შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რიალტო (თავი 2)


3-02-2018, 20:17
ავტორი Ana nedelkina
ნანახია 78

რიალტო (თავი 2)

სახლიდან ხშირად არ გავდიოდი, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ბოლო დღეს კი ჩემთან საიდუმლო აგენტებივით ჩაცმული ორი ბიჭი მოვიდა. კარზე ზარის ხმა რომ გავიგე მომსახურე პერსონალი მეგონა თუმცა როცა ისინი დავინახე შევკრთი და სასწრაფოდ გადავწყვიტე კარი დამეკეტა, მაგრამ არ გამომივიდა, სახლში შემომეჭრენ.
- წადით აქედან თორემ დაცვას დავუძახებ.
- დამშვიდდი ანდრეისთან უნდა წაგიყვანოთ, შემოგითვალა ჩვენ რომ ვიცით ის წამოიღეო.
- რა ვიცი რომ არ მატყუებთ და ანდრეის მტრებთან არ ხართ შეკრული?
- ანდრეიმაც ეგ გვითხრა არ წამოგყვებათო ამიტომ ეს გამოგვატანა.
შავი ყუთი გამომიწოდეს პატარა იყო, გავხსენი და შიგნით ჩემი კაბის ნაგლეჯი იდო. გამეცინა, ვერც კი შევამჩნიე რომ კაბაზე მონახევი იყო.
- კარგი წამოვალ ოღონდ გარეთ დამელოდეთ ჩავიცმევ.
- მალე გამოდი თორემ დაუკითხავად შემოვალთ.
თქვენ მაგას არ იზამთ. გავიფიქრე ჩემთვის და კარი დავკეტე.
ძალიან კარგად მახსოვდა, რომ კაბა ნაგვის ურნაში ჩავაგდე და ნებისმიერს მიუწვდებოდა ხელი მასზე. თქვენ უნდა მომატყუოთ მე არა კარგი შემოდით ერთი რა დაგხვდებათ მაგასაც ვნახავ. ფანჯრიდან გავიხედე მეხუთე სართულზე ვარ, მაგრამ კიდევ კარგი სასტუმრო ისეა ნაშენები რომ კრამიტის სახურავზე ჩვეულებრივად გადავალ მერე კი იმედი მაქვს ჩასვლას მოვახერხებ. კულონი გავიკეთე და სასწრაფოდ გადავედი კრამითის სახურავზე, საკმაოდ ცხელი იყო ამას ფეხსაცმელშიც კი ვგრძნობდი. კიდევ კარგი ხტუნვა და ძრომიალი კარგად მეხერხებოდა ბავშვობიდან ქუჩაში ვიყავი, ბიჭები ალქაჯს მეძახდნენ, ფეხბურთსაც და კალათბურთსაც მათზე უკეთ ვთამაშობდი. აი თურმე სად შეიძლება გამოგადგეს ბავშვობის „სინაზე და სიწყნარე.“ ცოტაც და სახურავის ბოლოს მივალ რაღაც უნდა მოვიფიქრო და გვერდზე გავიხედე მეორე სახურავი რომელიც შედარებით დაბალი იყო საკმაოდ შორს იყო, მიდი მია ჩემი თავი გავამხნევე გავექანე და სახურავზე ვარ გადავრჩი. უკან გავიხედე ჩემი შესაძლებლობებით რომ მეამაყა მაგრამ ვინ გაცადა ის ორი იდიოტი მომზდევდა. ჯანდაბა მია გაიქეცი ჩემ თავს შევძახე და ფეხზე წამოვხტი. გავრბოდი და მათი ყვირილის ხმა მესმოდა, ახლა რა უნდა მექნა ანდრეის არ ვიცნობდი ამითომ არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი ბოლო ნახტომიც და ძირს ვარ. არცისე კარგად ვიცოდი ეს ქუჩები ამიტომ პირველივე მოსახვევში შვუხვიე მამშვიდებდა ის ფაქტი რომ ისინი საკმაოდ მშიშრები აღმოჩნდნენ და გადმოხტომას ვერ ბედავდნენ.
მარჯვნივ შევუხვიე იქვე მიწისქვეშა გადასასვლელში ვაპირებდი დამალვას რომ მოსახვევში ერთ-ერთი შეჩეხა.
- ნუ ჩქარობ ლამაზო, გეგონა ვერ დაგეწეოდით არა საყვარელო ასე ვერაფერს გახდები მოგვეცი რაც ჩვენია და წავალთ.
- მოდით და აიღეთ.
ვუთხარი ორაზროვნად ჩემს უკან მდგარს წიხლი ისე მწარედ ვუწილადე მგონი შვილის ყოლის უნარიც დავაკარგვინე და გამოვიქეცი ახლა წინ დამხვდა სრულიად უცნობი ორი ახალგაზრდა.
- ჩვენ ანდრეის ხალხი ვართ სწრაფად წადი კუთხის ბოლოსი მანქანა დაგხვდება და ჩაჯექი ამათ ჩვენ მივხედავთ.
- ორი წუთის წინ სწორედ ეს მითხრეს რომ ანდრეის ხალხი იყვნენ როგორც იმათ დავუჯერე თქვენიც ისევე მჯერა.
ერთ-ერთს სწრაფად მივვარდი და იარაღი ამოვუღე. ამას არ ელოდნენ და შეკრთნენე.
- აბა ახლავე უკან დაიხიეთ და გამატარერთ „ანდრეის ბიჭებო“ თორემ ტვინებს გაგასხმევინებთ და ისე წავალ.
- ბევრი საუბარი გყვარებია მომესმა უკნიდან ბოხი მაგრამ მეტად სასიამოვნო ხმა და უეცრად შევბრუნდი.
- შენც ანდრეის კაცი ხარ არა. ირონიულად ვუთხარი მოსულს.
- არა, ძვირფასო მე თვითონ ანდრეი ვარ.
- ამ სიტყვებზე ღიმილი სახეზე შემრჩა, მაინც ვცდილობდი ასე იოლად არ გავესულელებინე ამიტომ გამბედაობა მოვიკრიბე და თავდაჯერებულად წარმოვთქვი დამიმტკიცე.
უცნობს გაეცინა და პირადობა გამომიწოდა, ფუ შენი მია რა იდიოტი ხარ, გავიფიქრე გულში მაგრამ შენ საიდან უნდა გცოდნოდა ხომ არ დაგესიზმრებოდა?
არადა მე სულსხვანაირი წარმომედგინა უფრო ხანშიშესული ის კი ძალიან ახალგაზრდა და სიმპატიური იყო ვაღიარებ დედამისს წააგავდა.
- კიდე დიდხანს უნდა უყურო ჩემს პირადობას?
უცებ გავერკვიე რაც ხდებოდა და ბოდიშის მოხდით ანდრეის პირადობა გავუწოდე.
- მამაცი და ძალიან ლამაზი გოგო ამირჩევია მითხრა ღიმილით. ოღონდ ცოტა სიფიცხეს უნდა მივხედოთ.
- არ ვაპირებ ჩემი რომელიმე თვისების მოშორებას მითუმეტეს სიფიცხის, რადგან მე ძალიან მომწონს და იმასაც გეტყვით რომ სხვების აზრი ნაკლებად მაინტერესებს.
- კარგი დამშვიდდი გასაბრაზებლად არ მითქვამს.
- არც გავბრაზებულვარ, აიღეთ თქვენი კულონი მე მომაგნეს ახლა ჯობს სხვას ატარებინოთ.
კულონი მოვიხსენი და ხელზე დავუდე.
- და გმადლობ რომ იმ დღეს შემიფარე. მგონი ვალი გადახდილია. გავუღიმე და წამოვედი.
- არა, ბოლომდე გადახდილი არაა, შენ რა შენი სიცოცხლე მხოლოდ ამად გიღირს?
- რას გულისხმობ?
- იმას, რომ წყლიდან მე ამოგიყვანე, იხრჩობოდი. ეტყობა დამალვა და შორს ამოყვინთვა გინდოდა მაგრამ ცოტა ზედმეტი მოგივიდა.
- კარგი, მადლობა გადარჩენისთვის, და იცი რა, მე ჩემი თავი ბევრად მეტი მიღირს, ეს 4 თვე კულონი იმიტომ არ მიტარებია რომ მადლიერება გამომეხატა, რადგან ვფიქრობ რომ ადამიანი თუ რამეს აკეთებს მის სანაცვლოდ არავისგან არაფერს არ უნდა ელოდეს, ამისთვის უფალი გადაუხდის, მხოლოდ მისი იმედი უნდა ქონდეს და არ უნდა უყურებდეს ყველას ხელებში სიკეთე როდის დაუბრუნდება, ამიტომ თავს ვალდებულად არ ვთვლი რომ ეს კულონი ვატარო.
- შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მგავხარ, თუ გეტყვი რომ ეს კულონი შენ გეკუთვნის მაშინ?!
- მე თუ ვიცი რომ არ მეკუთვნის ?!
- ვთქვად გეკუთვნის, მეტიც ოჯახური რელიქვიაა რომელიც ყველას უნდა, მაშინ რას იზამდი.
- მაშინ თუ მეცოდინებოდა, რომ ეს ნივთი ჩემთვის და ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის ძვირფასია, მას სიცოცხლის ფასად დავიცავდი, სისხლის ბოლო წვეთამდე დავიცავდი რაც არუნდა ყოფილიყო.
- მეც ასე მოვიქეცი, მას სიცოცხლის ფასად ვიცავ.
- ამას ეძახი სიცოცხლის ფასად დაცვას?! ირონიული სიცილი ვეღარ შევიკავე.
- კი ზუსტად ამას ვეძახი სიცოცხლის ფასად დაცვას.
- ღმერთო ჩემო, კულონი სრულიად უცხო ადამიანს ანდე არც კი იცი ვინ ვარ იქნებ მე თვითონ ვარ რომელიმე მაფიის წევრი?!
- ეს შენ გგონია რომ არ ვიცი ვინ ხარ. შენ წარმოდგენაც არაგაქვს მე რამდენი რამე ვიცი შენზე. შენი აზრით როცა გაგიჭირდა ასე სწრაფად როგორ მოვედით აქამდე?
- თქვენ რა მითვალთვალებდით?
- არა მხოლოდ ამ 4 თვის განმავლობაში. მანამდეც ვიცოდი ვინ იყავი, ისიც ვიცი იმ დღეს საკუთარი ქორწილიდან რომ გამოიქეცი.
- საიდან მომაგენით ან რატომ მითვალთვალებდით მანდამაინც მე?
- ოო ეს კი მართლა დიდი ისტორიაა, მაგრამ აუცილებლად მოგიყვები ერთ დღესაც გპირდები.
- მაშინ კარგი, მაგრამ რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ინფორმაცია მივიღო?
- ვიცი რომ აზარტული გოგო ხარ, უნდა ითამაშო. შენ უნდა იყო ამ კოლიეს დამცველი კარგი?
- თანახმა ვარ, მაგრამ არალეგალურ საქმეში თუ გამხვევთ ...
- არა არანაირი არალეგალური საქმე, აბა გინდა ადრენალინის მოზღვავება იგრძნო?
- რათქმაუნდა მინდა. წარმოვთქვი კმაყოფილმა, რადგან ყოველთვის მინდოდა რაიმე ძალიან გიჟური გადამხდენოდა თავს და ვხვდებოდი რომ ოცნება მისრულდებოდა.
- კარგი მაშნ წამოდი, რაც შეეხება შენს ნივთებს ჩემი ბიჭები მიხედავენ.
ნახევარი საათის განმავლობაში ვმგზავრობდით, ბოლოს ერთ თითქოსდა უკაცრიელ ადგილს მივადექით. ულამაზესი ძველი სტილის სახლი იდგა. მის გარშემო კი დიდი ტყის გარდა არაფერი იყო. ზღვისფერი იყო გარედან სახლი, თუ შეიძლება მისთვის სახლი გვეწოდებინა უფრო დრაკულას სასახლეს გავდა, მაგრამ რატომღაც შიშს მაგივრად სიამოვნების შეგრძნებას გიტოვებდა.
დიდი ჭიშკარი გაიღო, ანდრეი წინ წამიძღვა. ახლა კი ჩემმა გაოცებამ ნამდვილად პიკს მიაღწია, ეზო სულ სხვანაირი იყო. თითქოს ამ უკაცრიელ გარემოში მას ნათელი სხივი შემოჰქონდა. უამრავი უცხო ჯიშის ყვავილი გაშლილიყო ბაღში, ყველა სხვადასხვა ფერის იყო, მართლაც საოცარი სანახაობა გახლდათ.
თუმცა მე სახლი უფრო მაინტერესებდა. ნეტავ როგორი იყო შიგნიდან. ასეთივე მაგიური და უცნაური თუ თანამედროვე სტილში გადაწყვეტილი.
ანდრეიმ ხის კარი შეაღო, სახლი როგორც გარედან შიგნიდანაც უცნაური იყო. ხაკისფერი ჭარბობდა. ეს კი უფრო იდუმალს ხდიდა გარემოს.არ მეგონა ვენეციის გარშემოც თუ იქნებოდა ასეთი ადგილები. ცივილიზაციასთან ისე ახლოს იყო, მაგრამ ამავდროულად ძალიან შორს, ეს კი უფრო იზიდავდა მიას, ხვდებოდა რომ ამ სახლში დიდი საიდუმლო იმალებოდა, მან კი მიზნად სწორედ ამის ამოხსნა დაისახა.
***
ანდრეიმ თავისი ოთახი უჩვენა, უთხრა რომ კარადაში უამრავი ტანსაცმელი ეწყო, ებანავა დაესვენა და ვახშმისთვის ქვემოთ ჩასულიყო, რადგან ანდრეის მისი უახლოესი მეგობარი და კომპანიონი უნდა გაეცნო მისთვის.
გოგონაც დათანხმდა, მართლაც იბანავა, ცოტა გამოიძინა შემდეგ კი კომპიუტერს მიუჯდა და მის უახლოეს მეგობარს ნიას მიწერა.
ნია ა მია ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს, მეტიც საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ნიამ იცოდა რომ იძულებით ათხოვებდნენ მიას ამიტომ არ წამოვიდა ქორწილში. ნიას მშობლები ორი წლის წინ ავტოკატასტროფაში დაეღუპა, ამ ამბის მერე ერთი დეიდის მეტი არავინ დარჩა. ისიც ხშირად ვერ სტუმრობდა ნიას რადგან საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი ქონდა. მიამ ყველაფერი მოუყვა, მაგრამ ნია ვერ იჯერებდა ამ ყველაფერს.
- დღეს მისი მეგობარი უნდა გამაცნოს თუ კარგ ხასიათზე იქნება ვეტყვი, რომ ჩამოსვლა გინდა კარგი?
- რა მართლა ეტყვი?
- ხო მე უკვე მათი გუნდის წევრი ვარ და რა იცი იქნებ შენც შემოგიერთონ. თან ჩემზე ყველაფერი იცოდნენ და შესაძლოა შენც გიცნობდნენ.
- ის გასიებული ღორი კიდევ დაგზდევს?
- არა რაც საჩივარი შევიტანე ვეღარ ბედავს, ჩემი მშობლები საქართველოში დაბრუნებულან.
- ხო დაბრუნდნენ და რამოდენიმეჯერ მომაკითხეს კიდევ, სად არისო მეკითხებოდნენ, მაგრამ არაფერი მითქვამს.
- კარგია, ადრე თუ გვიან მოწყინდებათ და თავს დამანებებენ.
- შენ რას აპირებ, მთელი ცხოვრება იტალიაში უნდა გაატარო?
- ვნახოთ, ჯერ ეს თამაში დავასრულოთ და მერე გარემოება გადაწყვეტს ყველაფერს. კარგი ახლა უნდა წავიდე ვახშმისთვის უნდა მოვემზადო.
- კარგი, აბა შენ იცი ხვალ შემეხმიანე ახალი ამბები შემატყობინე კარგი?
- რათქმაუნდა დღესვე დაგირეკავ.
საღამოს 8 საათისთვის უკვე მზად ვიყავი. კლასიკური შავი კაბა მეცვა, მაკიაჟი არ გამიკეთებია ძალიან მეზარებოდა, თმა კი კოსად გავიკეთე და სასადილოდ ჩავედი.
ანდრეი სახლში იყო მისი მეგობარი კი ჯერ არ მოსულიყო.
- ვავ, ძალიან კარგად გამოიყურები, კარგად დაისვენე?
- მადლობა, კი გამოვიძინე.
- კარგია ხვალ იცოდე შემართებით მჭირდები.
- ხვალამდე კიდევ დავისვენებ და ენერგიას აღვიდგენ. სანამ შენი მეგობარი მოვა მინდა რაღაცა გითხრა.
- გისმენ, რამე ხომ არ გჭირდება?
- არა, მოკლედ საქართველოში ერთი ჩემი უახლოესი მეგობარია, ძალიან კარგი გოგოა, ნია ქვია, მოკლედ თუ შენ გენდომება მინდა რომ ერთად ვიმუშავოთ.
- გასაგებია რასაც მეუბნები. კარგი მაშინ ხვალ წამოვიდეს, მისი ფოტო ბიჭებს გაატანე და დახვდებიან.
- მადლობა.
წარმოვთქვი კმაყოფილმა ამასობაში ჩვენთან მზარეული მოვიდა და სტუმრის მოსვლაც გვამცნო. ცოტახანში ოთახში ძალიან სიმპატიური ბიჭი შემოვიდა. საკმაოდ მაღალი, ქერა, ცისფერთვალება და კარგი ნავარჯიშები იყო ეს მის პიჯაკშიც კი ჩანდა.
- ოჰო, ეს ლამაზი ქალბატონი ვინაა, ანდრეი არ გამაცნობ?
- რათქმაუნდა ეს მიაა, მია ეს კი ....
- სალვადორ ალიზი. სიტყვა შეაწყვეტინა ანდრეის და ხელი კამომიწოდა.
- სასიამოვნოა, მია კარანაძე.
- რა უცნაური გვარია.
- ქართველი ვარ.
- აჰა გასაგებია.
კარგი, სუფრას მივუსხდეთ თორემ თქვენ სასაუბრო თემა არ დაგელევათ. საუბარი ანდრეიმ გაგვაწყვეტინა.
ხო რათქმაუნდა ვახშამი, სხვათაშორის ძალიან მომშივდა დღეს საკმაოდ დატვირთული დღე მქონდა.
ძალიან სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა სალვადორი. იმ საღამოს კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, სასიამოვნოდ დაღლილი ავედი ოთახში მიას ყველაფერი მოვუყევი ძალიან გაუხარდა, მეც ბედნიერი ვიყავი ხვალ ჩემი დიდიხნის უნახავი მეგობარი ჩამოდიოდა. სწრაფად გადავივლე წყალი პიჟამა ჩავიცვი და ლოგინზე გავიშხლართე. როგორ ჩამეძინა არც კი გამიგია.

**********
ვიცი რომ ძალიან დავაგვიანე, მაგრამ მართლა არ მეცალა გპირდებით ახლა აღარ დავიგვიანებ. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent