შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პორფირია (თავი 7.შავი წიგნი )


8-02-2018, 17:19
ავტორი melanqoliki
ნანახია 70

პორფირია (თავი 7.შავი წიგნი )

ბინდში გახვეული წიწვები ფეხებში მერჭობოდა,ვიაზრებდი რომ ტყეში ვიყავი და საშინლად მციოდა,ვცდილობდი პლედი მომეხვია,მაგრამ მარცხნიდან მას რაღაც ითრევდა და ჩემკენ არ უშვებდა,თვალები ნელ_ნელა გავახილე და დავრწმუნდი რომ მართლა ტყეში ვიყავი,ლოგინის მაგივრად ბინდში გახვეულ წიწვების გროვაზე ფეხშიშველი ვიწექი და სიცივეს ავეტანე,თეთრი პლედი უზარმაზარი მგელის კბილებში აღმოჩნდა.შიშისგან დამბურძგლა,დაყვირება ვცადე_ ხმა არ ამომივიდა,ადგილზე გავიყინე და აღსასრულის მოლოდინში გავინაბე.
მგელი ადგილიდან არ იძროდა,უბრალოდ ერთ ადგილზე გაქვავებულიყო და დიდი ვერცხლისფერი თვალებით მომჩერებოდა,ბასრი კბილებით თეთრი პლედი ეჭირა,რომელზეც წითელი,სისხლის წვეთები ალაგ ალაგ შეშრობოდა.ლაქების დანახვაზე მკერდში სითბო ვიგრძენი,სითბო რომელიც სწრაფად მოიწევდა ზემოთ და წვეთ-წვეთად ეცემოდა ხავსებს,გონებას ვკარგავდი,სისხლისგან ვიცლებოდი საშინელ ტკივილს ვგრძნობდი და სურათი მიბუნდოვნდებოდა, გონებას ვკარგავდი.
გამოფხიზლებულს გაშლილი თმა შუბლსა და ყელზე მიმკვროდა და ოფლში ვცურავდი.ჩემი წითელი თმა სისხლად მელანდებოდა ლოგინის თეთრ გადასაფარებელსა და თეთრ საღამურზე.ღრმად ჩავისუნთქე და წამოვდექი,ჯერ კიდევ ღამე იყო,ლოგინში დაბრუნება აღარ მინდოდა,ამიტომ გადავწყვიტე ცოტა ხანს დერეფანში გამევლო.კარები ფრთხილად მივიხურე,რომ მძინარე ენი არ გამეღვიძებინა და ნახევრად ჩაბნელებულ დრეფანს გავუყევი.
მთვარის შუქზე ირგვლივ არსებულ ნივთებს დიდ,მოძრავ წერტილებად ვლანდავდი,მივხვდი სიზმრიდან თავი ჯერ ვერ დამეღწია,თითქოს ჯერ კიდევ იქ ვიყავი,მალე ტყეში აღმოვჩნდებოდი,დამბურძგლა და ვიფიქრე რომ უმჯობესი იქნებოდა ოთახში დამეცადა გათენებამდე.როცა უკან წასვლა დავაპირე ,ვიღაცის ფეხის ხმა შემომესმა და კედელს აკრული გავინაბე.
წინ ვიღაც ბიჭი მოდიოდა,კი არ მოდიოდა თითქოს მობობღავდა,დასუსტებული ჩანდა,მას უკან ვიღაც გოგო მოყვებოდა,სიარულში ეხმარებოდა და კიბეებისკენ ხელით უბიძგებდა.კიბის თავზე შეყოვნდნენ თითქოს ჩემკენ გამოიხედეს,შემეშინდა და სუნთქვა შევიკარი,ვერ ვიაზრებდი ასე რატომ ვიქცეოდი.გოგონა ქვემოთ არ ჩასულა,ბიჭი კიბეებამდე მიაცილა,უცნაური ის იყო რომ ის არც გოგონების დერეფნიდან გამოსულა და არც იქ არ დაბრუნებულა,ბიჭების მხარეს დაუყვა და თუ სწორად გავარჩიე ალისტერის ოთახში შევიდა.ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს ადუღებული წყალი გადამასხესო . წამიერად უკან ადევნების სურვილმა ამიტანა,მაგრამ თავს შევახსენე რომ ალისტერსაც ჰყავდა ოთახის მეგობარი და ეს გოგონა იმ მეგობრის სტუმარი შეიძლებოდა ყოფილიყო,უკან ადევნებული მე კი სულელურ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი უსაფუძვლო ეჭვიანობითა და ფანტაზიებით,მაგრამ მაშინ ის ვიღას მიაცილებდა?რატომ ბიჭები არ აცილებდნენ უცნობს, რომლის სახეც კარგად ვერ გავარჩიე მთვარის შუქზე მაგრამ ჩვენი სკოლიდან ნამდვილად არ იყო?ბავშვები ხშირად არღვევდნენ სკოლის შინაგანაწესს და ერთმანეთის ოთახებშიც ხშირად შედიოდნენ შეყვარებული წყვილები,თუ უბრალოდ მეგობრები,მაგრამ ღამით ნამდვილად არ დამენახა ამგვარი საქციელი,მითუმეტეს ალისტერის ოთახში შესული გოგონა. ალისტერს ოთახის მეზობელი არ ჰყავდა. ის სასწავლებელში პრივილეგიებით სარგებლობდა,რადგან დირექტორის შვილი იყო,რომელსაც მემკვიდრეობით მალე ერგებოდა მისი შთამომავლობის მიერ დაარსებული სასწავლებელი. ბევრს აინტერესებდა რა ხდებოდა მის ოთახში,მაგრამ იქ შესული მოსწავლე არასდროს არავის ენახა. რა საიდუმლოს ინახავდა ალისტერის ოთახი?იქნებ პრინციპულად არ უნდოდა იქ ვინმე შესულიყო,რადგან მოსწავლეებიდან არავისთან მეგობრობდა? ან საერთოდ ცხოვრობდა,თუ არა მისთვის გამოყოფილ ოთახში დირექტორის შვილი? ის ხომ ხშირად უჩინარდებოდა და გაკვეთილებსაც სურვილისამებრ ესწრებოდა.
ახალი შეკითხვებით დახუნძლული ოთახში ფრთხილად შევედი,ლოგინზე დავჯექი და ალისტერის გამოგზავნილი ვარდის ყნოსვა დავიწყე,ის ისეთი მიმზიდველი იყო,ადრენალინის შეგრძნება, კი პირველი და ერთადერთი უძლიერესი შეგრძნება ,რაც ბოლო დროს განმეცადა. რაღაც ძალიან ღრმა და ამოუცნობი მისკენ მიზიდავდა,იმდენად ღრმა რომ ამდენი გაურკვევლობისა და შეკითხვების მიუხედავად მის ჩვეულებრივ სახეს ვერ ვივიწყებდი. არ ვიცოდი ამ ემოციისთვის რა დამერქმია,როგორც კი თვალებს ვხუჭავდი წინ მისი სახე მედგა.
გამთენიისას,სანამ მაღვიძარა დარეკავდა ენიმ გაიღვიძა და ინტერესით შემათვალიერა.
_ ოჰოოო,ეს რა არის?_ შესძახა და თავი ბალიშიდან წამოწია
მისი გაოცებული მზერის შემდეგღა შევამჩნიე,რომ ლოგინზე თეთრ საღამურში მწოლიარეს გულზე დიდი,წითელი ვარდი დამედო,გვერდით კი შავი ყუთი მომედო,ის ყუთი, რომელშიც წვეულებისთვის განკუთვნილი კაბა იდო.
_ ააამ,ეს ალისტერმა...
_ ვაუ,კაბაა?
სიტყვის დამთავრება არ მაცადა თმააბურძგნული წამოხტა ლოგინიდან და წამში ჩემთან გაჩნდა,ვარდი გვერძე გადავდე და ყუთიდან საჩუქარი ნაზად ამოვიღე.
_ რა ლამაზია_ აბრეშუმს ხელი სათუთად გადაუსვა და თვალებში კაბიდან არეკლილი მწვანე სინათლე ჩაუდგა.
_ უკვე გაიზომე?
_ არა,მაგრამ ჩემი ზომაა,არ მინდა დროზე ადრე ჩავიცვა
ალისტერს ზუსტად აერჩია ზომა,ეს კი იმაზე მეტყველებდა რომ მისი დაკვირვების ობიექტი ვიყავი,რაც უფრო დიდხანს ვუყურებდი მწვანე კაბას,მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი,რომ მას მოვწონდი და რომ საჩუქარი უგულოდ არ იყო შერჩეული.
აღფრთოვანებული საახეებით კაბა ფრთხილად შევინახეთ და მოწესრიგებას შევუდექით,მზის სხივებმა გამომაფხიზლა და ღამე ნანახი ბუნდოვან მოჩვენებად დამესახა,მოჩვენებათ,რომელიც გამთენიისას გაქრა.სანამ გაკვეთილებზე ჩავიდოდით ოთახში პოლი შემოვიდა,მომესალმა და თვალებით სააბაზანოში შესულ ენის დაუწყო ძებნა.
_ სააბაზანოშია _ მხიარული ხმით ვუთხარი და თვალი ჩავუკარი,ერთმანეთი მოწონდათ,ამაში დარწმუნებული ვიყავი,როცა ჩვენ სამნი ერთად ვიყავით,მე სადღაც ვქრებოდი,ეს კი ისე შეუმჩნევლად ხდებოდა,უბრალო ღიმილიდან დაწყებული საუბარს უსასრულოდ აბამდნენ და ირგვლივ ყველა ქრებოდა.
_ ოჰ ენი,ხომ..._ უხერხულად შეიშმუშნა როცა მისი ვიზიტის მიზეზს მივუხვდი.
_ რაღაც მინდა მოგცე.
_ რა?_ დავინტერესდი.
_ ეს შენ გეკუთვნის,იმედი გვაქვს რომ ყველაფერს გაიხსენებ და ეს რაც შეიძლება მალე მოხდება_ საუბრის ტონი შეცვალა,სახე დაუსერიოზულდა და ლოგინის კიდეზე ჩამომჯდარმა ზურგს უკან წაღებული ხელიდან რვეულისხელა მძიმე შავი წიგნი გამომიწოდა.
_ ეს რა არის?_ დაინტრიგებულმა ცნობისმოყვარედ ავხედე და გამოწვდილი ნივთი კარგად შევათვალიერე,არც სათაური უჩანდა და არც რაიმე წარწერა.
_ ეს ჩემია?
_ ჰო,გამომართვი_ წიგნი გამოვართვი და შევეცადე გადამეშალა მაგრამ ყდას ვერაფერი მოვუხერხე,თითქოს დანარჩენ ფურცლებთან ერთად ბოლო გვერდისთვის მიეწებებინათ.
_ ეს რა ახალი ხუმრობაა?_ გაღიზიანებული სახით ავხედე
_ არა,უბრალოდ,დამიჯერე ჯობია_ დაბნეულს სიტყვა გაუწყდა და ნერვიულად შეკრა მუშტები
_ შენ რა მართლა იმასთან ერთად აპირებ წამოსვლას?_ წარბები აზიდა
_ რა?ალისტერს გულისხმობ?
_ აჰ,სახელითაც მოიხსენიებ იმ სისხლისმსმელს?
მოულოდნელობისგან გაურკვეველი,უცნაური წიგნი ხელიდან გამივარდა და გაცეცხლებული საწოლიდან წამოვხტი
_ როგორც ჩანს შენც აყევი ხომ თამაშში?იქნებ ამიხსნა რა ხდება?მეგონა რომ ყველაფერი შეიცვალა,მაგრამ ჯერ კიდევ იმდენი რამ ხდება,უამრავი შეკითხვა მაქვს თავში და ბევრ რამეს არ მივზდევ,უბრალოდ გვერდიდან ვუყურებ,მჯერა რომ შემიძლია თავიდან დაწყება გესმის?
_ კი,მაგრამ...
_ რატომ ეგრევე არ წამოხვედი ჰოვარდში?როგორ შეგეძლო ჩემი დატოვება და იქ,იმ უსულო ცარიელ სახლში,უცხო ქალთან ერთად დარჩენა?
_ ჯანდაბა,სასწავლებელიც კი მის წყეულ გვარს ატარებს_ გაცხარებულმა შეკუმშული მუშტი ისე ძლიერ დასცხო კედელს,რომ მომეჩვენა თითქოს ოთახი შეზანზარდა.
_ პოლ,ამიხსენი ყველაფერი_ თბილად მივმართე და შევეცადე დავმშვიდებულიყავი.
_ არ შემიძლია,ასე უფრო გავამწვავებ,არ წახვიდე,მასთან ერთად არ წახვიდე
გაოცებულმა შევხედე და თმიდან ხელი სასწრაფოდ მოვაშორე,ისეთი უცხო მეჩვენა.
_ თუ უპასუხოდ მტოვებ,მასთან ერთად წასვლას ვერ დამიშლი_ მოკლედ მოვუჭერი და გაბუტული სასწავლო საგნებით მიმოფანტულ მაგიდას მივეყუდე.
ორივე ვდუმდით,ის დღე გამახსენდა,როცა ორივე ჩუმად ვიყავით და ერთმანეთის სანუგეშებლადაც კი არ შეგვეძლო რაიმე გვეთქვა,ამ შემთხვევაში სიჩუმე პოლმა დაარღვია,უცებ ყველა წყენა დაივიწყა,ნაღვლიანი თვალები მომანათა და მთხოვა.
_ დამეხმარე რომ ენი წვეულებაზე ჩემი მეწყვილე იყოს რა..
სიბრაზემ წამში გადამიარა და მის გულუბრყვილობაზე გამეღიმა.
_ კარგი_ ვუპასუხე და სანუგეშებლად გავუღიმე.გასვლისას ძირს დაგდებული შავი წიგნი აიღო და გამომიწოდა.
_ აი აქ იპოვი ყველა შენ შეკითხვაზე პასუხს
ნივთს,რომლის ყდასაც ვერ ვშლიდი წიგნს ნამდვილად ვერ დავარქმევდი,ის ნამდვილად არ გამოდგებოდა გასაღებად,გასაღებად რომელიც ყველა ბნელ კუნჭულს მოერგებოდა,იმ კუნჭულებს სადაც დაგროვილ შეკითხვებზე პასუხები მეგულებოდნენ,იმას კი ვგრძნობდი რეალობა მოსალოდნელზე უფრო სახიფათო იქნებოდა,შეიძლება ამას ამიტომაც გავურბოდი და მერჩივნა ყველაფერი უბრალოდ დამევიწყებინა.
როცა სააბაზანოს კარის ხმა გავიგე პოლის მოცემული შავი წიგნი ლოგინის გვეშ შევაცურე და სასწავლო წიგნები ავიღე. მე და ენი საუბრით დავუყევით კიბეებს და მისაღებში შეგროვილ ბავშვებს მივადექით. პატარა წრე შეექმნათ,თითქოს ფუტკრები შესეოდნენ თაფლს,თაფლი კი ამ შემთხვევაში ქერათმიანი ცისფერთვალება გოგონა იყო,პრეტენზიული გამოხედვითა და აბზუებული ცხვირით,დანახვისთანავე არ მომეწონა,როგორც ჩანს დიდად არც მე მოვახდინე საოცარი შთაბეჭდილება,რადგან ჩემ დანახვაზე ბავშვები უხეშად მიწია გვერდით და უკმეხად დამიწიკვინა.
_ კი მითხრეს,მაგრამ ასე შეცვლილიც არ მეგონე,ელა,ელა,ააჰაჰაჰ,ვინ წარმოიდგენდა,_ წრიპინს განაგრძობდა და გარშემო მივლიდა.
_ ქეით,არ გინდა,_ საიდანღაც ალისტერის ხმა მომესმა,წამში აღმოჩნდა გვერდით,ქერას მხარში ხელი ჩაავლო და გამაფრთხილებლად რაღაც ჩასჩურჩულა,მის სიტყვებზე გოგომ შეუბღვირა და კლასისკენ წავიდა,შემეძლო დამეფიცა რომ სწორედ ის იყო,ვინც ღამე მიაცილებდა ბიჭს და შემდეგ ალისტერის ოთახში შევიდა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent