შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შერწყმა (9)


1-02-2018, 22:27
ავტორი lukakhati
ნანახია 102

შერწყმა (9)

თედორეს სიზმრების წიგნი მესამე გვერდი:
“სიზმრები ყოველდღე უფროდაუფრო აუტანელი ხდება. გაღვიძების შემდეგ ფურცელზე ვწერ, აღვწერ, ვკითხულობ წინა ღამით ნანახს და მოვლენებს ერთმანეთთან ვერ ვაკავშირებ. ხელი ჩავიქნიე. მე არ მაქვს საკმარისი ცოდნა, რომ ამოცანა ამოვხსნა. ისიც კი არ ვიცი, რატომ ვხედავ ასეთ სიზმრებს.
ელიაზარი დიდი ხანია აღარ გამოჩენილა. ის ყველაზე ჭკვიანია, კითხვებზე პასუხების გაცემაში აუცილებლად დამეხმარებოდა, მაგრამ ის გაქრა.
ეს სიზმრები მაკავშირებს რაღაც ამოუცნობთან. უნდა ვაღიარო, თავს ყოველთვის ზედმეტად ვგრძნობდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემ დასთან და ძმასთან კარგი უერთიერთობა არასდროს მქონდა. მათი ცივი გამოხედვა ჩემში იჭრებოდა. მწერად ვგრძნობდი თავს, რომელსაც არავინ კლავდა. ცხოვრების უფლებას აძლევდა, მაგრამ არავის უყვარდა და არც არასდროს არავინ შეიყვარებდა. რაც ამ სიზმრების დანახვა დავიწყე შემომიჩნდა აზრი, რომ მეც შეიძლება განსაკუთრებული ვიყო. მეც შეიძლება ვიცოდე ის, რაც კატალიას და ელიაზარს არ ეცოდინებათ.
...მაგრამ მე მხოლოდ ვხედავ. ვფიქრობ, ვცდილობ, ვწერ და ვერაფერს ვხვდები. ეს რუტინა მტვირთავს, მაგრამ თავს საჭიროდ ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაწერი ვინმესათვის იქნება ღირებული. მე თედორე მქვია. საკუთარი გვარი არ მახსოვს. იქნებ ოდესმე სიზმარში საკუთარი თავიც ვნახო. თავიდან ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ყოველთვის პროტაგონისტი მე ვიყავი, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა და ჩემი ეჭვები საბოლოოდ გუშინ ღამის შემდეგ დამტკიცდა.
ღამის მოსვლის შემდეგ ყველაფერი იცვლება. ყოველი ღამე სხვანაირია. თავიდან კედლები ირღვეოდა, ჯერ ყველაფერი იშლებოდა, შემდეგ ფერები თავიდან ჩნდებოდა. თვალებს ვახელდი და ვიცოდი, რომ სიზმარში ვიყავი. ყველაფერს ვგრძნობდი, ყველაფერს განვიცდიდი, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა და ის რამდენიმე წამიც დავკარგე, როდესაც სიმშვიდეს ვგრძნობდი.
ახლა მგონია, რომ არაფერი არ იცვლება. უბრალოდ, ჩემს სუნთქვას მიჰყვება ჩემი ცნობიერი და სხვაში სახლდება. ბოლო დროის განმავლობაში ჩემი თვალებით აღარ ვიყურები და გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ
გუშინდელი სიზმარი ასეთი იყო:
როდესაც თვალები გავახილე უკვე ვმოძრაობდი. მზიანი დღე იყო, მშვიდი. ქუჩები-ცარიელი. არ მახსოვს რომელი საათი იყო და არც ის მახსოვს, რატომ მივუყვებოდი ქუჩას, რომელიც არასდროს მინახავს. თავი მტკიოდა. თითქოს ნაწილებად იშლებოდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდა დანიშნულების ადგილს მით უფრო მტკიოდა. მახსოვს, რომ ვიცოდი სად უნდა წავსულიყო, რომელ შესახვევში შემეხვია, მაგრამ გაღვიძებისთანავე ყველაფერი დამავიწყდა.
მე ყველაფერს ვხედავდი რა ხდებოდა წინ, რა ხდებოდა გვერდით და რა ხდებოდა უკან. ვგრძნობდი, რომ ერთი არ ვიყავი. ჩემი აზრები მუდმივად იცვლებოდა. არ მახსოვდა რას ვლაპარაკობდი, მაგრამ კითხვასაც მე ვსვამდი და პასუხიც ჩემი პირიდან ამოდიოდა.
ბოლოს, როდესაც გავჩერდი ორ სილუეტს ვხედავდი. ახალგაზრდა ქალის ჩრდილები ღია ფანჯრიდან ჩანდა. არ მესმოდა რაზე საუბრობდნენ, მაგრამ იმავე წამს ჩემი ხედვა რამდენიმე ნაწილად, სამად გაიყო და მეჩვენებოდა, რომ უსასრულოდ შემძლო ნანახი აღმეწერა. ყველა დეტალს ვიმახსოვრებდაი და გონებაში ვალაგებდი სიტყვებს, ფრაზებს, წინადადებეს, ვამზადებდი, ვიმეორებდი რომ შემდეგ დაწვრილებით ყველაფერი მომეხსენებიდა. ეს კედლები მყაოსი იყო, ჩემი სხეული-პლასტმასის, გარშემო ხეები-ბუტაფორიოა.
სინათლე გაქრა. მუყაოს ხეები წითლად შეიღება. სცენაზე ვიდექით. ჩემი სული სამ სხვადასხვა სხეულში იყო ჩასახლებული. ზევით ვერ ვიყურებოდი. ძაფებში იყო გახლართული ჩვენი სხეული და ყოველი მოძრაობა იყო გადაწყვეტილი. უხილავი გვართავდა.
სახეები დაჭიმული გვქონდა. არაფერი აღარ ჩანდა. ტაშის, ოვაციის ხმა მოდიოდა შორიდან და მიახლოვდებოდა. ვერ ვიხსენებ და ვიგრძენი იმ წამს, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც წამით გრძელი, მაღლა მიმავალი ძაფი გაწყდა და ჩემი ერთ-ერთი სხეულის მარცხენა ხელი განთავისუფლდა. ნება მასზე გამოკვეთილი გახდა. “მეტისმეტია” - ამის გაფიქრება მოასწრო რამდენიმე წამით განთავისუფლებულმა.
ისევ უკუნითი. დაჭიმული სახე. ძალ დატანილად გამოსახული ღიმილი - ეს არის ბოლო რაც მახსოვს. სიზმრების შემდეგ ბევრი არაფერი მამახსოვრდება. ალბათ, ეს ყველაფერი ჩემს ძალაუფლებას აღემატება.
დარწმუნებული ვარ, რომ მე სზიმარში ჩემი სხეული არ მონაწილეობდა. ის არ იყო მთავარი მსახიობა, რომლისთვისაც იყო განკუთვნილი მუყაოს დეკორაციის მეორე მხრიდან მომავალი აღტაცებული ოვაციის ხმა. ხო, ხანდახან სიზმრების შემდეგ ჩემს ცხოვრებაზეც ვფიქრობ და დღეს მე კმაყოფილი ვარ.
ადამიანი კმაყოფილია, როდესაც რწმუნდება, რომ არსებობენ მასზე უბედურებიც. ეს შეგრძნება ერთი შეხედვით საოცრად ბოროტია, მაგრამ ის შეუქცევადია, დამახასიათებელია ყველა ადამიანისათვის. მეც ბედნიერი ვარ, რადგან ახლა გაღვიძებული ვგრძნობ თავისუფლებას და ზუსტად ვიცი არ ვარ ერთ-ერთი მეთოჯინის მარიონეტი. მეცოდებიან, გულწრფელად მეცოდებიან ისინი, ვის სხეულებშიც ვიყავი ჩასახლებული მთელი ღამის გამნავლობაში. ეს ხმები მე დახმარებას მთხოვენ, მაგრამ მე არაფერი შემიძლია.
ერთს ვიტყვი - დღეს მე მადლობელი ვარ, ძალიან მადლობელი ვარ საკუთარი ცხოვრებისათვის”
***
საღამოს შვიდი საათი. მაღაზია ადრე დახურა. სახლში მისვლას მიქაელი არ ჩქარობდა. წინ მძიმედ მიდიოდა. დილით კატალიამ მაღაზიაში ჩვეულზე ადრე ხილ-ბოსტნეული მიიტანა. სინამდვილეში ყოველთვე ერთი და იგივე მეორდებოდა. თვეში ერთხელ, მესამე კვირას კატალია სურსათის მისატანად დათქმულზე ორი დღით ადრე მიდიოდა. ჩვეულებრივ ესალმებოდა მაღაზიის პატრონს, ეკითხებოდა მამის ჯანმრთელობის შესახებ და ახალი მოყვანილი მოსავლით ამარაგებდა. სანაცვლოდ სხვადასხვა ნივთები მიჰქონდა. მიქაელსაც უხაროდა. ნაყოფიერ მიწას ლოცავდა და გულში მადლობელი იყო იმისათვის, რომ კიდევრამდენიმე კვირა ხალხი მშიერი არ იქნებოდა.
…ეს უხილავი რუტინა იყო. ციკლი, რომელიც მუდმივარ მეორდებოდა, თავიდან იწყებოდა, მაგრამ რეალობაში, ყოველი კატალიას მოულოდნელი გამოჩენა პირველი იყო მიქაელისათვის. კი, მის გონებაში ეს დღეები ადგილს ვერ პოულობდა. ხო, ეს ყველაფერი კატალიას წინასწარ ჰქონდა გათვლილი, გადაწყვეტილი. არა, ის ბოროტი, დაუნდობელი არ იყო და მუდმივად მისი ტანჯვის ყურებას არ ნატრობდა. უდარდელი ბიჭის შემხედვარეს ეშინოდა, რომ, როდესაც დრო გაიწელებოდა ის სწორედ მას მიაკითხავდა და საკუთარ სენზე უამრავ კითხვას დაუსვამდა. მისი გონება კი ორად გაიხლიჩებოდა. ის თავს ვალდებულად თვლიდა ყველაფერი აეხსნა მიქაელისათვის, მაგრამ ეშინოდა, რომ ის ამ ყველაფერს ვერ შეეგუებოდა. ყველამ გამოიარა ის წამი, როდესაც საკუთარი ნაკლოვანებისა და გამოუსადეგარობის შესახებ შეიტყო. ეს ბოლო დღე იყო წარსულიდან, რომელიც კატალიას ნათლად ახსოვდა, რადგან სიმართლით ფორმირებულ სიტყვებს უეცრად მოვარდნილი ტკივილი მოყვა და ჭაობისფერ ნიაღვარად გარდაიქმნა, თვალებამდე ავიდა და იმ წამის შემდეგ მისი თვალები შიშისფერი გახდა, ამ დღის შემდეგ კატალიას წარსულსა და მომავალში აღარ უცხოვრია, მის სამყაროში მხოლოდ ერთი სიტყვა არსებობდა - მომავალი.
ვალდებულება და თანაგრძნობა ერთნაირი სისწრაფით ჩნდებოდა და ქრებოდა. ის საკუთარ თავს არასდროს მისცემდა უფლებას საკუთარი საქციელით თავისი მომავალი შეეცვალა და თუნდაც რომელიმე მოსალოდნელი საფრთზე თავიდან მოეშორებინა, ბედს გაქცეოდა, დაპირისპირებოდა, მაგრამ, მიქაელის მადლიერი ღიმილისა და მიამიტი თვალების შემხედვარემ მისი მომავლის შეცვლა გადაწყვიტა.
..თვეში ერთხელ, ყოველ მეორე კვირას მიქაელი ცნობისმოყვარე ბავშვივით კატალიას ერთსა და იმავე კითხვას უმეორებდა:
-მამა, ავად რატომ არის?
კატალიაც, როგორც პირველად ამოიოხრავდა და პასუხობდა:
-აქ ყველა ერთი ბედის გამზიარებლები ვართ - მაგიდას ორივე ხელით მძიმედ ეყრდნობოდა. საკუთარი სისუსტის დასამალად თვალებში უყურებდა და უყვებოდა ყველაფერს, რაც კი იცოდა. მოუყვა, რომ მისი სისხლიც დაწყევლილი იყო და დროის შემდეგ მზის სინათლის დანახვაც გაუკვირდებოდა. უხსნიდა, რომ მისი ყოვლისმცოდნე თვალებიც ისეთივე ტვირთი იყო, როგორც ნისლი, რომელიც მისსა და მისი მამის გონებაში ფეხს იდგამდა. ელაზე არაფერს ეუბნებოდა. სწრაფად ლაპარაკობდა, ზედმეტი კითხვების დასმის შესაძლებლობას არ აძლევდა, რადგან კითხვებზე იმ პასუხებს ვერ გასცემდა, რომლებიც არ იცოდა. არც საუბრის დასრულების შემდეგ აძლევდა რაიმის თქმის დროს. უმალ დგებოდა და მაღაზიიდან გადიოდა. მასაც აღარ შეეძლო ამდენი ტანჯვის ყურება და ამ ქალსაც უჭირდა გამხდარიყო ამდენი ტანჯვის მიზეზი, მაგრამ ის სიმართლის გარდა არაფერს ამბობდა.
მაღაზიიდან სახლისაკენ მიმავალს უამრავი აზრი უჩნდებოდა. გვერდით იყურებოდა ვერ ხედავდა მაგრამ ახსოვდა ნანახი და იცოდა, რომ დღეს აქ მარტო იყო. ადრე თედორესთან და ელიაზართან ერთად დადიოდა. კარგი და არასდროს ყოფილა. სწყინდა რომ თედორეს ტანჯვას ვერ ამსუბუქებდა. საკუთარი თავს დამნაშავედ თვლიდა იმის გამო, რომ ელიაზარმა, რომლის გაქცევაშიც დარწმუნებული იყო, ის უკან დატოვა. თავს მხოლოდ იმით იმშვიდებდა, რომ იმდეგაცრუება, რომელსაც მიქაელი მისი წყალობით განიცდიდა გარკვეულ დროში გაქარწყლდებოდა. ასეც ხდებოდა, პირველად ათ საათზე მეტი დასჭირდა, შემდეგ მხოლოდ სამიოდე და ახლა ერთ საათზე ნაკლები იყო დარჩენილი სანამ ისევ უდარდელ, მამის ერთგულ შვილად გარდაიქმნებოდა და ზუსტად ერთ თვეში მისი მაღაზიის სტუმარს იმავე კითხვებს გაუმეორებდა.
ეს დღეები ამ ქალისათვის, რომელიც ყველასათვის ამოცანა იყო, უფრო მძიმე ასატანი იყო. ყველაფრის მიუხედავად, მას გული ამ ყველაფრის თქმის დროს ძალიან სტკიოდა. ოდესღაც დარწმუნებული იყო, რომ, როდესაც ამ ამბავს ბევრჯერ მოყვებოდა ის ჩვეულებრივი, მისაღები გახდებოდა. მაგრამ არა. საუბრის დროს მიქაელის სენი მასზეც მოქმედებდა, ისიც მსცერპლი ხდებოდა, მის თვალებში იყურებოდა და ყველაფერს ერთდროულად გრძნობდა, საუბარს ისევ იმავე სიცხოველით აღიქვამდა, როგორც პირველად.
ამ დღეს ორივე სახლში ერთსა და იმავე განწყობით ბრუნდებოდა. სიმართლით შეშინებულ მიქაელს სახლში ეჩქარებოდა. მაღაზიის დახურვაზე ფიქრობდა და მებრძოლი მამისთვის მეტი დროის დათმობაზე ოცნებობდა, მაგრამ ამას ვერ იზამდა და ,როდესაც ამას აცნობიერებდა გული ძალიან წყდებოდა. რამდენიმე საათით ადრე მიდიოდა სახლში და მხოლოდ მშობელთან ალერსზე ფიქრობდა.
გზაში მასაც სხვადასხვა აზრი უჩნდებოდა. გული სწრაფად უძგერდა. რაც უფრო უჩქარებდა ნაბიჯს, მით უფრო უჭირდა სუნთქვა. ცრემლებს ვერ იკავებდა.
...ტირილი საოცარი მოვლენაა. ადამიანი მხოლოდ მაშინ ტირის, როდესაც სხეულს აღარ შეუძლია დატევა, როდესაც სიტყვები მუნჯდება და ამ ყველაფრისაგან გასანთავისუფლებლად აღარ არის საკმარისი. წარმოდგენილი, უზარმაზარი, შეუჩერებელი ემოციები ერთ პატარა წვეთში იყრიან თავს, თხევადდებიან და ჩაწითლებული თვალებიდან მიწის ზედაპირზე ეშვებიან. ისინი პატარები არიან, მაგრამ ყველაფერს იტევენ. მაშველები არასდროს გღალატობენ და გახსენებენ, რომ ადამიანი ხარ. ტირილიც კათარზისია, ცრემლებიც დაღვრის უნარიც სულის გადასარჩენად მოგონილი საჩუქარია.
კართან რამდენიმე წამი ჩერდებოდა. უყურადებდა და , როდესაც მსუბუქი ნაბიჯების ხმა არწმუნებდა, რომ გაბრიელი სახლში იყო. კარს სიხარულით აწვებოდა და ღიმილით, ხმამაღლა, ომახიანად ამბობდა:
-მამა, როგორ ხარ?
-მიქაელ, კარგად შვილო. რამე მოხდა?
-რატომ მეკითხები?
-ადრე მოსულხარ - თავის ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით დიდი საათისაკენ ანიშნებდა.
-აღარავინ ჩანდა, ადრე წამოვედი - ყოველთვის ერთსა და იმავე მიზეზს იგონებდა.
-კეთილი, ვივახშმოთ?
-ახლავე გავშლი მაგიდას.
რამდენად მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო სიმართლე, ეს ბიჭი ყველასგან გასხვავდებოდა, რადგან , როდესაც დაღლილი გონების ხმა მხოლოდ ექო ხდებოდა, გულში მადლობას იმეორებდა. თვითონაც არ იცოდა ვის უმადლოდა, რომ დრო კიდევ ჰქონდა.
-მამა, დღეს კატალია იყო მოსული.
-ხო? ადრე მოსულა.
შემდეგ ყველაფერს უამბობდა. ღიმილით, უცრემლოდ, აუჩქარებლად ისე, როგორც ყველაზე ჩვეულებრივ ამბავს. არც ერთს აღარ ანაღვლებდა საკუთარი სენი და შვილის გულწრფელობითა და უბრალოდებით მოხიბლულ, მონუსხულ გაბრიელ მეტი არაფერი რჩებოდა იმის გარდა, რომ გაეღიმა. საოცარი გარემო იქმნებოდა ამ სახლში. საუბრის შემდეგ სავახშმოდ სხდებოდა მამა-შვილი. ამ საღამოობით ყველაზე თავისუფლები იყვნენ. ადრე ელაც მათთან ერთად სხდებოდა, მაგრამ ახლა ისინი სახლში მხოლოდ ორნი იყვნენ.
...ასე მეორდებოდა კარგი და ცუდი ყოველთვის თავიდან იწყებოდა. დღესაც ყველაფერი ჩვეულად მიდიოდა. სახლში შესული მამას შეეგება, მოიკითხა, თუმცა ამ საღამოს გაბრიელის ნაბიჯები არ იყო ჩვეულებრივისამებრ მსუბუქი. კართან მისული მიხვდა, რომ მოხუცი ბოლთას მოუსვენრად ცემდა. შეწუხებული ჩანდა. შვილის ალერსიანი მოკითხვის შემდეგ განზრახვებს მალავდა.
დღეს მხოლოდ ის შეიცვალა, რომ შუადღეს გაბრიელი საკუთარ ხელს დააკვირდა და “მიქაელთან” ერთად “ელაც” ამოიკითხა. ვერაფერი გაიხსენა, მაგრამ ორი ერთმანეთთან დააკავშირა. დანამვილებით ვერ იტყოდა ვინ იყო ეს გოგო. მხოლოდ ერთი იყო ნათელი - ის მისთვის მიქაელის მსგავსად ძვირფასი იყო და აღარ ახსოვდა.
მაგიდის გაწყობის დროს მიქაელმა საუბარი ჩვეული ფრაზებით დაიწყო:
-მამა, დღეს კატალია იყო მოსული.
-ხო? ადრე მოსულა.
-ყველაფერი მიამბო.
-ყველაფერი? - გახარებული ელოდა, რომ ამ მონათხრობის ერთ-ერთი გმირის სახელი ელა იქნებოდა.
-მიამბო ჩვენი სენის შესახებ.
-ეს ავადმყოფობა მხოლოდ ჩემია, მიქაელ.
-არა მამა ის ჩემიც არის და იცი რა? ახლა უფრო დიდ კავშირს ვგრძნობ შენთან. მგონი არც ისეთი საზარელი მოვლენაა. ჩვენ მუდმივად რამდენიმე მოგონებით ვიცხოვრებთ. ბევრჯერ გავიცნობთ თავიდან ერთმანეთს, ბევრჯერ შევიყვარებთ, არც ერთი შეგრძნება არ იქნება მოსაბეზრებელი - როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა მუდმივად იღიმოდა, თეთრ ეშვებს აჩენდა და ჭერს უყურებდა - არც ცუდი გვემახსოვრება და არც კარგი.
ნათქვამს სიჩუმე მოყვა. პირველად გაიწელა. გაბრიელი გაოგნებული იყურებოდ, თვალებს ვერ აჩერებდა, ხან შვილს შეხედავდა, მაგრამ უმალ მზერას კედლებს აყოლებდა. ხელში ცარიელ ჭიქას ათამაშებდა.
ამ საღამოს მამამ შვილს განსხვავებული პასუხი გასცა, რომელიც ყველაფერს შეცვლიდა, რომელიმეს გონებაში რამდენიმე საათზე დიდხანს რომ დარჩენილიყო.
ამოისუნთქა, ლაპარაკი ხმამაღლა დაიწყო:
-მიქაელ, ბევრი რამ თავისით ქრება. მართალი ხარ. ჩვენ ყველაფერი იმაზე ადრე გვავიწყდება ვიდრე საჭიროა. თითქოს ნებაყოფლობით შეგვიძლია ყველაფერი ცუდი დავივიწყოთ, მაგრამ ამის საფასურად ყველაფერს კარგის დავიწყებასაც ვწირავთ.
-მამა…
-ნუ მაწყვეტინებ.
-მე ამის თქმა არ მინდოდა.
-იცი? ადამიანებს ბევრი რამის დროზე ადრე, საჭიროზე ადრე დასრულება შეგვიძლია. იმისიც, რაც გვინდა, რომ არასდროს დასრულდეს, მაგრამ მოსალოდნელი ტკივილის შიშით დროზე ადრე ვუსვამთ წერტილს ყველაფერს. ეს ხალხი ჩვენ გვგავს. ისინი ლაჩრები არიან, ჩვენ კი ლაჩრის იარლიყი ბედმა სამუდამო მეგზურად აქცია, მაგრამ ყველა ასე არ ფიქრობს. საბედნიეროდ, განსხვავება ლაჩარსა და მამაცს შორის კიდევ არსებობს. ისინი არ ნებდებიან, უყურებენ საით წაიყვანს დინება. თუ ეს ყველაფერი მაინც უნდა დასრულდეს და დაიკარგოს აუცილებლად ასე მოხდება.
-მაშინ, რა განსხვავებაა?
-ორივეს ტკივილი ერთნაირია და შეიძლება ვინმემ სწორედ მათ უწოდოს ლაჩრები, ვინც სიმართლეს თვალი არ გაუსწორა და გარდაუვალი დასასრულისაკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. მომავალი ვერ დაინახა. ეთანხმები?
-არ ვიცი.
-მე სხვანაირად ვფიქრობ. ორივეს ერთნაირად სტკივა, მაგრამ მეორეს მკურნალი დრო ხდება, რადგან ყველაფერ ცუდთან ერთად მას კარგიც დარჩა. მან სამკურნალო მოძებნა. ჩვენ არაფერი შეგვრჩენია. კარგიც და ცუდიც, მტკივნეულიც და ტკბილიც უფსკრულში თანაბარი სისწრაფით ეშვება. ვერც დრო და ვერც ვერაფერი ჩვენი მკურნალი ვერ გახდება.
-მამა, რა უნდა ვქნათ.
-არაფერი. დაელოდე, დამშვიდდი, ეს ლაპარაკიც რამდენიმე საათში დაგავიწყდება.
***
თედორეს სიზმრების წიგნი მეხუთე გვერდი:
"ეს სიზმრები ჩემი დასასრული იქნება. ყოველ ღამით სულ უფროდაუფრო რეალური ხდება. ყველაფერს ვგრძნობ: შეხებას, სუნთქვას, ტკივილს, სხვადასხვა გრძნობებით ივსება ჩემი სხეული, მაგრამ გაღვიძების წამს ყველაფერი იკარგება. მესმის სხვისი ყურებით, ვხედავ უცნობის თვალებით, განვიცდი იმას, რაც ჩემთვის არ არის განკუთვნილი. ეს ყველაფერი საშინლად მღლის. დილით უკმაყოფილო ვიღვიძებ, მაგრამ ამ ყველაფერსაც აქვს დადებითი მხარე. ჩემთვის მხოლოდ ერთი არსებობდა და ეს ერთი იყო ერთ ადგილას გაყინული, ძალდატანებით გახანგრძლივებული კარგი. ახლა უკვე შემიძლია ცუდისა და კარგის, სილამაზისა და საშინელების განსაზღვრა, ერთმანეთისაგან განსხვავება. ეს უნარიც რთული მოსაპოვებელი ყოფილა. მასაც თავისი ფასი ჰქონია.
…გაღვიძებისთანავე კალამს ხელში ვიღებ. სწრაფად ვწერ, ხანდახან თავში ნანახს რამდენჯერმე ვატრიალებ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. როგორც კი ორივე თვალს ვახელ ჩემი გონება გაშლილ გრაგნილს ემსგავსება. გრძელს ბოლოში ალი ედება და ნელ-ნელა დაწერილ სიტყვებს შლის. იწვება და არაფერი რჩება. როგორც არ უნდა ვცადო, რაც არ უნდა ვიღონო ბოლომდე დაწვის შემდეგ ჩემში ფერფლიც კი არ რჩება. თავის ქალიდან ქვევით ეშვება და გახურებული წვავს რასაც ეხება.
…როგორც კი ჩემი სახელი მახსენდება და ვხვდები ვინ ვარ, სიზმრები იფლითება.
ბოლო სიზმარი გასნხვავდებოდა სხვა ყველა ნანახისაგან. ის ასეთი იყო:
“ყველა მოძრაობა მუდამ წინასწარ არის დადგმული. მე თეატრს ვხედავ, მაგრამ არა ჩემი თვალებით. მთელი ძალით ვცდილობ მოძრაობას. მე სიზმრებში თედორე არ ვარ და არც მახსოვს რომ ოდესმე ვიყავი. ვხდები ის, ვისი თვალებითაც მიწას ვხედავ. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, ერთნი ვხდებით.
არ შემიძლია დავინახო მისი სახე, მაგრამ ნათლად ვარჩევ მის ხელებს. გუშინ ალბათ, ასაკიანი კაცი ვიყავი. კანი უხეში მქონდა, დანაოჭებული. მარჯვენა ხელზე მოზრდილი, სქელი ხალი მოსვენებას მიკარგავდა. ბეჩავი, ძალიან სუსტი ვიყავი.
დილით წინა სიზმრები წავიკითხე და მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რომ იმავე ქუჩას გავდიოდი და სწორედ იმ სახლს მივუახლოვდი, რომელიც წინათ ვნახე. ისინი ერთმანეთთან კავშირში არიან, მაგრამ ამ ღამის დამპალი სხეული ახლოსაც ვერ მივიდოდა წინათ ნანახთან. ისინი ცოცხლები იყვნენ, მთელი სხეული ცეცხლით იყვნენ სასვსენი და თვითონაც ემსგავსებოდნენ ავარვარებულ კოცონს. ის მზად იყო ყველაფერი დაეწვა, ერთიანად გავრცელებულიყო და ყველა სახლი, კედელი სიცარიელის ალში ჩაეყლაპა.
ამჯერად სახლთან არ გავჩერებულვარ. ზევით ავედი. გრძელ კიბეს მეორე სართულამდე მივუყვებოდი, როდესაც ნაცნობი მელოდია ამომიტივტივდა გონებაში, მაგრამ ამ ღამით მე არაფერი გამიგია. სიჩუმე სამარისებული იყო. სიბნელე ვიყავი და ჩრდილივით კედლებზე შეუმჩნევლად ვსრიალებდი.
ერთადერთი ხმა, რომელიც გავიგე კარის ჭრიალი იყო. საძინებელ ოთახშიც არარსებულივით შევსრიალდი. საწოლში ეძინათ. ხო, ვიღაცას ეძინა. არ მახსოვს ქალი იყო თუ კაცი, მაგრამ, როდესაც დავინახე საწოლზე მძინარე, უვნებელი, მაშინ მივხვდი, რომ აქ კარგი განხრახვით ჩვენ მოსულები არ ვიყავით. ტუჩებთან ახლოს ვარდისფერი, არა, მგონი მწვანე, ხო, მუქი ლურჯი თითქმის სითხე მივუტანე და წვეთ წვეთად ყოველი ამოსუნთქვის დროს ვუშვებდი მის სხეულში. ნელ-ნელა სუნთქვას უმატა და როდესაც ბოლო საბედისწერო წვეთმა შეაღწია მის სხეულში მეც დარწტყმა ვიგრძენი. გარშემო არავინ იყო. ეს დარწტმა გამოგლეჯვას უფრო ჰგავდა. თითქოს რაღაც სხეულში დამწვყდეულს გარეთ გამოეღწია, ნაწილებად დაშლილიყო და მთელ სხეულში ერთიანად ყველაფერი შეევსო.
…მხოლოდ იმ წამს მივხვდი, მე ვკლავდი, მე მოვკალი… არა, მან მოკლა… ეს ერთადერთი იყო, რაც ჩვენ ერთად არ გაგვიკეთებია.
ხო, ბოლოს ძლიერი ხმა გავიგე. ბოხი თითქოს უზარმაზარ კედლად ქცეულიყო. ვერ გავარჩიე რას ამბობდა. მგონი სახელი თქვა. დამავიწყდა”
***
-რით შემიძლია დაგეხმარო - სახეზე დარინას ღიმილი შემჭკნარიყო. ავადმყოფური გამოხედვით აკვირდებოდა, ათვალიერებდა და მისი სხეულით, სინაზით აღტაცებული ბოლოს უღებდა.
-სად არის?
-ვის ეძებ?
-წერილებს. - სუნთქვა უჭირდა. შიში მაცდური იყო, მაგრამ სწორედ სიკვდილის შიშმა აიძულა ნაია თავისი ფეხით მისულიყო მის პირისპირ. ყველაფერი დღეს დამთავრდებოდა, მაგრამ დარინა სწორედ ამ შიშით იკვებებოდა. გუგები უფართოვდებოდა, მაგრამ ვერ ამჩნევდა, ვერ წარმოედგინა, რომ ნაია მარჯვენა ხელში დამალულ იარაღს ამზადებდა.
რამდენიმე დღის წინ :
ორანჟერიაში ყველაფერი სხვანაირი იყო. გასაყირია ეს ადგილი ცოცხალსა და ცხედარს შორის. გამოყოფილია ყველასაგან და ყველაფრისაგან, მთელს ამ ქალაქში ყველაზე ცოცხალია. შემოჭრილი დღის სინათლე ყვავილებს ახარებს. ეგებება, საკვებს აწვდის. ისინიც კმაყოფილები უცქერენ და თავს მისკენ ხრიან. კატალია შუაგულში უცქერს საკუთარ ნაღვაწლს. ეს ყვავილები ერთადერთი ღირებული იყო, რაც მას შერჩენოდა, რისი შექმნის უფლებაც ჰქონდა.
სიმწვანე სიმშვიდეს აფრქვევდა. სხვადასხვა სურნელი ერთამენთს ერეოდა და ერთს ისეთს ქმნიდა, რომლის მსგავსიც არავის არასდროს უყნოსია. თვალებდახუჭული ზის შუაგულში და ყველა სხვა უნარს ენდობა ხედვის გარდა. მისი თვალები შიშს მხოლოდ მაყურებელს არ გვრიდა. მკრთალი, სარკისებრი, რომელშიც ყველა საკუთარ ანარეკლს ხედავდა, კატალიამ დიდი ხნის წინ შეიძულა. შეეგუა, შეეჩვია მათ და მზად იყო მიეღო საკუთარ ნაწილად სანამ მათი დაშორების დრო არ მოვიდოდა.
…ყოვლისმნახველს ცნობისმაყვარეობა ერეოდა. მისი თვალები თითქოს კინოფირი იყო. სავსე სხვადასხვა მოვლენებით. წინასწარ გამზადებული. ის მუდმივად შეგიძლია გადაახვიო, თავიდან უყურო, მაგრამ არასდროს შეგიძლია შეცვალო. ყოველ შემთხვევაში, სანამ ცოცხალი იყო ვერ შეეხებოდა. კი, მას მხოლოდ იმის წარმოდგენა შეეძლო, თუ რა მოხდებოდა, როდესაც მისი სხეული გაიხრწნებოდა.
როგორ წარმოედგინა კატალიას წამები სიკვდილის შემდეგ? მისი სხეული სიმწვანით დაიფარებოდა, ნიავი დაუბერავდა და უამრავ ფოთოლად დაიშლებოდა. სხვადასხვა ადგილას წაიღებდა მისი სხეულის ნარჩენებს. აქაურობას მთლიანად მოედებოდა და სამარადისოდ აქ დარჩებოდა. რაც სხეულისაგან გადარჩებოდა ნიავის ნაწილი გახდებოდა და გაჰყვებოდა. რამდენიმე წამი თვალები ისევ დახუჭული ექნებოდა და აღტაცებული გააცნობიერებდა, რომ ეს ის წამი იყო, როდესაც აწმყოს დაინახავდა. ქუთუთოებს მოადუნებდა, ორივეს ნელ-ნელა გაათავისუფლებდა და სინათლეში ჩაიღვრებოდა.
-ქალბატონო კატალია - შორეულმა ხმამ ბუნების წიაღში ჩაძირული, ტკბილ სურნელს წარმოსახვისაკენ გაყოლილი გამოაფხიზლა.
-ორანჟერიაში შემოდი - დაღლილი ხმით უპასუხა. ძალიან ეზარებოდა საუბარი, რომელიც წინ ელოდა.
-როგორ ბრძანდებით? - ნაიას ანარეკლი ჯერ კიდევ შუშიდან ბუნდოვნად გამოჩნდა. მორიდებულად შემოაბიჯა. შიში დაძლია და საბოლოოდ მაინც გაბედა მოსულიყო ამ ქალთან, რომლისაც, დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაინც ძალიან ეშინოდა. გაფითრებულს წასასვლელი ადგილი ვეღარ ეპოვა. როდესაც მოსაუბრე არავინ გახსენდება ომასთან მიდიხარ, ვის უპირატესობაშიც დარწმუნებული ხარ.
-შენ როგორ ხარ, ნაია?
-არ ვიცი.
-რამე მოხდა?
-მახსოვს, ადრე მითხარით, რომ ხანძარი გაჩნდებოდა, ყველა ხე ალისფრად შეიღებებოდა.
-კი, გითხარი.
-რა იგულისხმეთ?
-ნაია, ხშირად მეც არ მესმის რას ვხედავ. შეიძლება საკუთარ სხეულსაც ვცდები და სხვისი თვალებით ვიყურები. მახსოვს გაბრიელი პირველად რომ გავიცანი გამაოცა მისმა განათლებამ. მე და ჩემს ძმებს ასე მოგვესალმა - “კეთილი იყოს თქვენი ფეხი მტაცებელ ჭაობში”. სუჩუმე რომ გაგრძელდა, უწყინარი მეტაფორააო დაამატა. შეიძლება ჩემი ხედვაც უწყინარი მეტაფორა იყოს და სულაც არ ნიშნავდეს მოსალოდნელ ხანძარს ან თუნდაც დამწვარ ხეებს. როდესაც გაბრიელი ამას ამბობდა წარმოდგენაც არ მქონდა ვინ ვიყავით და ვინ ვიქნებოდით. მე ახლაც არ ვიცი ვინ ვარ, მაგრამ შემიძლია დანამვილებით გითხრა ვინები არიან ჩემი ძმები. ელიაზარი ფერადი კუბიკებისაგან აწყობილ რობოტს ჰგავს. საყვარელს, რომელსაც ყველა ნაწილი ადგილას აქვს, სრულყოფილი აქვს, მაგრამ ერთადერთი აკლია მკერდის მარცხენა მხარეს. ის მნახველს გააოცებს, მაგრამ მას ვერ შეიყვარებ. თედორე კი გატეხილ სარკეს ჰგავს. ის მხოლოდ სამყაროს გარკვეულ ნაწილს ხედავს, მაგრამ მთლიან, სუფთა სურათს ვერასდროს დაინახავს. ყველაფრის აღწერა შეიძლება უწყინარი მეტაფორით- სევდიანად გაიღიმა.
-რა მნიშვნელობა აქვს; ცეცხლი კარგის ნიშანი მაინც არ უნდა იყოს.
-არ გეთანხმები. ცეცხლი დამანდგრეველი, გამანადგურებელი ძალაა, მაგრამ ამავდროულად ის სითბოა, სინათლეა. ჩემი დანახული ალისფერი ფოთლები ძალზედ ლამაზი იყო. არ ვიცი. დანამდვილებით არაფრის თქმა შემიძლია.
-ალბათ, მართალი ბრძანდებით - ცოტა დამშვიდდა. – ეს ის ყვავილია დაბადებისდღეზე ელას რომ გაუგზავნეთ? - ლურჯ ყვავილებს მიუახლოვდა.
-კი, შენ საიდან იცი? - მისგან კითხვა უჩვეულო გასაგონი იყო. ნაიამ გაკვირვების დამალვა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.
-დაახლოებით. - გაჩუმდა არ იცოდა სიმართლე ეთქვა თუ არა. სხვა რომ ყოფილიყო მის წინ სიმართლეს აუცილებლად დამალავდა, მაგრამ მისი შესაძლებლობების შემხედვარე ფიქრობდა, რომ სიმართლის დამალვას აზრი არ ჰქონდა. შერცხვა, თავი დახარა.
-შეგიძლია მენდო - ალერსიანი ხმა ჰქონდა კატალიას. გულს ულბობდა. ელას უეცარი აორთქლების შემდეგ ნაიას გულწრფელად არავისთან აღარ უსაუბრია. მხარდაჭერა ძალიან აკლდა.
-დაახლოებით ერთი კვირის წინ ელას მოსანახულებლად ვიყავი.
-მის სიკვდილამდე?
-დიახ, რამდენიმე დღით ადრე მის სიკვდილამდე. მაშინ შევნიშნე ყვავილი, ძალიან ლამაზი იყო, ნაზი…
-რაიმე გაიგეთ? - სიტყვა მკაცრად მოუჭრა.
-ელამ კარადაში მამამისის ძველი წერილები იპოვა. - პასუხის გაცემაზე არც დაფიქრებულა. მას სჭირდებოდა დახმარება და მზად იყო ეს საიდუმლო, რომელიც მისი სხეულს მძიმე ღუზად მოხვეულიყო დაუფიქრებლად გაეშვა- დამტვერილი. ალბათ, გაბრიელს აღარც ახსოვდა, რომ ის წერილები ჰქონდა. მელანი დაღვრილი იყო, ხელნაწერი-გაურკვეველი. გარჩევა ძალიან გვიჭირდა.
-რა ეწერა? - ხმა აუმაღლდა. მოუთმენლობამ მთელი სხეული აიტანა. მოენატრა ეს სხეულში დაბადებული ცნობისმოყვარეობის ნაპერკლები, რომლებიც ხერხემალს სასიამოვნოდ ახურებდნენ. ხან ზევით ადიოდნენ, ხან ქვევით- ეშვებოდნენ. ეს ის ამბავი იყო, რომელიც მას არ დაუნახავს და შეიძლება სწორედ ეს ისტორია გახდებოდა გადამწყვეტი ყველასათვის და შეიძლება უკვე გადამწყვეტი გამხდარიყო ელასათვის.-განაგრძე ნაია.
-ელას ბებიის,გაბრიელის დედის წერილები იყო.
-დარწმუნებული ხარ?
-სრულიად.
-როდის იყო მოსული? - ნაპერკლები ნელ-ნელა ღაჟღაჟებდნენ და კოცონს ემსგავსებოდნენ.
-თარიღის გარჩევა გაგვიჭირდა, მაგრამ გამოგზავნიდან სამ წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული. მთავარი ის არის, რომ გაბრიელს სამშობლოდან წერილი მოუვიდა. არის გზა, გასასვლელი, რომელსაც ვერავინ ხედავს. წერილში მატარებელი იყო ნახსენები, მაგრამ…
-შენსა და ელას გარდა ამ წერილების შესახებ ვინმემ იცოდა? - მთელ ხერხემალს მოედო ალი და სწორედ მის ხერხემალს წაკიდებული ხანძარი დაემსგავსა ალისფრად განათებულ ფოთლებს, რომლებიც მან ნაიასთან შეხვედრის დროს დაინახა.
…კატალიამ გაჭირვებით, მაგრამ სურათის წარმოიდგენა შეძლო. მომაკვდავ ელასთან მისულმა ელიაზარმა წერილები ნახა. აზრი ამოიკითხა და მათი დახმარებით გაიქცა.
-მე ვფიქრობ ელა სწორედ ამ წერილების გამო მოკლეს.
-შეუძლებელია.
-არ ვიცი, ძალიან მეშინია. - ნაია მუდმივად იმეორებდა, რომ ეშინოდა, მაგრამ არც ერთხელ არ უთქვამს, რომ მომხდარის გამო დანაშაულის გრძნობა აწუხებდა. - წერილები გაქრა.
…კატალიას სხეულში ხანძარი ჩაქრა. წარმოდგენილი სურათი წაიშალა. ელიაზარის სახეც გაუჩინარდა.
-შეიძლება. - ხმას დაუდაბლა, ტუჩზე ძლიერად იკბინა - მე იმ ღამეს დავინახე ყველა, ვისაც შეეძლო ელა მოეკლა. ელიაზარისა და თვითონ ელას გარდა. ელიაზარს სახლი არ დაუტოვებია, ელა კი თავს არ მოიკლავდა.
-რისი თქმა გინდათ?
-ელას სიკვდილში არავინ არის გარეული. ყოველ შემთხვევაში, ვისაც ჩვენ ვიცნობთ.
-რატომ ხართ ასე დარწმუნებული?
-ნაია, დაფიქრდი. ვის დასჭირდებოდა ელას მოკვლა? ყველა საკუთარი გასაჭირით, თავის გატანის სურვილით იმდენად არის შეწუხებული, რომ არც სხვისი არსებობა, არც სიკვდილი არ ადარდებს.
-ელას თავისით ვერ მოკვდებოდა.
-მე არ მითქვამს, რომ ელა თავისით მოკვდა. - ყელი გაუშრა, ლაპარაკი უჭირდა და ეშინოდა. კატალიას იმაზე ლაპარაკი უწევდა, რისიც ძალიან ეშინოდა. - ტბას ორი მხარე აქვს. ჩვენ მარჯვენა მხარეს ვცხოვრობთ და უმეცრებით ვიკვებებით. წყლის მახლობლად ამოსული ხე ჩირაღდანია, რომელიც მაშინ გაანათებს, როდესაც ამ უმეცრების უსასრულო ღრუბელის გახლეჩვისა და სიმართლის სახით მომავალი მანათებელი თუ დამანგრეველი ცეცხლის მისაღებად ვიქნებით მზად.
-მეორე ნაპირას…
-ტბა სარკეა. ის ირეკლავს და მიმართულებას უცვლის ყველაფერს. შეიძლება გვიცავს კიდეც. სიმართლის ბუნებაც ცეცხლისავით ცვალებადია, ნაია.
-ტბის მეორე მხარეს. - დამარცვლა და ჩუმად რამდენჯერმე გაიმეორა.
-ფრთხილად იყავი ნაია, მე მეტი არაფრის გაკეთება შემიძლია.
-მადლობელი ვარ. -უკან გაბრუნდა. - ქალბატონო კატალია.
-კიდევ, რამის თქმა გინდა,ნაია?
-როგორ მოვედით აქამდე?
-ჩემო კარგო, მკვლელობა განსხვავდება მკვლელობისგან. - პასუხის გაცემა ხმადაბლა დაიწყო. როდესაც პირდაპირ პასუხის გაცემა არ უნდოდა ლაპარაკს შესავლით იწყებდა. - განზრახ თუ უნებლიეთ ჩვენ ყველანი მკვლელები ვართ. გრძნობა, რომელსაც ჩვენ განვიცდით ორმხრივი მკვლელია. საკუთარ მშობელ სხეულსაც კლავს და მასაც, ვისთვისაც არის განკუთვნილი. ეს სიძულვილია. როდესაც ის ჩნდება მძიმდები და შენი სხეული ნელ-ნელა მცოცავ ქვიშაში ეშვება. იგივე ხდება, როდესაც აცნობიერებ, რომ ვიღაც იმავეს განიცდის. ამ შემთხვევაში ყველაფერი უფრო ნელა ხდება. ყოველი ახალი ზიზღით სავსე გამოხედვა შენში რაღაც ნაწილს კლავს და რაც უფრო მეტ ადამიანს ეზიზღები, მით უფრო სწრაფად კვდები. სიკვდილი ერთია, მაგრამ აქ მას სახელი სწრაფად არ დაუმკვიდრებია. ის ჩვენ მოვიყვანეთ. მის წინ აღმართული წინაღობები გავანადგურეთ და ჩვენი მუდმივი მაცხოვრებელი გავხადეთ.
ახლა, ტბის მარცხენა მხარეს:
-რა წერილებს?
-ნუ მეთამაშები.
-თორემ? მიპასუხე რას იზამ - დარინა საშიში გახდა, პირი გაუშრა. სისხლის წყურვილმა მოსვენება დაუკარგა. სუნთქვა გაუხშირდა. თვით უბედურება გახდა და მზად იყო წინ მდგომს დაუნდობლად გასწორებოდა. - გაქცევა გინდა არა? წასვლა გინდა? - შეშინებულმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. კარში მდგომი არ მოძრაობდა, მშვიდად უყურებდა, აკვირდებოდა და შეშინებული მსხვერპლის დანახვაზე მტაცებელივით ველურდებოდა. საუბარი ყვირილით გააგრძელა:
-დაიმახსოვრე, აქედან ვერ წახვალ. აქ დარჩები და იქნები ცოცხალიცა და მკვდარიც. - მისკენ წაიწია - ჩალპები, შენი თავი ვინ გგონია? შენ არავინ ხარ. მიწაში დამალული ქვეწარმალი. - ტკივილი თავს ყველაზე უდროო დროს იჩენდა, სხეულს გარშემო ეკლებით სავსე ღეროსავით ეხვეოდა და ყოველი მოძრაობის დროს ეხებოდა. თუმცა სისხლი ჩვეული სისწრაფიდ არ ჩქეფდა, ვერც ტანჯვას გრძნობდა იმდენად ეშინოდა, ნაია მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ სიკვდილის უზომოდ ეშინოდა. კანკალებდა, მაგრამ უკან დახევას აღარ აპირებდა. წამით გაქცევა გადაწყვიტა, როდესაც უკან შებრუნდა, თვალი მის მოსაკლავად მომავალ მხეცს აარიდა, მაგრამ ყველანაირი სურვილი გაუქრა, როდესაც ქალაქი დაინახა. მნიშვნელობა არ ჰქონდა უკან გაიქცეოდა, რადგან ის მუდმივად ამ ლაბირინთში იცხოვრებდა. მეორე მხრიდან კი სხვადასხვა მტაცებლები წამოვდოდნენ მის საპოვნელად. არჩევანი ხანგრძლივსა და უეცარ სიკვდილს შორის გააკეთა.
-მეტისმეტია. - შებრუნდა.
-მტვერადაც არ ღირხარ, ყველასაგან შეძულებული, არასასურველი ხარ.
-შეწყვიტე - ნაიც მისკენ წავიდა, საპირისპირო მიმართულებით სიარული გადაიფიქრა. ძალა იგრძნო. ის ან მოკვდებოდა ან მოკლავდა. თვალებში უყურებდა. მარჯვენა ხელს ძალას ატანდა. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდათ. გარშემო ლეშის სუნი დატრიალდა, ნათლად ჩანდა და ორი ერთმანეთის მოსაკლავად მიმავალი ქალის დამახინჯებული სხეულის გარშემო დაბინავდა. ჩახმახს ამოძრავებდა და თითს სასხლეტის გამოსაკრავად ამზადებდა.
-უოჯახო, ეული!
-შენ? შენ ვინ ხარ. ჩრდილი ხარ. იმდენად საბრალო, რომ ამ სახლსაც კი ვერ შორდები.
-განაგრძე! - მხოლოდ ასიოდე ნაბიჯიღა აშორებდათ.
-შენ მოკალი? ელა შენ მოკალი? -
-წყეულო, შენი თავისაგან გმირს ნუ ხატავ. ეს ცხოვრებაა და შენ საბრალო ნაქარგს არ ჰგავს. - მხოლოდ ათიოდე დარჩა.
-მიპასუხე!- ნაიამ ხელის უხეში მოძრაობით მკერდის მარჯვენა მხარეს იარაღით დარინას სხეულს ძლიერად მიაწვა - ხმა დაუდაბლდა, მძიმედ ამოიხვნეშა და დაღლილმა წარმოთქვა - კითხვაზე მიპასუხე!
-შენ არ იცი კითხვაზე პასუხი? - დარინა გონს მოეგო. საკუთარ სხეულს დაუბრუნდა. მხეცის ჩრდილი გაიფანტა და ისევ გამხდარი, გამართული ქალი გამოჩნდა. დაჟანგული იარაღის ცივი ლულის მკერდზე შეხებამ სიამოვნება მიანიჭა. შეიძლება რამოდენიმე წამით მას ნაიაზე უფროც უნდოდა, რომ ამ გოგოს გამბედაობა გამოეჩინა და სასხლეტისათვის მაგრად დაეჭირა, მაგრამ ჯერ დრო არ იყო. გაეცინა :
-რა თქმა უნდა იცი. თავს რატომ იტყუებ? ელა ცოცხალია.
-ტყულია - ნაიას შეეშინდა. ცივმა ოფლმა დაასხა. გუგები შეეკუმშა. თვალის კუნთები მოუდუნდა.
-შენ გინდა დაიჯერო, რომ მკვდარია. - მარჯვენა ხელის, საჩვენებელი თითით ძალიან ნელა, მშვიდად ლულას ნაზად დააწვა და მოიშორა. - გინდა ისეთი უდანაშაულო და ერთგული გახსოვდეს, როგორიც სულ გეგონა - ხმადაბლა, გარკვევით წარმოთქვამდა ყოველ სიტყვას მარცვლავდა და თითქოს ნებით აგზავნიდა ნაიას ყურში ნაპერკლებს დესტრუქციული ხანძრის გასაჩაღებლად.\
-შეუძლებელია. - ტკივილმა დაარტყა, მტევანი ერთიანად შემოეხვია, სწრაფად მოუჭირა, ყველა ეკალმა სხეულში შეაღწია.
…დარინა მეთოჯინე გახდა, ნაია კი-თოჯინა. განწირული, ყველაზე უბედური თოჯინა.
-ჩემს გარეშე წავიდა? - წითელი თეთრ გარს შეერია. ფიქრობდა, რამდენიმე წამის წინ გაგონილ სიტყვებზე ფიქრობდა და არ უნდოდა ეს სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლეს ძალიან ჰგავდა. ელას სხეული გაუჩინარდა, ელიაზარი კი კატალიას თქმით გაიქცა. ელიაზარი… ის ამჯობინა და ერთგული მეგობარი უკან დატოვა. ამ ყველაფრის წარმოდგენა იმდენად მტკივნეული იყო, რომ აღარც ტკივილი, აღარც მარჯვენა ხელში გაყინული იარაღი და აღარც მის მოსაკლავად გამზადებული მტაცებელი ახსოვდა. მხოლოდ ერთზე ოცნებობდა და ამ ოცნებაში სიკვდილის საერთოდაც აღარ ეშინოდა.
-შენ არავის სჭირდები. წერილები თან წაიღო გზა იპოვა და ყველაფერი უკან დატოვა.
-ტყუილია!- თვალებიდან მომავალი სევდა სახეს უსველებდა.
არაფერი აღარ ესმოდა უსასრულო წუილის გარდა. დარინა მას ყურთან ახლოს მიუახლოვდა და ჩურჩულით აბრიყვებდა. მის მუცელში რაღაც დაიბადა. შეიქმნა, მატერიალური გახდა. ეს შავი საღებავი იყო, რომელსაც ის მუდამ გაურბოდა. საკუთარი თავის ის ნაწილი, რომელსაც ღიმილითა და მუდმივი საუბრით ,მშვიდ ცხოვრებაზე ,მალავდა, მაგრამ ის მასში არსებობდა მისი სხეულიდან ეშვებოდა და მის ფეხებთან იშლებოდა. ნაია მასში იძირებოდა…
…მეორე დღეს ყველაფერი ჩვეულ წრეს დაუბრუნდა. ნაიამ მშვიდად გაიღვიძა. ოფლი შუბლიდან მოიშორდა, ცუდ ხასიათზე იყო და ხო, არაფერი აღარ ახსოვდა. არასასიამოვნო შეგრძნება გაჰყოლოდა : “ნეტავ რა დამესიზმრა”- გიქრობდა და ქსოვდა. რამდენიმე დღეში მიქაელთან უნდა მისულიყო ახალი ნამუშევრების მისატანად და პირველად წლების შემდეგ ნემსი ააცილა და როდესაც ძაფი სისხლით შეეღება გონებაში წამით რამდენიმე სურათმა გაიელვა, მაგრამ ძალიან მალე გაქრა.
ყველაფერი ჩვეულად მიდიოდა. ყველა ფიგურა თავის ადგილს დაუბრუნდა. მხოლოდ ფუღურო დაცარიელდა, დაჟანგულმა იარაღმა ტბის ფსკერზე გადაინაცვლა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent