შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ვარდი (თავი მეექვსე)


5-02-2018, 22:44
ავტორი ლათინო
ნანახია 600

თეთრი ვარდი (თავი მეექვსე)

-თვალები დაახამხამე თორემ ცოტახანში გადმოგცვივდება!
-შენ? აქ? ჰა?
-მე! აქ! ვცხოვრობ!
-მოიცა ერთი წამით! ანუ მართლა შენს ეზოში გამიჩერე მანქანა და მეც შენს ეზოში დავდიოდი კრუგებზე? და მე დებილს მეგონა რო სახლში მივდიოდი?
-რო დაგეთანხმო მეტყვი დებილი მიწოდეო და ამიტომ არაფერს ვიტყვი!
-სად ვართ?
-სახლში!
-მისამართი შე დეგენერატო!
-აპ აპ! ახლა ზედმეტები ნუ მოგივა მია!
-მია? ჩემი სახელი საიდან იცი? მე გითხარი და არ მახსოვს?
-არა შენ არაფერი გითქვამს! ჩემით გავარკვიე ყველაფერი შენზე! ვიცი რომ გყავს ერთი ძმა და ოთხი გამორჩეული მეგობარი! შენს ძმას თორნიკე ჰქვია და შეყვარებული ჰყავს ნინო ჰქვია! სხვათაშორის კარგი გოგოა,ერთად გავიზარდეთ! ჩემი დეიდაშვილია და მაგ პონტში! ხო იმ მეგიბრებიდან ერთი ცოტახნისწინ გაიცანი დემეტრე ჰქვია, დანარჩენ სამს კი სალომე,გიორგი და თაკო. დემეტრე თაკოს ბიძაშვილია,ის და სალომე ცდილობენ ურთიერთობა ააწყონ! გიორგი და თაკო ერთად არიან,ეგ შენი და შენი ძმის დამსახურებაა თორე კიდე ვერ ეტყოდნენ ერთმანეთს! ჰო კიდევ პირი დახურე თორემ ბუზებმა დაიდეს ბინა,მე კი არ მინდა რომ შენს ტუჩებს ჩემს გარდა ვინმე ან რამე ეხებოდეს იმიტომ რომ შენ ჩემი ხარ! კიდევ გაინტერესებს რამე? ცინიკური ღიმილით მიაშტერდა გოგონას.
-შენ? საიდან? ჰა?
-ვახ ჩემი! მე! ჩემით! გავარკვიე ყველაფერი!
-ყველაფერი კარგი მაგრამ მე შენი არ ვარ!
-აბა ვისი ხარ?
-დედიკოსი და მამიკოსი! დაეჭყანა გოგონა.
-ეგ არაფერი! გაგიყოფთ როგორმე!
-თუ მორჩი ლაყბობას მითხარი სად ვარ რომ ტაქსი გამოვიძახო და წავიდე!
-არ გიყვარვარ?
-ჰა? თავი რამეს მიარტყი?ადამიანო დღეს გნახე პირველად! აზრზე არ ვარ ვინ ხარ და რატომ ფიქრობ რომ უნდა მიყვარდე?!
-ოჰ! ადამიანოთი მომმართე! ჩვენს ურთიერთობაში პროგრესია!
-ღმერთო შენ მიშველე!
კარგი აღარ ვხუმრობ! მართლა მითხარი სად ვართ და წავალ!
-წახვალ აბა რას იზამ! მაგრამ რომ შეგიყვარდები მერე!
-მიყვარხარ კი არა ვგიჟდები შენზე! აჰა კმაყოფილი ხარ? გამიშვი ახლა რაა!
-დამიმტკიცე და კიბატონო!
-ანუ?
-რავი! საქციელით დამიმტკიცე შენი სიტყვები! მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-ეგ როგორ?
-მაგალითაად.... ეშმაკურად გაუღიმა ბიჭმა.
-რა?
-ვერაფერი მოიფიქრე?
-ვერა!
-ძალიან კარგი!ამ ღამით ჩემთან რჩები! კმაყოფილმა ჩაილაპარაკა,გოგონამ კი თვალები ჭყიტა და ბიჭს ახედა.
-თვალები თქო!
*******
-ვაი! დავიღალე! აქოშინებული მიეგდო სალომე ბალიშის ბუმბულებით სავსე საწოლზე.
-ფუუ! ხო ვერ მოვიშორე ეს ბუმბულები რა!
-დემეე!
-ჰა!
-ჩიტს გავხარ! აკისკისდა გოგონა. დემეტრესაც გაეცინა.
-რა პონტში?
-ბუმბულებიანი ხარ! სიცილს აგრძელებდა სალომე -თან დაკუნთულ ჩიტს!
-აუ კაი რა! სულ დამეკარგა ჩიტზე წარმოდგენა! სიცილით უთხრა ბიჭმა.
-ოჰ! რა თავმდაბლობაა ბატონო დემეტრე?
დემეტრემ ჩაიცინა და გოგონასკენ ავისმომასწავებელი ღიმილით დაიძრა.
-რა?
-არაფერი!
სასწრაფოდ მიიჭრა ბიჭი გოგონსათან.
-აუუ დემეტრე! დემეტრე გაჩერდი მეღიტინება! აუუუ დემეტრე! კისკისებდა გოგონა.
უცებ ბიჭი გაჩერდა და გოგონას ზემოდან დააჩერდა,თან იღიმოდა.
-რა? ჰკითხა ღიმილით სალომემ.
-რა მაგარი ვინმე ხარ?!
-რა მაგარი?
-ძალიან მაგარი!
გოგონას ისევ სიცილი აუტყდა.
-გოგო შენ რამე ხო არ დალიე?
-ა...არა..აა ისევ კისკისებდა სალომე.
-ღმერთო შენ მიშველე! მაღლა აიხედა დემეტრემ.
*******
-გიო!
-ჰო თორნიკე!
-მია მანდაა?
-სად აქ?
-შენ სად ხარ?
-გზაში,მიასთან მივდივართ მე და თაკსონა.რაიყო?
-კაი მიდი და რო მიხვალ დამალაპარაკე!
-კაი. გირგიმ ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიდო.
-ვინაა ბიჭო თაკსონა? ჰკითხა თაკომ.
-შენ!
-მე?
-არა მე!
-რატო მეჩხუბები?
-მე გეჩხუბები?
-ყვირიხარ!
-შენც!
-რა მეც?
-შენც ყვირიხარ!
-იმიტომ რომ შენ ყვირიხარ!
-თაკო ნერვებს მიშლი!
-ა ახლა თაკო ვარ?
-აბა თაკსონა ვინააო ჩხუბი დამიწყე.
-აუ საერთიდ გაჩუმდი რა და საერთოდ არ მომმართო სახელით!
-აბა რითი მოგმართო? დეიდათი?
-ბიძიათი!
-კარგი!.......თაკსოონ?!
ხარხარი ატეხა ბიჭმა და შუქნიშანზე გაჩერდა.
*****
-არსადაც არ დავრჩები!
-როგორ არა?! დარჩები!
-შენ გკითხავ დავრჩები თუ არა რაა! მეტი საქმე არ მაქვს!
- მაშინ მიდი და რამე მოამზადე! საქმე არ მაქვსო და... მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-იცი როგორ მიშლი ნერვებს?
-როგორ?
-ძალიან!
- მაინც როგორ ძალიან?
-ისე ძალიან რომ მინდა თავში აი ის სურათი ჩაგარტყა შენ რომ ხალ გამოდღაჩული და კაი რამესავით შუა ოთახში გაქვს დაკიდული!
-ჩამოკიდებული!
-ჰა?
-დაკიდული კი არა ჩამოკიდებული! ქართულად იმეტყველე!
-აჰაჰაჰა გავიფხრიწე სიცილით! რა ენა გაქ ბიჭო ასეთი?!
-აუ ახლა იცი როგორ მიშლი ნერვებს?
-როგორ?
-ძალიან!
-მაინც?
-იმდენად რომ მინდა გაკოცო!
-ვაი შე საცოდაო რატო არ გაბ.....
-გავბედე! თვალი ჩაუკრა ბიჭმა.
-შე......
-კიდე გავბედე!
-ბიჭოოო! შე დეგენერატო თავი ვინ გგონია? ქალები შემოგაკლდა და მე გამომიჭირე თუ რა ხდება? მასეც რომ იყოს ვერ მოგართვი! მე გასაბერი ქალი კი არ ვარ როცა მოგინდება მაშინ მომახტე და მაკოცო!და საერთოდ თავს ამდენის უფლებას რატომ აძლევ? აუცილებლად უნდა შემოგცხო რაღაცა? ეს .....ჰა? სად წახვედი? ვის ველაპარაკები მე ამდენ ხანს?
-აქეთ ვაარ! გამოსძახა ბიჭმა რომელიღაც ოთახიდან და მიაც მაშინვე გაცხარებული შევარდა ოთახში.მართლა აპირებდა რაღაცის ჩარტყმას, მაგრამ ხელში წელსზემოთ შიშველი დამიანე დახვდა და დაიბნა. ჰო დაიბნა და რა მოხდა მერე?!ისიც ადამიანია და მასაც აქვს თვალები.
-მოხვედი ჩიტო?
-ვინაა შენი ჩიტი შე.....
-ისევ გავბედე!
-ახლა ამას ავიღებ და ერთი კარგად შემოგილაწუნებ შე უზრდელო! უკვე მერამდენედ აკეთებ?
-დაიცა გეტყვი! ერთი..ორი..სამი...ხო სამჯერ! ისე სამი კენტი რიცხვია და თარსია, მკვდართან აკავშირებენ და ბარემ ათამდე დავამრგვალოთ.
-ჰაა? ერთი კიდე გაბედავ და რო ჩემოგცხებ მართლა რაღაცას ნახე მერე!
-ჰო?
-ეჭვი გეპარება?
-არა,მაგრამ მაინტერესებს რას შემომარტყამ!
-აი იმ კედელზე გარტყმევინებ თავს თუ კიდევ გადმოდგამ ნაბიჯს!
დამიანე კი ნელ-ნელა მიიწევდა გოგონასკენ და ამით ძალიან აბნევდა,ბიჭი ამას ხვდებოდა და კმაყოფილს ეღიმებოდა.
-აბა? რას ვიზამო რა თქვი? უკვე ზედმეტად ახლოს იყო გოგონასთან და ზემოდან დაჰყურებდა.
-რას და....რას და...
-ჰო ჰო რას?
-რას და....რა გინდა? რას დამცქერი ზემოდან შე აყლაყუდა! რო იზრდებოდი ამხელა სიმაღლის შიში არ გაქვს?
-ეგ უფრო გაინტერესებს თუ ის ამ სიმაღლე როგორ გავიზარდე?
-მაგას რა მკითხაობა უნდა სტაფილოს მეტი არაფერი გექნება ნაჭამი!
-ჰოო?
-რატომ მიყურებ მასე?
-როგორ?
-აი მასე!
-მაინც?
-მე რო მომწ...კიარადა..აი მასე დეგენერატულად!
-შენ რო მოგწონს? ჩაიღიმა ბიჭმა.
-არა! ანუ...მე ის ვთქვი რომ....
-ჰო რა თქვი აბა?!
-აიჰ! მია უკვე ნელ-ნელა დებილდებოდა. საშინლად ესიმპატიურებოდა დამიანე. ის კი ასე ახლოს დგას მასთან თან წელსზემოთ შიშველი.
- ტელეფონი გირეკავს ბარტყი! დამცინავი ტონით გამოაფხიზლა ბიჭმა.
- ბარტყი შენ ხარ! სულ დაავიწყდა რომ ტელსფონზე ლაპარაკობდა.
-რა?
-არაფერი თორნიკე! რატომ მირეკავ?
-რა რატომ გირეკავ გოგო რომელი საათია? სად ხარ?
-მომიტაცეს ძმაო!
-უი მაგათ ვენაცვალე მე! სად წაგიყვანეს მერე?
-თორნიკე ნერვებს ნუ მიშლი რა..მართლა მომიტაცა ამ რეგვენმა!
-რა მოწიე გოგო შენ?
-ვაიმე თორნიკე!
-ვინ მოგიტაცა? რაებს ბოდიალობ?
-დემიანემ თუ დამიენემ თუ რა ჯანდაბა გქვია ბიჭო შენ? მიუბრუნდა დამიენეს.
-დამიანე!
-ხო! დამიანემ!
-ვინაა გოგო დამიანე!
-დამალაპარაკე ერთი წამით რა! ტელეფონი გამოჰგლიჯა გოგონას დამიანემ და თორნიკესთან ლაპარაკი გააბა,გოგონა კი გამოშტერებული უყურებდა დამიანეს. სულ მთლად გამოშტერდა მაშინ როცა თორნიკემ ისევ მასთან ლაპარაკი მოისურვა და უთხრა.
-დარჩი კაცო მაგ ბიჭთან,კი მეცოდება შენს ხელში კაი ბიჭია ეგ,მაგრამ შენს უკან გამოთხოვებას არ ვაპირებო.
-რა გამოთხოვებას ბიჭო? მიჩალიჩებთ ხო თქვენ რაღაცას?
-წავედი მე და აბა ჭკვიანად! არ შემარცხვინო, მე რო გასწავლე კარტოფილი ისე შეწვი და ეგრევე შეუყვარდები!
-შენ ბიჭო..... გამითიშა!
-ნუ რას ვიზამთ ასეც ხდება ხოლმე!ვითომ მოწყენილმა უთხრა დამიანემ.
-მართლა ასე არ ვუყვარვარ რომ ვიღაც უცხოსთან მტოვებს? თან მეუბნება შენს ხელში მეცოდებაო? მართლა ასეთი ცუდი ვარ? მაგრამ რატომ? სლუკუნებდა მია.
-ჰეეი! რა გატირებს გოგო?
-თავი დამანებე! შენი ბრალია ყველაფერი!
-მია შემომხედე! რატომ ტირი?
-არ მაქვს მიზეზი? ჩემმა ძმამ რაები მითხრა იცი?
-კარგი რაიყო გოგო მართლა კი არ შეგჭამ?! ისე კი გემრიელი ხარ მაგრამ... ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაიბურტყუნა დამიანემ-თან თორნიკე გგონია არ მიცნობს?
-მერე თორნიკე თუ გიცნობს და მოსწონხარ,რო მეუბნება კარგი ბიჭიაო წამოგეყვანა ის! ჩემგან რა გინდა?
-ბაზარი არაა ამოვიყვანდი, მაგრამ ნინაჩკას რა პასუხი გავცე? ჰკითხა ბიჭმა და გოგონამაც გადაიკისკისა.
-ოჰ მოვედით ხასითზე?
-არა ბიჭოს და თქვენ გაგაფუჭბიებდით ხასიათს!
-კაი აიღე ჩანთა და წაგიყვან სახლში!
-არსადაც არ წავალთ! მე აქ ვრჩები! შენ თუ გინდა წადი!
-დარწმუნებული ხარ?
-ასი პროცენტით!
-კიბატონო როგორც გინდა!
-თავი უნდა მიგაღეჭო! იმდენს ვიზამ რო შენ მეხვეწებოდე წადიო!
-დიდი ძალისხმევა დაგჭირდება!
-გინდა დავნიძლავდეთ?
-კარგი! შენ ერთი თვე იცხოვრებ აქ და თუ შეძლებ რომ თავი მომაბეზრო რასაც გინდა იმას გავაკეთებ და თუ ვერ შეძელი....
-თუ ვერ შევძელი რა?
-ცოლად გამომყვები!
მია ერთხანს ყოყმანობდა. ფიქრობდა რაზე უნდა განეცხადებინა თანხმობა,თუმცა საკუთარ თავში იმდენად იყო დარწმუნებული რომ დასთანხმდა.
-ერთი თვე გაქვს! უთხრა ბიჭმა.
-შენც!
-კარგი! ახლა წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ!
*******
-სალომე!
-გისმენ!
-არ ფიქრობ რომ ბავშვებმა უნდა იცოდნენ ჩვენს შესახებ?
-არ ვიცი დემე! მეც კი ვიფიქრე მაგაზე,მაგრამ რომ არ გამოგვივიდეს?
-რომ არ გამიგვივიდეს ეს ჩვენი საქმე იქნება! და რატომ ფიქრობ რომ არ გამოგვივა?
-არ ვიცი!
-სალომე მისმინე!
-ვიცი დემეტრე! ვიცი რომ თუ ამ აზრით ვიცხივრებ მართლა არაფერი გამოგვივა,მაგრამ რავქნა ძალაუნებურად მეფიქრება მასზე.
-სალომე მომისმინე! შენ თუ ვერ დაივიწყებ ქეთას მე როგორღა დავივიწყო?
-ვიცი დემეტრე მაგრამ...
-არავითარი მაგრამ! ხვალ თბილისში დავბრუნდებით და ყველაფერს დავიწყებთ სულ თავიდან და ვეცდებით რომ ქეთა დავივიწყოთ!
-კარგი! გოგონა წამოდგა სკამიდან,ბიჭთან მივიდა და მაგრად ჩაეხუტა....
-გინდა დაგაბნიო? ჰკითხა ღიმილით ბიჭმა.
-ნუ ხარ შენ საზიზღარი!
-გაკოცე ადამიანო რატომ ვარ საზიზღარი?
-აუუუ! რატომ მაბნევ?
-აჰა! ძლივს შენთვითონ აღიარე!
-ჰაჰაჰა რა სასაცილოა?!
-მშვიდად ლამაზო! მშვიდად!
გოგონა დაეჭყანა და აივანზე გავიდა,ბიჭიც უკან გაჰყვა,ზურგიდან აეკრო და ყურში უჩურჩულა.
-ამ შავ ფერში, ჩემი ცხოვრების შავ ფონზე,რომელიც გადამწვარ ბაღს ჰგავს,შენ ერთადერთი თეთრი ვარდი ხარ რომელიც ყველაფერს აბრწყინებს და ყველაფერს თავის ფერს ანიჭებს!
სალომე ბიჭისკენ შებრუნდა და ცრემლიანი თვალები მიაპყრო მის შავ თვალებს! შემდეგ კი კნუტივით აეკრო გულზე.
-მიყვარდები დემე!
*******
-თაკსო...თაკო!
-რაა!
-რატო ხარ გაბრაზებული?
-არ ვარ გაბრაზებული!
-არაა?
-არა!
-აბა ეგეთი სახით რა პონტში მიყურებ?
-არ გიყურებ!
-აბა თვალს რაღატო მარიდებ?
-აუ გიორგი შარზე რო ხარ ვერ ხვდები?
-მე ვარ შარზე?
-არაა ბებიაჩემი უშანგი!
-ბებიაშენს უშანგი ერქვა?
-არა რა უშანგი ლელა ერქვა!
-ხოო მეც ეგრე მახსოვდა! მხრები აიჩეჩა გიორგიმ.
მერე ორივემ ერთმანეთს შეხედეს და სიცილი აუტყდათ.
*****
-გაიგე ჩემმა დამ და შენმა დეიდაშვილმა რა ნიზლავი დადეს? ჰკითხა თორნიკემ ნინოს.
-კიი! ჩემს დეიდაშვილს ხო აკლია და აკლია,მაგრამ ვერც შენი და ვერაა კარგად!
-ეგ სიახლე არაა ჩემთვის!
-ისადა ვაჟბატონო! ასე მშვიდად რო ხარ,შენმა დამ რო წააგოს და მერე მართლა გაყვეს ცოლად?
-თუ არ შეუყვარდა შანსი არაა არ გაყვება! ვიცნობ ჩემს დას და ნუ მიყურებ ეგრე! და თუ გაყვება კიდე მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ვიცნობ დამიანეს და მოხარული ვიქნები ამ ამბით! ჩემს დასაც ვენდობი და ვიცი რომ მიუხედავად იმისა რომ დარტყმულია ასეთ სერიოზულ ნაბიჯს დაუფიქრებლად არ გადადგამს!
-ჰოო კარგია როცა ერთმანეთს ენდობა და-ძმა!
-ნამდვილად! გოგონი შენ მომისმინე ახლა! მე აღარ ვაპირებ რომ ჩვენი ამბავი დავმალო ჩემებთან! შენგან ყველას ვიცნობ და რა პონტია ტო? მარტო მია გიცნობს.
-მაშინ ხვალ საღამოს წავიდეთ და გამაცანი ყველა!
-კარგი! მოიცადე მია რეკავს!
-ვაახ ჩემი ძმა?! რა პატივია რო მიპასუხე?
-რაქენი მოიგე უკვე სანაძლეო?
-ჰაჰაჰა! რა ხუმარა ხარ ბიჭო შენ? რა დედამ გშობა ასეთი?
-ბევრს ნუ ლაპარაკობ შენ! ხვალ შენც და დამიანეც მოხვალთ ჩვენს ადგილას ნინო უნდა გავაცნო ბავშვებს!
-ოჰჰ ჩემი ნინაჩკა? როგორა? სადაა? მანდაა?
-შენი კი არა ჩემი ნინაჩკა! კარგადაა! აქაა! და წავედი მე კარგად იყავი!
-ხო მოიცა არ გათიშო რისთვის გირეკავდი!
-რაიყო?
-დამიანემ ფეხი მოიტეხა და რა ვუყო?
-რა მოუვიდა?
-ფეხი მოიტეხა თქო!
-როგორ მოიტეხა? შენ მოტეხე?
-ოოო რა მე მოვტეხე თორნიკე! ამოდი და მოგიყვებით!
-რა გაცინებს გოგო?
-აუ რა სასაცილო იყო იცი?
-კარგი გოგო! ბიჭმა ფეხი მოიტეხა და შენ დასცინი? გველი გამიზრდიხარ უბეში! კარგი ვთიშავ და მოვდივართ!........

.............
ესეც მეექვსე თავი! ცოტა შემაგვიანდა დადება :(
ვეცადე რომ ცოტა დიდი თავი გამოსულიყო და მგონი გამოვიდა კიდეც
გთხოვთ კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრებები,შთაბეჭდილებები და ა.შ მადლობა წინასწარ ♥♥♥♥♥♥♥♥♥скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ჰდჰდჰჯსჯ

აიიი ძაან ძაან მაგარია❤

 


№2  offline მოდერი ლათინო

ჰდჰდჰჯსჯ
აიიი ძაან ძაან მაგარია❤

მადლობა დიდი ♥♥♥

 


№3 აქტიური მკითხველი Anuki96

რა სასაცილოა. მიაჩკა მომწონს!

 


№4  offline მოდერი ლათინო

Anuki96
რა სასაცილოა. მიაჩკა მომწონს!

მეც მომწონს მია :დდ ♥♥

 


№5 სტუმარი )))

Vaime dzalian mxiruli mogxrobaaaa chemo sayvateloo yovhaggg ♡♡

 


№6  offline მოდერი ლათინო

)))
Vaime dzalian mxiruli mogxrobaaaa chemo sayvateloo yovhaggg ♡♡

მადლობაა ♥♥♥ მიხარია რომ მოგწონთ
:))))

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ამდენი ტკივილის მიუხედავად მაინც რომ იღიმიან აი ეს არის მთავარი

 


№8  offline წევრი მოცინარი

ვაიმეეე :დდ ჩავიფსი გოგო სიცილიით :დდდდ ცუდად ვარ :დდ ძალიან მაგარიაა :დდ დამიანე მიყვარს მე ♡♡♡♡ აუ გოგო არ ხარ სენ ნორმალური მაცა ცოტა დავწყნარდე დავტოვებ ადამიანურ კომენარს :დდდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent