შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რიალტო (თავი 6)


8-02-2018, 22:25
ავტორი Ana nedelkina
ნანახია 63

რიალტო (თავი 6)

მია ძალიან კარგი გოგოა, როდესაც ის პირველად ვნახე რაღაც საოცარი ვიგრძენი მის მიმართ, მაგრამ ამას ყოველთვის ვმალავდი მეშინოდა ანდრეი არ გაბრაზებულიყო, არ ვიცი ამ ყველაფერზე რა რეაქცია ექნება.
ანდრეი შეიძლება ცოტა ცივი ადამიანია, მაგრამ მასა და ნიას შორის საოცარი ქიმია იგრძნობა, არ ვიცი ამას სხვაც ამჩნევს თუ არა, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მათ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ, მაგრამ ორივე იმდენად ჯიუტია რომ ერთმანეთთან კამათი ურჩევნიათ.
ერთი სიტყვით ეს ყველაფერი რომ დამთავრდება არ ვიცი სად ვიქნები მაგრამ ეს ჩემს ცხოვრებაში გადახდენილი ისტორიებიდან ყველაზე კარგი იქნება ამაში დარწმუნებული ვარ.

***
დილით როცა გავიღვიძე თავი საშინლად მტკიოდა ნიას კი ეტყობოდა ძალიან კარგად გამოეძინა, ქვემოთ რომ ჩავედი უკვე მაგიდა გაშლილი იყო. ჩემდა გასაკვირად ანდრეი და ნია ახლა ერთ მხარეს ისხდნენ, მაგრამ ერთი მაგიდის თავში მეორე კი ბოლოში.
სალვადორი ჯერ არსად ჩანდა ძალიან დამწყდა გული, მაგრამ რას ვიზამდი ღიმილით მივესალმა მათ და საუზმობას შევუდექი, ცოტახანში სალვადორიც გამოჩნდა, საუზმობის დროს ხმა არავის გაუღია, სიჩუმეს მხოლოდ ჭურჭლის ხმა არღვევდა. ბოლოს როგორც ყოველთვის ნიამ ვეღარ მოთმინა.
- მეგონა დრეს ჩვენი გეგმა უნდა განგვეხილა.
- განვიხილავთ ოღონდ საუზმის შემდეგ. მიუგო ანდრეიმ და გოგონას გადახედა რომელიც ალმაცერად უცქერდა.
- რატომ, ახლაც ვისაუბროთ, პრობლემას ვერ ვხედავ.
- ჯობს საუზმის შემდეგ განვიხილით.
- არა, ახლა ზუსტადაც რომ დროა.
- მგონი ჯობს რომ ხალხს ნორმალური ჭამის საშუალება მივცეთ.
- ნორმალურად შეჭამენ ისედაც, ვერ ხედავ ყველას ერთი სული აქვს როდის დაიწყება გეგმის შედგენა.
სალვადორმა და მიამ ერთმანეთს გადახედეს და მიხვდნენ თუ არ ჩაერეოდნენ მალე შესაძლოა თავში თვითონაც მოხვედროდათ რაიმე, მაგალითად თეფში ან ხორცის ნაჭერი რომელიც ახლა საკმაოდ გემრიელად გამოიყურებოდა.
- გაჩუმდით, ერთი წუთით ხომ შეიძლება რომ არ იჩხუბოთ, პატარა ბავშვებივით რატომ იქცევით?! მიას ხმამ ორივე გამოაფხიზლა და მიხვდნენ რომ ზედმეტად გაერთვნენ კამათში.
- ბოდიში მია, უბრალოდ ნია როგორც ყოველთვის არაფრისგან ქმნის პრობლემას.
- ა, ესეიგი მე ვქმი არაფრისგან პრობლემას არა?
- დიახაც შენ ქმნი ვინ ყვირის ახლა აქ შენდენს.
- შენ, შენ ყვირი, თანაც ბევრად მეტს.
- გთხოვთ გაჩერდით, აღარ შემიძლია, აღარ მშია წავიდეთ და სასწრაფოდ გეგმა შევადგინოთ ოღონდ დამშვიდდით ძალიან გთხოვთ.
წამოიძახა მოთმინებადაკარგულმა სალვადორმა და ტან მუდარის თვალით გადახედა ორივეს.
- ხო წავიდეთ და განვიხილოთ გეგმა. აყვა მიაც.
ცოტახანში წარბებშეკრული ნია და გაბღვერილი ანდრეი, მიასა და სალვადორთან ერთად გეგმას განიხილავდა.
ყველაფერირომ დაასრულეს თავიანთი ნამუშევრით კმაყოფილნი ისვენებდნენ როცა სიჩუმე კვლავ გაარღვია ნიას ხმამ.
- ერთი დეტალი დაგვავიწყდა.
- რა დეტალი? ისე კითხა ანდრეიმ არც კი შეუხედავს მისთვის.
- ეს სხვათაშორსი ყველაზე მნიშვნელოვანია. დაფიქრდით ვენეციიის კარნავალზე ყველა განსაკუთრებული ტანსაცმლით და ნიღბებით მიდის, ჩვენ კი არც შესაფერისი კოსტუმები გვაქვს და არც ნიღბები, ეს კი ხალხში ეჭვს გამოიწვევს, თანაც ასე უფრო გაგვიადვილდება მოძრაობა.
- ნია მართალია ხვალვე გავუშვებ ჩემს ერთგულ კაცს და ის მოგვიტანს ყველაფერს.
- რაო, შენ გგონია შენი უჟმური მცველის თუ ვიღაცის შერჩეულ ტანსაცმელს ჩავიცვამ, რომელიც ალბათ ხუთი ზომით დიდი მექნება.
- ნია მართალია ანდრეი ხვა ერთად წავიდეთ საყიდლებზე, გოგონებიც იმას აარჩევენ რაც თვითონ ენდომებათ.
- კარგი სალვადორ, ეგრე იყოს ოღონდ გაფრთხილებთ, რომ ყურადღებით იყოთ, განსაკუთრებით შენ ჯადოხარო.
- განსაკუთრები შენ ჯადოქარო, ანდრეის მიბაძა ნიამ, ფრითხილად შენ უნდა იყო მე კი არ დამზდევენ მოსაკლავად.
ანდრეის არაფერი უთქვამს, ნიას კი სახიდან კმაყოფილება არ შორდებოდა, უხაროდა რადგან ერთხელ და სამუდამოდ გააჩუმა ეს იდიოტი და მეორეც ხვა ამდენი ხნის შემდეგ პირველად მიდიოდა საყიდლებზე თანაც იტალიაშ.

***
მეორე დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა არანაირი გატაცება და მკვლელობა, საყიდლებიდან დაბრუნებუ....ბი ძალიან კმაყოფილები იყვნენ შენაძენით, ნიამ როგორც ყოველთვის თავის სიას გადაუხვია და უამრავი რამ იყიდა მაკიაჟისთვის, ასევე სხვა კაბებიც.
როცა სახლში დაბრუნდნენ ფეხზე ძლივს დგებოდნენ, სწრაფად ივახშმეს შემდეგ კი ყველა დასაძინებლად წავიდა.
ორმა დღემ ისე ჩაიარა საინტერესო არაფერი მომხდარა ყველანი დაძაბულები იყვნენ და აი დადგა ის მშვენიერი დღე როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა განეხორციელებინათ თავიანთი გეგმა, დილით ყველა ძალიან ნერვიულობდა. აქეთ იქეთ დარბოდნენ ყველა რაღაცას ეძებდა, მხოლოდ ანდრეი იყო მშვიდად არ იცოდა რა ელოდა წინ, დღეს ხომ მისი ბედი წყდებოდა.
შუადღე რომ ახლოვდებოდა ყველაფერი მზად იყო მხოლოდ უნდა ჩაეცვათ და მაკიაჟი გაეკეთებინათ.
- მია, მოდი რა ამის შეკვრაშ დამეხმარე.
- მოიცა ახლავე, მია რარაც უნდა გითხრა მაგრამ არ გადაირიო.
- რა იყო ანდრეი შეგიყვარდა?
- არა, მაგრამ შორს არ ხარ.
- რას ნიშნავს შორს არ ვარ?
- იმას რომ ანდრეი არა.
- არა, არ არსებობს, ძალიან უხდებით, გეფიცები თქვენზე მაგარი წყვილი მთელს დედამიწაზე არ ივლის.
- ნია მოიცა, ჯერ არ ვიცი სალვადორსაც მოვწონვარ თუ არა.
- რასქვია არ მოეწონები, მაგან არ გადამდგას თუ რამე მე აქ რისთვის ვარ, მოვიტაცებთ. ისე ეგ ჩემს მახვილ თვალებს როგორ გამორჩა, საინტერესოა.
მოცა შენ რა კაბა ჯერ არ ჩაგიცვამს, ახლავე დაიწყე მომზადება მერე ისეთ მაკიჯს გაგიკეთებ რომც არ მოსწონდე შეუყვარდები.
- ხო შენ ისეთი ხარ კრუელადან რაპუნცელს გამოიყვან.
- კარგი ახლა საქმეს შევუდგეთ, ესეიგი შენ მოგიხდება ......
კიდევ დიდხანს ელოდნენ ბიჭები გოგონების გამოჩენას მაგრამ ამაოდ. ანდრეი ყოველ წუთს საათს უყურებდა.
- ნეტავ კიდევ დიდიხანი დაჭირდებათ?
- ალბათ ნიამ შეაყოვნა მია არაა აბა ეგეთი გოგო.
- კარგი რა, რა გაუწყალე ამ გოგოს გული, რატო კბენთ ერთმანეთს?
- თვითონ არ მეშვება გეფიცები ჭკუიდან გადავყავარ ისეთ რაღაცებს ამბობს.
ბიჭები ცხარე კამათში იყვნენ გართულები როდესაც კიბეებზე მია და ნია გამოჩნდნენ. მიას ბორდოსფერი ერთიანი კაბა ეცვა რომელიც მხრებზე იყო გადაწეული ქვემოთ კი მის სუსტ ფიგურას კარგად კვეთთა. მსუბუქი ჩრდილები ხაზს უსვამდა მის თვალის ჭრილს, მის დიდ ტუჩებზე კი წითელი პომადა ესვა რომელიც ძალიან უხდებოდა, თმა კოსად ქონდა გაკეთებული წინ კი ორი თმის ღერი ჩამოეგდო.
ნიას ზღვისფერი კლასიკური სტილის კაბა ეცვა რომელიც ასევე კარგად გამოხატავდა ქალის სუსტ ტანს, ჩრდილები კანის ოდნავ მუქ ფერში ქონდა გადაწყვეტილი, არჩევანი ყავისფერ პომადაზე შეეჩერებინა, თმა გაშლილი ქონდა თუმცა მასში ჩამაგრებული აბადოკი ეკეთა რომელიც ორქიდიის ხელოვნური ყვავილებით იყო მორთული, მის ქვედა დაშვებულ ნაწილზე მასში თმა ისე ჩაეხვია სალონში გაკეთებულს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
ბიჭები პირდაღებულები უყურებდნენ.
- პირები დამუწეთ თორემ ბუზი ჩაგიფრინდებათ. უთხრა ნიამ.
- აა, ხო, ისა ძალიან კარგად გამოიყურებით. ძლივს ამოღერღა ანდრიამ.
- მართლა შესანიშნავად გამოიყურებით,
- გმადლობთ თქვენც ძალიან გიხდებათ ეს პიჯაკები.
- ოჰ, ეს რა მესმის თვით ანდრეი დე კამპოსგან მივიღეთ კომპლიმენტი.
- ნია მოდი შევთანხმდეთ ერთი საღამო მაინც არ ვიჩხუბოთ კარგი?
- კარგი, დღეს ისედაცბევრი გასართობი მექნება.
- ღმერთო შენ დაგვიფარე.
სანამ სალვადორი გაშტერებული უყურებდა მიას ნია ამ დროს თავისი ნახელავით ტკბებოდა.
- აბა ბატონო სალვადორ ალიზ როგორ გამოიყურება მია, მგონი რაღაც ეს ჩრდილები ამ კაბას არ უხდება ხო.
- არა ძალიან ლამაზია, პირიქით სწორედ რომ ზუსტადაა შერჩეული.
- ხო არადა იმდენი ვინერვიულე, და ეს პომადა მგონი მიას თვალის ფერს არ უხდება ხო.
- მგონი წასვლის დროა ნია ხო? სახეალეწილამ მიამ ძლივს ამოიღო ხმა.
- ხო გავიდეთ უკვე.
- გოგო შენ ნორმალური ხარ, ეს გითხარი მე ბარემ მისულიყავი და პირდაპირ გეთქვა.
- აუ რას ბუზღუნებ 180 წლის ხარ, ვმაჭანკლობ ქალი ეს კიდე ნერვების მოშლის მეტს არაფერს მიკეთებს.
- დაგამაჭანკლებს მე შენ შენთვისვე ჯობია არაფერი წამოაყრანტალო ზედმეტი თორემ ჩემგან რამის თქმას ვერ ეღირსები იცოდე.
- რაღაც მეჯვარეობის სურვილი გამიჩნდა უბრალოდ.
მიამ მკვლელი თვალებით გახედა მეგობარს. შემდეგ კი ბიჭებთან გავიდნენ.
სამი ბრძენი და ერთი ცანცარა ჯადოქარი მიდიოდა საკმაოდ რთული დავალების შესასრულებლად, ჯადოქრის იმედი კი არცერთს ქონდა რადგან იცოდნენ რომ ის ყველაფერს გასართობად აკეთებდა, თვითონ ნია კი ამ დღისგან უზარმაზარ ადრენალინს ელოდა. ნავი რიალტოს ქვეშ გაძვრა და ცოტახანში გაჩერდა კიდეც.


*********
ძვირფასო მკითხველო გილოცავთ დავითობას მრავას დაესწარით. ისტორია უკვე კულმინაციას უახლოვდება დარჩენილია ერთი ან ორი თავი და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი ისტორიის შესახებ, თუ თქვენს ემოიცებს კომენტარებში დატოვებთ ძალიან გამიხარდება. მიყვარხართ <3 <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საინტერესოა კარგი იყო.. ამ ნიას და ანდრეის დიალოგებით კარგად ვხალოსო ბ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent