შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულს ვერ გაექცევი! {დასასრული}


3-02-2018, 21:52
ავტორი Tamusia Egutidze
ნანახია 861

სიყვარულს ვერ გაექცევი! {დასასრული}

14თავი
-გაქვავებული იდგა ბინის კართან ელენე და გაშტერებული უყურებდა მომღიმარ დედ-მამას.
-ელე, ჩემო პატარა გოგოვ! თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა ილიას და ქალიშვილისკენ დაიძრა. გოგონას ძლიერ ჩაეხუტა და შვილის საამო სურნელი შეისუნთქა.
-მამიკო. ჩაიბუტბუტა ელენემ აწყლიანებული თვალებით და მამას ლოყები დაუკოცნა, მერე მზერა დედასკენ გააპარა რომელიც მომღიმარი იდგა და ცრემლებს მალავდა. ელენემ ხელი გაშალა და დედას გაუღიმა, ნინია ქალიშვილისკენ დაიძრა და ძლიერად ჩაეხუტა ელენეს.
-როგორ მენატრებოდი ჩემო ანგელოზო, სლუკუნებდა ქალი
-მეც დედიკო. მეც ძალიან მენატრებოდი ჩემო ერთადერთო!..
-ამათ უყურეთ რაა, უჩემოდ ვის გაუგია ჩახუტება და სიღვარულობა? გაეცინა ილიას და ცოლ-შვილს დიდრონი ხელები ძლიერად შემოხვია.
-*-*-
-მე რატომ არ გამაგებინეთ? ან ასე ჩუმად აქ საიდან... სიტყვის დამთავრბა არ დასცალდა გოგონას.
-დემიანი, ღიმილით უპასუხა ნინიამ,
-რაა? თვალები გაუნათდა ელენეს.
-ჰო, მან ჩამოგვიყვანა აქ და მან იზრუნა იმაზეც რომ შენთვის ეს სიურპრიზი გამოგვსვლოდა. გაეცინა ილიას.
-კარგი ბიჭია ისე ეგ შენი დემიანი ჰო იცი შენ! თქვა ღიმილით ნინიამ.
-თან ვისი შვილიი! დაამატა ღიმილით ილიამ.
-ოოო, კარგით რაა. გამეცით ნორმალური პასუხი. აჯუჯღუნდა ელენე
-რა პასუხი? გაეღიმა ნინიას
-ჰო, რა პასუხი? მეუღლეს აჰყვა ილიაც.
-აღარ გელაპარაკებით!!! ხელები სიცილით დაიჭდო გოგონამ და ცხვირი აიბზუა.
-კარგი ჰო. დაიწყო ნინიამ ღიმილით: ძალიან კარგი ბიჭია. თავაზიანი, განათლებული, კეთილი, სიმპატიური.. ბოლო სიტყვებს განსაკუთრებით გაუსვა ქალმა ხაზი და ელენეს აფორაჟებულ ლოყებზე პატარაზე გაეღმა.
-ჰო, ზუსტად! დაამატა ილიამ ღიმილით და შვილისკენ მდივანზე გადაჯდა.
-წავალ ყავას გავაკეთებ, მომენატრა ჩემს სამზარეულოში ფუსფუსი მე! თქვა ნინიამ და სამზარეულოში ღიღინით შევიდა.
-შვილო მომისმინე. შვილს თმაზე მოეფერა ილია,
-ჰო მამა. გაეღიმა გოგონას და მამას მკერდზე თავი დაადო.
-დემიანმა მომიყვა ყველაფერი, როგორ და სად გაიცანი ის. და საერთოდ რაც მოხდა.
-ჰო... მე ჰომ გითხარი კომპანიაში გავიცანი მეთქი. ჩაილაპარაკა ელენემ.
-ყველაფერი მომიყვა, ყველაფერი! ხმა ცოტა გაამკაცრა ილიამ.
-რა მოგიყვა? მამას ახედა ელენემ.
-ის რომ ქუჩაში იპოვე ღამით და ყველაფერი მაქედან დაიწყო, გაეღიმა კაცს.
-ჰო გაეღიმა ელენეს როცა გაახსენდა მისი და დემიანის პირველი შეხვედრა და მისი ლამაზი თვალები რომელმაც დაატყვევა იგი.
-ანუ, დადებილდი ხოო? მისი თვალების დანახვაზე. ფხუკუნით დაამატა ილიამ. ელენე სავარძლიდან წამოიმართა და მამას წარბ აწეულმა გახედა.
-უკაცრავად ძვირფასო მაგრამ მე... მე... ოოოოოჰ, კარგი ჰო დავდებილდი! მაგას რაც გინდა ის დაარქვი მაგრამ... ჰო ნუუ, მოკლედ რაც გინდა ის დაარქვი თქო! თავი ძლივს მოაბა გოგონამ და თავი ისევ მამას მიადო მკერდზე.
-ჩემი დადებილებული გოგო, გაეცინა ილიას და შვილს თავზე აკოცა.
-მამა!
-ჰო!
-ნუ მეძახი დადებილებულს! მე ვიყავი? ნინიას დანახვაზე რომ ვშტერდებოდი თუ შენ? მამას სიცილით ახედა გოგონამ..
-წამო ვნახოთ რას აკეთებს დედა, გაეცინა ილიას და ფეხზე წამოდგა.
-ოჰ ეს მამები!.. თავი გააქნია ელენემ დატელეფონი ამოიღო.
-მიხარია რომ არსებობ, მიყვარხარ. მისწერა დემიანს და ტელეფონი ჯიბეში ჩაიბრუნა.
-წარმომიდგენია ახლა როგორი გახარებულიაა, თქვა დათამ და მომღიმარ დემიანს გახედა.
-ჰო ასეა სახეზე ღიმილმა გადაურბინა დემიანს და ელენეს ფოტოებს დახედა. თუმცა მერე მისი ყურადღება ჯიბეში მოზუზუნე ტელეფონმა მიიბყრო.
-ვინ არის? ჰკითხა დათამ და კარტოფილი ფრი ჩაახრამუნა.
-ვნახავ... თქვა ბიჭმა და ტელეფონი ამოიღო: “ მიხარია რომ არსებობ, მიყვარხარ“ დემიანს გაეღიმა და სხეულში სასიამოცვნოდ გააჟრჟოლა ელენეს გახსენებაზე.
-ვინარის? გკითხა ისევ დათამ,
-ვაიმე დათა! ნუ წაიღე ტვინი! უღრიალა დემიანმა.
-აიი, რა ჯმუხია ეს ვინაა? თვალები მოჭუტა დათამ და ცისფერი თვალები დემიანს მიაბყრო და დაიჭყანა. დემიანმა ესემესი აკრიბა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიბრუნა. ელენე მამას სამზარეულოში გაჰყვა ცოტახანს ისხდნენ მაგისასთან და საუბროვბდნენ ყელაფერზე... მერე ილიამ განაცხადა ვალერი უნდა ვნახოო და გაიქცა. ელენე დედას მაგიდის ალაგებაში დაეხმარა მერე კი ორივე ელენეს ოთახში შევიდნენ და საწოლზე ჩამოსხდნენ.
-ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება, და შენც ეს მოულოდნელობა გეწვია. ქალიშვილს თმაზე სავარცხელი ჩამოუსვა ნინიამ.
-ჰო, დემიანიც ასე შემოვარდა ჩემს ცხოვრებაში. გაეღიმა ელენეს.
-სიყვარულს მოულოდნელობა ახასიათებს, გაეღიმა ქალს.
-ჰოო? და შენ და მამამ როგორ იპოვეთ ერთმანეთი? ჩაეძია ახლა ელენე.
-ისე როგორც შენ და დემიანმა.
-მაინც?
-ნუ ჩამეძიები ახლა! გაეცინა ნინიას და მოკლედ შეჭრილი თმა უკან გადაიწია. მერე შვილის პირდაპირ კომფორტულად მოთავსდა და მომღიმარ ელენეს გამომცდელად დააკვირდა სახეზე.
-შენ და დემიანს რამე გქონდათ? ჰკითხა ნინიამ. ელენეს მაშინვე აწითლდა და ახურდა როცა დემიანის თბილი შეხება და მისი სითბო გაახსენდა.. ნინიამ ეს შეამნია და გაეღიმა,
-კარგი ჰო აღარაფერს გკითხავ. მოდი ახლა ჩაგეხუტო. გაეცინა ნინიას და შვილი მთელი ძალით ჩაიკრა გულში
-*-*-
-ლუკამ თავისი სახლის კარი ფეხის კვრით შეაღო და წელზე შემოხვეული ნიტა აწ უკვე დახურულ კარზე ააკრა.
-იცი რაა? ძლივს ამოილაპარაკა ნიტამ.
-რა, ღიმილით უპასუხა ლუკამ და ლოყაზე აკოცა,
-მიყვარხარ, გაეცინა გოგონას.
-კარგი ერთი! წარბი აზიდა ლუკამ და გოგონა საწოლზე ბრთხილად დასვა. ზემოდან მოექცა და საყვარელ ქალს ტუჩები დაუკოცნა მერე კი ყელზე გადავიდა, ნიტამ ბიჭს ზედა გადააძრო და ლუკა გვერდით გადააგდო ზემოდან თვითონ მოექცა და ღიმილით ჩააშტერდა ლუკას თვალებში.
-აჰაა ანუ ადგილები გავცვალეთ? გაეცინა ლუკას.
-შეიძლება ასეც ითქვას! გაეღიმა ნიტას და ბიჭს ნაზად აკოცა ყელზე მერე კი თან და თან ქვემოთ იწევდა ლუკას დაკუნთულ სხეულს დაბინდული მზერით უცქერდა და თან ლუკას ე.წ “კუბიკებს“- ზე უტოვებდა სველი კოცნის კვალს. ბოლოს კი მაინც “უკან დაბრუნდა“ და მომღიმარ ლუკას აწითლებულმა დახედა. ბიჭმა ხმამაღლა გადაიხარხარა და ნიტას ძლიერი ხელები წელზე შემოხვია გვერდით გადააგორა და წითური თმა რომელიც გოგონას სახეზე ეყარა უკან გადაუწია და შუბლზე ახურებული ტუჩები მიაწება.
-მაგას არასდროს მოგთხოვ იცოდე, გაეღიმა და გოგონას ბაგეების დაგემოვნება განაგრძო.
უკვე ღამის 12 - ი ხდებოდა, ილიას და ნინიას ეძინათ დაღლილები იყვნენ ამდენი ხნის ნამგზაცრნი. ელენე კი თავის ოთახში საწოლზე იჯდა და კონსპექტებს კითხულობდა ხვალ გამოცდა ჰქონდა. თვენახევარში კი უნივერსიტეტსაც ამთავრებდნენ ეგ და გადარეული ნიტა, ახლა მობილიზება იყო საჭირო რათქმაუნდა სწავლაზე მაგრამ სად იყო მობილიზება და კარგი ცხოვრება?!... დემიანი, მასზე ფიქრები არ ასვეებდა ელენეს და ცდილობდა ყურადღება ხვალის გამოცდაზე გადაეტანა როცა მისმა ტელეფონმა დაიზუზუნა. “შეგიძლია ჩამოხვიდე? სადარბაზოსთან ვარ <3“ - სიხარულით წამოვარდა გოგონა ფეხზე და შავი ბრეტელებიანი ზედის და ამავე ფერის მოკლე შორტებისამარა ფუმფულა ჩუსტებით გავარდა გარეთ, კისრისტეხით ჩაირბინა კიბეები კინაღამ დაგორდა კიდეც და სადარბაზოში შავ მანქანაზე აყუდებულ დემიანთან მივარდა.
-ჩემო პატარაა. გულში სითბო ჩაეღვარა და გოგონას ხელები შემოჰხვია. ყელში კოცნიდა და თან მიყვარხარო ბუტბუტებდა თავისთვის. გოგონაც ანთებული თვალებით უყურებდა დემიანს და რბილ წვერზე ხელებს ნაზად უსმევდა. თმა სულ აწეწვოდა ელენეს თვალები კი ამ ღამეში შავი უჩანდა ლამპიონების შუქზე მანათობელი მისი შავი თვალებიც და ვარდისფერი ტუჩებიც აგიჟებდა დემიანს. ახლაღა გააცნობიერა მან რომ შუა ზამთარში ელენე მის წინ შორტებით და ბრეტელებიანი ზედით იდგა.
-გოგო შენ ნორმალური ხარ? რა გაცვია? რა თვეა ვაბშე იცი კი? წარბები უკმაყოფილოდ შეკრა დემიანმა და ლურჯი ოდნავ გრძელი ქურუკი გაიხადა. გოგონას მოახურა და მანქანის კარი გაბრაზებულმა გამოაღო.
-აუ რა მექნა შენი ბრალია! ისე გამიხარდა რომ აქ იყავი ეგ აღარ გამახსენდა უცებ.. მხრები პატარა ბავშვივით აიჩეჩა ელენემ და მანქანაში ჩაჯდა. ბიჭმა მანქანას შემოუარა მძღოლის ადგილას მოთავსდა ხმას არ იღებდა მომენტებში მზერას სარკისკენ აპარებდა, მოღუშულ ელენეს აკვირდებოდა და ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა ხოლმე.
-აუუუ, კარგი რა დემი რა ბავშვივით იქცევი? იცოდე ახლა სახლში ავალ! ორი წლის ბავშვივოით დაემუქრა ბიჭს და წარბები კუშტად შეკრა. დემიანმა თავი ნელა მოატრიალა და ტუჩებდაბუშტული გოგონას დანახვაზე ნერწყის გორგალი ძლივს გადააგორა. მერე ელენეს თვალებში ჩააშტერდა სავარძელს მიეყრდნო და ვითომც არაფერიო ისე იკითხა.
-იმეცადინე უკვე?
-ბიჭო მე რა გითხარი წეხან და შენ რაზე მელაპარაკები? გაბრაზდა ელენე და მანქანის კარს გასაღებად დასწდა მაგამ უცებ ჩხაკუნის ხმამ დააბნია. უკან მიიხედა და მომღიმარი დემიანი დაინახა ისევ შეტრიალდა კარისკენ და მოსინჯა ჩაკეტილი აღმოჩნდა, ისევ უკან მობრუნდა და თვალებმოჭუტულმა გახედა ბიჭს. მერე გასწორდა და თავი მინას მიადო.
-მოდი ჩამეხუტე! გაუღიმა დემიანმა. გოგონამ ცოტახანს უყურა მერე სახეზე ღიმილი გადაეფინა დემიანისკენ “გადაძვრა“ და მთელი გულით მიეკრო მიჭს.
-მიყვარხარ შე ბოთევ! გაეცინა დემიანს და ცხვირი ელენეს აწეწილ თმაში ჩარგო.
-მე უფრო მიყვარხარ ხუჭუჭავ! გაეღიმა ელენეს და დემიანს თმაში ხელი შეუცურა.
-ჰო! თავი პატარა ბავშვივით დაუქნია ელენემ და მოწყურებული ბიჭის გაბეებს ეცა. მანაც ხელი გოგონას შავი ზედის ქვეშ შეაცურა და გოგონა თავისკენ მიიზიდა. აგიჟებდა ელენე, ის ერთადერთი გოგო იყო რომელსაც მასში მთელი ფლორის და ფაუნის ერთიანად გაღვიძება შეეძლო და ასეც იყო... უხაროდა რომ გვერდით ელენე ჰყავდა მისი პატარა მისი ერთადერთი...
-ელე, რაღაც უნდა გითხრა სახე უცებ დაუსერიოზულდა დემიანს. ელენემ წარბი ოდნავ შეჭმუხნა და დემიანს შეხედა.
-რა ხდება? იკითხა ხმაჩამწყდარმა გოგონამ.
-ხვალ მივდივარ იტალიაში, მამას საქმეების გამო თვითონ ვერ მიდის... ასე რომ...
-მიდიხარ? სახე მოეღუშა გოგონას.
-ჰო
-დიდი ხნით?
-სავარაუდოდ ერთი თვით, ჩაილაპარაკა ბიჭმა. ელენე ბიჭისკენ დაიხარა და მთელი სხეულით მიეწება მას.
-ამას ახლა რატომ ვიგებ? შენთან ერთად ვიქნებოდი, ჩაილაპარაკა ბიჭის ყურთან მტილარმა.
-არ იტირო გთხოვ! გოგონას სახე ხელებში მოიქცია დემიანმა და აწყლიანებული თვალები დაუკოცნა.
-უშენოდ არ მინდა, ამოისლუკუნა ელენემ და ბიჭს სახე ახლოს მიუტანა. რამოდენიმე წუთი იყვნენ ასეთ პოზაში ჩხვირები ერთმანეთზე ჰქონდათ მიდებული ელენე კი ტიროდა.
-მეც მომენატრები ჩემო სიყვარულო, უჩურჩულა დემიანმა და სხეულზე მიიკრა.
-იტალიაში ბევრი ლამაზი გოგოა. თითქმის თავისთვის ჩაიბუტბუტა დემიანის მკერდზე მიწეპებულმა ელენემ. დემიანმა თავი წამოწია და ელენეს ღიმილით დააცქერდა.
-რა თქვი? გაეცინა ბოლოს და აბრჭყვიალებული თვალები რომელიც ახლა უფრო უბრწყინავდა. ელენემ თავი ასწია და ქვემოდან ახედა ბიჭს.
-არაფერი.. თქვა ჩუმად
-თქვი! წარბი აზიდა დემიანმა.
-არაა, რაღაც მოგესმა, მხრები აიჩეჩა ელენემ.
-...
-ოოჰ კაი ჰო! იქ ბევრი ლამაზი გოგოა და... მე აქ ყოველდღე გული უნდა გამისკდეს? ბუტბუტებდა თავისთვის ელენე და ყოველ წუთს სახეში ჩამოყრილ თმას უკან იწევდა. დემიანმა თავი ვეღარ მოთოკა ელენეს კისერში ხელი შეუცურა და მის ბაგეებს დაეწაფა. მომთხოვნად და ვნებიანად უკოცნიდა ხან ზედა ხანაც ქვედა ტუჩს ელენე კი მთელი სხეულით ეკვროდა ბიჭს, ვერ წაემოედგინა მის გარეშე ერთი თვე...
-შენს თავს ვერავინ შემიცვლის! იცოდე რომ შენ ჩემი ერთადერთი ხარ! შენს გარდა არავინ მინდა და არც მენდომება არასდროს! ჩურჩულებდა დემიანი და თან ელენეს მთელ სახეს უკოცნიდა. ელენეს თავი დამიანის მკერდზე ედო და მის გულისცემას უსმენდა რამოდენიმე ხანს ისხდნენ ესე მიკრულები ერთმანეთზე მერე დემიანმა ელენეს დახედა თავი ზევით ააწევინა და ვარდისფერი ტუჩები დაუკოცნა,
-უნდა წახვიდე, ისედაც დიდიხანია აქ ვართ შენ კიდე ხვალ გამოცდა გაქვს, ისე ვერ წავიდოდი რომ არ მენახე, თქვა დემიანმა და გოგონას მკრთალად გაუღიმა, ელენემ დემიანის მოსაცმელის კაპიშონი თავზე დაიფარა და თვალები სულ დაეფარა.
-ცოტახანი კიდე დარჩი რაა, თქვა მოწყენილმა ელენემ და ისევ მოაწვა ცრემლების ნაკადი. დემიანმა ელენეს თმაში ხელი შეუცურა და თან ლოყაზე მოეფერა.
-სკაიპით დაგელაპარაკები ხოლმე ყოველ დღე, დაიმედება სცადა ბიჭმა.
-არ მინდა მე სკაიპი! ცხვირი აიბზუა გოგონამ.
-არც მე მინდა უშენობა მაგრამ სხვა გზა არ მაქვს... გოგონას კისერში ცხვირი ჩარგო დემიანმა.
-მაშინ ნუ წახვალ, ამოისლუკუნა ელენემ.
-ისედაც მიმძიმს შენი დატოვება ახლა კიდე იმაზე უნდა ვინერვიულო ცუდად ხარ თუ არა, ნუ ტირი არ გამაგიჟო იცოდე! ხომ იცი რომ შენს ცრემლებს ვერ ვიტან? თვალებიდან ცრემლებს აშორებდა დემიანი და თან თვალებს უკოცნიდა გოგონას.
-მიყვარხარ დემი,
-მეც მიყვარხარ ელე, შუბლზე გახურებული ტუჩები მიაკრა ბიჭმა. ელენემ ღრმად ჩისუნთქა და საყვარელ ხუჭუჭა თმას მოეფერა.
-ახლა უნდა წავიდე? ამოიბუტბუტა მოწყენილმა.
-ჰო,
-მეც წამიყვანე მაშინ! თქვა უცებ ელენემ.
-სად წაგიყვანო გამოცდები რომ გაქვს ხვალ? შავი თვალები მიანათა ბიჭმა.
-აუ აბა...
-ჩვენი შვილი რომ გკითხავს დედიკო რომელი უნივერსიტეტი დაამთავრეო რას ეტყვი? ისე მინდოდა მამასთან უნივერსიტეტი დავიკიდეთქო?? უთხრა დემიანმა. ელენეს ამაზე გაეღიმა.
-ბავშვები? გაეცინა ელენეს.
-ჰო ბავშვები, შენნაირი გოგო მინდა შენნაირი ნაზი და საყვარელი, გოგონას ლოყები დაუკოცნა მან.
-კარგი ჰო... მაგრამ ჩვენი შვილი ბიჭი იქნება და თანაც შენნაირი ხუჭუჭა და საყვარელი! ტუჩები საყვარლად მოკუმა ელენემ.
-მოდი მაგის გამო ნუ ვიჩხუბებთ და ორივე გვყავდეს. გაეცინა დემიანს ელენე კი კისკისებდა და თან დემიანის ბრჭყვიალა თვალებს რომ ხედავდა კარგ ხასიაძე დგებოდა. მერე დემიანმა საათს დახედა 2:05 - ი იყო.
-ელენე დროა, გოგონას გახედა დემიანმა. ელენემ თავი მაღლა ასწია და დემიანს ჩაეხუტა ცხვირი მის კისერში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა საყვარელი სურნელი, მერე სახე ოდნავ მაღლა ასწია და ნაზად აკოცა ბიჭს ქვედა ტუჩზე.
-მიყვარხარ, ჩაიბუტბუტა და ბიჭს ხელები ყელზე შემოხვია, დემიანმაც იგივეთ უპასუხა.
-მეც მიყვარხარ ჩემო სიხარულო! თმაზე აკოცა დემიანმა. მერე ელენე მანქანიდან გადმოვიდა, მაგრამ ფეხები უკან რჩებდა. მას დემიანიც მიჰყვა ის ის იყო ელენე სადარბაზოში უნდა შესულიყო რომ დემიანის ხმა მოესმა.
-ელე, გოგონა უკან მოტრიალდა და ხელებგაშლილი დემიანი დაინახა. გაეღიმა და მთელი სიჩქარით გაექანა მისკენ კისერზე ჩამოეკიდა და წვრილი ხელები შემოჰხვია, დემიანს გაეღიმა და ხელები გოგონას წელზე შემოხვია.
-არ წახვიდე გთხოვ! ასლუკუნდა გოგონა.
-გთხოვ ჩემო ერთადერთო! გოგონას თვალებში ჩააშტერდა დემიანი. ნუ ტირი და არასდროს დაგავიწყდეს რომ შენ ჩემი ხარ ჩემი ერთადერთი! მკრთალად გაუღიმა ბიჭმა გოგონას შუბლზე აკოცა და უკან გადგა. ელენემ ცრემლი მოიშორა და უკან-უკან წავიდა მანამ სანამ ბინის კიბეს არ მიეჯახა მერე დემიანს ისევ გახედა ცრემლები მოიწმინდა და სადარბაზოში შევიდა.
-*-*-
-ერთი თვე გავიდა... საშინელი ერთი თვე ელენესა და დემიანისთვის. მონატრების მტკივნეული წამები რომლებსაც საათობით სკაიპით ლაპარაკში ინაზღაურებდნენ. ყოველ შემთხვევაში ცდილობდნენ მაინც.
-როდის ჩამოხვალ? ხვალ უნის ვამთავრებ და მინდა რომ შენც ჩემთან ერთად იყო. უთხრა ელენემ.
-მხოლოდ მაგის გამო? გაეღიმა დემიანს.
-რათქმაუნდა არა! მენატრები თვალებში სევდა ჩაუდგა გოგონას.
-მეც მენატრები ჩემო სიხარულო მაგრამ...
-მაგრამ რა? თვალები გაუფართოვდა ელენეს.
-კიდევ 2 კვირა ვერ ჩამოვალ საქმე გაიწელა და... სიტყვის დამთავრება არ დასცალდა ბიჭს,
-რაა? გაგიჟდი ხო? რატო ვერ ჩამოდიხარ მე დღეებს ვითვლი როდის გნახავ და შენ? შენ ასე ადვილად მეუბნები რომ კიდევ ორი კვირა...
-ელენე!
-რა ელენე რა! ხმა არ გამცე! არ დამირეკო აღარ გელაპარაები! შეუყვირა გაბრაზებულმა და ლეპტოპი ისე დახურა კინაღამ მინის მაგიდა ჩალეწა, სამზარეულოდან ნიტა გამოვარდა და ორცხობილები მაგიდაზე დაყარა.
-რა გეტაკა ჰა? მოიუსკუპტა გვერდით და შეკრული კოსა ჩამოიშალა, კულულები სახეზე ჩამოებხატა და თმა ყურს უკან გადაიწია.
-თავი დამანებე! ახლა ნიტაზე გადავიდა გოგონა.
-გოგოო! შენ ახლა თუ გამოგიშტიალე ეს ლარნაკი არ აგცდება დამერწმუნე!!! რა გეტაკა თქო მითხარი დროზე! მოვარდისფრო ლარნაკი მაგიდაზე დააფერთხა ნიტამ.
-დემიანს ველაპ...
-ა, ჰო მერე, შეაწყვეტინა ნიტამ.
-მერე ის რომ ვერ ჩამოვა კიდევ ორი კვირა, ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიშორა გოგონამ.
-მერე ორი კვირა მოიცადე კიდევ ვითომ ისევ..
-ისევ! მაგარი სათქმელია! სარკაზმი გაურია ელენემ.
-შენც კიდე რა გეცა ჰა? ყველაფერს როგოტრ ჭამ? ახლა ამაზე გაბრაზდა ელენე.
-მერე შენ რა მინდა და ვჭამ! მხრები აიჩეჩა ნიტამ.
-გასუქდები და მედუდღუნე მერე! დაქალს დაეჭყანა ელენე და ფეხზე წამოდგა.
-უი ჰო მართლა. ხვალ რას იცმევ? იკიითხა უცებ ნიტამ.
-გოგო შენ ნორმალური ხარ? ცუდადვარ მეთქიიი ცუდად! და შენ კაბაზე მელაპარაკები? ამოისლუკუნა ელენემე და ოთახის კარი მიაჯახუნა. ნიტამ ტელეფონი ამოიღო და ლუკა მოძებნა. რაღაც ესემესი მისწერა და სახლიდან გავიდა. იმ ღამეს ელენეს ტირილში ჩაიეძინა, ალბათ ახლა ფიქრობთ სისულელეა მაგრამ რა ექნა? ენატრებოდა! ტკივილამდე ენატრებოდა თავისი დემიანი...
-*-*-
-ადგომის დროააააააააააააააა, ოთახში კივილით შევარდა ვინ თუ არა გადარეული ნიტა და მძინარე ელენეს თავზე დაახტა. გოგონამ საწყლად ამოიგმინა და თვალების გახელა სცადა მაგრამ ამაოდ.
-ორი წუთიც რაა, ძლივს ამოილაპარაკა და საბანიში თავი ჩამალა
-ვიცი მე შენი ორი წუთი, შენი ორი წუტი ორი საათია! სახე დამანჭა ნიტამ და დაქალს ზეწარი გადააძრო.
-ღმერთო რა დაგიშავე! თვაკები აატრიალა გოგონამ და საწოლიდან წამოიწია. თმა სულ აბურდვოდა და თვალები ისე ჩასწითლებოდა იფიქრებდი თვალებში რამე ჩაანათესო.
-რასგავხარ!? თვალები მოჭუტა ნიტამ.
-ადამიანსრომელსაც უნდა ნიტამ თავი დაანებოს! მიახალა უემოციო სახით ელენემ და ბალიშზე დაეხეთქა.
-ვინ არის მოწყენილიო? ვის უნდაო მოღიტინებაოო? იცინოდა ნიტა და თან ელენესკენ მიდიოდა. ელენე საწოლიდან წამოვარდა და ძირს დაეხეთქა.
-აა, არ გაბედო! კისკიისებდა ელენე. თუმცა ნიტამ მაინც დაიჭირა ა თან ბალიშს დაავლო ხელი. ელენეს მოუქნია და პირდაპირ თავში ცაარტყა მერე კი ახარხარდა მაგრამ ნურას უკაცრავად! ღიმილი სახეზე მიეყინა იმიტომ რომ ელენეს მიერ მოქნეული ბალიში მიიღო სახეში.
-როგორ გამიბედე! კისკისებდა ნიტა და თან ელენეს მისდევდა.
-მომშორდი შე წითურო ალქაჯო! ტიტინებდა ელენე და თან მაგიდას წრეს ურტყამდა რომ ნიტა ვერ მისწვდომოდა.
-დავიღალე! ამოიხავლა ბოლოს ნიტამ და პირდაპირ იატაკზე გაიშხლართა.
-ჰა ჰა! რა ხდება ძვირფასო? წარბი აზიდა ელენემ და თავისი ოთახისკენ ფეხების სრიალით გაემართა. ნიტა კი სამზარეულოს იატაკზე დატოვა გაშხლართული
-გამიტანეთ აქედან! ამოიფხუკუნა გოგონამ და ფეხზე წამოდგა. ელენეს თახში შევიდა და ელენე დაინახა რომელიც კარადაში რაღაცას ეძებდა.
-ახლა მაინც მაჩვენე რა კაბა იყიოდე რაა! შეეხვეწა ნიტა.
-უი ჰო! შენი კაბა? აქ რატო ხარ? ნენე? ვალერი? სახლი? კაბა? ღიმილით მიაყარა გოგონამ,
-კაბა წამოვიღე და ყველაფერი რაც მჭიდებოდა, გაეღიმა ნიტას. და მერე იმაზე გაეღიმა რომ ელენე იღიმოდა.
-რა? წარბი აზიდა ელენემ.
-იღიმი როგორც იქნა! გაეცინა ნიტას.
-აჰამ, სახე მოეღუშა ელენეს და სარკეში საკუთარ თავს შეხედა.
-და ნინია და ილია? იკითხა ახლა ნიტამ.
-ვალერისთან და ნენესთან მივდივართო და... მხრები აიჩეჩა ელენემ.
-აჰააა, აუ ელეე რაღაცა უნდა გითხრა. თქვა ნიტამ
-რა ხდება?
-მაკიაჟზე მე ვიზრუნე, და იცი ვინ გაგვიკეთებს? ბრთხილად შეაპარა ნიტამ.
-ვინ?
-დათა გადაიკისკისა ნიტამ და ოთახიდან გავარდა. ცოტახანში კი უკან გაკრეჭილ დათასთან ერთად დაბრუნდა.
-გოგონი! როგორ ხარ? ხელები გაშალა ბიჭმა და ელენეს ჩაეხუტა.
-ნორმალურად... მკრთალად გაუღიმა ელენემ
-რა გჭირს? ისეთი სახე გაქვს გეგონება ძილი აუკრძალესო, ტუჩები მოკუმა ბიჭმა.
-ნუ შემჭამეთ რაა! აგითხრიან დილიდანვე ნერვებს! ბრაზის ახალმა ტალღამ შემოუტია გოგონას.
-აბა ეხლა! არ გამაგიჟო იცოდე! რა გჭირს? გამოცოცხლდი! პირველს რომელს მოგხედოთ? დოინჯები შემოირტყა დათამ და გოგონებს გახედა.
-სულერთია! დაჯილდოვება 5-ზეა და ახლა პირველის ნახევარია, ტუმბოზე დადებულ თეთრ საათს გახედა ელენემ.
-ჰო მართალია! მაშინ ვჭამოთ! თქვა დათამ და თავისი იდეით მოხიბლულს გაეღიმა,
-რა ვჭამოთ? ჰკითხა ნიტამ.
-მე მოვიტანე ჩიფსები, გაეღიმა დათას და განზე გადგა მერე კი თითი სამზარეულოში მაგიდაზე დადებულ ორ ჩიფსებით სავსე პარკზე ანიშნა.
-რაღაც მეეჭვენბა ჩიფსმა გაგაძღოს, ჰოდა წავალ პიცას ამოვიტან. ეს ქალბატონი კი ხორცს უცებ შეწვავს და ტოსტებსაც გამიკეთებს. ელენეს გაუღიმა ნიტამ.
-აბა რა! მეტი საქმე არ მაქვს! სახე დამანჭა ელენემ.
-ხოდა რო არ გაქვს მოგეცი ხო ხედავ რა გულმოწყალე ვარ! ირონიული სახე მიაბყრო დაქალს ნიტამ.
-კარგით ახლა! ტოსტები მეც მინდა. და მეც დაგეხმარები გაიბღინძა დათა.
-ოოჰ! კარგით ჰო, ტუჩები დაბუშტა ელენემ დ ბუზღუნით გავიდა სამზარეულოში. თან მისაღებში მაგიდაზე დადებულ ლეპტოპს გახედა თუმცა მოწოლილი ფიქრები დემიანზე და წამიერი სასიამოვნო გაჟრჟოლება სხეულში უკუ აგდო და სამზარეულოში შევიდა. ნიტა კი ლიფტში შევიდა და თან ტელეფონი ამოიღო მალე ლიფტიც გაიღო და გოგონა გარეთ გავიდა ტროტუარი გადაჭრა და მარკეტი შევიდა შუა ხნის ქალბატონს უთხრა რაც სჭირდებოდა და სანამ ქალი პროდუქტებს პარკში მოათავსებდა ლუკას მესიჯი მისწერა.
-მზად არის გოგონავ, ქალის ოდნავ ჩახლეჩილმა ხმამ გამოაბხიზლა ნიტა.
-აჰ, კარგით მადლობა. თავაზიანად გაუღიმა გოგონამ პარკი აიღო ფული დახლზე დადო და მარკეტიდან გამოვიდა,
-მე გეუბნები რომ ხახვი ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოა! უნდა დამიჯერო ესეიგი თუ მე ამას ვამბობ ასეა კიდეც! გაიბღინძა დათა და რკინის კოვზი გააქნია.
-თუ მაგ კოვზს არ მომარტყამ დიდად მადლობელი დაგრჩები! დაჭრილი პომიდორი თეთრ თასში მოათავსა ელენემ.
-კარგი ჰო! დაიმანჭა დათა და სპაგეტს ჩახედა.
-მოვედიიი, გაისმა უცებ ნიტას ხმა და ორ წუთში გოგონა პარკებით ხელში შემოვიდა სამზარეულოში.
-რა მოიტანე? ჰკითხა დათამ
-საჭმელი! სარკაზმით მიახალა გოგონამ.
-რამე მოხდა? იკითხა ელენემ როცა შეამჩნია დაქალის უხასიათობა,
-არა!
-ვიტომ? ცალი წარბი აზიდა ელენემ.
-ლუკაჩოს ვერ ვუკავშირდები... ამოიოხრა მან.
-აბა მარტო მე ხომარ უნდა ვყოფილიყავი დეპრესიაში? ენა გამოუყო ელენემ, მოგადღლიზავს ერთ მშვენიერ დღეს დემიანი მაგ ენას, უფროსწორად უნდა მეთქვა მოგაჭამ თქო. წარბები სასაცილოდ აათამაშა ნიტამ და როცა დაინახა როგორ აუწითლდა ისე ახარხარდა ლამის ყველა მეზობელი კართან შეყარა.
-ვაიმე რა საყვარელი ხარ!!! ისეთი ისეთი ისეთი რომ მინდა რამე ჩაგალეწო. გადაიხარხარა ისევ ნიტამ.
-დამპალო! შეუღრინა გოგონამ და კარადიდან თეფშები გადმოიღო,
-დათა სპაგეტი ამ თეფშზე...
-უკვე მოვაგვარე! დაეღრიჯა დათა,
-სულ ჭამაზე როგორ ფიქრობს? ელენეს მუჯლუგუნი უთავაზა ნიტამ,
-ჰკითხე და გეტყვის. თვალი ჩაუკრა გოგონამ და თეფშების მაგიდაზე განლაგება დაიწყო. ყველამ კარგად მიირთვა ბოლოს კი წამოიშალნენ.
-გოგო რა გაურიე ამ სპაგეტიში? ისეტი გემრიელია მინდა რომ ვჭამო და ვჭამო, ასე გავსკდები და საღამოს წვეულებაზე ვეღარაფერს შევჭამ! თვალები გაუფართოვდა დათას.
-დამშვიდდი მოინელებ როგორმე, გაეცინა ნიტას.
-რომელი საათია? იკითხა ელენემ.
-3-ის ხუთი წუთია უთხრა დათამ.
-აუ რა მალე გადის დრო, თვალები აატრიალა ელენემ,
-აუ ჰო! დაეთანხმა ნიტაც.
-დავიწყოთ ამასობაში კი ოთხიც მოვა. შრსთავაზა გოგონებს დათამ,
-კარგი მაგრამ უნივერსიტეტის შენობასთან ვინ მიგვიყვანს? თქვა ნიტამ.
-ერეკლე გამოგვივლის! თქვა მხიარულად დათამ და შავი ჩანთა მაგიდაზე დადო.
-ეს რა არის? ჰკითხა ელენემ.
-მაკიაჟის ჩანთაა, აუხსნა დათამ
-არ დავიწყოთ? ფეხზე ღიმილით წამოდგა ნიტა,
-კეეეე! ფეხზე წამოდგა დათა და ხელები გაშალა.
-*-*-
-რომელიმე გამოდით! ამდენი ხანი უნდა ერთი კაბის ჩაცმას? ამოიღნავლა მოწყენილმა დათამ რომელიც მდივანზე იყო გათხლაშული და ჩიფშებს ახრამუნებდა. უცებ ერთ-ერთი კარი გაიღო და იქიდან ელენე გამოვიდა, დათას თვალები გაუბრწყინდა გოგონა თავიდან ფეხებამდე აათვალიერა და გაიღიმა.
-აბა? ჰკითხა ელენემ ღიმილით.
-რა მშვენიერი ხარ! ახტაცებას ვერ მალავდა დათა: გოგონას წითელი ფერის გრძელი კაბა ეცვა, ლამაზი ფორმის მოკლე მკლავით ზურგი მოშიშვლებული ჰქონდა და ეს უფრო ალამაზებდა გოგონას კაბა უკან სულ ოდნავად იყო გრძელი და ძალიან ლამაზს ხდიდა კაბას, მაგრამ მას ელენე უფრო ალამაზებდა.
-ანუ კარგად გამოვიყურები?
-კარგად? ეგ რბილი ნათქვამია! გაეცინა ბიჭს.
-მადლობა, გაუღიმა გოგონამ.
-ახლა მაკიაჟს და ვარცხნილობას უნდა მივხედოთ! ფეხზე წამოდგა დათა მაგრამ ნაბიჯი არ გადაუდგამს, იმიტომ რომ ნიტას ოთახის კარის სახელური ჩამოიწია და იქიდან ნიტა გამოვიდა. ისიც ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა: თეთრი კაბა ეცვა გრძელი მუხლამდე ჩახსნილი, ზედა ნაწილი ლამაზი თვლებით იყო გაფორმებული უკან კი კაბა ძალიან ლამაზი იყო. ასევე ლამაზი თვლებით მორთული და აქა-იქ ამოჭრილი.
-მგონი მოვკვდი და სამოთხეში ვარ! გაეცინა დათას..
-მგონი მართლა! მას აჰყვა ელენეც.
-ნუ აზვიადებთ! გაეცინა ნიტას და ახლა მომღიმარი დაქალი შეათვალიერა.
-OMG!!! რად აგიჟებ იქ მყოფ მამრებს? ჩაიკისკისა ნიტამ,
-შენ საერთოდ ვისზე რას ამბობ? წადი სარკეში ჩაიხედე! გაეღიმა ელენეს. თუმცა მერე ორივეს ყურადღება დათამ მიიქცია რომელსაც ერთ ხელში ლაინერი ეჭირა მეორეში თვალის ფანქარი.
-დათა კარგად ხარ? ეჭვის თვალით გახედა ნიტამ,
-ვფიქრობ რომელს რომელი წაგისვათ.. თქვა ჩაფიქრებულმა დათამ.
-მისმინე ძვირფასო! თუ გგონია რომ ტონალურის წასმის ნებას დაგრთავ ცდები! არ მინდა მაიმუნს ვგავდე, სადა მაკიაჟი გამიკეთე იცოდე! საჩვენებელი თითი ცხვირ წინ აუფრიალა ნიტამ.
-არც მე! დაეთანხმა ელენე
-დამშვიდდი თქვენს წინ ამხელა ფილარმონია კაცი დგას რომელმაც თავისი საქმე ძალიან კარგად იცის! ასე რომ მშვიდად! თვალები მოჭუტა დათამ და მაკიაჟს ჩანთა ხმაურით გახსნა.
-*-*-
-აუ ძალიან მომწონს მადლობა დათა! გაეღიმა ნიტას როცა საკუთარი თავი სარკეში შეათვალიერა: სადა მაკიაჟი ეკეთა რომელიც ძალიან უხდებოდა მასაც და კაბასაც. წითური თმა მაღლა ჰქონდა აწეული.
-რა მადლობა რას ამბობ, მე ხომ ყველაზე მაგარი ვარ! გაიცინა დათამ. ალბათ ელენე გაინტერესებთ ხომ? ელენეც ულამაზესი იყო: წაბლისფერი თმა მასაც მაღლა ჰქონდა აწეული და მარჯვენა მხარეს ჩამოყრილი წაბლისფერ კულული კი ძალიან უხდებოდა მას, კაბის შესაფერისი ძალიან ლამაზი მაკიაჟიც ეკეთა მასაც თვალებზე ლაინერი ესვა წითელი ტუჩსაცხი კი მეტ სექსუალურობას ჰმატებდა მის ჩაცმულობას.
-ახლა ჩემი დროა! მე უნბდა გამოვეწყო თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ იმედია კედებით წამოსვლას არ აპირებთ ხო? ცალი წარბი აზიდა დათამ.
-არაა რათქმაუნდა! შეიცხადა ნიტამ, თეთრი ფეხსაცმელები მოირგო ისევე როგორც ელენე მწითელი მერე კი ორივე სავარძელში მოთავსდნენ და დათას დაელოდნენ.
-ჩვენზე ყუყუნებდა და საათნახევარია ვუცდით! თვალები აატრიალა ელენემ.
-ყრუ არ ვარ! მოვდივარ მაცადეთ! გაისმა კარის უკნიდან დათას ხმა და წუთში ისიც გამოჩნდა. სმოკინგში იყო გამოწყობილი და იკრიჭებოდა.
-ძალიან კარგად გამოიყურები სხვათაშორის, უთხრა ნიტამ,
-აბა ეხლა ჩემნაირ სილამაზეს სად ნახვათ? ხელები გაშალა დათამ.
-ნუ იპრხები რა ეხლა! გვაგვიანდება წავედით! ფეხზე წამოდგა ელენე და გარეთ გავიდა.
-უჟმური! ერთდროულად თქვეს ნიტამ და დათამ, მერე კი ისინიც გოგონას მიჰყვნენ. გარეთ ერეკლე იდგა შავი მერსედესის მარკის მანქანით, ელენეს და ნიტას თავაზიანად გაუღიმა და უკანა კარი გააღო მანქანაშუი დათაც მოთავსდა და მანქანა დაიძრა.
-ერეკლე დღეს ლუკა ხომ არ გინახავს ან დალაპარაკებიხარ? ჰკითხა ნიტამ როცა ბინას ცოტათი გასცდენ.
-ბაკურიანში წავიდა საბასთან და ანისთან ერთად, სარკეში გაუღიმა ერეკლემ.
-ანი ვინ არის? ისევ დათა და ნიტა,
-არ ვიცი, მხრები აიჩეჩა ერეკლემ.
-ვულკანის აფეთქებანდე დარჩა: 10, 9, 8,
-ელენე მოკეტე! შეუბღვირა ნიტამ
-ჩუმად ვარ! გაეცინა ელენეს. ცოტახანს იმგზავრეს მერე კი მანქანა ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან გაჩერდა. უამრავი ხალხი ირეოდა ერთმანეთში სტუდენტები, მასწავლებლები, მშობლები, მოკლედ ტყველა მაგრამ მათი ყურადღება ელენემ და ნიტამ მიიქციეს, გოგონები მანქანიდან გადავიდნენ და გზას ხალხში მიიკვლებდნენ როცა უცებ გოგონებს გვერდით ნუცა და ნია ამოუდგნენ, ისინი ელენესა და ნიტას საერთო მეგობრები იყვნენ ორივე ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.
-პრივეტებიი, მხიარულად გადაეხვია ნუცა ელენეს.
-ნუცაა როგორ ხართ? გოგონებს გადაეხვია ელენეც.
-მაგრად ვართ ძაან თან! გადაიკისკისა ნიამ.
-ნუუ ეხლა! გაეცინა ნიტას.
-აუ რა ლამასები ხართ დავეციი, გადაიკისკისა სევ ნიამ.
-მადლობა ჩემო კარგო თქვენც ძალიან ლამაზები ხართ. გაუღიმეს ნიტამ და ელენემ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, სიტყვით გამოსვლები, მადლობები, ამან დიდი დრო წაიღო ბოლოს კი ყველა მანქანებისკენ გაემართა. ეხლა დარბაზში მიდიოდნენ ყველა, ნიტა და ელენე ისევ მანქანას მიუსხდნენ ერთ საათში კი გრანდ პალასში გაჩნდენ.
-ვგიჟდები ამ ადგილზე! თვალები გაუბრწყინდა დათას.
-ჰო მეც, დაეთანხმა ელენე
-მაგარ საჭმელებს ამზადებენ!ჩაილაპარაკა დათამ
-აი რატომაც გიჟდება, გაეცინა ერეკლეს.
-აბა დათა სხვა რამეზე ხომ არ იფიქრებს? მაშინ დათა აღარ იქნება! გაეცინა ნიტას.
-გაჩუმდი! რამტენს ტლიკინებ? მოტრიალდა დაბღვერილი დათა,
-ბოდიში! ხელები სიცილით ასწია გოგონამ და მანქანის კარი გააღო ყველანი გადავიდნენ და შიგნი შევიდნენ, ყველაფერი ძალიან ლამაზად იყო მორთული თეთრ სადა ფერში.
-ელენე რა გჭირს? ზრდილობისთვის მაინც გაიღიმე! უჩურჩულა ნიტამ,
-შემეშვი რა, ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი..
-ნახე ჩვენებიი! უცებ გადაერთო ნიტა და თითით ნენეზე, ვალერიზე, ნინიასა, და ილიაზე ანიშნა.
-ისინი ვინ არიან? იკითხა ბოლოს.
-ანდრეი და ნინა დემიანის მშობლები, უთხრა გოგონამ და თან მათთან მივიდა.
-რა ლამაზი ხარ ელენე, გადაეხვია ანდრეი გოგონას.
- მადლობა ბატონო...
-ჩვენ რაზე შევთნხმდით? ვითომ გაბრაზებული ტონით უთხრა კაცმა.
-ანდრეი. გაეღიმა გოგონას.
-გამოიწიე ანდრეი! გაისმა უცებ ნინას ხმა. ქალი ელენესთან მივიდა და მას გადაეხვია,
-აი, შენი ასლია როგორ არ გგავს! ნინიას გახედა ნინამ,
-არა ეგრე ძალიანაც არ მგავს, გაეცინა ნინიას.
-რომ მახსენდება როგორ ჟუჟუნებდი ილიას თვალებს, გადაიკისკისა ნინიამ.
-ეგ თვითონ იყო! ქმარს გახედა ნინიამ.
-რაღაც გეშლება ძვირფასო. გააეცინა ილიას.
-ანუ თქვენ ბავშვობიდან უნივერსიტეტის შემდეგ ერთად ხართ ხომ? იკითხა ახლა ვალერიმ, და ჯერ ნინას გახედა მერე ანდრეის.
-კი ვალერ ასეა, თავაზიანად გაუღიმა ანდრეიმ,
-თქვენ ქალიშვილი გყავთ ხომ? იკითხა ახლა ნინიამ.
-ვინმემ ჩემი სახელი ახსენა? გაეცინა ნიტას.
-ვაიმე რა საყვარელიაა! გოგონას შეხედა ნინამ..
-საყვარელი? ეს? არააა, სახე სასაცილოდ დამანჭა ვალერიმ.
-მამა! ცისფერი თვალები მიანათა გოგონამ,
-ჰო შვილო! სიცილით გაიწი მისკენ კაცი. ელენემ კი დრო იხელთა და დარბაზის დიდ ფანჯარასთან მივიდა ცოტახანს იდგა იქ და გაჰყურებდა დათოვლილ თბილისს. სანამ მხარზე შეხება იგრნო.
-რატომ ხარ მოწყენილი? მკრთალად გაუღიმა ნინამ.
-...
-დემიანის გამო არა? ჩაეღიმა ნინას.
-ჰო, თავი ჩაღუნა ელენემ,
-მონატრება... ვიცი მტკივნეულია გამოცდილი მაქვს, ადრე მე და ანდრეი სანამ ვეტყოდით ერთმანეთს რომ ერთმანეთი გვიყვარდა ანდრეი წავიდა.
-სად? თავი ასწია გოგონამ
-ჩემზე გაბრაზდა არაფრად ვაგდებდი, მის ყოფნას არ ვიმჩნევდი და წავიდა, გაეცინა ქალს.
-და რა გააკეთეთ? სახეზე ჩამოყრილი თმა გაისწორა ელენემ..
-არ გავუშვი, მაშინ მატარებლები იყო იმით მგზავრობდნენ, იქ გავიქეცი და ყველაფერი ვუთხარი რასაც ვფიქრობდი მერე მანაც იგივეთი მიპასუხა და მაშინ დაიფიცა რომ ასე აღარასდროს მანერვიულებდა და არასდროს დამდტოვებდა მარტოს.
-ანუ?
-ანუ ის რომ მთავარია არასდროს დაკარგო რწმენა, შენ გგონია დემიანი კარგადაა? მასაც ენატრები საშინლად ენატრები, გაუღიმა ნინამ და გოგონას გაშორდა. ელენე ახლა მიხვდა თავის დანაშაულს და ლოყაზე ჩამოკიდებული ცრემლი მოიშორა.
-რა გემრიელი წვენია! ამას როგორ აკეთებთ? ჰკითხა დათამ ოფიციენტს. თუმცა მას ყურადღება არ მიუქცევია გზა გააგრძელა.
-ტუტუცი! ნიტას მიუბრუნდა დათა,
-კაი დაწყნარდი, შეუბღვირა გოგონამ მაგრამ მერე მზერა დარბაზის შუასი გორგალისმაგვარ რარაცაზე გაუსწორდა.
-რაიყო? ჰკითხა დათამ. გოგონამ კი თავით ანიშნა უკან-ო დათაც მიტრიალდა და წარბი აზიდა.
-რა არის ნეტა? იკითხა ჩაფიქრებულმა ნიტამ.
-მერავიცი! ხელი ჩაიქნია დათამ.
-ჰო კაი წავედი მე, შეუბღვირა გოგონამ და ელენეს ძებნა დაიწყო. დათამ კი ღრმად ჩაიუნთქა და თავი გააქნია.
-კიდევ კარგი წავიდა! თქვა და ფორთოხლის წვენი ჩაცალა. კარგად გაერთო ყველა გადრდა ელენესა მოწყენილი იყო საშინლად, და თავისთვის კუთხეში იჯდა. არც ნიტა იყო მაინც და მაინც მაგარ ხასიაძე კითხვები ჭამდა. ვინ იყო ანი? რა საგნით სჯობდა ლუკას მოკვლა? და ა.შ
12:07
-ელენე ისევ ფანჯარასთან იდგა როცა მის ზურგს უკან ყველანაირი ხმაური შეწყდა, აღარც მუსიკა უკრავდა, აღარც ხალხი ხმაურობდა, უბრალოდ ბუტბუტი ისმოდა. გოგონამ წარბი აზიდა და უკან შებრუნდა, ჯერ მზერა გასუსულ ხალხს მოავლო მერე კი მზერა პირდაპირ წაირო. მის წინ მომღიმარი დემიანი იდგა რომელიც გოგონას უყურებდა და ეღიმებოდა. ელენეს საკუთარი გულის ცემა ესმოდა რო,ელიც არანორმალურად უცემდა. გაოგნებული იდგა და ბიჭს უყურებდა. ფიქრობდა ეჩვენებოდა თუ არა ძალიან სიმპატიური იყო დემიანი სავი შარვალ კოსტუმი ეცვა პიჯაკი სეეკრა და ყელზე შავი ე.წ “პეპელა ჰალსტუხი“ ეკეთა, ხუჭუჭა თმა კი სახეზე ჩამოჰყროდა. ჩაიღიმა და გოგონას შავი თვალები მიანათა.
-ასე უნდა იდგე? ჰკითხა ბოლოს ღიმილით. გოგონას თვალებში სიხარულის ცრემლმა ინათა გახარებული ელენე ჩქარი ნაბიჯით წავიდა ბიჭისკენ და წუთში უკვე საყვარელ სურნელს სუნთქავდა. წვრიოლი ხელები ბიჭს კისერზე შემოხვია და სახე მის კისერში ჩამალა. იქ მყოფები ჯერ გაოგნებულები იყურებოდნენ მერე კი ყველამ ტაში დაუკრა. ყველა გახარებული იყო ნიტა კი სიხარულისგან ხტუნავდა. დარბაზი ორად იყო გაყოფილი ზოგი შტვენდა ზოგი წიოდა,
-მაპატიე გთხოვ! თავი წამოსწია ელენემ და თაფლისფერი თვალები დემიანის შავებს მიანათა.
-რა გაპატიო, გაეღიმა ბიჭს.
-ის რომ ასე გელაპარაკე ჩაიბუტბუტა ელენე.
-სპეციალურად მოგექეცი ასე, მაგ დროს უკვე თვითმფრინავში ვიჯექი. გაეცინა ბიჭს.
-ჰო მაგრამ მაინც. თითები სახეზე ნაზად ჩამოუსვა გოგონამ. დემიანმა ხელი წელზე მოხვია და გოგონა თავისკენ მიიზიდა და საყვარელ ბაგეებს ისევ შეეხო. მონატრება ხომ ძალიან ცუდია? მაგრამ არის მასში რაღაც ისეთი...
-მიყვარხარ! უჩურჩულა დემიანმა და ისევ ეამბორა მის ბაგეებს.
-მეც მიყვარხარ! გაუღიმა და აწითლებულმა ცხვირი ბიჭის კისერში ჩამალა. ემიანი გოგონას მოშორდა და ხელი ჯიბეში ჩაიყო, ელენე გაკვირვებული უყურებდა ბიჭის ყოველ მოძრაობას. დემიანმა ჯიბიდან შავი პატარა ყუთი ამოიღო გოგონას წინ ჩაიმუხლა და ყუთის თავი ასია იქიდან ბრილიანტის ბეჭედმა გამოანათა.
-ელენე ცოლად გამომყვები? გაისმა დემიანის ხმა რომელსაც კედლებმა ექოთი უპასუხეს. ელენე კი სიხარულის ცრელებს ვერ იშორებდა მზერა დემიანს გაუსწორა რომელიც მოთმინებით ელოდა მის პასუხს და შავი თვალებით აკვირდებოდა გოგონას.
-კიიიიიი გაისმა გოგონას ხმა, რომელსაც ხელმეორე ტაში მოჰყვა. დემიანმა გოგონას თითზე ბეჭედი გაუკეთა და მერე გულში ჩაიკრა.
-მიყვარხარ დემიან! ბიჭს მოეხვია ელენე.
-მეც მიყვარხარ ჩემო სიხარულო! იღიმოდა დემიანი და თან გოგონას სირნელს ხარბად სუნთქავდა. დარბაზის ცენტრს ცოტა მოშორებით იდგა ნიტა და აცრემლებული აკვირდებოდა გახარებულ დაქალს.
-ჩემი დებილები, ჩაიბუტბუტა თავისთვის გახარებულმა და ის ის იყო უნდა მისულიყო რომ ზურგს უკან ჩახველების ხმა გაისმა, ნიტა შეკრთა და ადგილს მიეყინა. მაშინვე ყველამ იქით გაიხედა საიდანაც ხმა მოდიოდა ელენემაც თავი წამოსწია და გაკვირვებულმა დემიანს ახედა დემიანმა გოგონას წელზე ხელი მოჰქვია გაუღიმა და თვალით ანიშნა გაიხედეო. მერე კი თვითონაც იქით გაიხედა. დაბნეული ნიტა უკან მიბრუნდა და ლურჯ სმოკინგში გამოწყობილი მოცინარი ლუკა დაინახა. ის იყო ჩხუბის დაწყებას აპირებდა რომ ლუკამ ტუჩზე საჩვენებელი თითი მიიდო და მერე გოგონას თითით ანიშნა პირდაპირ-ო ნიტაც შეტრიალდა და ის გორგალისმაგვარი რაღაც ჩამოიშალა, რომელზეც ფერადი ასოებით ეწერა “ცოლად გამომყვები?“ ნიტამ უკვე მეორედ განიცადა შოკი, წინა დაქალის ბედნიერებიტ იყო გამოწვეული, ეს კი უკვე საკუთარით თვალები აუწყლიანდა და უკვე მის გვერდით მდგომ ლუკას გახედა.
-ისე ცნობიდთვი არანაირი ანი არ არსებობს, გაეცინა ლუკას. ნიტამ ისევ გორგალს გახედა მერე ლუკას და მისკენ შებრუნდა.
-არაფერს მეტყვი? მასთან ახლოს მივიდა ბიჭი. გოგონა მასთან მივიდა და ნაზად აკოცა ტუჩებში მერე კი თვალებ გაბრწყინებულმა თავი დაუქნია
-თანახმა ვარ! თქვა ხმამაღლა ლუკას თვალები გაუბრწყინდა და გოგონას გადაეხვია, მერე ხელში ჩამალული პატარა შავი ფერის ყუთი მანაც გახსნა და ბრილიანტის ბეჭედი ნიტას თითზე გაუკეთა მერე კი თვითონ ეამბორა საყვარელ ტუჩებს. ისევ გაისმა ტაშის ხმა ისევ ოვაციები, შტვენა, ელენე და დემიანი ნიტასთან და ლუკასთან მივიდნენ მერე კი ოთხივე ერთმანეთს გადაეხვია. ტაში ჩამთავრდა მაგრამ სლუკუნის ხმამ დაარღვია იდილია, წყვილებმა ობიექტისკენ გაიხედეს და თღვალებ დაწითლებული დათა დაიახეს, რომელსაც ხელში თეთრი ცხვირსახოცი ეჭირა და სლუკუნებდა.
-რა ვქნა! ასეთ მომენტებში სულ მერტირება! ყველამ გადაიხარხარა, წყვილებთან ყველა მიდიოდა და ულოცავდა, ბოლოს კი მათთან ნინია, ილია, ნინა, ნენე, ვალერი, ანდრეი მივიდნენ.
-გილოცავთ ჩემო ძვირფასებო! ყველა ყველას გადაეხვია,
-მიხარია რომ დემიანმა შენ აგირჩია! მიხარია რომ ერთმანეთი იპოვეთ! ელენეს გადაეხვია ნინია. აი ახლა კი ყველა უკლებლივ ბედნიერი იყო, ბევრი იცეკვეს ისულელეს იმხიარულეს..
-კიდევ კარგი რომ მოასწარი თქმა არავითარი ანი არ არსებობსო თორემ უკვე მკვდარი იქნებოდი, გაეცინა ნიტას.
-მივხვდი მაგას და მაგიტმ ვთქვი საჩქარიდ, გაეცინა ლუკასაც და გოგონას ყელზე აკოცა. ელენე და დემიანი ამკ დროს აივანზე იდგნენ განმარტოვებით.
-ანუ მალე ჩემი ცოლი გახდები, ხომ გეუბნებოდი ერთ მშვენიერ დღეს აღარ გაგიშვებ მეთქი? გაუღიმა ბიჭმა.
-ჰო, გაეცინა ელენეს.
-ჩემი გოგო ხარ შენ! ლოყაზე ხმაურით აკოცა ბიჭმა..
-შენც ჩემი ხარ! მარტო ჩემი დემიანი! გაღიმა გოგონამ და ბიჭის ბაგეებს დაეწაფა.
-*-*- 3 წლის შემდეგ-*-*-
-დემიანი კომპანიაში თავის მაგიდასთან იჯდა და საბუთებს ჩასცქეროდა.
-მამიკო შეიძლება შემოვიდეთ? გაისმა ოთახში ნაცნობი ხმა. დემიანმა თავი ასწია და ელენე დაინახა რომელსაც ხელში ნია ეჭირა.
-მამიკოს ანგელოზო! ფეხზე წამოდგა დემიანი და შვილისკენ ღიმილით წავიდა, ნიამაც თავისი პატარა ხელები გაშალა.
-დედიკოს არ უნდა აკოცო? ვითომ მოწყენილი სახე მიიღო ელენემ. დემიანს გაეღიმა ელენეს ვნებიანად აკოცა და ისევბ ნიას ნიუბრუნდა.. ნიაკო დედიკოს მართლაც ძალიან ჰგავდა სახის მოყვანილობით კიკინა ისე სასაცილოდ ჰქონდა აბშკერილი ჰაერში სიცილით მოკვდებოდი მხოლოდ ორი კბილი ჰქონდა ამოსული ეგეც ქვემოთ, სიცილის დროს დემიანის ასლი იყო.
-აბა რაქენი დღეს გააწვალე დედიკო? გაეცინა დემიანს და პატარა კალთაში ჩაისვა.
-აია, უპასუხა პატარა ქალბატონმა.
-აია? გაეცინა დემიანს.
-არა კი არა კინაღამ კისერი მოიტეხა ოოუსვენარმა! გაეცინა ელენეს.
-რა გააკეთე ნია? ბავვს ღიმილით გახედა დემიანმა. პატარამ გაუღიმა და თავისი კიჭები გამოაჩინა.
-მოგაჭამ ახლა მაგ ლოყებს! ბავშვი გულში ჩაიკრა დემიანმა.
-ნია აბა თქვი მაა-მა უთხრა ბიჭმა.
-აია
-მა-მა
-მა-მუ
-მამუ არა მა-მა,
-მაიუ, აბუტბუტდა თავისთვის ნია.
-ლუკას ხომ არ დაურეკავს? როდის მოვალთო? ჰკითხა დემიანმა ელენეს.
-აქ მოიყვანენ იმ მაიმუნს, გაეცინა ელენეს.
-გაიგონე მა? ლიზას მოიყვანენ გაუღიმა შვილს ბიჭმა. მაგრამ ნია თავისი ლურჯი კაბისთვის ყვავილის მოგლეჯვაში იყო გართული. დემიანმა ბავშვი სკამზე გადასვა და ელენეს გაუღიმა, თავი სავარძელს მიადო და ისევ გაიღიმა გოგონა მასთან მივიდა და ბიჭს კალთაში ჩაუჯდა თავი მკერდზე დაადო და თან კისერში აკოცა.
-მომენატრე, შუბლზე აკოცა დემიანმა
-მეც, იმედია დღესაც აქ დარჩენა არ მომიწევს! მკრთალად გაუღიმა ბიჭმა თითი ტუჩზე გადაუსვა და მერე ნაზად დაუკოცნა ბაგეები მას გოგონაც აჰყვა და ბიჭს ხელი ზედის შიგნით შეუცურა მაგრამ უცებ კარის ხმა გაისმა.
-უკაცრავად ხელს ხომ არ გიშლით? გაისმა ნიტას მხიარული ხმა. ელენე ფეხზე წამოდგა და აწითლებულმა ღრმად ჩაისუნთქა. დემიანმა ეს შეაჩნია და გაეღიმა. მერე ნიას მიუბრუნდა რომელსაც თავი ჩაეღუნა და ისევ ყვავილს აწვალებდაა პატარა თითებით.
-ხომ გეუბნები დედიო ბოთეათქო და არავინ მიჯერებს. უთხრა ნიას ბავშვმა თავი მაღლა ასწია და მამას ხელები გაუშალა შენთან მინდა-ს ნიშნად. თუმცა ჰოპ!
-ეს ბავშვი მე უნდა შევჭამო, ხელში აიყვანა ნიტამ,
-აია მამა, ასლუკუნდა ნია და ხელი მამამისისკენ გაიშვირა. ელენემ და დემიანმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს მერე ნიას.
-მამა თქვა! წამოიძახეს ერთდროულად და ბავშვთან მივარდნენ.
-ნია რა თქვი? ჰკიტხა გახარებულმა ბიჭმა.
-მამა, ხელები მისკენ გაიშვირა ნიამ.
-მოდი ჩემო სიხარულო, მამას სიცოცხლევ, ბავვშვი ხელში აიყვანა დემიანმა.
-ლუკა სადაა? ჰკითხა მერე ნიტას.
-ან ლიზა? ახლა იკითხა ელენემ უცებ კარში ლუკა გამოჩნდა რომელსაც ხელში ლიზა ეჭირა.
-ყველაფერს პირში ნუ იტენი! ნიტა გეუბნებოდი მე არ არისს კარგი იდეა ბავშვის დათასთან დატოვებათქო მაგრამ ვინ დამიჯერა? ცოლს გახედაა წარბებშეკრულმა ლუკამ. დემიანს და ელენეს გაეცინათ და ლუკას გახედეს ხელში მას პატარა ფერია ეჭირა წითური თმით და ცისფერი თვალებით, დედიკოს ასლი იყო ლიზა.
-მაპატიე ქმარუკა ლუკასთან სიცილი მივიდა ნიტა და ბაგეებზე ეამბორა.
-თუ გგონია რომ მაგას დავჯერდები ცდები! ემაკურად გაუღიმა ბიჭმა და ლიზას გაუღიმა პატარამ კი ერთი გვარიანად შეუბღვირა და პატარა ხელი პირდაპირ სახეში ჩაარტყა. რათქმაუნდა ლუკას არ სტკენია ამ პატარა ბარტყს მისთვის რა უნდა ექნა?
-ჩემი მაინც სეგლცქვეს! ატიტინდა ლიზა.
-ვაიმე ლიზუუუ, ლოყები დაუკოცნა ელენემ.
-ენენეე, პატარა ხელები გაშალა ლიზამ, ლიზა ორ წლინახევრის იყო და უკვე გვარიანად ტიტინებდა.
-მომენატრეთ სიხარულებოო, დემიანს და ელენეს გადახედა ნიტამ.
-მე? პატარა თავი მაღლა ასწია ნიამ.
-შენც ჩემო ლამაზო, გაეცინა ნიტას.
-იცი მე ლა დამემალთა დგეს? დემიანს გახედა ლიზამ.
-რა დაგემართა? გაეცინა დემიანს.
-მატავლებელმა ტყვიმპირში ცამალტკა. უთხრა ლიზამ. ელენემ და დემიანმა გადაიხარხარეს და უკას გახედეს.
-რაო?
-მასწავლებელმა ცხვირპირში ჩამარტყაო, განუმარტა სიცილით ლუკამ.
-დედაა, კაბაზე მოქაჩა ნიამ ელენეს.
-ხო სიხარულო
-ზგაპალი, დედას ახედა ნიამ.
-რა ზღაპარი მოგიყვე? ჩაფიქრდა ელენე.
-მე მოგიყვებით, ნია, ლიზა, მომისმინეთ.
-გიმსმენთმ ჩაიბუტბუტა ლიზამ.
-გიმსმენთ კი არა გისმენთ! გაუსწორა ლკამ.
-იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგონა რომელიც სახლში მიდიოდა და თან თავის დაქალს ნიტას ეჩხუბებოდა როცა...

დასასრული:
******************************************************************************************************************
ესეც დასასრულიი იმედია მოგეწონათ არ ინდოდა კიდევ გამეწელა ის რაც შემელო ერთ თავში ჩამეტია ვიცი ეს ისტორია არ იყო შესანიშნავი ბევრი შეცდომები იყო გრამატიკულიც და ისედაც მაგრამ მე ამ ისტორიაში მთელი გული ჩავდე შეიძლება არ მოგწონდათ ან მოგწონდათ კიდეც მადლობა ყველას ვინც კითხუულობდით ჩემს ისტორიას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მკითხველის აზრი ამ საიტის შესახებ მე გვიან შევიტყვე მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ რომ მომეცა შანსი ჩემი ისტორიები ტქვენთვის გამენდო ისტორიები უამრავი შეცდომით :დდ ვიცი ძალიან მაგარიც არ ვარ და მაინც და მაინც საოცრებებს არ ვწერ მაგრამ თან და თან დავხვეწ უღრესი მადლობა ყველას ვინც კითხულობდით და ელოდით ახალ თავებს მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით ასე რომ დამელოდეთ <3 მიყვარხართ ყველანი და ველი თქვენს აზრს კომენტარებში heart_eyesскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.





ძალიან მაგარიც ხარ და ძალიან მაგრადაც წერ!ღოჩაღ! heart_eyes

 



№2 სტუმარი A

მომენსტრება.... უმაგრესი იყო.... დიდხანს არ დაგვეკარგო მალე დაბრუნდი გელით ყველა.

 



№3 სტუმარი სტუმარი masho

Dzalian Dzalian Dzalian kargi iyo demiani ro atyuabda elenes tavidanve mivxvdi gorgalzec viewve ro ragac magdagvari iqneboda rate daamtavre es motxroba she "cudo" ici rogor miyvars???!ha???amas very gadavitan!!!simartle Rom vtqvat amaze ueketes
Dasasruls verc vinatrebdi qartveli delanaa ra Ai naxe deimoni +elena =delena da aq demiani +elene =delene <3<3yochag magari motxroba gamogivida<3<3<3<3

 



№4  offline წევრი Tamusia Egutidze

მწვანეთვალებაგოგო
ძალიან მაგარიც ხარ და ძალიან მაგრადაც წერ!ღოჩაღ! heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო heart_eyes

A
მომენსტრება.... უმაგრესი იყო.... დიდხანს არ დაგვეკარგო მალე დაბრუნდი გელით ყველა.

უღრმედი მადლობაა^^ ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მახარებთ თქვენი კომენტარებით ძალიან დიიიდი მადლობა heart_eyes kissing_heart

სტუმარი masho
Dzalian Dzalian Dzalian kargi iyo demiani ro atyuabda elenes tavidanve mivxvdi gorgalzec viewve ro ragac magdagvari iqneboda rate daamtavre es motxroba she "cudo" ici rogor miyvars???!ha???amas very gadavitan!!!simartle Rom vtqvat amaze ueketes
Dasasruls verc vinatrebdi qartveli delanaa ra Ai naxe deimoni +elena =delena da aq demiani +elene =delene <3<3yochag magari motxroba gamogivida<3<3<3<3

არ ვიცი სიტყვებით როგორ გადმოვცე... ძალიან მიხარია რომ ჩემს ამ ისტორიას ისეთი მკითხველი ჰყავდა როგორიც თქვენ ხართ heart_eyes უღრმესი მადლობა ვერც კი წარმოიდგენთ როგორ იმოქმედმა ჩემზე თითოეულმა სიტყვამ მიხარია რომ არსებობს თქვენნაირი ადამიანები heart_eyes innocent

 



№5 სტუმარი სტუმარი თაკო

მომენატრება ეს მოთხრობა♥♥ წაკითხვისას ძალიან ვისიამოვნე, საინტერესო იყო და იმედია მალე დაიწყებ ახალს უფრო საინტერესოს

 



№6 სტუმარი მერო

ფ ასოზე გსმენიაა ????????ბრჩხილი არა ფრჩხილიიი.ფრთხილად და არა ბრთხილათ.

 



№7  offline წევრი Tamusia Egutidze

სტუმარი თაკო
მომენატრება ეს მოთხრობა♥♥ წაკითხვისას ძალიან ვისიამოვნე, საინტერესო იყო და იმედია მალე დაიწყებ ახალს უფრო საინტერესოს

მადლობა დიდიი <3 heart_eyes მიხარია რომ მოგწონდათ

მერო
ფ ასოზე გსმენიაა ????????ბრჩხილი არა ფრჩხილიიი.ფრთხილად და არა ბრთხილათ.

კი მსმენია მაგრამ წერის დროს ყველა ასოს ვერ ვაქცევ ყურადღებას შევეცდები აღარ გამომეპაროს ფ- ასოსთან აკავშირებული სიტყვები და ბ- აღარ დავწერო გამოვასწორებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent