შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი ზეცა (მეექვსე თავი)


6-02-2018, 02:15
ავტორი Yvavi.
ნანახია 141

ბნელი ზეცა (მეექვსე თავი)

სესილიმ გვირილების ბაღში გაატარა მთელი დილა. ირისმა ნება დართო შუადღემდე რაც უნდოდა ის ექნა, თეოდორის სანახავად წასვლის უფლებაც მისცა. თუმცა სესილი ძმასთან წასვლის მაგივრად ბაღში გაუნძრევლად იჯდა და მოკაშკაშე მწვერვალებს მონუსხული შეჰყურებდა.

-ელექს ეფექტი მალე გაივლის, იქამდე უნდა მოვნათლოთ. -ირისის სასახლის აივნიდან გადაჰყურებდა ბაღს. ზილდას ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია.
-თუ იგრძნობს ლილის სიკვდილს მასზე კონტროლს დავკარგავთ. - ირისი როგორც ყოველთვის მშვიდი, აუღელვებელი ხმით საუბრობდა. სახეზე ნაკვთიც კი არ უკრთოდა.
-ლოლასგან განსხვავებით ლილის უფრო ძლიერი კავშირი ჰქონდა სესილისთან. -ზილდას სიტყვებზე ირისმა წარბები შეჭმუხნა და გაბრაზებულმა გახედა ქალს.
-გინდა მითხრა რომ არასწორი და ავარჩიე?
-შეიძლება. -უკან აღარ დაიხია ზილდამ.
-როგორ ბედავ და ჩემს გადაწყვეტებაში ეჭვი შეგაქვს? საუკუნეების მანძილზე სწორად ვიქცეოდი და მაინდამაინც ახლა შემეშლებოდა? -თითქმის ყვიროდა ირისი.
ირისი როგორც წესი ძალიან მშვიდი იყო ყოველთვის, თუმცა თუ მის არჩევანში ეჭვს შეიტანდი ან ირიბად ეცდებოდი გაკრიტიკებას მარტივად ფეთქდებოდა. ამ დროს კანი უმუქდებოდა და ფრჩხილების მაგივრად კლანჭები უჩნდებოდა. როოგრც წესი წამებში უბრუნდებოდა პირვანდელ მდგომარეობას, მაგრამ არა ახლა.
გაბრაზებულ ირისი ჩონჩხს დაემსგავსა ზედ გადაკრული მუქი კანით, თვალები ჩაუშავდა. 3-4სმიანი კლანჭები დაუნდობლად მოუქნია ზილდას. სისხლის შხეფები კედელს მიესხა, ქალმა ორივე ხელი ყელზე მოიჭირა და ხავილი დაიწყო.
ირისი თავის ფორმას დაუბრუნდა.
-ნუ ფართხალებ, მაგისგან არ მოკვდები. -თვალები გადაატრია და სისხლისგან დაცლილი ქალი აივანზე დატოვა.

--
თეოდორი სავარძელში კომფორტულად იყო მოკალათებული და ჩაფიქრებული, ცივი თვალებით შესცქეროდა ტელევიზორის ეკრანს. ახალი ამბების გადაცემის წამყვანი ქალაქში მომხდარი მკვლელობების შესახებ საუბრობდა. გარდაცვლილების რაოდენობა უკვე ათს აღემატებოდა.
-ჰეი კიდევ დიდი ხანი უნდა იდანაშაულებდე თავს? - ტელევიზორი გათიშა და გონებაგაფანტულ თეოდორს წინ აესვეტა.
-მათი შეჩერება უნდა მეცადა. - ხმადაბლა ჩაილაპარაკა, ქალი მსუბუქად დაქაჩა ხელიდან და კალთაში ჩაისვა.
-სამაგიეროდ მამაჩემის განრისხებისგან შეგიძლია დაიცვა თავი - გაიცინა ჯულიმ და სუსტი ხელები კისერზე შემოხვია.
-ადამიანების სანაქებო ვახშამი მშობლებთან - სარკასტულად ჩაილაპარაკა და ტუჩზე იკბინა.
-აღიარე რომ მოგწონს-ეშმაკურად ჩაიცინა ქალმა.
-სულ ცოტათი- თეოდორმაც იგივენაირი ღიმილი დაუბრუნა და მობილურზე მოსული შეტყობინება გახსნა.
“ტყეში გოგონას გვამი ვიპოვეთ. სისხლისგანაა დაცლილი, რა ვქნათ?”
წერილი მისი პატარა ჯგუფის ერთ-ერთი წევრისგან იყო.
“ნაკბენები აქვს?” სწრაფად მისწერა. პასუხის მოლოდინში ჯულის თმებზე მოუთმენლად დააცოცებდა თითებს.
“არცერთი. ტბის სახლში წავიყვანთ. ლუკასი დაათვალიერებს. მანდე შენც მოხვალ ალბათ”
“მოვალ. საქმეს მიხედეთ”
-აჩქარდი ძვირფასო მერე საქმეები გვაქვს.

ჯულის მშობლების სახლი საათნახევრის სავალზე იყო, ქალაქისგან მოშორებით. ორსართულიანი ქვისგან ნაგები შენობა შემზარავად იცქირებოდა ცარიელ სივრცეში. მანქანა ღობის გარეთ გააჩერა და მანქანიდან შენელებული, ადამიანური ნაბიჯებით გადმოვიდა.
ჯულის მანქანის კარი გაუღო და სიცილით გაუწოდა ხელი.
-შენზე აქაურობა კარგად მოქმედებს. - დამცინავად ახედა ქალმა და დაუხმარებლად გადმოვიდა მანქანიდან. შემდეგ თეოდორს წელზე ხელი შემოხვია და სახლისკენ უბიძგა.
-მთვარის ხალხი სტუმრად სტუმრობს როგორც ჩანს შენს ოჯახს. - ჰაერი შეისუნთქა და უკმაყოფილების დამალვას შეეცადა.
-მამაჩემი ფსიქიატრია და სახლში ხშირა აკითხავენ პაციენტები. ჰიპნოზსს იყენებს სამკურნალოდ. ეცადე კონცენტრირება ჩემზე მოახდინო, თორემ ისე აქვს სისხლში გამჯდარი ჰიპნოზი, რომ არ ვენდობი. შევთანხმდით? - კართან იდგნენ უკვე. პასუხად თეოდორმა თავი დაუქნია და იმ წამს გამოსულ ცოლ-ქმარს ყალბი ღიმილი მიანათა.
ფიზიკურად თეოდორი ოცდაათწლამდე მამაკაცს ჰგავდა, გრძელი, მოვლილი თითებითა და ზურმუხტისფერი თვალებით. სიარული სხვა ვამპირებისგან განსხვავებით, უფრო მძიმე და ადამიანური ჰქონდა. სავარაუდოდ მისი წარსულის გავლენა იყო. დიდი ხანი იყო ვამპირთა კლანიდან განდევნილი ერთ-ერთი წარჩინებული ვამპირის მკვლელობის გამო, მთელი ეს დრო ადამიანებთან ცხოვრობდა. შეისწავლა ყველაფერი რისი შესწავლის შესაძლებლობაც ჰქონდა. შემდეგ ვლადიმერმა შეიფარა და ერთ-ერთ წარჩინებულ ვამპირად იქცა წითელი ქალაქის მკვიდრთა შორის.
-თოდორ, რამდენი ხანია არ გვინახიხარ. - მამა-შვილურად გადაეხვია ჯულის მამა, შემდეგ მეორე ხელი ჯულისაც შემოხვია.
-შემოდით, ჯულის ძმებიც მოვიდნენ უკვე. - ჯულის დედა წყვილს სახლში შეუძღვა და გრძელი გაშლილი სუფრისკენ მიუთითა, რომელიც ნახევრად უკვე სავსე იყო.
-დედა არ გითქვამს რომ ოჯახის გარდა სხვებიც იქნებოდნენ. - ჯულიმ წამში წარბები შეკრა და დედის საყვედურით აღსავსე მზერა მიაპყრო.
-ჩემი დისშვილები ოჯახის წევრები არ არიან? ან მამაშენის ბიძაშვილები? - ქალმა სწრაფად შემოუტია. თეოდორს წამიერად მგლის სუნი იგრძნო, თუმცა მალევე გაიფანტა, როგორც კი ქალი დამშვიდდა და ღიმილით მიბრუნდა სტუმრებისკენ.

ჯულის მშობლებთან შეხვედრა არცისე სასიამოვნა აღმოჩნდა წყვილისთვის. წამიერად თეოდორი კონტროლს კარგავდა, თუმცა ჯული ახერხებდა მის კონტროლს, ამიტომ სავარაუდოდ ვერც ამჩნევდნენ. სახლიდან გამოსულ კაცს თვალები წითლად უელავდა და გაუცნობიერებლად კბილებს აღრჭიალებდა.
-ჰიპნოზის გამო არაა ეს ჰო? -საჭესთან ჯული დაჯდა, როგორც კი მანქანა დაძრა საუბარი წამოიწყო.
-არა. - ძლივს გამოსცრა კბილებს შორის, თავი გვერდზე ქონდა გატრიალებული რომ არ შეეძრწუნებინა ქალი.
-ბევრი ხალხის დანახვის გამო გაბრაზდი? - კითხვების დასმას აგრძელებდა და მანქანას მაქსიმალური სიჩქარით მიაქროლებდა გზატკეცილზე.
-არა.
ჯულიმ ხელი გაიწვდინა თეოდორისკენ, მისი თავისკენ შემოტრიალება უნდოდა თუმცა კაცი ოდნავადაც ვერ შეარხია.
-რა მოხდა ისეთი რამაც ასეთ დღეში ჩაგაგდო? - რამდენიმე წუთი ელოდა პასუხს, თუმცა ვერ მიიღო. მანქანა სწრაფად გადაიყვანა გზიდან და გააჩერა. ღვედი შეიხსნა, თეოდორისკენ ახლოოს მიჩოჩდა და მხარზე თავი ჩამოადო. - ძალიანაც რომ მოინდომო მაგ სახით ვერ შემაშინებ. სულაც არ ვთვლი რომ საზარელია, შენი ნაწილია ეგეც და მიყვარს. ნუღარ იმალები. - ბუტბუტებდა ჩუმად, თუმცა იცოდა რომ კაცი უსმენდა.
-უნდა წავიდე. - ფრთხილად მოიშორა ქალი და მანქანიდან გადავიდა. შემდეგ კი თვალის შევლებაც ვერ მოასწრო ისე აორთქლდა ჰაერში.
-მშვენიერია. - ჩაიბუზღუნა ჯულიმ და მანქანა დაძრა. იცოდა სადაც წავიდოდა ამიტომ აღარც უყოყმანია.

ტბის სახლთან მისულმა დაინახა, რომ ყველა ფანჯრიდან შუქი გამოდიოდა. სილუეტები ერთმანეთში ირეოდნენ. ჩანდა რომ სახლი ხალხით იყო სავსე.
როგორც კი სახლში შეაბიჯა, მაშინვე თეოდორი წამოვიდა მისკენ. სახე ერთი შეხედვით დამშვიდებული ჰქონდა, თუმცა წამიერად მაინც გაუელვებდა ხოლმე თვალები.
-სახლში რატომ არ წახვედი? - ცდილობდა სხვების თანდასწრებით მისთვის ხმამაღლა ზედმეტად არ ეთქვა სიტყვა.
-ვიფიქრე დახმარება დაგჭირდებოდა. -ჯულიმ ოთახის ცენტრში მდგარ მაგიდაზე დადებულ სხეულს გახედა.
-როგორ? - სკეპტიკურად გადახედა ქალს.
-რა აღენიშნება სხეულზე? - თეოდორისკენ აღარ გაუხედავს, ისე შეეკითხა ლუკასს და სხეულისკენ წავიდა. გულდასმით ათვალიერებდა ყოველივე დეტალს.
-აბსოლუტურად არაფერი, ნახვრეტიც კი არ აქვს საიდანაც სისხლი გამოუყვანეს. უბრალოდ გამომშრალია ყოველგვარი ჭრილობის გარეშე. - შეშფოთებული საუბრობდა ლუკასი.
ჯულის გაეცინა, შემდეგ კი ისტერიულ ტირილში გადაეზარდა. თეოდორს მკერდზე ჰყავდა მიკრული და მის დამშვიდებას ცდილობდა.
ცოტა რომ შეუჩერდა კანკალი, მაშინვე საუბარი დაუწყო. ხმა ჯერ კიდევ უკანკალებდა და კანი გაფითრებოდა.
-რიტუალური მკვლელობაა. ჯადოქრები ამას სასიცოცხლო ენერგიის მოსაპოვებლად იყენებენ, ენერგია სისხლის სახით.
ოთახში მყოფნი აჩოჩქოლდნენ, ჯულისთან ახლოს მისვლას ცდილობდნენ. ალბათ უკეთ მოსასმენად, ან გაოცების გამოსახატად. ვინ იცის..
-ანუ მაგით თვითონ სულდგმულობენ? - საუბარში ჩაერია ერთ-ერთი იქ მყოფთაგანი და მომლოდინედ დაუწყო ცქერა.
-არა. ნათლობისთვის. სავარაუდოდ ახალი არაჯადოქრული სისხლის მქონე პიროვნება უნდა მონათლონ.
-ანუ აქამდეც გინახავს მსგავსი გვამები? - ამჯერად თეოდორმა ჰკითხა.
-კი.. არა. -დაიბნა უცებ. ღრმად ჩაისუნთქა და საუბარი განაგრძო. - მინახავს, უბრალოდ ისინი ფაქტობრივად დასახიჩრებულები იყვნენ, ეს კიდევ რაღაც ძალით გადარჩა. ვფიქრობ რამე სხვა ზებუნებრივი არსება იყო ან დემონური წარმონაქმნი.
-ამას გადარჩენას ეძახი? გალურჯებულია, მგონია რო მალე ხრწნასაც დაიწყებს. - ზიზღით მოკუმა ტუჩები ლუკასმა და საჩვენებლად დოდონას ხელი ასწია.
-საიდან იცი ეს ყველაფერი? - თეოდორი მაინც განაგრძობდა "არათემატური" კითხვების დასმას.
-დედაჩემი მაქცია იყო, მისი სასიცოცხლო ენერგიაც ასევე წაიღეს. სწორედ ამიტომ იგრძენი მისი გაბრაზებისას მგლის სუნი. თუმცა აქამდეც უნდა გეგრძნო, უბრალოდ იმდენად დიდი ხანი ცხოვრობდი ადამიანებთან სუნით გარჩევის უნარი თითქმის დაკარგე. მამაჩემმა სხვა რიტუალით დააბრუნა ზღვრული მდგომარეობიდან, თუმცა უკვდავობის უნარს კარგავენ. მაქციები ისედაც არ არიან უკვდავები, თუმცა ეგრეა.
-მამაშენი ღმერთია? - პატარა ბიჭს ხმის გაგონებაზე ჯულის გაეცინა.
-არა კობრის გამოქვაბულიდან წამოსული ჯადოქარი. აქ ცხოვრების უმეტესი ნაწილი მსგავსი რიტუალების მსხვერპლი არსებების გადარჩენას მიუძღვნა. - ჯული სიამაყით საუბრობდა მამაზე. ყოველ ჯერზე როცა მასზე საუბარს იწყებდა თვალები უბრწყინდებოდა და ერთიანად ანათებდა.
-კიდევ ბევრი ასეთი შემთხვევა იყო? - თვალები გაუფართოვდა ლუკას.
-და შენ როგორ გგონია, ამხელა ადამიანებით დასახლებული ქალაქი ასეთ საშიშ ადგილას როგორ გადარჩა? თქვენ რა მართლა გგონიათ რომ ერთადერთი ზებუნებრივი არსებები ხართ? ნახევარზე მეტი თქვენნაირია, უბრალოდ ახლა უკვე მოკვდავი და უუნარო. თქვენსავით საუკუნეების ასაკის და უფრო მეტიც უმეტესობა.
ჯული საუბრით იყო გართული როცა თეოდორის შეძრწუნებულმა ღმუილმა გააფანტინა ყურადღება.
-სესილი მათთანაა ტყუპებთან ერთად.
-მაგრამ ეს სესილი არაა, მეც კი ვცნობ და ძმა მაგას როგორ ვერ ამჩნევ. - მთელი ამ დროის მანძილზე პირველად გაეცინა ლუკასს.
-ტყუპებიდან ერთ-ერთია.
ჯულიმ პირზე ხელი აიფარა, მთელ ოთახს მოედო შეძრწუნება და შიში. მიუხედავად ყველაფრისა მაინც მათ დამცველად და მთავარ კოზირად ითვლებოდნენ გოგონები.
-მაშინ მეორე უნდა გადავარჩინოთ სანამ დროა, ეს კი მამაჩემს წაუყვანეთ. - ჯული პირველი მოეგო გონს და კედელზე იქვე მიგდებული მარკერით რუკის ხაზვა დაიწყო.



--
არა მართლა მაინტერესებს ღირს ვაფშე გაგრძელება თუ დრო ტყუილად არ ვკარგო :დскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი qeti.ii

მე ვკითხულობ,ძალიან მომწონს,მაგრამ ვერ მივხვდი,მეორე ტყუპი გადარჩა?გააგრძელე და ეცადე მალმალე დადო,წარმატებები

 



№2  offline მოდერი Yvavi.

qeti.ii
მე ვკითხულობ,ძალიან მომწონს,მაგრამ ვერ მივხვდი,მეორე ტყუპი გადარჩა?გააგრძელე და ეცადე მალმალე დადო,წარმატებები

მადლობა ^^
კი გადარჩა გვიან დავდე და ალბათ დაგავიწყდა.

 



№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ჰოო ძაან ხშირად დებ და ვერ ვასწრებ დაწევას...
რაარის ეს კაი რა მავიწყდება ყველაფერი მალე დადე ხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent