შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარს იქეთ [ნაწილი მეხუთე]


1-02-2018, 20:23
ავტორი ელპინი
ნანახია 402

ზღვარს იქეთ [ნაწილი მეხუთე]

იმდენად გაურკვეველი იყო შექმნილი ვითარება, რომ ვერც ნინუცას ჩქმეტა მაფხიზლებდა, ვერც ანდრეს მომნუსხავი მზერა და ვერც საბას ფართედ გაღიმებული სახე. ვერ გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს.
-ანდრე, იქნებ, აგვიხსნა რა და როგორ?
ბოლოს ისევ ნინუცამ და მისმა ცნობისმოყვარეობამ გაიმარჯვა და ამოიბლუკუნა ორი სიტყვა.
-მაღაზიიდან, ფსიქოლოგის კაბინეტში.
თვალი ჩამიკრა, გამიღიმა და ჩემ გვერდით ჩამოჯდა. წამით სუნთქვა შემეკრა, ისიც გავიფიქრე, რომ მისი სიახლოვისგან მალე გავითიშებოდი და რაღაც დამემართებოდა, არც არაფერი იყო დაუშვებელი.
-წერილი?
ნინუცა ისევ ვერ აჩერებდა ენას და უკვე, გამოფხიზლებული თვალებს ვუბრიალებდი.
-მარტივად.
ანდრეს ახასიათებდა ლაკონური საუბარი. თან, ამოუხსნელი. აი, ყველა სიტყვაში, რომ რაღაცის გამოჭერა უნდა ეცადო, ეგეთი. მეგონა, მარტო მე ვხვდებოდი მის ამ სიტყვებში გამოჭერილ რაღაცას, ან შეიძლება ასეც იყო.
-და შენ საბას იცნობ?
ნინუცას ცნობისმოყვარეობას მაინც არაფერი შველოდა. ანდრეს და ნინუცას შორის ვიჯექი და ორ ცეცხლშუა ვიწვოდი. მარცხნიდან ანდრე მწვავდა, მარჯვნიდან ნინუცას ცნობისმოყვარეობისგან აბობოქრებული თვალები.
-მეგობრები ვართ და ჩემი ფსიქოლოგია.
ახლა მე გავხედე ანდრეს გაფართოებული თვალებით და მგონი, ყველა განტოლება ამოვხსენი, მაგრამ ასე მალე არ დაკარგავდა მის იდუმალებას.
-საბა, დღეს ვიზიტზე ვარ მოსული და დამსწრეების გარეშე, თუ შეიძლება.
სიმართლე გითხრათ, ჩემი უხეშობა მე თვითონაც გამიკვირდა. ეს უფრო იმით იყო გამოწვეული, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ ვამჩნევდი ანდრეს, მაგრამ როგორ უნდა შემემჩნია. ხომ გეუბნებით, ვიბნევი-მეთქი, ახლა კი არ ვიბნევი, საერთოდ აზროვნების უნარს ვკარგავ.
-დროებით.
საბამ ანდრეს თვალებით ანიშნა და ნინუცასთან ერთად უთქმელად გავიდნენ კაბინეტიდან.
-ანა, დღეს ვისაუბროთ ზოგად ჭეშმარიტებაზე, გინდა?
ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა ზუსტად. არა, გატყუებთ, მივხვდი და იმედია, თქვენც მიხვდით.
-გისმენ.
თავი დავუქნიე და ამოვისუნთქე. პირველი კითხვა უკვე, ვიცოდი, რაც იქნებოდა და ეს მაშინებდა. პასუხი მაშინებდა, რომელიც კითხვაზე უნდა გამეცა, თუნდ ორაზროვნადაც.
-თავს როგორ გრძნობ მასთან?
ტვინში თითქოს, რაღაც მძიმე წერტილზე დამაბიჯეს და თავზარი დამცა კითხვამ. ვიცოდი თავს, როგორც ვგრძნობდი, მაგრამ არ მინდოდა ამის საჯაროდ თქმა. რაღაც მაკავებდა. უფრო ის მაკავებდა, რომ მე მინდოდა ჩემი და ანდრეს ურთიერთობაშიც ყოფილიყო იდუმალება.
-მბოჭავს, მაგრამ ფრთებს მასხავს.
ამოუხსნელი იყო. უცებ, რაც გამიელვა თავში, ის ვთქვი. არც მეტი, არც ნაკლები.
-ბოლომდე იცლები?
-თვალებში შევხედავ და საკმარისია ზღვარს გადაცილებამდე.
-ანუ, შენ ამბობ, რომ ზღვარს სცდები, მაგრამ რაღაც მაინც უკან გაბრუნებს.
უკვე, ერთ აზრიან წინადადებას მერამდენედ მიმეორებდა და თითქოს სიმართლეს მაჯახებდა პირდაპირ.
-თავადაც ხომ იცნობ მას...
ხელებს ერთმანეთს ვუჭერდი, არ ვიცოდი-ასე რა მანერვიულებდა.
-ერთმანეთს გავხართ.
სიამოვნებისგან გამეღიმა. ვგრძნობდი ამას ისედაც, მაგრამ სხვისგან წარმოთქმული ორად ორი სიტყვა სხვაგვარად ჟღერდა.
-საბა, ჭეშმარიტებას ხედავ ზღვარს, რომ ვცდები იმაში?
-ადამიანები შებოჭილები ვართ ნებისმიერი მიზეზის გამო. შენ აქამდე გქონდა მიზანი, რომ დაგევიწყებინა ყველაფერი, რაშიც ახლა ზუსტად ეგ ზღვარს გადასვლა გეხმარება. მე ვფიქრობ, ჩვენ ხანდახან ფიქრებს არ უნდა ვენდოთ. წამში შეიძლება ერთდროულად ათმა აზრმა გაგიელვოს, მაგრამ გულთან მხოლოდ ერთი მივიდეს. და ზუსტად იმ ერთს უნდა დაეყრდნო, თუ გინდა იმას მიაღწიო.
-და ანდრე?! ის ხომ ასეთია?!
საბა ხვდებოდა ჩემს ნათქვამ თითოეულ სიტყვაში ჩადებულ ნებისმიერ აზრს. "ასეთის" ასპექტში ანდრე ალბათ მიხვდით როგორი იყო, თუ ვერა, მაშინ ჩათვალეთ, რომ დიდი დრო გჭირდებათ ადამიანების შესაცნობად.
-ანა, ანდრე ხომ შენთვის უკვე ნიშნავს ბევრს თუ არა, ცოტას მაინც. ამდენი ფიქრისგან დაიბნევი, აზრის გამოტანა გაგიჭირდება. ნუ ეძებ მასში ყველაფერს, რასაც განახებს, საკმარისია. დრო მოვა, დრო და ყველაფერი ამოიხსნება. თუნდაც, ის წერილიც.
-დროებით, საბა.
სხვა არაფრის თქმა მინდოდა. 10 წუთიანი საუბარიც კი, საკმარისი იყო იმისთვის, რომ მე რაღაც დასკვნამდე მივსულიყავი.
-ანუკი.
კაბინეტიდან გამოვედი თუ არა, ანდრეს ხმა მისწვდა ჩემს ყურთასმენას.
-გისმენ.
არ ვეუხეშებოდი, უბრალოდ, 10 წუთიანი სიმართლე დიდ კვალს ტოვებდა ჩემზე.
-ნინუცა წავიდა.
-როგორ თუ, წავიდა?
გაკვირვებულმა შევხედე. ნინუცა ასე არასდროს იქცეოდა.
-ჩაიზე გეპატიჟები.
-დღეში რამდენჯერ სვამ?
თვალმოჭუტულმა და წარბაწეულმა ვკითხე.
-ამ ბოლო დროს, ხშირად. არა, უფრო სწორად, საათში 5 ფინჯანს ვსვამ.
სიცილით მითხრა და თვალები ლამის გადმომცვიდა.
-ჯერ, ხომ ნახევარ ფინჯანში ნახევარზე მეტი შაქარია და თან, მერე ამდენჯერ. ლოგიკურად, რომ ვიმსჯელოთ-შენს თავსაც აზარალებ და შენს თავსაც.
ბოლოს სიცილით ვუთხარი, და მერე გავიაზრე, რომ ისევ საბას კაბინეტთან ვიდექით და მე, ისევ აფექტის მდგომარეობაში ვიყავი.
-აჟღურტულდი, ანუკი?
ხელი თმისკენ წამოიღო, და ავჟღურტულდი არა, მაგრამ ელდა მეცა, და დარწმუნებული ვარ, სახეზე ცისარტყელამ გადამიარა.
-დიაბეტი დაგემართება ამდენი ჩაის დალევით.
-სტრატეგია შევცვალე, 7 კოვზი შაქარი 9 კოვზამდე გავზარდე.
-ისე, ადამიანებს ჩაი უყვართ, სიმშვიდე მოაქვსო და მართალია?
ვითომ რაღაც აზრიანი ვკითხე, მაგრამ გეფიცებით, რომ ვუყურებ-ვიბნევი და მეც არ ვიცი, რას ვამბობ.
-გინდა გითხრა, რატომ ვსვამ ამდენ ჩაის ამდენი შაქრით?
-აბა, გისმენ. გამანდე ბრძნული საიდუმლო.
სიცილით ვუთხარი, არადა, რა მაცინებდა. მთელი ორგანიზმით ვიწვოდი.
-ამბობენ-ჩაი მონატრებას შველის-ო, მეც ვენდე და აშკარად შველის.
ამაყად მითხრა, მაგრამ მაინც დავიჭირე მისებური რაღაც. ყველა სიტყვაში, ხომ გრძნობას აქსოვს. მონატრება, ზოგადად, ისეთი გრძნობაა სულ მთლიანად, რომ შეგიჭამს ორგანიზმს, სულს აგიფორიაქებს. მონატრება ის გრძნობაა, ადამიანს უკვე, რაღაცას რომ მიანიშნებს. ვიღაცის მონატრება ნიშნავს, რომ შენში რაღაც იცვლება. რაღაც ნაწილი, რომელიც ყოველ წუთს იმას აწვდის ტვინს, რომ უნდა მოგენატროს, აუცილებლად უნდა მოგენატროს და გაგაგიჟოს ამ მონატრებამ, სული შეგიძრას და სხვა რამეზე/ვინმეზე ფიქრის საშუალება არ მოგცეს.
-ახლა, რომ გკითხო-ვინ გენატრება-თქო, საშინელება იქნება.
სიცილით ვუთხარი.
-თქმა არაა აუცილებელი.
თვალი ჩამიკრა. უკვე, იმდენი ხანი ვიდექით საბას კაბინეტთან, და დროც ისე გადიოდა, ვერც ვგრძნობდი, მაგრამ ანდრესთან ვერაფერს ვგრძნობდი მისი სიახლოვისგან გამოწვეული ჩემი სისუსტის გამოვლინების გარდა. სისუსტე უშნოდ ჟღერს, მაგრამ ანდრე უკვე, ჩემი სუსტი წერტილი გახდა.
-ჰო.
-შენ არ გენატრები, ანუკი?
-მაშინაც, როცა ჩემ გვერდით ხარ.
ლოყაზე მაკოცა და გაიღიმა.
მე გავშეშდი...
კადრებიც...
მეწვოდა მთელი სახე და მის ტუჩებს ცხადად ვგრძნობდი...
-აბა, წავედით ჩაიზე ჩემთან, უარს არ მივიღებ და ისედაც ვიცი, რომ არ მეტყვი.
ხელი გადამხვია და გული გამიჩერდა, წამით აზროვნებაც დავკარგე, ვუყურებდი მის ჩემზე გადახვეულ ხელს და ყველაფერი მეწვოდა. წარმოიდგინეთ, ცხელ წყალს უშვერთ ხელებს და თქვენ ამას უნდა გაუძლოთ. ნუ, არც ისე კარგი შედარებაა, მაგრამ ჩემს ტვინს ახლა მეტი არ შეუძლია.
-ჩაი, თან, მე გავაკეთებ, სხვა გემო აქვს, ხომ იცი?
აშკარად ეტყობოდა, რომ მისი თავით ამაყობდა.
-გაზაფხული გიყვარს?
ისე ჩავფიქრდი სხვა რაღაცაზე, სულ სხვა კითხვა დავსვი, მაგრამ მართლა მაინტერესებდა.
-მხოლოდ იმიტომ, რომ ანამარიასთან ერთად ვსეირნობ. იცი, რა საყვარელია. რომ მივალთ გაიცნობ, მოეწონები.
თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და სანთებელაზე მოუკიდა. ერთი ნაპასი დაარტყა და მოჭუტული თვალით შემომხედა.
-შეჩერდი, რა.
მხარზე მოხვეული ხელით გამაჩერა და მისკენ შემაბრუნა. კითხვისნიშნიანი თვალებით შევხედე და სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია, ხელები ჩემკენ გამოსწია და დაბოხებული, შეცვლილი ხმით მითხრა.
-ჩაგეხუტები, რა.
აქამდეც ხომ არ ვყოფილვარ ნორმალურად, მაგრამ რომ ჩამეხუტა სუნთქვა შემეკრა. დამეფიცება, ამაზე მაგარი ცხოვრებაში არაფერი მიგრძვნია. ელექტრონეიტრალურად არ ვიცი, მაგრამ სისხლი მიდუღდა მთელს ორგანიზმში. მეც კი, ვგრძნობდი გულის ცემა როგორი აჩქარებული მქონდა.
-ანუკი, გული გაგისკდება სადაცაა, ისე გიფეთქავს.
-შენთან გამოვლენილი ჩემი სისუსტის მეშინია.
-მე და შენ ერთად ვართ?
-მე ზღვარს ვცდები, ანდრე.
დარწმუნებული ვარ, ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ გაუგია და მიხვდა, რაც ვიგულისხმე. თავი ჩემს კისერში ჰქონდა და მისი ცხელი სუნთქვა მეფრქვეოდა. ტაო მაყრიდა. პულსი მიჩერდებოდა. მეგონა, რაღაც პარანორმალური მოვლენა ხდებოდა ჩემს თავს. მე გაშეშებული ვიდექი, ხელის ამოძრავების მეშინოდა. მეგონა, შევეხებოდი თუ არა, მაშინვე დავკარგავდი გონებას. მაინც გავბედე, ხელები შემოვხვიე და ფრთები შემომესხა.
-ეგრე რა, ანუკი. ოქრო გოგო ხარ!
მის სიტყვებში იმხელა სითბო ვიგრძენი, გამეღიმა. ხელები უფრო შემოვხვიე. მინდოდა, არასდროს გამეშვა ჩემგან. სიტყვით ვერ ვამბობდი, მაგრამ უნდა ეგრძნო აუცილებლად. ხელები მიკანკალებდა მისი შეხებისგან. ალბათ, მალე სულ გამანადგურებდა და გონებას დამიბინდავდა, არაფერი იყო დაუშვებელი. ნორმალური არ არის ეს ყველაფერი, მაგრამ თვით ანდრეც, ხომ არანორმალურია?! ამიტომ, სხვა არაფრის ახსნაა საჭირო.
-ანუკი დამიძახე, რა.
თხოვნით ვუთხარი მის კისერში თავჩარგულმა.
-უკვე, მეორედ მეუბნები ამ წინადადებას.
-მე, ხომ გთხოვე?!
-ანუკი.
მთელ სხეულში სითბო ჩამეღვარა, გამითბო სხეული ამ ერთმა სიტყვამ.
-წავედით?!
ოდნავ უკან გამოვიწიე და ხელებიც შემიშვა.
-რომანტიულობის თეორიაზე არაფერი გსმენია, ანუკი?
დაეჭვებულმა მკითხა.
-კი, ძალიან ბევრი, მაგრამ მარტივი თეორიებია. პრიმიტიული.
-და ეგ მარტივი თეორია, ახლა რომ გამოგეყენებინა, არა?
სიცილით მითხრა. სიგარეტი ისევ ტუჩებს შორის ჰქონდა გაჩრილი და ღრმა ნაპასებს არტყავდა. ხან კვამლსაც გამოუშვებდა პირიდან და არ ვიცი, მეჩვენებოდა თუ არა, მაგრამ ამ მომენტში უფრო რომანტიული მეჩვენებოდა ანდრე.
-განა, არ მინდოდა?! რა ვიცი.
-ისევ ჩაგეხუტები, გინდა?
პასუხის გაცემაც არ დამაცადა, ისევ გამოიწია ჩემკენ. თავი ჩემს კისერში ჩარგო და სველი ტუჩები ყელზე მომაკრო. სულ გავშეშდი, გეფიცებით. თავიდან ფეხებამდე დამიარა. არა, რაღაცამ გადამიარა.
-ასე უფრო კარგი არაა, ანუკი.
-ჰო.
ენის ბორძიკით ძლივს ვთქვი ერთი სიტყვა. სიტყვა არა, მარცვალი.
-რა კარგი სურნელი გაქვს, არც კი იცი.
-ჰო.
-ანუკი, რა იყო, რამე სხვა მითხარი. ასე რატომ იბნევი?
-საკმაოდ ლოგიკური კითხვაა, მაგრამ ისე, არ ვიცი, რა გიპასუხო.
გაიცინა. მისებურად. მომშორდა, გვერდით დამიდგა და გზა გავაგრძელეთ.
-ანამარია ვინაა?
-ჩემი შვილი.
-როგორ?
-ჰო.
ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა, ვერც გავიცინე. ან, ისიც ვიფიქრე-მეღადავება-თქო, მაგრამ გამომეტყველება ჰქონდა უცნაური, რომ ვერაფერს ამოიკითხავდი ისეთი.
მერე, ისეთი სახით გავხედე, სიცილი ატეხა და უკვე, მერამდენედ ცდილობდა ჩემს გასულელებას.
-მართლა კი არა, ანუკი. რა სახე გაქვს.
ლოყაზე მაკოცა უცებ და სახე გასწია.
-მერამდენედ უნდა მაკოცო ლოყაზე, ანდრე?
-ხო, მაგრამ ეს ხომ რომანტიულია. თან, ლოყაზე კოცნა მაინც სულ სხვაა, რა.
-აი, ლოყაზე კოცნა როგორაა სულ სხვა, ამიხსენი.
სიცილით ვუთხარი.
-როგორ გითხრა. ანუ, ჩემთვის ასეა.
-კარგი. მერე მითხარი მაშინ სხვა დროს. კარგად, რომ დაფიქრდები პასუხზე.
თვალი ჩავუკარი და თექვსმეტ სართულიან კორპუსს თვალი ძლივს მივაწვდინე.
-ლიფტის ხომ არ გეშინია, ანუკი?
-მე არა, შენ?
-კი.
კბილები დაკრიჭა და ხელები ნერვიულად გაუსვა ერთმანეთს.
-ჩემთან ერთად არ შეგეშინდეს.
-რატო, კლაუსტროფობიას შენ უშველი?!
ნერვიული სიცილით მითხრა. აშკარად ეტყობოდა, რომ ეშინოდა.
-არა, ჩაგეხუტები და ნახავ, რომ არც არაფერია საშიში.
-მეათეზე ვცხოვრობ.
-წავედით.
ლიფტში შევედით, მეათე სართულის ღილაკს დავაჭირე და ანდრეს გავხედე. ერთიანად კანკალებდა.
-დამშვიდდი, ანდრე.
მხარზე მივეხუტე, თავი თავადე.
-ისე, მთლად საშიშიც არ ყოფილა. ოღონდ, შენთან ერთად, თორემ აქ მარტო მოვკვდები.
თავზე მაკოცა. ხელით ჩემი მტევანი დაიჭირა და მაკოცა.
-მოვედით.
წინ გამატარა და მერე თვითონ გამოვიდა. ჯენლტმენი, რომ დაიბადები. კარებზე დააკაკუნა და როგორც მივხვდი, ანამარიამ გააღო.
-ანდრე.
შეჰკივლა და სიხარულით შეახტა ანდრეს.
-ანამარია, ნახე, შენსავით ლამაზი გოგო მოგიყვანე. ანუკი ჰქვია.
გავუღიმე და მაშინვე ჩემკენ მოიწია.
-თმებზე რა კარგი სურნელი გაქვს.
მინდვრის ყვავილების და თაფლის.
გამეცინა. ანდრემაც ზუსტად ასე მითხრა. ან უბრალოდ დამთხვევაა, ან ანდრემ წინასწარ უთხრა ამ პატარა ქალბატონს.
-პატარა ქალბატონო, შენ რა საყვარელი ყოფილხარ.
თმებზე წავეთამაშე.
-სალომე სადაა, ანამარია?
-სამზარეულოში.
-წამოდი, აივანზე გავიდეთ, შენ დედასთან მიდი და მოვალ მეც.
თვალით მანიშნა და აივნისკენ წავედით. ანამარია სამზარეულოში გავიდა. უსაყვარლესი ბავშვი იყო და როგორ ეტყობოდა, რომ ანდრე ძალიან უყვარდა.
-ხედი მაქვს უძალიანლამაზესი.
-როგორი სიტყვაა ეგ? ან არსებობს ლექსიკონში?
-რა ვიცი. ამ წუთას მოვიგონე.
სიცილით მითხრა.
-აღარ ცადო მეტჯერ.
-ჩაის მოვადუღებ. შენ მანამდე ხედით დატკბი.
ლოყაზე მაკოცა და გავიდა. ისევ აფექტის მდგომარეობაში დამტოვა. სულ გაჟრუებული მქონდა ლოყა. ფიქრში დრო ისე გავიდა, ანდრეს ხმაც ვერ გავიგე, რომ მეძახდა.
-ანუკი.
-ჰო, ანდრე.
-მოდი და იხილე ჩემს მიერ მომზადებული ჩაის სიტკბოება.
გაიცინა. მან, რომ იცოდა ისე. აივანზე ვიჯექით. ჩაით ხელში. ვუყურებდი და მიყურებდა. ვგრძნობდი, მაგრამ არ ვიცი, თვითონ თუ მგრძნობდა. მის თვალებში მთელ სამყაროს ვხედავდი. ვხვდებოდი, რომ ეს ბოლო წვეთი იყო.
-იმ დღეს, რომ მოგწერე...
-იცი, იმ დღეს რა დამემართა.
-რა, ანუკი?
-გული გაორმაგებულად არა, გაასმაგებულად მიცემდა.
-რატო?
-იქ დაგიჭირე, ანდრე.
-როგორ?
-ყველა სიტყვაში.
-ჩაის სხვა გემო აქვს, ანუკი?
-ეგ შენ კი არ უნდა მკითხო, მე უნდა გითხრა, ანდრე.
-ხო, დამაბნიე და მაგიტომ.
-არა უშავს.
-ანუკი.
-ჰო, ანდრე.
გავხედე და გამიღიმა.
-თვალები დახუჭე, რა.
-რატო?
-თვალები დახუჭე, რა.
დავხუჭე და მისი ტუჩები ჯერ ერთ თვალზე შემეხო, შემდეგ მეორეზე. თვალები ამიცრემლდა უნებურად. პირველად ვიყავი ასე.
-რატომ ტირი, ანუკი?
-არ ვიცი.
-გატკინე რამე?
-არა. უბრალოდ, არ ვიცი...
-შენი თვალები...
-უსასრულობაა.
ხელის მტევანი მის ხელებში მოიქცია და ხელზე მაკოცა. ახასიათებდა უცნაური ქცევა.
-თვალები იმიტომ ავირჩიე, რომ სხვა არის. სხვა. მე ვერ აგიხსნი. შენით მიხვდი, რა.
ბოლოს თხოვნით მითხრა. თავი დავუქნიე. ფეხზე წამოვდექი. ახლა წასვლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. არც იმის შიში მქონდა, რომ აქედან მარტო უნდა წავსულიყავი.
-წავალ, რა.
ლოყაზე ვაკოცე. თვალით ვანიშნე არ გამომყოლოდა და წავედი. მივდიოდი, მაგრამ ვერც ვერაფერზე ვფიქრობდი. მე ზღვარს გავცდი, ხომ ხვდებით?! ზღვარს, რომელსაც ანდრე ჰქვია. ანდრე, რომელსაც მივყავარ უსასრულობამდე. უსასრულობა, რომელიც რვიანივითაა. რვიანი კი, გაბნევს. თუ ვერ გაიგეთ, მაშინ თავიდან წაიკითხეთ.
ტელეფონზე შეტყობინების ხმა იყო. ახლაც ვიგრძენი, როგორც მაშინ. ვერ ვხსნიდი ჩემს მდგომარეობას.
"გარეთ ვარ. რაღაცებზე დავფიქრდი და მივხვდი, რომ უკვე, 44 წუთი გავიდა და მე საშინლად მომენატრე. წავალ, ისევ ჩაის დავლევ.
შენი ანდრე."


მოკლედ გეტყვით. ნუ, შევეცდები მაინც.
ეს დღეები მძიმე იყო ჩემთვის და ისეთ რაღაცებთან მომიწია შეჯახება, რამაც ჩიხში მომიმწყვდია, ასე რომ ვთქვათ.
ვერ ვიფიქრებდი და არც ვიფიქრებდი რეალურად, რომ ვთქვა. უხეშად, მაგრამ მაინც.
შეიძლება, არარეალურია რასაც ვწერ. შეიძლება, ბევრს არ მოეწონოს. მაგრამ...
მე მიყვარს სიტყვა-მაგრამ.
ეპიზოდები ჩემი პირადია. განდობთ თქვენ ყველა სიტყვას და მოუფრთხილდით, შეინახეთ, მეტს არაფერს გთხოვთ, რა.
ვწერ და ყველა სიტყვას ვეფერები. გულში ვიხუტებ. მნიშვნელოვანია ჩემთვის და მაგიტომ.
დაგვიანება-ჩემი ყველაზე დიდი მინუსია. ფიქრი მჭირდება წერის დროს. ეს ისტორია სხვაა თავისი ანდრე-თი.
მაპატიეთ, თუ არ მოგეწონებათ და რაღაც ისე არ იქნება, რასაც ჩემგან ელით.
ანდრეს გისურვებთ!
სხვას ვერაფერს გეტყვით.
მიყვარხართ, მიხარიხართ და გაფასებთ.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი სვანი

მმმმმმ
არა რა აქ წაკითხული სხვაა მაინც
ხოდა ჩემოოო გენიააა
იცი რომ ვაბოდებ შენზე და აღარ გვინდა აქ მეტი
ანამარიას მგონი ჩემზე მეტად უყვარხარ
გოგონებოო გეპატიჟებით ჩაიზე თითებს ჩაიკვნეტთ ისეთი ჩაი მაქ
ხო კიდე ანუკი მე ლიფტში არ შემოვალ 3წელია ეს დავდივარ და ვივლი კიდე ესე არაუშავს
ისა და როარ გითხრათ არ შემიძლია
ჩემს ანუკის არავის გაგიყობთ ჩემია და ვსო არავის გაგიყობთ განურჩევლად სქესისა ასაკისა რჯულისა ეროვნებისა
მტირალა შენზე დავფიქრდები კარგი გოგო ჩანხარ
ანკა ჩემო ნიჭიერო ყველაზე მეტად მიყვარს ეს ისტორია მიუხედავად ბევრი რამისა
ხო გოგოებოოო მიხარია ანდრე ჩემი პროტოტიპი ასე რომ მოგწონთ და გიყვართ (ცხვირზე იღადავა )

 



№2  offline წევრი მარიკუნაა♥️

ნუ ნერვიულობ:)
ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.
ყოველ შემთხვევაში აქ.
თუ რამე გაწუხებს...
იცი, რომ სულ მცალია:) <3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№3  offline მოდერი ელპინი

სტუმარი სვანი
მმმმმმ
არა რა აქ წაკითხული სხვაა მაინც
ხოდა ჩემოოო გენიააა
იცი რომ ვაბოდებ შენზე და აღარ გვინდა აქ მეტი
ანამარიას მგონი ჩემზე მეტად უყვარხარ
გოგონებოო გეპატიჟებით ჩაიზე თითებს ჩაიკვნეტთ ისეთი ჩაი მაქ
ხო კიდე ანუკი მე ლიფტში არ შემოვალ 3წელია ეს დავდივარ და ვივლი კიდე ესე არაუშავს
ისა და როარ გითხრათ არ შემიძლია
ჩემს ანუკის არავის გაგიყობთ ჩემია და ვსო არავის გაგიყობთ განურჩევლად სქესისა ასაკისა რჯულისა ეროვნებისა
მტირალა შენზე დავფიქრდები კარგი გოგო ჩანხარ
ანკა ჩემო ნიჭიერო ყველაზე მეტად მიყვარს ეს ისტორია მიუხედავად ბევრი რამისა
ხო გოგოებოოო მიხარია ანდრე ჩემი პროტოტიპი ასე რომ მოგწონთ და გიყვართ (ცხვირზე იღადავა )

არავითარი ჩაიზე დაპატიჟება!
ხომ იცი, რაც მოყვება მაგას მერე.
ანამარია, პატარა ჭინკა მეც ძალიან მიყვარს.
ლიფტზე ვიბაასეთ უკვე, ჩვენ :დდდ
მტირალა, დიახ, ის სხვაა!
შეუდარებელია!
მიუხედავად ბევრი რამისა...
ეს ვიცი, ხო.
რატო არ გაგიხარდება რო -_-
უნამუსო შენ!
მიყვარხარ ძალიან.❤❤❤
პ.ს. ცხვირზე არ მიღადავია. უშნო ცხვირი აქვს, მართლა :დდდდდ
ნუ, კარგით, გატყუებთ.
უკურნოსესი ცხვირი აქვს ანდრეს.
:****

მარიკუნაა♥️
ნუ ნერვიულობ:)
ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.
ყოველ შემთხვევაში აქ.
თუ რამე გაწუხებს...
იცი, რომ სულ მცალია:) <3

მარიამ.
მარიამ.
პირველად მესმის შენგან, მგონი ეს სიტყვები და რომ იცოდე, როგორ მიხარია.
დიდი, დიდი მადლობა.
გაფასებ და მიყვარხარ.

 



№4 სტუმარი სტუმარი თამარი

რა უნდა გითხრა არ ვიცი. სრულიად სხვა რაღაცას ვკითხულიბ და სრულებით სხვა რაღაცას ველი თითქოს. ასეთი რამ ჯერ არ წამიკითხავს. არ ვიცი, ვერ მივხვდი უბრალოდ პირველად წავიკითხე ამ ისტორიაზე შენი მიწერილი სიტყვები და ვერ ვხვდები ეს რეალურია და მაგიტომ თქვი პირადიაო თუ რაიმე სხვა. მაგრამ სასწაული კი ხარ. როგორი ველოდებოდი ამ თავს ნეტა იცოდე და ეოგორ დაველოდები სხვებს ნეტავ ეგეც იცოდე. მიყვარს ანდრე და მიყვარს ანუკი❤ და შემიყვარდი შენც. მგონი ეს პირველი ისტორიააა შენი რასაც ამ საიტზე ვკითხულობ. მიუხედავად იმისა რომ 3 წელზე მეტია ალბათ რაც აქ ვარ :დდ წარნატებები შენ სიყვარულის გოგოვ❤❤

 




"ანუკი,ოქრო გოგო ხარ ! " იცო თვალში როგორ მეცა? შენც მიხვდები რატომ.ისტორია რაღაც საოცრებაა.თითოეულ სიტყვას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,დს ეს მუდამ ასე იქნება.ჩახუტება,ამაზე კი უკვე არაფერს ვამბობ.ჩემთვის ეს პატარა მოქმედებაც კი მთელ სამყაროს და სიტყვით უთქმელ გრძნობებს უდრის.ანუკის ზღვარს იქით გადასვლა ჩემთვის ნორმალურია რადგან ჩემი აზრით ეს ესე უნდა ყოფილიყო (შეიძლება შენ სხვანაირად ფიქოებ}...მიყვარს ეს ისტორია,მისი ყველა სიტყვა და სასვენი ნიშანი.მისი წაკითხვის დროს სხვა სამყაროში ვვარდები და ეს ძალიანაც მომწონს.მიყვარს ყველა ის შეგრძნება რასაც ეს ისტორია მაძლევს და მანიჭებს.ყველა ეს გაუგებარი წინადადებები რომელიც ჩემთვის სრულიად გასაგებია.მიყვარს ის განტოლებასვით ამოუხსნელი ანდრეი და ზღვარს გადასული ანუკი.მართალია ძალიან ბევრი მიყვარს გამომივიდა თუმცა ესეც არ არის საკმარისი...
მიყვარხარ!
შენი ანუკი

 



№6 სტუმარი მარი. ელ❤

ოხ ოხ ოხ ჩემო ბრილიანტოოო❤ შენს ამ დაგვიანებებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მთავარია რომ ამ მსუყე ყველა ემოციით გაჯერებული თავებით მინაზღაურეებ❤ განსხვავებულია და შენსავით თბილიი❤ ეს წყვილი სიღრმისეულად აღიქვავს ყველაფერს განსხვავებულად სიტყვებიც ზედმეტია მათთვის თვალებში ყურებითაც მიუხვდებიან ერთმანეთს სათქმელს❤ ანდრე ნამდვილად იდუმალიაა თუმცა ამის ამოხსნაც შესაძლებელია ანასთვის და ნელნელა გამოსდის მგონიი რას ვბლუყუნებ მეც არვიციი:დდდ სათანადოდ ვერ ვწერ კიდეე იმდენი მინდა მარაა სისულელეებიც შემომეწერინებააა და აქ გავჩერდებიიი:დდდ შენ რაც ხარ კი უნდა იცოდეე თუარიციი მაწყენინეებ:( ხოდა მოკლედ ასე გააგრძელეე ჩემო მარგალიტოო❤❤❤❤❤

 



№7 წევრი მწერალი ქალი

ეს ისტორია ისაა რასაც ვხედავ როცა თვალს ვხუჭავ და ვოცნებობ...ვოცნებობ ადამიანზე რომლის თვალებშიც საკუთარ თავს დავინახავ და ანდრე...ანდრე მარწმუნებს რომ მეც ვიქნები „ოქროს გოგო“:):):).ძალიან ჩემია ეს ისტორია...მადლობა...

 



№8 სტუმარი სტუმარი barbarebibileishvilii

pirvelrigshi bodishi ra ramdenixania ver shegexmiane da chemi bralia
exla motxroba es tavi ratomghac gandakutrebulad momewona da mesayvarla
ai tan dzaan gamixarda didi tavi ro iyo
mara didi ro ar dagedo chem wyevlas da landzgvas ver acdebodi
aii martla dzaan magari tavi iyo ai yvelaperi rom igrdznoba iseti da rolebshi rom iwrebi
chemi magari gogo xar shen da miyvarxar
bodishi da modishi ar unda
mitumetes rodesac aset saocar istorias deb

 



№9  offline მოდერი ელპინი

სტუმარი თამარი
რა უნდა გითხრა არ ვიცი. სრულიად სხვა რაღაცას ვკითხულიბ და სრულებით სხვა რაღაცას ველი თითქოს. ასეთი რამ ჯერ არ წამიკითხავს. არ ვიცი, ვერ მივხვდი უბრალოდ პირველად წავიკითხე ამ ისტორიაზე შენი მიწერილი სიტყვები და ვერ ვხვდები ეს რეალურია და მაგიტომ თქვი პირადიაო თუ რაიმე სხვა. მაგრამ სასწაული კი ხარ. როგორი ველოდებოდი ამ თავს ნეტა იცოდე და ეოგორ დაველოდები სხვებს ნეტავ ეგეც იცოდე. მიყვარს ანდრე და მიყვარს ანუკი❤ და შემიყვარდი შენც. მგონი ეს პირველი ისტორიააა შენი რასაც ამ საიტზე ვკითხულობ. მიუხედავად იმისა რომ 3 წელზე მეტია ალბათ რაც აქ ვარ :დდ წარნატებები შენ სიყვარულის გოგოვ❤❤

თამარ, მიხარია, რომ ამდენი წლის განმავლობაში როგორც იქნა ჩემამდე მოდი და ყველაზე მთავარი, ჩემთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიას მიფასებ ასეთი სიტყვებით.
ეს არის ისტორია, რომლის ყველა სიტყვაც, ასოც კი, თუნდაც სასვენი ნიშანი ბედნიერებას მანიჭებს.
მე ისე ვეფერები ყველა სიტყვას, ისე ჩემი-ა და ისე მიყვარს, ვცდილობ ყველაფერი ჩავდო ისტორიაში.
ბოლოს მინაწერი პირადული- რეალურია. ისტორია მიკავშირდება მე და მინდოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა ის ყველაფერი, რასაც ვგრძნობ და განვიცდი.
მიხარია, რომ ყველაფერს ხედავ და გრძნობ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ჩემი გრძნობები ასე მოდის შენამდე, თამარ.
უღრმესი მადლობა. მეც შემიყვარდი უკვე, საყვარელო. იცოდე, სულ გელოდები, თამარ.❤❤

 



№10  offline წევრი ფერადიი...

რატოოო მა....ევებ
ასე პირადპირ მოურიდებლად
გოგოა მომიტევებს ცენზურის დარღვევისთვისსსსს
არარსებობსსსს
შოკი ხარ სერიოზულად მაქლიავებ რძალოოო
ეს დაქლიავებული მული რათ გინდაა მერე
გეფიცებიი იკას ჩაის გამო სახში შაქრის დეფიციტი გვაქქ
და მეათეზე 234კიბეს ამის გარდა ვინ გაივლის აღარ ვლანძღავ მეშინია შენი
მაქლიავებ ძმას ვფიცავ
რაღაც სულში მწვდება და გულთან ძაან ახოლს მოდის ეს სიტყვები
ნუ გიკვირს იკიაკო სულ ესეთი იყო ყოველთვის უცნობი იქსი
ანამარიაც დაადებილე მიყახარ ანუკის გაიძახის სულ მართლა ეკეტება მგონი შენზე
მიყვარხარ ელლლ
ჩემო ელლლ
შენც იკაკოც "თქვენ"
აუფფ იკოს ნაირი ცხვირი მქონდეს რას ვჩივიიი
მიყვარხარ ელპინოოო
ჩემოოო სიყვარულოოოო
ანუკი ანდრეე საერთოოდ
შენ მაგაროოო

ეეე მა....ვებ რატო დამიწერტილეს

 



№11  offline მოდერი ელპინი

სულელი მეოცნებე
"ანუკი,ოქრო გოგო ხარ ! " იცო თვალში როგორ მეცა? შენც მიხვდები რატომ.ისტორია რაღაც საოცრებაა.თითოეულ სიტყვას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,დს ეს მუდამ ასე იქნება.ჩახუტება,ამაზე კი უკვე არაფერს ვამბობ.ჩემთვის ეს პატარა მოქმედებაც კი მთელ სამყაროს და სიტყვით უთქმელ გრძნობებს უდრის.ანუკის ზღვარს იქით გადასვლა ჩემთვის ნორმალურია რადგან ჩემი აზრით ეს ესე უნდა ყოფილიყო (შეიძლება შენ სხვანაირად ფიქოებ}...მიყვარს ეს ისტორია,მისი ყველა სიტყვა და სასვენი ნიშანი.მისი წაკითხვის დროს სხვა სამყაროში ვვარდები და ეს ძალიანაც მომწონს.მიყვარს ყველა ის შეგრძნება რასაც ეს ისტორია მაძლევს და მანიჭებს.ყველა ეს გაუგებარი წინადადებები რომელიც ჩემთვის სრულიად გასაგებია.მიყვარს ის განტოლებასვით ამოუხსნელი ანდრეი და ზღვარს გადასული ანუკი.მართალია ძალიან ბევრი მიყვარს გამომივიდა თუმცა ესეც არ არის საკმარისი...
მიყვარხარ!
შენი ანუკი

ანუკი, როგორ გელოდებოდი.
მე და შენ, "ანუკი, ოქროს გოგო ხარ!"-ვიცით რამდენს ნიშნავს ეს ფრაზა ორივემ.
მიხარია შენი ყველა სიტყვა და ზოგადად, როცა ადამიანი წერს და მკითხველამდე მიდის ასე გრძნობები, ყველაზე დიდი ბედნიერებაა.
შენი სახით უდიდესი ბედნიერება მხვდა წილად, პატარა გოგოვ.
უსაყვარლესი ხარ უმისამართოდ!
მე გენდე და ჩემს გრძნობებს განდობ ამ ისტორიით, შეინახე და მოუფრთხილდი.
დიდი, დიდი მადლობა, ანუკი იმისთვის, რომ ჩემთან ხარ.
ოქროს გოგო ხარ შენ!
მიყვარხარ.❤❤

მარი. ელ❤
ოხ ოხ ოხ ჩემო ბრილიანტოოო❤ შენს ამ დაგვიანებებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მთავარია რომ ამ მსუყე ყველა ემოციით გაჯერებული თავებით მინაზღაურეებ❤ განსხვავებულია და შენსავით თბილიი❤ ეს წყვილი სიღრმისეულად აღიქვავს ყველაფერს განსხვავებულად სიტყვებიც ზედმეტია მათთვის თვალებში ყურებითაც მიუხვდებიან ერთმანეთს სათქმელს❤ ანდრე ნამდვილად იდუმალიაა თუმცა ამის ამოხსნაც შესაძლებელია ანასთვის და ნელნელა გამოსდის მგონიი რას ვბლუყუნებ მეც არვიციი:დდდ სათანადოდ ვერ ვწერ კიდეე იმდენი მინდა მარაა სისულელეებიც შემომეწერინებააა და აქ გავჩერდებიიი:დდდ შენ რაც ხარ კი უნდა იცოდეე თუარიციი მაწყენინეებ:( ხოდა მოკლედ ასე გააგრძელეე ჩემო მარგალიტოო❤❤❤❤❤

ჩემი შაქარყინული გოგო!
აუ, როგორ მიყვარს, რომ იცოდე შენი კომენტარები და შენი კომენტარების კითხვა ერთი ცალკე დიდი ბედნიერებაა.
შენ, რომ იცოდე, როგორ მახარებ ყოველ ახალ თავზე შენი სიტყვებით, საოცარი, თბილი და შენსავით ტკბილი სიტყვებით.
ჩემი წლის აღმოჩენა ხარ, რა :დდდ
არ ვიცი, როგორ გადმოვცე ის, თუ რა გახარებული ვარ ახლა და სიხარულისგან თვალები აცრემლებული მაქვს.
გეფიცები ყველაზე ძვირფასს, არ მეგონა ეს ისტორია ასეთ დადებით შეფასებებს თუ მიიღებდა ასეთი საოცარი სიტყვებით.
უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული შენი და კიდევ ბევრის საოცარი სიტყვის დამსახურებაა ეს.
ჩემი ბედნიერება ხარ შენ, შაქარყინულო!
მიყვარხარ.
დაგვიანებისთვის ბოდიში, დრო არ მაქვს და ისედაც, მინდა, რომ კარგი გამოვიდეს, ამიტომ დიდ დროს ვუთმობ.
მადლობა, შაქარყინულოო.
❤❤❤❤

მწერალი ქალი
ეს ისტორია ისაა რასაც ვხედავ როცა თვალს ვხუჭავ და ვოცნებობ...ვოცნებობ ადამიანზე რომლის თვალებშიც საკუთარ თავს დავინახავ და ანდრე...ანდრე მარწმუნებს რომ მეც ვიქნები „ოქროს გოგო“:):):).ძალიან ჩემია ეს ისტორია...მადლობა...

შენ ახლა ისეთი სიტყვები მითხარი, რომ არც კი იცი, რამდენს ნიშნავს ჩემთვის.
ის, რომ ჩემი ისტორიის მთავარი პერსონაჟი შენში ამდენ გრძნობას იწვევს, ყველაზე მაგარია.
ისიც მაგარია, რომ ჩემი ისტორიის მთავარი პერსონაჟის მსგავს ადამიანს ხედავ შენს მომავალში.
დარწმუნებული ვარ-"ოქროს გოგო" მალე იქნები, ან იქნებ უკვე, ხარ, ვინ იცის.
ჩემთვის ოქრო გოგო ხარ შენ უკვე, მაგრამ აი, ის ერთი, რომ გეტყვის სულ სხვაა, ვიცი.
პირიქით, მადლობა, რომ აქ ხარ, ჩემთან ხარ და ასეთ გულში ჩასახუტებელ სიტყვებს მეუბნები.
ბედნიერ მომავალს გისურვებ და ანდრეს, ჩემთვის იდეალს და სრულყოფილებას. გაკოცეეე❤❤❤

სტუმარი barbarebibileishvilii
pirvelrigshi bodishi ra ramdenixania ver shegexmiane da chemi bralia
exla motxroba es tavi ratomghac gandakutrebulad momewona da mesayvarla
ai tan dzaan gamixarda didi tavi ro iyo
mara didi ro ar dagedo chem wyevlas da landzgvas ver acdebodi
aii martla dzaan magari tavi iyo ai yvelaperi rom igrdznoba iseti da rolebshi rom iwrebi
chemi magari gogo xar shen da miyvarxar
bodishi da modishi ar unda
mitumetes rodesac aset saocar istorias deb

ქალბატონო ბარბარე, მე და შენ ვიჩხუბებთ მაგაზე, უნამუსო გოგოვ შენ!
არადა, როგორ გელოდებოდი შენ, ხომ არ იცი. იმედია, არ გაქრები ისევ :))))
ნუ, კარგი. ეგ მერე იყოს.
ეს რა საოცრებებს მეუბნები შენ. გინდა გამაგიჟო?! გული გაასმაგებულად მიცემს და სადაცაა გასკდეს. ჯერ ხო ვიტირე სიხარულისგან იმდენი.
ამ თავის დაწერაზე იმდენი ვიწვალე დიდი, რომ ყოფილიყო და შენს რისხვას გადავრჩენოდი, თორე პირდაპირ ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი :დდდდ
მადლობა დიდი, ჩემო გოგო ასეთი სიტყვებისთვის და მოტივაციისთვის.
მიყვარხარ.❤❤

ფერადიი...
რატოოო მა....ევებ
ასე პირადპირ მოურიდებლად
გოგოა მომიტევებს ცენზურის დარღვევისთვისსსსს
არარსებობსსსს
შოკი ხარ სერიოზულად მაქლიავებ რძალოოო
ეს დაქლიავებული მული რათ გინდაა მერე
გეფიცებიი იკას ჩაის გამო სახში შაქრის დეფიციტი გვაქქ
და მეათეზე 234კიბეს ამის გარდა ვინ გაივლის აღარ ვლანძღავ მეშინია შენი
მაქლიავებ ძმას ვფიცავ
რაღაც სულში მწვდება და გულთან ძაან ახოლს მოდის ეს სიტყვები
ნუ გიკვირს იკიაკო სულ ესეთი იყო ყოველთვის უცნობი იქსი
ანამარიაც დაადებილე მიყახარ ანუკის გაიძახის სულ მართლა ეკეტება მგონი შენზე
მიყვარხარ ელლლ
ჩემო ელლლ
შენც იკაკოც "თქვენ"
აუფფ იკოს ნაირი ცხვირი მქონდეს რას ვჩივიიი
მიყვარხარ ელპინოოო
ჩემოოო სიყვარულოოოო
ანუკი ანდრეე საერთოოდ
შენ მაგაროოო

ეეე მა....ვებ რატო დამიწერტილეს

გამარჯობა, მულო.
ყველაზე გიჟო და არაორდინალურო :დდდდდ
შენ, მგონი, საბოლოოდ გააფრინე, ხო?!
არა, მეც რას გეკითხები ერთი. როდის იყავი ნორმალური რო :დდდ
ჩემი პატარა ანამარია, მეც როგორ მიყვარს ეგ პატარა ჭინკა.
ამაყობს ბავშვი, რაც გაიგო მის მერე :დდდდ
როგორ გიძლებს შენ გიორგი, მე არ ვიცი, რა ნერვები აქვს :დდდდ
იკა არ გამილანძღო!
და ხო, შაქარს არა უშავს :დდდდ
დალიე შენც ბევრი ჩაი, იქნებ, მოგენატრო და ინებო მოწერა, უნამუსო შენ!
მაგრამ კარგი.
მაინც, რომ მიყვარხარ, რა ვქნა?!
ჩემი თაკუ ხარ შენ.
ცხვირს ეშველება, ეგ არ იდარდო :დდდდ
მეც მიყვარხარ, თაკუ.
❤❤❤

 



№12 წევრი Mtirala

ელპინ,
ხო, იცი ახლა როგორ მიჭირს?!
როგორ მირთულს ყოველი სიტყვის წაკითხვა, წერაც მიჭირს.
იცოდი, რომ წავიკითხავდი,
იცოდი, რომ ვნხავდი, მაგრამ მაინც არ დამინდე.
ხო, ალბათ, ასეც იყო საჭირო,
უარესსაც ვიმსახურებ.
სიტყვებს ვერ ვპოულობ,
ზუსტად 10 წუთია, უაზროდ ვზივარ და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ.
არც არაფერი დამიმსახურებია,
არც ის ზევით თუ მაღლა, არც შენი თავი...
მაგრამ როგორ მესიამოვნა მტირალაზე დავფიქრდებიო,
შენ წარმოიდგინე და გამეღიმა...
იმდენი რამის თქმა მინდა, იმდენის.
უბრალოდ, უფლება არ მაქვს, ხომ გესმის?
ამ კომენტარის დაწერის უფლებაც არ მაქვს, არ ვიმსახურებ ამას,
მაგრამ რა ვქნა, გული ვერ მიძლებს.
მიყვარხარ
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№13 წევრი მწერალი ქალი

ძალიან დიდი მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის გულამდე მოდიხარ:*:*მეც გაკოცე

 



№14  offline წევრი ქეთიtaisia

ჩემო ბრილიანტოოო ????❤ როგორ მომენატრე????❤
აიიიიი ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე ???? რაჭულის ცეკვა დავიწყე კინაღამ:)
რა ქნა რომ ვგიჟდები ამ ისტორიაზე????
დაგვიანება ეს არაფერი არ ინერვიულო ..ამ მსუყე და გემრიელი თავებით ანაზღაურებ????❤
ანდრეზეე რა ვთქვა.. აი არ ვიცი მიყვარს, უბრალოდ მიყვარს ის იდუმალი და განტოლებასავით ამოუხსნელი ❤ მაგიჟებს თავისი ჩვევებით ????????❤
ანუკი... ,,ოქროს გოგო" როოგორ მიყვარს იცი???? მაგრამ ანდრე უფრო❤ ვერავინ შეედრება.. ერთადერთი და განუმეორებელი:)???? მიყვარს ეს ისტორია და კიდევ უფრო მეტად მიყვარხარ შეენ ტკბილოო❤❤❤

 



№15  offline მოდერი ელპინი

Mtirala
ელპინ,
ხო, იცი ახლა როგორ მიჭირს?!
როგორ მირთულს ყოველი სიტყვის წაკითხვა, წერაც მიჭირს.
იცოდი, რომ წავიკითხავდი,
იცოდი, რომ ვნხავდი, მაგრამ მაინც არ დამინდე.
ხო, ალბათ, ასეც იყო საჭირო,
უარესსაც ვიმსახურებ.
სიტყვებს ვერ ვპოულობ,
ზუსტად 10 წუთია, უაზროდ ვზივარ და თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ.
არც არაფერი დამიმსახურებია,
არც ის ზევით თუ მაღლა, არც შენი თავი...
მაგრამ როგორ მესიამოვნა მტირალაზე დავფიქრდებიო,
შენ წარმოიდგინე და გამეღიმა...
იმდენი რამის თქმა მინდა, იმდენის.
უბრალოდ, უფლება არ მაქვს, ხომ გესმის?
ამ კომენტარის დაწერის უფლებაც არ მაქვს, არ ვიმსახურებ ამას,
მაგრამ რა ვქნა, გული ვერ მიძლებს.
მიყვარხარ

ჩვენ, ხომ ვილაპარაკეთ უკვე, ამაზე?
ხომ აგიხსენი, და არაფერი შეცვლილა, ეგეც იცი.
ისევ ისეა ყველაფერი, და შენ, ისევ ჩემი განსაკუთრებული ხარ.
ჩემი ყველაფერი!
არ გინდა, რა.
ხომ გთხოვე, დაივიწყე-მეთქი.
ისიც გითხარი, რას არ გაპატიებდი.
და ამოიგდე თავიდან ეს დამსახურება-არ დამსახურება საერთოდ.
დაფიქრდა და ხომ იცი, როგორია მაინც...
დავივიწყოთ, რა.
ვითომ, არც არაფერი ყოფილა.
ჩემთვის არაფერი შეცვლილა და არც შეიცვლება.
დიდო-ც, რომ აღარ დამიძახე, უკვე, ვიცი, რა მდგომარეობაშიც ხარ.
შენ ისევ ჩემი პატარა ხარ!
არ გაქვს უფლება-სისულელეებზე იფიქრო.
ხომ გითხარი, არა?!
მარტივი არაფერია, მესმის და ვიგებ, მაგრამ ხანდახან ისეც ხდება.
გაუაზრებლად ხდება.
არა უშავს.
ხომ გითხარი, არ მიყვარს ადამიანები "ასე" რომ არიან ჩემ გამო-თქო, ხოდა, გაიღიმე, რა!
და დაივიწყე, მხოლოდ ამას გთხოვ.
შენ ჩემი ნათელი წერტილი ხარ.
იმსახურებ ყველაფერს. და შენ თავს ამდენად ნუ განსჯი, არაფერი მომხდარა, ჩათვალე.
პატარა,
მიყვარხარ.
მომენატრე უსაშველოდ.


მწერალი ქალი
ძალიან დიდი მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის გულამდე მოდიხარ:*:*მეც გაკოცე

რას ამბობ, მადლობა პირიქით. ვეცდები, იმედები არ გაგიცრუო, ჩემო საყვარელო. უთბილესი ხარ!კიდევ გეტყვი, ანდრეს გისურვებ, ჩემთვის იდეალს და სრულყოფილს.❤❤❤

taisia
ჩემო ბრილიანტოოო ????❤ როგორ მომენატრე????❤
აიიიიი ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე ???? რაჭულის ცეკვა დავიწყე კინაღამ:)
რა ქნა რომ ვგიჟდები ამ ისტორიაზე????
დაგვიანება ეს არაფერი არ ინერვიულო ..ამ მსუყე და გემრიელი თავებით ანაზღაურებ????❤
ანდრეზეე რა ვთქვა.. აი არ ვიცი მიყვარს, უბრალოდ მიყვარს ის იდუმალი და განტოლებასავით ამოუხსნელი ❤ მაგიჟებს თავისი ჩვევებით ????????❤
ანუკი... ,,ოქროს გოგო" როოგორ მიყვარს იცი???? მაგრამ ანდრე უფრო❤ ვერავინ შეედრება.. ერთადერთი და განუმეორებელი:)???? მიყვარს ეს ისტორია და კიდევ უფრო მეტად მიყვარხარ შეენ ტკბილოო❤❤❤

სიმართლე გითხრა, ახლა დაძინებას ვაპირებდი, მაგრამ გულმა არ მომითმინა და შენ დამხვდი აქ, სასწაულად თბილი და საოცარი სიტყვებით.
უზომოდ მადლობელი ვარ, ჩემო გოგო.
შენ არ იცი, როგორ მახარებ და მაბედნიერებ.
მეც ვგიჟდები შენზე და შენს მჭევრმეტყველებაზე, ბრილიანტო :დდდ :*:*:*
უსაყვარლესი ხარ, უღრმესი მადლობა.
დაგვიანებას იმედია ეშველება :((((
მიყვარხარ.❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent