შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ, არა არ მიყვარხარ! (ნაწილი 5)


6-02-2018, 19:36
ავტორი სალანდერი
ნანახია 245

მიყვარხარ, არა არ მიყვარხარ! (ნაწილი 5)

ვიგრძენი თვალებში სისხლი როგორ მომაწვა... მთლიანად შემბოჭა ნერვებმა ფილტვებში თითქოს ჰაერი გამომელია, სუნთქვა მიჭირდა... მეზიზღებოდა ჩემი სისუსტე და უფრო მეზიზღებოდა ის რომ ევას წასვლა უფრო მადარდებდა ვიდრე ჩემი დამცირება... ბალიში რომელსაც ჯერ კიდევ ასდიოდა ჩემთვის ძვირფასი ქალის სურნელი გულში ჩავიკარი და ღრმად შევისუნთქე...
როგორ მესაყვედურა მისთვის? ხომ გამაფრთხილა, თავიდანვე მითხრა რომ ითამაშებდა და მიმატოვებდა მე სი*მა კიდე დავიჯერე რომ თავი შევაყვარე... როგორ მეზიზღებოდა საკუთარი თავი როგორ მეზიზღებოდა ყველაფერი! იმედგაცრუებამ შემიპყრო არა სისულელეა, იმედგაცრუებამ კი არა ევამ შემიპყრო.. ამ ქალით შეპყრობილი ვიყავი, სხვა ახსნას ვერ ვუძებნიდი იმას თუ როგორ დამაკარგვინა თავი და მხოლოდ თავი? საკუთარი თავის პატივისცემა, სიამაყე, მამაჩემის კეთილგანწყობა, სპორტის სიყვარული, უნივერსიტეტი, საქმე რომელსაც დიდი სიყვარულით თუ არა მონდომებით მაინც ვაკეთებდი, (ბიზნესს ვგულისხმობ) ცხოვრების ინტერესი და ა.შ. საკმაოდ შთამბეჭდავი სია გამომივიდა ვერაფერს იტყვის კაცი, ყველაფერი ევას სანაცვლოდ და მიტოვება ევასგან...
კეთილი იყოს შენი ფეხი ევას მიტოვებულ მამაკაცთა სიაში საკუთარ თავს დაბოღმილმა დავცინე და სიმთვრალით, სიამოვნებით და ტკივილით გაბრუებული ბალიშზე მივესვენე...
გამთენიისას შეშფოთებულს გამომეღვიძა მანქანაში ჩავხტი და ევას სახლთან მივედი... რა თქმა უნდა ჭიშკარი მაშინვე გამიღეს და სახლში შემიშვეს...
-ხომ მშვიდობაა ბატონო აბელ? გამომეკიდა მოახლე
-დიახ დიახ უბრალოდ ევას სიურპრიზი მინდა მოვუწყო ვთქვი და მის საძინებელში ავაჭერი... გვერდით ჩუმად მივუწექი და მის გაღვიძებას დაველოდე...
ევამ მხოლოდ საათნახევრის შემდეგ იგრძნო ჩემი გვერდით ყოფნა გადმობრუნდა ჩემი მაისური ხელში მაგრად ჩაიბღუჯა და ძილი განაგრძო რამდენიმე წუთში კი ტყვია ნაკრავივით წამოხტა ფეხზე...
-აქ რას აკეთებ ბიჭო?
-შენი ბიჭი შარვალში მყავს და შეგიძლია გაეთამაშო! ნაგლად გავუცინე და საწოლზე უდარდელად წამოვგორდი...
-როგორ ბედავ!
-აი ასე, შენთან გადმოვცხოვრდი!
-გაეთრიე ჩემი ოთახიდან!
-მომწონს როცა აგრესიული ხარ კარგად ვამთავრებთ!
-აბელ გაეთრიე ჩემი ოთახიდან!
-თორემ რა? გავუმეორე მისივე წინადადება!
-რა გინდა ბიჭო აქ? ხომ გითხარი გშორდებითქო?
-ჰოდა შეგვიძლია ცალმხრივად დაშორებულები ვიყოთ!
-შენთან კამათს აღარ ვაპირებ!
-მაშინ შეგიძლია გვერდით მომიწვე და ძილი განაგრძო პატარავ!
-მე რომ პატარა ვიყავი შენ მაშინ ყვე*ებში დაფართხალებდი! ნაგლი ღიმილი მესროლა!
-პირდაპირ გულზე მომხვდა!
-თუ არ გინდა სხვა რამეც მოგხვდეს გაეთრიე აქედან!
-ბოლო ორი კვირა "სხვა რამე" ვისაც ხვდებოდა ვიცით ეგ მე და შენ, და ისიც ვიცით ის სხვა რამე ვის ეკუთვნოდა! თვალი ჩავუკარი...
-უკვე ზედმეტი მოგდის!
-მოდი პატარავ დავიძინოთ რა!
-მშვენივრად იცი რომ ყოველთვის მარტო მძინავს!
-და რატო? ხო არ იფსამ?
-აბეეელ! პირველად დამიღრიალა!
-მინდა ადამიანურად ვილაპარაკოთ!
-კარგი გისმენ მაგრამ შემდეგ აქედან წაეთრევი და აღარასდროს გნახავ!
-მშვენივრად იცი რომ არსადაც არ წავეთრევი!
-შენ ნორმალური ხარ?
-არა! არ ვარ ნორმალური იმიტომ რომ შენ ტვინიც და სისხლიც ერთნაირად მომიწამლე!
-ახლა მე დამაბრალე შენი უტვინობა!
-ევა არ მინდა შენთან დაშორება!
-ფეხებზე მკი*ია შენ რა გინდა!
-დიდი ხანია რაც ფეხებზე გკიდივარ?
-გაცნობის დღიდან!
-ტყუი! ეგ ფეხები კისერზე არაერთხელ მქონდა შემოწყობილი და ზედ არაფერი ეკიდა!
-მოგკლავ შე ნაბი*ვარო მაგიდიდან რაღაც ნივთი (სავარაუდოდ ფრჩხილების ქლიბი) აიღო და გულზე დამახტა!
-სხვა ადგილას რომ დამხტომოდი უფრო მესიამოვნებოდა! გავიცინე ისევ!
-შენ იცი რომ შენი მოკვლა შემიძლია! კბილებში გამოცრა...
-მომკალი ევა! ხუმრობის ხალისი ერთბაშად დავკარგე, თუმცა არც მქონია!
-გინდა დამაჯერო რომ ასე შეგიყვარდი?
-არა გეკაიფები რომ შემირიგდე და მერე მე მიგატოვო!
-შენ არ ხარ ასეთი! წარბები აზიდა!
-მე საერთოდ აღარ ვარ!
-მოკეტე იდიოტო!
-მიყვარხარ, არა არ მიყვარხარ! უფრო სწორად მიყვარხარ მაგრამ რადგან არ გინდა რომ ეს გითხრა ამიტომ არ მიყვარხარ! ენა დამება...
-ნუ ბლუყუნებ!
-ევა მომისმინე!
-კარგი გისმენ, შეგიძლია ყველა იდიოტური კომპლიმენტი მითხრა რომელიც თავში მოგდის და რომლის თქმაც ასე გიყვარს... გულზე ხელები დამაწყო და სახეში შემომაჩერდა...
-შენ ყველაზე უღირსი, შეშლილი, ნაგლი და ავანტიურისტი ქალი ხარ... მაშინაც კი როდესაც მეფერები დამცინავი მზერით მიყურებ და ვიცი ვერ შევძლებ შენთან ყოფნას ისე რომ ფეხქვეშ არ გამთელო, თავმოყვარეობა არ შემილახო არ გადამიარო და გამანადგურო, ვიცი რომ შენთან ყოფნა ყველანაირ საშინელებას მპირდება და მაინც ჯოჯოხეთურად, მაზოხისტურად ავადმყოფურად და არანორმალურად მინდიხარ... შენ შემშლი, ჭკუიდან გადამიყვან, მთელი ცხოვრება მომიწევს კუდში გდიო და დაგიჭირო რომ არ გამექცე მაგრამ თანახმა ვარ ევა... თანახმა ვარ იმიტომ რომ ყველაზე ძალიან მიყვარხარ... ყველას და ყველაფერს მირჩევნიხარ... (დავდუმდი და თვალი თვალში გავუყარე)
-"ყველაზე ძალიან" გრამატიკულად გაუმართავი სიტყვათა შეთანხმებაა! დაასკვნა...
-მეკაიფები?
-როგორც ყოველთვის საყვარელო! სახეზე ხელი გადამისვა....
-არ წახვიდე ჩემგან!
-მთხოვ?
-ეს მოგწონს არა?
-რა!
-როცა მამცირებ, როცა შენს უპირატესობას მიმტკიცებ, როცა თავს არარაობად მაგრძნობინებ!
-ჰო, მომწონს!
-მიყვარხარ შე ავადმყოფო! და ძალიან ძალიან მინდიხარ! ჰოდა კიდევ: ვიცი რომ "ძალიან ძალიან" ტავტოლოგიაა აღარ გამი*რაკო!
-ქვემოთ რომ ვიწროდ ვართ არაუშავს? თუ ახლა გინდა რომ მატკინო? გაეცინა
-ნელ ნელა გავფართოვდებით და მე არასდროს მომინდება რომ რამე გატკინო!
-ოცნების პრინცი ხარ სი*ული გამოხტომებით! გაიკრიჭა
- მართლა? მეც გამეღიმა
-ჰო და იცი რატომ?
-რატომ?
-რადგან მე რომ კაცი ვიყო და შენ ისე მექცეოდე როგორც მე გექცევი შენთვის ტკივილის მოყენებაზე მეტად არაფერი მასიამოვნებდა, ველურივით გი*მარდი!
-რა ამაზრზენი ხარ! მიხარია რომ კაცი არ ხარ! გამეცინა და მის ტუჩებს დავეკონე უაზროდ ვეფერებოდით ერთმანეთს ის განსაკუთრებით ალერსიანი იყო და არაფერი მინდოდა ამის მეტი... მაგიჟებდა ეს ქალი და ახლა მან ეს იცოდა!
-რომელი საათია? მკითხა და ყურზე მიკბინა!
-თორმეტი! საათს დავხედე
-დღეს სად წამიყვან?
-სადაც გინდა!
- შენს სახლში!
-მართლა?
-ჰო, მომეწონა იქაურობა!
სანამ პასუხს დავაბრუნებდი ტელეფონზე მესიჯი მომივიდა!
-მომეცი! თქვა და ხელი გამომიწოდა
-რა?
-შენი ტელეფონი! ხომ გინდა ჩემი შეყვარებულობა ახლა ნახავ როგორია ნამდვილი შეყვარებული!
ტელეფონი მივეცი
-აბელ საქართველოში დავბრუნდი, მენატრები, დამირეკე! ტასო... ხმამაღლა წაიკითხა და წარბებ აწეული შემომაჩერდა!
-ის ის გოგოა! დავიბენი...
-როგორღაც მივხვდი რომ ტასო გოგოა!
-ჰო რა თქმა უნდა!
-მასთან *იმაობდი?
-ზოგჯერ!
-სად იყო?
-საფრანგეთში!
-დიდი ხანია?
-სამი თვეა!
-შეყვარებული იყო?
-თითქმის, მეგობარი გოგო, იტოქში ჩემი მეგობრები იცნობდნენ და ზოგჯერ მასთან ვიწექი!
-დაგაწვენ მამიჩემის მამასთან!
-რაც შენ გიცნობ არავისთან არაფერი მაქვს! თავი ჩავხარე
-თვით სრულყოფილება გყავს გვერდით და ვისთან რა უნდა გქონდეს ბიჭო?
-ნუ ყვირი!
-შენ ნუ მიბრძანებ რა უნდა გავაკეთო!
-არაფერს გიბრძანებ, წამოდი ჩემს სახლში
-წამო! ჩემდა გასაოცრად მარტივად დამთანხმდა და მაშინვე ჩემთან წავედით კარი შევაღეთ თუ არა კისერზე ჩამომეკიდა...
-მგონი ნიმფომანი ხარ სექ*ით ვერ ძღები! გავიკრიჭე და კოცნაში ავყევი!
--შენ ხო რას ამბობ სანამ არ დაგიჩოქებ მანამ არ გიდ*ება!
-როგორც დიდი ევა იტყოდა ერთი გახახუნება ვარ! გავიცინე და უხეშად დავაგდე საწოლზე რამდენიმე წუთში მის დარღვეულ გულისცემის რიტმს ვუსმენდი და სახეზე ვეფერებოდი როცა კარზე კაკუნი გაისმა!
-არ გააღო თქვა და ზემოდან გადამაწვა!
-აბელ ტასო ვარ მოისმა ხმა!
-ტასო? ის ტასო? ყურთან ჩაისისინა ევამ
-ჰო! რომ არ გავაღებ წავა!
-გააღებ!
-კარგი ვთქვი და ზანტად წამოვდექი სად არის ჩემი ტრუსი?
-ტრუსი რად გინდა?
-შიშველმა გავუღო კარი?
-სექ*ი ჩაცმულებს გქონდათ? ყბები მაგრად მიაჭირა ერთმანეთს!
-ეს სხვა რამეა!
-მიდი და კარი გაუღე!
-ევა!
-ამ დილით რომ გეკითხა მთებს გადადგამდა ჩემს გამო! იმედგაცრუებით ჩაილაპარაკა და მაშინვე შიშველი გავემართე კარის გასაღებად
-ვაუ აბ! გამზადებული დამხვდი? ყელზე შემომეხვია ტასო!
-მე მე იცი? ენა დამება ისევ
-კარში ვიდგეთ? ყელიდან ჩამომეხსნა და სახეში შემომხედა!
-ჰო იდექით სამივე! თავი გამოყო ევამ ოთახიდან და თვალით ჩემი ერექცირებული "ღირსებისკენ" ანიშნა!
-ცუდ დროს მოვედი! სასწრაფოდ უკან დაიხია ტასომ...
-არა შეგვიძლია სამში გავაგრძელოთ! გვერდით ამომიდგა ევა... რომელსაც ტანზე ზეწარი ისე შომოეხვია რომ არაფერსაც არ უფარავდა!!
-მაპატიეთ მე წავალ! ტასო სასწრაფოდ უკან გავარდა...
-კმაყოფილი ხარ ქალბატონო უნაკლოვ? ვუთხარი როგორც კი ხარხარს მორჩა!
-მის ადგილას სახეს ჩამოგხსნიდი!
-ეჭვიც არ მეპარება! გამეცინა...
-მშია!
-მეც! ჩაიცვი სადმე წავიდეთ...
-არსად წასვლა არ მინდა!
-მგონი ოჯახური იდილია მოგწონს!
-არ გამოვრიცხავ! მე უკვე ოცდარვა წლის ვარ... გაიცინა
-მაშინ გამომყევი ცოლად და ნამდვილი ოჯახური იდილია შევიქმნათ!
-ხუმრობ თუ ის დროა აქედან გავრბოდე?
-ასე გეშინია ქორწინების?
-ჯერ არ გადამიწყვეტია ქორწინების უფრო მეშინია თუ ბავშვების!
-ბავშვების გეშინია?
-ჰო, ერთხელ მეგობარმა თავის ბავშვი მომაჩეჩა ხელში და იმ პატარა მონსტრს მაინც და მაინც მაშინ აერია გული!
-რა ჭკვიანები არიან ბავშვები ვერაფერს გამოაპარებ!
-რას გულისხმობ?
-რას და მაშინვე მიხვდა რა გულისამრევი ქალი ხარ!
-შენგან განსხვავებით! (ისევ ნაგლი ღიმილი მესროლა!
-ჰო ჩემგან განსხვავებით! გამეცინა
-ვერ გაიგე მშიათქო რომ ვთქვი?
- კი და შემოგთავაზე ჩაიცვი სადმე წავიდეთთქო! ან იქნებ საჭმელადაც შიშვლები გინდა რომ წავიდეთ?
-კარგი იდეაა მაგრამ ახლა არსად წასვლა არ მინდა, სახლში არაფერი გაქვს?
-მაცივარში ყველაფერი იქნება მაგრამ მომზადება არ ვიცი!
-მე ვცდი!
-ხუმრობ?
-არა!
-როცა გშია შენ შენ არ ხარ! გამეცინა და სამზარეულოში გავიყვანე! კარადიდან ჩემი პერანგი გამოიღო ჩაიცვა და სიმღერ სიმღერით დაიწყო ომლეტის მომზადება, მეც ტრუსი ამოვიცვი და ნასიამოვნები სახით მივუჯექი მაგიდას...
-რა გაცინებს?
-არასოდეს მინახავს როგორ ღიღინებ!
-ახლა ვღიღინებდი?
-ჰო!
-როცა მშია მე მე არ ვარ! არასოდეს მიღიღინია! გაიცინა...
თეფშები და ტაფა მაგიდაზე დადგა და ჩემს წინ დაჯდა...
-ძალიან გემრიელია!
-უგემურიც რომ იყოს მაინც არ იტყოდი!
-ნუ იცინი ირონიულად!
-სიცილს ნუ მიკონტროლებ!
-კარგი კარგი!
ისე გემრიელად ილუკმებოდა თვალს ვერ ვწყვეტდი!
-ასე მშიერი დარჩები! გამეკრიჭა
-ვის ადარდებს!
-არავის, ისე შენი სიბერე როგორ წარმოგიდგენია?
- აი ასე ვზივარ შენს წინ და ჯერ კიდევ შემორჩენილი კბილებით კვერცხს შევექცევი!
-მდიდარი ფანტაზია გაქვს!
-შენ როგორ წარმოგიდგენია შენი სიბერე?
-მე ახალგაზრდა მოვკვდები!
-ნუ ბოდავ გოგო! ჩანგალი თეფშზე დავაგდე!
-მე რომ მოვკვდე რა გეშველება ხო? გაეცინა... შეგიძლია არ დამმარხო და აი აქ თაფლში შემინახო, თუმცა რად გინდა შენ ხომ მკვდრებზე მაინც არ გი*გება!
-საზიზღრად შავი იუმორი გაქვს! აღარ მშია!
-კარგი შენს წილსაც მე შევჭამ! თეფში მისკენ მიწია და მხიარულად განაგრძო ჭამა!
რვა თვე ვიყავით ერთად... და ამ რვა თვის მანძილზე ორჯერ ვთხოვე ცოლობა... ჩვეული ნაგლი ღიმილით მომიშორა თავიდან და ჯერ უნდა გაიზარდოო დააყოლა რომ გავემწარებინე... ერთად დავდიოდით წვეულებებზე დაჯილდოებებსა თუ შეკრებებზე... ხან ჩემთან ვრჩებოდით და ხან მასთან... ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე... რა თქმა უნდა მისი ცვალებადი ხასიათი უცვლელი დარჩა მაგრამ ვიცოდი რომ როცა საუბარი ან ჩემი ნახვა არ უნდოდა არ უნდა დამეძალებინა მერე ისევ თვითონ მოდიოდა და ყველაფერი მწყობრში დგებოდა... ერთ დილით ნათიამ დამირეკა და ევასთან მისვლა მთხოვა...
იქ მისულს კი ცრემლიანი თვალებით გამომიცხადა რომ ევა გაქრა და მხოლოდ წერილი დატოვა ჩემთვის!
წერილი ხელიდან გამოვგლიჯე ევას ოთახში ავირბინე და მის საწოლზე მიგდებულმა კითხვა დავიწყე...


პს: ვიცი რომ პატარა თავია თუმცა კონკრეტული მიზეზების გამო მეტის დაწერა ვერ მოვახერხე... იმედი მაქვს მაპატიებთ...
ხვალ დავდებ ბოლო თავს რომელიც გაცილებით დიდიც იქნება და ვეცდები უკეთესიც გამოვიდეს...
მადლობა რომ დროს გვითმობთ ❤скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

იმედია არ დააშორებ❤❤. არ მიყვარს სევდიანი დასასრული .

 



№2  offline წევრი სალანდერი

სტუმარი მარიამი
იმედია არ დააშორებ❤❤. არ მიყვარს სევდიანი დასასრული .

❤❤ რა ვიცი რა გითხრა დამაფიქრე ...

 



№3  offline წევრი GentleWoman

თქვენი პირველი ისტორია წავიკითხე და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, როგორ დელიკატურად, არაგამაღიზიანებლად შეეხეთ ასეთ რთულ თემას. თანაგრძნობა და მხარდაჭერაც კი გამოიწვიეთ მკითხველში. თუმცა მოცემულ რეალობაში დასასრული ადეკვატური იყო,ალექსისა და ანაბელის მომავალს ვერ ვხედავდი,მაგრამ ამ შემთხვევაში ტრაგიკულ დასასრულს ვერ გაუძლებს ჩემი გული!! არაორდინალური, განსხვავებული წყვილია,თუმცა მომავალი აქვთ და უნდა ჰქონდეთ. ჰეფი ენდი მინდა !!(((

 



№4  offline წევრი სალანდერი

GentleWoman
თქვენი პირველი ისტორია წავიკითხე და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, როგორ დელიკატურად, არაგამაღიზიანებლად შეეხეთ ასეთ რთულ თემას. თანაგრძნობა და მხარდაჭერაც კი გამოიწვიეთ მკითხველში. თუმცა მოცემულ რეალობაში დასასრული ადეკვატური იყო,ალექსისა და ანაბელის მომავალს ვერ ვხედავდი,მაგრამ ამ შემთხვევაში ტრაგიკულ დასასრულს ვერ გაუძლებს ჩემი გული!! არაორდინალური, განსხვავებული წყვილია,თუმცა მომავალი აქვთ და უნდა ჰქონდეთ. ჰეფი ენდი მინდა !!(((

ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში შეფასებისთვის...
ასევე მოხარული ვარ რომ წინა ისტორიასაც გაეცანით...
არ ვარ მე ჰეფი ენდების მოყვარული ???? დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას მიტოვებს რაღაცნაირად ????
მაგრამ დღეს ბევრი თხოვნა მოვისმინე და ვნახოთ რის გაკეთებას შევძლებ ❤

 



№5  offline წევრი Tamusia Egutidze

არ დააშორო რა გთხოოოვ sob sob laughing მართლა ოღონდ smile

 



№6  offline წევრი სალანდერი

Tamusia Egutidze
არ დააშორო რა გთხოოოვ sob sob laughing მართლა ოღონდ smile

დაწერილ დასასრულს მაცვლევინებთ? :დ

 



№7  offline წევრი a.bochorishvili

დააშორე, ჰეფი ენდები დისნეიში, დებილი ბიჭია რაც არ უნდა იყოს,

პ.ს. შენს ადგილას ევას თავს მოვაკვლევინებდი

 



№8  offline წევრი სალანდერი

a.bochorishvili
დააშორე, ჰეფი ენდები დისნეიში, დებილი ბიჭია რაც არ უნდა იყოს,

პ.ს. შენს ადგილას ევას თავს მოვაკვლევინებდი

რა სიფსიხეა :დ მადლობა საინტერესო იდეებისთვის :დ
ისედაც ბევრჯერ გადავაკეთე უკვე :დ ისტორიის ბოლო ნაწილს ხვალ დავდებ :დ
ჰეფი ენდები თუ არ მოგწორს ჩემი წინა ისტორია წაიკითხე :დ
მადლობა რომ დროს გვითმობ ❤

 



№9  offline წევრი GentleWoman

უბედურება,ტკივილი და იმედგაცრუება ცხოვრებაშიც მეყოფა. აქ ბედნიერებასა და პოზიტიურ ემოციებს ვეძებ! პერსონაჟები მაინც იყვნენ ბედნიერები და მეც სიხარულის განცდა თუ არა ილუზია მაინც შემიქმნან (((

 



№10  offline წევრი სალანდერი

GentleWoman
უბედურება,ტკივილი და იმედგაცრუება ცხოვრებაშიც მეყოფა. აქ ბედნიერებასა და პოზიტიურ ემოციებს ვეძებ! პერსონაჟები მაინც იყვნენ ბედნიერები და მეც სიხარულის განცდა თუ არა ილუზია მაინც შემიქმნან (((

მესმის ❤
და გმადლობთ რომ თქვენს აზრს და დამოკიდებულებას მიზიარებთ ❤

 



№11 სტუმარი სტუმარი Lika

Rodis dadebt 6tavs sheidzleba amatic dashoreba shemdeg ki shexvedra didi xnis shemdeg ????????????????

 



№12  offline წევრი სალანდერი

სტუმარი Lika
Rodis dadebt 6tavs sheidzleba amatic dashoreba shemdeg ki shexvedra didi xnis shemdeg ????????????????

ათ წუთში დავდებ ახალ თავს. . .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent