შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ, არა არ მიყვარხარ!


2-02-2018, 19:31
ავტორი სალანდერი
ნანახია 416

მიყვარხარ, არა არ მიყვარხარ!

ჩემი ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა! ევას გამოჩენამდე და მისი გამოჩენის შემდეგ... დასაწყისისთვის მოგიყვებით როგორ ვცხოვრობდი მის გამოჩენამდე...
მიუხედავად იმისა რომ ჯერ მხოლოდ ოცი წლის ვიყავი უკვე ვითვლებოდი ქალაქის ერთ ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ... მამაჩემი რესტორნების ქსელს ფლობდა ქალაქში და მეც ბავშვობიდანვე მამაზადებდა იმისთვის რომ თავისი ბიზნესი საიმედო ხელში დაეტოვებინა როცა პენსიაზე გასვლას დააპირებდა... მეც უპრობლემოდ ვასრულებდი მამაჩემის მიერ მოცემულ სხვა და სხვა დავალებებს ამავდროულად უნივერსიტეტსაც არ ვაკლებდი ყურადღებას და მშვენივრად ვსწავლობდი შესაბამისად ყველა კმაყოფილი გახლდათ განსაკუთრებით იმის ფონზე რომ ჩემმა უფროსმა ძმებმა საქართველოში ცხოვრებაზე უარი თქვეს... ერთმა ბოქსს მიჰყო ხელი და ამერიკაში წავიდა ხოლო მეორე სტომატოლოგი გახდა და ესპანეთში გადავიდა... მშობლები ნამდვილ მხსნელს ხედავდნენ ჩემში... მეც მათ საამაყო შვილს მშობლების იქეთ ცალკე ცხოვრებაც მქონდა კერძოდ პროფესიონალურად მივდევდი რბოლას და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიწინასწარმეტყველებდნენ ამ საქმეში... რადგან ჩემი გატაცებები ჩემს საქმეს ხელს არანაირად არ უშლიდა ჩემი ოჯახი არასოდეს ჩარეულა ზედმეტად ჩემს ცხოვრებაში და მშვიდად მივყვებოდით დინებას... როგორც მოგეხსენებათ მშვიდ ამინდს ყოველთვის მოჰყვება ქარიშხალიო და სწორედ ასე ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ქალაქში ყველაზე ცნობილი და პოპულარული მომღერალი ევა ერისთავი...
დილით სახლიდან სავარჯიშოდ გამოსულს მანქანით შემეჯახა და მანქანიდან გამოსვლაც კი არ იკადრა ისე დასცხო საჭეს ხელები და უშვერი სიტყვებით დაიწყო ლანძღვა...
შეჯახება არც ისე მძიმე აღმოჩნდა მაგრამ ფეხი საშინლად მტკიოდა... მალევე გავაცნობიერე რომ პოტენციური მკვლელი ჩემს დახმარებას არ გეგმავდა სიმწრით წამოვდექი ფეხზე მანქანასთან მივედი და საქარე მინაზე მივუკაკუნე იმის იმედათ რომ სახლში წაყვანას ვთხოვდი... მან მინა ჩამოსწია და თავისი მოცისფრო-მონაცრისფრო თვალები შემომანათა... მისი სილამაზით თუ ნაცნობი სახის დანახვით სახტად დარჩენილი ძლივს მოვედი აზრზე და საუბარი დავიწყე
-თქვენ ევა ერისთავი არ ხართ?
-ნეტა რა შენი ტრა*ის საქმეა მე ვინ ვარ! ბორბლებში რას მივარდები შე დეგენერატო?
-თქვენ დამეჯახეთ და კიდევ მე მეჩხუბებით?
-რომ არ მოგკალი მადლობას არ მეუბნები?
-თქვენ ნასვამი ხართ!
-შენ იდიოტი ხარ მაგრამ რა?
-ასეთი მთვრალი საჭესთან არ უნდა ჯდებოდეთ!
-ჰოდა რას უდგეხარ? წადი და მიჩივლე!
- არ ვაპირებ ჩივილს! ვთქვი მშვიდად...
-მანქანის ტარება იცი?
-დიახ!
-დაჯექი სახლში წამიყვანე! (მანქანიდან გადმოვიდა და წინ ამეტუზა)
-მთხოვთ რომ სახლში წაგიყვანოთ?
-კი არ გთხოვ გიბრძანებ!
-მე რა თქვენთან ვმუშაობ და არ ვიცი? გამეღიმა...
- მარტოს გამიშვებ? დამიბრუნა კითხვა და შემომაჩერდა
ისე მტკიცედ ლაპარაკობდა და იმდენად უნაკლოდ გამოიყურებოდა თვითონაც მივხვდი როგორ გამიშტერდა მზერა მის თვალებზე...
-დიდ ხანს მიყურებ ყ*ესავით? სასწრაფოდ გააფუჭა ყველაფერი და უტაქტო კომენტარით გონზე მომიყვანა!
-წაგიყვან... მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ გზაში ვინმე არ შემოგაკვდეს...
მანქანაში ჩავჯექი ისიც გვერდით მომისკუპდა და მანქანა დავძარი...
-საით? ვიკითხე
-შენ რა ჩემი მისამართი არ იცი?
-არა!
-ხედავ რა ბედის ბუკეთი ვარ? ათასი კაცი რომ გამოკითხო ახლა თბილისში ყველაზე დიდი ერთმა სი*მა არ იცოდეს ჩემი მისამართი და მეც ზუსტად მას დავეჯახე!
-მეტყვი თუ არა მისამართს ბოლოს და ბოლოს?
-მე ძალიან ნასვამი ვარ და ორიენტირების უნარი მაქვს დაკარგული!
-გინდა მითხრა რომ მისამართი არ გახსოვს? გამეცინა ...
-ბევრი დავლიე... მაგრამ უჯრაში ჩემი აგარაკის მისამართი დევს და იქ წამიყვანე! ხელით უჯრაზე მანიშნა...
-ის ზუსტად შენს წინ არის!
-ჰოდა გადმოწიე ხელი გააღე უჯრა და ნახე ეგ დედანატირები მისამართი!
ევა ძალიან მთვრალი იყო მისამართი რომც ამოეღო სავარაუდოდ ვერ წაიკითხავდა ამიტომ ფურცელი ამოვიღე და კოჯორისკენ ავიღე გეზი...
ევას მანქანაში ჩაეძინა მე ფურცელზე მითითებულ მისამართზე გავაჩერე მანქანა და ჭიშკართან ზარი მივეცი!
-გამარჯობა! გამომეგება ასაკოვანი მამაკაცი...
-გაგიმარჯოს... ეს ევა ერისთავის სახლია?
-დიახ მაგრამ ქალბატონი იშვიათად ჩამოდის და ახლა აქ არ არის!
-დიახ ვიცი ევა ჩემთან ერთადაა მას მანქანაში სძინავს და თუ შეიძლება თავის ოთახში ავიყვან!
-მამაკაცს დიდი გაოცება არ გამოუხატავს ჭიშკარი გააღო და ევას ოთახი მიჩვენა...
რადგან მისი გაღვიძება არ მინდოდა ხელში აყვანილი "ავიტანე" მის ოთახში და საწოლში ჩავაწვინე!
-ქალბატონს რომ რამე დასჭირდეს ხომ დარჩებით? მკითხა მოხუცმა!
-დიახ მე მივხედავ განვუცხადე ჩემდა გასაკვირად და ოთახიდან გავუშვი...
მის საწოლთან კრესლოში ჩავჯექი და ამჯერად უფრო ყურადღებით შევათვალიერე...
ქერა თმა უწესრიგოდ აჩეჩოდა, სწორი ცხვირი და თხელი ტუჩები მის თხელ სახეს კიდევ უფრო ნაზ შესახედაობას აძლევდა, მბზინვარე ოქროსფერ კანს ისეთი სასიამოვნო სურნელი ასდიოდა მოშორებით მჯდომსაც კი ისე მაბრუებდა როგორც საუკეთესო ხარისხის ღვინო... მას მთელი დღე და ღამე გადაბმულად ეძინა მე კი სულელივით დავჩერებოდი და თვალს ვერ ვწყვეტდი, დილის ხუთი საათი ხდებოდა როცა შეიღვიძა და კრესლოში მჯდომი რომ დამინახა თვითონაც საწოლზე წამოჯდა!
-წვენი ამომიტანე! გასცა ბრძანება...
არ მინდოდა დილა კამათით დამეწყო ამიტომ უჩუმრად ჩავედი ქვემოთ და წვენის ჭიქით ხელში დავბრუნდი...
-აბა როგორ მეძინა? მკითხა ჭიქა გამომართვა და წვენი მოსვა..
-მშვენივრად, ამჯერად მე გამეღიმა...
-მთელი ღამე აქ იყავი?
-მთელი დღე და ღამე!
-ყოჩაღ! რას აკეთებდი?
-რა უნდა მეკეთებინა? გიყურებდი რომ სასმელს ცუდად არ ემოქმედა!
-გეი ხარ?
-საიდან მოიტანე?
-მთელი ღამე ასეთ სრულყოფილებას უყურებდი და არაფერი მოიმოქმედე ან გეი ხარ ან იდიოტი!
-მკვდარივით გეძინა მე კიდევ ნეკროფილი არ ვარ!
-პატიოსანო ბიჭო რამდენი წლის ხარ?
-ოცის!
-უჰჰ რა პატარა ყოფილხარ!
-შენ რამდენის ხარ დიდო გოგო?
-ოცდარვის! შენობით როდის მერე მელაპარაკები?
-ესეც ვერ დავიმსახურე?
-ვერა მაგრამ ფეხზე მაინც ვერ ვიტან თქვენობით მიმართვებს!
-კარგი ახლა დაგემშვიდობები უნდა წავიდე!
-ვერსად ვერ წახვალ!
-რატომ? გამეცინა მის თავდაჯერებულობაზე!
-იმიტომ რომ სახლში უნდა წამიყვანო!
-და რატომ უნდა შევასრულო შენი ბრძანება?
-იმიტომ რატომაც გუშინ შეასრულე!
-უბრალოდ არ მინდოდა რამე მოგსვლოდა! ვცადე ამეხსნა
-ფეხებზე რა სცადე!
-არ შეგიძლია ცოტა მეტი კულტურა გამოიჩინო?
-თუ მომინდება შევძლებ!
-კარგი ადექი წავიდეთ!
-მე გადავწყვეტ როდის წავალთ!
-მართალი ყოფილა რასაც შენზე ამბობენ!
-და რას ამბობენ?
-რომ შეშლილი, ამპარტავანი, უტაქტო და ჯანდაბა! სრულყოფილებამდე ლამაზი ხარ!
-სრულყოფილი ნამდვილად ვარ! დანარჩენებზე ვიკამათებდი ფეხებზე რომ არ მეკიდოს ვიღაც სი*ების აზრი!
-შეგიძლია სიტყვა სი*ი აღარ თქვა ცოტა ხნით?
-ისეთი სიტყვით მომიწევს ჩანაცვლება უფრო არ მოგეწონება და ლექციებს ნუ მიკითხავ პატარა ბიჭო!
-ასე ნუ მეძახი!
-რასაც მინდა იმას დაგიძახებ! ფეხზე წამოდგა!
-სად არის ჩემი ფეხსაცმელი?
-მანქანაში!
-აქ ფეხშიშველი ამოვედი?
-არა, ხელში აყვანილი ამოგიყვანე!
-მაშინ ასევე ჩამიყვან უკან!
გაბრაზებულზე ხელი დავავლე და მანქანაში ისე ჩავსვი ხმა არ ამოგვიღია გვერდით მივუჯექი და მანქანა დავძარი!
-და შენ რა მითხარი რა მქვიაო?
-აბელი, აბელ ორბელიანი!
-ნაცნობი სახელია, და ან ძმა გყავს?
-ორი ძმა!
-უფროსები?
-ჰო, ერთი ბოქსიორია, მეორე სტომატოლოგი გაგაცნობ რადგან ასე დაგაინტერესა მივაყარე გაბრაზებულმა!
-სადისტი, დანტისტი და პიდარასტი შესანიშნავი სამეულია! თქვენი მშობლები იამაყებენ თქვენით თქვა ისე რომ ჩემს გაბრაზებაზე ყურიც არ შეუბერტყავს!
-კიდევ ერთხელ მიწოდებ პიდარასტს და მანქანიდან გადავალ!
-დამემუქრე? ძალიან შემეშინდა!
გადავწყვიტე მასთან აღარ მესაუბრა სახლამდე მივიყვან და საერთოდ დავივიწყებ მის არსებობას! შევუთანხმდი საკუთარ თავს...
-ახლა მაინც მეტყვი მისამართს?
მან მისმართი მითხრა და მანქანა ამჯერად მის სახლთან გავაჩერე!
ჭიშკარი შავ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილმა ტიპებმა გაგვიღეს და ძალიან გაიხარეს როცა ევა ცოცხალი და უვნებელი დაინახეს, მას არავითარი რეაქცია არ გამოუხატავს მცველების აღფრთოვანებაზე!
-შეგიძლია მანქანა წაიყვანო და მერე დამიბრუნო! შემომთავაზა და სხტად დამტოვა!
-გმადლობ ტაქსით წავალ!
-კარგი მაგრამ ჯერ ჩემს ოთახში ამიყვანე!
-შენ რა მართლა შენი მოახლე ხომ არ გგონივარ?
-რა მოხდა ჩემი აწევა ხომ არ გიჭირს?
-რა შუაშია?
-მაშინ უბრალოდ მოკეტე და ოთახში ამიყვანე!
ნერვებმა ყელში ამომასხა მაგრამ მისი სურვილი მაინც შევასრულე მანქანიდან გადმოვედი ხელი უხეშად დავავლე და თავის ოთახში ავიყვანე... გულში კი საკუთარ თავს ვლანძღავდი მისი ყურმოჭრილი მონობისთვის!
-გმადლობ რომ მანქანით გამიტანე! ღამე ფეხზე მათევინე, თავი ხელით მატარებინე და ორი დღის ყველა გეგმა წყალში ჩამიყარე! მივაყარე და საძინებლის კარი მოვიჯახუნე!
-არაფრის! მომაძახა და გადაიხარხარა!скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი GentleWoman

"სადისტი,დანტისტი,პიდარასტი" - მაგარი იყო :D :D კარგად წერ,მოვლენების განვითარებით ისე ვარ დაინტერესებული,მოუთმენლად ველი გაგრძელებას! მოცულობით პატარა თავი იყო (((

 



№2 წევრი სალანდერი

GentleWoman
"სადისტი,დანტისტი,პიდარასტი" - მაგარი იყო :D :D კარგად წერ,მოვლენების განვითარებით ისე ვარ დაინტერესებული,მოუთმენლად ველი გაგრძელებას! მოცულობით პატარა თავი იყო (((

მადლობაა, დღეს დავდებ შემდეგ ნაწილს...
შენიშვნას რაც შეეხება მიღებულია და გამოვასწორებ ❤

 



№3  offline წევრი triniti

დასაწყისი საოცარია ვნახოთ გაგრძელება როგორი იქნება...ისე მცირე თავია არ მყოფნის ...

 



№4 წევრი სალანდერი

triniti
triniti

მადლობაა ❤
თავებს გავზრდი აუცილებლად დღეს დავდებ მეორეს ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent