შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წიგნების მაღაზიაში (თავი 4)

3-02-2018, 20:25
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 958

წიგნების მაღაზიაში (თავი 4)

მეტი არაფერი აღარ მახსენდება,
თითქოს დაილია ღმერთის განაჩენი,
კანდელს აღუპყრია სანთლის ბრწყინვალება
გულს კი მეწვეთება მისი ნაღვერთალი.

-ხინკალი და ლუდი მაგრად ასწორებს !
-ესაა კაცის ცხოვრება !
-ბოლო დღეებში ჰო მაინც უნდა ისიამოვნო ადამიანმა ჯიგრულად !
-აბა, რა, ლადო, მაგრამ იქნებ დაფიქრებულიყავი-ბაჩომ მეგობრული მზერა ესროლა ძმაკაცს, ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა, რომ ეს ნამდვილად ხდებოდა. ყოველთვის იცოდა, რომ ლადო მრავალში გამორჩეული, მეგობართათვის თავდადებული და უკიდურესად კეთილი ადამიანი იყო, თუმცა მისგან ასეთ თავგანწირვა არც კი წარმოედგინა; მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ეგონა, რომ ძმაკაცს სხვა გამოსავალის პოვნაც შეეძლო, თუმცა არაფერს ეუბნებოდა; იცოდა, რომ ლადოს ვერავინ გადააფიქრებინებდა გადაწყვეტილს.
-დავფიქრდი, მთელი ცხოვრებაა ვფიქრობ, ვშრომობ, ტვინი მიდუღს, გული ლამისაა ამომივარდეს ნერვიულობისაგან, ახლა კი მოქმედების დრო დადგა.
-რაც არ უნდა იყოს, მუდამ შენს გვერდით ვიქნები !
ვინ იცის ჯერ კიდევ რამდენი წლის წინ დაიწყო ამაზე ფიქრი და დღითიდღე რწმუნდებოდა გადაწყეტილების სისწორეში. კვირის ბოლოს კი სისრულეშიც მოიყვანდა მას. იცოდა, რომ ბევრი ვერ გაუგებდა, მშიშრად ჩათვლიდა, ოჯახს გული ეტკინებოდა, მაგრამ ასე ცხოვრება აღარ შეეძლო. ამდენი სიდუხჭირე, მატერიალური უსუსურობა ვეღარ აეტანა, უნდოდა მისი ოჯახიც ბედნიერი ყოფილიყო, ყოველ საღამოს არ ეფიქრა მის საყვარელ მეუღლეს ოჯახისთვის რა ეჭმია, სტამბულიდან ჩამოსულიყო მისი უფროსი ქალიშვილი, რომელიც მოხუც ქალს დღედაღამ უვლიდა ოჯახისთვის ორი კაპიკი რომ გამოეგზავნა.
50 წლის განმავლობაში იმდენი ტვირთვი ეზირა, რამდენიც 10-15 ადამიანს ერთადაც კი წააქცევდა. რაც თავი ახსოვს მთელი მისი ცხოვრება ლუკმა პურის შოვნაზე ფიქრი იყო, ჯერ კიდევ 4-5 წლის ასაკიდან ახსოვს, როგორ ასუფთავებდა ლოყებჩავარდნილი დედამისი ქვაბის კიდეებს, მამამისს კი ჭლექი დაემართა და ოჯახს მალევე გამოეცალა ხელიდან. დატოვა სამი შვილი ამარა დედისა, რომელსაც პატარა ქალიშვილის გაშვილება მოუხდა; დარჩენილ ორ ვაჟს კი წელებზე ფეხის დადგმით არჩენდა.
საქართველო-სამაჩაბლოს ომში საყვარელი ძმაც კი დაკარგა, გულადი და პატრიოტი ჯარისკაცი, რომელიც ყოველგვარ პირადზე წინ სამშობლოს აყენებდა, თუმცა დაღუპვის შემდეგ ახლობლები საყვედურით ავსებდნენ. ცოლი უკანასკნელ ხმაზე ტიროდა, ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო; თან ისეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იყო, ვერავის გაებედა აეხსნა, სამშობლო ერთი დიდი „შინააო“.
„ეჰ, მას შემდეგ რამდენმა წყალმა ჩაიარა, რამდენი ქარცეცხლი დაგატყდა თავს, ახლა კი ამოსუნთქვის დროა. ანაღზაურებად შვებულებაში მივდივარ!“-კმაყოფილებისაგან სახე გაებადრა ლადოს.

***
სახლში კი წინასწარი გლოვა გამოეცხადებინათ. არც თინა და არც ლაშა პირში ლუკმასაც ვერ იდებდნენ, სახლიდან ფეხს არ დგამდნენ, ისხდნენ სასოწარკვეთილნი და ელოდნენ მოვლენების განვითარებას. ორივეს თავი კოშმარულ სიზმარში ეგონა, ნანასთვის სტამბულში დარეკვასაც ვერ ბედავდნენ, იცოდნენ მისი მგრძნობიარეობის შესახებ, ისიც ესმოდათ, რომ შესაძლოა მას ვერ ამ საშინელების გაგონებაც კი ვერ გადაეტანა.
-დანებებაც ამას ჰქვია ! ახლა მარტო დავრჩებით ! წავაა, ჩვენ კი...-ცრემლებად იღვრებოდა ქალი-სიყვარული ყველაფერზე წინ დგას.... მას შეუძლია ნებისმიერი ვითარების დაძლევა...
-დე, იქნებ არა.. ამდენი ხანი გვიშველა სიყვარულმა ?
-აქამდე მოგვიყვანა.. შენ როგორ მოიქცეოდი მის მდგომარეობაში , დაფიქრებულხარ ამაზე ?-ლაშა მამის გასამართლებელს ეძებდა. ცდილობდა გონება მაინც დაეთანხმებინა ლადოს გადაწყვეტილებისთვის.
-არა, დე... ამას ძალით ამბობს... რომ მოგვენატრება, რა ვქნათ... მამაშენი რამდენჯერ დამირიგებია, მაგრამ ის მუდამ მატერიალისტად რჩებოდა, ბოლოს კი... ამის გაგონებაც არ მინდა-ხმა ჩუწყდა ქალს.

***
-ძმა ხარ ! შენ რომ არა, დიდი მადლობა-გადაკოცნა ბაჩო, რომელმაც გერმნიაში წასვლის საქმეები მოუგვარა. მართალია მომენტებში სინდისი ქეჯნიდა, რომ ოჯახის სურვილის გარეშე ასეთ ნაბიჯს ადგმევინებდა ძმაკაცს, თუმცა იცოდა, რომ ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ არსებობდა-ლადო უკვე შავი დღისთვის ბანკიდან მოსახსნელი ანგარიში იყო.
-აბა, შენ იცი...-ცდილობდა არ შეტყობოდა წუხილი, ლადოს გადაეხვია და უკანასკნელად იგრძნო მისი ძლიერი მხარბეჭი.
-იქაც არ დაგივიწყებ ამ სიკეთეს...

თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა. მამაკაცს კი საყვარელი ოჯახის მომავალი ედგა თვალწინ, მისი თირკმლების, ღვიძლის, გულის და სხვა ორგანოების ხარჯზე, თვით იმ ძლიერი მხარბეჭის წყალობითაც, რომლითაც ბიჭობაში თავი მოჰქონდა.. მისი ერთი თირკმელიც ხომ იმდენი ღირდა გერმანიაში, რომლის ნახევარსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ გამოიმუშავებდა.
ერთი მხრივ, ყველაფერი ფასს კარგავდა, მეორე მხრივ-იძენდა.

***
„მეორე კვირაა არ გამოჩენილა“-გაიფიქრა ლილიმ და სევდიანი მზერა ფანჯრისკენ მიმართა-„ნეტავ, ისე ხდებოდეს ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდა!“
როცა მას ვერ ხედავდა, თავს უარესად გრძნობდა. აქამდე არ იცოდა, თუ ასე არ შეეძლო მისი მუდმივი სიშორის გაძლება. ზოგჯერ ხომ საერთო ჰაერის სუნთქვაც კი საკმარისია, როცა იცი, რომ საყვარელი ადამიანი სადღაც შორიახლოსაა.
გოგონას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ლაშას ოჯახში არსებულ ვითარებაზე , მსგავსი რამ თუ შესაძლებელი იყო არც ის ჰქონდა გაგონილი. მართალია ერთ დღეს შეესწრო, როგორ ყიდულობდა ბიჭი მეორეულ პურს, თუმცა ეს კატასტროფულად არ ეჩვენებოდა, უფრო იაფიან სახლში გადავალ და დავეხმარებიო, ფიქრობდა.

-შენ რაღაც ვერ ხარ ამ ბოლო დროს ხასიათზე, ვერ გცნობ !-გაკვირვებანარევი სახით უსაყვედურა ლიზიკომ.
-უბრალოდ სამსახურში ძალიან ვიღლები..
-ვერ მომატყუებ, რაღაც ხდება..
-რა უნდა ხდებოდეს ?
-მგონი, შეყვარებული ხარ.
-რა იცით ხოლმე ეს ბანალურები, რა-შეეცადა, ეცრუა.
-მოყევი..
-არაფერი მაქვს მოსაყოლი, თორემ რა მაქვს შენგან დასამალი ?!
-ისე შენები აქრ გეხმიანებიან ?-სხვა თემაზე გადასვლა ეხერხებოდა ლიზიკოს.
-დიდი ხანია არა და არც მინდა... მას შემდეგ რაც მიხვდნენ, რომ არაფრის დაძალებას არ აქვს აზრი, შემეშვნენ, როგორც იქნა..
-ასე ნუ ლაპარაკობ ! მშობლები არიან..
-არ დამიწყო ახლა შენც ზრდასრულების დიდაქტიკა.
-კაი, რაა... ვიცი, რომ გენატრებიან...
-ზოგჯერ ადამიანს,სიყვარულზე მეტად გაგება სჭირდებაო, ჰო გაგიგონია ?

***
„ევროპაში მხოლოდ ცხოვრება კი არა, სიკვდილიც სასიამოვნოა. მიყვარხართ და მაპატეთ“.
ლადო.
ამ წერილითა და ბანკის ანგარიშზე უზარმაზარი თანხით დაიწყო ჭანტურიებში 8 მარტის დილა. თინა შოკში იყო და საწოლიდან ვერ დგებოდა, ლაშა კი მთვარეულივით უორიენტაციოდ დადიოდა.
-არა.. ეს რა გამიკეთა ! თან მისი ნახვაც არ შემიძლია. წარმოგიდგენია ? საკუთარი გარეგანი ნაწილებიც გაუყიდია უბედურს..ტუჩები, სახე, მხრები... საერთოდ ყველაფერი ! ღმერთო, მიშველე..-ქალმა გონება დაკარგა. შეძრწუნებულმა ვაჟმა მაშინვე გამოუძახა სასწრაფოს და მასთან ერთად საკუთარი გონებაც იხმო; სასოწარკვეთა და დეპრესია არ შეიძლებოდა, ახლა მეტი პასუხისმგელობა ეკისრა, მარტო უნდა გაძღოლოდა ოჯახს.
-რა დაემართა ?
-გული წაუვიდა, ქალბატონო-უპასუხა სასწრაფოს ექიმს.
-და რატომ ?
-ახლა ამის დროააა ?! ყავაზე საჭორაოდ არ დამირეკავს-ძლივს შეიკავა თავი; მისთვის დედა ყველაფერი იყო; იმდენად მნიშვნელოვანი, აღმერთებდა კიდეც; ამიტომ ათმაგად რთული იყო მის ასეთ მდგომარეობაში ყურება; იმდენად ტკიოდა, როგორც არასდროს არ მას და არც მის პერსონაჟებს განეცადათ.

***
-როგორაა ?-მივარდა პალატიდან გამოსულ ექიმს.
-მალე გამოვწერთ, ნერვიულობის ნიადაგზე წაუვიდა გული.. მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება, დასვენება სჭირდება.
-როდის გამოწერთ ?-ასეთ სიტუაციებში ლაშა სიტყვაძუნწ და მეტად პრაქტიკულ ადაიანად იქცეოდა ხოლმე.
-ხვალ დღის მეორე ნახევარში.
-კარგით და ახლა რომ ვნახო, ჰომ შეიძლება ?
-არა, სჯობს, მარტო იყოს..
საავადმყოფოს კიბეები ჩაიარა, ქუჩაში გავიდა ფერწასული, განდაგაყინული.. ნმიუყვებოდა გზას და ფიქრობდა, რომ არც ერთი გაზაფხულის საღამოს ჰაერი არ ყოფილა ასეთი მძიმედ სევდიანი... დაახლოებით მასაც ლილის მსგავსი ფიქრები აწუხებდა, რა იქნება ყველლაფერი ოდნავ უკეთ მაინც რომ იყოსო; არაფერს აღარ სჩიოდა, ოღონდ დედა კარგად ჰყოლოდა. ესმოდა, რომ ძველებურად ვეღარაფერი იქნებოდა, გარშემო ხომ ყველა და ყველაფერი შეცვლილიყო, მაგრამ სპილენძის შუალედის მაინც სწამდა; როგორც იტყვიან ხოლმე, ხელოვანი ადამიანები ან ყველაზე დიდი პესიმისტები არიან, ან კი ყველაზე დიდი ოპტიმისტები..

***
-წაიკითხე რა მოხდა ? შოკია უბრალოდ, ამ ქალაქში ვერაფერს დამალავ, რა ! - ტელეფონის ეკრანს ზევით-ქვევით ამოძრავებდი ლიზიკო.
-რა უნდა წამეკითხა ? რა მოხდა ასეთი ? ეგენი ხომ კარგს არაფერს დაწერე, უნდა გაგიხეთქონ ადამიანს გული.
-შოკიაა, უბრალოდ, ნახე...
„ქართველი მამაკაცმა საკუთარი თავი შვილებისთვის ნაწილ-ნაწილ გაყიდა“ - ასე ასათაურებდა ambebi.ge სტატიას, რომელიც ლადოს თავგანწირვისა და მისი ოჯახის მდგომარეობის შესახებ ატყობინებდა საზოგადოებას.
-ჭანტურია ?-გვარი წაიკითხა თუ არა, მაშინვე ელდა ეცა...-ვინმე ცნობილია, თუ ?-კითხვა განაგრძო, ბოლოსკენ ლაშას სახელიც მოხვდა; ასეთი ნიჭიერ ახალგაზრდას როგორი გიჟი მამა ჰყოლიაო, კომენტარები იუწყებოდნენ.
-გეცნო გვარი თუ ?
-ჰო, ერთი ავტორის მამა ყოფილა.
-საწყალი.. ისე ძლიერი კი უნდა იყო, მსგვასი რამ რომ შეძლო, არა ?
-ან სუსტიი...

თინა სახლში გაოგნებული იწვა, ხმასაც კი არ იღებდა, მხოლოდ შიგადაშიგ ქმრის სახელს იმეორებდა ხოლმე. დიდი ხნის უნახავი შვილის ნანას დანახვაზეც არ ჰქონია რეაქცია. მთელი დღეები იწვა, უყურებდა ჭერს, ხან კედლებს მილეული სახითა და ჩაცვენილი თვალებით, თითქოს შველას ელოდა..
-დე, მომენატრე ! -ნანამ შუბლზე აკოცა ქალს.
-ლადოოო...-თინას პასუხი მხოლოდ ეს იყო, ქმრის სახე არ შორდებოდა თვალიდან, გონებასა და ფიქრებშიც მუდამ ლადო ჰყავდა-როგორ დამტოვა ! რად მინდა მაგისი ფული

***
-მამაშენზე გავიგე, ვწუხვარ. ისე მაგარი ფული კი ჩაგივარდა ხელში. რას აპირებ ?-კესო სახლის კარებთან დახვდა ლაშას, რომელსაც ამ მდგომარეობაში არ უნდოდა მისი შინ შეპატიჟება, ამიტომ ეზოში გასვლა შესთავაზა.
-რა დროს ფულია ! თუმცა მაგასაც უნდა ფიქრი.
-ისე რაღაც იდეა კი მაქვს, თუ ბიზნესის წამოწყებას არ აპირებ.
-არა, ბიზნესი რა ჩემი საქმეა..
-ჰო, ასეც ვიცოდი.. მოკლედ, შეგიძლია ამ ფულის ნაწილით შენი წიგნი დაბეჭდო, წარმოიდგინე, რა პოპულარული გახდები-ემოციებით ამბობდა თვალებგაბრწყინებული გოგონა.
-გოგო, არ ვიცი, რა. მეც კი მინდა ეს, თუმცა არ ღირს, თან შენით რომ ბეჭდავ ფასს კარგავს, ჰო ხვდები.
-ჩამეხუტე. იცი. როგორ მენატრებოდი..

***
-აი, ეგრევე შევნიშნე, რომ რაღაც არ იყო კარგად-გოგონებთან ჭორაობდა ნინე.
-რა არ იყო ?-ლილის არ ესიამოვნა ლაშაზე რომ ასე საუბრობდნენ.
-თვალებზე ეტყობოდა ყველაფერი-მხარი აუბა ეკუნამ-მოკლედ, ადამიანების ამოცნობის სპეცი ვარ, რა.
-აქამდე რატომ არ მითხარით-ირონიით გახედა გოგონებს ლილიმ, რომელსაც სულ არ ეხალისებოდა სხვისი ცხოვრების დეტალების განხილვა, მით უმეტეს, ლაშასი, რომელიც უკვე დიდი ხანი იყო და მთელი არსებით ენატრებოდა.

***
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, ამოუხსნელი ფიქრი მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. გრძნობდა, რომ ყველაფრის მიუხედავად, მეტისმეტად გაახარებდა ლაშას კარგად ყოფნა, ფიქრობდა, როგორ ესიამოვნებინა იგი ისე, რომ ანონიმურობა დაცული ყოფილიყო.
სადღაც 4-5 საათი იქნებოდა, როცა გენიალური იდეა მოუვიდა, თუმცა შესანიშნავად გრძნობდა, ამისთვის რა მსხვერპლი იყო გასაღები.
„განა შემიძლია ?“-რამდენიმეჯერ ჰკითხა საკუთარ თავს-„თუმცა სიყვარული ხომ ყოვლისშემძლეა...“
_____

გამძაფრება, იმედია, არ შეგაშინებთ.. თავი არაა მაინცდამაინც დიდი, მაგრამ მეტად რომ გავზარდო, მომიწევს იშვიათად დავდო ხოლმე, თუმცა თუ მასე გირჩევნიათ, არაა პრობლემააა. ვცდილობ, რომ გავითვალისწინო შენიშვნები, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გამომდის ყველაფერი..
ამ თემაზე, რომელიც ახლა წამოვჭერი, დიდი ხანია ვფიქრობ- მგონია, თანამედროვე მწერლობასაც სჭირდება რეალიზმის ნაკადი. მწერლობისგან ჯერ შორს ვართ, მაგრამ იმედი მაქვს, როდესმე წვლილს შევიტანთ 21-ე საუკუნეში რეალიზმის ჩამოყალიბებასა თუ განვითარებაში.

მიხარია, რომ მომყვებით heart_eyes heart_eyesскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.

№1 სტუმარი მარიამ ))

აუ შეგილიაა დამეხმაროო? უკვე დიდი ხანიაა ვეძებ ისტორიასს სადაც საუკეტესო მეგობრეს უყვარდებათ ერტმანეთი ასე იწყებაა რო ამ გოგოს დაბ. დგეა დაა ეს ბიჭი ჩამოვაა სურპრიზს გაუკეთებს ბიჭს ლაზარე ქვია და გოგს მგონი ტასო ზუსტად არ მახსოვს და ნუ თუ გახსოვს ან ვისი ისტორიაა ან მისი სახეი გეხვეწები მითხარი რა <3 შენ კი შეუდარებელი ხარ <3 ვგიჟდები შენ ნაწერზე <3 <3 ასეე გააგრზელე და არ გვალოდინო ხოლმეე :*

№2  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

მარიამ ))

არა, არ ვიცი, სამწუხაროდ.
მადლობა <3

№3 სტუმარი სტუმარი shalo

sob..................

უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის არფრთოვანებული ვარ!ყოჩაღ heart_eyesლილი და ლაშა ბოლოს ერთად იქნებიან cold_sweat kissing_heart

№5  offline წევრი Mzika

საინტერესო საკითხავია

№6  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

მწვანეთვალებაგოგო
უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის არფრთოვანებული ვარ!ყოჩაღ heart_eyesლილი და ლაშა ბოლოს ერთად იქნებიან cold_sweat kissing_heart

Mzika
საინტერესო საკითხავია

მადლობა, გოგოებო <3

№7  offline მოდერი bla.ell

აუუუ დაგახრჩოო:დდდ სად გაჩერდი გოგო მეთქი ვაიმე რაუნდა ქნას რაიდეაათქო და უცებ ჰოპ და ვეღარ გავაგრძელე:დდ ცუდოოო ველი შემდეგ თავს და არ დაიგვიანოოოო❤❤❤

№8  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

bla.ell
აუუუ დაგახრჩოო:დდდ სად გაჩერდი გოგო მეთქი ვაიმე რაუნდა ქნას რაიდეაათქო და უცებ ჰოპ და ვეღარ გავაგრძელე:დდ ცუდოოო ველი შემდეგ თავს და არ დაიგვიანოოოო❤❤❤

მადლობა <3 ყოველ დღე ვერ ვდებ, მოფიქრებაც მჭირდება, წინასწარ არ მაქვს დაწერილი

№9 სტუმარი სტუმარი shalo

suicides ar apireb
?

№10  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

სტუმარი shalo
suicides ar apireb
?

არა, სიხარულო... ამდენი ხანია აპირებ და რით ვერ მოახერხე ?

№11 სტუმარი სტუმარი shalo

უნდა ვწერო
სტუმარი shalo
suicides ar apireb
?

არა, სიხარულო... ამდენი ხანია აპირებ და რით ვერ მოახერხე ?

momkali

№12  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

სიტყვებით ვერ გადმოვცემ ემოციებს და გრძნობებს რასაც ამ ისტორიის კითხვისას განვიცდი ♥♥
უბრLოდ..
კონკრეტულად და ერთი სიტყვით!
შეუდარებელია♥♥♥
და შეუდარებელი ხარ შენ! რომ ასეთი სასწაულ ისტორიას წერ!
და მართლაც უნდა წერო!
და არასდროს გაჩერდე!
წარმატებები და გელი მთელი გულით და სულით ♥♥♥

№13  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

ტკბილიწიწაკა
სიტყვებით ვერ გადმოვცემ ემოციებს და გრძნობებს რასაც ამ ისტორიის კითხვისას განვიცდი ♥♥
უბრLოდ..
კონკრეტულად და ერთი სიტყვით!
შეუდარებელია♥♥♥
და შეუდარებელი ხარ შენ! რომ ასეთი სასწაულ ისტორიას წერ!
და მართლაც უნდა წერო!
და არასდროს გაჩერდე!
წარმატებები და გელი მთელი გულით და სულით ♥♥♥

უდიდესი მადლობა <3 ძალიან გამახარა შენმა კომენტარმა <3 <3

№14 სტუმარი სტუმარი shalo

ტკბილიწიწაკა
სიტყვებით ვერ გადმოვცემ ემოციებს და გრძნობებს რასაც ამ ისტორიის კითხვისას განვიცდი ♥♥
უბრLოდ..
კონკრეტულად და ერთი სიტყვით!
შეუდარებელია♥♥♥
და შეუდარებელი ხარ შენ! რომ ასეთი სასწაულ ისტორიას წერ!
და მართლაც უნდა წერო!
და არასდროს გაჩერდე!
წარმატებები და გელი მთელი გულით და სულით ♥♥♥

pms rato ar naxulob !

№15 სტუმარი ofiko

აი რო არ დამეწერა არ შემეძლო.. მართალია თავი პატარაა მაგრამ, რომ ვკითხულობ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს რომელიმე ცნობილი მწერლის წიგნს ვკითხულობდე... ძაან კაია.. სხვა მოთხრობებიც ძალიან საინტერესოა მარა მათში თითქოს იგრძნობა,რომ ეს დამწყების დაწერილია.. ამ მოთხრობაში კი ჯერ ასეთი რამ არ შემიმჩნევია.. ყოჩაღ.. ასე გააგრძელე და დარწმუნებული ვარ წარმატებას აუცილებლად მიაღწევ .. წარმატებები.. და კიდევ .. პატარა თავების ხშირად დადება მე პირადად მირჩევნია დიდ თავებს .. blush blush heart_eyes

№16  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

ofiko

ძალიან დიდი მადლობა <3 თითოეული მსგავსი კომენტარი და მკითხველი ძალიან მახარებს <3 დიდი მადლობა, რომ ჩვენი, ჩემი და ჩემი ნაწერების, ერთთგული ხარ <3

№17  offline წევრი ანუშირვანი

სასწაული ხარ :* სამწუხაროდ, რეალური თემაა ეს ყველაფერი. კარგად წერ , წარმატებებიი :*

№18  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

ანუშირვანი
სასწაული ხარ :* სამწუხაროდ, რეალური თემაა ეს ყველაფერი. კარგად წერ , წარმატებებიი :*

ძაალიან დიდი მადლობა <3

№19 სტუმარი kati

მარიამ ))
აუ შეგილიაა დამეხმაროო? უკვე დიდი ხანიაა ვეძებ ისტორიასს სადაც საუკეტესო მეგობრეს უყვარდებათ ერტმანეთი ასე იწყებაა რო ამ გოგოს დაბ. დგეა დაა ეს ბიჭი ჩამოვაა სურპრიზს გაუკეთებს ბიჭს ლაზარე ქვია და გოგს მგონი ტასო ზუსტად არ მახსოვს და ნუ თუ გახსოვს ან ვისი ისტორიაა ან მისი სახეი გეხვეწები მითხარი რა <3 შენ კი შეუდარებელი ხარ <3 ვგიჟდები შენ ნაწერზე <3 <3 ასეე გააგრზელე და არ გვალოდინო ხოლმეე :*

D-ronis "tavxedi megobaria" eg motxroba"ormagi cxovrebis"gagrzeleba.

yvela tavi ertad wavikitxevda gelodebi .male Dade Ra...

№20  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

kati

ყველანაირად შევეცდები <3

№21 სტუმარი Qeti qimucadze

Es namdvilad axali sityvaaa. Aseti ram arsad camikitxavss. Madloba amistviss. Isets verafers davcer, rac artqmula. Gisurveb carmatebebss da gelodebittt

№22  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

Qeti qimucadze
Es namdvilad axali sityvaaa. Aseti ram arsad camikitxavss. Madloba amistviss. Isets verafers davcer, rac artqmula. Gisurveb carmatebebss da gelodebittt

შენი კომენტარი კი ჩემთვის ძალიან სასიხარულო და სტიმულის მომცემია. მადლობა დიდი <3

№23  offline წევრი მოცინარი

აი 'პრომო' რომ დადე, იმაზე ვიცინე, მაგრამ!
აი ამაზე, საერთოდ არა.
პირიქით, თვალები ცრემლებით ამევსო.
ეს ყველა ისტორიას არ შეუძლია.
ეს არის ს ა ს წ ა უ ლ ი ისტორია!
<3

№24  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

მოცინარი
აი 'პრომო' რომ დადე, იმაზე ვიცინე, მაგრამ!
აი ამაზე, საერთოდ არა.
პირიქით, თვალები ცრემლებით ამევსო.
ეს ყველა ისტორიას არ შეუძლია.
ეს არის ს ა ს წ ა უ ლ ი ისტორია!
<3

ძალიან დიდი მადლობა <3 შემდეგი თავიც დევს

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent