შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

the sound of silence (სრულად)


4-02-2018, 23:35
ავტორი tasusuna
ნანახია 1 301

the sound of silence (სრულად)

აკანკალებული..
აღელვებული..
ტანჯვაგამოვლილი..
განადგურებული მივუყვები არეული ნაბიჯით გზას..
საყრდენგამოცლილი კედლებს ვეჭიდები და,
უღონოდ ვეშვები მოზრდილ ქვაზე.
კოკისპირულად წვიმს და,
იდეალურ სიჩუმეს მხოლოდ წვეთების ხმა არღვევს.
სიჩუმის ხმა!
შემზარავი ხავილი და,
ყელიდან ამოძახილი მისი სახელი..
მკლავებზე მძლავრად ვიჭერ ხელებს რომ ფიზიკურმა სულიერი ტკივილი დაფაროს, მაგრამ
არ გამომდის!
წამის სიზუსტით მახსენდება აფსოლუტურად ყველაფერი და,
ვგრძნობ,მთელი სხეულით როგორ ვკვდები..
ვიცოდი,
ღმერთია მოწმე,
ვიცოდი იქ რომ იდგებოდა და,
ისიც ვიცოდი,მარტო იმისთვის იყო ერთსა და იმავე ადგილას,რომ დამენახა და ცხადად მეგრძნო სინდისის ქენჯვნა..
გამოუვიდა!
ასე მწარედ არასდროს დამიწყევლია ჩემი თავი და სულით ხორცამდე არ შემძულებია ასრსებბა რომ უაზრო პრინციპებს ვერ გადავედი..
მე!
როცა იმდენად მიყვარდა,რომ დღე-ღამის სარტყელი უღმერთოდ მეცოტავებოდა..
ვიყინები..
გარეგნულად უკვე კარგა ხანია მომეთოშა კიდურები,მაგრამ,
ახლა,
სულში შემეპარა ერთიანად მომაკვდინებელი სიცივე..
თვალწინ გამირბინა კადრებად მომხდარმა..
ბოლოს ნახულიდან
იმდენად შესამჩნევი იყო სხვაობა,რომ წამიერად დავეჭვდი,ისიყო თუ არა
მაგრამ,
ათიათას კაცში გამოვარჩევდი მის მანერებს..
სახეზე შორიდანვე ვატყობდი რამხელა ტკივილი ჰქონდა გამოვლილი და
ყველაფერი ერთიანად მაშინ განვიცადე,
მზერა რომ ჩემსას გაუსწორა..
გამაჟრჟოლა..
მთელ ტანში ეკლებმა დამაყარა და
ადგილზემილურსმულმა,
აშკარად გავაცნობიერე ჩემი შეცდომა..
-ანი-უხმოდ წარმოთქვა ჩემი სახელი და შევატყვე როგორ დაეძაბა კისერი.
გზაჯვარედინი გვყოფდა,მაგრამ,ყურთან ახლოს ვგრძნობდი მის ხმას..
არ მინდოდა და არც შემეძლო ობლად წამოსული ცრემლი მომეშრო,იმდენად გამაქვავა მისმა ნახვამ..
შემცივნებულ სახეს რომ მითბობდა მხოლოდ ამით ვგრძნობდი,
ისე კი,
სინდისი მიგლეჯდა გულ-მუცელს.
ვიცოდი,ველოდი რაღაც ასეთს,
ვალაგებდი კიდეც გრძნობებს გზაში,მაგრამ,
თუ ასე ერთიანად ჩამოვინგრეოდი,არ წარმომედგინა..
ვგრძნობდი,მასაც დაგეგმილზე მეტად ეტკინა ჩემი გამოჩენა,მაგრამ
ვერ დავაბრუნებდი დროს და,
ღნერთთან მართალი ვიქნები,
არც ამის სურვილი გამჩენია დიდად.
-ზური-უნებურად წამომცდა მისი სახელი და გადადგმული ნაბიჯი ჰაერშივე გამიშეშდა,ისე მძლავრად იქუხა..
სანამ გონს მოვეგებოდი და,წინ გადადგმულ ნაბიჯს რიტმულად მივაყოლებდი სხვებს,
ის უკვე იქ აღარ იდგა..
მეჩვენებათქო,თავს ვარწმუნებდი,სიბნელის,წვიმის და დაბინდული მხედველობის ბრალიათქო-თავს ვიტყუებდი
მაგრამ
იმ ადგილას რომ დავდექი,
სადაც ის იყო წამების წინ,
დავიჯერე,რომ წავიდა..
არადა,
მის თავს გეფიცებით,
ჯერ კიდევ თბილი იყო ის ჰაერი,რომლითაც სუნთქავდა..
ეს იყო და,
იქიდან წამოსული,
ახლა,
ცივ ლოდზე ვიყავი მიყინული.
რატომ?
რატომ?
ჯანდაბაა!
რატომ ღმერთო,რატომ?!
ისე მძულდა საკუთარი თავი,რომ
არ მეცოდებოდა კოკისპირული წვიმისთვის.
მე ,
მე ვიყავი ერთადერთი დამნაშავე და
მისი ტკივილის მთავარი წყარო..
არაადამიანურმა ხავილმა გაარღვია ისევ სიჩუმე..
ისევ მისი სახელი გადმომდინდა..
ბედის ირონიააა ალბათ,
ზუსტად იმ ადგილას რომ მიმიყვანა საკუთარმა სხეულმა,სადაც უკამასკნელი წერტილი საკუთარი კალმით დავსვი.
მის იმდღისეულ ტკივილს ეხლა განვიცდიდი ცხადად და ვგრძნობდი,
ყველა ნაკვეთს რომ ჰქონდა შერჩენილი მისი ტანჯვა..
მაშინ მეგონა,
სწორად ვიქცეოდი,მაგრამ,
მისმა თვალებმა დამარწმუნეს რომ ტყუილი იყო ეს ყოველივე..
ტყუილი იყო რის გამოც მოვშორდი და ისიც,
რომ მეგონა,ადვილად გადაიტანდა..
არ გადაუტანია არც მას და,
ჩემი წლობით ნაშენები იმედებიც თავზე ჩამომემხო..
არასწორი ვარ..
ღმერთთანაც,ჩემ თავთანაც და
მასთან ყველაზე მეტად..
ჩემი პრინციპები რომ არ გადავალახინე სიყვარულს,
მანდ შევცოდე..
თან ისე უღმერთოდ,რომ
ვერავინ მპატიობს..
არც ის მპატიობს,
თუ მომიტევა და,
უზენაესს ვფიცავ,
ძირფესვიანად ვიწამებ..
ღონეგამოცლილი წამოდგომა ვცადე რომ ზუსტად იქ მივსულიყავი,სადაც იმ დღით დავტოვე..
რამოდენიმე ნაბიჯი ტანჯვით გადავდგი და,
იმ კედელს მივეყრდენი სახით,
სადაც ის იყო ზურგით მიწოლილი.
რამდენი წუთი გავიდა არ ვიცი,
იქნებ საათიც,
მაგრამ,
ნაცნობმა არომატმა რომ მოყინული სხეული ერთიანად მომილღო ეს აშკარად ვიგრძენი.
ფილტვების დახეთქვამდე შევისრუტე ქარს მოყოლილი სურნელი..
სიცოცხლეზე დავიფიცებდი,რომ ერთადერთ ს ეკუთვნოდა..
გული გამალებით ამიძგერდა..
იმდენად სწრაფად დამედინა ძარღვებში სისხლი,რომტკივილმა გამომაფხიზლა.
მთელ დარჩენილ სიცოცხლეს დავთმობდი,რომ ეს ზმანება არ ყოფილიყო და მობრუნებულს იქ დამხვედროდა..
-ზურა?-ძლივსგასაგონად ამოვთქვი მონატრებულის სახელი და ნელა შევტრიალდი..
სიბნელეში ფიგურა ვერა,
მაგრამ,
მისი მოელვარე თვალები გავარჩიე და შემდეგ,
მთელი სიძლიერით შემოჭდობილი მკლავები.
მოვდუნდი..
მთელი სხეულით მოვეშვი და ,
შემორჩენილი ძალით გულმკერდზე მივეყრდენი..
ომ,ტანჯვა,გოდება გამოვლილ გულმკერდზე..
ერთადერთი რაც მესმოდა,მისი გულის ცემა იყო და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ,რომ
სიჩუმეს სიყვარულის,პატიების,რწმენის და,
უღმერთო გრძნობის ხმა ჰქონდა...

_______
ხომ არის რაღაცები,რაც ჩვენთვის იმაზე მნიშვნელოვანია,ვიდრე ვიფიქრებდით..ვიდრე ამას ველოდით..
ხომ არის რაღაცები,რაც სულშია და მის იქით გზა არ აქვს..
ხომ არის,ნაბიჯის გადადგმა რომ გინდა ,მაგრამ,უკან რომ გხევს რაღაც..
ერთ ტრაექტორიაზე რომ გაჩერებს და ,უმოქმედოს გხდის..
ჩემთვის ეს რაღაც სწორედ სიჩუმის ხმაა..
დავწერე და მას შემდწგ,ერთი სიტყვაც ვეღარ დავძარი..
მიმაჯაჭვა.
ვეღარაფერს ვეღარ ვწერ,საერთოდ ვეღარ..
მომწამლა..
და იმედია,მალე გამივლის..скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი nini

ემოციით სავსე..

kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent