რატომ ? რატომ, ღმერთო !

______
რამდენი ხანია მინდა, დავდო, მაგრამ საიტზე ატვირთვა დროებით შეჩერებული იყო, როგორც იცით. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრით, რა მოხდა ისეთი, რომ ასეთი ამაყი გაწონასწორებული ბიჭი ასეთ დღეში ჩავარდა ? გამიზიარეთ აზრები, ვინც მიხვდება ავუსრულებ ერთ ნებისმიერ სურვილს, ოღონდ ცა, დედამიწა და რამე შეუძლებლებელი არ მომთხოვოთ.
ძალიან მიყვარხართ !!! heart_eyes heart_eyes


скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი ოფი

აი მესმის მოთხრობააააააა.. დროზე გამარკვიე სიტუაციაში .. აქ გაწყვეტა შეიძლებოდააააა???ვაიმეე.. რა დამაინტრიგებელია .. ძალიან განსხვავებული დასაინტერესოა.. მარა ცოტა კიდე გაზარდე თავები ... heart_eyes heart_eyes

 



№2 სტუმარი სტუმარი shalo

gaige cimbilshi ramdrnad waval da gamagebine

 



№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ლილის ტკივილი მართლაც არ არის ადვილად ასატანი. თუმცა თუ საკუთარ თავში ძალას იპოვი შეიძლება კიდეც ეს ტკივილი გულის სულ ბოლოში შეინახო. იცი ამ ისტორიაში ის მომწონს რომ ზღაპრული არ არის. რეალობასთან ახლოს არის და შეიძლება ასეთი ამბავი მართლაც ხდება ვიღაცის თავს.

 



№4  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

ოფი
აი მესმის მოთხრობააააააა.. დროზე გამარკვიე სიტუაციაში .. აქ გაწყვეტა შეიძლებოდააააა???ვაიმეე.. რა დამაინტრიგებელია .. ძალიან განსხვავებული დასაინტერესოა.. მარა ცოტა კიდე გაზარდე თავები ... heart_eyes heart_eyes

კი, ვეცდებიი. მადლობა <3
სტუმარი shalo
gaige cimbilshi ramdrnad waval da gamagebine

რამდენ პროფილს იხსნი, გაფიცებ ყველაფერს
Anuki96
ლილის ტკივილი მართლაც არ არის ადვილად ასატანი. თუმცა თუ საკუთარ თავში ძალას იპოვი შეიძლება კიდეც ეს ტკივილი გულის სულ ბოლოში შეინახო. იცი ამ ისტორიაში ის მომწონს რომ ზღაპრული არ არის. რეალობასთან ახლოს არის და შეიძლება ასეთი ამბავი მართლაც ხდება ვიღაცის თავს.

დიდი მადლობა <3
კი, ნამდვილად, ყველაფერი დაძლევადიაა

 



№5  offline მოდერი bla.ell

აუუ როგორ მომეწონაააა გამიხარდა დანახვაააა მალე ხომ დადებ?!მოუთმენლად გელოდები❤❤

 



№6  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

bla.ell
აუუ როგორ მომეწონაააა გამიხარდა დანახვაააა მალე ხომ დადებ?!მოუთმენლად გელოდები❤❤

კი, მალე დავდებ <3 დიდიი მადლობა

 




მმმმმმ....რა კარქობაააა ^_^
ძალიან ძალიან კარგია მართლა,განსხვავებულია ჯერ წერის მანერით და შემდეგ იმით,რომ ძალიან ჰგავს რეალობას.
ლილი მეცოდება :'( ადვილი არა ასეთი რამის გადატანა მაგრამ დაველოდები მოვლენების განვითარებას❤️და ვნახავ გადალახავს თუ არა,რაც შეეხება ლაშას და მის ოჯახს მგონი მამამისი ან დაქირავებული ქილერია :დდდ ან ნარკო მოვაჭრე :დდდდ მეტი ცუდი რა ვიცი,იმედია ხალხს ნაჯახით არ დასდევს,ნუ მოკლედ რაღაც ძალიან ცუდს აკეთებს ფულის შოვნის მიზნით რია :დდდ❤️❤️ველოდები ახალ თავს მოუთმენლად და ხოო რაც მთავარია დღითიდღე უმჯიბესდებიიიი❤️❤️უფრო და უფრო მითრევ ამ ისტორიით❤️❤️წარმატებებიი

 



№8  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

წარსული კვდება...
მმმმმმ....რა კარქობაააა ^_^
ძალიან ძალიან კარგია მართლა,განსხვავებულია ჯერ წერის მანერით და შემდეგ იმით,რომ ძალიან ჰგავს რეალობას.
ლილი მეცოდება :'( ადვილი არა ასეთი რამის გადატანა მაგრამ დაველოდები მოვლენების განვითარებას❤️და ვნახავ გადალახავს თუ არა,რაც შეეხება ლაშას და მის ოჯახს მგონი მამამისი ან დაქირავებული ქილერია :დდდ ან ნარკო მოვაჭრე :დდდდ მეტი ცუდი რა ვიცი,იმედია ხალხს ნაჯახით არ დასდევს,ნუ მოკლედ რაღაც ძალიან ცუდს აკეთებს ფულის შოვნის მიზნით რია :დდდ❤️❤️ველოდები ახალ თავს მოუთმენლად და ხოო რაც მთავარია დღითიდღე უმჯიბესდებიიიი❤️❤️უფრო და უფრო მითრევ ამ ისტორიით❤️❤️წარმატებებიი

დიდი მადლობა, გამახარა ასეთმა დამოკიდებულებამ heart_eyes heart_eyes
სამწუხაროდ, ვერ მიხვდი..

 



№9  offline წევრი mirandaa31

სამწუხაროდ ვერ მივხვდი.. ამიტომ ველოდები ახალ თავს. ძალიან კარგია ძალიან მომწონს ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№10  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

mirandaa31
სამწუხაროდ ვერ მივხვდი.. ამიტომ ველოდები ახალ თავს. ძალიან კარგია ძალიან მომწონს ❤️

დიდი მადლობა <3

 



№11  offline წევრი _alaskaay_

მოკლედ, გამარჯობა ;დდ მინდა გითხრა, რომ კარგი მოთრობა გაქვს. მომწონს შინაარსი, მაგრამ მინდა , მინუსებუც გითხრა. თუ არ გეწყინება რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ იმისთვის ვამბობ, რომ მეტად გაიწაფო წერაში ხელი და არა ვინმეს თვალში დაგაკნინო. (ღმერთმა დამიფაროს ასეთი განზრახვისგან.) მოკლედ, რა მინდა გითხრა. სიტყვებს ჭამ, რაღაც დაუსრულებელის შთაბეჭდილებას მიტოვებს, თითქოს, ,,ხელგაქცეული" ნაწერიაო. სიტყვები გაასწორე გთხოვ, შედარებები ,,მაღალფარდოვანი" სიტყვებით გააკეთე. ცოტა დალაგებულად, დაწერე დროში ნუ იხტუნავებ. იმას არ ვამბობ, დრო გერევა მეთქი. კარგად წერია , მაგრამ წინადადებებში მაინც შეინიშნება არასრულყოფილება.... არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს და ცუდად წერ, პირიქით გადასარევი გოგო ხარ. განსხვავებული ფიქრებით. ძალიან , ძალიან, რომ მომწონს, მაგიტომ მინდა რომ წერის სტილი დახვეწო. (მეც არ ვარ გადამრევი) მაგრამ, როცა ამდენი სტილისტური შეცდომა, დაუმთავრებელი გრძნობები, გაქცეული სიტყვები, არეული დროა მიძნელდება. არა და უძალიან მაგრესად მინდა ბოლომდე მივყვე. გთხოვ გაითვალისწინე, ჩემი რჩევაც, თხოვნაც და მუდარაც ;დდდ ძალიან მავარი გოგო ხარ, ძალიან მაგარი მოთხრობის ავტორიც. პ.ს შენზეა როგორ გაიგებ ამ კომენტარს. ,,კარგ მთქმელს, კარგი გამგებიც უნდაო" ;დდ ♡♡♡

 



№12  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

_alaskaay_
მოკლედ, გამარჯობა ;დდ მინდა გითხრა, რომ კარგი მოთრობა გაქვს. მომწონს შინაარსი, მაგრამ მინდა , მინუსებუც გითხრა. თუ არ გეწყინება რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ იმისთვის ვამბობ, რომ მეტად გაიწაფო წერაში ხელი და არა ვინმეს თვალში დაგაკნინო. (ღმერთმა დამიფაროს ასეთი განზრახვისგან.) მოკლედ, რა მინდა გითხრა. სიტყვებს ჭამ, რაღაც დაუსრულებელის შთაბეჭდილებას მიტოვებს, თითქოს, ,,ხელგაქცეული" ნაწერიაო. სიტყვები გაასწორე გთხოვ, შედარებები ,,მაღალფარდოვანი" სიტყვებით გააკეთე. ცოტა დალაგებულად, დაწერე დროში ნუ იხტუნავებ. იმას არ ვამბობ, დრო გერევა მეთქი. კარგად წერია , მაგრამ წინადადებებში მაინც შეინიშნება არასრულყოფილება.... არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს და ცუდად წერ, პირიქით გადასარევი გოგო ხარ. განსხვავებული ფიქრებით. ძალიან , ძალიან, რომ მომწონს, მაგიტომ მინდა რომ წერის სტილი დახვეწო. (მეც არ ვარ გადამრევი) მაგრამ, როცა ამდენი სტილისტური შეცდომა, დაუმთავრებელი გრძნობები, გაქცეული სიტყვები, არეული დროა მიძნელდება. არა და უძალიან მაგრესად მინდა ბოლომდე მივყვე. გთხოვ გაითვალისწინე, ჩემი რჩევაც, თხოვნაც და მუდარაც ;დდდ ძალიან მავარი გოგო ხარ, ძალიან მაგარი მოთხრობის ავტორიც. პ.ს შენზეა როგორ გაიგებ ამ კომენტარს. ,,კარგ მთქმელს, კარგი გამგებიც უნდაო" ;დდ ♡♡♡

დიდი მადლობა, ნამდვილად, სწორი შენიშვნებია. ვეცდები, გავითვალისწინო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent