შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წიგნების მაღაზიაში (თავი 5)


6-02-2018, 23:28
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 714

წიგნების მაღაზიაში (თავი 5)

ხანჯლად ეცემა გულს ეგ ღიმილი,
შენი ლოდინით გავხდი ჭაღარა,
ქვეყნად არ არის ერთი ადგილი,
სადაც აღარ სცემს სევდის ნაღარა.

როგორც იქნა, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. თავაწეული წამოდგა ფეხზე, წელში გაიმართა და ხმამაღლა წარმოთქვა :
-ბათუმში უნდა ჩავიდე...-ყველაფერი ნათელი იყო. საკუთარ პრინციპებს, სურვილებს, თავმოყვარეობას აბიჯებდა იმისთვის, რომ შორიდან მაინც დაენახა ლაშას სახე, ეგრძნო მისი ბედნიერება. ღრმად სწამდა, რომ შინ დაბრუნების შემთხვევაში რამდენიმე ათეული ათასი წიგნის დაბეჭდვის ნებას მისცემდნენ მშობლები, თუმცა მიზეზი ჯერ არ მოეფიქრებინა; ტყუილიც არ გამოუვიდოდა, ფულს როდი ანიავებდა ლილის ოჯახი.
თავში ათასი აზრი უტრიალებდა და თითოეული მათგანი ლაშასკენ მიმართულიყო, ნეტავ, როგორ გრძნობდა იგი თავს, სად იყო, რას აკეთებდა... ადრე თვითონაც არ დაიჯერებდა, რომ ვინმეს ცხოვრება ასე უცნაურად დაუკავშირდებოდა მისას, თუმცა ახლა ახსნის ძებნის დრო აღარ ჰქონდა.

-ლიზიკო, ბათუმში ვბრუნდები; არ ვიცი, რა იქნება მერე, თუმცა ახლა სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ - იმედი ჰქონდა, რომ დაქალი უსიტყვოდ გაუგებდა და კითხვებს არ დაუსვამდა.
-ასეთი რა მოხდა ?!-გაკვირვებისაგან სახტად დარჩა გოგონა-ცოტა ხნის წინ აქ გინდოდა, ახლა კი... რა ხდება ?!
-მიზეზები რა საჭიროა ? თვითონაც არ ვიცი, ალბათ დავიღალე ყველაფრით.
-კარგი, გაგაცილებ, ჰო ? რითი მიდიხარ ?
-ღამის მარშრუტკას გავყვები..
-თავს მიხედე-გადაეხვია ლილის, რომელიც განცდათა ქაოსისგან ორმაგ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თან ციოდა და თან სიცხისგან იწვოდა; მაგრამ ეს ყველაფერი დასაწყისი იყო, მთავარი ჯერ კიდევ მომავალს ეკუთვნოდა.

***
-კესო, უკვე დიდი გოგო ხარ.. რამდენი წლის ხარ შემახსენე ? - კესოს დედა ლამარი სკამზე მოძრაობდა და ანერვიულებული გამომეტყველებით უყურებდა შვილს, რომელიც ტელეფონს ისტერიულად ატრიალებდა.
-რაო, დე ?
-რაო და ჩვენი ლაშიკო უკვე მდიდარია, ქორწილში რა შეგიშლით ხელს, ყველაფერი 5-იანზე მოკვარახჭინდება..
-კარგად ხარ ? ახლახანს გარდაეცვალა მამა და თან ჩვენ ამაზე ჯერ ერთი სიტყვაც კი არ გვითქვამს.
-ბიძგი სჭირდება, შენ ხარ გოგო და ცოტა უნდაა გააქტიურობა, როცა თვითონ არაფრის თავი არ აქვს.
-დედიკო, ასე ნუ ლაპარაკობ.
-ჰოდა, თუ ასეა, თუ ახალგაზრდები ვერ გვარდებით, უფროსები ჩავერთვებით..
-დედაააა! -მეტი აღარაფერი უთქვამს კესოს, ან რა აზრი ჰქონდა თითქმის ორი ათწთლეული იცნობდა ლამარას და მშვენივრად იცოდა, როგორი „თავის ნათქვამა“ იყო.

ქალი მალე მოწესრიგდა, დიდადაც არ გარჯილა, ან რა დროს ეგ იყო.. სახლის კარები გააღო და სწრაფი ნაბიჯით გავიდა, თავაწეული, წელში გამართული, გამარჯვებულის იერით სწორედ ისე, როგორც ტომის დამშინებელ ჯერის ჩვევია ხოლმე.
ტყუილად არ ამბობენ, თითოეული ადამიანი განსხვავებულიო; აი, ზოგი მთელი ცხოვრება მკვდარია, ზოგი კი ნაფიქრალის რალიზაციისთვის მაშინვე იწყებს გარჯას, ეგეც საკითხავია რა სახის ფაციფუცია, თუმცა სულ არარაობას რომ ალბათ აჯობებს, დამეთანხმება მკითხველი.
ცხოვრებაში დიდად არ ულხინდა, ქმარშიც არ გაუმართლდა; ლოთი იყო საწყალი და გათხოვებიდან 3 წელიწადში სახლიდან გააგდო ლამარამ, სულ ქოქოლა აყარა, ისე უყვიროდა ცოტა აკლდა გინებაშიც გადაეზრდებოდა; იმ ქალებს კი არ ჰგავდა თავდახრილნი კუთხეში მიმწყვდეულნი რომ უსმენენ ქმრის პირიდან ფრქვეულ ოქროსა და ბრილიანტს.
კარი ნანამ გაუღო, თინა ხომ ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოსულიყო. გოგონამ ზრდილობიანად შემოიპატიჟა უცნობი, რომელიც თვალებით თინას მეტს არავის ეძებდა.
-თინა შინ არაა ?-რომ ვერ დაიგულა სახლში, იკითხა შეცბუნებული ხმით.
-თინა ? არ გაგიგიათ ?
-რა ?!
-ის ჯერ კიდევ არაა სრულ ჭკუაზე, იმდენი გადაიტანა.. მაგრამ მე შინ ვარ, ნანა, მისი ქალიშვილი-გაეცნო გოგონა და გაუღიმა ცხოვრებისგან ნატანჯავ ქალს.
-შეიძლება მოვინახულო ?
-თქვენ ვინ ბრძანდებით ?
-მეე ? კესოს დედა ვარ-ისე თქვა, თითქოს მსოფლიოს უნდა სცოდნოდა ვინ იყო კესო.
-კესო ?
-არ იცით ? ლაშას საცოლეა.
-უკაცრავად ? მგონი, გეშლებათ.. აქეთ მობრძანდით, აქეთ წევს თინა.
ფეხაკრეფით შევიდა ავადმყოფის ოთახში, რომელიც სახე მილეული იწვა და ცდილობდა სხვადასხვა წერტილი ერთამანეთთან დაეკავშირებინა; თუმცა მსგავსი არაფერი შეუმჩევია შვილის ბედნიერებისა თუ კეთილდღეობის სურვილით დაბრმავებულ ლამარას.
-დაბრძანდით, ქალბატონო-სკამისკენ ანიშნა ნანამ, თვითონ კი შორიახლოს ჩამოჯდა. ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა არასასურველი სტუმარი. ისედაც დაძაბულიყო და ძალიან იღლებოდა. საკუთარი მშობლის მოვლა მეტად რთული აღმოჩნდა მისთვის-ორმაგ ტვირთად იქცა.
„დედის სიყვარული საზღვრებს გარეთ კი არა, ალბათ იმქვეყნადაც მიყვება ადამიანს“-გაიფიქრა გოგონამ და თავი ჩაქინდრა;
-როგორ ხართ, თინა ? როგორ მომენატრეთ.. მალე გამოგაჯანმრთელოთ ღმერთმა-დაიწყო ლამარამ, კიდევ ბევრს ისაუბრებდა, რომ არა ნანა, რომელმაც თითქმის ძალით გაიყვანა ოთახიდან ქალი, რომელსაც ან არაფერი ესმოდ ან ან არაფრის გაგონება არ სურდა.
-სხვა დროს მობრძანდით, ან თუ რამე მნიშვნელოვანია, მე მითხარით-ვინ იცის, რამდენჯერ გაიმეორა ნანამ, რომელიც იმდენად დაღლილიყო, წაქცევის საშუალება რომ მიგეცათ, დაეცემოდა და იატაკზეც კი გამოიძინებდა; თუმცა განგება თითქმის არასდროს გვაძლევს ალტერნატივების გარეშე ცხოვრების უფლებას.

***
„რამდენი ხანიაა ? რამდენი ხანია, რაც არ მინახავს მშობლიური მხარე...“-ასე შეეგება მონატრებულ ბათუმს ლილი, გაღიმებული სახითა და მომავლის იმედით ანთებული თვალებით.
-დიდი ხანია არ ყოფილხართ ?-გამოელაპარაკა ვიღაც, რომელიც მის გვერდით მოაგორებდა დიდ ჩემოდანს.
-საუკუნედ მექცა !-არც კი შეუხედავს, ისე უპასუხა და პირდაპირ მდგომარე „ტაქსისკენ“ გაემართა. მისამართი უთხრა და ათვლა დაიწყო. ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე გრძელი წუთები, რომელთა გასვლის წარმოდგენა თან ახარებდა და თან უკიდურესად აშინებდა; მან ხომ ჯერ არ იცოდა, როგორ დახვდებოდა ოჯახი ან როგორ გააგრძელებდა ცხოვრებას. ერთადერთ იმედად მხოლოდ ლაშას დახმარების სურვილიღა შერჩენოდა.

-ეს თქვენ ხართ ?-მეკარემ უცნაურად შეათვალიერა გოგონა-დაბრუნდით ?
-როგორც ხედავთ, დიახ !-შიშნარევი ღიმილით უპასუხა გოგონამ და მოლოდინის რეჟიმში ჩართო ფიქრები.
-დავუძახებ უფროსობას, შემოდით..-ერთ დროს საკუთარ ეზოში ფეხაკრეფით შემოვიდა ისე, თითქოს ეშინოდა, სადმე ნაღმი არ იყოსო..
-აქ რა ხდება, ნეტა იცოდეთ, ქალბატონო ლელა.. ლილიკო დაბრუნდა, ლილიკო..-მზარეული ქალი აქოთქოთდა, სიხარულით გაერმართა გოგონასკენ, ხელები განიერად გაშალა და გულში ჩაიკრა ლილი, რომლის ეს უკანასკნელი ორგანი ლამის იყო აუზში ჩაგორებულიყო.
-აქ რა ამბავია ?-ლელა თმააწეწილი გამოვიდა, თან ხალათს ისწორებდა-ეს რა სიუპრიზია ? გამოახედე ერთი ეგ ქალბატონი... შენ ეს სასტუმრო ჰო არ გგონია, როცა გინდა წახვალ და როცა გინდა, მოხვალ ? ალბათ მოგბეზრდა ეგ მათხოვრული სამსახური და ხელფასი , ჰო ? შე შემარცხვენელო.. გამეცააალე, სანამ მამაშენი გამოსული და გაულამაზებია ეგ სახე.. მალე !- ქალმა ბოლო სიტყვა განსაკუთრებული სიმკვეთრით წარმოთქვა, ლილი კი შიშისა და მღელვარებისგან კინაღამ აუზში ჩავარდა. რომ არა მზარეული, თავით გადაეშვებოდა და რა მოუვიდოდა, ღმერთმა იცის.

***
ფანჯარას მიწებებოდა ლილის თავი, თუმცა იმდენად გადაღლილიყო, ძილი მაინც შეეძლო; ეძინა კიდეც.. მაგრამ ფიქრებით ალბათ თვითონაც არ იცოდა ზუსტად სად იყო..
-გოგონა, ჩახვედით-უცნობის ხმამ კიდევ კარგი გააღვიძა და უკანა რეისზეც არ გაჰყვა მძღოლს.
-უი, რომელი საათია ?-ნელ-ნელა წამოიწია, ზურგჩანთა მოიკიდა და ჩასასვლელად გაემზადა, წაბორძიკდა კიდეც, თუმცა მგზავრის დახმარებით ჩასვლა მოახერხა.
-შეძლებთ მისვლას ?-მზრუნველობაც კი გამოიჩინა უცნობდა.
-რა თქმა უნდა, მადლობა-დაბალი ტემბრით წარმოთქვა და „ტაქსიში“ ჩაჯდა, ჩაჯდა, მაგრამ არ იცოდა, საით უნდა წასულიყო, გაჰყოლოდა გრძნობათა თუ ლოგიკის მიმართულებას. საბოლოოდ მაინც პირველს მიანიჭა უპირატესობა.

ალბათ უკვე მესამე ჭიქას სვამდა, როცა ნაცნობი ხმა მოესმა.
-ასწორებს რააა, ამ ნაგავ ცხოვრებას ცოტა ხნით მაინც გაშორებს...-მიიხედა და ლაშა დაინახა, რომელიც სულ არ ჰგავდა წიგნის მფურცლავ ბიჭს წითელი ღვინის წრუპვითა და სასიამოვნო გარეგნობით. სასმელმოკიდებულსაც ეტყობოდა, რომ შეცვლილიყო მისი ცხოვრება, მისადმი დამოკიდებულება, განწყობა; მამის გარდაცვალების შემდეგ დაეტოვებინა სახლი და ბარებში დაღამება-გათენება ჩვევად ქცეოდა. ვინც პირველად ხედავდა, ვერ დაიჯერებდა, რომ ეს და ის ლაშა ეთი და იმავე იყო.
-ვაიმეეე, დედიკო..-ლილის ხმამაღლა გამოუვიდა და ბიჭის ყურადღებაც კი მიიქცია.
აი, ახლა კი დადგა ნანატრი წამები, წამები, რომლებზე ოცნებაშიც ლილის არაერთი რამე გაეთეთრებინა. ლაშა მის გვერდით ჩამოჯდა, მიუახლოვდა და თბილად მოიკითხა, როგორ ხარო.. მართალია, ბიჭი არ იყო ფხიზელ მდგომარეობაში, თუმცა ეს გოგონას როდი ადარდებდა...
-ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ -გულწრფელად უპასუხა და ღიმილი შეაგება, ნამდვილი ღიმილი, რომელიც ამდენი ხნის შემდეგ ანათებდა გოგონას სახეს.
-მეც, უმაგრესად, ასეთ მაგარ გოგოს რომ ვხედავ... ულამაზესი ხარ, მიმზიდველი და უკიდურესად სექსუალური... -ამ სიტყვებზე ლილი სხეულის თითოეული ნაწილით, უჯრედით.. თრთოდა, თვალები უციმციმებდა და ლამის იყო ეს სამყარო დაეტოვებინა.. ბოლოს ძლივს შეძლო ერთადერთი სიტყვის თქმა, რომლისთვისაც აქამდე არც გამბედაობა და არც ალოგიკიზმი ჰყოფნოდა.
-მიყვარხარ !
იცოდა, რომ ლაშას კესოზე ამოდიოდა მზეც და მთვარეც, მისი ცხოვრება ის იყო, ამიტომ დადებით პასუხს არც ელოდა; გოგონასთვის უბრალო სიმპათიაც საკმარისი გამხდარიყო.. აღარ არსებობდა ამაყი, საკუთარ თავზე შეყვარებული, მრავალი ბიჭის უკუმგდები და ყველასთვის ნანატრი გარეგნობის პატრონი ლილიკო.
-წამოხვალ ჩემთან ?-ჰკითხა ლაშამ და ლილიკომ პირველად იგრძნო, რომ იგი სულ სხვა მზერით უსწორებდა თვალს. ღიმილითვე უპასუხა გოგონამ, ხელი ჩასჭიდეს და მხიარული მდუმარებით დატოვეს ბარი.
არც სანთლები ენთო, არც ვარდის ფურცლები ეყარა საწოლამდე მიმავალ გზაზე, თვით საწოლიც კი არ იყო მორთული, არც მთვარე ანათებდა, ლაშაც არ გამოირჩეოდა თბილი სიტყვებით, ქალებს რომ უყვართ ხოლმე, „მიყვარხარ“ კი არა, „მომწონხარ“ ერთხელაც კი არ წამოსცდენია; მართალია, ამბობენ სექსის დროს ახსნილი სიყვარული არაფერს ნიშნავსო, მაგრამ აქ ესეც არ ყოფილა. მეტიც, ა***ს დასრულების შემდეგ გადაბრუნდა და როგორც დათვი, ზამთრის ძილს მიეცა.
დილას მარწყვიანი კრუასანები და ყავა კი არა, კვერცხიც არ მოუხარშავს; 12 საათზე გაიღვიძა და მაშინაც არ მიუქცევია ლილისთვის ყურადღება, თითქოს ერთი დღის ნაშა ყოფილიყო (თუმცა იქნებ მართლაც ასე იყო ?).
„აი, აქ ახდა შენი სიზმარი?“-გაიფიქრა გოგონამ, რომლის გამზადებულ საუზმეს ზედაც არ შეხედა ლაშამ, რამე მეტად ნოყიერი მინდაო.

***
-სად გდია ეგ ბიჭი, ვააა-ნანა ოთახიდან ოთახში ქოთქოთობდა, კესო კი კუთხეში მიყუჟულიყო, ათვალიერება ლაშას წიგნს და ეტირებოდა.
-ასე არ სჩვეოდა.. სად წავიდა, ნეტა..
-დაბრუნდება-ანუგეშებდა ნანა.
-თუ არადა, გავგიჟდები.. გადავალ ჭკუაზე.

ნანა ლოცულობდა, რომ თინა მალე არ მოსულიყო გონს, თორემ შვილის გადაკარგვის ამბავი კიდევ უარესს დამართებდა. მეორე მხრივ, სინდისიც აწუხებდა-მერე არ ვინანოო, თუმცა იმ მომენტში სხვა ალტერნატივას უბრალოდ ვერ განიხილავდა.

***
ლაშას სასტუმროსთან ახლოს სეირნობდა ლილი იმ იმედით, რომ მას მოკრავდა თვალს. გამოჩნდა, თუმცა ამჯერად მარტო არ იყო, კესოთვის ჩაეკიდა ხელი და სწორედ ისე უყურებდა, შეყვარებულებს რომ სჩვევიათ ხოლმე. ლილის ეგონა ისე მოიქცევა, თითქოს ვერ შემამჩნიაო, ამიტომ ბიჭი რომ მიუახლოვდა, მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა.
-ლილი !-ხმამაღლა მიმართა გოგონას, თან არც კესოსი მორიდებოდა, რომელიც მას დროდადრო უფროდაუფრო ეკვროდა.
-სამოწყალებო სექსი გამიგია, მაგრამ სამოწყალებო სიყვარული ?! - მგონი, არა. შენ რას ფიქრობ ?
____

ძალიან ბევრი ვიფიქრე, ბოლოს ასე გადავწყვიტე.. სიამაყეს გადააბიჯა, მაგრამ სუიციდს, მონასტერს, ჰეფი ენდებს და მსგავს მოძველებურ სიუჟეტებს ვარჩიეე.. რეალობასთან უფრო ახლოსაა, ასე ვფიქრობ..
იმედი მაქვს, არ გამიბრაზდით.
მიყვარხართ !скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Vaimee. Imedia ardaasruleee

 



№2  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

Qeti qimucadze
Vaimee. Imedia ardaasruleee

არა, რა თქმა უნდა, არ დამისრულებია

 



№3 მოდერი bla.ell

ველი შემდეგ თავს ახლა უფრო დავინტრიგდი სწრაფად ნუ დაამთავრებ რაააცოტა გაამძაფრე სიტუაციააა გთხო:დდდ ინტეიგანო ისეთ მომენტებზდ ჩერდებიი:დდდ

 



№4 წევრი მწერალი ქალი

ლაშას მივაკლავდი სიამოვნებით.თავხედი!

 



№5  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

bla.ell
ველი შემდეგ თავს ახლა უფრო დავინტრიგდი სწრაფად ნუ დაამთავრებ რაააცოტა გაამძაფრე სიტუაციააა გთხო:დდდ ინტეიგანო ისეთ მომენტებზდ ჩერდებიი:დდდ

არა, ჯერ არ ვამთავრებ

 



№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ეს ლაშა საზიზღარი თუ მე მომეჩვენა!? -_-

 



№7  offline წევრი mirandaa31

ლაშაზე გავბრაზდი ცოტა.. ველოდები შემდეგ თავს <3
--------------------
ხელმოწერა

 



№8  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

ახალი თავის დადება დამაგვიანდება, შთაგონება ველოდები, ძალით არ მინდა დაწერა..

 



№9  offline წევრი mirandaa31

იმდენად მომწონს ძლით რომ დაწერო არ მინდა. ასე რომ დაველოდოთ შენს შთაგონებას <3
--------------------
ხელმოწერა

 



№10  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

mirandaa31
იმდენად მომწონს ძლით რომ დაწერო არ მინდა. ასე რომ დაველოდოთ შენს შთაგონებას <3

დიდი მადლობა <3
დღეს გვიან დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent