შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პორფირია (თავი 5.თამაში )


4-02-2018, 21:07
ავტორი melanqoliki
ნანახია 122

პორფირია (თავი 5.თამაში )

იმ უცნაური დღის შემდეგ ალისტერი გაქრა,ისე გაქრა,თითქოს არც არასოდეს გამოჩენილა.სასწავლო პროცესში აქტიურად ჩავები.საშინელ დეპრესიას შევეპყარი,უაზრო გაურკვევლობა მტანჯავდა.განუწყვეტლივ ერთი და იგივეზე ვფიქრობდი და გონებაში მომხდარს კინოფილმიდან ამოჭრილი ფრაგმენტივით ვატრიალებდი.დღეები გადიოდა და არც სამეული ჩანდა.დერეფანში მათი ნათქვამი სიტყვები,რომელიც გაფრთხილებას უფრო ჰგავდა,ბოლო აღმოჩნდა.ენი რომ არა,ვიფიქრებდი რომ ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და უბრალოდ გვერდითი ეფექტი იმ ყველაფრისა, რისი გადატანაც ბოლო ორი კვირის მანძილზე მომიხდა.პოლი მენატრებოდა,გაბრაზებულიც ვიყავი რომ ასე ეგოისტურად მოიქცა და მარტო დამტოვა,რომ სცოდნოდა როგორ ვიყავი,მას შემდეგ რაც შეტყობინება დავუტოვე,მხოლოდ ერთხელ დარეკა,შემპირდა რომ ყველაფერს მოაგვარებდა და ჩამოვიდოდა.დეიდა ემასაც შეჩვეოდა,უკვე აღარც ისე უცხოდ ეჩვენებოდა.ღამღამობით,სანამ ჩამეძინებოდა ბებიას სახე მედგა თვალწინ,მაგრამ ვცცდილობდი,აწმყოზე ფიქრით გონება სხვა რამით დამეკავებინა,რომ არ მეტირა და ღამე სევდასა და მოგონებებში არ გამეტარებინა.
საღამოს,როცა წვიმას შეფარებული ბავშვები კაფეტერიაში ცხელ კაკაოს სვამდნენ ენის ყველაფერი დეტალურად ვუამბე,ჩემსავით გაოცებული იყო,ემოციურად მისმენდა და შიგადაშიგ ოჰოს გაოგნებული ჩაურთავდა.საბოლოოდ შეკითხვათა მთელი წყება დაგვიგროვდა_ ვინ იყო სინამდვილეში ალისტერ ჰოვარდი?რას გულისხმობდა,როცა ელა და წარსული ახსენა?რა საერთო ჰქონდათ სამეულსა და ალისტერს?რას წარმოადგენდა და ვინ იყო ელა?და ბოლოს,იყო თუ არა ეს ყველაფერი ერთი დიდი,გაურკვეველი,წინასწარ დაგეგმილი და ჩახლართული თამაში?
კითხვის ნიშნები მოსვენებას არც ერთს არ გვაძლევდა,მათზე პასუხის გამცემნი კი აორთქლებულიყვნენ.
პირველი ორი ჰოვარდში გატარებული დღის შემდეგ უცნაური სიზმარი მტანჯავდა,ყოველ ღამე ყვირილით მეღვიძებოდა და ენისაც ვაღვიძებდი.
პატარა სოფელში ვიყავი,დაბალი ხეების ძირას პაწაწინა ქოხმახები აეშენებინათ.წითელ,კაპიშონიან მოსასხამში სიცივეს ვგრძნობდი,საიდანღაც ქარი უბერავდა და ფერადი,ნახევრად ხმელი ფოთლები მოჰქონდა.აქეთ-იქიდან შავ ტანსაცმელში გამოწყობილები მომყვებოდნენ ჯალათებივით,ხელები წინ შეეკრათ,წინააღმდეგობას არ ვუწევდი,უბრალოდ მივდიოდით.მივდიოდით მანამ,სანამ მოედნისმაგვარ ადგილზე არ გავიდოდით,სადაც ქვებისაგან შეკრულ წრეში აღმართულ მსხვილ,ხის ბოძზე თოკები ნახევრად შემოეკრათ.დანიშნულების ადგილას მისულნი ხელებს მიხსნიდნენ,ბოძთან მაყენებდნენ და მკოჭავდნენ.პატარა სახლებიდან ხალხი მოდიოდა,ჩემკენ მოიწევდნენ,უცნაურ კაბებზე თეთრი წინსაფრები შემოეკრათ,განუწყვეტლივ გაჰკიოდნენ და აღტყინებულნი წიოდნენ,ფეხებთან დაგროვილი ხის ნაჭრები სულ უფრო მატულობდა,მერე კი როცა ხალხის ყვირილი გრგვინვასავით ედებოდა ყველაფერს, ტრიუმფის დრო დგებოდა და სანახაობა პიკს აღწევდა.ერთ-ერთი ჯალათი ცეცხლით ხელში მოდიოდა,თავის წმინდა ენაზე რაღაცას ამბობდა,პირჯვარს ისახავდა და სწრაფი მოძრაობით ფეხებთან ჩაყრილ ხეებში აგდებდა ცეცხლს.ყიჟინა სიცილსა და როკვაში იზრდებოდა,ცას უყურებდნენ და განუწყვეტლივ რაღაცას ბუტბუტებდნენ.ცეცხლი ძლიერდებოდა,კივილს ვიწყებდი,ვცდილობდი გავქცეულიყავი,მაგრამ ადგილიდან არ ვიძროდი,სინამდვილეში ხმაამოუღებლად შევყურებდი ხალხს,რომელიც ბუნდოვან სურათად მეჩვენებოდა,ამ დროს კი უკვე ოფლში გაწურულს მეღვიძებოდა,რეალობაში განწირული ყვირილით ვბრუნდებოდი და სანამ ენი არ დამამშვიდებდა,ცეცხლწაკიდებული ხის ტკაცუნი ჩამესმოდა და მეგონა რომ ვიწვოდი.
სიზმარი,რომელსაც ყოველ ღამეს ვხედავდი,სწორედ დეჟავუს შემდეგ დაიწყო,მას მერე,რაც ტომასმა ქიმიის ლაბორატორიაში აალებად ნივთიერებას ცეცხლი წაუკიდა და კაბინეტი ლამის ჰაერში აწია.სხვადასხვა ღამეს ნანახ ერთი და იმავე სიზმარში,განსხვავება მხოლოდ იმაში იყო,რომ მას შემდეგ,რაც კაცი შავებში რაღაცას ამბობდა მშობლიურ ენაზე,შეკრებილთა შორის დიდ,შავ ლაქას ვლანდავდი,ალისტერის ბოროტი ღიმილი და კმაყოფილი სახე მათ შორის სიშავიდან თეთრად ანათებდა .
დიდხანს ვცდილობდი სიზმრის სიმბოლიტიკას ჩავწვდომოდი და როგორმე თავი მეხსნა ღამეული კოშმარისაგან,მაგრამ უშედეგოდ.ენის დახმარებითა და ბიბლიოთეკის ძველისძველ ლექსიკონებში ქექვით მხოლოდ ის ფრაზა ვთარგმნეთ,რომელსაც ჯალათი ყოველ აუტოდაფემდე წარმოთქვამდა,ეს კი საშინლად ჟღერდა-,,დაიწვი ალქაჯო’’,ამის შემდეგ გამოფხიზლება კიდევ უფრო საშინელი ხდებოდა,მერე კი მე და ენის ღამის გათენება ერთად გვიხდებოდა,ტყიდან ჩამოსული მგლების ყმუილის ფონზე,რასაც უკვე ბუნებრივად აღვიქვამდი.
რაღაცის მოლოდინში მთელ კვირას ჩაევლო,ჩვეულებისამებრ საღამოს გასეირნებისას ტყისკენ მიმავალ ბილიკს მივუყვებოდით,მას მერე უკანა რიგებში აღარ დავმდგარვარ,ყოველთვის ენისთან ერთად დავდიოდი და იმედგაცრუებული არემარეს უაზროდ ვათვალიერებდი.
_ ელის,ელის,ნამდვილად არ მინდოდა,უბრალოდ_ სირბილისგან დაქანცული ტომასი გაცვეთილ ფრაზას ყოველ დღე მიმეორებდა და ნერვებს მიშლიდა.
_ გასაგებია ტომას,არ გიბრაზდები და არც ნაწყენი არ ვარ_ შევეცადე რაც შეიძლება თავაზიანდ მეპასუხა.
_ კი,მაგრამ თუ არ მიბრაზდები რატომ არ გინდა ჩემთან ერთად ყავის დალევა?იქნებ ქალაქში გინდა ჩასვლა?შემიძლია გავიპაროთ და სანამ შეამჩნევენ რო წავედით მანამდე დაბრუნებასაც მოვასწრებდით.
უკვე ვეღარ ვხვდებოდი როგორ მომეშორებინა თავიდან.
_ მისმინე,_ მინდოდა გამეგრძელებინა,მაგრამ ნაცნობი,შორეული ხმა ჩამესმა.
_ არ აინტერესებ,გაიარე _ საშუალოზე რბილად წარმოთქვა,წამით მეგონა,რომ მხოლოდ მე გავიგონე.მისი სახის დანახვისას ტომასმა უკან დაიხია და სწრაფად გაგვშორდა.ალისტერი იქ იდგა,თითქმის იმავე ადგილას,სხვანაირი გამოხედვა ჰქონდა,უბრალოდ იდგა და ღიმილიანი,უჩვეულოდ ღიმილიანი სახით შემომყურებდა.ხელზე ოდნავ შემეხო და მანიშნა ჯგუფს ჩამორჩიო,წინააღმდეგობის გაწევა არც მიცდია,ენის ვთხოვე უჩემოდ განეგრძო გზა.როცა დანარჩენები საგრძნობლად ჩამოგვრჩნენ ხელი გამიშვა,თავი ოდნავ დახარა და რაღაცის სათქმელად მოემზადა.
_ თუ კიდევ გაურკვევლად უნდა მელაპარაკო,იცოდე რომ...
_ არა,არა_ არ მაცადა რომ ბოლომდე მეთქვა,_ მინდა ბოდიში მოგიხადო.
_ ბოდიში ?_ ჩამეღიმა_ ბოდიში რისთვის,პირველივე დღეს მკლავებში რომ ჩამაფრინდი,მინიშნებებით რომ მელაპარაკებოდი,თუ იმისთვის რაც ტყეში გააკეთე?ან იქნებ იმისთვის რომ გაქრი და ამ უაზრო თამაშში მარტო დამტოვე?
_ ვიცი,ვიცი,მაგრამ ვფიცავ ყველაფერი სიმართლე იყო,ჩემი გაცხარება კი ბუნებრივი.
_ აჰ,ესეიგი ჩემი ბრალი ყოფილა,და მაშინ რა წვეთავდა ...
_ სისხლი
_ ამიხსენი
_ ახლა არა._ ნერვებმოშლილი შევტრიალდი_ მაშინ წადი,ისევ გაუჩინარდი და ხმას ნუღარ გამცემ,მინდა მშვიდად ვისწავლო.
_ ეს შეუძლებელია
_ რატომ?_ ყვირილით შემოვტრიალდი
_ რატომ?_კიდევ ერთხელ ვიყვირე ყელში ბურთგაჩრილმა,რატომ?პანიკის შეტევასავით გამომივიდა,რატომ?რატო?რატომ?_ ვიმეორებდი და ბებია მახსენდებოდა,როგორ ზრუნავდა,როგორ მკოცნიდა ძილის წინ,ცოტაც და ...
თავი ვეღარ შევიკავე,სულელი ბავშვივით ავტირდი,ბებია აღარ იყო,პოლი მენატრებოდა,უცხო გარემოში მხოლდ ერთ ადამიანთან შემეძლო ნორმალური ლაპარაკი და ისიც ამ სიგიჟეში იკარგებოდა,უამრავი შეკითხვა მქონდა და პასუხები არსად ჩანდა,ის კი იდგა და უჩვეულოდ მიყურებდა,თავი უსუსურად და ამაზრზენად ვიგრძენი.
_ ვინ ხარ?_ ცრემლები თავისით მოდიოდნენ,მაინც ვინ ხარ?_ პატარა ბავშვივით ვტიროდი,მეტი აღარ შემეძლო,ბებია აღარ იყო,ბებია აღარ იყო.
_ დამშვიდდი_მომიახლოვდა და გაყინული ხელებით წინ გადმოყრილი თმა გამისწორა,ტუჩები საფეთქლებთან მომიტანა და ჩურჩული დაიწყო.
_ არ მეგონა თუ ასე გაგიჭირდებოდა,შენ სულ..._ სიტყვა გაწყვიტა და მომეხვია. ამ სიბრაზის მიუხედავად მთელი ძალით,უმიზეზოდ ვეკროდი და გიჟივით ვტიროდი.
_ ყველაფერს თავის დროზე გაიგებ_ ჩურჩულს განაგრძობდა.
როცა ტირილით გული ვიჯერე,ნელი ნაბიჯით დავუყევით გზას შენობისკენ,გზაში ხმა არ ამოუღია,ფოიეში შესულებს განცხადება დაგვხვდა,რომ ყოველწლიური წვეულება იმართებოდა,ყველა ნიღბებში იქნებოდა მეწყვილესთან ერთად,ალისტერმა წარწერას ჩვეული ღიმილით გადახედა,შეუმჩნევლად ჩემ ზურგს უკან გაჩნდა და ჩამჩურჩულა.
_ მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე,_ გამეცინა,
_ წამოხვალ?თვალებში მომაშტერდა.
_ წამოვალ
არ ვიცოდი რა მოხდა ტყეში,ეს ყველაფერი უბრალოდ მაბნევდა და ამავდროულად თითქოს ვხვდებოდი რასაც ვაკეთებდი,ალბათ გულის სიღრმეშე მინდოდა რომ ეს ყველაფერი მართლაც დიდი თამაში ყოფილიყო,რომელიც მოთამაშეებმა დიდი ხნის წინ მიატოვეს და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ,რაც შეეხება მის შემოთავაზებას,ყველაფრის მიუხედავად საკუთარ თავს ვუტყდებოდი იმაში,რომ ალისტერ ჰოვარდი მომწონდა და მინდოდა,რომ ყველაფერი გამეგო,ან სწავლა ისე გამეგრძელებინა,თითქოს არც არეფრი მომხდარიყო.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი melanqoliki

კარგი იქნება თუ კომენტარებში დატოვებთ შენიშვნებს და შეფასებას,რომ გავაუმჯობესო შემდეგი თავები.დიდი მადლობა

 



№2 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian magaria, yochaggg

 



№3  offline წევრი melanqoliki

მადლობა აუცილებლად გავაგრძელებ <3 ყოველი თავის დადების შემდეგ ძალიან მაინტერესებს ხოლმე რას ფიქრობთ ზოგადად სიუჟეტზე,პერსონაჟებზს და ზოგადად ისტორიაზე.

 



№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ელისის ბებიის სახელი მაინტერესებს :დდ ეჭვები :დდ

 



№5  offline წევრი melanqoliki

lullaby
ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ელისის ბებიის სახელი მაინტერესებს :დდ ეჭვები :დდ


ჰმ ბებიის სახელი პირველივე თავში წერია :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent