შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას დავარქვი ჩემი (მეორე თავი)


9-02-2018, 00:17
ავტორი MaaiKoo
ნანახია 724

მე მას დავარქვი ჩემი (მეორე თავი)

ხუთშაბათს დილას,8 სექტემბერს 7 საათზე გამეღვიძა, ეს არცაა გასაკვირი-ჩემი დაბადების დღე იყო,თუმცა ასე ადრე ვერ ვდგებოდი,ამტომ ცნობისმოყვარეობა დავაშოშმინე და დავიცადე,სანამ 8-ს 10 არ დააკლდა,შემდეგ სამზარეულოში გავედი,სადაც ჩვენი კატა პენი ფეხზე ხახუნით,თითქოს დღევანდელ დღეს მილოცავდა. ამ დღეს ყოველთვის მხიარულად ვატარებ ჩემს მეგობრებთან ერთად ან სახლში ვიკრიბებით, ან სადმე ბარში. უნდა ვაღიარო,რომ გართობა ძალიან მიყვარს. კარი გაიღო და ჰოოპ ჩემი ძმა დავინახე კართან ატუზული, ჩამეღიმა და მისკენ წავედი,რომ მომესმინა როგორ მომილოცავდა დაბადების დღეს, ზოგადად ჩვენ ხშირად ვკინკლაობთ,თუმცა ერთმანეთისადმი სიყვარულს ასე გამოვხატავთ.
-ჰეი, ვაჟბატონო თავს როგორ გრძნობ?
-კარგად, თავად როგორ ბრძანდებით?
-ეს ოფიციალურობა რას მივაწეროთ? ჩამეღიმა.
-თუ გამატარებ და წყლის დალევას მაცდი,კარგი იქნება.
-აჰამმმ და წყლის ასაღებად კართან ატუზვა რა საჭირო იყო?
-ვინ გითხრა,რომ კართან ვიყავი ატუზული?
-და ვის უნდა ეთქვა? თავად დაგინახე. თავი გავისულელე, მიყვარს მის ნერვებზე თამაში, თუმცა ახლა თავად მიშლის ნერვებს, ვითომ არ იცის,რომ დაბადების დღე მაქვს, ის კიდევ მოლოცვის მაგივრად რაღაც უაზრობაზე მელაპარაკება.
-ჰოდა თუ ეგრეა, მანანა ხაჭაპურიძის ნომერი ჩაიწერე, ფურცელზე დაგიწერ და ესტუმრე.
-რააა????? ეგ ვინღაა?
-თვალის ექიმია. გადაიხარხარა.
-აჰაჰა,გავიცინო?
-რავი მე მოვრჩი უკვე.
-იდიოტი ხარ. გავბრაზდი და ოთახიდან გავედი.
20 წუთის შემდეგ.
-რას აკეთებ?
-თხას ვკოდავ
-ვაა მაგარიააა.. სხვაა?
-სხვა რა?
-რავი მე შენ გეკითხები.
-....... თვალები ავატრიალე.
-ეს შენ.
-ეს რა არის? სახე გამინათდა,თუმცა ირონიულობამ მაინც გადამკრა სახეზე.
-ლონდონის საგზური..... კაი ხო ვიხუმრე ტყუილად ნუ გიხარია. გახსენი და ნახავ.
-მაგას არც ველოდი. ენა გამოვყავი.
-მოგწონს?
-ღადააოობბბბ??? კიიიიიი
-მეტიც არ მინდა არ მოგწონებოდა
-მიყვარხაარრრრ. მაგრად ჩავეხუტე ისე,რომ მის გულის ცემას სხეულში ვგრძნობდი.
-ახლა გიყვარვარ ხო? ირონულად,თუმცა სიცილით მითხრა.
-და როდის არ მიყვარდიი? გავაჯავრე.
-რავიცი აბა, სამზარეულოში იდიოტი ხარო და...
-ნუ მაშინ იყავი, ახლა კარგი ბიჭი ხარ. ორივემ გადავიხარხარეთ. მოკლედ სპორტული მოსაცმელი მაჩუქა, ჯორდანის (კალათბურთის მეფის) გამოსახულებით.
-კაი წავედი, საღამოსთვის რას აპირებ?
-ალბათ ბავშვები ბარში წავალთ.
-გართობა გაასწორებდა,მაგრამ დღეს არ მცალია ნიკუშას ბებია საავადმყოფოდან გამოწერეს, ძმაკაცები მივდივართ სანახავად.
-უუუპსსსს. კარგი ჰო, მომიკითხე ლელა ბებია...
-აუცილებლად. გადამეხვია და მითხრა:
-დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ლამაზო.
-მადლობა იოოო. მიყვარს ეს ოხერი.

6 საათზე ბავშვები ბარში შევიკრიბეთ. სულ 8 ვიყავით. მე მარი, სალი, თაკო,თამარი,მარიტა,ვახო და გიორგი. დავსხედით და ჭამას შევუდექითთ. 1 საათში ცოცხალი სიმღერების გაშვება დაიწყეს, პირველივე ნოტზე სიხარულისგან ტაში შემოვკარი, ეს ჩემი საყვარელი სიმღერა იყო ''Alvaro Soler - Sofia''. ფეხზე წამოვიჭერი და მეგობრებთან ერთად ცეკვას შევუდექი. 5 ჭიქაში უკვე შევხურდი, ის ნატალი აღარ ვიყავი,რომელიც 3 საათის წინ, თუმცა საღ გონებაზე ვიყავი. ნამდვილად არ ვაპირებდი მეტის დალევას, არ მინდოდა არაადეკვატურად მოვქცეულიყავი და თავი შემერცხვინა. სუფთა ჰაერი მჭირდებოდა,ამიტომ გარეთ გავედი, უეცრად მხარზე ხელის დადება ვიგრძენი.
-გამარჯობა,შეიძლება?
-დიახ, რა გნებავთ?
-სიგარეტი ხომ არ გექნებათ, ერთი ღერი რომ მომცეთ.
-არ ვეწევი. ცივად მივუგე.
-ასეთი უხეშობა რით დავიმსახურე?
-არ ვუხეშობ. ბარში შესვლას ვაპირებდი,როდესაც მკლავში ხელი ძლიერად ჩამჭიდა და მისკენ მიმატრიალა.
-რა ხდებაა?? ეს რა თავხედობაა? ახლავე გამიშვით ხელი.
-და რომ არა?
-ვინ გგონივართ?ჯერ სიგარეტს მთხოვთ, შემდეგ ხელს მკლავზე უხეშად მკიდებთ...
-და მაინც როგორი უნდა მეგონო? ღამის 9 საათზე,მოკლე კაბით ბართან დავიჯერო სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად დგახარ? კარგად ვიცნობ შენნაირ გოგონებს.ტონს აუწია.
-შენ ვინ გეკითხება მე რას ჩავიცმევ? ან საერთოდ რატომ გელაპრაკები? ვიღაც გაუნათლებელი ხეპრე ხარ. მკლავი ძლივს დავიღწიე მისი უხეში ხელიდან.
-ვინ არის ხეპრე?? ოო.... სახეში მაგრად დარტყმამ გამაბრუა... ტუჩიდან სისხლი წამსკდა, თავი ვერ შევიკავე და დავეცი.
-ეიი შენნ რას აკეთებ? ვიღაც ახალგაზრდამ ჩემი დაცვა სცადა, რომელმაც ქუჩის მეორე ბოლოდან გზა გადმოკვეთა.
-რა შენი საქმეა? დავაიიი დაახვიე ბიჭოოო
-ფუუ შენიიი დედააცცც. მისი მუშტის მოქნევა და იმ ხეპრის ძირს დაცემა ერთი იყო, ძლიერი კი ყოფილა, თან საკმაოდ სიმპატიურიც. რაებსს ვლაპარაკობბ? ახლა ამის დროაა? ღმერთო ჩემო რა შარში გავყავი თავი, ეს მინდოდაა?
წამოვდექი და მათ გაშველებას შევეცადე, ის იდიოტი მალევე მოგვშორდა, მიხვდა,რომ ამ ბიჭთან ჩხუბი კარგს არაფერს მოუტანდა,რადგან მასზე გაცილებით ძლიერი იყო. შემდეგ მისი მზერა ჩემს სახეზე გადმოვიდა.
-,მადლობა. ძალიან შერცხვენილი ვიყავი.
-და რისთვის? გაკვირვებულმა შემომხედა.
-როგორ თუ რისთვის? რომ დამეხმარეთ. ახლა მეც გავიკვირვე.
-მე იმ იდიოტს ჭკუა ვასწავლე, სხვა არაფერი.
-ჰო, ეგეც მართალია... დავიბენი
-ისე, მოკლე კაბით ქუჩაში ამ დროს ხეტიალს არ გირჩევდით, რაიცით ვის გადაეყრებით, ნუ შეიძლება ეს გაწყობთ კიდევაც....
-ვერ გავიგეე??? მაგაში რას გულისხმობთ?? ჯერ ერთიც მოკლე კაბა არ არის, უბრალოდ კაბაა...
-კი,როგორ არა... გგონია შენი ლამაზი სახის დასანახად გამოგელაპარაკა ის იდიოტი? ირონიული და სიცილნარევი სახით მითხრა, ბრაზი მომაწვა, მინდოდა სახეშ გამერტყა....
-შეენნნ ,შენნნ.... წესიერი ადამიანი მეგონე. თავხედო, იმ ხეპრესგან არაფრით განსხვავდები.... სახეზე წამოვწითლდი.
- ვინ გეგონე და იმ ხეპრეს ნუ მადარებ, თორემ მიიღებ. ისე, საკმაოდ სიმპატიური ვარ შემიძლია გასიამოვნ..... გავმწარდი, წამოვწითლდი, სიბრაზისგან ხელები მოვმუშტე და კარგი სილა ვუთავაზე ამ გარყვნილს. ეს დაცვა იყო? აზრზე ვერ მოვსულვარ, რით განსხვავდება ეს ფსიქოპატი,იმ მეორისგან? მათ შორის ერთი განსხვავებაა, ეს ვირი ხელით არ შემხებია, მისგან განსხვავებით. რა თქმა უნდა ვერც შემეხება!!!!!
-გიჟიი ხარრრ? არანორმალური ხარ ვიღაც. გოგო ხარ და ხელს არ დაგაკარებ, თორემ კი ვიცი რისი ღირსიც ხარ. ბარში შეევვარდი და რას ვხედავ? თამარი და მარი გალეშილი მთვრალები ვიღაც უცხო ტიპებს ეცეკვებიან,გეგონება სტრიპტიზს ცეკვავდნენ, ვახო და გიორგი არ ჩანდნენ,მოვძებნე და სალანძღავი სიტყვები მოვამზადე.
-თქვენ ჰომ არ გაგიჟდით? იდიოტებოო, ესენი რას გვანან?
-ეს რაარისს? ტუჩზე რა გჭირს?
-არაფერია, უბრალოდ დავეცი, გარეთ ვიყავი გასული სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად. ახლა კი მითხარით ამათ ყურადღება რატომ არ მიაქციეთთ?
-შენ გეძებდით, რომ გვეთქვა წავსულიყავით, კიდევ აქეთ გვეჩხუბებიი?? კარგი,ახლა აქ ხარ და წავიდეთ.
-კარგი,ახლა კი ისინი გამოათრიეთ იქიდან. მაშინვე ის უსიამოვნო შემთხვევა გამახსენდა და სიბრაზისგან, ამავდროულად სირცხვილისგან წამოვწითლდი, ასეთი შეურაცხყოფა ცხოვრებაში არავის მოუყენებია.

1 კვირის შემდეგ.
დღეს უნივერსიტეტში პირველად მივდივარ. დილით ადრე ავდექი, მოვემზადე, კოსა გავიკეთე, ტანზე მომდგარი შარვალი, მაისური, ტყავის ქურთუკი და ბოტასი ჩავიცვი და ნახევარ საათში უნივერსიტეტის წინ აღმოვჩნდი. იქ კინაღამ დავიკარგე და დარწმუნებული ვიყავი,რომ მიუხედავად ჩემი კარგი მახსოვრობისა ოთახების დაზეპირებას მაქსიმუმ 1 კვირას მაინც მოვანდომებდი. პირველი ლიტერატურა მქონდა, კარი შევაღე და როგორც აღმოჩნდა კლასში მხოლოდ 1 ადგილი დარჩენილიყო თავისუფალი.
-ფუუ ამის. აღმომხდა უცბად.-უკცრავად,შეიძლება? მორცხვად ვიკითხე.
-მობრძანდით და თქვენი ადგილი დაიკავეთ. მასწავლებლის სახის გამომეტყველებიდან თუ ვიმსჯელებ ჩემი ''ფუ ამის'' არ გაუგონია, მოსწავლეებს კი მითუმეტეს. ჩემი პირველი დღე უნივერსიტეტში, ლიტერატურით დავიწყე, თუმცა არასასიამოვო გარემოცვაში....ადგილი ისე დავიკავე ,რომ ვცდილობდი ჩემს გვერდით მჯდომისთვის არ შემეხედა, თუმცა მისი ირონიული სიფათი მაინც შევამჩნიე, რომელსაც ყველასგან გამოვარჩევდი. არადაა უსიმპატიურესიაა, მკარნახობდა მეორე ''მე'',რომელსაც ძალიან ვუბრაზდებოდი.скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent