შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ 15 თავი


5-02-2018, 21:47
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 275

შენ, შენ არ ხარ 15 თავი

საღამოს ყველანი ბარში შევიკრიბეთ, რატომღაც ლევანი არ მოდიოდა ნეტავ რატომ? უი  იმის გამო ხომ არა, რომ არც მითქვამს რომ მოსულიყო?
-თათა, ლევანს უთხარი შეკრებაზე?
- მივწერე.
- რატომ არ დაურეკე?
- დღეს ძალიან გამაბრაზა.
- დღეს რაღა მოგივიდათ? გუშინ ხომ შერიგდით?
- მოვა გოგსიკ აბა სად წავა. თვალებს ვუქაჩავ და ჩემს შეკვეთილ კოქტეილს ვწრუპავ.
- რა გეშველება თათა. სიცილით ამბობს ნუკა.
- შენს ხელში არც არაფერი. ირონიული ღიმილით ვაჯილდოვებ დას.
- აი მეც მოვედი. მესმის ზურგს უკან ლევანის ხმა.
- შეენ? გაკვირვებული ვტრიალდები მისკენ.
- მე დავურეკე. სიცილით ამბობს გოგსიკა.
- არაუშავს მერე რა რომ არ მითხარი, სამაგიეროდ ამის გამო მწარედ დაისჯები. გამაფრთხილებლად ისმის მისი ხმა.
- რას დალევ? ვითომც არაფერიო ისე ვეკითხები
- ლუდს. ისიც მალევე მპასუხობს.
- ჩაიწიე ცოტა მეც მინდა დავჯდე.
- რა საჭიროა ფეხსეც კარგად დგეხარ. ღიმილით ვეუბნები მე და მინტანს შეკვეთას ვაძლევ.
- კარგი. გამიკვირდა მისი უეცარი თანხმობა, თუმცა ჯერ სად ხარ თურმე. მხოლოდ მაშინ მივხვდი მის ჩანაფიქრს, როდესაც ფეხები საშინლად ამტკივდა.
- ვაიმე დედა მიშველეთ, რამხელა ხარ შე ცხოველო. ადექი მომტყდა ფეხები. ბოლო ხმაზე გავკიოდი მე თუმცა ლევანი ადგომას არ აპირებდა.
- გთხოვ ადექი და მე ჩაგიჯდები.
მალევე წამოხტა ფეხზე და წამებში მის კალთაში მომათავსა.
- მართლა რამხელა ყოფილხარ. სიმწრით ამოვილაპარაკე და ფეხების დაზელვას შევუდექი.
- შემირიგდი? ეჭვისთვალით მიყურებს ის.
- როგორ ფიქრობ, შემიძლია შენზე დიდი ხნით გაბრაზება? თბილი ხმით ვეუბნები და ტუჩებში მოწყვეტით ვკოცნი.
- მოდით ამ ჭიქით ჩვენ გაგვიმარჯოს. ამბობს გოგსიკა და სასმელს ერთიანად სვავს.
- ჩვენ ყველა ოდესღაც, შუა ღამის სამ საათზე ჩვენს ცხოვრებას ჩავუფიქრდებით.
ეს არ იქნება არც მონატრების, არც სიყვარულის და არც მსგავსი რამის ფიქრი.
ეს იქნება უბრალოდ ცხოვრებაზე ჩაფიქრება.
რა გელოდა, რა არის, რას ელი.
რა მოხდა, რა ხდება, რა მოხდება.
თავიისთავად უკავშირდება ეს ჩაფიქრება სხვა ყველა დანარჩენს, მაგრამ მთავარი მაინც ცხოვრებაა.
მოდით ამ ჭიქით ჩვენს ფიქრებს, და ჩაფიქრებებს გაუმარჯოს.
სასმელი გამოვცალე და ჭიქა იქვე დავდე.
- ყოჩაღ თათ, გისწავლია რაღაც. ღიმილით ამბობს რეზი და ისიც ბოლომდე ცლის.
- ჩემი გენიოსი გოგო. ყურის ბიბილოსთან სველ კოცნას მიტოვებს ლევანი.
- გენიოსი რაღაც ახალია ჰო?
- ნამდვილად.
- კიდევ მინდა. ლოთივით ვწევ თითს ზემოთ და მიმტან ვანიშნებ, ისევ შემივსოს.
- მგონი ბევრი მოგივიდა. როდესაც მესამე ჭიქა გამოვცალე და მეოთხეს ვითხოვდი ლევანმა შემაჩერა.
- შენ რა დალევას მიკრძალავ? ფეხზე წამოვხტი და მოჭუტული თვალებით ვეკითხები მას.
- არა რასამბობ, უბრალოდ არმინდა ცუდად გახდე.
- თუ ცუდად გავხდები შენ მომივლი. ჰო რა შეყვარებულს რომ მოუარო რა მოხდება? ხარხარით ვამბობ მე და გოგსიკას თვალს ვუკრავ.
- მოგივლი რა პრობლემაა.
- ჰოდა კიდევ დამისხით.
- ამან თუ გაჭედა პიზდეც. გავიგე როგორ გადაუჩურჩულა რეზიმ, ლევანს და ცალი თვალი ჩემკენ გამოაპარა.
- არ მჭირდება შენი მოვლა, ჩემი და მომივლის. ხომ მომივლი ჩემო სიხარულო. ნუკასკენ წავედი და კალთაში ჩავუჯექი.
- მოგივლი ჩემო დაო, აბა არმოგივლი. თბილად დამისვა თავზე ხელი.
- როგორ მიყვარხარ.
- როგორც ჩანს უკვე დათვერი. სიცილით ამბობს ნუკა.
- მთვრალი არავარ, დალეული ვარ დალეული. ავხარხარდი და ყველა ავიყოლიე ხარხარში.
- თათა წავიდეთ სახლში. მუდარით მეუბნება ლევანი.
- არ მინდა სახლში.
- თათ წავიდეთ რა, უკვე საკმარისი დალიე. მას რეზიც აჰყვა.
- კარგით რა ხალხნო, მართლა კი არ დავთვრალვარ. მალევე წამოვხტი ფეხზე.
- უბრალოდ თქვენი რეაქციები მაინტერესებდა, თორემ ესე ადვილად კი არ ვთვრები მე.
- შენ იცოდი არა? გაბრაზებული გახედა ნუკამ გოვსიკას.
- ვიცოდი აბა არვიცოდი. სიცილით ამბობს ისიც.
- ბიჭო მგონი მართლა დავთვერი. ჩუმად ვეჩურჩულები გოგსიკას, როდესაც სილუეტების გარჩევა მიჭირდა.
- ეხლა ეგ არ გაამხილო თორემ ხომ იცი რაც მოხდება. ისიც ჩურჩულით მეუბნება და იქ მყოფებს უღიმის.
- მაგას როგორ გავამხელ. ღიმილოთ ვამბობ მეც.
- თათ შენი ტელეფონია. ტელეფონს ხელში მაჩეჩებს ნუკა.
როდესაც ნომერს დავხედე სიმთვრალე სულ დამავიწყდა,  გული ცუდს მიგრძნობდა. ვიცოდი ანდრო რაღაცა ისეთს მეტყოდა, მას არ სჩვევია ჩემთან ხშირი კონტაქტი. მხოლოდ აუცილებელ დეტალებს მაგაებინებდა ხოლმე, ისიც მხოლოდ ესემესით.
ვორჭოფობდი მეპასუხა თუ არა, რაც შემეძლო ვაჭიანურებდი ცუდი ამბის გაგების დროს.
- გისმენ. არ მიმდოდა ნერვიულობა შემტყობოდა ამიტომ ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე.
- თათა. მესმის მისი ანერვიულებული ხმა.
- გისმენ კოლი როგორ ხარ?
- ვიცი რომ მარტო არ ხარ,თათა მომისმინე არაფერი არ შეიმჩნიო. ჩვეულებრივად მესაუბრე კარგი?
- მეც კარგად, რაშვები?
- კარგია ეგრე გააგრძელე.
მოკლედ დღეს დილიდან უკან ერთი მანქანა დაგყვება, სახლთანაც გითვალთვალებდა. ეხლაც გითვალთვალებს, იცოდე ერთ-ერთი მათგანი ეხლა მაქ არის. ყველაფერი გავარკვიე და ის არის, ვისი მოხსნაც მოითხოვე. თათა ის შენს მოკვლას აპირებს. არაფერი შეიმჩნიო უბრალოდ მაგათ მოსცილდი, და გარეთ გამოდი. მიზეზად კოლიას ჩამოსვლა მოიყვანე, აეროპორტში უნდა დავხვდეთ მოდის.
- უი მართლა? აქამდე რატომ არ მითხარი, ეხლა ნასვამივარ როგორ დაგხვდე? აა პრინციპში თუ მეგობარი გხვდება მეც გამოვყვები. ჩემს თავს არ დავეძებდი, შემეშინდა ჩემ თანმხლებ პირებიდან რომელიმეს რამე არ დაუშავონ. ჩემს გამო რომელიმე მათგანი რომ დაშავდეს გავაფრენ.
- შენიდა და შენი ბიძაშვილი მარტო არ გაუშვა, ვინმეს თხოვე სახლში წაიყვანოს ოღონდ შენთან არა.
- კარგი.
- გელოდები.
ტელეფონს ვთიშავ და მათ გაკვირვებულ სახეებს ვაწყდები.
- ისა კოლინკა ჩამოდის, მითხრა ჩემი მეგობარი გამოგივლის და წამოყევი, აეროპორტში დამხვდიო. ერთიანად მივაყარე მათ სათქმელი.
- მე წაგიყვან. მალევე დგება ფეხზე ლევანი.
- არაა. წამოვიყვირე მე. -უკვე აქ არის მელოდება. გოგსიკ ბავშვები შენთან წაიყვანე, მარტო არ დატოვო. იცოდე არავითარ შემთხვევაში არ წაიყვანო ჩემთან.
- ესენი სახლამდე მიიყვანე, დარწმუნდი რომ ყველაფერი კარგად აქვთ და შემდეგ წადი. იცოდე ფრთხილად იყავი ლევან, თავს გაუფრთხილდი.
ეხლა წავედი, მაპატიე ესე რომ მივდივარ. უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს. გპირდები დაგირეკავ და ყველაფერს მოგიყვები, ოღონდ ეხლა მაპატიე. ტუჩებში მოწყვეტით ვკოცნი და იქაურობას ჩქარი ნაბიჯებით ვტოვებ.
- აქეთ. გასასვლელთანვე დამხვდა ანდრო და მისკენ წავედი.
- კოლია რატომ მოდის?
- მე დავურეკე, შენი ამბები ვუთხარი. ისიც ვუთხარი რა მოხდა გუშინ.
- რატომ უთხარი?
- თათა მომისმინე, გუშინდელი შენი ამბავი გვიან გავიგე. ხომ იცი იქ რომ ვყოფილიყავი ეს არ მოხდებოდა? კოლიას გაფრთხილებული ვყავარ შენი ყველა ნაბიჯი ვუთხრა, სხვა გზა არ მქონდა გესმის? ეს რომ არ მეთქვა დამბრიდავდა.
- ჩემს გამო შარში რომ გაეხვეს, ჩემსგამო რამე რომ მოუვიდეს მოვკვდები.
ხომ იცი არა ჩემს თავს არ დავეძებ.
მოვეკალი იმ კაცს შენ რას დაეძებდი? რა გინდოდა საერთოდ?
- ამ ყველაფერს შენს არა ადეკვატურობას დავაბრალებ და სერიოზულად არ მივიღე. წყენა იგრძნობოდა მის ხმაში.
- მაპატიე არ მინდოდა. მიუხედავად იმისა რომ მე შენზე თითქმის არაფერი ვიცი, შენ ჩემს შესახებ ყველაფერი იცი ანდრო. ისიც იცი როგორი ვხდები როდესაც ჩემს რომელიმე, საყვარელ ადამიანს საფრთხე რომ ემუქრება.
- თამამად შემიძლია განვაცხადო რომ ხუთი თითივით გიცნობ თათა. შენზე ისეთი დეტალები ვიცი, რაც თავად შენმა ბავშვობის მეგობარმაც არ იცის.
- იცი როგორი კარგი წარმოსადგენია როდესაც, სადღაც ქვეყანაში ერთ-ერთ ძალიან ლამაზ და თბილ ქალაქში, არსებობს ადამიანი ვინც საკუთარ თავზე მეტად გიცნობს. მადლობა შენ რომ შენი ცხოვრების საუკეთესო წლებს, ჩემს დევნაში ფლანგავ. იმის მაგივრად რომ ეს დრო შენს ოჯახის წევრების, მოფერებაში გაატარო ჩემს თვალთვალში ატარებ. რით დავიმსახურე ესეთი ყურადღება?
- დავიწყებ იქედან რომ მე ოჯახი არ მყავს. პატარა ვიყავი როდესაც ოჯახი დავკარგე, ხუთი წლის ბავშვი გზაშარაზე დავრჩი. ერთადერთი ადამიანი ვინმაც შემიფარა და მიპატრონა კუსა იყო. მან მე საკუთარი შვილივით შემიყვარა. სულ რაღაც თხუთმეტი წლის ვიყავი პირველად შენი ფოტო რომ ვნახე. შენ მაშინ ჯერ კიდევ პატარა იყავი, ესე შვიდი-რვა წლის.
კუსამ პირობა დამადებინა რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, შენი მფარველი ანგელოზი გავხდებოდი.
ის ყველაფერი რაც მაშინ გითხარი თვალთვალზე ტყუილი იყო.
ჯერ კიდევ კუსას გარდაცვალებამდე ვაგროვებდი შენზე ყველანაირ ინფორმაციას.
- ვწუხვარ შენი ოჯახის გამო. არ ვიცოდი კუსას და შენი ურთიერთობის შესახებ. მას ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს.
- ჩემი ოჯახის ავარია მოწყობილი იყო, კუსა კიდევ ჩემზე ზრუნავდა და ხალხში არ მაჩენდა.
- გასაგებია.
- ვიცი კუსა შენთვის რასაც ნიშნავდა. მას შენ ძალიან უყვარდი, სულ შენზე საუბრობდა. სულ იმას ამბობდა თუ როგორ ძალიან გავდი მას.
- ხშირად მეუბნებოდნენ მისი შვილი ხომ არ ვიყავი.
- ჰო ეს ყველაფერი რას მოვაყოლე. მოკლედ ნუ ფიქრობ რომ შენი თვალთვალი, დროის ფუჭი ფლანგვაა. მე კუსას ანდერძს ვასრულებ, მან შენი უსაფრთხოება დამავალა და მეც ვასრულებ.
- გასაგებია.
- მოვედით. ამბობს ის და მანქანას აეროფორტთან აჩერებ, მანქანიდან გადადის და მეც უკან მივყევი.
- და შეყვარებული არ გყავს? ან ვინმე ვისთვისაც შეგიძლია იმ ყველაფრის გაკეთება რასაც მე მიკეთებ?
- მე არავინ არ მყავს.
- არც არავინ არ გიყვარს?
უეცრად გაჩერდა და თვალებში ჩამაჩერდა, მაბნევდა მისი ესეთი მზერა თუმცა არ ვიმჩნევდი.
- კი მიყვარს.
- მერე სად არის ეხლა ის გოგო? რატომ არ არის შენს გვერდით?
ენას არ ვაჩუმებ მე.
- არის. მას სხვა უყვარს.
- რასქვია სხვა უყვარს? შენ რა არ გითქვამს რომ გიყვარს?
- არა. დაბნეული ამბობს ის.
- რა დებილი ხარ. ხომ გეუბნები არა ჩემს თვალთვალს, სჯობს წახვიდე და იმ გოგოს გამოუტყდე სიყვარულში. რაიცი რა ხდება? იქნებ რას გეუბნება.
- კუსა მართალი იყო. უეცრად ამბობს ის და მის ნათქვამზე ვიბნევი.
- კუსა რა შუაშია?
- გამაფრთხილა რომ ძალიან ბევრი ლაპარაკი გიყვარს, ისიც მითხრა თუ რამე ამოიჩემა აუცილებლად აკეთებსო. ჰოო მთავარი, თუ ლაპარაკი დაიწყო ვერაფრით ვერ გააჩუმებო. ბრაზით ამბობს ის და ზურგს მაქცევს.
- რაოო? რა იბოდიალა ეხლა ამან? რამინდაო? ვერაფერი ვერ გავიგე. ხელებს ზემოთ ვწევ და ჩემი ჭკუით ღმერთს ვეკითხები. გონს მალევე მოვდივარ და უკან ავეკიდე.
- დამელოდე მეც მაქეთ მოვდივარ. ანდრო ბიჭო დაყრუვდიი. ვყვირი როდესაც ვხედავ რომ ის გაჩერებას არ აპირებდა.
- შენთან რომ ვინმე მოვიდეს და გითხრას მიყვარხარო, შენ რას იზავ ამ დროს?
მოულოდნელად ჩერდება ის და მის სხეულს ვეჯახები.
- რასქვია მოვიდეს?
- აი შენ ხომ ლევანი გიყვარს?
- ჰო.
- მერე შენთან რომ მოვიდეს ვინმე, ლევანი კი არა სხვა. და გითხრას რომ მიყვარხარო რას იზავ ამ დროს?
- რას ვიზავ და ვეტყვი რომ მე სხვა მიყვარს და მას არ უნდა ქონდეს ჩემი იმედი.
- მაშ მე რატომ მეუბნები წადი და უთხარიო?
- იქნებ იმ გოგოს არ უყვარს.
- უყვარს, უყვარს და მერე როგორ. მას ის მის თავზე მეტად უყვარს, ყველაფერს გააკეთებს მის გამო. მის გამო კაცის მოკვლაც კი შეუძლია, მას ის მთელი გულით და გრძნობით უყვარს. მასზე მეტად არამგონია სიყვარული ვინმეს შეეძლოს. არანაირ ძალას შეუძლია მათი დაშორება და მე ვინ ვარ რომ ისიმი დავაშორო.
არარაობა ვიქნები მათი სიყვარულის დანგრევის მიზეზი, თუ მე გავხდები გესმის?
მათი სიყვარულის გაწყვეტა ცოდვა, ცოდვა. ყველაზე დიდი ცოდვა რისი ჩადენაც ადამიანს შეუძლია.
მხოლოდ ეს მითხრა და წავიდა, დამტოვა ესე პირ დაფჩენილი.
- არა ეს ბიჭი ნამდვილად ვერ არის, ჰო ღმერთო? რაუნდა ვერგავიგე, ესე უნდა რომ იტანჯოს? ამბობს მიყვარსო, შემდეგ ამბობს ვერმივალ და ვერვეტყვიო. ღმერთო გადმოხედე რა მას და უბოძე ერთი გრამი ტვინი მაინც.
ციდვაა ბიჭი ტვინის გარეშე ხომ ხედავ არა?
ჩემს საქციელზე მეცინება და ნაბიჯს მოვუმატე.
- თათა. მესმის ზურგს უკან ბიჭის ხმა და მეც მისკენ ვბრუნდები.
- რომელი ხარ? გაკვირვებული ვუყურებ მას.
- თათ ვერ მიცანი? წყენა იგრძნობოდა მის ხმაში.
- კოლინკა შენ ხარ?
- მევარ ჩემო პატარავ. ღიმილით მეუბნება ის.
- როგორ შეცვლილხარ, იცი გზაში რომ შემხვედროდი გვერდს ისე აგივლიდი, ვერც კი გიცნობდი. ჯერ კიდევ შოკში მყოფი ვეუბნები მას.
- არ ჩამეხუტები? ხელებს შინლის ის და მეც მალევე ვახტები სხეულზე.
- ძალიან მიმენატრე ჩემო გოგოვ. ხელებს მთელი ძალიათ მხვევს ის და თავზე მკოცნის.
კოლია ბოლოს რომ ვნახე სულ რაღაც 20 წლის იყო, ეხლა კი 30 წლის კაცია.
ისეთი შეცვლილი და სხვანაირია, ადრე შავ დალალებს ატარებდა ეხლა კი ნახევრად გადაპარსულო თავი აქვს. მის შავ თმას აქა იქ ჭაღარაც კი შეპარვოდა. საოცრად ჰგავდა მამამის, მასსავეთ ყავისფერი თვალები და ოდნავ კეხიანი ცხვირი აქვს. როდესაც მას ვეხვეოდი, შეგრძნება მქონდა რომ თითქოს მის ადგილას ჩემი კუსა იყო.
მისგან ისეთი სითბო და სიყვარული მოდიოდა რომ ცრემლებიც კი წამომივიდა.
- მეც, მეც ძალიან მენატრებოდი ჩემო კოლინკა. ტირილით ამოვილაპარაკე მე და უფრო მაგრად მოვხვიე ხელები.
- ჩემი თავქარიანი, ისევ რაღაც შარში გაეხვიე არა?
- არ იყო საჭირო შენი ჩამოსვლა, მეც მოვაგვარებდი.
- შენი ამბავი რომ ვიცი უფრო დიდ შარში გაეხვეოდი. სიცილით ამბობს ის.
- როგორ ხარ ძმაო. მალრვე მოვშორდი კოლიას და ეხლა ანდროს გადაეხვია.
- კარგად ძმაო შენ?
- შენი აზრით. ცალ თვალს ჩემკენ აპარებს ანდრო და ისე ეუბნება.
- ვიცი, ვიცი. სიცილით ამბობს კოლია.
- აბა წავედით. ანდრომ ბარგს ხელი მოჰკიდა და ჩვენს წინ გაიჭრა.
- ეს ბიჭი საერთოდ ნორმალურია? ეჭვისთვალით ვუყურებ კოლიას.
- რატომ რამოხდა?
- რაღაც ეჭვი მეპარება მის ნორმალურიბაში.
- მოკლედ ეხლა წავიდეთ ჩემთან სახლში, შემდეგ კი ანდროს კი არა შენს არანორმალურობაზე ვისაუბროთ.
მის ხმაში ბრაზი იგრძნობოდა, მივხვდი რომ რაღავ კარგი არ მელოდა.
ეხლა კი ნამდვილად ვხვდები, რამხელა შეცდომა დავუშვი ჩემი თავქარიანობით.
გზაში ხმა არცერთს ამოგვიღია, ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა ორსართულიან სახლთან გაჩერდა.  სიბნელის გამო ტერიტორიას კარგად ვერ ვხედავდი, მაგრამ როგორც მივხვდი ეს ადგილი სათაფლიის მიმდებარე ტერიტორიაა. მანქანიდან გადმოვედით და სახლში შევედით.
- თათა მიუხედავად ჩემი შენდამი დიდი პატივისცემისა, ამჯერად საკმაოდ შეტოპე. შესვლისთანავე იწყებს დიალოგს კოლია.
- კი მაგრამ.
- ვიცი რომ მან შეურაწყოფა მოგაყენა, ისიც ვიცი რა არამზადა და ნაბი***რია.
მაგრამ არ შეიძლება შენი სიცოცხლის ესეთ საფრთხეში ჩაგდება.
შენს თავზე თუ არ ფიქრობ იმათზე იფიქრე ვინც შენს უკან რჩება.
დედაშენზე, მამაშენზე შენ და-ძმაზე, შეყვარებულზე მეგობრებზე, ბაბუაშენზე. წარმოგიდგენია მაინც რა მოუვა ბაბუაშენს, შენ რომ რაიმე დაგიშავდეს?
ჩემზე, ჩემზე რატომ არ ფიქრობ? შენ ერთადერთი ხარ ვინც კუსასგან დამრჩა. შენ არამარტო მამაჩემის ნათლული, არამედ ჩემი დაც ხარ გესმის? შენ იცი მაინც შენს გამო რისი გაკეთება შემიძლია.
ყოველთვის არაადეკვატური იყავი, თუმცა არასოდეს დგამდი დაუფიქრებენ ლაბიჯებს. ხვდები თუ როგორ შეიცვალე? მაინტერესებს რა არის შენი ესეთი შეცვლის მიზეზი?
ვიცოდი რასაც კოლია ამბობდა სრული სიმართლე იყო, მიჭირდა აღიარება იმისა რომ საშინლად შევიცვალე. არასოდეს მჩვევია ესეთი რაღაცეების გაკეთება რასაც ეხლა ვაკეთებ. თუმცა, თუმცა ჩემს შეცვლასაც აქვს მიზეზი.
- იცი მე.
- მხოლოდ მიზეზი მაინტერესებს. მკაცრი ხმით ამბობს ის.
- არამაქვს მიზეზი. თავდახრილი ვამბობ მე.
- თათა წყობიდან ნუ გამომიყვან, მითხარი რა არის მიზეზი?
- მიზეზი არ არსებობს. ხო შევიცვალე ვაღიარებ შევიცვალე, მეც ადამიანი ვარ გესმის? მეც მაქვს გრძნობები მეც მტკივა, მტკივა გესმის? ყველაზე მეტად მე მტკივა კუსას აქ არ ყოფნა. მტკივა მის გარეშე გატარებულო ყოველი დღე, ვერ ვძლებ გესმის? მის გარეშე არ შემიძლია, არ შემიძლია ვიყურო ქვეყანას სადაც ის არ არის.
იცი რამდენჯერ მინატრია სიკვდილო? იცი რამდენჯერ მიცდია თვითმკვლელობა? მაგრამ ვერ გავბედე, იცი რატომ ვერ გავბედე? იმიტომ რომ ლაჩარი ვარ, ლაჩარი გესმის? ც კი არ შემიძლია.
ამიტომ გადავწყვიტე უსამართლობას ვებრძოლო, ვებრძოლო ხალხს ვინც ჩემს ახლობელ ნათესავებს რაიმეს უშავებს.
ხო მე არაადეკვატური გავხდი, მხოლოდ იმიტომ რომ ამდენ უსამართლობას ვაწყდები წვეყანაში.
ვყვირი ცყობიდან გამოსული და მის ფეხებთან ვეცემი.
- დამშვიდდი გთხოვ ნუ ტირი. ჩემთან იხრება კოლია და თავზე მკოცნის.
- ვიცი როგორ გიჭირს მის გარეშე, მაგრამ უმდა შეეგუო. უნდა შეგუო გესმის? ცხოვრება გრძელდება თათა.
- არ მინდა მე ესეთი ცხოვრება, სადაც მასზე წარსულში უნდა ვილაპარაკო.
- მოდი ჩემთან. ხელებს ძლიერად მხვევს და ფეხზე მაყენებს.
შემდეგ, შემდეგ აღარაფერი მახსოვს.
გონს უცხო ოთახში მოვდივარ, თავი ძვლივს წამოვწიე და საწოლზე წამოვჯექი.
ვფიქრობდი ჩემს განვლილ ცხოვრებაზე, რატომ ვცოცხლობდი საერთოდ? რის გამო? ოჯახის გამო, თუ ლევანის გამო? განა შეუძლიათ მათ ჩემი ატანა, ხომ შეიძლება მათაც მობეზრდეთ ჩემი ესეთი ხასიათი.
ხომ შეიძლება ერთ დღეს ლევანმა დამტოვოს, ან ჩემებმა ჩემზე უარი თქვან.
გადავიტან კი მათ უარს, გავუძლებ კი ამდენს.
გოგსიკა მართალია დროა მეც ჩემს ცხოვრებას მივხედო, დროა დავივიწყო მტრობა და შუღლი.
მხოლოდ ერთს მივხვდი ცხოვრებაში.
როგორც არ უნდა ვეცადო, ყველასთვის კარგი ვერ ვიქმები. ამიტომ ვიქნები ის ვინც ვარ, არ ვეცდები შევიცვალო სხვის გამო. რადგან თუ მათ ნამდვილად ვუყვარვარ ისეთივეს მიმიღებენ როგორიც ვარ.
- დილამშვიდობის.
ფიქრებიდან ანდროს ხმას გამოვყავარ.
- დილამშვიდობის.
- საუზმე მოგიტანე. საწოლზე ლანგარს მიდებს და იქვე ჯდება.
- მადლობა. ღიმილოთ ვეუბნები მე როდესაც თვალი, ლანგარზე დაწყობილ ჩემს საყვარელ ყიყლიყოებს და ფორთოხლის წვენს მოვავლე.
- ვიცი რომ გიყვარს. თავდახრილი ამბობს ის.
- მაპატიე, ვიცი გუშინ შენს მიმართ არ ვიყავი მართალი. მე არამაქვს უფლება განვსაჯო შენი ცხოვრება. მართალი ხარ, ზოგჯერ სჯობს გავჩუმდეთ და ჩვენი გრძნობები გულში დავმარხოთ.
- თათა, ლევანი გიყვარს?
- მიყვარს, მიყვარს როგორ არ მიყვარს.
ჩემი გრძნობები მის მიმართ ისეთი ძლიერი არის, რომ მეშინია ამ სიყვარულმა არ გამაგიჟოს.
მეშინია ჩემმა მისდამი სიყვარულმა მას არ დამაშოროს.
- შეგიძლია მის გამო რაიმე სიგიჟე გააკეთო?
- ნებისმიერი სიგიჟის ჩადენა შემიძლია.
- და მას? მას ისევე ძლიერ უყვარხარ როგორც შენ გიყვარს?
- არვიცი, სიმართლე გითხრა არ ვიცი. მგონია ჩემი სიყვარული იმდენად დიდია რომ ორივეს გვეყოფა.
- გაუფრთხილდი თათა, გაუფრთხილდი.
ლევანი კარგი ბიჭია. დარწმუნებული ვარ მასთან ბედნიერი იქნები.
- ვუფრთხილდები.
- მე დაგტოვებ, გემრიელად მიირთვი. ფეხზე დგება და ნაღვლიანი მზერით მიყურებს.
- კოლინკა სად არის? კართან მდგომს ვაჩერებ.
- შენს საქმეებზე წავიდა, მალე დაბრუნდება.
მხოლოდ ამას ამბობს, შემდეგ კი კარში უჩინარდება.
საუზმეს მალევე მოვრჩი, იქვე დაწყობილ ჩემს ტანისამოს ხელი დავავლე და აბაზანაში შევედი.
როდესაც ტანსაცმელს ვიხდიდი, სარკეში თვალი ჩემს ანარეკლს შევავლე.
ჩემი თეთრი კანი სულ გაყვითლებულიყო, არ ვიცი რა იყო მიზეზი თუმცა მომწონდა. თეთრ კანზე მეტად ყვითელი ფერი მომწონდა.
წყლის მოშვებას ვაპირებდი როდესაც მარჯვენა ხელი საშინლად ამტკივდა, ხელს საერთოდ ვერ ვიმორჩილებდი. მორჩილებას თავი დაანებე საერთოდ ვერ ვგრხნობდი. ტკივილმა მალევე გამიარა, ყურადღება დიდად არ მიმიქცევია რადგან, ყველაფერი ძველ მოტეხილობას დავაბრალე.
წყალი მალევე გადავივლე, სუფთა ტანსაცმელი ჩავიცვი და ოთახი დავტოვე.
კიბესთან ვიდექი როდესაც მისაღებიდან ხმა მომესმა, არასოდეს მიყვარდა სხვისი მოსმენა თუმცა ეხლა რატომღაც შევჩერდი.
- ვიცი რომ გიყვარს ანდრო, ვიცი რა ძნელია მის გვერდით იყვე, როდესაც ის სხვისდამი სიყვარულზე გესაუბრება.
- ნეტავ მანამდე შევხვედროდი სამან ის სხვას გაიცნობდა. იცი როგორი ძნელია როდესაც ვისმენ, თუ რა გრძნობით ლაპარაკობს მასზე. შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს რას ვგრძნობ მაგ დროს.
გული ორად მეყოფა, გესმის? მინდა ავდგე და ვუთხრა, თუ როგორ ძლიერ მიყვარს მაგრამ არ შემიძლია, არ შემიძლია ამის აღიარება. ვიცი ეტკინება, ჩემი ტკივილიც ეტკინება. არ მიმდა მას რაიმე სტკიოდეს. მინდა ბედნიერი იყვეს, თუნდაც ჩემს გარეშეც.
არვიცი ანდრო ვისზე საუბრობდა, თუმცა ვხვდები რას გრძნობს და განიცდის ის ეხლა. საშინელებაა გიყვარდეს და ვერ ეუბნებოდე, რადგან მას სხვა უყვარს.
მათი მოსმენა აღარ გამიგრძელებია, მისაღებში შევედი და ღიმილით მივესალმე ორივეს.
- თათა. დაბნეული მეუბნება კოლია.
- ჰო მე ვარ, რანაირად მიყურებთ?
- რანაირად?
- თითქოსდა მოჩვენება დაინახეთი. სიცილით ვამბობ მე და სამზარეულოსკენ მივდივარ წყლის დასალევათ.
- თათ ყველაფერი მოვაგვარე, მამაჩემის მეგობრებს შევხვდი და ისინი მიხედავენ ამ საქმეს.
სასამართლოდან სარჩელიც გამოვატანინე შენს ადვოკატს, სჯობს ეს ყველაფერი პოლიციამდე არ მივიდეს. ხომ იცი არა მათ ეს არ მოეწონებათ.
- მადლობა კოლი. მაპატიე ჩემი დაუდევრობით ამხელა შარში რომ გაგხვიე.
- ეგ მეორედ არ თქვა. კარადიდან ჭიქა გამოვიღე და ონკანის წყალი ჩავასხი. ისა ტუჩებთან უნდა მიმეტანა დასალევად როდესაც, ისევ წამიერი ტკივილი ვიგრძენი ისევ იმ ხელში და ჭიქა ხელიდან გამივარდა.
- თათ კარგად ხარ? მალევე მომვარდა კოლია.
- ისა კიი კარგად ვარ, უბრალოდ ხელიდან გამივარდა. დაბნეული ვამბობ მე და თვალი ნამსხვრევებს გავუსწორე.
- კარგი წამო. წელზე ხელი მომხვია და მისაღებისკენ წამიყვანა.
- მადლობა ყველაფრისთვის კოლი, შენს ამაგს ვერასოდეს გადავიხდი. ოდნავ წვერიან ლოყაზე ვკოცნი და თავს გულზე ვადებ.


უკვე ივლისის ბოლო რიცხვებია, დრო როგორ სწრაფად გადის არა?
ჩემი პრობლემები მოგვარდა, კუსას მეგობრებმა ყველაფერი გაარკვიეს და იმ კაცმაც თავი დამანება.
ამ ყველაფრის შესახებ არავისთვის გვითქვამს, მხოლოდ მე ანდრომ და კოლიამ ვიცოდით. არ მინდოდა ლევანისთვის მეთქვა და შარში გახვეულიყი.
ჰო მე და ლევანი ძალიან კარგად ვართ, ყოველ დღე ერთად ვართ. არარსებოს დღე როცა ერთმანეთს ვერ ვნახავთ.
ერთმანეთს ძალიან კარგად შევეწყვეთ, თუმცა ქორწინებაზე ჯერ არ ვფიქრობ. მიუხედავად იმისა რომ ის მომენტს არ უშვებს ამაზე რომ არ მითხრას, მე მაინც თხასავით ჯიუტი ვარ და სულ უარს ვამბობ.
მამასთან ყველაფერი მოვაგვარე, შევრიგდით. ისევ ისეთი ურთიერთობა გვაქვს როგორც ადრე,  ჩემებს ლევანიც გავაცანი ყველას ძალიან მოეწონათ და შეიყვარეს.
მართალია ჩვენს შეხვედრაზე ბაბუ არ იყო თუმცა, ბაბუმ ისედაც იცოდა ვინ იყო ლევანი. მან ხომ ის პირველმა გაიცნო.
ანდრო, ანდრო ჩემს თვალთვალს ისევ არ წყვეტს. ყოველთვის უკან დამყვება, მიუხედავად ჩემი თხოვნისა რომ ეს შეწყვიტოს, ის ჯიუტად მაინც არ წყვეტს.
კოლია ისევ უკან დაბრუნდა, აქ აღარაფერი დამრჩენია, თუ რამე დაგჭირდეს დამიკავშირდიო და გაფრინდა.
დედა, ნუკა და ჯაბა ამერიკაში წავიდნენ. რადგანაც ჯაბას იქ ძალიან კარგი სამსახური შესთავაზეს, დათანხმდა და ოჯახიც წაიყვანა.
მართალია მიჭირდა მათ გარეშე თუმცა სხვა გზა არ მქონდა.
გიგსიკასკენ ყველაფერი კარგად არის, ის ისევ უკან გერმანიაში დაბრუნდა.
სამუდამოდ არა დროებით, საქმესთან დაკავშირებით იმედია მალე დაბრუნდება.

დღესაც როგორც ყოველთვის მე და ლევანმა საღამო ერთად გავატარეთ, საღამოს სახლში ვბრუნდებოდით როდესაც ზაფხულის წვიმამ მოგვისწრო. მე როგორც ყველაზე არაადეკვატურმა ადამიანმა, მიმავალი მანქანის კარი გავხსენი და გარეთ გადავხტი. მიყვარდა წვიმა მხოლოდ ზაფხულის.
- ლევან წამოდი ვიცეკვოთ.
- გაგიჟდი თათა, დაჯექი თორემ გაცივდები.
- გთხოვ მხოლოდ ერთხელ. იცი როგორ მინდოდა სულ წვიმაში ცეკვა.
- კარგი. მალევე მთანხმდება ის და მანქანიდან გადმოდის
- როგორი რომანტიულია არა.
- რა?
- მე შენ, მთვარე, ვარსკვლავები და წვიმა.
- იცეკვე, იცეკვე ლევან.
- ნამდვილი შეშლილი ხარ თათა. ღიმილით ამბობს ის და ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
ისე თბილად და მომთხოვნად მიკოცნიდა, ჯერ ერთ ხოლო მერე მეორეს ტუჩს რომ გონებას მაკარგვინებდა.
მისი ყოველი მოძრაობა, შეხება მაბნვდა.  როდესაც მას ვხედავდი, ტვინი მუშაობას წყვეტდა. მასთან სულ ისეთი ბავშვური და ლაღი ვიყავი, მიკვირდა როგორ შემეძლო ეს ყველაფერი.
ტვინი საბოლოოდ გამეთიშა და მთლიანად მას მივენდე, ვერც კი ვხვდებოდი თუ რამდენად ძლიერად შეიძლებოდა შემეტოპა. მე მას ვენდობოდი, საკუთარ თავზე მეტად ვენდობოდი და ვიცოდი რომ ის არასოდეს ჩაიდენდა, რაიმე ისეთს რითიც მე მეტკინებოდა.
- თათა ცოლად გამომყვები. უეცრად შორდება ჩემს ტუჩებს და ჩემს წინ იმუხლება.
- ლევან კარგი რა, ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ ეს ყველ....
სათქმელი უცებ მიწყდება როდესაც, ლევანმა ზურგზე გამიდო.
- რას აკეთებ გაგიჟდი. დამსვი, დამსვი იცოდე თორემ ვიკივლებ. მის დაშინებას შევეცადე თუმცა სულ ტყუილად.
- მამაჩემი მასწავლიდა, რამოდენიმე უარის შემდეგ თუ ისევ უარი მიიღე. არ დანებდე, ისევ სთხოვე თუ ისევ უარი მიიღე მაგდროს სჯობს აიღო და წაიღოვო.
ხარხარით ამბობს და საჯდომზე ხელს მირტყამს.
- ვაიმე ხალხნოო მიშველეთ მიტაცებენ.
ვყვირი ბოლო ხმაზე თუმცა უშედეგოთ.
- შენ ეხლა მიშველეთ კი არა მეშველაო უნდა ყვიროდე. მანქანის კარს აღწბს და სავარძელში მსვავს, ღვედს მიკეთებს და კარი რომ არ გავაღი თავს იზღვევს და კეტავს.
- ლევან გეფიცები გცემ, იცოდე ეს არ გააკეთო.
თვალების ქაჩვით ვამბობ მე, მაგრამ მას ჩემს საქციელზე მხოლოდ ეცინება.
- შენთუ არ გცემო ნახავ. გაბრაზებული ვამბობ მე და თავს საქარე მინას ვადებ.
- სას მივდივართ? რამოდენიმე საათიანი დუმილოს შემდეგ ხმას ვიღებ.
- გაინტერესებს?
- არა უბრალოდ გკითხე, იქნებ იქედან გამოსაქცევი გეგმა გზაშივე დავსახო.
- მარტვილში.
- მარტვილში? რამინდა მარტვილში?
- იქ დედული მაქვს. ასერომ  პირველი ღამე მარტვილში გექნება. ბოლო ხმაზე ხარხარებს ის.
 - ღმერთო რა შეგცოდე ესეთი, პირველი ღამე სამეგრელოში რომ მაქვს.  მოიცა რაო? პირველი ღამეო, თან მარტვილშიო. მხოლოდ ეხლაღა გავაცნობიერე ლევანის ნათქვამი და თვალები შუბლზე ამივიდა.
- ეხლავე მოაბრუნე მანქანა.
- ვერ მოვაბრუნებ უკვე მოვედით.
მანქანას შავი დიდი ჭიშკრის წინ აყენებს.
- არ გადმოხვალ?
- არა გმადლობ მირჩევნია აქ დავრჩე. ხელები ერთმანეთზე დავიწყვე და თავი უკან გადავაგდე.
- შენი ნება.
მანქანიდან გადადის ის და სიბნელეში მალევე უჩინარდება.
- მოიცადე ლევან, სად მიდიხარ?
ღვედი საჩქაროდ შევიხსენი და მანქანიდან გადავედი.
- ლევან სადხარ? სიბნელეში მიჭირდა ადამიანის სილუეტის დანახვა.
- აქვარ. მალევე მომხვია ზურგსუკან ხელები და როგორც ჩვევია, ყურის ბიბილოსთან სველი კოცნა დამიტოვა.
- შემაშინე. მისკენ ვბრუნდები.
- კარგი წამო შევიდეთ.
- ლევან იქნებ არღირს, ჯერ ადრე ხომ არ არის. ჩვენ ხომ ჯერ....
სათქმელი ისევ არ დამასრულებინა და ბეჭებზე გამიდო.
- ჭაობისფერთვალება კი არა ნამდვილი მწვანეთვალება მუტანტი ხარ.
- შენ კიდევ ჯიუტი მაიმუნი.

ისტორია ჯერ არ დასრულებულა თუმცა მინდ აგითხრათ რომ მალე დასრულდება, ველოდები თქვენს შეფასებებს.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი Lia

Sauketezo motxrobaa.zalian gamaxare axali tavit❤❤❤

 



№2 სტუმარი მარი. ელ❤

ეს რეები მოხდაა აუ ვიცოდი რა ანდრომ რო ვითომ სხვა გოგოზე დაიწყო საუბარი ვიცი რო თათა უყვაარს კოლიამაც კი იცის მეგონა თათა მიხვდებოდა მარა მათ მისი სახელი არ უხსენებიათ და ვერ მიხვდაა:( ძაან შემეცოდა ანდროო ჯერ ბავშვობაში გადატანილის და ახლა თათასადმი ცალმხრივი სიყვარულის გამო:( არც იმას ველოდი თათამ რო აღიარა სუიციდის მცდელობაზეე მოკლედ ამოტრიალდა ყველაფერიი და დალაგდა ნახევრაად:) იმ წამიერად ატკიებულ ხელსაც ავღნიშნავ და ვიტყვი რო დამაეჭვაა იმედია ცუდი არაფერიაა:) ბოლო მომენტმა კი ძაან გამამხიარულაა ლევანიკოს ეს საქციელი მოულოდნელი იყო ჩემთვის და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი❤ გამიგრძელდა სიტყვა მაგრამ მინდოდა ამჯერად ყველაფერი აღმენიშნა რამაც შთაბეჭდილება მოახდინა❤❤❤

 



№3  offline წევრი gogona migraciidan

სტუმარი Lia
Sauketezo motxrobaa.zalian gamaxare axali tavit❤❤❤


ქალბატონო ლია ძალიან მახარებთ თქვენი კომენტარებით❤❤

მარი. ელ❤
ეს რეები მოხდაა აუ ვიცოდი რა ანდრომ რო ვითომ სხვა გოგოზე დაიწყო საუბარი ვიცი რო თათა უყვაარს კოლიამაც კი იცის მეგონა თათა მიხვდებოდა მარა მათ მისი სახელი არ უხსენებიათ და ვერ მიხვდაა:( ძაან შემეცოდა ანდროო ჯერ ბავშვობაში გადატანილის და ახლა თათასადმი ცალმხრივი სიყვარულის გამო:( არც იმას ველოდი თათამ რო აღიარა სუიციდის მცდელობაზეე მოკლედ ამოტრიალდა ყველაფერიი და დალაგდა ნახევრაად:) იმ წამიერად ატკიებულ ხელსაც ავღნიშნავ და ვიტყვი რო დამაეჭვაა იმედია ცუდი არაფერიაა:) ბოლო მომენტმა კი ძაან გამამხიარულაა ლევანიკოს ეს საქციელი მოულოდნელი იყო ჩემთვის და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი❤ გამიგრძელდა სიტყვა მაგრამ მინდოდა ამჯერად ყველაფერი აღმენიშნა რამაც შთაბეჭდილება მოახდინა❤❤❤


შენ არიცი როგორ მიხარიხარ❤
ძალიან მიხარია რომ კითხულობ და ყველა თავზე შენი ახალ ახალი კომენტარები მხვდება❤
მოკლედ მინდა გითხრა რომ შენ ძალიან მიყვარხარ მეე❤❤

 




ყოჩაღ!ძალიან ძალიან კარგად წეერ heart_eyes

 



№5  offline წევრი gogona migraciidan

მწვანეთვალებაგოგო
ყოჩაღ!ძალიან ძალიან კარგად წეერ heart_eyes


ძალიან დიდი მადლობა❤

 



№6 სტუმარი მარი. ელ❤

მეც ძალიან მიყვარხარ საყვარელოო მაგარი გოგო ხაარ❤

 



№7  offline წევრი gogona migraciidan

მარი. ელ❤
მეც ძალიან მიყვარხარ საყვარელოო მაგარი გოგო ხაარ❤


მადლობაა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent