შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია


7-02-2018, 19:56
ავტორი a.bochorishvili
ნანახია 643

მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია

- არ მჯერა, როგორც იქნა გვეღირსა ნანატრი ზაფხული
- ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ
- აუუ, ემოციებს ვერ ვთოკავ, რამდენი რამე დაგვეთხლიშა თავს, ნანატრი ზაფხული მოვიდა, გამოცდები კარგად ჩავაბარეთ, ახალი ტელე ვიყიდე, შენს სოფელში მივდივართ...... თუმცა ეს არაფერია მთავარ მიზეზთან შედარებით
-??
- ნიკაააა
- რაა?
- რა რაა, გოგოო, გავიცნობ სასიძოს
- კაი რეებს ბოდიალობ, არც კი მომწონს
- კაი რაა,მეღადავებიი? ტიპს ორი წელი სხვა გოგოსკენ არც კი გაუხედია, გირეკავდა, გწერდა, შენი ამბავი აინტერესებდა და შენ კიდე გკიდიააა? ისე კარგი ხმა აქვს და თან ფოტოებშიც არაუშავს
- მოიცა ფოტოები გასაგებია, მაგრამ შენ რა იცი როგორი ხმა აქვს?
- მნმნმმ ვიციი, ხო იცი მე ყველაფერი ვიცი. - ძალით გაუღიმა ანიმ თუმცა საერთოდ არ ეღიმებოდა, ლიზამ არ იცოდა ანი ნიკას რომ ელაპარაკა.
- ანიიი!!!
- კაი რაა, ნუ ხარ ეგეთი სერიოზული, ჯერ 18 წლის არ ვართ, მაშასადამე ბავშვები ვართ, ხო და მოდი ვიბავშვოთ ცოტა.
- ცდები, შენ ისედაც ბავშვობ აღარ გჭირდება მეტი, 2 მეტრი ხარ სიმაღლეში ალბათ, თუმცა ორი წლის ბავშვის ტვინი გაქვს, ახლა კი მითხარი ნიკას ხმა საიდან იცი.
- კარგი ხოო, - ანი არასოდეს ატყუებდა ლიზას, და იძულებული გახდა ყველაფერი ეამბო - მაშინ გახსოოვს ნამცხვარს რო ვაკეთებდით, მაშინ ნიკაზე ვლაპარაკობდით
- მახსოვს, მაშინაც გიმტკიცებდი არ მომწონსთქო
- ჰოო, და უცებ გარეთ რომ გავვარდი
- მერე
- მერე ის რომ, ისე იყავი მიქსერის ხმით დაყრუებული შენი ტელეფონის ხმა ვერ გაიგე, მე გავიგე და როცა დავინახე ნიკას სახელი მაშინვე გარეთ გავვარდი, და ველაპარაკე, აი, ასე იყო ყველაფერი.
- რა ელაპარაკე?
- ვუთხარი ლიზას არ ცალია და მერე გადმორეკეთქო.
- ახლა სიმართლე მითხარი
- სიმართლეს გეუბნები
- ანიიი, რომ არ ვიცოდე რა კარგი მსახიობი ხარ აუცილებლად დაგიჯერებდი.
- მე ვუთხარი ვინ ხართქო? ნიკა ვარო ლიზას მეგობარიო, შენ ვინ ხარო, მე ვუთხარი ლიზას უფროსი და ვართქო, არ ვიცოდი ლიზას უფროსი და თუ ყავდაო, მე ვუთხარი არაა საჭირო ყველაფერი იცოდეთქო, და გავაფრთხილე ლიზას რამეს თუ აწყენინებ დაიბრიდებითქო. - ნიამ ბოდიში თვალებით მოუხადა, საწყალი ბავშვის სახე მიიღო, თუმცა, როგორც კი ლიზად სახეზე ღიმილი შეამჩნია მაშინვე სიცილი ატეხა. ასეთი იყო ანი, რა ექნა, არ უნდოდა ბავშვობას დამშვიდობებოდა და ეს საკმაოდ კარგადაც გამომდიოდა.
როდის ჩააღწევს ახლა ეს ჯართი, დავბერდდბი მემგონი ამ მანქანაში, ახლა ფეხით წავალ მგონი, როგორ მიზოზინებს, არ იცის როგორ ველოდები იქ ჩასვლას?? ნიკა უნდა ვნახო ბოლო ბოლო, სასიძო უნდა შევაფასო, უბრალო საქმე ხო არაა, ნეტა მაღალია? სიმპატიური? რა ფერის თვალები აქვს? ქერა როა ეგ ვიცი, ხმაც კარგი აქვს. არა არა თუ უჟმურია ეგეთიც არ მინდა, არც ძაან ცანცარა უნდა იყოს, ლიზას არ მოწონს ცანცარა ბიჭები, როგორც კი ჩავალთ მაშ.... - ფიქრებიდან იმ ორმომ გამომარკვია რომელშიც პირდაპირი მნიშვნელობით ჩახტა ჩვენი მანქანა.
ორსაათიანი დამღლელი მგზავრობის მერე, როგორციქნა ჩავაღწიეთ იქამდე, ლიზას ოჯახი გავიცანი, მოვშინაურდი (არ გამჭირებია), ყველამ თავიდანვე ძალიან თბილად მიმიღეს, თავს მართლაც ისე ვგრძნობდი როგორც საკუთარ სახლში, ლიზას ბიძაშვილები ყავდა გიორგი და თინათინი, გიორგი 12 წლის იყო თინათინი კი 6 ის. აბა თუ გამოიცნობთ რას
მოვთხოვდი გიორგის??? რა თქმა უნდა ნიკას გაცნობას.
გიორგიმ შემომთავაზა ჩავაკითხოთო, ზოგადად არ ვარ ისეთი გოგო ბიჭებს რომ სახლში აკითხავენ და კუდში დასდევენ, თუმცა როგორც იტყვიან სულმა წამსძლია და წავედით, ნიკა დაახლოებით 400მეტრში ცხოვრობდა, შავი ტოპი მეცვა და ნაცრისფერი გრძელი ქვედაბოლო, შუა წვივამდე იყო და გამოყვანილი. მთელი გზა ვფიქრობდი როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ნიკა, ჩემს წარმოსახვაში ათასნაირად ვატრიალებდი, ხან დავაკოჭლე, ხან დავაყრუე, ხან ხელი მოვტეხე, ხან ავამაღლე, დავადაბლე, გავასუქე, დავასუსტე. მაგრამ ნანახმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. სახლიდან გამოვიდა მაღალი, ქერა, სუსტი სიმპატიური ბიჭი, ზღვისფერი თვალებით, და ჰოლივუდის ღიმილით (რომელსაც მხოლოდ სინები აფუჭებდა), თავი შევიკავე რომ პირი არ გამეღო გაოცებისგან, მოდიოდა მაგრამ როგორ მოდიოდა, ისეთი მიხვრა მოხვრა ჰქონდა, რაღაც სასწაული. გიორგის რაღაც უთხრა, და ჩემსკენ წამოვიდა.
- პრივეტ ანი. - და ხელი გამომიწოდა.
- გაგიმარჯოს, მაგრამ ჩემი სახელი საიდან იცი?? - ხელის ჩამორთმევის გარეშე ვკითხე, ოღონდ ამჯერად უკვე პირდაღებულმა.
- პირი დამუწე ბუზი შეგიფრინდება. - ცინიკურად ჩაიღიმა.
- ჰჰმ, რა მზრუნველი ხარ, არ ინერვიულო. საიდან იცი რა მქვია?
- აბაა, მე რავიცი, საიდან უნდა ვიცოდე, სოციალური ქსელები რისთვის არსებობს ბარბაქაძევ. - ახლა უკვე გვარით მომმართა.
- ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ იმაში რომ ანი ბარბაქაძე ვარ??
- აბა ლიზა სხვას ვის ჩამოიყვანდა თუარა მისი აკვნის მეგობარს.
- როგორც ვხვდები ჩემზე იმაზე მეტი იცი, ვიდრე მე შენზე, რაც არასწორია.
- მაგასაც ეშველება.
ამასობაში გიორგიმ ნიკას ველოსიპედი გამოიყვანა.
- ახლა არ მეტყვით რისთვის მომაკითხეთ?
- ჯ ჯჯ ჯოკკე ჯოკერის თამაში გვინდოდა და ერთი კაცი გვაკლდა. - არ ვიცი ეს საიდან მოვთხარე, აბა იმას ხოარ ვეტყოდი ერთი სული მქონდა როდის გაგიცნობდითქო.
- ოქეი, მაშინ წავიდეთ აქ რას ვუცდით.
მე წინ მივდიოდი, მიჭირდა აღმართზე ასვლა კაბის გამო, თან ნიკა უკნიდან ველოსიპედის წინა ბორბლით მედებოდა, კაბას ხელი მოვკიდე თორემ ალბათ იქვე გამძვრებოდა.
- კაბას თუარ ჩამხდი კარგს იზამ.
- არ ვაპირებ.
- არ გეტყობა - ახლა მე ვაჩუქე ცინიკური ღიმილი.
ავაღწიეთ სახლამდეც ლიზა ზემოთ იყო ოთახში, ჭიშკარში შევედი თუარა მაშინვე ზემოთ ავვარდი, ლიზას მივვარდი, წიგნს კითხულობდა. წიგნი გამოვგლიჯე და ვისროლე.
- გოგოოო, შენ სულ გამოშტერდიიი?
- მე კიარა შენ გამოშტერდი
- წიგნი კინაღამ დახიე, და კიდე მე ვარ გამოშტერებული?
- წიგნი დაიკიდე, მისმინე ეს ბიჭი არის ძაალიიან მაგარი ბიჭი, რა სიმპატიური ყოფილა შენ კიდე ისე რაო, მისმინე უეჭველი უნდა მოგეწონოს, ჯერ პროსრა ფიზიკურად რა კარგია, მერე რა იუმორის გრძნობა აქვს, არც ცანცარაა და არც უჟმური, არც დასტოინი ჩანს, არც ძაან გრუზინია და არც დედალი ბიჭი არაა, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, და რაც მთავარია მოწონხარ.
- ეგ კიდე საკითხავია
- თუარ მოწონხარ ძალით მოვაწონებ შენს თავს. - თვალი შევავლე- ეს რა კონკები გაცვია ჩქარა გამოიცვალე, დროზე, უხმოდ, დღეს მე მემორჩილები, შენს თავს ნიკას კიარა სულ რომ ბრიტანეთის პრინცი მოვიდეს იმასაც მოვაწონებ. - ტანსაცმელები ამოვჩიჩქნე, ყველაზე მოკლე შორტი და ტოპი ავარჩიე.
- ვსიო ჩაიცვი
- გოგო გადაირიეე?? ეგ შენი ტანსაცმელია
- ჩემი და შენი რამ გაყო.
- არაფერმა თუ იმას არ გავითვალისწინებთ რომ შენზე მსუქანი ვარ. - ეგ მართალი თქვა ჩემზე პუტკუნაა და თან ერთი თავით დაბალი, ასე რომ ტყუილა ავბურდე ტანსაცმელები.
- მაშინ შენი კაბა ჩაიცვი ყავისფერი სათავე რომ აქვს და ის ზედა გასაკოჭი როა.
- აუუ კაი რაა, არ მინდა
- მე შენთვის არ მიკითხავს გინდა თუ არათქო
- ოქეი, ოქეი. - ლიზა მიხვდა რომ ჩემთან მაინც ვერაფერს გახდებოდა.
ლიზას თმა დავუვარცხე გავაშლევინე, გამოვპრანჭე და ქვემოთ ჩავედით, ბიჭებს აივანზე გამოეტანათ მაგიდა და სკამები და კარტის დასტით ხელში გველოდებოდნენ. რო დაგვინახეს ნიკა მოვიდა ლიზა გადაკოცნა და მოიკითხა, მე და გიორგი ისე დავჯექით რომ ნიკა და ლიზა რაც შეიძლება ახლოს დაგვეჯინა ერთმანეთთან, ისე გამოვიდა რომ პარებში ვითამაშეთ, რათქმაუნდა ნიკა და ლიზა ერთად იყვნენ, მე როგორც ჯოკერის პროფესორი ყოველ ხელზე "ვიხვიშტებოდი" მაგრამ ვის ადარდებდა, სულ არ მაინტერესებდა მე რას ვიწერდი, ნიკას ვაკვირდებოდი მაინტერესებდა ლიზას როგორ უყურებდა, რამდენჯერმე შემამჩნია თუმცა მზერა მაშინვე სხვა საგანზე გადავიტანე. ნიკამ და ლიზამ მოიგო, მერე ნიკას დაურეკეს და წავიდა. ლიზა ისევ ზემოთ აბრუნდა წიგნის წასაკითხად, მაგრამ თავადაც კარგად იცოდა რომ მე არ დავაცდიდი.
- ლიზა, შეამჩნიე როგორ გიყურებდა?? ეგ ბიჭი მომწონს, კაი ტიპია
- თუ მოგწონს შენთვის დაიტოვე, თან შეეფერებით ქერები მაღლები და სუსტები ხართ. - ლიზას ის ბიჭი მართლა ეკიდა მგონი თუმცა დანებებას არ ვაპირებდი.
- შენ გოგო თავი ხოარ მიგირტყია რამეზე
- ნწ
- აუუუ, ლიზააა
-აი ანი არ მესმის რატო გინდა ასე ძაან რო მომწონდეს?
- იმიტო რო, ასეა საჭირო, დღეს ბიჭების უმრავლესობა გოგოებს ყოველდღე იცვლიან, ან აღადავებენ, სერიოზულად არ უდგებიან ურთიერთობებს ხვდებიი? გოგოები მაგათთვისმარტო უბრალო თოჯინებია, ამას კიდე ორი წელია მოწონხარ, თუმცა როცა ერთი ადამიანი მოგწონს ორი წლის განმავლობაში ეს მოწონების საზღვრებს სცდება. მითხარი რას უწუნებ?
- არაფერს
- არაფერს არა, ვერაფერს, იმიტო არაფერი არ აქვს ამ ბიჭს დასაწუნი, გაიგეეე? ფოტოებში რას გავდა, მე თვითონ გეუბნებოდი მაგასთან ურთიერთობა არ გაბედო რას გავსთქო, მე არ გეუბნებოდი მაგაას? ხოდა მაშინ თუ დამიჯერე ახლაც მენდე არ ინანებ, ხოიცი მე ბიჭებს როგორ ვეიაზოები, ხოიცი რო ბიჭებს არ ვენდობი, დაუკვირდი უბრალოდ. ვერ შეამჩნიე როგორ გიყურებდაა? თვალები აუციმციმდა როცა დაგინახა.
- და თუ აღარ მოვწონვარ? - სასწაულმოქმედი ენა მაქვს, შემიძლია თეთრი გავაშავო და შავი გავათეთრო. ისეთი ემოციით ველაპარაკე მემგონი მეც დავიჯერე რასაც ვეუბნებოდი იმის. მე გაბუქება და გაზვიადება.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი gggg

Dzalian kargia dzalian saintereso da nichkeri naweri mara nikas megobari xo.unda ori dakali arian<3

 


№2  offline წევრი a.bochorishvili

gggg
Dzalian kargia dzalian saintereso da nichkeri naweri mara nikas megobari xo.unda ori dakali arian<3

ეს არც ისე მოკლე მოთხრობაა, მადლობა რო დაინტერესდი, ნიკას მეგობრებიც ყავს, თუ წაიკითხავთ მომდევნო ნაწილს გთხოვთ იქაც გამოხატოთ შთაბეჭდილება

 


№3  offline წევრი Noar

მომეწონა ძალიან, წარმატებები :)

 


№4  offline წევრი a.bochorishvili

ძალიან დიდი მადლობააა, იმედია გაგრძელებითაც დაინტერესდებიიიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent