შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პორფირია (თავი 3.დეჟავუ )


1-02-2018, 21:31
ავტორი melanqoliki
ნანახია 115

პორფირია (თავი 3.დეჟავუ )

ბავშვები ნელ-ნელა მამჩნევდნენ,მე კი ვცდილობდი ირგვლივ ყველაფერს დავკვირვებოდი,სკოლის შენობა ძალიან ძველი მეჩვენა,ვაკვირდებოდი ყველაფერს, განსაკუთრებით კი ანტიკურ ორნამენტებსა და ხის თუ ქვისაგან დამზადებულ უცნაური დიზაინის ნივთებს. მოსწავლეების საძინებლებისკენ მიმავალ დერეფნებში მოსახერხებელი სავარძლები იყო გამწკრივებული,კედლებზე კი სიურეალისტურ,ხანაც ოკულტურ ნახატებს შეხვდებოდით.ენიმ ყველაფერი დამათვალიერებინა:სპორტდარბაზი,სასადილო,საკლასო ოთახები,ქიმიის ლაბორატორია,უზარმაზარი დარბაზი ყოველწლიური წვეულებისათვის და ბოლოს დირექტორის კაბინეტიც,მართალია თვითონ დირექტორი იქ არ იმყოფებოდა,მაგრამ მდივანმა საჭირო საბუთებს გადახედა და ყოველგვარი შეყოვნების გარეშე წარმატებული სასწავლო წელი მისურვა.
ენი სკოლის დამაარსებელზე მიყვებოდა,როგორც აღმოჩნდა აქაურობა მართლაც უამრავ წელს მოითვლიდა,რადგან სასწავლებელი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. -თავიდან მთავარ დერეფანში,სადაც უმეტესობა ვიკრიბებით ჰოვარდების ოჯახის უზარმაზარი სურათი ეკიდა,ისეთი უცანაური იყო განსაკუთრებით მისტერ ჰოვარდი და ალისტერი._გოგონამ სასწავლებლის ამჟამინდელ მფლობელსა,ანუ სკოლის დირექტორსა და მის ვაჟზე გაამახვილა ყურადღება_ აქ ყველა ალისტერისკენ მიისწრაფვის._ გამეცინა.
_ და ალისტერი ვინაა?
_ ოოო,ელის,ალისტერ ჰოვარდი,აი ნახავ და მიხვდები.
_ შეგიძლია დამანახო?_ ბავშვებით სავსე ფოიეს გავხედე.
_ არა,ახლა აქ არ არის,რომც გინდოდეს ვერასდროს გაიგებ როდის სად არის. _მისმა ნათქვამმა დამაინტერესა,ვიფიქრე ალბათ თავი დიდი ვინმე ჰგონია და ყველას თავის ჭკუაზე ატრიალებს_თქო...
საღამო ხანს,მას შემდეგ რაც სწავლის პროცესთან დაკავშირებული ყველა დეტალი მოვაგვარე სკოლის ტელეფონით სახლში დავრეკე და შეტყობინება დავტოვე,რომ ყველაფერი კარგად იყო.
სანამ დასაძინებლად დავწვებოდი,დერეფანში რამდენიმე მოსწავლე გამეცნო,მაგრამ ერთდროულად მათი სახელები ვერ დავიმახსოვრე.
_ ხვალ ლიტერატურისა და ლათინური ენის შემდეგ ქიმიის ცდა გვაქვს და ლაბორატოორიის ახალ დანადგარებს გამოვიყენებთ_როგორც ჩანს ენი ამით აღფრთოვანებული იყო,მე კი ლიტერატურა და ლათინური უფრო მხიბლავდა.
პირველ ღამეს ჰოვარდში დაძინება ძალიან გამიჭირდა,რადგან გადაბმული ყმუილი მესმოდა,ტყიდან მართლაც აღწევდა მგლების ყმუილი,თავიდან ვერ ვიაზრებდი მძღოლის ნათქვამს ტყე დიდი და საშიშიაო,ახლა კი შიშის გარდა საშინელ ეიფორიას შევეპყარი და ვცდილობდი როგორმე დამეძინა,ენიმ მანუგეშა ასე თითქმის ყოველ ღამეა და ნელ ნელა შეეჩვევიო.ახლა სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი,ახალ დღეს ოფიციალურად მომიწევდა ბავშვებთან წარდგენა და ვინ იცის,როდის შევძლებდი მგლების ყმუილთან ერთად მშვიდ ძილს.
აღარ მახსოვს როდის ჩამეძინა,დილით ადრე გავიღვიძეთ,სკოლის ფორმაში თავს სულელურად და არაკომფორტულად ვგრძნობდი,არ მომწონდა ნაცრისფერი სვიტერი,მეგონა ცოტაც და დავიხრჩობოდი,სასადილოში ჩასულებს ყველა ჩვენ გვიყურებდა,რამაც ცოტა დამძაბა ამიტომ სწრაფად მივუჯექი საუზმის მტავალსახეობით დატვირთულ ერთ_ერთ მრგვალ მაგიდას ,მალევე დავლიე ფორთოხლის წვენი და საკლასო ოთახისკენ გავემართე.პირველ ორ გაკვეთილზე წარდგენა ფაქტობრივად არც მომხდარა,ისედაც ყველამ იცოდა ახალი ჟღალი გოგონას ელის უიტმენის სახელი.მათ პროგრამას ცოტათი წინაც ვუსწრებდი ამიტომაც , კარგად ვუპასუხე რამდენიმე შეკითხვას და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დავტოვე პროფესორ-მასწავლებლებზე,რასაც იგევეს ვერ ვიტყვი ქიმიის მასწავლებელზე.
საკლასო ოთახში გამოჩენისთანავე, ნახევრად მელოტმა,დიდსათვალიანმა მისტერმა ალბერმა ტაში შემოჰკრა და ცდის ჩასატარებლად ბავშვების დაწყვილებას შეუდგა,პრინციპი მარტივი იყო-გოგოს და ბიჭის ტვინი ერთად უკეთესად აზროვნებს,ვიდრე მხოლოდ გოგოების,ან მხოლოდ ბიჭებისა,საბოლოოდ მეწყვილედ ვინმე ტომასი შემხვდა,რომელიც ენას არ აჩერებდა და თან აკრძალულ ნივთებში შესულ ვერცხლის სანთებელას ატიალებდა და ამით ყურადღების მიპყრობას ცდილობდა.ვერ ვხვდებოდი,რისი დამტკიცება სურდა თავისი უაზრო საქციელით,ან საერთოდ როგორ მოახერხა აკრძალული ნივთის დატოვება და ასე საჯაროდ დემონსტრირება.
_ დიდხანს აპირებ აქ დარჩენას?_ მერხზე ნახევრად გადმოწვა და მეწამული წარბი ამიქაჩა._ ნაკლებად მაინტერესებდა მისი საუბარი,საკლასო ოთახის თვალიერებით ვიყავი გართული და მინდოდა ცდა რაც შეიძლება მალე დაგვესრულებინა.
_ მე ყველაფერს კონსპექტში ჩავიწერ,საბოლოო დასკვნასაც და შენ ნივთიერებები თანამიმდევრობით აურიე_ ვცადე სულელური შეკითხვისთვის თავი ამერიდებინა და სამუშაო დამეწყო.
_ შენნაირები აქ დიდხანს ვერ ჩერდებიან_ იდიოტურად გაიკრიჭა და ანთებულ სანთებელას სული შეუბერა._ ძალიან ლამაზი ხარ_ ისევ თავისას განაგრძობდა და სკამზე ირწეოდა.
_ მოდი დავიწყოთ კარგი?_ რვეული გადავშალე და ნივთიერებების კარნახი დავიწყე.
_ ელის,ელის ნახე_ მარცხენა რიგიდან ენიმ გამომძახა და ჟელესებრი მასა დამანახა,რომელიც სურვილისამებრ იცვლიდა ფორმებს.
_ შეხედე_ტომასისკენ შევტრიალდი,რომ მეჩვენებინა როგორ უნდა გაგვეკეთებინა ჩვენც, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო,მაგრამ...
ირგვლიმ მხოლოდ წითელი ლაქები იყო,ალისფერ ფონში ვეღარაფერს ვარჩევდი,ყურებში წუილის ხმა ჩამესმოდა და ბავშვების ყვირილს ფარავდა,თავბრუ მეხვეოდა და მეგონა,რომ ეს ყველაფერი უკვე მომხდარიყო,ძალიან ადრე,სადღაც შორს.არ ვიცი როგორ აღმოვჩნდი გასასვლელში,ვიღაცამ ხელით მიბიძგა,მერე კი დაბინდული გარემო ცოტა გასარკვევი გახდა,უკვე ვამჩნევდი ფერებს,ჩემ წინ ვიღაცის სილუეტი აღმართულიყო და საშინლად მტკიოდა მკლავები.
_ დეჟავუ?
ორი შავი ლაქა მისი თვალები იყო,უცნობი და საშიში,თეთრ სახეზე სისხლისფერი ტუჩები მოძრაობდნენ,ვერ გავარჩიე რას ამბობდა,თავი მისკდებოდა და ცოტას ადგილზე ვქანაობდი.
_ რაა?მტკივა_ მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე,საშინლად გადაიხარხარა და თეთრი კბილები გამოუჩნდა,მერე კი წამში დასერიოზულდა, სახე გაბზარეული ქანდაკებასავით გაუხდა და შუბლზე ლურჯად აუთამაშდა ძარღვი,შავი თვალები მრისხანებით აევსო,ქუთუთოებზე იისფერი დასდებოდა.
_ პატარა,საყვარელი ელა არა?_ მის ხმაში ზიზღი იგრძნობოდა. ასევე შავი, ოდნავ ხვეული თმა მხრებამდე გაეზარდა,ხელები ისე გამიშვა შევქანდი და კედელს მივეყუდე. ცინიკური ღიმილით ამათვალიერა,დამბურძგლა.
_ არ ვიცი რა თამაში წამოიწყე,მაგრამ იცოდე,ამჯერადაც დამარცხდები.
საზარლად გაიღიმა და დერეფანს გაუყვა.
_ ელის,ელის,კარგად ხარ?_ ბავშვების ჯგუფიდან ენი გამოვარდა და გაფითრებულს ხელი შემაშველა.
_ შენ რა მას იცნობ?_ გაუჩინარებულზე მიმითითა.
_ არა,არა..._ თავბრუ მეხვეოდა და გონს მოსვლა მიჭირდა.
_ ალისტერ ჰოვარდი გამოჩნდა,სულელი ტომასი თუ არ გარიცხეს მოუწევს სასადილოს ხეხვა,თქვენი მერხი მთლიანად დაიწვა,არ მეგონა ასე ძალიან თუ შეგეშინდებოდა,გაიყინე და ადგილიდან არ იძროდი სანამ მისტერმ ალბერმა არ წამოგაყენა,მერე კი ეს...მაინც რა უნდოდა ალისტერ ჰოვარდს შენგან?
_ არ ვიცი,არ ვიცი
_ კარგი,არ ინერვიულო,სამედიცინო პუნქტში წაგიყვან.
_ არა,გთხოვ,ოთახამდე მიმიყვანე
_ კარგი.
ნელი ნაბიჯით დავიძარით ოთახამდე,ვერ ვმშვიდდებოდი,მხოლოდ ალისფერი ლაქა მახსოვდა და უცნაური გარეგნობის ბიჭი,რომელიც მკლავებში ჩამფრენოდა საშინლად მტკენდა და გაუგებრად მელაპარაკებოდა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian magariaaa. Yochagg. Moutmwnlad velodwbi shemdeg tavss. Kargi scenari iqneba filmistvis an fantastiuri serialistviss. Momeconaaa

 



№2  offline წევრი melanqoliki

Qeti qimucadze
Zalian magariaaa. Yochagg. Moutmwnlad velodwbi shemdeg tavss. Kargi scenari iqneba filmistvis an fantastiuri serialistviss. Momeconaaa

დიდი მადლობა იმედია შემდეგი თავებიც მოგეწონება ძალიან მიხარია რომ მოგწონს და ეს სიხარული დიდ სტიმულს მმატებს,მაბედნიერებს <3

 



№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

დაცემული ნანახი გაქვს? რატომღაც იქაური სასწავლებლის ინტერიერი წარმომიდგა თვალწინ. ხოო... ეჭვი მაქვს სერიოზული, რატომ ეზახის ელისს ელას ალისტერი და რატომ ელაპარაკება ისე, თითქოს აქამდეც იცნობდნენ ერთმანეთს. წარსულის ამბავია და სავარაუდოდ ბებიას უკავშირება ;)

ნელ ნელა - ნელ-ნელა
დეჟავუ - დეჟა-ვუ
უკვე საკმაოდ ბევრი გაქვს დაწერილი და არ ვიცი რამდენად აქვს ამის თქმას აზრი, მაგრამ არ იჩქარო.

 



№4  offline წევრი melanqoliki

lullaby
დაცემული ნანახი გაქვს? რატომღაც იქაური სასწავლებლის ინტერიერი წარმომიდგა თვალწინ. ხოო... ეჭვი მაქვს სერიოზული, რატომ ეზახის ელისს ელას ალისტერი და რატომ ელაპარაკება ისე, თითქოს აქამდეც იცნობდნენ ერთმანეთს. წარსულის ამბავია და სავარაუდოდ ბებიას უკავშირება ;)

ნელ ნელა - ნელ-ნელა
დეჟავუ - დეჟა-ვუ
უკვე საკმაოდ ბევრი გაქვს დაწერილი და არ ვიცი რამდენად აქვს ამის თქმას აზრი, მაგრამ არ იჩქარო.



არა,დაცემული არ მაქვს ნანახი და არც მსმენია. მეცხრე კლასში დაწერილი სიუჟეტი დიდად არ შემიცვლია,მინდოდა ადრინდელი სახე ჰქონოდა.ახლა უკვე მეოთხე კურსზე ვარ და მაინც არ მასვენებდა დაუმთავრებელი ისტორია და წერის სურვილი. ვიცი,უამრავი შეცდომები მაქვს და არც უნდა მეჩქარა,მაგრამ გამოვასწორებ.დიდი მადლობა,უკვე მოუთმენლად ველოდები შენს კომენტარებს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent