შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას დავარქვი ჩემი


8-02-2018, 00:08
ავტორი MaaiKoo
ნანახია 384

მე მას დავარქვი ჩემი

მე ვარ ნატალი გრძელიძე, ვცხოვრობ თბილისში მშობლებთან და უფროს ძმასთან ერთად. ისინი ჩემი სულის ნაწილნი და გულის გასაღებნი არიან. ხვალ18 წელი მისრულდება.
დედა(სალომე) უსაყვარლესი და უთბილესი ქალია,თუმცა მასაც გააჩნია ნაკლი. სხვა ზოგიერთი დედების მსგავსად არ ითვალისწინებს ჩემს პირად ურთიერთობებს, ამ შემთხვევაში ჩემს აზრს პატივს არ სცემს და არც კითხულობს,როგორი ბიჭია ჩემი რჩეული და საიდან არის წარმომავლობით, ის მუდამ მიმეორებს, რომ სწავლა უმთავრესია, მე კი დრო არ ამქვს,რომ პირად ურთიერთობებს მივხედო. შეყვარებული მხოლოდ ერთხელ მყავდა, 15 წლის ასაკში, ეს უბრალოდ გატაცება იყო, ნადმვილი სიყვარულით არასდროს შემყვარებია. ნამდვილად არ ვაპრებ ბიჭის ერთი ნახვით შეყვარებას, რომლის გამოც სწავლას მივატოვებ და ჩემს მიზნებზე უარს ვიტყვი. სწორედ ასე მოიქცა ჩემი მეზობელი თაკო, სიმართლე, რომ ვთქვა ძალიან გულჩათხრობილი გოგო იყო. 1 თვის გაცნობილი ბიჭის გამო სწავლა მიატოვა და გათხოვდა, მშობლებიც არ არიან წინააღდეგნი, პირიქით სამეზობლოში ტრაბახოხენ, რომ მათი სიძე ძალიან ხელგაშლილი და შეძლებულია... მე პირადად არ მჯერა ასეთი სიყავრულის, თუმცა მე ვინ მომცა უფლება სხვისი ცხოვრება განვიკითხო? ყველა სხვის საქმეში ბრძენია. ყოფილა შემთხვევა,როდესაც მეზობლებთან კონფლიქტიც მომსვლია, სხვისი ოჯახის საქმეების განხილვის გამო. ჩემი მეზობელი მანანა, იმ ადამიანთა რიგს მიეკუთვნება, რომელთა საზრუნავს და ინტერესს არა თავიანთი ოჯახი,არამედ სხვისი ოჯახი წარმოადგენს. ის ძალიან ორპირი და ენატლიკინა ქალია,რასაც ადამიანის თვისებებში ვერ ვიტან. სწორედ ამიტომ ვცდილობ,მასთან მიმართებაში მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლო.
ჩემი აზრით, დედაჩემის მხრიდან ჩემი პირადი ურთიერთობისადმი ასეთი დამოკიდებულება იმ გარემოებასთანაა დაკავშირებული,რომ ის ადრეულ ასაკში 17 წლის გათხოვდა,თუმცა ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თ. სიტყვა ''სიყვარულზე'' იმიტომ გავამახვილე ყურადღება,რომ ჩვენს ქვეყანაში 90-იან წლებში ხშირი იყო შემთხვევები ქალთა უფლებების შელახვისა, ამის ერთ-ერთი მაგალითია მშობლების მიერ შვილების გათხოვება, მათი აზრის გაუთვალისწინებლობით. შეიძლება ითქვას, მხოლოდ ამიტომაც კი შეიძლება ადამიანს უხაროდეს, 21-ე საუკუნეში ცხოვრების,როდესაც გენდერული თანასწორობა ასე თუ ისე დაცულია. ჩემდა საბედნიეროდ ჩემი მშობლები სიყვარულით დაოჯახდნენ, რაც დიდ შვებასა და სიხარულს მგვრის.
მამა (ზურა) ძალიან პატიოსანი და გამგები კაცია, თუმცა მიუხედავად ამისა, მასთან ჩემს პირად ურთიერთობებზე საუბარი არ შემიძლია, ხოლო სხვა თემებთან დაკავშირებით რჩევები ნებისმიერ დროს შემიძლია ვკითხო, მე ხომ მისი უმცროსი ქალიშვილი და გულის ნაწილი ვარ.
ჩემი ძმა (იოანე) ჩემი საფიცარი და სამაგალითო პიროვნებაა. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს-ეკონომიკაზე სწავლობს. ძალიან დაკვრვებული და განათლებულიო ბიჭია, ამავდროულად საკმაოდ სიმპატიურიც. თუმცა მისი ხასიათებიდან გამომდინარე ფეთქებადი და ჯიუტია, ისევე როგორც მე. დარწმუნებული ვარ, რამე რომ გამიჭირდეს, დახმარების ხელს ყოველთვის გამომიწვდის, ეს სკოლის პერიოდშიც არაერთხელ გაუკეთებია, რაც თავს დაცულად მაგრძნობინებდა.
რაც შემეხება მე, ვარ პირდაპირი, კომუნიკაბელური,მებრძოლი, შრომისმოყვარე, სამართლიანი, ჯიუტი, ფეთქებადი ხასიათის, პრინციპული. როგორც ხშირად მეუბნებიან პოზიტივს ვასხივებ, რაც ძალიან მსიამოვნებს. ზოგადად ჩემი თავს დახასიათება არ მიყვარს, ეს სხვამ უნდა შემაფასოს. დიდი ყუთი რომ მქონდეს, სადაც შესაძლებლობა მომეცემოდა იმ მტკივნეულ დღეთა თავმოყრა, რომელთა არსებობაც სულიერად ჩემს სხეულში აღწევს და შიგნიდან რაღაც არაამქვეყნიური ტკივილით მწიწკნის და მწვავს, თავს მოვუყრიდი და ზღვას გავატანდი,სადაც ზღვის ფსკერზე ჩაიძრებოდა და დავიწყებას მიეცემოდა, თუმცა ამის არც ძალა მაქვს და არც ყუთი. ნუთუ ასეთი ადვილია?! რა თქმა უნდა არა! ასთი დღეები ჩვენს ცხოვრებაში ხშირად იჩენს თავს, თუმცა მასთან გამკლავება უნდა ვისწავლოთ, სწორედ ამ ხერხით მოვედი დღემდე.
რაც შეეხება ჩემი გულის მესაიდუმლეებს,4 ჩემთვს ყველაზე ძვირფას ადამიანს გამოვარჩევ,თუმცა ჩემი სამომავლო გეგმები, ყველაზე მეტად მარიამის სამომავლო გეგმებს ემთხვევა, ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობა არც ისე ხშირი, თუმცა ჩვენი დაქალობა მოსაწყენი ნადმვილად არ არის, პირიქით, ჩვენ პირველი დონის გიჟი დაქალები ვართ, რომელთაც ერთად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. მას ჟურნალისტობა უნდა, რაც ვფიქრობ ძალიან კარგად გამოუვა, რადგან განათლებული გოგონაა და ლექსიკური მარაგიც საკმაოდ გააჩნია. მე პირადად ადვოკატობა მინდა. თავს ადვოკატს ამპლუაში რომ წარმოვიდგენ სიამოვნების და სიამაყის გრძნობა მეუფლება. სწორედ ამასIა მთელი ჭეშმარიტება. ადამიანს თავისი პროფესია უნდა უყვარდეს და იმ საქმის კეთება უნდა სიამოვნებდეს, რაც მისი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ფასეულობას წარმოადგენს. ჩემი და მარიამის ( დაქალის) გასაოცარი, არაჩვეულებრივი და უსაყვარლესი ჯგუფია ''One direction''. ზოგი ფიქრობს,რომ ის ცუდი ჯგუფია და მათ ''ყროყინის'' მეტი არაფერი შეუძლიათ.ამ ფრაზის გაგონებისას მინდა ერთი კარგი ვუთავაზო ყველას, ნეტავ მათნირი შესანიშნავი და მაღალი დონის მოომღერალი ბევრი ჰყავდეთ ნანახი. მე მჯერა და ბოლომდე გვწამს მათი. ნაილის, ზეინის, ლიამის, ლუისა და ჰარის შესახებ მე და ჩემს დაქალს თითოეული სიახლის გაგება გვსიამოვნებს და ტანში ჟრუანტელი გვივლის.მათი გასაჭირი როგორც ოჯახის წევრს ისე გვაწუხებს, მათი ბედნიერება ჩვენთვის სიხარულის და ბედნიერების მომტანია. ნაილი ჩემი წიწილა,უკვე კი გაზრდილი დიდიი წიწილააა ❤ აიი მას რომ შევხვდები ისე ჩავეხუტები,როგორც ახლა მესიამოვნებოდა,ვინმე საყვარელი ადამიანის მოფერება, ლიამი ჩემი უსაყვარლესი და უძვირფასესი ადამიანია, არაჩვეულებრივი პიროვნება,საოცარი მამა და მზრუნველი ქმარია. მას რომ შევხდები, მასაც ისე ჩავეხუტები, რომ გულში სითბო ჩამეღვრება, ის კი თავს ჩამირგავს ჩემს კისერში, რა თქმა უნდა მეგობრულად ❤ ლუი ჩემი დაკარგული,ცანცარა დაა უსაყვარლესი ბიჭა,(ნუ რაღა, ბიჭი, 27 წლის ვირია უკვე) რომელსაც უდიდესი სიყვარული შეუძლია, ამასთან მზრუველი და არაჩვეულებრივი მამა. ფრედი უკეთესს ვერც ინატრებდა ❤ მასაც ისევე დიდი სიყვარულით ჩავეხუტები, როგორც ყველა დანარჩენს, ზეინის გარდააა.... რაც შეეხება ჰარიიის, ოოოო თუ გავითვალისწინებთ,რომ ის ჩემი დაქალის სიყვარულია, მასთან მიმართებაში წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა უნდა ვაკონტროლო, თუმცააა, ისს უსექსუალურესი, უსაყვარლესი, უერთგულესიიი დაა უბრალოდდდ გასაოცარი პიროვნებაა. აიიი წარმომიდგენიააა მას რომ ვნახავვ, როგორც სხვების ნახვისას ვითომც არაფერი ისე უნდა დავიჭირო თავი, აიი ამის წარმოდგენაზეც კი ჟრუანტელი მივლის, რა დიდი ნებისყოფაა ამისთვის საჭიროო???!!!!! მათი დაკუნთული სხეული, რომ გეხებაა უუჰჰჰ.... რაც შეეხება ზეინსსს, აიი ახლაცც ამის წერისასს გული საგულედან მივარდება, გულში სითბოო მეღვრება, ჰორმონები მაწვება, ჩემს თავს არ ვეკუთვნი.... აი არვიცი რა მომივა მას რომ ვნახავვ, არვიცი რა დამემართებაააა, ნამდვილადდ ვერ წარმომიდგენია, როგორრ უნდა ჩავუარო მას გვერდიი....ალბათ სადმე დავიმალებიიი არვიციი. მიყვარს, მთელი არსებით მინდა, რომ მისი ვიყო, ისევე როგორც ის, ღამით რაღაც ისტორიებს ვთხზავ მასზე და ჩემზე, თუმცა შორს არ მივდივარრ.... ბოლო 3 დღეა მასზე მოთხრობებს ვკითხულობ, შემიძლია საათობით, მთელი დღე ვიჯდე და კითხვით უდიდესს სიამოვნებას ვიღებდე. სწორედ ჰარიკიტოს დაბადების დღეს, 1 თებერვალს, 2018 წელს, დღევანდელი დღე, რომ გათენდა მივხვდი, რომ ზეინის მიმართ განსაკუთრებულადდ განსხვავებული გრძნობა გამაჩნია ❤ ჯიჯის(შეყვარებულს) და მას ერთმანეთი ძალიან უყვართთ, მათ რომ ვუყურებ, უფროსწორად ზეინის ცალკე ფოტოს რომ ვუყურებ უფრო მიხარია,მაგრაამ ისიც მაბედნიერებს რომ ის განიცდის იმ გრძნობას რასაც სიყვარული ჰქვია... მე ამით უბედნეირესი ვარ, კი ვამბობ რომ მიყვარს, მაგრააამ მეგობრობაზე მეტს რომ ვერ მივიღებ ეს მეც ვიცი... შეიძლება გიჟი გეგონოთთ, რადგან ისს ქვეყნის დასალიერში, სადღაცც 9 კიარა 30 მთას იქითაა, მაგრაამ ეს არაფერს ცვლისს. მე მაქვს მიზანი, და მას აუცილებლად მივაღწევ, ჩემს მოტივირებულობას კი ჩემს დაქალს ვუმადლი, ის ჩემი ცხოვრებისა და სულის ნაწილია, რომლის გარეშე სუნთქვაც კი არ შემიძლია, ძალიან მიყვარს და ვაფასებ, რომ არა ის ვერ შევიყვარებდი ამ სულელ ბიჭებს ისე,როგორც ახლა მიყავრსს....... ორივეს გვჯერა, რომ ჩვენ კარგი მეგობრები ვიქნებითთ, მარტო ფანობა არ გვაკმაყოფილებს, შეიძება მათი ყველა სიმღერა არვიცი და პპირველი წელია მათიი ფანი ვარ, ჯერ კიდევ არვაქ დირექშენერი, მაგრამ დანამდვილებით, ვიცი,რომ მათ მიმართ ეს სიყვარული არასდროს განელდებაა. არასდროს ❤არმინდა მხოლოდ ეკრანს შევსცქეროდე მათი გამოსახულებით... ზეინის მიმართ აიი ვერ აღვწერ რას ვგრძნობ... რა ვუწოდო ამ გრძნობას??? სიყვარული ჰომ ისეთი რამაა, 2 ადამიანს ერთმანეთი რომ უყვართ?? არვიცი უკვე ეგეც აღარ ვიცი. ვყვარობ ამ 5 ადამიანს, ვყვარობ მათ საყვარელ ადამიანებს, ვყვარობ ღმერთს,რომ ისინი შექმნა, ყოველდღე ვფიქრობ,რომ მათ ოდესღაც შევხვდები. მიყვარან სულით და გულის თითოეული ნაწილით. მინდა ადვოკატი გამოვიდე, მინდა სხვებისთვის მისაბაძი ადამიანი გავხდე, ამის საფუძველს კი ადრიდანვე ვიქმნიდი. სკოლის საგნებიდან სამოქალაქო თავდაცვა ყველაზე მეტად მიყვარდა, იქ დაწერილი თემები ჩემი შესაძლებლობების გამომჟღავნების გრძელი, ნათელი და სუფთა გზა იყო, რომელიც ახლაც გრძელდება.
1 კვირაში უნივერსიტეტში პირველად შევაბიჯებ, სხეულში სიამოვნების, ამავდროულად კი ღელვის განცდა მეუფლება...მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ არასდროს დავნებდები და წარმატებით გავართმევ თავს ჩემს დაკისრებულ მოვალეობას. მე მიყვარს ჩემი მომავალი პროფესია და მომწონს ჩემი საქმიანობა. მხოლოდ სწავლით შემოფარგვლას არ ვაპირებ. არ მინდა მშობლებს ზურგზე დავაწვე. მათთვის მუდამ პატარა ნატალ ვიქნები, თუმცა მშობელთათვის შვილი ყოველთვის პატარად რჩება. მე კი თავისუფლება მწყურია, უკვე ზრდასრული გოგონა ვარ. (უფროსწორად 5 საათში გავხდები). როდესაც საკმარის თანხას შევაგროვებ, მშობლების დახმარებით ბინას ვიქირავებ და ცალკე ვიცხოვრებ. ძალიან მახარებს ის ფაქტი,რომ 100% გრანტი მოვიპოვე, ერთი მხრივ სხვების ქება დავიმსახურე, მეორე მხრი კი მშობლებს ფულის დაზოგვაში დავეხმარე, რომელიც ჩემს სწავლას უნდა მოხმარებოდა. ვიცი უნივერსიტეტში სწავლის დროს, იმდენი სამეცადინო მექნება, წიგნებიდან თავის აღების საშუალება არც მექნება, თუმცა მე მზად ვარ. ბედიერი ვარ ყოველი დღით და მოუთმენლად ველი იმ ''ამოცანების ამოხსნას'', რაც უნივერსიტეტში სწავლის დროს გარდამხდება.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი ((((ხარაიშვილი))))

ქალბატონო მაკო მოხარულივარ თქვენი შემოქმედებით. ვიმედოვნებ რომ ნატალის სხვა მეგობრებსაც ახლოს გაგვაცნობთ და ჩვენც მკითხველები მისი ცხოვრების ნაწილი გავხდებით <3

 



№2  offline წევრი MaaiKoo

((((ხარაიშვილი))))
ქალბატონო მაკო მოხარულივარ თქვენი შემოქმედებით. ვიმედოვნებ რომ ნატალის სხვა მეგობრებსაც ახლოს გაგვაცნობთ და ჩვენც მკითხველები მისი ცხოვრების ნაწილი გავხდებით <3

აუცილებლად<3 მადლობა თქვენ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent