შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კატასტროფიდან ცეკვამდე და ცეკვიდან სიყვარულამდე (თავი 1)


4-02-2018, 22:04
ავტორი ლიდია
ნანახია 385

კატასტროფიდან ცეკვამდე და ცეკვიდან სიყვარულამდე (თავი 1)

თავი 1

სიცივეს ვგრძნობ.
ვინანე აივანზე პლედი რომ არ გამოვიტანე.. ახლა კი უკან შებრუნება მეზარება.
სარწეველა სკამზე ვიბუზები, ფეხებს ვკეცავ და ხელებს ვაჭდობ.
ვცდილობ გონივრულად ვიფიქრო, მაგრამ თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს, რომელიც ჩემ გარდა ყველასთვის სასარგებლოა.
მხრებზე სითბოს ვგრძნობ, შემდეგ კი ხელის შეხებას.
მაღლა ვიხედები.
ლუკას ვხედავ.
-ევა გაცივდები. შემოდი სახლში.
ჩემი 13 წლის ძმის მზრუნველობაზე მეღიმება.
-მადლობა. ვიქნები კიდევ ცოტა ხანს. - პლედს უფრო მჭიდროდ ვიხვევ და ცაში ვიხედები. ლუკა არ მიდის.
მეორე სკამი მოაქვს და გვერდით მიჯდება.
ისიც ცისკენ სწევს თავს და თითქმის ჩურჩულით იწყებს საუბარს.
-ევა ხომ იცი, რომ არ ხარ ვალდებული ეს გააკეთო...
-ვალდებული ვარ!
-მე.. მე არ მინდა, რომ ჩვენ გამო შენ ცხოვრებაზე თქვა უარი. არ მინდა ეს, გესმის? შეიძლება პატარა ვარ, მაგრამ ყველაფერი მესმის და ვხედავ... იცი, შენ თუ ამას გააკეთებ საკუთარ თავს დროს ვერ დაუთმობ.
-ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ შენ. მაგაზე არ ინერვიულო კარგი? ყველაფერი კარგად იქნება! - შუბლზე ვკოცნი ძამიკოს და სახლში შევდივარ.
ვიძინებ.

~~~

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთი თავზეხელაღებული ახალგაზრდა გოგონა გავხდი. მაშინ 19-ის ვიყავი და ხომ გესმით.. კლუბები, სასმელი, სიგარეტი. ხელიდან სულ წავედი.
მშობლებსაც არ ვუსმენდი და ერთადერთი რაც მინდოდა, ის იყო რომ საბოლოოდ მოვშორებულიყავი საქართველოს. ასეც მოვიქეცი...
20 წლის ასაკში ესპანეთში გავიქეცი, იქიდან კი ინგლისში და იქ ავიწყვე ცხოვრება.
მშობლებთან აღარ მქონდა კონტაქტი და ჩემი პატარა და-ძმაც დავივიწყე.
არადა ყველა მიყვარდა, ოღონდ მართლა..
უბრალოდ ერთი გზასაცდენილი გოგონა ვიყავი, მეტი არავინ.
შეგროვებული ფულით კაფე ვიყიდე და ასე ვირჩენდი თავს.
ერთ დღესაც გავაცნობიერე, რომ ჩემი სამშობლო მომენატრა,ჩემი მშობლები და დედმამიშვილები მომენატრნენ.
ეს მაშინ მოხდა 23 წლის რომ ვიყავი.
როგორ მოულოდნელადაც გავიქეცი საზღვარგარეთ, ისე მოულოდნელად გავყიდე ინგლისში ჩემი პატარა კაფე, ნაქირავები სახლიც მივატოვე და წამოვედი უკან.
საქართველოში..
იქ სადაც მინდოდა, რომ ვყოფილიყავი და სადაც უნდა ვყოფილიყავი.
3 წელია აქაურობა არ მინახავს და როგორც კი მიწაზე ფეხი დავდგი ავკანკალდი, შემაცია და ტირილი დავიწყე.
გამვლელებისთვის უბრალო ვარდისფერთმიანი გოგონა ვიყავი, რომელსაც ყვავილების სარაფანა ეცვა და ჩამუხლული ბღაოდა.
მშობლების სახლისკენ წავედი.
მეშინოდა, რომ არ მიმიღებდნენ. მეშინოდა ყველა შედეგის..
მეშინოდა იმის თუ როგორ შემხვდებოდნენ ჩემი პატარა ძამიკო და დაიკო.
ლუკა ცხრის იყო რომ წამოვედი, ხოლო ეკატერინე შვიდის. ორივეს უზომოდ ვუყვარდი და ალბათ როგორ ვატკინე მათ გული...
ჩემ ძველ სახლის კართან ვიდექი და ვაკაკუნებდი.
და მაშინ, როდესაც კარები გაიღო და დერეფანში დედ-მამა დავინახე, მეტკინა. პირველად მეტკინა ასე მწარედ მათი გაქვავებული სახეების დანახვა.
მანანას ქვედაბოლო ეცვა, როგორც ყოველთვის და მწვანე ღილებიანი სვიტერი დამოკლებოდა.
შალვა კი სამსახურის ფორმაში იყო.
მე ვიდექი გარეთ და ვტიროდი. დერეფანში ლუკა და ეკატერინე გამოცვივდნენ და ჩემ დანახვაზე გაიყინნენ.
-დე ვინ არის ეს გოგონა? - იკითხა ეკატერინემ და ამ შეკითხვამ საბოლოოდ გამანადგურა.
-ევა?! - გაოცებულმა ამათვალიერა ლუკამ და ცრემლი ჩამოუგორდა. - ეს ჩვენი დაიკოა ეკატერინე! ნუთუ არ გახსოვს? ეს ევაა! - გამოვარდა და ჩამეხუტა.
ამ ჩახუტებამ იმდენად გამათბო, რომ მზეც ვერ გამათბობდა ასე. ხელები მოვხვიე პატარა ძამიკოს და ლოყები დავუკოცნე.
ბავშვი ხელიდან გამომგლიჯეს.
გაოცებულმა ავხედე მშობლებს და მათ მკაცრ მზერას შევეჩეხე.
-ეს თქვენი დაიკო არაა. - ერთი ეს თქვა მანანამ და კარები ცხვირწინ მომიჯახუნა.
სასოწარკვეთილი ღრიალი ამოვუშვი.
სადარბაზოდან გავედი და სარკეში ჩავიხედე. საშინლად გამოვიყურებოდი.
ძველი საქართველოს ნომერი ტელეფონში ჩავდე და გაოცებისგან პირი დავაღე.
1367 ზარი, 907 ხმოვანი შეტყობინება და 328 მესიჯი.
და ეს ყველა მშობლებისგან და მეგობრებისგან.
მეგობრები!
როგორ არ გამახსენდა აქამდე!!
რა ტუტუცი და უპასუხიამგებლო გოგო ვარ!
ელენასთან უნდა წავიდე.
ნეტავ კიდევ იქ ცხოვრობს?
ელენას ნომერი ავკრიფე და დავურეკე. მიპასუხა.
-ალო. - მისი ხმის გაგონებისას კიდევ წამომივიდა ცრემლები და ტროტუარზე ჩამოვჯექი.
-რომელი ხართ? - იკითხა მან, თუმცა ხმა ვერ ამოვიღე, კვლავ ვტიროდი.
-ღმერთო ჩემო!! ევა? ევა ეს შენ ხარ?
ასე მარტივად მიცნო მან! რათქმაუნდა, მას ხომ ვუყვარდი. ჩვენ ხომ მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ. მას მერე მივატოვე რაც გავფუჭდი! მე ის მივატოვე!
-მე.. მე ვარ.
-მოდი ჩემთან სასწრაფოდ!
მთელ ხმაზე იყვირა და გამითიშა. მეც დავიძარი მისი სახლისკენ ორი ვარდისფერი ჩემოდნით და განადგურებული სულით, გონებით, სხეულით...
კარებზე დავაკაკუნე და ორ წამში გამიღეს. ზღურბლზე ელენას ვხედავ, ისევ ისეთს, როგორიც იყო ადრე..
ჩემზე ოდნავ დაბალი, წაბლისფერი კარე თმითა და მწვანე თვალებით. ნამტირალევი სახე ჰქონდა, ჩემსავით.
ეგრევე გულში ჩამიკრა და თან კარებიც ჩაკეტა.
-შენ.. შენ ყველაზე უნამუსო და უსინდისო ადამიანი ხარ მთელს მსოფლიოში ევა!! ღმერთო რამდენი ვინერვიულე, რამდენჯერ ვიტანჯე შენი სულელური ქცევების გამო, რამდენი წელი დაკარგე უაზროდ! როგორ მინდა გცემო! მაგრამ უზომოდ მენატრებოდი, ძალიამ მიყვარხარ და იცოდე აღარ გაბედო გაქცევა! ახლა კი ყველფერს დაწვრილებით მომიყვები შე საძაგელო!
რამდენიმე წუთის შემდეგ მე და ელენა დივანზე ჩახუტებულები ვისხედით და განვლილი წლების ამბებს ერთმანეთს ვუყვებოდით ჭიქა ყავასთან ერთად. იმის ნებაც დამრთო რომ გარკვეული დრო, სანამ სამსახურს და სახლს ვიშოვიდი მასთან მეცხოვრა.
სამსახური მაღაზიაში მოლარედ ვიშოვე სტაბილური ხელფასით და ამისდა მიუხედავად ელენამ მაინც არ მომცა უფლება სხვაგან გადავსულიყავი ქირით. მარტო ცხოვრობდა ოთხოთახიან ბინაში და მითხრა მანამ იქნები აქ სანამ არ გათხოვდებიო.
-იცი, სულ სხვანაირი ხარ ვარდისფერი თმით, შენ ხომ ქერა იყავი. მახსოვს პატარაობაში რომ იძახდი პრინცესას უნდა დავემსგავსოო, ნამდვილად გამოგივიდა! - მითხრა ელენამ ერთ დღეს.
სარკის წინ დავდექი და ჩემი თავი შევათვალიერე.
მაკიაჟს დიდად არ ვიყენებდი, მხოლოდ ორ პატარა ნიუანსს: ვარდისფერ ტუშს და ხორცისფერ პომადას.
მუდმივად ასე გამოვიყურებოდი, ძალიან ღია ფერის ჭორფლები, ვარდისფერი ტუში, ხორცისფერი პომადა და გრძელი, ტალღოვანი ვარდისფერი (ფოსფორში გადადიოდა) თმა. ექსპერიმენტების მოყვარული ვარ და ვაპირებ მაშინ, როდესაც ჩემი ცხოვრება ოდნავ მაინც ჩადგება რიტმში, .თმები სხვა ფრად შევიღებო, მაგალითად ლურჯად ან მწვანედ, შეიძლება თეთრადაც კი!
რომ შემომხედავს ადამიანი გაიფიქრებს: “არც მსუქანია და არც გამხდარიო”.
დიდი თეძოები მაქვს და წვრილი წელი, თხელი ხელ-ფეხი და გრძელი, კოხტა თითები.
მე ფრიად კმაყოფილი ვარ საკუთარი გარეგნობით და არაფერს შევცვლიდი.
სიყვარულს რაც შეეხება.. საქმე რთულადაა.
არავინ იცის, მაგრამ ჩემი 19 წლის ასაკში “ატეხვის” მიზეზი სწორედ სიყვარული იყო. ერთი ბიჭი მიყვარდა თავდავიწყებით, რომელიც მეფლირტავებოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ შეყვარებული ჰყავდა, თან სამი და მეც “მაგოიმებდა”. ამის გამო ჩავვარდი დეპრესიაში და სულ ერთი წამით თავის მოკვლის იდეამაც გამიელვა თავში.
ინგლისში არავინ მყოლია. იქ ჩემი თავი ვიპოვე და სიმართლე ითქვას არ მინანია წასვლა, რადგან ჩემ თავთან გატარებულმა ეულმა წლებმა მიმახვედრა, რომ მე აქ მინდა, საქართველოში, ჩემ სამშობლოში, ჩემ ოჯახთან და მეგობრებთან.
სამი თვე გავიდა უკვე რაც ინგლისიდან დავბრუნდი და ამ დროის განმავლობაში მშობლები ვერ შემოვირიგე და მათ ვერც გავამტყუნებ, მაგრამ მაინც მწყდება გული, მე ხომ მათი შვილი ვარ.
ერთ დღესაც მშობლების სახლში რომ მივედი, იქ მხოლოდ ჩემი ძმა ლუკა დამხვდა. სახლში შემომისვა და მეც ჩავეხუტე, მოვეფერე. მითხრა დედა, მამა და ეკატერინე სკოლაში არიანო. თურმე ეკატერინეს ბავშვი უცემია, ჩემი ბავშვობა გამახსენდა და გამეცინა.
მშობლები დაბრუნდნენ და რომ დამინახეს მომღიმარი სახეები გაუქვავდათ.
მე ავდექი და სანამ რამეს მეტყოდნენ, ან გამაგდებდნენ ლაპარაკი დავიწყე:
-გთხოვთ, სულ რაღაც ორი წუთით მისმინეთ. ვიცი, რომ ცუდად მოვიქეცი და ძალიან ცუდი შვილი ვარ და მერწმუნეთ ამ საქციელს, ყველა ცუდ საქციელს ვნანობ და ბოდიშს გიხდით, რადგან მინდა, რომ ისევ თქვენთან ვიყო და გიყვარდეთ. მე ინგლისში ვიყავი და იქ საკუთარი თავი ვიპოვე, აი ვინ ვარ მე დღეს, სულ უბრალო ვარდისფერთმიანი ევა, რომელიც ისევ ძველი ევაა. გთხოვთ...
-აქამდე არ გვითქვამს ევა, მაგრამ შენ ჩვენი შვილი არ ხარ. ამას ირონიულად არ ვამბობ, მართლა ასეა. ნაშვილები ხარ. ეკატერინე და ლუკა არ არიან შენი და-ძმა. ნაშვილები ხარ. - თქვა “მამამ”
“ნაშვილები ხარ” - სულ ეს სიტყვები მიტრიალებდა გონებაში და სახლიდან ბარბაცით გამოვედი, ელენას სახლამდე ძლივს მივედი და ორი დღე სახლიდან არ გავსულვარ.
არ ვჭამდი, არ ვსვამდი.
გული იმდენად მტკიოდა, რომ ვეღარც ვტიროდი.
ეს ყველაფერი ერთმა ზარმა უფრო დაამძიმა.
-გისმენთ. - ვუპასუხე უცხო ნომერს ჩახლეჩილი ხმით.
-ევა? - გაისმა სასოწარკვეთილი ლუკას ხმა.
-ლუკა? ყველაფერი კარგადაა? რა მოხდა? - უცბად წამოვხტი ფეხზე.
-ევა გთხოვ მოდი. მე და ეკატერინე მარტო ვართ, დედა და მამა მთელი დღეა არ დაბრუნებულან. უკვე ათი საათი გავიდა რაც წავიდნენ, არადა აქამდე უნდა მოსულიყვნენ. ეკატერინე ტირის და ვერ ვამშვიდებ. ისინი ტელეფონსაც არ პასუხობენ, გამორთული აქვთ.
-მალე მოვალ.
ხუთ წუთში მოვწესრიგდი და სირბილით გავუყევი გზას.
ლუკამ გამიღო კარი და და-ძმა გულში ჩავიკარი. ეკატერინე ჯერ კიდევ არ მელაპარაკებოდა, მაგრამ ლუკასთან დავამყარე კარგი ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ გავიგე, რომ არ ვარ მათი ბიოლოგიური და, მაინც დად ვთვლი თავს. ვალდებული ვარ ისინი დავიცვა.
რამდენიმე საათი გავიდა და უშედეგოდ ველოდით მშობლებს. ბოლოს კარზე ზარი გაისმა და გამიხარდა, მეგონა ისინი იყვნენ მაგრამ...
-გამარჯობათ, ქალბატონი ევა ბრძანდებით?
-დიახ..
-თქვენი მშობლები ვიპოვეთ. ისინი ავარიაში მოყვნენ და დაიღუპნენ. ძალიან ვწუხვართ.

_____________________________________

დავბრუნდი ^_^ დიდი გეგმები მაქვს ამ ისტორიაში
•_• რას იტყვით? ღირს გაგრძელებად?скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ლიდია

სტუმარი shalo
rogor xar....

tu sheidzleba komentarebshi nashromi shemifase, mokitxva piradshi????❤️

 



№2 სტუმარი სტუმარი shalo

ლიდია
სტუმარი shalo
rogor xar....

tu sheidzleba komentarebshi nashromi shemifase, mokitxva piradshi????❤️

skaipshi

 



№3 სტუმარი მარი. ელ❤

ძალიან დამაინტერესა ვიცი ეს ისტორიაც განსხვავებული იქნება❤❤❤❤

 



№4  offline წევრი ლიდია

მარი. ელ❤
ძალიან დამაინტერესა ვიცი ეს ისტორიაც განსხვავებული იქნება❤❤❤❤

მადლობა, უკეთესი იქნება წინაზე ❤️❤️

 



№5  offline წევრი ქეთიtaisia

ძალიან საინტერესოა აუცილებლად გააგრძელეე????❤

 



№6  offline წევრი ლიდია

taisia
ძალიან საინტერესოა აუცილებლად გააგრძელეე????❤

madlobaa, gavagrdzeleb❤️❤️

 



№7 სტუმარი სტუმარი Lia

Saintereso istoriis gasawkisia
Ra tqma unda gaagrzle❤❤❤

 



№8  offline წევრი ლიდია

სტუმარი Lia
Saintereso istoriis gasawkisia
Ra tqma unda gaagrzle❤❤❤

madlobaa orsam dgeshi davdeeb❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent