შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ, არა არ მიყვარხარ! (ნაწილი 2)


3-02-2018, 19:30
ავტორი სალანდერი
ნანახია 294

მიყვარხარ, არა არ მიყვარხარ! (ნაწილი 2)

სახლში ტაქსით წავედი როგორც კი თავი მარტო დავიგულე რამდენიმე ჭიქა მიყოლებით დავლიე!
-რა სულელივით იქცევი ბიჭო? რა ყურმოჭრილი მონასავით დაემორჩილე? სი*ი ხარ აბა რა ხარ? ლამაზი ქალი პირველად ნახე თუ ბოლოჯერ? რაა ლამაზი გოგო აქამდე არ დაგინახავს? რამ დაგაქლიავა? არა და რა ლამაზია ეგ შეშლილი იმ თვალებს რომ შემოგანათებს როგორ გინდა უარი უთხრა რამეზე? ერთი მზერით მიგაყინავს ადგილს! მაინც რა ლამაზი თვალები აქვს? ერთი შეხედვით მუქი ლურჯია, თუ კარგად დააკვირდები ცისფერია, თუ მზე პირდაპირ ანათებს მწვანე ხდება და თუ მოიწყინა უნაცრისფერდება... ჯანდაბა აბელ რაზე ფიქრობ ბიჭო? რა თვალები რა თვალები შენ მართლა ხო არ გამოსი*დი? სარკეში ველაპარაკებოდი უფრო ზუსტად ვეჩხუბებოდი ჩემს თავს როცა მამაჩემმა დარეკა!
-აბელ როგორ ხარ? სად ხარ? გაისმა ხმა რომელიც ძალიან ჰგავდა ჩემსას...
-კარგად ლევან, სახლში ვარ ჩემთან სად ვიქნები?
-მეც კარგად! შვილო დღეს დიდი წვეულება იმართება ქალაქის რჩეული საზოგადოება იკრიბება და ჩვენც დაპატიჟებულები ვართ!
-მამა შენ და ნანიკო წადით რა მე ხასიათზე არ ვარ!
-დედაშენს ჯერ ისიც ვერ მოუნელებია ცალკე რომ გადახვედი და კიდევ გულს ნუ დაწყვეტ შვილო, თუ რამე სერიოზული პრობლემა არ გაქვს წავიდეთ!
-კარგი ჰო! რომელზე გამოგიაროთ?
-რვის ნახევარზე აქ იყავი!
-კარგი! ტელეფონი გავთიშე და ცოტა ხანს დავიძინე! გაღვიძებისთანავე შხაპი მივიღე ჩავიცვი და დაპირებისამებრ რვის ნახევარზე მშობლების სახლში მივედი!
-რას შვრები დედი? კარებში შემომეგება დედაჩემი!
-ნანიკო რა მომკლავდა? გავუცინე
-შვილო მარტო არ უნდა გადასულიყავი!
-ახლა თავიდან ნუ განვიხილავთ მაგ თემას შენი ჭირიმე რაა.. სიტყვა ბანზე ავუგდე დედაჩემს და მამას ჩამოვართვი ხელი... მალევე ჩავსხედით მანქანაში და ერთ ერთ ულამაზეს რესტორანში მივედით... წვეულებას მართლა ესწრებოდა ქალაქის თითქმის ყველა ცნობილი და წარმატებული ადამიანი, ასეთი მასშტაბური წვეულება აქამდე არც არასდროს მოეწყოთ...
-საშენო წვეულებაა, ნახე რა გოგოებია მხარზე ხელი დამკრა მამაჩემმა თუმცა ჩემი გონება იმდენად მოცული იყო იმ არანორმალურით რომ ცხოვრებაში პირველად არ შემიმჩნევია გოგონები! სუფრასთან მამაჩემისა და ჩემს მეგობრებთან ერთად დავსხედით და დალევა დავიწყე... წვეულება მშვიდად მიმდინარეობდა ყოველგვარი განსაკუთრებულობის გარეშე, საქმიან თემებზე საუბრობდნენ, სვამდნენ და აქა იქ ახალგაზრდები ცეკვავდნენ!
-ხომ კარგად ხარ? აქამდე არასოდეს შემიმჩნევია ამდენი დაგელია! ყურში მითხრა დედაჩემმა და სანამ პასუხს დავუბრუნებდი რესტორანში ჩემი უხასიათობის მიზეზმა შემოაბიჯა...
მას შავი ზურგ ამოღებული კაბა ეცვა რომელიც მარცხენა მხარეს ისე ამოეჭრათ რომ მისი სხეულის ეს მხარეც ზურგივით მოშიშვლებოდა... სხეულის მესამედს ან მეოთხედს უფარავდა კაბა თუმცა რა ენაღვლებოდა რო? უნაკლო სხეული რატომ უნდა დაემალა? ის ანგარიშმიუცემლად მიუჯდა ერთ მაგიდას და მამაკაცთა არმიაც შემოიკრიბა, მამაჩემიც კი გაოცებული იმით რომ მე უარი განვაცხადე მარტო მივიდა ევასთან მისასალმებლად... ევამ ცოტა ხანს მშვიდად წრუპა სასმელი შემდეგ კი მაგიდასთან მსხდომი საზოგადოება მიატოვა და ჩვენს მაგიდასთან გადმოჯდა... ბუნებრივია ყველა აღფრთოვანებით შეხვდა ამ ამბავს გარდა თქვენი მონა მორჩილისა... თანამესუფრეებმა საუბარი გააბეს მე კი ბრაზი ისე მომწოლოდა არაფერი მესმოდა...
-სიგარეტი არ გინდა აბელ? მომმართა და კოლოფი გამომიწოდა...
-არ ვეწევი!
-მალე დაიწყებ! თქვა და გვერდულად გაიღიმა!
-თქვენ ერთმანეთს იცნობთ? შემომხედა მამაჩემმა!
-არა! ვთქვი მე... თითქმის! დაამატა ევამ!
-ეს როგორ გავიგოთ?
-აქამდე ერთხელ შევხვედრივართ ერთმანეთს! ვეცადე ამეხსნა...
-არ მეცეკვები? მკითხა და იმ საშინელი მზერით შემომაჩერდა ასე რომ მიბნევდა თავ-გზას!
-ცეკვა არ ვიცი!
-არც მე მაგრამ ახლა მინდა რომ ვიცეკვო! მეცეკვები თუ არა? როგორ ახერხებდა ყოველთვის შეენარჩუნებინა ბრძანების კილო!
-ასეთ ქალს უარს ვინ ეტყვის გამამხნევეს აქეთ იქიდან და ვინაიდან ახსნა განმარტებების მიცემა არ მინდოდა ევა საცეკვაოდ გავიყვანე... ხელები ნაზად შემომხვია კისერზე მეც წელზე შევეხე და ჩემს მკლავებში მოქცეული იმდენად სუსტი მომეჩვენა ბრაზმა ლამის გამიარა!
-რას აკეთებ? ყურში ჩავუჩურჩულე და მისი სხეულის მოძრაობას ავყევი!
-ვცეკვავ!
-თავს ნუ ისულელებ!
-მისი სხეული უკვე უხერხულად ეხებოდა ჩემსას და მამაკაცურ ღირსებაზე კონტროლი სრულად დავკარგე, ეს კი რა თქმა უნდა ევას არ გამორჩენია!
-მეორე შარვალი გაქვს მანქანაში?
-რაში გაინტერესებს?
-ეს სადაცაა ტანზე შემოგასკდება თვალები გააპარა ჩემი შარვლის უბისკენ! მერე კი კიდევ უფრო ახლოს მოიწია და თავისი სხეული კიდევ უფრო მოაკრა ჩემსას!
-მეორე შარვალი არ მაქვს და თუ არ გინდა პლავკისამარა განვაგრძო ცეკვა ჯობია შეწყვიტო!
-მთხოვე!
-რაა?
-მთხოვე რომ გავჩერდე!
-არა!
-შარვალი ან ტანზე შემოგასკდება ან დაგესვრება ასე რომ მთხოვე!
-ევა გეყოფა!
-მთხოვე! ჩაისისინა და ვიგრძენი როგორ გაიღიმა!
-გთხოვ შეწყვიტე! ვთქვი რადგან მივხვდი რომ სხვა გამოსავალი აღარ მქონდა! მან სხეული ნაზად ჩამოაშორა ჩემსას
-შენს ადგილას ტუალეტში გავიქცეოდი! მითხრა და მაგიდასთან დაბრუნდა... რამდენიმე წუთში მეც შევუერთდი და მისი თავდაჯერებული ღიმილის მოთმინებით ატანის შემდეგ დალევა განვაგრძე!
-აბელ სახლში არ წამიყვან? ისევ დაიწყო საუბარი!
-შენი დაცვა სად ჯანდაბაშია? ვიგრძენი როგორ ავუწიე ხმას და საკუთარი თავის შემრცხვა!
-გავუშვი! წამიყვან? ან იქნებ.... უკაცრავად თქვენ რა გქვიათ? მიუბრუნდა ჩემს გვერდით მჯდომ მამაჩემის პარტნიორის ვაჟს!
-დავითი!
-ან იქნებ დავითს ვთხოვო? განაგრძო...
-ადექი წავედით! გამოვცერი კბილებში და ხელი მოვკიდე...
-მალე დავბრუნდები და სახლში მე წაგიყვანთ! დავუბარე მშობლებს და ევასთან ერთად მანქანაში ჩავჯექი!
-რა გინდა ჩემგან? ვკითხე როგორც კი მანქანა დავძარი!
-გეთამაშები!
-მეთამაშები? რატომ?
-იმიტომ რომ მითხარი უკანასკნელი ქალი ხარ ვისთანაც დავწვებოდიო!
-ჩემთან დაწოლა გინდა? ვუთხარი რაც შემეძლო გესლიანად!
-არა, მინდა რომ შენ მოგინდეს ჩემთან დაწოლა!
-რატომ? გამეცინა
-უბრალოდ ამ ნატვრაში ამოგხდი სულს!
-ვაფასებ შენს თავდაჯერებულობას!
-მაინც როგორი წარმოიდგინე?
-რა?
-როცა ჩემთან სექ*ზე ოცნებობდი, და მე ვიცი რომ ოცნებობდი! როგორი წარმოიდგინე?
-შენთან სექ*ს თანაც ჩემს ფანტაზიაში მირჩევნია უპატრონო პუდელი გავ*იმო!
-ეგ სარკაზმი შეგიძლია ერთ ადგილას გაირჭო!
-ერთ ადგილას გასარჭობად მე უკეთეს რამეს მოგცემ ოღონდ შენ მოინდომე და!
-ესეც შენი არაპატიოსანი მხარე! ნაგლად ჩაიღიმა
-ესეც შენი სახლი! შენი ფეხით წახვალ თუ ხელით აგიყვანო!
-ჩემი ფეხით წავალ ამჯერად!
-რა სამწუხაროა!
-სახეზე დაგეტყო იმედგაცრუება!
-სახეზე ვერაფერს შემატყობ თავს ძალიან კარგად ვაკონტროლებ!
-პატარა აბელისგან განსხვავებით? თვალი ჩემი უბისკენ გააპარა!
-რა ჯანდაბა გინდა ბოლოს და ბოლოს?
-ვთამაშობთ თუ არა?
-არა!
-ეს გამოწვევაა! დილით დაგირეკავ თქვა და ისევ დაუმშვიდობებლად გადავიდა მანქანიდან! მე კი ისევ წვეულებაზე დავბრუნდი!
-რა ხდება თქვენს შორის? მკითხა ლევანმა როგორც კი მარტო დამიგულა!
-არაფერი!
-აბელ სიგარეტი ხომ არ გინდა?
აბელ ჩემთან ერთად ხომ არ იცეკვებ?
აბელ სახლში ხომ არ წამიყვან? დამახინჯებული ხმით წარმოთქვა მამაჩემმა!
-მშვენიერი პაროდია იყო მაგრამ ჩემსა და იმ შეშლილს შორის არაფერი ხდება!
-იმედი მაქვს რადგან მაგ ქალს ჯერ არავისთვის არაფერი მოუტანია კარგი! ხმა აღარ ამომიღია ისე წამოვედით წვეულებიდან... ჯერ მშობლები ავიყვანე თავიანთ სახლში მერე მე წავედი... სახლში მისვლისთანავე შხაპი მივიღე და დავიძინე...
-დილით ისევ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, უცხო ნომერი იყო თუმცა მაინც გავხსენი!
-ბატონო! რომელი ხარ?
-კეთილი ფერია ვარ ზღაპრების ქვეყნიდან!
-რამ შეგაწუხათ ამ დილით ქალბატონო ევა?
-მინდა რომ ჩემთან მოხვიდე!
-რა თქმა უნდა ოღონდ დრო ზუსტად მითხარი წამიც რომ არ დავაგვიანო! გავიცინე!
-თორმეტზე აქ იყავი!
-რააა? ვიბღავლე თუმცა ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა!
ამის არანორმალური დედაც არ ვატირე? მივიდე არა ის მაგის სურვილებს ვასრულებ ახლა! ვთქვი ჩემთვის თუმცა საწოლიდან მაინც წამოვდექი! არ ვიცი როგორ ან რატომ მაგრამ გაუცნობიერებლად ვასრულებდი ამ ქალის სურვილებს, თორმეტზე უკვე მის სახლთან ვიდექი ისიც მალევე ჩამოვიდა და გვერდით მომიჯდა
-ქალაქის ცენტრში წადი! გასცა ბრძანება!
-გმადლობ, კარგად შენ როგორ ხარ? ვუთხარი უკმეხად თუმცა მანქანა მაინც დავძარი!
-არამიშავს!
-რა გინდა ქალაქის ცენტრში?
-მინდა რომ ქალაქში გამასეირნო!
-მძღოლი არ გყავს?
-კი მაგრამ შენ რომ ასრულებ ჩემს სურვილებს სხვა "მუღამი" აქვს!
-შენს სურვილებს ვასრულებ არა?
-აქამდე არ მითქვამს? მაპატიე პატარავ!
-ავადმყოფი ხარ! არ ვაპირებ შენ აგყვე მე სახლში მივდივარ!
-შუა ქალაქში მარტოს დამტოვებ?
-კი ზუსტად ასე მოვიქცევი და ჯანდაბამდე გზა გქონია! ვიღრიალე მანქანიდან გადმოვედი და სახლში ტაქსით წავედი, ევა კი ჩემივე მანქანით დავტოვე ქალაქის ცენტრში!
როგორც კი სახლის კარი შევაღე შხაპი მივიღე ტანსაცმელი გამოვიცვალე და იმ ყველაფერის გაანალიზება დავიწყე რაც ბოლო ორი დღე ხდებოდა ჩემს თავს! ბრაზის ჩასახშობად რამდენიმე ჭიქაც გადავკარი და ისევ ტელეფონის ზარი გაისმა! ისევ უცხო ნომერი...
-გისმენთ! ვეცადე მშვიდი ტონი შემენარჩუნებინა!
-მე ვარ! გაისმა ის ხმა რომელსაც გულის სიღრმეში ველოდი კიდეც!
-რა ჯანდაბა გინდაააა? ვიღრიალე!
-წინასწარი დაკავების იზოლატორში ვარ რაც შეგიძლია სწრაფად მოდი! თქვა და ტელეფონი გათიშა!
რა თქმა უნდა ბევრი არ მიფიქრია ისე ჩავიცვი ტანზე და ტაქსით გავვარდი წინასწარი დაკავების იზოლატორში...
შესასვლელთან უკვე იდგნენ ჟურნალისტები და ევას მეგობრები...
-მართლა მისი შეყვარებული ხართ? ლამის მიკროფონი გადამაყლაპა ერთ ერთმა ჟურნალისტმა... თან სულ არ გაუჭირდებოდა იმხელაზე დამაღებინა პირი მისმა შეკითხვამ... ნეტავ რა მოიფიქრა ამ ავადმყოფმა? გავიფიქრე გულში ჟურნალისტებს გვერდი ავუარე და განყოფილებაში შევედი...
-გამარჯობა, კეთილი იყოს შენი ფეხი ძმაო, რამ შეგაწუხა? მომესალმა განყოფილების უფროსი რომელიც ჩემი მეგობარი გახლდათ...
-რავიცი თემო ერთი არანორმალური ქალის დასახსნელად მოვედი...
-ევა ერისთავი?
-ჰო, რა დააშავა?
-საგზაო წესების დარღვევაზე გააჩერეს, მერე აღმოჩნდა რომ ნასვამი იყო არავითარი საბუთები თან არ ჰქონდა და ამავდროულად სხვის მანქანაზე იჯდა... სანამ მანქანის პატრონი არ გამოჩნდება ვერ გამოვუშვებთ ძმაო...
-მანქანა ჩემია!
-მან თქვა რომ მანქანა მისი შეყვარებულისაა და როცა უნდა მაშინ იმგზავრებს ამ მანქანით, მოიცა რა გამოდის რომ მისი ახალი ბიჭი შენ ხარ?
-ჰო, ვთქვი და ყელში მოწოლილი ბრაზი და ბოღმა სიმწრით გადავყლაპე...
-ფორმალურ მხარეს მოვაგვარებ და სახლში გაგატან, მანამდე შეგიძლია ნახო! თქვა ახალი ამბით გაოგნებულმა თემომ... და ევასთან მიმიყვანა თვითონ კი უკან დაბრუნდა!
-საკანში თავს როგორ გრძნობს ქალბატონი უნაკლო?
-შე დეგენერატო, შე ნაგავო, შენ გამო ორი საათია ამ ბინძურ საკანში ვზივარ!
-ჩემს გამო კი არა გრძელი ენის გამო ზიხარ!
-! როდის გამიშვებენ აქედან?
-თუ მე არ გადავწყვეტ რომ ჩემი შეყვარებული სულაც არ ხარ და სინამდვილეში მანქანა მომპარე მაქსიმუმ ერთ საათში!
-შენ იმას გადაწყვეტ რასაც მე გეტყვი!
-რატომ უთხარი მათ რომ შენი შეყვარებული ვარ?
-სხვანაირად როგორ ამეხსნა ამდენი სი*ისთვის რას ვაკეთებდი შუა ქალაქში ვიღაც იდიოტის მანქანით?
-იცი რომ გარეთ ჟურნალისტები და შენი მეგობრები დგანან?
-*ლეზე არ გკიდია? გავალთ და ვიტყვით რომ მოულოდნელად ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი რამდენიმე კვირაში კი ვიტყვი რომ ერთი ლაწირაკი იდიოტი ხარ და ჩემს მიერ მიტოვებულ მამაკაცთა სიას შეემატები!
-შენი წინადადებით ვერ მომხიბლე!
- "ზატო" ლამაზი თვალებით მოგხიბლე და ახლა ნაკლებ მომხიბლავ წინადადებაზეც მაგის ხათრით დამთანხმდები!
-გინდა რომ შენი შეყვარებულის როლი გავითამაშო?
-ჰო ზუსტად, აქედან რომ გავალთ ჟურნალისტებს ბედნიერი სახით მოუყვები როგორია როცა უნაკლო ქალის ყურადღების დამსახურებას ახერხებ!
-ავადმყოფი ხარ,
-მაგრამ სრულყოფილებამდე ლამაზი!-ეს ვინ გითხრა?
-შენ!
გავჩუმდი რადგან მართალს ამბობდა ჩემი პირით ვუთხარი რომ სრულყოფილებამდე ლამაზი იყო! ამაზე ფიქრში წამოგვადგა თავზე თემო!
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ გვრიტებო?
-ხელს ეს გისოსები გვიშლიდა თორემ შესაძლოა პირდაპირ აქტის პროცესში წამოგვდგომოდი თავს! გადაიხარხარა!
-აპატიე რომ გისოსებზე დაკაკუნება არ ასწავლეს! ვთქვი რათა ჩემი მეგობრის უხერხულობა ოდნავ მაინც გამეფანტა...
თემომ საბუთებზე ხელი მოგვაწერინა ევას კარი გაუღო და გასასვლელისკენ გავემართეთ!
-ხელი ჩამკიდე! ჩაისისინა ყურთან!
-რა?
-ხელი ჩამკიდე ჩვენ ხომ ბედნიერი წყვილი ვართ!
ხელი მოვკიდე და ჰოლში ასე გამოვედით, მისი მეგობრები მაშინვე ჩვენს ირგვლივ გაჩდნენ!
-ევა ხომ კარგად ხარ? იკითხეს და უტაქტოდ დამიწყეს თვალიერება!
-კი!
-ესეიგი შენ ხარ ის უბედური! ამჯერად მე მკითხა შავ თმიანმა ლამაზმანმა რომელიც არ ვიცი საიდან მაგრამ ძალიან მეცნობოდა!
-დიახ! გავიღიმე შეძლებისდაგვარად!
-ეს რა ბიჭი დაგითრევია! პირი დააღო და ჩემს ირგვლივ სიარული დაიწყო ბიჭმა რომელიც მხოლოდ ხმის ტემბრით გავდა ბიჭს!
-თვითონ რა გოგო დაითრია არ იმჩნევთ? გაიცინა და აშკარა კმაყოფილებით შემათვალიერა ევამ!
-ქალბატონო უნაკლოვ სახლში ხომ არ წავიდეთ? ნერვები მოვთოკე და ვკითხე რაც შემეძლო თავაზიანად!
-ვაუუ... აი ეს მესმის! ხვალ ჩემი დაბადების დღეა და ერთად გელოდებით რომ საზოგადოებას ოფიციალურად წარვუდგინოთ თქვენი წყვილი საუბარში ჩაერთო შავთმიანი!
-ვნახოთ! თუ მოვახერხებთ აუცილებლად! ვთქვი მე...
-წავედით სახლში! ხელზე მომქაჩა ევამ და გარეთ გამოვედით...
გზა ამჯერად ჟურნალისტებმა გადაგვიღობეს და პირში ჩაგვჩარეს მიკროფონები თან ყველა მხრიდან ფოტოაპარატების ჩხაკუნი ისმოდა!
-რას იტყვით თქვენს ურთიერთობაზე? სად გაიცანით ერთმანეთი? როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი?
-ხვალ ნატას დაბადების დღეზე ოფიციალურად წარვდგებით თქვენს წინაშე და ყველა კითხვაზე გიპასუხებთ დღეს კი უბრალოდ საშუალება მოგვეცით სახლში წავიდეთ და დავისვენოთ! მოკლედ მოუჭრა ევამ და ჟურნალისტების ნაკადი გააპო!
მანქანის კარი რა თქმა უნდა მე გამოვუღე და მანქანაში ჩავსხედით!
-რა წყვილს წარუდგენ? შენ საერთოდ კარგად ხარ?
-მინიმუმ სამი კვირა მოგიწევს ჩემი ატანა და სჯობს ბედს შეეგუო!
-იქნებ აზრი გეკითხა? რატომ არ მკითხე თანახმა ვარ თუ არა?
-თანახმა ხარ?
-არა!
-არაუშავს შეეგუები!
-ღმერთო მართლა მეკაიფები! გამეცინა
-რა მოხდა მამიკო ხომ არ წაგეჩხუბება?
-ფიქრობ მამაჩემის მეშინია?
-ჰო აბა სხვა რა უნდა იყოს? სამ კვირაში ხო არ შეგჭამ? თუ გაგაუპატიურებ?
-ჩემი მშობლები ჩემს პირად ცხოვრებაში ვერ ჩაერევიან! ვთქვი მტკიცედ და მისი სახლის წინ გავაჩერე მანქანა!
-მაშინ ხვალ შევხვდებით ხუთზე და ნატას დაბადების დღეზე წავალთ!
ისევ დაუმშვიდობებლად გადავიდა მანქანიდან...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი GentleWoman

მომწონს! მომწონს! მომწონს!

 



№2  offline წევრი სალანდერი

GentleWoman
მომწონს! მომწონს! მომწონს!

მადლობა! მადლობა! მადლობა! ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent