შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ინცესტი სასიკვდილო დოზით #4


4-02-2018, 20:56
ავტორი -venus-
ნანახია 453

ინცესტი სასიკვდილო დოზით #4

თავი მეოთხე
რამდენიმე საათის შემდგომ კატერინას მოძრაობის უნარი დაუბრუნდა. ზანტად წამოიწია საწოლიდან, მაგრამ ხელ-ფეხი დაბმული ჰქონდა. თვალები მობეზრებულად აატრიალა და თავი ისევ ბალიშზე დადო.
- ღმერთო ჩემო, როდემდე? საკუთარ თავს კითხვა დაუსვა.
- იქამდე სანამ შენთვითონ არ მოინდომებ აქედან გასვლას. მოულოდნელად გასცეს კარიდან პასუხი და ადრესატისკენ გაატრიალა თავი. კარის ჩარჩოზე მიყურებული იოანე გოგონას უღიმოდა.
- როდის მოხვედი, ვერ შეგამჩნიე.
- დაახლოვებით ნახევარი საათია აქ ვდგავარ და გელოდებოდი, როდის გაიღვიძებდი.
- ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, უკვე აღარ შემიძლია ასე გაგრძელება. დაუძახე ვინმეს, უთხარი ეს საშინელი ქამრები ხელ-ფეხიდან მომაშორონ.
- დავუძახებ, მაგრამ არამგონია ეგ მოხდეს.
- რატომ?
- კითხულობ კიდეც? კატერინა, ამ დროის მანძილზე ისეთები ჩაატარე, აღარავის სჯერავს შენი, უახლოვეს მომავალში რაიმე სამხილი თუ არ აღმოვაჩინე, საქმეს დახურავენ.
- რას ქვია დახურავენ. გაოცდა გოგონა.
- აი ასე, თავდაცვის გამო შემოგაკვდა ადამიანი, მაგრამ შენ საგიჟეთში ხარ, უხეშად რომ ვთქვათ გიჟის პასპორტი გაქვს, შენნაირებს კი არ აკავებენ.
- წამიყვანე აქედან იო. ბიჭს სახიდან ღიმილი ჩამოერეცხა, ასე მიმართვის გამო. კარების ჩარჩოს გამოცდა და გოგონას საწოლზე ჩამოჯდა.
- შენც ხომ იცი, რომ ეს შეუძლებელია.
- არაფერია შეუძლებელი. აქ აღარ შემიძლია. ამათი მოცემული არც ერთი აბი არ დამილევია. უფრო მაგიჟებენ გესმის? მე კიდევ არ ვარ მასეთი.
- რას ქვია არ დაგილევია. აბა სად წაიღე?
- ეგ ჩემი საქმეა. რამე მოიფიქრე იო, გამიყვანე რა აქედან, გთხოვ. სახე სატირლად დაემანჭა, თუჩები აუთრთოლდა და თვალები ცრემლებით აევსო.
- მასე ნუ მეძახი. რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ წარმოთქვა იოანემ.
- მასე როგორ? უცებ ვერ მიხვდა კატა.
- იო-თი, იო-თი ნუ მომმართავ.
- რატომ იო? მისი სახელი გამოკვეთილად წარმოთქვა და სატირლად გამზადეული სახე ღიმილმა შეცვალა.
- სპეციალურად ნუ აკეთებ კატერინა. ნუ დაგავიწყდება,რომ გამომძიებელი ვარ.
- კი მახსოვს. საკმაოდ სიმპათიური გამომძიებელი.
- რა გინდა? რატომ მეთამაშები?
- არ გეთამაშები იო. ისევ თავისას აგრძელებდა გოგონა.
- მომიყევი რა მოხდა. ყურადღება აღარ მიუქცევია გოგონასადმი თბილად წარმოთქმულ იო-ზე და ყურადღება საქმეზე გადაიტანა.
- ადამიანი მოვკალი, ისეთი არაფერი. ისევ იღიმოდა. ბიჭი კარგახანს აკვირდებოდა მის გადაღლილ სახეს, თუმცა მისი ლურჯი სფერიოები ისევ ისეთი კაშკაშა იყო, როგორც პირველი დანახვისას. ოქროსფერი დატალღული თმა გაუხეშებოდა, ერთმაენთში გვარიანად იყვნენ ახლართული და ძველინდელი ბზინვარება დაეკარგათ. კანი ჩვეულებრივზე მედად გაფითრებოდა, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, კატერინა თვალის მომჭრელი სილამაზით იყო დაჯილდოვებული. იოანე გოგონას ჩახველებამ მოიყვნა გონს და ახლაღა მიხვდა, როგორ იყო მასზე მიშტერებული.
- ძალიან ლამაზი ვარ?
- ძალიან. გაუზრებლად უპასუხა გოგონას და მისი სიცილის გაგონებისას , ინანა ეს პასუხი.
- ფრთხილად იყავი იო, არ შეგიყვარდე.
- მოეშვი ამ სიგიჟეს და მითხარი ნორმალურად რა მოხდა იმ დღეს?
- რატომ არ წახვალ და ექთანს არ დაუძახებ?
- ვინ თქვა, რომ არ წავალ? რამე გაწუხებს? აფორიაქდა იოანე.
- ხოდა რას მიზიხარ მაშინ? წადი და მომიყვანე ვინმე და უთხარი ეს ქამრები ამხსნან. ზედმეტად ნუ ნერვიულობ იო, ხომ იცი მე არაფერი დამემართება იქამდე, სანამ მე არ მოვისურვებ. ორაზროვნად ჩაილაპარაკა.
- წავალ დავუძახებ. პატარა ბავშვივით დაემორჩილა იოანე და პალატიდან გავიდა. გოგონა ისევ მასზე ჩაფიქრდა, აინტერესებდა რატომ არ ანებებდა ამ საქმეს თავს, რატომ არ გამოსდიოდა ჩანაფიქრი და რატომ იყო ისევ აქ.
რამდენიმე წუთში ექთანი შემოვიდა, მაგრამ იო არსად ჩანდა. კატა მიხვდა, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა და საკუთარ თავზე გაბრაზდა. ექთანთან დიდხნიანი ხვეწნა-მუდარის შემდეგ თავისი მაინც გაიტნა და ხელ-ფეხიდან ქამრები მოხსნეს. დამამშვიდებელი პირში ჩაიდო, ნელა გადაყლაპა და პირი გააღო, რომ ექთანს დაენახა ჰქონდა თუ არა პირში რამე. კმაყოფილი ექთანი პალატიდან როგორც კი გმაოვიდა, მაშინვე ჩაიყო პირში ორი თითი, ჯერ კუჭამდე არ მიღწეული ტაბლეტი უკან ამოიღო და ლეიბის ქვეშ დამალულ დანარჩენ ტაბლეტებს მიამატა.

2001 წელი.
ორსართულიანი, აგურით ნაგები სახლის წინ, უამრავი ყვავილით მორთულ ეზოში დარბოდა 9წლის გოგონა. ყვითელ სარაფანაში გამოწყობილიყო, გრძელი ოქროსფერი კულულები წელამდე ჩამოშლოდა და პეპლებს დასდევდა. სახლის კარი გაიღო და ქალბატონი გამოვიდა, ხელში თხელი მოსაცმელი ეკავა და გოგონას დაუძახა.
- კატერინა, მოდი ეს მოსაცმელი ჩაიცვი,უკვე მოსაღამოვდა და აგრილდა.
- კარგი რა ბებო, არ მინდა ეგ მოსაცმელი. საერთოდაც არ მცივა.
- ოხ, რა ჯიუტი ბავშვი ხარ. დაუცაცხანა ქალბატონმა და ისევ უკან შებრუნდა. კარებში შედიოდა ბავშვმა, რომ დაუძახა.
- ბეე, როდის მიდიხართ სოფელში?
- დღეს ღამე ბებო, მამაშენიც მოდის, შეშაზე მოგვეხმარება.
- მე რო წამოვიდე შეიძლება?
- ჯერ არა ბებო, ცოტახანსი სკოლიდან დაგითხოვენ და მერე მთელი ზაფხული ჩემთან იქნები.
- რა კარგია, ნეტა მალე დამითხოვონ. სიხარულისგან სახე გაებადრა და ბებიისკენ გაიქცა.
- იცი, მართალი ხარ. ცოტა აგრილდა და ნახე. ხელზე დაახედა ბებიას. სიცივსგან, რომ კანი ამობურცვოდა.
- ხომ გითხარი ბებო, შენი გაციება იქნება ახალა?
- ხო არა, არ იქნება. მომეცი ჩავიცვა და შევიდეთ. გოგანმ მოსაცმელი მხრებზე მოიგდო და უზარმაზარ კარებში გაუჩნარდნენ.
ვახშამის შემდეგ, ბესომ მანქანა ავტოფარეხიდან გამოიყვანა და სიდედრ-სიმამრს უხმო. შვილს და შვილიშვილს დაემშვიდობნენ და მანქანაში ჩასხდნენ. ბესომ სახლის კარისაკენ გამოიხედა, ორივეს დაემშვიდობა და მძღოლის ადგილი დაიკავა.
- მამაა! შემოესმა პატარა გოგონას ხმა. მალევე მიირბინა კატერინამ მანქანასთან და მანქანის კარი გამოღო.
- ხო მაა.
- მალე ჩამოხვალ?
- კი მა, როგორც კი ბებოს და ბაბუას დავეხმარები, მაშინვე წამოვალ.
- იცოდე ძალიან მალე უნდა ჩამოხვიდე.
- გპირდები ჩემო ანგელოზო. ბავშვს შუბლზე აკოცა და კარი მოიკეტა. უყურებდა, როგორ მიირბინა პატარა კატერინამ დედასთან. ორივემ ხელი დაუქნია მანქანაში მყოფთ და ისინიც ადგილს მოსწყდნენ.
თეონამ კატერინა საძინებელში აიყვანა, დააწვინა და ძილინებისა უსურვა. შუბლზე აკოცა მანაც, ბესოს მსგავსად და საწოლის გვერდზე, ტუმბოს სანათი გათიშა.
- დე.
- ჰო დე.
- კორიდორში შუქი არ ჩააქრო და კარები ცოტა შეღებული დატოვე რა. მეშინია.
- ჩემი პატარა, რისი გეშინია?
- არ ვიცი, ეგრე დატოვე კარგი?
- კარგი. გოგონას თხოვნა შეასრულა და კარი ოდნავ შეღებული დატოვა. მისაღებში ჩამოვიდა. გაშლილი სუფრა აალაგა და ჭურჭლის რეცხვას მოჰყვა.
ავტობანზე იყვნენ, ზაფხულის მიუხედავად საშინლად გაწვიმდა. შავი ფერის ტოიოტა კოროლა აპობდა ციდან ჩამოსულ თქეშს. მინის საწმენდები წვეთების გაწმენდას ვერ ასწრებდნენ. ნელ-ნელა შეუძლებელი ხდებოდა გზის დანახვა.
- ცოტა შეუნელე ბესიკ, ხომ ხედავ აღარაფერი ჩანს.
- შევანელე ქალბატონო გურანდა, ნუღელავთ. საღ-სალამათს ჩაგიყვანთ სოფელში.
- იმედია შვილო, რაღაც გული ცუდს მიგრძნობს.
- ოჰ, გაჩერდი კაცო, რა დედაბერივით იწყევლები შე ქალო. მძღოლის გვერდზე მჯდომმა გურამმა ვეღარ მოითმინა და ცოლს დაუცაცხანა.
- მე ტყუილად კი არ............
შეჯახების საშნლემა ხმამ გააყრუა არემარე. მოპირდაპირე მხრიდან მომავალი სამარშუტო ტაქსი მოსრიალდა საპირისპირო მხარეს გამოვარდა და მთელი სიმძლავრით მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. რამდენიმე წუთში სასწრაფოს და მილიციის მანქანები მოვარდნენ. მანქანებიდან ხალხი გადმოდიოდა და შემთხვევის ადგილზე გროვდებოდნენ. ყველა პანიკას მოეცვა. დაზიანებულების რიცხვი 12 აღწევდა ხოლო გარდაცვლილი მხოლოდ 2 იყო. ბესო და გურამი ადგილზევე გარდაიცვალნენ. ქალბატონი გურანდა კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე ძვალი ჰქონდა გადატეხილი, ტვინის შერყევა და უამრავი სისხლჩაქცევა. საავადმყოფოში მიყვანისთანავე, საოპერაციოში გადაიყვანეს გურანდა.
იმ ღამეს თეონას გული ცუდს უგრძნობდა. ვერა და ვერ დაიძინა და არ იცოდა რა სჭირდა. ღამის 12ისკენ კარზე კაკუნი გაისმა. მთელი სხეული შიშმა მოიცვა. ხალათი შემოისხა და ნელი ნაბიჯებით ძირს ჩავიდა. კარის ზღურბლზე ორი მილიციელი იდგა. გაკვირვებული თვალები მაიბყრო თეონამ.
- მშვიდობაა ბატონო? პირველი ქალმა იკითხა.
- ქალბატონი თეონა მაჩაბელი ბრძანდებით?
- დიახ. რა მოხდა?
- ვწუხვარ, თქვენი მეუღლის და მამის გარდაცვალება უნდა გაცნობოთ.
- რაა? სასოწარკვეთილმა წამოიყვირა, სახეზე ხელები აიფარა და ტირილი დაიწყო.
- კი მაგრამ, როგორ. შეუძლებელია! რა მოუვიდათ? პანიკაში მყოფი ქალი, განწირული ხმაღალი ხმით ყვიროდა.
- დამშვიდდით, ვიცი ძნელია, მაგრამ თავი ხელში აიყვანეთ და თ შეგიძლიათ განყოფილებაში წამომყევით.
- დედაჩემი. დედაჩემიც?...
- არა, ქალბატონი მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი და ამ წუთებშიც ოპერაცია უტარდება.
- ღმერთო... ამოიხავლა ქალმა და იქვე ჩაიკეცა. მილიციელები მას მივარდნენ, წამოაყენეს და მისაღებ ოთახში გაიყვანეს, დივანზე დასვეს და სიმშვიდისკენ მოუწოდეს.
- დედა, რახდება? ვინარიან ეს კაცები? ნამძინარევი ხმით, კიბეზე მდგომი კატერინა კითხულობდა.
- კატერინა. სასოწარკვეთილი ხმით ამოიძახა. თითქოს ერთადერთი ხსნა და საშველი, მისი პაწაწინა გოგონა იყო, რომელიც შეშინებული თვალებით ხან მილიციელებს, ხანაც ნამტირალევ და ათრთოლებულ დედას უყურებდა.
- ნუ გეშინია დე, ყველაფერი კარგად არის. განადგურებულმა თეონამ, სხვა ვერაფერი მოიფიქრა, რომ მისი 9წლის შვილისთვის ეთქვა. თმცა არც ისეთი პატარა იყო კატერინა, რომ ვერ გაეგო რა ხდებოდა.
- არა დედა, არარის კარგად. რა ხდება მითხარი. რა უნდათ მილიციას ჩვენს სახლში? მამა ხო კარგადაა? მაშინვე იკითხა გოგონამ. თეონამ ამის გაგონებაზე, ვეღარ მოითინა და ცხარე ცრემლით ატირდა. გოგონა დედას მივარდა და თავისი ხელები მაგრად მოხვია.
- ქალბატონო, ვიცი თქვენთვის რთულია, მაგრამ განყოფილებაში უნდა წამოგვყვეთ.
- გასაგებია. ამოიტირა თეონამ. - ორი წუთით მოიცადეთ, ჩავაცმევ ბავშვს და წამოვალთ.
- დედა, სად მივიდივართ? რა გივნდა განყოფილებაში?
- ახლა არა კატერინა! ყველაფერს აგიხსნი როცა შევძლებ. ძლივს მოაბა თავი ამ წინადადების შესადგენად.
განაწყენებული და შეშინებული კატერინა დედას მიყვა. ჩაიცვეს და გარეთ გავიდნენ. მილიციის მანქანაში ჩასხდნენ და იქაურობას მოსწყდნენ.

მაჩაბელების ოჯახში მეხის გავარდნასავით იყო ეს ამბავი. ბესოს მშობლები განადგურდნენ. საკუთარი შვილი მიწას მიაბარეს. თეონამ კი ორი უსაყვარლესი მამაკაცი დაკარგა. ქმარი და მამა. დედა ოპერაციის შემდეგ კომაში იყო, ექიმები ვერ აიმედებნენ თეონას, რომ მალე გამოვიდოდა, ამიტომ ამ დროისთვის მხოლოდ ლოდინი იყო საჭირო. ყველაზე მეტად კი პატარა კატერინამ განიცადა. მამის და ბაბუის გარდაცვალების ამბავმა წამში გააქრო ის უდარდელი და მხიარული გოგონა. მამაზე შეყვარებული იყო კატერინა. გაიდეალურებული ჰყავდა. ყოველთვის განიცდიდა, მუდმივი მუშაობის გამო დიდ დროს, რომ ვერ უთმობდა, ყველაზე დიდ მონატრებას განიცდიდა მის მიმართ. ერთი სული ჰქონდა, როდის დაასრულებდა სწავლას, რომ ზაფხულში ყველა ერთად წასულიყვნენ დასასვენებლად და იცოდა, რომ იქ მამა გვერდში ეყოლებოდა. ყოველგვარი სამსახურისა და უცებ გაქცევების გარეშე, მაგრამ არ დასცალდა.
მძიმე დღე იყო, თითქოს ბუნებაც გლოვობსო, ციდან თქეშად ჩამოდიოდა წვიმა. არემარეს ასველებდა, ატალახებდა და მიწის სუნს აფრქვევდა ჰაერში. ყოველთვის უყვარდა კატერინას წვიმა, მაგრამ არა დღეს. დღეს მისი ორი უსაყვარლესი ადამიანი მიწას უნდა მიაბარონ. განადგურებული თეონა, შავებში გამოწყობილი, ცდილობდა კატერინასთან თავი ხელში აეყვანა და არ დაენახებინა მისი ცრემლები. ფიქრობდა, რომ ამით მაინც შეუმსუბუქებდა მის ქალიშვილს ტკივილს. ცალკე დედაზე ფიქრობდა, რომელიც სტაბილურად მძიმე მდგომარეობში, ისევ კომაში იყო და მის გამოღვიძებას ელოდნენ.
რუხი ფერის ქვებს შორის იკვლელვდნენ გზას. უამრავი ხალხი იყო. ნაცნობი თუ უცნობი. ნათესავი თუ ახლობელი. მეგობარი თუ უბრალოდ ნაცნობი. ყვლა მათ უსულო სხეულებს გლოვობდა. რამდენიმე მამაკაცს სასახლე მოჰქონდათ. როდესაც საფლავს მიუუახლოვდნენ ქალები აღარ გამოატარეს. მხოლოდ მამაკაცებმა ჩაასვენეს გვერდიგვერდ მამა-შვილი. მიწა დააყარეს მუქი ფერის სასახლეებს და მხოლოდ მაშინ მიუშვეს ოჯახის წევრები. თეონა მათ საფლავებს შორის იყო ჩამუხლული. არავინ და არაფერი ადარდებდა. იმ წამს საკუთარი შვილიც კი დაავიწყდა, რომელიც ქვებს შორის ჩაკარგულიყო და ჩუმად, ისე რომ არავის შეემჩნია ტიროდა. ხელს რიგ-რიგობით უსმევდა ქვაზე გამოსახულ საყვარელი ადამიანების სახეს. ტიროდა და დაბრუნებას ევედრებოდა. არ სჯეროდა, რომ ასე მოულოდნელად წაართვა ღმერთმა ისინი.
ცოტახანში ტირილი პანიკაში გადაეზარდა. ახლად დაყრილ მიწას თხრა დაუწყო და ამბობდა, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ და უნდა ამოეყვანა. განცვიფრებული ხალხი ტირილით ადევნებდა თვალს ქალის მოქმედებებს. რამდენიმე ახლობელი კაცი მიუახლოვდა და ძლივს გამოიყვანეს საფლავიდან. ნელ-ნელა ხალხმა წასვლა დაიწყო. ქალი მანქანაში ჩააჯინეს და დამამშვიდებლები დაალევინეს, რომლებიც ერთ-ერთ ნათესავს ჰქონდა წამოღებული.
კატერინა ისევ საფლავზე იყო. ჩამუხლულიყო და ხელები მუხლებისთვის შემოეხვია. ხან მამას შეხედავდა, ხან ბაბუას. ცრემლები ღაწვებს თავისდაუნებურად უსველებდნენ.
- მამი, რატომ მიმატოვე? რატომ დაგვტოვე მე და დედა? ან შენ ბაბუა? არ გეცოდებით? მე ხომ მინდოდა, რომ ყველას ერთად დაგვესვენა ამ ზაფხულს. იცი როგორ მომენატრეთ? ახლა არ ვიცი რა როგორ იქნება. დედა ძალიან ცუდად არის. ამბობენ ბებო კომაშიაო. ალბათ ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იქნება. დედას უნდა გაუფრთხილდე და არ მივცე საშუალება, რომ დაეცეს. ვიცი ეს ძნელი იქნება. მას ხომ ძალიან უყვარდით. მეც ძალიან მიყვარხართ და მეყვარებით.
- იცი მამი, არ მინდა ამ ცივი ქვიდან მიყურებდე. მინდა ყოველ საღამოს, სამსახურიდან მოსულმა, ჩემს ოთახში შემოხვიდე და ძილის წინ შუბლზე მაკოცო, აი ისე, როგორც აქამდე აკეთებდი ხოლმე. ძველებურად აღარაფერი იქნება ხო? ბაბუ, შენც ძალიან მომენატრები... გოგონამ ნაბიჯების ხმა გაიგო. საფლავიდან წამოდგა და უკან დაიხია. ნაცნობი ქალი მიუახლოვდა.
- წამოდი კატერინა, შვილო. დედა მანქანაში გელოდება.
- უკვე მივდივართ?
- ჰო შვილო. დედა ცუდად არის და აქ ვეღარ გაჩერდება.
- მე აქ მინდა! მამასთან და ბაბუასთან! გაჯიუტდა გოგონა და გაბრაზების ნიშნად ფეხები მიწაზე დააბაკუნა.
- ძალიან გთხოვ, ახლა აქ ვერ დარჩები.
- არ მინდა! მამასთან მინდა მე. აქ უნდა დავრჩე და მოვუარო მის საფლავს! გოგონამ ისევ ტირილი დაიწყო. ქალმა ძალაუნებურად ხელში აიყვანა გოგონა და ისე წამოიყვნა მანქანისკენ. კატერინა არ ჩერდებოდა ხელში, ფართხალებდა და ძირს დასმას თხოვდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ბოლოს დაჰპირდა, რომ თავისით წავიდოდა მანქანამდე. რამდენიმე წუთში თეონა და კატერინა სახლში მივიდნენ. სახლში რომელიც დაცარიელებული ეჩვენათ. ის ხიბლი და სითბო აღარ შემორჩენოდა, დიდრონ ორ სართულიან სახლს. ყელაფერი უფერულად და ცივად ეჩვენებოდა ქალს. ავტომატურად მოქმედებდა. ტვინში მხოლოდ ის ქონდა, რომ მას შვილი ჰყავდა და მხოლოდ მისთვის არ უნდა დაეყარა ფარხმალი. მხოლოდ მას უნდა მოუაროს და არ აგრძნობინოს მამის და ბაბუის დანაკლისი. ცალკე კი დედაზე ფიქრობდა. დედაზე, რომელიც ან გაიღვიძებდა ან არა...

ერთი თვის შემდეგ.
საზაფხულო არდადეგები დაეწყო კატერინას. ბოლო რამდენიმე კვირა არც უვლია სკოლაში და ყველაგაგებით ეკიდებოდა. არებსაც არ უწერდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ბავში მასალას არ ჩამრჩენოდა. ხან დამრიგებელი აკითხავდა სახლში, ხანაც სხვა საგნის მასწავლებელი და რამდენიმე გავეთილს უხსნიდნენ. ამ დროს კი თეონა საავადმყოფოში იყო. დერეფანში იჯდა უსულოდ, უგულოდ, გრძნობების გარეშე. მარტოდ მარტო და ჭიქა ყავით ხელში დედის გამოფხიზლებას ელოდა. რამდენჯერმე შეუშვეს კიდეც. სასთუმალთან ეჯდა, მის ნაზ ხელს ეფერებოდა და სთხოვდა, რომ მათთან დაბრუნებულიყო და მასაც არ დაეტოვებინა.
- დე, გეხვეწები, შენ მაინც არ მიმატოვო. ძალიან მიჭირს მათ გარეშე ყოფნა. გთხოვ შენ მაინც ნუ გამწირავ. ცრემლები ჩამოუგორდა სახეზე და თავი მის ხელს დაადო. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ, ძალიან დაბალ ხმაზე, თითქმის გაუგონრად დედის ამოხავლება გაიგო. უცებ წამოყო თავი და მისი სუსტად გახელილი თვალების დანახვაზე სიხარულისგან წამოიკივლა.
- დედა! ვიცოდი! ღმერთო ვიცოდი, რომ არ გამწირავდი. დედას სახეზე ფერება დაუწყო, ქალს კი თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა. გრძნობდა, რომ ვერ იყო კარგად.
- ბესო, გ.. გურამი. ძლივს ამოილაპარაკა ქალმა და შვილის გაფითრებული სახის დანახვაზე ყველაფერს მიხვდა. თეონამ თავი ჩახარა და ტირილი დაიწყო.
- ვწუხვარ დედა! ისინი... ისინი აღარ არიან. ტირილით წარმოთქვა თეონამ.
პულსაცია აჩქარდა. აპარატმა წიწინი დაიწყო და შეშინებულმა თეონამ ექთნებს დაუძახა. რამდენიმე ექთანი შემოცვივდა, გოგონა გარეთ გაიყვანეს და იქამდე სანამ ეს მოხდებოდა ქალმა რამდენიმე სიტყვის თქმა მოასწრო.
- შვილო. ბოდიში! არ მინდა ეს ცოდვა თან გამყვეს.
- რაზე ლაპარაკობ დედა! ანერვიულებული თეონა გაფართოვებული თვალებით შესცქეროდა მომაკვდავ დედას.
- შენი ბიჭი. ძლივს ლაპარაკობდა გურანდა. ის ცოცხალია! მოძებნე. მამამისმა წაიყვანა. ამ ბოლო სიტყვების თქმა იყო და ექთნებმა ძალით გაიყვანეს თეონა პალატიდან. აპარატზე გამოსახულმა სწორმა ხაზმა და მისმა წიწინმა გააყრუა იქაურობა. ქალი აგონიაში ჩავარდნილიყო. ყურები დაუგუბდა და თვალთ დაუბნელდა. ვერ გადახარშა დედის სიტყვები ბოლომდე. იქვე მდგომ სკამზე ჩამოჯდა და ეცადა რამდენიმე წამის წინანდელი კადრები ისევ გაეცოცხლებინა ტვინში. „ შენი ბიჭი, ის ცოცხალია. მამამისმა წაიყვანა“ გაგონილი გადახარშა და ელდანაცემივით წამოხტა სკამიდან.
- რაა? ეს, ეს შეუძლებელია! ღმერთო ჩემო! ის.. ისს ცოცხალია. ცრემლებმა იწყეს ცვენა. გონება დაბინდული ქალი პალატას მიუახლოვდა. ამ დროს კი ერთ-ერთი ექთანი გამოვიდა და ამცნო, რომ ქალბატონი გურანდა გარდაიცვალა. თეონა იქვე ჩაიკეცა. მას მერე აღარაფერი ახსოვს...

როცა თვალი გაახილა, შეშინებული კატერინა დაინახა მის გვერდზე.
- დედაა! ქალის გვერდზე ჩამოჯდა და ძლიერად ჩაეხუტა.
- რა მოგივიდა?
- მე, არ ვიცი! ცრემლები წამოუვიდა და შვილს ხელი მოჰხვია.
- ბებო სადარის?
- ბებო. ცოტახანი გაჩუმდა და ეცადა დამშვიდებულიყო. ვერ გაეგო რას გრძნობდა. გაბრაზებას, სიძულვილს თუ დიდ ტკივილს მათ მიმართ. ახლა ყველაფერი ცხადი იყო. ამდენი წლის მანძილზე ისინი ამ ამბავს უმალავდნენ. ბავშვი უდედობისთვის გაიმეტეს, ხოლო დედას მისი გარდაცვალება ამცნეს. ამაზე საშინელება არაფერი წარმოედგინა. ფიქრები დაალაგა თავში. შვილს შეხედა და უემოციოდ წარმოთქვა ერთადერთი სიტყვა. - გარდაიცვალა!.

გურანდაც დაასაფლავეს. მხოლოდ კატერინა მიტიროდ მას. თეონას კი ყველა გრძნობა ჩაკლული ჰქონდა. დიდ ტკივილს განიცდიდა ყველაფრისადმი. მხოლოდ ქმრის არ ყოფნა ტკიოდა. იცოდა, რომ ის არაფერ შუაში იყო ამ ამბავთან და გული მშვიდად ჰქონდა. დედაზე და მამაზე კი საშინლად იყო გაბრაზებული, თუმცაღა რა აზრი ჰქონდა ამ გაბრაზებას. ვეღარაფერს შეცვლიდა. გარდა ერთისა, უნდა ეპოვნა მისი შვილი და ყველაფერი ახლიდან დაეწყო. უნდოდა, რომ ის დაკარგული წლები აენაზღაურებინა და მისი ბიჭი მჭიდროდ ჩაეკრა გულში. მისი სუნი შეეგრძნო და მოფერებოდა ყოველდღე...

რამდენიმეთვიანმა ძიებამ შედეგი გამოიღო. ძლივს მიაგნო მის შვილს. უკვე გაზრდილი იყო. მის სკოლასთან იმალებოდა და ჩუმად უთვალთვალებდა ბიჭს. ფოტოებს უღებდა და შორიდან ტკბებოდა. არ უნდოდა მისვლა და მისი შეშნება. მან ხომ არ იცოდა მის შესახებ.
ერთ დღესაც სკოლასთან პაატა გამოჩნდა. დაინახა როგორ გმაოიქცა ბიჭი და მჭიდროდ ჩაეხუტა მამას. ერთადერთი რაც ახარებდა, ის იყო, რომ უცხო ხელებში არ მოხვდა და საკუთარი მამა ზრდიდა. ღრმად ამოისუნთქა და მათთან მივიდა.
- გამარჯობა. ძლივს წარმოთქვა თეონამ. პაატა ბიჭისკენ იყო მიტრიალბული და როცა შემოტრიალდა იქვე შედგა. სახე აელეწა და ფერი დაეკარგა.
- გამარჯობათ. ბიჭმა უპასუხა.
- თ... თეონა! ძლივს აღმოხდა კაცს.
- ჰო, როგორ ხარ?
- კითხულობ კიდეც? უზარმაზარმა ზიზღმა გაუელვა თვალებში და თეონაც მიუხვდა. არც ამტყუნებდა. მაგრამ მედალიონს ხომ ორი მხარე აქვს.
- შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ? ბიჭი ორივეს გაკვირვებული უყურებდა.
- მაა, ვინარის ეს ქალი? ახლა ბიჭმა ამოიღო ხმა.
- არავინ მა! ძველი ნაცნობია. პაატას პასუხმა ქალში რაღაც ჩაწყვიტა. გული საშინლად ატკინა მისმა ნათქვამმა „არავინ“, მაგრამ ეცადა არ შეემჩნია. - ორი წუთით დამელოდე კარგი? მოვალ ახლავე! ბიჭს დაუბარა და გვერდზე გამოიწია.
- აქ რასაკეთებ?
- პაატა, მომისმინე! ყველაფერი ისე არ.... კაცმა სიტყვა გააწყვეტინა.
- ფეხებზე მ*იდია რა, როგორ არის! შენ შვილი მიატოვე! ჩვენზე უარი თქვი და იმ სი* ბესოს გაყევი ცოლად. საერთოდ რა ნამუსით მოდიხარ?
- დამამთავრებინე გთხოვ. მე ახლა გავიგე, რომ ის ცოცხალი იყო.
- რას ქვია ახლა გაიგე? არ მაინტერესებს მეთქი.
- გეხვეწები მომისმინე! მათქმევინე და მერე თუ გინდა სულ გადავიხვეწები.
- რა გინდა? მალე თქვი ბავშვი ფეხბურთზე უნდა წავიყვანო. წამიერად ბიჭს გახედა თეონამ. საწყლად ამოისუნთქა.
- ბესო და მამაჩემი ოთხი თვის წინ გარდაიცვალნენ ავარიაში. დედაჩემი კომაში იყო. ორი თვის წინ, როცა გამოიღვიძა და მათი გარდაცვალების ამბავი გაიგო, ისევ ცუდად გახდა და სანამ ის... მოკლედ მაშინ მითხრა, რომ ბავშვი ცოცხალი იყო და შენ წამოიყვანე. მე სამშობიაროში მითხრეს, რომ ბავშვს ფილტვები არ გაეხსნა და გარდაიცვალა. შენ არ იცი მე რა გამოვიარე! გთხოვ, ახლა ძლივს მოგაგენით. ნუ ამიკრძალავ ჩემი ბიჭის ნახვას. არ უთხრა რომ დედა ვარ, უბრალოდ ვნახავ ხოლმე, ძალიან გთხოვ. მას დაც ყავს. მინდა, რომ მათ ერთმანეთი გაიცნონ.
- შენი აქ მოსვლა პირველი და უკანასკნელია! არ მაინტერესებს ვინ ყავს, თორნიკეს არავინ ყავს ჩემს გარდა! შენ კი გირჩევ აქაურობას გაეცალო და ჩემს შვილს არ მოუახლოვდე, თორე ისე გაგიკეთებ, რომ საერთოდ ვეღარ ნახო ვერავინ, მათ შორის შენი შვილიც! კბილებში გამოცრა პაატამ და ბიჭისაკენ გატრიალდა. მომტირალი თეონა კარგახანს იდგა ერთ ადგილას მიყინული და თვალს ადევნებდა, როგორ მიდიოდა მისი ბიჭი! რამდენჯერმე გამოხედა კიდეც და მამას მიუბრუნდა.
სახლში მოსული პირდაპირ კატერინას ოთახში ავიდა, გოგონა უკვე იწვა მაგრამ არ ეძინა. მის საწოლზე ჩამოჯდა და შვილს მაგრად ჩაეხუტა.
- რა მოხდა დე? ისევ იტირე?
- ძალიან მიყვარხარ! იცოდე, რომ არასდროს მიგატოვებ! ოქროსფერ თმაზე ხელს უსმევდა და თავზე კოცნიდა.
- მეც მიყვარხარ. დედას ჩაეხუტა.


***
ფსიქიატრიულის შენობასთან იდგა იოანე, ფიქრობდა ასვლაზე, მაგრამ რაღაც აკავებდა. შემდეგ მისი პალატისკენ აიხედა და კატერინა დალანდა. გისოსებიდან მომზირალი, ოქროსფერ თმიანი ლამაზმანი, რომელიც გონებას ურევდა. მისი საქმე დახურეს! როგორც ამბობდა, თავდაცვის მიზნით შემოაკვდა მამაკაცი, რომელიც თავს დაესხა. გოგონა კი, რადგან ფსიქიატრიულში იყო ვერ აკავებდნენ, მაგრამ გრძნობდა იოანე, რომ აქ რაღაც ვერ იყო! ვერ ეშვებოდა ამ საქმეს. არც უნდოდა, რომ კატერინასთან გაეწყვიტა ურთიერთობა. არც ის უნდოდა, რომ ამ გოგოს უუფრო აერია მისთვის თავგზა, მაგრამ დანებებას არ აპირებდა. დაინახა როგორ იხმო კატერინამ და ეს უკანასკნელიც დაუფიქრებლად გაეშურა მისი პალატისკენ...
- როგორც ვამბობდი. შსვლის თანავე მიახალა ბიჭმა. არ უნდოდა იქ დიდხანს დარჩენა.
- რას ამბობდი?
- დაიხურა ეს საქმე.
- მაკავებენ? თვალები აუკიაფდა გოგონას.
- ისევ დავიწყეთ? მომაბეზრებლად აატრიალა თვალები იოანემ და მომღიმარი სახით ჩამოჯდა სკამზე.
- არ გამიყვან აქედან? ახლა, ხომ აღარ ხარ ჩემი საქმის გამომძიებელი.
- ვინ გითხრა?
- აბა დახურესო?
- ეგ პოლიციაში, თორემ ჩემს ტვინში რა დახურავს.
- რას გულისხმობ? აფორიაქდა კატა.
- ვიცი, რომ რაღაც არის და არამბობ.
- ისევ ახლიდან ნუ მათქმევინებ, რომ მე მოვკალი და ასე შემდეგ.
- ხოდა საქმეც მაგაშია, რომ მაგის გარდა არაფერს ამბობ.
- იქნებ არაფერი მაქვს სათქმელი. ამაზე არ გიფიქრია?
- ძალიან ბევრ რაღაცაზე მიფიქრია კატერინა.
- ჩემზეც? წარბები აუთამაშა და ნელა მიუახლოვდა ბიჭს.
- ნუ სულელობ.
- რატომ? დავიჯერო არ მოგწონვარ?
- შენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ხარ.
- ვიყავი. ხაზგასმით წარმოთქვა კატამ და ბიჭს უფრო მიუახლოვდა.
- კატერინა გეყოფა! ბიჭი შეკრთა, როცა მისი ფითქინა ხელი, სახეზე იგრძნო.
- გაჩერდი და მითხარი, რომ მოგწონვარ.
- კატერინა, მე... ბიჭს სიტყვა შუაში გაუწყდა, როცა გოგონას ცხელი ტუჩები მის ბაგეზე იგრძნო. გულმა ფეთქვა რამდენჯერმე გამოტოვა, შემდეგ აჩქარდა და ისე გუგუნებდა, ლამის საგულედან ამოუვარდა. მთელს სხეულში იგრძნო სიმხურვალე, თხემიდან ტერფამდე. ერთ ადგილას მიიყინა და განძრევაც ვერ შეძლო, გოგონა კი მხოლოდ მაშინ მოშორდა, როდესაც კართან ექთანი დალანდა და მის პალატაში შევიდა. გაოგნებული იოანე სკამიდან წამოხტა და იქაურობას გაშორდა...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი keti

dzalian momwons da damainteresa,magram imdenad gvian deb maviwydeba sad damtavrda da ra xdeboda :(

 



№2  offline ადმინი -venus-

სტუმარი keti
dzalian momwons da damainteresa,magram imdenad gvian deb maviwydeba sad damtavrda da ra xdeboda :(

ვწუხვარ ვერ მოვიცალე ეს დღეები :/ მადლობა რომ მოგწონს❤️

 



№3  offline მოდერი MoonLady

რა ვიცი.
ველოდი რაღაც დიდს.
რატომღაც ჩემამდე ემოცია არ მოვიდა (არადა სულ ცოტაც მყოფნის ხოლმე).
ინტერესიც მიიჩქმალა სადღაც(არადა ჩემი საყვარელი თემაა ეს).
რა ვიცი.

 



№4  offline ადმინი -venus-

MoonLady
რა ვიცი.
ველოდი რაღაც დიდს.
რატომღაც ჩემამდე ემოცია არ მოვიდა (არადა სულ ცოტაც მყოფნის ხოლმე).
ინტერესიც მიიჩქმალა სადღაც(არადა ჩემი საყვარელი თემაა ეს).
რა ვიცი.

რამდენიმე დღე გაყინული ვიყავი. ვიცოდი რა უნდა დამეწერა მარა ვერ ვწერდი. დღესაც ძლივს მოვაბი თავი რომ დამეწერა ეს თავი, ალბათ უმუზობის ბრალია რომ არ გამოვიდა. მაპატიეთ :)

 



№5 სტუმარი ewrwerewtre

აუუუ როგორ გელოდებით რამდენი ადამიანი ნეტა იცოდე დაწერე რა :(((((((((((

 



№6 სტუმარი სტუმარი tikunaaa

grechix dawere lomka mak :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent