შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რიალტო (თავი 4)


5-02-2018, 20:14
ავტორი Ana nedelkina
ნანახია 64

რიალტო (თავი 4)

დილით როცა გოგონებმა გაიღვიძეს, ბიჭები უკვე წასულები იყვნენ. პირველი ერთი კვირის განმავლოვაში ისეთი არაფერი მომხდარა რაც შეიძლება საგანგაშო ყოფილიყო. ნია და ანდრეყ ერთმანეთს ერიდებოდნენ, რადგან არ უნდოდათ ვინმეს რამე გაეგო. ამ აშკარა დაძაბულობას მათ შორის ნია ძალიან კარგად გრძნობდა ამიტომ ცდილობდა როგორმე განემუხტა. გოგონები საკმაოდ ბედნიერად გრძნობდნენ თავს, ეს ყველაზე მარტივი სამუშაო იყო მათთვის.
ერთი კვირის თავზე დილით როცა ყველა წავიდა ნიას თავი ტკიოდა და ცოტახანი დაძინება გადაწყვიტა. მია მისაღებში იყო და წიგნს კითხულობდა, უეცრად საკუჭნაოდან ხმა შემოემა გაიფიქრა ალბათ ჩვენი დამლაგებელიაო, მაგრამ ხმა ისეთი ძლიერი იყო გადაწყვიტა ენახა შეიძლება ქალს დახმარებაც კი ჭირდებოდა.
როცა ოტახში შევიდა შუქი ჩამქრალი იყო რაც კიდევ უფრო ეუცნაურა, ფრთხილად შეაბიჯა შიგნით, ჩამრთველი იპოვა და შუქიც სწრაფად აინთო. უეცრად შეცბა როდესაც მის წინ მდგარი სილუეტი დაინახა. მათგან ერთ-ერთი იყო ვინც იმ დღეს სასტუმროში იაკითხა. პირი გააღო რომ ეყვირა თუმცა ვერ მოასწრო უეცრად პირზე სწრაფად მიაჭირეს თეთრი ნაჭერი რომელიც რაღაც სითხით იყო გაჟღენთილი, ბევრი წინააღმდეგობა ვერც კი გაუწია, თანდათან თვალები ენაბებოდა ხვდებოდა რომ ეძინებოდა, ცტახანში მართლაც ასე მოხდა, გოგონა ღრმა ძილში წავიდა და არაფერი უგრძვნია.
***
პირველი რაც გონზე მოსვლის დროს იგრძნო ეს საშინელი მტვერის და ნესტის სუნი იყო. თვალების გახელა არ სურდა თუმცა ცივმა წყალმა სწრაფად გამოაფხიზლა და გადაწყვიტა მისი ადგილსამყოფლის შესახებ მწირე ინფორმაცია მაინც ქონოდა.
ნელა დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს პირველი რასაც შეხედა მის გვერდით უგონოდ მყოფი ნია იყო. ბნელ სარდაფში იყვნენ სადაც სინათლე არსაიდან შემოდიოდა.
თაროებზე ათასი ხარახურა ეწყო, ზემოდან ხის კიბეებით შეგეძლო აქ ჩამოსვლა სხვა არაფერი გააჩნდა ამ ოთახს. ახლა ყურადღება მის თავზე მდგარ მომღიმარ კაცზე გადაიტანა რომელიც აშკარად კმაყოფილი იყო მისი გაღვიძებიტ და უღიმოდა.
- რაო, არ მოგეწონა. აბა შენ რა გეგონა იმ ერთი ცემით დასრულდებოდა ყველაფერი? არა ძვირფასო შენ წარმოდგენაც არ გაქვს ვინ გადაიმტერე.
- კარგი მე წამომიყვანეთ მაგრამ ნიას აქ რა უნდა?
- იქნებ მისი ხათრით მაინც გვითხრა რამე, რომ დაინახავ როგორ ვაწამებთ. სხვათაშორის შენგან განსხვავებით მისი წამოყვანა არცისე იოლი აღმოჩნდა, საშინლად ჭირვეულია, მიუხედავად იმისა რომ ლამაზია. ყველაფერი რომ დამთავრდება ჩვენს ბოსს შენ თავს ვურჩევთ აი მას კი ყოველგვარი ცერემონიალის გარეშე გავუშვებთ აქედან, თუ რათქმაუნდა მანამდე მისი მოკვლა არ დაგვჭირდება.
- რა უნდა გითხრათ, კულონი აღარ მიკეთია ხომ აიღეთ რაც გინდოდათ, ახლა მგონი დროა თავი დაგვანებოთ.
- გოგონი შენ მართლა სულელი ხარ თუ თავს ისულელებ? საერთოდ იცი ეს რა კულონია. ჯადო უნდა მოვიხსნათ აი რისი თქმა გვჭირდება შენგან, მერე კი გეფიცებით ორივეს უვნებლად გაგიშვებთ.
- რა ჯადო რეებს ბოდავთ, არაფერი ვიცი შემეშვით.
- შენ რა მართლა გგონია, რომ ასეთი სულელები ვართ? ხო როგორ არა დაგიჯერეთ რომ არაფერი იცი.
- მანიაკები ხართ? გეუბნებით არაფერი ვიცი, როცა ეს კულონი გადმომცეს მხოლოდ მცირედ თანხას მიგზავნიდნენ მის დასაცავად, ამ კულონზე არაფერი ვიცი გარდა იმისა რომ ამ მეტად ჩვეულებრივ ნივთს მსოფლიოს წამყვანი ნარკოდილერები ეძებენ.
- მისმინე, ასეთი სულელებიც არ ვართ, რომ ორ წამში შეთხზული ისტორია დავიჯეროთ. ახლა ფეხებით რომ დაგკიდებთ მერე ნახავ როგორ აჭიკჭიკდები.
- რაც არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა?
ერთ-ერთმა თმაშ ხელი ჩაავლო მიას, გოგონას კი ტკივილისგან სახე შეეცვალა. ზურგს უკან ნაცნობი ხმა გაიგო, რომელმაც ღიმილი მოგვარა.
- ჩემს დაქალს ხელი გაუშვი თორემ ხელებს, რომ გავიხსნი საოჯახო მაღაზიაში წავალ და ყველაზე დიდ ტაფას ვიყიდი, რომ მაგ გასიებულ თავში კარგად გირტყა.
- ეშმაკის მაშხალასაც გაუღვიძია, დარწმუნებული ვარ მაგას იზამ თუ გახვალ რაღათქმაუნდა აქედან
- სულ მაინტერესებდა, როგორ იბადებოდა ასეთი ხალხი?
- როგორ ასეთი?
- მახინჯი ძვირფასო. თავი რომ დაიბადე ამხელა გქონდა თუ მერე გაგისივდა, ან საერთოდ როცა იბადებოდი ამხელა თავი, როგორ გამოგეტია? არა, თუმცა ვიცი უეჭველი საკეისრო გაიკეთა დედაშენმა ხო, საწყალი ქალი ალბათ რამხელაზე გაჭრეს.
კაცს სახეზე უამრავი ემოცია გამოეხატა. პირველად უთხრეს რომ დიდი თავი ქონდა საერთოდ როგორ ბედავდა, ნუთუი მისი არ ეშინოდა მას ხომ შეეძლო ერთი ტყვიით გაესტუმრებინა ამ ქვეყნიდა?
ბოლოს გაცხარებულამ წამოიყვირა.
- მოკეტე, თორემ ტვინს გაგასხმევინებ.
- ხო აბა ტვინს გამასხმევინებ არა, მაყვლის მურაბა კიდე. ვერაფერსაც ვერ მიზამ მე, რომ რამე მომივიდეს შენი უფროსი გაგატყავებს და შენი ხორცით უპატრონო ძაღლებს გამოკვებავს, რათქმაუნდა შენი თავიც საკმარისი იქნება მათ დასანაყრებლად.
- რამდენს ლაპარეაკობ, კაჭკაჭი გადაყლაპე?
- არა, ბავშვობაშ შემთხვევით სამეფო კობრა ჩავკბიჩე, იმის მერე მაქვს ასეთი ენა. ხო რა იყო რა გაკვირვებული მიყურებ, ჩემს ქვეყანაში იცი რამდენია, სადაც არუნდა წახვიდე ყველგანაა, შუქნიშნებზე, მატარებელი, ავტობუსებში და მოკლედ ყველგან.
კაცი გაოცებული უყურებდა, არასოდეს არაფერი გაეგო საქარტველო, ეს გოგო კი იმდენად დამაჯერებლად საუბრობდა დაიჯერა რომ , ამ ქვეყანაშ გველაბი ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ყურადღებასაც კი არავინ აქცევდა.
ამ საუბრით ძალიან გახალისდა მია, ნიაზე უკეთესი მატყუარა არსად ეგულებოდა, მაგრამ ასე თუ ჩააფიქრებდა კაცს მისი სიტყვები ვერც კი წარმოიდგენდა.
ნიამ მეგობარს უჩუმრად ჩაუკრა თვალი და განაგრძო.
- ერთხელაც ეზოში ვთამაშბდი გველი კი საღაციდან გამოძვრა სწორედ ასე ჩამეკბიჩა საწყალი კობრა, ბევრი კი მაწვალა, მაგრამ ბოლოს მაინც გავიმარჯვე, ამის მერე დავიწყე ბევრი გაუთავებელი საუბარი და რაც მთავარია მწარე სიტყვების ტყორცნა. ხო მართლა ჯადოების გჯერათ?
- რათქმაუნდა, კიარ გვჯერა ზუსტად ვიცით რომ არსებობს, ამიტომ გვჭირდება ის წყეული კულონი.
- მაშნ ეს ამბავი დაგაინტერესებს, ჩვენს ქვეყანაში ასეთი ლეგენდები დადის, ის ვინც გველის თუნდაც მცირე ნაწილს მაინც თუ შეჭამდა აუცილებლად გრძნეული უნდა გამხდარიყო, ხოდა მეც ერთხელ წამიყვანეს მოხუც ჯადოქარტან რომელმაც ეს ოლიე გამიკეთა, მასში იმ გველის შხამია მოთავსებული, რომელიც გემრიელად შევახრამუნე. მოკლედ მე ახლა გრძნეული ვარ, ვისაც მე დავწყევლი მთელი ცხოვრება დატანჯული ექნება.
ახლა შენს თვალწინ იმ თოკს გავხსნი რომლითაც ხელები მაქვს შეკრული.
კაცი დაძაბული უყურებდა ნიას, ეტყობოდა ძალიან ეშინოდა. ამ დროს ნიამ უკნიდან გახსნილი ხელები წამოიღო, კაცი ამის დანახვაზე შეკრთა, სწრაფად აირბინა კიბეები და ზემოდან კარი მაგრად ჩაკეტა.
ნიამ გადაიხარხარა და მიას გადახედა.
- რა ცრუმორწმუნე ხალხია არა?
- შენ კიდევ ზედმეტად კარგი დრამატურგი ხარ.
- დაინახე რა სახე ქონდა?
- როგორი დაძაბული გიყურებდა, ისე მწერლობაზე რატომ არასდროს გიფიქრია? ძალიან კარგი ფანტაზიის უნარი გაქვს, გრძნეულო.
- არ მომეკარო თორემ სამეფო მობრის ჩაკბეჩა მოგიწევს.
- ხო მაგრამ არ დაგავიწყდეს სად ვართ, ერთმა დაიჯერა ახლა ყველას მოუყვება და არამგონია ყველა ასეთი სულელი იყოს.
- მაგას მე მივხედავ ძვირფასო მარტო ფანტაზია კი არ მაქვ კარგი, რეჟისორობაც კარგად გამომდის, მაგრამ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ამიტო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, მანამ უნდა გავანთავისუფლებინოთ თავსი სანამ ვინმე ჭკვიანი მოსულა.
ნია სწრაფად მივიდა მეგობართან და ხელები გაუხსნა, ორივემ თაროები დაათვალიერა, რომელზეც უამრავი ხარახურა ეყარა. ყველა საჩირო ნივთი აიღეს და საქმეს შეუდგნენ. ყველაფერს რომ მორჩნენ ხელები მსუბუქად გაუკოჭა ნიამ მიას.
ცოტახანში კარების ხმაც გაიგონეს, კმაყოფილი სახეებით გადახედეს ერთმანეთს, კიბეებზე ფეხის ხმა ისმოდა ამასობაში სანთელმა მის თავზე მყოფი თოკი გადაწვა და ჩაქუჩი რომელიც ამ თოკზე ეკიდა კაცს პირდაპირ შუბლში მოხვდა რაზეც გოგოებმა სიცილი ატეხეს. ზეწარმა რომელიც წვრილ ძაფზე იყო დაკიდებული მოძრაობა დაიწყო, მოჩვენებას ძალიან გავდა. გოგონები ისტერიულად იცინოდნენ, როცა წაქცეული ფეხზე წამოდგა და მასში ანდრეი ამოიცვნეს მიას სახეზე ღიმილი შეეყინა, ნიას კი კმაყოფილება კიდევ უფრო გაუღრმავდა.
- შენ აქ რას აკეთებ? ძლივს წარმოთქვა მიამ.
- თქვენს წასაყვანად მოვედით, მაგრამ როგორც ვხედავ.
- არა რასაც ხედავთ ეს სულ სხვა სიტუაციას შეეფერება, აქედან რომ ავალთ ყველაფერს მოგიყვებით.
- არც გაბედო. სწრაფად წამოიყვირა ნიამ.
- ნია ახლა მაინც გეყო.
- რა მეყო არც კი გაბედო ჩემი ისტორიიის მოყოლა, შენ რა გინდა ყველამ დამცინოს განსხვავებულობის გამო?
- რეებს ბოდავ გოგო შენ ხო არ აფრენ?
- მე ვაფრენ, რატომ უნდა გაიგოს ჩემი წარსულის შესახებ ყველამ.
- ნია უკვე ზედმეტი მოგდის.
- იქნებ დაასრულოთ და აქედან მანამდე წავიდეთ სანამ კიდევ მოსულა ვინმე. საუბარი სალვადორმა გააწყვეტინათ.
- ხო რათქმაუნდა წავიდეთ.
ანდრეიმ სწრაფად გაუხსნა ხელები მიას, სახლიდან რომ გამოვიდნენ ყველაფერი კარგად შეათვალიერა ნიამ.
- სახლის დაცვა გავაძლიერე, დღეიდან საიმედოტ ხართ დაცულები.
- მაგრამ, კულონი წაიღეს.
- ჯანდაბა, ახლა ანდრეის დაცვა მოგვიწევს.
- რატომ, ანრეის რა უნდა მოუვიდეს?
- არაფერი სახლშ აგიხსნით.
- დიდი იმედი გვაქვს თორემ რაღაც შელოცვის თუ ჯადოს გამო ჩემს მეგობარს კინაღამ თმები დააწიწკნეს.
- ნია გაჩუმდი, იმედია აგვიხსნით.
- რათქმაუნდა, ახლა კი სწრაფად წავიდეთ, შესაძლოა მათმა ლიდერმა სხვებიც გამოგზავნოს.
დაახლოებით საათნახევარი იმგზავრეს, ყველანი ძალიან დაიღალნენ. სახლშ როცა მივიდნენ პირველი რაც შენიშნეს, მცველების გაზრდილი რაოდენობა იყო.
ნიას სახეზე აშკარა უკმაყოფილება ანდრეის არ გამოპარვია.
- ნუ ღელავ მალე დამთავრდება ეს ყველაფერი.
- დიდი იმედი მაქვს, ჩემს ახალგაზრდობას ტყვეობაში ვერ გავატარებ.
შენ კი გჭირდება ვინმეს რომ არ უკბინო მაინც. თავისთვის ჩაიბურტყუნა ანდრეიმ.
მაგრამ ნიას საკმაოდ კარგი სმენა ქონდა.
- უკაცრავად, გაიმეორე რაც თქვი?
- რადა ის რომ შენ კი გჭირდება სადმე ჩაკეტვა ვინმე რომ არ მოშხამოთქო მერე?
- მერე ისდა თავს რომ გაგიტეხავ ნახავ რაც.
- უკვე მგონი გამიტეხე კიდეც. ჩაქუჩმონახვედრი შუბლისკენ ანიშნა ანდრეიმ.
- ეგ შენთვის არ იყო განკუთვნილი, ახლა კი ნამდვილად შენს წილს მიიღებ.
ნია უკვე ანდრიასაკენ მიიწევდა, სალვადორი და მიან ძლივს ამშვიდებდნენ.
ბოლოს როგორც იქნა გაჩერდნენ, ყველა ძალიან დაღლილი იყო, ამითომ სააბაზანოებს მიაშურეს ცოტა დაისვენეს ვახშმამდე.
საღამოს ყველა სუფრასთან შემოიკრიბა, სიტყვაც არ დასცდენია არცერთს რადგან იცოდნენ ვახშმის შემდეგ ხანგრძლივი საუბარი ელოდათ.
დაძაბულობა იგრძნობოდა თითოეულ ამოსუნთქვაში, მაგრამ ამას რატომღაც არავინ იმჩნევდა ალბათ არც სურდათ რომ შეემჩნიათ.
როგორც კი ვახშმობას მორჩნენ ანდრეიმ ყველა სავარძლებთან იხმო, ქალს თხოვა ყავა მოეტანა მათთვის, პატარა მარმარილოს მაგიდან მიუსხდნენ, ანდრეიმ ფინჯანი მოიქცია ხელებს შუა და საუბარს შეუდგა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ამ ისტორიის კითხვის დაწყებას ვაპირებ მაგრამ მანამდე მაინტერესებს ცუდად ამთავრებ?!

 



№2  offline წევრი Ana nedelkina

ანი ანი
ამ ისტორიის კითხვის დაწყებას ვაპირებ მაგრამ მანამდე მაინტერესებს ცუდად ამთავრებ?!

პორველ რიგში ძალიან მოხარია რომ ისტორიის წაკითხვას აპირებთ. არა ისტორიას ცუდი დასასრული არ ექნება, მე გპირდებით, რომ შემდეგი თავები ძალიან საინტერესო იქნება ????????

 



№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Ana nedelkina
ანი ანი
ამ ისტორიის კითხვის დაწყებას ვაპირებ მაგრამ მანამდე მაინტერესებს ცუდად ამთავრებ?!

პორველ რიგში ძალიან მოხარია რომ ისტორიის წაკითხვას აპირებთ. არა ისტორიას ცუდი დასასრული არ ექნება, მე გპირდებით, რომ შემდეგი თავები ძალიან საინტერესო იქნება ????????

ძალიან კარგი მაშინ ცოტახანში წავიკითხავ წინა თავებს და ბოლომდე წამოგყვები <3

 



№4  offline წევრი Ana nedelkina

ანი ანი
Ana nedelkina
ანი ანი
ამ ისტორიის კითხვის დაწყებას ვაპირებ მაგრამ მანამდე მაინტერესებს ცუდად ამთავრებ?!

პორველ რიგში ძალიან მოხარია რომ ისტორიის წაკითხვას აპირებთ. არა ისტორიას ცუდი დასასრული არ ექნება, მე გპირდებით, რომ შემდეგი თავები ძალიან საინტერესო იქნება ????????

ძალიან კარგი მაშინ ცოტახანში წავიკითხავ წინა თავებს და ბოლომდე წამოგყვები <3

ძალიან მიხარია <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent