შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი, დღეს ჩახუტების დღეა.. 3


5-02-2018, 22:10
ავტორი ანუშირვანი
ნანახია 112

იცი, დღეს ჩახუტების დღეა.. 3

გაოცებული და უზომოდ ბედნიერი შევყურებდი თაიგულს . ვაზა მოვიტანე და ყვავილები ჩავალაგე, შემდეგ მობილური ავიღე და დემეს შეტყობინება გავუგზავნე : ,,მადლობა, საოცარი დილისთვის.. შენი ლავანდის გოგონა ‘’ პასუხი მომივიდა : ,,თავად ხარ საოცრება“
ჩავიცვი, ერთად ვისაუზმეთ და სკოლისკენ გავწიეთ. გაკვეთილების მერე რეპეტიტორებთან ვიყავით. ბოლოს სანდრექსას გავუარე ,,რაგნაროკი“ დაიდოო და გახარებული იყო . ერთად ვუყურეთ. მთელი დღე ჩემს წუწუნს უსმენდა : ,, ამხელა ღმერთკაცი ცალთვალა როგორ დამიტოვესთქო??“ კიდევ მოვასწარიტ რამდენიმე კინოსესია და სახლში დავბრუნდი. ნელ-ნელა ახალიწლის არდადეგები გვიახლოვდებოდა . სამზადისში გავერთეთ . ვგეგმავდით , რომ ერთად წავსულიყავით სადმე , თუნდაც ზამთრის რომელიმე კურორტზე . პარასკევს კვლავ ,,ჩვენს“ კაფეში შევიკრიბეთ: მე დემე, ტყუპები, თორნიკე , მარიამი და კესო ვსაუბრობდით ფილმებზე, წიგნებზე , მსახიობებზე .. თემას რა გამოგვილევდა.
-ბოლო-ბოლო, სად მივდივართ არდადეგებზე ? - ინტერესით იკითხა თამუნამ და თვალების ფახულით გადმოგვხედა.
-არვიცი, ბაკურიანს ვფიქრობ - ვუთხარი და ბავშვებს მივუბრუნდი- თქვენც წამოდით
-სად ? -იკითხა თორნიკემ და თამუნას გახედა
-ახალიწლის არდადეგების გატარებას ერთად ვაპირებთ , სადმე .. ამდროისთვის შესაფერ ადგილზე..
-სიამოვნებით წამოვალ, რას იტყვით გოგოებო?
-მე ვერ წამოვალ დედასთან ერთად მივდივარ გუდაურში- მოწყენილმა ჩაილაპარაკა კესომ.
-შენ მარიამ ?-იკითხა გიომ და ინტერესით მიაჩერდა მარიამს.
-მე მცალია, სიამოვნებით წამოვალ ...
-ძალიან კარგი .. ერთი იდეა მაქვს - თქვა დემემ და მე გამომხედა- ნუ , ბაკურიანი და გუდაური არვიცი, მაგრამ თუ წინააღმდეგები არ იქნებით და სურვილი გექნებათ, შემიძლია სვანეთში წაგიყვანოთ ჩემთან ..
-სვანეთში ?? სერიოზულად?? - გახარებულმა წამოვიყვირე
-ხო, სერიოზულად- გაიცინა- სახლი მაქვს, კარი მაქვს, არავინაა იქ , ხანდახან ჩავდივარ და გამიხარდება თუ ჩემთან ერთად აახმიანებთ სახლს..
-არ ვარ სვანეთში ნამყოფი, სიმართლე გითხრა , უკვე ოცნებად მქონდა ქცეული- თვალებგაბრწინებულმა ვთქვი და დემეს ხელი ჩავჭიდე.
-შენს ყველა ოცნებას ახდენა უწერია , ნინია ! - ჩაიჩურჩულა და შუბლზე ნაზად მაკოცა. ვიგრძენი , როგორ ამიწითლდა ლოყები, მისმა კომენტარმაც არ დააყოვნა- ვგიჟდები შენს წითელ ლოყებზე..
-ჰეი, გვრიტებო, ჩვენც აქ ვართ! - ჩაიხითხითა გიომ - ანუ , ყველა თანახმა ხართ სვანეთზე ?
-რათქმაუნდა.. - ერთხმად ჩაილაპარაკეს .
-ძალიან კარგი , რადგან არდადეგები დღეს დაიწყო , ხვალ მოემზადეთ , თუ რაიმე გინდათ იყიდეთ და კვირას გავიდეთ დილით. ჩემი მანქანით წავიდეთ.
-კარგი- ტაში შემოკრა თამუნამ-თორნიკე, არგინდა რამე შეგვისრულო გიტარაზე ?
-სიამოვნებით, რას შეუკვეთავთ , მადმუაზელ ?- ხელზე ეამბორა თამუნას და მწვანე თვალები შეანათა .
-აი , ის სიმღერა მინდა ... აუ , სახელი არ მახოვს .. ,,მე თურმე ანგელოზი შემიყვარდა...“-სიმღერა წაიღიღინა და ყველა მივხვდით , რაზე იყო საუბარი.
-კარგი ქალბატონო თამარ , ნება თქვენია - თქვა თორნიკემ და გაიჟღერა პირველმა აკორდმა , მალე თოკოს ხმაც აჰყვა:

მოღუშულა მთვარე
დაფიქრებულა ღამე,
და პატარა ვარსკვლავები
ჩამოკიდებულან ცაზე.
მე დღეს მანათებს
ციდან მოსული სხივი,
მე შენ მიყვარხარ,
თურმე ვყოფილვარ გიჟი.
მე თურმე ანგელოზი შემიყვარდა,
ნატვრის ხესთან რომ ჩავიფიქრე,
და ნელ ნელა ოცნებაც ახდა
და დღეს ჩემი ხარ შენ
მთვარეს შევხედე
დაგინახე შენ,
შენმა ღიმილმა
მე დამანახა მზე.
მე თურმე ანგელოზი შემიყვარდა,
ნატვრის ხესთან რომ ჩავიფიქრე,
და ნელ ნელა ოცნებაც ახდა
და დღეს ჩემი ხარ შენ.
უკანასკნელი აკორდი აიღო და თვალებ აციმციმებულმა შეხედა თამუნას. გიტარა გადადო და თითები მის თხელ თითუნებში ახლართა .
-ასეთი კარგი მომღერალი თუ იაყავი , არ ვიცოდი ..-ჩაილაპარაკა აწითლებულმა
-კიდევ ბევრი რამ არიცი, მაგრამ მალე გაიგებ - თვალი ჩაუკრა და გაუღიმა
საღამომ მშვენივრად ჩაიარა , მალე დავიშალეთ. იმდღეს თამუნა ჩემთან დარჩა . მთელი ღამე ვლაპარაკობდით , დილით ჩაგვეძინა . 12 საათი იყო დედამ გაგვაღვიძა . ვისაუზმეთ და საშოპინგოდ წავედით. თბილი ტანსაცმელები და სხვადასხვა აქსესუარები ვიყიდეთ, შემდეგ გიოს გავუარეთ, რომელიც როგორც ყოველთვის ფილმს უყურებდა.
-სამართლიანობის ლიგა ?? სერიოზულად ? -ცხვირ აბზუებულმა ჩავილაპარაკე
-რატო არა ? რასუწუნებ ? - გაკვირვებულმა მკითხა
-კარგი რა , მარველს ვერაფერი შეედრება ! დისი ? ახლოსაც ვერ მივა !- ნიშნის მოგებით ვუთხარი და მეტი ეფექტისტისთვის თვალი ჩავუკარი
-ოოჰ , ნაყურები ხომ გაქვს ? რას ერჩი დისის კომიქსებს ?
-კი, ვუყურე , თუმცა არ მომეწონა . ჯერ ერთი , მხოლოდ საათ ნახევრიანია, მერე მეორე ამდენი სუპერ გმირები არიან და ,,სუპერ მენის“ გარეშე ვერაფერს აკეთებენ .. მესამე - ბეტმენი საერთოდ არ მომწონს , მანდ მითუმეტეს , ვერ მოძრაობს .. ნუ ქალ საოცრებაზე და მომოაზე შეიძლება ვიდავოთ - ჩაფიქრებულმა ვთქვი ბოლო სიტყვები
-თქვენ უნდა მომკლათ ?- წამოიყვირა თამუნამ , რომელიც ამ დროის მანძილზე ხან მე მიყურებდა ხან გიოს - სულ ამ კომიქსებზე როგორ უნდა კინკლაობდეთ ?
-არ ვკინკლაობთ, უბრალოდ ტყუპს ავუხსენი რომ მარველი საუკეთესოა !!
-კარგი , მორჩით , ვჭამოთ და ჩავბარგდეთ- გვითხრა თამუნამ და სამზარეულოში გავიდა . მე და გიოც უკან მივყევით. მალევე გავედი სახლში . მე და დედამ ნამცხვარი გამოვაცხვეთ. ყველაფერი მოვუყევი , ნუ აქამდეც ნათქვამი მქონდა , მაგრამ დაწვრილებით ვუთხარი ყოველივე , რათა არ ენერვიულა ან ეჭვი არ შეპარვოდა რაიმეში
-ანუ , დემეს მანქანით მიდიხართ , მის სახლში ?
-აჰამ ..
-სვანეთში ? ამხელა გზაზე ? თოვლიან გზებზე ? - ნერვიულად ჩაილაპარაკა და ნამცხვარი დაჭრა.
-კაი რა დედუ , გპირდები ჭკვიანად ვიქნები , ხოიცი მე როგორი ,,დასტოინი“ ბოშუნა ვარ - ჩავიხითხითე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე
-ეჰ , შენ რა დაგაჭკვიანებს - სიცილით მითხრა .
ტანსაცმელი და საჭირო ნივთები ჩავალაგე . მაღვიძარა დავაყენე , თავი მოვიწესრიგე და საბანში გავეხვიე. თვალი ვერ მოვხუჭე, ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი. სვანეთი ! ჩემი სვანეთი ! როგორ მინდოდა იქ წასვლა . რატომღაც მთელი საქართველო მაქვს მოვლილი და იქ არასდროს ვყოფილვარ .. თვალი დავხუჭე და წარმოვიდგინე როგორი იყო დათოვლილი უშგული , თოვლის ქათქათა საბანში გახვეული კოშკები .. ამ ფიქრებში ვიყავი , მობილურმა რომ დაიწკრიალა . ,,ძილინებისა ..“ ,,ტკბილი ძილი“ დავუბრუნე პასუხი და გადავეშვი მორფეოსის სამყაროში.


ჩემო მკითხველებო <3 არ მეპატიება , დავაგვიანე ( ნუ ვინც ელოდებოდით) ესეც მესამე თავი .. ორ თავში დავამთავრებ ვფიქრობ <3 ნუ დაიზარებთ, დააკომენტარეთ ! <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი ნინო ქაჯაია

მალე დადებ IV თავს???? ძალიან კარგია და ძალიან ველოდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent