შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ, არა არ მიყვარხარ! (ნაწილი 6)


7-02-2018, 19:36
ავტორი სალანდერი
ნანახია 269

მიყვარხარ, არა არ მიყვარხარ! (ნაწილი 6)

გამარჯობა აბ.. ვიცი ეს გამოსამშვიდობებელი წერილისთვის ყველაზე უაზრო დასაწყისია მაგრამ დღეს მინდა როლები გავცვალოთ და ამჯერად მე "ვიბლუყუნებ" სისულელეებს...
დასაწყისისთვის გეტყვი რომ შენ კარგი ხარ... იმდენად კარგი რომ მე ვერასოდეს დაგიმსახურებ, მაგრამ ამაზე სხვა დროს... ახლა კი მინდა გითხრა რომ ეს ცხრა თვე შენს გვერდით ისე გავიდა ვერც გავიგე, არანორმალურად კარგი დღეები მაჩუქე, შენ შეასრულე შენი სიტყვა, ყველაფერს იტანდი ჩემს გამო მეც მომწონდა შენთან ყოფნა მხოლოდ მანამ სანამ მივხვდი რომ მიყვარდებოდი... მე არ მაქვს სიყვარულის უფლება, ჩემს სიყვარულს კარგი არაფერი მოაქვს და ეს ყველაზე უკეთ შენ იცი! შენ იცი რა გამოიარე ჩემს გამო, მაგრამ არ იცი კიდევ რისი გავლა მოგიწევს, არ მინდა გაგიმეტო არ მინდა ის ტკივილი ის ბრაზი და სიძულვილი გიწილადო რომელსაც თვრამეტი წელია ვატარებ! ვფიქრობ ის რაც გავიარეთ საკმარისი იყო და ახლა აქ უნდა შევწყვიტოთ ეს ყველაფერი... ერთი კვირის წინ ზუსტად ამის სათქმელად მოვდიოდი შენთან მინდოდა მშვიდად ამეხსნა რომ დაშორება გადავწყვიტე მაგრამ მოულოდნელად გონება დავკარგე, ვიფიქრე ალბათ ვინერვიულე და იმის ბრალიათქო მაგრამ საავადმყოფოში მაინც მივედი რადგან ბოლო დროს ბევრ უცნაურობას ვამჩნევდი ჩემს თავს, ანალიზები ამიღეს და აღმოჩნდა რომ ორსულად ვარ! ჰო აბ მუცლით შენს შვილს ვატარებ ბავშვს რომელსაც ვერ ვიტან და ვერასოდეს გავუწევ დედობას! ის არ უნდა ჩასახულიყო ჩვენ არცერთს არ გვინდოდა ეს, მან შეცდომა დაუშვა არასწორი ადამიანის მუცელში ჩაისახა ჩვენც შეცდომა დავუშვით თავი რომ არ დავიცავით ამიტომ პასუხსაც სამივე ვაგებთ, ის მოკვდება, მე მკვლელი გავხდები, შენ კი ორივე ჩვენგანის გარეშე მოგიწევს გააგრძელო ცხოვრება... პირისპირ ვერ გითხარი ეს ამბავი რადგან ვიცი მეტისმეტად კარგი ხარ იმისთვის რომ საკუთარი შვილი მოსაკლავად გაიმეტო... ჰოდა ამას მე გავაკეთებ ის ვერ დაიბადება აბელ, ის არ უნდა დაიბადოს და შენ ვერ მოგცემდი უფლებას შეგეჩერებინე! ვიცი ახლა განადგურებული ხარ მე ის მივიღე რაც მინდოდა ბოლომდე გაგასწორე მიწასთან და მოვიგე მაგრამ თუ ოდნავ მაინც იგრძნობ შვებას გეტყვი რომ ბედნიერი არ ვარ, არ მიხარია ის რასაც ვაკეთებ და შენი შვილის შეგრძნება მუცელში კიდევ უფრო გულს მირევს ცხოვრებაზე! ის შენი ნაწილია და მისი შეგრძნება ჩემს სხეულში ყველა განვლილ თუ გაუვლელ დღეს ყელში მადენს! არ შემიძლია პატიება გთხოვო მაგრამ ვიცი რომ მაპატიებ! როცა ყველაფერი ჩაივლის როცა ამ პრობლემას მოვაგვარებ და ცოტა დავლაგდები დავბრუნდები და თუ ჩემი ნახვა ისევ გენდომება შეგვეძლება მეგობრებად მაინც დავრჩეთ! ახლა კი მშვიდობით და გაუძელი პატიოსანო! მე იმ პრობლემას ვაგვარებ რომლის მოსაგვარებლად შენ ძალას ვერასოდეს იპოვნიდი!
წერილში მეტი არაფერი ეწერა! თავში ყველაფერი ამერია არ ვიცი სიტყვებით როგორ უნდა გამოვხატო ის რაც იმ წუთას დამემართა მხოლოდ ის მახსოვს როგორ დავიწყე უაზროდ ღრიალი შემდეგ კი თვალი საავადმყოფოში გავახილე... თავზე ნათია დედაჩემი და მამაჩემი მედგნენ! სამივე შეშინებული თვალებით მიყურებდა! რა ეწერა წერილში აბ? სად არის ევა?
-ის მკვლელი აღარ ახსენოთ!
-მკვლელი? ევაა მკვლელი?
-წერილი არ ეგდო იქ? საიდანაც წამომიყვანეთ?
-კი ხელში გქონდა ჩაბღუჯული აქ გამოგართვეს ექიმებმა და თავთან გიდევს, თუმცა შენი ნებართვის გარეშე ვერ წავიკითხავდით! ჩუმად მითხრა ნათიამ..
-წაიკითხე, მიდი ხმამაღლა წაიკითხე როგორ იშორებს შენი და თავიდან ჩვენს საერთო პრობლემას! ისევ ავუწიე ხმას და ცრემლები გადმომცვივდა
ნათიამ წერილი წაიკითხა და თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა...
-მან ჩემი შვილიშვილი მოკლა! ჩემი პირველი შვილიშვილი! ხმადაბლა ჩაიბურტყუნა მამაჩემმა და გარეთ გავარდა... ნანიკო და ნათია აქეთ იქედან მომეხვივნენ და სამივე ერთად ვტიროდით! როგორ მეზიზღებოდა ევაც და ჩემი თავიც ამ სისუსტის გამო! ამ სისაძაგლის გამო ამ ცოდვის გამო!
საკმაოდ დიდ ხანს მოუწიათ დამამშვიდებლების კეთება ექიმებს რამდენჯერაც გამოვფხიზლდებოდი უაზროდ ვბღაოდი მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გამომწერეს საავადმყოფოდან თუმცა ცხოვრება როგორ ვავაგრძელე ვერ მოგიყვებით რადგან არ მახსოვს, მექანიკურად დავაბიჯებდი დედამიწაზე და ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ისევე ვამძიმებდი მასაც როგორც მე მამძიმებდა საკუთარი სიცოცხლე! რვა თვე ისე გავიდა არაფერი მსმენია ევასგან არც მე არც ნათიას არც არავის თბილისში, ნათია ყოველდღე დადიოდა ჩემთან და ცდილობდა ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა ჩემი მწუხარება თუმცა ჩემი მდგომარეობა მხოლოდ უარესობისკენ მიდიოდა! გამუდმებით ნერვიულად დავაბიჯებდი ოთახში და სიგარეტის ღერებს ერთი მეორეს მიყოლებით ვეწეოდი, ასევე ყოველდღე მოდიოდნენ ჩემი მშობლები და აკეთებდნენ ყველაფერს რისი გაკეთებაც ნახევრად მკვდარი შვილისთვის შეეძლოთ... ორჯერ მივიღე რბოლაში მონაწილეობა და ორივეჯერ ავარიაში მოვყევი რის გამოც რბოლებიდანაც მომკვეთეს სანამ ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა... მე კი ის მადარდებდა რომ ავარია სერიოზული არც ერთხელ არ აღმოჩნდა და ორივეჯერ ცოცხალი გადავრჩი მხოლოდ რამდენიმე კვირა გავატარე საავადმყოფოში... უკვე მერვე თვე იწურებოდა კარზე რომ მომიკაკუნეს, რა თქმა უნდა მარტო ვიყავი, მთვრალი და სიგარეტის ბოლში გახვეული...
-საქართველოს ფოსტიდან გაწუხებთ თქვენთვის წერილია! მითხრა ახალგაზრდა ბიჭმა და კონვერტი გამომიწოდა...წერილი გამოვართვი ჩაბარების აქტს ხელი მოვაწერე და სახლში შევბრუნდი! კონვერტი მაშინვე გავხსენი და პატარა ფურცელზე დაწერილი წერილი წავიკითხე...
-იმედია შეძელი ჩემი პატიება, ერთ კვირაში დავბრუნდები და ყველაფერს უფრო კარგად აგიხსნი!
წერილს არც მისამართი ჰქონდა მითითებული არც სახელი და გვარი საერთოდ არაფერი თუმცა დიდი მიხვედრა არ უნდოდა ვისგან იყო...
მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა ბრაზი მახრჩობდა! აუცილებლად მოვკლავ, მოვკლავ და თავსაც მოვიკლავ სხვა გვარად ვერ მოვისვენებ ვერც თვითონ მოისვენებს სხვანაირად ვერ ვიარსებებთ ვუთხარი ჩემს თავს სარკეში და რამდენიმე ჭიქა გადავკარი... ერთი კვირა საზიზღრად გაიწელა დრო საერთოდ აღარ მიდიოდა სახლში ვეგდე და სასმელში და სიგარეტში ვკლავდი წამებს... ყველა წამს ვითვლიდი თუმცა თავში არაფერი მიტრიალებდა იმის გარდა რომ უნდა მომეკლა! არავისთვის მითქვამს წერილის შესახებ, ერთი კვირა გავიდა თუმცა ევა არ გამოჩნდა! ვიღაცამ ბოროტად მეხუმრა ან ისევ თვითონ მეთამაშება გამიელვა თავში და მუხლებზე დავეცი ვიგრძენი რომ ძალა აღარ მქონდა იმის ძალაც აღარ მქონდა რომ მესუნთქა, ყელში მიჭერდა საკუთარი უსუსურობა და გაქცევა არსად არ შემეძლო ხმამაღლა ავქვითინდი ისე როგორც ნამდვილ კაცებს შეუძლიათ, თუ ვინმე ფიქრობს რომ ნამდვილი კაცები არ ტირიან მაშინ ისინი უბრალოდ არ იცნობენ ნამდვილ კაცებს ნამდვილი პრობლემებით! კაცებს რომლებმაც სიცოცხლის აზრი დაკარგეს თან ისე რომ ერთმა აზრმა მოუკლა მეორე მათ კი ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს ამის შესაჩერებლად!
-როგორ არის ჩემი ბიჭი? მომესმა ნაცნობი ხმა და ზურგზე მომეხვია ნაცნობი ხელები
-ისევ მეჩვენები, ისევ მეჩვენები შე ურჩხულო, ჩემს თავში ხარ, გულში ხარ სისხლში ხარ და ვერ გიშორებ!
-არ გეჩვენები აბ, მე აქ ვარ! შენთან, დავბრუნდი!
ეს არ იყო მოჩვენება ამჯერად მას სურნელი ჰქონდა ის სურნელი რომელსაც ვერაფერი დამავიწყებდა ჩემი შვილის მკვლელის სურნელის ვისუნთქავდი და მეზიზღებოდა საკუთარი თავი იმისთვის რომ მსიამოვნებდა!
ფეხზე წამოვხტი მისკენ შევტრიალდი და სახეში მაგრად გავარტყი, ხმა არ გაუცია ისე წავუჭირე ყელში ხელები...
მოგკლავ შე დამპალო, შე ავადმყოფო, არ გაცოცხლებ, მოგკლავ და თავსაც მოვიკლავ იმიტომ რომ არ შემიძლია უშენოდ სიცოცხლე როგორ მეზიზღები ამ დამპალი სიყვარულისთვის როგორ ვერ გიტან ვერც შენ და ვერც ჩემს თავს სისხლი გამიშრე გაცნობის დღიდან და სისხლის მაგივრადაც შენ დამიდიხარ ძარღვებში... ტირილი მომერია ჩემს საყვარელ მოცისფრო-მონაცრისფრო თვალებში ჩავხედე რომელიც უჰაერობისგან დაექაჩა და დაწითლებოდა...
ხელები ნელ ნელა შევუშვი მის კისერს...
-არ შემიძლია! შენი მოკვლა არ შემიძლია... შენსავით გახრწნილი ვარ საკუთარი შვილის მკვლელი ისევ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.. უკანასკნელი ვარ ყველაფერის ღირსი ვარ რაც მივიღე და უარესი უნდა გაგეკეთებინა!
-აბელ გეყოფა, ნუღარ იმეორებ ყელზე ხელები შემომხვია!
-ნუ მეხები! ნაგავი ხარ! მეც ნაგავი ვარ რომ ცოცხალს გიშვებ! მაგრამ არ შემიძლია ტკივილი მოგაყენო იმდენად *ლე ვარ ახლაც არ შემიძლია გატკინო!
-მოდი ჩემთან! დაიჩურჩულა და თვალი თვალში გამიყარა!
-ბ*ზი ხარ შენ და ღარასდროს შემახო შენი ბინძური ხელები!
-რაც გინდა ის შეგიძლია მითხრა შეიძლება ურჩხულიც ვარ დამპალიც და ნაგავიც მაგრამ მშვენივრად იცი რომ ბ*ზი არ ვარ!
-გაეთრიე ჩემი სახლიდან!
-კარგი აბელ წავალ! და როცა თვითგვემას მორჩები თუ ისევ გენდომება იყო კარგი მამა შეგიძლია ჩვენთან მოეთრიო რადგან გელოდებით!
-რა თქვი?
- ჩემი მოსმენა მოგინდა? ახლა შეიძლება შეგეხოს ეს ბინძური ბო*ი?
-ევა თუ ისევ რამეს მატყუებ თუ ისევ მეთამაშები, გეფიცები...
-მომისმინე! გამაწყვეტინა საუბარი...
დავდუმდი და სახეში მივაჩერდი!
-მე არასდროს ვყოფილვარ კარგი, ეს ჩემმა ცხოვრებამ მოიტანა მარტივი არ არის ათი წლის ბავშვმა უყურო როგორ კლავს მამა დედას და მერე თავს იკლავს, მარტივი არ არის იმ ყველაფრის მერე დარჩე ადამიანად რაც მე გადავიტანე, მაგრამ როგორ დაიჯერე რომ საკუთარ შვილს სასიკვდილოდ გავიმეტებდი?
-მაგრამ წერილი? შენ ხომ წერილი დამიტოვე?
-როგორ მეთქვა რომ შესაძლოა ორსულობას გადავყოლოდი?
-რაა?
-ექიმმა რომ გამსინჯა მითხრა რომ ბავშვის გაჩენით საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვაყენებდი! ასიდან ათი პროცენტიც არ მქონდა გადარჩენის, ჩემთვის ორსულობა არ შეიძლებოდა ამიტომ ბავშვი უნდა მომეშორებინა მაგრამ ამის შემდეგ ვეღარასოდეს მეყოლებოდა შვილი! მუცელში ჩემი სიყვარულის ნაყოფი მყავდა და სასიკვდილოდ ვერ გავიმეტებდი, ვერც შენ გაგიმეტებდი იმისთვის რომ არჩევანის წინაშე დამეყენებინე ამიტომ მერჩივნა დაგეჯერებინა რომ იმ ურჩხულად დავრჩი რომელიც გაიცანი!
-ანუ შენ საკუთარი თავი, საკუთარი სიცოცხლე სასწორზე შეაგდე?
-სამაგიეროდ ახლა ბედნიერი და ჯანმრთელი დედა ვარ და შესაძლოა ბედნიერი ცოლიც გავხდე თუ ეს ისევ გინდა (გაიცინა)
-ღმერთო ჩემო ევა! ეს ყველაფერი შენ მარტომ გადაიტანე, ის რაც მეც შენთან ერთად უნდა გადამეტანა! არ გქონდა ამის უფლება მე შენს გვერდით უნდა ვყოფილიყავი, გადაწყვეტილება ჩემს მაგივრად არ უნდა მიგეღო მე შენს გვერდით უნდა ვმდგარიყავი ვტიროდი გულში ვიხუტებდი და უაზროდ ვკოცნიდი ისიც იმავეს აკეთებდა მთელს სხეულზე მეფერებოდა სახეს მიკოცნიდა!
-ღმერთო როგორ მომენატრე, სად არის ჩემი ......... სიტყვა გამიწყდა და ვეღარ ვთქვი
-სახლში! მამიკოს ველოდებით! (გაიღიმა) პირველად არ იყო მისი ღიმილი ირონიული
-წავიდეთ გთხოვ უნდა ვნახო!
-ახლა ვიეჭვიანებ! ჯერ მითხარი რომ შევრიგდით!
-დიდი ხანია აზრს მეკითხები? გამეცინა!
-მას შემდეგ რაც მამიკო გახდი! მაგრამ თუ ჩემთან შერიგებას გადაწყვეტ უნდა იცოდე რომ მეტი შვილი არ მეყოლება!
-არაუშავს ერთი სავსებით საკმარისია! მაგრად მივიხუტე გულზე!
-კარგი რა გაეწყობა მაშინ მეორეს გავაშვილებ!
-რაა თქვი ახლა?
-ბიჭი დავიტოვოთ თუ გოგო? გამეკრიჭა
-ევა შენ გინდა თქვა რომ....
-მე მინდა ვთქვა რომ სახლში ანაბელი და დანიელი გველოდებიან და დედიკოს გარეშე იტირებენ თუ დროულად არ მივალთ!
-ღმერთო ევა... ჩვენ ტყუპები გვყავს? მე და შენ ტყუპების მშობლები ვართ?
-ჰო ჩვენი ტყუპები სამი კვირისაც არ არიან ჯერ მაგრამ მგონი დროა მამიკო გაიცნონ...
ტუჩებში მაკოცა ხელი მომკიდა მანქანაში ჩამაგდო და ისე მივედით სახლამდე არაფერი მახსოვს, ევა გზაში რაღაცეებს მიამბობდა მაგრამ მისი ხმა ჩინურად ჩამესმოდა ყურში...
-სად არიან? ვიყვირე როგორც კი მანქანა გააჩერა!
-ჩვენს ოთახში! თვალი ჩამიკრა
-ოთახში ავვარდი კარი შევაღე და იქ უკვე დამხვდნენ ჩემი მშობლები რომელსაც პატარები დაენაწილებინათ!
ფეხებში ძალა გამომეცალა და ევას ხელი რომ არა იქვე ჩავიკეცებოდი...
-კიდევ კარგი მოხვედით შვილო ბავშვებს მოშივდათ თქვა მამაჩემმა და ევას პატარა ბიჭი მისცა!
-აჰაა მამიკო, სანამ დედიკო ერთს აჭმევს მეორე შენ დაიჭირე! პატარა გოგონა ხელებში ჩამიწვინა ნანიკომ! ის გაჭრილი ვაშლივით გავდა დედამისს! მიუხედავად იმისა რომ პატარა იყო არანორმალურად ჰგავდა...
ბავშვებს ვაჭამეთ ორივეს ვეფერე ვკოცნე..
-აბელ გამოაყრით ამდენს ნუ კოცნი მეჭუჭყუნებოდა ევა!
ბავშვებს მოვეშვი რადგან დაეძინათ... დედიკოს შეიძლება ვაკოცო? ვუთხარი და მთელი ძალით მოვეხვიე...
-მხოლოდ მას შემდეგ რაც წვერს გაიპარსავ ხელი ჩამომისვა სახეზე...
-სიცოცხლეზე მეტად მიყვარხართ! ვთქვი და გავიგე კარებში როგორ შემოლაგდნენ ჩვენი ოჯახის წევრები!
-მართლა? ისევ ისე ძალიან გიყვარვართ მისტერ? გაიცინა
-მიყვარხარ! არა არ მიყვარხარ! ეს სიყვარულზე მეტია და ამას სახელი არ აქვს!
-ღმერთი სამობითაა ბატონო აბელ ასე რომ შეგიძლია მესამედ მთხოვო ცოლობა... გაიცინა
-კიდევ ერთ უარს ვერ გადავიტან! გამეცინა
-ბავშვები გვყავს მოსანათლი და ბარემ ქორწილსაც გადავიხდით! ასე რომ უარი აღარ იქნება, თან იქნებ ეს ორ ბავშვიანი ქალი კი "შეგეტენო"!
-მზად ვარ "შეგიტენო"! ვთქვი და მივიხუტე...
დედაჩემმა თავისი ნიშნობის ბეჭედი მოიხსნა და მომაწოდა... ევას წინ მუხლებზე დავიჩოქე...
-გახდები ჩემი ცოლი ურჩხულო?
-ღამით როცა ბავშვები იტირებენ ჩემთან ერთად ადგები? დამიბრუნა კითხვა!
-არც ეშმაკის ქმრებს არ სძინავთ! გავიცინე...
-მაშინ თანახმა ვარ! მუხლებზე დადგა და ჩამეხუტა...
-ხვალ ბავშვებს გვარს ხომ მისცემ? თქვა ღამით როცა დასაძინებლად დავწექით!
-მეკითხები?
-გთხოვო?
-მიბრძანე! გამეცინა...
-ხვალ ჩემს ბავშვებს გვარს მისცემ ვერ ვიტან ერისთავები რომ არიან თითქოს ნაბიჭვრები იყვნენ!
-როგორც შენ იტყვი პატარავ, ისე ბავშვებს რომ ვერ იტანდი ეგ ამბავი როგორ გამოასწორე? გავუცინე
-ისინი ჩვენი შვილები არიან! ჩემი სისხლის დედაც მაგრამ მათ შენი სისხლი აქვთ, იმ კაცის სისხლი რომელიც არამარტო ჩემს სიცოცხლეს არამედ მთელს სამყაროს მირჩევნია...
მაგრად ჩამეხუტა ჩემი ცოლი რომელსაც აღარც დამცინავი მზერა დასთამაშებდა სახეზე და მისი ირონიული ღიმილიც ალერსიანს შეეცვალა...
ორ თვეში კიდევ ერთხელ ავალაპარაკეთ მედია... ამჯერად მითქმა მოთქმა ჩვენმა გრანდიოზულმა ქორწილმა გამოიწვია რომელიც დანიელ და ანაბელ ორბელიანების გამოჩენამ კიდევ უფრო სკანდალურად აქცია!скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი სალანდერი

მიუხედავად იმისა რომ აქამდე ეს არასოდეს გამიკეთებია ამ მოთხრობის დასასრული მთლიანად გადავაკეთე შესაბამისად ცოტა რაღაცეები შეიძლება ამერ დამერია მაგრამ ვფიქრობ ეს ამად ღირდა :დ
ჰოდა კიდევ ვიცი რომ მთლად გადამრიე არ არის რადგან სხვა უფრო სერიოზულ ისტორიაზე ვმუშაობ და ეს შუალედებში ნაწერი მოთხრობაა იმის ფონზე რომ ვცადე არ დამეგვიანა და მკითხველის აზრიც გავითვალისწინე (შეძლებისდაგავარად) ვფიქრობ ნორმალურია...

მადლობა რომ თქვენს დროს გვითმობთ და ძალიან ძალიან სერიოზული ნამუშევრით დავბრუნდები ❤

პს: Gentlewoman -ამ მოთხრობის დადასრულით პირადად შენ/თქვენ ვერ "გაგიტეხავდი" :დ

 



№2 სტუმარი სტუმარი Lika

Ara kargi iyo magram ratomgac sxvanair dasasruls movelodi ????????

 



№3  offline წევრი სალანდერი

სტუმარი Lika
Ara kargi iyo magram ratomgac sxvanair dasasruls movelodi ????????

სიმართლე გითხრა მეც :დ
მადლობა ❤

 



№4  offline წევრი GentleWoman

ისეთი შიშით ვკითხულობდი, გამოზოგილად..თურმე სულ ტყუილად ^^^ მშვენიერი დასასრულია! იმ საშინელი ტრამვის შემდეგ, იმსახურებდა ევა ბედნიერებას ! აბელიც! მეც ბედნიერი და მადლიერი ვარ! ბოდიში თუ "გაიძულე" დასასრულის შეცვლა, მაგრამ ამ ერთხელ ვიქნები ეგოისტი და სინდისის ქენჯნის გარეშე გავიხარებ ^^^ მადლობა!
პ.ს. ველი ახალ ისტორიას

 



№5  offline წევრი სალანდერი

GentleWoman
ისეთი შიშით ვკითხულობდი, გამოზოგილად..თურმე სულ ტყუილად ^^^ მშვენიერი დასასრულია! იმ საშინელი ტრამვის შემდეგ, იმსახურებდა ევა ბედნიერებას ! აბელიც! მეც ბედნიერი და მადლიერი ვარ! ბოდიში თუ "გაიძულე" დასასრულის შეცვლა, მაგრამ ამ ერთხელ ვიქნები ეგოისტი და სინდისის ქენჯნის გარეშე გავიხარებ ^^^ მადლობა!
პ.ს. ველი ახალ ისტორიას

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤
ახალ ისტორიას რაც შეეხება ბევრად სერიოზულად ვუდგები და ვნახოთ რა გამომივა ❤

 



№6 წევრი a.bochorishvili

კარგი იყო, მაინც ჰეფი ენდი აგირჩევია, მომეწონა, ველი შემდეგ ნაშრომს და წინას ვკითხულობ

 



№7  offline წევრი სალანდერი

a.bochorishvili
კარგი იყო, მაინც ჰეფი ენდი აგირჩევია, მომეწონა, ველი შემდეგ ნაშრომს და წინას ვკითხულობ

მადლობაა ❤
წინა ისტორიაზეც სიამოვნებით მოვისმენ შენს აზრს ❤

 



№8  offline წევრი Tamusia Egutidze

აუ ძაააალიან მაგარი იყო scream heart_eyes

 



№9  offline წევრი სალანდერი

Tamusia Egutidze
აუ ძაააალიან მაგარი იყო scream heart_eyes

მადლობაა ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent