შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ვარდი (თავი მეხუთე)


3-02-2018, 20:55
ავტორი ლათინო
ნანახია 565

თეთრი ვარდი (თავი მეხუთე)

-მია მე უეჭველი უნდა წავიდე სასწრაფოა!ამიტომ ახლავე სახლში მიგიყვან და მერე მე წავალ კაი?
-წადი შენ,მე ჩემით წავალ!
-საღამოა მია და რამდენად შესაძლებელი გგონია რომ მარტო გაგიშვებ?
-სრულებითაც შესაძლებელია! და რა საქმეა ასეთი? ჰკითხა გოგონამ და თვალები დააწვრილა.ბიჭს ჩაეღიმა.
-ჰაა გამოტყდი! იმასთან მიდიხარ? ჰკითხა ღიმილით ძმას.
-ვინ იმასთან?
-ნინჩოსთან!
-შენ საიდან იცი? გაეცინა ბიჭს.
-ეჰ მე რო ვიცი ისე უნდა! წადი ახლა თორე გვიან რომ მიხვალ გაგიბრაზდება და მარტო ლოყაზე გაკოცნინებს მაშინდელივით!
-მაგაზე დავილაპარაკებთ ჩვენ! შე ჭორიკანა ბავშვო! თითი დაუქნია ბიჭმა,მერე გულზე მიიხუტა და საფეთქელზე აკოცა. მაშინ წავალ მე და ჭკვიანად იყავი იცოდე! რომ მიხვალ დამირეკავ!
-ვაიმეე თორნიკე!არაფერსაც არ დაგირეკავ! იქნებ გაძლევს უფლებას კაცო!
-რის უფლებას? გულწრფელად გაუკვირდა ბიჭს. გოგონამ კი თვალი ჩაუკრა და გაუცინა.
-შე...
-წადი ძამიკო წადიი! გაიწელა გოგონა და ძმას ლოყაზე აკოცა,მერე სწრაფად მოსცილდა და ცეკვა-ცეკვით წავიდა.
-ჭკვიანად თქო! სიტყვა დააწია ბიჭმა. დარტყმული! სიცილით ჩაილაპარაკა და მანქანაში მოთავსდა.
მია ძმაზე და მის შეყვარებულზე ფიქრობდა და თან ეღიმებოდა.უხაროდა ძმას რომ სხვანაირად ბედნიერს და გაცისკროვნებულს ხედავდა.
ასე ღიმილით მიდიოდა სანამ გუბურაში მანქანა არ გაიქროლებდა და მთელ წყალს მას არ შეასხამდა.
-ჯანდაბა! მანქანაც არ გააჩერო ხო!დაიყვირა გოგონამ.ასე გაწუწული იდგა და თავის ტანსაცმელს დაჰყურებდა როცა ისევ ის მანქანა გაჩერდა მასთან. გოგონამ გაცეცხლებულმა გახედა მძღოლს, მაგრამ დაიბნა როდესაც მაღალ და საშინლად სიმპატიურ არსებას გადააწყდა,კინაღამ მანაც დებილივით გაუღიმა ბიჭს,მაგრამ მალევე გამოფხიზლდა და ისევ გაბრაზდა,ახლა უკვე საკუთარ თავზეც. ბიჭი ირონიული ღიმილით დასცქეროდა გაწუწულ ლამაზ გოგონას.
-კიდევ დიდხანს უნდა მიყურო?შეუბღვირა გოგონამ,ბიჭს ჩაეცინა. ღმერთო როგორ უხდება.
-გაწუხებ?
და რა ხმა აქვს?
-ღმერთო ყველა დეგენერატს მე რატომ უნდა გადავეყარო? ხელები ცაში აღმართა მიამ.
-ღმერთთან ლაპარაკს თუ მორჩი ჩაჯექი და მიგიყვან სადაც მიდიხარ!
-არ მჭირდება! ჩემით წავალ!
-როგორ ასე გაწუწული? თითი ზემოთ-ქვემოთ აატარ ჩაატარა ბიჭმა.
-ნეტავ რატომ ვარ გაწუწული? ვინმე დეგენერატმა ხო არ შეძლო ეს?
-მოდიხარ თუ რჩები?
-მივდივარ! სანამ მკითხავ რითიო მე გეტყვი რომ ტაქსით!
-ღმერთი შენკენ! ცინიკური ღიმილით უთხრა ბიჭმა.
გოგონამ ყველა შემხვედრ ტაქსს ხელი დაუქნია,ზოგმა არც გაუჩერა, ვინც გაუჩერა იმან მასეთს ვერ ჩაგიჯენო,მიაც კარგად მიუჯახუნებდა კარებს და გაბრაზებული გამობრუნდებოდა. ბიჭი არ ჩანდა,როგორც ჩანს მართლა წავიდა. სხვა რა გზა ჰქონდა, ფეხით უნდა წასულიყო.
თავჩახრილი მიდიოდა როცა ისევ გუბურის წყალი შეესხა. გაცეცხლებულმა ამოიხედა და ისევ იმ ბიჭის დანახვისას აწივლდა.
-შენ რა სპეციალურად მიკეთებ? რას გადამეკიდე ადამიანო რა გინდა? რატომ არ მოგწონს ჩემი ტანსაცმელი რა დაგიშავე?
-მორჩი ხელ-ფეხის ქნევას და ჩაჯექი მანქანაში. სიცილს ვერ იკავებდა ბიჭი.
-არ მინდა თქო! შენ რა ვერ გაიგე? მიახალა მიამ და უკან გამობრუნებას აპირებდა როცა ხელზე ძლიერი ხელი იგრძნო და მერე ძლიერ სხეულს შეასკდა,ბოლოს კი რაღაც რბილი იგრძნო ტუჩებზე. რა რაღაც რბილი? ბიჭმა აკოცა!
სასწრაფოდ მოიცილა ბიჭი და ერთი სილაც უთავაზა თავხედ უცნობს.
-როგორ ბედავ?
-გაჩუმდი და ჩაჯექი თორემ მომიწევს ისევ გაგაჩუმო! მე წინააღმდეგი არ ვარ,შემიძლია!
მიამ გამწარებულმა გახედა,გახედა რა ახედა მაღალ არსებას,ერთი შეუბღვირა და მანქანის კარები გამოაღო, შიგნით ჩაჯდა და კარებიც მიიჯახუნა.ბიჭი ღიმილით აკვირდებოდა მიას,მერე გამოფხიზლდა მანქანაში ჩაჯდა,უსაფრთხოების ღვედი გაიკეთა და მიას გახედა.
-უფრო ფრთხილად თუ დაკეტავ ხოლმე წინააღმდეგი არ ვიქნები! ხოლმე-განსაკუთრებით გამოკვეთა ბიჭმა.მანქანა დაქოქა და ადგილს მოსწყდა.
-სად მიგიყვანო? იკითხა ბიჭმა.
-შენთან,სხვაგან სად? ცინიკური ღიმილით უთხრა გოგონამ.
ბიჭის სერიოზულ სახეს რომ გადააწყდა თვითონაც დასერიოზულდა და უთხრა.
-პირდაპირ იარე და მერე გეტყვი!
ბიჭს გაეღიმა და საჭე მოატრიალა.
-პირდაპირ მეთქი!
ბიჭმა კი გაიღიმა და თვალი ჩაუკრა.
******
დემეტრე და სალომე მაგიდასთან ისხდნენ და ბლინებს მიირთმევდნენ.
-აუუ სუნი ისევ დგას! სულ შენი ბრალია მაკარონი რომ დამეწვა! წუწუნებდა სალომე.
-ჩემი რა ბრალია შენ თუ ასეთი დაბნეული ხარ!
გოგონამ კი წარბები შეკრა და ბიჭს შეუღრინა.
-არ დავბნეულვარ!
-არა შენს ადგილას მეც დავიბნეოდი ასეთი სიმპატიური ბიჭი რო გაკოცებს ადვილი გადასატანი არაა!
-ბლაბლაბლა! თვალები გადაატრიალა სალომემ.
-კარგი ნუ ცხარობ!
-აუუუ გამანებე რა თავი!
გოგონა სკამიდან წამოდგა და გაბრაზებული დიდი ნაბიჯებით წავიდა კიბეებისკენ,ოთახში შევიდა და კარები შიგნიდან ჩაკეტა.დემეტრე ღიმილით აკვირდებოდა გამხდარ არსებას და მოსწონდა მისი შეკრული კოპები.
სალომე ლოგინზე პირქვე დაეცა და თავი ბალიშში ჩარგო.
უამრავ რამეზე დაიწყო ფიქრი. ეს რატომ გააკეთა დემეტრემ? შეიძლება მან თავი ვერ შეიკავა,კიბატონო ხდება ხოლმე ასე, მაგრამ სალომეს რომ ეტკინა? როგორი ასატანია ის ბიჭი გკოცნიდეს რომელიც გიყვარს,მაგრამ იცოდე რომ ეს შეცდომა იყო რადგან მას ისევ სხვა უყვარს. მაგრამ თუ მართლა შეცდომა იყო დემეტრე ასეთი ბედნიერი სახით რატომ უყურებდა და უღიმოდა? ან ამის დავიწყება მაინც ხომ უნდა ეთხოვა? ის კი ამ თემაზე ხუმრობას და გოგონას გაწვალებას ისევ აგრძელებდა. ღმერთო რამდენი აზრი უტრიალებს ახლა სალომეს თავში და როგორ ცდილობს რომ პასუხი გასცეს!
დემეტრეს ისევ ღიმილი დასთარეშობდა სახეზე. მძიმედ წამოდგა სკამიდან,მაგიდა მიალაგა და კიბეებისკენ დაიძრა,საფეხურები აიარა და კარების სახელური ჩამოსწია,თუმცა კარი ჩაკეტილი დახვდა.
-სალომე! სალომე კარები გააღე!
-არა!
-სალომე ნუ მაბრაზებ კარი გააღე თქო!
-არა მეთქი!
-კარგი როგორც გინდა!
დემეტრე კიბეებზე დაეშვა და მალევე დაბრუნდა უკან.
-როგორ გააღე?
-გასაღების შესახებ რამე გსმენია?
-კარგი რა მნიშვნელობა აქვს! რა გინდა?
-უნდა ვილაპარაკოთ!
-სალაპარაკო რამე გვაქვს?
-სალომე რატომ გინდა რომ გამაბრაზო?
-აჰ მე რატომ გაბრაზებ? ისევ შენ ბრაზდები? და მე რა გავაკეთო? მე არ უნდა მწყინდეს? არ უნდა მტკიოდეს? გაბრაზების უფლებაც არ მაქვს? დემეტრე შენ მე მაკოცე! ასე უბრალოდ მოგინდა და მაკოცე და დარწმუნებული ვარ რომ ამას ნანობ! იმიტომ რომ შენ ისევ ქეთა გიყვარს! მესმის შენი დემეტრე მესმის! გინდა რომ ყურადღება სხვა რამეს დაუთმო, მაგრამ ჩემი გამოყენების უფლებას ვერ მოგცემ! იმიტომ რომ მეც მტკივა! მეც გამაჩნია გრძნბები და მომბეზრდა ყოველთვის მსხვერპლის როლში ყოფნა! გოგონამ ზურგჩანთა აიღო, მხარზე მოიგდო და კარებისკენ გაემართა,თუმცა დემეტრემ ხელი დაუჭირა და მისკენ შეაბრუნა.
-სალომე ჩანთა დადე და მომისმინე! მკაცრი,მაგრამ მაინც თბილი ხმა ჰქონდა დემეტრეს.
-არაფრის მოსმენა არ მინდა. ხელი გაინთავისუფლა და კარებში აპირებდა გასვლას როცა დემეტრემ დაიღრიალა.
-სალომე თქო! ახლა ეგ ჩანთა დააგდე და მომისმინე თორემ არ ვიცი რას ვიზამ!
სალიმე დაემორჩილა,ჩანთა ძირს დადო,თვითონ საწოლზე ჩამოჯდა და თავი დახარა.
-სალომე მომისმინე! მესმის შენი და ვიცი რომ ცუდად გექცევი, მაგრამ არ იფიქრო რომ შენ მხოლოდ ჩემი სათამაშო ხარ,რომელსაც რაღაც დროის შემდეგ გადავაგდებ! არა! მე ასეთი ნაძირალა არ ვარ! არც იმ კოცნას ვნანობ და ეს შემთხვევით კი არა გამიზნულად გავაკეთე! სალომე ახლა დარწმუნებით ვერ გეტყვი რომ ძალიან მიყვარხარ და შენზე ვგიჟდები,იმიტომ რომ ქეთა მე ჯერ ისევ მიყვარს,მაგრამ არც შენ და არც საკუთარი თავი რომ არ მოვატყო გეტყვი და არ დაგიმალავ რომ შენს მიმართ ძლიერი გრძმობები მაქვს,ეს არაა მოწონება,ეს უფრო მეტია მაგრამ ამ ეტაპზე ამას სიყვარულს ვერ დავარქმევ,იმედია გესმის ჩემი!
-ანუ?
-ანუ ის რომ ჩვენ მომავალი გვექნება იმ შემთხვევაში თუ შენ ძლიერი იქნები! ქეთას ასე მარტივად ვერ დავივიწყებ და ვიცი რომ შენ ეს გატკენს,ამიტომ ვერ მოგთხოვ რომ ჩემთან იყო მითუმეტეს თუ შენ არაფერს გრძნობ და ფიქრობ რომ ეს ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანს!
-მინდა დემეტრე! მინდა რომ გამოგვივიდეს! მე ამისთვის მზად ვარ!
-ჰო და კიდევ ერთი!
-რა?
-ჩემი კოცნის გამო მთელ სახლს ნუ გადაწვავ! სიცილით უთხრა ბიჭმა და ბალიში ხელში დაიჭირა რომელიც მისი მიმართილებით მიფრინავდა,სალომემ ახლა მეორეც ესროლა,მერე თვითონაც მიიღო და ასე გამართეს ბალიშებით ბრძოლა.
****
-შე კოღო! შე სპილოსძვლისფერო ნიანგო! შე ობობა! სად მიგყავარ გააჩერე მანქანა!
-გიტაცებ ლამაზო!
-გავიგუდე პირდაპირ სიცილით! გააჩერე მანქანა თქო!
ბიჭმა გააჩერა მანქანა.
-გავაჩერე! მერე?
-სად ვართ? მოვკვდი და მაგიტომ ბნელა ასე?რამნიშვლება აქვს წავედი მე! საშინელება იყო შენთან ერთად გატარებული 3 თუ 4 საათი! "გაუღიმა" გოგონამ და გადასვლა სცადა.
-მიდი გადადი!
-დიახაც გადავალ!...კარები გააღე!
ბიჭმა ღილაკს თითი დააჭირა და კარებიც გაიღო.
-გავაღე!
- ჰოდა ნახვამდის!
-ნახვამდის!
მია ფრთხილად გადავიდა მანქანიდან და ნელ-ნელა მიიძურწებოდა სიბნელეში. ვერაფერს ხედვდა და ძალიან ეშინოდა,ხან საკუთარ თავს ლანძღავდა ხან იმ უცნობ ნაცნობს. უკვე კანკალებდა,მას სიბნელის შიში აქვს და ნეტა სად მიდის რო მიდის?!ან რას ეუბნებოდა კარები გამიღე უნდა წავიდეო,მაგრამ რას იფიქრებდა რომ ის ვაჟბატონი ამ სიბნელეში მართლა გამოუშვებდა?! უტაქტო!უზრდელი! ველური! გულში ლანძღავდა ბიჭს. და კოცნის ქურდი! ამოსძახა ალტერეგომ.
ამის გახსენებაზე გოგონას კიდებ უფრო მოეშალა ნერვები.
-იმ დეგემერატმა როგორ მაკოცა? ფუ ნადირი! რა უფლება ჰქონდა? ან აქ რას დამტოვა? მივეყვანე სახლში! ჩემს სახლში!ან მე რა მატლიკინებდა შენთან თქო! რას მივაღწიე? ხმამაღლა ფიქრობდა მია როცა ვიღაცას შეასკდა.
-დაიკარგეთ გოგონა?
-დიახ იცით მე..მე..
-ბატონ დამიანესთან ხართ?
-ეგ ვინაა?
-გოგონა დამაბნიეთ! თუ მას არ იცნობთ მაშინ მის ეზოში რა გინდათ?
-არვიცი! ამოიკნავლა გოგონამ.
-კარგით გამომყევით. ახალგაზრდა ბიჭი გოგონას უზარმაზარ სახლში შეუძღვა.
-აქ დამელოდეთ! ბატონ დამიანეს დავუძახებ!
-არა! არ არის საჭირო მისამართი მითხარით სად ვართ და მეთვითონ წავალ!
-ოჰ! სტუმრები გვყოლია!
გოგონა სწრაფად მიბრუნდა უკან და კიბის თავზე მდგომ ირონიულად მომღიმარ მიას პირველი კოცნის პატრონს გაოცებულმა შეხედა.....скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი )))

Auu rakargii iyooo boloshi bevri vicineee ????????????

 


№2  offline მოდერი ლათინო

მადლობა ♥♥♥მიხარია თუ მოგწონს :)))

 


№3 სტუმარი gggg

Spilosdzvlisferi obobajoyjoy: kogojoy
Dzalian magari xar gaagrdzele da mal male dadee
♥♥♥♥♥♥

 


№4  offline მოდერი ლათინო

gggg
Spilosdzvlisferi obobajoyjoy: kogojoy
Dzalian magari xar gaagrdzele da mal male dadee
♥♥♥♥♥♥

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ♥♥♥ მაგრამ სავარაუდოდ რამდენიმე დღე ვერ დავდებ :/ :( როგორც კი მომიხერხდება აუცილებლად ავტვირთავ ♥♥♥♥♥

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ როგორ მომეწონა დასასრული

 


№6  offline მოდერი ლათინო

terooo
აუ როგორ მომეწონა დასასრული

ვაიმე! scream ძალიან მიხარია! მადლობა დიიიიდი heart_eyes

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ლათინო
terooo
აუ როგორ მომეწონა დასასრული

ვაიმე! scream ძალიან მიხარია! მადლობა დიიიიდი heart_eyes

❤????❤????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent