შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მიყურე (სრულად)


6-02-2018, 21:39
ავტორი lullaby
ნანახია 10 953

მე მიყურე (სრულად)

სალამით ჩემო ვანილებო <3
მოკლედ, ვინაიდან და რადგანაც, რაღაც მიზეზების გამო "მე მიყურე" საიტიდან წაიშალა, გადავწყვიტე სრულად დავდო ხელახლა.
მინდოდა დამერედაქტირებინა, მაგრამ გადავიფიქრე... ალბათ ჯობია ჩანდეს განსხვავება ჩემს ნაწერებს შორის. იყოს, როგორიცაა და როგორიც აქამდეც გიყვარდათ ^_^
რამდენიმემ უკვე შენიშნა უმისობა საიტზე და მითხრა, რომდამედო. ძალიან გამიხარდა, რომ შენიშნეთ. ესე იგი ისევ გახსოვდათ ^_^
ვდებ და როცა მოგინდებათ გადახედეთ... მიხარიხართ და მიყვარხართ ვანილებო <3 <3

თამუნა
***
რა ლამააზიი დღეეაა,
რა ნათეელიი მზეეაა,
იმიტოომ, რომ დღეეს ჩეემიი,
დააბადეებიის დღეეაა.
წავიმღერე და ბალიში თავზე დავიმხე.
24 წლის გავხდი, მაგრამ არავის ახსოვს ეს ჩემს გარდა. ყველას ფეხებზე ვკიდივარ. ყველას? ხო, თუმცა ვინ მყავს? დედა და მამა, მეტი არავინ. ღმერთმა და მაჩუქა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მე მოვევლინებოდი ამ წუთისოფელს, მაგრამ ორი წლის იყო ფილტვების ანთებით რომ დაიღუპა.
ახლა მარტო ვარ, სრულიად მარტო. მშობლები?
- ენა ჩაიგდე და ჭამე ეს კვერცხი! - მომესმა სამზარეულოდან დედაჩემის ხმა.
- ეს კვერცხი კი არა, ღორების საჭმელია! - ესეც მამა. დაიწყეს.
- მართლა? იმუშავე და ნორმალური საჭმელი შენ თვითონ მოიტანე. შეხედე რას მიგავს ხელები, თმა, თვალები. ყველაფერს ვიკლებ, რომ როგორმე შენი მუცელი ამოვავსო.
- მოკეტე შენი დედაც... და მაცადე ვჭამო.
ნუთუ შასაძლებელია, რომ მშობლები შეიძულო? არა, ეს ცხოვრება უნდა შეიძულო იმისთვის, რომ ისინი ასეთებად აქცია.
დიდი ხანია გავიღვიძე, მაგრამ გარეთ ისე ცივა გასვლა არ მინდა. არადა უკვე ცხრის ნახევარია. ცხრაზე უკვე მაღაზიაში უნდა ვიყო, თორემ ქალბატონ სვეტას ისედაც ერთი სული აქვს სამსახურიდან გამაგდოს. აბა?! იმის ნაცვლად, რომ მეოთხე კურსს ვხურავდე, ქსეროქსზე ვმუშაობ. ბებიას დანატოვარი ფული მხოლოდ სამ კურსზე მეყო. ახლა ორი წლით აკადემიური მაქვს აღებული და სვეტას მაღაზიაში კაპიკებისთვის დილიდან 5 საათამდე ვარ.
- არ შეჭამ? - შემოაღო ჩემი ოთახის კარი ჯერ კიდევ ფხიზელმა ნანამ.
- არ მშია.
- შე უბედურო, ისედაც გამხდარი და უფერული ხარ, წამოდი ფაფა ჭამე.
- არ მინდა დედა, არ მშია. - უკვე ნერვები მომეშალა.
- რაც გინდა ის ქენი. - მომახალა და კარი გაიჯახუნა.
წამოვდექი და სარკეში ჩავიხედე. არც გამხდარი ვარ და არც უფერული. ნანა ხშირად ამბობს ხოლმე: „სიღარიბეს ერთი დადებითი თვისება აქვს, არასოდეს მოგცემს უფლებას წონაში მოიმატოo.“ ხოდა ისიც სულ ფორმაშია.
კალენდარზე რიცხვს გავხედე - 15 აპრილია. მთელი საქართველოსთვის სიყვარულის, ჩემთვის კი ერთი ჩვეულებრივი დღე. თავზე ქუდი ჩამოვიფხუტე, ზურგჩანთა ავიღე და დაუმშვიდობებლად გავედი სახლიდან. სვეტას მაღაზია ჩემი კორპუსიდან ოთხი გაჩერების იქით მდებარეობს. ავტობუსით მგზავრობაზე დიდი ხნის წინ ვთქვი უარი ფულის დაზოგვის გამო. გარდა ამისა სიარული მიყვარს... უნდა მიყვარდეს.
ქარმა სახე ამიწვა და მაღაზიაში შესვლისთანავე სითბომ ბებიას კალთასავით გამათბო. საერთოდ ძალიან მცივანა ვარ და სითბო მიყვარს. ზაფხულშიც კი ღამით წინდებით მძინავს.
- ხუთი წუთით დაგაგვიანდა. - ტუჩები აპრუწა სვეტამ.
- მაპატიე სვეტა დეიდა, აღარ განმეორდება. - ვთქვი სწრაფად დ ქალის სახედან უკმაყოფილება რომ გამექრო ვუთხარი: - რა კარგად გამოიყურებით?! - კომპლიმენტზე შაქარივით დნებოდა.
- ხოო, ცოტა თმის სტილი შევიცვალე და შევიღებე. - ჩოლკა შეისწორა მან.
თუთიყუშს გავდა და ლამისს გამეცინა. კომპიუტერი ჩავრთე და ქსეროქსის აპარატს ფურცლები დავამატე. მეზობელი გამყიდველიც უკვე მოსულიყო. სვეტას მაღაზია ორად ჰქონდა გაყოფილი, ერთ ნაწილში სურსათი იყო, მეორეში - მე, ანუ ქსეროქსი. ჩვენს შორის კედელი იყო ჩაშენებული კარით, რათა „ერთმანეთი არ მოგვეცდინა“, თუმცა სოფო ხანდახან მაინც შემოყოფდა ხოლმე ჩემსკენ თავს.
ქალი დამემშვიდობა და უკვე წასვლას აპირებდა, რომ შევაჩერე.
- სვეტა დეიდა, იქნებ...
- აა, ხოო, სულ დამავიწყდა. - ჯიბიდან ფული ამოიღო და მაგიდაზე დადო. - აღარ დაიგვიანო. - თქვა და წავიდა.
150 ლარი, ჩემი ხელფასი. მაგრამ მშობლებმა იციან, რომ 100 ლარს მიხდიან. ისედაც ჩემი თავისთვის არაფერი მრჩება. „მოპარულ“ 50 ლარს საკუთარ სიამოვნებას ვახმარ, რა თქმა უნდა, ჩუმად. ესეც ასე, დაიწყო ჩემი დღე.

ლაშა
***
მიდი და ენდე ვინმეს მას შემდე, რაც გააცნობიერებ, რომ ირგვლივ ყველაფერი ყალბია. ყველა ზედაპირული, ვიზუალური, ერთჯერადია და არ აქვს შინაგანი მხარე, ის, რასაც პიროვნული და დადებითი ჰქვია.
დღეს ყველა შინაგან სამყაროსა და მის პირველ ადგილას დაყენებაზე ლაპარაკობს. რეალობა კი ისაა, რომ ეს საკითხი უბრალოდ მოდაშია და შენი შინაგანი სამყარო ყველას ფეხებზე ჰ,კიდია. მთავარია გეცვას „ვალენტინო“ ან „დოლჩე-გაბანა“, გესხას „დიორი“ ან „შანელი“, დადიოდე ფერარით ან ნებისმიერი სხვა ძვირადღირებული, ცნობილი მარკის მანქანით, ჰგავდე „ვიქტორია სეკრეტის ანგელოზს“ ან „ფლეიბოის“ მოდელს. მოკლედ, უნდა იყო ის, ვინც სხვას მოეწონები და არა ის, ვინც სინამდვილეში ხარ. ასე ესმის ცხოვრება იმ წრეს, რომელში ტრიალიც მე მიწევს. თითოეული ჩემს გარშემო მყოფი გულისამრევად ჰგავს მეორეს. ხოდა მერე უკვირთ, რომ ცივი და „ნაგლი“ ვარ. მათ მაქციეს ასეთად. ბოდიში, მაგრამ ვერც ერთ მათგანს ვერ მივართვი ჩემი რეალური მხარე. ხო, გარკვეულწილად ვგავარ მათ, რადგან ჩემს კარიერას სჭირდება ასე, მაგრამ არასოდეს ვუშვებ შანსს ხელიდან, რომ ვთქვა რეალობა და ამით ვიღაცა გავაღიზიანო. მე ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვისმენ, ყველაფერს ვგრძნობ, მაგრამ ვიქცევი ისე, როგორც მაწყობს და სწორად მიმაჩნია. გამამტყუნოს ვინმემ, სულ არ მ,კიდია?!
სიგარეტი თითებში ჩამეწვა და მოვისროლე. ბედნიერი ვარ, რომ აზრზე არ ვარ რა არის ნაბახუსევი, თორემ რა გაუძლებდა ცნობილ თავის ტკივილებს.
სარკის წინ ვდგავარ და საკუთარ თავს ვაკვირდები. ვიხსენებ ჩემს კისერზე ჩამოკიდებული გოგოების კომპლიმენტებს: ლამაზი, ქერა თმა. ცივი, ცბიერი, მაგრამ მრავლისმთქმელი ცისფერი თვალები (სინამდვილეში ისინი აზრზე არ არიან, რას ამბობენ ჩემი თვალები). ვნებიანი, მკაცრი ტუჩები, სწორი, პირქუში წარბები და უბრალოდ საყვარელი ცხვირი. ჩემს თავს კიდევ ერთხელ ვუტყდები, რომ სიმპათიური ვარ და ამის გამო მანჩოს და იკას (ჩემს მშობლებს) ვემადლიერები. თუმცა, ისინიც ისეთივე საზოგადოებას მიეკუთვნებიან, პლასტიკური ქირურგიული ცენტრის მისამართის აზრზე რომ არ არიან და სინამდვილეში ათასი ოპერაცია რომ აქვთ გაკეთებული. ამიტომაც ვცხოვრობ ცალკე.
- უკვე ადექი? - მესმის ნახევრად გათიშული ლენკას ხმა საწოლიდან. გოგო იზმორება და თან მე მიყურებს.
- ჩაიცვი, მივდივარ. - ვუთხარი და თავადაც კომოდი გამოვაღე ტანსაცმლის გამოსაღებად.
- საად? - გაწელვით მეუბნება ლენკა.
- სამსახურში, „სად“. - საბედნიეროდ ჩემი სამსახური ცხვირ-წინ მაქვს, ზუსტად ჩემი სახლის წინ პარალელურ ქუჩაზე.
- ოო, ცოტა ხანიც რაა, აქვე არ ხარ?
მივიხედე და თვალები დავუბრიალე. ლენკამ ამოიოხრა და შიშველი წამოდგა. საწოლში მაგარი იყო, მაგრამ ის ხომ ლენკაა, ის ერთჯერად ჩაის ჰგავს, რომელსაც მხოლოდ ერთხელ გამოყენების დროს აქვს გემრიელი გემო.
- აუ, კიდევ შევხვდეთ რაა? - მეუბნება შეპარვით. მოვეწონე. ჩამეცინა, მაგრამ მას არ დავანახე. ყველა გოგო ასე მეუბნება მეორე დილით.
- ღადაობ? კარგად იცი, რომ ერთ გოგოს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ვხვდები.
- მერე მე არ ვარ განსაკუთრებული შემთხვევა? - საწოლზე ავიდა ლენკა, ოთხზე დადგა და ეცადა ჩემთვის ლეოპარდის მედიდურობა დაენახვებინა, მაგრამ მე მხოლოდ ხვეწნით გაბერილ კატას ვხედავდი. რატომ ჰქონია ყველა ქალს, რომ ის განსაკუთრებულია?
- არა. - ვუპასუხე მოკლედ და ჩაცმა განვაგრძე.
ლენკას იმედგაცრუება ბუზღუნში გადაეზარდა და ჩაიბუტბუტა:
- დღევანდელი დღე მაინც მომილოცე.
- მეგონა უბიწობა უკვე წარსულს გქონდა ჩაბარებული.
- სიყვარულის დღეა, ნაგლო!
- აა, გილოცავ.
საფულე და მობილური ავიღე და დავიწყე ლოდინი, როდის მორჩებოდა სარკის წინ ტრიალს ლენკას ფიტული.




თამუნა
***
სამი თვეა სვეტასთან ვმუშაობ. სათითაოდ ფეხით დავიარე მაღაზიები იმისთვის, რომ სადმე დამლაგებლის ადგილს მაინც ვიშოვიდი. ბევრი ძებნის შემდეგ ქსეროქსში აღმოვჩნდი. სტანდარტული შეკითხვა „გამოცდილება გააქვს?“ სვეტამაც დამისვა, მაგრამ, ალბათ სასწრაფოდ სჭრდებოდა ქსეროქსზე მომუშავე, რადგან ჩემმა გამოუცდელობამ უარი არ ათქმევინა.
ჩემი საქმე არც ისე მოსაწყენია. ალბათ იმიტომ, რომ ჩვევად მაქვს ჩავიჭყიტო იმ ფურცლებში, რომლების ასლსაც ვიღებ. ხო, ალბათ სწორედ არ ვიქცევი, მაგრამ ეს ერთგვარ გასართობად მექცა. მაღაზიასთან ახლოს კერძო სასწავლებელია, ხოდა მეც სამუშაო არ მაკლია.
ჩემი „მეზობელი“ სოფო კარგი გოგოა. დაახლოებით 30 წლის იქნება. ვერ ვიტყვი ვმეგობრობთთქო, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ალალია და არ უყვარს ადამიანის შეწუხება. ჩემზე ისედაც არაფერს ვუყვები და თუ შემატყობს, რომ ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ, თავს აღარ მაბეზრებს ხოლმე. როგორც ვიცი შვილთან და დასთან ერთად ცხოვრობს. ქმარს გაცილებულია. მთვრალს მისთვის სახეში გაურტყამს, გოგოს არ უპატიებია და მისგან წამოსულა. ასეთ ძლიერ ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს პატივს ვცემ. სულაც არ ეშინია, რომ 7 წლის დათას მარტო ზრდის. კაცებმა უნდა შეიგნონ, რომ ქალი სუსტი არასოდეს ყოფილა, არც არის და არც იქნება, რომ მათ გარეშეც წარმოვადგენთ „რაღაცას“.
უკვე დღის პირველი საათი ხდება. სამართლის წიგნიდან ფურცლების დაქსეროქსებას მოვრჩი და მისი პატრონის მოლოდინში გადავწყვიტე წიგნისთვის თვალი გადამევლო (ნეტავ რამ მომანდომა?!).
ის იყო ფურცელი გადავშალე, რომ მაღაზიაში ლიზი (სვეტას უფროსი შვილიშვილი) შემოვარდა.
- აუ თამო კომპიუტერი ჩართული გაქვს? - მკითხა სირბილისაგან გულამომჯდარმა და ჩანთა მოიხსნა. გოგოს შავი თმა ბოლოებზე აგურისფრად შეეღება და ქარის გამო ბაბუაწვერას ჰგავდა. მსხვილი ტუჩები მეტიჩრულად გამობურცვოდა და სვეტასავით ლურჯი თვალებით მომლოდინედ მიყურებდა.
- ხო. - ვუპასუხე მოკლედ. მე-10 კლასელია. ძალიან ტრიპაჩი ბავშვია და ყოველთვის ვცდილობ თავი შორს დავიჭირო.
- ცოტა ხნით მჭირდება, რა. - გამოქანდა, სკამზე დასკუპდა და რომელიღაც საიტზე შექანდა.
თვალი მოვარიდე და წიგნს მივუბრუნდი, მაგრამ ლიზიმ მაინც არ მომასვენა.
- შენ არ ხარ say.chater.ge – ზე?
- ეგ რა არის?
- ჩათია.
- არა, არ ვარ. რაღა დროს ჩემი ჩათია. - გამეღიმა. მახსოვს ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, ჩემი კლასელები რომ დაძვრებოდნენ ჩათში, მაგრამ მობილურით და არა კომპიუტერით. მათ შემხედვარეს მეც მომინდა, დამაინტერესდა, რა იპოვეს ბავშვებმა ასეთი ამ ჩათშითქო. სახლში რომ ვთქვი მობილური მინდათქო, დედა ხარხარით ლამის მოკვდა. მეორე დღეს კი ბებიამ მომიტანა იმ დროს საკმაოდ ნორმალური ტელეფონი და მას შემდეგ ის მაქვს. ჩათში დავრეგისტრირდი. ერთი პერიოდი თითქოს ვერთობოდი, მაგრამ იქ ურთიერთობები იმდენად ყალბი მეჩვენა, ხალხი ისეთი შურით იყო სავსე, რომ მივხვდი, ჩათში ჩემი ადგილი არ იყო და მაშინვე დავანებე თავი.
- მაგარი რამეა, მობილურისას კი არ ჰგავს. - თითქოს ჩემს ფიქრებს ჩასწვდა ლიზი. - შეხედე, შედიხარ თუ არა, რადიო ირთვება. როგორც ჩანს, საიტის პატრონი მაგარი ვინმეა, სულ გემოვნებიან მუსიკას უშვებს, მაგრამ შენც შეგიძლია საკუთარი ალბომი გააკეთო და რადიო გათიშო. რა თქმა უნდა, საუბარი ღიაცაა და დახურულიც, ანუ პირადი. იქვე შეგიძლია რამდენიმე კაციანი ჩათის გაკეთებაც, „კუტოკის“ „პონტში“ რა. ლინკებს სვამ, სურათებს, ვიდეოებს, ყველაფერს. შეგიძლია საიტის საკუთარი დიზაინიც გააკეთო.
ნეტავ რაც მთავარი იყო, იმაზე თუ იტყოდა რამეს?
- რაც შეეხება ხალხს, ცოტა გოიმები არიან, მაგრამ ამოარჩევ ვინმეს რა.
ესეც მისი მოსაზრება. ვიცი რასაც ნიშნავს ლიზისთვის გოიმი ხალხი. სადღაც ჩემნაირებს, სერიოზულებს, მელანქოლიკებს, უნდობლებს და ა.შ., ამიტომ არაფერი ვუთხარი.
- რას ნიშნავს ვინმეს ამოარჩევ? - ვკითხე.
- ეფლირტავები რა. - მხრები აიჩეჩა და ჩაიცინა. რაა? დამცინა.
- გინდა დაგარეგისტრირო? - კი შემომთავაზა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ ჩემგან დადებითი პასუხი არც ისე გაახარებდა, გამწარებული წერდა ვიღაცას. არც მე ვკვდებოდი სურვილით, ხოდა გავახარე.
- არა, მადლობ. - ვუთხარი და წიგნს ჩავხედე თუ არა კლიენტი შემოვიდა საკმაოდ თვალშისაცემი გარეგნობით.




ლაშა
***
PR მენეჯერი ვარ. ყველას და ყველაფერს შემიძლია გავუკეთო რეკლამა. შემიძლია ადამიანი ვაქციო ისეთად, სინამდვილეში რომ ვერც იოცნებებს. შემიძლია პროდუქციას ისეთი დადებითი თვისებები მივაკერო, რეალურად რომ არ გააჩნია. მთავარია ხალხი „დაბოლდეს“. ხშირად ჩემი საქმე მეც მაღიზიანებს ისეთ ვინმეს ან რამეს გაპიარებას მთხოვენ, მაგრამ რას ვიზამთ? ფული - ყველგან და ყოველთვის. მოკლედ, ვალდებული ვარ ნებისმიერი ნაგავი ისე ვაქციო ბრილიანტად, რომ შიგნით ისევ ნაგვად დარჩეს.
- სალამი, ძმა. - შემოვიდა ოთახში ორი საათით დაგვიანებული ჯაბა. ისიც PR მენეჯერია, ერთი კაბინეტი გვაქვს.
- ძაან გაგიტკბა, ხო იცი. - გავხედე ცერად.
- რას იზამ ლაშა, ცოლს დიდი ენერგია მიაქვს. - ქურთუკი გაიძრო და სავარძელში ჩაესვენა.
- ბერდები. - ჩავუფხუკუნე.
- 32ის ვარ შე ჩემა. - შეიცხადა ჯაბამ.
- ანუ 6 წელში დამერხევა? - ისევ ჩემი გავუშვი. ჯაბა გაბრაზდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
- როგორ ჩაიარა ჩადუნელის სუნამოს პრეზენტაციამ? - მკითხა და მაგიდას მიუჯდა.
- დებილობა იყო. ჯერ მარტო სუნამოს რა სუნი ჰქონდა. კიტრის მწნილის სუნს ჰგავდა. - სიგარეტს მოვუკიდე, მწნილის სუნი გამახსენდა.
- გვაქვს რამე ახალი?
- მე არა, თინამ დაიწყო რაღაცაზე მუშაობა. შენ რატომ არ იყავი წვეულებაზე?
- ბავშვს მაღალი სიცხე ჰქონდა. თუ გინდა, რომ იცხოვრო ისე, რასაც ცხოვრება ჰქვია, ცოლი არ მოიყვანო! - თითი დამიქნია გამაფრთხილებლად.
- ნუ მარიგებ თუ ძმა ხარ! - ჩავიხითხითე.
- იყო ლენკა?
- ხო, იყო.
- მერე? - იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო ჯაბა.
ახლა ამას აინტერესებს, შევითრიე თუ არა საწოლში ლენკა.
- მერე ვისაუბრეთ, სუნამო განვიხილეთ...
- მერე?
- მერე დაქალები გამაცნო...
- მერე?
- მერე წვეულება დამთავრდა და წავიდა. სასიამოვნო გოგო ჩანს.
- გახდილიც?
- რა გახდილი შე ჩემა, ყველა გამვლელს კი არ ვკერავ!
ჯაბამ თვალები მოჭუტა და ის იყო რაღაცის თქმას აპირებდა, რომ კარი თინამ შემოაღო. გოგოს წითელი თმა გაესწორებინა. მსხვილჩარჩოიანი სათვალე ეკეთა, ვითომდა გამადიდებლით, სინამდვილეში კი მხოლოდ სტილს იქმნიდა. ტიპიური სექსუალური მდივანივით ეცვა.
- შეიძლება გავგიჟდე. - სათვალე მოიძრო გაბრაზებულმა და ლამაზი უკანალი სავარძლის სახელურზე ჩამოდო. - ქსეროქსი ისევ გაფუჭდა.
- რატო ახალს არ ყიდულობთ? - კომპიუტერთან მივიწიე და მონიტორს ინტერესით შევხედე, ვითომ საქმე მქონდა.
- ბიუჯეტს არ გვიყოფენ ამისთვის.
- ისე, რამდენჯერაც ამის შეკეთებისთვის ხელოსანს ფული მივეცით, ახლის საყიდელი ფული კი მოგროვდებოდა. - ჩაიცინა ჯაბამ.
- ლაშააა... - წაიმღერა თინამ. ისე კაი ხმა აქვს, მაგრამ ვულგარულია. - მიდი რაა, ესენი დააქსეროქსე? - საბუთები ასწია მაღლა.
- მე რა „პონტში“? - შევიცხადე. - წადი და დააქსეროქსე.
- უხეში ხარ უხეშებთა შორის. გთხოვ რაა.
არ შევიმჩნიე.
- გეხვეწები.
ხვეწნა უკვე სხვა საქმეა. მაგრამ მაინც ზანტად წამოვიწიე. ბარემ სიგარეტსაც ვიყიდი. გათავდა.
- არის აქ ქსეროქსი?
- შენს დაბლაა, შტერო.
- სიტყვები! - დავუბღვირე.
- აუუ, ამასთან ლაპარაკისთვის ხომ წინასწარ უნდა შეადგინო ტექსტი. სვეტას აქვს ქსეროქსი, ამას წინათ გახსნა. მიდი, გელოდები.
გარეთ ციოდა, მაგრამ არ ჩამიცვამს, საბუთებით ხელში სვიტერის ამარა წავედი. მწარე ქარმა ქსოვილში გაიარა და უსიამოვნოდ მომეხვია ზურგზე. მანქანებს შორის გავირბინე და მაღაზიაში შევაჭერი. კარგად თბილოდა და მეამა. მაგიდასთან მჯდარს, რომელიც წიგნს ჩაჰყურებდა საბუთები დავუწყე და ასლის გადაღება ვთხოვე. სანამ ის საქმიანობდა, მე სიგარეტი ვიყიდე და ის იყო მოვუკიდე, რომ ხმა მომესმა:
- უკაცრავად, წარწერა წაიკითხეთ თუ შეიძლება. - თვალით მანიშნა ქსეროქსის გოგონამ კედელზე გაკრულ ფურცელზე, რომელზეც მსხვილი ასოებით ეწერა „ნუ მოწევთ“.
- ვინმეს ალერგია აქვს? - ვიკითხე და გავაბოლე.
- რა შუაშია ალერგია. რადგან წერია, გათვალისწინება არ გაწყენდა. - ალბათ ჩემი ტონი არ მოეწონა და თქვენობითობიდან შენობით მომართვაზე გადავიდა. - მზადაა. - საბუთები მაგიდაზე დაყარა დედანიანად. ხოდა მეც ათ ლარიანი დავუგდე.
- ეს ქსეროქსის საფასური და ხურდაში ჩემი გაუთვალისწინებლობა დამიქვითე. - საბუთები ავიღე და წამოვედი. გოგოს კი სახეზე გაბრაზება ეტყობოდა. ისე მეც კაი ტიპი ვარ, იმას რაღას ვერჩოდი?!




თამუნა
***
ექვსი საათი ხდებოდა სახლში რომ მივედი. მაღაზიაში მხოლოდ ერთი ჭიქა ჩაი დავლიე და შიმშილისაგან კუჭი მეწვოდა. გია და ნანა სახლში არ იყვნენ. ამოვისუნთქე. ქურთუკი გავიხადე და უჯრები შევათვალიერე. მოხარშული კვერცხები დამხვდა. შვრიის ფაფაც კავიკეთე, პურს გლეხურად წავატეხე ყუა და ჩემს ოთახში წავედი სავახშმოდ. გამოვიცვალე და ნოუთბუქში, რომელიც ბებიამ გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მიყიდა, უკვე ათასჯერ ნანახი „შოპოჰოლიკი“ ჩავრთე. ფილმი გადმოწერილი მაქვს, თორემ ჩემს კომპიუტერს უკვე რამდენიმე დღეა ინტერნეტი არ ღირსებია. საწოლზე მოვკალათდი და ჭამას შევუდექი.
არა, ასეთი ადამიანების არ მესმის. როგორ შეიძლება, მაღაზიებზე და ძვირფას ტანსაცმელზე იყო დამოკიდებული?! ვალებით ხარ სავსე, შენ კიდევ ქაშმირისკენ გაგირბის გონება. თუმცა ფილმი სახალისოა და არც მე ვიტყოდი უარს, ერთხელ მაინც რომ გამევლო მაღაზიებში და ბლომად ახალი ტანსაცმელი შემეძინა.
ის იყო ფილმი დამთავრდა, რომ კარის ჯახუნის ხმა მთელმა თბილისმა გაიგო. ალბათ ნანა მოვიდა, თანაც მთვრალი. გია კარს არასოდეს აჯახუნებს. ღმერთო, როგორ არ მინდა მისი ნახვა. დღეს ისედაც წამიხდინა ხასიათი ვიღაც თავხედმა კლიენტმა, ძილის წინ კი ალბათ ნანაც დამამშვენებს. თეფში ავიღე და შინაგანად ჯავშანჩართული გავედი სამზარეულოში.
დედა მაგიდასთან იჯდა, თავი ხელებში ჩაერგო და გაიგო თუ არა ჩემი ნაბიჯების ხმა, შემომხედა. ხო, მთვრალია. ალბათ მთელი დღე ჩვენს მეზობელ იზასთან გაატარა და ერთად რამე „აღნიშნეს“.
- თეფში გარეცხე. - ჩაიბუტბუტა მან.
ხმა არ გავეცი. ჩემი დასვრილი ჭურჭელი გაურეცხავი არასოდეს დამიტოვებია და მისმა ამ რეპლიკამ წყობიდან გამომიყვანა, მაგრამ მთვრალია და მასთან კამათი არ ღირს. თეფში გავრეცხე და უჯრაში შევდე.
- ცუდად ხომ არ ხარ? - ვკითხე შეპარვით, რადგან თავზე იდებდა ხელებს და თვალებს ხუჭავდა.
- თავი მისკდება და ნუღარ როხროხებ! - შემომიტია.
- მამა სად არის?
- არ ვიცი, რაში მაინტერესებს?! - იყვირა. ღმერთს მოთმინება ვთხოვე. - ხელფასი აიღე?
ჩემი ხელფასის თარიღი მთვრალსაც არ ავიწყდება. ოთახში შევედი, ფული გამოვუტანე და მაგიდაზე დავუდე. ის იყო გავბრუნდი, რომ ნანამ დაიჭექა.
- ეს რა არის? 20 ლარი დაგიქვითეს? აქ 80-ია.
- ზედატანი მინდა ვიყიდო, ყველაფერი გამიცვდა. - ავუხსენი, მაგრამ ვიცოდი, რომ ერთ ამბავს ამიტეხავდა.
- ზედატანი? ახლა შენი „ზმანების“ დროა? ვერ ხედავ, რომ შიმშილით კუჭი გვიხმება? დებილივით ნუ იქცევი. მოიტანე ის ოცი ლარიც!
- შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, მთვრალი ხარ!
- შენ კიდევ იდიოტი ხარ!
- დედა, თავი დაანებე დალევას. - როგორ მინდოდა სიტყვა „დედა“ მთელი გულით მევთქვა. მას უკვე ჩვეულებრივი სახელის მსგავსად წარმოვთქვამდი.
- ფხიზელი თვალით ჩემმა მტერმა გიყუროთ შენ და მამაშენს. - ფული დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო. ალბათ უკვე დაავიწყდა ოცი ლარის ამბავი.
- სასმელში ფულის ხარჯვას, არ ჯობია წამლები იყიდო? დაგავიწყდა, რომ ნაღველი გაწუხებს?
- აქედან გაეთრიე და თვალით არ დამენახვო! - დაიწყო ნანამ. ერთი იყო, რომ არაფერი უსვრია, თორემ იმდენი მლანძღა, არც ერთი სალანძღავი სიტყვა არ დაუტოვებია სათადარიგოდ. თავი დავანებე და ჩემ ოთახში შევედი. მის ჩემდამი დამოკიდებულებაზე უკვე რეაქცია აღარ მაქვს. ის ლამაზი და კულტურული ნანა, რომელიც ბუნდოვნად მახსოვს, დიდი ხნის წინ გამოვიტირე.
მკაცრი, მაგრამ სამართლიანი დედა იყო, ზომიერად მოსიყვარულეც, მაგრამ, როგორც ყველა ადამიანს ერთი ნაკლი მასაც ჰქონდა. უზომოდ უყვარდა (ახლაც უყვარს) ფული. 30 წლის იყო ნანა, როცა მისი სიმსივნით დაავადებული დედა ლოგინად ჩავარდა. თურმე მანამდე თავისი გასათხოვარი ქალიშვილისთვის საქმრო ჰყოლია შერჩეული და როცა უთხრეს, რომ დაახლოებით ერთი თვე დაგრჩა სიცოცხლეო, ნანას აცრემლებული თვალებით სთხოვა, ისე ნუ გამისტუმრებ იმ ქვეყნად, რომ შენ პატრონს ჩაბარებული არ გნახოვო. ბებიას შერჩეული საქმრო სწორედ გია ყოფილა. ნანა და გია დაქორწინდნენ. პირველი შვილი, 2 წლის ლილიკო ფილტვების ანთებით დაეღუპათ. შემდეგ კი მე გავჩნდი.
მას შემდეგ მშობლებთან და ბებიასთან (მამის დედასთან) ერთად ვცხოვრობდი. ბებია, ჩემი თამრიკო უზომოდ მიყვარდა. მისთვის ერთადრერთი შვილიშვილი ვიყავი და თავს მევლებოდა, მანებივრებდა. არ მახსოვს რაიმე მეთხოვა და არ აესრულებინა. თუმცა დედის გაზრდილი მომთხოვნი არც ვყოფილვარ.
ათი წლის ვხდებოდი, როდესაც ჩვენი ოჯახის ასეთი მდგომარეობა დაიწყო. სოფელში წასულებს ჩამოსვლილსას სახლი გაძარცვული დაგვხვდა. მდიდრები არ ვყოფილვართ, მაგრამ რაც გვქონდა გვაკმაყოფილებდა. გროშიც კი არ დაუტოვებიათ, ისე იყო სახლი გამოფხეკილი. ნანას ლამის ინფაქტი მოუვიდა. არც გია იყო ნაკლებ დღეში. ბებიას კი მას შემდეგ დასჩემდა მაღალი წნევები. დედას ის ერთადერთი ოქროს საყურეღა დარჩა, რომელიც მაშინ ეკეთა. მაშინ ბებიასაც ძალიან დაბალი პენსია ჰქონდა. დედა თავს იმით იმშვიდებდა, რომ „მუხიანის“ ბაზარზე დახლი ჰქონდა ნაქირავები და იქიდან შემოსული ფულით შევეცდებოდით ცხოვრების თავიდან დაწყებას. მამამაც ავეჯის ცეხში დაიწყო მუშაობა. ცოტა დავმშვიდდით, მაგრამ, ადამიანს რაც გიწერია, იმას ვერანაირი ძალისხმევით ვერ შეცვლი. ქალმა, რომელიც ნანას დახლთან გამყიდვლად ეყენა, მთელი ათასობით ლარის საქონელი მოხვეტა და აორთქლდა. აი ამჯერად კი დედას მართლაც მოუვიდა ინფაქტი. ის იყო ნანა გამოკეთდა, რომ ავეჯის ცეხი დახურეს.
ფულის მოყვარული ნანა დეპრესიაში ჩავარდა. აღარც ქმარი ახსოვდა და აღარც 9 წლის ქალიშვილი, რომელსაც უზომოდ სჭირდებოდა დედის სითბო. ნელ-ნელა დალევა დაიწყო და ყველა ფეხებზე დაგვიკიდა. თავიდან ღვეზელებს აცხობდა, ქუჩაში ყიდდა და ორ კაპიკს თუ მოიტანდა სახლში, დანარჩენს სასმელში ხარჯავდა. მამასაც არ გამოუჩნდა სტაბილური სამსახური. ხან სად მუშაობდა, ხან სად. ხან აძლევდნენ ხელფასს, ხან არა.
ცოტა ხანში საქართველოში მთავრობა შეიცვალა და ბებიას პენსია გაეზარდა. ეს ფაქტი თამრიკოზე მეტად ნანას ახარებდა. ნახევარი პენსია მის ჯიბეში მიდიოდა, ბებია კი დარჩენილ თანხას აგროვებდა.
თურმე თამრიკოს სოფელშიც ჰქონია ორი ოქროს ბეჭედი, ერთი მსხვილი ოქროს ყელსაბამი და მისივე საყურე, რომლებსაც „შავი დღისთვის“ ინახავდა. ის იყო მათ გაყიდვას აპირებდა, რომ ნანამ დალევა და ჩვენთან უხეშად მოპყრობა დაიწყო. თამრიკო მიხვდა, რომ თავისი სამკაულების არსებობის შესახებ ნანასთვის არაფერი უნდა ეთქვა, თორემ დედა ერთ დღეში მოსპობდა მათ. ბებიას ჯერ ბეჭდები გაუყიდია, სწორედ მაშინ მიყიდა მობილური. მაშინ 16 წლის ვიყავი. თამრიკოს ვკითხე საიდან ჰქონდა ამის ფული და მაშინ მომიყვა ამ სამკაულების შესახებ.
ჩვენი მდგომარეობის გამო რა თქმა უნდა, ოცნებაც არ შემეძლო სწავლის გაგრძელებაზე, მაგრამ ბებია არ მომეშვა და ჩამაბარებინა. მანვე მიყიდა ნოუთბუქი, მაშინ მეორე კურსზე ვიყავი. დედა გაგიჟდა, ყვიროდა, ბებიას ეანჩხლებოდა, თუ ამდენი ფული გქონდა რას მიმალავდიო. ქალმა მის გამძაფრებულ უხეშობას ვეღარ გაუძლო და გულმა დაარყა. მას შემდეგ შეიცვალა მამაც და მშობლებს შორის დაძაბულობა ყოველდღიურ „კრივში“ გადაიზარდა.
ბებიას სიკვდილმა მშობლებს უფრო დამაშორა. თამრიკო ერთადერთი მიზეზი იყო იმისა, რომ გამეღიმა. მე მისი სითბო და სიკეთე მომაკლდა, ნანას კი - მისი პენსია. მას შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ მშობლებს მხოლოდ მატერიალური მდგომარეობა აწუხებდათ და შვილის არსებობა მაშინ ახსენდებოდათ, როცა დაინახავდნენ, მათ მიმართ გაუცხოვება დამეწყო. და მას შემდეგ ასე გრძელდება.
თუმცა, ამ ყველაფერმა რაც გამოვიარე, მასწავლა, ტკივილის გულში ჩაკვლა, ელემენტალურ სურვილზე უარის თქმა. მომცა სიძლიერე, ყველაფრის რეალურად აღქმის უნარი, ტკივილის და სიცივის გაძლება. თუმცა...
ვერაფრით დავძლიე სირცხვილის გრძნობა, რომელიც ჩემს ფიზიკურ მოუწესრიგებლობას ეხება. ამაში ვერავინ გამამტყუნებს, რადგან მე ახალგაზრდა გოგო ვარ, არა „შოპოჰოლიკი“, მაგრამ მაქვს ჩემი თავმოყვარეობის გრძნობა, რომელიც ელემენტარულ სუფთად (და არა მოდურად) ჩაცმას მთხოვს. სწორედ ამიტომ ვუმალავ ნანას და გიას ჩემი ხელფასის 50 ლარს და ვცდილობ სუფთად გამოვიყურებოდე. ხანდახან კი ჩემს თავს ვაძლევ იმის უფლებას, რომ რომელიმე კაფეში გემრიელი ნამცხვარი, ნაყინი ან ყავა გავსინჯო. რა თქმა უნდა, 50 ლარი ამ ყველაფრისთვის არაა საკმარისი მაგრამ მე ხომ კატასტროფულად ბევრ რამეს ვიკლებ? თანაც განებივრების შემთხვევები იშვიათად მაქვს.
მოკლედ რომ ვთქვათ, მე ერთი ღარიბი, მელანქოლიკი გოგო ვარ, რომლის მსგავს ადამიანებზე ყველას ალერგია აქვს, და რომელსაც ალბათ არასოდეს არაფერი ეშველება.

ლაშა
***
უკვე სახლიდან ვაპირებდი გასვლას, რომ ლენკამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. რა მომაბეზრებლები და შეუგნებლები არიან ეს „ფიტულები“ (ფიტულებს ვეძახი იმ გოგოებს, რომლებმაც მაკიაჟის გაკეთების ხელოვნების მეტი არაფერი იციან, სწავლობენ იურიდიულზე და პრაქტიკებს შოპინგებზე გადიან და რომლებსაც ყოველი შემთხვევისთვის სამიოდე ბრძნული ფრაზა მობილურში უწერიათ). ნეტავ თუ არსებობს ისეთი მდედრი, რომელიც უპირატესობას არ იჩენს და კაცს კისერზე არ ეკიდება? ალბათ არიან და მე მემალებიან. ლენკამ ალბათ კარგად ვერ გაიგო ჩემი უარი მეორედ შეხვედრაზე, ხოდა ახლა უფრო გარკვევით ავუხსენი და მობილური გავუთიშე თუ არა, ზარმა ისევ დარეკა. ნომერს არც კი დავხედე, ისე ვუპასუხე.
- რა ვერ გაიგე ლენკა?
- აკი ლენკასთან არ ვწოლილვარო? - მომესმა გაოცებული თინას ხმა. ამის დედაც...
- რა გინდა გოგო? - მაინც არ შევიმჩნიე.
- ჰააჰააა... - ჩაბჟირდა თინა და ბოლოს წაუკნავლა. - ვაიი...
- რა მოგივიდა?
- ფეხი მოვიტეხე.
- მოდი გამოვიცნობ. ლიფტი გაგიფუჭდა და ჩემხელა ქუსლებით კიბეზე დაყირავდი. - ახლა მე ავხარხარდი.
- დაახვიე რა.
- კარგად ხარ?
- რავი, მაქვს ფეხი აშვერილი და ვარ.
- მართლა? გინდა გინახულო?
- გირჩევნია გამოცხადდე სამსახურში, ჩემი საქმე შენ გადმოგაბარე.
- ღადაობ? მიდი რა ეგ საქმე ჯაბას მიეცი.
- არა, დიანას უკვე ვუთხარი, რომ ჩემს ნაცვლად ლაშა გიგაური გაგესაუბრება მეთქი. რა იყო, საქმე მაინც არ გაქვს... თუ, ლენკა?
- თინა, შეეშვი რა ლენკას?! - ვერ ვიტან როცა ჩემს პირადში ეჭრებიან დაუკითხავად და ხელებს აფათურებენ. ეს ერთადერთია რასაც წყობიდან საბოლოოდ გამოვყავარ. აზრი არ აქვს, ვინც არ უნდა იყოს, ამაზე არ უნდა წავიდეს. სულ სხვაა, როცა თავად მოვისურვებ ჩემს ცხოვრებაზე ლაპარაკს. მაგრამ ამჯერად თავი შევიკავე, მეტიჩარა თინას თავისი მოტეხელი ფეხიც ეყოს. - ვნახავ იმ შენს დიანას, თავს მიხედე.
მობილური გავთიშე და სახლიდან გავედი. გუშინდელთან შედარებით უკეთესი ამინდია. ქუჩა გადავკვეთე და შენობაში შევედი. ჯაბა უკვე მუშაობდა. მივესალმე, თინას ამბავი მოვუყე და ის იყო ჯაბა სიცილს მორჩა, რომ მდივანმა მზიკომ შემოიხედა.
- ლაშა, შენთან არიან. - თქვა და პასუხის მოლოდინში მომაჩერდა.
- შემოვიდეს უთხარი. - მივხვდი ვინცაა. ჯაბამ კითხვით გადმომხედა, მაგრამ ვერაფრის თქმა მოვასწარი. ოთახში სწორედ ისეთი დიანა შემოვიდა, როგორსაც ველოდი.
- შეიძლება? - იკითხა მან და ჯერ ჯაბას გახედა, შემდეგ მე. დაახლოებით 40 წლის იქნება, მაგრამ ასაკთან შედარებით ბევრად კარგად გამოიყურება. ხმა ალბათ უკეთესი ექნებოდა, „სტაჟიანი“ მწეველი რომ არ იყოს. შავი თქმა მოკლედ შეეჭრა, მუქი მაკიაჟი ჰქონდა და ნაცრისფერი თვალები მეტად ანათებდნენ. შავი გახსნილი მანტოს ქვეშ წითელი კაბა ეცვა, რომლის ბოლოც საკმაოდ იყო დაშორებული მაღალყელიანი ჩექმებისგან. არა, ვულგარულად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ვერც დახვეწილს დავარქმევდი.
წამოვიწიე და დასაჯდომად სავარძელი შევთავაზე. ერთმანეთი გავიცანით და ის იყო საქმის შესახებ კითხვა დავსვი, რომ მან მაშინვე ჯაბას გახედა. მივხვდი რატომაც და ეს პირველი იყო, რაც მასში არ მომეწონა. ჯაბაც მიხვდა და წასასვლელად წამოიწია, მაგრამ შევაჩერე.
- დარჩი ჯაბა.
დიანამ ლამაზი წარბები შეკრა და მითხრა:
- მე თქვენ დაგიქირავეთ და არა გუნდი.
- არა, თქვენ თინა დაიქირავეთ და სამწუხარო ამბის გამო მან თავისი საქმე მე გადმომაბარა. არ ვიცი თქვენ მასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ, მაგრამ მე არავის წესებს არ ვემორჩილები, გარდა საკუთარისა. ამიტომ დიანა, წინასწარ გეუბნებით, თუ ჩემთან მუშაობას გადაწყვეტთ, ბრძანებითი ტონი არ გამოგადგებათ. თუ არა და შეგიძლიათ თინას გამოჯანმრთელებას დაელოდოთ, ან სხვა მენეჯერი აიყვანოთ. ჩემთან მუშაობა რთული იქნება.
როგორც სახეზე შევატყვე ჩვენს „ძ“იანას არ ესიამოვნა ჩემი პირდაპირობა, თან იმდენად, რომ ენა ჩაუვარდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ უარს არ მეტყვის, ამიტომ ცოტა სიტუაციას განვმუხტავ.
- ყავს მიირთმევთ?
- დიახ, უშაქროს. - მიპასუხა, თავი უკმაყოფილოდ გაიქნია და მანტო გაიხადა.
- კარგით, მაშინ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. მე და თინას განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, ამიტომ მისი გეგმებისთვის არ გადამიხედავს.
ჯაბას მობილურზე დაურეკეს და მაინც მოუწია გასვლა. დიანამ კმაყოფილმა გადმომხედა და ფეხი-ფეხზე გადაიდო.
- მოკლედ, რა მინდა...




თამუნა
***
სასწრაფოდ მოვსვი სოფოს მომზადებული რძიანი ყავა და სამუშაოს შევუდექი. შუა კვირაა და ლექტორებიც არ ულევენ კონსპექებს სტუდენტებს. დაახლოებით ორი საათის საქმე მაქვს, მაგრამ მინდა, რომ მალე მოვრჩე, არ მიყვარს საქმის გადადება.
ჩემი სტუდენტობის პერიოდი რომ მახსენდება, მთლად აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ იქ ნაცნობები მაინც მყავდა, მეგობრები თუ არა. ვსწავლობდი და უქმად არ ვიჯექი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გამოუსწორებელი პესიმისტი ვარ, გულის სიღრმეში მგონია, რომ სწავლას გავაგრძელებ.
წუხანდელმა მოგონებების ღამემ ისედაც მლაშე ხასიათი უფრო გამიფუჭა. ბებიას გახსენება ჩემთვის ერთი ტრაგედიაა... ყოველთვის ვცდილობ შევეგუო უმისობას და როცა ის მახსენდება, ვცდილობ გონება სხვა რამით დავაკავო.
დაქსეროქსებას მოვრჩი. კონსპექტების უმრავლესობა წაიღეს, ზოგიც შემოემატა. მათი ასლიც მალევე გადავიღე და ჩამოვჯექი. ახლა-ღა ვიგრძენი ზურგის საშინელი ტკივილი, რომელიც ფეხზე დიდხანს დგომამ გამოიწვია. ცოტა რომ შევისვენე, ჩემს მწვავე ჩვევას მივმართე. ერთი წიგნი ავიღე, წიგნი არა, უფრო ბროშურა იყო, რომელსაც „ცერებრალური დამბლა“ ეწერა. თვალი გადავავლე. შემდეგ სხვა კონსპექტებს გადავხედე, ზოგზე მათემატიკური განტოლებები და ათასი საშინელება, ზოგზე გრამატიკული ფიგურები, ზოგზე კი გაკვეთილის ჩატარების გეგმები იყო. უკანასკნელი დავათვალიერე, არაუშავრდა. შემდეგ ერთი რვეული ავიღე, როგორც ჩანდა მის პატრონს - მარის რვეული ახალი გახსნილი ჰქონდა. იქ ერთადერთი თემა ეწერა სათაურად „საქართველი XI-XII საუკუნეებში“. თემა დიდი იყო და მხოლოდ სამი ფურცელი წავიკითხე. შემდეგ რვეული ბოლო გვერდებზე გადავფურცლე. როგორც ჩანდა ლექციაზე მარის და მის მეგობარს წერილობითი საუბარი გაებათ. ხო-და მეც ცნობისმოყვარეობამ მძლია.
„ - ისევ?“ - ასე იწყებოდა დიალოგი.
„ - ხო, ისევ.“
„ - დაიკიდე, გაუვლით.“
„ - სახლიდან მინდა წამოსვლა.“
„ - ღადაობ?“
„ - არა, მართლა... მაგრამ ვერ ვბედავ.“
„ - რატომ?“
„ - მეშინია.“
„ - თუ სახლის სიტუაციამ ის დასკვნა მიგაღებინა, რომ წამოსვლა უკეთესია, საშიში არაფერია. პატარა აღარ ხარ. სწავლას წელს დაამტავრებ. სამსახურიც გაქვს. თუ გინდა დროებით ჩემთან წამოდი.“
„ - მადლობ... ვერასოდეს წარმოვიდგენდი ოდესმე ამის გაკეთება თუ მომიწევდა და ისიც არ ვიცი გავბედავ თუ არა.“
„ - ნინ, ადამიანები ხშირად ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, მანამდე რომ არც დაესიზმრებოდათ. მთავარი ისაა გამოსდით, თუ არა. ვიღაც ბავშვივით მოიქცევა და გამოუვა, ვიღაცა გენიოსობას მოინდომებს და ჩაფლავდება. ჩემი რჩევა იქნება - დარჩი თავისუფალი, ისეთი, როგორიც აქამდე იყავი.“
„ - მართლა გამამხნევე... მაგრამ, მეშინია, რომ შემდეგ ვინანებ.“
„- დიდი ამბავი! შეცდომა თუ არ დავუშვით ისე ვერაფერს ვისწავლით. ხო-და მიდი, გააკეთე ის რაც გინდა და აქამდე ვერ წარმოგედგინა. ჩაიდინე სიგიჟეები!“
„ - ჩემო გი...“
და გაწყდა. მათ ალბათ თავზე ლექტორი წაადგათ, მე კი - სვეტა. დამათვალიერა, სოფოსაც შეუარა და მალევე წავიდა.
ხუთ საათზე ქსეროქსი დავკეტე და ვაგზლის ბაზრობაზე წავედი. უკვე ზეპირად ვიცოდი სადაც იყიდებოდა იაფად ტანსაცმელი და პირდაპირ იქით გავემართე. 30 ლარში მაისურიც ვიყიდე, კედებიც და ლიფიც. საფულეში კიდევ 40 ლარი მქონდა. გაჩერებასთან ვიდექი და ვფიქრობდი. უცნაური იყო, მაგრამ მარის სიტყვები ამეკვიატა: „ გააკეთე ის რაც გინდა და აქამდე ვერ წარმოიდგენდი, ჩაიდინე სიგიჟეები!“ რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება ერთფეროვნებამ დაღალა და კიდევ იმიტომ, რომ მეც მინდოდა რაღაც ახალი.
„ - გინდა დაგარეგისტრირო?“ - გამახსენდა ლიზის სიტყვები. რა ერქვა იმ ჩათს? ხო say.chater.ge. ჯანდაბას! რატომაც არა? ადგილს მოვწყდი და ჩქარი ნაბიჯით გავემართე ბანკისკენ. მგონი ერთი ნაბიჯით მივუსწარი, თანამშრომლები უკვე წასასველად ემზადებოდნენ. ინტერნეტის ფული გადავიხადე და გაჩერებასთან დავბრუნდი. შინაგანად ერიანად ვცახცახებდი, თითქოს რაღაც უჩვეულო ჩამედინოს.
სახლში ასვლამდე ერთი მოზრდილი ფუნთუშა და იოგურტი ვიყიდე. ვიცოდი, რომ ნანა და გია გასულები იქნებოდნენ, ამიტომ სახლში გაბედულად შევაბიჯე. გამოვიცვალე, ოთახში ჩავიკეტე და ნოუთბუქი გავხსენი. ინტერნეტში შევედი და ჩათი მოვძებნე. საიტზე შევედი თუ არა, მოვიხიბლე - უკანა ფონი ათ წამში ერთხელ იცვლებოდა. რადიოც მაშინვე ჩაირთო. ვიღაც avicii- ს wake me up-ს უკრავდნენ . სასიამოვნოდ ჟღედა. საიტის დათვალიერება ცოტა ხნით გადავდე და რეგისტრაციის ღილაკს დავაჭირე.

ლაშა
***
პიცა მაგიდაზე დავდე და ტელევიზორი ჩავრთე. სვიტერი გავიძრე, მაცივრიდან წყალი გამოვიღე და მაგიდას მივუჯექი. მშია. ხან რა საშინელებაა სახლში მარტო ყოფნა და მხოლოდ საქმეზე ფიქრი. მგონია, რომ მალე გადავიწვები.
დიანა ჟღენტი - ჩემი ახლაი კლიენტი, ანუ მივიწყებული ძონძი, რომელსაც აბრეშუმობა მოუნდა. თურმე ქალბატონი დიანა 90-იანი წლების მიწურულს საკმაოდ პოპულარული მომღერალი ყოფილა. დავაკონკრეტებ - რესტორნების მომღერალი ( ამიტომაც არ ვიცნობდი). მასზე დიდი მოთხოვნა ყოფილა და ერთ ღამეში ხუთ რესტორანშიც უმღერია. მისი ძველი ფოტოები ვნახე. არ შევმცდარვარ, საკმაოდ ლამაზი და სექსუალური აღნაგობის გოგო ყოფილა. მაგრამ მისმა ვარსკვლავობამ მხოლოდ ხუთ წელს გასტანა. მთავრობის შეცვლამ მისი კარიერა დაასამარა. აღარავის აინტერესებდა რუსული ესტრადა, რომელსაც დიანა ასრულებდა. და, როცა უკვე ქართულად გადაწყვიტა სიმღერა, მასზე მოთხოვნა აღარ იყო.
ახლა კი, ბალზაკის ასაკში პოპულარობის წყურვილი გაღვიძებია და ჩვენთვის მოუმართავს. ჰყავს ქმარი, საკმაოც ცნობილი ბიზნესმენი და არ მესმის რატომ არ კმაყოფილდება მისი ფულით... მაგრამ, ეს არაა ჩემი პრობლემა. მისი გაპიარება არც ისეთ რთული საქმეა, მთავარა „ძ“იანა ხარბი არ აღმოჩნდეს.
ნახევარზე მეტი პიცა დიკოზე ფიქრში ისე შევჭამე, ვერ გავიგე. უჰ, ცოტა კუჭზე დამაწვა, როგორც დიკო ნერვებზე. წყალი გადავივლე და აბაზანიდან გამოსულმა საათს გავხედე. ღამის ორი იყო დაწყებული. მერე ლეპტოპს მოვკარი თვალი. რამდენი ხანია ჩემს საიტზე აღარ შევსულვარ. მართალია ჩემი მეგობარი პროგრამისტი მეგი უჩემოდაც კარგად მენეჯერობს, მაგრამ როგორც ვებ გვერდის შემქმნელი, დიდი ხანია იქ არ შევსულვარ.
დავწექი, ლეპტოპი მუხლებზე დავიდე და say.chater.ge- ზე შევედი. ეს ჩათი 6 წლის წინ კავაკეთე და მისი ერთადერთი მენეჯერი ვიყავი, მაგრამ მუშაობა რომ დავიწყე, ჩემი კურსელი მეგი დავიხმარე. საიტით ისე ვსარგებლობ როგორც ჩვეულებრივი მომხმარებელი. არავინ იცის ვინაა მისი მენეჯერი.
რადიოში ჩემი არჩეული მუსიკები ეყარა. სიას ოცამდე ახალი სიმღერა დავამატე და რაღაც-რაღაცეები გადავამოწმე. ღიად მიმოწერა შეჩერებულიყო, როგორც ჩანდა საიტზე არავინ იყო... მაგრამ არა! ამჟამად აქტიურთა სიაში ერთი ნიკი ციმციმებს.
- „მემარტოვება“. - რა უცნაური ნიკია.
მის პროფილში შევიხედე. სურათი არ აქვს. გოგოა. ასაკი 24 . რეგისტრაციის თარიღი 16.04.2014 წელი. 19:74 საათი. აჰა! ახალია. რატომ არ წერს არაფერს? ალბათ საიტს „უმუღამებს.“

მე მიყურე: - დაგეხმარო?  - მივწერე.

პასუხმა ცოტა დააყოვნა. ალბათ ფიქრობს უპასუხოს თუ არა უცნობს.

მემარტოვება: - რაში?
მე მიყურე: - საიტის გაცნობაში 
მემარტოვება: - მადლობ, უკვე გავერკვიე.

ტყუის, უბრალოდ ლაპარაკი არ უნდა.

მე მიყურე: - გემარტოვება? 
მემარტოვება: - ხო!

ააა! ღმერთო ჩემო, რა საშინლად მოკლე პასუხია, რა არის ეს?! თანაც ძახილის ნიშანი. ჯიუტია თუ ამაყი? არა, მგონი ამას მართლაც ემარტოვება. თანაც არც „სმაილებს“ წერს. ჯობია არ წავეკიდო.

მე მიყურე: - აქ მარტო ვერ იქნები. დროებით 

და გამოვედი.
საინტერესოა. ვნახოთ, ვნახოთ.



თამუნა
***
გუშინ ჩათში გვიანობამდე შემოვრჩი, თუმცა მხოლოდ გვერდს ვათვალიერებდი, არავისთან მისაუბრია, არც საჯაროდ არც პირადად, თუ არ ჩავთვლით ერთ შემთხვევას: ვიღაცამ საიტის გაცნობაში დახმარება შემომთავაზა. იყოს, მადლობთ. ორ წინადადებაში ალბათ სხვა რამესაც შემომთავაზებდა. მშიშარა და უნდობი ვარ. რატომ ვფიქრობ ასე? იქნებს სულაც არ ჰქონდა მსგავსი განზრახვა იმ ადამიანს?!
მოკლედ, ჩათში ხალხის პროფილებს დავუარე და დავათვალიერე. სწორედ ამან წამიხდინა ხასიათი და ვინმესთან საუბრის სურვილიც გამიქრო. იმდენ ლამაზ გოგოს და ბიჭს მოეყარა იქ თავი. ვათვალიერებდი მათ და თავი არარაობა მეგონა. სწორედ ამიტომ არ დავაყენე პროფილზე სურათი. არც ჩემი სახელი დამიწერია.
ღიად ბევრი ადამიანი საუბრობდა. როგორც ჩანდა ერთი წყვილი შეყვარებულები იყვნენ. გოგოს არაუშავრდა, ბიჭი ლამაზი იყო, ისეთივე ლამაზი, როგორც ის, ათ ლარიანი რომ დამიგდო და სიგარეტი გააბოლა. თავხედი! თუმცა... არა, არ მახსოვს როგორ გამოიყურებოდა ის ბიჭი. მუქი თმა ჰქონდა თუ ღია? რა ეცვა? არც ეს მახსოვს. თვალები? არა, საერთოდ არ მახსოვს. მხოლოდ ის მახსოვს, რაც მაშინ გავიფიქრე, ლამაზი იყო. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, ის ერთი გამვლელი იყო.
დაქსეროქსებული ნაწვეტი „რომეო და ჯულიეტადან“ ავკინძე და დავჯექი.
სიყვარული. ეს ის ხილია, რომელზეც მხოლოდ ოცნება შემიძლია. ვის რაში სჭირდება ჩემნაირი ღატაკი და უვარგისი ძონძებით მოსიარულე ზომბი? ერთი შეხედვით არც ისეთი შეუხედავი ვარ. გრძელი, მუქი თაფლისფერი თმა მაქვს, ამავე ფერის თვალები და თეთრი კანი. ყველაზე მეტად ჩემს გარეგნობაში ტუჩები და ცხვირი მომწონს და მიხარია, რომ ჩემი დაკომპლექსებული გუნების მიზეზი ნაკვთები მაინც არ არის. სოფო მეუბნება „არც ისე შეუხედავი“ კი არა, ლამაზი ხარ. უბრალოდ შენი გამძაფრებული თვითკრიტიკა სარკესა და შენს შორის დგასო.
რომ ვთქვა ბევრჯერო არა, მაგრამ ხანდახან მეც ვოცნებობ შეყვარებულზე. ბოლო კლასში თაყვანისმცემელი მყავდა. ცუდი ბიჭი არ იყო. რამდენჯერმე სახლამდე მიმაცილა. ჩემი ოჯახის მდგომარეობა იცოდა და მიუხედავად ამისა, მაინც აგრძელებდა ჩემთან ურთიერთობას. მიხაროდა. ვფიქრობდი, ალბათ ეს სწორედ „ის ერთადერთიათქო.“ ერთხელ მაკოცა კიდეც, მაგრამ არაფერი მიგრძვნია. ის ცნობილი პეპლები მუცელში არ აფარფატებულან. სკოლის დამთავრების შემდეგ საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად. ჩემთვის მის წასვლას გული არ დაუწყვიტავს. ალბათ იმიტომ, რომ არ მიყვარდა.
მას შემდეგ მხოლოდ ბრედ პიტი და ორლანდო ბლუმი მომწონდა. სერიოზულად რომ ვინმესთვის თვალი დამედგა, ჩემს თავს ავუკრძალე. ეს კიდევ ერთი პრობლემა იქნებოდა და მეტი არაფერი.


ლაშა
***
ორი დღის უკან, როცა დიანა გავიცანი, ჯერ კიდევ მიყვარდა ჩემი პროფესია, ახლა კი... არა, ახლაც მიყვარს, უბრალოდ ვგრძნობ, დასევენება მინდა. სადმე დავახვევდი რამდენიმე დღით. სადმე ჩაბურულ ტყეში ჩადგმულ ქოხში. სუფთა ჰაერი მჭირდება, სადაც მხოლოდ მე და ხეები ვისუნთქებთ.
ოთახში ჯაბა შემოვიდა ფურცლებით ხელში და მაგიდას მიუჯდა.
- ბიჭო, თინასთან ვაპირებ სანახავად წასვლას. არ წამოხვალ? - მკითხა.
- არა, სხვა დროს ვნახავ. ახლა დიკო უნდა მოვიდეს.
- მალე გაწერენ ალბათ, ფეხი მოიტეხა, ტვინი ხო არა.
- არა. მითხრა, სახლში მარტო უნდა ვიყო და აქ ყურადღებას მაინც მომაქცევენო.
- აა, კაი წავედი.
ჯაბა გავიდა.
ჯანდაბა! მუშაობა სიკვდილადმე მეზარება ისე ამეკვიატა ტყეში ჩადგმული ქოხის იდეა. კიდევ კარგი დიანა შემოვიდა, თორემ ბღავილით გავსკდებოდი. ოთახში რომ მარტო დავხვდი „გაუსწორდა“, სახეზე შეეტყო. ნუთუ ბებერი ძუკნაა?
- გამარჯობა ლაშა. - გამიღიმა. ჩანთა დივანზე დადო და ჩემს წინ სკამზე ჩამოჯდა. ხელში მობილური ეჭირა. აჰა, უკვე გაგვიშინაურდა. - რისთვის დამიბარე?
- გამარჯობა. საქმისთვის რაღაც ინფორმაციები მჭირდება. შეიძლება პირადულსაც შევეხო. რას იტყვი ამაზე?
- კონკრეტულად რა გაინტერესებს? - მკითხა და მობილურზე მოსული შეტყობინების საპასუხოდ ტექსტის აკრეფას შეუდგა. შუბლი თავისით შემეკრა.
- პირველ რიგში შენს ოჯახზე მომიყევი.
- რა გითხრა, სახლში მე, ჩემი ქრმარი და თათკა, ჩემი 18 წლის შვილი ვცხოვრობთ. მამუკა ძალიან დაკავებულია, ისეთი დაკავებული, რომ დღეში ერთი საათით თუ ვნახავთ, სახლში გვიან ბრუნდება. ტელეფონზეც კი ვერ ვსაუბრობთ. თათკა აბიტურიენტია, წიგნებიდან თავს არ ყოფს. მე კი, ჩემი ამბავი უკვე კარგად იცი, ძვირფასო. - გამიღიმა და ორ თითს შუა მოქცეული სიგარეტი გამომიწოდა. მოვუკიდე, გააბოლა და ახალი შეტყობინების კითხვას შუდგა.
- მე ლაშა მქვია დიანა და არავითარი ძვირფასო და მსგავსი ნაგავი. - ვთქვი მკაცრად. მეზიზღება ასეთი ბანალური გამოთქმები.
- ოხ, კარგი ერთი. - ჩაიფხუკუნა და ტელეფონზე ტექსტი აკრიფა, მაგრამ ჩემს სახეს რომ გადააწყდა დაამატა. - ხო კარგი, გავიგე. „დალშე“?
- ჟურნალისტებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- ადრე მშვენიერი ურთიერთობა მქონდა, არც ახლა გამიჭირდება.
- შენს ქმარს და შვილს? - ისევ ახალი შეტყობინება მოუვიდა.
- მამუკაც ურთიერთობს მათთან, თათკა კი ჟურნალისტიკურზე აბარებს.
- სიურპრიზები გიყვარს? - ვკითხე. ის კი მობილურს ჩაჰყურებდა.
- ვის არ უყვარს? - თვალები გადაატრიალა.
- უსიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზებისთვის მზად ხარ?
- ყველაფრისთვის მზად ვარ, მთავარია საზოგადოებაში ისევ გამოვჩნდე.
- რამდენად დაიხარჯები? „ქეშს“ ვგულისხმობ.
- რამდენადაც საჭირო იქნება.
- აუ, დადე რა ეგ მობილური და მომაქციე ერთი წუთით ყურადღება! - მიმტყუნა ნერვებმა და ხმას ოდნავ ავუწიე.
დიანამ თვალები ჭყიტა და გაოგნებულმა შემომხედა.
- როგორ ბედავ? - გამოსცრა.
- აი ასე. თუ რამე არ მოგწონს, აგერ კარი! მე აქ შენთვის „ვჩალიჩობ“ შენ კიდევ ფეხებზე გკიდია.
- არ . გისმენ და გპასუხობ!
- მაგრამ არ მიყურებ, რასაც ვერ ვიტან. თუ მე მესაუბრები მომაქციე ყურადღება, თუ არა და როცა გათავისუფლდები, მაშინ მოდი.
დიანა ერთხანს გამწარებული მიყურებდა, შემდეგ მობილური დადო და სიგარეტი გააბოლა.
- მტრები გყაავს? - განვაგრძე.
- რა ვი, არა.
- მოკლედ, გეგმას უკვე ვადგენ, საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდები ხოლმე.
- რით დაიწყებ?
- მე არა, შენ დაიწყებ იმით, რომ მაგას დაშორდები. - თვალებით მობილურზე ვანიშნე. - მესამე პირი არ გვჭირდება.
- რაა? - შეიცხადა დიანამ. ახლა დაიწყებს ჩემს გასულელებას. - ვის უნდა დავშორდე, რას ამბობ?
- ვის და შენს საყვარელს, რომელიც დაახლოებით ჩემი ასაკის უნდა იყოს, თუ უფრო პატარა არა. - ვტყორცნე პირდაპირ. სახე აელეწა, მაგრამ მაინც არ დავარდა მუხლებზე.
- გაგიჟდი? მე არ მყავს საყვარელი! - წამოდგა ფეხზე.
გამეცინა.
- კარგი რა, დიანა. აბა ასე თინეიჯერივით შენს მოუცლელ ქმარს წერდი მესიჯებს? თუ სწავლაზე გადაკლულ თათკას? არ მითხრა დაქალსო, ეს ყველაზე „ლაითი“ ტყუილი იქნება.
- ახლავე შეწყვიტე! - თითი აბზიკა გამწარებულმა.
- დამშვიდდი. მე შენს განსჯას კი არ ვაპირებ. რა ჩემი საქმეა, შენი ქმარი თუ მხოლოდ დასაძინებლად წვება საწოლში? შენს მდგომარეობაში ნორმალურია საყვარელი, მაგრამ ის ახლა მხოლოდ ხელს შეგიშლის. დაფიქრდი. შენ თუ კარგი პიარი გინდა, ცხოვრებაც სუფთა უნდა გქონდეს.
ქალი ჩაცხრა. დამნაშავესავით გააცეცა თვალბი კარისკენ. შემდეგ ისევ ჩემს წინ ჩამოჯდა და ამოიოხრა.
- დაველაპარაკები... - თქვა და სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა. - მაგრამ ამის შემდეგ ცოტაოდენი პატივისცემა გამოიჩინე ჩემს მიმართ.
- მე ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ და სწორად მიმაჩნია. ნურაფერს შემისწორებ, გეთაყვა.
- საზიზღარი ვინმე ხარ. - ჩაიცინა მაცდურად.
- მე გაგაფრთხილე, ჩემთან მუშაობა რთული იქნება. ახლა კი თავისუფალი ხარ.


თამუნა
***
ღამის თორმეტი საათი ხდება. მე კი იმის ნაცვლად, რომ მეძინოს, ნოუთბუქს შევყურებ. ჩათში ვარ. მინდა რაღაც მეც დავწერო, მაგრამ ვერ ვბედავ. აქ ცოტა უცნაური ხალხია. მათი იუმორი და ენამოსწრებულობა მაშინებს. მაგრამ შინაგანად მაინც მაქვს სურვილი ვინმე გავიცნო. გადავწყვიტე, თუ ვინმეს გავიცნობ და დავუახლოვდები, ვირტუალურ სამყაროს არ გავცდე.
ჩათერებს ვუყურებ. ზოგი მათგანი თავისთისაა, ხან სმაილებს ხატავს, ხან რაღაც რეპლიკებს ისვრის. ხო, აუცილებელი ხომ არაა ვინმეს მივწერო, ეს არც მინდა. არც ის მინდა შორიდან ვიყურებოდე და სხვის წერილებს ვკითხულობდე. იმისთვის ხომ არ დავრეგისტრირებულვარ, რომ საიტი დავათვალიერო?! მე ხომ რაღაც ახალი მინდოდა? მე ხომ ისეთი რამის გაკეთებას ვაპირებდი, რასაც დღემდე არ გავაკეთებდი? აბა სად გაქრა ის გაბედულობა?
მოკლედ, იმით დავიწყებ, რომ ღია ველზე რამეს დავწერ. მაგრამ რა დავწერო? ლექსი? რატომაც არა? მე ხომ მიყვარს ლექსები? ძალიან მიყვარს! ჩავფიქრდი. რომელი შეიძლება ავარჩიო. ისე სულ ერთია, მაგრამ მაინც ჩემს საყვარელ ერთკუპლეტიან ლექსს დავწერ.
თითები მოვიფშვნიტე და კლავიატურაზე ტექსტის აკრეფას შევუდექი.

ლაშა
***
რესტორანში ვივახშმე და სახლში ცოტა გვიან მივედი. დღეს რაღაც უენერგიოდ ვარ. წყალი გადავივლე და სარკის წინ კუნთები დავჭიმე. სამი თვე მაინც იქნება არ მივარჯიშია. დილაობით სირბილი ხომ არ დამეწყო? მართალია ნიშნები არ მაქვს, მაგრამ ჩემს სხეულზე ღიპს ვერ ავიტან.
დიკოს თავის საყვარელთან საქმის მოსაგვარებლად სამი დღე მივეცი. ვნახოთ რას მეტყვის სამი დღის შემდეგ. თუ ვერაფერს გახდა, მომიწევს მე ჩავერიო. ყოველი შემთხვევისათვის გეგმა უკვე მაქვს.
დიანას საქმეს რომ მოვრჩები, დიდხანს უნდა დავისვენო.
ჩავიცვი და დასაძინებლად დავწექი, მაგრამ ვერაფრით მოვისვენე. ერთი საათი მაინც ვიწრიალე. წამოვჯექი, ლეპტოპი ავიღე და მუხლებზე დავიდე.
ჩემი საიტი აქტიურია. ხალხი ბლომადაა. რამდენიმე პირადი წერილიც დამხვდა. ყველა „ფიტულებისგანაა“. ამ გოგოებმა სულ დაკარგეს თავმოყვარეობა. ნუთუ ერთი მაინც არ დარჩას მათგან განსხვავებული? თანდათან ვრწმუნდები, რომ არა და ეს მე რატომღაც მაღელვებს.
ეს რა არის? ღია ველზე რაღაც მოზრდილი წერილია. ნიკს დავხედე - მემერტოვება. აა, ეს ისაა. ტექსტს ვკითხულობ, ლექსია.

„ არ შემეჩვიო, შორზე კიდევ უფრო შორი ვარ,
რეალობისგან განვსხეულდი თითო უჯრედით,
სანამ დაგჭირდეს გატაცება, თავგადარევა,
არ შემეჩვიო, სანამ დროა, ნუ შემეჩვევი.“

ჩათში ბევრი ლექსი წამიკითხავს, ბევრიც მომწონებია, მაგრამ ისინი ჩემთვის არაფერს ნიშნავს. ერთი სიტყვით არ ვარ რომანტიკოსი, მაგრამ...
აქ რაღაც მოხდა. ამ ერთმა სტროფმა ის დამმართა, რაც არასოდეს მომსვლია. ტანზე ეკალმა დამაყარა, მაგრამ არა ისე, როგორც სიცივისაგან იცის ხოლმე. აი ისე... არ ვიცი, ვერ ავღწერ.
მის ნიკს დავაწკაპე და ტექსტი ავკრიფე.

მე მიყურე: - კარგი ლექსია 
მემარტოვება: - ხო, მეც მომწონს.
მე მიყურე: - შენია? 
მემარტოვება: - არა.
მე მიყურე: - რატომ დაწერე? 
მემარტოვება: - უბრალოდ.
მე მიყურე: - ისევ გემარტოვება? 
მემარტოვება: - არა.

კი, მაგრამ ეს ვინ არის?ისევ უმოწყალოდ მოკლე პასუხები. ისევ არანაირი სმაილი. გარდა ამისა, არანაირი სიკეკლუცე. სხვა აქამდე კითხვებით ამავსებდა, ნომერს მომთხოვდა, ამაფეთქებდა, შენი სურათი დადეო (ჩათში ჩემი სურათი არ მაქვს). ეს კი... უბრალოდ ჩემს წერილებს პასუხობს. იქნებ ბიჭები არ აინტერესებს? ან იქნებ შეყვარებული ყავს? მაგრამ თუ შეყვარებული ყავს აქ დროს რატომ კარგავს? რამდენიმე წუთი გავიდა, ისევ არ მწერს. ეს რომ არ ავალაპარაკო, ალბათ გავაფრენ.

მე მიყურე: - სიტყვაძუნწი ხარ 
მემარტოვება: - ვიცი.
მე მიყურე: - რატომ? 
მემარტოვება: - იმიტომ.
მე მიყურე: - ასე ვინმე იფიქრებს რომ არ ხარ კარგი მოსაუბრე. 
მემარტოვება: - არაუშავს იფიქროს.

ცოტაც და სიბრაზისგან სხეული ამიცახცახდება. რატომ არ ჰგავს აქაურ ჩათერ ან იმ გოგოებს, რომლებსაც მე ვიცნობ? რატომ არ ლაპარაკობს თამამად, გაბედულად? რასაკვირველია, ეშინია! ალბათ უცხო ადამიანებს არ ენდობა და დარწმუნებული ვარ, მისი ნდობის მოპოვება ძალიან ძნელი იქნება.
ადამიანი, რომელიც ასეთ საიტზე, ჩათში რეგისტრირდება და მინიმალურს საუბრობს - მარტოსულია. იქნებ იუმორით მივუდგე? იუმორი ყველას მოწონს.

მე მიყურე: - სმაილების წერა იცი? :D
მემარტივება: - 

YES! ახლა სიფრთხილეა საჭირო.

მე მიყურე: - ვინმემ გიკარნახა, თუ შენით დაწერე? :D
მემარტოვება: - :@
მე მიყურე: - ხოო, კაი, ჩუმად ვარ! :D

ჩვენ მწირ მიმოწერას გადავხედე. ერთად სამ სიტყვაზე მეტი არ მოუწერია. ახლა უნდა გავრისკო. თუ არ გაბრაზდა, ესე იგი მისი განკურნება შესაძლებელია.

მე მიყურე: - შეგიძლია სამზე მეტსიტყვიანი წინადადება მომწერო? :D
მემარტოვება: - რა-1 თქმა-2 უნდა-3 შემიძლია-4. :D

არის! აი ახლა კი დროა, შევწყვიტო და დავემშვიდობო. დარწმუნებული ვარ შემდეგში უფრო გაიხსნება.

მე მიყურე: - შესანიშნავია - 4 სიტყვა სმაილთან ერთად :D შენც ხომ მოგეწონა?
მემარტოვება: - არაუშავრდა 
მე მიყურე: - მეცადინეობა ხვალ განვაგრძოთ, ახლა ძალიან მეძინება, დროებით 
მემარტოვება: - დროებით 

ხვალ არ შევალ. ზეგ რომ მივწერ გავარკვევ მელოდებოდა თუ არა.
ლეპტოპი დავხურე. თვალებზე ლოდები მაწევს.
მითხრა „დროებით“ და არა „ არ წახვიდე, ცოტა ხნით დარჩი“. ვნახოთ კიდევ რით გამაოცებს. საინტერესო გოგოა.

თამუნა
***
ღიმილით გამეღვიძა, მაგრამ თვალების გახელა იყო და სიზმრის სიუჟეტიც დამავიწყდა. მე ხომ ის ვარ, ვისაც ლამაზი მომენტები ან არ უნდა ჰქონდეს, ან არ უნდა ახსოვდეს?!
ავდექი, ჩავიცვი, პირი დავიბანე. ცა მოღრუბლულია. წვიმა მიყვარს, ძალიან მიყვარს. ოღონდ ქარი არ ქროდეს და დღეების მანძილზე ავიტან წვიმას. ქოლგა ავიღე, მაგრამ ისეთი საშინელი შესახედია, მისი სადმე წაღება არ ღირს. მხარზე ჩემი ზურგჩანთა მოვიგდე და ოთახიდან გავედი. ნანა და გია პურით, ძეხვით და ჩაით საუზმობდნენ.
- მოდი, ცოტა მაინც ჭამე. - გამომძახა გიამ.
- არ მინდა, თან მაგვიანდება. სვეტას უნდა მივუსწრო თორემ გამომაგდებს.
- უკვე დახარჯე ის ოცი ლარი? - შემომიბღვირა ნანამ. თურმე არ დავიწყებია.
- ხო.
- მეორედ აღარ გაბედო უჩემოდ რამეში ფულის დახარჯვა.
- რაა?
- რაც გაიგე! სულ არ მჭირდება შენი ტანსაცმელი მე.
- არც მე მჭირდება შენი არაყი! - ყელში რაღაც მომაწვა.
- ხედავ როგორ მეპასუხება? - გაცეცხლებულმა გადახედა გიას. მამა ხმას არ იღებდა.
- ისიც გეყოს აქამდე რომ ჩუმად ვიაყვი. ჩემს ხელფასს ისე გამოვიყენებ, როგორ მომინდება. თუ ლოთობა გინდა, კეთილი ინებე, იმუშავე, ფული შენით იშოვე და იმით იყიდე სასმელი!
სანამ ლოყაზე ცრემლი გადმომიგორდებოდა, მანამ შემოვბრუნდი და სახლიდან გამოვედი. ცხრას ოცი წუთი აკლდა და სირბილით გავუყევი ქუჩას.
ის იყო ქურთუკი გავიხადე და კომპიუტერი ჩავრთე, რომ სვეტაც მოვიდა, დილის შემოვლა დაასრულა და წავიდა.
ჯერ სამუშაო არ მქონდა, ამიტომ სოფოს შევუარე და მოვიკითხე. თურმე მის დას სოფელში წასვლა გადაუწყვიტავს და გოგო ღელავდა, ჩემს მისვლამდე დათა სახლში მარტო იქნება ხოლმეო.
მალე სტუდენტებიც შემოვიდნენ და საქმეც დამიგროვდა. საღამომდე ისე ვიმუშავე, არ დავღლილვარ. საფიქრალი ძალიან ბევრი მქონდა და დროის გასვლა ამიტომაც ვერ გავიგე.
ჩემს სახლში გაჩერება უკვე შეუძლებელია. ისედაც უფერულ ცხოვრებას ჩემი მშობლების ჩემდამი დამოკიდებულება კიდევ უფრო უკადგავს ფერს. სადმე რომ მქონდეს წასასვლელი, არც კი დავფიქრდებოდი, ისე დავტოვებდი არყის და ძეხვის სუნით გაჟღენთილ ჩემს გამოქვაბულს. გამიჭირდება თუ არა ნანას და გიას დატოვება? არა, რადგან მათ მე ფეხებზე ვკიდივარ. მათთვის მე ვარ შემოსავლის წყარო და ჩემი წასვლა მხოლოდ იმიტომ შეაწუხებთ, რომ „იოლი ფული“ აღარ შეუვათ.
წვიმას გადაუღია, მაგრამ გარეთ ცივა. ჩანთა ზურგზე მოვიგდე, ქსეროქსი დავკეტე და მოვიბუზე. ქუჩაში ვდგავარ. ხალხი სამსახურიდან სახლში მიიჩქარის, იქ, სადაც მოსიყვარულე მშობლები, შვილები, დედმამიშვილები ელიან. მე? მე არავინ. ტირილი მომინდა, მაგრამ თავი შევიკავე.. გაჩერებასთან ჩამოვდექი, მალე საჭირო ნომერი ავტობუსიც გამოჩნდა, ავედი და მარჯანიშვილამდე გავყევი. იქ იმ კაფეში შევედი, რომელსაც ადრე მოვკარი თვალი და სადაც ჩემს თავს ვასიამოვნებდი.
კაფეში ჩემს საყვარელ ადგილას - ფანჯარასთან მოვთავსდი, რომ ლამაზი ქუჩა კარგად ვათვალიერო. კუთხეში მჯდარი ორი ქალის და ბარს მიღმა მყოფი გოგონების გარდა კაფეში არავინაა. ჩემთვის სანატრელ სიმშვიდეს დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკაც აფორმებს. მალე მიმტანი გოგონა მოვიდა, მენიუ დამიტოვა და წავიდა. ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ მაინც კარგად დავინახე, როგორ შემათვალიერა. საჭირო არ არის, ისედაც კარგად ვიცი, რომ საცოდავი საფრთხობელა ვარ.
ის იყო, თავი მენიუში ჩავყე, რომ კაფეში ვიღაც შემოვიდა, გვერდით ჩამიარა და ჩემს უკან დაჯდა, მაგრამ ისე გავერთე ნამცხვრების სახელების და ფასების თვალიერებით, რომ სურვილი არ გამიჩნდა თავი ამეწია.
მიმტანს შეკვეთა მივეცი, სკამის საზურგეს მივეყრდენი და გუშინწინდელ ღამეზე ჩავფიქრდი. ის ჩათერი ბიჭი გამახსენდა ჩემს ალაპარაკებას რომ ცდილობდა. იქნებ ვენდო? იქნებ მივცე შანსი დამიმტკიცოს, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ცივი, უხეში და ცინიკოსი არაა? ხო, მე ამას გავაკეთებ, თუნდაც შეცდომა დავუშვა. შემდეგ ჩემს თავთან სასაყვედურო მაინც არ მექნება, რომ ეს ნაბიჯი არ გადავდგი.

ლაშა
***
ის იყო სამსახურიდან წამოსულმა სახლის კარი შევაღე, რომ დიანამ დამირეკა სალაპარაკო მაქვსო.
- ხვალ ჩემთან მოდი სამსახურში, ახლა დაღლილი ვარ. - ვუთხარი, მაგრამ მარტო თქმა საკმარისია? ხომ უნდა გააგებინო? უარი განმიცხადა. კაფეში დავუთქვი შეხვედრა და სახლიდან ისევ გამოვედი. რაც მალე მოვრჩები მასთან ლაპარაკს, მით უკეთესი.
მანქანაში ჩავჯექი და მარჯანიშვილზე წავედი. ალბათ თავის საყვარელთან არაფერი გამოუვიდა. აღელვებული იყო. ისე ჯობდა თავიდანვე ჩემი გეგმა განმეხორციელებინა და დიკო აღარ შემეწუხებინა, მაგრამ ისე არ მინდა ამ ქალთან მუშაობა, რომ ყველანაირად ვცდილობ რაც შეიძლება ცოტა ხნით შევხვდე.
კაფეში სიწყნარე იყო. კუთხეში ორი ქალი იჯდა. ვიღაც გოგო ჩემს საყვარელ ადგილას - ფანჯარასთან წამოჭიმულიყო და მენიუში ჩაეყო თავი. ცარიელ კაფეში სხვა ადგილი ვერ ნახა? მაინდამაინც ფანჯარასთან „გაეძრო“. მის უკან დავჯექი და დიანას მოსვლამდე კოქტეილი შევუკვეთე.
ის იყო ჭიქა ჩავცალე, რომ დიანაც მობრძანდა.
- ცოტა პუნქტუალური იყავი. რა პონტია, ნახევარი საათია გელოდები. გაფრთხილებ, სხვა დროს ხუთ წუთსაც აღარ დაგიცდი. - ცერად გავხედე მის უკმაყოფილო სახეს.
- ნუ მეტიპები რა, ლაშა! - ჩაიბურტყუნა. გამეცინა.
- რაო შენმა ფინიამ, არაო?
დიანამ გაბრაზებულმა ამოიოხრა.
- ჩემი კარიერა არ აინტერესებს. - სიგარეტს მოუკიდა.
- ვაა, ვითომ შექსპირისეულ გრძნობებთან გვაქვს საქმე?
- გაჩერდი რა. გირჩევნია მითხრა, რა უნდა ვქნა. - დამიბღვირა დიკომ.
- არაფერი. - მხრები ავიჩეჩე.
- გაგიჟდი? როგორ არაფერი?
- ვიცოდი, რომ უარს გეტყოდა. აბა ვინ შეელევა ძვირფას საათებს და სუნამოებს?
- სხვა გეგმაც გაქვს?
- ხო, ოღონდ ის უკვე შენ არ გეხება. მე გავაკეთებ ყველაფერს.
- მითხარი რას აპირებ, რომ აზრზე ვიყო რა.
- არა, ახლა რომ მოგიყვე შეიძლება უარი თქვა. აჯობებს შედეგი ნახო. ახლა კი შენის ნებართვით მე მივდივარ.


თამუნა
***
მაინც კმაყოფილი ვარ მიუხედავად დილანდელისა. მგონი გემრიელი ტკბილეული ერთადერთია, რასაც უანგაროდ შეიძლება ხასიათი გამოგისწოროს. მაგრამ ეს ჩემთვის ძვირი და იშვიათი სიამოვნებაა.
იმათ სძინავთ. ბებია გამახსენდა. არ არსებობდა ისე წასულიყო დასაძინებლად, რომ ჩემთვის ლამაზი სიზმრები არ ესურვებინა. ძალიან მაკლია თამრიკო.
ცოტა გვიანია, მაგრამ გული მაინც ჩათისკენ გამექცა და შევედი. რამდენიმე წუთში ჩემმა უცნობმა ნაცნობმაც მომწერა:

მე მიყურე: - „მემარტოვება“ უკვე „არას“ ჩაწერას ვაპირებდი ჟურნალში. რატომ დაიგვიანე? : )
მემარტოვება: - დარწმუნებული ვიყავი, რომ არ მელოდებოდი.
მე მიყურე: - ასე ფიქრს თუ განაგრძობ, კლასიდან გაგრიცხავ :D
მემარტოვება: - მეგონა ინდივიდუალურ მომზადებას გავდიოდი.
მე მიყურე: - ფანტაზია 4ევერ :დ აბა? დღეისთვის რომელი სმაილი მოამზადე?
მემარტოვება: - :P
მე მიყურე: - მასალებს წინ ნუ უსწრებთ ახალგაზრდავ :D

ეს მხიარული ბიჭი ნამდვილად მომწონს. ჯობია დავანებო თავი იმაზე ფიქრს, რომ შესაძლოა რაიმე სხვა განზრახვა ამოძრავებდის. მით უმეტეს, რომ უკვე ეჭვი მეპარება ამაში. რა საჭიროა ყველაფრის გაბუქება, როცა ურთიერთობა ასეთი მარტივი და სახალისო შეიძლება, რომ იყოს?!

მემარტოვება: - სკოლაშიც კარგი მოსწავლე ვიყავი. : )
მე მიყურე:- ამას უყურეთ! ჯერ სმაილებს ძლივს ვაწერინებდი, ახლა კი უკვე ტრაბახი გამიბა :D
მემარტოვება: - სიტყვა „ტრაბახი“ ჩემს ლექსიკონში არ მოიძებნაბა, მასწ, ამიტომ მისი მნიშვნელობა არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს.
მე მიყურე: - ასეთი თავმდაბალი მოსწავლე ჯერ არ მყოლია :D

რამდენიმე წუთით ჩვენს ერთმოსწავლიან კლასზე საუბარს შევყევით. რაც დრო გადიოდა უფრო სასაცილო იყო ჩვენი მიმოწერა. ის იყო დამშვიდობებას ვაპირებდი, რადგან უკვე ღამის სამი საათი ხდებოდა, რომ ღია მიმოწერის ველზე ვიღაცამ მომწერა:

ქამელეონი: - პრივეტ ლამაზო, სად დაიკარგე? : *

არაფერი ვუპასუხე. მაინც არ მომეშვა.

ქამელეონი: - რატომ „მიტარებ“, მიპასუხე.
მემარტოვება: - ვიღაცაში გეშლები.
ქამელეონი: - შენს თავს სხვაში როგორ ავურევ?

იმ წამს სხვამაც მომწერა. ეტყობოდა ამ ნიკის ნაცნობი იყო.

პნოპკა: - ეე ბიჭო, ეს ის არაა, ორივეს ჩუმ-ჩუმად რომ „გვებაზრებოდა“?!
ქამელეონი: - ხოო,ეგაა.
პნოპკა: - რატომ დაიკარგე თოჯინ, აღარ გინდა ჩვენთან თამაში? : *

არ ვიცი რატომ, მაგრამ ცოტა ავღელდი. მე ხომ ვიცი, რომ ის არ ვარ, ვინც მათ ვგონივარ. აბა რა მჭირს? როგორ მოვიცილო ეს ორი იდიოტი თავიდან?

მემარტოვება: - ვიღაცაში გეშლებითქო. მე თქვენთან არაფერი მესაქმება. - მივწერე.
ქამელეონი: - რატომ აღელდი? ნერვიული გამხდარხარ. არაუშავს. შევხვდეთ და ძველებურ სიმშვიდეს დაგიბრუნებ, გარანტიას გაძლევ : *

არ ვიცი უპასუხოდ დავტოვო თუ გავლანძღო? არა, არ მინდა დებილივით პანიკა ავტეხო. ეს რა არის? ამ „პნოპკამ“ იგივე შინაარსის გზავნილი მიწერა სხვა გოგოს, რაც მე პირველად „ქამელეონმა“. მგონი ეს ორი შარზეა. გზავნილის წერა დავიწყე, რომ ამ დროს ჩემმა მასწავლებელმა პირადად მომწერა:

მე მიყურე: - ესენი ვინ არიან?
მემარტოვება: - უსაქმურები.
მე მიყურე: - ანუ არ იცნობ?
მემარტოვება: - არა. არ ვიცი რატომ გადამეკიდნენ.
მე მიყურე: - მე ვიცი რატომაც. ერთი წუთით.
მემარტოვება: - შეეშვი, მობეზრდებათ. - მივწერე მას, მაგრამ არაფერი უპასუხია. სამაგიეროდ ისინი არ მანებებდნენ თავს.
ქამელეონი: - თავს ნუ იდებ, დაგველაპარაკე ; )
პნოპკა: - ვიცით ვინც ხარ. აქამდე თამამად ჭიკჭიკებდი. მოდი რა, გავიხსენოთ ძველი დრო. : *
ქამელეონი: - ბიჭო, გახსოვს რა ზედმეტ სახელებს გვეძახდა?
პნოპკა: - როგორ არა :D მიდი რა ფისო, ისევ ისე მოგვმართე. მე მაგრად მისწორდებოდა.

ცოტაც და წყობიდან გამოვიდოდი, რომ „მე მიყურემ“ ორივე მათგანს ერთნაირი მესიჯი დაუწერა:
მე მიყურე: - პირადი გზავნილები გახსენით.
არა, არა! ახლა მან რომ ჩემ გამო იმ იდიოტებთან იკამათოს, ადგილზე გავაფრთხობ სულს. გავიდა ხუთი, ათი, ოცი წუთი. არც ერთი მათგანი არაფერს წერს. არა-და სამივე საიტზეა და არ გასულა. „მასწავლებელს“ ვწერ, მაგრამ არ მპასუხობს. ის-ისაა კიდევ ერთი გაბრაზებული მესიჯი დავწერე, რომ ღია ველზე „ქამელეონის“ გზავნილი მომდის:

ქამელეონი: - ბოდიში დაიკო, სხვაში ამერიე.

ჩამეცინა. გრძნობა, რომელიც ახლა დამეუფლა კმაყოფილებაა. მომდის მეორე გზავნილიც.

პნოპკა: - ბოდიში, თუ გაწყენინეთ, არ გვინდოდა.
მემარტოვება; - მიღებულია. - დავწერე ერთადერთი სიტყვა და იმის გაფიქრებაზე, რომ სრულიად უცხო ადამიანმა დამიცვა და იმ ორ უსაქმურთან ბანალურ კამათს ამარიდა, გულში სასიამოვნოდ მეღვრება რაღაც. ეს რაღაც კი მგონი ნდობაა. ხო, ასე სწრაფად, მაგრამ მაინც გაჩენილი ნდობა.

მემარტოვება: - მადლობ : )
მე მიყურე: - რა პრობლემაა : ) მსგავსი შემთვხვევები ხშირია. განმეორების შემთხვევაში აქ ვარ : )
მემარტოვება: - იმედი მაქვს საჭირო არ იქნება : ) მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რას აკეთებდნენ.
მე მიყურე: - ასეთებს „ჩათის მატლებს“ ვეძახი. დაჯგუფდებიან, ახალ ჩათერებს აეკიდებიან და ნერვებზე შლიან. შენთან და იმ გოგოსთანაც იგივეს გეგმავდნენ.
მემარტოვება: - ვითომ ისწავლიან ჭკუას? არა მგონია მოისვენონ.
მე მიყურე: - დამიჯერე ისინი ამ ჩათში აღარასოდეს შემოვლენ :D
მემარტივება: - ამას როგორ მოახერხებ?
მე მიყურე: - მე არა, უფროსობა მიხედავს ; ) :D ძალიან გაბრაზდი?
მემარტოვება: - არც ისე.
მე მიყურე: - დაიკიდე და დამპირდი, რომ მსგავსი რამ თუ კიდევ მოხდება მეტყვი.
მემარტოვება: - კარგი, გეტყვი. : ) ახლა კი მასწავლებელო, შენის ნებართვით დასაძინებლად წავალ.
მე მიყურე: - იმ შემთხვევაში თუ ხვალ სკოლას არ გააცდენ. :D
მემარტოვება: - არა რა თქმა უნდა. ხვალამდე.
მე მიყურე: - რაღაც დაგავიწყდა :D
მემარტოვება: - : )
მე მიყურე: - აი ასე, ხვალამდე : )

ჩათიდან გამოვედი და დავწექი. ჯერ კიდევ მეღიმება. რა სასიამოვნოა, როცა ვიღაც გიცავს, მით უმეტეს, როცა მისთვის სრულიად უცხო ხარ და წესით სულ ერთი უნდა იყო. არ ვიცი რამდენად სწორად ვგრძნობ, მაგრამ მგონია, რომ მომავალი წარსულზე ბევრად ფერადი მექნება.

ლაშა
***

მაინც რა ველურები ვართ ადამიანები. ცხოველები არ გაიმეტებენ ერთმანეთს ისე, როგორც ჩვენ. და რის გამო? სახელი, დიდება, კუპიურები. სამივე მათგანი ამოწურვადია, მაგრამ მათ გამო მაინც ვთელავთ ერთმანეთს. არც მე ვარ გამონაკლისი.
სავარძელს მიყრდნობილი ვქანაობ, ხელში პულტი მიკავია და ღიმილით ვუსმენ საინფორმაციო გადაცემას, სადაც ჟურნალისტი ამბობს:
„ - გუშინ ღამით, ნუცუბიძის №...ში მცხოვრები საბა ღონღაძე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ბრალდებით დააკავეს. თუმცა დაკავებული აცხადებს, რომ ბრალი არაფერში მიუძღვის და ნარკოტიკული ნივთიერებები მისი არ არის... ვნახოთ სიუჟეტი...“
ოჰ, ბევრიც აცხადოს, მთავარია „ძ“იანა თავისუფალია. ცოტა დაისვენოს მისმა ფინიამ და საქმეს რომ მოვრჩებით მის გათავისუფლებაზეც მე ვიზრუნებ. იმედი მაქვს დიანა დღეს არ გამოჩნდება.
ხოო, ზრუნვაზე გამახსენდა. კარგი ვინემ ჩანს ეს „მემარტოვება“. გუშინ წინ ღამე „ჩათის მატლები“ მივბლოკე. ნეტავ რეალურადაც ისეთივე მარტივი იყოს ნაგავი ხალხის თავიდან მოშორება, როგორც ვირტუალურადაა. უფრო გაადვილდებოდა ცხოვრება. აღარც „ძ“იანასთან ვიმუშავებდი ახლა. ის გოგო უფრო ახლოს უნდა გავიცნო. რატომღაც მგონია, რომ ბევრი საერთო გვაქვს. იშვიათი შემთხვევაა, როგორც ახლა ჩანს და არ მინდა მისი ნაცნობობის შანსი დავკარგო, თუნდაც ვირტუალურად. მტავარია, მასთან ურთიერთობა მქონდეს. არ მინდა, რომ იმედები გამიცრუოს.
ხოო, სამაგიეროდ ცხოვრება უკვე მიცრუებს იმედებს. ოფისის კარი მკვეთრად გაიღო და დიანა შემოვარდა. არაა, მადლიერებით სავსე მზერა ნამდვილად არ აქვს, მაგრამ მე მაგარი .
- რა ჩაიდინე? - თითქმის იყვირა.
- გამარჯობა „ძი“. - გავუღიმე და ტელევიზორი პულტით გამოვრთე.
- შენ ნორმალური ხარ?
- რა ვი, მგონია, რომ კი.
- არ მაინტერეებს, როგორც გინდა, ისე გამოასწორე შენი ჩადენილი საზიზღრობა.
- არა მაინტერესებ, როგორც გინდა ისე შეეგუე ამას.
- საბას ამ სიბინძურეში გაბმა საჭირო არ იყო.
- სხვა გამოსავალი თუ არსებობდა, შეგეძლო მანამდე გეთქვა. ეს ბიჭი არ გეშვებოდა. შენ კი ქმრის ერთგული უნდა იყო.
- მოკეტე! ახლავე წადი მასთან და როგორც გინდა ისე გამოიყვანე პოლიციის შენობიდან.
აუუ ნერვები მღალატობს და თავს ძლივს ვიკავებ.
- მოდი რა, ერთ კითხვას დაგისვამ. თუ მიპასუხებ, წავალ და მოვიყვან იმ შენს ჩიხუახუას. რატომ თავს არ მანებებ? რატომ აგრძელებ ჩემთან მუშაობას, თუ ჩემი წესები და მეთოდები არ მოგწონს?
დიანა გაჩუმდა, მაგრამ მისი ქშენა მთელ ოთახში ისმის.დარწმუნებული ვარ საბა ფეხებზე ჰკიდია. ეს ჩემთან თავის გამოდება და ანჩხლობა კიდევ რაში სჭირდება არ მესმის. კარგი მსახიობია. უბრალოდ ანგელოზის როლის თამაში არ უხდება. ვითომ თავს მაწონებს? ამან არ იცის, რომ აგრესიული და კაპასი ქალები ჩემს გემოვნებაში არ ჯდებიან.
- რატომ გაჩუმდი? - ვკითე რომ გამოფხიზლებულიყო.
- იდიოტი ხარ! - გამოსცრა და მოეშვა.
- უკანასკნელი შემთხვევაა, როცა ასე მომმართავ და მექცევი. კიდევ ერთხელ განმეორდება და შენთან მუშაობას თავად შევწყვეტ. ნუ გგონია, რომ თანხა, რომელიც შენგან უნდა ავიღო კატასტროფულად მესაჭიროება. კლიენტი არასოდეს მაკლია. ბოლოჯერ გეკითხები: აგრძელებ ჩემთან მუშაობას თუ არა?
- ხო, ხო, ვაგრძელებ. - ამოთქვა გაცოფებულმა და ზიურგი მაქცია. გამარჯვებულის ადგილას ყოფნას არაფერი ჯობია. - მის ნახვას ვერ შევძლებ? არ მინდა, რომ მივაგდო.
- არც ერთ შემთხვევაში. საერთოდ ტელეფონის ნომერსაც თუ გამოცვლი, კარგს იზამ.
- ახლა რას აპირებ?
- გეგმა მაქვს, მაგრამ ახლა აჯობებს წახვიდე. ხვალ დამშვიდებული მოდი და ყველაფერს აგიხსნი. შენი მასმედიაში გამოჩენის დროა.


თამუნა
***
გარეთ ისევ ცივა და წვიმს. ეს ცუდი ამინდები საშინლად მოქმედებს ხასიათზე.
საათი ხუთის ნახევარს აჩვენებს. ნახევარ საათში ქსეროქსს დავკეტავ და წავალ ჩემს ჯურღმულში, იქ, სადაც არავის ვაინტერესებ. ერთადერთი, რაზე ფიქრიც მახალისებს ჩათი და „მე მიყურეა“. სამი დღის წინ ვიღაც იდიოტებისგან დამიცვა. გუშინ წინ კი საკმაოდ ბევრი ვილაპარაკეთ. ასე ვთქვათ გაცნობის საღამო გვქონდა. ერთმანეთს ბევრი რამ ვკითხეთ, გარდა სახელებისა. კი მაინტერესებს რა ჰქვია, მაგრამ მგონი სახელს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. თანაც ასე ურთიერთობა ცოტა არ იყოს ორიგინალურია.
გავიგე, რომ არ უყვარს ფეხბურთი, რამაც ძალიან გამაკვირვა. ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე დადიოდა. უსმენს ყველანაირ მუსიკას, რაც მოეწონება. მოწონს მძაფრსიუჟეტიანი ფილმები. მისი საყვარელვერი ფერი თეთრია, რადგან ყველანაირ სისუფთავეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, და მე ამას ვაფასებ. არ ურთიერთობს ისეთ გოგოებთან, რომლებსაც ბრჭყალებზე წითელი ლაქი უსვიათ და ტუჩიდან პომადა ეღვრებათ. მისი ეს მოწერილი ფრაზა რომ წავიკითე, უნებურად ჩემს ფრჩხილებს დავხედე და ტუჩები გავილოკე. შემდეგ კი ჩემს თავს დავცინე. აფასებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც რისკზე მიდიან და დამარცხების არ ეშინიათ. უკანასკნელად ქენდის ბუშნელის „ოთხი ქერათმიანი“ წაიკითხა და მითხრა, დედამიწაზე წიგნები რომ გაწყდეს და მხოლოდ ეგ დარჩეს, მაინც ნუ დაგკარგავ დროს მის წაკითხვაშიო. ჰობი აქვს უცნაური და ამავდროულად სასაცილო: კომპლექსიანი ადამიანების გამოსწორება. მითრა, ხშირ შემთხვევაში წარმატებას ვაღწევო. ამან ჩემი კომპლექსების ამბავი არ იცის, თორემ ჰობს შეიცვლიდა.
ჩემზე იმის ნახევარიც არ მილაპარაკია, რაც მან მომიყვა საკუთარ თავზე. დამშვიდობებისას მითხრა: გპირდები, ერთ თვეში შენ ჩემზე მეტს ილაპარაკებ, შენ ხომ უკვე იცი ჩემი ჰობის შესახებო. ვნახოთ, ვნახოთ, რაღაც არ მგონია.
დღეს ბევრი ვიმუშავე და სახლში დაქანცული მივედი. რა იქნება სვეტამ 50 ლარით მაინც რომ გამიზარდოს ხელფასი, რა ბედნიერი ვიქნებოდი. სამზარეულოში ყველაფერი ყირაზეა. ტანსაცმელი გამოვიცვალე, სახლი სწრაფად დავასუფთავე და ნოუთბუქისკენ არც გამიხედავს, ისე დავიძინე.
მეორე დილა ერთფეროვნად მეორდება. ვიღვიძებ, ვიცვამ, სახლიდან საუზმის გარეშე გამოვდივარ. სამზარეულოს არც კი ეტყობა გუშინ რომ დავაწკრიალე. ქსეროქსს ვაღებ და მუშაობას ვიწყებ. ორი საათის შემდეგ სოფო შემოდის ჩემთან ყავით ხელში და ცოტა ხნით ვისვენებ.
- ცხელი ყავა გესიამოვნება. - გამიღიმა მან და კართან ახლოს ჩამოჯდა.
- მადლობ. გარეთ ისეთი ცივი ქარია, ნამდვილად მესიამოვნება. - ვუპასუხე.
- რა არის ჩათში ახალი?
- გუშინ არ ვყოფილვარ ძალიან მეძინებოდა.
ჯერ ვყოყმანობდი, მომეყოლა თუ არა სოფოსთვის „მე მიყურეს“ შესახებ. თანხმობისკენ იმიტომ წავედი, რომ ადამიანი მჭირდებოდა, რომელთანაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებზე ვისაუბრებდი, ადამიანი, რომელიც ჩემზე გამოცდილი იყო, რომელიც მომისმენდა, მირჩევდა და ჩემთან ერთად გაიცინებდა. მე მეგობარი მჭირდებოდა და ახლა-ღა მივხვდი, რომ სოფო შერსანიშნავი კანდიდატურა იყო ამისთვის. იმასაც მივხვდი, რომ მისი ჩემდამი მორიდებული დამოკიდებულება მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სიჩუმის და ჩაკეტილობის ბრალი იყო.
საუბარს შევყეთ თუ არა, მისი ყურადღება ჩართულმა ტელევიზორმა მიიქცია და მთხოვა ხმისთვის ამეწია. ტელევიზია პირდაპირი ეთერით გადმოსცემდა სიუჟეტს ვაკეში მომხდარი ძარცვის შესახებ. დაზარალებული ყოფილი მომღედალი დიანა ბარამიძე იყო, რომლისთვისაც მთელი სკივრი სამკაულები მოეპარათ.

ლაშა
***
ჩემი აზრით კმაყოფილება უძლიერესი გრძნობაა დედამიწის ზურგზე.
უკვე საღამოს ცხრა ხდება. კაბინეტში ჩემს სავარძელზე ვზივარ და დიანას მოტანილი შამპანურით გაბრუებული სიგარეტს ვაბოლებ. „ძი“ ჩემს წინ ზის. ჯაბა ცოტა ხნის წინ წავიდა სახლში.
პირველი ნაბიჯი გადადგმულია. დიანამ უკვე წაყო ცხვირი საინფორმაციოში. თანაც, ჟურნალისტმა, რომელიც მას ინტერვიუს ართმევდა, შესამჩნევად გამოყო ქალის წარსული პოპულარობა. ახლა უნდა ველოდოთ სვხებს.
- ჯერ ჟურანლ-გაზეთები გამოჩნდებია. - ვუთხარი დიანას.
- რატომ ხარ ასე დარწმუნებული, იქნებ ყველას ვკიდივარ?
- წარსულიდან ამოტივტივებული სახეები ყველას აინტერესებს. განსაკუთრებით დაზარალებულები.
- კარგი და მერე?
- ჟურნალებისთვსი გამომწვევი ფრაზები გვჭირდება. რამდენიმე უკვე მოფიქრებული მაქვს და მათგან ყველაზე ცხელებს ამოვარჩევ. რაც შეიძლება ხშირად იმეორე რომ ახალი გეგმები გაქვს.
- მაგრამ, არ მაქვს...
- გექნება, როცა სპონსორი გამოგიჩნდება.
დიანა იღიმის, სიგარეტს საფერფლეში სრესს და ახალ ღერს უკიდებს.
- ჩემს სამკაულებს როდის დამიბრუნებ?
- როცა ჟურნალში შენს ინტერვიუს ამოვიკითხავ.
- გუშინ საინფორმაციოში როგორი ვიყავი?
- არაგიშავრდა. ჩვეულებრივი მაყურებელი რომ ვყოფილიყავი, შემეცოდებოდი.
- მთავარიც ხომ ეგაა.
- არა, მთავარი სხვა ტელეგადაცემებით შენი დაინტერესებაა, რაც ეჭვი არ მეპარება, რომ მალე მოხდება.
- იმედია. - ამბობს ის, პერანგის ღილს იხსნის და მაგიდიდან აღებული ფურცლით ყელს იგრილებს. - აქ საშინლად დაცხა.
ხარხარი მინდა, მაგრამ სახეზე არ ვიმჩნევ. ერთი ღილიც რომ გაიხსნას მკერდი ლიფიანად გამოუჩნდება. მაბამს? რა თქმა უნდა. საყვარელი ციხეში გაისტუმრა, ქმარს მისთვის არ სცხელა, ხო-და ახლა საწოლში ახალ პარტნიორად მე წარმოვუდგენივარ.
- გინდა კონდიციონერი ჩაბვრთო? - ვკითხე. ალბათ ჩემს ირონიას მიხვდა და მოიღუშა. თუმცა ფარ-ხმალი ბოლომდე მაინც არ დაყარა და მაგიდისკენ დაიხარა.
- არაა, ალბათ შამპანურის ბრალია.
შამპანურის კი არა - უკაცობის ბრალია.
- ხო, შეიძლება. დროა დავიშალოთ. ამ დრომდე სამსახურში არ ვარ ხოლმე. - ვდგები და ჟალუზს ვკეცავ. ფანჯრის ანარეკლში დავინახე მისი უკმაყოფილო სახე და თავი ძლივს შევიკავე, რომ სიცილი არ ამეტეხა.
- ხვალ შევხვდებით?
- ხო, ოღონდ ხვალ თბილად ჩაიცვი, ამინდის პროგნოზით წვიმა და ქარია გამოცხადებული.
დიანას დავემშვიდობე და სახლში გადავედი.
ოთახში როგორც ყოველთვის სიცარიელეა. ჩემ-და გასაკვირად ამან პირველად შემაწუხა. ჭამის თავი არ მაქვს. წყალი გადავივლე, მაცივრიდან ლუდი ავიღე და ლეპტოპს მივუჯექი.
როგორც ყოველთვის ჩათი აქტიურია, მაგრამ...
ის აქ არ არის. „მემარტოვებას“ პროფილი დღეს მარტოა? არა, ალბათ მოგვიანებით შემოვა.
ეს გოგო საოცრად ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ რაც მის შესახებ გავიგე, საკმარისია იმისთვის, რომ ჩემი იმედები გაცრუებულად არ ჩავთვალო. ვგრძნობ, თავისი ნიკი „მემარტოვება“ თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე აიღო და არა იმიტომ რომ ყურადღება მიექცია, როგორც ამას სხვები აკეთებენ. საინტერესოა, რა ხდება მის ცხოვრებაში ისეთი, რომ თავს ასე მარტოდ გრძნობს? უმეგობრობა? მშობლების უყურადღებობა? ვიცი, რომ შეყვარებული არ ჰყავს. ისიც გავიგე, რომ ადამიანებს ვერ ენდობა და ჩაკეტილია, ამას თავიდანვე მივხვდი. მითხრა, რომ თაფლისფერი თვალები აქვს და საკუთარი გარეგნობიდან ყველაზე მეტად ეს მოსწონს... და ეს მეც მომწონს. რამდენიმე დღის წინ საინტერესო რამ მითხრა: „ ხმაური არ მიყვარს, მაგრამ ჩემი ცხოვრება ისე ერთფეროვნად ჩუმია, რომ ხანდახან ესეც კი მენატრება.“
ნეტავ რა ჰქვია? ვკითხავდი, ეს ხომ რთული არაა, მაგრამ ჩვენი ნაცნობობა სხვებისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ ერთმანეთს მხოლოდ ნიკებით ვიცნობთ. ასე, რომ ჯერ ჯერობით უნდა მოვითმინო.
ნახევარი, ერთი საათი, საათ-ნახევარი გავიდა მის ლოდინში. ის იყო უკვე გასვლას ვაპირებდი, რომ მისი ნიკი აციმციმდა.

თამუნა
***
შესული არ ვიყავი ჩათში, რომ წერილი მომივიდა.

მე მიყურე: - გელოდებოდი : )

ამ ერთმა სიტყვამ ჩემს გულს გემრიელად უბიძგა. მესიამოვნა და გამეღიმა, მაგრამ არ ვიცოდი რა მეპასუხა.

მემარტოვება: - როგორ ხარ?
მე მიყურე: - მაგარი პასუხია ჩემს გზავნილზე...მაგრამ კაი, არ განვავრცობ :D ცოტა დაღლილი ვარ, შენ?
მემარტოვება: - არამიშავს. სად დაიღალე?
მე მიყურე: - სამსახურში. კლიენტი მღლის ძალიან.
მემარტოვება: - შეიძლება გავიგო, სად მუშაობ?
მე მიყურე: - კი, მაგრამ არ „გამიბაზრო“ კაი? : D
მემარტოვება: - სამარის კარამდე მუნჯი ვარ : D
მე მიყურე: - PR მენეჯერი ვარ.

თვალები კისერზე გადამივიდა. ჩემს გულს სასოწარკვეთამ გადაურბინა. რა ესაქმება ჩემნაირ მათხოვარს ამ ადამიანთან?! ეს საკმაოდ პრესტიჟული და მაღალანაზღაურებდი პროფესიაა. წამიერად წარმოვიდგინე ის საზოგადოება, სადაც „მე მიყურე“ ტრიალებს: ფურშეტები, შამპანური, ძვირფასი სუნამოები, ტანსაცმელი და მანქანები, საქმიანი და კეკლუცი გოგოები, ღამის კლუბები, აუზები და კიდევ ბევრი ისეთი რამ, რაც მხოლოდ ფილმებში მინახავს.

მე მიყურე: - ეი, სად გაქრი?
მემარტოვება: - შენს პროფესიაზე ჩავფიქრდი.
მე მიყურე: - არ შეგშურდეს, საშინელებაა.

სახეზე სიმწრის ღიმილი გამომესახა.

მე მიყურე: - ვიცი, რასაც ფიქრობ, მაგრამ დამიჯერე, როგორი სამსახურიც არ უნდა დაიწყო სიხარულით, დროთა განმავლობაში ყველაფერი ყელში ამოგივა.
მემარტოვება: - ჩემს მდგომარეობაში წუწუნი აკრძალულია.
მე მიყურე: - ანუ შენი სამსახური, რომელზეც არაფერს მეუბნები გძულს. ხედავ? კიდევ ერთი საერთო გვაქვს : )
მემარტოვება: - აქ არის ერთი პუნქტი, რომელზე საუბარიც არ მინდა.
მე მიყურე: - ვიცი რაც - ანაზღაურება. ხო, ხელფასი მაღალი მაქვს, სამაგიეროდ დამპალ საზოგადოებაში მიწევს ტრიალი და იძულებული ვარ მეც მათნაირი ვიყო.
მემარტოვება: - შეენ? შენ არ ხარ მასეთი.
მე მიყურე: - ხო, უცნაურია, მაგრამ მხოლოდ შენ იცი, რომ მე არ ვარ დამპალი : )

კიდევ ერთი სიამოვნების წვეთი დაეღვენთა ჩემს გულს. ადამიანი, რომელიც სრულიად უცხოა, თავის რეალურ სახეს მხოლოდ ჩემთან აჩენს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ნუთუ ეს სიმართლეა? თუ ამას მხოლოდ იმიტომ მეუბნება, რომ ალაპარაკების სტიმული მომცეს? არა, არა, მე ხომ უკვე გადავწყვიტე, რომ მას უნდა ვენდო.

მემარტოვება: - რა საჭიროა მსახიობობა, ყოველთვის ის უნდა იყო, რაც ხარ სინამდვილეში.
მე მიყურე: - ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ შენთან ვარ ის, რას სინამდვილეში ვარ.

ღმერთო ჩემო, დღეს ამას რა სჭირს? რამისაა გული ამომივარდეს. ხელები მითრთის, არ ვიცი რა დავწერო.

მე მიყურე: - შენი ოცნება რა არის?
მემარტოვება: - ზოგადად ძალიან ბევრი რამ.
მე მიყურე: - ყველაზე ახლო და საჭირო?
მემარტოვება: - ბედნიერება.

მივწერე, მაგრამ ვინანე. არ მინდა სხვანაირად იფიქროს. არ მინდა ეგონოს რომ თავს ვაცოდებ. უბრალოდ ბედნიერება ერთადერთია, რაც ახლა ჰაერივით მჭირდება და თითებმა ეს სიტყვა თითქოს დაუკითხავად აკრიფეს კლავიატურაზე.
„მე მიყურე“ პასუხს აგვიანებს. ნუთუ სწორედ ის იფიქრა, რაზეც ვშიშობდი? კითხვა დავუბრუნე:

მემარტოვება: - შენი?
მე მიყურე: - უკანასკნელად ვოცნებობდი ტყეში ჩამდგარ ხის ქოხზე და სიწყნარეზე.

აი ამას კი ნამდვლიად ვერ ვიფიქრებდი, რომ მომწერდა.

მემარტოვება: - გისურვებ მალე აგიხდეს ეგ ოცნება. მართლაც მშვენიერი იქნებოდა. თუმცა, რატომღაც მგონია, რომ შენთვის მისი ახდენა რთული არ უნდა იყოს : )
მე მიყურე: - მართალი ხარ, არც ისე რთულია. უბრალოდ რაღაც ბიძგი მინდა მის განსახორციელებლად.
მემარტოვება: - სურვილზე მეტი ბიძგი რა უნდა იყოს?!
მე მიყურე: - ვალდებულება :D
მემარტოვება: - შენს ადგილას, არანაირ ვალდებულებას არ დაველოდებოდი. შანსი გაქვს და არ იყენებ.
მე მიყურე: - მოიცა, ერთი წინადადება მაქვს შენთან. მოდი, ჩემს ოცნებას მაშინ განვახორციელებ, როცა შენი ოცნება ახდება :D
მემარტოვება: - ხუმრობ? მე თუ მელოდე, ჩათვალე, რომ მაგ ოცნებას ვერასოდეს აიხდენ.
მე მიყურე: - ამაზე კამათს არ ვაპირებ. უბრალოდ მითხარი, რომ თანახმა ხარ.
მე მარტოვება: - კარგი, ვიცი, რომ შენთან კამათს აზრი არ აქვს და თანახმა ვარ, უბრალოდ არ მინდა შენი ოცნება აუხდენელი დარჩეს, როცა მისი განხორციელება ხვალვე შეგიძლია.
მე მიყურე: - მთავარია, რომ თანახმა ხარ. ახლა შენზეა დამოკიდებული ახდება თუ არა ჩემი ოცნება. აბა შენ იცი „მემარტოვება“, გული არ მატკინო, კარგი? ; ) :D

ყველაფერს ახლა მივხვდი. გაოგნებულმა რამის პირი დავაღე. ღმერთო ჩემო, რა ჭკვიანია.

მემარტოვება: - ეს რატომ გააკეთე?
მე მიყურე: - კარგი გოგო ხარ „მემარტოვება“, აბა ძილინებისა და ხვალამდე ; ) : )



ლაშა
***
ღიმილი არ მშორდება სახედან. ამის კონკრეტულ მიზეზს ვერ ვასახელებ, თუმცა მიზეზის ძებნას ვიწყებ თუ არა, თავში პერველი ჩემი და „მემარტოვებას“ შეთანხმება მიტივტივდება.
რა თქმა უნდა დღესვე შემიძლია ვიქირაო ტყეში ჩადგმული სახლი და დავისვენო, მაგრამ ჩემი გამჭრიახი გონება „მემარტოვებას“ საშუალებას აძლევს საკუთარი ბედნიერებისთვის მუშაობა დაიწყოს, რადგან თუ ამას არ გააკეთებს, სხვის, ანუ ჩემს ოცნებასაც დაამსხვრევს. ნებისმიერ შემთხვევაში ან ორივე მოგებულები დავრჩებით ან ორივე წაგებულები. თეორიულად მე ეს მაწყობს.
ვნახოთ როგორ იმუშავებს ჩემი გეგმა.
- რა ორი თვის ბავშვივით იღიმი? - მომესმა ჯაბას ხმა მეორე მაგიდიდან. გამოვერკვიე და სავარძლის რწევა დავიწყე. - რა ხდება?
- არაფერი.
- ხოო, „არაფრის“ გამო მიგიგავს სახე ანგელოზს.
- ნუ ჩამაცივდები თუ ძმა ხარ. - კომპიუტერს მივუბრუნდი.
- ვინმე ახალია? - არ მომეშვა ჯაბა.
აი აქ ვიგრძენი, როგორ დაიწყო მისმა ხელებმა ჩემს პირადში ფათური და სანამ ძალიან გავღიზიანდებოდი ვუთხარი:
- სამუშაო მაქვს. - ეს იმას ნიშნავდა, რომ არაფრის თქმას არ ვაპირედბი, ხო-და ისიც შემეშვა.
ცოტა ხანში დიანას დავურეკე და კაფეში დავიბარე. დიდხანს არ გვისაუბრია. მოსალოდნელ ინტერვიუებზე გამოსაყენებელი ფრაზები გავაცანი და მანამდე დავემშვიდობე, სანამ რომელიმე ჟურნალისტის ხელში არ აღმოჩნდებოდა.
კაფეში მარტო დავრჩი. ბართან გადავედი და ვისკი შევუკვეთე. ის იყო ორი ყლუპი მოვწრუპე, რომ მოშორებით მდგარი მაგიდიდან გოგოს მზერას მოვკარი თვალი. გოგომ გამიღიმა და მოსალმების ნიშნად ფრჩხილები აათამაშა. მოიცა, საიდან ვიცნობ? ჩემი ნათესავია? არაა, ნათესავები ასე არ მესალმებიან. აა, გამახსენდა, ლენკასთან ერთად იყო სუნამოს პრეზენტაციაზე. რა ჰქვია? სალომე? თუ ელენე? ამ ორიდან ერთ-ერთი. უნდა გავარტყა როგორმე.
მეც გავუღიმე. ჭიქა ავწიე მისი სადღეგრძელოს პონტში და ვისკი მოვსვი. სალომემ თუ ელენემ დაიმორცხვასავით და თმა ყურზე გადაიწია.
ხო, რატომაც არა? ფეხები ლაპლაპა, მკერდს არაუშავს, ტუჩებიც სავსე, თუმცა ტუჩები არცაა აუცილებელი. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მის სახეზე სურვილი აშკარად იკითხება. ჭიქა ავიღე და მისკენ წავედი.
- საღამომშვიდობისა, სალომე. - გავუღიმე.
- გამარჯობა ლაშა. - ღიმილითვე მიპასუხა. იეს, სახელი გავარტყი.
- მშვენივრად გამოიყურები, როგორ ხარ?
- მაგარ განწყობაზე, შენ?
- რავი ცოტა მოწყენილი. - ჩავიღიმე დაქვედა ტუჩი მოვიკვნიტე. ეს მომგებიანი ჟესტია მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ მჭირდება ხოლმე.
- აუ რატოო? - შეიცხადა და ჩემს მაგივრად შეწუხდა.
- საქმეების ბრალია. თან დღეს მასაჟზე ვაპირებდი მისვლას და კლიენტის გამო გადავდე. შენ რას შვრები? - მისი ამბავი სულაც არ მაინტერესებს. მთავარია ჩემი ჩაწვეთებული რამდენად სწარად გაიგო.
- რა ვიცი, არც არაფერს.
- რას დალევ? - მიმტანის დაძახებას ვაპირებდი, რომ შემაჩერა.
- იყოს, უკვე საკმაოდ მოთენთილი ვარ და ტაქსით მომიწევს წასვლა.
- მიგიყვან რა პრობლემაა, გინდა წავიდეთ?
გოგომ ტუჩები გაილოკა და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მითხრა:
- იცი, სახლში არ მეჩქარება.
გავუღიმე და ვისკი მოვსვი.

თამუნა
***
ძალიან ბევრი წიგნიდან ამომიკითხავს ბედნიერების შესახებ, რომლებზეც დავფიქრებულვარ, მაგრამ მათი განხორციელება არასდროს მიცდია. ადამიანები ისეთი ბრმები ვართ, რომ შეიძლება ბედნიერება ცხვირ-წინ გვქონდეს და ვერ ვხედავდეთ. ვწუწუნებთ ბედნიერები არ ვართო და თავს არ ვიწუხებთ მის მოსაპოვებლად. გვირჩევნია ვარდისფერი ბანტებიშ შეფუთული მოგვართვან. ხო-და რომ არავის მოაქვს, ვიხრჩობთ თავებს შავ-თეთრ კედლებს შორის.
„მე მიყურეს“ მხრიდან ჭკვიანური სვლა იყო ამ ზავის დადება. ბიჭი, რომელიც მდიდარია და არაფერი აკლია, ბიჭი, რომელსაც აქვს მიმზიდველი სამსახური თავისი მარალი ხელფასით, ბიჭი, რომელიც, როგორც მის მიერ აღწერილი საკუთარი გარეგნობიდან ვხვდები საკმაოდ სიმპათიური უნდა იყოს და გოგოების ყურადღება არ უნდა აკლდეს, არის ჩათში, მწერს მე, მე, ამ დეპრესიულ, კომპლექსიან, სულელ გოგოს, ცდილობს ამალაპარაკოს, მომიხსნას კომპლექსები და უფრო მეტი, სურს, რომ საკუთარი ბედნიერება ვიპოვო. რაში სჭირედა ეს? არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია - როგორ დამპალ საზოგადოებაშიც არ უნდა უწევდეს მას ცხოვრება, ის იმაზე სუფთაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ამიტომ, რაც არ უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული, მე არ დავუშვებ, რომ მისი ოცნება ჩემი უმოქმედობის გამო არ განხორციელდეს.
ნოუთბუქთან ვზივარ. ღამის სამი საათი სრულდება, ის კი არ ჩანს. არა-და გუშინ მითხრა „ხვალამდეო“. თერთმეტი დღეა ვიცნობ და მისი ჩათში არყოფნა უკვე მწყინს. მწყინს, რომ სიტყვა გატეხა და არ მოვიდა. ხო, შესაძლოა რამე პრობლემა აქვს, იქნებ ჩათისთვის სულაც არ სცხელა, ან რაიმე ტექნიკური ხარვეზია, მაგრამ მე მაინც მწყდება გული და რაღაცა დოზით სიცარიელეს ვგრძნობ.
დიდხანს აღარ ველოდე, „მე მიყურეს“ გზავნილი დავუტოვე, დავწექი, საბანი თავზე წამოვიმხე და დავიწყე იმაზე ფიქრი, რა შეიძლება გავაკეთო იმისთვის, რომ ბედნიერი ვიყო. მოგვიანებით, სანამ ჩამეძინებოდა მივხვდი, რომ ჩემმა აზროვნებამ პროგრესი განიცადა. ამაზე ხომ აქამდე არასოდეს მიფიქრია?!

ლაშა
***
თვალები გავახილე. აზრზე მოვედი თუ არა, ვიგრძენი, რომ რაღაც მაკლია, მაგრამ ვერ ვხვდები - რა. გვერდით სალომე მიწევს, მშვიდად სუნთქავს, ერთი ფეხი საბნის ზემოთ მოუქცევია და თითის წვერებით ჩემს ფეხს ეხება. ფეხი უკან გავაცურე და ზურგი ვაქციე. მალე უნდა წავიდეს, თორემ შემჯავრდება.
ამოვიოხრე და წამოვიწიე. არა, მაინც რა მჭირს? მაგარი ღამე მქონდა, თავს მშვენივრად ვგრძნობ, აბა რა არ მასვენებს? თვალები დავხუჭე და სახე ხელებში ჩავრგე. ის იყო მიზეზის მოსაძებნად ფიქრი უნდა დამეწყო, რომ ზურგიდან კრუსუნი მომესმა.
- პრივეტ ლაააშ.
- დილა მშვიდობისა. გამოფხიზლებას დიდხანს ანდომებ?
- რაა? - სალომემ თვალები მოიფშვნიტა და წამოიწია.
- სამსახურში უნდა წავიდე.
- ერთად არ ვისაუზმ...
- არა!
- აბა?
- სალომე, ვფიქრობ ძალიან კარგად იცოდი, ვისთან აპირებდი ღამის გატარებას, ასე, რომ უადგილო კითხვები საჭირო არაა.
- რას ამბობ? კი, მაგრამ ეს რას ნიშნავს? ან საიდან რა უნდა მცოდნონდა? - მკერდზე საბანი აიფარა და წამოჯდა. აუ დაიწყო დილის ჰანგები.
- ლენკასგან, ძვირფასო. - გავუღიმე ცინიკურად, ავდექი და ჩაცმა დავიწყე.
სალომემ ერთხანს თავი ჩაქინდრა. არა რაა, უკვე ყელში მყვანან ეს ერთი ნაჭრით შეკერილი გოგოები.
- აუ საშინელება ხარ. - ჩაიბუტბუტა და წამოდგა.
- ხოო? წუხელ ვნებიანად ეხვეოდი ამ საშინელებას.
- მეც მიკვირს, რატომ. ხომ ვიცოდი, რომ დილა ასეთი იქნებოდა.
- შენნაირი და ლენკასნაირი გოგოები სე’ქსის გამო ყველაფერზე ხართ წამსვლელები, უბრალოდ ამას არ აღიარებთ.
- ცდები! - ვითომ გაბრაზდა.
- აი, ხომ ვამბობდი.
- გოგოებს არ გვიყვარს, როცა უყურადღებოდ და მარტოს გვტოვებენ, ლაშა.
ღმერთო! აი თურმე რა მჭირს. „მემარტოვება!“ მე მას დავპირდი, რომ გუშინ ჩათში უნდა შევსულიყავი და სიტყვა გავტეხე, დამავიწყდა. ჯანდაბა! ჯანდაბა მე და... სალომეს გავხედე, რომელსაც უკვე ჩაეცვა და ჩანთაში იქექებოდა. მისი ბრალია, პირობა მის გამო დავარღვიე. ვინ იცის „მემარტოვება“ ჩემზე როგორ განაწყენდა და ყველაფერი ამ ბო’ზი გოგოს გამო. ან ჩემი იდიოტი თავის გამო! ყოველ შემთხვევაში დროა სალომემ აქედან დაახვიოს.
- დროზე წადი! - დავუბრიალე თვალები.
- რა გჭირს კი, მაგრამ... - გამომხედა გაოგნებულმა.
- რაც მჭირს! შენთან კარგი ღამე გავატარე, მაგრამ სულ ეს იყო და ათი წამი გაქვს იმისთვის, რომ ამ ოთახიდან გაქრე!
გოგო ერთხანს ქშენით მიცქერდა, შემდეგ ჩანთას ხელი დაავლო და გამწარებული გავარდა სახლიდან.
- ამის დედაც!... - ვიყვირე და მაისური, რომელიც ხელში მეჭირა, საწოლზე მივაგდე. ლეპტოპი გავხსენი და ჩათში შევედი. „მემარტოვებას“ ერთადერთი სიტყვა მოეწერა ჩემთვის 03:14 საათზე.

მემარტოვება: - გელოდებოდი.

თამუნა
***
მაღაზიაში ვზივარ და სოფოს გამომცხვარ ლიმონის პეჩენიას ვახრამუნებ. ძალიან გემრიელია, თან ბებიას მახსენებს. დღეს არც ისე ბევრი მაქვს სამუსაო. ხანდახან თუ შემოვა ვინმე ქსეროქსზე.
ისე მაინტერესებდა, ნახა თუ არა ჩემი დატოვებული გზავნილი „მე მიყურემ“ რომ სამსახურის კომპიუტერით შევედი ჩათში. ამის გაკეთებისგან თავს აქამდე იმიტომ ვიკავებდი, რომ სვეტა შეიძლება ნებისმიერ დროს დამადგეს თავზე და დეტალურად გადამათვალიეროს.
დღეა და ჩათში ცოტა ხალხია. ერთი პირადი გზავნილი ციმციმებს, გამეღიმა და გავხსენი.

მე მიყურე: - საღამოს დავილაპარაკოთ.

ოხ, საკმარისია, არ ღირს ამის გაბუქება. ხო, ცოტა მეწყინა, რომ არ მოვიდა, მაგრამ ამით ქვეყანა არ დაქცეულა. აჯობებს ხასიათი გამოვიკეთო და ყველაფერს მხიარული ფერებით ვუყურო, მე ხომ ბედნიერი უნდა ვიყო?!

ლაშა
***
პირდაპირ ჰარმონიაა დღე დიანას გარეშე. ნეტავ რატომ მაღიზიანებს ასე ეს ქალი? სხვა კლიენტებიც ხომ მყოლია და იმაზე ბევრად უარესები ჩამიდენია მათი პოპულარიზაციისთვის, ვიდრე „ძ“-სთვის გავაკეთე, მაგრამ მასთან მუშაობა მფიტავს. ნეტავ რა პონტში უნდა განგებას ჩემი გამოცდა ეს ქალი რომ მომიგზავნა?
ჯაბა დიანასთავის განკლუთვნილ საინტერვიუო ფრაზების კითხვას მორჩა და სიცილით კვდება. მის შემხედვარეს მეც გამეცინა.
- არა რა ძმაო, გეუბნები, შენ მწვერვალებს იმსახურებ. - მეუბნება.
- ნწ, სიმაღლის მეშინია.
- სერიოზულად გეუბნები. უკვე მერამდენე შენს გაკეთებულ საქმეს ვეცნობი და კიდევ ერთხელ ვრწმუნები, რომ შენში უამრავი პროფესია ბუდობს: მენეჯერი ხომ ხარ, აქვე მწერალიც ხარ, რეჟისორი, დეტექტივიც, ფსიქოლოგიც და ვინ იცის კიდევ რა. ერთი ქიმიკოსობა-ღა გაკლია.
- შენ კიდევ მაგრად ვერ ხარ. - გამეცინა.
- არა ტოო, მართლა ვამბობ. დიდი ხანია შენი მიკვირს, რა გინდა ამ ჯურღმულში. ინგლისური რომ შენსავით ვიცოდე, აქ კი არ ვიჯდებოდი. დავუქნევდი ხელს საქართველოსაც და ამ სამსახურსაც.
ნეტავ იცოდეს ჯაბამ, რამდენი მიფიქრია ამაზე, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ ხდება.
უკვე საღამოა. დიანა არ ჩანს. ერთის მხრივ მიხარია, მაგისი გადაღეღილი მკერდის ნერვები არ მაქვს. მეორე მხრივ კი არ მინდა ჩემი მუშაობა არაეფექტური იყოს. თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
დანაშაულის გრძნობის გამო ცოტა ადრე შევედი ჩათში. „მემარტოვება“ აქ არაა. კაი რა! არ მინდა დავიჯერო, რომ სამაგიეროს მიხდის. ეს ხომ ბანალურია. მე კი ასეთ მემარტოვებას არ ვიცნობ.

მემარტოვება: - ჯარიმა! : D

მომივიდა გზავნილი. კიდევ კარგი, თორემ არ მინდოდა არასასურველ ფიქრებს გავყოლოდი.

მე მიყურე: - რისთვის : D
მემარტოვება: - გაკვეთილი გამიცდინე, მასწ : D
მე მიყურე: - ჯარიმა მე კი არა შენ მოგივა ახლა ორი გაკვეთილის თემას ერთად რომ მოგაყრი : D
მემარტოვება: - ეს უსამართლობაა, დირექტორთან ვიჩივლებ : D

ამან რომ იცოდეს ჩათში დირექტორიც მე ვარ, არ ვიცი რას იზამს, მინიმუმ სმაილების წერას შეწყვეტს.

მე მიყურე: - სკოლა თვითმართველობას ეკუთვნის, დირექტორი არ გვყავს, ასე რომ ახლა სიას ამოვიკითხავ : D „მემარტოვება“!
მემარტოვება: - ვარ!
მე მიყურე: - ძალიან კარგი, ყველა ვყოფილვართ : D
მემარტოვება: - დღეს რაზე ვისაუბროთ?

გაოცებული ვარ კიდევ ერთხელ და როგორც ყოველთვის. ჩემი არ ყოფნის მიზეზის გასაგებად არამც თუ არ ჩამციებია, არც კი უკითხავს. არც მეგონა, რომ ამას გააკეთებდა, მაგრამ ფაქტი ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სურვილი.

მე მიყურე: - ახლა შენი დროა გარეგნობა აღმიწერო ; )
მემარტოვება: - ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს.
მე მიყურე: - შენ ზოგადად არ გიყვარს ლაპარაკი. მიდი, გელოდები, ხომ უმდა ვიცოდე ჩემი ჩათერი ნაცნობი მახინჯია თუ ლამაზი? : D
მემარტოვება: - ოოხ, მოკლეედ.... თალისფერი თმა და თვალები მაქვს, თეთრი არ ვარ, მაგრამ არც შავგვრემანი. მაქვს სწორი ცხვირი და წარბები. ტუჩები რავი, ჩვეულებრივი. ვარ 1,67. ბოლოს რომ ავიწონე 57 კილო ვიყავი. ერთი ჩვეულებრივი მახინჯი ვარ რა : )
მე მიყურე: - იმედია ამას სერიოზულად არ ამბობ.
მემარტოვება: - შეიძლება მთლად მახინჯი არ ვიყო, მაგრამ იმ გოგოები კატეგორიას ნამდვილად არ მივეკუთვნები ერთი ნახვით რომ უყვარდებათ.
მე მიყურე: - ერთი ნახვით შეყვარება ერთ დილით გადაყვარებით სრულდება. ასე, რომ მასეთი გარეგნობა საჭირო სულაც არაა. და უკეთესი იქნება შენს თვითდაჯერებულობას ცოტა მოუმატო. შემომხედე, როგორ გგონია, ჩემი ნიკი დამესიზმრა? : D
მემარტოვება: - ეგ ბევრჯერ ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა.
მე მიყურე: - ხო-და ახლა გამოგივა, ხომ არ დაგავიწყდა, რომ შენი და ჩემი ოცნების ასრულებისთვის შრომობ?
მემარტოვება: - არა, ეგ მახსოვს
მე მიყურე: - ძალიან კარგი. დამიჯერე, კომლექსები მხოლოდ აქვეითებს საკუთარი თავის რწმენას. ამის გარეშე კი ადამიანი არაფერს წარმოადგენს. ყოველ დილით, როცა სარკეში ჩაიხედავ, შენს ანარეკლს გამომწვევად და ცოტა მაცდურად შეხედე. მოგწონს როცა ეშმაკურად გიღიმიან?
მემარტოვება: - კი, მომწონს. : )
მე მიყურე: - ხო-და ვითომ რატომ არ უნდა მოგეწონოს შენი თავი? როგორი გახარებულიც არ უნდა იყო ახლობლების წარმატებით, მათი კარგად ყოფნით, ბოლომდე ბედნიერი მაინც ვერ იქნები, თუ არ ხარ ისეთი, როგორიც გინდა რომ იყო. გესმის?
მემარტოვება: - მესმის.
მე მიყურე: - ხო-და მე მიყურე, აიღე ჩემგან მაგალითი და დატკბი. ეს არც ისე რთულია ; )

მისგან თვითკრიტიკა მოსალოდნელი იყო. კარგია, რომ მთლად ღრმად არ აქვს შეტოპილი. გარეგნობა ისეთი გოგოებისთვის, რომლებმაც შეიძლება ჩათისთვის „მემარტოვება“ დაირქვან სახელად, ბევრს ნიშნავს. ამ საკითხის მოგვარება განსაკუთრებით რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის არა.
საუბარს შევყევით და კიდევ გავიგე რაღაც-რაღაცეები მასზე. მას შემდეგ, რაც მითხრა, რომ ტონალური კრემი მხოლოდ კლასის ბანკეტზე ესვა, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ მასსა და ჩემს შორის ურთიერთობა არასოდეს გაწყდებოდა.
გვიანი იყო „მემარტოვებას“ რომ დავემშვიდობე და არეულ ფიქრებს მივეცი თავი.



თამუნა
***
დილით მივედი თუ არა სამსახურში, მაღაზიიდან სოფომ გამოიხედა.
- თამოო... - დამიძახა და მუდარით გამიღიმა.
- სალამი, რა მოხდა? - ჩანთა მოვიხსენი.
- გოგო, ხვალ დათას ნათლია უნდა მესტუმროს თავისი ქმარ-შვილით. თუ რამე საქმე არ გაქვს საღამოს, შეგიძლია საყიდლებზე გამომყვე აქვე სუპერ-მარკეტში?
- კაი სოფ, რა პრობლემაა. - გავუღიმე.
- აუ რა კარგი ხარ. სვეტას დავურეკავ და ვთხოვ რომ ერთი საათით ადრე გაგვათავისუფლოს.
- აი ახლა შენ უფრო კარგი ხარ. - გამეცინა და კომპიუტერი ჩავრთე.
ოთხი ხდებოდა მაღაზია რომ დავკეტეთ და ავტობუსის ერთი გაჩერების იქით მდებარე სუპერ-მარკეტისკენ სეირნობით გავეშურეთ. სოფო თავის სტუმრებზე მიყვებოდა. შემდეგ კი პროდუქტების სია მაჩვენა. ის იყო მარკეტში ვაპირებდით შესვლას, რომ ვიღაც ტელეფონზე მოსაუბრემ ჩამიქროლა, მხარზე მომეჯახა და შენობაში შევიდა.
სოფომ მას გააყოლა თვალი და სიცილით გადმომხედა.
- გავგიჟდები. - თავი გავიქნიე უკმაყოფილოდ და ჩვენც შევედით. სოფომ სიის ნაწილი მომცა რასაც მე ავიღებდი, რომ პროდუქტების ყიდვა მალე დაგვესრულებინა და დავიშალეთ. კარებში მდგარი კალათა გავაცურე და დახლების თვალიერებას შევუდექი. ზეთი, ბრინჯი, მაიონეზი და კიდევ რაღაც-რაღაცეები კალათაში ჩავყარე. დახლებს შორის დავიარებოდი და თან „მე მიყურეზე“ მეფიქრებოდა. მსგავსი ურთიერთობა ასეთი საუბრებით არავისთან მქონია. მომწონს მისი ეშმაკობა, სითამამე და პრაქტიკულობა, მისი აზრები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ნეტავ ის რას ფიქრობს ჩემზე? რა იქნება სახელი რომ ვკითხო? არა არა, არ მინდა ეს ორიგინალური ურთიერთობა გავაფუჭო.
ფიქრებს ისე გავყევი, როგორ აღმოვჩნდი სარეცხი საშუალებების განყოფილებაში ვერ მივხვდი. სია გადავამოწმე, ამ განყოფილებაში არაფერი მესაქმებოდა. ჩამონათვალს დავხედე. შემდეგი პროდუქტი ანანასი იყო. მივიხედ-მოვიხედე. ჩემს პირდაპირ, ორი განყოფილების იქით დახლიდან თვალს მჭრიდა ერთი შემორჩენილი ანანასი. მისკენ გავემართე და ის იყო უკვე ვუახლოვდებოდი, რომ ვიღაცამ ჩამოიარა, ანანასი აიღო და სალაროსკენ წავიდა. მისი ზურგი ვიცანი, სწორედ ის იყო შემოსასვლელში რომ დამეჯახა.
უკმაყოფილოდ რამდენიმე წამით ადგილზე დავრჩი, შემდეგ სოფო ვიპოვე და ერთად განვაგრძეთ პროდუქტების შეძენა. ყველაფერი რომ ვიყიდეთ, სოფომ ტაქსი იქირავა და სახლამდე გავყევი მოსახმარებლად, მიუხედავად იმისა, რომ გოგო უარზე იყო.


ლაშა
***
დილით სამსახურში ახალი მისული ვიყავი თინამ რომ დამირეკა. საავადმყოფოში ვეღარ მოვისვენე და დღეს გამომწერეს სახლში ვარო.
- აუ გამოიარეთ რაა შენ და ჯაბამ?
- კიდე რა გინდა?
- აუ ლაშ კაი რაა, სანამ ჩემები მოვლენ. მერე სანამ სამსახურში არ გამოვალ თქვენი დანახვაც არ მინდა.
- ხო, კაი ჯანდაბას შენი გრძელი ფეხები.
- ე, შენ რაა, მათვალიერებ ხოლმე? - გადაიკისკისა.
- მოკეტე და მითხარი, რა წამოგიღო?
- მმმ, ანანასი და რამე შავი შოკოლადი.
- კარგი.
ჯაბას მოვახსენე. საღამოს სამსახურიდან ცოტა ადრე წამოვედით. მე მარკეტში წავედი, ჯაბა გარეთ მელოდებოდა. ის იყო შენობაში შევდიოდი, რომ დიკომ დამირეკა. ისე მოუხერხებლად ვუპასუხე მობილურს, რომ ვიღაცას დავეჯახე.
- ლაშააა! - თითქმის იკივლა დიანამ.
- ჟურნალი? - ვკითხე.
- ხოო, წეღან დამირეკეს. მითხრეს საღამოს სახლში მოვალთ შენთანო.
- აბა შენ იცი, არ შემარცხვინო.
- აუ, გეკადრება?
- ასე აჟიტირებული არ შეხვდე. ცოტა თავი აკონტროლე, დაუნახავი არ ეგონო ჟურნალისტს.
- ვაიმე რა საზიზღრად ნაგლი ხარ რაა!
- საღამოს დამირეკე და მითხარი, როგორ ჩაივლის ინტერვიუ, წავედი მე. - გავუთიშე მობილური და ანანასის მოსაძებნად გავეშურე.
თინა ვნახეთ. დიანას ამბავი მოვუყევი და ბევრი იცინა. სამაგიეროდ მე სულაც არ მეცინება. რომ შემეძლოს გავწყვეტდი მასთან ურთიერთობას, უბრალოდ არ მიყვარს როცა დაწყებული საქმე ბოლომდე არ მიმყავს.

***
ერთი თვე გავიდა. დიანას ჟურნალში ერთხელ გამოჩენა იყო და ყველას გაახსენდა მისი წარსული პოპულარობა, მისი სიმღერები და სტილი. „ძ“ კმაყოფილი იყო, მაგრამ სულ მთლად არა. სპონსორი ჯერ კიდევ არ ჰყავდა.
ჩემმა და „მემარტოვებას“ ურთიერთობამ კი ყოველდღიური სახე მიიღო. უკვე ჩვევად მექცა ყოველ საღამოს ჩათში ყოფნა. არა, ეს ჩვევა კი არა სურვილი იყო. მინდოდა ჩვენი განსხვავებული ურთიერთობა შემენარჩუნებინა და სახელის კითხვისგან თავს ვიკავებდი. ჩემ ხელში გოგო გამხიარულდა. არ მიჯერებდა ამას რომ ვეუბნებოდი. დასამტკიცებლად კი ვუთხარი, გადახედე ჩვენს პირველ მიმოწერებს და ნახავ, როგორი უხასიათოც იყავითქო.
მართლა არ ვიცი რა ჰქვია ჩემსა და მის ურთიერთობას, ნაცნობობა? მეგობრობა? მაგრამ ფაქტი ერთია, მისი გაცნობის დღიდან ამხელა ბიჭი თინეიჯერი ბავშვივით ჩათში ვგდივარ და სიამოვნებით ვესაუბრები „მემარტოვებას“, რომელიც აშკარა მაგალითია იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი გოგები, რომლებიც კისერზე არ ჩამომეკიდებიან.





თამუნა
***’
უკვე პირველი ივნისია. ერთმა თვემ თვალის დახამხამებაში გაირბინა და თან გაიყოლა ქარიანი გაზაფხული. დილით ადრე ადგომა აღარ მეზარება. უფრო მეტიც, გადავწყვიტე ცოტა ვივარჯიშო. დილით შვიდზე ვდგები, ერთი საათით დავრბივარ, სახლში წყალს ვივლებ და შემდეგ სამსახურში მივდივარ.
„მე მიყურე“. ამ ადამიანმა სულ რაღაც ერთ თვეში საოცრად შემცვალა. ჩემზე იმდენი რამ იცის, დედას არ ეცოდინება მაგდენი. ვაღიარებ, ავლაპარაკდი, თუმცა ყბედი არ გავმხდარვარ. ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. სოფოც მეუბნება შეიცვალე, თვალები უფრო ხშირად გიბრწყინავსო. არ ვიცი, რამდენად ხშირად მიბრწყინავს თვალები, მაგრამ ის, რომ ჩემი დღევანდელი ყოფა ძველებურად ძალიან არ მაღელვებს ფაქტია და ეს სწორედ იმ ბიჭის დამსახურებაა, რომლის სახელი ჯერ კიდევ არ ვიცი.
სოფოსაც საკმარისზე მეტად დავუახლოვდი და ეს იმხელა შვებას მგვრის, რომ მეტი წარმოუდგენელია. ბებიის სიკვდილის შემდეგ პირველად ვენდე ადამიანს და სულიერი სიმშვიდეც ნაწილობრივ ვიპოვე... ხო, ნაწილობრივ!
ოთახიდან გამოვედი და წინ ნანა ამესვეტა.
- სამსახურში აგვიანებ. შენ რა, გინდა, რომ გამოგაგდონ? - სახე დამანჭა მან. მისი ძველებური სილამაზე სულმთლად არაყმა შეჭამა.
- თუ არ გამატარებ დამაგვიანდება. - ჩავილაპარაკე უკმეხად.
- რომ გითხარი ინტერნეტის ფული აღარ გადაიხადო მეთქო რატომ არ შეუშვი ყურებში?
- მე კი უკვე ათასჯერ გითხარი, რომ ჩემს ფულს როგორც მინდა ისე დავხარჯავ.
- მთელი ღამე რომ კოპიუტერთან გდიხარ, რას აკეთებ?
- ღმერთო, ნუთუ ჩემს შესახებ რაღაცით დაინტერესდი? - გავიოცე.
- ენა ჩაიგდე! თვის ბოლოს რომ შუქის გადასახადი მოვა, შენი გადასახდელი იქნება.
- ხო, ვიცი და იმიტომაც ვზივარ კომპიუტერთან იმდენი ხნით, რამდენიც მინდა. - ვუთხარი და კარისკენ დავაპირე წასვლა, რომ შემაჩერა.
- მაინც რას, აკეთებ, ვინმეს ელაპარაკები? - წარბები აზიდა მან.
-შენთან ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ. - გზა განვაგრძე და სანამ სახლის კარს გავიხურავდი, მისი სიტყვები გავიგე.
- მიდი მიდი, იქნებ ვინმე მდიდარს აეკიდო და ამ საღორედან ამოგვიყვანო.
ღმერთს უკვე მემილიონედ ვთხოვე მოთმინება. მის გამო კი სვეტამ საყვედური მომცა.


ლაშა
***
კვირაა. ვისვენებ, თუ ამას დასვენება ჰქვია. დედამ დამირეკა, წყნეთში ვარ და ერთი დღით მაინც ამომიარე, მომენატრეო. მონატრების წუთებმა მალევე გადაურა. ახლა ოთახში წის თავის დაქალუშკებთან ერთად, ყავას სვამს და სიგარეტს აბოლებს. მე აივანზე მაგიდასთან ვზივარ და მუქი სათვალეებიდან გავყურებ ბოტოქს-ფართის.
- გოგო, არ იცი გუშინ რა მომივიდა? ლევანიკომ მთხოვა კვერცხი მომიხარშეო. ჩავყარე წყალში ორი კვერცხი. მეგონა დიდი დრო უნდოდა მოხარშვას და დროის გასაყვანად მანიკურის წასმა დავიწყე. რომ მოვრჩი და კვერცხს ჩავხედე გაფაშულიყო ორივეეე. - წელაავს ბოლო სიტყვას ერთ-ერთი ბოტოქსი და ყველა ერთ ხმაზე დაპროგრამებულივით კისკისებს. ამათ შემყურეს უკვე კიბო მიჩნდება.
აივნიდან მთელი თბილისი მოჩანს. აშკარად ჯობია ამ ხედს ვუყურო, მაგრამ ვერც ამით ვტკბები დიდხანს. ოთახიდან თეა გამოდის, სკამზე ეხეთქება და შემწვარი ქათმისფერ ფეხებს აივნის მოაჯირზე აწყობს.
- ვა, ძამიკოო? რა ქარმა გადმოგაგდო? - თან საღეჭ რეზინს გამომწვევად იღეჭება. არა-და იცის რომ ამას ვერ ვიტან. 19 წლისაა, როგორ მოვთხოვო ჭკუა.
- დედაშენმა დაუბერა და აქეთ წამომიღო.
- „დედაშენმა“ რა სიტყვაა, დედაშენი არ არის?!
- გეუბნები ნაშვილები ვარ და რატომ აქამდე არ მითხრეს, ვერ ვხვდები.
- ოო, დავაი რაა.
- ნუ აღლაჭუნებ მაგ კევს, თორემ შემოგცხე!
- ბიჭო, იცი ვინ მოგიკითხეს? სალომემ და ლენკამ, დაქალები არიან.
ჩავიფხუკუნე.
- შენ საიდან იცნობ?
- გუშინ გავიცანი კლასელის დაბადების დღეზე და შემთხვევით გავარკვიე, რომ ნაცნობები ხართ. ე, ისე რა პონტში იცნობ მაგათ?
- ისეთ პონტში.
- ააა. ისე, ლავ სთორი და რამე ხომ არ ხდება შენკენ?
თეას შეკითხვამ „მემარტოვება“ გამახსენა, მაგრამ რატომ დავაკავშირე ეს კითხვა მასთან ვერ მივხვდი.
- გოგოო, გადააგდე ეგ კევი, თორემ გადაგაგდე ამ აივნიდან, არ წაიღე ტვინი?! - მოვიძრე სათვალე.
- აუ რა ნაგლო, გული გამიწყალე. - ინება კევის გამოღება.
- შენსკენ რა ხდება, ხომ ჭკვიანად ხარ? - ავამუშავე ძმური ინსტიქტები, მაგრამ თეას ჭკვიანად ყოფნა მოგონილი ზღაპარია, თან ისეთი, ბავშვსაც რომ ვერ დააჯერებ.
- ბიჭო, მამა არ მეკითხება მაგას და შენ რატომ მეკითხები?
- იკასგან განსხვავებით მე რაღაც დოზით მაინც მაინტერესებს, და იმიტომ.
- აა. რა ვი, ხოო ჭკვიანად ვარ. მე ხომ საერთოდ დინჯი გოგო ვარ არაა?! - გადაიკისკისა.
- უტვინო და ცანცარა ხარ. მიდი ყავა მომიტანე.
- ეს ნახე... მიდი და მოიტანე.
თვალები გადავტენე და თეას დავუმიზნე.
- ჰოო, კარგი ბოსს. - წამოდგა ბუზღუნით.
სიტუაცია რომ ჩაწყნარდა უკვე ღამე იყო და მეც ლეპტოპთან მოვკალათდი. ვის გამოც ყოველ სარამოს ჩათში ვარ, ის უკვე ხაზზეა.

მე მიყურე: - რას აკეთებ?
მემარტოვება: - თმას ვიწნავდი და ჩამომეშალა პასუხის მოსაწერად რომ გავითავისუფლე ხელები.
მე მიყურე: - ხო-და ძალიან კარგი.
მემარტოვება: - ვითომ რატომ?
მე მიყურე: - არ მიყვარს შეკრული თმა. გოგოების უმრავლესობას გაშლილი თმა უხდება. საერთოდ ხომ იცი, ბუნებრივობა ჩემი სტიქიაა : D
მემარტოვება: - ხო-და ახლა ჩავიწნავ
მე მიყურე: - მე კიდევ დაგიშლი.
მემარტოვება: - ჩათვალე, რომ მკვდარი ხარ! : D
მე მიყურე: - ე, რატო?
მემარტოვება: - ვერ ვიტან, საშინლად ვღიზიანდები, რომცა თმაზე მეხებიან და იმიტომ.
მე მიყურე: - რაა? რატომ?
მემარტოვება: - არ გეტყვი.
მე მიყურე: - მითხარი, რა.
მემატოვება: - ნწ.
მე მიყურე: - ხა, ხაა. ვიცი რატომაც : D
მემარტოვება: - ხოო ყოვლისმცოდნევ? და რატომ?
მე მიყურე: - არ გეტყვი : P
მემარტოვება: - მითხარი : @
მე მიყურე: - არა! უბრალოდ იმას გეტყვი, რომ ეგ არც ისე ცუდია ; )
მემარტოვება: - ბოდიალობ რაღაცას! მოვრჩეთ ამაზე. შენ რას აკეთებ?
მე მიყურე: - რა ვი, წყნეთში ვარ დედაჩემთან, აივანზე ვზივარ და შოკოლადს მივირთმევ. გინდა?
მემარტოვება: - გააჩნია რომელ შოკოლადს. თუ თეთრია სიამოვნებით.
მე მიყურე: - თეთრი შოკოლადი გიყვარს?
მემარტოვება: - ყველა ტკბილეულზე მეტად : )

ვაა მაგარია! როგორც წესი ყვალა გოგოს ან შავი შოკოლადი უყვარს, ან რაფაელო, ან სნიკერსი. თუმცა რატომ მიკვირს, ეს გოგო ხომ ყველა მხრივ განსხვავებულია?!

მე მიყურე: - მომწონს შენი გემოვნება.

პასუხი არ არის. რა მოხდა?

მე მიყურე: - ეი, თეთრი შოკოლადი მოგიტანე : D

ისევ არ მპასუხობს, არადა საიტზეა. კი, მაგრამ სად აორთქლდა ეს გოგო? მოუსვენრობა შემიჩნდა და ჩემი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ მის დაგვიანებულ წერილებს შორის ინტერვალი საუკუნედ მეჩვენება და ჩემს თავზე ნერვები მეშლება. მან დიდი ხნის წინ მითხრა, რომ ჩათს მიღმა ურთიერთობას არავისთან გააგრძელებს და ამით მისი პიროვნება ჩემს თვალში უფო გაიზარდა. მისი ეს სიტყვები კარგად უნდა მახსოვდეს, რომ ჩემში ახალმა სურვილებმა არ გაიდგას ფესვები.

მემარტოვება: - შოკოლადი ხომ არ დადნა? დასაძინებლად გამოვეწყვე და ცოტა დამაგვიანდა.
მე მიყურე: - კი, დადნა და გადავაგდე!
მემარტოვება: - თუ შემიჭამე? : D
მე მიყურე: - შენი საქმე არ არის!
მემარტოვება: - მეჩხუბები? : D
მე მიყურე: - დიახ!
მემარტოვება: - რა დავაშავე?
მე მიყურე: - ერთი საათით დაიკარგე!
მემარტოვება: - 5 წუთით და 14 წამით, რა ერთი საათით?! : D

მართლაც ასეა. რაღაც მჭირს, ჩემთვის გაურკვეველი და უცხო, თუმცა თავს კომფორტულად ვგრძნობ და ეს „რაღაც“ სულაც არ მაწუხებს.

მე მიყურე: - რა სუნამოს ხმარობ?
მემარტოვება: - ვა, რა მალე შემირიგდი? : D რატომ მეკითხები?

მეც არ ვიცი რატომ ვეკითხები... თუმცა ვიცი, როგორ არ ვიცი...

მე მიყურე: - ისე, მაინტერესებს.
მემარტოვება: - ერთი წუთით, სახელი არ მახსოვს : D ...... „imagination” ჰქვია. იმ ფასის არაა, რომელიც ალბათ შენი იქნება, მაგრამ მეგობარმა მაჩუქა და მე ძალიან მომწონს.
მე მიყურე: - ფასს რა მნიშვნელობა აქვს, თავიდან არ გამაბრაზო ახლა! როგორ ფლაკონშია?
მემარტოვება: - შენ მგონი ძალიან გეძინება და არ მეუბნები. ეს რა კითხვებია? : D
მე მიყურე: - ვა, მიპასუხე ახლა, დიდხანს გელოდო?
მემარტოვება: - სალათისფერ ფლაკონშია, სითხეც იგივე ფერისაა და იასამნისფერი ყვავილები ახატია.

- რას აკეთებ? - თეა დამადგა თავზე. როგორ გამოძვრა აივანზე ვერ გავიგე. ახალი კევი გაურჭია და აღლაჭუნებს.
- საქმეს. - მოკლედ ვუპასუხე.
- და რა ჰქვია მაგ „საქმეს“? - კბილები დამიკრიჭა და მონიტორს დახედა. ლეპტოპი დავხურე.
- ნუ ყოფ შენს ჟანგისფერ ცხვირს სხვის ცხოვრებაში, თორემ გაგილურჯდება და დროთა განმავლობაში ტონალობებს შეიცვლის ხოლმე.
- აუ ლაშ, რატო არაფერს მეუბნები? მე ხომ შენი უსაყვარლესი დაიკო ვარ? - ნიკაპი ჩამომადო მხარზე.
- არა, გითხარი მე ნაშვილ;ები ვარ მეთქი.
- მომშალე რა ნერვებზე! - წამოხტა, მაგრამ სანამ ოთახში შევიდოდა ნერვები დაუწყნარდა და კევის ღეჭვით გამიცინა: - მაგრამ მე მაინც ლავ იუუუ!...
აფერისტი!

მე მიყურე: - უკვე იძინებ?
მემარტოვება: - ხო, ხვალ სამსახურში მივდივარ. სად გაქრი ერთი საათით?

კმაყოფილს გამეღიმა. ის ზუსტად ანალოგიურს ფიქრობს ჩემს დაგვიანებულ წერილებზე, რასაც მე მისაზე.

მე მიყურე: - 3 წუთი და 8 წამი, რა ერთი საათი? : D
მემარტოვება: - თვითკმაყოფილი შურისმაძიებელი ხარ! : D
მე მიყურე: - სამაგიეროდ ტკბილ სიზმრებს გისურვებ! აი, აი უკვე კეთილი ვარ : D
მემარტოვება: - უკეთილშობილესი : D ძილინებისა, ხვალამდე : )

ლეპტოპი დავხურე.
რაღაც მოკლე მეჩვენა ჩვენი საუბარი. ისე, ბოლო რამდენიმე დღეა ასე მეჩვენება.
მისი სუნამოს სახელი მობილურში ჩავიწერე რომ არ დამვიწყებოდა და უცბად ერთი იდეა დამებადა. ჩათში დავბრუნდი, მთელი ჩვენი მიმოწერა პირველი დღიდან აქამდე დავაკოპირე და კომპიუტერის ეკრანზე საქაღალდეში შევინახე. საქაღალდეს კი „მემარტოვება“ დავარქვი.


თამუნა.
***
გარეთ წვიმს, მაგრამ ისე თბილა და წვიმაც ისეთი თბილია, რომ პატარა ბავშვივით მინდა გარეთ ვირბინო, ხელები გავშალო და სახე წვიმას მივუშვირო. ეს ერთხელ უკვე გამიკეთებია და საოცრად სასიამოვნო შეგრძნებაა. ამის ნაცვლად კი ვდგავარ ქსეროქსის აპარატთან და ქიმიურ ფორმულებს ვაქსეროქსებ.
- ყავა გავაკეთე, დავლიოთ. - შემოიხედა ჩემსკენ სოფომ.
- რომ ვმუშაობ? - არა-და მართლაც კარგი სუნი დგას.
- შეეშვი ცოტა ხნით. - ხელი ჩაიქნია სოფომ და ფინჯნებით ხელში შემოვიდა.
- მადლობა. - სითხე მოვსვი.
- აბა, როგორ გყავს „მე მიყურე“? - ეშმაკურად გამიღიმა სოფომ.
- მშვენივრად. - გამეცინა.
- იფიქრე იმაზე, რაც გითხარი?
- არა, იმიტომ, რომ არ გადავიფიქრებ, რაც არ უნდა მოხდეს.
- რომ გთხოვოს შეხვედრა?
- არაფერი შეიცვლება. - თავი გავიქნიე, მაგრამ ვიგრძენი საკუთარმა ნათქვამმა სიტყვებმა როგორი უკმაყოფილება გამოიწვიეს ჩემში.
- დამიჯერე, ასეთი პრინციპულობა კარგს არაფერს მოგიტანს.
მხრები ავიჩეჩე. ვიცი, ამაზე ბევრი მიფიქრია, მაგრამ რა ვქნა? ასეთი უბედური ხასიათი მაქვს.
სოფო მალე გავიდა, მე მუშაობა გავაგრძელე. უკვე რამდენიმე დღეა ჩათის გარდა ვერაფერზე ვფიქრობ. ახლაც ერთი სული მაქვს სახლში წავიდე, ნოუთბუქს მივუჯდე დაღამებას დაველოდო. ამაზე ფიქრში უკვე რამდენიმე ფურცელი გავაფუჭე და ნერვები მომეშალა.
როგორც იქნა მოვიდა ხუთი საათი. სასწრაფოდ ავიბარგე, ქსეროქსი დავკეტე და ის იყო გზას დავადექი, რომ მოპირდაპირე ქუჩიდან კისკისი მომესმა. თეთრ ლამაზ მანქანასთან ქალი იდგა და ვიღაც ბიჭს ესაუბრებოდა. სწორედ ამ ქალის კისკისი გავიგე. რა კარგია კარგ ხასიათზე ყოფნა. მოითმინე თამო, რამდენიმე საათში შენს განწყობაზეც იზრუნებენ, მთავარია არ განებივრდე და ამას არ შეეჩვიო, თორემ ხომ იცი ყველაფერი წარმავალია. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.


ლაშა
***
ის იყო სამსახურიდან გამოვედი და სიგარეტის საყიდლად მოპირდაპირე ქუჩაზე მაღაზიაში უნდა გადავსულიყავი, რომ ჩემს წინ თეთრი „ჰიუნდაი“ გაჩერდა. იქიდან დიანა გადმოკუსკუსდა და რომ დამინახა გამიღიმა.
- რომ იცოდე რა მოხდა. - მოვიდა ჩემთან და გადამკოცნა. ლოყაზე ხელი ჩამოვისვი.
- რა მოხდა?
- ერთი საათის წინ ტელევიზიიდან დამირეკეს და თოქ შოუში მიმიწვიეს. თემა აქვთ „არ დავივიწყოთ ძველი ვარსკვლავები.“ - სიხარულისგან თვალებს აჭყიტავს დიანა.
- ვა, გილოცავ.
- ღმერთო ჩემო ლაშა, რა ცივი ხარ. - მხარზე ხელს მკრავს ის. ძარღვები მეჭიმება რომ მეხება.
- წავალ, სიგარეტს ვიყიდი და მოვალ. კაბინეტში დამელოდე. - მაღაზიას გავხედე. მის გვერდით ქსეროქსს კეტავდნენ.
- ოო, მოიცა წამოდი, მე მოგაწევინებ. თუ ჩემი სიგარეტი შენთვის „ლაითი“ იქნება? - კისკისებს.
- კაბინეტში ადი. - გავუმეორე და მაღაზიაში გადავედი.
ოფისისკენ ვბრუნდები და ვგრძნობ, როგორ მექაჩება ფეხები უკან, სახლისკენ, ლეპტოპისკენ, ჩათისკენ, „მემარტოვებასკენ“. უცბად ის ლექსი მახსენდება, რომლითაც ამ გოგომ ჩემი ყურადღება მიიქცია და რომელიც რატომღაც დამამახსოვრდა.:

„ არ შემეჩვიო, შორზე კიდევ უფრო შორი ვარ,
რეალობისგან განვსხეულდი თითო უჯრედით,
სანამ დაგჭირდეს გატაცება, თავგადარევა,
არ შემეჩვიო, სანამ დროა, ნუ შემეჩვევი.“

და ახლა ვხვდები რა მემართება. მე მას შევეჩვიე. დაუგეგმავად და მოულოდნელად შევეჩვიე და ეს ისეთი ძლიერი გრძნობაა, რომ მთელ ჩემს გონებას ბოჭავს. მე, ხო ეს მე შემემთხვა, ხო, ეს ჩემს თავს ხდება. მე შევეჩვიე გოგოს, ისიც ჩათში, აქამდე რომ ვერც წარმოვიდგენდი. გოგოს, რომლის სახელიც არ ვიცი, რომლის ვიზუალსაც არ ვიცნობ, რომლის ხმა არასოდეს გამიგია და რომელიც ჩათს მიღმა არასოდეს გამოჩნდება. ჩემს თავს ისე „გავუჩალიჩე“, ვერც კი მივხვდი. დამერხა? კი, თან მაგრად. მაგრამ მე ხომ მე ვარ, მე ამას შევეგუები.
ერთადერთი რასაც ვეღარ ვეგუები, დიანას ფიტულია და ისიც დროზე უნდა მოვიშორო თავიდან. ახლა მივალ, დაველაპარაკები და იქნებ ხვალამდე მოვიშორო თავიდან. ალბათ ჩემს ბედის ვარსკვლავში თავიდანვე ჩაწერეს ის, რომ თინას ფეხი უნდა ეღრძო და მისი კლიენტი მე უნდა გადმომბარებოდა...
ჩემი ბედის დედაც!...


თამუნა
***
ჩათი როგორც იქნა!
მე, თან ამხელა, თუ ვირტუალურ სამყაროზე დამოკიდებული გავხდებოდი, არ მეგონა. მაგრამ მოიცა... ჩათში ყოველ საღამოს იმიტომ გავრბივარ, რომ იქ „მე მიყურეა“. მაშინ გამოდის, რომ მე ვირტუალურ სამყაროზე კი არა, „მე მიყურეზე“ ვარ დამოკიდებული?! ამ სიტყვების გაფიქრებაზე, ტანზე ერთიანად ეკალი მაყრის. არა, არ მინდა, რომ შევეჩვიო... თუ... თუ უკვე მოხდა ეს?

მე მიყურე: - დავიღალე. - მომდის მესიჯი მისგან და გულიც აჩქარებას იწყებს. ეს რაღაა?
მემარტოვება: - რითი?
მე მიყურე: - აქ მოვრბოდი და :D
მემარტოვება: - მერე რა მოგარბენინებდა? :D
მე მიყურე: - რა ვიცი, ვიფიქრე, სანამ მელოდება სხვა ნაცნობებს გაუბამს ლაპარაკს და მერე მე დამიკიდებს მეთქი. :D
მემარტოვება: - ჯერ ერთი - მე არასოდეს დაგიკიდებ და მეორეც - აქ შენს გარდა არავის ვიცნობ.

პაუზა. რამდენიმე წამით პასუხი იგვიანებს.

მე მიყურე: - შენ დედამიწიდან არ ხარ, რომელიღაცა სხვა პლანეტიდან ჩამოგაგდეს. გამოტყდი, დამალვას აზრი არ აქვს :D
მემარტოვება: - არა, მე აქაური ვარ, უბრალოდ ფეხებში არავის ვედები და ეგაა.
მე მიყურე: - იცოდე, მსგავს უაზრობას კიდევ ერთხელ მომწერ და ჩემი ხელით დაგახრჩობ :@
მემარტოვება: - საინტერესოა, როგორ მომწვდები?

სოფოს ნათქვამი გამახსენდა: „შეხვედრა რომ გთხოვოს?“ მეტყვის? არა. აქამდე სახელი არ უკითხავს და შეხვედრას რატომ მთხოვს?

მე მიყურე: - თუ მომინდება მოგწვდები.
მემარტოვება: - ხო-და გეკითხები, როგორ?

რა მინდა? რა არ მასვენებს? ახლა რომ მართლაც მითხრას გნახავო რას ვუპასუხებ? ვეტყვი „არას?“ საქმეც იმაშია, რომ არ ვიცი.

მე მიყურე: - ამის ერთადერთი გზა არსებობს, ის კი გადაჭრილია, ასე, რომ იბედნიერე, დახრჩობას გადარჩენილი ხარ და გაფრთხილებ, მსგავს სისულელეებზე აღარ იფიქრო. მეგონა ეგ თემა უკვე გავიარეთ.

„ერთადერთ გზაში“ ალბათ ის იგულისხმა, რაზეც ვფიქრობდი და ხო, ის გადაჭრილია. ალბათ გადაჭრილია.
უცბად მონიტორზე ის ლექსი გაჩნდა, მე რომ ჩათში პირველად დავწერე. გაოგნებული ვარ.

მემარტოვება: - დააკოპირე?
მე მიყურე: - არა, მახსოვდა 
მემარტოვება: - რატომ დაწერე? 
მე მიყურე: - უბრალოდ 
მემარტოვება: - ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი.
მე მიყურე: - სრულიად გეთანხმები.
მემარტოვება: - ანუ?
მე მიყურე: - ანუ მაქვს დუმილის უფლება, რადგან თითოეული ჩემი სიტყვა შესაძლოა ჩემს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული ;) :D
მემარტოვება: - მასხარა ხარ :D მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამაშიც რაღაც აზრი დევს.
მე მიყურე: - დევს... მოადუღე ყავა და იმკითხავე :D
მემარტოვება: - დღეს ნერვებს მიშლი :D
მე მიყურე: - იეეს, როგორც იქნა ამას მივაღწიე, რა ბედნიერი ვარ :D
მემარტოვება: - ახლა მე გავალ და დარჩი შენ მარტო ბედნიერი :D
მე მიყურე: - არა, არა, ერთი წუთით რაღაც უნდა გკითხო. არასოდეს გაგჩენია სურვილი ჩემთვის სახელი გეკითა?

გულმა ბაგა-ბუგი ატეხა. აი, ზუსტად დღეს დამისვა ეს კითხვა, დღეს, როცა დილიდან ამაზე ვფიქრობ და ჩემს გადაწყვეტილებებს უკვე ეჭვი ეპარებათ.

მემარტოვება: - რომ გითხრა არათქო, დამიჯერებ?
მე მიყურე: - არა, არ დაგიჯერებ. მეც ბევრჯერ მქონია ეგ სურვილი.
მემარტოვება: - და რატომ არ მკითხე? 
მე მიყურე: - თავიდან არ მინდოდა, მერე, როცა გაგიცანი, ალბათ არ დამიჯერებ, მაგრამ ვერ გავბედე. შენ რატომ არ მკითე?
მემარტოვება: - თავიდან არ მინდოდა, შემდეგ კი ვეღარ გავბედე 

მკერდი გამინადგურა გულის ცემამ. მორჩა, სუსტი ვარ, სულელურად სუსტი. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. სიჩუმეა, არაფერს მპასუხობს. ვკვდები, ისე მაინტერესებს რას ფიქრობს, მაგრამ დროა ამ თემაზე საუბარი მანამ დავასრულო, სანამ კიდევ რამე უთქვამს.

მემარტოვება: - მე წავალ, დავიძინებ 
მე მიყურე: - კარგი, ოღონდ ერთი პირობით 

არა გთხოვ, სახელი არ მკითხო, სახელი არ მკითო, გეხვეწები!

მემარტოვება: - ძილის წინ თმა არ შეიკრა 

შვებით ამოვისუნთქე.

მემარტოვება: - სულ შენ დაგეკითხები :D ძილინებისა.
მე მიყურე: - ძილინებისა 

ნოუთბუქი დავხურე. აღელვებისგან სხეულის თითოეული ძარღვი მიფეთქავს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჰაერში უნდა ავფრინდე და შემდეგ ძირს უღონოდ დავეხეთქო. ნაწნავი დავიშალე, დავწექი და დავიწყე ცდა, რომ დამძინებოდა.


ლაშა
***
- მოდი, ჯერ ვიზუალით დავიწყოთ. - შევათვალიერე დიანა. - ხვალ ჩაწერაზე გამომწვევად არ ჩაიცვა. მოკრძალებული იყავი, მაგრამ მთლად მონაზნობასაც არ გთხოვ. მაყურებელზე დახვეწილი, სერიოზული და ამავდროულად მხიარული ადამიანის შთაბეჭდილება უნდა დატოვო.
- გავიგე. - მორჩილად დამიქნია თავი „ძ“-მ.
- მაკიაჟზეც იგივეს გეტყვი. ტუჩზე წითელი ფერი არ გაიკარო. წითელი საცხი ადამიანების უმრავლესობაში აგრესიას იწვევს. ტუჩებისთვისაც და თვალებისთვისაც ბუნებრივი ფერები შეარჩიე.
- კარგი. - სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა.
- დანარჩენს რაც შეეხება... - ვლაპარაკობ და პარალელურად სადღაც დავფრინავ. გონება მეფანტება, მაგრამ ვცდილობ გამოვფხიზლდე. „ძ“იანას საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო ისე, როგორც მეკადრება. შემდეგ დავისვენებ, კარგად დავისვენებ.
ქალს ვუხსნი, რა კატეგორიის კითხვებს როგორ უნდა უპასუხოს. ისიც ფრიადოსანი მოსწავლესავით ყურადღებით მისმენს. აღარ მეკამათება. ალბათ უნდა, რომ ჩემს თვალში პლუსი დაიწეროს. ესეც ალბათ ჩემი შებმის გეგმაში შედის. კი ბატონო, იმუშაოს ამაზე. ყველა გეგმა ხომ არ ხორციელდება?!
- ყველაფერი გავიგე. - მეუბნება. - შენთან მუშაობას როდის დავამთავრებ?
- რა-ვი, ეგ შენი გადასაწყვეტია. ხალხს მთელი ცხოვრება ყავს პრ მენეჯერი. - ღმერთმა დამიფაროს. გონებაში პირჯვარი გადავიწერე. - როცა ჩათვლი, რომ მიღწეულით კმაყოფილი ხარ, შეგიძლია წახვიდე.
- კარგი, დავფიქრდები. - ტუჩები გაილოკა და რამდენიმე წამის დუმილის შემდეგ მითხრა: - მომენატრები, როცა საქმეს მოვრჩებით.
- მე არა.
- ვიცი... ამიტომ იმედი მაქვს, რომ ერთმანეთს თავს კარგად დავამახსოვრებთ.
ყელში ამომივიდა უკვე.
- დიანა, მე ჩემს კლიენტ ქალებთან არ ვწვები. ეს ის წესია, რომელსაც გამონაკლისებითაც არ ვარღვევ. ასე, რომ ცდას შეეშვი, კარგი?
თითქმის პირი აქვს ღია. მაგრამ გონს მალე მოვიდა და შუბლი შეკრა.
- ოღონდ ახლა არ დამიწყო ამას არ ვგულისხმობდიო.
- არა, არ დავიწყებ. - გამიღიმა. - მაგრამ მე მაინც არ ვიცვლი ჩემს აზრს. ახლა კი მოდი რა წავალ, ხვალისთვის მოვემზადები. - ჩანთა აიღო და გავიდა.
ტყეში ჩამდგარ ქოხზე იფიქრე და არა ამ ბო,ზზე ლაშა! ანდაც უკეთესი - „მემარტოვებაზე.“

თამუნა
***
ჭურჭლის ხმაური მომესმა და უკმაყოფილოდ ვიცვალე გვერდი საწოლზე. ღმერთო, ჩამძინებია! სამსახურიდან გათიშული მოვედი და როგორ დამეძინა ვერ მივხვდი. ღამის თერთმეტი საათია. ბოთლს გადავწვდი და გამთბარი წყალი დავლიე. ძალიან ცხელა.
უკვე იმდენს ვფიქრობ „მე მიყურეზე“, რომ სიზმარშიც კი ის ვნახე. მაგიდასთან ვისხედით და ფურცელზე თავისი სახელი დამიწერა. არა, ეს არაა, მიზეზი, მე მაინც არ ვკითხავს სახელს.
ტანსაცმელი გავიხადე და ნოუთბუქს მივუჯექი. ის იყო ჩათში შევედი, რომ ნანამ შემოიხედა.
- არ შეჭამ? - მკითხა და ისე შემათვალიერა, რომც მშიებოდა, მადა დამეკარგებოდა.
- არა, არ მინდა.
- იჯექი, იჯექი, იქნებ მანდ გაჭამოს ვინმემ. - ალმაცერად გახედა ნოუთბუქს და კარი გაიჯახუნა.
ამ ქალს ყველანაირი ხასიათის წაშლა შეუძლია. ნერვებს ისე ავყევი, ჩათიდან დავაპირე გამოსვლა, მაგრამ იმ წამს გზავნილი მომივიდა:

მე მიყურე: - რომ შემოხვედი და არ მწერ, რა „პონტია“?
მემარტოვება: - გასვალს ვაპირებდი ისევ.
მე მიყურე: - რატომ?
მემარტოვება: - რა ვიცი... დაივიწყე. როგორ ხარ?
მე მიყურე: - ნერვებმოშლილი. შენ?
მემარტოვება: - რა დამთხვევაა, მეც.
მე მიყურე: - ხო-და დავამშვიდოთ ერთმანეთი :D რით მშვიდდები ხოლმე ასეთ დროს?
მემარტოვება: - ხან რით, ხან რით. ლექსებს ვკითხულობ, ფილმს ვუყურებ, ან რამე სასიამოვნოზე ვფიქრობ. შენ?
მე მიყურე: - სხვას ვუშლი ნერვებს :D
მემარტოვება: - არა, მართლა ჯობია გავიდე :D
მე მიყურე: - რას აკეთებდი აქამდე რომ არ შემოხვედი?
მემარტოვება: - მეძინა.
მე მიყურე: - მნახე სიზმარში მერე? :D

გამეცინა.

მემარტოვება: - სიზმარში-ღა მაკლიხარ სრული ბედნიერებისთვის :D :P
მე მიყურე: - მით უმეტეს, შენ ხომ ბედნიერი უნდა იყო?! :D ხო მართლა, რა ხდება ამ მხრივ?
მემარტოვება: - პროგრესი არის, დაახლოებით ოცი პროცენტი.
მე მიყურე: - რაა? ეგ რა პროგრესია. ცოტა დაუჩქარე, ზაფხული გავა, მე კი ქოხი მინდა ტყეში. თან ისეთი გეგმები მაქვს ))
მემარტოვება: - რა გეგმები?
მე მიყურე: - რა შენი საქემა :P
მემარტოვება: - ხომ არ აჯობებდა შეთანხმება დაგვერღვია? არ მინდა გეგმები ჩაგიშალო.
მე მიყურე: - აუფ, ამან გამისერიოზულა :@ გინდა გაჩვენო როგორია სინამდვილეში გასერიოზულება?
მემარტოვება: - არა, მაგას სიკვდილი მირჩევნია.
მე მიყურე: - მერე არ გეშინია?
მემარტოვება: - რის?
მე მიყურე: - სიკვდილის.
მემარტოვება: - არა. იცი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი წიგნის პერსონაჟი ამბობს „გონიერი ადამინისთვის სიკვდილი მორიგი დიადი თავგადასავალია.“ ხო-და მეც ასე ვფიქრობ და არ მეშინია.
მე მიყურე: - მე კი ერთ რამეს გირჩევდი. მოდი, ჯერ სიცოცხლეში დატკბი თავგადასავლებით და იმქვეყნიურ თავგადასავლებს ნუ დაელოდები, კარგი?
მემარტოვება: - ეგ იოლი არაა.
მე მიყურე: - რა გიშლის ხელს?
მემარტოვება: - მატერიალური პირობები.
მე მიყურე: - აუ არ გამაგიჟო. მატერიალური პირობები სულაც არაა აუცილებელი რამე სიგიჟე ჩაიდინო. თავგადასავალი მხოლოდ მოგზაურობას და „სელფების“ გადაღებას არ გულისხმობს. აი, მეგობრებთან ერთად რომ გაილეშები, ერთის სახლიდან მეორეში რომ ამოყობ თავს და აღმოაჩენ, რომ შენი ტანსაცმელი არ გაცვია, ეგ უკვე თავგადასავალია. შენ კიდევ დგახარ, „მეგრუზები“ აქ და სიკვდილზე მელაპარაკები.
მემარტოვება: - თემას მიწუნებ?
მე მიყურე: - არა, აზროვნებას. შენ ჩემს მოსწავლეს არ გავხარ, ვიღაც შემომატყუეს დღეს.
მემარტოვება: - სიკვდილის გეშინია შენ.
მე მიყურე: - არა, არა, მე უაზრო ცხოვრების მეშინია. კიდევ ერთხელ გეუბნები, მე მიყურე, ცოტა მეტი ისწავლე ჩემგან და თავს ნუ იტვირთავ ნაგავი ფიქრებით.

რამდენიმე წამით შევყოვნდი. ის მართალია, როგორც ყოველთვის და მე კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ საზიზღრად დეპრესიული ვარ. რა იქნება ამის გამო რომ ერთხელაც ყელში ამოვუვიდე და გაქრეს? მას ისე შევეჩვიე, ის რომ წავიდეს ვიღას ნიკს უნდა ვუყურო?!

მემარტოვება: - რომ იცოდე, რომ ხვალ მოვკვდები, სახელს მკითხავდი?
მე მიყურე: - გოგო, შენ დღეს რა გჭირს?! მითხარი მართლა რა ნახე სიზმარში.
მემარტოვება: - მიპასუხე და მოვრჩი ამაზე ლაპარაკს.
მე მიყურე: - არა, არ გკითხავდი.

სუნთქვა შემეკვრა. სხვას რას ველოდი? ან რა მინდა, მე ხომ მაინც არ ვაპირებ არც სახელის თქმას და არც ჩათს მიღმა ურთიერთობის გაგრძელებას? ის იყო სხვა თემაზე ვაპირებდი საუბრის გადატანას, რომ მომწერა:

მე მიყურე: - შეხვედრას გთხოვდი.

სუნთქვა ისევ შემეკვრა, ამჯერად სიამოვნებისგან. ჯანდაბა შენ თავს თამუნა, ჩამოყალიბდი რა გინდა!

მე მიყურე: - ეი, აქ ხარ?
მემარტოვება: - კი, აქ ვარ.
მე მიყურე: - რა მოხდა სულელო? 
მემარტოვება: - არაფერი. ახლა სულელიც ვარ?! - არა-და ვიცი რომ ვარ.
მე მიყურე: - მხოლოდ ჩემთვის  ამიერიდან ეს შენი ზედმეტსახელი იქნება, რომელსაც მხოლოდ მე დაგიძახებ. შენ მხოლოდ ჩემი სულელი იქნები. თანახმა ხარ?

სიტყვა „ჩემი“ ისეთივე სასიამოვნო იყო, როგორც თბილი ჩახუტება. არაუშავს, ვიყო მისი სულელი. ეს ხომ ჩათია და მან კარგად იცის, რომ ამის მიღმა არაფერი იქნება. ხო-და აქ მაინც ვიქნები მისი.

მემარტოვება: - თანახმა ვარ 
მე მიყურე: - კიდევ ხარ ნერვებმოშლილი? მე აღარ. შენთან საუბარში გადამიარა.
მემარტოვება: - ცოტა კი, მაგრამ ალბათ მალე გამივლის.
მე მიყურე: - რაც არ უნდა იყოს, არც ერთ მიზეზს არ მისცე ნება ხასიათის გამოსასწორებელი საშუალებები დაჩრდილოს. ხედავ როგორ მოქმედებ ჩემზე?
მემარტოვება: - ეს კარგია?
მე მიყურე: - მე მომწონს. ან როგორ არ უნდა მომწონდეს ჩემი სულელი? 

ისევ სასიამოვნოდ დამბურძგლა. მეც მინდოდა რამე მსგავსი მეთქვა მისთვის, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე.

მემარტოვება: - მომწონს ასე 
მე მიყურე: - რა, „ჩემი სულელი“? 
მემარტოვება: - აჰამ...
მე მიყურე: - ჩემო სულელო <3

სმაილზე გამეცინა. ძალიან მინდოდა მასთან საუბრის გაგრძელება, მაგრამ მეძინებოდა და თან ხვალ სამსახურში ვიყავი წასასვლელი.

მემარტოვება: - მე წავალ, დავიძინებ, თორემ კლავიატურაზე ჩამთვლემს.
მე მიყურე: - თმა ხომ გაშლილი გაქვს? 
მემარტოვება: - არა, გავიშლი  ძილინებისა <3
მე მიყურე: - ძილინებისა  მაინც არ მეუბნები, რა ნახე სიზმარში ხომ? :D
მემარტოვება: - ვიღაც უცნობი ვნახე, ფურცელზე დაწერილ ბედნიერებას მჩუქნიდა 


ლაშა
***
ის იყო გუშინდელი ჩემი და „მემარტოვებას“ საუბარი ჩათიდან საქაღალდეში გადმოვაკოპირე, რომ კაბინეტის კარი დიანამ შემოაღო. სახე გაბრწყინებული აქვს. ახლა ეს გადაცემის ჩაწერის ამბებზე დაიქოქება. ჯაბას იმედი მაქვს. ისიც კაბინეტშია და ალბათ დიანა მის გამო ცოტა თავს მოთოკავს. ქალბატონს მივესალმე და ჩემი მაგიდის წინ სკამი შევთავაზე. მის ზურგს უკნიდან ჯაბა დამპლურად მიღიმის. მეც მეღიმება და დიანას ვეკითხები:
- აბა, როგორ ცაიარა ჩაწერამ? - თან თვალი ჯერ კიდევ დაუხურავი საქარალდისკენ გამირბის, სადაც ჩემი და „მემარტოვებას“ გუშინდელი დიალოგია.
- აუ ძაან მაგრად. - მობილურში რაღაც მოძებნა და მაჩვენა. - მე და წამყვანი. როგორ გამოვიყურები?
- რაკურსი არ ვარგა.
ჯაბა პირზე იფარებს ხელს და უხმოდ ხითხითებს.
- უსაზღვროდ ნაგლი ხარ! შენ ცოლს ვერასოდეს მოიყვან. - მობულირს ჩანთაში აგდებს.
- მერე ვინ გითხრა, რომ მომყავს?!
- ხოო, კარგი, ყავას დამალევინებ? - სიგარეტს უკიდებს, ფეხს ფეხზე იდებს და თმას ისწორებს.
- რა დროს ყავაა, მომიყე რა ხდებოდა ჩაწერაზე.
- იდიოტი ხარ, მაგრამ მაინც საყვარელი. - იღიმის და მოყოლას იწყებს.
„სკაიპში“ ჯაბას წერილი მომდის:
„ - დაყარე იარაღი და დანებდი :D“
„ - ბაბუაჩემს წერდი?“
„ - რატო ე, მაგარ ფორმაშია.“
„ - ხო-და შენი იყოს.“
„ - დავფიქრდები. :D”
ოხ ჯაბა, შენც მაგარი ქართველი ხარ!
დიანა ლაპარაკობს. ვუსმენ მაგრამ თვალები მაინც საქაღალდესკენ გარბის. აქა-იქ ფრაზებს ვკითხულობ და ვგრძნობ, რომ ამ მომენტში „ძ“-ს ყბედობა სულ ფეხებზე . უცბად მისი საუბრიდან რაღაც მხვდება ყურში, რაღაც სასიამოვნო, რაღაც იმედის ნაპერწკლის მსგავსი და ის-ისაა გონების მოკრებას ვაპირებ, რომ მის უკმაყოფილო მზერას ვაწყდები.
- რა არის ვერ გავიგე, არ მისმენ?
- როგორ არა, როგორ არა! - საქაღალდეს ვხურავ.
- აბა რას მიშტერებიხარ მაგ ეკრანს. გაიგე რაც გითხარი?
- სიტყვე „პროდიუსერს“ მოვკარი ყური. - ეს სიტყვა თავად რომ გავიმეორე, უფრო მეამა. არ მჯერა, ნუთუ „ძ“-სგან განვთავისუფლდები?!
- ხოო, - ისევ ხასიათზე მოდის. - გადაღება რომ დასრულდა ერთი ტიპი მოვიდა. მითხრა კარგად მახსოვხარ, ადრე შენი თაყვანისმცემელი ვიყავიო. ორ რესტორანში შემომთავაზა მუშაობა. ერთი სანაპიროზეა, ერთი - „დიღომში“. ორივე ახალი გახსნილია და გამოცდილ მომღერალს ეძებენ.
- ანაზღაურება?
- არც ისეთი მაღალია, მაგრამ ორივეგან თუ ვიმღერებ დასაწყისითვის კარგი იქნება. რას იტყვი?
- პასუხი უკვე უთხარი?
- მოვიფიქრებთქო.
- არც ერთ შემთხვევაში უარი არ უთხრა. ანაზღაურება დაიკიდე. დამიჯერე ორ თვეში შენზე კმაყოფილი არავინ იქნება. - გატყუებ დიანა, მე ვიქნები. თანაც გაცილებით კმაყოფილი, შენ რომ მოგიშორებ.
- ესე იგი დავთანხმდე.
- უპირობოდ. ნომერი დაგიტოვა?
- კი.
- ზეგ დაურეკე. უთხარი შეგხვდეს და იმ ორი რესტორნის დათვალიერება მოსთხოვე. საქმეს რომ მორჩები, ცოტა იყოყმანე და შემდეგ დათანხმდი.
- ჩემი ჭკვიანი ხარ! - გამიცინა და სიგარეტი გააბოლა. მის ზურგს უკნიდან ჯაბამ ტუჩები გამომიბზიკა.
- ხო აბა რაა, ჭკვიანი ვარ, მხოლოდ შენი არა.
- აბა ვისი? - გადმოიხარა ჩემკენ და კომპიუტერის მონიტორს შეხედა.
- დედიკოსი და მამიკოსი. - წარბები ავზიდე. მოკლედ ჯაბასაც კი აღარ ერიდება.
- არსად დაეკარგო. - ჩაიფხუკუნა იმედგაცრუებულმა. - ხო, მართლა, დღეს საღამოს გოგოებთან ერთად შარდენზე ვიქნები, ავღნიშნავ წინსვლას. არ მოხვალ?
- არა, უჩემოდ გაერთეთ. - ბებერ-ფართის პრონცობაღა მაკლია. - ახლა კი, თუ სხვა საქმე არ გაქვს შეგიძლია დამტოვო. მერაბთან რესტორნებში სეირნობის შესახებ მერე მიამბე.
- სულ როგორ უნდა მაგდებდე?! - წამოდგა, ჩანთა აიღო და უკვე კართან იყო, რომ დავუძახე.
- დიანა! - ღიმილით მობრუნდა, ალბათ ეგონა გადავიფიქრე. - მანდ თინა იქნება და დაუძახე რაა.
ქალმა დამიბღვირა და კარი გაიჯახუნა.
- რას უშვები ამ ქალს ტოო, რა დაგიშავა?! - ახარხარდა ჯაბა.
- ერთი სული მაქვს დაახვიოს.
- არა მგონია ასე ადვილად შეგეშვას. გადმოგიგდო უკვე ანკესი?
- კიი, კაი ხანია.
- მერე?
- კავს ყოველთვის არ ეგება თევზი.
სავარძელს მივეყუდე და გავინაბე იმაზე ფიქრში, რომ მალე დიანასთან საქმეს დავამთავრებდი.
- რა გინდა? - თავი შემოყო ოთახში თინამ.
- მოდი. - ფურცელზე „მემარტოვებას“ სუნამოს სახელი დავწერე და მივეცი. - ეს სუნამოს სახელი გეცნობა?
- მგონი კიი, მოიცა. - ჩემი კომპიუტერის გუგლში მოძებნა და რამდენიმე ვარიანტი მაჩვენა. ბოლოს ერთი ფლაკონი მეცნო: სალათისფერი, იასამნისფერი ყვავილებით.
- აი ესაა. - ვუთხარი. - მიყიდე და ფულს მოგცემ.
- ეე, ეს ქალისაა!
- კაი ერთი!
- რად გინდა? - თვალები მოჭუტა თინამ.
- სქესის შეცვლას ვაპირებ.
- აუ შენ ხომ კაცი სიტყვას ვერ დაგაცდენინებს. ქორწილში მაინც ხომ დამპატიჟებ?
- იოცნებე! იყიდი თუ არა?
- კიი, ერთი პირობით.
- რა გინდა?
- ქსეროქსზე გამეგზავნე.
- გოგო, მე შენი მდივანი კი არ ვარ ეე!
- რა ვქნა, ისევ გაფუჭდა ეს აპარატი. ხელოსანს დავურეკე და ჯერ არ მოსულა. პირადობის ასლები მაქვს გასაკეთებელი.
- კარგი, ეს უკანასკნელია იცოდე!
ქსეროქსზე გადავედი. კომპიუტერთან მჯდარს პირადობა მივეცი და სამი ასლის გადაღება ვთხოვე. მანამდე კი სიგარეტს მოვუკიდე. უცბად გამახსენდა, რომ ამის გამო აქ ადრე ვიკამათე. გოგოს შევხედე. ის არ იყო, ვინც შენიშვნა მომცა. თუმცა სახეზე არც ის გოგო მახსოვს.
- ადრე აქ სხვა მუშაობდა, ხო? - ვკითხე მას.
- ახლაც ის მუშაობს, უბრალოდ გასულია და სიგარეტს ნუ ეწევით გთხოვთ. - ასლები მომაწოდა გოგომ.
- იმასაც ეს პრეტენზია ჰქონდა. - გამეცინა. ფული გადავიხადე და წამოვედი.


თამუნა
***
დილიდან თავი მტკივა, არ ვიცი რატომ, ალბათ უძილობის ბრალია. ჩათის გამო გვიან დავიძინე და ძილი არ მეყო. სამუშაოც მღლის და დღეს რაღაც ვერ ვარ ფორმაში. ასე მგონია მალე ნაწილებად დავიშლები. არც კლიენტების დატოვებული ფურცლებისკენ გამირბის ჩემი ცნობისმოყვარე გონება. ძილი მინდა.
სკამზე დავჯექი და თავი მაგიდაზე ჩამოწყობილ ხელებში ჩავრგე. ნეტავ რას აკეთებს ახლა „მე მიყურე“? ალბათ ისიც ჩემსავით მუშაობს. განსხვავება იმაშია, რომ არა მგონია მისი სამუშაო ჩემსავით მოსაწყენი იყოს.
ახლა ვუფიქრდები და ვხვდები, რომ უკვე თვეზე მეტია მის გარდა არაფერზე ვფიქრობ. ეს კარგია? თუ ცუდია? თუ ეს მხოლოდ მარტოსულებს სჩვევიათ? არა, მასზე მხოლოდ იმიტომ არ ვფიქრობ, რომ ამჟამად ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ბიჭია. ის მე მცვლის. მას შემდეგ, რაც ის გავიცანი, თავი უფრო მიმზიდველი, უფრო ჭკვიანი მგონია. მივხვდი, რომ ჩემი სიღატაკე დეპრესიის მიზეზი არ უნდა იყოს. მივხვდი, რომ არსებობენ მდიდარი ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ ოცნებები. მივხვდი, რომ არიან ბიჭები, რომლებსაც შეგიძლია, რომ ენდო.
მაგრამ თავი საშინლად მტკივა...
- სოფოო! - გავძახე ჩემს „მეზობელს“.
- ხო. - თავი გამოყო მაღაზიიდან.
- აფთიაქში უნდა გავიდე და ქსეროქსის გაკეთება ხო იცი, თუ ვინმე მოვიდა?
- კი, ვიცი. რა გჭირს?
- თავი მისკდება, რამე გამაყუჩებელს ვიყიდი.
- კაი მიდი, აქ ვარ.
საფულე ავიღე და სამი მაღაზიის იქით აფთიაქში შევედი. ყველა სალაროსთან ვიღაც დგას. მერე რაა, რაც უფრო დიდხანს მეტკიება თავი უკეთესი არ არის?! როგორც იქნა მოვიდა ჩემი დრო. ორი აბი ვიყიდე. ერთი იქვე დავლიე, მეორე ჯიბეში ჩავიჩურთე.
აფთიაქიდან გამოსვლისას შევნიშნე ქსეროქსიდან ვიღაც გამოვიდა და გზა ჩქარი ნაბიჯით გადაკვეთა. შევედი თუ არა მაღაზიაში ცხვირი ამეწვა.
- რა სიგარეტის სუნი დგას? - ცხვირ-წინ ხელი ავიქნიე.
- ვიღაც სიმპატიური ბიჭი ეწეოდა. ვუთხარი ნუ ეწევითქო. თურმე ადრე შენც გითქვამს იგივე. - გაიცინა სოფომ.
- ხოო, იყო მსგავსი შემთხვევა. - სკამზე მივესვენე და თვალები დავხუჭე. - მეზიზღება სიგარეტი.

ლაშა
***
ორი თვე გავიდა.
მას შემდეგ, რაც დიანას კარიერა აეწყო, სულ ორჯერ შევხვდი მას. ერთხელ ანაზღაურების გადმოსაცემად, მეორედ მისი საყვარლის საკითხზე. საბუნია გამოუშვეს. ხო, ცოტა რთული იყო ეს საქმე, მაგრამ იმავე პოლიციელების დახმარებით, რომლებმაც მოსაწევი ჩაუდეს, ყველაფერი მოგვარდა. როგორც გავიგე საბუნას დიანა „დაუკიდია“ და ციხიდან გამოსვლის შემდეგ არც კი დაურეკავს მისთის. ნუ ახლა, არც დიანას შესტკივა მასზე დიდად გული.
„ძ“-სგან აღებული თანხა სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ტყეში ჩადგმული ქოხი მოვძებნო და ვიქირაო. მთავარია „მემარტოვება“ რას იტყვის. დღეს 4 აგვისტოა. ვიმედოვნებ დასვენებას მოვასწრებ. თეა ბათუმში წავიდა. მეხვეწებოდა გამომყევიო. მინდოდა, მაგრამ გულმა არ გამიწია. არ ვიცი რატომ. არა-და ცხელა თბილისში, აუტანლად ცხელა.
აბაზანიდან გამოვედი, შორტი ჩავიცვი და ის იყო ჩათში ვაპირებდი შესვლას, რომ მობილურმა დამირეკა. ნომერი კონტაქტებში არ მიწერია, მაგრამ ავისმომასწავებლად ნაცნობია.
- გისმენთ. - ვუპასუხე.
- ლაშუნაააა... - მესმის დიანას, არა, რაღაცნაირი დიანას ხმა.
- „ღადაობ“? - ძარღვები მეჭიმება.
- აუ, შენ თავს ვფიცავარ, არა. - კისკისებს.
- მთვრალი ხარ.
- აუ, შენ თავს ვფიცავარ, არა.
- ნუ ჩაიხვიე, რა გინდა?
- შენი „სინაგლე“ მომენატრა... „ვაფშე“ შენ მომენატრე და... გამოიხედე რაა...
- რაა? - თვალები ვჭყიტე. წამოვხტი და ფარდა გავწიე. ფანჯრიდან მისი მანქანა დავინახე, თვითონ საბარგულზე მიყრდნობილა და ხელს მიქნევს. - აქ რა ჯანდაბას აკეთებ, გაგიჟდი? ან ვინ გითხრა ჩემი მისამართი?
- ოჰ კაი ერთიიი... მიდი რაა, სახლი დამათვალიერებინეე...
- ახლავე წადი სახლში! შენ გააფრინე?
- ხოო, შენზეეე... მოვდივარ და კარი გამიღე. - გათიშა.
ფანჯარას მოვშორდი. გული ყელში მაქვს. ეს ბო’ზი შეშლილია. ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო, მაგრამ არ გამომდის. კარზე ზარია, მივედი და გავაღე.
- ვაუ ლაშა, რა ტანზე ხაარ! - ფეხზე ძლივს დგას დიანა. მაკიაჟი ერთმანეთში აქვს არეული.
- მშენ სახლი არ გაქვს? რას მომადექი აქ? რატომ არ მეშვები?! - რამის ვიყვირე.
- იცი რატოც... - ტუჩი მოიკვნიტა, თითით მკერდზე შემეხო და ჩახუტება სცადა.
- მომშორდი თავიდან! - ხელში ჩავებღაუჭე და შევანჯღრიე. - რასაც მიაღწიე გინდა წყალში გადაყარო? ვინმემ ასეთ მდგომარეობაში რომ დაგინახოს, ჩათვალე, რომ „ტრუპია“ შენი პოპურალობა.
- შენ გარდა ყველაფერი აა...
- მე მით უმეტეს , გესმის? დაახვიე ახლა აქედან! - კარიდან გავიყვანე, ის კი სახელურს ჩაებღაუჭა.
- იცოდე, თუ გამაგდებ, სადარბაზოს დავიმხობ. გესმის ლამაზოოო? - იცინის.
- არა!
- კი, კი, გამკეთებელი ვარ. - თავს მიქნევს.
წყობიდან გამოსვლას ცოტა-ღა მაკლია. რა ვქნა? ეს მართლა შემიყრის მეზობლობას. ამის თავი მაქვს ახლა მეე? სახლში შევიყვანე და კარი დავკეტე.
- დაწვები და დაიძინებ!
- მხოლოდ შენს საწოლში. - კისერზე მომხვია ხელები. მოვიშორე და დივანზე დავაგდე.
- მოგართმევ, როგორ არა! აი აქ დაიძინებ. გათენდება თუ არა, არც კი გამაღვიძებ, ადგები და წახვალ!
- კი, მაგრამ შენი მოფერება?
- სექსი თუ გინდოდა, საბუნა უნდა მოგეძებნა, ან ქმარი დაგეყოლიებინა როგორმე! - მაცივრიდან მინერალური წყალი მოვუტანე და მივეცი. - ახლა აფთიაქში ჩავალ, დილისთვის ასპირინს ამოგიტან. შენ კი ფეხი არ მოიცვალო.
მაისური ჩავიცვი და გავედი. ნეტა ოდესმე თუ უნდა მომეშვას ეს ქალი? ივლისში რაც დავისვენე, ამ თხუთმეტი წუთით უკვე ამინაზღაურა და დამღალა. რა ბინძურია ადამიანის ბუნება. ქცევებით ისე იმცირებ თავს, ვერც კი ხვდები. ნუთუ მართლა ვერ ხვდება ამხელა ქალი, რას აკეთებს? ნუთუ სულ ცოტა თავმოყვარეობა აღარ შემორჩა? არა, დილით უეჭველი დაველაპარაკები. იქნებ როგორმე შევაგნებინო რას აკეთებს და თავი დამანებოს.
სახლში დავბრუნდი. დიანას დივანზე სძინავს. ცხელა, მაგრამ თხელი პლედი მაინც დავაფარე, მიუხედავად იმისა, რომ არ იმსახურებს. მაისური გავიძრე და ლეპტოპს მივუბრუნდი. უეჭველი ვიცი, რომ იქ დიანა და მისნაირი არავინ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ვისთანაც საქმე მაქვს, ის ასეთი არაა.

მე მიყურე: - ვერ წარმოიდგენ რა მოხდა ამ წუთას. :@ :D
მემარტოვება: - რა მოხდა?


თამუნა
***
საწოლში გადახდილი ვგდივარ. საშინლად ცხელა. ვახელ თუ არა თვალებს, წარმოსახვაში ტყეში ხის ქოხი შენდება, „მე მიყურეს“ ხის ქოხი. სუფთა ჰაერი, სიგრილე და სიმშვიდე. გამეღიმა და ბალიშს ჩავეხუტე, თითქოს მის ნაცვლად ვიღაც სხვა ყოფილიყოს. კმაყოფილი ვარ, მაგრამ არ ვიცი - რით. ვიცი, ვიცი, კმაყოფილი ვარ იმით, რომ „მე მიყურეს“ ვიცნობ. ჩემი ყოველი დილა დეპრესიით იწყებოდა, აი ახლა კი ვიღიმი და არაფერი მადარდებს.
ჩვენს წუხანდელ დიალოგზე ვფიქრობ. თან მისი კლიენტი ქალის საქციელი მაბრაზებს, თან მეცინება, იმ სიტუაციაშე „მე მიყურეს“ რომ წარმოვიდგენ. ასეთი რამ როგორ უნდა ჩაიდინო ადამიანმა, თუნდაც მთვრალმა? რაზე უნდა ფიქრობდე ამ დროს? არაა, საშინელებაა, თუმცა ერთი რამ კი მესიამოვნა. მის სახლში ვიღაც იყო, ვიღაც, ვისაც ყურადღება სჭირდებოდა, ის კი, მიუხედავად ამისა, მე მწერდა.
ამ ბიჭს ისე დავუახლოვდი, მგონია, რომ წლებია ვიცნობ. მგონია, რომ აქვე მეზობლად ცხოვრობს და როცა მოვიწყენ, როცა რაღაც დამჭირდება და რამე შემაწუხებს, ვნახავ და დაველაპარაკები. მე მას ვენდობი და ჩემთვის ეს ბევრს ნიშმავს. და... და... ხო, რაღაც დოზით მე ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ მის გამო და ცოტა არ იყოს ეს მე მაშინებს.
ავდექი, ვირბინე და სახლში მალე დავბრუნდი. ნანა ამდგარიყო და ჭურჭელს რეცხავდა. რომ დამინახა ალმაცერად გამომხედა.
- არ უნდა მორჩე მაგ სირბილს?
- ხელს გიშლი? - წყალი მოვსვი.
- ისედაც არაფერი იყავი და სულ ჩამოხმი.
ხმა არ გავეცი. არა, დღეს ის მე ნერვებზე ვერ მომშლის. არ მოვეშლევინები.
- გუშინ დენის გადასახადი მოვიდა. იცი რამდენი იყო?
- რატომ დარდობ შენი გადასახდელი ხომ არაა?
- იმ ფულით, რასაც დენში და ინტერნეტში იხდი, ჯობია საჭმელი მოიტანო სახლში.
- ისიც გვყოფნის რაც გვაქვს.
- ენას ნუ მიბრუნებ! - დამიყვირა.
- გამაგებინე რა გინდა ჩემგან? გინდა სახლიდან წავიდე?
- წახვიდე? საად შე საცოდავო?
- სადმე, სადაც შენ არ იქნები. რატომ ცდილობ ჩემთვის თავის შეძულებას. რამე დაგიშავე?
- ვერსადაც ვერ წახვალ. შენი ადგილი იქაა, სადაც მე და მამაშენი ვიქნებით. და გეუბნები, თუ კიდევ შეგამჩნევ გვიანობამდე კომპიუტერთან მჯდარს, ან ინტერნეტის ხაზს გადაგიჭრი, ან დაგიმტვრევ მაგ ჯართს.!
- ხო-და მერე ნახავ, რაც მოხდება!
ჩემს ოთახში შევვარდი. ღრმად ვსუნთქავ და ცრემლებს ნებას არ ვაძლევ კალაპოტს გადმოსცდნენ. პირსახოცს ვიღებ და სააბაზანოში შევდივარ. გული მტკივა, საბოლოოდ მტკივა ასეთი დედა რომ მყავს და უკანასკნელად ვტირი მის გამო.


ლაშა
***
დიანა წასულა. რაღაც საეჭვოდ ჩუმად წასულა. ყავა მოვიმზადე და ტელევიზორი ჩავრთე. პოლიტიკა, პოლიტიკა, პოლიტიკა. გამოვრთე და ფანჯრიდან ქუჩას გავხედე. წუხანდელი ღამე გამახსენდა და ისევ გავბრაზდი. ნეტავ შემეძლოს უბრალოდ ღილაკ „delete”ზე თითის დაჭერა და დიანას წაშლა. გათავისუფლდებოდა ჩემი მეხსიერების ბარათი.
გარეთ მარტო მოსიარულე ქალი დავინახე და „მემარტოვება“ გამახსენდა. ლეპტოპთან დავჯექი. წუხელ ჩვენი საუბარი საქაღალდეში არ გადამიტანია. კომპიუტერი გავხსენი თუ არა, ეკრანზე ერთი ახალი შეტყობინებ აციმციმდა. ეს რა არის? საფეთქლები ამეწვა, როცა მივხვდი, რა შეიძლება იყოს. შეტყობინებას დავწკაპე და ეკრანზე დიანას სურთი გაიშალა. ლეპტოპზე დაყენებულმა სათვალთვალო კამერამ დიანას მაშინ გადაუღო სურათი, როცა მან კომპიუტერი გახსნა.
მორჩა დიანა, მკვდარი ხარ!
მობილური ავიღე და დავრეკე.
- როგორც მითხარი, არ გაგაღვიძე ძვირფასო! - მიპასუხა მან.
- ჩემთან მოდი!
- გადაიფიქრე?
- ჩემთან მოდი, დროზე!
გაცოფებული ვარ. გული მიხურს, მთელი მკერდი და მუცელი. მინდა ყველაფერი დავლეწო, გავანადგურო ის კახპა ქალი. როგორ გაბედა? ეს როგორ გამიბედა?! რას ეძებდა, რას იქექებოდა ჩემს ლეპტობში?! საკმარისია დავინახო, რომ მორჩა, მისი ფერფლიც აღარ იარსებებს. თავში ისეთი აზრები მომდის, ჯობია არ მოვიდეს.
მაგრამ ნახევარ საათში ჩემს კარზე ზარი გაისმა. ქშენით გავარდი მის გასაღებად.
- სალამი... - ხელი დამიქნია, მაგრამ დაინახა თუ არა ჩემი სახე, მხიარული ტონი დაივიწყა. - რა მოხდა?
- შემოეთრიე! - ხელი ვტაცე და სახლში შემოვიყვანე.
- ნელა, მტკივა. - დაიკნავლა, მაგრამ არ შევეშვი. ლეპტოპთან მივიყვანე და თითით ეკრანზე ვანიშნე.
- ვიღაცას ჰგავს არა?! - დავუყვირე.
ერთხანს შეშინებულმა უყურა საკუთარ სურათს. შემდეგ კი ცალყბად გაიცინა.
- ამიხსენი აქ რა გინდოდა?! - ისევ დავუყვირე.
- ის, რაც ვიპოვე.
სულ გადავედი ჭკუიდან.
- რა იპოვე შენი დედაც...
- რა და, - მაგიდას ხელის გულებით დაეყრდნო. - თურმე ჩვენი სერიოზული ბიჭი ჩათში ერთობა ვიღაც მემარტოვებასთან. წუხელ რაღაც-რაღაცეები წავიკითხე. ლაშ, როგორი კეთილი და ტკბილი ყოფილხაარ!
- ჩათვალე რომ მკვდარი ხარ! - ვიღრიალე და მუშტი შევკარი, მაგრამ არა, მიუხედავად იმისა, რომ ღირსია, არ შემიძლია, ვერ დავარტყამ.
- მართლა? შენ ამას გააკეთებ? არა-და მასთან მიმოწერაში არ იგრძნობა, რომ ადამიანის მოკვლა შეგიძლია. თუმცა რა ვიცი, ჯერ ბოლომდე არ წამიკითხავს ყველაფერი.
- შენ რაა...
- ხოო, „ფლეშკაზე“ მაქვს.
- შენი დედაც შე ბო’ზო! რაში გჭირდება, დაფქვი!
- რა საყვარელი ხაარ! განრისხებული უფრო აღმაგზნებ. იცი, მახსენდება შენი ნათქვამი, ადრე მითხარი, ვერ ვიტან, როცა ჩემს პირადს სხვები განიხილავენო. საკმაოდ ცნობილი პრ მენეჯერ ხარ პრესისთვის. ხომ ასეა?
- იცოდე, ეს არ გაბედო, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. ჩათვალე, რომ ყველაფერზე ვარ წამსვლელი!
- შენზეა დამოკიდებული ლაშ! - ტუჩი მოიკვნიტა. - თუ საბას შეცვლი, ჩათვალე, რომ სამარე ვარ!
- შე ძუ’კნა! - ზიზღით შევხედე. - ახლავე დაახვიე ჩემი სახლიდან!
- ერთ კვიარს გაძლევ დროს მოსაფიქრებლად. მომენატრებიი! - გადაიკისკისა და წავიდა.
სკამი ავიღე და კედელს ვესროლე. იატაკზე ნაწილებად დაიყარა. ჩემს პირად ცხოვრებას შეეხნენ. „მემარტოვებაზე“ გაიგეს და თან ვიინ? არა, დიანას თუ ჰგონია, რომ საწოლში ჩამითრევს, ცდება. მე ხომ მე ვარ, მე ამას ასე არ დავტოვებ!




თამუნა
***
სოფომ შემატყო ცუდ ხასიათზე რომ ვიყავი. ვუამბე რაც მოხდა. მითხრა, როგორიც არ უნდა იყოს, ის მაინც დედაშენიაო. თუმცა ვატყობდი, ამას სულაც არ ამბობდა გულით.
- უბრალოდ იმის თქმას ვერ მიბედავ, რომ სახლიდან წამოვიდე, ხომ? - ვკითხე.
გოგომ ამოიოხრა და შემომხედა.
- უკვე დიდი ხარ იმისთვის, რომ გადაწყვიტო, რა იქნება შენი თავისთვის უკეთესი. კარგად დაფიქრდი თამო. ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და ამ ერთ სიცოცხლესაც სინანულში ნუ გაატარებ.
- მათგან წამოსვლაზე მეც ვიფიქრე.
- სად აპირებ წასვლას?
- არ ვიცი, - მხრები ავიჩეჩე. - ალბათ სოფელში.
- სულელი ხომ არ ხარ გოგო, რა გინდა სოფელში?
- აბა აქ არავინ მყავს და...
- ანუ მე შენთვის არავინ ვარ? - წარბები აზიდა მან. - ნურაფერს მეტყვი, უბრალოდ იცოდე, რომ თუ დაგჭირდები, ჩემი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღია იქნება.
გაორებული დავბრუნდი სახლში. არც გია დამხვდა არც ნანა. გუშინდელი ლობიო გავიცხელე, ცოტა შევჭამე და ჩემს ოთახში შევიკეტე. ჩანთიდან სოფოსგან ნათხოვარი წიგნი ამოვიღე, მაგრამ ვერც მას დავუდე გული. საწოლზე მივწექი და ცოტა ხანში ჩამეძინა. ღამის თორმეტი ხდებოდა, რომ გავიღვიძე. პირველი რაც დავინახე, ნოუთბუქი იყო. გიჟივით წამოვხტი და ჩათში შევედი. შვებით ამოვისუნთქე, რომცა „მე მიყურე“ იქ დამხვდა.

მემარტოვება: - როგორ მოხდა, რომ საყვედურებით არ ამიკელი?
მე მიყურე: - ხო, რა ვიცი.
მემარტოვება: - როგორ ხარ?
მე მიყურე: - ისე, რა. შენ?

ამას რაღაც სჭირს. ნეტავ რა მოუვიდა?

მემარტოვება: - რაღაც უხასიათოდ ხარ.
მე მიყურე: - გაბრაზებული.
მემარტოვება: - ჩემზე? - ვიფიქრე, რომ დავაგვიანე, ხომ არ გაბრაზდათქო.
მე მიყურე: - არა სულელო ) რაღაც პრობლემა მაქვს, შენ რა შუაში ხარ.
მემარტოვება: - თუ დაგეხმარება, მომიყევი, მოგისმენ.
მე მიყურე: - არა, შენ ვერ დამეხმარები, მადლობა.
მემარტოვება: - არ ინერვიოულო, კარგი? მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობს, მით უმეტეს შენი მოუგვარებელი.
მე მიყურე: - უმჯობესი იქნებოდა, ეს პრობლემა არ გაჩენილიყო. ნერვიულობის გარეშეც არ გამოვა, იმიტომ, რომ მარტო მე არ მეხება.
მემარტოვება: - კიდევ ვიის?
მე მიყურე: - ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანს )

იქნებ... იქნებ ეს იმ ქალს ეხება? მაგრამ არა მგონია მისი კლიენტი მისთვის მნიშვნელოვანი იყოს. ის ხომ ყოფილი კლიენტია, თანაც მასზე ისე მელაპარაკებოდა... არა, არ ჩავაცივდები. ალბათ ურჩევნია, რომ არ მითხრას.

მემარტოვება: - ვერ ვეგუები ასეთს რომ გხედავ )
მე მიყურე: - მხიარულს შემეჩვიე, ხომ? )
მემარტოვება: - ხო.
მე მიყურე: - მე კი ყველანაირს შეგეჩვიე.

გავშეშდი. თითები კლავიატურაზე მიმეყინა. გულის ცემას მთელი სხეულით ვგრძნობ. რამდენიმე წამით მსიამოვნებს და მეღიმება კიდეც, მაგრამ არა! ამას შეიძლება მოყვეს ის, რაც არ მინდა.

მე მიყურე: - ჰეი, რა მოხდა, რატომ არ ელოდი? )
მემარტოვება: - ხო, მართლაც...
მე მიყურე: - სამი თვეა გიცნობ. შენთან საუბრის გარეშე დღე არ სრულდება. მიუხედავად იმ ლექსისა, რომლითაც ჩემი ყურადღება მიიქციე, მე მაინც შეგეჩვიე.

თითებში ძალა არ მაქვს, რომ პასუხი დავწერო. რაღაც მემართება. ყელში ბურთი მეჩხირება, ისე, როგორც ტირილის შეკავების დროს იცის ხოლმე. გონებაში გამუდმებით სიტყვა „არა“ ტრიალებს.

მე მიყურე: - მგონი შეგაშინე )
მემარტოვება: - არა, უბრალოდ ხომ გითხარი, არ ველოდი
მე მიყურე: - ჩემი სულელი ხარ და ახლა უკვე მატყუარაც )
მემარტოვება: - რატომ მატყუარა?
მე მიყურე: - ელოდი, ელოდი, რომ ამას გეტყოდი. უფრო მეტიც - დარწმუნებული ვარ, მარტო მხიარულს კი არა ყველანაირს შემეჩვიე.

შევყოვნდი.

მე მიყურე: - ამის აღიარება არც რთულია და არც მოსარიდებელი. ეს ჩვეულებრივი ამბავი და უმაგრესი გრძნობაა. გესმის სულელო? )
მემარტოვება: - იმაზე კარგად, ვიდრე გგონია და მგონია.
მე მიყურე: - ხო-და თქვი, გელოდები!

გამბედაობა მოვიკრიბე. არც კი მეგონა ასე თუ გადავაბიჯებრი ჩემს თავს და ტექსტი ავკრიფე.

მემარტოვება: - ხო, ასეა, მეც შეგეჩვიე და ეს ძალიან კარგი გრძნობაა
მე მიყურე: - გაიღიმე მაშინ )
მემარტოვება: - ) ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ...
მე მიყურე: - კარგი, როგორც გინდა.
მემარტოვება: - არ გამიბრაზდე, უბრალოდ გავაგრძელოთ ისე, როგორც იყო.

ისე, როგორც იყო აღარასდროს გაგრძელდება. ჩემთვისაც და მისთვისაც რაღაც შეიცვალა. საშინლად მწყდება გული ამ სიტყვებს რომ ვეუბნები, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია.

მე მიყურე: - არ გიბრაზდები. გავაგრძელოთ ისე, როგორც იყო ) მთავარია, რომ აღიარე )

ღაწვიდან ცრემლი მოვიწმინდე.

მემარტოვება: - დამპირდი, რომ პრობლემის გამო არ ინერვიულებ, თორემ ვერ მოვისვენებ.
მე მიყურე: - ვერ დაგპირდები, მაგრამ შევეცდები.
მემარტოვება: - ეგეც კარგია ) მე წავალ გვიანია. მშვიდ ძილს გისურვებ )
მე მიყურე: - თმა არ ჩაიწნა ) ძილინებისა.

გამოფიტული ვარ... მაგრამ ამავდროულად ბედნიერი.


ლაშა
***
აი როდისაა ცხოვრება უსამართლო.როცა რაღაცას უფრთხილდები, სწორედ იმას უნდა ავნოს.
მაგრამ მე უკვე ვიპოვე გამოსავალი. დიანა! შენ აზრზე არ ხარ რა გელის წინ!
მაგიდიდან სუნამოს ფალკონი ავიღე, დივანზე მივწექი და დავსუნე. სურნელით შემიძლია ვიცნო „მემარტოვება“. ამ იაფფასიან სუნამოს, როგორც ის უწოდებს, არაჩვეულებრივი სუნი აქვს. არ ვიცი რატომ ამეკვიატა ეს ავადმყოფური აზრი ორი თვის წინ, მაგრამ ახლა სრულიად კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ გოგოს ფიზიკურად რაღაც პროცენტით მაინც ვიცნობ.
ხო, გუშინ წინ გამოვუტყდი, რომ შევეჩვიე. იმასაც დავპირდი, რომ ყველაფერი ძველებურად იქნებოდა, მაგრამ რაღაც არ მწამს ჩემი მიცემული სიტყვის, რადგან მე მისი ნახვა მინდა, საშინლად მინდა. სურვილს ის უფრო მიმძაფრებს, თავადაც რომ აღიარა შეგეჩვიეო.
მობილური მირეკავს. დღეს თეას დაბადების დღეა. საჩუქარი ვუყიდე მაგრამ მის გასაბრაზებლად არ მიმილოცია და ახლა ალბათ უნდა, რომ „თავი შემახსენოს“.
- რა? - ვუპასუხე.
- როგორ ხარ ნაგლო? - ვა, მშვიდი ხმა აქვს.
- შენ ეგ არ გაინტერესებს ხოლმე. უეჭველი რაღაც გენდომება.
- უიმე არაფერი, „პროსტა“ დაგირეკე რა. - მობილურშიც კი ისმის მისი კევის ღლაჭუნი.
- გადააგდე ეგ კევი, თორემ გაგითიშავ!
- მაგარი იდიოტი ხარ, ლაშა!
- რატო, ე? - მაგარ ხასიათზე დავდექი, უკვე გაბრაზდა.
- იმიტოო! რატო არ გაგახსენდიი?
- რა „პონტში“ უნდა გამხსენებოდი?
- აუ, „ვაფშე“ დაახვიე რაა, ვთიშავ!
- მოიცა მოიცა, ხო, გილოცავ დაბადების დღეს! - ამტყდა სიცილი.
- გამიჩალიჩე ხო?
- ხო, რა ვი. სამაგიეროდ აიფონი გიყიდე.
- რააა? - კივის. - ვაიმეე, როგორ მიყვარხაარ! დეე, გაიგეე? ლაშამ აიფონი მიყიდა! ძამიკოო რვა საათზე ჩემთან გამოდი და კლუბში ერთად გავიდეთ, იქ ვიხდი! მადლობა საჩუქრისთვიის!

***
უკვე ღამის თორმეტი საათი ხდება. კლუბში საგიჟეთია. თეას სანაცნობო წრე უკვე მომბეზრდა. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ლენკა და სალომეც აქ არიან და ცდილობენ ჩემი მზერა დაიჭირონ.
ლუდის მეტი არაფერი დამილევია, მაგრამ ესეც კარგად მომეკიდა. სავარძელზე მიწოლილი ვუყურებ გალეშილი სხეულების ვითომ ცეკვას და თავი მეცოდება. ეს სად ვარ და წესით სად უნდა ვიყო? თეა და მისი დაქალი ნინი მოდიან და გვერდით მისხდებიან.
- ძამიკო, მოიწყინე? - მთვრალია ეს ღლაპი.
- მეტი აღარ დალიო. სახლში ასეთს ვერ მიგიყვან.
ყურადღებას არ მაქცევს, თავის ახალ აიფონს იღებს და ჩემთან ერთად „სელფის“ იღებს.
- მიყვარხაარ! ნინისაც უყვარხაარ! - კისკისებს.
- მართლა ნინი? - გავხედე გოგოს. თვალებიდან ძლივს იყურებოდა.
- აუ ძალიაან. - დარუბანდამდე წელავს სიტყვას.
- დამეკარგეთ ორივე აქედან! - დავუბღვირე მათ. თეა ადგა, ხელში მწვდა და წამომაყენა. - სად მიმათრევ გოგო?
- წამო, ნეონის საღებავები მოიტანეს. ჩემი სუპერ ძამიკო უნდა მოვახატინოოო...
- აუ თეა, დამანებე რა თავი!
- დღეს ჩემი დღეა, რაც მომინდება, ყველა იმას გააკეთებს. აბა მიდი, გაიძრე მაისური!
დამიყოლია. მაისური გავიხადე და კუთხეში სკამზე დავჯექი. ნეონით მხატვარმა გოგომ გულზე და მარჯვენა ხელზე ლამაზი ფუგურები დამახატა. პროცესში ლამაზ თვალებსაც ხშირად მიჟუჟუნებდა. ცოტა ხნით თეას ვეცეკვე, მერე სათვალე მოვირგე, ბართან დავჯექი და ლუდი ავიღე. დავრჩი თუ არა მარტო, ჩემი სულელი გამახსენდა და სასიამოვნოდ გამეღიმა იმის გამო, რომ ის იმ თითოეულ ცხოვრების შეცდომას არ ჰგავს, რომლებმაც დღეს ჩემი ცდუნება სცადეს. აი ერთ-ერთი, ისევ ნინი.
- გიხდება ნეონი ლაშ, ანათეებ. - ყველა კბილს ერთიანად აჩენს. რა ფუჭია მისი გარეგნული სილამაზე.
- მე ნეონის გარეშეც ვანათებ.
- დღეს ეგ რაღაც არ გეტყობა. სადმე ვინმე გელოდება?
- კი, მელოდება.
- რატომ არ მოიყვანე ააქ?
- იმიტომ, რომ მის გვერდით შენ და შენნაირებს თავი არარაობად არ გეგრძნოთ. მარტო დამტოვე.
ნინი გაწბილებული წავიდა.
ლუდის დალევას რომ მოვრჩი, მაისრუ ჩავიცვი და ისევ სავარძელზე მივწექი. მობილური ავიღე და ჩათში შევედი. ვხედავ მემარტოვებას ნიკი ციმციმებს და ამ წამს მგონია, რომ კლუბში არ ვარ. ჩემს გვერდით მხოლოდ ეს გოგოა და ჩემთან საუბრის წამოწყებას ელოდება. ჯანდაბა! მთვრალი ვარ და თავი უნდა მოვთოკო.

მე მიყურე: - მე მელოდებოდი?
მემარტოვება: - არა ორლანდო ბლუმს. დდ
მე მიყურე: - გასაგებია, რომ შავგვრემნები მოგწონს, მაგრამ ქერა, ცისფერთვალებები მუდამ მოდაში ვიქნებით.
მემარტოვება: - მთვრალი ხარ? დდ
მე მიყურე: - შენ რა ნათელმხილველი ხარ? მეგონა უკვე კარგად გიცნობდი. დდ
მემარტოვება: - მართლა მთვრალი ხარ?
მე მიყურე: - კი, მაგრამ ნუ გეშინია, სისულელეებს არ ვილაპარაკებ. )
მემარტოვება: - ხომ არ აჯობებდა დაგეძინა?
მე მიყურე: - მარტოს ხომ არ დაგტოვებ. )
მემარტოვება: - მარტო არ ვიქნები, დავიძინებ მეც, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენც დაიძინებ.
მე მიყურე: - არა, მე ვერ დავიძინებ. კლუბში ვარ ჩემი დის დაბადების დღეა და...
მემარტოვება: - უი მართლა? გილოცავ. )
მე მიყურე: - მადლობ. მაგრამ რომ იცოდე როგორი გულისამრევი სიტუაციაა...
მემარტოვება: - მერე რატომ არ მოდიხარ?
მე მიყურე: - უკვე წამოსული ვარ. )
მემარტოვება: - კი, მაგრამ... ვერ გავიგე...
მე მიყურე: - შენ გელაპარაკები. )

- სალამი თეას ძამიკო, არ გინდა ვიცეკვოოთ? - თავზე წამომადგა ვიღაც ქერა „ფიტული“. შევათვალიერე.
- სად?
- რა ვი, სადაც გინდა. - იცინის და თვალს მიკრავს.
მეც გავუცინე და მერე თვალები დავუბრიალე.
- მომწყდი თავიდან წითელკლანჭებიანო.
ქერა იბუსხება და გარბის.

მე მიყურე: - რა კარგია შენთან საუბარი. )
მემარტოვება: - დარწმუნებული ვარ სიფხიზლეში ამას არ იტყოდი. დდ
მე მიყურე: - გაჩერდი, თორემ ბევრ რამეს ვიტყვი, რასაც სიფხიზლეში არ ვიტყოდი. პპ
მემარტოვება: - მაგალითად რაას?
მე მიყურე: - კარგი გოგო ხარ შენ ძალიან.
მემარტოვება: - ვიცი და თან ეგ უკვე ნათქვამი გაქვს. დდ
მე მიყურე: - აი ხომ გეუბნები, კარგი გოგო ხარ. იმას კი არ გავხარ წეღან რომ დამადგა თავზე...
მემარტოვება: - ვიინ?. დდ
მე მიყურე: - ვაა, რამდენს ვლაპარაკობ. დდ იცი კიდევ რას გეტყოდი?
მემარტოვება: - რას?

იმას, რომ შენი ნახვა მინდა, რომ მინდა გავიგო, როგორია შენი ხმის ტემბრი, როგორი ხარ როცა იღიმი, როგორ იკვრება შენი შუბლი, როცა ბრაზდები, როგორია შენი თვალები, როცა სევდიანი ხარ... მაგრამ ვერ ვრისკავ ამ ყველაფრის თქმას... არ მინდა დაფრთხეს, არ მინდა ამის გამო გაქრეს.

მე მიყურე: - იმას, რომ არ მინდა ჩემი სულელი გოგო დავკარგო : )
მემარტოვება: - არ დამკარგავ, მით უმეტეს, თუ ყოველთვის ასეთი იქნები.
მე მყურე: - როგორი?
მემარტოვება: - თბილი.

სათვალეს ვიხსნი და ამ ერთ სიტყვას ისე ვუყურებ თითქოს თვითონ „მემარტოვება“ ყოფილიყოს. სიმთვრალისგან მოთენთილი თვალები მოვისრისე, ყურადღება არ მივაქციე ჩემი გულის უჩვეულო დატვირთვას, რომელიც სულაც არ იყო ლუდის ბრალი და ის იყო ტექსტის წერა დავიწყე, რომ უცბად ტელეფონი ხელიდან გაქრა. ჩემს გვერდით სალომე ზის და ტელეფონი მას უკავია.
- დამიბრუნე. - შუბლი შევკარი. მან კი მობილური გამორთო და გამომიწოდა.
- მადლობ, კარგად ვარ. შენ? - მიღიმის.
- რა გინდა?
- შენ. - ნიკაპზე თითებს მიჭერს.
- მე აღარაფერს მეკითხები?
- უნდა შეგეკითხო? - ტუჩს იკვნეტს და ხელს ჩემი მაისურის ქვეშ აცურებს.
- შენი ნერვები არ მაქვს, არც დრო.
- ამას ნერვები სულაც არ სჭირდება. - ტუჩთან ახლოს მკოცნის. - ნუ, დრო რაღაც პონტში კიი.
მობილურს მაგრად მოვუჭირე ხელი. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ ქიმია ამასაც ჯობნის.

თამუნა
***
უცნაურია. ჩემი მიწერილი შეტყობინება ნახა და არ მიპასუხა. უფრო მეტიც - ჩათიდან გავიდა. ვითომ ზედმეტი იყო, რომ ვუთხარი თბილი იყავი ყოველთვისთქო? იქნებ მთვრალი რომ იყო სხვანაირად გაიგო?
მაგრამ არა... ის გონიერი ბიჭია...მთვრალს უფრო ესიამოვნებოდა ჩემგან ამის მოსმენა... მე ასე მგონია. აბა რა მოხდა? იქნებ დამ დაუძახა?
უკვე ერთი საათია ველოდები, მაგრამ არაფერი. ნოუთბუქი გამოვრთე და დავწექი. ცხელა. უცბად მისი მოწერილი მახსენდება: „იმას კი არ გავხარ, წეღან რომ თავზე დამადგა.“ იქნებ მის გამო გავიდა? კლუბში ხომ უამრავი გოგო იქნება. ის კი როგორც მითხრა და როგორც წარმომიდგენია საკმაოდ სიმატიური უნდა იყოს. სად ეცლება ახლა მას ჩათისთვის? ჩემთვის? ან იქნებ უნდოდა კიდეც ჩემთან ყოფნა მაგრამ „იმან“ ან სხვებმა არ აცადეს?
აააა! ამას რას ვაკეთებ... ღმერთო ჩემო, ვეჭვიანობ! სრულ ჭკუაზე ხარ თამუნა?!
იქნებ კლუბიდან წავიდნენ საერთოდ და ახლა ერთად არიან? მშურს იმ გოგოსი. მან მისი სახელიც იცის, მის ხმას ისმენს, მის ცისფერ თვალებს უყურებს, მის ტუჩებსაც ხედავს და მასთან ერთადაც იცინის. თანაც მის გამო მე დამტოვა იმ ბალიშთან, რომლესაც დებილივით ვეხუტები.
თამო, მოკეტე ფიქრები! რა საშინელია ადამიანის ბუნება, ნებისმიერ შემთხვევაში ბუზი სპილოდ უნდა აქციოს. უნდა შეთხზას არ არსებული და მასზე ფიქრში ღამე გაათენოს.
თამო, არ გიფიქრია იმაზე, რომ ადამიანს უბრალოდ მობილური დაუჯდა? ახლა დახუჭე თვალ;ები და შეეშვი მასზე ფიქრს.
ნეტავ სად წავიდა?


ლაშა
***
- მომენატრე. - მითხრა სალომემ და ხელის გულებით მაგიდას დაეყრდნო.
კარს ზურგით მიყრდნობილი ვათვალიერებ მას. ისიც ჩემსავით მთვრალია. ვიცი რაც იმალება მისი ციფერი კაბის ქვეშ, ვიცი რამდენად ვნებიანია გახდილი სალომე, ვიცი, რომ ყველაფერზეა წამსვლელი, ვხედავ, რომ მოუთმენლად მელოდება, მე კი ვდგავარ და ვუყურებ.
- ლაშა. - ჩურჩულებს. - ვიწვი.
მეც... მაგრამ რატომღაც მაინც ვდგავარ. სალომე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იხდის, თითისწვერებით ჩემსკენ მოდის და მკერდით მეხება. ოთახში საშინლად ცხელა, ან ეს უბრალოდ ვნებაა. გონებას ალკოჰოლი აქვს გადაკრული. გოგო ჩემს მაისურს წაეტანა, დავეხმარე და გავიძრე. მის ყელს ვეცი. ისეთი ცხელი იყო, ტუჩები დამწვა. თურმე მართლაც იწვოდა. ხელში ავიტაცე. სალომემ ფეხები წელზე შემომხვია და თითები თმაში ჩამავლო. მისი ხშირი სუნთქვა კისერზე მეცემა და ეს კიდევ უფრო მახელებს. მაგიდაზე დავსვი და კაბა გავაძრე. ვნება ერთდროულად ყველაზე საშიში და ყველაზე სასიამოვნო რამ არის.
სალომე მაცდურად კისკისებს და ჩემი მთვრალი წარმოსახვა უკვე ხედავს მის შიშველ სხეულს. ისევ ხელში ამყავს და ორივე დივანზე ვეშვებით. ტუჩებით დავიარები მის ტანზე და ჩვენი სხეულები ერთმანეთში იხლართება. როგორც იქნა გადავწყვიტე ტუჩებში მეკოცნა და პარალელურად ლიფიც გავაძრე. გოგო მსუბუქად კვნესის და ბეჭებზე მის ფრჩხილებს ვგრძნობ. ჩემი მთვრალი სხეული ვამპირულად გაასმაგებით შეიგრძნობს თითოეულ შეხებას და მოქმედებას.
სალომეს ხელები ჩემი შარვლისკენ მიიწევს, რომ უეცრად რაღაც სურნელს ვგრძნობ, სასიამოვნოს, მონატრებულს, ნაცნობს და ამავე დროს დავიწყებულს. ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო და გოგოს ისე ვკოცნი, რამის ტუჩებს ვგლეჯ, მაგრამ მოუსვენარი თვალები მაგიდისკენ გარბის და სუნამოს ვხედავ, „მემარტოვებას“ სუნამოს.
ამ ორმა წამმა ისე გამომაფხიზლა, თითქოს არც ვყოფილვარ მთვრალი. გულში რაღაც ვარვარებს. აუტანელ დანაშაულს ვგრძნობ და სალომეს მიმართ ვნება ნულამდე ეცემა.
ვდგები და შარვალს ვიკრავ. სალომე გაოგნებულია.
- ჩაიცვი. - ვუთხარი.
- რა მოხდა? - ისიც ადგა და ლიფი ჩაიცვა.
- კითხვების გარეშე სალომე. უბრალოდ ჩაისვი და წადი.
- იცი რა ჰქვია იმას, რასაც შენ აკეთებ? - ყვირის.
- სურვილის არ ქონდა და ნუ ყვირი.
- არა, დამპლობა!
- ჩემთვის ეგ ბევრს არაფერს ნიშნავს. მიდიხარ? თუ ჩაცმაში მოგეხმარო?
ერთხანს ისე მიყურა, მეგონა მეცემოდა და მუშტებს დამაყრიდა. შემდეგ ჩაიცვა და წასვლამდე მომაძახა:
- ნაგავი ხარ!
- მაგრამ არა შენთან მიმართებაში. - ჩავილაპარაკე და აბაზანაში შევედი. ცივი წყალი გადავივლე, მაგრამ გულში ისევ ვარვარებს რაღაც.
ლეპტოპი გავხსენი და ჩათში შევედი. ჩემი სულელი იქ არაა. არც შეტყობინება დაუტოვებია. მიმოწერა იქაა შეჩერებული, სადაც სალომემ გაგვაწყვეტინა. დივანში ჩავჯექი, სუნამო ავიღე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი. მაქვს კი ამის უფლება? მე ხომ მისი პატრონი ისე გავცვალე ვნებაზე არც კი დავფიქრებულვარ? სუნამო დავდე, მივწექი და თვალები დავხუჭე.
გონებაში ისევ იმ ლექსს ვკითხულობ, რომელიც მან დამიწერა და არც კი ვიცი რატომ მეღიმება. ხო, მე მივეცი საკუთარ თავს პირობა, რომ მისი სურვილის წინააღმდეგ არ წავიდოდი, მე დავპირდი „მემარტოვებას“, რომ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდებოდა. მე არ ვარ უნებისყოფო, მაგრამ ამჯერად სისუსტეს ვიჩენ, თუმცა უფრო მგონია, რომ საკუთარი სურვილისამებრ ვმოქმედებ. მე მინდა ვიცოდე მისი სახელი, მე მისი ნახვა მინდა. ხვალ ამას აუცილებლად ვეტყვი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შეხვედრაზე დავითანხმო. <<<<<


თამუნა
***
იმდენი ვიფიქრე „მე მიყურეს“ გაუჩინარებაზე, რომ დილით ჩამეძინა და სამსახურში ნახევარი საათით დამაგვიანდა. სვეტამ ისე მისაყვედურა, შიშით ვკანკალებდი, მეგონა გამაგდებდა. თითქმის მთელი დღე მაღაზიაში იყო და ვერაფრით მოვახერხე სოფოსთვის გუშინდელი მომეყოლა. არა-და მასთან საუბარი ძალიან მჭირდებოდა.
სახლში მისულს შინ არც გია დამხვდა, არც ნანა. ცოტა შევჭამე და წყალი გადავივლე. მოუთმენლად ველოდები დაღამებას. ძალიან მაინტერესებს რას მეტყვის გუშინდელის შესახებ.
ლოდინი უსაშინლესი გრძნობაა დედამიწის ზურგზე. მასთან ერთად კი ყველა ის წამი გეზიზღება, რომელსაც ითვლი. სამაგიეროდ ყველაფერს ინაზღაურებ, როცა შენი დრო მოდის. ჩათში „მე მიყურეს“ ნიკი აციმციმდა თუ არა, შეტყობინებას მომივიდა.

მე მიყურე: - ბოდიშს გიხდი გუშინდელისთვის. ვიცი ცუდად გამომივიდა და თავს დამნაშავედ ვგრძნობ.
მემარტოვება: - რა მოხდა?
მე მიყურე: - მობილური წამართვეს და არ მაცადეს შენთან საუბარი.
მემარტოვება: - ეგ არაუშავს დიდი ამბავი. : ) - ისე ვუთხარი, თითქოს ღამე არ გამეთენებინოს ეჭვიანობით.
მე მიყურე: - რაა? მართლა არ ხარ ნაწყენი სულელო?
მემარტოვება: - ცოტა, სულ ცოტა. ისე ცოტა, რომ თითქმის არა. - რა კარგი მსახიობი ვარ.
მე მიყურე: - მე კი მეგონა, რომ ძალიან.
მემარტოვება: - რა საჭიროა იმაზე საუბარი, რაც იყო და აღარ გამოსწორდება. გირჩევნია მომიყვე, როგორ გაერთე გუშინ.

ცოტა ხნით პაუზაა.

მე მიყურე: - ჩემი დის დაბადების დღეს აღარასოდეს დავესწრები.
მემარტოვება: - რატომ? :დ
მე მიყურე: - აი მე კი არ მეცინება და... შენთან საქმე მაქვს, რაღაც უნდა გითხრა.

სისხლმა ძარღვებში მოძრაობას უმატა. გული მიგრძნობს იმას, რაც არ მინდა, რომ მოხდეს. ამიტომ ვცდილობ თემა შევცვალო, ჩემი სათქმელიც ვუთხრა და იქნებ დავავიწყო ის, რასაც სავარაუდოდ აპირებს.

მემარტოვება: - მეც მაქვს შენთვის რაღაც სათქმელი და მოდი, ჯერ მე დავიწყებ იმიტომ, რომ ამას ჯერ კიდევ გუშინ ვაპირებდი.
მე მიყურე: - საინტერესოა. კარგი, გისმენ.
მემარტოვება: - უნდა გაგახარო, ოცნება აგიხდა. შეგიძლია ტყეში ჩადგმული ქოხი იპოვო და კარგად დაისვენო : )
მე მიყურე: - მოიცა, ანუ...
მემარტოვება: - ხო, მე ვთვლი, რომ ბედნიერი ვარ : )
მე მიყურე: - თუ ეს სიმართლეა, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიხარია. თუმცა ისიც მაინტერესებს ამას როგორ მიხვდი. რამ გაფიქრებინა, რომ ბედნიერი ხარ?
მემარტოვება: - პასუხი ძალიან მოკელა - შენ!

ცოტა ხნით ისევ პაუზაა.

მემარტოვება: - თუმცა ვიცი, რომ ამით არ დაკმაყოფილდები და გეტყვი, რომ შენ ბევრი რამ სხვა თვალით დამანახე, შენ გამო თავი ხანდახან მდიდარიც კი მგონია, შენით გავიგე, რა გრძნობაა შეჩვევა, შენით ვისწავლე, როგორ უნდა ვიყო საკუთარი თავით კმაყოფილი და როგორ ვიბრძოლო ბედნიერებისთვის. საკმარისია? : )
მე მიყურე: - სრულიად იმისთვის, რომ შენ გამო მეც ბედნიერი ვიყო, ჩემო სულელო.
მემარტოვება: - მადლობა შენ ამისთვის.
მე მიყურე: - არაფრის : ) ახლა კი ჩემი ჯერია.

არ დავიწყებია. ღრმად ჩავისუნთქე და მონიტორს იმ იმედით მივაჩერდი, რომ ჩემი წინათგრძნობა მცდარი აღმოჩნდებოდა.

მე მიყურე: - მისმინე, ვიცი იმას, რასაც ახლა მე ვაპირებ არ ელოდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამის სურვილი არა ერთხელ გაგჩენია, ისევე როგორც მე.
მემარტოვება: - არა, გთხოვ, არაფერი თქვა.
მე მიყურე: - რატომ?
მემარტოვება: - შენ ხომ დამპირდი. პირობას დაარღვევ?
მე მიყურე: - დავარღვევ.
მემარტოვება: - არა, ამას არ გააკეთებ.
მე მიყურე: - გავაკეთებ, იმიტომ, რომ იმაზე მეტად შეგეჩვიე, ვიდრე მეგონა. ვიცი, იგივეს გრძნობ შენც.
მემარტოვება: - მე ხომ ბევრჯერ დაგიწერე ის ლექსი.
მე მიყურე: - ჯანდაბას ის ლექსი, სულაც ამოვიგდებ თავიდან.
მემარტოვება: - შენ ხომ იცი ჩემი აზრი ამაზე?
მე მიყურე: - ვიცი. შენი კი იცი, როგორი ვარ და ყველანაირად ვეცდები გადაგარწმუნო.
მემარტოვება: - ყველაფერს ნუ გააფუჭებ. არ მინდა დამთავრდეს ის, რაც აქამდე მომწონდა.
მე მიყურე: - მე ვცდილობ უკეთესად გაგრძელდეს ის, რაც შენ მოგწონდა. მოდი მე დავიწყებ.
მემარტოვვება: - რას?
მე მიყურე: - იმას, რომ პირველი ვიქნები და გეტყვი - მე ლაშა მქვია.

თვალებს ვხუჭავ და სკამის საზურგეს ვეყრდნობი. წამიერად თავი ჩემს სიზმარში მგონია, იქ, სადაც ფურცელზე სახელს მიწერდა. ახლა კარგად ვხედავ, როგორ იწერება კალმით სიტყვა „ლაშა“. სიმართლე ითქვას, მე ხომ ძალიან მინდოდა მისი სახელის გაგება? აი, გავიგე. საქმე იმაშია არ ვიცი, რამდენად მინდა ჩემი სახელი ვუთხრა.

მე მიყურე: - ახლა შენი ჯერია.
მემარტოვება: - ამას რატომ აკეთებ?
მე მიყურე: - იმიტომ, რომ ხომ ხედავ, შენზე სუსტი აღმოვჩნდი. არ გიხარია? თავად ვაღიარე.
მემარტოვება: - არა, არ მიხარია, მერჩივნა ცოტა ძლიერი ყოფილიყავი.
მე მიყურე: - უფრო ძლიერი რომ ვყოფილიყავი, არც შენი სახელის გაგება მომინდებოდა და არ შენი ნახვა.

ამასაც ველოდებოდი, მაგრამ გულმა მაინც ისე ძლიერ დამარტყა, ხელი ვიტაცე.

მემარტოვება: - რა თქვი?
მე მიყურე: - ხო, ხო, გაიგე, მე მინდა შენი ნახვა სულელო, ძალიან მინდა. იმაზე მეტად ვიდრე გგონია. შენი ხმა მინდა გავიგო და შენი ღიმილი მინდა დავინახო.
მემარტოვება: - ლაშა...
მე მიყურე: - ხედავ? ჩემი სახელი დაწერე. მეც მინდა ამის გაკეთება და მომეცი ამის შანსი. ან უკეთესი, შემხვდი და პირისპირ მითხარი შენი სახელი. გააკეთებ ამას იმ სამი თვის გამო, რაც ერთმანეთს ვიცნობთ?

სახე ხელებში ჩავრგე. ბრაზი და ღიმილი, ხო და არა ერთმანეთში მერევა. სოფოს სიტყვებიც ახლა მახსენებს თავს: „რომ გთხოვოს შეხვედრა?“, „შენი პრინციპულობა კარგს არაფერს მოგიტანს“.
ბოლოსდაბოლოს გამოუტყდი თავს თამუნა! შენც ხომ გინდოდა ის ყველაფერი, რაც მან, უფრო სწორედ, რაც ლაშამ ჩამოგითვალა?! მას ძალიან კარგად იცნობ, იცი, რომ გადაგარწმუნებს, იცი, რომ დაგიყოლიებს, მით უმეტეს, რომ შენც სიამოვნებით ნახავდი მას. ასეა, ასე! გარდა ამისა, ჩათში ხომ იმისთვის დარეგისტრირდი, რაღაც სიგიჟე ჩაგედინა? ხო-და მიიყვანე საქმე ბოლომდე. ერთხელ უკვე გადააბიჯე საკუთარ თავს, როცა მას გამოუტყდი, რომ შეეჩვიე. გაბედე, არც ახლა იქნება რთული. თითები მოვიფშვნიტე და კლავიატურაზე ტექსტი ავკრიფე:

მემარტოვება: - კარგი, იყოს ისე, როგორც შენ გინდა. შეგხვდები და სახელსაც მაშინ გეტყვი 

ის იყო შვებით ამოვისუნთქე და დავინახე, რომ მისმა ნიკმა პასუხის დასაბრუნებლად მესიჯის წერა დაიწყო, რომ ოთახში ნანა შემოვიდა, არა შემოვარდა. შეშინებული წამოვხტი მოულოდნელობისგან. ღემრთო მთვრალია!
- რა მოხდა... - ჩავილაპარაკე.
- მე შენ რა გითხარი! - თითქმის ჩამიმარცვლა. ადგილზე ირწავა და ჩაწითლებული თვალებით მომჩერებია. გული ცუდს მიგრძნობს.
- დედა, მთვრალი ხარ, აჯობებს დაიძინო! - მისკენ წავიწიე, მაგრამ იმხელაზე მიყვირა, შევხტი.
- მე შენ რა გითხარი?!
- რა?..
- გითხარი ამ კომპიუტერთან დამჯდარი არ გნახოთქო? გითხარი თუ არა?
- თავი დამანაებე და გადი ჩემი ოთახიდან. უფლება არ გაქვს რამე ამიკრძალო! - ყელში სიგიჟე მომაწვა.
- ენა ჩაიგდე! განა ვის სწერ ასეთს, რომ ღამეებს ათენებ? ვინ ჩაიგდე ხელში? თუ იმან ჩაგიგდო? მითხარი, მარტო ხელში, თუ უკვე საწოლშიც?
- გაჩუმდი! - ვიყვირე მთელ ხმაზე. - მთელი ცხოვრება ფეხებზე გეკიდე. გამაგებინე ახლა რა გინდა?!
- ის ფული, რომელსაც ამ ყუთისთვის იხდი. მე ხომ გაგაფრთხილე ინტერნეტი აღარ ჩართო და აღარც კომპიუტერთან დაჯდეთქო? შენ მე ვინ გგონივარ?
- მინდა ინტერნეტს ჩავრთავ, მინდა კომპიუტერთან ვიჯდები და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. უკვე დიდი ხანია ჩემი ცხოვრება შენ არ გეხება!
- ასე არა?! - გამოსცრა და მუშტები შეკრა. - ახლა ნახავ მე რა არ მეხება.
უეცრად ადგილს მოსწყდა და ვერც კი მოვასწარი იმის გაცნობიერება რას აკეთებდა, ნოუთბუქს ხელი დაავლო და მთელი ძალით კედელს მიანარცხა.


***
გაოგნებულმა ვიყვირე და ნამსხვრევებად დაშლილ ნოუთბუქს ვეცი. ცრემლებმა თვალები დამიბინდა და ვერც ნამსხვრევებს ვხედავდი, ვერც ჩემს ოთახს და ვერც ნანას, რომლის ქშენაც ზურგიდან მესმოდა. წამოვხტი და გამწარებულმა ვუღრიალე:
- მძულხარ, მეზიზღები, ვერ გიტან!
იმხელა გამარტყა, რომ მარტო ლოყა კი არა, მთელი სხეული მეტკინა.
- ახლაც იხადე ინტერნეტის ფული. - მითხრა და არეული ნაბიჯით ოთახიდან გავიდა.
სახეზე ხელები ავიფარე და ავტირდი. ის იყო ცხოვრება მიფერადდებოდა, რომ ნანამ ყველაფერი გააფუჭა. ყველაფერი შემძულდა, რასაც ჩემ გარშემო ვხედავდი. მკერდში ტკივილთან ერთად სიცარიელეს ვგრძნობდი. მე დედა არასოდეს მყოლია, არც მყავს და არც მეყოლება. უკვე აღარ ვიცი ვინაა ის ჩემთვის, არც ის ვიცი, შეცდომას ვუშვებ თუ არა, მაგრამ მე აღარ მინდა მისი დანახვა და მის გვერდით ყოფნა.
ზურგჩანთა ავიღე, რაც ხელში მომხვდა ჩავყარე და ყოველგვარი სინანულის გარეშე გამოვიხურე ჯურღმულის კარი.
გაჩერებაზე ვდგავარ და სიცხისგან დაცვარულ სახეს მლაშე ცრემლები უარესად მისველებს. ღამის თორმეტი საათია დაწყებული. წარმოვიდგინე, როგორ გაუხარდებოდა ლაშას ჩემი თანხმობა შეხვედრაზე და გული უარესად მიჯდება, როცა მის მოწერილ სიტყვებს ვერ ვკითხულობ, როცა უყურადღებოდ, უპასუხოდ და გაურკვევლად ვტოვებ. ლოყებიდან ცრემლებს ვიწმენდ მაგრამ მათ ადგილს სხვები იკავებენ.
ავტობუსში ავედი, დავჯექი და თავი ფანჯარას მივადე. ისეთ დაღლილობას ვგრძნობ, არ ვიცი საჭირო ადგილას ჩასასვლელად ძალა მეყოფა თუ არა. ისევ ტირილი მივადება და პირზე ხელს ვიფარებ რომ მგზავრებმა არ გაიგონ. მე ხომ ცოტა ხნის წინ ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი. ნუთუ ამას არ ვიმსახურებდი და ამიტომ მომექცა ასე ნანა? არა, ნანას ის ათი დოლარი ადარდებდა ინტერნეტში რომ ვიხდიდი, მას ჩემი ბედნიერება სულ ფეხებზე ეკიდა. ხო-და ახლაც აიღოს ჩემგან ის ათი დოლარი. ისე დავივიწყებ და აღარ მემახსოვრება, როგორც მას არ ვახსოვდი მთელი ცხოვრება.
ავტობუსიდან ჩამოვედი, რამდენიმე მეტრი გავიარე და კორპუსში შევედი. ლიფტით მეშვიდე სართულზე ავედი და თეთრ კართან ზარი დავრეკე. ცოტა ხანში კარი სოფომ გამიღო.
- თამო? ღმერთო ჩემო, რა დაგემართა? შემოდი, შემოდი.


ლაშა
***
მემარტოვება: - კარგი, იყოს ისე, როგორც შენ გინდა  შეგხვდები და სახელსაც მაშინ გეტყვი.
რაა? არის! არის! ნუთუ ასე იოლად დამთანხმდა? ასე მარტივად შეიცვალა აზრი? მაგრამ არა, ეს არაფერს ცვლის. უაზროდ, იმ ბავშვივით ვარ გახარებული, საოცნებო ველოსიპედი რომ უყიდეს.

მე მიყურე: - იცი როგორ გამახარე? უზომოდ  - მივწერე, მაგრამ პასუხი არ მომდის, არც შეტყობინება უნახავს.
მე მიყურე: - ეი, სულელო, მითხარი რამე 

პასუხი ისევ არაა, არც მესიჯია ნანახი. არა-და საიტზეა, მისი ნიკი ციმციმებს. ალბათ სადმე გავიდა... მაგრამ... მოიცა, ეს რა არის? ნიკი ჩაქრა, ის ჩათიდან გავიდა. რა მოხდა? ველოდები თხუთმეტი წუთი, ნახევარი საათი, ერთი საათი. არ ბრუნდება. კი, მაგრამ რა დაემართა? უპასუხოდ რომ გასულიყო, ვიფიქრებდი ჩემმა განზრახვამ გააბრაზათქო. მაგრამ ის დამთანხმდა. აბა რა მოუვიდა?
ლოდინი გავაგრძელე და მის მოსვლამდე წიგნი ავიღე, მაგრამ ერთი სიტყვაც ვერ წავიკითხე. ვნახავ, მას ვნახავ! გამუდმებით ეს აზრი მიტრიალებს თავში და ისე მიხარია და ვღელავ, თითქოს გოგოს პირველად ვხვდებოდე. რა არის ეს? ბედნიერება. ხვალვე დავიწყებ იმ ქოხის ძებნას მე რომ ვოცნებობ და მოვშორდები აქაურობას.
შუაღამეა, თითქმის ოთხის ნახევარი. ის ისევ არ შემოდის. მესიჯის მოსვლას ხმა დავუყენე, დავწექი და ლეპტოპიც საწოლზე გვერდით დავდე. თუ მომწერა გამეღვიძება.

***
გავიღვიძე თუ არა, ლეპტოპს ვწვდი და ჩვრთე. არა, არც მოუწერია და არც უნახავს ჩემი წერილები. რა დაემართა ამ გოგოს? იქნებ მის კომპიუტერს ან ინტერნეტს შეექმნა რამე პრობლემა? მაგრამ რაღა მაინცდამაინც ახლა? ჯანდაბა!

მე მიყურე: - შემოხვალ თუ არა მომწერე. ვნერვიულობ შენზე.

დავუტოვე წერილი, ავდექი, ვიბანავე და ოფისში გადავედი. რაღაც საბუთები მქონდა მოსაწესრიგებელი და ნახევარ საათიანი საქმე ორ საათამდე გავწელე. ვღელავ. მინდა არ მინდა „მემარტოვებაზე“ მეფიქრება. თუ ტექნიკური პრობლემა არ აქვს, ნეტავ რა შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო? ის ხომ ყოველთვის სახლიდან მწერს. იქნებ მშობლებთან იკამათა? მაგრამ განა რამდენად უნდა შეეშალა ამ ფაქტს ხელი იმაში, რომ ჩემთვის ერთი წიანადადება მაინც მოეწერა? ჩათი სამსახურშიც რამდენჯერმე გადავამოწმე. არაფერია.
- ლაშა! - დამიძახა ჯაბამ.
- რა იყო? - გამოვერკვიე.
- რა გჭირს, ე? ტირიფს გავხარ შენ ძმობას ვფიცავარ.
- მოიცა რა. ვერ ვარ ხასიათზე.
- ხო, გეტყობა. არ გინდა დაგასაქმო? გულს მაინც გადააყოლებ.
- მიდი აბა?
- ვაკანსია დადე ინტერნეტში. ძველი დამლაგებელი გავათავისუფლეთ, თანამშრომელს საათი მოპარა.
ამან ათიოდე წუთი წაიღო. მერე ისევ ყველაფერი თავიდან დაიწყო. უცბად გამახსენდა, რომ ჩემი ოცნება მქონდა ასახდენი და ინტერნეტში სახლების ძებნა დავიწყე.




თამუნა
***
თვალები რომ გავახილე, ერთხანს ვერ მივხვდი სად ვიყავი, მერე ყველაფერი გამახსენდა. მიუხედავად წინა დღისა, სიმშვიდეს ვგრძნობ. როცა წარმოვიდგინე, რომ ნანა ნერვებს აღარ მომიშლის, თავისუფლად ამოვისუნთქე. ნოუთბუქი გამახსენდა და ყელში რაღაც მომაწვა. მისი გადარჩენის შანსი რომც იყოს, ალბათ ისეთი ძვირი დამიჯდება, რომ მასზე ფიქრიც არ ღირს.
გვერდი ვიცვალე და მეორე საწოლს გავხედე. სოფო უკვე ამდგარა. რვის ნახევარია. თავი საშინლად მტკივა და დამძიმებული ვარ. ტანსაცმლიანს ჩამძინებია და მაისური დაჭმუჭნულა.
სოფო სამზარეულოში ბლინებს აცხობდა. ისეთი სურნელი ტრიალებდა, მომშივდა. რომ დამნიახა თვალები გაუბრწყინდა, ლოყაზე მაკოცა და სკამი შემომთავაზა. რა ბედნიერებაა, როცა იღვიძებ და ადამიანები ასე ლაღად და თბილად გესალმებიან. მშურდა მათი, ვინც სოფოსთან ერთად მომავალში იცხოვრებდა.
- აბა მითხარი, როგორ გრძნობ თავს? - მკითხა მან, მაგიდაზე ბლინებით სავსე თეფში დადო და ფინჯნებში ჩაი ჩამოასხა.
- უკეთ. შენი წყალობით. - გავუღიმე.
- რას ამბობ ჩემო კარგო. ბლინები მიირთვი. - თვითონაც აიღო. - რა მოხდება ახლა შენები რომ სახლში ვერ გნახავენ?
- სიმართლე გითხრა არ მაინტერესებს. თანაც არა მგონია ხილფასის დღემდე ჩემი სახლში არყოფნა შენიშნონ.
სოფომ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და ჩაი მოსვა.
- თუ გინდა ნუ წამოხვალ დღეს სამსახურში. სვეტას ვეტყვი რომ ცუდად ხარ.
- არ ვიცი. გუშინ დავაგვიანე და საყვედური მითხრა. არ მინდა გავაბრაზო. არა-და მუშაობის თავი მართლა არ მაქვს.
- არ იდარდო, ვეტყვი, რომ მოიწმალე და ცუდად ხარ. არასოდეს გაგიცდენია. მგონია, რომ გაპატიებს. მაგრამ მაინც ისე იყოს, როგორც შენ გინდა.
- კარგი, უთხარი მასე, მხოლოდ სანამ წახვალ, რამე გამაყუჩებელი მომეცი, თავი საშინლად მტკივა.
- აი, აქ დევს. საჭმელი მაცივარში იქნება. თამო, არ მოგერიდოს არაფრის, კარგი? რაც დაგჭირდება ყველაფერი გამოიყენე.
- ახლა მხოლოდ ის მჭირდება, როგორმე ლაშას მივწერო. კომპიუტერი ხომ გაქვს? - მკრთალად გავუღიმე.
- ვაიმე, მაქვს, მაგრამ დათას სოფელში აქვს წაღებული. ხვალ ბრუნდება. რა უნდა ვქნათ? - ჩაფიქრდა სოფო.
- კარგი სოფ. ეგ არაუშავს. მოვიცდი ხვალამდე. ახლა მეც შენთან ერთად წამოვალ. გია და ნანა ამ დროს სახლში არ არიან ხოლმე და ჩემს ნივთებს წამოვიღებ.


ლაშა
***
გუშინდელი დღე ისე ჩამთავრდა, „მემარტოვება“ არ გამოჩენილა. მოუსვენრობისგან ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. ახლაც, მისი სუნამო მიჭირავს და მოუსვენრად აქეთ-იქით დავდივარ. ყველა შემთხვევა წარმოვიდგინე, რაც შეიძლებოდა რომ მას მოსვლოდა და ტვინი უკვე გადამეწვა. წუხელ თითქმის არ მძინებია და თვალები გამოფიტული მაქვს. არ ვიცი რა გავაკეთო. რამე ისეთი მაინც მცოდნოდა მასზე, რომ მის მოძებნაში დამხმარებოდა, შემოვივლიდი თბილისს. მხოლოდ ის მითხრა, რომ თბილისში ცხოვრობს, მეტი არაფერი.
საცხობმა ღუმელმა დაიწრიპინა. პიცის ნაჭერი გამოვიღე და შევჭამე. ახლა დროა საქმეს მივხედო. ერთ პრობლემას მაინც მოვაგვარებ. დიანას დავურეკე და ტკბილი ხმით ვთხოვე ჩემთან მოსვლა. უტვინოს, აშკარად იმედი ჩაესახა. ნახევარ საათში კი ჩემთან გაჩნდა.
- შემოდი. - ვუთხარი მომღიმარს და გზა დავუთმე. საგანგებოდ გამოპრანჭულა. - ჩამოჯექი.
- როგორ ხარ? - მკითხა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
- რავი კარგად. შენ? - შევათვალიერე. ესიამოვნა.
- ჯერ-ჯერობით კმაყოფილი.
- რატომ ჯერ-ჯერობით?
- ვნახოთ, რას იტყვი. - წარბები აზიდა.
- იცი, სიმართლე გითხრა, ბევრი არ მიფიქრია.
- ანუ?
- ანუ ის, რომ მიზიდავ. - ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე და იდაყვებით მუხლებს დავეყრდენი. გაეცინა.
- კარგი მოსასმენია, მაგრამ რატომ უნდა გენდო? შენ ძალიან ჭკვიანი ხარ, იქნებ რამეს ხლართავ?
- არაა გამორიცხული. - მხრები ავიჩეჩე. - შენზეა დამოკიდებული რას გადაწყვეტ. უბრალოდ იმას გეტყვი, რომ პრ მენეჯერებს განსაკუთრებული გემოვნება გვაქვს.
- გასაგებია. ერთ რაღაცას შეგახსენებ. შენ ხომ შენს კლიენტ ქალებთან არ წვები? ეს ხომ შენი ერთ-ერთი წესთაგანია?
- მე ვითვალისწინებ იმას, რომ წესები არსებობს და არსებობენ მათი დამრღვევებიც. დიდი ამბავი, თუ ერთ-ერთი მათგანი მე ვიქნები.
- მე შენი და იმ გოგოს მიმოწერები წავიკითხე. საკმაოდ ახლო ურთიერთობა გაქვთ. მან იცის ჩემი გაკეთებულის შესახებ?
- არა. - ძარღვები დამეჭიმა. მინდა აქვე ჩავაძაღლო ეს ბო’ზი, მაგრამ არაფერს ვიმჩნევ და ჩემს გეგმას მივყვები. - რატომ უნდა იცოდეს?
- ხვდები, რომ თუ ჩემი იქნები, მასთან ყველაფერს შეწყვეტ? - სიგარეტს მოუკიდა.
- უკვე შევწყვიტე.
- მართლა? - უკვირს. - რატომ?
- პირველი იმიტომ, რომ თავი მომაბეზრა თავისი „გრუზი“ ცხოვრებით, მეორე იმიტომ, რომ შენ აგირჩიე.
დიანა გაჩუმდა. ერთხანს მათვალიერა. საჭირო არ იყო რამის თქმა, სახეზე ეტყობოდა, რაც გადაწყვიტა.
- ყავას დამალებინებ? - მითხრა და ტუჩები გაილოკა.
- ახლავე. - ყავა უცბად გავაკეთე ორივესთვის და მივუტანე.
- ცოტა რთულია, მაგრამ მაინც გენდობი. - ყავა მოსვა.
- ეგ სირთულე ერთ ღამეში გაივლის.
- თან არც იმის დავიწყება შეიძლება, რაც ჩემთვის გააკეთე. - გაეცინა.
- რა გავაკეთე? - ეს კითხვა უკვე ჩემი კოზირია.
- ასე უმნიშვნელო გგონია ჩემი პოპულარობისთვის საბა რომ ციხეში ჩასვი? არა-და ზუსტად ვიცი, საწყალს არანაირი ნარკოტიკული საშუალება გრამი არ გაუსინჯავს. ხო, თავიდან წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ახლა მადლობელი ვარ თავიდან რომ მოვიშორე. მალე მომბეზრდებოდა. არც ის უნდა დავივიწყოთ, ჩემი სამკაულები ერთი კვირა შენ რომ გქონდა. ეს საინფორმაციო ხომ გადამწყვეტი აღმოჩნდა.
- შენი სურვილი რომ არა, ამ ყველაფერს არ გავაკეთებდი.
- კიდევ რამე მსგავსის გაკეთება ურიგო არ იქნებოდა. ხალხს უყვარს თავგადასავლები. - გადაიკისკისა.
- როგორც შენ იტყვი „ძი“. - გავუღიმე კმაყოფილმა. ყავა მოვსვი და წამოვდექი. - ერთი წუთით. - ლეპტოპი მასთან მივიტანე, ჯიბიდან მობილური ამოვიღე და აუდიო მასალა „ბლუთუზით“ კომპიუტერში გადავწერე. შემდეგ youtube-ზე შევედი და მისი ატვირთვა დავიწყე.
- რას აკეთებ? - დამასწრო სიტყვის თქმა დიანამ.
- უყურე. ახლა ამას ხედავ? იცი რა არის ამ აუდიოზე?
- რა არის? - მკითხა და შუბლი შეკრა. დავინახე როგორ დაიძაბა.
- ის ყველაფერი, რაც ამ წუთას ილაპარაკე. ის თუ როგორ მოიშორე საბუნია და როგორ გაითამაშე სამკაულების მოპარვა.
- რაა? რა თქვი? - წამოიჭრა ფეხზე და თვალები ჭყიტა. - ახლავე შეწყვიტე, რას აკეთებ?!
- ეს აუდიო youtube-ზე იტვირთება, ხედავ? უკვე 28%ია. ჩემი თავი ფეხებზე , ხალხი გაიგებს რა ნაგავიც ხარ და ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი.
- ახლავე გამორთე იდიოტო! - იყვირა და ლეპტოპისკენ გაიწია. ხელებში ვწვდი და უკან დავახევინე.
- არა „ძი“, არ გამოვრთავ. ახლა ხვდები როგორია, როცა საკუთარ საიდუმლოებებს გამჟღავნება უწერიათ? მითხარი რა გრძნობაა, როცა წარმოიდგენ, რომ ხალხს შეძულდები და შენზე იჭორავებს.
დიანა ანთებული მომშტერებია. შიში და სიბრაზე მის სახეზე ირევა და ერთიანად ქშინავს.
- რა გინდა მითხარი, რა გინდა?!
- „ფლეშკა“!
- აქ მაქვს და მოგცემ.
- ახლავე!
ჩანთაში იქექება და „ფლეშკას“ მაძლევს.
- შეაჩერე ატვირთვა, დროზე!
- ამის ასლი არსებობს?
- არა!
- იცოდე, ხომ იცი, არც კი დავფიქრდები, ისე დაგინგრევ ცხოვრებას!
- არ არსებობს მეთქი, მხოლოდ მანდაა! გამორთე ატვირთვა!
- კარგი. - ლეპტოპთან დავიხარე და ატვირთვა შევაჩერე. უკვე 97%-ზე იყო. - ხომ ხედავ, მართალი იყავი, ჩემი ნდობა არ შეიძლებოდა. ახლა კი მადლობა მითხარი, რომ მიცნობდი და დაახვიე აქედან.
დიანას არაფერი უთქვამს, ჩანთა აიღო და კარი გაიჯახუნა. მე კი ჩავიცვი და სამსახურში გადავედი.
ერთდროულად „გასწორებულშიც“ ვარ და გულდამძიმებულიც. უკვე შუა დღის ოთხი საათია, ჩათში ვარ მაგრამ არაფერია. იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ „მემარტოვება“ გაქრა. ჩათიდან უკანასკნელი მიმოწერაც დავაკოპირე, ჩემს საქაღალდეს მივამატე, დიანას „ფლეშკაზე“ გადავიტანე და ჩავფიქრდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი ამოპრინტერება მომინდა. მიმოწერა საკმაოდ დიდი იყო, დროს წაიღებდა და არ მინდოდა ჯაბას ან ვინმე სხვის ყურადღება მიმექცია. „ფლეშკა“ ავიღე და იმ ქსეროქსისკენ წავედი, სიგარეტის მოწევის გამო რომ მეჩხუბებოდნენ. XX


თამუნა
***
ქსეროქსი რომ გავაღე იმდენი სამუშაო დამხვდა, რამის გული გამისკდა. ვიფიქრე, ცოტა ხნით ჩათში შევალ, ლაშას შეტყობინებას დავუტოვებ და შემდეგ დაქსეროქსებას შევუდგებითქო, მაგრამ ბედი ხომ გინდა. სვეტა დამადგა თავს და იმდენი ხნით დარჩა, სიბრაზემ რამის დამახრჩო. მუშაობას შევუდექი და დიდხანს არ გავჩერებულვარ.
ოთხი საათი ხდებოდა სვეტა რომ წავიდა და მალე სამუშაო მეც დავასრულე. სოფომ მომისწრო, სკამზე მისვენებულს ცივი ყავა მომიტანა. სანამ ვსვამდი ისიც ჩემთან იყო. დღეს მისი შვილი დათა უნდა ჩამოეყვანათ სოფლიდან და ავტოსადგურზე აპირებდა წასვლას. მე კი ფული დამიტოვა და მთხოვა ბავშვისთვის პატარა ტორტი მეყიდა.
სოფო მალე გავიდა. მეც შვებით ამოვისუნთქე და ღიმილით გავხედე კომპიუტერს. სასწრაფოდ ვეცი კლავიატურას და ჩათში შევქანდი. ამ ჩემმა საქციელმა სვეტას შვილიშვილი ლიზი და ის დღე გამახსენა, როცა ამ ჩათის შესახებ გავიგე და ჩემ თავზე გამეცინა.
ლაშას მესიჯები დამხვდა. უკანასკნელის წაკითხვაზე კი სასიამოვნოდ დამბურძგლა: „ შემოხვალ თუ არა მომწერე. ვნერვიულობ შენზე.“ ის იყო ტექსტის დასაწერად მოვემზადე, რომ ქსეროქსში კლიენტი შემოვიდა. ააააა! რატომ ახლა? რატომ არაფერს მაცდიან?
- გისმენთ, რა გნებავთ? - ვკითხე უკმაყოფილომ და ბიჭს შევხედე. მგონი მეცნო. აა, ხო, ეს ის ბიჭია, სიგარეტის გამო რომ ვუსაყვედურე.
- გამარჯობა. - მკრთალად გამიღიმა. ეტყობა არც მას დავვიწყებივარ. - ტექსტის ამოპრონტერება მინდა. და სიგარეტის მოწევაც.
- „ფლეშკა“ მომეცით და გარეთ მიბრძანდით! - უკმაყოფილოდ მოვაცილე თვალი.
- კვამლის საფასურზე შევთანხმდეთ. - სიგარეტი ამოიღო.
- შრიფტის ზომა, ტექსტი გასწორებულია? - არ მივაქციე ყურადღება და „ფლეშკა“ კომპიუტერს შევაერთე.
- არ აქვს მაგას მნიშვნელობა.
არ აქვს და ნუ აქვს, არც მეხალისებოდა. საქაღალდე გაიხსნა თუ არა, მაშინვე ღილაკ „print”დავაჭირე.
- დიდ დროს წაიღებს? - მკითხა. სიგარეტისთვის უკვე მოეკიდა.
- თუ გნებავთ ცოტა ხანში გამოიარეთ. - გარეთ მაინც მოწევს. ჩავახველე.
- დაველოდები.
აჰამ! სპეციალურად აკეთებს. გაბრაზებული შევეშვი მას. ვიფიქრე, სანამ პრინტერი მუშაობს, ლაშას მივწერთქო და ის იყო ჩათი უნდა ამომეკეცა, რომ კლიენტის ტექსტს მოვკარი თვალი.

მე მიყურე: - დაგეხმარო?
მემარტოვება: - რაში?
მე მიყურე: - საიტის გაცნობაში.
მემარტოვება: - მადლობ, უკვე გავერკვიე.
მე მიყურე: - გემარტოვება?
მემარტოვება: - ხო!
მე მიყურე: - აქ მარტო ვერ იქნები, დროებით.

და ასე შემდეგ ნაცნობი ნიკების ნაცნობი დიალოგი. ეს ხომ მე და ლაშა ვართ? ადგილს მივეყინე. ხელები დამიბუჟდა. გული ისე გამალებით მიცემს, მგონია მთელ მსოფლიოს ესმის. საიდან გაჩნდა ეს ტექსტი აქ? ოდნავ თავბრუსხვევას ვგრძნობ და არ ვიცი რამდენი ხნით ვჩერდები ამ მდგომარეობაში, რომ უცბად კლიენტის ხმა შორიდან მესმის:
- ეი, რას აკეთებ?
მისკენ ვიხედები. შუბლშეკრული მიყურებს.
- მე... მე...
- შენთვის მისი კითხვა არ დაუვალებიათ, მისი ამობეჭდვა გთხოვეს.
რაც უფრო დიდხანს ვუყურებ მას, მით უფრო მიჭირს სუნთქვა. ქერა, პატარა თმა, ცისფერი თვალები, ოდნავ აპრეხილი ცხვირი, ვარდისფერი, ვნებიანი ტუჩები და ერთი შეხედვით მკაცრი, უხეში გამომეტყველება. რა ხდება ჩემს თავს? ერთადერთი, რაც თავში მომდის ისაა, რომ ჩემი კლიენტი, რომლის სიგარეტის კვამლმაც ოთახი დაფარა, ლაშაა.
- ღმერთო ჩემო! - ჩავიბუტბუტე და ძლივს მოვწყვიტე თვალები. სხეული ცახცახმა აიტანა. მაგიდის ნაპირს ვეჭიდები და თითებს მთელი ძალით ვუჭერ, რომ ტკივილმა გამომაფხიზლოს, თორემ ეჭვი მაქვს, რომ ავდგე თავბრუ დამეხვევა. მე ხომ საშინლად სუსტი ვარ.
- რამე მითხარი? - მეკითხება.
- ა...არა, არაფერი. ეს მზადაა და... – „სტეპლერს“ ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ რაოდენობის ქაღალდს ერთად ვერ შეკრავს, მაგრამ ხელიდან მივარდება. იატაკიდან ვიღებ და თმას ვისწორებ. - აგიკინძო?
- რა ვიცი, შეძლებ? - მათვალიერებს.
გაბრაზებასაც კი ვერ ვახერხებ. გრძნობები დაჩლინგებული მაქვს და დებილივით შევყურებ.
- კარგი, არ მინდა. რამდენი უნდა გადაგიხადო?
მათემატიკა, თანხა! უცბად აზრზე მოვდივა. მონიტორს შევხედე გვერდების რაოდენობის გასაგებად და ვუთხარი:
- ოცდარვა ლარი და სამოცი თეთრი. კვამლისთვის საჭირო არაა.
ფული გადაიხადა, ტექსტი და „ფლეშკა“ აიღო და სანამ გავიდოდა მითხრა:
- სხვისი ტექსტის კითხვა ცუდი საქციელია.
მოეფარა თუ არა თვალს, ადგილს მოვწყდი და კარიდან გავიხედე. მან კი გზა გადაჭრა და პირდაპირ შენობაში შევიდა. მაშინვე სოფოსთან შევვარდი და ვკითხე:
- სოფო, აი იმ შენობაში საცხოვრებელია?
- არა გოგო, ოფისია. - გაიცინა.
- რისი ოფისი?
- მგონი მენეჯერების, რა მოხდა? - ინტერესით შემომხედა.
- ჯერ კიდევ არ მჯერა, ისეთი რამ. - ვთქვი და გამეღიმა, ღიმილი სიცილში გადაიზარდა და პირზე ავიფარე ხელი. - იცი ის სიმპატიური ბიჭი, სიგარეტის გამო რომ ვუსაყვედურეთ ვინ არის?
- ვინ?
- „მე მიყურე“, ლაშა!
- ხუმრობ! - თვალები აჭყიტა.
- არა. - თავი გავიქნიე.
- საიდან მოიტანე?
- ჩათში ჩვენი საუბარი ამომაბეჭდინა. გარეგნობაც დაემთხვა. კიი, ისაა.
- ღმერთო ჩემო. რას აპირებ თამო?
- რომ ვიცოდე.
- მიდი, გადადი ნახე. თქვენ ხომ ისედაც აპირებდით შეხვედრას?
- არა. ასე არ მინდა. რამეს მოვიფიქრებ და დღესაც არაფერს მივწერ.




ლაშა
***
ეს დღეც ისე ჩამთავრდა, მემარტოვება არ გამოჩენილა. არ მჯერა, რომ ასე უთქმელად წავიდა. თუ არ წასულა და დაბრუნდება, ჩემი ლოდინისა და ნერვიულობისთვის პასუხს ვაგებინებ. ნებას არ მივცემ ჩემს გრძნობებზე ასე უგულოდ ითამაშოს.
ღამე მოუსვენრად მეძინა. სამსახურის თავი არ მქონდა. ჯაბას დავურეკე და ვთხოვე, რაღაც წვრილმანები ჩემს მაგივრად მოეგვარებინა. შემდეგ ჩათი გადავმოწმე და ისევ იმედგაცრუებული დავრჩი. უსაქმოდ ყოფნას კვლავ ბინების დათვალიერება ვარჩიე. დიდი ხნის ძიების შემდეგ მთლად ჩემი საოცნებო ქოხი არა, მაგრამ ტყეში ჩადგმული სახლი ვიპოვე. შიგნით ქოხისგან განსხვავებით კარგი პირობები იყო, ეზოც ჰქონდა და კარგადაც გამოიყურებოდა. თანხაც მაწყობდა და ტელეფონზე სახლის პატრონის ნომერი ავკრიფე. დაველაპარაკე და ვუთხარი, რომ ზუსტ პასუხს ორ დღეში ვეტყოდი, ისიც დამთანხმდა.
აქამდე ყოველთვის მე ვტოვებდი ხოლმე გოგოებს. ახლა კი მე დამტოვეს. მართალია მემარტოვება სხვა გოგოებს არ ჰგავს მაგრამ მისი წყალობით გავიგე, რა გრძნობაა მიტოვება. თუმცა, იმედი ჯერ კიდევ არ დამიკარგავს და ველოდები, როდის მომწერს რაიმე დასამშვიდებელს.


თამუნა
***
საუზმე რომ დავასრულეთ, მე და სოფო დათას დავემშვიდობეთ და სამსახურში ერთად წავედით. თავში ათასი რამ მიტრიალებს. არ მინდა ასე უბრალოდ მივიდე ლაშასთან და ვუთხრა, მე „მემარტოვება“ ვართქო. თუმცა არც ის მინდა, ამდენი ხნით უყურადღებოდ რომ დავტოვე. ნეტავ რატომ ამობეჭდა ჩვენი საუბარი? ნუთუ ჰგონია, რომ მასთან ურთიერთობა შევწყვიტე? იქნებ ჩემზე ნაწყენია? არა მგონია, მაშინ ჩვენს მიმოწერას არ ამობეჭდიდა. ალბათ ის უფრო აკვირვებს ჩათიდან რომ გავქრი. ალბათ ნერვიულობს ამის გამო. მე კი ვიცი ვინც არის, როგორია, სადაა და არაფერს ვაკეთებ. უცნაურია, მაგრამ მაინც კარგ განწყობაზე ვარ.
ეს რა არის? ქსეროქსი ღიაა. არა-და არ დამიგვიანია, პირიქით - ათი წუთით ადრე მივედი. სოფომ შუბლშეკრულმა გადმომხედა.
- არ ვიცი რა ხდება. - მხრები ავიჩეჩე და შიგნით შევედი. სოფო მაღაზიისკენ წავიდა.
- თამუნა! - ფეხზე წამოდგა სვეტა, რომელიც დაახლოებით ჩემი ასაკისხელა გოგოს ელაპარაკებოდა. გულმა ომი გამიჩაღა. არ მომეწონა მათი სახეები. ხმაც ვერ ამოვიღე, მხოლოდ თავი დავუქნიე. - მაპატიე, მაგრამ მიკიბვ-მოკიბვას, პირდაპირ გეტყვი. სამსახურიდან მოგიწევს წასვლა.
- რატომ? გუშინწინდელის გამო? - პირი გამიშრა და მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. კიდევ რამე რომ მეთქვა, ავბღავლდებოდი.
- არა, მაგრამ არც უიმისობაა. ჩემს ნათესავს დავპირდი, რომ მის ნათლულს დავასაქმებდი და ის შეგცვლის.
გოგოს შევხედე, მაგრამ დაბინდული თვალებიდან ვერ გავარჩიე მისი სახე.
- დღეიდან თავისუფელი ხარ. აი, გამომართვი ეს. რადგან ხელფასამდე ერთი კვირა გაკლდა 120 ლარს მოგცემ. არ გამიბრაზდე, ახალგაზრდა გოგო ხარ და ყველაფერი წინ გაქვს. წარმატებებს გისურვებ.
- მადლობთ. - ჩავიბუტბუტე და გადმოვდგი თუ არა ქსეროქსიდან ფეხი, ცრემლებიც გადმოქანდნენ. სოფოსთან შევედი, მოვეხვიე და ავქვითინდი.
- ეი, რა მოხდა თამო, რა დაგემართა? - მხრებზე ჩამავლო ხელები მან.
- სვეტამ დამითხოვა. გამომაგდო... გამომაგდო, გესმიის? - პირზე ავიფარე ხელები.
- რა? - გაოგნებულმა წამოიყვირა. კი, მაგრამ რატომ? მიზეზი რა გითხრა?
- ნათესავი თუ ვირაც დაასაქმა. მე კი დამტოვა სამსახურის გარეშე. რა გავაკეთო სოფო, ახლა რა ვქნა?
- კარგი, დამშვიდდი, რამე აუცილებლად გამოჩნდება. - მომეხვია და ლოყაზე მაკოცა.
სახლში ძალაგამოცლილი, დაცარიელებული დავბრუნდი. დათას ჩემი დანახვა გაუხარდა და შემომთავაზა ცივ ყავას გაგიკეთებო. ისეთი მონდომებული იყო, გული არ გავუტეხე. დივანზე ჩამოვჯექი და თავი საზურგეს მივადე.
რა მეშველება ახლა? არც სამსახური, არც საკუთარი სახლი. ვარ 120 ლარის და საკუთარი ინტუიციის ამარა. როგორ შეიძლება ადამიანი ერთ წუთს ბედნიერი იყოს და მეორე წუთს ყველაზე უბედურად გრძნობდეს თავს? ეს ხომ უსამართლობაა, საშინელი დაცინვა ცხოვრების მხრიდან.
უკვე მოსაღამოვებული იყო. დათამ და მე ვივახშმეთ, ბავშვს მულტფილმი ჩავურთე და მე დივანზე მივწექი. ლაშა გამახსენდა, მისი გარეგნობა, ხმა, მოძრაობა და გამეღიმა. კარგია, როცა მიუხედავად ყველაფრისა ღიმილის მიზეზი გაქვს. მის გარეგნობაზე ბევრი არასდროს მიფიქრია, მაგრამ ასეთ მიმზიდველს მაინც არ ველოდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვიზუალური ეფექტი ბევრ რამეს ცვლის. მე ხომ ისედაც ვაპირებდი მის ნახვას, მაგრამ ახლა, როცა ვიცი მისი ხმის ტემბრი და გახსენებაზე რაღაც მემართება, უფრო მინდა მასთან შეხვედრა.
მაგიდაზე ნოუთბუქს გავხედე და ის იყო წამოდგომას ვაპირებდი მასთან მისასვლელად, რომ სოფო მოვიდა. სახე ისე გაბრწყინებოდა, თითქოს ოცნება აეხდინოს.
- საღამომშვიდობისათ! - შესძახა და ფეხზე გაიხადა.
- დედიკოო! - გაექანა მისკენ დათა და სოფოს მოეხვია. - დედიკო, დღეს თამუნა ძალიან მოწყენილი იყო. იცი რას ვფიქროობ? მგონი შეყვარებული უნდა იყოს.
მის ნათქვამზე ორივეს გაგვეცინა. სოფომ წყალი დალია და ეშმაკური გამომეტყველებით გვერდით ჩამომიჯდა.
- ვერ წარმოიდგენ რა მაგარი ამბავი მაქვს შენთვის. - წარბები აზიდა მან.
- სვეტამ დამაბრუნა? - ტუჩები ავპრუწე.
- უკეთესი!
- აბა?
- წახვედი თუ არა, მაღაზიაში გოგო მოვიდა და მთხოვა, გარეთ ვაკანსიას გავაკრავო. ვკითხე ვაკანსიის შესახებ და აი რა მოხდა. შენი მენეჯერის ოფისში სჭირდებათ დამლაგებელი. სასურველია ახალგაზრდა, ხელფასი 300 ლარი. აბა თუ გამოიცნობ ვისთვისაა ეს სამსახური? - თვალი ჩამიკრა სოფომ.
- ღმერთო, არა! - წამოვიძახე გახარებულმა.
- კი, კი. იმ გოგოს ვუთხარი, ხვალ ჩემი მეგობარი მოვა და შეგიძლია ვაკანსია აღარ გააკრათქო. დამთანხმდა. ხვდები ეს რას ნიშნავს?
სოფოს მოვეხვიე, ჩავკოცნე და ნოუთბუქისკენ გავვარდი.


ლაშა
***
დიანა, გგონია თავი დაგანებე? ნუთუ გგონია, რომ ასე იოლად შეგრჩა ის, რაც გამიბედე? წარმოდგენა არ გაქვს რას გიმზადებ. საერთოდ ინანებ ჩემთან მუშაობას რომ დათანხმდი და რომ მიცნობდი.
მობილურზე დილით მოძიებული ნომერი ავკრიფე და დავრეკე:
- გისმენთ! - მიპასუხეს.
- საღამომშვიდობისათ, ლალი ხართ? - ვიკითხე.
- დიახ, თქვენ რომელი ხართ?
- უკაცრავად ასე გვიან რომ გაწუხებთ. თქვენ არ მიცნობთ, მაგრამ მენდეთ, ჩემი გაცნობა ბევრ სიკეთეს მოგიტანთ.
- უკაცრავად? - გაუკვირდა ქალს. - ვინ ხართ და რას გულისხმობთ?
- მე სრულიად უსასყოდლოდ წარსულის ოცნების ახდენას გთავაზობთ. ისე ლაშა დამიძახეთ.
- რომელი ოცნების, რას ამბობთ?
- დიანა ბარამიძის ადგილის დაკავებას.
- საიდან გაიგეთ ჩემზე? ან ჩემი და დიანას ურთიერთობის შესახებ საიდან იცით?
- მოდით ხვალ შევხვდეთ და ყველაფერს აგიხსნით. თანახმა ხართ?
რამდენიმე წამით დუმილია. შანსი არაა, არ წამოეგოს.
- კარგით. საად?
კაფეს მისამართი ჩავაწერინე და მობილური გავთიშე. ლაშა, იქნებ შეგებრალებინა დიანა? ჰმ, რაა? არც ერთ შემთხვევაში.!
ლეპტოპი გავხსენი, ჩათში შევედი, მესიჯებს ხმა ჩავურთე ყოველი შემთხვევისთვის და სამზარეულოსკენ სტვენით გავემართე. როგორ მინდა შენი სახე დავინახო „ძი“, როცა გამოგიცხადებენ, რომ შენს ნაცვლად რესტორანში სხვა იმღერებს და თან ვინ? ლილი თოდუა, შენი ძველი კონკურენტი! როცა შენი აზრით ჭკვიანურად იქცეოდი „ძი“, იმაზეც უნდა დაფიქრებულიყავი, რომ შენზე ბევრად ჭკვიანებიც არსებობენ, თან ბრაზიანი ჭკვიანები.
ის იყო ყავა ჩამოვისხი, რომ ლეპტოპიდან ხმა მომესმა, მესიჯის მოსვლის ხმა. მაშინვე დავდე ფინჯანი და კომპიუტერს ვეცი.

მემარტოვება: - როგორ ხარ ლაშა?

დაბრუნდა, მომწერა! ვიცოდი, ვიცოდი, რომ არ წასულა, ვიცოდი, რომ ასეთი უპასუხისმგებლო არ იყო. პატარა ბავშვივით აჟიტირებული ვარ. ისე მიხარია, სიცილს ვერ ვიკავებ. მაგრამ მოიცა... მე წესით გაბრაზებული უნდა ვიყო მასზე.

მე მიყურე: - ხუმრობ ხო?
მემარტოვება: - რატო?
მე მიყურე: - კითხულობ კიდეც? დიალოგის დროს უცბად გაქრი, თან ისეთ დროს, რომ არ შეიძლებოდა. მითხარი შეგხვდებიო და წახვედი. სად იყავი აქამდე? მეოთხე დღეა ლეპტოპს თვალს არ ვაცილებ, იქნებ ინებოს და მომწეროსთქო. ახლა კი შემოდიხარ და ვითომც არაფერი, ისე მწერ როგორ ხარო. რა ჰქვია შენს საქციელს?
მემარტოვება: - ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ იყო.
მე მიყურე: - ხოო, ჩემი იქნებოდა. ტყუილად ვბრაზობ შენზე.
მემარტოვება: - დედამ ნოუთბუქი გამიტეხა, სწორედ მაშინ, როცა შენ გწერდი. იმ ღამით სახლიდან წამოვედი და სამი დღეა მეგობართან ვცხოვრობ. დღეს კი სამსახურიდან გამათავისუფლეს.

აი ლაშა, ეს ის მომენტია, როცა უკან უნდა წაიღო შენი სიტყვები. სიტუაცია წარმოვიდგინე. ალბათ როგორ ცუდად გრძნობს თავს, მე კიდევ იმაზე ვსაყვედურობ უყურადღებოდ დამტოვეთქო.

მე მიყურე: - ახლა როგორ ხარ?
მემარტოვება: - კარგად ვარ 
მე მიყურე: - მაპატიე... უბრალოდ ვნერვიულობდი შენზეც და ჩვენს ურთიერთობაზეც.
მემარტოვება: - მიხარია და არაუშავს, ველოდი, რომ გამლანძღავდი 
მე მიყურე: - მომენატრე ძალიან 
მემარტოვება: - მეც... ძალიან 
მე მიყურე: - რა აღარ ვიფიქრე, სულელო. ყველაფერი წარმოვიდგინე, რაც შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო. მიხარია, რომ კარგად ხარ.
მემარტოვება: - მე კი მიხარია, რომ მელოდებოდი. 
მე მიყურე: - ახლა რას აპირებ? თუ რამით შემიძლია დახმარება, მითხარი კარგი?
მემარტოვება: - თუ სამსახურს გულისხმობ, რაღაც გამოჩნდა უკვე და იმედია რამე გამოვა. მადლობ.
მე მიყურე: - არ ვიცი, რამდენად არის ახლა ამის დრო, მაგრამ მე ისევ იმაზე ვფიქრობ, რაზეც საუბარი გაგვიწყდა.
მემარტოვება: - ამაზე მეც ვფიქრობდი და ცოტა ხნით გადავდე 
მე მიყურე: - რატო?
მემარტოვება: - ვიცი, მიზეზი გაგაკვირვებს და კითხვებით ამიკლებ, მაგრამ მინდა, რომ იცოდე 
მე მიყურე: - ნუ გადამრიე. მითხარი რატო?
მემარტოვება: - იმიტომ, რომ... იცი, მე ვიცი ვინც ხარ.
მე მიყურე: - რაა? მოიცა ეს რას ნიშნავს? სახელს თუ გულისხმობ, ეს ხომ მე გითხარი?
მემარტოვება: - ვიცი ლაშა, მაგრამ მე სახელს არა, შენ, შენს გარეგნობას, ხმას და ფიზიკურობას ვგულისხმობ 

სკამს მივეყრდენი. გაოგნებული, გაშტერებული ვარ. არ მგონია მეხუმრებოდეს. აბა ეს როგორ მოხდა? საად? როდის? უამრავმა კითხვამ მოიყარა თავი.

მე მიყურე: - ახლავე ამიხსენი!
მემარტოვება: - რა ახსნა უნდა ამას. მე შენ გნახე და ვიცი ვინც ხარ 
მე მიყურე: - კი, მაგრამ სად? როდის? როგორ მიხვდი, რომ მე ვიყავი? ხვდები რას ამბობ?
მემარტოვება: - არც ერთ კითხვაზე არ ვაპირებ პასუხის გაცემას. არც შენ გირჩევ ფიქრით თავის მტვრევას :D
მე მიყურე: - იცი როგორ მაბრაზებ სულელო?
მემარტოვება: - ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩემზე დიდხანს ვერ იქნები გაბრაზებული. 
მე მიყურე: - ეს ვინ გითხრა? :D
მემარტოვება: - არავინ, ასე მგონია :D

გამეცინა. საოცარი გოგოა. მკლავს ინტერესი სად მნახა, როგორ მიცნო და რატომ აქამდე არ მითხრა ეს, მაგრამ ჩაციებას აზრი არ აქვს. ვიცი, მაინც ვერ ვათქმევინებ.

მე მიყურე: - ჩემი ჭკვიანი ხარ  კარგი, მითხარი, რას აპირებ?
მემარტოვება: - შენს ნახვას.
მე მიყურე: - აკი ცოტა ხნით გადავდეო?
მემარტოვება: - კი, კი გადავდე, უბრალოდ შენ ვერ ჩასწვდი ჩემს ნათქვემს ;)
მე მიყურე: - მივხვდი, მაგრამ ამას როგორ აპირებ?
მემარტოვება: - ეგ მე ვიცი :D
მე მიყურე: - მინდა, რომ დაგიჭირო და დაგახრჩო!
მემარტოვება: - რატო? :D
მე მიყურე: - ამდენი ხნით მალოდინე, ახლა მეუბნები ვიცი ვინც ხარო და კიდევ არ მაძლევ საშუალებას, რომ გნახო.
მემარტოვება: - არა, არ დამახრჩობ, შენ ხომ კეთილი ბიჭი ხარ? თანაც, იმისთვის რომ დამახრჩო, საჭიროა მნახო, ასე, რომ გეგმა უკვე ჩაგეშალა :D
მე მიყურე: - იცი ახლა რა მემართება? გულზე ვსკდები, შური მახრჩობს, რომ შენ მე მიცნობ, მე კი არა. ცოდო ვარ სულელო, ცოდო.
მემარტოვება: - ეს რა არის? თავს მაცოდებ? ხა ხაა! :D არაფერი გამოგივა. მითხარი, ხვალ გინდა რომ გნახო?
მე მიყურე: - ისე არა, როგორც შენ აპირებ.
მემარტოვება: - ვიცი რომ გინდა. შეგიძლია ზუსტად ორ საათზე გამოხვიდე სამსახურიდან?
მე მიყურე: - შემიძლია.
მემარტოვება: - ხო-და ძალიან კარგი. ხვალამდე ლაშა. ახლა უნდა წავიდე 
მე მიყურე: - კარგი, ძილინებისა სულელო  მიხარია, რომ არ გაქრი და ისევ გამოჩნდი 
მემარტოვება: - მიხარია, რომ დამხვდი  ძილინებისა.
მე მიყურე: - რამის დამავიწყდა. თმა არ შეიკრა 

ერთიანად აფორიაქებული და ბედნიერი ვარ. არ ვიცი როგორ დავიძინებ. ზუსტად არ ვიცი, როგორ აპირებს მემარტოვება ჩემს ნახვას, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ გამაოცებს. XXX

თამუნა
***
ოფისში ცხრა საათისთვის გამოვცხადდი. მოცდა მთხოვეს და შავ ტყავის დივანზე ჩამოვჯექი. ჩუმად მოვავლე თვალი გარემოს. ირგვლივ სისუფთავის და საქმის სუნი ტრიალებს. აქ მომუშავე გოგონები მოდელებს ჰგვანან. ერთს კი იფიქრებ, ნეტავ თუ ესმით რამე თავიანთი საქმისო, მაგრამ ალბათ ესმით, რადგან აქ მუშაობენ.
გული აჩქარებით მიცემს. მინდა მანამ გავესაუბრო ვინმეს, სანამ ლაშას შევხვედრივარ, თორემ ვიცი დებილივით მივაშტერდები და არ მინდა რამე იეჭვოს.
ოთახიდან წითელთმიანი გოგო გამოვიდა და რომ დამინახა დამიძახა. კაბინეტში შევედით.
- ჩამოჯექი.- სკამი შემომთავაზა და შემათვალიერა. - სივი ხომ არ გაქვს?
- კი, მაქვს. - სივი გავუწოდე. თვალი გადაავლო.
- მოკლედ თამარ, რა ხდება...
- თამუნა დამიძახეთ. - გავუღიმე.
- კარგი თამო. მე თინა მქვია. უკვე გეცოდინება, დამლაგებელი გვჭირდება. აქმდე ვინც გვყავდა, იმან თანამშრომელს საათი მოპარა. გარდა ამისა, არც მისი მუშაობით ვიყავით კმაყოფილები. შენში პირველი პლიუსი ისაა, რომ ახალგაზრდა ხარ და ენერგიული იქნები. მოდი, ახლა მე აგიხსნი გრაფიკს და შენს მოვალეობებს და გადავწყვიტოთ დარჩები თუ არა, კარგი?
- კარგით.
- მოკლედ. საღამოს შვიდ საათზე მოგიწევ მოსვლა და ოფისის დალაგება. როგორც ხედავ აქაურობა არც ისე დიდია. მხოლოდ ამ სართულზე მოგიწევს მუშაობა. სულ ერთი მისაღები და ექვსი კაბინეტია. ძირითადად კაბინეტებში დაიტვირთები, ხვდები ალბათ რატომაც. ჩვენთვის ყველა ფურცელი მნიშვნელოვანია, ამიტომ ძირს რაც ეგდება იმას ყურადღება მიაქციე ხოლმე. განსაკუთრებით აი ამ მაგიდასთან იყავი ხოლმე ფრთხილად. ცოტა პრეტენზიული მფლობელი ჰყავს. - გაიცინა. - რაც შეეხება ხელფასს. იცი ალბათ რომ 300 ლარი გექნება. თანხას ჩვენს ბუღალტერთან ხელზე აიღებ. აბა? - ამოიოხრა. - რას იტყვი?
- სანამ პირობებს გამაცნობდით უკვე თანახმა ვიყავი. - თითები მოვიფშვნიტე. - იმედებს არ გაგიცრუებთ. სისუფთავე მეც ძალიან მიყვარს.
- მშვენიერია. წამოდი გარეთ, ხელშეკრულებას გავაფორმებ.
გამოვედით. მე იქვე კაბინეტთან დავჯექი. ის იყო წითელთმიანმა მდივანს საბუთი გამოართვა, რომ კიბეზე ამომავალ ლაშას მოვკარი თვალი. თითქოს დენმა დამარტყა. ერთხანს ვუყურე, მაგრამ მალევე მოვაცილე თვალი და ზურგი ნახევრად ვაქციე.
- ლაშაა, - დაუძახა თინამ. ოღონდ ახლა არ გამაცნოს, თორემ ამ წითელ თმას გადავაცლი. - შემოდი, შენთან საქმე მაქვს.
ამოვისუნთქე. ჯერჯერობით. კაბინეტში შევიდნენ. კარი ბოლომდე არ დაუხურავს და მათ საუბარს მოვკარი ყური.
- შეგიძლია ვაკანსია აიღო? დამლაგებელი ვიშოვეთ. - უთხრა გოგომ.
- ის, გარეთ რომ ზის? თვალი მოვკარი.
- ხო, თამარი ჰქვია. - ჩაიცინა თინამ. რას უწუნებს ჩემს სახელს?!
- რა მნიშვნელობა აქვს სახელს. მტავარია თავისი საქმე სუფთად გააკეთოს.
- კოჭებამდე ჯინსი აცვია. არ სცხელა მაინც? სუ გაგიჟდა ეს ეს ხალხი.
უკვე ზედმეტი მოსდის ჩემზე. რა მისი საქმეა მე რა მაცვია? შევარტყვე, როგორ დაიჭიმა ჩემს ხელებზე ძარღვები. მოვტრიალდი და ონავ ღია კარში შევიხედე. ლაშა ჩანდა. თურმე ის მაგიდა მისი ყოფილა. სავარძელს მიყრდნობოდა და ხელები გულზე დაეკრიბა.
- თინაა, ჯერ ერთი შენი საქმე არ არის ვის რა აცვია და მეორეც, მთელს თბილისს ჰყოფნის შენი ტრუსებამდე მოკლე კაბების და შებოლილი ყველისფერი ფეხების დანახვა და ეგ არაფერი, თუ ჩვენს დამლაგებელს ჯინსის შარვალი ეცმევა.
- ენა კი არა, წიწაკა გაქვს პირში!
რამის სიცილი ამიტყდა. პირზე ხელი ავიფარე. ეს ის ლაშაა, რომელსაც ვიცნობ? თან ისეთი სერიოზული გამომეტყველებით უთხრა, მე თინას ადგილას ყვირილს ავტეხდი. როგორც ჩანს მისგან მსგავს სიტყვებს მიჩვეულია.
თინა გამოვიდა. ნირ-წამხდარი სახე ჰქონდა. ხელშეკრულებაზე ხელი მომაწერინა. დავემშვიდობე და წამოვედი. ორ საათამდე ჩემი გეგმის განხორციელება უნდა მოვასწრო. სოფოსთან მაღაზიაში მივედი და მობილური გავუცვალე, რომ ჩათში შესვლა შევძლო.


ლაშა
***
წუთებს ვითვლი, არა წამებს, სანამ ორი საათი გახდება. კარგი, ორ საათზე გამოვალ სამსახურიდან, მაგრამ შემდეგ? სად წავალ? რა მოხდება? რა გეგმა აქვს მემარტოვებას? ჯაბას ვუთხარი, რომ გასასვლელი ვარ, ლალისაც საღამოს გადავუტანე შეხვედრა და გახდა თუ არა ორი საათი ოფისიდან გამოვედი.
კართან ვდგავარ და ხალხით სავსე ქუჩას ვათვალიერებ. უცბად ჩემთან გოგო მოდის და გადაკეცილ ფურცელს მაძლევს.
- თქვენთან გამომატანეს. - მითხრა და სიტყვის თქმაც არ მაცადა, ისე წავიდა. არ დავედევნე, ფურცელს დავხედე და გავშალე.
„ შენგან ავტობუსის ორ გაჩერებაში წიგნების მაღაზიაა, იქ გეტყვიან რა უნდა გააკეთო.“ - ეწერა იქ.
შუა ქუჩაში სიცილი ამიტყდა, ღმერთო, ვიცი რასაც აკეთებს. ეს არაა ნორმალური, ეს სიგიჟეა, სასიამოვნო სიგიჟე, რომელსაც არც კი დავფიქრდები, ისე ავყვები. მე ამ გოგოს, ჩემს სულელს არსად გავუშვებ!
წერილი დავკეცე, ჯიბეში ჩავიდე და ჩქარი ნაბიჯით გავემართე. ერთი სული მაქვს გავიგო, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. თავი ფილმში მგონია, თინეიჯერულ, სახალისო ფილმში. არასოდეს დამავიწყდება ეს შეგრძნება, რომლითაც ახლა ვარ მოცული.
ესეც წიგნების მაღაზია. შიგნით გრილა და კონსულტანტი გოგონების მეტი იქ არავინაა. სასიამოვნო სიმშვიდეა, როგორც წიგნების მაღაზიას სჩვევია.
- გამარჯობათ. - მივედი მათთან. - მგონი აქ ჩემთვის რაღაც უნდა იყოს.
- ლაშა ხარ? - მკითხა ერთ-ერთმა და გამიღიმა.
- ხო, ლაშა ვარ.
- იცი, პაროლია საჭირო.
- რა პაროლი? - გამეცინა.
- იმისთვის, რომ წერილი მოგცე, მისი საყვარელი ტკბილეული უნდა დამისახელო.
გიჟი ხარ, ნამდვილი გიჟი, მემარტოვებავ.
- თეთრი შოკოლადი.
- სწორია. აი ეს წერილი და ესეც თეთრი შოკოლადი. გემრიელად მიირთვი და წარმატებები. - გამიცინა მან.
მაღაზიიდან გამოვედი და ფურცელი გავშალე.
„’გაგარინის მოედანზე’ ჩინური რესტორანია. მის კართან კი წერილი შენთვის.“
ტაქსი გავაჩერე და მძღოლს მისამართი ვუთხარი. ხელში წერილები მიჭირავს და სახედან ღიმილი არ მშორდება. ადამიანის ფანტაზია უსაზღვროა, მაგრამ მისგან ამდენს მაინც არ ველოდი. შოკოლადი გავხსენი და სანამ ადგილზე მივიდოდი გემრიელად შევსანსლე. ესეც ჩინური რესტორანი. მძღოლს ფული გადავუხადე და იქურობა მოვათვალიერე. კართან მივედი და კუთხეში მდგარ მცენარის ქოთანში წერილს წავაწყდი.
„ქვები არ ლაპარაკობენ, მაგრამ მაიაკოვსკის ძეგლს შენთვის რაღაც აქვს სათქმელი.“
ისევ უკან უნდა დავბრუნდე! გზის მეორე მხარეს გაჩერებაზე გადავედი და მალევე გაჩერებულ ავტობუსში ავედი. რას წარმოვიდგენდი, ოდესმე მსგავსი რამ თუ გადამხდდებოდა თავს? ჩემი ცხოვრებით ისედაც არ ვიყავი უკმაყოფილო, ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი მაკლია. ამ გოგოს სახით სრულყოფილება თუ არა, ცხოვრების ორიგინალური მხარე აღმოვაჩინე.
მაიაკოვსკთან ჩამოვედი, გზა გადავკვეთე და ძეგლი შევათვალიერე. რამდენიმე იქვე მჯდარი მამაკაცი მიყურებდა. ალბათ მთვრალი ან გიჟი ვეგონე. აი წერილიც.
„ბოლო გაჩერება კიკვიძის ბაღია. იქ ერთ-ერთ სკამთან წერილთან ერთად გაყინული წყალია და იჩქარე, არ გალღვეს.“
ჩავიხითხითე და ტაქსი გავაჩერე. აუფ, იქ რამდენი სკამია, არ გინდა წერილი და წყალი იპოვო? მძღოლს ფული გადავუხადე და ბაღში შევედი. იქვე მდგარი ყველა სკამი შევამოწმე, არაფერი იყო. საით გინდა წახვიდე? გადავწყვიტე მარჯვნივ წავსულიყავი. დაახლოებით ათი წუთის ძებნის შემდეგ ვიპოვე სკამზე წყალი და მის ქვეშ წერილი. ფურცელი გავშალე.
„ჩათში შემოდი.“ - ეწერა იქ.
სკამზე ჩამოვჯექი, წყალი გამოვცალე და მობილურით ჩათში შევედი.

მემარტოვება: - როგორი იყო ექსკურსია? :D
მე მიყურე: - ორიგინალური. მართლა არ ველოდი, ყოჩაღ! ცოტა დამცხა, თორემ შენით გაოცებული ვარ.
მემარტოვება: - ამიტომაც დაგახვედრე ცივი წყალი.
მე მიყურე: - მოიცა, შენც ამ ბაღში ხარ, ხომ? - ვკითხე და წამოვდექი. აქა-იქ ახალგაზრდები ირეოდნენ.
მემარტოვება: - ხო აქ ვარ და დაჯექი, სულ ერთია, მაინც ვერ მიპოვი :D
მე მიყურე: - მხედავ კიდეც?
მემარტოვება: - აჰამ, შენ გიყურებ „მე მიყურე“ :D

ჩამოვჯექი. ისეთ ეიფორიაში ვარ, მის ძებნას მართლაც არ აქვს აზრი.

მე მიყურე: - ეს იდეა საიდან გაგიჩნდა?
მემარტოვება: - თინეიჯერობისას ჟურნალში ამოვიკითხე და მას შემდეგ სულ მინდოდა ამის გაკეთება. ახლა კი მიზეზი მომეცა
მე მიყურე: - ამ მიზეზს ჰკითხე აბა როდემდე გაძლებს შენს უნახავად?
მემარტოვება: - უკვე მოგბეზრდა?
მე მიყურე: - რას ამბობ, პირიქით, ეს რაღაც უცხოა და სიამოვნებით ვთამაშობ შენს თამაშს. უბრალოდ მაინტერესებს რამდენ ხანს გაგრძელდება ეს?
მემარტოვება: - ხვალ და ზეგ-ღა
მე მიყურე: - მშვენიერია და შემდეგ გნახავ!
მემარტოვება: - არ გეშინია, რომ იმედები გაგიცრუვდება?
მე მიყურე: - რაა? რა მხრივ?
მემარტოვება: - რა ვიცი, თუნდაც გარეგნობის მხრივ.
მე მიყურე: - მე მეგონა უკვე კარგად მიცნობდი! მშვენიერ ხასიათზე ვარ და ნერვებს ნუ მომიშლი! :@
მემარტოვება: - კარგი, კარგი ახლა აჯობებს წავიდეთ მეც და შენც გამიხარდა, რომ ბოლომდე მომყევი
მე მიყურე: - მე კი შენ მიხარიხარ! ხვალ ისევ ორზე?
მემარტოვება: - ხო ისევ ორზე

თამუნა
***
დავინახე, როგორ ადგა სკამიდან, ხელში წყლის ბოთლი უკავია და ხალხს ათვალიერებს. შემდეგ ალბათ მიხვდა, რომ ჩემს ძებნას აზრი არ ჰქონდა და ნელი ნაბიჯებით გავიდა ბაღიდან.
გამომივიდა! უზომოდ მიხარია, რომ ამყვა და ჩემს საქციელს სისულელე არ უწოდა. ხვალინდელი დღის გეგმა უკვე შედგენილი მაქვს. ახლა აჯობებს სახლში წავიდე.

***
ოფისში მდივანის გარდა არავინაა. პატარა საწყობში უნიფორმა გადავიცვი, საჭირო ნივთები ავიღე და საქმის კეთება ლაშას კაბინეტით დავიწყე.
მისი მაგიდა ისეთი მოწესრიგებულია, დალაგება არ სჭირდება. არც ქაღალდი გდია ძირს და არც სიგარეტის ნამწვავები. სამაგიეროდ მის მეზობელ მაგიდას გვარიანად უნდა დასუფთავება. ღრმად ჩავისუნთქე და საქმეს შევუდექი.
დღევანდელ დღეზე ფიქრში, როგორ მოვრჩი ოფისის დალაგებას ვერც კი მივხვდი. დაღამებულა. ცხრა საათი ხდება. გამოვიცვალე, დარაჯს დავემშვიდობე და წამოვედი.
მომწონს ჩემი სამსახური. ვმუშაობ სულ რაღაც ორი საათით, მაქვს 300 ლარი ხელფასი, ძველ სამუშაოზე გაცილებით ნაკლებად ვიღლები და რაც მთავარია ლაშასთან უფრო ახლოს ვერ.
სოფო აჟიტირებული მელოდა. მივედი თუ არა სახლში, ჩამომისვა და ყველაფერი მომაყოლა. შემდეგ ცოტა ვივახშმე, ვიბანავე და დავწექი. ხვალინდელ დღეზე ფიქრით გვიან ჩამეძინა.


ლაშა
***
ლალისთან საუბარმა იმაზე ბევრად ნაყოფიერად ჩაიარა, ვიდრე ველოდი. არც ის ჩანს ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ თავისზე ასაკით უმცროსი ბიჭები ნამდვილად არ მოსწონს.
ორის ნახევარია. დღესაც მომიწევს თბილისის შემოვლა და ახლა უფრო ყურადღებით ვიქნები. არ არსებობს რაღაც შეცდომა არ დაუშვას. ხო, ხვალ ისედაც ვნახავ, მაგრამ მე რის მე ვარ იდეა რომ არ მომივიდეს? მობილურში ჩემი „ქოხის“ დიასახლისის ნომერი მოვძებნე, დავურეკე და ვუთხარი, რომ ზეგ დილით იქ დამხვედროდა. შემდეგ ლალისთან დაკავშირებით პატარა საქმე მოვაგვარე და ზუსტად ორ საათზე სამსახურიდან გამოვედი. დიდხანს არ ვმდგარვარ ისევე, როგორც გუშინ, ვიღაც გოგომ წერილი მომიტანა და უსიტყვოდ გამცილდა.
„აბა, მზად ხარ? :D შენთან ახლოს, „მაკდონალდსში“ ერთ-ერთ კონსულტანტ გოგოს აქვს წერილი. დაუკავშირე ის და შენი საყვარელი ფერი ერთმანეთს და მასაც იპოვი.“
სამარშრუტო ტაქსიში ავედი და საჭირო პუნქტადე გავყევი. შენობაში როგორც ყოველთვის ხალხმრავლობაა. მე მჭირდება კონსულტანტი. ჩემი საყვარელი ფერი თეთრია. რა შუაშია? ყველა მომსაცურე კონსულტანტს ღვიძლისფერი და შავი უნიფორმა აცვია. პირველი სართული მოვათვალიერე. შემდეგ მეორეზე ავედი და დავინახე კონსულტანტი გოგონა, რომელსაც თმა თეთრად ჰქონდა შეღებილი და კლიენტს ესაუბრებოდა. გავემართე თუ არა მისკენ, ისიც წამოვიდა. გავაჩერე.
- გამარჯობა, შენ ჩემთვის წერილი უნდა გქონდეს.
- დიახ, მაქვს. - გამიღიმა, წერილი მომცა და დამემშვიდობა.
„ ბოლოს კინოში როდის იყავი? „ამირანი“ გელოდება. თუ იჩქარებ შეიძლება იქ დაგხვდე კიდეც, თუ არა-და წერილს მაგიდაზე იპოვი.“
„მაკდონალდსიდან“ გამოვედი და ტაქსი გავაჩერე. ესე იგი ის ერთი ნაბიჯით წინ მისწრებს და მე შანსი მაქვს, რომ ახლა ვნახო.
- ცოტა სწრაფად. - ვუთხარი მძღოლს და თანხა წინასწარ გადავუხადე. ნეტავ დღეს სად დასრულდება ჩემი ექსკურსია? თუ მარშრუტი გუშინდელს ჰგავს, ბოლო გაჩერება სავარაუდოდ რომელიმე პარკში იქნება.
„ამირანში“ შევედი და მეორე სართულს ავხედე. მაგიდები მხოლოდ იქაა. ხალხი არ არის. ქვედა სართულზე სიწყნარეა, მხოლოდ დარბაზიდან გამოდის სიცილის ხმა. კიბეს ავუყევი. პირველ მაგიდაზე არაფერია, არც მეორეზე, არც მესამეზე, მეოთხეზე ფურცელი დევს, მაგრამ სანამ მას ავიღებდი კარგად დავზვერე გარემო. დახლს იქით ორი გოგონა ზის და პოპკორნს მიირთმევენ. კუთხეში მაგიდათან კაცი და ბავშვი სხედან. არავინაა. ან ვერ მოვასწარი, ან კარგადაა ჩასაფრებული. ფურცელი ავიღე.
„ზოოპარკში წადი და სპილო გეტყვის დღეისთვის ბოლო მისამართს. )“
ვიცი, რომ ამას არ გააკეთებს, მაგრამ „მემარტოვებამ“ უნდა თქვას ჩემს დაკრულზე გაცეკვეო. ზოოპარკამდე სამარშრუტო ტაქსს გავყევი. საშინლად მცხელა და ერთი სული მაქვს როდის შევაბიჯებ ჩემს „ოცნებაში“. ის ალბათ უკვე იქაა, სადაც ბოლოს მომიწევს მისვლა. მაცადე „მემარტოვებავ“, გახსოვს ერთხელ მითხარი თვითკმაყოფილი შურისმაძიებელი ხარო. გაჩვენებ როგორ უნდა აქეთ-იქით ამხელა ბიჭის სირბილი.
ზოოპარკში შევედი. ხალხი ცოტაა. აბა რომელი სულელი წამოიყვანს ამ სიცხეში ბავშვ ააქ? ბოლოს ზოოპარკში წლების წინ ვიყავი, რაღა მახსოვს სადაა სპილო. თან მაშინ მგონი არც ჰყავდათ. ბამბის ნაყინის გამყიდველს ვთხოვე და მიმასწავლა.
გალიას მივუახლოვდი თუ არა გისოსებს შორის წერილი შევნიშნე. სპილო გარეთ ჰყავდათ. ეს უზარმაზარი კეთილი ცხოველი, ისე დინჯად და თან სასაცილოდ დასეირნობდა თავის პატარა სპლიყვთან ერთად, რომ მგონი „მემარტოვებს“ მიმართ ბრაზმა გადამიარა. ჰმ! სტარტეგიული სვლა იყო. წერილი გავხსენი.
„წერეთლის ბაღში გელოდებით მე, წერილი და ცივი წყალი.“
გამოვიცანი. დღე ბაღით დასრულდა. იმედია იქ, ჩრდილში ცოტა ეგრილება. ზოოპარკიდან გამოვედი და ტაქსით წავედი. ბაღში მაინცდამაინც არ იყო ხალხი, სკამებიც უმრავლესობა დაკავებული იყო, ამიტომ გამიმართლა და ბოთლი ადვილად ვიპოვე. მოწყურებულმა გამოვცალე და წერილი გავხსენი.
„ჩათში ვარ!“

მე მიყურე: - მე კიდევ დაღლილი ვარ!
მემარტოვება: - სირბილით? :D
მემარტოვება: - ლო-დი-ნით! თუმცა სპილო მომეწონა :D
მემარტოვება: - შენსავით კეთილია ისიც :D
მე მიყურე: - ჩემს მოთაფვლას ნუ ცდილობ. ბაღში ხარ?
მემარტოვება: - ხო, შენ გიყურებ. გიხდება თეთრი მაისური 
მე მიყურე: - ჰაჰ, მადლობ. ისე, აღიარე, როგორ ბიჭი ვარ? :D
მემარტოვება: - სიმართლე გითხრა თუ მოგატყუო?:D
მე მიყურე: - როგორც გინდა :D
მემარტოვება: - კარგი, სიმართლეს გეტყვი. იმაზე ბევრად სიმპატიური ხარ, ვიდრე ველოდი.
მე მიყურე: - ელოდი კიდეც? ხედავ? გამოგიჭირეე! :D
მემარტოვება: - ლაშა, რა გინდა? :D
მე მიყურე: - შენი ნახვაააა!
მემარტოვება: - ხვალ.
მე მიყურე: - იცი ხვალამდე რამხელა დროა? ერთი დღე, 24 საათი, 1440 წუთი და 86400 წამი. მე კიდევ შვიდთვია ვარ.
მემარტოვება: - თუმცა შვიდთვიებსაც აქვთ მოთმინების უნარი. :D

ეს ვინაა? გამაგიჟებს! დამშვიდდი ლაშა, შენ ხომ გეგმა გაქვს, ხვალამდე უნდა მოითმინო.

მე მიყურე: - კარგი. სამსახურზე რა ქენი?
მემარტოვება: - ვიშოვე. ძალიან მაგარი ადგილია :D
მე მიყურე: - მართლა? გილოცავ, მიხარია. საად?
მემარტოვება: - ისე მეკითხები, თითქოს არ იცი, რომ არ გეტყვი :D
მე მიყურე: - რა ვი, მაინც ვცადე :D როგორია შენი ხვალინდელი გეგმა?
მემარტოვება: - ხვალ ბოლო გაჩერებაზე შეგხვდები.
მე მიყურე: - მშვენიერია! მე შენთვის სიურპრიზი მაქვს!
მემარტოვება: - ჩემთვის? მართლა? რა არის?
მე მიყურე: - არ გეტყვი :P
მემარტოვება: - ასეც ვიცოდი :/
მე მიყურე: - სულელო, აბა თუ გითხარი, რაღა სიურპრიზი გამოვა?
მემარტოვება: - მომეწონება?
მე მიყურე: - არ მოგეწონება და ნახავ რაც მოგივა. მეც იქ ვიქნები :D
მემარტოვება: - დამშვიდდი, უკვე მომწონს :D კარგი ლაშა, ახლა წავალ, ხვალ ისევ ორ საათზე 
მე მიყურე: - კარგი, ხვალამდე. არ გაიპრანჭო :D
მემარტოვება: - რატომ უნდა გავიპრანჭო? :D
მე მიყურე: - რა ვიცი, გოგოები პაემნებისთვის განსაკუთრებულად იპრანჭებიან ხოლმე. :D
მემარტოვება: - არც ვაპირებდი :D ისიც კი არ ვიცოდი, ხვალ პაემანი თუ გვქონდა :D
მე მიყურე: - ხოდა ახლა იცი. ხვალამდე <3


თამუნა
***
სოფოს ყველაფერი მოვუყევი და ცოტა ადრე დავწექი, მაგრამ არა მგონია ასევე ადრე დამეძინოს.
ხვალ უნდა ვნახო. ხვალ შევხვდები, მის წინ ვიდგები, გამარჯობას ვეტყვი, გამეღიმება მის ღიმილზე, ხელს ჩამოვართმევ ან გადავკოცნი. მერე ალბათ იმავე სკამზე ჩამოვსხდებით, რომელზეც წერილს დავახვედრებ. ჯერ ალბათ ჩუმად ვიქნებით და ამაზე გაგვეცინება. შემდეგ ალბათ ის წამოიწყებს საუბარს. მე ვერა, იმიტომ, რომ მისი ცქერით გამოვშტერდები. ჩემთვის ის ძალიან სიმპატიურია და ჯერ კიდევ არ ვიცი მის გვერდით როგორ ვიგრძნობ თავს. შემდეგ რაზე ვისაუბრებთ? თუმცა სასაუბრო თემა არასოდეს დაგვლევია და ალბათ არც ახლა ვისხდებით ჩუმად.
მან სიურპრიზი ახხსენა. ნეტავ რა უნდა იყოს? ვფიქრობ და აზრად არაფერი მომდის. მომეწონება? მაგრამ რატომ არ ვეშვები მის გამოცნობას? შემდეგ ხომ საინტერესო აღარ იქნება. შენსავით ცნობისმოყვარე სულიერი არ დადის თამუნა!
გული აჩქარებით მიცემს. დამშვიდებას ვცდილობ, ღრმად ვსუნთქავ, მაგრამ ის არ მიჯერებს. ცუდი არ არის, ეს სასიამოვნო შეგრძნებაა. მე ხომ მას უნდა შევხვდე, ვისააც სამ თვეზე მეტია ვესაუბრები და ასე შევეჩვიე? ხო-და თამუნა, აქ არაფერია სანერვიულო. შენ გინდოდა მისი ნახვა და ეს დღეც ხვალ დადგება. ასე, რომ დატკბი ამ შეგრძნებით, რასაც ახლა განიცდი და დაელოდე იმ წამს, როცა ის მოგესალმება. ახლა კი თვალები დახუჭე და ცოტა დრო სიზმრებსაც დაუთმე. ხვალ ემოციურად დატვირთული დღე გექნება და გირჩევნია კარგად გამოიძინო.


ლაშა
***
გახდა თუ არა ორი საათი ოფისიდან გამოვედი. წერილი ისევ უცხო გოგომ მომიტანა.
„გამხნევდი, შორი გზა გაქვს გასავლელი :D ‘მშრალი ხიდის’ გამოფენაზე გოგონას პორტრეტს ნახავ, რომელსაც ჩემი ფერის თმა იმ მდგომარეობაში აქვს, შენ რომ მოგწონს.“
ახალ გამოცანაზე გამეცინა. წერილი ჯიბეში ჩავიდე და ტაქსი გავაჩერე. როგორ ჰქონია „მემარტოვებას“ რომ დღეს მნახავს. არა ჩემო კარგო, იმედები უნდა გაგიცრუო. სამაგიეროდ დარწმუნებული ვარ სიურპრიზი მოგეწონება.
მძღოლს ფული გადავუხადე და მანქანიდან გადავედი. ღმერთო, აქ უამრავი ნახატია! „მემარტოვებას“ თაფლისფერი თმა აქვს. მე კი გაშლილი თმა მომწონს. პორტრეტი უკვე წარმოვიდგინე და თვალიერებას შევუდექი. აი პირველი გოგოს პორტრეტი, მაგრამ მას შავი თმა აქვს. ესეც მეორე, მაგრამ მას საერთოდ არ აქვს თმა. მესამეც შავთმიანია, მეოთხე ქერაა, შემდეგიც. მეექვსეს შეკრული თმა აქვს. ვიპოვე! გოგონა თაფლისფერი გაშლილი, ლამაზი თმით. მის ჩარჩოში კი დაკეცილი ფურცელი დევს. ავიღე და გავხსენი.
„გიგანტური ველოსიპედით ვერ გაისეირნებ, მაგრამ იქ ჩემს წერილს ნახავ.“
დღეს რაღაც ძალიან შორი მანძილია წერილებს შორის. ალბათ უნდა, რომ ბოლო დღეს კარგად დამღალოს. გაჩერებაზე ავტობუსს დაველოდე და მას გავყევი. ტრანსპორტი თითქმის ცარიელია და არა მარტო ეს. დღეს ყველა ისვენებს ჩემს გარდა. ცოტაც მოითმინე ლაშა. წინ საუკეთესო ორი კვირა გელის „ქოხში“.
ესეც გიგანტური ველოსიპედის ძეგლი. მისთვის მხოლოდ შორიდან თუ მომიკრავს თვალი. „მემარტოვებას“ წყალობით კი მასთან სტუმრობის პატივიც მერგო. ბორბალთან წერილს წავაწყდი, რომელსაც ზემოდან ქვა ედო.
„ვიცი გცხელა, მაგრამ მაინც მოგიწევს თამარ მეფის ხიდზე გასეირნება.“
ააა! ხიდი! იქ ხომ მზის გულია?! „მემარტოვებავ“, რომ გნახავ დაგახრჩობ. იმედია ცივ წყალს დამახვედრებ, თორემ დღევანდელი ექსკურსიისთვის პასუხს გაგებინებ. ტაქსიში ჩავჯექი და თამარ მეფის ხიდთან ჩამოვედი. ერთ ნაპირს გავუყევი, მოაჯირი დავათვალიერე, მაგრამ არაფერია. მეორე მხარეს გადავედი, ნაპირს გავუყევი და ბოლოში მოაჯირზე ძაფით მიბმულ წერილს წავაწყდი. რამის სიცილი ამიტყდა. მის მოხერხებულობას საზღვარი არ აქვს.
„გილოცავ! უკანასკნელი გაჩერება ვერის პარკია. წერილი და ცივი წყალი ფანტანებთან ახლოს მდგარ სკამთან გელოდება.“
კიდევ კარგი!
ტაქსი გავაჩერე და ვერის პარკში წავედი. სულ რომ არაფერი ფანტანებით მაინც გავგრილდები. სწორედ ეს გავაკეთე მისვლისთანავე. ფანტანს ხელები შევუშვირე და კისერი გავიგრილე. შემდეგ მოვბრუნდი და გარემო მოვათვალიერე. ხალხი არც ისე ცოტა იყო. ზოგი დასეირნობდა, ზოგს ბავშვები ჰყავდათ გამოყვანილი და ფანტანებზე აწუწავებდნენ. სკამებს შევავლე თვალი და პარალელურად „მემარტოვებას“ ძებნა დავიწყე. ბოთლი და წერილი მალე ვიპოვე, მაგრამ, ის იყო მათ ასაღებად დავიხარე, რომ ჩემი ყურადღება მოშორებით სკამზე მჯდარმა გოგომ მიიქცია, რომელსაც წითელი კეპი ეხურა. სკამზე რომ დავჯდებოდი, მას ზურგს შევაქცევდი და ჩვენს შორის დარგული მაღალი ბუჩქები ერთგვარ კედელს შექმნიდნენ. გვერდით გავიხედე, იქითაც იჯდა გოგო, მუქი თმით, სხვაგანაც მოვკარი თვალი მარტო მჯდარ გოგოს, მაგრამ კეპიანმა მაინც დამაეჭვა. კარგი, გადამოწმებას არაფერი უდგას წინ. ბოთლი ავიღე და წყალი გამოვცალე. სანამ წერილს გავხსნიდი ღია ბარისკენ წავედი და გამყიდველ ბიჭს დავუძახე.
- ერთი კოლა მომეცი.
- ახლავე. - ბიჭი შებრუნდა და ცოტა ხანში ცივი კოკა-კოლა მომაწოდა. ფული გადავიხადე.
- ძმურად, რაღაც უნდა გთხოვო. - თვალი ჩავუკარი.
- რა ხდება? - გაეცინა.
- ხედავ უკან გოგო ზის, წითელი კეპით.
- ხო, მერე?
- გამომართვი მობილური. სანამ კოკა-კოლას დავლევ, ზუმი ახლოს მოწიე და სურათი გადაუღე, კაი? ოღონდ ფრთხილად, არ დაგინახოს.
- რა პრობლემაა. - გაეცინა.
კოლა დავლიე, მან კი სურათი გადაიღო.
- მადლობა ძმა. ეს ჩემგან. - ოცი ლარი დავუდე, გამოვბრუნდი და სკამზე დავჯექი. წერილი გავხსენი.
„ჩათში გელოდები.“
სანამ ჩათში შევიდოდი სურათს დავხედე. არა! ეს ხომ... ეს ხომ ის გოგოა, ქსეროქსის გოგო! ხუმრობ? თავი ძლივს შევიკავე, რომ უკან არ მივბრუნებულიყავი. ხო, ისაა! აი თურმე სად მნახა! მე ხომ ჩვენი საუბარი მას ამოვაპრონტერებინე?! აი თურმე როგორ მიხვდა, რომ მე ვიყავი. ჯანდაბა, მთელი სამი თვე ჩემს თვალ წინ იყო და რას წარმოვიდგენდი... ისევ სურათს დავაშტერდი და წამში ამომიტივტივდა მისი გაბრაზებული სახე, როცა ქსეროქსში სიგარეტი მოვწიე პირველადაც და მეორედაც. აი რატომ იყო ბოლო ნახვისას დაბნეული. მან ჩვენი საუბარი ამოკითხა, როცა აპრინტერებდა. ჯანდაბა, რატომ აქამდე ვერ მივხვდი ამას! ახლა მისი ხმაც გამახსენდა, მისი მიმიკებიც და მისი სიტყვებიც. რა უცნაურია ეს ყველაფერი, ასეთი დამთხვევებიც და ჩვენი ურთიერთობაც.
მორჩა! მე ჩათში ვარ შესასვლელი, აბა ლაშა, არაფერი შეომჩნიო.

მე მიყურე: - მოვედი მტანჯველო :დ
მემარტოვება: - აქამდე სად იყავი? :დ
მე მიყურე: - კოკა-კოლა ვიყიდე, წყალი არ მეყო. ვითომ ვერ დამინახე? წესით აქ უნდა იყო.
მემარტოვება: - ხო, აქ ვარ. აბა როგორ მოგეწონა შენი სამდღიანი ექსკურსია? :დ
მე მიყურე: - იდეა მშვენიერი იყო, მაგრამ ცნობისთვის თბილისს შესანიშნავად ვიცნობ. :დ
მემარტოვება: - განმეორება ცოდნის დედაა. :დ
მე მიყურე: - შენ ხომ სიტყვაში ვერ გაჯობებ :დ ეს ისე, თორემ სიტყვაშიც გაჯობებ და იდეაშიც.
მემარტოვება: - მართლა? იდეაში რას გულისხმობ?
მე მიყურე: - სიურპრიზს.
მემარტოვება: - რომელსაც არ მეუბნები.
მე მიყურე: - ახლოს ხარ ჩემგან?
მემარტოვება: - რატომ მეკითხები?
მე მიყურე: - იყავი სადაც ხარ. არ მოხვიდე.
მემარტოვება: - გადაიფიქრე ჩემი ნახვა?
მე მიყურე: - დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი და არ არსებობს მიზეზი, რომელიც შენს ნახვას გადამაფიქრებინებს სულელო ))
მემარტოვება: - აბა რა ხდება? 
მე მიყურე: - ის ხდება, რომ სრული უფლება მაქვს ერთი ექსკურსია მეც გავაკეთო შენთვის. :დ
მემარტოვება: - არ არსებობს :დ
მე მიყურე: - არსებობს და თან ძალიან რეალურია :დ
მემარტოვება: - სამაგიეროს მიხდი? :დ
მე მიყურე: - არც უმაგისობაა, უმეტეს წილად კი ეს სიურპრიზს ეხება :დ
მემარტოვება: - ამით ცდილობ დამითანხმო? :დ
მე მიყურე: - არა, იმიტომ, რომ ვიცი ისედაც თანახმა ხარ ;) მართალი ვარ თუ არა?
მემარტოვება: - მმმ... ხო, კარგი, მართალი ხარ.
მე მიყურე: - უბრალოდ მინდა, რომ პირობა ჩამოგართვა.
მემარტოვება: - რა პირობა?
მე მიყურე: - რომ ექსკურსიას შუა გზაე არ შეწყვეტ.
მემარტოვება: - ამის მიზეზი მექნება?
მე მიყურე: - არა, მაგრამ კაცმა არ იცის რა დაგარტყამს თავში :დ
მემარტოვება: - დამცინე მიდი// პირობას გაძლევ, ხომ ხარ კმაყოფილი?
მე მიყურე: - შენ ჩემზე კმაყოფილი იქნები სიურპრიზს რომ ნახავ ;)
მემარტოვება: - ექსკურსია საიდან დაიწყება?
მე მიყურე: - ამ სკამიდან სადაც ვზივარ. 10 საათზე.
მემარტოვება: - კარგი. ძალიან მაინტერესებს, რას აპპირებ 
მე მიყურე: - ხვალ ნახავ სიურპრიზსაც და მეც. ახლა კი მტანჯველო, შენის ნებართვით წავალ. ხვალისთვის მზადებას დავიწყებ.
მემარტოვება: - ხვალამდე :დ

ჩათიდან გამოვედი და მის სურათს კიდევ ერთხელ დავხედე. გამეცინა. ხომ მაინც გამოგიჭირე ლამაზო?! წამოვდექი და უკან მივიხედე. სკამზე არავინ იჯდა.


თამუნა
***
ის იყო სახლიდან გამოვედი, რომ მობილურზე ნანამ დამირეკა.
- რა გინდა? - ვუპასუხე.
- სად წაეთრიე? - მიყვირა.
- რა მოხდა, მოგენატრე?
- ახლავე დაბრუნდი სახლში! როგორ ბედავ უთქმელად სახლიდან წასვლას? შენი ადგილი აქ არის გაიგე?
- ჩემი ადგილი ყველგანაა მაგ სახლის გარდა. მანდ ისე მიყურებენ, როგორც ფულის შემომტან რობოტს და არა როგორც შვილს. ხო-და აღარ გამოგადგებით, სამსახურიდან დამითხოვეს. ასე, რომ შენთვის მაინც სულ ერთია მანდ ვიქნები თუ სხვაგან.
- არ მაინტერესებს, სახლში მოეთრიე და სხვა სამსახური იშოვე. როგორ გგონია, მე და მამაშენს მუშაობის თავი გვააქვს?
- თუ დალევას შეეშვებით გექნებათ. საკმარისი იყო ის, რაც თქვენგან ავიტანე. მე ცხოვრება მინდა, უთქვენოდ. აღარ მინდა ცივად მოპყრობა, აღარ მინდა ვიღაც უსამართლოდ მლანძღავდეს. მობილურის ნომერს გამოვცვლი. აჯობებს დამივიწყოთ... არ ვიცი, იქნებ ოდესმე მომინდეს და გნახოთ კიდეც. დაიწყეთ უჩემოდ ცხოვრება და არჩინეთ საკუთარი თავები. კარგად იყავი, დედა!
მობილური გავთიშე და ღრმად ჩავისუნთქე. დღეს მოწყენის უფლება არ გაქვს თამუნა. დღეს ბედნიერი უნდა იყო.
ვერის პარკში შევედი. უკვე დილის თერთმეტი საათია დაწყებული. იმ სკამზე, სადაც გუშინ ლაშა იჯდა, წერილი იდო. ავიღე და გავშალე.
„გაქხსოვს ის სკამი კიკვიძის ბაღში სადაც მე ვიჯექი? იქ წერილთან ერთად კიდევ რაღაც დევს.“
გამეცინა. მაგარი შეგრძნება ყოფილა, როცა შუა ქუჩაში წერილს გიტოვებენ. სამარშრუტო ტაქსს „ნახალოვკაში“ გავყევი. პირველმა ბარათმა უკვე იმდენად გამამხიარულა, რომ ნანას ზარიც კი დამავიწყდა.
ბაღში შევედი და გეზი ნაცნობი სკამისკენ ავიღე. ნეტავ თვითონ სად დამხვდება? როგორია მისი გეგმა? სკამი ვიპოვე, წერილიც იქვე იდო პატარა შეფუთვასთან ერთად. ჯერ ბარათი გავხსენი.
„მანდ მწვანე შერფია, წაიღე. მომდევნო წერილს კი წერეთლის ბაღში ნაცნობს სკამზე ნახავ სხვა რაღაცასთან ერთად.“
შეფუთვა გავხსენი. ასეთი ლამაზი შარფი ცხოვრებაში არ მენახა. ჩემი ჩვევა აქაც გამოვავლინე და შარფს დავყნოსე. ღმერთო ჩემო, მას ჩემი სუნამოს სურნელი ასდის! გაოცებისგან რამის პირი დავაღე და რამდენი ხნით დავრჩი ასე გაშტერებული არ ვიცი. მერე გამახსენდა, რომ წასასვლელი ვიყავი., წამოვხტი და ავტობუსს მომდევნო პუნქტამდე გავყევი.
იმ სკამზე, სადაც ადრე ლაშა იჯდა, ვიღაც მოხუცი ქალმატონი დამჯდარიყო და გვერდით დადებულ ნივთებისკენ აპარებდა თვალს. მივუახლოვდი, ჩამოვჯექი და ბარათი გავხსენი.
„გაიხედე... ზუსტად შენს წინ, ბაღის გარეთ წითელი ტაქსი გელოდება. შემდეგი წერილი იქაა. შეფუთვაში კი ფულია.“
შეფუთვა გავხსენი. იქ მართლაც ფული იდო. რა ხდება? რაში მჭირდება ფული? ან ტაქსი? უცბად გამახსენდა მის მიერ ჩამორთმეული პირობა, რომ ექსკურსიას შუა გზაზე არ გავწყვეტდი. ალბათ ეს მომენტი იგულისხმა. გარეთ გავედი, ტაქსიში ჩავჯექი და ულუაშებიან მძღოლს მივესალმე. კაცმა გამიღიმა. წერილი ჩემს გვერდით იდო.
„სიურპრიზამდე დაახლოებით ერთი საათის სავალი გზაა. ფული მძღოლს მიეცი. მარშრუტი თვითონ იცის. შენ კი შარფი თვალებზე აიხვიე და სანამ მანქანა არ გაჩერდება არ შეიხსნა. ნუ შეგეშინდება. მე იქ გელოდები სულელო.“
ჯანდაბა! ვერაფრით ვხვდები რა ხდება აქ. სად მივყავარ ამ ბიჭს? ჩემი სამსახური? მისი გაცდენა ხომ არ მომიწევს? კარგი რა თამო, რა დროს ეგაა. შეირგე დღევანდელი დღე!
მძღოლს ფული მივეცი. შარფი დავკეცე და თვალებზე ავიკარი. მანქანა დაიძრა და ჩემმა გულმაც ძგერას უმატა. მთელი გზა გაბრუებული ვიჯექი. საშინელი შეგრძნებაა თვალახვეული მგზავრობა, მით უმეტეს, რომ კაცმა არ იცის სად მიდიხარ. ნეტავ ხომ არ ვინანებ ჩემს საქციელს? რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ვინანო? არა, ასეთი არაფერი იქნება. იდიოტი ნუ ხარ თამო და თავს ნეგატიურად ნუ განაწყობ. წინ სიურპრიზი გელოდება და იმაზე იფიქრე, რომ ვიღაც შენს განწყობაზე, შენს ბედნიერებაზე, შენზე ზრუნავს. და ეს ვიღაც შესაძლოა არც ისე უმნიშვნელო ადამიანი იყოს შენს ცხოვრებაში.
უცბად მანქანა შეირხა და გაჩერდა.
- მოვედით შვილო. - მომესმა მძღოლის ხმა და შარფი მოვიხსენი. სინათლემ თვალები მომჭრა და რამდენიმე წამით კოპებშეკრული ვიყურებოდი.
- მადლობთ. კიდევ ხომ არაფერია ჩემთვის? - ვკითხე.
- არა, თავისუფალი ხარ. - გამიღიმა მან.
მანქანიდან გადავედი თუ არა, მივხვდი რაც იყო ლაშას სიურპრიზი. ქოხი, მისი საოცნებო ქოხი ტყეში. სიხარულისგან შინაგანად ავფეთქდი და შარფს თითები მოვუჭირე. მიმავალ ტაქსს თვალი გავაყოლე და შემდეგ სახლისკენ წავედი. გარედან თითქოს გავდა ქოხს, მაგრამ ეს უფრო „კომფორტული ქოხი“ იყო. ჭიშკარი შევაღე. უზარმაზარი ეზო ჰქონდა. მოშორებით მანქანა იდგა. ალბათ ლაშასი იყო. იქვე ღრმა ჩრდილში ჰამაკი ირწეოდა. ალბათ ცოტა ხნის წინ მანდ იჯდა. მეორე მხარეს კუნძები ეყარა, იქვე ნაცარი იყო. იქ ალბათ ცეცხლის დანთება შეგეძლო. აქეთ-იქით ყვევილები იყო დარგული და სარწყავი მილით ირწყვებოდა. სახლი ერთსართულიანი იყო და ძალიან ლამაზი. მისკენ ნელი ნაბიჯით გავემართე. შესასველეში ორმხრიანი კიბე იყო. ავედი და კარზე ფრთხილად დავაკაკუნე. ისე ვღელავ ჰაერი ძლივს მყოფნის. ასე მგონია, სადაცაა დავეცემი. კიდევ დავაკაკუნე, მაგრამ არავინ გამოიხედა. შემოვბრუნდი, ჭიშკარს გავხედე და ეზო მოვათვალიერე. ის იყო ლაშასთვის დაძახებას ვაპირებდი, რომ ზურგიდან მოძრაობა ვიგრძენი და მოულოდნელად თავზე შემეხნენ. თმა შამომეშალა. შეშინებული შევხტი და შევბრუნდი.
- ხომ გითხარი, არ მიყვარს შეკრული თმა. - მითხრა ლაშამ, რომელიც ეშმაკურად მიღიმოდა და თითზე ჩემს თმისსამაგრს ატრიალებდა.


ლაშა
***
სანამ ის გაოცებული შემომყურებდა, მე მოვასწარი და მისი ყველა ნაკვთი შევისწავლე. თაფლისფერი თვალები იმაზე ბევრად ლამაზები იყვნენ, ვიდრე მეგონა, ლოყები ოდნავ შესწითლებოდა. ეს ისე მეუცხოვა და ამავდროულად მომეწონა, რომ გამეღიმა. იშვიათია ახლა სახეზე ბუნებრივი ფერის დანახვა. აი მისი ბაგეები... რაღაცნაირი... ისეთი, რომ მათი შეხება მომინდა, ოდნავ გაეხსნა, თითქოს რაღაცის თქმა ცდილობდა. თაფლისფერი ტალღოვანი თმა კი თითქმის ლოყებზე ჩამოეყარა, როცა თმისსამაგრი მოვაძრე. სიჩუმე დავარღვიე და ვუთხარი:
- თუ გინდა ყურზე გადაიწიე, ან მე გავაკეთებ ამას. - თმა ყურზე გადავუწიე. ამ მოქმედებამ თითქოს გამოაფხიზლა, ცალ მხარზე აკიდებული ზურგჩანდა შეისწორა და შემომხედა.
- რატომ არ გიკვირს? - მკითხა.
- რა უმდა მიკვირდეს. მემარტოვება ქსეროქსის გოგო რომ აღმოჩნდა?
- ჰო. - გაეცინა და თვალებო სადღაც გააპარა. ისეთი ლამაზი და ბუნებრივი იყო.
- გაკვირვების პერიოდმა გუშინ გაიარა.
- გუშინ?
- ხო, პარკში დაგინახე. შეხედე? - მობილურში სურათი ვაჩვენე.
- გაიძვერა ხარ. - ისევ გაეცინა.
- ხო, ვარ. - მეც გამეცინა.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. თვალს ვერ ვწყვეტ. ვიცი ამის გამო სცხვენია და თავს უხერხულად გრძნობს, მაგრამ მე ეს მომწონს და ამიტომ ვუყურებ.
- თამუნა. - მითხრა და ხელი გამომიწოდა.
- ლაშა. - ხელი ჩამოვართვი. ლამაზი, თხელი თითები აქვს. მისმა მხურვალე და გლუვმა კანმა ხელი რამის დამწვა. რა საოცრებაა, მოკლე ფრჩხილები აქვს. არც ლაქი უსვია. ხელი ძლივს გავუშვი. - სასიამოვნოა, როგორც იქნა.
- ჩემთვისაც. სად ვართ? - მიმოიხედა.
- ქოხში. შემოდი, სახლს დაგათვალიერებინებ. აქ ორი კვირით ვიქნებით. - კარი გავაღე და შევიპატიჟე.
- ორი კვირით? რას ამბობ, აქ ამდენი ხნით ვერ გავჩერდები. მეგონა დღესვე გავბრუნდებოდი. - შედგა.
- რას ამბობ, რა დღესვე! - ხელი ჩავკიდე და ოთახში შევიყვანე. - დღევანდელი ექსკურსია ორი საათისთვის კი არ გამიკეთებია?!
- არ შემიძლია. - თავი გაიქნია.
- აბა თვალებში შემომხედე და იგივე გაიმეორე? - დავებღვირე. გაეცინა.
- თვალებში გიყურებ და გეუბნები, რომ არ შემიძლია.
- ე, როგორ გამიბედე? - მხრიდან ჩანთა მოვხსენი და დივანზე დავდე. - მიმოიხედე, რა სიალამზეა. მარტო ზაფხულში ბუხარში ცეცხლის დანთება ყველაფრად ღირს. გაიხსენე, ეს ჩემი ოცნება იყო და პატივი ეცი მას.
- მაგრამ...
- რა გაღელვებს, მშობლები?
- არა, არა.
- აბა, აქ მე და შენ რომ მარტო ვიქნებით? ნუ გეშინია, მალე შემეჩვევი. თუმცა ეს არც გჭირდება, ეს უკვე მოხდა.
ლოყები ისევ შეეფაკლა და გვერძე გაიხედა. რა ლამაზი ყოფილა ბუნებრივობა, უფრო ხშირად უნდა დავამორცხვო ხოლმე.
- მაგრამ მე თან არაფერი მაქვს, ორი კვირა როგორ უნდა ვიცხოვრო? - მხრები აიჩეჩა.
- გამომყევი... ეს შენი ოთახია. მოგწონს? აი ეს კი შენი კარადა. ცოტა საზაფხულო ტანსაცმელია, ცოტა თბილიც. ღამე აქ ცივა. მმმ... არ ვიცი ზომები რამდენად სწორად შევარჩიე, მაგრამ ვიმედოვნებ მოგერგება. ხოო, კიდევ არ მეჩხუბო, მე ყველაფერი გავითვალისწინე. - კარადის უჯრა გამოვაღე, მოშორებით დავდექი და სადღაც გავიხედე.
- ესენი შენ იყიდე? - წამოიძახა.
თავი დავუქნიე და ქვემოდან გავხედე.
- რა არანორმალური ხარ. - კედელს მიეყრდნო და აკისკისდა.
ამხელა ბიჭი რამის დავდნი, ისეთი საყვარელი იყო. უჯრა, რომელშიც საცვლები და რამდენიმე ლიფი ეწყო დავხურე, ხელები გულზე დავიკრიბე და მისი ცქერა განვაგრძე.
- მე კიდევ სულ სხვა რეაქციას ველოდი. - ვუთხარი.
- გეგონა მუშტებს დაგაყრიდი? - მორჩა სიცილს და ღრმად ჩაისუნთქა.
- დაახლოებით.
- მადლობ ყველაფრისთვის... მაგრამ კიდევ ერთი პრობლემაა...
- სამსახური?
- ხო, ახლახანს დავიწყე და... - გაეღიმა. - თუმცა უფროსს დავეკითხები, კეთილი ადამიანია და აუცილებლად მაპატიებს.
- ხო, მიდი გააგებინე.
- ბოსს, ორი კვირით გამათავისუფლებთ სამსახურიდან?
- „მეღადავები“?
- რატომ ბოსს? მე თქვენი ახალი დამლაგებელი ვარ. - გაეცინა.
- მოიცა... მას თამარი...აა, თამუნა, თამარი. მაგარია! საიდან? - გავოგნდი.
- მეგობრისგან გავიგე, რომ ვაკანსია გქონდათ. თან უკვე ვიცოდი, რომ მანდ მუშაობდი.
- გაიძვერა ხარ! - თავი გავიქნიე.
- მეე? - შეიცხადა. - არა, როგორ გეკადრებათ!
- წამოდი ვისაუზმოთ. არ გშია? - შევთავაზე და სამზარეულოში გავიყვანე.
- სიმართლე გითხრა კი.
- მშვენიერია! მაგრამ დღეს ყველაფერს მე ვამზადებ. უნდა გაჩვენო, რა შემიძლია. მომდევნო ორი კვირა კი ყველაფერს ერთად გავაკეთებთ.




თამუნა
***
სამზარეულოში პატარა დივანზე ფეხებმოკეცილი ვზივარ და ვუყურებ, როგორ ფუსფუსებს ლაშა ქურასთან. გრძნობა, რომელიც ტაქსიში ჩაჯდომისას მაგმიჩნდა, ისევ თავბრუს მაქხვევს. ამას ემატება ის, რომ ორი კვირა მასთან ერთად უნდა ვიყო. ეს ამბავი სოფო შევატყობინე. გაოცებულმა და აღფრთოვანებულმა კივილი დაიწყო და სანამ დამემშვიდობებოდა მითხრა: „ - თამო, ყველაფერზე წადი, რისკენაც გული გაგიწევს. აქ ჩამოსულმა სინანული არ ჩამოიყოლო.“ ადვილი სათქმელია. თვალი ბევრს ხედავს, გულიც ბევრს გრძნობს, მაგრამ გონება ძალიან ცოტას აკეთებს.
ოთახში ისეთი სურნელი დატრიალდა, კუჭი ამეწვა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან, რაც ჩემს გულს ემართება. ვუყურებ მის საქმიან, ლამაზ სახეს და ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. ერთდროულად ბედნიერი და აფორიაქებული ვარ. უცბად მან ჩემი მზერა დაიჭირა და გაეღიმა.
- ნუ მიყურებ, ვკომპლექსდები. - დაიმორცხვა გოგოსავით.
- რას ამზადებ? - გამეცინა მის ქცევაზე.
- სახელი არ აქვს, მე მოვიგონე. - მაგიდის გაშლას შეუდგა.
- ვინმეს გასინჯული აქვს?
- დამცინიი? რა თქმა უნდა აქვს - მე.
- დიდი შვებაა. რისგან შედგება?
- დაჭრილი ლორი, მწვანე ხახვი და სოკო, ეს ყველაფერი შემწვარი კვერცში, ზეთსა და თეთრ ღვინოში.
- უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები.
- მასე ჯობია, მაინც მოგიწევდა. აბა ვნახოთ?... - ტაფას დახედა. - მზადაა!
სუფრასთან მიმიწვია. მაგიდაზე მთავარი კერძის გარდა „კეტჩუპი“, ხილი, პური და არაჟანი იდო. ჭიქებში ანანასის წვენი ჩამოასხა და საუზმესაც შევუდექით.
მერიდებოდა, მაგრამ არ მინდოდა ეს ეგრძნო, რადგან ყველანაირად ცდილობდა ჩემს გამხიარულებას და ძალიან ბუნებრივად იქცეოდა. ჭამისას თითქმის არ გვისაუბრია. სამაგიეროდ ხშირად ვაწყდებოდი მის ინტერესიან და თბილ მზერას. ამის გამო ალბათ სულმთლად წითელი მქონდა ლოყები.
დაგვაინებული საუზმის შემდეგ კი ჰამაკისკენ წავედით და საუბარში ისე შებინდდა ვერ გავიგეთ. ირგვლივ ჭრიჭინების გამაყრუებელი ხმა ისმოდა. აქა-იქ ციცინათელებიც ალამაზებდნენ გარემოს.
- წადი, ჩაიცვი, თორემ შეგცივა. - მითხრა მან და ჰამაკიდან წამოდგა. - სანამ მოხვალ, აგერ იქ კოცონს დავანთებ.
ჩემს ოთახში შევედი და ახალი ტანსაცმელი დავათვალიერე. ღმერთო, რა უხერხულია. ასეთები მხოლოდ მაღაზიების ვიტრინებში თუ მინახავს. შავი ელასტიკი და იისფერი მოგრძო სვიტერი ჩავიცვი. ბამბასავით რბილი და თბილი იყო. თმა კიკინად ავიკეცე და ლაშასთან დავბრუნდი. კოცონის ანთება უკვე მოესწრო. მის გვერდით ჩამოვჯექი.
- გიხდება. - შემათვალიერა.
- მადლობა. კარგი გემოვნება გაქვს. - უხერხულად შევიშმუშნე და თითები კოცონს მივუშვირე.
- ნახე აქ რა მაქვს. - მითხრა და პატარა ფიალა გამომიწოდა.
- თეთრი შოკოლადი! - პატარა ბავშვივით წამოვიყვირე და თასიდან ერთი ნატეხი ავიღე. პირში რომ შევიგდე მერე შევნიშნე ლაშას ღიმილიანი მზერა.
- არა, არა, ნუ გერიდება რა. სულ რომ არაფერი, სამ თვეზე მეტია მიცნობ.
- ვირტუალურად, ლაშა. - შევახსენე.
- ხო, კარგი, მესმის შენი. ხომ დალევ? - მიბრუნდა და ბოთლით ღვინო აიღო.
- აამ...არ ვიცი... - შევყოვნდი. ღვინო მალე მეკიდება, არ მინდა რამე სისულელეები ვთქვა.
- მხოლოდ ერთი ჭიქა. - ღვინის ლამაზი ჭიქა მომაწოდა. - წითელი ღვინო ძილის წინ სასწაულია. თანაც თეთრი შოკოლადი ძალიან უხდება. მოგეწონება, დამიჯერე.
- კარგი, მხოლოდ შოკოლადის ხათრით.
ღვინო ჩამოასხა. კოცონის ფონზე წითელი სითხე ისე მდიდრულად და დახვეწილად გამოიყურებოდა, რომ დალევა დამენანა.
- ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ ჩვენი ახდენილი ოცნებებისა იყოს. - გამიღიმა, ჭიქა მომიჭახუნა და ღვინო მოწრუპა. - მოიცადე. მე გეტყვი როგორ დალიო. ცოტა მოსვი... პირში სამი წამი გაიჩერე... ახლა ჩაყლაპე და შოკოლადი მიაყოლე. როგორია?
- ასეთი უცნაურად გემრიელი არაფერი გამისინჯავს. სად ისწავლე?
- ჩემით „დავამუღამე“. - წარბები შეათამაშა.
მისით სულ უფრო და უფრო გაოცებული ვრჩები. და ალბათ ეს კიდევ არაფერი. ჯერ ხომ ორი კვირა წინ მაქვს?!
საუბარში ჭიქა ღვინო ისე გამოვცალე, ვერც კი მივხვდი. ეს რაოდენობა საკმარისი იყო იმისთვის, რომ სასიამოვნოდ გავბრუებულიყავი და კისერსა და მუხლებში მოთენთილობა მეგრძნო.
- მოგეკიდა? - მკითხა ლაშამ და ჩემსკენ მობრუნდა.
- რადგან მეკითხები ალბათ უკვე აშკარაა. - ჩამეცინა და თავი დავხარე. უცბად ნიკაპზე მისი თითები შემახნენ და თავისკენ მიმახედეს. ცეცხლის ფონზე ცისფერი თვალები ზღვასავით გალურჯებოდა.
- მერე რაა, გიხდება ისევე, როგორც წითელ ღვინოს თეთრი შოკოლადი.
ახლოს იყო და თვალს არ მაცილებდა.
- იცი, ტკბილეული ღვინოს ხელს უწყობს, რომ ორგანიზმს მალე მოეკიდოს... არა, არა, არ მისაყვედურო! შენ ხომ მოგეწონა ორივე ერთად?
- ხო, მომეწონა, თუმცა აჯობებდა თავიდანვე გეთქვა.
- რამე შეიცვლებოდა?
- შოკოლადს შენც გაჭმევდი.
ჩაიცინა. ერთხანს თვალებში მიყურა, შემდეგ კი ჩემს ზურგს უკან გაიხედა და ორ წამში თმიდან სამაგრი მომაძრო.
- ლაშა, კარგი რაა. - წარბები შევკარი..
- სანამ აქ ვართ, ამას ვერ ეღირსები. - სამაგრი მაჯაზე შეიბა.
- მეორეც მაქვს ჩანთაში. - გამარჯვებულივით ვთქვი.
- იმასაც მივხედავთ. - მოულოდნელად ჩემს თმას შეეხო და თითები მასში აურია. - ასეთი თმა გაშლილი უნდა იყოს და არა დაბმული. ცოდოა.
ტანზე ერთიანად ეკალმა დამაყარა და არა-და-არ გადამიარა. სხეული დამიბუჟდა და ისედაც მოდუნებული კისერი უარესად მომეთენთა.
- ლაშა, გეყოფა! - ჩავიურჩულე, მისი ხელი დავიჭირე და თმისგან მოვაცილე.
- რაო, რატომ ვერ ვიტან, როცა თმაზე მეხებიანო? - მკითხა ღიმილით. რამდენიმე წამით თვალს არ მაშორებდა. თითქოს შორს მეჭირა მისგან თავი, მაგრამ არ ვიცი ეს როგორ მოხდა, ისე უცბად მიიზიდეს ჩვენმა ტუჩებმა ერთმანეთი, გაცნობიერება ვერ მოვასწარი.
პეპლები? არა, მე ცეცხლის ნაპერწკლები ვიგრძენი მუცელში და დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს პეპლებზე ბევრად სასიამოვნო იყო. ნაპერწკლები გაიშალნენ, მთელს სხეულს მოედვნენ და თითები აიძულეს ბიჭის სახეს შეხებოდნენ. მის ტუჩებს ღვინის და სიგარეტის გემო ჰქონდათ. ისეთი შეგრძნება მქონდა, თოთქოს ორივე მე გამესინჯოს. ღვინოს, რომელიც ძარღვებში აჩქარებით მიედინებოდა, კანს ზემოთ ვგრძნობდი. ჩვენი კოცონი კი არ ნელდებოდა, არც ერთი არ ვაძლევდით მას ამის ნებას. ამ წამებით გავაცნობიერე, რა იყო ვნება. საშინლად გამიძნელდა, მაგრამ მაშინვე გავჩერდი. გამიხარდა, როცა ლაშა არ შემეწინააღმდეგა. ერთიანად არეული ვარ. ადრე იყო? არა, ახლა მივხვდი, რომ ეს მე მინდოდა. გაუცნობიერებლად მოხდა? შეიძლება, მაგრამ არ ვნანობ. უბრალოდ ახლა ცოტა...
- გრცხვენია? - მკითხა მან. შევხედე, ლოყები ამეწვა. მიღიმოდა და მშვიდად მელოდებოდა, როდის გავცემდი პასუხს. მთვრალი ბაგეები გავხსენი, მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ მათზე ჯერ კიდევ მის კოცნას ვგრძნობდი და სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე. - გიხდება სიმორცხვე. არ დაკარგო ეს თვისება. ახლა ის ძალიან იშვიათია.
ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
- კოცნა ჩემი ბრალი არ იყო. - თქვა მან.
- არც ჩემი. - ვუთხარი.
- თუმცა, თუ დავუკვირდებით, მაინც ჩემი ბრალი იყო.
- და ჩემიც.
- ღვინო აქ არაფერ შუაშია.
- არც შოკოლადი.
ორივეს გაგვეცინა.
- დავიძინოთ? - ლოყაზე მომეფერა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. კოცონი ჩავაქრეთ და ჩვენი ოთახებისკენ გავემართეთ.


ლაშა
***
ჭურჭლის ხმაურზე გამომეღვიძა. საათს გავხედე, დილის თერთმეტი ხდებოდა. ამ დრომდე როგორ მეძინა? წამოვდექი, თვალები მოვიფშვნიტე. გუშინდელი საღამო გამახსენდა და გამეღიმა. პირველად გოგოს რომ ვაკოცე 15 წლის ვიყავი. ის შეგრძნება დღემდე მახსოვს და მსგავსი მას შემდეგ არაფერი ყოფილა. მხოლოდ გუშინ, მაგრამ უფრო მძაფრი და უფრო სასიამოვნო. თავი ძლივს შევიკავე რომ უფრო შორს არ წავსულიყავი. თანაც არ მინდა თამუნა შევაშინო. მას ჯერ კიდევ სჭირდება დრო, რომ შემეჩვიოს, ფიზიკურად. თანაც მას უკვე ჩემად ვთვლი და მე არსად მეჩქარება.
ჩავიცვი, პირი დავიბანე და სამზარეულოში შევედი, სადაც საოცარი სუნები ტრიალებდა. თამუნას ჯინსის შორტები და თეთრი პატარა მაისური ეცვა. მაგიდასთან იდგა და ჯამში რაღაცას ურევდა.
- დილა მშვიდობისა. - მივესალმე და ცალი მხარით კედელს მივეყუდე
- დილა მშვიდობისა. - შემომცინა. მისი სიხალისე უცბად გადმომედო. გამიხარდა. გუშინდელის შემდეგ მეგონა მომერიდებოდა.
- ვერც კი გავიგე, როგორ ადექი. რა მოამზადე? კუჭის მკვლელი სუნები ტრიალებს.
- ბოსტნეულის სალათი, ყიყლიყო, ბლინები და პიტნის ჩაი. - თითზე ჩამოითვალა.
- პიტნის ჩაი? - გამიკვირდა. - მე პიტნა არ მიყიდია.
- ბაღში ვიპოვე. - გამიღიმა და საქმე განაგრძო.
ის იყო რაღაცის თქმა ვაპირებდი, რომ მობილურმა დამირეკა. თინაა.
- რა გინდა გოგო? - ვუპასუხე
- გაიგე რა მოხდა? - განცვიფრებული ხმა აქვს.
- საიდან უნდა გამეგო, არ იცი სად ვარ? აქ მაინც დამასვენეთ! ორი კვირა აღარ ვმუშაობ აღაარ!
- ბიჭო, შენი დიანა რომ რესტორნიდან გამოისტუმრეს არ იცი?
- ვაა, მართლა? - კმაყოფილს გამეღიმა. - რატო, რა მოხდაო?
- აუ, შენ... აუ, როგორ დავიჯერო, რომ არ იცოდი?
- თინაა, სახეს მოუფრთხილდი, დაძაბულობისგან ნაოჭები არ გაგიჩნდეს.
- ფოსტაზე ჟურნალის ელექტრონული ვერსია გამოგიგზავნე და წაიკითხე. დღევანდელია.
- აღარ დამირეკოთ ქვეყანაც რომ იქცეოდეს. - მობილური გავთიშე.
- ვისაუზმოთ? - მკითხა თამუნამ. ხელები თეძოებზე დაეწყო და პასუხის მომლოდინედ მიცქერდა. რამის ვეცი და ჩავეხუტე. რატომ არ გამაბრუა კითხვებით ვის ელაპარაკებოდიო?
- აბა რაა. ისე მშია, რამის შენც შეგჭამო. - მაგიდას მივუსხედით.
- ხო, მართლა. მგონი ლეპტოპში რაღაც შეტყობინება მოგივიდა. სანამ გამოხვიდოდი ყური მოვკარი.
- ხო, ვიცი.
ვისაუზმეთ. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. მაგიდა ერთად ავალაგეთ. თამუნა გარეთ გავიდა, მე კიდევ ცოტა ხნით ლეპტოპს მივუჯექი და თინას გამოგზავნილი სტატია წავიკითხე, სადაც გარკვევით ეწერა, როგორ დაითხოვეს სამსახურიდან დიანა ბარამიძე იმის გამო, რომ უკეთესი მომღერალი აეყვანათ. მისი კონკურენტი კი ძველი მეტოქე ლალი ჟღენტი იყო. შემდეგ კი ლალის და დიანას ინტერვიუები ეწერა.
ხედავ “ძი“ რა ხდება მაშინ, როცა არსებულით ვერ კმაყოფილდები? ახლა იმღერე უსამართლო ცხოვრებაზე!
ეზოში სტევნა-სტვენით გავედი. უკვე დღის ორი საათი ხდებოდა და საშინლად ცხელოდა. თამუნა ბაღში იდგა. ცალი ხელი თეძოზე ჩამოედო, ცალით სარწყავი მილი ეჭირა და ყვავილებს აგრილებდა. მასთან მივედი.
- ყველაფერი რიგზეა? - მკითხა.
- უკეთესად წარმოუდგენელია. - მობილური ამოვიღე და სურათი გადავუღე.
- რას აკეთეებ? - ჩემსკენ გამოიწია.
- სამახსოვროდ გადავიღე, ვა. - ეკრანს დავხედე, მშვენიერი იყო.
- ახლავე წაშალე. სურათებში კარგად არ გამოვდივარ. - ისევ გამოიწია და მობილურის წართმევა სცადა. ხელი მაღლა ავწიე. ახტა, მაგრამ ვერ მისწვდა. ჩემთან ისე ახლოს იყო, მისი დაჭერა და კოცნა მომინდა, მაგრამ თავი შევიკავე.
- წაშლი თუ არა? - წარბები აზიდა. ესეც გაბრაზებული თამუნა.
- არა! - თავი გავიქნიე.
- ხოდა შენს თავს დააბრალე. - სარწყავი მილის პირს თითი დააჭირა და ჩემსკენ მომართა.
- რას აკეთებ?! - დავიყვირე და ზურგი ვაქციე. - გაჩერდი, გეყოფა! - ვეძახდი, მაგრამ არ ესმოდა. ერთიანად გავილუმპე. მწუწავდა და მთელ ხმაზე კისკისებდა. ნელ-ნელა მისკენ გავიწიე, ხელებში ვწვდი და ორწამიანი კინკლაობის შემდეგ მილი წავართვი. - აბა თუ გამოიცნობ ვის დაერხა?
- სავარაუდოდ მე. - თქვა და ადგილს მოსწყდა. დავედევნე და ჰამაკამდე ვდიე. ხელში ვწვდი, ჰამაკში ჩავაგდე და წყალი მივუშვი. იცინოდა და თან ყვიროდა, მაგრამ ვინ უსმენდა. ცოტა ხნით ვასხი წყალი, სანამ კარგად არ გაიჟღინთა და შემდეგ შევეშვი. - რა მოხდებოდა შური რომ არ გეძია? - წამოდგა და სველი თმა გაიშალა.
- გულზე გავსკდებოდი. ახლა სურათიც მაქვს და სველიც ხარ. - თვალი შევავლე. მაისური ტანზე მოტმსნოდა. ხელებზე, ფეხებზე და გულზე წყლის წვეთები ეყარა.
ახლა მივხვდი, რომ იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც შეეჩვიე, თანაც უიმედოდ, სრულიად განსხვავებული ვნება შეიძლება, რომ გაგიჩნდეს. მისი სხეულის თითოეულ ნაწილს ისე აღიქვამ, თითქოს საკუთარი იყოს და გრძნობდე. მისი სიახლოვე გაფეთქებს და თავის შეკავება თითქმის შეუძლებელია. ახლა, როცა ის ჩემს წინ დგას, სველ მაისურს ტანზევე იწურავს და რაღაცას უკმაყოფილოდ ბუტბუტებს, როცა უკვე ვიცი მისი კოცნის გემო, მე ფილტვები მეკეტება, ეს კი სუნთქვის გახშირებას იწვევს. ჩემს გულში დამონტაჟებულ ნაღმზე კი ათ წამიანი წამზომი ერთვება. დროა ის აქედან წავიდეს.
- წადი, გამოიცვალე, თორემ...
- რა, თორემ? - ენა გამომიყო. - ხო, რაა?
- თორემ... უკვე გვიანია. - მილი დავაგდე, თავი დავუჭირე და მის ტუჩებს ვწვდი. არ ელოდა და თავიდან ცოტა დაიბნა, მაგრამ მალევე დაუფიქრებლად ამყვა. სველი მაისურით ჩემკენ მოვქაჩე და ისე ძლიერად მივიკარი, მუცელი მეტკინა. წარმოდგენა არ მაქვს, ამ წამებს როგორ უნდა დავანებო თავი. არც ის ცდილობს ჩემს გაშვებას. პირიქით, ხან მაისურზე მეჭიდება, ხან ჩემს ლოყებს, კისერს, ხელებს ეხება. ისეთი წვრილი წელი აქვს, მეშინია რამე არ ვატკინო, მაგრამ თითები მაინც გარბიან მისი მაისურის ქვეშ და სუნთქვა მეკვრება, როცა მისი სხეულის სიმხურვალეს და სიგლუვეს ვგრძნობ. მაგრამ არა, ასე არ შეიძლება, დრო საკმარისზე მეტი გვაქვს.
როგორღაც მოვახერხე და შევჩერდი. მის ტუჩებს თითები ავაფარე, რომ არ დამენახა. წელზეც შევუშვი ხელი, რადგან მის სუნთქვას მთელი სხეულით ვგრძნობდი და მაგიჟებდა.
- წადი, გამოიცვალე. - ვუთხარი და თითები მის ტუჩებსაც მოვაშორე. სხვაგვარად ისევ რაღაც დამემართებოდა.
- თორემ? - გაიცინა უცბად თამუნამ.
- ხო, თორემ... - მეც გამეცინა.
გოგომ უკან დაიხია და სახლისკენ წავიდა. ამოვიოხრე, შემოვბრუნდი და თავზე ხელი გადავისვი. გაები ლაშა, ეს გოგო გიყვარდება.

***
საღამოს რვა საათია. უკვე შებინდდა, ცივა და თან გარეთ წვიმს. ბუხარში ცეცხლი დავანთე და ოთახში მალე დატრიალდა სითბო. თავისი ოთახიდან თამუნა გამოვიდა და დივანზე ჩამოჯდა. ალბათ შესცივდა. თბილად ჩაეცვა. გაშლილი თმა ძალიან უხდება. გამიღიმა და ფეხები დივანზე მოკეცა.
- ისე ზიხარ, კაკაო მოგიხდებოდა. - ვუთხარი.
- ცუდი არ იქნებოდა.
- მოვამზადებ. - ბუხარში შეშა შევაგდე და სამზარეულოში გავედი. მობილურის რეკვის ხმა მომესმა, მაგრამ მალევე შეწყდა. ალბათ თამუნას დაურეკეს. საუბარიც მომესმა, მხოლოდ სიტყვებს ვერ ვარჩევ. წყალი ქურაზე დავდგი და მოზრდილ ფინჯნებში კაკაო ჩავყარე.
რას იტყვი ლაშა, როგორი გრძნობაა, როცა შენი გული ვიღაცით კავდება? ეს ჩემთვის პირველია და მინდა, რომ უკანასკნელი იყოს. ამ გოგოს მე ველოდებოდი და მევე უნდა ვიყო მასთან. არასოდეს დავივიწყებ იმას, რასაც ახლა ვგრძნობ. ეს რაღაც ღვინოს ჰგავს: მოსვამ, ტკბები, გაბრუებს, სასიამოვნოდ გთენთავს და განუმეორებელ მოგონებებს გიტოვებს. და მე არ ვიქნები ის უკანასკნელი, რომელიც ამ ღვინოზე უარს იტყვის.
კაკაოს წყალი დავასხი და თამუნასთან გავედი. გვედრით ჩამოვუჯექი და ფინჯანი გავუწოდე.
- მადლობ. - გამიღიმა და გამომართვა. სევდიანი მეჩვენა.
- რამე პრობლემაა? - ვკითხე.
თავი გაიქნია და კაკაოს ჩახედა. სანამ გასული ვიყავი, ნამდვილად რაღაც მოხდა. უცბად მისმა მობილურმა დარეკა, მან კი გათიშა და ტელეფონი გამორთო.
- ეი, რა ხდება, ვინაა? - ფინჯანი მაგიდაზე დავდე და თავი ჩემსკენ მოვაბრუნებინე. თვალები აწყლიანებოდა. ისეთი ლამაზი იყო... ცოტა ხნით მიყურა, შემდეგ ისევ ჩაღუნა თავი. - მშობლები?
- დედაჩემი. - ჩაიჩურჩულა.
გამახსენდა მისი ნათქვამი დედაჩემმა ნოუთბუქი გამიტეხაო. ვგრძნობდი, საუბარი უნდოდა, ხო-და მეც მიზეზი ვკითხე. საშინელება მიამბო. გაოცებული ვიყავი, აქამდე როგორ არ წამოვიდა სახლიდან. არც მე ვყოფილვარ მშობლების ყურადღებით განებივრებული, მაგრამ მისი შემთხვევა ჩემგან განსხვავებით კატასტროფა იყო. შეიძლება სითბოს და სიყვარულს ვერავისგან გრძნობდე და როგორმე ეს აიტანო, მაგრამ დედა - ეს სხვა სამყაროა, ყოველ შემთხვევაში იმ ასაკამდე მაინც სანამ თავს დამოუკიდებელ და ჩამოყალიბებულ ადამიანად არ იგრძნობ.
- მის გამო აღარ ვტირი, უბრალოდ გული მტკივა, რომ როგორც შვილი არ ვაინტერესებ. - ჩაილაპარაკა.
- ცუდია ის, რაც შენს თავს ხდება, მაგრამ დამიჯერე, ადამიანის გამო არ ღირს სასოწარკვეთა, განსაკუთრებით იმ ადამიანის გამო, რომელსაც არ უყვარხარ. ერთადერთი, რის გამოც მადლობას ერტყვი შენს მშობლებს ისაა, რომ გაგაჩინეს. ამისთვის მეც მადლობას ვეუბნები. დანარჩენი ყველაფერი სულ ერთია, შენს მდგომარეობაში განსაკუთრებით. შენ ერთხელ დაიბადე და ერთხელ უნდა იცხოვრო. იყავი თავისუფალი. არავის არ აქვს უფლება რაიმე გიბრძანოს, მოგთხოვოს ან დაგავალდებულოს. შენ აქ იმისთვის ხარ, რომ ბედნიერი იყო, ხო-და ნურავის მისცემ ნებას განწყობა გაგიფუჭოს. გამიღიმე... აი ასე. უკეთესი იქნება ეს ხშირად გააკეთო ხოლმე. ახლა კი კაკაო დალიე, სანამ ჯერ კიდევ თბილია.
- მადლობ. - შემომხედა. - ყოველთვის ახერხებდი ჩემს მდგომარეობიდან გამოყვანას. - ერთხანს ღიმილით მიცქერდა, შემდეგ ჩემსკენ გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა. მისმა ტუჩების შეხებამ დამწვა და მთელი სხეული მოცვა.
- არაფრის. - წარბები ავზიდე და მაგიდიდან კაკაო ავიღე. - ცოტა მარჯვნივ რომ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა.
თამუნამ მხარზე მიბიძგა, აკისკისდა და მას შემდეგ აღარც მოუწყენია.


თამუნა
***
დღეები ისე გადიოდა, ვერ ვასწრებდი დილის და ღამის აღქმას. არც იყო საჭირო. როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც გაბედნიერებს, რომლისთვისაც გრძნობს, რომ სულ ერთი არ ხარ, უკვე ნაკლებად გაინტერესებს რა ხდება გარესამყაროში. შესაძლოა ეს მხოლოდ ურთიერთობის საწყის ეტაპზე ხდება, მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ. მე უკვე დღევანდელობით ვცხოვრობ, რადგან დაახლოებით ვხვდები რა იქნება ჩემს მომავალში.
ძირითადად დრიოს სახლში ვატარებდით, მაგრამ არასოდეს მოგვიწყენია. ერთხელ კოცონზე მე და ლაშამ მწვადები შევწვით, უფრო სწორედ მან შეწვა, მე - დავწვი და ამაზე დღესაც დამცინის. „სიმართლის დროც“ ვითამაშეთ და არც ისე დავმთვრალვართ, რადგან პასუხებს ბევრ კითხვებს ვცემდით. ამ თამაშით უფრო მეტი შევიტყვეთ ერთმანეთზე. ერთ დღეს ნამცხვრის გამოცხობა ვცადეთ, მაგრამ ლაშას ფქვილით გუნდაობა მოუნდა და გეგმა ჩაგვეშალა, სამაგიეროდ მთელი საღამო სამზარეულოს ვასუფთავებდით.
რაც დრო გადიოდა მით უფრო ვუახლოვდებოდი. ვგრძნობდი, შეჩვევა ნელ-ნელა რაღაც უფრო ძლიერისკენ მიდიოდა. რიდი ნელ-ნელა დავძლიე, თან ისე, რომ მის კოცნასაც აღარ ვერიდებოდი. შეუძლებელი იყო, ამისგან თავი შორს დაგეჭირა. ვფიქრობდი, ეს არც იყო აუცილებელი და თავს უფლებას ვაძლევდი, რამდენჯერაც მომინდებოდა, იმდენჯერ მეკოცნა მისთვის, მით უმეტეს რომ არც ის იყო წინააღმდეგი. უფრო მეტიც, ლაშა უფრო ხშირად იჩენდა ამის სურვილ, ვიდრე მე. რამდენჯერმე იყო მომენტი, როცა ლაშა რომ არ შეჩერებულიყო შორს წავიდოდით. მისი თავშეკავებაც ისევე მსიამოვნებდა, როგორც კოცნა. თუმცა საეჭვო იყო, მე თვითონ რამდენად დიდხანს შევიკავებდი თავს.
ჩვენს თბილისში დაბრუნებამდე ორი დღე იყო დარჩენილი. ეს სახლი, მისი ბაღი, მისი სურნელი ისე შემიყვარდა, გული მწყდებოდა, რომ მისი დატოვება მიწევდა. აქ ჩემი ცხოვრების საუკეთესო ორი კვირა გავატარე და ვერც კი წარმოვიდგენდი მსგავსი დღეები ოდესმე განმეორდებოდა თუ არა. მე აქ დავიწყე ცხოვრება, რასაც სინამდვილეში ჰქვია ცხოვრება და არაფერს დავიშურებ იმისთვის, რომ სამუდამოდ ასე გაგრძელდეს.


ლაშა
***
მაგიდასთან ვზივარ. ჩემს წინ მჯდარ თამუნას ვუყურებ და გასული დღეებით ბედნიერი ვარ. მის გამო ჩემში ქარიშხალი ტრიალებს, ის კი ჩაის სვამს და მშვიდად უყურებს სამზარეულოს კედელზე ჩამოკიდებულ ტელევიზორს. თითოეული მისი მოქმედება, მოძრაობა ახალი მეჩვენება. თითქოს ეს გოგო წუთის წინ დავინახე და ახლა ვიწყებ მის შესწავლას. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასე მგონია, ბოლომდე ვერასოდეს გავიცნობ. ეს კარგია, მისგან ყოველ დღე სიახლეები მელის.
- რატომ მიყურებ? - შემომხედა და გაიცინა.
- ძალიან ლამაზი ხარ.
- კარგი რა, რა მაქვს ლამაზი. - თმა ყურზე გადაიწია და დაიმორცხვა. თითოეული მისი დამორცხვება პირველად ნანხივით მხიბლავს.
- გინდა გითხრა?
თავი დამიქნია.
- შეფაკლული ნაზი ლოყები, თბილი და ეშმაკური თვალების ციმციმი, ცხვირის აბზუება გაბრაზებისას და რაც მთავარია ვნებიანი, მორცხვი ტუჩები. ნუღარ გამაგრძელებინებ, ცოდო ვარ.
- ცოდო რატო? - იკითხა, მაგრამ ალბათ მოგვიანებით მიხვდა და აკისკისდა.
- დამცინი?
- ხო. - თავი დაიქნია.
- ამისთვის პასუხს გაგებინებ. - მუქარით თითი დავუქნიე.
- ძალიან გვიანია, ხომ არ დაგვეძინა? - წამოდგა და თავზე დამადგა.
- წადი და დაიძინე. - მხრები ავიჩეჩე. ვიცი რაც უნდა.
- ძილის წინ არ მაკოცებ?
- არა. - არც კი შევხედე.
- არც ლამაზ სიზმრებს მისურვებ?
- არ ხარ ღირსი.
- აა, პასუხს მაგებინებ ხო? - გაეცინა. - ნწ, რა ბავშვი ყოფილხარ და არ ვიცოდი. კარგი, მე წავედი. - თქვა მაგრამ ზურგს უკან შეჩერდა. - ლოყაზე მაინც გაკოცებ. - სანამ რამეს ვეტყოდი, ზურგიდან დაიხარა და ყურის ქვეშ მაკოცა. თითქოს გავარვარებული რკინა დამადეს, ისე ამეწვა კანი. ნებისმიერისთვის ეს სუსტი წერტილია, ეს ღილაკია ვნების ჩასართველად და არც მე ვარ გამონაკლისი. შეშინებულივით წამოვხტი და ეშმაკურად მომღიმარს ჩავუმარცვლე: - შენი კვალიც კი არ დარჩეს, ისე აორთქლდი აქედან, თორემ...
- არის სერ! ეს „თორემ“ ცუდად მაქვს დაცდილი... - ჩაიფხუკუნა და გაიძურწა. გავიგე, როგორ შევიდა ოთახში.
ნაკოცნ ადგილას ხელი მოვისვი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იარა დამიტოვა. აი ეს-ღა გინდოდა ლაშა, ისედაც თავს ძლივს იკავებ. მაცივრიდან წყალი გამოვიღე და დავლიე. წადი, დაიძინე სანამ ჯერ კიდევ აზროვნებ. ოთახში შევედი, ვიწრიალე, ვერაფრით მოვისვენე. შემდეგ პირსახოცი ავიღე და სააბაზანოსკენ წავედი. აბაზანას რომ მივუახლოვდი, შხაპის ხმა მომესმა. ალბათ თამუნაა შესული. გამობრუნება დავაპირე, მაგრამ შევჩერდი. კარი ოდნავ შევაღე და მის შიშველ სილუეტს მოვკარი თვალი. რა ჯანდაბას ვაკეთებ, ამის დედაც... კარი გამოვიხურე, ოთახში დავბრუნდი და დავწექი.
ახლა თვალები დახუჭე და დაიძინე. არავითარი თამუნა. ამ სახლში მარტო ხარ, ძალიან გეძინება და ერთი სული გაქვს სიზმრებს როდის ნახავ. გაიგე?
ხუთი, ათი, თხუთმეტი წუთი. ჯანდაბა! ყელთან ისე ვგრძნობ მის კოცნას, თითქოს ეს ორი წამის წინ მომხდარიყოს. ერთიანად ამ გოგოთი ვარ მოცული. ავდექი, ბრიჯი ამოვიცვი და ოთხიდან გავედი. შენი ბრალია თამუნა!


თამუნა
***
ჩემს ოთხში შევედი, ხალათი გავიხადე და ტრუსზე ღამის მაისური გადავიცვი. თმიდან პირსახოცი მოვიძრე და სარკეში ჩავიხედე. იქიდან სულ სხვა თამუნა მიყურებს, უფრო ბედნიერი და ხალისიანი. მომწონს და ყველანაირად ვეცდები, ეს არასოდეს გაქრეს.
ოთახში ცივა, ძალიან ცივა. სააბაზანოდან ახლადგამოსულს ფეხები და ხელები გამეყინა. სასწრაფოდ უნდა დავწვე, თორემ ყინულის ძეგლად ვიქცევი. თმაც არ შემშრობია ბოლომდე. ის იყო შუქის ჩასაქრობად მივბრუნდი, რომ კარი გაიღო და ლაშა შემოვიდა. მოულოდნელობისგან შევხტი.
- ლაშა... აქ რას აკეთებ? - ვკითე დაბნეულმა და ახლაღა გამახსენდა, რომ ტრუსის და მაისურის ამარა ვიდექი. მაშინვე ხალათს ვწვდი, მაგრამ აღელვებულმა ვერაფერი მოვუხერხე.
- შეეშვი. - ჩაილაპარაკა მან და მომიხლოვდა.
ხალათი მოუხერხებლად ავიფარე წინ და თვალების ცეცებით ავხედე მას. ტანზე არ ეცვა და ჩემი მოუსვენარი თვალები მის ძლიერ მხრებს, მკერდს და ხელებს ვითმომ მალულად ათვალიერებს.
- რა გჭირს, არ გეძინება? - ძლივს მოვაბი სათქმელს თავი.
ბიჭს მხოლოდ ჩაეცინა, არაფერი მიპასუხა და კიდევ უფრო მომიახლოვდა.
- ლაშა, რა გემართება...
- რაც დამმართე. - თქვა მან. ხალათს ხელი მოკიდა და ისე გამომართვა, ვერც კი მივხვდი. აქამდე რომ თვალებში მომშტერებოდა, ახლა მისმა მზერამ ქვემოთ გადაინაცვლა. ჰაერი არ მყოფნის, ასე მგონია ჩემი გულის ცემა მასაც ესმის. მაშინაც ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი, როცა ყელზე ვკოცნიდი, ახლაც ვხვდები, რა იმალება მისი მზერის მიღმა და ცოტა არ იყოს მეშინია. არა, მისი არა, ჩემი სურვილების მიეშინია.
- რას აპირებდი, სანამ შემოვიდოდი? - მკითხა.
- მე... მე დაძინებას ვაპირებდი და... მე შიქი უნდა ჩამექრო. - ამოვილუღლუღე. ვცახცახებ. ვეღარ ვხვდები ეს სიცივის ბრალია თუ იმის, მის წინ ტრუსების და ღამის მაისურის ამარა რომ ვდგავარ.
ლაშამ უკან დაიხია და შუქი ჩააქრო. ოთახს მხოლოდ ღამის პატარა ნათურა ანათებს. ვერაფერს ვაკეთებ, ადილიდანაც ვერ ვიძვრი. ჩემსკენ გამოიწია და ისე ახლოს შეჩერდა, თავი ოდნავ უკან გავწიე. მისი ხშირი სუნთქვა მესმის და გონება მერევა.
უცბად მისი ხელები ყელთან ვიგრძენი და ტანზე ერთიანად ვნებამ დამიარა. თითები ქვემოთ ჩაცურდნენ, მკერდი, მუცელი გაიარეს და თეძოებზე შეჩერდნენ. ერთხანს არაფერს აკეთებდნენ, შემდეგ ტრუსს ჩაეჭიდნენ და თავისკენ მიმიზიდეს. ხელები გაუცნობიერებლად მკერდზე დავაწყვე და როგორ ვწვდი მის ტუჩებს ვერ მივხვდი. ერთი წუთის წინ ვიყინებოდი, ახლა კი მეგონა, რომ ოთახი სიცხისგან იწვოდა. მისი გლუვი კანის შეხება ჩემზე ნარკოტიკივით მოქმედებდა. ბიჭმა ისე მიმიკრა, მეგონა მისი ნაწილი გავხდი. ფარფარა მაისურის ქვეშ თავისუფლად შეცურდნენ მისი ხელები და წელს ვნებიანად მოეფერნენ. მსგავსი არაფერი განმიცდია. თითქოს მრცხვენოდა კიდეც, მაგრამ სურვილი ყველა სხვა გრძნობას შლიდა. შეუძლებელი იყო, მისი მხურვალე ბაგეებისგან, მისი აბრეშუმივით პრიალა კანისგან გათავისუფლება, ამიტომ არც ვცდილობდი, მაგრამ...
- ლაშა... - ჩავიჩურჩულე. არ ვიცი რატომ შევწყვიტე მისი კოცნა, თუმცა არც თვალები გამიხელია, არც ცხვირი მომიშორებია მისი ლოყიდან. - იქნებ...
- არაფერი... მითხარი, როგორია... - თქვა და ტუჩებით ყელზე მიმეკრო. მისი ბაგეებიდან გადმოფრქვეული ცხელი ჰაერი მხარზე მომედო და წამში მთელს სხეულზე გაიშალა.
როგორია? სუნთქვის შემკვრელი. მორჩა, ძალა აღარ მეყოფა მის შესაჩერებლად. ან რა საჭიროა? მაისური გამაძრო, ხელში ამიტაცა და ორივე საწოლზე აღმოვჩნდით. ზემოდან მომექცა, შიშველი სხეულით მიმიკრო და ვნებიანად განაგრძო ჩემი მოფერება.


ლაშა
***
დიდი ხანია მღვიძავს. თამუნას ვუყურებ და ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ წუხელ თავი ვერ მოვთოკე. ის ჩემია, სულითაც და სხეულითაც. ვუყურებ და მეხსეირებაში ვიბეჭდავ თითოეულ მის ნაკვთს. სძინავს, მშვიდად სუნთქავს. ისე საყვარლად გამობურცვია ტუჩები, ერთი სული მაქვს გაიღვიძოს, რომ ვაკოცო. თმა ოდნავ ჩამოყრია სახეზე და სუნთქვის დროს ცხვირთან ოდნავ უფრიალებს. საბნიდან მისი მხრები მოჩანს. მინდა მოვეფერო, მაგრამ ისევ მის გაღვიძებას ვერიდები.
თვითონ? ნეტავ რას იტყვის თვითონ? როგორ შემომხედავს? ხომ არ ინანებს? არა, დარწმუნებული ვარ, რომ არ ინანებს.
ფრთხილად ავდექი, სამზარეულოში გავედი და ყავა მოვამზადე. მმმ... კიდევ რა შეიძლება? მინდა გავახარო და ვასიამოვნო. ყავა ლანგარზე დავაწყე. მას კრუასანები და თეთრი შოკოლადი დავუმატე. კიდევ? ყვავილი? იქნებ ბანალურია? იქნებ არ მოსწონს მსგავსი საქციელი? არა ეს არ არსებობს. ეს ხომ ყურადღება, მზრუნველობაა ჩემი მხრიდან. დარწმუნებული ვარ მოეწონება. ხოო, დაბნეული ვარ. ბევრი გოგო მყოლია, მაგრამ მსგავსად არც ერთი გამონებივრებია, პირიქით - ისინი მანებივრებდნენ.
ბაღში გავედი, რამდენიმე ღერი გვირილა მოვწყვიტე, ჭიქაში ჩავდე და ლანაგრი საძინებელში შევიტანე. საწოლზე ჩამოვჯექი, ერთი გვირილა ავიღე და ყვავილით ლოყაზე მოვეფერე. გოგო შეირხა და ღრმად ჩაისუნთქა. ლოყაზე ვაკოცე. უკვე მომნატრებია მისი ნაზი კანი. გაეღიმა და თვალები ნელა გაახილა.
- დილამშვიდობისა. - ჩავჩურჩულე ყურში.,
- დილამშვიდობისა. - მითხრა და ცხვირის წვერზე მაკოცა. ტანზე ეკალმა დამაყარა.
- როგორ ხარ?
- კარგად. - გაეცინა. - შენ?
- შესანიშნავად. მოიცადე... - თმა ყურზე გადავუწიე და გვირილა მოვარგე. - ძალიან ლამაზი ხარ.
- მადლობა. - გამიღიმა და დაიმორცხვა. ისევ თავიდან მომხიბლა მისმა სიმორცხვემ. - ყავის სუნი დგას.
- მოგაწოდო?
თავი დამიქნია. წამოიწია და საბანი მკერდზე მიიფარა.
- ჯერ მაისური მომაწოდე. - მითხრა. მივეცი და შევხედე. - მიბრუნდი, ჩავიცვა.
- რატო, ჩემი გრცხვენია? - ქალივით დავიმორცხვე.
- მიბრუნდი. - აკისკისდა.
შემოვბრუნდი და თან ყავა ავიღე მისთვის. მაისური ჩაიცვა, ფინჯანი გამომართვა და სითხე მოსვა.
- გემრიელია.
მისკენ გავიწიე და მის ტუჩებს ვწვდი. ისეთი ვნებიანია, რაღაც მემართება.
- ხო, მართლაც გემრიელად მომიდუღებია. მეც დავლევ.
ფინჯანი ავიღე, მის წინ ჩამოვჯექი და ყავა მოვსვი. ვუყურებ. არც ის მაცილებს თვალებს. ორივეს გვეღიმება. ცოტა ხნით ასე ვართ, ბოლოს მაინც ისევ ის არღვევს ჯიბრიან სიჩუმეს.
- ლაშა, ნუ იცი ასე ყურება.
არ ეტყობა, რომ ნანობს, ამიტომ არ ჩავაცივდები. ახლა თუ არა, ოდესმე მაინც ვისაუბრებთ ამაზე.
- ჩემს ქალს როგორც მინდა ისე შევხედავ.
გაეცინა და თვალები დახარა. საოცარი ვინმეა.
- იქნებ ყავას წითელი ღვინო გერჩივნა? - ვკითხე.
- არა, მე ისედაც მთვრალი ვარ.


თამუნა
***
გუშინ დილით გვირილის სურნელმა გამაღვიძა. გული სასიამოვნოდ ამიჩქარდა, როცა თვალები გავახილე და მომღიმარი ლაშა დავინახე. ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო. ყველაფერი გააკეთა, რომ თავი უხერხულად არ მეგრძნო. ჩვენს ვნებიან და დაუვიწყარ ღამეზე არ გვისაუბრია, მაგრამ თითოეული მისი მზერა ყველაფერს მეუბნებოდა და მეც ასევე ვპასუხობდი. ეს საკმარისი იყო, რომ ერთმანეთში გავრკვეულიყავით.
ხვალ თბილისში ვბრუნდებით. დასანანია. ძალიან შევეჩვიე ამ სახლს და გული მწყდება, რომ ვტოვებ. თუმცა მაინც ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ასეთ ლამაზ ადგილას გავიგე, რა არის სიცოცხლე.
ვახშამს მოვრჩით. ის იყო სამზარეულოდან გამოვედი, რომ ლაშამ დამიძახა. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. მაგიდაზე პოპკორნი და კოკა-კოლა იდო. ფუმფულა დივანზე კი ლაშას ბალიშები დაეყარა. ხელში პლედი ეჭირა.
- რა ხდება? - ვკითხე.
- მოდი, კინოს ვუყუროთ. - ხელი დამიქნია.
- რა კინოს? - მივედი, დივანზე მივწექი და ბალიშებში ჩავიკარგე.
- ნახავ, მოგეწონება. - წარბები შეათამაშა ლაშამ. დივიდიში დისკი ჩადო, გვერდით მომიწვა და პლედი მომახვია. შემდეგ პულტი აიღო და ფილმი ჩართო.
- არ არსებობს, „შოპოჰოლიკი“! - წამოვიყვირე გაოცებულმა. - არ მეგონა თუ ასე დაიმახსოვრებდი.
- შენ შესახებ არასოდეს არაფერი დამავიწყდება. ერთადერთი შეიძლება შენი კოცნა დამავიწყდეს, ესეც იმიტომ, რომ შემდეგ გამახსენო. - თვალი ჩამიკრა. გამეცინა და ვაკოცე.
- მადლობ. - ვუთხარი.
- რისთვის? - ლოყაზე მომეფერა.
- იმისთვის, რომ უფლება მომეცი და ჩემი ხარ.
გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. თავი მკერდზე ჩამოვადე და ჩემი საყვარელი ფილმის ყურება დავიწყეთ.

***

- ხომ არაფერი გჩება? - გამომძახა ლაშამ სახლიდან.
- არა! - ვუპასუხე.
თუმცა კი, მთელი ჩემი სული და გული აქ მრჩება. აქ მხოლოდ ჩევნ ვიყავით და სხვა არავინ. თბილისში კი ხალხია, ხმაურია, პრობლემებია, საქმეა. ამ ყველაფერს ვერსად გაექცევი. იქ რეალური ცხოვრებაა, ქაოსი და საათიებია, რომლებიც გარბიან. აქ დრო გაჩერებული იყო. აქ არ მჭირდებოდა წუთები და წამები. აქ ლაშა მჭირდებოდა და მისი სიახლოვე.
ახლა მანქანასთან ვდგავარ, ვხედავ, როგორ კეტავს ჭიშკარს ლაშა და სევდაგარეულ ბედნიერებას ვგრძნობ. გული მწყდება, რომ მივდივართ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ლაშა ჩემია. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებას აზრიანი ვუწოდო. მან იმდენი მოახერხა, რომ სწავლის გაგრძელებაზე დამიყოლია. ამას არ გააკეთებდა მისთვის რამეს რომ არ ვნიშნავდე.
- მოიწყინე სულელო? - მომიახლოვდა, მომეხვია და მაკოცა.
- ცოტა, მაგრამ არაფერია. შენც ხომ გწყდება გული?
- ხო, მაგრამ ჩემთვსი მთავარია, რომ ოცნება ავისრულე, თანაც შენთან ერთად.
- რა იქნება, როცა თბილისში ჩავალთ?
- შენ ჩემთან იცხოვრებ.
- შენთან? - ჩავფიქრდი.
- ყოყმანობ. გაძლებ უჩემოდ?
- ვერა, ვერ გავძლებ.
- მე მით უმეტეს. უშენოდ ვერ მოვისვენებ. დღეს თუ ხვალ მაინც დაგიყოლიებ. აბა რა გაკავებს?
- არ ვიცი, მგონი არაფერი. - გავუღიმე.
- ხო-და ძალიან კარგი. - ცხვირზე თითი ჩამომკრა. - ახლა კი მიდი, შეაფასე აქ გატარებული ორი კვირა.
ცოტა ხნით ჩავფიქრდი. თითოეულმა დღემ ჩემს თვალწინ გაირბინა. როგორ შეიძლება აღვწერო ეს უამრავი სასიამოვნო მომენტი? ამას ხომ საათები დასჭირდება?
- მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გითხრა, ლაშა. - შევხედე მის ლამაზ ცისფერ თვალებს, რომლებიც დაჟინებით მიცქერდნენ. - თუ ხვალინდელი დღე ისეთივე ლამაზი იქნება, როგორიც გასული დღეები იყო, მაშინ მომავალი სრულყოფილი მექნება.
- გპირდები სულელო, ეს ასეც იქნება. - თმა ყურზე გადამიწია და ჩემს ტუჩებს მისწვდა.

31.08.2014
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ემი

როგორ მიყვარს მე, შენი ყველა ისტორია relaxed

ახალი მინდა, თან ძალიან bowtie

 


№2  offline წევრი TeddyBear

სიგიჟემდე მიყვარს ეს ისტორია,
შენი ისტორიებიდან ყველაზე მეტადაც კი... (იმის მიუხედავად ,რომ ყველა საინტერესო და კარგი ისტორია გაქვს) heart_eyes
მახსოვს ამ ისტორიის კითხვისას როგორი აჟიტირებული ვიყავი, ერთი სული მქონდა როდის შეხვდებოდნენ ერთმანეთს ლაშა და თამუნა relaxed
არ ვიცი რა ვთქვა, საოცრად სასიამოვნო ისტორიაა heart_eyes

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

ემი
როგორ მიყვარს მე, შენი ყველა ისტორია relaxed

ახალი მინდა, თან ძალიან bowtie

ემი მადლობა ჩემო კარგოო <3 ახალს ვწერ, ვწერ და ვეცდები მალე მოვიდე... ზალიან მომენატრეთ <3

TeddyBear
სიგიჟემდე მიყვარს ეს ისტორია,
შენი ისტორიებიდან ყველაზე მეტადაც კი... (იმის მიუხედავად ,რომ ყველა საინტერესო და კარგი ისტორია გაქვს) heart_eyes
მახსოვს ამ ისტორიის კითხვისას როგორი აჟიტირებული ვიყავი, ერთი სული მქონდა როდის შეხვდებოდნენ ერთმანეთს ლაშა და თამუნა relaxed
არ ვიცი რა ვთქვა, საოცრად სასიამოვნო ისტორიაა heart_eyes

მარიამ მიხარია და ზალიან დდიდი ნადლობა შენ <3 წერის პროცესში მეც მასე ვიყავი და მეშინოდა შეხვედრის მომენტის ოცნებაში, ნაწერს სიჩქარე არ დამჩნეოდა :დდ მიხარია, რომ დღემდე ასე მოგწონს, 4 წლის მერეც <3

 


№4 სტუმარი სტუმარი თიკო

მადლობა მადლობა ???? მგონი შემიყვარდი ????☺️????????????????????

 


№5  offline წევრი BidBif

რამდენი ხანია რაც ეს ისტორია არ წამიკითხავს❤❤ ზუსტად ისეთი ემოციები მქონდა ახლა მისი წაკითხვისას როგორც თავიდან❤❤❤. ეს ჩემი ერთ-ერთი პირველი ისტორიაა რაც საიტზე წავიკითხე❤❤... მაშინვე შემიყვარდა და თავი დამამახსოვრა❤❤. ძალიან კარგი ისტორიაა და ეს შენი დამსახურებაა... პერსონაჟები: რეალობასთან ძალიან მიახლოებული❤❤❤. მიყვარს ეს ისტორია თავისი პერსონაჟებით და რაც მთავარია, ავტორი❤❤❤❤

 


№6  offline წევრი Timea25

მარიამ რანაირი ხარ რა...
მმმმმმმ,თეთრი შოკოლადივით გემრიელია ეს ისტორია,მიყვარს და შენც მიყვარხარ ❤

 


№7  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმე როგორ გამეხარდა შენი ნიკის დანახვა .ეს ისტორია მახსოვს , მაგრამ ახალს როდის დადებ მომენატრა შენი ისტორიები.

 


№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი თიკო
მადლობა მადლობა ???? მგონი შემიყვარდი ????☺️????????????????????

ვაიმეეე <3 მეც ჩემო კარგო მეეც <3

BidBif
რამდენი ხანია რაც ეს ისტორია არ წამიკითხავს❤❤ ზუსტად ისეთი ემოციები მქონდა ახლა მისი წაკითხვისას როგორც თავიდან❤❤❤. ეს ჩემი ერთ-ერთი პირველი ისტორიაა რაც საიტზე წავიკითხე❤❤... მაშინვე შემიყვარდა და თავი დამამახსოვრა❤❤. ძალიან კარგი ისტორიაა და ეს შენი დამსახურებაა... პერსონაჟები: რეალობასთან ძალიან მიახლოებული❤❤❤. მიყვარს ეს ისტორია თავისი პერსონაჟებით და რაც მთავარია, ავტორი❤❤❤❤

როგოე მიხარია, როცა მეუბმებიან, რომ რწალობასთან ახლოს არიან ჩემი პერსონაჟები. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობ, ოდნავ მაინც ავცდე ხოლმე რეალობას, ეს საიტი ხომ ამისთვისაა ^^ მიხარია, რომ დღემდე გახსოვს ეს ისტორია... მადლობა დიდი ^_^

Timea25
მარიამ რანაირი ხარ რა...
მმმმმმმ,თეთრი შოკოლადივით გემრიელია ეს ისტორია,მიყვარს და შენც მიყვარხარ ❤

ესეთი ვარ :დდ ^^ თეთრი შოკოლადი ჩემი ნომერ პირველი ტკბილეულია და კომპლიმენტიც მიღებულია... უღრმესი მადლობა <3

lalita
ვაიმე როგორ გამეხარდა შენი ნიკის დანახვა .ეს ისტორია მახსოვს , მაგრამ ახალს როდის დადებ მომენატრა შენი ისტორიები.

მიხარია, რომ გახსოვს <3 ახალს ვწერ ჩემო კარგო და ვცდილობ, რაც შეიზლება მალე გავიდე ბოლოსკენ, რომ დადება დავიწყო. <3

 


№9  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მსაიტზე რომ შემოვედი და მე მიყურე დავინახე, გული ამიჩქარდა, მომნატრებია ხო იცი?!
კარგია რომ დადე, გამიხარდა.
ახლა ახალს ველი, თან როგორ სულმოუთქმელად ვერ წარმოიდგენ.

 


№10  offline წევრი An_Gel

არ მქონდა ეს ისტორია წაკითხული და ძალიან, ძალიან მიხარია, რომ რაღაც მიზეზით ისევ დადე. ისე ვისიამოვნე, ვერ წარმოიდგენ. სპეციალურად არ დავარედაქტირეო თქვი და თითქმის 4 წლის წინანდელია, მაგრამ მაინც ისეთი დახვეწილია და გამართული, საერთოდ არ იგრძნობა, რომ ამდენი წლის წინაა დაწერილი. თამუნას პერსონაჟმა ერთი გოგო გამახსენა, ასე მგონია მასზე წერდი, იმდენად რეალური პროტოტიპი იყო. ლაშას რაც შეეხება, ცოტა კი მაღიზიანებდა თავიდან თავისი დამოკიდებულებით "ფიტულების" მიმართ :დდ თუ არ მოსწონდა ასეთი გოგოები, საწოლში რაღაც იძვრენდა?! :დ მაგრამ მთლიანობაში მთელი მათი ამბავი იყო ძალიან ორიგინალური, ყოველგვარი ბანალურობის და ზედმეტობების გარეშე. საერთოდ, იმიტომ მიყვარს შენი ისტორიები, რომ არასდროს, არცერთი წამით ზედმეტს არ აკეთებ.
მიყვარს ხოლმე ეს მომენტი, როცა აღმოვაჩენ, რომ რაღაც ძალიან, ძალიან კარგი ჯერ კიდევ არ მაქვს წაკითხული <3
და ბოლოს, ყველამ გითხრა და მეც გავიმეორებ, რა :დ გელოდები ახალთახალი ისტორიით <3

 


№11  offline ახალბედა მწერალი lullaby

ლორელაი
მსაიტზე რომ შემოვედი და მე მიყურე დავინახე, გული ამიჩქარდა, მომნატრებია ხო იცი?!
კარგია რომ დადე, გამიხარდა.
ახლა ახალს ველი, თან როგორ სულმოუთქმელად ვერ წარმოიდგენ.

ვიცი თაათ ^^ თქვენ რომ არა, რაც მაქვს დაწერილი ისიც არ მექნებოდა დღეს :დდ რო არ გბეზრდება მადლობა ამისთვის <3

An_Gel
არ მქონდა ეს ისტორია წაკითხული და ძალიან, ძალიან მიხარია, რომ რაღაც მიზეზით ისევ დადე. ისე ვისიამოვნე, ვერ წარმოიდგენ. სპეციალურად არ დავარედაქტირეო თქვი და თითქმის 4 წლის წინანდელია, მაგრამ მაინც ისეთი დახვეწილია და გამართული, საერთოდ არ იგრძნობა, რომ ამდენი წლის წინაა დაწერილი. თამუნას პერსონაჟმა ერთი გოგო გამახსენა, ასე მგონია მასზე წერდი, იმდენად რეალური პროტოტიპი იყო. ლაშას რაც შეეხება, ცოტა კი მაღიზიანებდა თავიდან თავისი დამოკიდებულებით "ფიტულების" მიმართ :დდ თუ არ მოსწონდა ასეთი გოგოები, საწოლში რაღაც იძვრენდა?! :დ მაგრამ მთლიანობაში მთელი მათი ამბავი იყო ძალიან ორიგინალური, ყოველგვარი ბანალურობის და ზედმეტობების გარეშე. საერთოდ, იმიტომ მიყვარს შენი ისტორიები, რომ არასდროს, არცერთი წამით ზედმეტს არ აკეთებ.
მიყვარს ხოლმე ეს მომენტი, როცა აღმოვაჩენ, რომ რაღაც ძალიან, ძალიან კარგი ჯერ კიდევ არ მაქვს წაკითხული <3
და ბოლოს, ყველამ გითხრა და მეც გავიმეორებ, რა :დ გელოდები ახალთახალი ისტორიით <3

ანააა, როგორ გამიხარდა შენი დანახვა აქ. ^^ და უფრო მეტად მიხარია, რომ მოგეწონა მე მიყურე. ხოო დიდ ხნისაა და მიუხედავად შენი კომპლიმენტისა, არის გრამატიკულად გაუმართავი. ნუ იდეა და რაღაც-რაღაცეები კიდე სხვა თემაა :დდ თუმცა ამან რომ ხელი არ შეგიშალა ამას რა ჯობია :დ ^^
ხო, თამუნას მსგავს ცხოვრებას, ყოველ შემთხვევაში ლაშამდე, არავის ვუსურვებ და იმედია იმ გოგოს ყველაფერი კარგად ექნება. ლაშას რაც შეეხება, გეთანხმები :დდ მაინც ეტყობა იმ გარემოს ზეგავლენა, რომელშიც მოუწია ცხოვრება და თან რომ ჭრის და თან კერავს ალბათ მაგის ბრალია :დდ
გაიმეორე, გაიმეორე :დდ სტიმულია, იქნებ მიშველოს და გავიდე ბოლოში მალე :დდ <3 მადლობა ანა კიდევ ერთხელ <3

 


№12  offline წევრი Sevdiani 1990

Ise momewonaa:)
--------------------
T.tatarashvili

 


№13  offline მოდერი bibo

არა შენ რო სასწაული ხარ ახალი არა ხო
შენ რო საოცრება ხარ ეგეც არა ახალი
ისიც არ იქნება ახალი რო სასწაული ფანტაზია გაქ
ისიც არ იქნება ახალი რო ულევი ემოცია ხარ
ეგეც არ იქნება ახალი რო ბედნეიერება შენი ისტორია
ისიც არ იქნება ახალი რო უბრალოდ გამაგიჟე
აი არაფერი არა შენთვის ახალი
განა არ ვიცოდი ეს სტორია
ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი
მე აქ მაფიად ვიდგე და შენები არ ვიცოდე
ჯოჯოხეთშიც კი არ მიმიღებდნე ამხელა დანაშაულისთვის
ვიცოდი რომელია
ისე განვიცადე თამუნა იმდენად დამევა გული
იმდენად ვგულშეატკივრობდი და ისე ვიყვიჩამჯდარი
რო ალბათ ჰაერი არ მყოფნიდა
ვერ ვსუნთქავდი და უბრალოდ მანდ ვიყავი
საოცრება შენ რაც არ უნდა თქვა ვთლი რო ეს ისტირია სიგიჟეა
ჩემი ვიოლინოს შემდეგ ამაზე ვგიჟდებიი
აი ასე უბრალოდ სასწაულია
შენი შექმნილი სასწაული
ბედნიერებაზე მეტი ხარ
მე მადლობელი ვარ საიტის რო გიცნობ
პირადად რო გიცნობ
ისეთი საოცრება ხარ
ისეთი სასწაული შენი ნახვრის ნახევარიც რო ვიყო
დედამიწას სირბილით შემოვიბრენდი
მაგიჟებთქო არ გჯერა
სხვა განზომილება ხარ
აი ასე ერთი ლაღი ფერადი
ჩემო ყვითელო ვანილო
სასწაული ხარ
და შენაირი ერთი ყველას უნდა ყავდეს
ერთი მაინც ბევრი უნდა ყავდეთ მაგრამ ერთიც ეყოფათ heart_eyes kissing_heart
ვიცი ჩემი რახარუხი ზედმეტი სიტყვები არ ჭირდება მაგრამ
მატრაკვეცობა რო ვიცი ხო იცი
თორე მე რა უნდა გითხრა რაც არ იცი
საოცრებაზე მეტი რო ხარ ყვითელო
სასწული
შენ კომენტარებზე სუ სიყვარულებს ვისვრი გულიდან
და ისტორიაზე ხო საერთოდ
ის ემოცია
ის ფერები
ის მოგონებები
ის სევდა
ის სიყვარული
ისევ თავიდან
ჟრუანტელი შეხვედრისას
იქამდე და მის შემდეგ
უბრალოდ ემოცის სიგიჟE
აი ასე უბრალოდ გამაგიჟე
რას მერჩოდი
რატო გამამეორებინე ეს აღფრთოვანება
შენ შენ ხარ
სასწაული
გახსოვდეს
რო მე შენად მიღირს საიტი
მნაღობო ყვითელო
ბენდიერება ხარ
ველი ახალ ისტორიებს
მე და ჩემი კომეტარები ველით ყვითელს
ყვითელო მალე დაბრუნდი
heart_eyes kissing_heart

 


№14 სტუმარი მე

ძალიან ვისიამოვნე ყველა მოთხრობით<3 რამე ძველი თუ გაქვს სხვა საიტზე შეგიძლია მითხრა? კიდევ მინდა რამე წავიკითხო შენი <3

 


№15  offline წევრი svetlana111

სიტყვები არ მაქ როგორ მომეწონა. უბრალოდ ძალიან მაგარია.

 


№16  offline მოდერი zia-maria

როგორ მიყვარს ეს ისტორია,მადლობა რომ სრულად დადე. kissing_heart

 


№17 სტუმარი სტუმარი თამო

ეს ისტორია მახსოვს მაშინაც ძალიან მომეწონა და ეხლაც სიამოვნებით წავიკითხე.

 


№18  offline ახალბედა მწერალი lullaby

Sevdiani 1990
Ise momewonaa:)

დიდი დიდი მადლობაა <3

bibo
არა შენ რო სასწაული ხარ ახალი არა ხო
შენ რო საოცრება ხარ ეგეც არა ახალი
ისიც არ იქნება ახალი რო სასწაული ფანტაზია გაქ
ისიც არ იქნება ახალი რო ულევი ემოცია ხარ
ეგეც არ იქნება ახალი რო ბედნეიერება შენი ისტორია
ისიც არ იქნება ახალი რო უბრალოდ გამაგიჟე
აი არაფერი არა შენთვის ახალი
განა არ ვიცოდი ეს სტორია
ჩემ თავს ვერ ვაპატიებდი
მე აქ მაფიად ვიდგე და შენები არ ვიცოდე
ჯოჯოხეთშიც კი არ მიმიღებდნე ამხელა დანაშაულისთვის
ვიცოდი რომელია
ისე განვიცადე თამუნა იმდენად დამევა გული
იმდენად ვგულშეატკივრობდი და ისე ვიყვიჩამჯდარი
რო ალბათ ჰაერი არ მყოფნიდა
ვერ ვსუნთქავდი და უბრალოდ მანდ ვიყავი
საოცრება შენ რაც არ უნდა თქვა ვთლი რო ეს ისტირია სიგიჟეა
ჩემი ვიოლინოს შემდეგ ამაზე ვგიჟდებიი
აი ასე უბრალოდ სასწაულია
შენი შექმნილი სასწაული
ბედნიერებაზე მეტი ხარ
მე მადლობელი ვარ საიტის რო გიცნობ
პირადად რო გიცნობ
ისეთი საოცრება ხარ
ისეთი სასწაული შენი ნახვრის ნახევარიც რო ვიყო
დედამიწას სირბილით შემოვიბრენდი
მაგიჟებთქო არ გჯერა
სხვა განზომილება ხარ
აი ასე ერთი ლაღი ფერადი
ჩემო ყვითელო ვანილო
სასწაული ხარ
და შენაირი ერთი ყველას უნდა ყავდეს
ერთი მაინც ბევრი უნდა ყავდეთ მაგრამ ერთიც ეყოფათ heart_eyes kissing_heart
ვიცი ჩემი რახარუხი ზედმეტი სიტყვები არ ჭირდება მაგრამ
მატრაკვეცობა რო ვიცი ხო იცი
თორე მე რა უნდა გითხრა რაც არ იცი
საოცრებაზე მეტი რო ხარ ყვითელო
სასწული
შენ კომენტარებზე სუ სიყვარულებს ვისვრი გულიდან
და ისტორიაზე ხო საერთოდ
ის ემოცია
ის ფერები
ის მოგონებები
ის სევდა
ის სიყვარული
ისევ თავიდან
ჟრუანტელი შეხვედრისას
იქამდე და მის შემდეგ
უბრალოდ ემოცის სიგიჟE
აი ასე უბრალოდ გამაგიჟე
რას მერჩოდი
რატო გამამეორებინე ეს აღფრთოვანება
შენ შენ ხარ
სასწაული
გახსოვდეს
რო მე შენად მიღირს საიტი
მნაღობო ყვითელო
ბენდიერება ხარ
ველი ახალ ისტორიებს
მე და ჩემი კომეტარები ველით ყვითელს
ყვითელო მალე დაბრუნდი
heart_eyes kissing_heart


ვაიმეეე, თამოო, ტკბილო და თბილო... ვის გაუგია და ვინ უწოდა შენს ლაპარაკს რახარუხი... როდის იყო შენი თაბლი და მურაბა სიტყვები ვინმეს ბეზრდებოდა <3 ძალიან მიხარია ასეთი განწყობა რომ გაქვს "მე მიყურეს" მიმართ და ძალიან ძალიან დიდი მადლობა ღიმილისთვის <3 გამითბე გული ჩემო ლამაზო გოგო <3

მე
ძალიან ვისიამოვნე ყველა მოთხრობით<3 რამე ძველი თუ გაქვს სხვა საიტზე შეგიძლია მითხრა? კიდევ მინდა რამე წავიკითხო შენი <3

დიდი დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგეწონა <3 არა, სხვა საიტზე არ ვარ, რაც მაქვს ყველაფერი აქ მაქვს <3

svetlana111
სიტყვები არ მაქ როგორ მომეწონა. უბრალოდ ძალიან მაგარია.

უღრმესი მადლობა ჩემო კარგი <3

zia-maria
როგორ მიყვარს ეს ისტორია,მადლობა რომ სრულად დადე. kissing_heart

მადლობა შენ <3 მიხარია ძალიან <3

სტუმარი თამო
ეს ისტორია მახსოვს მაშინაც ძალიან მომეწონა და ეხლაც სიამოვნებით წავიკითხე.

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო, მიხარია, რომ კიდევ ერთხელ გადახედე <3

 


№19 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან კარგი და თბილი და იმედიანი და სულში ჩამწდომი და იმედის მომცემიდა ....... და ...... და ..... <3

 


№20  offline მოდერი ენემი

მიყვარს ეს ისტორია heart_eyes heart_eyes ძალიან გამორჩეული და ტკბილია

 


№21  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ძალიან ძალიან თბილი ტკბილი ისტორიაა იყოო მომეწონაა ძალიანნნ

 


№22  offline ახალბედა მწერალი lullaby

ძალიან ძალიან დიდი მადლობა გოგოებო... როგორ მიხარიხართ <3 <3

 


სასწაულია სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ<3<3<3ღიმილი არ მცილდებოდა სახიდან heart_eyes heart_eyes

 


№24  offline ახალბედა მწერალი lullaby

შემოდგომის-ფერი
სასწაულია სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ<3<3<3ღიმილი არ მცილდებოდა სახიდან heart_eyes heart_eyes

როგორ მიხარია <3 ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3

 


№25  offline წევრი Barbare ❤

vaimee ❤️ ra saocrad tkbili istoria iyo ❤️ gushin gavatene amis kitxvashi miuxedavad imisa, rom dges skola mqonda ❤️ bolomde mainc ver davamtavre da gulis gancqalit velodebodi rodis davbrundebodi saxlshi rom damesrulebina kitxva❤️ agfrtovanebuli var , shenanishnavad wer, shesanishnavad gadmoscem grDznobebs da emocias❤️ damatkbe, guli gamitbe da damtove ase gakrechili :D ❤️

 


№26  offline წევრი მეDina

მეორედ წავიკითხე ♡ რა დამტკბარი დავრჩი :) რა კარგია რომ არსებობ ასეთი კარგი და ნიჭიერი
--------------------
☆NaT☆

 


№27  offline ახალბედა მწერალი lullaby

Barbare ❤
vaimee ❤️ ra saocrad tkbili istoria iyo ❤️ gushin gavatene amis kitxvashi miuxedavad imisa, rom dges skola mqonda ❤️ bolomde mainc ver davamtavre da gulis gancqalit velodebodi rodis davbrundebodi saxlshi rom damesrulebina kitxva❤️ agfrtovanebuli var , shenanishnavad wer, shesanishnavad gadmoscem grDznobebs da emocias❤️ damatkbe, guli gamitbe da damtove ase gakrechili :D ❤️

ძალიან ძალიან მიხარია ჩემო კარგო, ❤️ დიდი დიდიადლობ. ოღონდ ძილი არ მოიკლო ჩემი ნაწერებოს გამო. მკლავს რომ მეუბნებინ ღამე გვათენეო :დდ

მეDina
მეორედ წავიკითხე ♡ რა დამტკბარი დავრჩი :) რა კარგია რომ არსებობ ასეთი კარგი და ნიჭიერი

ვაიმეე როგორ მიხარია...❤️ მადლობ დინა ჩემო კარგო ^^

 


№28  offline წევრი Mariam Shengelia_3

ძალიან დიდი ხანი ვგეგმავდი ამის წაკითხვას. ხან რა მაკავებდა ხან რა, ახლა როგორც იქნა დავაყენე საშველი.
არვიცი რა გითხრა
საოცრება იყო!
სასწაულად მომეწონა
ლაშა ისეთი კარგია! თამუნასთვის ზედგამოჭრილი.
საოცრად მომეწონა.
არც ისე ხშირად ხდება როცა უკვე წაკითხულ ისტორიას კიდევ ვკითხულობს, ახლა კი დარწმუნებული ვარ რომ ეს იმ იშვიათებში შევა.
ძალიან კარგი ხარ ძალიან!!!❤

 


№29  offline წევრი naattii

ამ ისტორიის დასრულება უნამუსობააა :(((( კიდევ მინდაააა

 


№30 სტუმარი Tamo

dzalian magaria sagol....is ertaderi adamiani damanaxa visac armoecona neta....ugemovno :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent