შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ, არა არ მიყვარხარ (სრულად)


8-02-2018, 19:42
ავტორი სალანდერი
ნანახია 1 919

მიყვარხარ, არა არ მიყვარხარ (სრულად)

ჩემი ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა! ევას გამოჩენამდე და მისი გამოჩენის შემდეგ... დასაწყისისთვის მოგიყვებით როგორ ვცხოვრობდი მის გამოჩენამდე...
მიუხედავად იმისა რომ ჯერ მხოლოდ ოცი წლის ვიყავი უკვე ვითვლებოდი ქალაქის ერთ ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ... მამაჩემი რესტორნების ქსელს ფლობდა ქალაქში და მეც ბავშვობიდანვე მამაზადებდა იმისთვის რომ თავისი ბიზნესი საიმედო ხელში დაეტოვებინა როცა პენსიაზე გასვლას დააპირებდა... მეც უპრობლემოდ ვასრულებდი მამაჩემის მიერ მოცემულ სხვა და სხვა დავალებებს ამავდროულად უნივერსიტეტსაც არ ვაკლებდი ყურადღებას და მშვენივრად ვსწავლობდი შესაბამისად ყველა კმაყოფილი გახლდათ განსაკუთრებით იმის ფონზე რომ ჩემმა უფროსმა ძმებმა საქართველოში ცხოვრებაზე უარი თქვეს... ერთმა ბოქსს მიჰყო ხელი და ამერიკაში წავიდა ხოლო მეორე სტომატოლოგი გახდა და ესპანეთში გადავიდა... მშობლები ნამდვილ მხსნელს ხედავდნენ ჩემში... მეც მათ საამაყო შვილს მშობლების იქეთ ცალკე ცხოვრებაც მქონდა კერძოდ პროფესიონალურად მივდევდი რბოლას და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიწინასწარმეტყველებდნენ ამ საქმეში... რადგან ჩემი გატაცებები ჩემს საქმეს ხელს არანაირად არ უშლიდა ჩემი ოჯახი არასოდეს ჩარეულა ზედმეტად ჩემს ცხოვრებაში და მშვიდად მივყვებოდით დინებას... როგორც მოგეხსენებათ მშვიდ ამინდს ყოველთვის მოჰყვება ქარიშხალიო და სწორედ ასე ქარიშხალივით შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ქალაქში ყველაზე ცნობილი და პოპულარული მომღერალი ევა ერისთავი...
დილით სახლიდან სავარჯიშოდ გამოსულს მანქანით შემეჯახა და მანქანიდან გამოსვლაც კი არ იკადრა ისე დასცხო საჭეს ხელები და უშვერი სიტყვებით დაიწყო ლანძღვა... 
შეჯახება არც ისე მძიმე აღმოჩნდა მაგრამ ფეხი საშინლად მტკიოდა... მალევე გავაცნობიერე რომ პოტენციური მკვლელი ჩემს დახმარებას არ გეგმავდა სიმწრით წამოვდექი ფეხზე მანქანასთან მივედი და საქარე მინაზე მივუკაკუნე იმის იმედათ რომ სახლში წაყვანას ვთხოვდი... მან მინა ჩამოსწია და თავისი მოცისფრო-მონაცრისფრო თვალები შემომანათა... მისი სილამაზით თუ ნაცნობი სახის დანახვით სახტად დარჩენილი ძლივს მოვედი აზრზე და საუბარი დავიწყე
-თქვენ ევა ერისთავი არ ხართ?
-ნეტა რა შენი ტრა*ის საქმეა მე ვინ ვარ! ბორბლებში რას მივარდები შე დეგენერატო?
-თქვენ დამეჯახეთ და კიდევ მე მეჩხუბებით?
-რომ არ მოგკალი მადლობას არ მეუბნები?
-თქვენ ნასვამი ხართ!
-შენ იდიოტი ხარ მაგრამ რა?
-ასეთი მთვრალი საჭესთან არ უნდა ჯდებოდეთ!
-ჰოდა რას უდგეხარ? წადი და მიჩივლე!
- არ ვაპირებ ჩივილს! ვთქვი მშვიდად...
-მანქანის ტარება იცი? 
-დიახ!
-დაჯექი სახლში წამიყვანე! (მანქანიდან გადმოვიდა და წინ ამეტუზა)
-მთხოვთ რომ სახლში წაგიყვანოთ?
-კი არ გთხოვ გიბრძანებ!
-მე რა თქვენთან ვმუშაობ და არ ვიცი? გამეღიმა...
- მარტოს გამიშვებ? დამიბრუნა კითხვა და შემომაჩერდა
ისე მტკიცედ ლაპარაკობდა და იმდენად უნაკლოდ გამოიყურებოდა თვითონაც მივხვდი როგორ გამიშტერდა მზერა მის თვალებზე...
-დიდ ხანს მიყურებ ყ*ესავით? სასწრაფოდ გააფუჭა ყველაფერი და უტაქტო კომენტარით გონზე მომიყვანა!
-წაგიყვან... მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ გზაში ვინმე არ შემოგაკვდეს...
მანქანაში ჩავჯექი ისიც გვერდით მომისკუპდა და მანქანა დავძარი...
-საით? ვიკითხე
-შენ რა ჩემი მისამართი არ იცი?
-არა!
-ხედავ რა ბედის ბუკეთი ვარ? ათასი კაცი რომ გამოკითხო ახლა თბილისში ყველაზე დიდი ერთმა სი*მა არ იცოდეს ჩემი მისამართი და მეც ზუსტად მას დავეჯახე!
-მეტყვი თუ არა მისამართს ბოლოს და ბოლოს? 
-მე ძალიან ნასვამი ვარ და ორიენტირების უნარი მაქვს დაკარგული!
-გინდა მითხრა რომ მისამართი არ გახსოვს? გამეცინა ...
-ბევრი დავლიე... მაგრამ უჯრაში ჩემი აგარაკის მისამართი დევს და იქ წამიყვანე! ხელით უჯრაზე მანიშნა...
-ის ზუსტად შენს წინ არის! 
-ჰოდა გადმოწიე ხელი გააღე უჯრა და ნახე ეგ დედანატირები მისამართი!
ევა ძალიან მთვრალი იყო მისამართი რომც ამოეღო სავარაუდოდ ვერ წაიკითხავდა ამიტომ ფურცელი ამოვიღე და კოჯორისკენ ავიღე გეზი...
ევას მანქანაში ჩაეძინა მე ფურცელზე მითითებულ მისამართზე გავაჩერე მანქანა და ჭიშკართან ზარი მივეცი!
-გამარჯობა! გამომეგება ასაკოვანი მამაკაცი...
-გაგიმარჯოს... ეს ევა ერისთავის სახლია?
-დიახ მაგრამ ქალბატონი იშვიათად ჩამოდის და ახლა აქ არ არის!
-დიახ ვიცი ევა ჩემთან ერთადაა მას მანქანაში სძინავს და თუ შეიძლება თავის ოთახში ავიყვან!
-მამაკაცს დიდი გაოცება არ გამოუხატავს ჭიშკარი გააღო და ევას ოთახი მიჩვენა...
რადგან მისი გაღვიძება არ მინდოდა ხელში აყვანილი "ავიტანე" მის ოთახში და საწოლში ჩავაწვინე!
-ქალბატონს რომ რამე დასჭირდეს ხომ დარჩებით? მკითხა მოხუცმა!
-დიახ მე მივხედავ განვუცხადე ჩემდა გასაკვირად და ოთახიდან გავუშვი...
მის საწოლთან კრესლოში ჩავჯექი და ამჯერად უფრო ყურადღებით შევათვალიერე...
ქერა თმა უწესრიგოდ აჩეჩოდა, სწორი ცხვირი და თხელი ტუჩები მის თხელ სახეს კიდევ უფრო ნაზ შესახედაობას აძლევდა, მბზინვარე ოქროსფერ კანს ისეთი სასიამოვნო სურნელი ასდიოდა მოშორებით მჯდომსაც კი ისე მაბრუებდა როგორც საუკეთესო ხარისხის ღვინო... მას მთელი დღე და ღამე გადაბმულად ეძინა მე კი სულელივით დავჩერებოდი და თვალს ვერ ვწყვეტდი, დილის ხუთი საათი ხდებოდა როცა შეიღვიძა და კრესლოში მჯდომი რომ დამინახა თვითონაც საწოლზე წამოჯდა!
-წვენი ამომიტანე! გასცა ბრძანება...
არ მინდოდა დილა კამათით დამეწყო ამიტომ უჩუმრად ჩავედი ქვემოთ და წვენის ჭიქით ხელში დავბრუნდი...
-აბა როგორ მეძინა? მკითხა ჭიქა გამომართვა და წვენი მოსვა..
-მშვენივრად, ამჯერად მე გამეღიმა...
-მთელი ღამე აქ იყავი?
-მთელი დღე და ღამე!
-ყოჩაღ! რას აკეთებდი? 
-რა უნდა მეკეთებინა? გიყურებდი რომ სასმელს ცუდად არ ემოქმედა!
-გეი ხარ?
-საიდან მოიტანე?
-მთელი ღამე ასეთ სრულყოფილებას უყურებდი და არაფერი მოიმოქმედე ან გეი ხარ ან იდიოტი!
-მკვდარივით გეძინა მე კიდევ ნეკროფილი არ ვარ!
-პატიოსანო ბიჭო რამდენი წლის ხარ?
-ოცის!
-უჰჰ რა პატარა ყოფილხარ! 
-შენ რამდენის ხარ დიდო გოგო?
-ოცდარვის! შენობით როდის მერე მელაპარაკები?
-ესეც ვერ დავიმსახურე?
-ვერა მაგრამ ფეხზე მაინც ვერ ვიტან თქვენობით მიმართვებს!
-კარგი ახლა დაგემშვიდობები უნდა წავიდე!
-ვერსად ვერ წახვალ!
-რატომ? გამეცინა მის თავდაჯერებულობაზე!
-იმიტომ რომ სახლში უნდა წამიყვანო!
-და რატომ უნდა შევასრულო შენი ბრძანება?
-იმიტომ რატომაც გუშინ შეასრულე!
-უბრალოდ არ მინდოდა რამე მოგსვლოდა! ვცადე ამეხსნა
-ფეხებზე რა სცადე!
-არ შეგიძლია ცოტა მეტი კულტურა გამოიჩინო?
-თუ მომინდება შევძლებ!
-კარგი ადექი წავიდეთ!
-მე გადავწყვეტ როდის წავალთ!
-მართალი ყოფილა რასაც შენზე ამბობენ!
-და რას ამბობენ?
-რომ შეშლილი, ამპარტავანი, უტაქტო და ჯანდაბა! სრულყოფილებამდე ლამაზი ხარ!
-სრულყოფილი ნამდვილად ვარ! დანარჩენებზე ვიკამათებდი ფეხებზე რომ არ მეკიდოს ვიღაც სი*ების აზრი!
-შეგიძლია სიტყვა სი*ი აღარ თქვა ცოტა ხნით?
-ისეთი სიტყვით მომიწევს ჩანაცვლება უფრო არ მოგეწონება და ლექციებს ნუ მიკითხავ პატარა ბიჭო!
-ასე ნუ მეძახი!
-რასაც მინდა იმას დაგიძახებ! ფეხზე წამოდგა!
-სად არის ჩემი ფეხსაცმელი?
-მანქანაში!
-აქ ფეხშიშველი ამოვედი?
-არა, ხელში აყვანილი ამოგიყვანე!
-მაშინ ასევე ჩამიყვან უკან!
გაბრაზებულზე ხელი დავავლე და მანქანაში ისე ჩავსვი ხმა არ ამოგვიღია გვერდით მივუჯექი და მანქანა დავძარი!
-და შენ რა მითხარი რა მქვიაო?
-აბელი, აბელ ორბელიანი!
-ნაცნობი სახელია, და ან ძმა გყავს?
-ორი ძმა!
-უფროსები?
-ჰო, ერთი ბოქსიორია, მეორე სტომატოლოგი გაგაცნობ რადგან ასე დაგაინტერესა მივაყარე გაბრაზებულმა!
-სადისტი, დანტისტი და პიდარასტი შესანიშნავი სამეულია! თქვენი მშობლები იამაყებენ თქვენით თქვა ისე რომ ჩემს გაბრაზებაზე ყურიც არ შეუბერტყავს!
-კიდევ ერთხელ მიწოდებ პიდარასტს და მანქანიდან გადავალ!
-დამემუქრე? ძალიან შემეშინდა!
გადავწყვიტე მასთან აღარ მესაუბრა სახლამდე მივიყვან და საერთოდ დავივიწყებ მის არსებობას! შევუთანხმდი საკუთარ თავს...
-ახლა მაინც მეტყვი მისამართს? 
მან მისმართი მითხრა და მანქანა ამჯერად მის სახლთან გავაჩერე!
ჭიშკარი შავ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილმა ტიპებმა გაგვიღეს და ძალიან გაიხარეს როცა ევა ცოცხალი და უვნებელი დაინახეს, მას არავითარი რეაქცია არ გამოუხატავს მცველების აღფრთოვანებაზე!
-შეგიძლია მანქანა წაიყვანო და მერე დამიბრუნო! შემომთავაზა და სხტად დამტოვა!
-გმადლობ ტაქსით წავალ!
-კარგი მაგრამ ჯერ ჩემს ოთახში ამიყვანე!
-შენ რა მართლა შენი მოახლე ხომ არ გგონივარ? 
-რა მოხდა ჩემი აწევა ხომ არ გიჭირს?
-რა შუაშია?
-მაშინ უბრალოდ მოკეტე და ოთახში ამიყვანე!
ნერვებმა ყელში ამომასხა მაგრამ მისი სურვილი მაინც შევასრულე მანქანიდან გადმოვედი ხელი უხეშად დავავლე და თავის ოთახში ავიყვანე... გულში კი საკუთარ თავს ვლანძღავდი მისი ყურმოჭრილი მონობისთვის!
-გმადლობ რომ მანქანით გამიტანე! ღამე ფეხზე მათევინე, თავი ხელით მატარებინე და ორი დღის ყველა გეგმა წყალში ჩამიყარე! მივაყარე და საძინებლის კარი მოვიჯახუნე!
-არაფრის! მომაძახა და გადაიხარხარა! 
სახლში ტაქსით წავედი როგორც კი თავი მარტო დავიგულე რამდენიმე ჭიქა მიყოლებით დავლიე! 
-რა სულელივით იქცევი ბიჭო? რა ყურმოჭრილი მონასავით დაემორჩილე? სი*ი ხარ აბა რა ხარ? ლამაზი ქალი პირველად ნახე თუ ბოლოჯერ? რაა ლამაზი გოგო აქამდე არ დაგინახავს? რამ დაგაქლიავა? არა და რა ლამაზია ეგ შეშლილი იმ თვალებს რომ შემოგანათებს როგორ გინდა უარი უთხრა რამეზე? ერთი მზერით მიგაყინავს ადგილს! მაინც რა ლამაზი თვალები აქვს? ერთი შეხედვით მუქი ლურჯია, თუ კარგად დააკვირდები ცისფერია, თუ მზე პირდაპირ ანათებს მწვანე ხდება და თუ მოიწყინა უნაცრისფერდება... ჯანდაბა აბელ რაზე ფიქრობ ბიჭო? რა თვალები რა თვალები შენ მართლა ხო არ გამოსი*დი? სარკეში ველაპარაკებოდი უფრო ზუსტად ვეჩხუბებოდი ჩემს თავს როცა მამაჩემმა დარეკა!
-აბელ როგორ ხარ? სად ხარ? გაისმა ხმა რომელიც ძალიან ჰგავდა ჩემსას...
-კარგად ლევან, სახლში ვარ ჩემთან სად ვიქნები?
-მეც კარგად! შვილო დღეს დიდი წვეულება იმართება ქალაქის რჩეული საზოგადოება იკრიბება და ჩვენც დაპატიჟებულები ვართ!
-მამა შენ და ნანიკო წადით რა მე ხასიათზე არ ვარ!
-დედაშენს ჯერ ისიც ვერ მოუნელებია ცალკე რომ გადახვედი და კიდევ გულს ნუ დაწყვეტ შვილო, თუ რამე სერიოზული პრობლემა არ გაქვს წავიდეთ!
-კარგი ჰო! რომელზე გამოგიაროთ?
-რვის ნახევარზე აქ იყავი! 
-კარგი! ტელეფონი გავთიშე და ცოტა ხანს დავიძინე! გაღვიძებისთანავე შხაპი მივიღე ჩავიცვი და დაპირებისამებრ რვის ნახევარზე მშობლების სახლში მივედი!
-რას შვრები დედი? კარებში შემომეგება დედაჩემი!
-ნანიკო რა მომკლავდა? გავუცინე 
-შვილო მარტო არ უნდა გადასულიყავი!
-ახლა თავიდან ნუ განვიხილავთ მაგ თემას შენი ჭირიმე რაა.. სიტყვა ბანზე ავუგდე დედაჩემს და მამას ჩამოვართვი ხელი... მალევე ჩავსხედით მანქანაში და ერთ ერთ ულამაზეს რესტორანში მივედით... წვეულებას მართლა ესწრებოდა ქალაქის თითქმის ყველა ცნობილი და წარმატებული ადამიანი, ასეთი მასშტაბური წვეულება აქამდე არც არასდროს მოეწყოთ...
-საშენო წვეულებაა, ნახე რა გოგოებია მხარზე ხელი დამკრა მამაჩემმა თუმცა ჩემი გონება იმდენად მოცული იყო იმ არანორმალურით რომ ცხოვრებაში პირველად არ შემიმჩნევია გოგონები! სუფრასთან მამაჩემისა და ჩემს მეგობრებთან ერთად დავსხედით და დალევა დავიწყე... წვეულება მშვიდად მიმდინარეობდა ყოველგვარი განსაკუთრებულობის გარეშე, საქმიან თემებზე საუბრობდნენ, სვამდნენ და აქა იქ ახალგაზრდები ცეკვავდნენ!
-ხომ კარგად ხარ? აქამდე არასოდეს შემიმჩნევია ამდენი დაგელია! ყურში მითხრა დედაჩემმა და სანამ პასუხს დავუბრუნებდი რესტორანში ჩემი უხასიათობის მიზეზმა შემოაბიჯა... 
მას შავი ზურგ ამოღებული კაბა ეცვა რომელიც მარცხენა მხარეს ისე ამოეჭრათ რომ მისი სხეულის ეს მხარეც ზურგივით მოშიშვლებოდა... სხეულის მესამედს ან მეოთხედს უფარავდა კაბა თუმცა რა ენაღვლებოდა რო? უნაკლო სხეული რატომ უნდა დაემალა? ის ანგარიშმიუცემლად მიუჯდა ერთ მაგიდას და მამაკაცთა არმიაც შემოიკრიბა, მამაჩემიც კი გაოცებული იმით რომ მე უარი განვაცხადე მარტო მივიდა ევასთან მისასალმებლად... ევამ ცოტა ხანს მშვიდად წრუპა სასმელი შემდეგ კი მაგიდასთან მსხდომი საზოგადოება მიატოვა და ჩვენს მაგიდასთან გადმოჯდა... ბუნებრივია ყველა აღფრთოვანებით შეხვდა ამ ამბავს გარდა თქვენი მონა მორჩილისა... თანამესუფრეებმა საუბარი გააბეს მე კი ბრაზი ისე მომწოლოდა არაფერი მესმოდა...
-სიგარეტი არ გინდა აბელ? მომმართა და კოლოფი გამომიწოდა...
-არ ვეწევი!
-მალე დაიწყებ! თქვა და გვერდულად გაიღიმა!
-თქვენ ერთმანეთს იცნობთ? შემომხედა მამაჩემმა!
-არა! ვთქვი მე... თითქმის! დაამატა ევამ!
-ეს როგორ გავიგოთ?
-აქამდე ერთხელ შევხვედრივართ ერთმანეთს! ვეცადე ამეხსნა...
-არ მეცეკვები? მკითხა და იმ საშინელი მზერით შემომაჩერდა ასე რომ მიბნევდა თავ-გზას!
-ცეკვა არ ვიცი!
-არც მე მაგრამ ახლა მინდა რომ ვიცეკვო! მეცეკვები თუ არა? როგორ ახერხებდა ყოველთვის შეენარჩუნებინა ბრძანების კილო!
-ასეთ ქალს უარს ვინ ეტყვის გამამხნევეს აქეთ იქიდან და ვინაიდან ახსნა განმარტებების მიცემა არ მინდოდა ევა საცეკვაოდ გავიყვანე... ხელები ნაზად შემომხვია კისერზე მეც წელზე შევეხე და ჩემს მკლავებში მოქცეული იმდენად სუსტი მომეჩვენა ბრაზმა ლამის გამიარა!
-რას აკეთებ? ყურში ჩავუჩურჩულე და მისი სხეულის მოძრაობას ავყევი!
-ვცეკვავ!
-თავს ნუ ისულელებ!
-მისი სხეული უკვე უხერხულად ეხებოდა ჩემსას და მამაკაცურ ღირსებაზე კონტროლი სრულად დავკარგე, ეს კი რა თქმა უნდა ევას არ გამორჩენია!
-მეორე შარვალი გაქვს მანქანაში? 
-რაში გაინტერესებს?
-ეს სადაცაა ტანზე შემოგასკდება თვალები გააპარა ჩემი შარვლის უბისკენ! მერე კი კიდევ უფრო ახლოს მოიწია და თავისი სხეული კიდევ უფრო მოაკრა ჩემსას!
-მეორე შარვალი არ მაქვს და თუ არ გინდა პლავკისამარა განვაგრძო ცეკვა ჯობია შეწყვიტო!
-მთხოვე!
-რაა? 
-მთხოვე რომ გავჩერდე!
-არა! 
-შარვალი ან ტანზე შემოგასკდება ან დაგესვრება ასე რომ მთხოვე!
-ევა გეყოფა!
-მთხოვე! ჩაისისინა და ვიგრძენი როგორ გაიღიმა!
-გთხოვ შეწყვიტე! ვთქვი რადგან მივხვდი რომ სხვა გამოსავალი აღარ მქონდა! მან სხეული ნაზად ჩამოაშორა ჩემსას 
-შენს ადგილას ტუალეტში გავიქცეოდი! მითხრა და მაგიდასთან დაბრუნდა... რამდენიმე წუთში მეც შევუერთდი და მისი თავდაჯერებული ღიმილის მოთმინებით ატანის შემდეგ დალევა განვაგრძე!
-აბელ სახლში არ წამიყვან? ისევ დაიწყო საუბარი!
-შენი დაცვა სად ჯანდაბაშია? ვიგრძენი როგორ ავუწიე ხმას და საკუთარი თავის შემრცხვა!
-გავუშვი! წამიყვან? ან იქნებ.... უკაცრავად თქვენ რა გქვიათ? მიუბრუნდა ჩემს გვერდით მჯდომ მამაჩემის პარტნიორის ვაჟს!
-დავითი!
-ან იქნებ დავითს ვთხოვო? განაგრძო...
-ადექი წავედით! გამოვცერი კბილებში და ხელი მოვკიდე...
-მალე დავბრუნდები და სახლში მე წაგიყვანთ! დავუბარე მშობლებს და ევასთან ერთად მანქანაში ჩავჯექი!
-რა გინდა ჩემგან? ვკითხე როგორც კი მანქანა დავძარი!
-გეთამაშები!
-მეთამაშები? რატომ?
-იმიტომ რომ მითხარი უკანასკნელი ქალი ხარ ვისთანაც დავწვებოდიო!
-ჩემთან დაწოლა გინდა? ვუთხარი რაც შემეძლო გესლიანად!
-არა, მინდა რომ შენ მოგინდეს ჩემთან დაწოლა!
-რატომ? გამეცინა
-უბრალოდ ამ ნატვრაში ამოგხდი სულს!
-ვაფასებ შენს თავდაჯერებულობას!
-მაინც როგორი წარმოიდგინე?
-რა?
-როცა ჩემთან სექ*ზე ოცნებობდი, და მე ვიცი რომ ოცნებობდი! როგორი წარმოიდგინე?
-შენთან სექ*ს თანაც ჩემს ფანტაზიაში მირჩევნია უპატრონო პუდელი გავ*იმო!
-ეგ სარკაზმი შეგიძლია ერთ ადგილას გაირჭო!
-ერთ ადგილას გასარჭობად მე უკეთეს რამეს მოგცემ ოღონდ შენ მოინდომე და!
-ესეც შენი არაპატიოსანი მხარე! ნაგლად ჩაიღიმა
-ესეც შენი სახლი! შენი ფეხით წახვალ თუ ხელით აგიყვანო!
-ჩემი ფეხით წავალ ამჯერად!
-რა სამწუხაროა!
-სახეზე დაგეტყო იმედგაცრუება!
-სახეზე ვერაფერს შემატყობ თავს ძალიან კარგად ვაკონტროლებ! 
-პატარა აბელისგან განსხვავებით? თვალი ჩემი უბისკენ გააპარა!
-რა ჯანდაბა გინდა ბოლოს და ბოლოს?
-ვთამაშობთ თუ არა?
-არა!
-ეს გამოწვევაა! დილით დაგირეკავ თქვა და ისევ დაუმშვიდობებლად გადავიდა მანქანიდან! მე კი ისევ წვეულებაზე დავბრუნდი!
-რა ხდება თქვენს შორის? მკითხა ლევანმა როგორც კი მარტო დამიგულა!
-არაფერი!
-აბელ სიგარეტი ხომ არ გინდა?
აბელ ჩემთან ერთად ხომ არ იცეკვებ?
აბელ სახლში ხომ არ წამიყვან? დამახინჯებული ხმით წარმოთქვა მამაჩემმა!
-მშვენიერი პაროდია იყო მაგრამ ჩემსა და იმ შეშლილს შორის არაფერი ხდება!
-იმედი მაქვს რადგან მაგ ქალს ჯერ არავისთვის არაფერი მოუტანია კარგი! ხმა აღარ ამომიღია ისე წამოვედით წვეულებიდან... ჯერ მშობლები ავიყვანე თავიანთ სახლში მერე მე წავედი... სახლში მისვლისთანავე შხაპი მივიღე და დავიძინე... 
-დილით ისევ ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, უცხო ნომერი იყო თუმცა მაინც გავხსენი!
-ბატონო! რომელი ხარ?
-კეთილი ფერია ვარ ზღაპრების ქვეყნიდან!
-რამ შეგაწუხათ ამ დილით ქალბატონო ევა?
-მინდა რომ ჩემთან მოხვიდე!
-რა თქმა უნდა ოღონდ დრო ზუსტად მითხარი წამიც რომ არ დავაგვიანო! გავიცინე!
-თორმეტზე აქ იყავი! 
-რააა? ვიბღავლე თუმცა ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა!
ამის არანორმალური დედაც არ ვატირე? მივიდე არა ის მაგის სურვილებს ვასრულებ ახლა! ვთქვი ჩემთვის თუმცა საწოლიდან მაინც წამოვდექი! არ ვიცი როგორ ან რატომ მაგრამ გაუცნობიერებლად ვასრულებდი ამ ქალის სურვილებს, თორმეტზე უკვე მის სახლთან ვიდექი ისიც მალევე ჩამოვიდა და გვერდით მომიჯდა
-ქალაქის ცენტრში წადი! გასცა ბრძანება!
-გმადლობ, კარგად შენ როგორ ხარ? ვუთხარი უკმეხად თუმცა მანქანა მაინც დავძარი!
-არამიშავს!
-რა გინდა ქალაქის ცენტრში?
-მინდა რომ ქალაქში გამასეირნო!
-მძღოლი არ გყავს?
-კი მაგრამ შენ რომ ასრულებ ჩემს სურვილებს სხვა "მუღამი" აქვს!
-შენს სურვილებს ვასრულებ არა?
-აქამდე არ მითქვამს? მაპატიე პატარავ!
-ავადმყოფი ხარ! არ ვაპირებ შენ აგყვე მე სახლში მივდივარ!
-შუა ქალაქში მარტოს დამტოვებ?
-კი ზუსტად ასე მოვიქცევი და ჯანდაბამდე გზა გქონია! ვიღრიალე მანქანიდან გადმოვედი და სახლში ტაქსით წავედი, ევა კი ჩემივე მანქანით დავტოვე ქალაქის ცენტრში!
როგორც კი სახლის კარი შევაღე შხაპი მივიღე ტანსაცმელი გამოვიცვალე და იმ ყველაფერის გაანალიზება დავიწყე რაც ბოლო ორი დღე ხდებოდა ჩემს თავს! ბრაზის ჩასახშობად რამდენიმე ჭიქაც გადავკარი და ისევ ტელეფონის ზარი გაისმა! ისევ უცხო ნომერი...
-გისმენთ! ვეცადე მშვიდი ტონი შემენარჩუნებინა!
-მე ვარ! გაისმა ის ხმა რომელსაც გულის სიღრმეში ველოდი კიდეც!
-რა ჯანდაბა გინდაააა? ვიღრიალე!
-წინასწარი დაკავების იზოლატორში ვარ რაც შეგიძლია სწრაფად მოდი! თქვა და ტელეფონი გათიშა!
რა თქმა უნდა ბევრი არ მიფიქრია ისე ჩავიცვი ტანზე და ტაქსით გავვარდი წინასწარი დაკავების იზოლატორში...
შესასვლელთან უკვე იდგნენ ჟურნალისტები და ევას მეგობრები...
-მართლა მისი შეყვარებული ხართ? ლამის მიკროფონი გადამაყლაპა ერთ ერთმა ჟურნალისტმა... თან სულ არ გაუჭირდებოდა იმხელაზე დამაღებინა პირი მისმა შეკითხვამ... ნეტავ რა მოიფიქრა ამ ავადმყოფმა? გავიფიქრე გულში ჟურნალისტებს გვერდი ავუარე და განყოფილებაში შევედი...
-გამარჯობა, კეთილი იყოს შენი ფეხი ძმაო, რამ შეგაწუხა? მომესალმა განყოფილების უფროსი რომელიც ჩემი მეგობარი გახლდათ... 
-რავიცი თემო ერთი არანორმალური ქალის დასახსნელად მოვედი...
-ევა ერისთავი?
-ჰო, რა დააშავა?
-საგზაო წესების დარღვევაზე გააჩერეს, მერე აღმოჩნდა რომ ნასვამი იყო არავითარი საბუთები თან არ ჰქონდა და ამავდროულად სხვის მანქანაზე იჯდა... სანამ მანქანის პატრონი არ გამოჩნდება ვერ გამოვუშვებთ ძმაო...
-მანქანა ჩემია!
-მან თქვა რომ მანქანა მისი შეყვარებულისაა და როცა უნდა მაშინ იმგზავრებს ამ მანქანით, მოიცა რა გამოდის რომ მისი ახალი ბიჭი შენ ხარ?
-ჰო, ვთქვი და ყელში მოწოლილი ბრაზი და ბოღმა სიმწრით გადავყლაპე...
-ფორმალურ მხარეს მოვაგვარებ და სახლში გაგატან, მანამდე შეგიძლია ნახო! თქვა ახალი ამბით გაოგნებულმა თემომ... და ევასთან მიმიყვანა თვითონ კი უკან დაბრუნდა!
-საკანში თავს როგორ გრძნობს ქალბატონი უნაკლო?
-შე დეგენერატო, შე ნაგავო, შენ გამო ორი საათია ამ ბინძურ საკანში ვზივარ!
-ჩემს გამო კი არა გრძელი ენის გამო ზიხარ!
-! როდის გამიშვებენ აქედან?
-თუ მე არ გადავწყვეტ რომ ჩემი შეყვარებული სულაც არ ხარ და სინამდვილეში მანქანა მომპარე მაქსიმუმ ერთ საათში!
-შენ იმას გადაწყვეტ რასაც მე გეტყვი!
-რატომ უთხარი მათ რომ შენი შეყვარებული ვარ? 
-სხვანაირად როგორ ამეხსნა ამდენი სი*ისთვის რას ვაკეთებდი შუა ქალაქში ვიღაც იდიოტის მანქანით?
-იცი რომ გარეთ ჟურნალისტები და შენი მეგობრები დგანან?
-*ლეზე არ გკიდია? გავალთ და ვიტყვით რომ მოულოდნელად ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი რამდენიმე კვირაში კი ვიტყვი რომ ერთი ლაწირაკი იდიოტი ხარ და ჩემს მიერ მიტოვებულ მამაკაცთა სიას შეემატები!
-შენი წინადადებით ვერ მომხიბლე!
- "ზატო" ლამაზი თვალებით მოგხიბლე და ახლა ნაკლებ მომხიბლავ წინადადებაზეც მაგის ხათრით დამთანხმდები!
-გინდა რომ შენი შეყვარებულის როლი გავითამაშო?
-ჰო ზუსტად, აქედან რომ გავალთ ჟურნალისტებს ბედნიერი სახით მოუყვები როგორია როცა უნაკლო ქალის ყურადღების დამსახურებას ახერხებ! 
-ავადმყოფი ხარ, 
-მაგრამ სრულყოფილებამდე ლამაზი!-ეს ვინ გითხრა?
-შენ! 
გავჩუმდი რადგან მართალს ამბობდა ჩემი პირით ვუთხარი რომ სრულყოფილებამდე ლამაზი იყო! ამაზე ფიქრში წამოგვადგა თავზე თემო!
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ გვრიტებო?
-ხელს ეს გისოსები გვიშლიდა თორემ შესაძლოა პირდაპირ აქტის პროცესში წამოგვდგომოდი თავს! გადაიხარხარა!
-აპატიე რომ გისოსებზე დაკაკუნება არ ასწავლეს! ვთქვი რათა ჩემი მეგობრის უხერხულობა ოდნავ მაინც გამეფანტა...
თემომ საბუთებზე ხელი მოგვაწერინა ევას კარი გაუღო და გასასვლელისკენ გავემართეთ!
-ხელი ჩამკიდე! ჩაისისინა ყურთან!
-რა? 
-ხელი ჩამკიდე ჩვენ ხომ ბედნიერი წყვილი ვართ!
ხელი მოვკიდე და ჰოლში ასე გამოვედით, მისი მეგობრები მაშინვე ჩვენს ირგვლივ გაჩდნენ!
-ევა ხომ კარგად ხარ? იკითხეს და უტაქტოდ დამიწყეს თვალიერება!
-კი!
-ესეიგი შენ ხარ ის უბედური! ამჯერად მე მკითხა შავ თმიანმა ლამაზმანმა რომელიც არ ვიცი საიდან მაგრამ ძალიან მეცნობოდა!
-დიახ! გავიღიმე შეძლებისდაგვარად!
-ეს რა ბიჭი დაგითრევია! პირი დააღო და ჩემს ირგვლივ სიარული დაიწყო ბიჭმა რომელიც მხოლოდ ხმის ტემბრით გავდა ბიჭს!
-თვითონ რა გოგო დაითრია არ იმჩნევთ? გაიცინა და აშკარა კმაყოფილებით შემათვალიერა ევამ!
-ქალბატონო უნაკლოვ სახლში ხომ არ წავიდეთ? ნერვები მოვთოკე და ვკითხე რაც შემეძლო თავაზიანად!
-ვაუუ... აი ეს მესმის! ხვალ ჩემი დაბადების დღეა და ერთად გელოდებით რომ საზოგადოებას ოფიციალურად წარვუდგინოთ თქვენი წყვილი საუბარში ჩაერთო შავთმიანი!
-ვნახოთ! თუ მოვახერხებთ აუცილებლად! ვთქვი მე...
-წავედით სახლში! ხელზე მომქაჩა ევამ და გარეთ გამოვედით...
გზა ამჯერად ჟურნალისტებმა გადაგვიღობეს და პირში ჩაგვჩარეს მიკროფონები თან ყველა მხრიდან ფოტოაპარატების ჩხაკუნი ისმოდა!
-რას იტყვით თქვენს ურთიერთობაზე? სად გაიცანით ერთმანეთი? როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი?
-ხვალ ნატას დაბადების დღეზე ოფიციალურად წარვდგებით თქვენს წინაშე და ყველა კითხვაზე გიპასუხებთ დღეს კი უბრალოდ საშუალება მოგვეცით სახლში წავიდეთ და დავისვენოთ! მოკლედ მოუჭრა ევამ და ჟურნალისტების ნაკადი გააპო!
მანქანის კარი რა თქმა უნდა მე გამოვუღე და მანქანაში ჩავსხედით!
-რა წყვილს წარუდგენ? შენ საერთოდ კარგად ხარ?
-მინიმუმ სამი კვირა მოგიწევს ჩემი ატანა და სჯობს ბედს შეეგუო!
-იქნებ აზრი გეკითხა? რატომ არ მკითხე თანახმა ვარ თუ არა?
-თანახმა ხარ?
-არა!
-არაუშავს შეეგუები!
-ღმერთო მართლა მეკაიფები! გამეცინა 
-რა მოხდა მამიკო ხომ არ წაგეჩხუბება?
-ფიქრობ მამაჩემის მეშინია?
-ჰო აბა სხვა რა უნდა იყოს? სამ კვირაში ხო არ შეგჭამ? თუ გაგაუპატიურებ?
-ჩემი მშობლები ჩემს პირად ცხოვრებაში ვერ ჩაერევიან! ვთქვი მტკიცედ და მისი სახლის წინ გავაჩერე მანქანა!
-მაშინ ხვალ შევხვდებით ხუთზე და ნატას დაბადების დღეზე წავალთ! 
ისევ დაუმშვიდობებლად გადავიდა მანქანიდან...მთელი ღამე არ დამეძინა... ყველაფერზე ვფიქრობდი უფრო ზუსტად არაფერზეც არ ვფიქრობდი იმ თვალების გარდა რომლის ფერიც ვერაფრით დავადგინე... მიუხედავად იმისა რომ სულ სამი დღე იყო რაც ევას ვიცნობდი მასზე უკვე იმდენი მქონდა ნაფიქრი რამდენიც ერთად არ მიფიქრია იმ გოგონებზე რომლებიც აქამდე მყავდა! რატომ მაგიჟებდა ეს ქალი ასე მაშინ როცა თითოეული მისი ფრაზა, მიმიკა თუ ჟესტი ჩემს გაბრაზებას ემსახურებოდა... იქნებ ზუსტად ამიტომ? ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომარკვია!
შუაღამით დარეკა დედაჩემმა...
-ნანიკო ხომ მშვიდობაა? 
-ეგ მე უნდა გკითხო დედა!
-რა მოხდა?
-ტელევიზორიდან უნდა ვიგებდე რომ შეყვარებული ხარ და ურთიერთობის გაოფიციალურებას აპირებ? ხმაში ცრემლები გაერია დედაჩემს!
-აუ დე ოღონდ შენ არ იტირო და ყველაფერს აგიხსნი რაა! გამახსენდა დღევანდელი საღამო და ტვინში სისხლი ჩამექცა!
-ყოჩაღ დედა შენ, ასე როდის დავშორდით ერთმანეთს? 
-მოიცა ახლა ჩავიცმევ და მოვდივარ ვუთხარი და სასწრაფოდ მშობლების სახლისკენ გავემართე! რა თქმა უნდა დედაჩემისთვის სიმართლე უნდა მეთქვა და ამეხსნა რაც ხდებოდა თუმცა სახლში შესულს პირველი კომენტარი მამაჩემმა მესროლა და ყველა დაწყობილი წინადადება თავდაყირა დამიყენა!
-მაგ ქალს ჩემს ოჯახში არავინ მიიღებს!
-რა?
-რა და თუ ვინმესთან *იმაობა გინდა შენი საქმეა მაგრამ ვიღაც ბო*ებს საცოლედ არ წარგადგენინებ! 
-ევა ბო*ი არ არის!
-ლევან დამშვიდდი და მოუსმინე ბიჭს! ჩაერია დედაჩემი!
-რას მოვუსმინო? როგორ მირცხვენს გვარს?
-ჩემი შვილი არავის გვარს არ არცხვენს გაცხარდა ნანიკო!
-მე ჩემი სათქმელი ვთქვი აღარ მინდა რომ მაგ ქალს შენი სახელი კიდევ დაუკავშირდეს!
-და რატომ გგონია რომ შენ როგორც გინდა ისე მოვიქცევი?
-იმიტომ რომ მე ვიცი რა არის შენთვის უკეთესი!
-არაფერიც არ იცი შენ!
-აბელ უკვე გითხარი რომ ვიღაც ბო*ების გამო ჩემს გვარს არ გასვრი ტალახში!
-მეც გითხარი რომ ევა ბო*ი არ არის და ის ჩემი საცოლეა მოგწონს ეს შენ თუ არა! (საერთოდ არ ვაპირებდი ამის თქმას, მინდოდა მათთვის გულწრფელად მომეყოლა რაც მოხდა მაგრამ მამაჩემის სიჯიუტემ და მისმა დაჟინებულმა მოთხოვნამ ჩემი სურვილი საპირისპიროდ შეცვალა!)
-აბელ ჩემი სათქმელი გითხარი და ამაზე კამათს აღარ მოვითმენ!
-არ გეკამათები მე ყველაფერი ვთქვი რისი თქმაც მინდოდა!
-რა თქვი ბიჭო? შენ იცი მაინც შენს გვარს როგორ შეარცხვენ მაგ ქალთან რომ დააკავშირო?
-შე*ეცი გვარს რომელიც ჩემზე ძვირად ფასობს გაიგე? ხვალვე გადავიკეთებ ეგრე თუ გაწყობს!
-როგორ ბედავ!
-აი ასე! გითხარი რომ ის ქალი ჩემი საცოლეა და დავამთავრე ამაზე საუბარი!
-ის ქალი არასდროს გახდება ჩემი რძალი! თავისი ბო*ური ჩაცმულობით!
-მაგასაც ვნახავთ! ვთქვი და კარი გავიჯახუნე მხოლოდ დედაჩემი გამომედევნა უკან!
-დე შენ გიყვარს ის ქალი? რატომ არ მითხარი აქამდე?
-ყველაფერი სწრაფად მოხდა ნანიკო შენ არაფერზე არ იდარდო!
-მამაშენს არ უყურო დე! შენ ვის გვერდითაც კარგად იქნები ის იქნება ჩემი რძალი! გულზე მომეკრა დედაჩემი და ცრემლები გადმოსცვივდა!
-შენ არაფერზე იდარდო დედა მაგრად მოვხვიე ხელები დავემშვიდობე და სახლში დავბრუნდი! 
მალევე ჩამეძინა მეორე დღეს საგულდაგულოდ გამოვეწყვე შავ შარვალსა და პიჯაკს თეთრი პერანგი შევუხამე და ხუთზე ევას სახლთან ვიდექი!
-ამოდი გადმომძახა ფანჯრიდან ჭიშკარი და კარი მაშინვე გამიღეს და ისე ამოვყავი თავი მის ოთახში გაცნობიერებაც ვერ მოვასწარი!
-ვერაფრით გავიგე რა ჩავიცვა! თითქოს თავისთვის ჩაიბურტყუნა მან! 
-ყველაზე გამომწვევი რაც გაქვს ის! 
-რაა? 
-რა და რამე ისეთი ჩაიცვი რომ შენი სხეულის მხოლოდ მინიმალური ნაწილი დაფაროს!
-რა მოგელანდა?
-გთხოვ ევა! არ შეგიძლია ერთხელ მაინც გააკეთო რამე ჩემთვის ეს დედა მო**ნული?
-რადგან მთხოვ შევძლებ თქვა და ტრუსსა და ლიფზე მხოლოდ რაღაც ბადისებური გადაიცვა
-ასე კარგია?
-იდეალური! 
-მომიყვები რა მოხდა?
-არა!
-კარგი მაინც ფეხზე მკი*ია!
მალევე მანქანაში ჩავსხედით და წვეულებაზე მივედით! რა თქმა უნდა ნახევრად შიშველმა ევამ ყველას ყურადღება მიიქცია უამრავი ფოტო გადაგვიღეს და რაღაც სულელური კითხვები დაგვისვეს რომელსაც ძირითადად ევა პასუხობდა! 
-როგორ გაიცანით ერთმანეთი? ანთებული თვალებით შემოგვაჩერდა ნაცნობი შავთმიანი, როგორც უკვე გავიგე ნატა ერქვა!
-მე ის მანქანით გავიტანე ნასვამმა!
-მერე?
-მერე იდიოტი მეძახა! ვთქვი მე
-თუმცა მან ქუჩაში არ დამტოვა რადგან ჩემი მისამართი არ იცოდა აგარაკზე ამიყვანა და მთელი ღამე ფეხზე იდგა რომ სასმელს ცუდად არ ემოქმედა! დაამატა ევამ!
-იმ ღამეს რამე მოხდა? 
-არა რადგან მას მკვდრებზე არ უდ*ება მე კი მკვდარივით მეძინა გაიცინა ევამ და მე შემომხედა! 
ამ დროს კარებში შემოსულ მამაჩემს მოვკარი თვალი და ევას ხელი მოვხვიე...
-მას იცნობ? ვკითხე ნატას!
-მამაჩემმა დაპატიჟა მისი მეგობარია! მიპასუხა და მისასალმებლად წავიდა!
-გამარჯობა მამიკო ჩუმად თქვა და თავისთვის ჩაიცინა ევამ!
-შეგიძლია ჩამეხუტო? ვკითხე!
-კი, თუ ამიხსნი რა ხდება!
-ჩამეხუტე და აგიხსნი, 
ევამ ხელები კისერზე მომხვია და პროვოკაციულად მაკოცა! ეს რა თქმა უნდა არც მამაჩემს და არც ჟურნალისტებს არ გამორჩენიათ.. მომენტალურად მოგვაჩერდა ყველა! მამაჩემი კი ჩვენკენ გამოემართა!
-იმედი მაქვს აქვე არ ი*იმავებთ!
-საყვარელო მშვენიერი იდეაა! რას იტყვი? ოდნავ მომშორდა ევა და სახეში შემომაჩერდა!
-და ეს ქალი მოგყავს ცოლად? თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა ევა და მზერა ჩემზე შეაჩერა!
-მე რა რამე მჭირს? შეურაცხყოფილი ქალის იმიჯი მოირგო!
-ბო*ს გავხარ!
-აღარ გაბედო მისთვის ამის თქმა!
-ბატონო მამა იცით მგონი ზედმეტად ბებერი ხართ იმისთვის რომ ჩემი ჩაცმულობა შეაფასოთ და სხვათაშორის ამის ჩაცმას არ ვაპირებდი თქვენმა ვაჟმა მოინდომა!
-მართლა? გაოცება აშკარად შეეტყო ლევანს!
-დიახ მართლა! ღამით გახდაზე ბევრი წვალება რომ არ მოუწიოს თუ ღამემდე შევძელით თავის შეკავება რა თქმა უნდა! სახეში შემომხედა და საოცრად გამიღიმა ევამ!
-აზრზე მოდი აბელ! მოთმინებამ უმტყუნა მამაჩემს!
-არა მგონია ღამემდე გავძლო წელზე ხელი მოვხვიე ჩემს "საცოლეს" 
-ჰოდა წავედით! მკლავში ხელი დამავლო და გარეთ გამომათრია მან...
მანქანაში უჩუმრად ჩავსხედით და ნატას სახლს გავეცალეთ! 
-გმადლობ! ვთქვი ჩუმათ!
-როგორი პროვოკაციული ვიყავი?
-საოცრად, მომღერალი რომ არ იყო შესანიშნავი მსახიობი დადგებოდა შენგან!
-ახლა მოყევი რა მოხდა!
-მამაჩემს ვუთხარი რომ შენს ცოლად მოყვანას ვაპირებ!
-რატომ?
-იმიტომ რომ უნდა გაიგოს რომ პატარა ბიჭი არ ვარ რომელიც ისე მოიქცევა როგორც მას უნდა!
-და რას მიწუნებს?
-წარმოდგენა არ მაქვს!
-ესე იგი ახლა ორივე ვთამაშობთ ამ თამაშს არა? 
-ჰო... 
-ძალიან კარგი მიყვარს როცა სამყაროს ვაბოლებ! ეშმაკურად გაიცინა...
-სიგარეტი გაქვს? ვკითხე!
-ხომ ვთქვი რომ მოწევას დაიწყებდი კმაყოფილმა ჩაიცინა და სიგარეტი მომცა!
რამდენჯერმე ღრმა ნაფაზი დავარტყი და მივხვდი როგორ გაიბნა ორგანიზმში სასიამოვნო ბოლი
-დედაშენსაც არ მოვწონვარ?
-კი მას კი!
-გინდა მამაშენი ჭკუიდან გადავიყვანო? 
-რას აპირებ?
-შენი ოჯახის წევრები გამაცანი!
-ხვალვე! დავეთანხმე მისი გიჟური წინადადებით მოხიბლული! მოიცა ახლა დავურეკავ ნანიკოს და ვეტყვი რომ ხვალ შენი თავი უნდა გავაცნო! ტელეფონზე დავრეკე დედაჩემმა მაშინვე აიღო ტელეფონი!
-ხომ კარგად ხარ დე? უკვე ყველაფერი ვნახე ტელევიზორში!
-ნანიკო დაიკიდე ევა უნდა გაგაცნო!
-ახლა დე? 
-არა ხვალ დილით მოვიყვან! 
-გელოდებით დე და მომიკითხე თუ შენთანაა! 
-გადავცემ! ნანიკოს დავემშვიდობე და ტელეფონი გავთიშე!
-დედაშენი არ უნდა გავაგიჟო ხო? 
-არა!
კარგი მაშ დილით გამომიარე თქვა და მანქანიდან ჩავიდა!
მეორე დილით ევას მივაკითხე მას გრძელი თხელი სარაფანი ჩაეცვა! 
-სიგრძე დედაშენისთვის რომ მოვეწონო გამომწვევობა მამაშენისთვის რომ არ მოვეწონო ეშმაკურად გაიცინა და დატრიალდა იმის საჩვენებლად რომ სარაფანი საკმაოდ ლანდავდა! სახლში მისულებს დედაჩემი თბილად შეგვხვდა ევა გადაკოცნა და მაგიდასთან მიგვიხმო თვითონ სამზარეულოში გაიქცა ტორტის გამოსაღებად ოთახში მამა დაგვხვდა როგორც ჩანს ნანიკომ მაგრად შეუტია და წასვლა ვერ გაბედა აი რატომ მიყვარდა დედაჩემი! 
-ღმერთო აბ! დაიყვირა ევამ როგორც კი მამაჩემთან მარტო დავრჩით!
-რაა? 
-მანქანაში ტრუსი დამრჩა ახლავე დავბრუნდები თქვა და გარეთ გავარდა მას კმაყოფილი მზერა გავაყოლე შემდეგ კი ყურადღებით დავაკვირდი როგორ აუვიდა მამაჩემს თვალები შუბლზე!
ევა მალევე დაბრუნდა ისევე როგორც დედაჩემი და მაგიდას მივუსხედით... დაძაბული სიტუაცია მხოლოდ ჩემსა და ლევანს შორის იგრძნობოდა ნანიკო და ევა მშვენივრად უგებდნენ ერთმანეთს და ათას სისულელეზე ლაპარაკობდნენ!
-აბ სიგარეტი მომე რა მომმართა ევამ და მზერა ჩემკენ გამოაპარა!
-მგონი მანქანაში დამრჩა ვთქვი მისი სულელური ტყუილის "გასაპრავებლად" 
-მახსოვს რომ პიჯაკის ჯიბეში ჩაიდე! 
ვიცოდი რომ სიგარეტი ჯიბეში არ ჩამიდია თუმცა მაინც ჩავყავი ხელი და იქედან გახსნილი სიგარეტის კოლოფი ამოვიღე როგორც ჩანს თავად ჩააგდო... ერთ ღერს ჩემთვის მოვუკიდე ერთიც ევას მივეცი!
-სიგარეტის მოწევაც დაიწყე არა? ნაგლად გაღიმება სცადა მამაჩემმა!
-დიახ ის სვამს, ეწევა და სულ რომ გაგაოცოთ გეტყვით რომ ზოგჯერ სექ*ითაც კავდება! ნამდვილად სამარცხვინო შვილია პასუხის გაცემა მომასწრო "საცოლემ" !
მამაჩემი ევას განგებ არ უბრუნებდა პასუხს და ამ საკითხმაც ასე მშვიდად ჩაიარა, მალე დედა ისევ სამზარეულოში გავიდა, მამა საპირფარეშოში როგორც ჩანს სახეზე წყლის შესხმა დასჭირდა, ევა კი რამდენჯერმე უხერხულად შემეხო!
-რას აკეთებ? 
-გაჩერდი და მენდე!
-ევა ხომ იცი ასეთ შეხებებზე როგორ ვრეაგირებ? 
-ჰოდა ახლა ეგ მინდა ზუსტად! მამაჩემი დაბრუნდა ჩემმა რეაქციამ კი არ დააყოვნა ვიგრძენი შარვალი როგორ მჭიდროდ მომეკრო ტანზე
-აბ მგონი ჯობია წავიდეთ!
-ძალიან მაწყენინეთ! ვითომ დაგვცინა ლევანმა! 
-პატარა აბელს პრობლემა რომ არ ჰქონდეს არ გაწყენინებდით! მე ნანიკოს დავემშვიდობები თქვა ევამ და სამზარეულოში გავიდა!
-ის რა პატარა აბელს გეძახის? ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ მკითხა მამაჩემმა!
-თქვენი აზრით ამხელა კაცს ასე მივმართავ? მე ნამდვილად პატარა აბელს ვგულისხმობდი უპასუხა ახლახანს დაბრუნებულმა ევამ და მზერა ჩემი შარვლისკენ გამოაპარა!
მართლა გიჟია გავიფიქრე, მამაჩემმა თავზე ხელი შემოირტყა და ოთახიდან გავარდა, ამასობაში ნანიკოც გამოვიდა სამზარეულოდან ორივეს დაგვემშვიდობა და სახლისკენ წამოვედით!
-მგონი მართლა გიჟი ხარ ეს რეები იკისრე? გავუცინე ევას
-ჯერ სად ხარ მხოლოდ ახლა დავიწყე მამაშენს ჭკუიდან გადავიყვან ! კარგ ხასიათზე დადგა თვითონაც!..
-მგონი ზედმეტი მოგივიდა ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან!
-ისე ვინმე ნაშა გყავს? 
-რაში გაინტერესებს? 
- ვინმესთან უნდა დაიხარჯო!
-რას გულისხმობ? 
-ცუდ დღეში ხარ! ფეხზე ხელი დამარტყა და მანქანიდან ჩახტა! 
-ხვალ გნახავ? მივაძახე 
-თუ მომინდება დაგირეკავ! 
-რა გაეწყობა! 
არავითარი აზრი არ ქონდა რამის გაპროტესტებას და მივხვდი რომ მე მომწონდა ეს თამაში, თამაში რომელშიც ამ ქალმა უკვე ჩამითრია!
დილით ადრე დამირეკა ჯერ კიდევ მეძინა!
- კარგად ხარ? რამ გაგაღვიძა ასე ადრე?
-ჩემთან მოდი და მაღაზიაში წამიყვანე! ტელეფონი გათიშა...
ჯანდაბა ნეტავ როდესმე ისწავლის კულტურას? ჩავიბურდღუნე და მასთან წავედი უკვე ქვემოთ მელოდა ამიტომ მაშინვე ჩაჯდა მანქანაში და მისამართი მითხრა!
-გაგიმარჯოს ევა!
-რატო გამი*რაკე ამ გამარჯობა გაგიმარჯოთი?
-შეგიძლია შენს ლექსიკონში ორად ორი სიტყვა ჩაამატო?
-რა სიტყვა? 
-გამარჯობა და გთხოვ!
-გეთაყვაც ხო არა? 
-რა გინდა მაღაზიაში? 
-კაბა!
-კაბა?
-ჰო წვეულებას ვაწყობ!
-როდის?
-ზეგ! დღეს და ხვალ ყველაფერს მოაგვარებენ!
-ორ დღეში ყველაფერს მოაგვარებენ?
-როცა შენი უფროსი თვით ევა ერისთავია ორ საათშიც მოასწრებ!
-და წვეულების მოწყობა რამ მოგანდომა?
-ჩემი და ჩამოდის ესპანეთიდან!
-და გყავს? 
-არა არ მყავს მაგრამ მაინც ჩამოდის! სასიძოს გაცნობა უნდა! გაიცინა
-თვითონ გათხოვილია?
-კი! შვილიც ჰყავს!
-რამხელა? 
-დიდი თვრამეტი წლის...
-შენი და რამდენისაა?
-ოცდათვრამეტის!
-ვააჰ...
-აბელ ჩემს დიშვილთან რამე არ შეგეშალოს თორე ერთ ადგილს მიგაჭრი!
-რას ბოდავ ახლა?
-უბრალოდ ის დიდი გოგოა თან ლამაზი და გაგაფრთხილე!
-ვინ გგონივარ გოგო? ვიღაც რომელიც *ლის ჭკუაზე დადის?
-მე უკვე ორჯერ გავხდი მოწმე იმის თუ როგორც აკონტროლებ მას!
-ჯერ ერთი ეგ ჯანსაღი მამაკაცისთვის დამახასიათებელი რეაქციაა და მერე და მეორე შენ ოდნავადაც რომ მეხები ......... უცებ შევწყვიტე საუბარი და ენაზე ვიკბინე!
-მართლა? ფეხზე ხელი გადამისვა და თვალებში შემომაჩერდა!
-ევა გაჩერდი!
-მთხოვე!
-გთხოვ გაჩერდი ნუ მაწამებ!
-ახლა უკვე ვიცი როგორ დაგიმორჩილო! კმაყოფილმა ჩაიღიმა და ხელი მომაშორა! 
კაბაც შევარჩიეთ და წვეულებისთვის ყველაფერი მოვამზადეთ... ორი დღე თითქმის ერთად გავატარეთ... წვეულების წინა დღეს როცა სახლში მივიყვანე მანქანიდან გადასვლისას დამემშვიდობა და დილით დამიბარა რათა მის დასა და დის შვილს აეროპორტში დავხვედროდით! 
როგორც იქნა დამშვიდობება ისწავლა ვთქვი და სახლში კმაყოფილი დავბრუნდი...
დილით ისევ მისმა ზარმა გამაღვიძა...
-ჰოო...
-ბიჭო დღეს რომ წამოხვალ გამოსაცვლელი წამოიღე რომ წვეულებისთვის აქვე ჩაიცვა სახლში გასვლას ვეღარ მოასწრებ!
-გაგიმარჯოს! კარგი!
-აბელ ნუ მიშლი ნერვებს! 
-კარგი ჰოო და ასე ადრე რატომ იღვიძებ!
-ვიღვიძებ კი არა ეშმაკს არ სძინავსო არ გაგიგია? გაიცინა
-რა თქმა უნდა!
-წამოდი ბარემ! 
-ადრეა ჯერ!
-აეროპორტში დავიცდით!
-რადგან ასე ძალიან მთხოვ რა გაეწყობა! გავიცინე... 
-მალე! გელოდები! ევამ ტელეფონი გათიშა ავდექი წყალი გადავივლე და მასთან წავედი! აეტოპორტში ადრე მივედით ამიტომ თითქმის ორი საათი ველოდეთ თვითმფრინავს და როგორც იქნა ჩამოფრინდნენ... 
-ეს ნათიაა ჩემი და ეს კი მარია ჩემი დის შვილი გამაცნო ევამ მას შემდეგ რაც ორივეს გადაეხვია! თუმცა ეს არ იყო ის ემოციური შეხვედრა რომელიც წლების უნახავ დებს უნდა ჰქონოდათ!
-სასიამოვნოა მე აბელი ვარ ხელი ჩამოვართვი ორივეს ისინი კი თბილად გადამეხვივნენ! 
ნათია ძალიან ჰგავდა ევას თუმცა უფრო პუტკუნა იყო და ევას იდეალური სხეულისგან საკმაოდ განსხვავდებოდა მისი, მარია კი შავგვრემანი თაფლისფერთვალება გოგო გახლდათ გამხდარი და საოცრად ეშხიანი! 
მანქანაში ჩავსხედით და სახლში წავედით! 
-როგორ მოარჯულე ჩემი და? სიცილით მკითხა ნათიამ...
-მოვარჯულე? ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ჯერ კიდევ ის არის რომ დამშვიდობება ვასწავლე!
-ჩემზე ისე ნუ საუბრობთ თითქოს პუდელი ვიყო რომელიც სახლში მოშარდვას ვერ გადააჩვიეს! გაბრაზებული ტონი მიიღო ევამ!
-მგონი ეგ ერთადერთია რასაც არ აკეთებ გამეცინა მე 
-პირი შეკარით აბ? გაიღიმა ევამაც შემდეგ კი ხელი და ისევ ის საშინელი შეგრძნებები ფეხზე რომელიც სასტიკად შემარცხვენდა!
-ოღონდ ახლა არა გთხოვ! ვანიშნე პირის მოძრაობით თუმცა ყურიც არ შეიბერტყა!
-ევ შენ მოარჯულე? გაიცინა მარიამ!
-ჯერ კიდევ წრთვნის პროცესში ვართ!
-ევა გთხოვ! ვთქვი მოთმინებადაკარგულმა და მივხვდი რომ ამჯერად ხმამაღლა მომივიდა!
-რას სთხოვ? გამომხედეს გოგონებმა
-მე მე .... (დავიბენი) 
-მთხოვს რომ ჩვენთან ერთად წავიყვანოთ სოფელში!
-მერე წავიყვანოთ! დაეთანხმნენ სასწრაფოდ!
-კარგი წაგიყვანთ! თქვა ხელი მომაშორა და კმაყოფილმა ჩაიღიმა! უკვე დაგვიანებული იყო თუმცა საბედნიეროდ ჩემი და ევას გარდა ვერავინ შეამჩნია...
საღამომდე დრო სწრაფად გავიდა სტუმრებმა მოსვლა დაიწყეს კარში რა თქმა უნდა მე და ევა ვეგებებოდით და მათ მილოცვებს თუ იდეებს ჩვენი მომავალი ქორწილისთვის ღიმილიანი სახით ვისმენდით როცა კარში დედაჩემმა შემოაბიჯა!
-ნანიკო? ვთქვი გაოცებულმა!
-რამ გაგაკვირვა? გამიღიმა ნანიკომ და ჯერ ევას გადაეხვია შემდეგ კი მე!
-მას ეგონა რომ ბატონი ლევანი არ გამოგიშვებდათ! (პროფესიონალი მატყუარა, როგორ "გამაპრავა")
-მაგას შევეკითხებოდი ზუსტად! 
-აბ სტუმრებს შეხვდი მე ნანიკოს ნათიას და მარიას გავაცნობ! 
ქალები გამშორდნენ მე კი კმაყოფილმა განვაგრძე სტუმრების მიღება ევაც მალე დაბრუნდა
-კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს თქვა და თვალით ერთმანეთთან მოლაპარაკე ნათიასა და ნანიკოზე მანიშნა!
-გმადლობ! ვთქვი ჩუმად...
-არ შეგიყვარდე ჩაიცინა გველურად...
-რა მოხდება რომ შემიყვარდე?
-დიდი ბიჭი ხარ უკვე უნდა იცოდე რომ სიყვარული და თოვლის ბაბუა არ არსებობს! 
-ჰო აი ეს ნაცნობი ევაა! ჩამეღიმა
წვეულება გახურდა სტუმრები უკვე კარგად შეზარხოშდნენ მე ნატასთან ვლაპარაკობდი უფრო ზუსტად ის მელაპარაკებოდა და მე თავის დახსნას ვერ ვახერხებდი, ნეტავ რას ამეკიდა მთელი წვეულება რომ ვერ მოვიშორე! 
როგორც იქნა თავი დავიხსენი ნატასგან და უკვე კარგად ნასვამ ევასთან მივედი! 
-რას შვრები? 
-არ შემეხო!
-რა? 
-არ შემეხომეთქი გაიმეორა და ამღვრეული თვალები შემომანათა!
-რა დაგემართა? 
ევამ ჭიქა ფეხებში მესროლა და დაფშვნა!
-რა გჭირს? ხმას ავუწიე
-ნუ მიახლოვდები თორემ შემდეგ ჭიქას სახეში გესვრი! თვალები აუცრემლიანდა!
ხალხი ჩვენს ირგვლივ შეიყარა! მასთან მივედი ხელი დავავლე და გულზე მივიკარი!
-გამიშვი, ვერ გიტან! იყვირა ისევ...
-უკაცრავად, ჩვენ დაგტოვებთ ვთქვი და ევა ხელში ავიყვანე!
-დამსვი, როგორ ბედავ გამწარებული ყვიროდა და ფართხალებდა თუმცა თავის ოთახში ავიყვანე საწოლზე დავაგდე და კარი ჩავკეტე!
-რა სცენა მოაწყვე გოგო? 
-როგორ ბედავ ნაგლად ეფლირტაო ნატას როცა ჩემს საქმროდ ითვლები? ამჯერად ტუმბოზე დადგმული საფერფლე მესროლა!
-გააფრინე გოგო? თავი ვერ გამოვიშვი რაღაცას მიყვებოდა რატომ არ მოხვედი? 
-მე უნდა მოვსულიყავი შე დამპალო? შემდეგი მსხვერპლი სანათი აღმოჩნდა!
-ევა გაჩერდი თორემ!..........
-თორემ რა? (ამჯერად ფაიფურის სათამაშო მესროლა)
საწოლთან მივედი და ფეხზე წამოვაგდე უხეშად მივიზიდე და ამდენი ხნის ნანატრ ტუჩებს ცხოველური ჟინით შევეხე!
-შემეშვი შე იდიოტო წინააღმდეგობის გაწევა სცადა თუმცა კედელთან მიმწყვდეული ძლიერად მეჭირა და ჩემს თავიდან მოშორებას ვერაფრით მოახერხებდა, რამდენიმე წუთში წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა... რიგ რიგობით შემოვახიეთ ერთმანეთს ტანსაცმელი, ფეხები წელზე შემომხვია მე კი კედელს უხეშად მივაკარი და მის ტუჩებს არ მოვშორებივარ ისე ნელი ბიძგებით მოვთავსდი მასში... იმის შეგრძნება რომ ახლა მთლიანად მე მეკუთვნოდა, მისი თითოეული ნაწილი ჩემი საკუთრება იყო ჟინით კიდევ უფრო მავსებდა, მაგრად ვიხუტებდი და ბიძგებს ნელ ნელა ვუმატებდი რამდენიმე წუთში სიამოვნებისგან გათანგული, მისი ფრჩხილებით დაპორჭყნილი და მისი სურვილით კიდევ უფრო ანთებული საწოლისკენ წავედი ამჯერად უფრო ნაზად დავაწვინე და სხეულის ყველა ნაწილი სათითაოდ დავუკოცნე მაგიჟებდა ამ ქალის სურნელი, მისი შეხება, ნაზი კანი რომელზეც ახლა ბაგეებს დავატარებდი მინდოდა ყველა ნაწილი შემეგრძნო და დამემახსოვრებინა, მის გემოს ენის წვერით სათითაოდ ვკრეფდი სხეულის ყველა ნაწილიდან და როდესაც მეორედ მივუბრუნდებოდი ისევ იგივე გემოს შეგრძნება ორჯერ მეტად მსიამოვნებდა... ამჯერად ჩვენი სექ*ი აღარ იყო უხეში პირიქით ის საოცრად ნაზი იყო და ვიგრძენი ჩემს გულზე თავდადებულ, გულისცემა აჩქარებულ ევას როგორ ჩამოუგორდა ცრემლი თვალებიდან! ეს არ იყო უბედურების ან ტკივილის ცრემლი ეს სიამოვნების ცრემლები იყო ამიტომ არ მიკითხავს მისთვის რა ატირებდა მხოლოდ ახლოს მოვიზიდე და კოცნით ამოვუშრე თვალები...
-გთხოვ ევა გთხოვ არასოდეს იტირო ჩემი თანდასწრებით მაგრად მივიხუტე გულთან და მისი თმების სურნელით გავბრუვდი... არ ვიცი რამდენ ხანს ვიწექით ასე თუმცა კარზე კაკუნმა მოგვიყვანა აზრზე!
-კარგად ხართ ბავშვებო? დაიძახა ნათიამ!
-კი ახლავე ჩამოვალთ! მივაძახე
-არსად არ წახვალ! 
-კარგი ვთქვი და მუცელზე ვაკოცე!
-ანდა წავიდეთ! ფეხზე წამოდგა და თავისი კაბა უფრო სწორად კაბის ნარჩენები აიღო! 
-რა გააკეთე ცხოველო! რა ჩავიცვა ახლა? გაიცინა და კისერზე ჩამომეკიდა!
-სხვა კაბა არ გაქვს? 
-მამაშენის გაგიჟება ისევ გინდა? წარბი აზიდა!
-ფეხებზე ყველას გაგიჟება მე თვითონ ვარ გაგიჟებული...
-შენი პერანგი მომეცი! 
ძირს დაგდებული ნახევრად ღილებშემოგლეჯილი პერანგი მივაწოდე... მან პერანგი მოიცვა ჯერ კიდევ შერჩენილი ღილები შეიკრა თავისი ქუსლიანი ფეხსაცმელი ამოიცვა და შემომხედა...
-აბა როგორ გამოვიყურები?
-უნაკლოდ! 
-ჰოდა დავუბრუნდეთ წვეულებას! 
-შენ ჩემი პერანგით და მე წელს ზემოთ შიშველი დავბრუნდეთ წვეულებაზე სადაც ათობით ჟურნალისტია?
-ჰო მაგრამ შარვლის შიგნით პლავკა არ ჩაიცვა! რა ვიცი რა დროს რა წამომივლის გაიცინა და ტუჩზე იკბინა...
-ევა გააფრინე? გამეცინა
-შარვლის შიგნით რა გაცვია ჩემს გარდა თუ ვინმე ნახავს "მაგას" მაინც მოგაჭრი გეფიცები!
-გოგო წელს ზემოთ შიშველზე გეუბნები შარვალში ვინ მიყურებს! თან ჩემი დაკოდვით შენც არანაკლებ დაზარალდები! (გამეცინა)
-როგორმე გადავიტან ათი თითი გაქვს ბოლოს და ბოლოს (დამეჭყანა)
-წამიყვან თუ არა წვეულებაზე? გაიმეორა თავისი ბრძანების კილოთი
-ხელი მოვკიდე და კარი გამოვაღე!
-ვაუუ! გაგეფრთხილებინეთ თვალებს მაინც დავხუჭავდი, დაიყვირა ნათიამ რომელიც ჯერ კიდევ კართან მდგარა!
-ფართოდ გააღე ეგ თვალები ორ ასეთ უნაკლოობას ერთად ხშირად კი ვერ ნახავ! გაიცინა და ჩემს მუცლის პრესს ხელი გადაუსვა ევამ...
-წვეულებაზე ასე ბრუნდებით? მოისმა მარიას ხმა რომელიც სავარაუდოდ ახლა შემოგვიერთდა და ჯერ კიდევ ვერ მოეხერხებინა პირის დახურვა!
-დის შვილო შენ ხომ სრულწლოვანი ხარ?
-კი!
-ჰოდა მაშინ გეტყვი რომ სულ ესაა ტანსაცმელი რომელიც გადაგვირჩა!
-ვგიჟდები მე თქვენზე დაიყვირა მარიამ და ორივეს ლოყაზე გვაკოცა!
-ახლა კი ქვემოთ ჩავალ და ჟურნალისტებს გავაფრთხილებ წლის სკანდალის გადასაღებად მოემზადონ! 
-გავარდი! მიაძახა ევამ!
-ოჰ ორგა*მო ძალსა შენსა! გაიცინა ნათიამ და თმაში მსუბუქად მოგვქაჩა!
წვეულებაზე დაბრუნებულებმა მარტივად ვიგრძენით რომ მარიას უკვე გაეფრთხილებინა ყველა, ასობით წყვილი თვალი გვაკვირდებოდა ყველა ფოტოებს იღებდა იყო ჟურნალისტი თუ არა! 
-ტრა*ი ხო არ მომიჩანს? ყურში ჩამჩურჩულა ევამ!
-თუ არ გადაიხრები არა!
-ვინმე გადაკუზვას მიპირებს და არ ვიცი? გაიცინა!
-ამდენ ხალხში არ იკადრებს ის ვინმე!
-ერთი გახახუნება და უკადრებელს იკადრებ! გამეცალა და პირდაღებულ ნანიკოსთან მივიდა მეც უკან მივყევი
-ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ! უთხრა ნანიკოს და თვალი ჩაუკრა...
-თუ ასე ჩაცმული ისე დაგაბრუნა უკან რომ ის არ მომხდარა რაც მე მგონია ცისფერი ყოფილა ჩემი შვილი! გაიცინა ნანიკომ
-ცისფერი ნამდვილად არ არის! გაეცინა ევასაც
იმ დღეს რამდენიმე ათეული ინტერვიუ მივეცით ხალხიც ნელ ნელა დაიშლა... ბოლოს მე ევა ნათია და მარია დავრჩით მოახლეებთან ერთად 
-არ გინდათ სადმე წავიდეთ? თქვა მარიამ
-არა ისედაც ძალიან დავიღალეთ ნათია დაგვემშვიდობა და დასაწოლად წავიდა...
-ხვალ დილით სოფელში ვართ წასასვლელი თქვა ევამ
- აბელ სადმე კარგი კლუბი არ იცი? ცოტა რომ დავლიოთ და გავერთოთ? მკითხა მარიამ...
-ახლა უნდა დაისვენოთ სხვა დროს წაგიყვან! ისეთი ჭკუის დამრიგებლური ტონით ვუთხარი თითქოს ორით კი არა ოცი წლით ვიყავი მასზე დიდი... 
-კარგი როგორც იტყვით ძილინების! თავის ოთახში წავიდა მარია და მეც ფეხზე წამოვდექი!
-მიდიხარ? 
-ჰო!
-დარჩი თუ გინდა! 
-რომ გითხრა არ მინდათქო დამიჯერებ?
-არა! გაიცინა და ყელზე შემომეხვია კიდევ ერთხელ დავეწაფე მის ტუჩებს და თავის ოთახში შევიყვანე დაახლოევით ერთ საათში ღონემიხდილ ევას ჩემს მკლავზე ედო თავი და სიგარეტს ეწეოდა!
-მომწონხარ ან ეს მოწონებაზე მეტია! ვთქვი და სახე მის თმებში ჩავრგე...
-ვა რა მაგარი ხარ! გაეცინა 
-და შენ?
-რას ელოდები ახლა? ორგა*ზმის შემდეგ ისეთი სენტიმენტალური გავხდები რომ სიყვარულში გამოგიტყდები? გაეცინა!
-ჰო
-მართლა თვლი რომ ასეთი საოცარი იყო?
-კი ვთვლი რომ საოცარი იყო შენ არა?
-ჩემი აზრით დასაწყისისთვის ნომალურია!
-კარგი რა გაეწყობა!
-შეგიძლია დივანზე გადაწვე? 
-რა? 
-მარტო ძილი მიყვარს!
-აქამდე არავისთან გიძინია?
-არა! ჩემს საწოლში არცერთი კაცი არ წოლილა!
-ხუმრობ?
-არა არ ვხუმრობ ჩემი საწოლი ჩემთვის ძალიან პირადია და პირველი ხარ ვისთანაც სექს*ი ჩემს საწოლზე მქონდა!
-და ისე მერამდენე ვარ? ენაზე ვიკბინე..
-გაინტერესებს რამდენ კაცთან ვწოლილვარ?
-თუ თითები გეყოფა ჩამოსათვლელად კი თუ არა და არ მითხრა!
-ფეხის თითებიც ითვლება? გაიცინა
-ჰო!
-შეიძლება შენიც მივათვალო? ღიმილი არ შორდებოდა სახიდან!
-კარგი აღარ მაინტერესებს საწოლიდან წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე! 
-მეორე!
-რა? 
-მეორე ხარ! გინდ დაიჯერე გინდ არა!
-მჯერა! დავიხარე და შუბლზე ვაკოცე! 
-უფრო მეტს ვლაპარაკობ ვიდრე ვაფუჭებ! გაეცინა
-რა თქმა უნდა, გამეცინა კარგი წავედი მე!
-ხვალ სოფელში წაგვიყვან!
-ნაცნობი ტონია! რადგან ასე ძალიან მთხოვ დილით მოვალ!
-ადრე გამოდი!
-კარგი და სოფელში ვინ გყავს?
-ბებია და პაპა!
-არ ვიცოდი!
-ეს არავინ იცის იქ თითქმის არ ჩავდივარ უბრალოდ ახლა ნათიას არ "გავუტეხე"! 
-კარგი დილით მოვალ კიდევ ერთხელ ვაკოცე ევას და სახლში დავბრუნდი!
მთელი ღამე გასულ დღეზე ვფიქრობდი ძილი არ მომკარებია ისე დამთენდა თავზე და კვლავ ევასთან დავბრუნდი... 
სოფლის გზაზე მიმავალნი ძალიან გავერთეთ, ნათია და მარია საოცრად მხიარული ტიპები იყვნენ მათ ხასიათს არაფერი ჰქონდა საერთო ევასთან თუმცა იმ დღეს ევაც საკმაოდ მხიარული მეჩვენა... ის რა თქმა უნდა ყველაზე ცოტას ლაპარაკობდა მაგრამ ევასგან ესეც ბევრს ნიშნავდა... სოფელში ჩასულებს ორი მოხუცი შემოგვეგება! ნათია და მარია ლამის ნახევარი საათი იყვნენ ჩახუტებულები მათთან ევა მოხუცების ალერსს ჩვეული გულგრილობით შეხვდა და როგორც კი მათ ხელებს თავი დააღწია ჩემი თავი წარუდგინა!
-გაიცანით ეს აბელია... 
-მისი საქმრო! დაამატა ნათიამ 
მოხუცებს ცრემლები მოერიათ გულში ჩამიკრეს დამლოცეს ბედნიერება გვისურვეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიპატიჟეს სახლში
-როგორ მომენატრა აქაურობა თქვა ნათიამ!
-აქ ხომ დრო გაჩერებულია, როგორ ვერ ვიტან ამ სიძველის სუნს !დაამატა ევამ და მივხვდი როგორ მოიწყინა რადგან მისმა თვალებმა ნაცრისფერი ელფერი მიიღეს!
-გეყოფა უკვე ჭირვეული ბავშვივით ნუ იქცევი დროა გამოძვრე ამ ნაჭუჭიდან მობეზრებით თქვა ნათიამ და ზემოთ სართულზე წავიდა!
-აბელ წამოდი შენს ოთახს გაჩვენებ მომაძახა და მეც უკან გავყევი!
-ჩემს ოთახში დაიძინებს! თქვა ევამ და ყველა მივაჩერდით მოხუცების ჩათვლით! 
-ის ჩემი საქმროა და ზოგჯერ ერთად გვძინავს მიაყარა წინადადებები ხელი დამავლო და ოთახში ავედით!
-კარგად ხარ? ვკითხე
-მეზიზღება აქაურობა!
-გინდა წავიდეთ?
-არა რამდენიმე დღე გავძლებ! დივანზე დაწოლას ხომ შეძლებ? 
-ჰო რა თქმა უნდა! 
ოჯახის წევრებთან ერთად ვივახშმეთ და დასაძინებლად გავემზადეთ! ევამ პლედი და ერთი ბალიში საწოლთან ახლოს მდგომ დივანზე გადმომიტანა!
-აქ დაწექი კარგი? 
-კარგი ვთქვი და ჩასახუტებლად გავიწიე!
-არ შემეხო! 
-რა ჯანდაბა გემართება? 
-უბრალოდ არ შემეხო თქვა და საწოლში შეწვა... მეც დივანზე მივესვენე ბრაზი შეძლებისდაგვარად მოვთოკე და წუხანდელი ღამის უძინარს მალევე ჩამეძინა! 
დილით კარზე ნათიამ მოაკაკუნა... მაშინვე ევასთან გადავწექი და ნათიას შემოსვლა ვთხოვეთ...
-ბავშვებო დღეს თქვენს პატივსაცემად წვეულებას მართავენ და მოემზადეთ!
-ჰო რა თქმა უნდა ვთქვი მე, ევამ თვალები გადაატრიალა და ნათიაც წავიდა...
-აბელ დიდი იმედი მაქვს რომ ახლა შენი ფეხი მედება!
-ჰო რა თქმა უნდა აბა რა იფიქრე? გაიცანი ჩემი მესამე ფეხი, თუ უკვე იცნობთ ერთმანეთს?
-ასე აღარ იხუმრებ! 
-ევა რა გემართება? ამაზე უარესი არაფერი გითქვამს? ვთქვი და საწოლიდან ავდექი, მთელი დღე ყველანაირად ვარიდებდი თავს ევასთან შეხვედრას არც მას მოუკლავს თავი, მე პაპა გიორგის ვეხმარებოდი ეზოში ნათია და მარი ბებოს ხოლო ევა რადგან თავის ოთახიდან არ გამოდიოდა ჩავთვალეთ რომ წვეულებისთვის ემზადებოდა! თითქმის მთელი სოფელი მოვიდა "ჩვენს წვეულებაზე" მე და ევამ რა თქმა უნდა მშვენივრად შევასრულეთ ბედნიერი წყვილის როლი... ჩახუტებულები ვიდექით და მილოცვებს ყალბი ღიმილით ვიღებდით... ის რა თქმა უნდა ადრე წავიდა მე ორივეს მაგივრად ბოდიში მოვიხადე ვთქვი რომ ევა თავს შეუძლოდ გრძნობდა და უკან გავყევი...
როცა ოთახში ავედი ის ცრემლიანი თვალებით იდგა, ჩემმა დანახვამ შეაშფოთა და ცრემლები მაშინვე მოიწმინდა! 
-გთხოვ დამელაპარაკე, თუ გინდა საერთოდ არ მოგიახლოვდები უბრალოდ მინდა ვიცოდე რა გჭირს!
-ვერ გიტან!
-ამის გამო ტირი?
-არ ვტირი!
-გინდა წავიდე? 
-არა!
-ვერ გავიგე რა გინდა ევა! მეუბნები რომ ვერ მიტან და თან არ გინდა რომ წავიდე როგორ მოვიქცე? 
-ჩამეხუტე!
მასთან მივედი და გულში ძლიერად ჩავიკარი!
-მეზიზღება ეს სახლი, ეს ხალხი და ყველაფერი რაც აქ ხდება! 
-ეს ახალი არ არის შენ ყველაფერი გეზიზღება!
-მაგრამ ეს სახლი განსაკუთრებით!
-და მე?
-ამ სახლის შემდეგ შენ მეზიზღები ყველაზე მეტად!
- რატომ თქვი რომ ერთ ოთახში დავწვებოდით თუ ეს არ გინდოდა? მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცეები დაგებოლებინა?
-იმიტომ რომ ამ ოთახებში მარტო დაძინება არ შემიძლია!
-რატომ?
-შენი საქმე არ არის! 
გამეცინა და კიდევ უფრო მაგრად ჩავიხუტე... 
სოფელში ერთი კვირით დავრჩით და არც ერთი წამით არ ყოფილა ევა ნორმალურ ხასიათზე მიუხედავად ამისა წამით არ მიშორებდა გვერდიდან და დროის უმეტეს ნაწილს ჩემთან ჩახუტებული ატარებდა... ამ დროის განმავლობაში კიდევ უფრო დავუახლოვდი მას...
სოფელში ყოფნის მერვე საღამოს მაგიდას სავახშმოდ მივუჯექით ევა ისევ არაფერს ჭამდა და საერთოდ რაც აქ ჩამოვედით ძალიან დაიკლო წონაში!
-ცოტა ჭამე, ვთხოვე
-არ მინდა!
-ევა გეყოფა უკვე, საუბარში ჩაერთო ნათია!
-ნუ ერევი! 
-ნუ ვერევი? გინდა დამაჯერო რომ ეს აბის გამო ხდება? ორივემ ვიცით რომ ეს სახლი მოქმედებს შენზე ასე! 
-არაფერიც არ იცი შენ!
-როდემდე უნდა დარჩე ათი წლის ბავშვად? სადამდე აპირებ ამ მარწუხებით ცხოვრებას? თუ არ გინდოდა ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდი ამ ბიჭს მაინც რას ერჩოდი? 
-მასაც შეუძლია ისე მიმატოვოს როგორც შენ მიმატოვე თავის დროზე! მკვახედ დაუძახა ევამ დას...
-შენ ისევ ათი წლის პატარა გოგო ხარ ისევ იმ უფსკრულში ხარ რომელშიც იყავი და ამოსვლის მაგივრად სხვებსაც უფსკრულში მიათრევ! 
-შენ უნდა ამოგეთრიე იქედან მაგრამ გაიქეცი და მარტო შემატოვე პრობლემებს ! ვის ვის და შენ არ გაქვს უფლება რამეს მთხოვდე ან მასწავლიდე!
-მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო ევა თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა ნათიას!
- შენ არაფრის გაკეთება არ გიცდია მხოლოდ საკუთარ თავს უშველე და მე იმ ყველაფრისთვის გამიმეტე რაც იმ დროს აქ ხდებოდა! ევამ მაგიდაზე დაარტყა ხელი და თავის ოთახში წავიდა! 
-სუფრასთან მსხდომთ ბოდიში მოვუხადე და ევას უკან გავყევი!
-გთხოვ შეაჩერე და არ დაუშვა სისულელე ჩაიდინოს ტირილით მთხოვა ნათიამ!
ოთახში რომ ავედი ის უკვე ტანსაცმელს ალაგებდა!
-რას აკეთებ? ვკითხე და ზურგიდან მოვეხვიე
-მივდივარ!
-არ გინდა მომიყვე რა ხდება?
-რატომ არ გაიქცევი აქედან? რატომ თავს არ უშველი? 
-ევა თუ წასვლა გინდა წავიდეთ ოღონდ ცოტა დამშვიდდი!
-შემეშვი, თქვა თუმცა ჩემი მკლავებიდან თავის დაღწევა არ უცდია! 
-არ შემიძლია! ვთქვი და ჩემკენ შემოვაბრუნე!
-რატომ არ გარბიხარ ჩემგან? შენ ხომ იცი რომ მე ნორმალური არ ვარ? რამდენიმე წუთის წინ ჩემმა დამაც დაგიდასტურა! 
-ფეხებზე ხარ თუ არა ნორმალური! 
-მაშინ წამიყვანე აქედან! 
ევა მანქანაში ჩავსვი მოხუცებს ნათიას და მარიას დავემშვიდობე დამპირდნენ რომ როგორც კი ევა დამშვიდდებოდა მაშინვე დაბრუნდებოდნენ და თბილისისკენ ავიღე გეზი!
ევა სახლში მივიყვანე, მან ყველა მოახლე დაითხოვა დილამდე და მთხოვა მხოლოდ მე დავრჩენილიყავი!
-დავლიოთ? ვკითხე
-კი! 
ცოტა დავლიეთ თუ არა ევა ოდნავ მოვიდა ხასიათზე ..
-უკეთ ხარ?
-კი, მაგრამ დღეს აქ დარჩები!
-რა თქმა უნდა!
-მე გიჟი არ ვარ!
-ვიცი!
-იმ სახლში მამაჩემმა დედაჩემი მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა! ცრემლები გადმოსცვივდა!
-რაა? რატომ? მაგრად მივიხუტე
-იმიტომ რომ ლოთი იყო და იეჭვიანა!
-და ნათია რა შუაშია?
-ის ოცი წლის იყო მე ათის და მის მეტი არავინ მყავდა! მან კი მიმატოვა და ესპანეთში წავიდა!
ვდუმდი რადგან ვერ ვიპოვე სიტყვები რომელიც უნდა მეთქვა!
-მას არ ჰქონდა ჩემი დატოვების უფლება აბელ, მან იცოდა რომ მე ამის გადატანა მარტოს მომიწევდა და მაინც დამტოვა! საერთოდ ყველა კვდება ან მტოვებს ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ! ამიტომ თუ როდესმე მეტყვი რომ გიყვარვარ შენგან თავქუდმოგლეჯილი გავიქცევი და ვეღარასდროს მიპოვი!
-მე არასდროს მექნება იმდენი ძალა რომ შენ მიგატოვო!
-უბრალოდ არასოდეს მითხრა რომ გიყვარვარ! 
ევა ჩემსკენ მოიწია და იმდენად ნაზად შეეხო ჩემს ტუჩებს თითქოს თოვლის ფიფქი დამადნა ზედ... ამჯერად დომინანტის როლი თავად მოირგო და მთელი ღამე სიამოვნებით მოცულ ბურუსში გავატარე... ის ენის წვერით ისე ნაზად ეხებოდა ჩემს სხეულს თითქოს ეშინოდა რომ დავუმთავრდებოდი, ლამაზი ჩამოთლილი თითებით ელაერსებოდა ჩემს სახეს, წამებში ეცვლებოდა ხასიათი რამდენიმე წუთში სიცილს იწყებდა და ველური ჟინით მეალერსებოდა მკბენდა ფრჩხილებით მკაწრავდა და სიამოვნებდა რომ ტკივილს მაყენებდა შემდეგ ისევ მშვიდდებოდა და ისევ მისთვის არადამახასიათებელი სინაზით განაგრძობდა ფერებას... დილით მისმა კოცნამ გამაღვიძა და ვერ დავიჯერე რომ ეს რეალობა იყო
-ღმერთო მოვკვდი? დავიძახე
-არა! ყავა მომაჩეჩა ტუჩებში მაკოცა და გვერდით მომიწვა! 
საწოლზე წამოვჯექი ყავა დავლიე და ევას თვალებში ჩავხედე, ამჯერად ის მუქი ლუჯი გახლდათ...
-შეიძლება შეგეხო? ვკითხე რადგან ვიცოდი მისი ხასიათი რამდენიმე წამში შეიძლებოდა შეცვლილიყო!
-არა! თქვა და თვითონ ჩამეხუტა! 
მეც მაგრად მოვხვიე ხელები და მისი შიშველი სხეული ჩემსას მივაკარი!
-რამდენ ხანს გამიძლებ აბ? 
-სანამ თავიდან არ მომიშორებ! 
-მე? ანუ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული?
-რაც ერთმანეთს ვიცნობთ როდესმე რამე ყოფილა ჩემზე დამოკიდებული?
-მომწონს რომ მემორჩილები!
-შენ ერთადერთი რამე ხარ რასაც ჩემი დამორჩილება შეუძლია! 
ჩემი ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა საუბარი...
-გისმენთ! 
-აბელ გილოცავ დე თქვა დედაჩემმა და ნახევარ საათიანი მილოცვა მოაყოლა მე კი მხოლოდ ახლა გამახსენდა რომ ჩემი დაბადების დღე იყო...
-მადლობა ნანიკო!
-დღეს ხომ მოხვალ დედი? წვეულებას ვაწყობ იცოდე!
-კი ამოვალ! 
-კარგი აბა გელოდებით ორივეს (რათქმაუნდა ევა იგულისხმა) და ტელეფონი გათიშა!
-რა მოხდა?
-დღეს დაბადების დღე მაქვს!
-გილოცავ დიდი ბიჭი გამეზარდე... მითხრა და ნაზად მაკოცა...
-ნანიკო წვეულებას აწყობს!
-იმედი მაქვს კარგად გაერთობი!
-შენ არ წამოხვალ?
-არა!
-რატომ?
-არ მინდა!
-რომ გთხოვო?
-არა აბელ ხასიათზე არ ვარ!
-ამიტომ მეც უნდა ჩამაშხამო?
-მიეჩვიე იმას რომ მე ყოველთვის ყველაფერს გავაფუჭებ! 
-კარგი! ვთქვი უსიტყვოდ ჩავიცვი და სახლში წავედი! რა თქმა უნდა მშვენივრად ვაცნობიერებდი რომ ევას გარეშე დიდ ხანს ვერ გავძლებდი და უკან დავბრუნდებოდი მაგრამ დღეს მის ჯინაზე მაგრად უნდა გავერთოთქო შევპირდი საკუთარ თავს... საღამოს წვეულებისთვის გამოვეწყვე და მშობლების სახლში ავედი... ხალხი უკვე მელოდებოდა დედაჩემს თითქმის არავინ გამორჩენია ყველა ჩემი მეგობარი კი არა და ნაცნობიც დაპატიჟებული ჰყავდა მამაჩემიც თბილად გადამეხვია არ ვიცი იმიტომ რომ იუბილარი გახლდით თუ იმიტომ უფრო რომ ევა თან არ მახლდა მაგრამ ამაზე ფიქრით ტვინი დიდ ხანს არ მიჭ....ტია!
-დე ევა სად არის? მკითხა ნანიკომ!
-არ შეეძლო! იმდენად უხეშად და მოკლედ მოვუჭერი დედაჩემმა კითხვების დასმა საჭიროდ აღარ ჩათვალა! 
ნანიკოს წვეულებების მოწყობის საოცარი ნიჭი ჰქონდა ყველა მაგრად ერთობოდა იმის გარდა ვისაც დედაჩემმა ეს ყველაფერი მიუძღვნა... მე ჩემთვის ვიჯექი და ყველანაირ სასმელს ვისხამდი პირში რაც ხელში მომხვდებოდა... მილოცვებს გულგრილად ვიღებდი და გულით და გონებით ევას სახლს დავტრიალებდი! 
ახლა კი თქვენს ყურადღებას ვითხოვ თქვა ნანიკომ და სპეციალურად მოწყობილი სცენიდან სადაც მუსიკოსების ცოცხალი ბენდი დაესვა ამაყად გადმომხედა! სიმთვრალიდან არეული თვალებით შევხედე სცენას და დავინახე ის ვისი დანახვისთვისაც ეშმაკს დაუფიქრებლად მივყიდდი სულს! ამ გოგოს რაღაც აქვს სათქმელი დედაჩემი სცენიდან ჩამოვიდა... ევა კი ნელ-ნელა მიკროფონს მიუახლოვდა და დაბნეულად დაიწყო საუბარი...
-რამდენიმე კვირის წინ მანქანით გავიტანე ბიჭი რომელიც მოულოდნელად ჩემი ცხოვრების მთავარ იმედად იქცა! მან ზუსტად იცის რომ ალქაჯი ვარ შეშლილი და არც არაფერი სჭირდება ამის გარდა, რადგან ის უფრო შეშლილია! დღეს ეს ბიჭი იუბილარია, მან ზუსტად იცის რომ მე ვერც სიყვარულს ავუხსნი და ვერც იმას ვეტყვი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, ამიტომ იმას გავაკეთებ რაც ყველაზე უკეთ გამომდის და ის ფაქტი რომ ცხოვრებაში პირველად ვუმღერი ვიღაცას მას ზუსტად მიახვედრებს თუ რისი თქმა მინდა... 
ევამ სიმღერა დაიწყო თუმცა გონება ისე მქონდა არეული და დაბინდული რომ არცერთი სიტყვა არ გამიგია მან სიმღერა დაასრულა და თვითონ მოვიდა ჩემთან, გიჟივით ჩავიკარი გულში მთელი სახე ნაზად დავუკოცნე და მივხვდი რომ ყველას და ყველაფერს მერჩივნა ეს ქალი...
-რა მთვრალი ხაარ! თვალებში შემომხედა
-მე მეგონა არ მოხვიდოდი!
-არც ეგეთი სატანა ვარ! გაიცინა და გვერდით მომიჯდა 
მამაჩემს ევას დანახვა რა თქმა უნდა არ გახარებია მაგრამ როგორღაც თავი მოთოკა და ზრდილობიანადაც კი მიესალმა! ცოტა ხანს კიდევ დავრჩით მე კიდევ დავლიე რამდენიმე ჭიქა და მეგობრებთან საუბარშიც გავერთე!
-წავიდეთ აქედან, ჩამჩურჩულა ყურში ევამ.. ფეხზე წამოვდექი და ხელი ჩავკიდე...
-დე ჩვენ მივდივართ მადლობა დღევანდელი დღისთვის, ვუთხარი ნანიკოს და გადავეხვიე
-დედა სად უნდა წახვიდე ასეთი ნასვამი?
-მე მივხედავ! თქვა ევამ
-აბა შენი იმედი მაქვს შვილო! ორივეს კიდევ ერთხელ ჩაგვეხუტა დედაჩემი და ამჯერად ჩემი სახლისაკენ დავიძარით თუმცა საჭესთან ევა დაჯდა!
-მიყვარხარ! ვთქვი ჩუმად
-რა? სახეზე ღიმილი შეაშრა
-არა არ მიყვარხარ! გამოვასწორე მაშინვე.. (ხომ გამაფრთხილა რომ არასოდეს მეთქვა)
ის გაჩუმდა, დუმილი დიდ ხანს გაიწელა და უკვე სიმძიმედ დამაწვა გულზე!
-მადლობა დღევანდელი დღისთვის!
-მამაშენსაც კი გული ავუჩუყე, გაიცინა
-ჰო შენ საოცარი იყავი!
-ნამდვილად საოცარი მსახიობი ვარ! 
-რისი თქმა გინდა რომ ეს ყველაფერი გაითამაშე??
-ეს ყველაფერი რა?
-ის რაც სცენაზე თქვი!
-აბა რა გგონია შენზე მართლა ყურებამდე შეყვარებული ვარ? 
-ანუ უბრალოდ ყველა დააბოლე არა?
-ნუ გავიწყდება რომ ვთამაშობთ აბელ! 
-და თუ თამაში აღარ მომინდება?
-შეგვიძლია ერთმანეთს დავშორდეთ! 
-სხვა არაფერი გვაკავშირებს? 
-რა თქმა უნდა არა! ჩვენ უბრალოდ ვთამაშობთ!
-გააჩერე მანქანა!
-რა? 
-გააჩერე მანქანა!
მან მანქანა გააჩერა
-გული მერევა შენზე ევა ერისთავო! ამ ქვეყნად ყველაზე დიდი სასჯელი ხარ და აღარ მინდა როდესმე გნახო! თამაში დამთავრებულია! ყველაფერი დამთავრდა აღარ მინდა შენთან რამე საერთო მქონდეს!
-დაჯექი მანქანაში!
-შეგიძლია ტრა*ში გაირჭო შენი ბრძანებები! დაახვიე ჩემი ცხოვრებიდან! 
-აბელ მთვრალი ხარ და ამას ინანებ!
-ერთადერთი რასაც ვნანობ და ვერასოდეს მოვინელებ ისაა რომ შენ გადაგეყარე ურჩხულო! კარი მაგრად მივუჯახუნე და ცრემლიანი თვალებით ფეხით გავუყევი გზას სახლისკენ! 
როგორ მეზიზღებოდა ჩემი თავი ამ სისუსტის გამო! ქალის გამო ვტიროდი! ნეტავ შემეძლოს შენთვის სახეში შეფურთხება! გული მერევა შენზეც აბელ ორბელიანო მთელ ხმაზე ვუბღაოდი საკუთარ თავს და ფეხებს ძალით მივათრევდი სახლისკენ! კარი შევაღე თუ არა ყველაფერი მივლეწ მოვლეწე რაც ხელში მომხვდა ჭიქაში სასმელი ჩავისხი და ცრემლიანი თვალებით დავეგდე საწოლზე!
-როგორ არის ჩემი ბიჭი? გაისმა ყველაზე საყვარელი და ყველაზე საძულველი ხმა! ამღვრეული თვალებით სახეში მივაჩერდი მას ისე როგორც სიკვდილს უყურებს ხოლმე თვალებში ავადმყოფი ადამიანი! 
-წადი აქედან! ვთქვი და მთელი ცხოვრების სამყოფი ენერგია მივახარჯე ამ სიტყვების წარმოთქმას!
-ბრძანებებს მე ვიძლევი აქ და ნუ ცდილობ როლი გამიცვალო! 
-რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? 
-ახლა თუ ზოგადად?
-ახლაც და ზოგადადაც!
-ახლა შენთან სექ*ი მინდა და ზოგადად მინდა რომ აღარასდროს გაბედო ისე მოქცევა როგორც წეღან! 
-კიდევ მე მსაყვედურობ? ხმას ავუწიე!
-პირველი სურვილი ვერ გაიგონე? კითხვა დამიბრუნა!
-არ დავწვები შენთან! 
-მართლა? თქვა, გრაციოზული მოძრაობბით ერთი ხელის მოსმით გაიხადა კაბა და დედიშობილა დამიდგა წინ! 
-ეს უკვე მინახავს! ვერ გამაოცე! გულგრილად ავარიდე თვალი და თავი ჩავხარე რომ მზერა მისთვის არ გამეშტერებინა!
-მაშინ ახლოს მოდი და იგივე სიტყვები პირისპირ გამიმეორე! 
დამპალი იცის რომ თუ ახლოს მივალ თავს ვეღარ შევიკავებ, ყელში მოგროვილი ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე და მას მივუახლოვდი! მკერდზე ხელი ნაზად ჩამოვუსვი კისერში ვაკოცე და ვიგრძენი როგორ დაეჭიმა მთელი სხეული, ის ისევე ელოდა ჩემს მოქმედებას როგორც ჩემი სხეულზე მოტკეცილი შარვალი, ევა ნაზად შემეხო მუცელზე ხელი ჩამომისვა და და ერთი ხელის მოძრაობით შემიხსნა ქამარი ... გიჟივით მოვძებნე მისი ტუჩები გამაგრებული ასო მაგრად მივაბჯინე და მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ სველი იყო ტკივილისმომგვრელ სივიწროვეში ჩავიკარგე... ვიგრძენი თვითონაც როგორ შეუცვალა მზერა ტკივილმა და გაჩერება დავაპირე თუმცა არ დამანება ...
-იქ ქვემოთ მგონი ძალიან ვიწროდ ხარ! ვუთხარი როცა მისი თმის სურნელით გაბრუებული და გულ ამოვარდნილი ვეფერებოდი...
-მეოცედ გვაქვს სექ*ი და ამას ახლა მიხვდი?
-როცა მეხები გონებას ვკარგავ და დღეს პირველად მქონდა შენთან გააზრებული სექ*ი...
-დღეს გონება არ დაკარგე? გაეცინა
-დღეს გონებადაკარგული ვიყავი და აზრზე მომიყვანე პირიქით...
-გასაგებია, ეგ არაფერი გავფართოვდებით ნელ ნელა, ეშმაკურად გაეცინა!
-მაგრამ შენ გეტკინა! ხომ ასეა?
-შენც ეს არ გინდა? არ გინდა რომ ტკივილი მომაყენო?
-გააფრინე გოგო? 
-ოჰ გოგოც გავხდი! შესვლა ჭირს მერე ყველაფერი რიგზეა! 
-ყოველ ჯერზე ასე გტკიოდა?
-შენ რა წინა ჯერზე სულ კაიფში იყავი? 
-ჰო ევას ვიღებ დიდი დოზით! გამეღიმა
-ხომ არ გინდა დოზა დაგიკლო?
-არა არა გაზრდაზე ვჩალიჩობ... თუმცა ევა სერიოზულად, მე არ მინდა ტკივილი მოგაყენო! 
-ყველაფერი რიგზეა... ისე მე ძალიან მსიამოვნებს როცა გტკენ!
-შენ მანიაკი ხარ! 
-შენ კი მანიაკები გიზიდავს!
-მე მხოლოდ შენ მიზიდავ! 
-ახლა კი მოგიწევს გადამეჩვიო!
-რატომ?
-იმიტომ რომ გტოვებ!
-რაა?
-გშორდები!
-ხუმრობ? .
-არა აბელ! უბრალოდ შენ ხომ არ მიმატოვებდი აქ ამიტომ მოვედი! ახლა კი მე გტოვებ! ფეხზე წამოდგა და ჩაცმა დაიწყო...
-ასე ვერ მომექცევი! 
-ხომ გითხარი რომ მომწონს როცა ტკივილს გაყენებ! 
-ევაა! ბოლო ხმაზე ვიღრიალე...
-თამაში დამთავრდა აბ! მე მოვიგე!
კარი გაიხურა და ქუსლების კაკუნით გავიდა გარეთ...ვიგრძენი თვალებში სისხლი როგორ მომაწვა... მთლიანად შემბოჭა ნერვებმა ფილტვებში თითქოს ჰაერი გამომელია, სუნთქვა მიჭირდა... მეზიზღებოდა ჩემი სისუსტე და უფრო მეზიზღებოდა ის რომ ევას წასვლა უფრო მადარდებდა ვიდრე ჩემი დამცირება... ბალიში რომელსაც ჯერ კიდევ ასდიოდა ჩემთვის ძვირფასი ქალის სურნელი გულში ჩავიკარი და ღრმად შევისუნთქე... 
როგორ მესაყვედურა მისთვის? ხომ გამაფრთხილა, თავიდანვე მითხრა რომ ითამაშებდა და მიმატოვებდა მე სი*მა კიდე დავიჯერე რომ თავი შევაყვარე... როგორ მეზიზღებოდა საკუთარი თავი როგორ მეზიზღებოდა ყველაფერი! იმედგაცრუებამ შემიპყრო არა სისულელეა, იმედგაცრუებამ კი არა ევამ შემიპყრო.. ამ ქალით შეპყრობილი ვიყავი, სხვა ახსნას ვერ ვუძებნიდი იმას თუ როგორ დამაკარგვინა თავი და მხოლოდ თავი? საკუთარი თავის პატივისცემა, სიამაყე, მამაჩემის კეთილგანწყობა, სპორტის სიყვარული, უნივერსიტეტი, საქმე რომელსაც დიდი სიყვარულით თუ არა მონდომებით მაინც ვაკეთებდი, (ბიზნესს ვგულისხმობ) ცხოვრების ინტერესი და ა.შ. საკმაოდ შთამბეჭდავი სია გამომივიდა ვერაფერს იტყვის კაცი, ყველაფერი ევას სანაცვლოდ და მიტოვება ევასგან... 
კეთილი იყოს შენი ფეხი ევას მიტოვებულ მამაკაცთა სიაში საკუთარ თავს დაბოღმილმა დავცინე და სიმთვრალით, სიამოვნებით და ტკივილით გაბრუებული ბალიშზე მივესვენე... 
გამთენიისას შეშფოთებულს გამომეღვიძა მანქანაში ჩავხტი და ევას სახლთან მივედი... რა თქმა უნდა ჭიშკარი მაშინვე გამიღეს და სახლში შემიშვეს... 
-ხომ მშვიდობაა ბატონო აბელ? გამომეკიდა მოახლე
-დიახ დიახ უბრალოდ ევას სიურპრიზი მინდა მოვუწყო ვთქვი და მის საძინებელში ავაჭერი... გვერდით ჩუმად მივუწექი და მის გაღვიძებას დაველოდე...
ევამ მხოლოდ საათნახევრის შემდეგ იგრძნო ჩემი გვერდით ყოფნა გადმობრუნდა ჩემი მაისური ხელში მაგრად ჩაიბღუჯა და ძილი განაგრძო რამდენიმე წუთში კი ტყვია ნაკრავივით წამოხტა ფეხზე...
-აქ რას აკეთებ ბიჭო?
-შენი ბიჭი შარვალში მყავს და შეგიძლია გაეთამაშო! ნაგლად გავუცინე და საწოლზე უდარდელად წამოვგორდი...
-როგორ ბედავ!
-აი ასე, შენთან გადმოვცხოვრდი!
-გაეთრიე ჩემი ოთახიდან!
-მომწონს როცა აგრესიული ხარ კარგად ვამთავრებთ!
-აბელ გაეთრიე ჩემი ოთახიდან!
-თორემ რა? გავუმეორე მისივე წინადადება!
-რა გინდა ბიჭო აქ? ხომ გითხარი გშორდებითქო?
-ჰოდა შეგვიძლია ცალმხრივად დაშორებულები ვიყოთ! 
-შენთან კამათს აღარ ვაპირებ!
-მაშინ შეგიძლია გვერდით მომიწვე და ძილი განაგრძო პატარავ!
-მე რომ პატარა ვიყავი შენ მაშინ ყვე*ებში დაფართხალებდი! ნაგლი ღიმილი მესროლა!
-პირდაპირ გულზე მომხვდა!
-თუ არ გინდა სხვა რამეც მოგხვდეს გაეთრიე აქედან!
-ბოლო ორი კვირა "სხვა რამე" ვისაც ხვდებოდა ვიცით ეგ მე და შენ, და ისიც ვიცით ის სხვა რამე ვის ეკუთვნოდა! თვალი ჩავუკარი...
-უკვე ზედმეტი მოგდის!
-მოდი პატარავ დავიძინოთ რა! 
-მშვენივრად იცი რომ ყოველთვის მარტო მძინავს!
-და რატო? ხო არ იფსამ?
-აბეეელ! პირველად დამიღრიალა!
-მინდა ადამიანურად ვილაპარაკოთ! 
-კარგი გისმენ მაგრამ შემდეგ აქედან წაეთრევი და აღარასდროს გნახავ!
-მშვენივრად იცი რომ არსადაც არ წავეთრევი! 
-შენ ნორმალური ხარ?
-არა! არ ვარ ნორმალური იმიტომ რომ შენ ტვინიც და სისხლიც ერთნაირად მომიწამლე!
-ახლა მე დამაბრალე შენი უტვინობა!
-ევა არ მინდა შენთან დაშორება!
-ფეხებზე მკი*ია შენ რა გინდა! 
-დიდი ხანია რაც ფეხებზე გკიდივარ?
-გაცნობის დღიდან!
-ტყუი! ეგ ფეხები კისერზე არაერთხელ მქონდა შემოწყობილი და ზედ არაფერი ეკიდა!
-მოგკლავ შე ნაბი*ვარო მაგიდიდან რაღაც ნივთი (სავარაუდოდ ფრჩხილების ქლიბი) აიღო და გულზე დამახტა!
-სხვა ადგილას რომ დამხტომოდი უფრო მესიამოვნებოდა! გავიცინე ისევ!
-შენ იცი რომ შენი მოკვლა შემიძლია! კბილებში გამოცრა...
-მომკალი ევა! ხუმრობის ხალისი ერთბაშად დავკარგე, თუმცა არც მქონია!
-გინდა დამაჯერო რომ ასე შეგიყვარდი?
-არა გეკაიფები რომ შემირიგდე და მერე მე მიგატოვო!
-შენ არ ხარ ასეთი! წარბები აზიდა!
-მე საერთოდ აღარ ვარ!
-მოკეტე იდიოტო!
-მიყვარხარ, არა არ მიყვარხარ! უფრო სწორად მიყვარხარ მაგრამ რადგან არ გინდა რომ ეს გითხრა ამიტომ არ მიყვარხარ! ენა დამება...
-ნუ ბლუყუნებ!
-ევა მომისმინე! 
-კარგი გისმენ, შეგიძლია ყველა იდიოტური კომპლიმენტი მითხრა რომელიც თავში მოგდის და რომლის თქმაც ასე გიყვარს... გულზე ხელები დამაწყო და სახეში შემომაჩერდა...
-შენ ყველაზე უღირსი, შეშლილი, ნაგლი და ავანტიურისტი ქალი ხარ... მაშინაც კი როდესაც მეფერები დამცინავი მზერით მიყურებ და ვიცი ვერ შევძლებ შენთან ყოფნას ისე რომ ფეხქვეშ არ გამთელო, თავმოყვარეობა არ შემილახო არ გადამიარო და გამანადგურო, ვიცი რომ შენთან ყოფნა ყველანაირ საშინელებას მპირდება და მაინც ჯოჯოხეთურად, მაზოხისტურად ავადმყოფურად და არანორმალურად მინდიხარ... შენ შემშლი, ჭკუიდან გადამიყვან, მთელი ცხოვრება მომიწევს კუდში გდიო და დაგიჭირო რომ არ გამექცე მაგრამ თანახმა ვარ ევა... თანახმა ვარ იმიტომ რომ ყველაზე ძალიან მიყვარხარ... ყველას და ყველაფერს მირჩევნიხარ... (დავდუმდი და თვალი თვალში გავუყარე)
-"ყველაზე ძალიან" გრამატიკულად გაუმართავი სიტყვათა შეთანხმებაა! დაასკვნა...
-მეკაიფები?
-როგორც ყოველთვის საყვარელო! სახეზე ხელი გადამისვა....
-არ წახვიდე ჩემგან!
-მთხოვ?
-ეს მოგწონს არა?
-რა!
-როცა მამცირებ, როცა შენს უპირატესობას მიმტკიცებ, როცა თავს არარაობად მაგრძნობინებ!
-ჰო, მომწონს!
-მიყვარხარ შე ავადმყოფო! და ძალიან ძალიან მინდიხარ! ჰოდა კიდევ: ვიცი რომ "ძალიან ძალიან" ტავტოლოგიაა აღარ გამი*რაკო!
-ქვემოთ რომ ვიწროდ ვართ არაუშავს? თუ ახლა გინდა რომ მატკინო? გაეცინა
-ნელ ნელა გავფართოვდებით და მე არასდროს მომინდება რომ რამე გატკინო!
-ოცნების პრინცი ხარ სი*ული გამოხტომებით! გაიკრიჭა
- მართლა? მეც გამეღიმა
-ჰო და იცი რატომ?
-რატომ?
-რადგან მე რომ კაცი ვიყო და შენ ისე მექცეოდე როგორც მე გექცევი შენთვის ტკივილის მოყენებაზე მეტად არაფერი მასიამოვნებდა, ველურივით გი*მარდი!
-რა ამაზრზენი ხარ! მიხარია რომ კაცი არ ხარ! გამეცინა და მის ტუჩებს დავეკონე უაზროდ ვეფერებოდით ერთმანეთს ის განსაკუთრებით ალერსიანი იყო და არაფერი მინდოდა ამის მეტი... მაგიჟებდა ეს ქალი და ახლა მან ეს იცოდა! 
-რომელი საათია? მკითხა და ყურზე მიკბინა!
-თორმეტი! საათს დავხედე
-დღეს სად წამიყვან?
-სადაც გინდა!
- შენს სახლში!
-მართლა? 
-ჰო, მომეწონა იქაურობა! 
სანამ პასუხს დავაბრუნებდი ტელეფონზე მესიჯი მომივიდა!
-მომეცი! თქვა და ხელი გამომიწოდა
-რა?
-შენი ტელეფონი! ხომ გინდა ჩემი შეყვარებულობა ახლა ნახავ როგორია ნამდვილი შეყვარებული!
ტელეფონი მივეცი 
-აბელ საქართველოში დავბრუნდი, მენატრები, დამირეკე! ტასო... ხმამაღლა წაიკითხა და წარბებ აწეული შემომაჩერდა!
-ის ის გოგოა! დავიბენი...
-როგორღაც მივხვდი რომ ტასო გოგოა!
-ჰო რა თქმა უნდა!
-მასთან *იმაობდი?
-ზოგჯერ!
-სად იყო?
-საფრანგეთში!
-დიდი ხანია?
-სამი თვეა! 
-შეყვარებული იყო?
-თითქმის, მეგობარი გოგო, იტოქში ჩემი მეგობრები იცნობდნენ და ზოგჯერ მასთან ვიწექი!
-დაგაწვენ მამიჩემის მამასთან!
-რაც შენ გიცნობ არავისთან არაფერი მაქვს! თავი ჩავხარე
-თვით სრულყოფილება გყავს გვერდით და ვისთან რა უნდა გქონდეს ბიჭო?
-ნუ ყვირი!
-შენ ნუ მიბრძანებ რა უნდა გავაკეთო!
-არაფერს გიბრძანებ, წამოდი ჩემს სახლში
-წამო! ჩემდა გასაოცრად მარტივად დამთანხმდა და მაშინვე ჩემთან წავედით კარი შევაღეთ თუ არა კისერზე ჩამომეკიდა...
-მგონი ნიმფომანი ხარ სექ*ით ვერ ძღები! გავიკრიჭე და კოცნაში ავყევი!
--შენ ხო რას ამბობ სანამ არ დაგიჩოქებ მანამ არ გიდ*ება!
-როგორც დიდი ევა იტყოდა ერთი გახახუნება ვარ! გავიცინე და უხეშად დავაგდე საწოლზე რამდენიმე წუთში მის დარღვეულ გულისცემის რიტმს ვუსმენდი და სახეზე ვეფერებოდი როცა კარზე კაკუნი გაისმა!
-არ გააღო თქვა და ზემოდან გადამაწვა!
-აბელ ტასო ვარ მოისმა ხმა!
-ტასო? ის ტასო? ყურთან ჩაისისინა ევამ
-ჰო! რომ არ გავაღებ წავა!
-გააღებ!
-კარგი ვთქვი და ზანტად წამოვდექი სად არის ჩემი ტრუსი?
-ტრუსი რად გინდა?
-შიშველმა გავუღო კარი?
-სექ*ი ჩაცმულებს გქონდათ? ყბები მაგრად მიაჭირა ერთმანეთს!
-ეს სხვა რამეა!
-მიდი და კარი გაუღე!
-ევა!
-ამ დილით რომ გეკითხა მთებს გადადგამდა ჩემს გამო! იმედგაცრუებით ჩაილაპარაკა და მაშინვე შიშველი გავემართე კარის გასაღებად
-ვაუ აბ! გამზადებული დამხვდი? ყელზე შემომეხვია ტასო!
-მე მე იცი? ენა დამება ისევ
-კარში ვიდგეთ? ყელიდან ჩამომეხსნა და სახეში შემომხედა!
-ჰო იდექით სამივე! თავი გამოყო ევამ ოთახიდან და თვალით ჩემი ერექცირებული "ღირსებისკენ" ანიშნა!
-ცუდ დროს მოვედი! სასწრაფოდ უკან დაიხია ტასომ...
-არა შეგვიძლია სამში გავაგრძელოთ! გვერდით ამომიდგა ევა... რომელსაც ტანზე ზეწარი ისე შომოეხვია რომ არაფერსაც არ უფარავდა!!
-მაპატიეთ მე წავალ! ტასო სასწრაფოდ უკან გავარდა...
-კმაყოფილი ხარ ქალბატონო უნაკლოვ? ვუთხარი როგორც კი ხარხარს მორჩა!
-მის ადგილას სახეს ჩამოგხსნიდი! 
-ეჭვიც არ მეპარება! გამეცინა...
-მშია!
-მეც! ჩაიცვი სადმე წავიდეთ...
-არსად წასვლა არ მინდა!
-მგონი ოჯახური იდილია მოგწონს!
-არ გამოვრიცხავ! მე უკვე ოცდარვა წლის ვარ... გაიცინა
-მაშინ გამომყევი ცოლად და ნამდვილი ოჯახური იდილია შევიქმნათ!
-ხუმრობ თუ ის დროა აქედან გავრბოდე?
-ასე გეშინია ქორწინების?
-ჯერ არ გადამიწყვეტია ქორწინების უფრო მეშინია თუ ბავშვების!
-ბავშვების გეშინია?
-ჰო, ერთხელ მეგობარმა თავის ბავშვი მომაჩეჩა ხელში და იმ პატარა მონსტრს მაინც და მაინც მაშინ აერია გული!
-რა ჭკვიანები არიან ბავშვები ვერაფერს გამოაპარებ!
-რას გულისხმობ?
-რას და მაშინვე მიხვდა რა გულისამრევი ქალი ხარ!
-შენგან განსხვავებით! (ისევ ნაგლი ღიმილი მესროლა!
-ჰო ჩემგან განსხვავებით! გამეცინა
-ვერ გაიგე მშიათქო რომ ვთქვი?
- კი და შემოგთავაზე ჩაიცვი სადმე წავიდეთთქო! ან იქნებ საჭმელადაც შიშვლები გინდა რომ წავიდეთ?
-კარგი იდეაა მაგრამ ახლა არსად წასვლა არ მინდა, სახლში არაფერი გაქვს?
-მაცივარში ყველაფერი იქნება მაგრამ მომზადება არ ვიცი!
-მე ვცდი!
-ხუმრობ?
-არა!
-როცა გშია შენ შენ არ ხარ! გამეცინა და სამზარეულოში გავიყვანე! კარადიდან ჩემი პერანგი გამოიღო ჩაიცვა და სიმღერ სიმღერით დაიწყო ომლეტის მომზადება, მეც ტრუსი ამოვიცვი და ნასიამოვნები სახით მივუჯექი მაგიდას...
-რა გაცინებს?
-არასოდეს მინახავს როგორ ღიღინებ!
-ახლა ვღიღინებდი?
-ჰო!
-როცა მშია მე მე არ ვარ! არასოდეს მიღიღინია! გაიცინა... 
თეფშები და ტაფა მაგიდაზე დადგა და ჩემს წინ დაჯდა...
-ძალიან გემრიელია!
-უგემურიც რომ იყოს მაინც არ იტყოდი!
-ნუ იცინი ირონიულად!
-სიცილს ნუ მიკონტროლებ!
-კარგი კარგი!
ისე გემრიელად ილუკმებოდა თვალს ვერ ვწყვეტდი!
-ასე მშიერი დარჩები! გამეკრიჭა
-ვის ადარდებს!
-არავის, ისე შენი სიბერე როგორ წარმოგიდგენია?
- აი ასე ვზივარ შენს წინ და ჯერ კიდევ შემორჩენილი კბილებით კვერცხს შევექცევი! 
-მდიდარი ფანტაზია გაქვს!
-შენ როგორ წარმოგიდგენია შენი სიბერე?
-მე ახალგაზრდა მოვკვდები!
-ნუ ბოდავ გოგო! ჩანგალი თეფშზე დავაგდე!
-მე რომ მოვკვდე რა გეშველება ხო? გაეცინა... შეგიძლია არ დამმარხო და აი აქ თაფლში შემინახო, თუმცა რად გინდა შენ ხომ მკვდრებზე მაინც არ გი*გება!
-საზიზღრად შავი იუმორი გაქვს! აღარ მშია!
-კარგი შენს წილსაც მე შევჭამ! თეფში მისკენ მიწია და მხიარულად განაგრძო ჭამა! 
რვა თვე ვიყავით ერთად... და ამ რვა თვის მანძილზე ორჯერ ვთხოვე ცოლობა... ჩვეული ნაგლი ღიმილით მომიშორა თავიდან და ჯერ უნდა გაიზარდოო დააყოლა რომ გავემწარებინე... ერთად დავდიოდით წვეულებებზე დაჯილდოებებსა თუ შეკრებებზე... ხან ჩემთან ვრჩებოდით და ხან მასთან... ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე... რა თქმა უნდა მისი ცვალებადი ხასიათი უცვლელი დარჩა მაგრამ ვიცოდი რომ როცა საუბარი ან ჩემი ნახვა არ უნდოდა არ უნდა დამეძალებინა მერე ისევ თვითონ მოდიოდა და ყველაფერი მწყობრში დგებოდა... ერთ დილით ნათიამ დამირეკა და ევასთან მისვლა მთხოვა... 
იქ მისულს კი ცრემლიანი თვალებით გამომიცხადა რომ ევა გაქრა და მხოლოდ წერილი დატოვა ჩემთვის!
წერილი ხელიდან გამოვგლიჯე ევას ოთახში ავირბინე და მის საწოლზე მიგდებულმა კითხვა დავიწყე...
" გამარჯობა აბ.. ვიცი ეს გამოსამშვიდობებელი წერილისთვის ყველაზე უაზრო დასაწყისია მაგრამ დღეს მინდა როლები გავცვალოთ და ამჯერად მე "ვიბლუყუნებ" სისულელეებს...
დასაწყისისთვის გეტყვი რომ შენ კარგი ხარ... იმდენად კარგი რომ მე ვერასოდეს დაგიმსახურებ, მაგრამ ამაზე სხვა დროს... ახლა კი მინდა გითხრა რომ ეს ცხრა თვე შენს გვერდით ისე გავიდა ვერც გავიგე, არანორმალურად კარგი დღეები მაჩუქე, შენ შეასრულე შენი სიტყვა, ყველაფერს იტანდი ჩემს გამო მეც მომწონდა შენთან ყოფნა მხოლოდ მანამ სანამ მივხვდი რომ მიყვარდებოდი... მე არ მაქვს სიყვარულის უფლება, ჩემს სიყვარულს კარგი არაფერი მოაქვს და ეს ყველაზე უკეთ შენ იცი! შენ იცი რა გამოიარე ჩემს გამო, მაგრამ არ იცი კიდევ რისი გავლა მოგიწევს, არ მინდა გაგიმეტო არ მინდა ის ტკივილი ის ბრაზი და სიძულვილი გიწილადო რომელსაც თვრამეტი წელია ვატარებ! ვფიქრობ ის რაც გავიარეთ საკმარისი იყო და ახლა აქ უნდა შევწყვიტოთ ეს ყველაფერი... ერთი კვირის წინ ზუსტად ამის სათქმელად მოვდიოდი შენთან მინდოდა მშვიდად ამეხსნა რომ დაშორება გადავწყვიტე მაგრამ მოულოდნელად გონება დავკარგე, ვიფიქრე ალბათ ვინერვიულე და იმის ბრალიათქო მაგრამ საავადმყოფოში მაინც მივედი რადგან ბოლო დროს ბევრ უცნაურობას ვამჩნევდი ჩემს თავს, ანალიზები ამიღეს და აღმოჩნდა რომ ორსულად ვარ! ჰო აბ მუცლით შენს შვილს ვატარებ ბავშვს რომელსაც ვერ ვიტან და ვერასოდეს გავუწევ დედობას! ის არ უნდა ჩასახულიყო ჩვენ არცერთს არ გვინდოდა ეს, მან შეცდომა დაუშვა არასწორი ადამიანის მუცელში ჩაისახა ჩვენც შეცდომა დავუშვით თავი რომ არ დავიცავით ამიტომ პასუხსაც სამივე ვაგებთ, ის მოკვდება, მე მკვლელი გავხდები, შენ კი ორივე ჩვენგანის გარეშე მოგიწევს გააგრძელო ცხოვრება... პირისპირ ვერ გითხარი ეს ამბავი რადგან ვიცი მეტისმეტად კარგი ხარ იმისთვის რომ საკუთარი შვილი მოსაკლავად გაიმეტო... ჰოდა ამას მე გავაკეთებ ის ვერ დაიბადება აბელ, ის არ უნდა დაიბადოს და შენ ვერ მოგცემდი უფლებას შეგეჩერებინე! ვიცი ახლა განადგურებული ხარ მე ის მივიღე რაც მინდოდა ბოლომდე გაგასწორე მიწასთან და მოვიგე მაგრამ თუ ოდნავ მაინც იგრძნობ შვებას გეტყვი რომ ბედნიერი არ ვარ, არ მიხარია ის რასაც ვაკეთებ და შენი შვილის შეგრძნება მუცელში კიდევ უფრო გულს მირევს ცხოვრებაზე! ის შენი ნაწილია და მისი შეგრძნება ჩემს სხეულში ყველა განვლილ თუ გაუვლელ დღეს ყელში მადენს! არ შემიძლია პატიება გთხოვო მაგრამ ვიცი რომ მაპატიებ! როცა ყველაფერი ჩაივლის როცა ამ პრობლემას მოვაგვარებ და ცოტა დავლაგდები დავბრუნდები და თუ ჩემი ნახვა ისევ გენდომება შეგვეძლება მეგობრებად მაინც დავრჩეთ! ახლა კი მშვიდობით და გაუძელი პატიოსანო! მე იმ პრობლემას ვაგვარებ რომლის მოსაგვარებლად შენ ძალას ვერასოდეს იპოვნიდი"
წერილში მეტი არაფერი ეწერა! თავში ყველაფერი ამერია არ ვიცი სიტყვებით როგორ უნდა გამოვხატო ის რაც იმ წუთას დამემართა მხოლოდ ის მახსოვს როგორ დავიწყე უაზროდ ღრიალი შემდეგ კი თვალი საავადმყოფოში გავახილე... თავზე ნათია დედაჩემი და მამაჩემი მედგნენ! სამივე შეშინებული თვალებით მიყურებდა! რა ეწერა წერილში აბ? სად არის ევა?
-ის მკვლელი აღარ ახსენოთ!
-მკვლელი? ევაა მკვლელი?
-წერილი არ ეგდო იქ? საიდანაც წამომიყვანეთ?
-კი ხელში გქონდა ჩაბღუჯული აქ გამოგართვეს ექიმებმა და თავთან გიდევს, თუმცა შენი ნებართვის გარეშე ვერ წავიკითხავდით! ჩუმად მითხრა ნათიამ..
-წაიკითხე, მიდი ხმამაღლა წაიკითხე როგორ იშორებს შენი და თავიდან ჩვენს საერთო პრობლემას! ისევ ავუწიე ხმას და ცრემლები გადმომცვივდა
ნათიამ წერილი წაიკითხა და თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა...
-მან ჩემი შვილიშვილი მოკლა! ჩემი პირველი შვილიშვილი! ხმადაბლა ჩაიბურტყუნა მამაჩემმა და გარეთ გავარდა... ნანიკო და ნათია აქეთ იქედან მომეხვივნენ და სამივე ერთად ვტიროდით! როგორ მეზიზღებოდა ევაც და ჩემი თავიც ამ სისუსტის გამო! ამ სისაძაგლის გამო ამ ცოდვის გამო!
საკმაოდ დიდ ხანს მოუწიათ დამამშვიდებლების კეთება ექიმებს რამდენჯერაც გამოვფხიზლდებოდი უაზროდ ვბღაოდი მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გამომწერეს საავადმყოფოდან თუმცა ცხოვრება როგორ ვავაგრძელე ვერ მოგიყვებით რადგან არ მახსოვს, მექანიკურად დავაბიჯებდი დედამიწაზე და ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ისევე ვამძიმებდი მასაც როგორც მე მამძიმებდა საკუთარი სიცოცხლე! რვა თვე ისე გავიდა არაფერი მსმენია ევასგან არც მე არც ნათიას არც არავის თბილისში, ნათია ყოველდღე დადიოდა ჩემთან და ცდილობდა ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა ჩემი მწუხარება თუმცა ჩემი მდგომარეობა მხოლოდ უარესობისკენ მიდიოდა! გამუდმებით ნერვიულად დავაბიჯებდი ოთახში და სიგარეტის ღერებს ერთი მეორეს მიყოლებით ვეწეოდი, ასევე ყოველდღე მოდიოდნენ ჩემი მშობლები და აკეთებდნენ ყველაფერს რისი გაკეთებაც ნახევრად მკვდარი შვილისთვის შეეძლოთ... ორჯერ მივიღე რბოლაში მონაწილეობა და ორივეჯერ ავარიაში მოვყევი რის გამოც რბოლებიდანაც მომკვეთეს სანამ ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა... მე კი ის მადარდებდა რომ ავარია სერიოზული არც ერთხელ არ აღმოჩნდა და ორივეჯერ ცოცხალი გადავრჩი მხოლოდ რამდენიმე კვირა გავატარე საავადმყოფოში... უკვე მერვე თვე იწურებოდა კარზე რომ მომიკაკუნეს, რა თქმა უნდა მარტო ვიყავი, მთვრალი და სიგარეტის ბოლში გახვეული...
-საქართველოს ფოსტიდან გაწუხებთ თქვენთვის წერილია! მითხრა ახალგაზრდა ბიჭმა და კონვერტი გამომიწოდა...წერილი გამოვართვი ჩაბარების აქტს ხელი მოვაწერე და სახლში შევბრუნდი! კონვერტი მაშინვე გავხსენი და პატარა ფურცელზე დაწერილი წერილი წავიკითხე...
-იმედია შეძელი ჩემი პატიება, ერთ კვირაში დავბრუნდები და ყველაფერს უფრო კარგად აგიხსნი!
წერილს არც მისამართი ჰქონდა მითითებული არც სახელი და გვარი საერთოდ არაფერი თუმცა დიდი მიხვედრა არ უნდოდა ვისგან იყო...
მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა ბრაზი მახრჩობდა! აუცილებლად მოვკლავ, მოვკლავ და თავსაც მოვიკლავ სხვა გვარად ვერ მოვისვენებ ვერც თვითონ მოისვენებს სხვანაირად ვერ ვიარსებებთ ვუთხარი ჩემს თავს სარკეში და რამდენიმე ჭიქა გადავკარი... ერთი კვირა საზიზღრად გაიწელა დრო საერთოდ აღარ მიდიოდა სახლში ვეგდე და სასმელში და სიგარეტში ვკლავდი წამებს... ყველა წამს ვითვლიდი თუმცა თავში არაფერი მიტრიალებდა იმის გარდა რომ უნდა მომეკლა! არავისთვის მითქვამს წერილის შესახებ, ერთი კვირა გავიდა თუმცა ევა არ გამოჩნდა! ვიღაცამ ბოროტად მეხუმრა ან ისევ თვითონ მეთამაშება გამიელვა თავში და მუხლებზე დავეცი ვიგრძენი რომ ძალა აღარ მქონდა იმის ძალაც აღარ მქონდა რომ მესუნთქა, ყელში მიჭერდა საკუთარი უსუსურობა და გაქცევა არსად არ შემეძლო ხმამაღლა ავქვითინდი ისე როგორც ნამდვილ კაცებს შეუძლიათ, თუ ვინმე ფიქრობს რომ ნამდვილი კაცები არ ტირიან მაშინ ისინი უბრალოდ არ იცნობენ ნამდვილ კაცებს ნამდვილი პრობლემებით! კაცებს რომლებმაც სიცოცხლის აზრი დაკარგეს თან ისე რომ ერთმა აზრმა მოუკლა მეორე მათ კი ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს ამის შესაჩერებლად!
-როგორ არის ჩემი ბიჭი? მომესმა ნაცნობი ხმა და ზურგზე მომეხვია ნაცნობი ხელები
-ისევ მეჩვენები, ისევ მეჩვენები შე ურჩხულო, ჩემს თავში ხარ, გულში ხარ სისხლში ხარ და ვერ გიშორებ!
-არ გეჩვენები აბ, მე აქ ვარ! შენთან, დავბრუნდი!
ეს არ იყო მოჩვენება ამჯერად მას სურნელი ჰქონდა ის სურნელი რომელსაც ვერაფერი დამავიწყებდა ჩემი შვილის მკვლელის სურნელის ვისუნთქავდი და მეზიზღებოდა საკუთარი თავი იმისთვის რომ მსიამოვნებდა!
ფეხზე წამოვხტი მისკენ შევტრიალდი და სახეში მაგრად გავარტყი, ხმა არ გაუცია ისე წავუჭირე ყელში ხელები...
მოგკლავ შე დამპალო, შე ავადმყოფო, არ გაცოცხლებ, მოგკლავ და თავსაც მოვიკლავ იმიტომ რომ არ შემიძლია უშენოდ სიცოცხლე როგორ მეზიზღები ამ დამპალი სიყვარულისთვის როგორ ვერ გიტან ვერც შენ და ვერც ჩემს თავს სისხლი გამიშრე გაცნობის დღიდან და სისხლის მაგივრადაც შენ დამიდიხარ ძარღვებში... ტირილი მომერია ჩემს საყვარელ მოცისფრო-მონაცრისფრო თვალებში ჩავხედე რომელიც უჰაერობისგან დაექაჩა და დაწითლებოდა...
ხელები ნელ ნელა შევუშვი მის კისერს...
-არ შემიძლია! შენი მოკვლა არ შემიძლია... შენსავით გახრწნილი ვარ საკუთარი შვილის მკვლელი ისევ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.. უკანასკნელი ვარ ყველაფერის ღირსი ვარ რაც მივიღე და უარესი უნდა გაგეკეთებინა!
-აბელ გეყოფა, ნუღარ იმეორებ ყელზე ხელები შემომხვია!
-ნუ მეხები! ნაგავი ხარ! მეც ნაგავი ვარ რომ ცოცხალს გიშვებ! მაგრამ არ შემიძლია ტკივილი მოგაყენო იმდენად *ლე ვარ ახლაც არ შემიძლია გატკინო!
-მოდი ჩემთან! დაიჩურჩულა და თვალი თვალში გამიყარა!
-ბ*ზი ხარ შენ და ღარასდროს შემახო შენი ბინძური ხელები!
-რაც გინდა ის შეგიძლია მითხრა შეიძლება ურჩხულიც ვარ დამპალიც და ნაგავიც მაგრამ მშვენივრად იცი რომ ბ*ზი არ ვარ!
-გაეთრიე ჩემი სახლიდან!
-კარგი აბელ წავალ! და როცა თვითგვემას მორჩები თუ ისევ გენდომება იყო კარგი მამა შეგიძლია ჩვენთან მოეთრიო რადგან გელოდებით!
-რა თქვი?
- ჩემი მოსმენა მოგინდა? ახლა შეიძლება შეგეხოს ეს ბინძური ბო*ი?
-ევა თუ ისევ რამეს მატყუებ თუ ისევ მეთამაშები, გეფიცები...
-მომისმინე! გამაწყვეტინა საუბარი...
დავდუმდი და სახეში მივაჩერდი!
-მე არასდროს ვყოფილვარ კარგი, ეს ჩემმა ცხოვრებამ მოიტანა მარტივი არ არის ათი წლის ბავშვმა უყურო როგორ კლავს მამა დედას და მერე თავს იკლავს, მარტივი არ არის იმ ყველაფრის მერე დარჩე ადამიანად რაც მე გადავიტანე, მაგრამ როგორ დაიჯერე რომ საკუთარ შვილს სასიკვდილოდ გავიმეტებდი?
-მაგრამ წერილი? შენ ხომ წერილი დამიტოვე?
-როგორ მეთქვა რომ შესაძლოა ორსულობას გადავყოლოდი?
-რაა?
-ექიმმა რომ გამსინჯა მითხრა რომ ბავშვის გაჩენით საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვაყენებდი! ასიდან ათი პროცენტიც არ მქონდა გადარჩენის, ჩემთვის ორსულობა არ შეიძლებოდა ამიტომ ბავშვი უნდა მომეშორებინა მაგრამ ამის შემდეგ ვეღარასოდეს მეყოლებოდა შვილი! მუცელში ჩემი სიყვარულის ნაყოფი მყავდა და სასიკვდილოდ ვერ გავიმეტებდი, ვერც შენ გაგიმეტებდი იმისთვის რომ არჩევანის წინაშე დამეყენებინე ამიტომ მერჩივნა დაგეჯერებინა რომ იმ ურჩხულად დავრჩი რომელიც გაიცანი!
-ანუ შენ საკუთარი თავი, საკუთარი სიცოცხლე სასწორზე შეაგდე?
-სამაგიეროდ ახლა ბედნიერი და ჯანმრთელი დედა ვარ და შესაძლოა ბედნიერი ცოლიც გავხდე თუ ეს ისევ გინდა (გაიცინა)
-ღმერთო ჩემო ევა! ეს ყველაფერი შენ მარტომ გადაიტანე, ის რაც მეც შენთან ერთად უნდა გადამეტანა! არ გქონდა ამის უფლება მე შენს გვერდით უნდა ვყოფილიყავი, გადაწყვეტილება ჩემს მაგივრად არ უნდა მიგეღო მე შენს გვერდით უნდა ვმდგარიყავი ვტიროდი გულში ვიხუტებდი და უაზროდ ვკოცნიდი ისიც იმავეს აკეთებდა მთელს სხეულზე მეფერებოდა სახეს მიკოცნიდა!
-ღმერთო როგორ მომენატრე, სად არის ჩემი ......... სიტყვა გამიწყდა და ვეღარ ვთქვი
-სახლში! მამიკოს ველოდებით! (გაიღიმა) პირველად არ იყო მისი ღიმილი ირონიული
-წავიდეთ გთხოვ უნდა ვნახო!
-ახლა ვიეჭვიანებ! ჯერ მითხარი რომ შევრიგდით!
-დიდი ხანია აზრს მეკითხები? გამეცინა!
-მას შემდეგ რაც მამიკო გახდი! მაგრამ თუ ჩემთან შერიგებას გადაწყვეტ უნდა იცოდე რომ მეტი შვილი არ მეყოლება!
-არაუშავს ერთი სავსებით საკმარისია! მაგრად მივიხუტე გულზე!
-კარგი რა გაეწყობა მაშინ მეორეს გავაშვილებ!
-რაა თქვი ახლა?
-ბიჭი დავიტოვოთ თუ გოგო? გამეკრიჭა
-ევა შენ გინდა თქვა რომ....
-მე მინდა ვთქვა რომ სახლში ანაბელი და დანიელი გველოდებიან და დედიკოს გარეშე იტირებენ თუ დროულად არ მივალთ!
-ღმერთო ევა... ჩვენ ტყუპები გვყავს? მე და შენ ტყუპების მშობლები ვართ?
-ჰო ჩვენი ტყუპები სამი კვირისაც არ არიან ჯერ მაგრამ მგონი დროა მამიკო გაიცნონ...
ტუჩებში მაკოცა ხელი მომკიდა მანქანაში ჩამაგდო და ისე მივედით სახლამდე არაფერი მახსოვს, ევა გზაში რაღაცეებს მიამბობდა მაგრამ მისი ხმა ჩინურად ჩამესმოდა ყურში...
-სად არიან? ვიყვირე როგორც კი მანქანა გააჩერა!
-ჩვენს ოთახში! თვალი ჩამიკრა
-ოთახში ავვარდი კარი შევაღე და იქ უკვე დამხვდნენ ჩემი მშობლები რომელსაც პატარები დაენაწილებინათ!
ფეხებში ძალა გამომეცალა და ევას ხელი რომ არა იქვე ჩავიკეცებოდი...
-კიდევ კარგი მოხვედით შვილო ბავშვებს მოშივდათ თქვა მამაჩემმა და ევას პატარა ბიჭი მისცა!
-აჰაა მამიკო, სანამ დედიკო ერთს აჭმევს მეორე შენ დაიჭირე! პატარა გოგონა ხელებში ჩამიწვინა ნანიკომ! ის გაჭრილი ვაშლივით გავდა დედამისს! მიუხედავად იმისა რომ პატარა იყო არანორმალურად ჰგავდა...
ბავშვებს ვაჭამეთ ორივეს ვეფერე ვკოცნე..
-აბელ გამოაყრით ამდენს ნუ კოცნი მეჭუჭყუნებოდა ევა!
ბავშვებს მოვეშვი რადგან დაეძინათ... დედიკოს შეიძლება ვაკოცო? ვუთხარი და მთელი ძალით მოვეხვიე...
-მხოლოდ მას შემდეგ რაც წვერს გაიპარსავ ხელი ჩამომისვა სახეზე...
-სიცოცხლეზე მეტად მიყვარხართ! ვთქვი და გავიგე კარებში როგორ შემოლაგდნენ ჩვენი ოჯახის წევრები!
-მართლა? ისევ ისე ძალიან გიყვარვართ მისტერ? გაიცინა
-მიყვარხარ! არა არ მიყვარხარ! ეს სიყვარულზე მეტია და ამას სახელი არ აქვს!
-ღმერთი სამობითაა ბატონო აბელ ასე რომ შეგიძლია მესამედ მთხოვო ცოლობა... გაიცინა
-კიდევ ერთ უარს ვერ გადავიტან! გამეცინა
-ბავშვები გვყავს მოსანათლი და ბარემ ქორწილსაც გადავიხდით! ასე რომ უარი აღარ იქნება, თან იქნებ ეს ორ ბავშვიანი ქალი კი "შეგეტენო"!
-მზად ვარ "შეგიტენო"! ვთქვი და მივიხუტე...
დედაჩემმა თავისი ნიშნობის ბეჭედი მოიხსნა და მომაწოდა... ევას წინ მუხლებზე დავიჩოქე...
-გახდები ჩემი ცოლი ურჩხულო?
-ღამით როცა ბავშვები იტირებენ ჩემთან ერთად ადგები? დამიბრუნა კითხვა!
-არც ეშმაკის ქმრებს არ სძინავთ! გავიცინე...
-მაშინ თანახმა ვარ! მუხლებზე დადგა და ჩამეხუტა...
-ხვალ ბავშვებს გვარს ხომ მისცემ? თქვა ღამით როცა დასაძინებლად დავწექით!
-მეკითხები?
-გთხოვო?
-მიბრძანე! გამეცინა...
-ხვალ ჩემს ბავშვებს გვარს მისცემ ვერ ვიტან ერისთავები რომ არიან თითქოს ნაბიჭვრები იყვნენ!
-როგორც შენ იტყვი პატარავ, ისე ბავშვებს რომ ვერ იტანდი ეგ ამბავი როგორ გამოასწორე? გავუცინე
-ისინი ჩვენი შვილები არიან! ჩემი სისხლის დედაც მაგრამ მათ შენი სისხლი აქვთ, იმ კაცის სისხლი რომელიც არამარტო ჩემს სიცოცხლეს არამედ მთელს სამყაროს მირჩევნია...
მაგრად ჩამეხუტა ჩემი ცოლი რომელსაც აღარც დამცინავი მზერა დასთამაშებდა სახეზე და მისი ირონიული ღიმილიც ალერსიანს შეეცვალა...
ორ თვეში კიდევ ერთხელ ავალაპარაკეთ მედია... ამჯერად მითქმა მოთქმა ჩვენმა გრანდიოზულმა ქორწილმა გამოიწვია რომელიც დანიელ და ანაბელ ორბელიანების გამოჩენამ კიდევ უფრო სკანდალურად აქცია!скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ლიდია

dzalian momewona da gavskdi tirilit...❤️❤️❤️❤️❤️

 



№2 წევრი სალანდერი

ლიდია
dzalian momewona da gavskdi tirilit...❤️❤️❤️❤️❤️

ამ ჰეფიენდიან მოთხრობაზე რამ გატირა კაცო :დ
მადლობა მადლობა მადლობა ❤

 



№3 სტუმარი სტუმარი Keti

აუუ რა კარგი იყი. ვინანე, რომ აქამდე არ წავიკითხე. ბევრიც ვიცინე და ბევრიც ვიტირე. ყოჩაღ, ძალიან ვისიამოვნე კითხვით

 



№4 წევრი სალანდერი

სტუმარი Keti
აუუ რა კარგი იყი. ვინანე, რომ აქამდე არ წავიკითხე. ბევრიც ვიცინე და ბევრიც ვიტირე. ყოჩაღ, ძალიან ვისიამოვნე კითხვით

მადლობაა ❤

 



№5  offline წევრი For Love

ძალიან ძალიან ძალიან მაგარი იყო <3

 



№6 წევრი სალანდერი

For Love
ძალიან ძალიან ძალიან მაგარი იყო <3

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤

 



№7  offline მოდერი ენემი

ვაიმეეეე heart_eyes ბოლოში ამეტირა smirk ძალიან კარგია kissing_heart

 



№8 წევრი სალანდერი

ენემი
ვაიმეეეე heart_eyes ბოლოში ამეტირა smirk ძალიან კარგია kissing_heart

❤❤❤

 



№9  offline წევრი a.bochorishvili

არ გეწყინოს უბრალოდ ჩემთვია ძალიან რთული წარმოსადგენია ადამიანის ასეთი ცვალებადობა, მე ვფიქრობ რომ რეალობისგან ცორა შორს იყო, ადამიანი შეიძლება შეიცვალოს მაგრამ არა იმდენად რამდენადაც ევა, და არც ასე მცირე დროში, არ იყო ცუდი, თუმცა მე წინა უფრო მომეწონა

 



№10 წევრი სალანდერი

a.bochorishvili
არ გეწყინოს უბრალოდ ჩემთვია ძალიან რთული წარმოსადგენია ადამიანის ასეთი ცვალებადობა, მე ვფიქრობ რომ რეალობისგან ცორა შორს იყო, ადამიანი შეიძლება შეიცვალოს მაგრამ არა იმდენად რამდენადაც ევა, და არც ასე მცირე დროში, არ იყო ცუდი, თუმცა მე წინა უფრო მომეწონა

მე მაინც ვფიქრობ რომ ევა უბრალოდ თამაშობდა და სულაც არ იყო ისეთი ❤
მადლობა რომ კითხულობ და აზრს აფიქსირებ ❤

 



№11 სტუმარი Кит и Я

ბუნებით ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და არც ლოდინი მიყვარს.რაც აქ სრულად დაიდებოდა მხოლოდ იმას ვკითხულობდი სანამ შენ არ გამოჩნდი სალანდერ.რა შემიძლია შენზე ვთქვა.საოცრად განსხვავებულად და საინტერესოდ წერ.თემებიც,სტილიც ,გადმოცემაც საოცრად გამოგდის.არაორდინალურობით ახრხებ მკითხველის დაინტერესებას.შემთხვევით არაფერი არ ხდება.მიხარია რომ გკითხულობ.შემართება და მუზები შეენ)

 



№12 წევრი სალანდერი

Кит и Я
ბუნებით ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და არც ლოდინი მიყვარს.რაც აქ სრულად დაიდებოდა მხოლოდ იმას ვკითხულობდი სანამ შენ არ გამოჩნდი სალანდერ.რა შემიძლია შენზე ვთქვა.საოცრად განსხვავებულად და საინტერესოდ წერ.თემებიც,სტილიც ,გადმოცემაც საოცრად გამოგდის.არაორდინალურობით ახრხებ მკითხველის დაინტერესებას.შემთხვევით არაფერი არ ხდება.მიხარია რომ გკითხულობ.შემართება და მუზები შეენ)

ვაიმეეე როგორ გამახარეეე ❤
უღრმესი მადლობა შეენ ❤ ყველაფრის გაკეთება ღირს იმ პოზიტივისთვის რომელიც ახლა შენი კომენტარისგან მივიღე ❤ მადლობა მადლობა და მადლობააა ❤ მეტი არ ვიც რა გითხრაა ❤

 



№13  offline წევრი BidBif

საოცრება საოცრება❤❤❤ ძალიან მაგარი იყო❤❤❤. ერთი ისტოროა გამახსენდა მაგრამ ეს უფრო განსხვავებული იყო❤❤. კარგი სტილი გაქვს ნუ ამ ისტორიიდან რაც ჩანს, ჯერ მარტო ეს წავიკითხე შენი... კარგია რომ ერთად დატოვე და ტრაგიკული დასასრული არ ქონდა❤❤. არც ისე კარგი შემფასებელი ვარ ამიტომ მეტს ვერაფერს გეტყვი❤❤. კიდევ ერთხელ ძალიან კარგი იყო და მომეწონა❤❤❤❤

 



№14 წევრი სალანდერი

BidBif
საოცრება საოცრება❤❤❤ ძალიან მაგარი იყო❤❤❤. ერთი ისტოროა გამახსენდა მაგრამ ეს უფრო განსხვავებული იყო❤❤. კარგი სტილი გაქვს ნუ ამ ისტორიიდან რაც ჩანს, ჯერ მარტო ეს წავიკითხე შენი... კარგია რომ ერთად დატოვე და ტრაგიკული დასასრული არ ქონდა❤❤. არც ისე კარგი შემფასებელი ვარ ამიტომ მეტს ვერაფერს გეტყვი❤❤. კიდევ ერთხელ ძალიან კარგი იყო და მომეწონა❤❤❤❤

უჰჰ როგორ გამახარე ❤
მადლობა და მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent