შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პორფირია (თავი 6.ადრენალინი )


6-02-2018, 21:33
ავტორი melanqoliki
ნანახია 79

პორფირია (თავი 6.ადრენალინი )

ალისტერის შემოთავაზებას წვეულებაზე ერთად წასვლასთან დაკავშირებით ისე დავთანხმებულიყავი,რომ არც გამეაზრებინა,ვისთან ერთად შეეძლო ენის წამოსვლა.მანამდე ამ თემასთან დაკავშირებით სერიოზულად არც მეფიქრა.ოთახში ნამტირალევი თვალებით ავედი და ლოგინზე წამოვწექი.
_ წვეულებაზე ალისტერთან ერთად მივდივარ_ დანაშაულის გრძნობით ვუთხარი სააბაზანოდან გამოსულ მეგობარს
_ მართალი ვიყავი,ნამდვილად მოსწონხარ,მაგრამ ეს ყველაფერი მაინც უცნაურად მეჩვენება,რაში დაჭირდა განა ასე თამაში ან ასეთი მოქცევა?_ ამას ვერ უარვყოფდი,სამომავლოდ რაც არ უნდა დამეგეგმა,მომხდარს უკვე ვეღარ შევცვლიდი.მეთვითონ მაკვირვებდა ჩემი საქციელი და ის ამოუხსნელი გრძნობა,რომელსაც მის მიმართ სულ უფრო და უფრო მეტად ვგრძნობდი,ამას ჯერ კიდევ მაშინ ვგრძნობდი,როცა ალისტერი გაუჩინარდა.
_ ბოდიში_ წამოვჯექი და კიდევ ერთხელ გავაცნობიერე სპონტანური,ეგოისტური საქციელი_ ერთად წავიდოდით მაგრამ...
_ არა,ტყუილად მებოდიშები,მინდა ეს დღე გამოვიყენო,მე და ბაბუას დედას საფლავზე გასვლა გვინდა,ასე რომ ყველაფერი კარგადაა
_ მართლა?_ეჭვნარევი მზერა მივაპყარი
_ მართლა,მართლა_ ღიმილიანი სახით მომიტრიალდა_ მაგრამ ჩემგან თავს ასე იოლად ვერ დაიძვრენ,კაბის ასარჩევად უჩემოდ ვერსად ვერ წახვალ
_ წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვიყიდო
_ ჰოდა ერთად ავარჩევთ,ისე ალისტერი მოგწონს ხო?
საპასუხოდ თავი დავუქნიე და ტანსაცმლის გახდა დავიწყე,მგლების ყმუილის ხმა შებინდებასთან ერთად სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
ღამით ისევ ის საშინელი სიზმარი ვნახე,მაგრამ ამჯერად ყვირილით აღარ წამოვმხტარვარ.გამთენიისას წვიმის ხმაზე უსიამოვნო შეგრძნებით გამომეღვიძა,პირველი,რაც თავში გამიელვა მისი სახელი იყო,ის რომ ტირილისას ვეხუტებოდი,პასუხებს აღარ ვეძებდი და მინდოდა უბრალოდ განმეგრძო,ან თავიდან დამეწყო ყველაფერი.
მთელი დღე წვიმდა,ჭექა-ქუხილი ყველაფრის ხმას ფარავდა და გვაშინებდა.ალისტერი გაკვეთილებზე არ შემოსულა.ვიცოდი,რომ იქ იყო,დერეფნებში შუა საუკუნეების სტილში ჩაცმული დააბიჯებდა და სახეზე იდუმალი,გამაბრუებელი ღიმილი დასთამაშებდა.
სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ყველა დარბაზისკენ გაემართა.გადაუღებელ წვიმას ელექტროობა დაეზიანებინა და სასწავლებელი მთლიანად ჩაბნელებულიყო.ალისტერის დაჟინებული მოთხოვნით ადგილი,სადაც წვეულებისათვის დადგმულ ცეკვათა რეპეტიცია უნდა გაგვევლო,ერთიანად სანთლებით მოერთოთ და იქაურობა შანდლებით იყო სავსე.
როგორც კი დარბაზში ჩვენ ჩვენი ადგილები დავიკავეთ ის გამოჩნდა,შავი,გამძვინვარებული აჩრდილივით დაიძრა,თითქოს წამში გაჩნდა ჩემთან,სწრაფი მოძრაობით მომხვია ხელი და თავისკენ მიმიზიდა.მისი შეხება წინანდელს არ ჰგავდა.კი არ ვმოძრაობდით,წრიულად ვლივლივებდით .მის სახეზე ჩრდილები თამაშობდნენ,სუსტი განათების მიუხედავად სახე ადრინდელზე თეთრი მეჩვენა,ალბათ ამის ფონზე ტუჩებიც უფრო ალისფრად უღვიოდა.მისი თვალები ღრმა უფსკრულში ინთქმებოდა,უსასრულობაში დროდადრო ნაპერწკლები ჩამქრალ ვარსკვლავებივით გაუელვებდნენ და იმ იდუმალ,მისტიურ სამყაროში გითრევდნენ,რომლის ნაწილიც თვითონ იყო.
_ ახლა სულ სხვა ხარ_ სწრაფად და მოულოდნელად წარმოთქვა_ ალისტერის ხმა ჩემს გონებაში სამუდამოდ ჩარჩენილიყო,მისი ყოველი ახალი წინადადება კი ამ მელოდიურ ჟღერადობას ზედაპირზე ატივტივებდა.
_ მინდა ნამდვილით ვიცხოვრო_ისე ვუპასუხე ჩემი ნათქვამის მეთვითონ გამიკვირდა და თვალები დავხუჭე,ვიცოდი რომ იღიმოდა,მისგან მომავალი ტყის გვიმრებისა და ცივი მენთოლის სუნი მცემდა.
_ მწვანე ფერი,ჭაობისფერი მოგიხდება_ მითხრა ბოლოს,როცა მუსიკა შეწყდა და რეპეტიცია იმ ღამით დასრულდა.
წვეულებამდე ერთი დღეღა დარჩენილიყო,ამიტომ მეორე დღეს საუზმის შემდეგ ქალაქში კაბების შესაძენად უნდა წავსულიყავით.
მე და ენიმ მაგიდის განათების დახმარებით ყველა საშინაო დავალება შევასრულეთ,რომ მომდევნო დღე მთლიანად საყიდლებისა და გართობისათვის დაგვეთმო.შუაღამისას მეცადინეობისაგან გადაღლილებს წვიმის ხმა ჩაგვესმოდა და თვალები გვეხუჭებოდა.
ისევ იქ ვიყავი,უკვე ვიცოდი რაც უნდა მომხდარიყო და იმასაც ვაცნობიერებდი,რომ ბოლოს აუცილებლად გამომეღვიძებოდა,მაგრამ ბოლო მომენტში ყველაფერი სხვანაირად წარიმართა.ბრბოში მოძრავი ცხოველი წინ მოიწევდა,საიდანღაც ყმუილისმაგვარი ხმა მესმოდა,თითქოს სკოლაში ვიყავი,ჩემ წინ მგელი იყო,დიდი გაბურძგნული შავი მგელი,რომელიც აცრემლებული ცისფერი თვალებით შემომყურებდა და გულისგანმგმირავად ყმუოდა.
შევხტი და ოფლიანს გამომეღვიძა.
_ დამშვიდდი ელის ეს მხოლოდ სიზმარია_ მისი შეხება ვიგრძენი და ვეღარ გავიაზრე რეალობაში ვიყავი,თუ სიზმარი გრძელდებოდა,რადგან ჩემ ფეხებთან ლოგინზე ჩამომჯდარი პოლი ცდილობდა დავემშვიდებინე.
_ პოლ,პოლ აქ ხარ?მართლა აქ ხარ?_ წამოვეწიე და მის რეალურობაში დასარწმუნებლად ძლიერად ჩავეხუტე,უჩვეულოდ ჩაიხითხითა,თვალი შევავლე თმა მოეწესრიგებინა,ისეთი სერიოზული და შეცვლილი მეჩვენა.
_ შენ რა გეგონა აქ მარტო დაგტოვებდი?_ მამშვიდებდა და თმაზე მეფერებოდა.
_ რომ იცოდე რამდენი რამ მოხდა,შენი აქ ყოფნა არ შეიძლება_ ვეჩურჩულებოდი,რომ მძინარე ენი არ გამეღვიძებინა.
_ არაფერიც არ მოხდება,შენი ნახვა მინდოდა და ვეღარ მოვითმინე,მინდოდა სურპრიზი მომეწყო და უცებ დაგდგომოდი.
კიდევ ერთხელ ჩავეხუტე და გავაცილე,სითბოთი ვიყავი სავსე ადამიანი,რომელიც მენატრებოდა ჩემთან იყო,გვერდით ერთგული მეგობარი მყავდა,წინ წვეულება მელოდა და ყველაფერი ლაგდებოდა.
თავი მოვიწესრიგე და ენი გავაღვიძე,ვახარე ბიძაშვილი ჩამომივიდა ერთად ვისწავლით და გაგაცნობ-თქო,სწრაფად გაემზადა და სირბილით ჩავედით სასადილოში.პოლი უკვე იქ იყო,იმ სამეულს ელაპარაკებოდა და მათსავით მუშტები შეეკრა,თითქოს ჩხუბისთვის ემზადებოდა,ჩემს დაძახებაზე მოეშვა გამიღიმა და გვერძე მდგომი ენი ინტერესით შეათვალიერა,ერთმანეთი გავაცანი ,რაღაცნაირად აღფრთოვანდნენ და საუზმის დროს ღიმილი არც ერთს არ მოშორებია.
ხილის სალათს ვჭამდი და თან აქეთ-იქით ვიხედებოდი,მაგრამ ალისტერი როგორც ყოველთვის არ ჩანდა,ეს ცოტა მაბნევდა,რადგან მას ყოველთვის შეეძლო ჩემი პოვნა მე კი სულელურად ვიჯექი და თვალებს ვაცეცებდი.
საუზმის შემდეგ ყველანი ქალაქში გასასვლელად გავემზადეთ,პოლი ხან მე მაცინებდა,ხან ენის აწვალებდა და ეთამაშებოდა,შეცვლილიყო,ის სევდიანი ბიჭი უბრალოდ გამქრალიყო,ახლა ის უფრო თავდაჯერებული და კიდევ უფრო მზრუნველი გამხდარიყო.იმედს ვიტოვებდი,რომ ჩვენი ერთად არ ყოფნის პერიოდში ცუდი არაფერი შემთხვეოდა.
მთელი გზა ვლაპარაკობდით,ბოლოს სკოლის ტრანსპორტი ქალაქის ცენტრში მდებარე ყველაზე დიდი მაღაზიის წინ გაჩერდა და ყველანი მიმოიფანტნენ.პოლი ისევ სამეულს ელაპარაკებოდა,ისევ დაძაბული მეჩვენა,მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია,რადგან ენისთან ერთად კაბის ასარჩევად დიდ ბრძოლაში ჩავერთე.საშინელი ხმაური იყო,გაავებული გოგონები ერთმანეთს ტანსაცმელს ტაცებდნენ და შესასვლელებთან უზარმაზარი რიგები იდგა.
არც თუ ისე დიდი ხნის არჩევის შემდეგ გრძელი,წელში გამოყვანილი და ზურგზე შეხსნილი შავი კაბა ავიღე და ერთ-ერთ გასახდელთან მივედი,
_ თავისუფალია?_ ხელი ფარდას შევავლე და გასაწევად მოვემზადე,რადგან პასუხი აყოვნებდა.
_ თავისუფალია?_ შეკითხვა გავიმეორე და მოულოდნელად შევკივლე,რადგან ხელში ვიღაც მწვნა ფარდა სწრაფად გასწია და ასევე სწრაფად გააფარა.
_ ალისტერ_ გაბრაზებულად წარმოვთქვი და ძირს დაგდებული კაბის ასაღებად დავიხარე.
_ არ გინდა,მწვანე მოგიხდება_ ტანსაცმლის აღება არ მაცადა ისე გამასწორა.
_ ელის,ჩაიცვი უკვე?_ გარედან გასახდელთან მოსული ენის ხმა შემომესმა,რომელიც მანამდე გარეთ მდგარ პოლს უყურებდა და უმიზეზოდ იღიმოდა.
_ შშშ_ ტუჩებთან თითი მიიტანა და მანიშნა რომ არფერი წამომცდენოდა.
_ არა,ჯერ არა,რომ ჩავიცვამ გეტყვიიი_ გავძახე ენის და ჩემ წინ მდგომს შევუბღვირე._ აქ რა გინდა?რატომ არასდროს არ შემოდიხარ გაკვეთილებზე,ან სასადილოში,სულ ასე უნდა ვიყოთ როცა შენ მოგინდება მაშინ უნდა ჩნდებოდე?
_ სადღაც მინდა წაგიყვანო_ უფრო ახლოს მოვიდა და დიდი შავი თვალებით მომაჩერდა.
_ სად?გარეთ მელოდებიან
_ ვიცი,მაგრამ მინდა ცოტა ხნით ისინი დაივიწყო და გამომყვე.
_ სად?_ კითხვა გავუმეორე.
_ ოჰ,ისევ ჯიუტი ხარ,უბრალოდ მენდე და თვალები დახუჭე_ მისი ხმა მაბრუებდა და წინააღმდეგობის გაწევის სურვილს ცნობისმოყვარეობა ფარავდა.
_ კარგი_ დავთანხმდი და ნელა დავხუჭე თვალები.
სახეზე სიგრილე,ჰაერის ტალღები და მზის სხივები შევიგრძენი,ირგვლივ მიმოვიხედე,ორ წუთში,სანამ ვერაფერს ვხედავდი გასახდელიდან შორს,დიდ მდელოზე წამოვსულიყავით სადაც უამრავ საჰაერო ბუშტს მოეყარა თავი.გაონებისგან თვალებგაფართოვებული აქეთ_იქეთ ვიყურებოდი და ინტერესით ვიწვოდი,როგორ შეეძლო ასე უცებ სულ სხვა ადგილას გავჩენილიყავით?ამ შეკითხვამ ტყის ამბავი გამახსენა,წამში რომ აღმოვჩნდი ხეზე,მაგრამ უაზრო არაფრისმომტანი ფიქრები გონებიდან მალევე გავაძევე.
_ იმედია სიმაღლის არ გეშინია
_ არა_ მოულოდნელობისაგან არ ვიცოდი სხვა რა მეთქვა
უკვე მაღლა ვიწეოდით
_ შენ რა ამის მართვა იცი?_ გონს მოვედით უკვე მეგონა რომ ღრუბლებს მივწვდებოდი,ის ჩემს უკან იდგა და მაკვირდებოდა,აკვირდებოდა ჩემს ყოველ მოძრაობას,ემოციებს,ქვემოთ მყოფნი უკვე პატარა კაცუნებს ჰგავდნენ.
_ არა.
_ რა არა?_ ფიქრებიდან გამოვერკვიე.
_ ამის მართვა არ ვიცი¬_ გადაიხარხარა
_ ასე ბოროტად ნუ მეხუმრები_ ვუპასუხე და საავდრო ღრუბლებს გავხედე,რომლებსაც ჩვენს მაღლა მოეყარათ თავი,უკვე ბინდდებოდა.
_ არ ვხუმრობ,მინდა რომ მენდო
_ ვერ მივხვდი_ დაბნეულმა გავხედე.
ჩემი ხელები თავზე გადაიტარა,ნიკაპის ქვეშ დამიჭირა და მითხრა
_ მაგრად მომეჭიდე
ბრძანებასავით ჟღერდა,მაგრამ წინააღმდებობა არ გამიწევია ისე მივეკარი და შევეცადე რაც შეიძლება,მაგრად მოვჭიდებოდი.
_ თვალები დახუჭე_ ბოლოჯერ გაიღიმა და საჰაერო ბუშტიდან ეგრევე გადაეშვა.მიზიდულობის ძალას ვგრძნობდი,წამში მეგონა რომ მიწას დავასკდებოდით და ასე დავასრულებდით სიცოცხლეს,მეშინოდა და ამავდროულად ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი,აღარ ვიცოდი უნდა დამეყვირა,თუ გამოსათხოვარი სიტყვები მეთქვა,ამიტომ გაბრუებული სიამოვნებას აყოლილი და ადრენალინით სავსე უბრალოდ ცივ ტალღებს ვუშვერდი სახეს და ვცდილობდი მისთვის ხელი არ გამეშვა,ბოლოს კი როცა ფეხებქვეშ მიწა ვიგრძენი თვალებგახელილმა წონასწორობის შენარჩუნება ვცადე.
_ შეგიძლია გამიშვა_ ჩაიცინა
ხელი ვუშვი და თავბრუსხვევამ შემაქანა.
_ ეს როგორ შეძელი?_ ვბუტბუტებდი
_ ყველაფერს გაიგებ ოღონდ ახლა არა_ მკაცრად წარმოთქვა და სკოლის ტრანსპორტთან მიმაცილა,სადაც განერვიულებული ენი მელოდა.
_ სად დაიკარგე?
მის შეკითხვაზე გამეცინა,
_ უკანა გასასვლელიდან სხვა მაღაზიაში აღმოვჩნდი,მერე გზა ამებნა და უაზროდ ვბოდიალობდი_ თავი უაზროდ და ულოგიკოდ შეთხზული ამბით ვიმართლე.
_ კაბა?_ მკითხა,როცა უკანა გზაზე მივდიოდით,ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეპასუხა ან უნდა მომეყოლა თუ არა თავს გადამხდარი ამბავი და რას ვეტყოდი?რომ ალისტერს ფრენა შეეძლო?გამეღიმა
_ რაღაც კაბა უნდა მეგულებოდეს ჩემ გარდერობში,ახლა გამახსენდა-კიდევ ერთხელ ვიცრუე.
_ კარგი,_ მშვიდად დამეთანხმა და პოლს მიუბრუნდა,მგონი ერთმანეთი მოწონდათ.
სკოლამდე მისასვლელი გზა ისე გავიარეთ იმ არაჩვეულებრივ შეგრძნებას ისევ ავეტანე და სულელივით მეღიმებოდა,როცა ტრანსპორტიდან ჩამოსული ოთახამდე ნელი ნაბიჯით ავედი და ლოგინზე უნდა წამოვწოლილიყავი იქ დიდი ყუთი დამხვდა,რომელზეც გრძელი წითელი ვარდი იდო,ყუთი გავხსენი და ჩემი ვარაუდები გამართლდა,როცა იქიდან ჭაობისფერი აბრეშუმის ულამაზესი კაბა ამოვიღე.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline ახალბედა მწერალი lullaby

ზალიან ჩქარობ, ზალიან... არ ვიცი რა გითხრა. არ ვიცი ეს იმის ბრალია, რომ ზველია ნაწერი? ელისის გრზნობები არაადეკვატურია. როდემდე შეიზლება უმეოროს ალისტერმა "ახლა არა?" არ შეიზლება დაფრინავდეს მასთან ერთად და ელის არ ეშინოდეს. შენ წარმოიდგინე, ფენტეზის ჟანრსაც კი აქვს თავისი რეალისტირი მხარე :დდ პოლის ასე მოულოდნელი გამოჩენა ახსნების გარეშეც უცნაურია. ასე ვისაც უნდა მივა და ისწავლის იმ სკოლაში? ხომ ხვდები რას ვამბობ? არ მიწყინო, უბრალოდ მინდა რჩევა მოგცე, მაგრამ უკვე დაწერილი გაქვს საკმაოდ და ვიმედოვმებ არაა გვიანი. შემდეგში უფრო წინდახედული იქნები ^^ გამოცდილება წერაში მოდის ^^ <3

 



№2  offline წევრი melanqoliki

ჰო,ნამდვილად გამოცდილება წერაში მოდის . ჩემი მაშინდელი ჩანაფიქრიც ის იყო,რომ ელისმა ყველაფერი იცის და ამიტომაც აქვს ასეთი,თითქოს ადეკვატური გრძნობები.რაც შეეხება პოლს ის ელისთან ერთად ჩარიცხულია სასწავლებელში,ამაზე ბებია რუთმა იზრუნა,უბრალოდ გვიან ჩავიდა.გეთანხმები ბევრ რამეს დავალაგებდი და შევცვლიდი,მაგრამ არ ვცვლი,რადგან არ მინდა ადრინდელი სახე დავაკარგვინო.თერთმეტი თავი მაქვს უკვე და გაგრძელებას ვაპირებ,იმედია მერე უკვე დაეტყობა ნაწერს ცვლილება.დიდი მადლობა შევეცდები ყველა შენიშვნა გავითვალისწინო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent