შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაც ყაზბეგში ხდება, ყაზბეგში რჩება (სრულად)


9-02-2018, 05:35
ავტორი Ans...
ნანახია 11 592

რაც ყაზბეგში ხდება, ყაზბეგში რჩება (სრულად)

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩემი კლასელი-ლიკა ლომიძე გათხოვდა.
ეს იმ საღამოს გავიგე, სამსახურში კომპიუტერთან მჯდომს რომ ჩამომეძინა. არ ვიცი, არცერთ თანამშრომელს რატომ არ შევეცოდე და სანამ ყველა არ ‘გაეხიკებოდა’ ოფისიდან, ერთმა მაინც რატომ არ მომიკაკუნა, ხომ მშვიდობა გაქვს, სამუშაო დღე დამთავრდა და სახლში წადიო. ან დამლაგებელმა როგორ არ შემოიარა.
არ ვიცი! არ ვიცი!
მოკლედ, საღამოს ცხრა საათზე საკუთარი ლეპტოპის კლავიატურაზე გავიღვიძე. ტელეფონი გაუჩერებლივ რეკავდა. რომ არა ჩემი უერთგულესი მეგობარი-ნია, ალბათ მთელი ღამის გათევა მომიწევდა ოფისში. ისე კომფორტულია, რას იტყვით?! სამსახურში ხარ, იძინებ, იღვიძებ და ისევ სამსახურში ხარ. არც საცობში დგომა გიწევს, არც გამოცვლა, ცხოვრებისეულ თემებზე ფიქრი და რაც მთავარია-არც ჭამა, რომლის შემცირებაც აუცილებლად მჭირდებოდა, თორემ მალე ორას კილოს მივუკაკუნებდი. ჰო, სად გავჩერდი?
ნია მირეკავდა.
დენდარტყმულივით ვეცი ტელეფონს და ნიას წიკვინიც გზაში ‘მომეწია’
-სად ჯანდაბაში ხარ?-ღმერთო, რა ნაზია ეს გოგო!
-მეძინა-ამოვიკნავლე მე
-რა დროს ძილია, მოგთენთეს სამსახურში?-დამცინა ნიამ
-სამსახურში ვარ-ამოვუშვი ისევ გაურკვეველი ხმა მე
-სამსახურში გძინავს გოგო?-ჩამკივლა ნიამ და გემრიელად გადაიხარხარა
-აუ, ნია რამდენი თანხმოვანია?! ჩამეძინა და არავინ არ გამაღვიძა!
-მე რომ არ დამერეკა, მანდ უნდა ყოფილიყავი მოკეცილი დილამდე?-არ ჩერდებოდა ნია
-ვინ გითხრა, რომ მოკეცილი ვარ?-სიცილი ამიტყდა მე და ფეხზე ავდექი.
-ჩემთან მოდი რა. ნინი უკვე გზაშია
-რა მოხდა?
-ლიკა გათხოვდა-მითხრა ნიამ და ჩაიხითხითა
-ვინაა ლიკა?-დავძაბე გონება მე
-ლიკა ლომიძე!-ჩამკივლა ნიამ
-კაი? როდის გოგო?
-მოდი და მოგიყვები! ქორწილში ვართ დაპატიჟებულები იქით კვირას
-კაი, 15 წუთში შენთან ვარ
ტელეფონი დავკიდე, ჩემი ნივთები ავალაგე და ოფისის კიბეებზე დავეშვი. შუა გზაში გამახსენდა, რომ შემეძლო ლიფტით მესარგებლა, მაგრამ უკვე სამი სართული მქონდა ჩავლილი და ლოდინი დამეზარა.
მანქანაში ჩავჯექი და ნიას სახლისკენ მიმავალი, კინაღამ 3 ხეს შემოვეხვიე.
რა ვქნა, მაინტერესებდა ლიკა ლომიძის გათხოვების ამბავი.
როგორც იქნა ეღირსა!

ცნობილი სამი „ნ“-ს შესახებ გსმენიათ?!
ეჭვი მაქვს, არა.
დაახლოებით 12-13 წლისები ვიყავით მე, ნია და ნინი ეს სახელი რომ დაგვარქვეს.
ნატა, ნინი და ნია.
ღმერთია მოწმე, რომ სპეციალურად არ გვიქნია და შემთხვევით დაემთხვა, რომ სამივეს სახელი ასო ნ-ზე იწყებოდა.
ეს სახელიც კლასელმა ბიჭებმა შეგვირჩიეს. ჩვენ რაღაც უზომოდ მოგვწონდა და გვეგონა, რომ რაღაც ძალიან მაგარი და იშვიათი მეგობრები ვიყავით ამ სასწაული დამთხვევის გამო. სკოლაში ისე შევდიოდით, ამერიკულ ფილმებში რომ შემოდიან „ტოპ“ გოგოები მაღალ სკოლაში.
ბავშვები ვიყავით, ხდება ხოლმე.
რა მოხდა, ბავშვობაში სისულელეებს არ აკეთებდით?!
ცოტა რომ წამოვიზარდეთ, საკუთარი ტანსაცმლის ხაზის გამოშვება გვინდოდა და იარლიყზე დიზაინერები საკუთარ გვარს რომ აწერენ ხოლმე, ჩვენ სამი ნ უნდა დაგვეწერა.
ამ ფიქრმა მალე გადაიარა და მერე გაჩნდა იდეა, რომ კაფე გაგვეხსნა, იგივე სახელწოდებით.
მოკლედ, ძალიან ბევრი სულელური იდეა გვქონდა.
ბოლოს ვერც კაფე გავხსენით, ვერც ტანსაცმლის ხაზი გამოვუშვით. ვერც საერთო ინტერესები ვიპოვეთ.
ნინი პოლიტოლოგი გახდა, ნია ნევროლოგი და მე გრაფიკული დიზაინერი.
რა თანხვედრაა, არა?!
საოცარი-გეთანხმებით.
მოკლედ ეს სამი „ნ“ არც ახლა ვკარგავდით აქტუალურობას და დღემდე ერთად ვიყავით. იმის მიუხედავად, რომ ყველამ დავალაგეთ ჩვენ-ჩვენი პირადი ცხოვრება, ყოველთვის ვიცლიდით ერთმანეთისთვის.
ნუ დაალაგეს ნიამ და ნინიმ, თორემ მე რომ ყველაფერი თავზე ჩამომენგრა, ამას ორივე ძალიან ხშირად ახსენებს და ამიტომ მე ზედმეტს აღარ ვილაპარაკებ.
უბედური რომ დაიბადები ადამიანი, უნდა ადგე და უბრალოდ შეეგუო. სხვა გზა არ არის.

სამივე სართული წამებში ავირბინე და ნაცნობ კარზე გაბმულად დავაკაკუნე. კარი ჩემმა ნომერ პირველმა სიძემ-დათუნამ გამიღო.
-დათუ, პრივეტ! სად არიან?
-სამზარეულოში არიან და მესამე ჭიქა ყავას სვამენ, სად ხარ აქამდე?
-აუ, რა ვქნა, მოვრბოდი!
-ხოდა მიირბინე ახლა, სანამ თავზე დაგასხეს ყავაც, წყალიც, შაქარიც მოგაყარეს და გაგიშვეს უკან !
-ცანცარა ხარ რა! უი, ირაკლი შენც აქ ხარ?-გამეცინა ჩემი ნომერ მეორე სიძის დანახვაზე და იკაკოც გადავკოცნე.
-მესამე კაცი გვაკლია, მაგრამ არ ჩანს და რა ვქნათ?!
-დავაი რა !
აი, ხომ გითხარით! პირველად გაისმა ჩემი მარტოხელობის აღმნიშვნელი რეპლიკა.
სამზარეულოს კარი გავაღე და ზუსტად დათუს აღწერილი სურათი დამხვდა. ჭიქებით სავსე მაგიდა და ნინის და ნიას მკვლელი მზერა.
-მოვიდა მძინარე მზეთუნახავი!
-ტივით მოდიოდი?
-იქნებ ურმით?
-მოკვდი გზაში და ხელოვნურ სუნთქვას გიტარებდა ვინმე სიმპატიური ბიჭი?
დამაყარეს კითხვები წამში.
-მლანძღე ახლა კიდევ სამი წელი!
-ნატო, დალევ ყავას?
-ნატოც ხარ და იზოც! დამისხი და დავლევ!
-შენ არ იცი, ჩვენ რა ამბავი გველოდება!-წარბები მაღლა აზიდა ნინიმ
-აბა მოყევით!
-მოკლედ-დაიწყო ნიამ და ჭიქა მაგიდაზე დადგა-ეს ჩვენი ლიკა გაყვა იცი ვის?
-ვის?
-ვინმე გიორგი ქებურიას. ვიღაც მილიონერია, საკუთარი რესტორნების და სასტუმროების ქსელი აქვს თბილისში, ბათუმში, ყაზბეგში, ყვარელში და კიდევ სადღაც. ნუ კიდე რაღაც პატარ-პატარა ბიზნესები აქვს, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებით. ძალიან დიდი ქონების პატრონია. საზღვარგარეთაც აქვს რესტორნები და ქართულ სუფრას მაგრად უბერავს. საფრანგეთში ცხოვრობსო, ლაგვილავამ მომიყვა. ახლა ჩამოვიდა, ქორწილს გადაიხდიან და მერე ეს ლიკაც იქ მიყავს!
-აზრზე ხარ? სასტავს რა ბედი აქვს პროსტა!-დავიბოღმე წამებში მე
-აბა გოგო? ლიკა! ვიღაცა ლიკა! ბავშვობაში ჩვენი უბნელი ძველი ბიჭების მეტი მაგას არავინ მოსწონდა და ვერ დაითრია მილიონერი ბიზნესმენი?
-კარგი ნინი! ნუ ხარ ბოროტი!-შემეცოდა ლიკა ლომიძე მე
-არა, არ იყო ცუდი გოგო-გაეცინა ნიას
-ცუდი კი არა, ძალიან კარგი ბავშვი იყო!-ვცადე ლიკას გამართლება მე
-შენ რა იყო, რამეს დაგპირდა მაგის ქმარი და არ ვიცით?-გაეცინა ნინის
-მოიცა, ყველაზე მაგარი არ მითქვამს!
-ჰო, ათქმევინე ბოლომდე რა ! სად იხდის, როდის, როგორ?-ჩაეკითხა ნია-მეც არ მომიყვა, სანამ არ მოხვედი
- ქორწილი არის 30 ივლისს. ამ ქებურიას ყაზბეგში ხომ აქვს საკუთარი სასტუმრო. სასტუმრო კი არა, ვილაა მგონი. ხოდა მთელი ქორწილი ვართ 25დან დაპატიჟებულები. ლიკას რომ ველაპარაკე ასე მითხრა, ერთ კვირიან ფართის ვაწყობთო რა. თავისი „მალჩიშნიკით“ და „დევჩატნიკით“. მოკლედ 1 კვირით გასვენებთ, გართობთ და თან ჩემს სიხარულსაც იზიარებთო!
-მოიცა, ანუ ახლა ჩვენ ყველა 1 კვირით მივდივართ ყაზბეგში?-გამეცინა მე
-ჰო, ნატა ჰოო!
-კაი, ღადაობ? 1 კვირა რა უნდა ვაკეთოთ? „დევჩატნიკზე“ დავადგეთ და ქორწილზე რა...-დამეზარა მე
-აუ, ყველა იქ იქნება და გაასწორებს! მთელი კლასი და მთელი ძველი სასტავი რა.
-სამსახურები?
-გავიდეთ უხელფასოში!
-ნუ იცი ნატა ყველაფრის გაპრობლემება! წავიდეთ, განტვირთვაა რა !-დაეთანხმა ნიას ნინიც.
-თან ყველა დაგვპატიჟა ქმრებით. ვისაც ქმარი არ გყავთ, შეყვარებულებით წამოდითო. მოკლედ, ყველა მივდივართ წყვილში რა, ყველაზე იფიქრა გოგომ. მარტო არავინ არ დარჩეთო
-და მე რომელ წყვილში მეპატიჟებით?-წითელი ამენთო მე.
ორივე უცებ გაისუსა და დამნაშვის თვალებით შემომხედეს
-გოგო, ეგ იმ პონტში თქვა, ვინც არავის არ იცნობს, რომ მარტო არ იყოს რა... შენ რათ გინდა წყვილი? აქ არ ვართ?
-აუ, არ ვიცი რა...არ ვიცი მინდა თუ არა ლიკა ლომიძის და ვინმე მილიონერი გიორგი ქებურიას ერთ კვირიან ქორწილში „პაეზდკაზე“ მოხევა!
-გინდა რა! გთხოვ!
-და მითუმეტეს იქ იმ კრეტინის და მისი ახალი სატრფოს ყურება!
ამოვთქვი ჩემი მთელი დღის გულის ტკივილი მე და გოგოებს თვალი ავარიდე!
-შენს ყოფილ იდიოტ ქმარს გულისხმობ?-შიშნარევი ხმით მკითხა ნინიმ
-არა, ინგლისის პრინცს! ხო, მაგას! და მის თათუშკების! ელისაბედ მეორესავით გამოკვანწული რომ მოვა!
-აუ, დაიკიდე რა!
-კაი რა... ყველა ვიღაცასთან ერთად უნდა იყოს და მე მარტო, არ შემიძლია რა ... მართლა!
-ახლა შენი ყოფილი იდიოტი ქმრის გამო არ უნდა წამოხვიდე? იდიოტი სანდროს გამო?
-აუ, ეძახეთ ახლა იდიოტი!
-აუ, მე გეტყვი მაგარს!-თვალები აუთამაშდა ნიას
-აბა, გისმენ!
-მოიცა! დათუნა! ირაკლი! მოდით-დაიყვირა ბოლო ხმაზე და ორივე სიძე სამზარეულოს კარებში აღმოჩნდა წამებში
-ბიჭებო, ვინმე კაი ტიპი უნდა გვათხოვოთ თქვენი საძმაკაცოდან!
-რა უნდა ვქნათ?-დაიბნა ორივე
-აი, რომელიმეს არ გყავთ ისეთი ძმაკაცი? უცოლო რომ იყოს და თან არ ეზარებოდეს 1 კვირიან ლიკა ლომიძისა და გიორგი ქებურიას ქორწილში წამოსვლა ნატასთან ერთად
-ნია გადაირიე?-ავყვირდი წამებში მე
-შენ გაჩუმდი!
-კაი, რას აკეთებ? ახლა მე თამაშის ნერვები მაქვს?
-აუ, გავერთობით ნატა რა ! წარმოიდგინე, რას ვიღადავებთ, ვითომ შენი საქმროა, ან რამე რა...
დათუნა და ირაკლი ჩაბჟირდნენ.
ნიამ და ნინიმ ორივე გვარიანად გამოლანძღა და ამჯერად სერიოზულად მიუდგნენ საქმეს
-ვნახავთ ვინმეს ხო! რას მიკივი-შეუბღვირა ნიას დათუნამ
-ვინმე არ გვინდა! ზაზა არ წამოიყვანო იცოდე!
-რა? ვინ ზაზა? დაბალი და მელოტი?-ყვირილი დავიწყე მე!
-არა, არა...რატის ვეტყვი, ან ზურას, ან კიდე...ნიკა? არ წავა?
წამში გამოაცხადა კასტინგი დათუნამ
-აი, ზურა არა! გთხოვ! საშინელი სიმთვრალე აქვს! თქვენი ქორწილიდან მახსოვს და ეს რატი რომელია? ან ნიკა?-დავინტერესდი მე
-ნიკა მაღალი, შავგვრემანი ტიპი როა...შარშან წინ ახალ წელს რომ შევხვდით აქ და რომ დაგვადგა, იტალიიდან რომ ჩამოვიდა. რატი კიდე ისაა ნინიმ მანქანა რომ დაუმტვრია, გახსოვს?-ახარხარდა დათუნა
-აა, უი მახსოვს კი!-გამეცინა მეც-ორივე მახსოვს
-რომელიმეს წამოვიყვან, რომელსაც ეცლება!
-აუ, ნიკა წამოიყვანე რა ! ამ რატის რაღაც სასტიკი იუმორი ჰქონდა და შეიძლება გავცხო და დავაგორო ყაზბეგიდან!
-ჩემო ნატა! უნდა დაჯერდე იმ ძვალს, რომელსაც გადმოგიდებენო, ნათქვამია!
-ეს ვინ თქვა, დათუნამ?-გამეცინა მე
-დიახაც! ვრკავ მე ბიჭებთან!
-აუ, მაგრად ვიხალიხებთ!-ჭკუაზე არ იყო ნია
-რას მაკეთებინებთ?!
ვიყურებოდი მე და მეცინებოდა.

* * *
სანდრო ცერცვაძე ჩემი კლასელი იყო. ჩემიც, ნიასიც და ნინისიც. სკოლის დამთავრების ერთი წლის თავზე ვიქორწინეთ.
ერთმანეთი ბავშვობიდან გვიყვარდა. ახლა რომ ვიხსენებ იმ დროს, ვერც იმას ვამბობ ბავშვური შეცდომა იყო მეთქი.
იმიტომ, რომ მართლა მიყვარდა. შეიძლება ბავშვურად, მაგრამ მიყვარდა.
ჩვენი თანაცხოვრება დაახლოებით 8 თვე იდეალური იყო. ძალიან ბედნიერები ვიყავით. ერთად დავდიოდით უნივერსიტეტში, ერთად ვსწავლობდით, ერთად ვიზრდებოდით, ერთად ვერთობოდით. ყველაფერს ერთად ვაკეთებდით.
მერე ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა. სანდრო ყვავილებით აღარ მოდიოდა სახლში. დილით შუბლზე მისი ტუჩების შეხება აღარ მაღვიძებდა.
ჩემთვის ყავის მომზადებაც ეზარებოდა, მე კი მისი დაკუჭული პერანგების დაუთოება. ნელ-ნელა ჩხუბი დავიწყეთ დასალაგებელ სახლზე, არეულ ნივთებზე, საჭმელზე, ჭურჭლის დარეცხვაზე და ა.შ.
ვფიქრობდით, რომ ეს უბრალოდ იმის ბრალი იყო, რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას ვერ შევეჩვიეთ და ყველაფერი დალაგდებოდა, მაგრამ ყველაფერი გაუარესდა.
მე სანდროსთან ერთად გართობას, გოგოებთან ერთად კაფეში ჯდომა ვამჯობინე. მანაც ძმაკაცებთან ერთად ბარში დალევა აირჩია და საღამოები, რომელიც ერთმანეთისთვის უნდა დაგვეთმო, ისიც ორად გაიყო.
ერთმანეთს დილით ვხედავდით და ძილის წინ.
მეორე კურსზე ვიყავით, სანდრომ მამამისის კომპანია რომ ჩაიბარა და სწავლა თითქმის ფეხებზე და იკიდა. ის ხალისი, რომ მეცადინეობაში ერთმანეთს ვეხმარებოდით გაქრა.
მერე უკვე აღარ სიამოვნებდა მე მთელი დღე უნივერსიტეტში რომ ვიყავი და საღამოს წიგნებთან ვიჯექი.
თვითონ პროფესია აღარ აინტერესებდა, მე კიდე ჯერ ისევ კარიერაზე ვფიქრობდი.
მეუბნებოდა, ნუ წვალობ, ჩემი ფული ორივეს გვეყოფაო და მე ამას ვერ ვეგუებოდი. სულ მქონდა განცდა, რომ შეიძლებოდა მარტო დავრჩენილიყავი და ქმრის კისერზე ვერ ვიცხოვრებდი. (ოხ ეს დამპალი წინათგრძნობა  )
ამასთან ერთად მომწონდა ჩემი საქმე.
ყველაფერი გაართულა მისი მშობლების მოთხოვნამ, რომ შვილიშვილი უნდოდათ. არ ვიცი სანდრომ რატომ აიტეხა, რომ ისინი მართლები იყვნენ.
სერიოზულად ვჩხუბობდით ამ თემაზე.
ვერ იგებდა, რომ უნივერსიტეტში ჯერ ორსული და მერე ბავშვით ხელში ვერ ვირბენდი.
ბავშვი კი არა, ჩვენ თავს ვერ ვუვლიდით. ერთი ჭიქის გარეცხვა ეზარებოდა და ეს ბავშვის გაზრდაში (მითუმეტეს აღზრდაში) მომეხმარებოდა?
სანდრო სულ იმას მიმეორებდა, რომ ბავშვი ყველაფერს დაალაგებდა. მე კიდე ვფიქრობდი, რომ ჩვენს უფსკრულთან მდგარ ცოლ-ქმრობას კიდევ შვილი არ სჭირდებოდა. მასთან დამატებული ათასი პრობლემა, პამპერსები, ფაფები და ღამის თენება.
თითქოს წინასწარ ვგრძნობდი და ველოდებოდი, რომ დავშორდებოდით. 20 წლის ასაკში კი შვილი ნამდვილად არ მინდოდა. მითუმეტეს ქმართან დაშორების და მარტოხელა დედობის პერსპექტივით.
ამ თემაზე უკანასკნელად რომ ვიჩხუბეთ. სანდრო სახლიდან წავიდა და სამი ღამე არ დაბრუნებულა.
3 დღის მერე საოცრად შეცვლილი მოვიდა სახლში.
ყვავილები მომიტანა.
1 კვირა ყოველ დილით საუზმეს მახვედრებდა და ისე თბილად მექცეოდა, მიკვირდა. უნივერსიტეტში მაცილებდა, მეცადინეობაში მეხმარებოდა, საჩუქრებს მყიდულობდა.
ათასი ბოდიში მომიხადა, ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენ გინდაო.
რატომღაც გრძნობა გამიჩნდა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა.
თავს სანდრო მართლა დამნაშავედ გრძნობდა, ოღონდ იმის გამო, რომ მღალატობდა და არა იმის გამო, რომ უაზროდ მეჩხუბა.
მის სამივე პერანგზე ერთი და იგივე სუნამოს სუნი რომ ვიგრძენი, მაშინ დავეჭვდი.
საერთოდ ვერ ვიტან სუნამოებს, მითუმეტეს ასეთ ტკბილს.
მერე სანდროს ტელეფონზე ხშირი მესიჯების მისვლა-მოსვლა ატყდა.
თავს ვაჯერებდი, რომ გავრეკე და უბრალოდ მეჩვენებოდა.
მანამ, სანამ სანდრო ღამის 4 საათზე არ დაბრუნდა სახლში. მთვრალი იყო.
ისე დაწვა, ეგონა, რომ მეღვიძა.
კისერზე დალურჯებები და ვიღაც ქალის კბილების სრული აღწერილობა რომ ჰქონდა გამოსახული, მანდ ყველაფერი დავამთავრე.
მერე აღვიდგინე მისი უცხო სუნამოს სუნები, ტელეფონზე მესიჯები და ყველაფერი.
მანამდე ვერ ვაკადრე საკუთარ თავს, რომ ბიჭი, რომელსაც მეხუთე კლასიდან ვუყვარდი-მღალატობდა!
ვერ დავიჯერე, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექი.
იმ წუთასვე წამოვდექი ფეხზე.
მთელი გარდერობი ისე გადმოვალაგე და ორი ჩემოდანი ისე გავავსე, მთვრალ სანდროს წამით არ გაღვიძებია.
გამთენიისას მაღვიძარამ რომ დაურეკა და ფეხზე ადგა, მე უკვე სახლიდან გავდიოდი.
სიტუაციაში ვერ გამოერკვია,სანამ სარკეში არ ჩავახედე და მისმა სხეულმა წინა ღამე არ გაახსენა.
მახსოვს თავში ხელები შემოიტყდა და ჩემოდნების დანახვისას ყველაფერს მიხვდა.
ხმაგამწყდარმა მკითხა, უნდა წახვიდეო?!
არაფერი ვუპასუხე.
არ გამომკიდებია.
1 კვირა სართოდ არ ჩანდა.
მერე დაიწყო სახლთან დახვედრები.
„მაპატიე“
„შენ გარდა არავინ არ მინდა“
„პირველი და უკანასკნელი იყო“
„ერთი ღამის ურთიერთობა იყო“
„კაცი სხვანაირად არის მოწყობილი“
„შემირიგდი“
„მარტო შენ მიყვარხარ“
„ის არაფერს ნიშნავდა“ და ა.შ
ვერ ვაპატიე.
გული მერეოდა მის საქციელზე და მივხვდი, რომ 20 წლის ასაკში იმაზე მეტი იმედგაცრუება ვნახე, ვიდრე დავიმსახურე.

ყველას ეგონა, რომ დეპრესიაში ჩავვარდებოდი, საწოლს აღარ მოვშორდებოდი და ყველაფერზე ხელს ავიღებდი, მაგრამ ეს ჩემში არ იჯდა.
უნდა ვთქვა, რომ მარტივად გადამატანინა იმ ფაქტმა, რომ ჩემი და სანდროს დაშორებიდან 2 თვეში ნია გათხოვდა.
ნიას ქორწილიდან 1 წლის თავზე კი ნინი.
მე დავიწყე მათი ცხოვრებით ცხოვრება.
მათი ქმრების დაძმაკაცება და
ჩემს მომავალ ნათლულებზე ფიქრი.
მივხედე თავს, მოვიწყვე ჩემი კარიერა და თავს გადასარევად ვგრძნობდი.
ნიას უკვე ორი შვილი ჰყავდა. 3 წლის ლიზი და 9 თვის საბა.
ნინის დემეტრე 2 წლის ხდებოდა მალე.
მე ისევ ნულზე ვიყავი და ეს ფაქტი საერთოდ არ მაწუხებდა.
სანდროს ხშირად ვხედავდი.
საბედნიეროდ ისეთი კარგი კლასი გვყავდა, რომ ყოველ წელს ვიკრიბებოდით სკოლის დამთავრების დღეს და აღვნიშნავდით.
ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა.
გამარჯობა, გაგიმარჯოს.
როგორ ხარ, მეც კარგად, ახალი რა ხდება, არაფერი, ნახვამდის.

* * *
ლიკა ლომიძის ქორწილისთვის სერიოზული მზადება მეორე დღესვე დაიწყეს ნინიმ და ნიამ.
მეც არ ვიცი, რატომ დავთანხმდი ნიას კრეტინულ შემოთავაზებას, რაღაც სიყვარულის გათამაშებაზე, მაგრამ ფაქტი იყო, ნიკასთან, ან რატისთან ერთად მომიწევდა 1 კვირა თამაში.
სანამ წავიდოდით, ორი დღით ადრე, გვიან ღამით ავედი ნიასთან
-რას შვები?
-ჩუ! დათუნა ბავშვს აძინებს!
-ეე, მეთქი ჩავჯუგნი ლიზიკოს თქო!
-სად მყავს შენი ჩასაჯუგნი შვილი?
-ვის უტოვებ ბავშვებს?
-დედაჩემს! და არ ვიცი ერთი კვირა როგორ უნდა გავძლო ან მე, ან ბავშვებმა!
-გეუბნებოდი არ გვინდა ამდენი ხნით წასვლა თქო!
-შედი სამზარეულოში და ნუ წუწუნებ რა!
-ნატაშკ, პრივეთ!-თავზე მაკოცა დათუნამ და სკამზე ჩამოჯდა
-დააძინე?
-გათიშულს სძინავს! დილამდე ხმის ამომღები არ არის!
-ოქრო მამა ხარ!
-გმირი მამა ვარ! ნია, მაჭამე რამე რა... ნატა, არ გშია?
-აუ, კი!
-დაეყარეთ! გაჭმევთ!-აზუზუნდა ნია
-მოკლედ, რატი მოდის-მითხრა დათუნამ და მაკარონს გემრიელად შეექცა
-აუ, კაი რაა....-ავზუზუნდი მე!
-მაქსიმალურად ვეცადე, ნიკა შემება, მაგრამ 4 დღეში მიდის მივლინებაში და შანსი არაა, რომ აქედან მოვტყდეო. თორემ აი, ნატას ქმარს კი არ ვითამაშებდი, ეგ ისეთი გოგოა, ნამდვილადაც მოვიყვანდი ცოლადო!
-აუ, შენი ძმაკაცებიღა მაკლია რა!-გავიპრანჭე მე
-რას ერჩი რატის? მშვენიერი ბიჭია! მე თუ მკთხავ, ნიკაზე სიმპატიურია-მხარი აუბა ნიამ ქმარს
-უაზრო იუმორი აქვს და უთხარი არ მეხუმროს!
-ამოვა ცოტა ხანში, წინასწარ შეათანხმეთ რაღაცეები!
-რა უნდა შევათანხმოთ?
-რავიცი, გაგაცნობ მაინც შენს მომავალ საქმროს-ხითხითებდა დათუნა და მაკარონს ჭამდა.
-აუ, მოსაკლავები ხართ შენ და ნინი რა !
მე და ნიამ 3 ჭიქა ყავა დავლიეთ.
დავცინეთ დათუნას.
განვიხილეთ ქორწილში ჩასაცვამი ტანსაცმელები.
ნინის და ირაკლისაც გადავწვდით.
მერე ისევ ყავა დავლიეთ.
ფეხბურთს ვუყურეთ, გაღვიძებული საბა დავაძინეთ
და როგორც იქნა მისტერ უდიდებულესობა რატი ამაღლობელი ამობრძანდა. როგორც იქნა!
-მოგივიდა საქმრო ნატუკ-ყურებამდე გაიღიმა დათუნამ
-რატი როგორ ხარ?-გადაეხვია ნია მისტერ უდიდებულესობას
-კარგად ვიყავი, სანამ გავიგებდი, რომ ნატას საქმრო ვარ-გადაიხარხარა და გადამკოცნა
-აუ, არავინ გეხვეწება რა ! აი, ამიტომ მინდოდა ნიკა!-ავზუზუნდი მე
-„დაჟე“ კასტინგი გქონდა? როგორ მოვიგე? რა კრიტერიუმით ამარჩიეთ?-იცინოდა ის და ჩემს ყავას სვამდა
-კრეტინულ ხუმრობებს თუ განაგრძობ სახლში დარჩები!
-დავაშავე რამე?-დამნაშავე თვალებით ახედა ნიას-კაი, არ გვინდა ჩხუბი!
-არ გვინდა და ზედმეტს ნუ ლაპარაკობ-გავუცინე მე და ჩემი ყავა გამოვართვი
-ნატ, იმდენ ყავას სვამ, ხვალ შენ დაჯდები საჭესთან ვატყობ
-აუ, არ დაიჯერო დათუ!
-რა მევალება ახლა მე, ამიხსენი მოკლედ-მითხრა რატიმ და საათზე დაიხედა-თორემ ჯერ არ ჩამილაგებია
-არაფერი, ნერვები არ უნდა მომიშალო! თავაზიანად უნდა მომექცე და ხალხს მოაჩვენო, ვითომ გიყვარვარ
-კაი, ეს გამომართვი შენ-თქვა და ჯიბეები მოიჩხრიკა-ვახ, სად წავიღე ...აი, აიღე
მითხრა და რაღაც ულამაზესი ბეჭედი გამომიწოდა
-ეს რა არის?-თვალები შუბლზე ამივიდა მე
-კაცო, დანიშნულები არ ვართ?
-ჰო, მაგრამ...
-ე, აბა როგორ?! კაცი ბეჭედით მოვედი
ამ სცენის დანახვისას დათუნამ ერთი შეჰკივლა სასოწარკვეთილი ქალივით „ვაიმეო“ და იატაკზე გაგორდა.
ნიამ რომ მოტვინა, რაზეც იცინოდა, მასაც ბოლო ხმაზე აუტყდა ხარხარი და ქმარს იატაკის მოპრიალებაში მიეხმარა.
მე არ ვიცი ეს დეგრადიული წყვილი რატომ იწვა ძირს და ფეხებს რატომ იქნევდა 9 თვის საბასავით, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ისევ დამნიშნეს.
ისევ დამნიშნეს!-რა ცუდად ჟღერს?!
-ბიჭო, მართლა დანიშნე?-ხარხარებდა დათუნა
-აბა, ტყუილად? საქმროო იტყვის და ბეჭედი რომ არ ეკეთება ტეხავს. მაგას ვათქმევინებს ხალხს, რატი ამაღლობელი ბეჭედს „ჟოშკავსო“ ?
-აუ, შენც არ მყავდე ახლა პრემიერ მინისტრი, რომ ხალხი გიცნობდეს რა!
-აუ, სინაგლეც მესმის!
-აუ, ბეჭდებს სულ ვკარგავ და არ დამეკარგოს მეშინია, ძვირფასი ჩანს...
-კი, ნამდვილად ძვირფასია და მოგიწევს მოუფრთხილდე, თორემ ყველაფერი გამჟღავნდება!
-ნია და ნინი მოსაკლავები ხართ! რა გამიკეთეთ ეს!-ვბუზღუნებდი ჩემთვის
-ოხ, შენ ახლა ჩემი შებმა გინდოდა და ვერ ბედავდი, გოგოებს დააბრალე!
-აუ, უკვე ნერვებს მიშლის! დათუნა, უთხარი რამე!
-მე რა ვუთხრა გოგო! ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო, ხომ გაგიგია?!-იატაკიდან მიპასუხა ისევ დათუნამ
-აუ, რა ნაგავი ხარ!

* * *

* * *
წარმოდგენა არ მაქვს რატომ გადავწყვიტეთ შესანიშნავმა ექვსეულმა ყაზბეგში დათუნას მანქანით წასვლა. ერთადერთი გამართლება ის იყო, რომ მხოლოდ მას ჰყავდა ჯიპი და შესაბამისად ბევრი ისეთი გზა გვქონდა გასავლელი, სადაც ვერც ნინის ფუგა ავიდოდა და ვერც მისი ქმრის ჰონდა ფიტი. ამ დავაში ჩემი „ტროიკის“ ხსენება ცოტა უხერხული იყო, ამიტომ დავჯერდით დათუნას მანქანას.
იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ექსტრავაგანტულ ცოლ-ქმარს (ნინის და ირაკლის) ქალაქში არ ვუჯდებოდით მათი ‘ ზე ’ საოცარი შესაძლებლობების გამო,რომელსაც მანქანის მართვისას ავლენდნენ, ამხელა გზაზე ვინ დაუჯდებოდა? ნია მგზავრობისთვის არ არის გაჩენილი. დრამინაზეა შემჯდარი. დათუნა კიდე როგორც კი ქალაქს გასცდა ისე დაიღალა, რომ საცოდავი თვალებით მთხოვა საჭესთან დაჯდომა.
ჰო, ამდენი იმიტომ ვილაპარაკე, რომ ჩემი, როგორც ყველაზე გამხდარი ადამიანის საჭესთან დაჯდომა ზედმეტად პრობლემა გახდა.
ირაკლი გვერდით მომისვეს, მისი განიერი მხრების გამო და ნინი, ნია და დათუნა ძლივს მოეწყვნენ უკან სიდენიაზე.
დადგა საკითხი, რა ვუყოთ თავქარიან რატის?!
ბატონი რატი გადაბრძანდა საბარგულში. ამაზე მთელი გზა ვღლაბუცობდი. ეს ამაღლობელი და თან ალვის ხე კაცი ვერ მოგათავსეს საბარგულში თქო?!
ის კიდე იქიდან იმუქრებოდა, ყველას ვეტყვი, რომ შენი ყოფილი ქმრის საეჭვიანოდ ვარ წამოსულიო.
-ნატაა!
-რა ჯანდაბა გინდა?!
-ერთმანეთი სად გავიცანით?
-რა?
-ვითომ სად გავიცანით ერთმანეთი, ხომ გვკითხავენ არა?
-რავიცი რატი...დათუნას ძმაკაცი ხარ და საიდან გავიცნობდით?!
-რამე ორიგინალური ისტორია ხომ არ მოგვეფიქრებინა?!
-არ შემარყიო! იქ ხალხში რამე არ მოიბოდიალო!
-კარგი ხო! გნებდები!
-ხოდა ეგრე-ვთქვი მე და სათვალე გავიკეთე
-ისე მაგარი იქნებოდა, რეალური ისტორია რომ მოვყვე, როგორ დამიმტვრია შენმა დაქალმა მანქანა ნიას და დათუნას ქორწილში!
-რატი მოკეტე!
-შენი საყვარელი ფერი?
-არ მომეშვები?-ავყვირდი მე
-ჩემი შავი!
-ბანძო!-ვხარხარებდი მე
-რა გაცინებს?!
-შავი ხარ, ბრატ?!
-მითხარი ნატა!
-ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში კი არ ხარ მიწვეული! თეთრი!
-ვა, შავი და თეთრი? რა ტანდემია-მოეწონა რატის
-აბა მოყევი ჩემი მოკლე ბიოგრაფია!-ავყევი ცანცარში მე
-ნატა დოლიძე. გრაფიკული დიზაინერი. დაბადების დღე-11 მაისი. ბუნებრივი თმის ფერი-ღია ყავისფერი. საყვარელი ფერი-თეთრი. შენი ქმარი იყო სანდრო ცერცვაძე
-ამის ხსნება აუცილებელი იყო?-ვიყვირე მე
-ერთმანეთი გავიცანით 1 წლის წინ, დათუნას დაბადების დღეზე.
-ეს ახლა მოიფიქრე?
-კი! მე ვითომ ქორწილიდან მომწონდი, მაგრამ მაშინ ქმარს ახალი გაშორებული იყავი და დამადე! ხელი გთხოვე 1 თვის წინ. ჰო, კიდე გიჟდები ცხოველებზე. ვერ იტან ტკბილეულს და არ ჭამ ხორცს. სალათის ფურცლებით იკვებები ძირითადად. ჩემი პატარა ბოჩოლა რომ დაგიძახო, რა აზრის ხარ?!-ახარხარდა რატი
-კრეტინი რომ დაგიძახო, ხომ ხარ ღირსი?
-აბა ბალახის მეტს არაფერს ჭამ და რა ვქნა?!
-დათუნა რამე ჩასცხე მაგას თავში და ვიქნები მარტოხელა ნატა, გთხოვ რა!
-კარგი, ნუ ჩხუბობთ!-თავი წამოწია დათუნამ და ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა.
-ახლა შენი ჯერია!-მითხრა რატიმ
-რატი ამაღლობელი. უზომოდ კრეტინი და ნერვების მჭამელი მექანიზმი. თავის თავზე აქვს უდიდესი წარმოდგენა. ცოლი არ ჰქოლია, აბა მაგას ვინ გაყვებოდა?! ხარ არქიტექტორი და მოდი ვთქვათ, რომ ჩვენი მომავალი ბინის პროექტს შენ აკეთებ, რომანტიკულია-სიცილი ამიტყდა მე
-მეღადავები ხო?
-იასნა!
-განაგრძე!
-ჰო, რაც მთავარია დაბადების თარიღია 4 აგვისტო. ახლა მივხვდი!-შევკივლე დემონსტრაციულად-ლომი რომ ხარ ჰოროსკოპით მაგიტომაც ვერ მეგუები ამ იდეალურ კუროს, არა?!
-ბატონო?!
-თავხედი და ამაყი ლომი!
-ჯიუტ კუროს მაინც ჯობია!
-საბარგულის კარები როგორ გავხსნა, რომ ეს კრეტინი გადავაგდო? იკა არ იცი?
-რაა?-დაიბნა ირაკლი
-საბარგული გამიხსენი!
-აუ, დაწყნარდით მართლა, რა ტვინი წაიღეთ?! ჩახვალთ ახლა ორივე და გვსდიეთ მერე ყაზბეგამდე ფეხით! კრეტინები მართლა ორივე რა!
მიგვაჩუმა ნინიმ და ძილი გააგრძელა.
მე და რატის ისტერიული სიცილი აგვიტყდა და კინაღამ სადღაც გადავიჩეხეთ.


* * *
ყაზბეგში მშვიდობით ჩავედით. იქაურობას ეტყობოდა, რომ ქორწილის სამზადისი კარგა ხნის დაწყებული იყო. ღმერთო, როგორ არ ეზარება ამ ხალხს ეს მასკარადი? ვხარხარებდი მე და ჩემოდანს მოვარიხინებდი. ნია თვალებს მიქაჩავდა, წესიერად მოიქეციო. ამ დროს კი სრულაიდ შემთხვევით უცხო ხელი ვიგრძენი მხრებზე და დენდარტყმულივით შემოვტრიალდი
-რა იყო? მაგ ჩემოდანს ნუ გამომიქანებ ახლა!-მიღიმოდა რატი და თავისკენ მექაჩებოდა
-რამ გადაგრია?-ხელი გავაშვებინე მე
-შენ რა ეშმაკმა გაგაშეშა?-არ დამაკლო რატიმაც
-აბა, რას მეხუტები?
-ქმარი ვარ გოგო!
-საქმრო!
-საქმრო ხელს რომ გხვევდეს არ მოსულა?-გაეცინა რატის და ხელი ჩემს მხრებზე დააბრუნა
-ღმერთო, 1 კვირა გამაძლებინე და ვინც ამას გამარჯობა უთხრას ქუჩაში პროსტა რა!
-1 კვირაში ვისაუბროთ მაგაზე!
-ოჰო, რაზე?
-გამარჯობა კი არა, მადლობები გაქვს სათქმელი!
-აი, ამ ჩემოდანს მართლა რომ დაგიმიზნებ და შუაზე გადაგიხსნი თავს, მერე იცინე იდიოტივით!
-წყვილი დაოკდით! ლიკა მოდის-შემომიბღვირა ნინიმ და მეც უცებ დავირტყი სახეზე იდიოტური ღიმილი.
-ჩემი გოგოები!-გადაგვეხვია სამივეს და მეგონა ტირილსაც კი დაიწყებდა ცოტახანში, ისე გაუხარდა ჩვენი დანახვა-უცვლელი სამი „ნ“ !
-ლიკუ, როგორ გამიხარდი!-გაიწელა ნინი და ისე გადაეფხრიწნენ ერთმანეთს მე და ნიამ გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს.
ლიკა დათუნას და ირაკლის კარგად იცნობდა, მათაც გულიანად გადაეხვია და დადგა ჯერი ჩემი რატის გაცნობისა!
-ლიკ, გაიცანი ეს ჩემი საქმროა-რატი!
-ვაიმე, საქმრო?! ამ ამბავს მიმალავდი?!-თითი დამიქნია ლიკამ
გიმალავდი რა, მეც 2 დღის წინ გავიგე თქო მინდოდა მეთქვა, მაგრამ...
-ძალიან სასიამოვნოა
-ჩემთვისაც! რა კაი ბიჭია ნატ, ყოჩაღ!-მითხრა ვითომ ჩუმად და რატის ფხუკუნი გავიგე.
-ეს კი ჩემი მეუღლეა-გიორგი ქებურია!
ეს ზედმეტად მოსაბეზრებელი გაცნობის სცენა მალე დამთავრებულიყო-ამას ვნატრობდი. ბიჭები გიორგის გაყვნენ და რამე „ბიჭურ“ თემებზე გააგრძელეს ლაპარაკი. ჩვენ ლიკამ გამოგვიყვანა და ქორწილზე ლაპარაკი დაიწყო. დეტალურად გაგვაცნო ამ 1 კვირის გეგმა და ჩვენც დიდი ინტერესით ვუსმენდით.
-მოკლედ, ჯერ-ჯერობით სულ ჩვენები ვიქნებით, ახალგაზრდობა! ისე ქორწილისთვის წინა დღეს ჩამოვა ხალხი. მოკლედ, მაგარი დრო უნდა ვატაროთ რა ! ნატა, გადავირიე...სასწაული ბიჭია! სად გაიცანი, სად მონახე, სად იპოვე? სად იყო აქამდე?
-სულ აქ იყო. დათუნას მეგობარია. დაბადების დღეზე გავიცანი ამათთან სახლში...ხომ ხვდები, სულ ერთად გვიწევდა ყოფნა
-აუ, სასწაულად უხდებით!
-ე, ახლა გვეწყინება-გაიბუტა ნინი
-კაი რა ნინუც! ხომ იცი, თქვენს ქმრებზე ვგიჟდები! უბრალოდ ნატა მეორედ თუ გათხოვდებოდა არ მეგონა
-ვითომ რატომ?-გამეცინა მე
-მეგონა აიცრუე კაცებზე გული!
-უი, არა ! საიდან მოიტანე? ყველა კრეტინი ხომ არ შემხვდება?
-ეგ კრეტინიც მოდის, რომ იცოდე!
-ვიცი-გამეცინა მე-მერე რა?
-არაფერი, რა უნდა იყოს?-დაიბნა ლიკა
-ლიკუ, მართლა ძალიან გაგვიხარდა შენი ამბავი!
-ვიცი გოგოებო! წავალ ახლა და სამ ოთახს გავამზადებინებ თქვენთვის! ისეთი სასტუმროა გადაირევით! ყველაფერში ნიჭიერია ჩემი მომავალი ქმარი! უბრალოდ ერთ სართულზე ვერ მოგახვედრებთ, მაგრამ დამიჯერეთ ნომრებში მარტო დასაძინებლად შევალთ!
გაგვიცინა ლიკამ და სასტუმროსკენ წავიდა. მას გიორგიც გაყვა და სანამ ბიჭები ჩვენამდე მოვიდოდნენ, მე ღიმილი სახეზე შემახმა.
გოგოებს გადავხედე და ჩემი გაფითრებული სახე რომ დაინახეს, იგივე დაემართათ
-რა თქვა ახლა ამან?
-რა თქვა?-შემომიბრუნა კითხვა ნინიმ
-სამ ნომერს გავამზადებინებო?
-ჰო, მერე?-მითხრა გაუაზრებლად ნიამ და მერე ჩემსავით თეთრი ფერი დაედო-ანუ?
-ანუ...
_ანუ?!
-ანუ წყვილებში დაგვაბინავებს, ხო?-ცოტაც და ტირილს დაიწყებდა ნია
-ღმერთო, ახლა არ ამახარხარო!-სახეზე ხელები აიფარა ნინიმ
-რატომ ვარ ასეთი იდიოტი?! ეს როგორ ვერ გავთვალე? მე უკან მივდივარ! მაგასთან ერთად ნუ, გამორიცხეთ ! ვერ გავჩერდები ერთ ოთახში! არა, ნინი! ნუ მიყურებ ეგეთი სახით!
-გოგო, გარეკე?
-კიდე მე გავრეკე? რატისთან ერთად ერთ ოთახში არ გავატარებ ამ 1 კვირას!
-აბა მე და ირაკლის ჩაგვიწექი შუაში, წამო!
-ღმერთო, დავჯდები და მოვკვდები ახლა!
-რომ გავცვალოთ?
-რა გავცვალოთ?!
-შენ და ნია ერთად და რატი დათუნასთან!
-გოგო, გარეკე?! როგორია აბა ცალ-ცალკე ნომრებში რომ იქნებიან, ყველა ყველაფერს დაწვავს! ერთ სართულზე რომ ვიყოთ კიდე ხო!
-რა ვქნა? დამეწევით ვითომ, აქედან რომ გავიქცე ახლა ?-ვამბობდი მე და ჩანთიდან უკვე ბოტასებს ვიღებდი
-ნუ ქაჯობ! დაეტიე! რას გიზამს?! უბრალოდ ერთ ოთახში იქნებით და მორჩა!
-უბრალოდ არის ეგ? შენ რომ ადამიანი დაგიჯერებს ნია! შენ რომ ადამიანი დაგიჯერებს!
-ისე არ არის ცუდი ბიჭი ეს ქებურია-გაეცინა ნიას
-კაი რა...დიდი ვერაფერი!-დაიწუნა ნინიმ
-აუ, მშვენიერი ბიჭია
-შენ ყოველთვის ეგეთი „თემურიკა“ ტიპები მოგწონდა!-გადაიხარხარა ნინიმ
-ეს რა მოიგონე ახლა?-გამეცინა მე
-ანამ იცის ხოლმე, ჩემმა ბიძაშვილმა ზუსტად ეგეთ ტიპებზე ეს ეპითეტი და საოცრად მოვიხიბლე!
-როგორ ტიპებზე?
-როგორ და „თემურიკა“ ტიპებზე, როგორიც ჟორჟ ქებურიაა!-იცინოდა ისევ ნინი
-არა, ნია! მაინც შენ რომ კაცი დაგიჯერებს რა!-ვწუწუნებდი მე
-საყვარელო, რაღაც აფორიაქებული მეჩვენები-მომიახლოვდა რატი და ისევ ხელი გადამხვია
-ეს კრეტინი მომაშორეთ, თორემ დავმარხავ!
-რა დავუშავე?-ბიჭებს გადახედა რატიმ-ააა, გაიგე ჩემთან ერთად რომ გიწევს ღამის გატარება ხო?-წამში გამოიცნო რატიმ.
როგორ მინდოდა სახეში შემომერტყა, მაგრამ ზედმეტად ბევრი ხალხი იყო გარშემო ეს სურვილი რომ ამესრულებინა.
-მოკიდე ხელი ჩემოდნებს და გამოადგი ფეხი!
-ეგეთი სახით შემომხედავ და მაგრად გცემ!
-აი, მხოლოდ ამიტომ ღირდა აქ წამოსვლა, რომ ამ სეირს ვუყურო-ხარხარებდა დათუნა
-დათუნას ავიყვან გერგეტზე და იქიდან დავაგორებ!
ვიმუქრებოდი მე და ჩემოდანს მივარიხინებდი.

* * *
საღამოს ვერანდაზე ვახშამი იყო დაგეგმილი. მე ნიასთან ვიყავი ნომერში და ზემოთ რომ ამოვედი, რატი აშკარად გასული დამხვდა. ვიფიქრე, სანამ ამოვა წესიერად გამოვიცვლი მეთქი. მანამდე აბაზანაში შევედი.
ჯაკუზში მწოლიარე რატი რომ დავინახე, ისეთ ხმაზე დავიწყე კივილი, ეჭვი მაქვს, მთელი ყაზბეგი ფეხზე დავაყენე.
რომ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, გიჟივით წინ და უკან წავიწყე სიარული, რაღაცას გამოვედე და ძირს დავეცი. რატისკენ ზურგით შევტრიალდი და სახეზე ხელები ავიფარე
-ვაიმე! რატი ! არ ვარ ეს მე ! არააა.... მოგეჩვენე! გავდივაარ!
რატის სიცილი რომ გავიგე, მივხვდი დიდ შარში რომ გავყავი თავი აქ შემოსვლით და იუმორის მთელი ზეიმი მელოდა წინ
-გოგო, ჩემთან ერთად ბანაობა თუ გინდოდა, წინასწარ ვერ მითხარი?!
-აუ, მოკეტე რა! გატრიალდი უნდა გავიდე!
-სად გავტრიალდე, ჯაკუზში ვწევარ!-ხარხარებდა ისევ რატი
-კი არადა...ეგდე მანდ და გავალ!
-შენ ხომ არ ზიხარ ჩემგან ზურგით?
-კარებს ჩამკეტი იცი რატომ აქვს? რომ ჩაკეტო!
-იიი, რას მელაპარაკები?! ბავშვობიდან შიში მაქვს, მგონია რომ აბაზანაში ჰაერი არ მეყოფა და დავიხრჩობი!
-აუ, რა იდიოტი ხარ!
-არც შენ ხარ ნაკლები
მისი ხმა უფრო ახლოს რომ გავიგე, შემოვტრიალდი. უკვე პირსახოცშემოხვეული მედგა წინ, მაგრამ წელს ზემოთ შიშველს მაინც ვერ ვუყურებდი.
თვალებს აქეთ-იქით იდიოტივით ვაცეცებდი და საერთოდ არ მსიამოვნებდა მისი დამცინავი სახის ყურება
-გახვალ, თუ რა ვქნა ახლა?
-არ ჩაკეტო რა კარი!
-შენ ხომ არ გაკლია?
-მეშინია თქო, ვერ გაიგე?
-მე ვბანაობ, შენ ხომ არა? თუ სამჯერ დამიძახებ და ხმას არ გაგცემ, შემოამტვრიე-დავარიგე და აბაზანიდან გავაგდე.
სამჯერ კი არა, ასჯერ დამიძახა.
კარების შემომტვრევა რომ დააპირა, ისეთ ხმაზე ამიტყდა სიცილი, ყელი ჩამეხლიჩა. ის კიდე იდგა და კარების იქიდან იმუქრებოდა.
ძლივს „ამოვყვინთე“ წყ.ლიდან და ოთახში გავედი. რატი საწოლზე იყო წამოგორებული და მლანძღავდა.
-რატუშკები! შენ წვები იმედია დივანზე ხო?
-აბა დივანი?
-სად წავიდა დივანი?-წამოვიყვირე მე
-გაიტანეს
-სად გაიტანეს?
-დასჭირდათ და გაიტანეს!
-რატომ გაატანე? იდიოტი ხარ?!
-კი!
-კარგია, რომ აღიარებ მაინც!
-ჩაიცვი მალე და წავიდეთ რა ! გავიგე, შენი ქმარი ჩამოსულა
-ოჰო, საიდან?
-ირაკლიმ მითხრა წეღან
-აუ, რა სასაცილოები ხართ!
-სად მიდიხარ?!-მკითხა აბაზანისკენ რომ წავედი
-უნდა ჩავიცვა!
-აქ ჩაიცვი მერე!
-კაი ერთი. სტრიპტიზიც ხომ არ გიცეკვო ბონუსად?!
-იცი, არ იქნებოდა ურიგო!
-დავაი რა !

მე და რატი ვერანდაზე მოჩვენებითი სიცილით და მხიარულებით გავედით. ნიას დაქაჩული თვალები იმის მანიშნებელი იყო, რომ სანდრო სადღაც ახლო-მახლო დაიარებოდა. ამის გაფიქრება და ჩემი რატის მხარზე ჩამოკიდება ერთი იყო. თვითონ მიეჩვია ჩემს ქცევებს და ასეთ რაღაცეებზე რეაქცია აღარ ჰქონდა. მაგიდასთან დავსხედით. რატი იმდენად თავაზიანად მექცეოდა, მინდოდა ეს შუშის ჭიქა თავში ჩამერტყა მისთვის, მაგრამ სად მქონდა ამის დრო და ნერვები?
-სად გდია ვაჟბატონი? არ არის აქ , თუ მხედველობა მღალატობს?-ჩავკიოდი ნინის ყურში
-მხედველობა გღალატობს, ლაგვილავასთან ზის
-თათუშკებისთან ერთადაა, თუ მარტო?
-მარტო!
-არ არსებობს!
-ნუ, აქ მარტოა და შეიძლება თათუშკები ნომერში ისვენებს! საღამოს ჩამოვიდნენ.
-შენ საიდან ეს ინფორმაცია?
-ლაგვილავამ მითხრა
-ლაგვილავა როდის აქეთ გახდა ჭორის ბუდე?
-ყოველთვის ჭორის ბუდე არ იყო?
-ჩემი ქმარი რა საყვარლად იქცევა?-გამეღიმა მე
-მართლა ქმარი არ გახდეს, ნელა იყავი. წინ გრძელი ღამე გაქვთ-ფხუკუნებდა ნინი და არ იმჩნევდა, რომ მაგიდის ქვეშ გემრიელად ვჩქმეტდი.
სიცილ-კისკისში მიმდინარეობდა საღამო მანამდე, სანამ მოშიშვლებულ ზურგზე გაყინული ხელი არ ვიგრძენი.
წამის მეასედში დავინახე ნიას როგორ დაეძაბა მთელი სხეული და დაახლოებით მივხვდი ზურგს უკან ვინც იდგა.
შემოტრიალება არ დამჭირდა, ყურთან მისი ჩურჩული რომ გავიგე
-როგორ ხარ მეუღლევ?
მისი ცინიკური „მეუღლეს“ გამო მინდოდა ფეხსაცმელი გამეხადა და თავში ჩამერტყა. მაგრამ ახლა აქ არც ქაჯობის დრო იყო და მითუმეტეს არც ჩხუბის. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩემი საყვარელი ფეხსაცმელი, რომელიც 3 თვის ხელფასით ძლივს ვიყიდე, ძალიან მენანებოდა, რომ მისი დამძლეობა სანდროს თავზე დამეტესტა.
-გადასარევად, შენ?-გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი.
სანდრომ ხმაურიანად მაკოცა ლოყაზე და მივხვდი, როგორ გაიმეორა ჩემი მოძრაობა რატიმ და გვერდში ამომიდგა. სანდროს სახეზე კითხვის ნიშანი დაეხატა და ცოტა არ იყოს დაიბნა კიდეც.
-ეს...-მათი გაცნობა დავაპირე, რატიმ სიტყვა რომ გამაწყვეტინა
-რატი, ნატას საქმრო-რატიმ სასმლის ჭიქა მაგიდაზე დააბრუნა და სანდროს ხელი ჩამოართვა
-სასიამოვნოა, მე სანდრო-მეშვიდე კლასელივით დაიბნა და გაშტერებული მომაჩერდა. უხერხულობა რომ დაერღვია დაამატა კიდეც-საქმრო?
-ხო, მერე?-ისე გამაღიზიანებლად უთხრა რატიმ , წამით დავიჯერე, რომ მართლა ჩემი საქმრო იყო და სანდროზე ეჭვიანობდა
-არა, არ ვიცოდი
-რატომ უნდა გცოდნოდა-თვალი ჩაუკრა რატიმ სანდროს და ხელი გადამხვია.
მე თვალები გოგოებისკენ გავაპარე, რომლებსაც სახეზე ხელსახოცები ჰქონდათ აფარებული და ცდილობდნენ აქვე ხარხარი არ აეტეხათ. სანდროს ისეთი გამოშტერებული სახე ჰქონდა, მინდოდა მეთქვა პირი ღია დაგრჩა მეთქი, მაგრამ აქეთ რატი ისე მკაცრად მედგა ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც.
სანდრო თავაზიანად დაგვემშვიდობა და მაგიდას დაუბრუნდა.
-როგორი ვიყავი?-მხარი გამკრა რატიმ და სიცილი ატეხა
-მეგონა მაგიდიდან დანას აიღებდი და ფილტვში ჩაარჭობდი!-სურათი დავამძიმე მე
-კი ნატა! მეც ზუსტად ეგრე მეგონა!-დამემოწმა ცეზარით პირგამოტენილი ნინი
-შენ ლუკმა არ გადაგცდეს ნელა იყავი!
-ისე, უხდებით!-მეუბნება რატი და ჩემს წვენს სვამს
-ბატონო?
-რატომ დაშორდი? კარგი წყვილი იქნებოდით
-რა შენი საქმეა?
-ეს ბებრული კითხვები შეგიძლია მომაშორო?-მითხრა და სახე ახლოს მომიტანა.
მე კინაღამ ნინის ცეზარში ჩავყავი თავი, ისე გავიწიე უკან
-მერე მოგიყვები-ვუთხარი დაბნეულმა და სახე ხელახლა ავარიდე
-არ შემიძლია ეს დამფრთხალი გოგოები! ქმარი ვარ, ხომ არ გავიწყდება?
-ხო, მაგრამ არ არის აუცილებელი მთელი ქორწილის თვალწინ კოცნა!
-კოცნას სულ არ ვაპირებდი-მითხრა რატიმ და წვენი მოსვა
-იოცნებე!-თვალი ჩავუკარი მე
-კოცნაზე ამათხოვრებ ქმარს?
-საქმროს!
-რამე განსხვავებაა?
-დიდი!
-რა გაგიძლებს შენ 1 კვირა!
-თუ არ გინდა, წაბრძანდი!
-ისე, რა მაგარი იქნება. საქმრომ აქ რომ მიგატოვოს? გიფიქრია? როგორ დაგცინებენ სანდრო და თათუშკები?!-თქვა და წამოდგომა დააპირა.
მე ისეთი სიჩქარით დავქაჩე ქვემოთ, რომ კინაღამ პერანგი შემოვახიე
-ნუ ჩქარობ საყვარელო! ავალთ ოთახში-მაცდური ხმით მითხრა რატიმ და ადგილზე დაბრუნდა
-დაეტიე აქ და ჩემი გადაგდება არ გაბედო!-ვუთხარი და თვალები დავუბრიალე
-თორემ?
-თორემ შენს გვამს გამორიყავს მდინარე!
-გეხუმრები ნატა! ნუ ნერვიულობ-მითხრა და კისერში გაუაზრებლად მაკოცა.
მე კინაღამ სალათის ფურცელი გადამცდა და რატის მკვლელი მზერა ვესროლე.
-ახლა რაღა დავაშავე?!
აწუწუნდა ის და ისევ ჩემი ჭიქიდან მოსვა წვენი.

* * *
-აუცილებელი იყო პირველივე დღეს ასე დაგელია?-ვწიკვინებდი მე და მთვრალ რატის ყურში ჩავკიოდი
-რა გინდა გოგო? გასახელე მეგობრებში! ის მსუქანი ტიპი როა შენი კლასელი, რა გვარია?
-შენგელია!
-ხო, მე, შენგელაამ, ლაგვილავაამ, ზურაბაამ, დათუნამ და კიდე ვიღაც ორმა ტიპმა დავლიეთ შენი სადღეგრძელო და ისეთი სიტყვებით გაქე?! აი, ჩათვალე დავამტკიცეთ, რომ არ ვთამაშობთ!
-ღმერთო, ეს ვინ ავიკიდე?-ვწუწუნებდი მე და აბაზანისკენ მივდიოდი
-აი, აბაზანაში რომ იცვლი ტანსაცმელს, შენ თუ გგონია,ახლა რამეს ვარჩევ, ძალიან ცდები!
-მე მგონია, რომ ზედმეტად აზვიადებ ყველაფერს!
-რას ვაზვიადებ გოგო? აქაო და ნატას ქმარიაო და განსხვავებულები ჩამასხეს! არ უნდა გაგეფრთხილებინე? ღვიძლს შევამზადებდი! სამი ყანწი მაქვს დალეული
-იცოდე, არც კი გაბედო ამ ხაზის გადმოკვეთა!-მივუთითე საწოლისკენ და მისკენ ზურგით გადავბრუნდი
-აუ, ეს ბალიშები რას ჩამიწყვე შუაში? სად დავეტიო ხომ ვერ მეტყვი?
-სადაც გინდა!
-მომაშორე რა!-თქვა და სამივე ბალიში აბაზანის კარებს ესროლა!
-რატი, შემეხები და ფანჯრიდან გადაგაგდებ!
-ხმალი არ გვაქვს? შუაში რომ ჩავიგოროთ?
-ხმალი არა, ჩემი მუშტი გვაქვს, შემიძლია მოვსინჯო შენს ცხვირს როგორ შეენარცხება!
-კაი, ჩამეხუტე ახლა და დავიძინოთ!
-ბატონო?-ავწიოკდი თავიდან და საწოლზე წამოვჯექი
-და მეც გადამაფარე ეგ რაღაც, მცივა!
-კარადაშია პლედი და აიღე!
-აუ, ნატა რა!
-კაი, მოეთრიე ხო!
-რა იყო გოგო, გაგეხადა კიდე რამე-მითხრა და თავი ბალიშზე დაახეთქა
-ყურში მარილს ჩაგაყრი, გეფიცები! ზაფხულია და დუბლიონკით ხომ არ დავიძინებ?
-არა, თქვი ! რა მაგრად ვაეჭვიანეთ შენი ქმარი?
-ყოფილი ქმარი!
-ისე რა პონტში აეჭვიანებ? ამდენი ხანია დაშორდით, თუ არ უნდა და გაა*ვას ვაფშე! რატომ ფიქრობ მაგაზე?-ზედმეტად გათამამდა რატი და წელზე ხელი მომხვია
-არ ვფიქრობ მაგაზე! -ვუთხარი და ხელი გავაშვებინე-და ხელები გაწიე!
-აბა, რა მინდა მე აქ?
-ნიას და ნინის იდეა იყო!
-და შენ არ გინდოდა? გულის სიღრმეში არ გინდოდა, რომ სანდროზე მაგარ ბიჭთან ერთად ენახე სანდროს?
-შენ გგონია სანდროზე მაგარი ბიჭი ხარ?-გამეცინა მე
-მე მგონია, რომ ნამდვილად სანდროზე მაგარი ბიჭი ვარ
-ვითომ რატომ?
-იმიტომ, რომ ის რომ მაგარი ბიჭი ყოფილიყო, ახლა აქ იწვებოდა. მე კიდე თბილისში ვიქნებოდი
-სიმართლე რომ გითხრა, უზომოდ მკი.დია სანდრო რას ფიქრობს ჩემზე
-არ მჯერა!
-ნუ გჯერა!
-მაშინ აქ არ ვიქნებოდი!
-მომწონხარ და ეს ხერხი მოვიფიქრე, რომ შენთან დავახლოებულიყავი!-ვუთხარი და გავისუსე.
რატის თვალები შუბლზე აუვიდა და ალბათ გამოფხიზლდა კიდეც. თავმოღრეცილი გამოიწია ჩემკენ, დამაშტერდა და სრული სერიოზულობით მკითხა
-მეღადავები?
-გეღადავები, აბა რას ვშვები?! იდიოტო! და საზღვარზე ნუ გადმოდიხარ!-ხელი ვკარი და გადმოვბრუნდი
-გულიც გამისკდა კინაღამ!
-რა იყო, შენთვის სიყვარული არავის აუხსნია?!
-არა, პირველი იყავი-სიცილი დაიწყო რატიმ
-მართლა არავის აუხნია სიყვარული? არც ქალს, არც კაცს?-ვხარხარებდი მე
-ვაიმე, არა ნატა! ქალსაც და სხვათაშორის კაცსაც პირდაპირ სხვა რაღაც შემოუთავაზებიათ-თვალი ჩამიკრა რატიმ
-ვაუ, დაჟე კაცებსაც მოსწონხარ?
-რატომაც არა?
-მერე შენ რა ქენი?
-არაფერი, ცივილურად ავუხსენი, რომ მამაკაცები არ მაინტერესებდა
-არ მჯერა!
-რატომ?
-ჩემი აზრით, ცემდი! ყველა ქართველი კაცი ეგრე მდაბიოდ იქცევით!
-ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვს ქართველ კაცებზე! ჩემზე ხომ საერთოდ
-და ქალებს რას ეუბნებოდი?
-ქალებს ვეუბნებოდი, რომ მსგავსი ურთიერთობები არ მხიბლავდა!
-ამას უკვე იტყუები!
-ო, ნუ გჯერა!
-არსებობ?-გამეცინა მე და რატის დავაკვირდი
-გეუბნები პირველად ამიხსენი სიყვარულითქო და არ მიჯერებ!
-სიყვარული აგიხსენი, ცოლად მოგაყვანინე თავი, ვაჟიშვილობაც ჩემთან ხომ არ უნდა დაკარგო?
-ნატა, ცუდად ხუმრობ! მაგ უკანასკნელს მაინც ნუ დამამტკიცებინებ. აქვე, ახლავე!
ჩამჩურჩულა ყურში და
მე საშინლად დამიარა ჟრუანტელმა.
მოკეტე ნატა!
ახლა შენ ხარ წაგებული და გაჩუმდი.
მთვრალია და ნუ გააღიზიანებ.
გავუმეორე საკუთარ თავს და გავისუსე.
-დაგეძინა?
-მმმმ
-ანუ?-გაეცინა რატის
-შემეშვი, მეძინება.
-დამფრთხალი ხარ რა!
მითხრა და ისიც მეორე მხარეს გადაბრუნდა.
-ეს რა იყო?-ატეხა კივილი და პლედი გადაიძრო
-ფეხი მომიხვდა, რა სასოწარკვეთილი დიასახლისივით კივი?-შემეშინდა მე
-რა ცივი ფეხები გაქვს! ნასკები სახლში დაგრჩა?
-არა, ვერ ვიძინებ ნასკებით. საერთოდ ზაფხულია, რა ნასკი?!
-მაშინ ნუ მეხები!
-უკარება ქალი ხარ რატი! გეფიცები!
-ქალიც ხარ და უკარებაც!
-როლები გავცვალეთ?-დავეჭვდი მე
-კაი, დავიძინოთ მართლა. ხვალ ბევრი საქმე გვაქვს
-რა საქმე გვაქვს? არ ვისვენებთ?-გამეღიმა მე
-აუზი ფართი, თუ რაღაც ს*რობაა! ეს გიორგი ქებურია ძაან „იდეინი“ ტიპია! რა აუზი-ფართი?-ხარხარებდა რატი და აშკარად არ აპირებად დაძინებას.
მე არ მახსოვს როდის გავითიშე.
ის ისევ ტლიკინებდა რაღაცას, მაგრამ ყურადღება ვეღარ მივაქცია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩამეძინა.

* * *
-ცოლი, რა ვიდზე ხარ?-თვალები გაუფართოვდა რატის
-შენ რამხელა ტუზი დაგეცა ჩემი ცოლად მოყვანით ახლა გაიაზრე? ნერწყვებს ნუ ყლაპავ იდიოტივით! ისე მოიქეცი, ვითომ საცურაო კოსტუმში პირველად არ მხედავ!
-ნატა, როგორ მოვიქცე ეგრე, ასე რომ მიზიხარ აქ, ამიხსენი და მოვიქცევი!
-კაი, ვითომ ხამი საქმრო ხარ!-გავუცინე მე და კოქტეილი მოვსვი-აი, იმ გოგოს უყურე! შავი კუპალნიკი რომ აცვია
-მაგას შენ უყურე!
-შეურაცხყოფა არ გაბედო! ლიკას მეჯვარეა!
-უი, არ გადამრიო? ლიკას მეჯვარეა გოგო? ეგეც ინგლისის დედოფალი არ იყოს!
-ისე, ამ ლიკას სამკვირიანი ქორწილის მაგივრად, ქმარი ეპილაციაზე რომ გაეშვა, რომელიმე ესთეთიკ ცენტში ურიგო არ იქნებოდა, რას იტყვი?
-არამგონია, მაგას ფული ენანებოდეს, ალბათ უტყდება-გაეცინა რატის
-უეჭველი უტყდება!
-რას მეჭორავები დაქალივით?!
-კარგ ხასიათზე გავიღვიძე
-ხოდა მოკალი ეგ ხასიათი, შენი ქმარი მოდის
-და ხასიათი რატომ მოვიკლა?
-მოგიკვდება მაშინ, რომ დაიგრუზები
-შენ გგონია, ვიგრუზები?-ხმამაღლა გამეცინა მე
-აბა, ვერ ვხვდები მე აქ რა მინდა?
-ასჯერ რომ მკითხავ, პასუხი შეიცვლება? ნიამ აიტეხა თქო! ყველა წყვილში მოდიოდა და მე ცოდო არ ვიყავი?
-პატარა ბავშვი ხარ!
-შენზე დიდი მაინც ვარ!
-2 წლით ვარ შენზე დიდი!
-მერა რა? მაინც რეგვენი ხარ-ვხარხარებდი მე და ვერც მივხვდი, როგორ წამოდგა რატი ფეხზე და ხელში ამიყვანა
-რას აკეთებ?
-ფეხები შემომხვიე
-ბატონო?-სათვალე მოვიხსენი მე
-შემომხვიე თქო!
რატის ინსტიქტურად დავემორჩილე.
ის კიდე, ჩემთან ერთად საოცარი ტრიუკის მერე აუზში აღმოჩნდა. ჩვენი ამოყვინთვა და აბლოდისმენტები ერთი იყო.
რატი იდიოტივით მიცინოდა და მე ვერ მივხვდი, წყვილის აუზში ჩახტომაში რა იყო ასეთი სასწაული.
რატის კისერიდან ხელები ჩამოვასრიალე და მხარი გავკარი
-რეგვენი ხარ მაინც!
-შენი ქმარი კიდე მალე ცოლს მომტაცებს!
გადაიხარხარა და კისერში მაკოცა.
-რატი, ნუ მკოცნი!
-აბა, სხვანაირად მეზობლებს ვგავართ!
-მეზობლები მაინც ვიყოთ!
გამეცინა მეც და აუზიდან ამოვედი.
ბარისკენ წავედი, ახალი კოქტეილი რომ წამომეღო ჩემთვის და ჰოი საოცრებავ! სანამ უკან გამოვბრუნდები, არც მეტი და არც ნაკლები ჩემი ყოფილი ქმრის ხელები ხვდება ჩემს წელზე.
ჩემს კუთვნილ წელზე!
-სანდრო?
ვამბობ მე და უხეშად ვიშორებ
-როგორ ხარ?
-გადასარევად
-მეც
-აჰა...-ვთქვი მე და წამოსვლა დავაპირე
-ნატა, მომისმინე, რა გჭირს?
-რა უნდა მჭირდეს?-საწრუფი ტუჩებს შორის მოვიქციე და სანდროს მზერა ავარიდე
-არ უნდა გეთქვა, რომ თხოვდებოდი?
-ბოდიში, დეპეშა უნდა გამომეგზავნა და დამავიწყდა-გავიცინე მე
-რა შუაშია? ასე უცებ?
-უცებ?
-ხო რა...მალე არ არის?
-მალე რისთვის, უკაცრავად?-ავნერვიულდი მე
-აუ, რავი ნატა რა... 6 წელია არავინ გყოლია და ასე უცებ გამოაცხადე, რომ თხოვდები?!
-მოიცა, ჯერ იქიდან დავიწყოთ, შენ რა იცი მე მყავდა თუ არა ვინმე...ამასაც რომ შევეშვათ, შენ თუ ამ 6 წელიწადში მეოცე პარტნიორს იცვლი და ეს ნორმალურია, ჩემს გათხოვებაში არარეალურია რამე?-გამეცინა მე
-მაეჭვიანებ ნატა?
-რას ვშვები?-სკამზე ჩამოვჯექი და სიცილი ავტეხე-ეგ მაკლია ზუსტად, ყოფილი ქმრები ვაეჭვიანო
-ადრე ასე აგდებულად არ მელაპარაკებოდი ხოლმე!
-თათუშკები სად გყავს?-თემა გადავიტანე მე
-არ გაუხარდება, თუ გაიგებს,რომ ასე მიმართავ!
-მადარდე ახლა! რატომ არ წამოიყვანე?
-როგორ არ წამოვიყვანე? დღეს ჩამოვიდა, სამსახურიდან ვერ გაეთავისუფლა გუშინ და...
-ძალიან კარგი. მაშინ არ ესიამოვნება აქ რომ დაგვინახოს, ამიტომ მიდი და ნუ ჩამოდექი მეშვიდე კლასელი ბიჭივით!
-მეშვიდე კლასელი ბიჭი რომ ვიყავი, გიჟდებოდი ჩემზე
-რას ამბობ? მაგ დროს ჯერ ისევ არ მქონდა შენი ატანა!
-მეათე კლასში ხომ გქონდა?
-საუბედუროდ, ზუსტად მაგ კლასში დავიღუპე, შენ რომ შემიყვარდი!-გადავიხარხარე მე
-კარგი რა ნატა! შეიძლება დავშორდით, მაგრამ მე და შენ კარგი მეგობრები ვიყავით
-უი, როდის? არ მახსენდება რაღაც-ვიცინოდი ისევ მე და უკან-უკან მივდიოდი მაღალ სხეულს რომ შევეჯახე
-სად ხარ ამდენ ხანს? ესაა კოქტეილს მოვიტან და მოვალო? მომენატრე-მითხრა რატიმ საოცარი ხმით და ხმაურიანად მაკოცა ლოყაზე
-შევყოვნდი, ძველი ნაცნობები!-გავუღიმე რატის და სანდროს თვალი ჩავუკარი.
გეფიცებით!
დავიგინებ, თუ გინდათ, რომ სანდრო ცერცვაძე ადგილზე გაქვავდა იდიოტივით !! . კი არ გაქვავდა-გაძეგლდა!
რატიმ ხელი გადამხვია და აუზისკენ წავედით!
-შეიძლება ახლა სიცილით მოვკვდე!
-რა სახე ჰქონდა, დააკვირდი?
-ცუდად ვარ !
-შენ მაინც, რომ ეფლირტავები?-ეჭვიანობის სცენა ჩარტო რატიმ
-აუ, შენი ჭირიმე რა !

* * *
ლიკას დაჟინებული თხოვნით, მესამე დღეს მთელი „მაყრიონი“ ავიბარგეთ და პიკნიკზე წავედით.
არ ვიცი, ამხელა სასტუმროში, ამხელა აუზზე, ამხელა ეზოში და საერთოდ მისი ქმრის კუთვნილ ტერიტორიაზე რატომ ვერ დაეტია ლიკა, მაგრამ ნუ პატარძალი იყო და მის ახირებასაც მორჩილად ავყევით.
მერე გავაცნობიერე, რომ სალაშქრო და საპიკნიკო ტანსაცმელი არ წამომიღია. ქალი ქორწილში წამოვედი და რა ჯანდაბად მინდოდა?! საბედნიეროდ ნია აღმოჩნდა თადარიგიანი და ბევრი ბრძოლა არ დამჭირდა, რომ მისი საყვარელი შორტი წამერთმია. მაისურის საკითხი ზედმეტად მარტივად მოვაგვარე. რატის გარდერობი გადასარევად ჯდებოდა ჩემს გემოვნებაში
-რატიკო, სად ხარ?-დავიძახე ნომერში რომ შევედი
-მზად ვარ, შენ?
-რამე მაისური მათხოვე რა
-აიღე რომელიც გინდა-გაეცინა რატის და კარადა გამოხსნა. მეც პატარა ბავშვივით ჩავებღაუჭე მის შავ, ძალიან მაგარ მაისურს და სწრაფად გადავიცვი.
-მეც მზად ვარ მაშინ!
-ავიღებ ჩანთას და გავედით.
-ე, შენ ჩემნაირი ბოტასები გაცვია?
-ბატონო?-წარბი ამიწია რატიმ
-ზუსტად ჩემნაირი ადიდასებია!-ყვირილი დავიწყე მე!
-მოდი ამაზე შევთანხმდეთ, რომ შენია ჩემნაირი!
-კი, აბა! ჯერ მე ვიყიდე!
-როდის?
-მმ...ჯერ შენ თქვი აბა!-არ დავიბენი მე
-ნატა, არ მაქვს სხვა სპორტული ფეხსაცმელი წამოღებული! ტყუილად წუწუნებ!
-აუ, გოიმი წყვილივით ერთნაირი ფეხსაცმლით უნდა ვიმოძრაოთ?
-დაიკიდე რა ! სხვა მართლა არ წამომიღია
-არც მე!
-ვიყოთ ერთი დღე ბანძი წყვილი !
-ოქეი! გავედით!
ლიკამ სული ამოგვაძრო.
იმდენი ხანი ვიარეთ, სანამ ფსიქიკა მთლიანად შემერყა. მინდა აღვნიშნო, რომ პიკნიკზე პირველად გამოჩნდნენ თათუშკები და სანდრო ერთად. ამ გოგოს კიდე ისეთი მოკლე შორტი ეცვა, გიორგი ქებურიას თვალები გაექცა და ლიკამ კინაღამ ქორწილი ჩაშალა.
ეს წყვილი ყველას პრობლემას რომ უქმნიდა, თუ ხვდებით?! იმ საღამოსაც თუ დალევა იქნებოდა ჩვენი ბოლო, ნამდვილად არ მეგონა.
ნია და ნინი ზურგზე მოსაკიდებლები იყვნენ, ისე დალიეს. არც მე ვიყავი ნაკლები-რაღა დაგიმალოთ და...
ლიკამ აიტეხა, ავლაგდეთ და სასტუმრომდე ფეხით მივდივართო. პატარძლის სიტყვა კანონი იყო-ამაშიც დავემორჩლეთ!
-ნატ, დარწმუნებული ხარ, რომ შენ და სანდრო 6 წლის წინ დაშორდით?
-ვაიმე, რატი...რამხელა წინადადებაა?-თავი მეტკინა მე
-ისე გიყურებს, მგონია, რომ წამოხტება და დამარტყამს
-რომ თვრება, ეგეც აფრენს!
-ეგეც? შენც აფრენ?-გაეცინა რატის
-უი, მე არა! შენგან განსხვავებით წყნარი სიმთვრალე მაქვს!
-მე როდის შეგაწუხე?-გადაირია რატი
-აუ, ვერ ვლაპარაკობ და შემეშვი რა-თავი მოვისაწყ.ლე მე
-მგონი შენზე ვეჭვიანობ
-რას შვები?-ფეხი დამიცდა მე და კინაღამ დაღმართზე დავგორდი რატის აღიარების შემდეგ.
-ვეჭვიანობ თქო!
-ნუ, გარეკე რა! იდიოტი ხარ?
-მესამე დღეა მინდა, არ მინდა შენი ქმარი ვარ და აღარც ვიეჭვიანო?
-სცენა არ დამიდგა და შენთვის თუ გინდა იეჭვიანე!
-მაგარი სიმთვრალე გქონია
-ეს სიმთვრალე არ არის. მაგ სიტყვის განმარტება არ იცი აშკარად
-არ ვიცი ხო!-გამომაჯავრა რატიმ
-ხომ გეუბნებოდი, იდიოტი ხარ მეთქი? შენ კიდე არ მიჯერებდი
-და შენ ვინ ხარ?
-რა?-დავიბენი მე
-შენ ვინ ხარ თქო?
-რა კითხვაა?-მთვრალზე უარესად დავიბენი მე
-გეხუმრები, მოდი აქ
მითხრა და ხელი გადამხვია. მისი ტუჩები შუბლზე რომ ვიგრძენი, წამით ათასი რაღაც ვიფიქრე, მაგრამ ჩვენ გვერდით სანდრო რომ დავინახე, მივხვდი ყველაფერი ისევ მის გამო ხდებოდა.
ღმერთო, ნატა! სასწაულად იდიოტი ხარ ხანდახან! შემოვუძახე საკუთარ თავს და სანდროს თვალი ავარიდე.
რას წამოვიწყეთ ეს თამაში?
სანდრო არ მაინტერესებდა.
ოდნავადაც არ მაინტერესებდა.
რას იფიქრებდა,იეჭვიანებდა, თუ დამიკიდებდა.
ვხვდებოდი, რომ ეს საერთოდ არ შედიოდა ჩემს ინტერესებში.
მეცინებოდა და გზას ვაგრძელებდი.
-რატი, ხვალ რომ მეღადაო, მოგკლავ!
სანამ თვალებს დავხუჭავდი, უკანასკნელად დავემუქრე საქმროს და გვერდი ვიცვალე.
-არ გეღადავები, ცოლო!

* * *
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. ამ ტკივილს ბონუსად ემატებოდა ჩემი ნომრის კარზე გაბმული კაკუნი. ფეხზე ძლივს წამოვიზლაზნე და კარისკენ წავედი.
-ვინ ჯანდაბაა?-ვბურტყუნებდი ჩემთვის და ფეხებს ძლივს ვდგამდი.
-ოჰო, გაიღვიძე?-ნაბეღლავის ბოთლით შემოვარდა ნია და საწოლზე გადაგორდა
-ნია, ახლადდაქორწინებულების ლოგინში ჩახტომა რა წესია?-გადაიხარხარა ნინიმ და მეორე ნაბეღლავის ბოთლი დამიმიზნა.
მე, რა თქმა უნდა, ვერ დავიჭირე და კინაღამ თავი გამიტეხეს ჩემმა საუკეთესო მეგობრებმა. არ ვიცი რამ გადარია ამ დილა უთენია ან ერთი, ან მეორე, მაგრამ ამის პასუხი მარტივად მოსაძებნი იყო. -ყოველთვის გადარეულები იყვნენ.
-რამ გაგამგელათ ამ დილა ადრიან?
-ალო! ჯანსაღად ხარ? 5 ხდება!-ყურში ჩამკივლა ნიამ და თავისი შორტი ჩამახუტა
-აუ, კიდე პიკნიკი?-ავზუზუნდი მე შორტის დანახვაზე
-არა, ჩვენი ქმრები კალათბურთს თამაშობენ და უნდა ვუგულშემატკივროთ
-რას შვებიან?-გამეცინა მე
-კალათბურთი იცი რა არის? ბურთი რომ კალათში უნდა ჩააგდო!
-გენაცვალე ახსნაში ნინი!
-და ვინ თამაშობს? ჩვენი ვინ ?
-აი, გისვრი ამ აივნიდან, დემეტრეს გეფიცები!-დამემუქრა ნინი
-რა პონტში თამაშობენ?-ჩაცმა დავიწყე მე
-უკვე 2 ხელი ითამაშეს, ფრეა-ხარხარებდა ნინი
-ვინ და ვინ არიან ერთად?
-დათუნა, იკა, რატი, ლაგვილავა და შენგელია VS სანდრო, ზურა, ვანიჩკა, ნოზაძე და სიძე ბატონი-ქებურია გიორგი.
-მერე, ვერ უგებს ჩემი ბედოვლათი ქმარი?
-რომელი ქმარი?-გაეცინა ნიას
-რომელი და რატი!
-ფრეა მეთქი გოგო! ისე, მაგარს ‘ხიპიშობენ’ ეგ და სანდრო
-კაი?-დამეცინა მე-ისე ჩვენში დარჩეს და ეს ‘ხიპიში’ საშინელი სიტყვაა!
-გეფიცები! დალეწეს ერთმანეთი
-კალათბურთია, თუ მკლავჭიდი?
-ძიუდო! წავედით?
-კი, მზად ვარ!
-თათუშკები ისეთი ხმით გაჰკივის სანდროს სახელს, შეიძლება ის ენა ამოვადღლიზო და ხელში დავაკავებინო!
-ნინი, საიდან ასეთი იდეები?!
-ყოველთვის ასეთი იდეინი ვიყავი!
-იდეინი კი არა, ორივემ კარგად ვიცით „რაც“ იყავი და არ მინდა ახლა გეუზრდელო!

* * *
-მალე ღვიძლი დაგვეშლება ამდენი სმით!-გადავუჩურჩულე ნინის. ის ისე შეექცეოდა უზარმაზარ კალმახს, რომ დავიფიცებ, არც მისმენდა-დილით კალათბურთი, საღამოს დალევა, რა გენაღვლება რატი ამაღლობელო! გაქეიფებ და გასვენებ!
-უკვე მართლა ცოლ-ქმარივით ვიქცევით.
-ჩვევაში არ გადაგივიდეთ-ფხუკუნებდა ირაკლი
-ეჰ, იკუშ! ჩვენ რა ვიცით რა ხდება ამათთან?-თვალი ჩაუკრა დათუნამ და მე კინაღამ ჩანგალი ვესროლე
-არ გამდის ეგ ხუმრობები!
-კარგი რა ნატა რა!
-აუ, ნია გააჩერე შენი ქმარი, თორემ დავამიწებ!
-შენ კიდე ნუ ბრაზდები, ხომ იცი, იმიტომ ამბობენ, რომ გაბრაზდე-მითხრა რატიმ და კალმახს თავი წააცალა
-ამას შეხედე რა! რაო რატი, ცოლის მხარეს ვიჭერთო?-გაიპრანჭა დათუნა
-დაგდებ ბეჭებით !-დაემუქრა რატი დანის ქნევით
-არა ისე, რას დავყარეთ დღეს სანდრო ცერცვაძე და გიორგი ქებურია? სულ ცხვირით ვახოხიალეთ!-ხარხარებდა დათუნა
-არც ნოზაძე და ზურაბა ჩაყარეთ კარგ დღეში...აი,საცოდავი ვანიჩკა კიდე ახლაც წევს, კუნთები ისე სტკივა!
-ხოდა, რომ არ იციან, არ უნდა ათამაშონ ტრა*ი !
-იკუშ, რა ზრდილობიანი ხარ, მასპინძელს ლანძღავ და ცოტა ჩუმად, კაი?-თვალები დაუბრიალა ნინიმ ქმარს
-ხოდა რევანშის პონტში იცი რას გვიჩალიჩებენ?-დაიძაბა ირაკლი-წეღან ლაგვილავამ მოიტანა ჭორი!
-რას?
-რას და ახლა ლიკა მივა მიკროფონთან და ცეკვის შეჯიბრს, თუ რაღაც იდიოტობას გამოაცხადებს! ხოდა, მე ძაან მეზარება, შენ და რატი გადით!
-ბატონო?-გამეცინა მე
-აუ, მეც მაგრად დავიღალე, მეც მტკივა კუნთები და ახლა ნუ მაცეკვებ რა!-გამენაზა დათუნა
-ცეკვაში შეჯიბრი არა, ჭოკით ხტომაში კიდე!-ჭამა გავაგრძელე მე
-ნუ ხარ ნატა უჟმური რა! აბა მოგვიგონ? რისთვის ვარ აქ, დაგავიწყდა?-ხელი გადამხვია რატიმ
-ხოდა, ეგ ხელი აიღე, თორემ წახვალ სახლში!
-კაი, მე და შენ ვიცეკვოთ, რას შეყარე ეს ხალხი-წამოდგა ნინი
-შენ აგაშენებს ღმერთი!
-ოთხივე ვიცეკვებთ!
ბევრი ვიწუწუნე, მაგრამ ბოლოს ვიფიქრე, გავერთობი მაინც მეთქი. ხოდა დანარჩენ შვიდ, თუ 8 წყვილს შევუერთდით.
თათუშკებიმ კინაღამ გვერდები ამოიგდო ცეკვით და მაინც მოათრია საცოდავი ცერცვაძე სანდრო მესამე ადგილამდე.
დავრჩით მე და რატი, ნინი და იკა, სანდრო და თათუშკები.
იქ წავიდა ომი?
დედა შვილს არ აიყვანდა ხელში.
ან აიყვანდა და ძალიან ჩქარა გაიქცეოდა.
მე და რატიმ წავაგეთ და თათუშკების კინაღამ ბედნიერების ცრემლები გადმოსცვივდა თვალებიდან.
მაგრამ იცინის ის,ვინც ბოლოს იცინისო? ხომ ასეა?
ჩემმა ექსტრავაგანტულმა ცოლ-ქმარმა, ისეთი ჩაატარეს, რომ ბონუსად გვირგვინებიც კი დაადგეს თავზე.
თათუშკები აღარავის უნახავს.
ალბათ დანარჩენი დრო ნომერში გაატარა და მეორე ადგილობას გლოვობდა.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ქეიფი გავაგრძელეთ. მე ისევ დავლიე და საკაიფოდ „გავედი“.
ნიას დავუბარე, გავისერინებ თქო და ეზოში გავედი.
არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე ჰაერზე გასეირნება, მაგრამ როდესაც ვხვდები, რომ სასმელი ცოტა ბევრი მომდის, ეგრევე ჰაერზე გავდივარ, რომ გამოვფხიზლდე.
იქვე ჩამოვჯექი.
ყველაფერი ულამაზესი იყო.
საოცარი ხედი და სიმწვანე.
როგორ მინდოდა ცოტა ხნით, ამდენი ხალხის გარეშე დამესვენა სრულიად მარტო. თუნდაც აქ...
-ნატა!
ნაცნობი ხმა არც თუ ისე სასიამოვნოდ მომხვდა ყურში.
სანდროს ხმას ათას კაცში გამოვარჩევდი, ფხიზელიც, მთვრალიც და ალბათ მკვდარიც! სადღაც ვფიქრობდი, რომ აქ წამოსვლა სანდროსთან ერთ გულახდილ და ინდივიდუალურ დიალოგს ნიშნავდა, მაგრამ არ მეგონა, რომ ამას მოინდომებდა.
მითუმეტეს, მარტო არ იყო
-რა ხდება სანდრო?
-არაფერი, დაგინახე მარტო რომ იყავი
-ჰო...გამოვისერინე
-რომ სვამ, ისევ ჰაერზე სეირნობ?-მითხრა ჩუმად და წინ ამესვეტა.
მე არ ვიცი, რატომ ავნერვიულდი და რატომ გამეყინა ხელები...
-რა არის ამაში უცნაური?-ვცადე მხიარულ ნოტაზე გადამეყვანა საუბარი
-უცნაური არაფერი. ძველი ჩვევაა
-ლოგიკურია, არაფერი ჩვევა არ არის
-მომენატრე ნატა-მითხრა და მივხვდი, როგორ შეეცვალა ხმა.
არაფერი ვუპასუხე
-ბოლოს როდის გნახე, აღარც მახსოვს
-მერე?-გამეღიმა მე
-რა მერე?
-რისი თქმა გინდა მაგით
-მომენატრე მეთქი ნატა! რა უნდა გითხრა სხვა? რატომ ეძებ სულ ქვეტექსტებს?
-არაფერს არ ვეძებ. მე არ მომნატრებიხარ და საერთოდ მაგას რომ ამბობ, უკვე გეშლება.
-მეშლება?
-თათასთან გეშლება!
-თათა? თათუშკების აღარ ეძახი? აღარ ვართ ღადაობის ხასიათზე?-გაეცინა სიმწრით სანდროს
-რა გინდა სანდრო?
-მომენატრე ნატა! მომენატრე! როგორც კი სხვასთან დაგინახე...-თქვა და წამით ტუჩებიც კი დააჭირა ერთმანეთს, რომ სიტყვები შეეკავებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა-ვიცოდი, რომ ოდესმე მოხდებოდა. ვიცოდი, რომ აუცილებლად ვიღაც გამოჩნდებოდა, სხვას შეიყვარებდი. ვიცოდი, რომ ეს დღე დადგებოდა და ეს დიალოგიც შედგებოდა ჩვენ შორის. ვიცოდი და მაინც ეგოისტურად მჯეროდა, რომ იმის მიუხედავად, რომ გიღალატე, იმის მიუხედავად, რომ გატკინე, ყველაფერი რომ დაგმართე, მაინც ეგოისტურად მჯეროდა, რომ ცხოვრების ბოლომდე მე გეყვარებოდი.
-მართლა რა ეგოისტი ხარ სანდრო. შენი ცხოვრება ჩემით არ დაწყებულა, ფაქტია, რომ არც ჩემით დამთავრდება და შენ, ზუსტად შენ 1 წელი ძლივს მიერთგულე, როცა მე შენ გარდა არავინ მყვარებია. ახლა, როცა როგორც იქნა ყველაფერი დავალაგე, მოდიხარ და ეგოისტურად მეუბნები, რომ გენატრები...
სიმწრით გამეცინა მე და ფეხზე წამოვდექი
-არ წახვიდე ნატა რა...
-რა იყო? დაგრჩა რამე სათქმელი?
-ერთი შანსი როგორ არ მქონდა ნატა...
-მოღალატეს რომ შანსი არ აქვს, არ იცოდი? არ გაგიგია? არავის უთქვამს? არ წაიკითხავს, არ გიგრძვნია მაინც? გულის სიღრმეში, არ გიფიქრია?
-ერთი ნატა, ერთი შანსი მჭირდებოდა...
-რისთვის? რისთვის მითხარი... შენი ნდობა რომ არ მექნებოდა, მოისვნებდი?
-გაგიჩნდებოდა!
-არ გამიჩნდებოდა!
-მე პირველივე წამებში ვინანე, რომ გიღალატე ნატა!
-გეტყობოდა, განსაკუთრებით მესიჯებზე, პერანგზე, კისერზე, დალურჯებებზე, სხვა ქალის სუნამოს სუნზე...
-გაჩუმდი!-პირზე ხელი ამაფარა სანდრომ
-შენ ვერ ხვდები, ახლა ეს თავის მართლება რომ არაფერში მჭირდება? ამდენი წლის მერე?!
-მართლა ბედნიერი ხარ ნატა?
-ძალიან...
-მართლა გიყვარს ის ბიჭი
-მიყვარს...
-როგორ არ მინდა შენი მჯეროდეს, მაგრამ არცერთი არ აკეთებთ ისეთ რამეს, რომ ეჭვი შემეპაროს...
-სანდრო, ძალიან კარგი გოგო გყავს გვერდით და მე ძალიან მეწყინებოდა, რომ მცოდნოდა, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი სხვას ასე ელაპარაკება, თუნდაც ყოფილ ცოლს...
-შენ სულ სხვა ხარ ნატა. თათა ძალიან მიყვარს, მაგრამ შენ ჩემთვის სხვა განზომილება იყავი. ცოლი იყავი ჩემი, გემის?
-და მაგ განზომილებას უღალატე...-ყელში სიმწარე მომაწვა მე
-ნატა!
-ატყუებდი! ღალატობდი, საყვარელი გყავდა! პარალელურად ორ ქალთან ცხოვრობდი! ეგ სიყვარული არ არის! სადაც ღალატია, იქ სიყვარულზე აღარ უნდა ილაპარაკო, ხვდები?!
-გაჩუმდი ნატა!
-შენ გაჩუმდი და საერთოდ შემეშვი რა!
ზედმეტად ხმამაღლა ვუყვირე სანდროს.
გავბრაზდი.
საშინლად გავცოფდი.
ვერ გამაჩუმა.
ადგა და ასე უბრალოდ, უკომპრომისოდ და დაუფიქრებლად მაკოცა.
ადგილიდან კინაღამ მოვწყდი.
ამდენი წლის მერე ისევ სანდროს წინ ვიდექი და ეს დეგენერატი მკოცნიდა!
ხელი ვკარი.
-რას აკეთებ?
-მაპატიე
-რა გაპატიო? რა უფლებით? ამიხსენი, როგორ არ გრცხვენია?! რამდენი გაპატიო?-ვყვიროდი და ხელებს აქეთ-იქით ვიქნევდი
_მაპატიე, ვერ შევიკავე თავი
-თავს შეგაკავბინებ კი არა, ხელში დაგაჭერინებ საკუთარ თავს! როგორ იქცევი ამხელა კაცი? საყვარელი ქალი გვერდით გყავს და მე მკოცნი? ყოფილ ცოლს? იმიტომ, რომ წარსულს ვერ მოერიე? იდიოტი ხარ? იდიოტი ხარ მეთქი? შენ გეკითხები! გამეცი პასუხი!
-ნატა, ბოდიში!
-იხადე ახლა დილამდე ბოდიშები! შემეშვი და წადი
-ნატა, როგორ არ გემის?-დამიყვირა ისევ და ხელი მაჯაში ჩამავლო
-რანაირად უნდა მესმოდეს?-მეგონა, რომ კონტროლს დავკარგავდი
-რა არ ესმის? იქნებ მე ამიხსნა?-არც ვიცი საიდან გაჩნდა უკანა ეზოში რატი. ისიც არ ვიცი, რა გაიგო, ან რა ვერ გაიგო.
ფაქტი ერთი იყო.
მეც და სანდროსაც ფერი წაგვივიდა და ახლა მართლა, სრული სერიოზულობით შემეშინდა, რომ ჩხუბი არ ამტყდარიყო.
რატი ისეთი მშვიდი, აუღელვებელი ტონით ლაპარაკობდა და ნელა გვიახლოვდებოდა, რომ მეგონა საერთოდ გავითიშებოდი ამ სცენის შემყურე. სანდრომ ინსტიქტურად გაუშვა ჩემს მაჯას ხელი
-კითხვა გავიმეორო? რამე გაურკვევლად ვთქვი? რას ვერ იგებს? -თავზე წამოადგა რატი სანდროს.
-რატი, არაფერია-მხარზე დავქაჩე „ქმარი“ მე
-ნატა, ადი ნომერში-მითხრა მკაცრად
-არსად არ ავალ, წამოდი!
-ადი მეთქი ! მგონი მე და ბატონ ცერცვაძეს გასარკვევი გვაქვს რაღაცეები
რატის ირონია მკლავდა.
სანდროც მედგრად იდგა და ადგილიდან არ ინძრეოდა.
ხან ერთს ვუქაჩავდი თვალებს, ხან მეორეს.
-ყველაფერი გავარკვიეთ უკვე-იყო სანდროს მოკლე პასუხი
-ვერ ვხედავ აქ რამე იყოს გარკვეული. შენ ყვირილით არკვევ ყველაფერს? ბედავ და ჩემს საცოლეს უყვირი კიდეც?
დავინახე როგორ წვდა რატი სანდროს და აქ მართლა ყვირილის დაწყებას ვაპირებდი, მაგრამ ზურგს უკან ჩემი მხსნელის-დათუნას ხმა გავიგე
-რატი!
-დათუნა! იკა!-გაუაზრებლად ვიძახდი სახელებს მე
-გამეცი პასუხი!-ხელს არ უშვებდა რატი სანდროს
-რატი, გეყოფა! წავიდეთ!
დათუნა შუაში რომ ჩაუხტა სანდროს და რატის, ამ დროს ირაკლიც ეცა, სხვა ბიჭებიც და როგორღაც სიტუაცია დარეგულირდა, მაგრამ რატის კიდევ ვერ ვაწყნარებდი.
სანდრო ზედმეტად მშვიდად იდგა.
თითქოს არაფერი მომხდარა.
ცოტაც და სერიოზულად იჩხუბებდნენ.
მართლა სცემდა.
და ეს მე ყველაფერზე ნაკლებად მინდოდა.
რა ცემა?
რა ომი?
სახუმაროდ და საღადაოდ წამოვედით და ამან კინაღამ ომი გააჩაღა.
რატი ძლივს ავიყვანე ოთახში, კარი რომ მივხურე ეგრევე ქორივით დავეცი თავზე!
-სულ გადაირიე?
-კიდე მე გადავირიე გოგო?! რანაირად გიყვიროდა? რა უნდოდა?-ყვიროდა ისევ რატი
-შენ მართლა ჩემი ქმარი ხომ არ გგონია თავი?-გავბრაზდი მე
-რა შუაშია ქმარი გოგო! ჩემთან ერთად ხარ ამდენი ხანია, ჩემი დათუნას და ირაკლის ძმაკაცი ხარ, ჩემი ნინის და ნიას უახლოესი დაქალი ხარ! მათი შვილების ნათლია ხარ! ის კიდე დგას და გიყვირის! ვის უყვირის?! თავი ვინ ჰგონია? შენი ყოფილი ქმარი რადგანაა, ყველაფრის უფლება აქვს? ბოლოსდაბოლოს დგას და ქალს უყვირის, რა უფლებით? ცოტაც და ხელს მოგამტვრევდა!
-რატი, მთვრალი იყო.
-ეგ ამართლებს? რაც იყო, ვერ ავიტან, რომ ვინმემ გიყვიროს. გინდა ფორმალური ქმარი ვიყო, გინდა არავინ! არ შემიძლია რა. მეორედ მართლა ვცემ-გაეცინა რატის და საწოლზე გადაგორდა
-შენ თუ არ გაკლდეს!-მის სიცილზე სახე შემეცვალა მე
-რა გითხრა? რამე გითხრა?
-ისეთი არაფერი
-მომენატრეო ხო?-გაეცინა ისევ რატის
-რატი!-ავყვირდი მე
-ძალიან, ძალიან მომენატრეო?
-გეყოფა!-გავკაპასდი მე
-კაი, რა იყო!
-რას მოვდიოდი საერთოდ რა! მართლა რომ გეჩხუბათ, მოვკვდებოდი!
-მე მაინც გავბრაზდი...ძალიან გავბრაზდი! მითუმეტეს როგორ გაბედა!
-მორჩი, რატი...
-როგორ გაკოცა, ნატა!-თვალები აერია რატის და მუშტები შეკრა
-რა?....-დავიძაბე მე...ღმერთო...
რატომ?
დაინახა, რომ მაკოცა!!!!
-მესამე სართულზე ვიყავი, ვერანდაზე და პირდაპირ მაგ სცენას შევესწარი. სანამ ქვემოთ ჩამოვედი, ეგ იდიოტი უკვე იდგა და კიდე აქეთ გიყვიროდა... როგორ გაგიბედა ნატა? ადგა და გაკოცა!
-რატი, მორჩი... კოცნა მაშინ ცვლის საქმეს, როცა ის მნიშვნელოვანია...
-ახლა რომ მოვიდეს და ასჯერ გაკოცოს არამნიშვნელოვნად, იგივეს გაიმეორებ?
-რატი, ნუ ბრაზდები!-გამეცინა მის ეჭვიანობაზე მე!
-ჩემი ცოლის, თან არ-ცოლის გამო პირველად ვარ ასეთ დღეში. პირველად ვიგერიებ ყოფილ ქმარს !
-დაწყნარდი, შედი წყალი გადაივლე და დაიძინე! დაისვენე, მოდუნდი-დავარიგე რატი მე და პირსახოცი ვესროლე...
-ისე, კოცნაზე გამახსენდა... მე და შენ ხალხში ერთმანეთისთვის არ გვიკოცნია ხო?-თვალი ჩამიკრა აბაზანის კარებთან მდგომმა
-ხალხში რას ქვია, ხალხის მიღმა გვიკოცნია?-გავბრაზდი მე
-ხოდა, მგონი მაგ ფაქტის გარეშე სერიოზულად არავინ გვიყურებს და ხომ არ გამოვასწოროთ?!
-რატი, თუ არ გინდა, აბაზანის კარი ჩაგიკეტო და გაიგუდო, გამასწარი დროზე! თორემ ისეთ დღეში ჩაგაგდებ, რომ ვერავის, ვერასდროს ვეღარ აკოცებ!

-მეც მიყვარხარ საყვარელოო!
მომაძახა აბაზანიდან.
მე გამოვიცვალე და ლოგინში შევწექი.
ეს რა დღე მქონდა?
გავიფიქრე და წამებში ჩამეძინა.
რატიმ როგორ დაიძინა, არც კი მახსოვს.

* * *
-საყვარელო, გაიღვიძე!-მომესმა ყურთან ვნებიანი ხმა და მე თავი გიჟივით წამოვწიე.
-რატი, გადაირიე? 7 საათია!
-რა მაგარი ამინდია, იცი?
-და რა ვქნა? ცვრიან ბალახზე ფეხშიშველამ გავიარო და შევიგრძნო, რაა მამული?! თუ რა ჯანდაბა გინდა!
-წამო, გავისერინოთ სადმე
-რატომ არ გძინავს?
-არ მეძინება და რა ვქნა? მთელი საწოლი შენ გიკავია! გასუქდი მგონი ამ წინასაქორწინო სამზადისში!
-რატი მაგრად გცემ-ვთქვი მე და საწოლის კიდესთან მივჩოჩდი. რატი ზურგიდან მომეკრო და ვითომ ძილი გააგრძელა
-რატი, აწიე შენი კუთვნილი ხელი, ჩემი კუთვნილი წელიდან, თორემ მოგაჭრი!
-ბოდიში, რას?-ახარხარდა რატი!
-ხელს შე იდიოტო!
-კიდევ კარგი! უხელობას გადაიტან კაცი, მაგრამ აი....
-მოკეტე! დამაძინე! პირველამდე არ გამაღვიძო, თორემ აგკუწავ!
-დილით რა აგრესიულია ეს გოგო?-ჰკითხა საკუთარ თავს და ზურგი შემაქცია.
ძილშიც გავიგე, რომ უაზროდ ცქმუტავდა და აქეთ-იქით ტრიალებდა.
მთელი დღე უაზროდ გავატარეთ. მე, ნინი და ნია კუდში დავყვებოდით ლიკას, ხან რა საქმეზე, ხან რაზე.
ნინი ყურში ჩამკიოდა, თუ ასეთი ყოვლისშემძლე მეუღლე ჰყავს, ჩვენ რას დაგვატარებსო და მთელმა დღე „მუჯლუგუნებში“ გავატარეთ. ხან მე ვაჩუმებდი, ხან ნია. რა ქნას, ასეთია 
ზეგ უკვე ქორწილი იყო და სამზადისი პიკს აღწევდა. ლიკას ნერვიულობაც იმაზე, თუ რა როგორ იქნებოდა.
ჩვენ დაპროგრამებულებივით ვუმეორებდით, რომ ყველაფერი ათიანზე ჩაივლიდა, მაგრამ რა ქნას, ენერვიულებოდა მაინც.
მთელი დღე არც ჩემი ახლანდელი და არც ყოფილი ქმარი არ მინახავს. არცერთი რომ არ რეკავდა და პლიუს არც დათუნა-იკა, ანუ ყველაფერი მშვიდობით იყო და გუშინდელი მცირედი „წაკამათება“ ჩხუბში აღარ გადაიზრდებოდა.
პრინციპში, რომ არ მოგატყუოთ, ლიკას საქმეები კი არა, მე, ნია და ნინი მთელი დღე გუშინდელ ინციდენტს განვიხილავდით. ნიამ რა თქმა უნდა მიიღო თავისი „საფირმო“ სახე და საყვარელი ფრაზაც გააჟღერა : „ამდენი წელი გავიდა და მაინც რომ ვერ გადაგიყვარა?“ რასაც საპასუხოდ ნინის მკაცრი ტონი მოჰყვა : „კი არ უყვარს, ნამუსი არ ასვენებს მაგას“ მე ვიდექი და ლიკას ველაპარაკებოდი. ეს ორი დეგენერატი კიდე, რა დროს ქორწილი და ლიკაა, ცხოვრება თავზე გენგრევაო მეძახდნენ.
სასტუმროს კიბეებზე ვიყავით, დათუნამ რომ დარეკა ჩემს ტელეფონზე
-ხო, დათუ
-ნატა, სანდრო და რატი ჩხუბობენ, თქვენს ნომერთან ვართ-მითხრა და გამითიშა. გოგოებს უკვე ყველაფერი გაგებული ჰქონდათ და გიჟებივით ავცვივდით მეოთხე სართულზე. გზაში კინაღამ სამივემ კისერი მოვიტეხეთ, რომელი გამშველებლები ჩვენ ვიყავით, მაგრამ მაინც.
ფოიეში დათუნა, იკა და რატი რომ დავინახეთ, ჩვენ გაოცებულ სახეებზე როგორ იცინოდნენ, ყველაფერს მარტივად მივხვდით.
იდიოტები.
ყველაფერზე ხუმრობა შეიძლება?
გემრიელად მოხვდა სამივეს.
ნიამ და ნინიმ ქმრები წააბრძანეს, ამათ ცალკე დავამუშავებთო და მეც წიხლით შევტენე რატი ნომერში
-თუ არ გაკლდეს, მე მოვკვდე!
-გაგახალისეთ ცოტა რა ! აუ, რა სახით ამოხვედი! სად მორბოდი? გაგვაშველებდი?
-მორჩი რა, მასხარა ხარ!
-გამოიცვალე მიდი და წავიდეთ საჭმელად-მითხრა და სავარძელში ჩაეხეთქა
-რას იძახი? ყველა კუნთი და ნერვი მტკივა. უნდა ვიბანაო და დავიძინო
-ნუ გარეკე რა! ხვალ ისედაც ვერ გნახავ და დღეს რამე ბომბა გვინდა
-ანუ?-გამეცინა მე
-გუშინდელის მერე გადასარევი დროა, რომ სანდროს ბოლომდე მოვუჯოკროთ!
-აუ, ეს ჯოკერიც, კალათბურთიც, მეგობრული დინერიც და ეჭვიანობაც რა! შევედი მე !
-სამ დაძახებაზე თუ არ მიპასუხებ, იცოდე, რომ შემოვამტვრევ
-აჰამ!

დიდი ხვევნა-კოცნა-ხვეწნა-ვედრების შემდეგ, როგორც იქნა გამომპრანჭა რატიმ და სავახშმოდ დაბლა ჩამიყვანა.
სასტუმროს რესტორანი, რა თქმა უნდა, სავსე იყო.
ისეთი დაღლილი ვიყავი, არაფერი მიჭამია. მთელი საღამო იკას და დათუნას ვეჭორავებოდი. ეს ჩემი ძვირფასი ქმარი კიდე აიყოლია ლაგვილავამ და ყანწებით სვამდა რომელიღაც მაგიდასთან.
-დათუ, შენ ხომ არ იცი, რამ გადარია ეს არქიტექტორი ბიჭი, ჩემი მეზობელი ლოთი ჯემალასავით რომ სვამს უკვე 5 დღეა?
-ცდილობს, რომ კლასს თავი მოაწონოს. სიძე კაცია ბოლოსდაბოლოს
-შენც ეგრე გვაწონებდი თავს?
-მე თავიდანვე „ბლატები“ მქონდა!
-დათუნ, ცოლს წაგართმევ ცოტა ხნით რა-რატის ხმა ვიცანი და მთელი სხეულით მოვტრიალდი
-წაიყვანე, აი, ლიკასთან და ნოზაძესთან ერთად დგას იქით-ხელით მიუთითა დათუნამ და ჩემთან ჭორაობა გააგრძელა
-ჩემი ცოლი ვიგულისხმე-წარბი აგვიწია რატიმ და ფეხზე ამაყენა
-ამან მართლა გარეკა, შენ თავს ვფიცავარ-თვალი ჩავუკარი დათუნას და რატის საცეკვაოდ გავყევი
-რა დალიე ამდენი?-ვხარხარებდი მე
-მაგ ლაგვილავას ერთხელაც იქნება მოვკლავ!
-ღვიძლი თუ დაგეშალა, ვერ გადარჩები ხო?-ვიცინოდი მე
-საერთოდ არ მეცინება!
-გავნიავდეთ რა, დარბაზში საშინლად ცხელა-ვუთხარი და აივანზე გავიყვანე. სასიამოვნო სიგრილემ დამიარა და ცოტა აზრზე მოვედი. რატიმ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ საშინლად მომინდა მოწევა, მგონი ცხოვრებაში მეორედ, ან მესამედ. კარგი ხო....მაქსიმუმ მეოთხედ! რატის ერთ ღერი გამოვართვი და მეც მოვუკიდე
-შენ რა, ეწევი?-თვალები შუბლზე აუვიდა რატის
-დედა, როგორ გავბედე??? თუ რას მეკითხები?-გადავიხარხარე მე
-მიმალავდი გოგო?-უფრო აღშფოთდა რატი
-არა რატი, უბრალოდ მომინდა, გიჟია ეს-ვიცინოდი ისევ მე
-აუ, მეთქი უტყდებოდა თქმა თქო და ისე უნდა დამეცინა ახლა, რომ ვერავინ ვეღარ გიშველიდა
-რა დეგენერატი ხარ! რანაირად უნდა მიტყდებოდეს?
-რავიცი, ცოლი ხარ ბოლოსდაბოლოს!
-ნახევრად!
-ჰო, ნუ ერთად გვძინავს, ერთად ვბანაობთ, ერთად ვცხოვრობთ უკვე 5 დღეა, ერთად ვჭამთ, ერთად ვსვამთ, ერთმანეთის ტანსაცმელი გვაცვია, ბეჭედიც გიკეთია და კიდე ნახევრად ?
-ჯერ ეს ერთი, ერთად როდის ვბანაობთ? მეორეც ერთხელ გთხოვე მაისური და გადამყოლე!
-დანარჩენი?
-რა დანარჩენი?-დავიბენი მე
-დანარჩენზე პასუხი არ გაქვს?
-რატი, სულელობ რაღაცას ახლა შენ!
-ყველა გზა მომიჭერი რა-თქვა და სიგარეტი ჩააქრო. მეც იგივენაირად მოვიქეცი.
-რატი ცოტა დაგღალე ხო?-ვკითხე მე
-რას გულისხმობ?
-წამოგიყვანე და რაღაც უაზრო თამაშში ჩაგითრიე...
-რა სენტიმენტალური აღსარებები მოგაწვა ახლა?
-არა, ეგრეა. გაკეთებინებ უაზრობებს, თან დაჟე მეც რომ არ მაინტერესებს რეალურად ისეთს
-რას გულისხმობ?
-იმას, რომ სანდროს ეჭვიანობა არაფერში არ მჭირდება. არ მინდა ხვდები? არ მაინტერესებს
-ეგრეც რომ არ იყოს, ყველა წყვილშია და შენ მარტო ხომ არ იქნებოდი?
-ანუ, ჩემზეც ზრუნავ-გავიცინე მე და ვერც მივხვდი, როგორ დაუგეგმავად „შემოგვეხუტა“ ერთმანეთი მე და რატის.
ჩემს მხრებზე ნაზად აასრიალა ხელი. მე მის წელზე ვიყავი ტკიპასავით შემოხვეული და რაღაც იდიოტობებზე ვიცინოდით. გამჭირვალე კარებიდან კარგად დავინახე, როგორ იდგა და გვიყურებდა სანდრო ცერცვაძე.
თვალი ავარაიდე და რატისთვისაც არაფერი მითქვამს. მაგრამ რისი რატი იყო, რომ არ შეემჩნია?
-სანდრო და თათუშკებიც მოსულან და ჩვენი სიყვარულის ცქერით ტკბებიან-მიჩურჩულა ყურში და გადაიხარხარა
-დაიკიდე-ვუთხარი მე
-შენ დაიკიდე, ახლა რასაც ვიზამ-მითხრა და სახე დაუსერიოზულდა
-რა?-ვერ გამოვერკვიე სიტუაციაში მე და
ვერც გამოვერკვეოდი.
პირიქით უარეს გაუკრვევლობში გადავედი, რატი ჩემკენ რომ შემობრუნდა და მოულოდნელად შემეხო ტუჩებზე.
ცივმა ოფლმა დამასხა.
ვერც გვაცნობიერე ისე ავყევი კოცნაში და ხელები კისერზე შემოვაწყვე.
რატიმ თავი ოდნავ მომაშორა, ორჯერ ლოყაზე მაკოცა და ბოლოს კისერში.
მერე ისევ ჩამეხუტა და ორივეს ერთდროულად აგვიტყდა სიცილი.
არ ვიცი რა მაცინებდა.
არც ის ვიცი, რატის რა აცინებდა.
1)ძალიან რომ გვაკლდა ორივეს,
2)სანდროს რომ გულს გავუხეთქავდით, თუ
3)ვითომ თამაში რეალობაში რომ გადაგვდიოდა.
არ ვიცი.
მთავარი იყო, რომ ვიცინოდით.
გვიხაროდა და ბედნიერები ვიყავით.
რა გვაბედნიერებდა, ეს თქვენ განსაზღვრეთ.

* * *
შუა დღის 3 საათი იყო, რატიმ იძულების წესით რომ ამაყენა. დილიდან ყურში ჩამკიოდა ადექიო. მე კიდე უზომოდ მეზარებოდა თავის წამოწევა. ღამის 5 საათზე დავწექი დასაძინებლად და ამ ბიჭს რატომ ეღვიძებოდა ყოველთვის დილის 10 საათზე, არ ვიცი. ბოლოს რომ ვერ ამაგდო, ხელში ამიყვანა და პირდაპირ აბაზანაში ჩამაგდო. მოკლედ, იმ საღამოს მთელ ყაზბეგს ესმოდა რა ხდებოდა გიორგი ქებურიას კუთვნილი სასტუმროს მეოთხე სართულზე. დღეს ე.წ „დევჩატნიკი“ და „მალჩიშნიკი“ გვქონდა დაგეგმილი. მე პირადად ისეთ „ხოდზე“ ვიყავი, ზუსტად ვიცოდი ძალიან ბევრს დავლევდი და რატიზე ზედმეტს არ ვილაპარაკებ, ისედაც ეტყობოდა რომ დილიდან მშვენიერ ხასიათზე იყო.
საღამომდე დრო ისე გავიდა, ვერც გავიგეთ. მე სარკესთან ვიჯექი და თმას ვისწორებდი, რატი უკვე იცვამდა
-ნატ, შემიკარი რა-მითხრა და მარჯვენა ხელი გამომიწოდა. მე თმის უთო გადავდე და ღილი შევუკარი.
-აი, შენ თმას დასწორება რა ჯანდაბად უნდა?
-კაცები ვერ გაიგებთ!-ვუთხარი მე და თმები უკან გადავიყარე-მოვრჩი! ხო ლამაზი ვარ?
-შენ სულ ლამაზი ხარ!-თვალი ჩამიკრა რატიმ
-ტყუილად მკერავ! ისევ ნაწყენი ვარ შენზე, თანაც ძალიან!
-კარგი რა! აბა ვერ გაგაღვიძე და რა მექნა?
-მერე აბაზანაში უნდა ჩაგეგდე?
-სხვა ყველაფერი ვცადე!
-ეგ არ გამართლებს!
-კარგი ხო!
მე მაკიაჟის გაკეთება დავიწყე და რატის აუღელვებლად გავუბი საუბარი
-იცოდე, დღეს ნაშების აყრა, „ბიჭებო ბოლო დღეა თავისუფლების“ და მეორე დილით ვიღაცის მკერდში გაღვიძებები არ ატეხოთ იქ!
-ბატონო?-ჩამოჯდა რატი.
-ყრუ ხარ?-დავინტერესდი სერიოზულად.
-შენ „მალჩიშნიკის“ განმარტება იცი?
-კი, წადით, დალიეთ, თუ გინდა უყურე სხვები როგორ კერავენ ტუჩებგადმობრუცულ ქალებს, მაგრამ მე გვერდით მყავს ერთგული საქმრო, რომელიც არ მიღალატებს!
-ნატა!
-რა? ეგრე ჩვენ „დევჩატნიკი“ გვაქვს და ავდგე და მივახტე ვინმეს?
-რაო?
-ხომ გაგიტყდება, ხვალ ყველა გოგო გიყურებდეს და ფიქრობდეს, რომ რქებს გადგამ?! ხოდა მეც გამიტყდება!
-გეფიცები, ცოლები არ ჭედავენ ესე!
-მერე ცოლი ვარ!
-არ ხარ!
-ვარ!-ვუთხარი და თვალწინ ბეჭედი ავუფრიალე
-ისე, თუ მაინც თბილისში უნდა ჩავსულიყავით ამ დღისთვის, რაღას ამოგვყარა აქ?-გაეცინა რატის
-გეუბნები მე მაგარი დეგენერატია ეგ გიორგი ქებურია თქო და არ მიჯერებთ არავინ!
-ნუ მეჭორავები თქო! ასჯერ გითხარი!
-შენ დაიწყე!
-შენ თქვი, რომ დეგენერატია!-გაეცინა რატის
-და არ არის?
-დეგენერატი ეძახე და მილიონერია
-ხოდა ყველა მილიონერი დეგენერატია!
-შენ შენი ღარიბი ქმარუკა გირჩევნია ხო ყველას?
-ასეთ სახეს რომ იღებ, პატარა ცუგას გავხარ!-გამეცინა მე და ტუშის წასმა დავიწყე
-ღმერთო ჩემო! იქნებ ოდესმე დაამთავრო?-გაეცინა და ტუში წამართვა
-მოდი წამწამები აგიპრიხო. იცი, როგორ მოგიხდება?
-წამწამები აუპრიხე სანდრო ცერცვაძეს!
-მაგას ავუპრიხე ერთხელ!
-რანაირად?
-გამაბრაზა და ძილში მაკიაჟი გავუკეთე
-ეს ვის ხელში ჩავვარდი? მარილსაც ხომ არ აყრიდი ყურში?
-არა, მაგრამ ერთხელ ჭიკარტები დავუწყვე სკამზე!
-რატომ?
-სკოლა მომენატრა მეთქი-გადავიხარხარე მე
-მერე და გაგშორდებოდა აბა რას იზამდა?-აღშფოთდა რატი
-ჯერ ეს ერთი მე გავშორდი და მეორეც, ამ თემაზე არ მეცინება
-კარგი. ვისი მანქანით მიდიხართ?!
-არ ვიცი, არც მაინტერესებს. მე ვსვამ ისე, რომ პატრონი ვერ მცნობდეს ხვალ!
-ანუ, ჯობია სახლში არ მოვიდე?-გაეცინა რატის
-ნამდვილად!
-ვინც მოასწრებს ლოგინში ის წვება!
-რატი, შენ რაც მე გითხარი ის შეასრულე და თუ გინდა ფანჯრის რაფაზე დავიძინებ! თან ასე დანაშაულსაც გამოისყიდი
-ნაწყენები რომ ვართ, მაინც არაფერი არ მოსულა?
-რატი, რომ წავალთ აქედან, თუ გინდა ყოველ შემხვედრთან დაწექი! გპირდები, რომ ვერცერთხელ ვეღარ მნახავ-გამეცინა მე
-და ვინ თქვა, რომ შენი ნახვა აღარ მინდა?!-სახე დაუსერიოზულდა რატის.
რაო, რა მკითხა?
ეს აშკარად კითხვას არ ჰგავდა
-და მოიცა, დაწექი საერთოდ რა სიტყვაა?-გაეცინა და ჩემი ეჭვები წამში გაფანტა.
მეც გამეღიმა და ტუჩსაცხებს დავუწყე თვალიერება
-რომელი ფერი უფრო მოგწონს?
-აი, ეს!-ხელი დაადო ჩემს საყვარელ ტუჩსაცხს
-ე, ყოჩაღ!-გამეღიმა და ამით მაკიაჟის გაკეთებაც დავასრულე.
-ახლა მაგ მაკიაჟზე როგორ უნდა ჩაიცვა?
-აბა თუ მიხვდება შენი ტვინი, რას ვიცვამ?
-რას იცვამ?
-კაბას!
-მერე რა!
-მერე თავზე რომ არ ჩამოვიცვა, როგორღაც სხვანაირადაც შეიძლება!
რატის სახე მოეღრიცა!
მე კაბა ავიღე და აბაზანაში შევედი.
დაახლოებით 10 წუთი ვიკრავდი ელვას. ბოლოს ფარ-ხმალი დავყარე და რატის დავუძახე
-რატიკო!
-რა ხდება?-თავი შემოყო კარებში
-დამეხმარე რა!
-რა გეშველებოდა უჩემოდ!
-მგონი არაფერი!
-ოქრო ბიჭი ხარ!-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე
-ხანდახან რა საყვარელი ხარ ნატ?!
-სასწაული ვარ, ვერ მაფასებ!
-სანდრო არ ნახო მაგ ფორმაში, თორემ გულისცემას ვერ დაარეგულირებს
-შენ დაარეგულირე?
-მე აღარც ვმალავ!-გაეცინა რატის
-დღეს თათუშკები უნდა დავათრო !
-არ გინდა, ნუ აწვალებ მაგ საწყალ გოგოს!
-მოიცა რა, გავერთობი!
-ისე, ლამაზია
-ვინ, თათუშკები?
-აჰამ-თქვა რატი და მოემზადა-არ დამარტყა!
-რატომ უნდა დაგარტყა? ძალიან ლამაზია
-ვაუ!-თვალები შუბლზე აუვიდა რატის
-რა „ვაუ“-გამოვაჯავრე მე-რადგან სანდროს გოგოა, არ ნიშნავს, რომ მის სილამაზეს ვერ ვხედავ!
-მაგრამ ვის რა ჯანდაბად უნდა ეგეთი სილამაზე, როცა თავში არაფერი არ უდევს?!-დაასრულა ჩემი წინადადება რატიმ
-მართალია!
-იმ დღეს ველაპარაკე რაღაცაზე და შენ მერე ეგ გოგო? ტეხავს...
-ჩემ მერე არა. თათუშკებიმდე ერთი 7-8 გოგო მაინც ჰყავდა.
-რას იზამ. ცხოვრებაა...
-აღარ მიდიხარ?
-შენ გელოდები!
-მე მზად ვარ!
-ხოდა წავიდეთ. ნიასთან და ნინისთან მიდი შენ და მე და ბიჭები წავალთ!
-რატი, დაპირება დაპირებაა!
-არის ცოლო!
სანამ ყველა გაემზადა, მე, ნინის და ნიას კინაღამ სული ამოგვხდა. ამდენი ვარდისფერი ფერი, ბუშტები, შამპანიურები, ოქროსფერი ლენტები და შუშხუნები აუტანელი გახდა. ოღონდ ეს ყველაფერი სადღაც მესამე, თუ მეოთხე ჭიქაზე ბოლომდე გადამავიწყდა. ჩემს მაისურზე წარწერა BRIDES SQUAD ნელ-ნელა მომეწონა. აღარც ლიკას ფატა მაღიზიანებდა და არც მის თავზე შემომხტარი გვირგვინი. არ ვიცი მსგავსი რამ სადმე, ოდესმე თუ მომხდარა, მაგრამ ნამდვილად აღარ მეგონა იმ დღეს ბოლო თუ ექნებოდა და საერთოდ ცოცხალი თუ გადავრჩებოდი. ნია და ნინი საერთოდ რამ გადარია არ ვიცი, ხან ერთი ჩამომყავდა მანქანის ფანჯარაზე შემომხტარი, ხან მეორეს „ვხსნიდი“ მანქანის ლუქიდან. ანუ, მე ვის ვეხმარებოდი ეს საერთოდ ცალკე თემაა. ნიას ვეხუმრებოდი, გეხვეწები შუბლზე დამაწერე, რომ ლიკა ლომიძის „დევჩატნიკიდან“ ვარ და თუ ვინმემ მიპოვა ყაზბეგში ამიყვანოს მეთქი.
ისე, სულ მაინტერესებდა რა უფრო უარესია, წინა ღამიდან ყველაფერი რომ გახსოვს, თუ არაფერი? ალბათ უკეთესია სხვები გიყვებოდნენ, რა გააკეთე. ყოველთვის, გულის სიღრმეში იფიქრებ, რომ ისინი აბუქებენ და რეალურად შენს ასეთ ქცევას არ აღიქვამ, მაგრამ ვაი, რომ ყველაფერი ზედმიწევნით მახსოვდა.
არ ვიცი რატომ გადავწყვიტე, რომ გოგოები რაღაც ძალიან მაგარ კოქტეილზე დამეპატიჟებინა, რომლის ფასმაც კინაღამ მინუსებში წაიყვანა ჩემს საკრედიტო ბარათზე არსებული ბალანსი. გამთენიისას გავახსენდი ძვირფას მეუღლეს. მთელი დღე არცერთი გოგოსთვის არავის არ დაურეკავს. უკვე ტაქსიში ვისხედით და ნიამ რომ მკითხა, ვინააო და რატი მეთქი, ლიკადან დაწყებული, მძღოლით დამთავრებული, ყველამ აღნიშნა თუ რა საყვარელი და უზომოდ ყურადღებიანი საქმრო მყავს. მერე ისიც აღნიშნეს, რომ საყვარლები მანამდე არიან, სანამ ქმრები გახდებიან.
თითქოს მე არ მქონდა ამის მწარე გამოცდილება.
-ჩვენ უკვე მოვედით-ხმაზეც ეტყობოდა როგორი დაღლილი და ნასვამი იყო
-დაიძინე მერე, რას ელოდები?
-გელოდები
-რას შვები?-გამეცინა მე
-გელოდები, როდის მოხვალთ? რას სვამთ ამდენს?
-გზაში ვართ
-ხოდა გელოდები!
-გავიგე, მაგრამ რატომ?!
-რომ მოხვალ გეტყვი!
არა, ამ ბიჭს რომ აკლდა, ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი, როცა რატი პირველად ვახსენე. ხომ გახსოვთ?!
ტელეფონი ჩანთაში დავაბრუნე და ნიას ვანიშნე დამერხა მეთქი. ამას უკვე ისე ეძინა, ჩემი რეპლიკა აღარც შეუმჩნევია. სამაგიეროდ ნინი მანამიოკებდა კარგად მთელი გზა.
გამთენიისას მივედით სასტუმროში. არ ვიცი, რა ძალამ ამატანინა მთელი ღამე ეს ქუსლიანი ფეხსაცმელი. ნომრამდე ბორძიკით მივედი. კარები გავხსენი და სიცილი ძლივს შევიკავე.
რატი მართლა აივანზე იჯდა და მშვიდად მელოდებოდა
-შენ სულ გადაირიე?-ვხარხარებდი მე
-რატომ?
-მართლა დამელოდე?
-აბა, ტყუილად?
-მეგონა, ხუმრობდი-გამეღიმა მე და ფეხსაცმლის გახდა დავიწყე
-ვინ დაგაძალა, გაფიცებ მაგ ქუსლებით რომ იარე მთელი დღე?
-მერე ტვინი სად გქონდა, ასე რომ მიშვებდი?
-როგორი დრო ატარეთ?
-არ მეტყობა? სწორ ხაზზე ვერ დავდივარ!-ვთქვი და კიდევ ერთხელ წავიბორძიკე
-დაჯექი მერე, რატომ დადიხარ?-ღიმილი სახეზე შემახმა რატის საუბრის ტონი რომ გავიგე
-შენ რა უხასიათოდ ხარ?
-ისე რა
-ცუდი სიტუაცია იყო?
-ვისთვის როგორ
-რა პასუხებია?-გამეცინა მე და რატის მოპირდაპირედ ჩამოვჯექი
-არაფერი ნატა, მართლა...
-იმედია შენ და სანდრომ არ იჩხუბეთ, ჰო?-შემეშინდა მე
-არა, იმედია არც შენ და თათუშკებიმ
-კი იყო ღირსი, ამ ქუსლებით მეცემა, მაგრამ ხომ იცი, როგორი კეთილი და შემწყნარებელი ბავშვი ვარ-თვალი ჩავუკარი რატის და მოაჯირზე ფეხები შემოვალაგე
-რატომ იყო ღირსი? რამე გითხრა?
-არა, მთელი საღამო სანდროს ქებაში იყო, თუ როგორი საყვარელი მეორე ნახევარია. არ იცოდეს მაინც, ვინ არის.
-შენც ხომ არ იცოდი?-მეგონა, რომ სპეციალურად მისვამდა ამ კითხვებს
-მეხუთე კლასიდან მე ვუყვარდი და რა უნდა მცოდნოდა რატი?
-დარწმუნებული ხარ?
-რატი რა გინდა?-გავბრაზდი მე
-არაფერი. უბრალოდ...დაიკიდე!
-რა დავიკიდო? თუ მოგბეზრდა აქ ყოფნა შეგიძლია წახვიდე!
-აი, რა შუაშია ეს დასკვნა?
-აბა, რა ლაპარაკია? არ უნდა მომეყოლა ალბათ არაფერი და მერე ასეთი არაადეკვატური რეაქციაც არ გექნებოდა!
-ნატა, რატომ წახვედი ასე შორს?
-აბა, სად წავიდე? შენ უფრო იცი, თუ მე სანდროს ცხოვრება!
-საწყენად არ მითქვამს
-შეიძლება არ გითვამს, მაგრამ მეწყინა
-ბოდიში
-არ მინდა ბოდიში!
-ნატა, ნუ მიყვირი-გაეცინა რატის და ფეხზე წამოდგა
-ნახე რა, ნერვები დამაგლიჯა და კიდე აქეთ იცინის
-შენით დაიგლიჯე, მე არაფერ შუაში ვარ-მითხრა და მომეხვია. მე იმდენად ბუნებრივად მივიღე მისი ქმედება, რომ ხელები შემოვხვიე და ძალიან მაგრად ჩავეხუტე. არ ვიცი, რატომ. არაფრის იმედი მქონდა, არაფრის ფიქრი და საერთოდაც ვერ ვიაზრებდი, როგორ შეიძლებოდა ჩემი და რატის ურთიერთობა სულ სხვა, ახალ ფაზაში გადასულიყო. რატის მხრებიდან თავი გავინთავისუფლე და უხერხულობის გასაფანტად რაღაც უაზრობებზე ლაპარაკი დავიწყე. მისი ყავაც დავლიე და მივხვდი, რომ დღეს ძილი საერთოდ არ მეწერა.
-ნატ-მითხრა რატიმ და მზერა ჩემზე გადმოიტანა
-რა იყო?
-მოდი რა ჩემთან
ისეთი ხმა ჰქონდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. უსიტყვოდ გადავჯექი მასთან. არ ვიცი, რატომ არ გვქონდა უხერხულობის მომენტი, არ ვიცოდი.არაფერი არ ვიცოდით, ა რ ა ფ ე რ ი!
რას, ან რატომ ვაკეთებდით. რატი ზურგიდან მომეხვია და ჩემს კისერში ჩარგო სახე. მუხლები შესამჩნევად ამიკანკალდა მის შეხებაზე და რამე რომ არ ეკითხა, ალბათ ფეხზე წამოვხტებოდი და ყაზბეგიდან სამუდამოდ გავიქცეოდი
-რას ფიქრობ ნატა?-მკითხა ორაზროვნად
-რაზე?-დავიძაბე მე
-სანდროზე...-არასდროს უხსენებია მისი სახელი ასე ცუდად, როგორც დღეს
-რას უნდა ვფიქრობდე?-კბილები ერთმანეთს დავაჭირე და მოლოდინის რეჟიმი ჩამერთო, რომელიც საუკუნოდ გაიწელა
-რო რამე, აპატიებ?-ისე უბრალოდ მკითხა, ნია, ან ნინი რომ მკითხავდა. ვიღაც შორებელი ნაცნობი, მეზობელი, ან კლასელი...
-რას რატი?
-არ ვიცი, ეგ არ გითქვამს, რის გამო დაშორდით და რა გაქვს საპატიებელი, მაგრამ...რამე რომ იყოს, შეურიგდები?-მტკიცე იყო რატის ხმა
-თათუშკები დაგავიწყდა?-თავის არიდება ვცადე მე
-ანუ, პრობლემა თათუშკებია?-გაეცინა რატის- რომ დაშორდეს, მერე? მოვიდეს და გთხოვოს...ახლა მარტო რომ იყოს, უცოლოდ, უშეყვარებულოდ, უმეგობროდ...შეურიგდები?
-კარგი რა, რატი...-ხელი ჩავიქნიე მე
-მაინტერესებს უბრალოდ...-ჩამაცივდა რატი-მითხარი! რომ გთხოვოს, ძალიან რომ გთხოვოს! როგორც იმ დღეს!
-არ უთხოვია იმ დღეს!
-მაინც? რომ გთხოვოს, ისევ რომ გითხრას მომენატრე და ისევ შენ მიყვარხარო
-მორჩი!-დავუყვირე რატის და მისი მხრებიდან თავი გავინთავისუფლე
-ო, მითხაარი! შეურიგდები?-არ მეშვებოდა ის
-რატი თქო!-მთლიანად მოვტრიალდი მე და რატის გამწარებული მზერა ვესროლე
-მაინტერესებს ნატა, ხომ უნდა ვიცოდე?
-რატომ უნდა იცოდე?
-იმიტომ, რომ შენი საქმრო ვარ!
-არ ხარ ჩემი საქმრო და არ მინდა ჩემს წარსულზე ლაპარაკი!
-ამ საუბრით მე შემიძლია დავასკვნა, რომ შეუგიდები!
-ხოდა ანალიზის და აზროვნების უნარი არ გაქვს რატი! არ შევურიგდები! იმიტომ, რომ აღარ მიყვარს! და ჩემთვის საშინელი ადამიანია!
-ეგრე არ ფიქრობ!
-კი!
-არ ფიქრობ ნატა!
-ნუ მასწავლი!
-გეტყობა! ნატა, გეტყობა!!!
-რატი, ნუ მასწავლი, რაც არ იცი. არ შევურიგდები
-ჩემი აზრით-შეურიგდები!
-მიღალატა რატი. მი-ღა-ლა-ტა! შერიგება საერთოდ ვინმემ ახსენა?-ამოვხეთქე მე და ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთი გადავყლაპე
-რა ქნა?-დაიბნა რატი და ღიმილი სახეზე შეახმა
-საყვარელი ჰყავდა. ეგ რომ გავიგე, ჩავალაგე და წამოვედი...იმიტომ, რომ როდესაც ურთიერთობაში მესამე ადამიანი ჩნდება, იქ შენი სიყვარული აღარ არსებობს, იქ შენ თავს ღალატობ პირველ რიგში და მერე საყვარელ ადამიანს. სიყვარულს ღალატობ... მორჩა-აღარ გიყვარს. მასთან ვეღარასდროს იქნები, როცა იცი, რომ ოდესღაც ვიღაცაში მაინც გაგცვალა. ეგ საკითხი განხილვას რომ ექვემდებარება, მანდ ეშლებათ ხოლმე წყვილებს. ღალატი არ არის უბრალოდ ადგე, სხვასთან დაწვე და მერე სახლში დაბრუნდე. არ შეგეშლება. ესეთი რაღაც არ ეშლებათ. არ არის ეს გრძნობებს აყოლა, ღალატია, მიტოვებაა, სიკვდილია! ისე ვეღარასდროს იცხოვრებ, როგორც ადრე ! ეგ გადატრიალებაა, გაორებაა, დასასრულია...
-მაპატიე, ნატა...არ მინდოდა-ისე დაიბნა რატი, სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა
-არა, დიდი ხანია უკვე ეს ისტორია გაცნობიერებული მაქვს, ასე რომ რაც დრო გადის შეიძლება ემოციები არ მაკლდება, მაგრამ იმდენად აღარ მტკივა, როგორც მაშინ მეტკინა, ბარგს რომ ვალაგებდი და მან სიმართლე კიდევ არ იცოდა...
-მართლა არ მინდოდა, ცხვირის ჩაყოფა გამომივიდა შენს საქმეში. ისე ჩაგაცივდი...-გაბნეული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით რატი
-არაფერია მეთქი, რომ გითხარი?!-მხარზე ხელი ჩამოვუსვი და გავუღიმე. არ მინდოდა ამ ყველაფრის გამო მორიდებულად ყოფილიყო ჩემთან
-საშინლად ვგრძნობ ახლა თავს!-თავდახრილი იჯდა რატი
-რატი ამომხედე!-გამეცინა მე
-ხომ ვიცი,ეს რამდენს ნიშნავდა შენთვის, მე კიდე როგორ ჩაგაცივდი! ბოდიში ნატა.
-რატი, არაფერია! შეიძლება ძნელია იმ სტატუსის ტარება, რომ გიღალატეს, მიგატოვეს, მაგრამ ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ ზუსტად ვიცი როგორია სანდრო. ვერ ვიტან, როდესაც ყოფილ შეყვარებულებს, ყოფილ ქმრებს, ცოლებს ცუდად მოიხსენიებენ, ლანძღავენ და ხალხში სახელს უტეხავენ. ასე არასდროს მოვიქცევი. აქ რატომ ვარ? ან სანდრო რატომ არის აქ? იმიტომ, რომ სანდრო ისევ ყველას უყვარს, როგორც მე და არცერთს არ გვიცდია, რომ ჩვენი ოჯახის დანგრევის გამო უხერხული სიტუაცია შეგვექმნა. სამეგობრო ერთმანეთს გადაკიდებოდა. ბევრმა რეალური მიზეზიც კი არ იცის, რატომ დავშორდით. სანდრო არ აღიარებს და მე პრინციპულად არ მინდა მისი ცუდად გამოჩენა, ყველაფრის მიუხედავად.
-და რატომ? როდესაც იმსახურებს...
-არ იმსახურებს. იქნებ ოდესმე მართლა შეხვდეს ისეთ ადამიანს, ვინც ძალიან შეუყვარდება და რატომ არ უნდა გამოუვიდეს წარსულის გამო...
-არ შეიძლება ეგეთი სიკეთე.
-ამიტომაც მომეშალა იმაზე ნერვები, რომ მე მელაპარაკა, თან აქ მარტო არ არის. ერთ დროს თათას ადგილას მე ვიყავი და რა ვიცი, მაშინ რა ხდებოდა?
-ძნელი იყო ცხოვრების ახლიდან დაწყება?
-ძნელი არ იყო. მაგრამ მქონდა პერიოდი, რომ თითქმის არავის არ ვენდობოდი. ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდი. საშინელება იყო, მუდმივ ეჭვიანობაში ცხოვრება. სულ მეგონა, რომ ვიღაცას ისევ უნდა ეღალატა, უნდა მოვეტყუებინე... არ ვიცი, რატი. ხანდახან მგონია, რომ დავივიწყე ყველაფერი, მაგრამ...
-ძალიან შეგეჩვიე ნატა-სიტყვა გამაწყვეტინა რატიმ და თვალი თვალში გამიყარა
-შეჩვევით დაწყებული ურთიერთობები უკვე არასერიოზულია-ხუმრობა ვცადე მე
-აღარ იფიქრო სანდროზე!-ბრძანებას ჰგავდა მისი ტონი
-არ ვფიქრ...
-ფიქრობ!-გამაწყვეტინა ისევ-და ამოიგდე თავიდან. 6 წელი გავიდა. არ უნდა გეშინოდეს ახალი ადამიანების, ახალი ურთიერთობების. შენ ვისაც იმსახურებ, ის არასდროს გატკენს გულს. დამიჯერე,ნატა! ძალიან ბედნიერი იქნები
-ასე გგონია?
-რატომ არ უნდა იყო? რა გაკლია? გარეგნობა, განათლება, ხასიათი, შინაგანი სამყარო, თუ რა?
-მაგაზე მე ვერ გაგცემ პასუხს
-ხოდა მე ხომ მაქვს უფლება? როგორც შენც მომავალ მეუღლეს? თუნდაც ფიქტიურს? რომ შენნაირი გოგო გვერდით არის ბედნირება!
-კარგი რა...
-მართლა
-აჭარბებ!
-არ ვიცი, აქედან რომ წავალთ, როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, შენი წიხლები რომ არ გამაღვიძებს დილით-გაეცინა რატის
-და შენი წიკვინი, რომ აბაზანაში კარი არ ჩავკეტო!
-გარდერობიდან ტანსაცმელებს რომ იღებ და აბაზანაში იცვამ! მერე კიდე მაინც მე მეძახი ელვის შესაკრავად!
-ჩემნაირი კეტებით რომ დადიხარ?!
-სამი საათი რომ იკეთებ მაკიაჟს და მეც რომ მიპირებ წამწამების „ატუშვას“
-საშინელი წოლა რომ გაქვს!
-შენ კიდე ცივი ფეხები!
-შენ საშინელი იუმორი!
-პირველ დღეს აბაზანაში რომ შემომივარდი?!
-მე რა ვიცოდი, კარებს თუ არ კეტავდი?
-შენ რომ სიგარეტს ეწევი და მიმალავ?!
-არ ვეწევი! ღმერთო, კი არ მიტყდება აღიარება!
-მჯერა, ნუ მეჩხუბები!-იცინოდა რატი და მეხუტებოდა
-გავაღვიძეთ ქალაქი!
-გაიღვიძონ! გათენდა!
-რატი...
-რა ვქნა, ნატა?!
-რა უნდა ქნა?
-რამდენი რაღაც გამოვიარეთ ამ დღეებში, თქვი...
-ძალიან ბევრი!
-მომენატრები!
-რატი, რატომ მემშვიდობები? გაპარვას და გადაგდებას ხომ არ მიპირებ?
-გადაგდებას კი არა, იმას ვფიქრობ პირიქით, როგორ შემოგეტენო!-გაეცინა რატის და თმებზე მომეფერა.
მე ხუმრობაში გავატარე მისი ნათქვამი და არაფერი ვუთხარი.
-რატიკო, შეყვარებული რატომ არ გყავს?
-იმიტომ, რომ შენნაირი გოგო ვერ ვიპოვე!
-ნუ, მორჩი ამ მაიმუნობას! მართლა გეკითხები
-მეც მართლა გპასუხობ!
-არაფერს აღარ გკითხავ ხოდა!
-არ შემიყვარდა. ბანალური პასუხია, რა ვქნა?-გაეცინა რატის
-როგორ, არავინ შეგხვდა? შენი 28 წლიანი ცხოვრების მანძილზე?
-ეგრეა. იყო რაღაც ურთიერთობები, მაგრამ არც მე მინდოდა ისინი და არც მათ ვუნდოდი მე!
-ეგ როგორ?
-როგორ და... თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ იმდენად არ მიყვარდა, რომ რაღაც ნაბიჯები გადამედგა
-იმდენად და ამდენად შეყვარება რანაირია?-გამეცინა მე
-მომწონდა, მაგრამ არ მიყვარდა!
-ძალიან უაზროები ხართ კაცები!
-ვითომ რატომ?
-არასდროს არ იცით რა ჯანდაბა გინდათ, ჩვენც გვაბნევთ და თავსაც იბნევთ!
-მე ვიცი, რაც მინდა!
-შენ ახლა გეძინება!-ვთქვი მე
-რატომ?
-იმიტომ, რომ გათენდა!
-გათენდა, ანუ გაღვიძების დროა!
-არა!
-როგორ არა!
-ნუ მეჯიბრები!
-შენ მეჯიბრები! გათენდეს მერე რა! გეძინება?
- ხომ ხედავ, ამოღამებული მაქვს თვალები!
-ძალიან ლამაზი ხარ-ტუჩზე იკბინა რატიმ
-რატი!
-ყველაზე ლამაზი ხარ-მეორე შეცდომა გაეპარა და მე ისევ უაზროდ გამეღიმა.
-დარწმუნებული ვარ მატყუებ! სარკეში ჩახედვაც არ მინდა!
-ბუნებრივი ხარ და ყველაზე ლამაზი!
-ნუ მიტევ!-დავიბენი მე
-ნატა
-გეყოს!
-რა გვეშველება?
-რაზე?-თავი დავიშტერე მე
-ერთმანეთზე!
-ვერ ვხვდები რა გინდა!
-ჩვენ რა გვეშველება
-უკვე ჩვენ გავხდით?!-ვიცინოდი მე
-1 კვირაა ჩვენ გვქვია!
-მერე?
-რა მერე?
-რატი სიტყვებზე მეთამაშები!
-აბა, რა გინდა ყველაფერი პირდაპირ გითხრა?
-რა ყველაფერი უნდა მითხრა?-წითელი ამენთო მე და ფეხზე ავდექი-წადი, დაიძინე, დაწექი და მორჩი სისულელეების ლაპარაკს
-ნუ მიბრაზები, თორემ ეგრე უფრო საყვარელი ხარ
-ტყუილად მკერავ! მაინც დაიძინებ!
-რომ არ დავიძინო?
-მაშინ მე დავიძინებ და არ მოგისმენ!
-ნატა
-ჰო
-მომისმინე რა
ძალიან ჩუმად მითხრა.
არა, კი არ მითხრა, მთხოვა.
მისი ლაპარაკის მანერა, ისეთი იყო, მუხლებში დღეს უკვე მეორედ ვიგრძენი სისუსტე და მოაჯირს დავეყრდენი.
რატი ისევ ჩემს ზურგს უკან იდგა.
ნელ-ნელა მომეხვია და ძველებურად ჩემს კისერში ჩარგო თავი.
ჩემი პულსაცია ალბათ ნულამდე დავიდა.
არ ვიცი, რა დამემართა მისკენ რომ მოვტრიალდი და ამჯერად მე რომ ჩავეხუტე.
არ ვიცი, მინდოდა თუ არა მისი სიტყვების მოსმენა, მაგრამ ამჯერად მისი ჩახუტება ნამდვილად მინდოდა.
არ ვიცი, რა დამემართა, რომ არ გავაჩერე.
ჩემი სახე ხელებში მოიქცია და სიტყვა აღარ უთქვამს ისე დაუფიქრებლად მაკოცა.
მე კინაღამ ადგილიდან მოვწყდი.
გასაგება, ყველაფერი გასაგებია.
წინა დღის კოცნაც გასაგებია.
მიზანი და მიზეზი გასაგებია, მაგრამ ახლა?
პულსაცია ნულამდე დავიდა მეთქი?
ნულამდე კი რა, მგონი მინუსებში წავიდა.
ძალიან მინდოდა, გულზე ხელი მომეჭირა, თორემ აუცილებლად გამისკდებოდა.
რატის სახე რომ მომშორდა, არ ვიცოდი საერთოდ თვალს თუ გავუსწორებდი.
მაგრამ მის ღიმილიან სახეს რომ შევხედე, იდიოტივით გამეცინა.
მერე ორივეს სიცილი აგვიტყდა და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მთელ სასტუმროს ესმოდა იმ დილით ჩემი და რატის სიცილი.
-ახლა ხომ არ გვიყურებდნენ თათუშკები და სანდრო?-გამეცინა მე
-არ მოგბეზრდა მათ დასანახად მოქცევა?-თვალი ჩამიკრა რატიმ.
-არა!
მკაცრად ვუთხარი მე და ოთახში შევედი. პირსახოცი და ტანსაცმელი ავიღე, აბაზანის კარები გამოვკეტე და წყალი მოვუშვი.
დიდი იმედი მქონდა, რომ გამოვიდოდი, რატი უკვე დაძინებული დამხვდებოდა.

* * *
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე მეორე დღე თავი ბალიშიდან ვერ წამოვწიე. რატი დაახლოებით 2 საათი მანჯღრევდა, რომ თვალები გამეხილა. მე კიდე მაინდამაინც ამ დღეს არ მინდოდა ჩემი უშველებელი სიზმრიდან თავის დაღწევა. მის ყოველ დაძახებაზე ბალიშს ვიფარებდი თავზე და ძილს ვაგრძელებდი. სანამ ყურში არ ჩამკივლა, რომ დღეს ქორწილი იყო, მანამდე მე გონს ვერ მოვეგე და უკვე მეორედ რომ ჩამკივლა, ორი საათი გაქვს მოსამზადებლადო და მანდ დენდარტყმულივით წამოვჯექი საწოლზე და რატის ყურის ბარაბანები დავუხეთქე კივილით
-აქამდე რატომ არ გამაღვიძე?
ვყვიროდი უმოწყალოდ და უკვე გარდერობთან ვიდექი. რატიმ სულ უნამუსო მეძახა. მერე აბაზანაში შესვლაზე გვქონდა დიდი ომი. მე რას მაღვიძებდა, აქამდე ვერ იბანავა?! აი, კრეტინი თუ გინდათ.
რა? წინა ღამე?
არა, არაფერი არ მახსოვს.
რატიმ რომ მაკოცა?
მერე რა...
არა, არ მახსოვს.
არ მახსოვს მეთქი.
არა, არა, არა !
რა იყო, არ დაგილევიათ?!
კოცნის ხამებო!
როგორც იქნა აბაზანაში შევასწარი და მის უაზრო წუწუნს ვუსმინე კარის იქიდან. სანამ მე თმა გავიშრე, რატიმ ჩაცმაც მოასწრო. დრო აღარ მქონდა. ამიტომ ავიღე ჩემი კაბა, ფეხსაცმელები და ნინის ნომერში ჩავედი. ორივე დაქალი თავისი ქმრებითურთ მორთულ-მოკაზმული დამხვდა. ჯერ სამი საათი დამცინოდნენ, რომ მე ჯერ კიდევ ხალათით დავდიოდი. მე კიდე განვუცხადე, რომ ცხოვრებაც კი მეზარებოდა და ჯობდა ორივეს „მოვეხოდე“. ნინიმ თმას მიხედა, ნიამ მაკიაჟს და დაახლოებით 40 წუთში თოჯინასავით ვიყავი აწყობილი.
მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ადამიანს დავემგვანე, შევამჩნიე გოგოების კაბებიც, ფეხსაცმელებიც და საერთოდ ვაღიარე, რომ ზედმეტად ლამაზი დაქალები მყავდა.
ბიჭები უკვე დაბლა იყვნენ და გველოდებოდნენ.
ყველაფერი გადასარევი იყო. მთავარ დარბაზში ვიყავით შეკრებილები და ახლადშეუღლებულების გამოჩენას ველოდებოდით. თათუშკების ისეთი მოკლე კაბა ეცვა, შემეშინდა გიორგი ქებურიას ისევ არ გაქცეოდა თვალები და ლიკას ქოწილი არ ჩაეშალა. ჩემი სიცილი მგონი ყველა სტუმარს ესმოდა.
საერთოდ როდის მოასწრო ამდენმა ხალხმა ჩამოსვლა ეგეც არ მახსოვს. ბოლო 32 ჭიქა აღარ უნდა დამელია და ალბათ მაგიტომ. ლიკა კიბეებიდან ზედმეტად „არიქა სტენკა დავდგი“ სახით ჩამოვიდა. რაც მე ზედმეტად მეგოიმა. ბატონი სიძე კიდე ისეთი კმაყოფილი იყო საკუთარი მეუღლით ერთი მომენტი გულიც კი ამიჩუყდა ამ საშინელი სცენის შემხედვარე.
ყველაფერი იმით გაგრძელდა, რომ მე ამ დარბაზშივე დავიწყე სმა. ანუ, მაძალებდა ვინმე?!
რატი დამცინოდა, დღეს კარგად უნდა გაკონტროლო, რომ სანდროს მონოლოგზე არ დაიკეროო და მე ისე ვუბრიალებდი თვალებს, შევაშინე.
რა სანდრო ?!
როგორი საქმრო მედგა გვერდით.
ამ ჩემი მოუთმენლობის და სიმთვრალის გამო, საერთოდ არ მახსოვს არც ხელის მოწერა და მითუმეტეს არც ჯვრისწერა.
სადღაც რესტორანში მისვლის პერიოდიდან აღდგა ჩემი მეხსიერება. რატი დამცინოდა, აშკარად გამოხვედიო და დროზე შეიბრუნეო. იდიოტი! მე იმაზე უფრო ვიცინოდი, გუშინდელ ღამეს რომ არ იმჩნევდა, თითქოს ეს არ მეწებებოდა აივანზე!
არა, არ გეგონოთ, რომ ერთადერთი ლოთი და გამოუსწორებელი ადამიანი ვიყავი. ჩვენი ექსტრავაგანტული ცოლ-ქმარი (ნინის და იკას ვგულისხმობ) ჩემზე ბევრად გასულები იყვნენ მომსახურეობის ზონიდან. ეს ორი ერთად კიდე საშინლება იყო. ჯობდა ან ერთს დაელია, ან მეორეს, ან ორივე სახლში დარჩენილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ესენი იყვნენ მელიქიფეებიც, თამადებიც, მედოლეებიც და ცოტა რომ მოგვეცადა შეიძლება ლიკა და გიორგი საკუთარი მაგიდიდან აეყენებინათ.
გიორგი ქებურიას გემოვნება და ცოლი თუ არა, რესტორნის სამზარეულოს პერსონალი ნამდვილად შეუდარებელი ჰყავდა.
-ქებურიას შეფის ნომერს გამოვართმევ, ცოლად გავყვები სიამოვნებით. მერე დააყენე სამზარეულოში და აკეთებინე საჭმელები!-აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი მე
-ეს გურმანი ცოლი რატომ შემატენეთ? მე რას მიწუნებ, ვერ გავიგე?!-გაბრაზდა რატი
-დათუნ, ხომ არ იცი შენი ძმაკაცი ამ ბოლო დროს ჩემზე რატომ ეჭვიანობს?
-შეუყვარდი და იმიტომ-ხარხარებდა დათუნა
-დათუნა, ხომ გითხარი არ უთხრა თქო რა! რანაირი ხარ-დაიმანჭა რატი
-რატი ცუდი მსახიობი ხარ ! საშინელი!-გული ავიცრუე მე
-იმედია ლაგვილავა არ გამომეკიდება ყანწით, თორემ დღეს გონების დაკარგვის ხასიათზე არ ვარ-ჩაილაპარაკა რატიმ
-რის ხასიათზე არ ხარ?-გაეცინა ნინის-ლაგვილავა! მოდი აქ!-დაიყვირა ბოლო ხმაზე და ისიც თავისი 3 ლიტრიანი ყანწით თავზე დაგვადგა
-რა ხდება ჩემი კრასავიცებო და კრასავიცების პრინცებო?-თავზე წამომადგა ლაგვილავა
-რა ხდება და რატი არ სვამს! ასეთ სიძეს ვერ შემოვუშვებთ ოჯახში, შეუვსე ეგ ყანწი!
-მაგაზე გაწყენინებ ნინუცი? ახლავე!
-ნინი მოგკლავ! იკა, ცოლს მიხედე
-შენ წესიერად, თორემ მეორე ყანწს გავამზადებინებ!-დაიცვა იკამ ცოლი
მე იმის შემხედვარე კინაღამ სიცილით მოვკვი, როგორ ჩამოცალა საცოდავმა რატიმ ლიკას და გიორგის სადღეგრძელო ჩემზე გრძელი ყანწით. ლაგვილავაც კმაყოფილი დაუბრუნდა თავის სუფრას და ჩვენც მეტი პოზიტივით გავაგრძელეთ გართობა. ერთი რატი იჯდა და თვალებს ვერ ასწორებდა.
-ისე უნდა დაგცინო, ისე უნდა დაგცინო, როგორც შენ დამცინოდი პიკნიკის ღამეს ფეხები რომ მერეოდა!-ვეუბნებოდი რატის და ვიცინოდი
რატიმ ხელი გადამხვია და ჩემზე ნახევრად ჩახუტებულმა კისერში ხმაურიანად მაკოცა. მე ხველება ამიტყდა და სახეზე ჭარხლისფერი დამედო
-რატი, ხალხში ნუ მკოცნი!
-აბა მარტო რომ ვიქნებით მერე გაკოცო?-მითხრა ნიშნისმოგებით და ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდა. სამაგიეროდ მე მივხვდი, რას გულისხმობდა რატი და კინაღამ ჩანგალი ჩავარჭე ფილტვში!
-კარგი, მაშინ მაკოცე-ვუთხარი და ლოყა მივუშვირე.
-ახლა აღარ გაკოცებ-გამეკრიჭა რატი და ჭიქები შეგვივსო-რაო, ვინ ვის დასცინებსო?-მითხრა და ჭიქა მომიჭახუნა.
მე დასჯილი ბავშვივით დავლიე და ჭამა გავაგრძელე.
-ლიმიტი არ გაქვს?
-რისი?
-ჭამის!
-აუ, რატი მთელი დღის მშიერი ვარ-ვზუზუნებდი მე
-მაინც მარტო ბალახებს ჭამ, ჩემო ბოჩოლა!
-დავაი რა!
-მაგიტომაც ხარ 200 კილო!
-200 კილო შენ ხარ! არ იცი, რომ ქალს კილოგრამებზე არ უნდა ეხუმრო?
-მერე შენ სტანდარტული ქალი ხარ?-ყურში ჩამჩურჩულა და ისევ კისერში მაკოცა.
რა უნდა? 
ხომ არ იცით?
თუ გაიგებთ, გამაგებინეთ!
-რომ ვიყო სტანდარტული ქალი? ამ ერთხელ?
-ვერ მოგცემ მაგის უფლებას.
ყველაფერი მშვიდად გრძელდებოდა. ლიკამ რომ დაიძახა თაიგულს ვისვრიო, მე ყური არ შემიბერტყავს, მაგრამ რატიმ ფეხზე წამომაგდო, მიდი იქნებ ტუზი დაგვეცესო. მეთქი რა თაიგული, რის თაიგული, მაგრამ წელში გამართული თათუშკები რომ დავინახე, მეთქი ამას თავი ვინ ჰგონია თქო და ზედმეტად გრადუსში მყოფმა ცენტრის შუაგულში შევაჭერი.
ისეთ ორთაბრძოლაში მოვყევი, კინაღამ ორივე ქუსლი მოვიტეხე ფეხსაცმელზე. ორი გოგო ერთმანეთს დაეტაკა და თაიგული საერთოდ გასცდა იქ მდგომი გოგოების საზღვრებს. თავი მოვატრიალე და რას ვხედავ, მომლოდინე ბიჭებში, რომლებიც ელოდებიან რომლის სატრფო დაიჭერს თაიგულს, რომ თავში ხელები შემოირტყან ჩემი მომავალი ქმარი არ დგას? თანაც თაიგულით ხელში!
-ნახე ნატ! შენ თუ არა მე დავიჭირე. ახლა დროა ქმრად მომიყვანო!-ღრიალებს 500 კაცში რატი და ჩემკენ დიდი აღტაცებით მოიწევს. თათუშკებიმ კინაღამ თმა გამაცალა. იქით სანდრო მიყურებდა კოპებშეკრული. მაგრამ ვის აინტერესებდა ან ერთი, ან მეორე?! მემგონი, არც არავის.
-თაიგულის დაჭერის აღსანიშნავად ჩვენს მაგიდასთან 3-4 ჭიქა „ჩავარტყით“ და ცეკვის დროც დადგა.
-ჩემია „დენსფლორი“!-ყვიროდა ნინი და მექაჩებოდა
-იკა ცოლი გაგივირდა!
-არც ქმარი აკლებს-დამიყვირა დათუნამ
-დათუ, შენ მთვრალი არ ხარ?
-ვარ, უბრალოდ მთვრალი თქვენნაირი არაპროგნოზირებადი არ ვარ!
-მე საერთოდ არა!
-ლაგვილავა!-დაიყვირა რატიმ
-რატი, დაგამიწებ!
-ჩემს საცოლეს ყანწი, თუ შეიძლება!
-რატი, დაგახრჩობ!
-კი, კი ! შეუვსე, დალევს!
-არ დავლევ!
-რას ამბობ ნატა? წიხლი გვიკარი სუფრაზე?-ჩამკივლა ლიკამ ყურში
-უი, ლიკუ, აქ ხარ? არა, უბრალოდ...
-ჩემი სადღეგრძელო არ უნდა დალიო? სკოლა რომ დავამთავრეთ, მანანა მასწავლებლის სადღეგრძელო გაქვს ყანწით დალეული და ჩემი რომ დალიო დიდი ამბავი!
რატი ამ სიტყვების მერე მოსასულიერებელი გახდა. მთელი 15 წუთი ვუმტკიცებდი, რომ არავინ მანანა მასწავლებლის გამო არ დამილევია ყანწი, მაგრამ მამაზეციერიც რომ მომეყვანა, ამას ვერ დავაჯერებდი.
კარგი ხო.
სკოლა დავამთავრე და ყანწი კი არა, საჭირო თუ გახდებოდა კრამიტის ნატეხიდანაც დავლევდი ღვინოს!
მერე ბონუსად 1-2 ცრემლსაც გადმოვაგდებდი და ყურადღებას საერთოდ არ მივაქცევდი იმას,რომ მასწავლებლის სადღეგრძელოს ვსვამდი, რომელმაც ცხოვრება გამიმწარა.
-შენ თუ ასეთი მსმელი მყავდი, არ ვიცოდი!
-ხოდა დაგიმტკიცე, რა გინდა?! იმედია სასტუმრომდე ცოცხლები მივალთ!
-მე ვერ მიგიტან!
-მე კიდე შენ ვერ მიგიტან!
-მაშინ მოგვიწევს რომელიმე პარკში, ხის სკამზე გაღვიძება!
-რა საშინელებაა!
-სულ ვოცნებობდი ამაზე!
-იდიოტი ხარ! იცოდე, აბაზანაში პირველი მე შევდივარ!
-ვაიმე, მეეჭვება აბაზანის თავი გქონდეს. კარებზე არ ჩაგეძინოს, სანამ გასაღებს ვიპოვით!
ანუ, ხომ გაგიგიათ თაიგულის სროლა?
კი, ჩვეულებრივი მოვლენაა. მე პირადად უთაიგულო ქორწილი არ მინახავს, მაგრამ ეს ‘ჰალსტუხის’ სროლა რამე ინოვაციაა და მე არ ვიცი? ჯერ ვერ ავედი იმ ‘ლეველზე’ აშკარად, რომ ეს ყველაფერი გამეგო. გიორგი ქებურიას თავი ინოვატორი რომ ეგონა ეს ფაქტი ხომ საერთოდ მკლავდა.
ხოდა დადგა სიძე ბატონი შუა ცენტრში და ისროლა ჰალსტუხი!
რა ორიგინალურობაა?!
სანდრომ დაიჭირა.
ამ ფაქტზე ისეთი სიცილი ამიტყდა, რატიმ პირზე ხელი ამაფარა. თათუშკების მთელმა ცხოვრებამ თვალწინ ჩაურბინა.
უკვე კაბის დიზაინზე დაიწყო ფიქრი.
ერთ-ერთი ცეკვის დროს გადავეყარე სანდროს.
-გილოცავთ-ჩამყვირა ყურში იდიოტივით
-რას?
-თაიგულის დაჭერას!
-ჩვენ თაიგულის დაჭერა არ გვჭირდებოდა!-ვუთხარი და ბეჭდიანი ხელი ავუფრიალე თვალწინ
-ნატა, ნუ მესწერვები
-აბა, რა ვქნა, მოგეფერო?-ვიცინოდი მე
-არ იქნებოდა ურიგო!
-თავხედი ხარ!
-შენ ლამაზი ხარ
-სანდრო, დიდი ხანია ეგ ტექსტი მოგიძველდა
-კარგი, წავედი, თორემ შენი ქმარუკა მოდის და მეშინია, საქმე არ გამირჩიოს
-გაიქეცი, არ შეგჭამს-ვიცინოდი ისევ მე.
ნინი-იკას დუეტისკენ ვაპირებდი წასვლას, გზად შენგელია-ლაგვილავას წყვილი რომ გადმომიხტა და თავის მაგიდასთან მიმიპატიჟეს. მე უზომოდ დავიფასე თავი და თავთან ერთად ჩემი არეული ფეხიც, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. მაინც მომიწია მათთან ერთად რამდენიმე ჭიქის დალევა.
აი, მერე ნელ-ნელა დატრიალდა მთელი დარბაზი. იმ დროს მეგონა, რომ გიორგი ქებურიას რაღაც ტრიალის mode ჰქონდა ჩართული.
ქორწილი ხომ ჩხუბის გარეშე არ არსებობს? თურმე იჩხუბეს. მე ეს ყველაფერი მაშინ შევამჩინე, რატი რომ შემოხეული პერანგით დაბრუნდა მაგისდასთან.
მეთქი დავიღუპე, ვინმე გოგომ შემოახია თქო, მაგრამ ნიამ ჩამკივლა ყურში, ნახევარი რესტორანი ჩხუბობდა და შენ რამ დაგაბრმავაო.
კისერი უტეხიათ მეთქი და სმა განვაგრძე.
არა, არ შეიძლება.
თავმოყვარე გოგო ამდენს არ სვამს!
არც თავის და არც სხვის ქორწილში.
სასტუმრომდე მე მივედი რატიზე ჩამოკიდებული, თუ რატი მოდიოდა ჩემზე ჩამოკიდებული არ ვიცი.
-თქვი, რა მაგარ პონტში გაგჩითე, აღიარე!
-მთელი ცხოვრება მადლობები უნდა გითხრა, რომ შენ და ლაგვილავამ ჩემი ღვიძლი დაშალეთ!-იცინოდა რატიც
-ვაიმე, რატი! ძალიან მთვრალი ვარ-ვხარხარებდი მე
-სანდროს რა უნდოდა?-მკითხა და ხელი შემაშველა
-აუ, რით ვერ დაიკიდე ეს სანდრო?
-ვერ ვიკიდებ, შენთან რომ ვხედავ
-რატი, რატომ ეჭვიანობ ჩემზე?-ვიცინოდი ისევ მე და ფეხსაცმელს ვიხდიდი
-დაგავიწყდა?
-რა?-დავიბენი მე
-შენზე რომ ვეჭვიანობ!
-არა, რა დამავიწყებს, კინაღამ რომ ცემე სანდრო
-დღესაც ვცემდი, მაგრამ ვერ გამომიწვია კარგად!
-რატი, გეყოს!-ვუთხარი და მის მოახლოებულ მზერას საკმაოდ მთვრალზეც კი ავარიდე თავი
-ნატა ფეხზე ვერ დგახარ!-იცინოდა რატი და მეხვეოდა
-შენ კიდე მეხუტები!
-მე გუშინაც გეხუტებოდი და გუშინწინაც!
-მერე?-სახე ახლოს მივუტანე მე
-მერე ის, რომ....
-მერე ის, რომ მაგ ორი ჩახუტების შემდეგ, ორივეჯერ მაკოცე-მისი წინადადება დავასრულე მე და მივხვდი, როგორ შეეცვალა რატის გამომეტყველება.
-მერე?-მკითხა ჩახლეჩილი ხმით.
მე ჩამეღიმა და ხელები კისერზე შემოვაწყვე.
მივხვდი როგორ უხშირდებოდა სუნთქვა, რომ ვუახლოვდებოდი.
თვალებს არ მაშორებდა და გაქვავებული იდგა.
მე არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემსა და რატის შორის მანძილი მინიმუმამდე შევამცირე და ვაკოცე.
ჰო,მე რატის ვაკოცე.
ამჯერად-მე.
რატიმ წამის მეასედში მოახდინა რეაგირება ჩემს კოცნაზე, მაგრამ ორივე ზედმეტად ნასვამ მდგომარეობაში ვიყავით, რომ ეს რეაგირება უარყოფითი ყოფილიყო.
-ნატა...
უკანასკნელად გაიბრძოლა რატიმ და ტუჩებიდან მომწყდა.
-მაკოცე!
იყო ჩემი კატეგორიული, მომთხოვნი ტონი. ვიგრძენი, როგორ ჩაეღიმა რატის და თბილი ხელები წელზე შემომხვია...
მერე...
მერე...
მერე?!

* * *
ღმერთო, თავი!
თავი, როგორ მტკივა.
არა, ვერ წამოვიწევი.
არა...
შანსი არ მაქვს.
ეს რა უბედურებაა?
თვალებსაც ვერ ვახელ...
ნეტა რომელი საათია?
საერთოდ სად ვარ?
რბილად ვწევარ, ანუ სახლში ვარ.
ეს უკვე კარგია!
რომ სადღაც სკვერში არ ვიღვიძებ ხის სკამზე.
მეცინება და სიცილზეც კი თავი მტკივდება.
ვგრძნობ როგორ სრიალდება ჩემი მუცლიდან „რაღაც“ და მძიმე ამოსუნთქვას ვიგებ.
ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ეს „რაღაც“ რატის ხელი იყო.
აა... სულ გადამავიწყდა, რომ რატი ჩემი ვითომ საქმრო იყო ამ ერთი კვირის მანძილზე...
ხო...
საქმრო.
რატი...
აჰამ.
გუშინ?
უი, ლიკას და გიორგის ქორწილი.
აჰამ..
რატი...
მე...
-რაა?-ვთქვი და გვერდით გავიხედე. მერე ტანზე დავიხედე და ისეთი კივილი დავიწყე, რატის კი არა, ნახევარ ქვეყანას გამოეღვიძა.
გუშინდელმა ღამემ კადრებად გადამირბინა თვალწინ.
ყველაფერი არა , მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ნამდვილად შემორჩა ჩემს მეხსიერებას!
ზეწარაფარებული და თვალებგაფართოებული გადმოვხტი საწოლიდან და რატი ამ ყველაფრის შემხედვარე გამოფხიზლდა
-ნატა, გადაირიე?!-
-მე და შენ...
-რა?
-მე და შენ, გუშინ...ერთად-ტირილის დაწყებას ვაპირებდი მე
-რას ლუღლუღებ ნატა, ისედაც ყურები მაქვს დაგუბებული! მითხრა რატიმ და საწოლზე წამოჯდა
-ღმერთო ჩემო! რამე ჩაიცვი!-ვიყვირე მე და სახეზე ხელები ავიფარე
-რაა?-გაკვირვებული სახით შემომხედა რატიმ. მერე აშკარად დაფიქრდა და ჩემსავით მანაც ყველაფერი გაიაზრა.
მეგონა ახლა ადგებოდა, დამამშვიდებდა და მეტყოდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენ შორის დარჩებოდა, მაგრამ ეს კრეტინი გადაბრუნდა და იქიდან კიდე ნაგლად მომაძახა
-მერე ამაზე საღამოს ვერ იკივლებდი?!
პასუხად რაც ხელში მომხვდა ალბათ ყველაფერი ვესროლე. ისეთი პანიკა ავწიე, ჩემი თავის ვერც მე დავიჯერე, მაგრამ დაბნეულობისგან არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. იქამდე ვუწიოდი, სანამ ფეხზე არ წამოვახტუნე.
-შენ სულ გადაირიე?-ვყვიროდი მე
-რა გაყვირებს ნატა?
-აბა მშვიდად როგორ შევხვდე იმ ფაქტს, რომ გუშინ ისეთი მთვრალი ვიყავი, რომ დილით შენთან ერთად გავიღვიძე?!
-1 კვირაზე მეტია ჩემთან ერთდ იღვიძებ-გაეცინა რატის
-ასე რატი? ასე?!
-ნატა!
-რა გაცინებს, იდიოტი ხარ? თავი რამეს ხომ არ მიარტყი?!
-არ მახსოვს, იქნებ გუშინ ძალა იხმარე ჩემზე და თავი მიმარტყმევინე სადმე?-იცინოდა ისევ კრეტინივით ის
-ერთ სიტყვასაც იტყვი და შეიძლება ყელი გამოგჭრა!-სერიოზულად დავემუქრე მე. რატის სახე მოეღრიცა ამ სურათის წარმოდგენისას და საწოლზე ჩამოჯდა
-მართლა ვერ ვხვდები, ყვირილით რას შეცვლი?
-შენ საერთოდ არ განაღვლებს ეს ყველაფერი?
-ყოველი შემთხვევისთვის კივილს არ ვაპირებ!
-ღმერთო, რა მინდოდა, რას ვსვამდი ამდენს. ლაგვილავა რისი ღირსი ხარ?!
-მორჩი ამ მოთქმას, კაი?
-რატი, შემეშვები, თუ არა?
-თუ გინდა საერთოდ წავალ, რა გაყვირებს?! მე რას მეჩხუბები, ძალით ჩაგაგდე ლოგინში?!
-რატი, შეიძლება მართლა მოგკლა! ნუ ხუმრობ და ნუ იცინი!
-კაი, ‘პროსტა’ ვისუნთქვებ მაშინ!
-და საერთოდ, წადი, ვის აშინებ? ვის რა ჯანდაბად უნდა შენი აქ ყოფნა?
-ნატა, რა დაგემართა? 15 წლის ბავშვი ხარ? რა მოხდა ისეთი, რაც შენს ცხოვრებაში არ მომხდარა?!
-შენ კრეტინი ხარ? ნამდვილად არასდროს ვყოფილვარ უგონოდ მთვრალი უცხო კაცთან!
-ნატა, მაპატიე, მაგრამ მეც მთვრალი ვიყავი და რატომ მეჩხუბები ვერ ვხვდები!
-იმიტომ გეჩუბები, რომ ზედმეტად მშვიდად ხარ!
-და აბა ისტერიკაში ჩავვარდე?! დედა, ეს რა დაგვემართა გოგო!-მიიღო სასოწარკვეთილი ქალის სახე რატიმ
-ხო, შენთვის შეიძლება ადვილია. საზიზღრები ხართ კაცები! მაგრამ ქალისთვის არ არის ასეთი მარტივი!
-მესმის ნატა, მაგრამ ახლა რამეს შეცვლი?! თუ გინდა მთელი კაცობრიობის მოდგმა გამოლანძღე, გულზე თუ მოგეშვება, მაგრამ რამეს შეცვლი?
-დამანებე თავი!
-ვახ, რა გავაკეთო?! დამშვიდდი რა. ჩათვალე, არაფერი მომხდარა!
-რატი, ამაზე ვინმემ, ოდესმე, რამე რომ გაიგოს, გეფიცები მოგკლავ!-დავემუქრე ისევ მე
-ნუ, ნერვიულობ...
-რატი გაფრთხილებ! აქვე მორჩეს ეს თემა.
-გავიგე!
-არცერთი სიტყვა!
-ნატა, გავიგე!
-ნუ მიყვირი!
-ხოდა დაწყნარდი!
-რა ჯანდაბა მინდოდა...აიტეხეს ყაზბეგი და 1 კვირიანი ქორწილი. ოხ, ნია...
-ნატა...
-რა გინდა?!
-დამშვიდდი!-მითხრა და მომეხვია
-შენ ხელები გაწიე და ახლოს ნუ მოდიხარ!
-გოგო, ნუ გარეკე რა!
-გარეკე შენ, თუ კაია!
-ღმერთო, რატომ გამომაფხიზლე დღეს საერთოდ?!
-რატი!
-რა იყო?
-იცოდე, რაც ყაზბეგში ხდება, ყაზბეგში რჩება! დაიმახსოვრე და გაიმეორე ჩემთან ერთად
-რაც ყაზბეგში ხდება, ყაზბეგში რჩება!
-არ მესმის, უფრო ხმამაღლა!
-რაც ყაზბეგში ხდება, ყაზბეგში რჩება!

* * *
საღამომდე მე და რატის ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. ის ცალკე იყო, მე ცალკე. თავს ვარიდებდი. თუ რამეს მეტყოდა, მოკლე პასუხებით ვპასუხობდი. თვალებში ვერ ვუყურებდი. საშინლად შემრცხვა ჩემი ქაჯური საქციელის. ჯერ იმის, რომ 1 კვირის გაცნობილ ბიჯს ეგრევე ლოგინში ჩავუვარდი და მერე იმის, რომ ამაზე აქეთ ვეჩხუბე.
თავი სად მქონდა?  რაზე ვფიქრობდი? თქვენ ხომ არ იცით?!
ეჭვი მაქვს, რამე იცოდეთ ისეთი იდიოტი გოგოს შესახებ, როგორიც დღეს მე ვარ.
ახლა ყველაზე მეტად არ მქონდა ქორწილის მეორე დღის და „ნამცეცობის“ თავი. მაგრამ სხვა რა გზა იყო?!
-ნატა, წავედით?-ოთახში შემოვიდა რატი
-რა? სად?
-რა სად? ყველა რესტორანშია უკვე
-აუ, რატი მეზარება!
-ნატა, დროზე ჩაიცვი!
-არ მინდა
-ნატა, ჩაიცვი! ნუ ბავშვობ!-მითხრა და გარდერობიდან კაბების არჩევა დაიწყო.-სულ რომ ძალით მომიწიოს შენთვის გახდა და ამ კაბის ჩაცმა, მაინც ჩაგაცვამ!-მითხრა და ჩემი საყვარელი შავი კაბა მომაწოდა
-ხო, გახდაში დაგტესტე უკვე, გამოდგები-ვთქვი მე და კაბა გამოვართვი
-აი, ეს ირონია რას ნიშნავდა?! მე რომ ასეთი რაღაც ვთქვა, შეიძლება ჩამომახრჩო!-გაბრაზდა რატი და ჩემი პარფიუმერიის ყუთი ამოიღო უჯრიდან.-დროზე ჩაიცვი, გელოდები!
-მაკიაჟსაც შენ მიკეთებ?
-კი,ავარჩევ და მოდი! ისე შეგიძლია, აბაზანაში აღარ შეხვიდე ჩასაცმელად!
-რატი! რა გითხარი!
-აჰა, შენ შეგიძლია ხუმრობა და მე არა, ხო?!
-ზუსტადაც!-გავბრაზდი ამჯერად მე და აბაზანაში შევედი. კაბა გადავიცვი და გარეთ ისევ იგივე სახით გამოვედი-შენი აზრით მიხდება ახლა ეს ?
-კი, ყველა კაბაზე მეტად. დაჯექი-მითხრა და სარკესთან დამსვა. სავარცხელი აიღო და თმაზე ჩამომისვა
-რატი, სალონში მუშაობა როდის მოასწარი?-გამეღიმა მე
-სანამ შენ ბაღში დადიოდი!
-ჰა-ჰა! რა იუმორია!
-გაშლილი თმით წამოდი და ეს პომადა წაისვი-დამარიგა და მოსაცმელი აიღო. მისი დარიგებები გავითვალისწინე და უკან გავყევი ცხვარივით  .
სანამ რესტორანში შევიდოდით, წელზე ხელი მომხვია და მე დენდარტყმულივით გადავხტი უკან
-ნატა, ასე კალიასავით თუ იხტუნავებ, მთელი შრომა წყალში ჩაგვეყრება.
-ჩაგვეყაროს!
-მოკლედ რა! თუ არ გინდა, ხმა არ გამცე, მაგრამ შენ თვითონ არ გინდოდა გუშინდელი ღამის გამო ვინმეს რამე შეემჩნია!
-ხოდა, არავინ იმჩნევს-ვთქვი მე და მაგიდას მივუჯექი
-სად ხართ აქამდე? პატარაზე ხომ არ დაიწყეთ ფიქრი?-იცინოდა დათუნა
-ნია, შენს ქმარს დავმარხავ-ვთქვი მე და ნინის წვენი მოვსვი
-შენთვის ხაში ხომ არ შევუკვეთოთ ნატ?-ეცინებოდა იკას
-მე არა, შენგან განსხვავებით მეორე დღეს თავგასიებული არ დავდივარ!
-რატომ იკბინება ეს ? რატი რა უქენი? მოარჯულე?-ხარხარებდა იდიოტივით დათუნა და მინდოდა ჩანგალი მესროლა მისთვის.
-დაიღალა, რაც ამან დალია გუშინ-უხერხულობის გასაფანტად გაიცინა რატიმაც
-აუ, თუ მახსოვს, საწოლამდე როგორ მივედი რა-იძახის დათუნა და მე ჭარხლისფერი მედება სახეზე. რატი ხვდება ჩემი აფორიაქების მიზეზს და ცივ წყალს მისხამს
-არც მე. რაც არ მახსოვს, არ მახსოვს! მომკალით-ემოწმება ირაკლიც
-მე მახსოვს სამაგიეროდ კარგად! ჩემზე და ნინიზე გადაკიდებულები იყავით ორივე! მაგრამ ნინიც ზემდეტად საოცარ მდგომარეობაში იყო და მე მომიწია თქვენი ზიდვა!
-და შენ რატომ არ გიჭირდა ჩვენსავით?
-მე მალე გამოვდივარ!
-ძალიან მალე გამოდიხარ! შალახოს რომ ცეკვავდი შუა დარბაზში მაშინ არ იყავი გამოსასვლელი?-ხარხარებდა ნინი
-გიორგი ქებურიასთან მაინც არ მიცეკვია ტანგო!-ენა გამოუყო ნიამ
-რაო? მე სად ვიყავი?-იეჭვიანა იკამ
-ლაგვილავასთან მეოცე ყანწს სვამდი!
-და მერე შენგელიას დაენიძლავე, რომ 1-1ზე კალათბურთში დააგდებ!-დაუმატა რატიმ.
ოხ, ახსოვს ბიჭს დეტალები!
გამაჟრიალა მე და წყალი მოვსვი.
-ნატა, რატომ არ ჭამ?
-არ მშია-ვუთხარი დათუნას
-ისე, რაც შენ გუშინ ჭამე, საღოლ რა...!
-იმედია ხორცი არ ვჭამე, ხო?!-შემეშინდა მე
-არა, არა! პირნათლად შეასრულე რატის ბოჩოლას როლი! სულ ბალახებზე გადაატარე ქორწილი!-დამცინოდა დათუნა
-შენმა დებილმა ქმარმა ჰალსტუხი რომ დაიჭირა? ნეტა ვის მოყვანას აპირებს?-ხითხითებდა ნინი
-თათუშკები არ ყავს კაცო?-დაიბნა იკა
-არ არის ცოლი ეგ!
-ქალი და კაცი ერთად რომ ცხოვრობს 2 წელი, უკვე ცოლ-ქმარია!-დაასკვნა დათუნამ
-არა, ეგ ქალი და კაცია, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ და ერთად ცხოვრობენ!-შეუსწორა ნინიმ
-თუ აქ ნამიოკი ნატაზე იყო, ნატას ვერ მოიყვანს-მკაცრად თქვა რატიმ
-რატომ?
-იმიტომ, რომ გყავს საქმრო. დაგავიწყდა?-მითხრა რატიმ
-არა, არ დამავიწყდა-თვალი ავარიდე და თეფშს ჩავაშტერდი
-რა გჭირთ თქვენ?-ეჭვის თვალით დამაკვირდა ნინი
-არაფერი!-ერთდროულად, ერთ ტონალობაში ვუპასუხეთ მე და რატიმ.
ნინის ჩაეცინა და თავი დამიქნია.
ღმერთო, ჩემო!
ეს გოგო მგონი კუდიანია და ყველაფერს ხვდება.
შეიძლება თვითონაც არ იცის ზუსტად რას, მაგრამ ხვდება!
-ძალიან მაგარი იქნება ბოლოს სანდრო და რატი რომ დარჩნენ ერთად-სიტუაცია გაანეიტრალა დათუნამ!
-20 წელზე მეტია გიცნობ და ამდენი ხნის მანძილზე მატყობდი, რომ გეი ვიყავი?-გაეცინა რატის
-კი, ეჭვები მქონდა და ვერ გიმხელდი!
-როდის დაგაეჭვე?!
-ჩემთან რომ ვისვენებდით ზაფხულობით და რომ მომიცუცქდებოდი, მაშინ!-გაეცინა დათუნას
-ე, თქვენ ხომ არ გაკლიათ?!-წარბები შეკრა ნიამ
-აი, ეს გოგო ძმაკაცებზეც რატომ ეჭვიანობს, შეგიძლია ამიხსნა ნატა?!-დიალოგში გამომიწვია დათუნამ
-რა გითხრა, დათუ...
-ეს მართლა მოარჯულე ბიჭო?-მოუტრიალდა რატის დათუნა.
მოკლედ, მთელი საღამო იცინოდნენ ჩემზე და რატიზე, სანდროს შესაძლო გაფრენებზე, ეჭვიანობებზე, წინა ღამის გრეხებზე და ა.შ
მე ჯამში ალბათ 5 წინადადება ვთქვი სულ. ისე უხასიათოდ ვიყავი, საერთოდ არ მინდოდა ვინმეს შეემჩნია, მაგრამ ვერ ვმალავდი. ვიშლებოდით უკვე ლაგვილავა რომ მოვიდა განგრეული მთვრალი ჩვენს მაგიდასთან და მე და რატის გვკითხა, რა ხდება, იჩხუბეთო?!
მე თვალები გამიფართოვდა და ნიას ვკითხე
-ასეთი შესამჩნევია?
ნიამ გადაიხარხარა და ნინის მხარი მიარტყა
-ვანგა ხარ!
-რაზე?
-შეხედე შენს კრეტინ დაქალს და მიხვდები!
-მართლა იჩხუბეთ? რაზე?
-სისულელეზე! არ გავიდეთ?!
-მოიცა რა, ბოლო დღეა და გავერთოთ!
ბოლო დღე და ჯანდაბა!
ნეტავ, საერთოდ არ წამოვსულიყავით.
დამზარებოდა, ნიას არ აეტეხა და რატი არ წამოგვეყვანა.
ნეტა საერთოდ, არ გამღვიძებოდა იმ დღეს სამსახურში და არ გემეგო, რომ ლიკა ლომიძე თხოვდება.
ღმერთო, ნეტავ არასდროს გაეცნო ლიკას-გიორგი ქებურია!
ხომ შეიძლება?
ხომ შეიძლება მარტოსული ყოფილიყო, ან ისეთ ღარიბი ქმარი მოეძებნა, რომ ამხელა ქორწილი ვერ გადაეხადათ?
ხომ შეიძლებოდა ფეხი მომეტეხა და სახლში დავრჩენილიყავი?!
აი, ხომ შეიძლებოდა გუშინ ასე არ დამელია?
მაგრამ ალბათ არ შეიძლებოდა.
ამიტომაც არ მოხდა ასე.

* * *
ყაზბეგიდან თბილისამდე მანქანაზე ისევ მე დამსვეს.
სახლამდე ისე მოვედით, მე და რატის ერთი რეპლიკა არ გვისვრია.
ერთხელ არ გვიხუმრია და საერთოდ კონტაქტიც არ გვქონია მგონი.
ნინი მთელი გზა თვალებს აცეცებდა და უაზროდ ცქმუტავდა. ვიცოდი, რაღაცას ხვდებოდა, მაგრამ მიმიკებით ნიას ვერაფერს აგებინებდა.
დათუნას და იკას გათიშულებს ეძინათ.
ისიც კი არ გაუგიათ, ქალაქში როგორ ჩამოვედით.
მეც ნიასთან და დათუნასთან ჩამოვედი და იქიდან ტაქსის გავყევი სახლამდე.
მთელი დღე ვერ მოვისვენე.
ვერც დავიძინე.
საკმაოდ გვიან იყო, ტელეფონი ავიღე და რატის დავურეკე.
სამი ზარის მერე მიპასუხა
-ჰო, ნატ!-იყო იქიდან ძალიან ჩვეულებრივი პასუხი. აი, ადამიანი! არაფერზე არ ფიქრობს და არ ნერვიულობს, მე რა დამემართა?!
-რატი, გაგაღვიძე?
-არა, რა დროს ძილია. ჯერ პირველიც არ არის-გაეცინა რატის
-ჰო, მეთქი დაღლილი იქნება და დაიძინებს თქო
-რა იყო, უჩემოდ ვეღარ იძინებ?!-გაეცინა რატის
-აუ, ნუ ცანცარებ!
-აღიარე, აღიარე!
-არა თქო! სულ სხვა რაღაცაზე დაგირეკე, რაღაც უნდა მეთქვა...
-რა იყო? არ მითხრა, რომ მთელი 1 დღის ორსული ხარ!-იცინოდა ისევ რატი
-აუ, შენ იდიოტი ხომ არ ხარ გვარად შემთხვევით?!
-არა, ამაღლობელი!
-ხოდა, კარგად იყავი, რატი ამაღლობელო!
-კარგი, კარგი...მაპატიე! რა ხდება მითხარი!
-არაფერი!
-ო, ნუ გაჯიუტდი ახლა!
-მართლა არაფერი...
-ნატა! ბოდიშს ვიხდი ჩემი უკბილო ხუმრობის გამო...
-არაფერი ისეთი. უბრალოდ მადლობა უნდა გადამეხადა, რომ ეს პერიოდი სრულიად უცხო ადამიანისთვის მოიცალე, წამოხვედი, დრო დაკარგე, ჩემს წუწუნს და ჩხუბს გაუძელი, იჩხუბე და ამის მიუხედავად, ძალიან კარგად შეასრულე შენი როლი-გამეღიმა მე
-ე, მეხუმრები? მართლა მაგიტომ დამირეკე?
-ხო...
-რაღაცას მემასხრები ხო ახლა?-იცინოდა რატი
-რას გემასხრები, ჯანსაღად ხარ?!
-აბა, მართლა მადლობას მიხდი?-დაოცდა ის
-ხო, ასე არ გჯერა ჩემი?!
-კარგი რა ნატა. რა მადლობა, არ გრცხვენია?
-მრცხვენია, მაგრამ მადლობის გამო არა!
-ეგ საერთოდ დაივიწყე და დაიკიდე! ხომ შევთანხმდით?!
-არა!
-ხო, არ შევთანხმებულვართ, მაგრამ ახლა შევთანხმდეთ!
-კარგი...
-ძალიან კარგი დრო გავატარე მე პირადად! და მადლობა შენ!
-ო, მორჩი...!
-სერიოზულად გეუბნები!
-რატი, გეყოს!
-კარგი გოგო ხარ, ნატა!
-შენც კარგი ბიჭი ხარ, საზიზღარო!

* * *

* * *
ყველაფერი ახლიდან დაიწყო მაშინ, სამსახურში ისევ რომ ჩამეძინა. ისევ არ ვიცოდი, როგორ არცერთ თანამშრომელს არ შევეცოდე, კარებზე რომ არ მომიკაკუნა, ან დამლაგებელმა რატომ არ გადაწყვიტა ჩემი გაღვიძება, მაგრამ ფაქტია, ისევ ნიას ზარმა გამომაღვიძა საღამოს 9 საათზე, საკუთარ კომპიუტერზე ჩამოძინებულს.
-ჰო, ნი
-ეს რა ხმაა? გეძინა?-ჩამკივლა ძვლებურად ყურმილში
-რა გაწივლებს ნია? მესამეს ხომ არ ელოდები?
-მესამეს, არა მეხუთეს! აგაფეთქე, ცოტაც და სასწრაფოს ვიძახებდი
-სამსახურში ჩამეძინა
-აუ, შენ თუ ნორმალური იყო, მე მოვკვდე!
-რას იწყევლები ნია?
-მოხვალ ჩემთან?
-მოვალ რა, სხვა რა გზა მაქვს? სახლში ქმარი მელოდება, შვილი, თუ შვილიშვილი?
-რა გჭირს შენ?-ხმაზეც მივხვდი, როგორ შეეცვალა სახე ნიას.
-არაფერი, იმის გარდა, რომ 3 საათია უკვე სახლში უნდა ვიყო, მე კიდე მძინავს!
-კაი, მოდი! ნინი აქაა, ნამცხვრები მოიტანა
-მშია მე-დავიწუწუნე
-გზაში იყიდე რამე, არაფერი არ მაქვს!
-ბავშვები მშიერი გყავს?
-ბავშვები უკვე იძინებენ! საბას ფაფა გინდა გაგიკეთო?
-ეგ შენ ჭამე!
-მაშინ კვერცხს შეგიწვამ!
-არ მინდა! ვენდისში გავივლი, აქვეა!
-ჰო, ჩაიყარე ბურგერები!
-აუ, ნია ნუ ყაყანებ! მოვდივარ! ბურგერებს თქვენ წამოიგიღებთ! გინდათ?
-გვინდა!
კიბეებზე დავეშვი. ისევ გზაში გამახსენდა, რომ შეიძლებოდა ლიფტით მესარგებლა, მაგრამ უკვე 3 სართული მქონდა ჩავლილი აზრი აღარ ჰქონდა.
მანქანაში ჩავჯექი და ნიას სახლისკენ წავედი. გზაში საჭმელიც ვიყიდე და როგორც იქნა 10 საათისთვის ნაცნობ სახლსაც მივადექი. კარები როგორც ყოველთვის დათუნამ გამიღო. ის და იკა შემოსასვლელშივე ჩავკოცნე და სამზარეულოში შევედი.
-ეს რამდენი რაღაც მოიტანე?-თვალები შუბლზე აუვიდა ნინის და ბურგერის ჭამა დაიწყო
-გაგიმარჯოს ნი! მეც კარგად
-დაჯექი, დაჯექი!
დაახლოებით ნახევარი საათი ვჭამდი. გოგოებმა ამასობაში 2 ჭიქა ყავა დალიეს. რაღაც უცნაურად იქცეოდნენ, მე მაინტერესებდა რა ხდებოდა, მაგრამ ჯერ უფრო მშიოდა, ვიდრე მაინტერესებდა.
-რამე ხდება ხალხო?
-რაზე?-თვალები დაჭყიტა ნინიმ
-რა იყო, კიდე ვინმე ხომ არ თხოვდება და ახალ პარას ვეძებ?
-რა შუაშია?-დაიბნა ნია
-აბა, რა სახეებით ხართ?
-ჩვეულებრივი სახით ვართ ორივე!-თმა გაისწორა ნინიმ
-უი, ნინ! დემეტრეს ვუყიდე ძალიან მაგარი ქურთუკი! ძლივს მივუსწარი, ორი ცალი ჰქონდათ დარჩენილი და ვიღაც ქალს პირდაპირ ხელიდან გამოვგლიჯე!
-ჩემს შვილს?-დაიბნა ნინი
-არა ჩემსას! შენს შვილს! აბა სხვა დემეტრე გვყავს სასტავში?-გამეცინა მე
-აუ, როგორი?!
-არ გეტყვი! ზეგ ნახავ დაბადების დღეზე!
-აუ, რა საყვარელი ხარ ნატა!
-თქვენ რა გჭირთ ახლა ის თქვით!
-ნია, უთხარი რა..-გადახედა ნინიმ ნიას და მე წითელი ამენთო
-ოპაა! აბა დროზე-ხელები მაგიდაზე დავაწყვე და ნიას მივაშტერდი
-ჯერ შენ უნდა გვითხრა-დაიძაბა ნია
-რა უნდა გითხრათ?
-რამეს გვიმალავ ნატა?
-რას უნდა გიმალავდეთ?-დავიბენი მე
-უთხარი რა!!-აჯანჯღარებდა ნინი ნიას
-დღეს რატი იყო მოსული. ოდესმე გინახავს ირაკლი, ან დათუნა სერიოზულები? ისე ლაპარაკობდნენ ოთახიდან გამოგვყარეს ორივე....ხოდა ახლიდან გეკითხები, გინდა, თუ არა ჩვენთვის რამის თქმა, სანამ ძალიან გვეწყინება?თუ ჩვენ უნდა გითხრათ მაინდამაინც რასაც მალავ?-ზედმეტად მკაცრი იყო ნია. მე ტვინში სისხლი ჩამექცა.
უარესზე უარესი ვიფიქრე და შემეძლო რატი ახლა სიკვდილამდე მეცემა
-ყველაფერი მოყვა ქორწილის ღამეზე ხო მაგ კრეტინმა?-ვთქვი და სიმწრით გამეცინა. სახეზე ხელები ავიაფრე.
გოგოებს ფერი რომ გადაუვიათ, მაშინ მივხვდი, რომ რაღაც ძალიან, ძალიან ცუდი ვთქვი.
ორივე, რომ დამუნჯდა მერე გავიაზრე, რომ არაფრის აზრზე არ იყვნენ.
ორივე რომ განაცრისფრდა იმასაც მივხვდი, რომ რატი იმდენად იდიოტიც არ იყო, გოგოებთან ეჭორავა იმ ყველაფერზე და საერთოდაც, ბიჭებსაც კი არ ეტყოდა. მე კიდე, მე იდიოტი, ამას ვერ მივხვდი და პირველივე მცდელობაზე გიჟივით წამოვაყრანტალე ჩემი „ცოდვები“
-რაა?-ხმა ჩაეხლიჩა ნიას
-მდაა...
-რა თქვი?-კივილი დაიწყო ნინიმ
-გაიმეორე!
-არა, ახლავე გაიმეორე!
-ამოღერღე!
-ჰო, ჰო, ამოღერღე!
-ნატა, გაიმეორე!!!
საერთოდ რატომ მოვედი დღეს აქ.
რატომ არ დამეზარა.
რატომ გამეღვიძა.
რატომ არ დავგორდი სამსახურის კიბეებზე და ტვინი რატომ არ შემერყა.
რატომ არ დამეტაკა გზაში მანქანა,
ან რატომ არ მოვკვდი საერთოდ!
რამე თქვი ნატა...
რამე უნდა თქვა...
-ნუ კივით ასეთი ხმით რა...-სახეზე ხელი ავიფარე მე
-რამე მოხდა თქვენ შორის და ახლა ვიგებთ ნატა?
-ო, მერე რა?
-რა მერე რა გოგო!
-ხომ გაიგეთ! დროს რა მნიშვნელობა ჰქონდა?
-ნატა, ღადაობ ხო?-არ იჯერებდა ნინი
-არ ვღადაობ ნინი. მაგ დღეს რატი კი არა, საკუთარი სახელი არ მახსოვდა!-გამეცინა მე
-რა გაცინებს გოგო?!
-რა ვქნა, აბა? უკვე ვიტირე, ვიყვირე და ვიჩხუბე მაგის გამო!
-და ჩვენ არ გვითხარი?!
-აუ, ნინი... კარგი რა!
-არა, მოსალოდნელიც იყო, არა?-გადახედა ნიამ ნინის
-რა იყო გოგო მოსალოდნელი? -ავფეთქდი მე
-რა და...აი, თქვენ რომ...რავიცი ნატა! ხანდახან ისე უყურებდით ერთმანეთს. არც შენ ხარ მსახიობი და არც ის! ყველა დააბოლეთ! მათ შორის როგორც ჩანს ჩვენც!
-მაგიტომაც იქცეოდი ბოლო დღეს უცნაურად?
-ძალიან გთხოვთ, ეს თემა მოკვდეს აქ!
-რა უნდა მოკვდეს! ბიჭი მოვიდა, ძალიან სერიოზულად ელაპარაკა თან. ამათ იცი რა დაძაბული სახეები ჰქონდათ?
-ანუ, რისი თქმა გინდა?
-იმის, რომ რატისთვის ეგ აშკარად ერთი ღამე არ ყოფილა. იმის, რომ რატის თავიდანვე აშკარად მოეწონე, თორემ არცერთ ვარიანტში არ წამოვიდოდა ყაზბეგში!
-არ მჯერა ეგ, ნია! იმის მერე არ შემხმიანებია
-3 დღე ხომ არ გავიდა იმის მერე?
-და რისი თქმა გინდა მაგით?
-არ ვიცი ნატა! ორ ადამიანს შორის ესეთი რაღაც რომ ხდება, მინიმუმ უნდა დაილაპარაკონ ურთიერთობაზე, არა?
-აუ, ნია! რა ურთიერთობაზე? 2 კვირაც არ არის რაც ერთმანეთს ვიცნობთ და უკვე ყველაფერი მოვასწარით. რა ურთიერთობა? ასეთი ფაქტების მერე ურთიერთობები აღარ გრძელდება. ეგ დათუნა არ არის, არც ირაკლი და არც მე ვარ ნია, ან ნინი.
-და შენ ოდნავადაც არ მოგწონს?
-რა?
-არ მოგწონს რატი?
-რატი?...-დავიბენი მე
-და თან როგორ მოსწონს-ხარხარებდა ნინი და ნიას თვალს უკრავდა
-გადაირიეთ?
-აფრენს!-ასკვნიდა უარესებს ნინი
-თითქმის უყვარს კიდეც!
-გაჩუმდი, ან გაგაჩუმებ!
-ნატა, არ აპირებ დალაპარაკებას მართლა?
-არა! მორჩა ყაზბეგში ეგ ამბავი! მანდ დაიწყო და მანდ დამთავრდა! მე და რატი შევთანხმდით, რომ „რაც ყაზბეგში ხდება, ყაზბეგში რჩება“
-ეგ, რაც ზაფხულში ხდება, ზაფხულშივე რჩებას პონტში?-გაეცინა ნიას
-ოე, თქვენ ხომ არ გარეკეთ? ნატა, ეს რა ფრთიანი ფრაზებია? აიღე ტელეფონი, დაურეკე ბიჭს!
-ნინი შემეშვი, თორემ წავალ!
-აუ, როგორი ქათამი ხარ ნატა!
-ქათამიც ხარ და ბარკალიც!
-სანდრო მართლა მოკვდება!-ხარხარებდა ისევ ნინი
-მაგ დეგრადიულს კიდევ ახსენებ და შენც, რატისაც და სანდროსაც გისვრით თავით მტკვარში! ბონუსად თუ გინდა თათუშკებისაც მოგაყოლებთ, ეგ არ ჩაიძირება და იტივტივებს, რამეს რომ მოეჭიდოთ !

* * *
ყაზბეგის ბარგი ჯერ კიდევ არ მქონდა ამოლაგებული ბოლომდე. რატის ნაჩუქარი ბეჭედი ვიპოვე. ხომ ვუთხარი ამ ბიჭს, ნივთებს ხშირად ვკარგავ მეთქი? ესეც რომელიღაც ჩანთაში ჩავდე და კიდევ კარგი, ვიპოვე!
ტელეფონი ავიღე და ყაზბეგის ამბების მერე მეორედ დავურეკე რატის.
თვითონ არცერთხელ დაურეკავს.
რატომ უნდა დაერეკა?
დარწმუნებული ვარ იმ დღესაც ბიჭებთან სულ სხვა საქმე ჰქონდა.
რა შუაში ვარ საერთოდ მე?
-ჰო, ნატ!-მიპასუხა ძველებურ ტონში
-რატი, როგორ ხარ?
-ძველებურად, შენ?
-მეც ეგრე რა. შეგიძლია მნახო?
-კი, როგორ არა. რამე მოხდა?
-არა, ისეთი არაფერი
-გამოდი ჩემთან-მითხრა ჩვეულებრივ
-შენთან?
-ჰო, სახლში მოდი რა.
-შენთან მოვიდე სახლში?!
-რა მოხდა ნატა, კი არ შეგჭამ. თუ გინდა, მე მოვალ
-არა, არა! მე მოვალ. შენ არ იწვალო
-კარგი, გელოდები მაშინ. დაგახვედრო რამე?-გაეცინა რატის
-რა უნდა დამახვედრო, რატი!
-ბალახი და სალათის ფურცლები, ჩემო ბოჩოლა!
-აუ, არასერიოზული ბიჭი ხარ!
გამეცინა მე და ტელეფონი გავთიშე. ტაქსი გამოვიძახე და რატისთან წავედი.
ყოჩაღ ნატა!
იქნებ კიდე დარჩე, ამჯერად მასთან სახლში?
უკეთეს ადგილს ვერ შეარჩევდა ადამიანი შესახვედად და ბეჭედის დასაბრუნებლად.
იქნებ ფოსტით გაგეგზავნა?
მშვენიერი იდეა იქნებოდა.
მაგრამ უკვე გვიანია. გზაში რომ არ ვიყო, ვიფიქრებდი.
კიბეები ავირბინე და კარებზე დავაკაკუნე. რატი ხელში ყავის ჭიქით შემეგება და მეგობრულად გადამკოცნა.
არ ვიცი, ზედმეტად თამამი რატომ იყო ჩემთან, როცა მე მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე.
-მოდი, რას დალევ?
-არაფერს. მალე უნდა წავიდე
-მართლა? მეგონა დარჩებოდი-გაეცინა რატის. მე წამით უკან გაბრუნება გავიფიქრე, მაგრამ ამას თუ ჰგონია, ამის დანახვაზე სულ კრუნჩხვებში ჩავარდები, ძალიან შემცდარა!
-ეგეც ვიფიქრე, მაგრამ ვნახოთ რამდენად დაიმსახურებ
-ვა, ვა?! ავღადავდით?! ეს უკვე მომწონს. მართლა რას დალევ?!
-ყავას
-დაჯექი, თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. ან ისე, როგორც საქმროს სახლში!-მითხრა და სამზარეულოსკენ წავიდა.-შეგიძლია სახლი დაათვალიერო! შემოდი, აქ სამზარეულოა. იმედია მალე მოგიწევს ამ ტერიტორიაზე ხაჭაპურის გამოცხობა!
-ხაჭაპური ჯანდაბას, მთავარია მწვადის შეწვა არ მომთხოვო!
-მწვადს სამზარეულოში უგემოვნოები წვავენ!
-ჩემი აზრით უგემოვნოები ჭამენ!
-არა, ბალახ-ბულახი უკეთესია ნამდვილად!-იცინოდა რატი და ყავის ჭიქით ჩემკენ მოდიოდა-ესეც შენი ყავა! თქვი რა ხელი მაქვს
-2 წუთში გეტყვი. პირის დაწვას არ ვაპირებ!
-მოყევი, რა ხდება შენკენ?
-რატი, დაახლოებით 5 დღეა არ გინახივარ, ასეთი რა უნდა მომხდარიყო?
-სანდრო ხომ არ გამოჩენილა?
-არა, მაგას სიმთვრალის დროს ახსენდება პირველი ცოლი, თორემ ეს თათუშკები მართლა უყვარს
-რაღაც არ ეტყობოდა!
-რატი, რაღაც უნდა დაგიბრუნო!-თემა გადავიტანე მე
-რამე წამართვი და არ მახსოვს?!-იცინოდა ისევ რატი
-კი, სისპეტაკე!-გამეცინა მეც
-აუ, რა ბოროტი ხარ ნატა!
-მე ვარ ბოროტი?! 2 კვირაა შენ დამცინი და კიდე მე ვარ ბოროტი?!
-მართლა, რას მიბრუნებ?
-ბეჭედს!-ვთქვი და ხელიდან მისი ნაჩუქარი ბეჭედი მოვიხსენი
-ე, ეს ბეჭედი გაჩუქე მე!-სახე შეეცვალა რატის
-რატი, ხომ არ გადაირიე?! ძვირფასია და თან აჩუქე იმას, ვინც მართლა შენი ცოლი გახდება!
-და მერე ვინ თქვა, რომ ჩემი ცოლი არ ხდები?-სრული სერიოზულობით მკითხა რატიმ
-გეყოს! გამომართვი!
-ნატა, არ ვაპირებ ამ ბეჭედის უკან გამორთმევას! შენ გაჩუქე!
-არ ვიჩუქებ! გიბრუნებ უკან!-გავჯიუტდი მე
-არ ვიღებ ხოდა!-ისიც ვირზე შეჯდა!
-ამ ყავას თავზე დაგასხამ!
-ცადე, აბა!
-რატი, გამომართვი! მე რატომ უნდა მქონდეს?
-უკვე გითხარი რატომაც!
-არ ავიღებ-ვიცინოდი მე
-მე მაგას უკან მაინც არ დავიბრუნებ და რაც გინდა უქენი! გადააგდე!
-გადაირიე?!
-ხო! გადავირიე! გადააგდე
-რატი! ვერ გადავაგდებ!
-ნატა, შენ მართლა გგონია, რომ ახლა ვხუმრობ?
-კი, 100%-ით დარწმუნებული ვარ-ვიცინოდი მე
-შენ გგონია, რომ სანდროს გასამწარებლად გაკოცე პირველად?
მკითხა და მე ცივმა ოფლმა დამასხა.
თავი მაგრად დავიჭირე და ამაყად ვუთხარი:
-კი!
-და მეორედ?!
-რა მეორედ?
-მეორედ რატომ გაკოცე?
-სანდროს გასამწარებლად!
-სანდროს მაგ წუთებში ღრმა ძილით ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ვაკეთებდით მე და შენ ჩვენი ნომრის აივანზე!
-რატი!
-შენ გგონია, ვიღაც ნატასთან ერთად წამოსვლა არ დამეზარებოდა, თუნდაც დათუნას ხათრით?!
-და არ ვიყავი ვიღაც ნატა?
-რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყავი? ხომ წამოვედი? ჩემი მისია ხომ შევასრულე?
-ხოდა მადლობა, აიღე ბეჭედი და დავიშალოთ!
-ოხ, რა მარტივად უყურებ ნატა-გაეცინა რატის-რანაირად უნდა დავიშალოთ?!
-აბა, რა გინდა?
-მე მინდა, რომ ეგ ბეჭედი დაიტოვო. მე მინდა იცოდე, რომ არცერთხელ არ მიკოცნია შენთვის სანდროს საეჭვიანოდ და საერთოდ საშინლად მაღიზიანებს სანდროს ფაქტორი! და დიახაც! ძალიან ვეჭვიანობ!
შენ მართლა გგონია, რომ რაც ყაზბეგში მოხდა, იქვე დარჩა?
მოიგონე ეს რაღაც სისულელე და შენს თავს დააჯერე.
მაგრამ მე დამაჯერებდი?
რას დამაჯერებდი ნატა, რომ უი, დავლიეთ და ვერ მოვზომეთ, ფეხი დაგვიცდა და ტყუილად დაგვემართა?!
ჩემთვის ძალიან, ძალიან კარგი 1 კვირა იყო და მე არ ვიცი, შენ რატომ გააკეთე ეს ყველაფერი, მაგრამ მე მაგ ბეჭედს უკან არ დავიბრუნებ და არ მოვისვენებ, სანამ სამუდამოდ შენს ხელზე არ დავტოვებ!
-რატი...
-რა გინდა ახლა, მაინდამაინც მუხლი მოვიყარო და ისე გთხოვო , თუ შენითაც მიხვდები, რომ შემიყვარდი და ცოლად უნდა გამომყვე?!

მე ვერ გეტყვით, რა დამემართა.
რატი იდგა და მიცინოდა.
აღარც მეცინებოდა უკვე.
ყოველ წამს ველოდებოდი, რომ სიცილს ატეხდა და მეტყოდა, რომ მეხუმრა, გამაცურა და მაგრად დამაგოიმა, მაგრამ ეს იჯდა მშვიდად ბეჭდით და მელოდებოდა, როდის გამოვართქმევდი და გავიკეთებდი.
მე ადგილიდან არ ვიძვროდი.
რატიმ თავი გადააქნია, ჩემი ხელი აიღო და არა-თითზე ბეჭედი გამიკეთა.
მე პირი დავაღე.
არა, არ ხუმრობდა.
მგონი ცხოვრებაში პირველად რატი ამაღლობელი არ ხუმრობდა!
დიდხანს ვუყურე.
მერე მეც ბოლო ხმაზე ამიტყდა სიცილი და რატის ისე ჩავეხუტე, კინაღამ ძვლები ჩავუმტვრიე.
ცხოვრებაში პირველად ისეთი არაადეკვატური ვიყავი, ჩემი თავის არ მჯეროდა.
ღმერთო ჩემო! კიდევ კარგი ნინი და ნია ვერ მხედავენ.
გაგიჟდება-ორივე!
ვიცინოდი და რატის ვეხუტებოდი.
არ მჯეროდა.
არ მჯეროდა, რომ ეს მე დამემართა!
-ვიღაც წეღან ამბობდა, შენთან არ დავრჩებიო!-გაეცინა რატის და უფრო ძლიერად ჩამეხუტა.



* * *
-ალო! ლაგვილავა! სად ჯანდაბაში ხარ, რამდენი ხანია იცი გირეკავ?-გაწიწმატებული ლიკა ლომიძე ცოტაც და ტელეფონს ხელში შემოიფშვნიდა.
-ლომიძე შენ ხარ გოგო? როგორ მიდის „სვაძებნი“, ხომ ხარ მაგრად? როგორია საფრანგეთი?-თავი ძლივს წამოწია ბალიშიდან ლაგვილავამ
-მე ვარ მე! შენ სულ გარეკე?-გაკიოდა ლიკა
-რა გინდა ლიკუშ?
-კიდე მე რა მინდა?
-აღარ იტყვი?-მოთმინების ფიალა აევსო ლაგვილავას
-ესაა, არაფერი არ ხდება, უეჭველი სანდროს აეჭვიანებსო?
-ჰა?
-რას გამოლენჩდი!
-ვერაფერი ვერ გავიგე...ვიზე მეკითხები?
-ნატაზე და რატიზე!
-და მერე არ აეჭვიანებენ სანდროს?
-კი ისე აეჭვიენებენ, რომ აქ გამეჩითნენ!
-მანდ?-ხმა გაუწყდა ლაგვილავას
-ხო! თაფლობის თვე აქვთ ამათაც! სპონტანურად მოვაწერეთ ხელიო!
-რას იძახი?-საწოლიდან წამოხტა ლაგვილავა
-ოხ, ლაგვილავა!
-ანუ, მართლა უყვართ ერთმანეთი?-უკვე ბოლო ხმაზე ხარხარებდა კლასის კოლორიტი
-კი, მართლა უყვართ და ძალიან ბედნიერები არიან! როგორ ვერ მიხვდი?! ჭორბიუროს სტატუსი ჩამოგერთვა დღეიდან!
-მომიკითხე! კარგი წყვილია, რა გინდა? იმედია სანდრო ცერცვაძეს გული არ გაუსკდა და თაფლობის თვიდან გასვენებაში არ ამოვყოფთ თავს!
გემრიელი დასვენება ლიკუშ!
მთავარია ყველა ბედნიერია!
სიყვარულს გაუმარჯოს!
ბიჭებს დავურეკავ, ამ ამბავს აღნიშვნა უნდა!
გკოცნი!скачать dle 11.3




№1  offline წევრი browsky

შენი ნიკი რო დავინახეეე... დედოო რა დამემართა :დდ წავედი პირველი ვარ და დავასწრებ ყველას წაკითხვას ♡

 



№2  offline ახალბედა მწერალი An_Gel

...
...
...
-აი, ეს არის ჩემი შეფასება!
აბა რა გეგონა?!
ანუ, აი, აი მართლა რა გეგონა ასეთ ისტორიას რომ წერდი?!
რომ მე ასე ავდგებოდი, წავიკითხავდი ამ ისტორიას და მერე გეტყოდი "უი, კი კაი ისტორიაა მზევინარ, ყოჩაღ, როგორც ყოველთვის მიმართლებ იმედებს!"
...
ბავშვიკო, შენ არა ხარ ნორმალური, ხო??
კაი არ ხარ, არ ხარ მაგრამ ამდენად აფრენ, რომ ეს სრულიად სიგიჟე ისტორია დაწერე????
მეზობლები გავაღვიძე იმდენი და ისეთი ხმით ვიხარხარე მთელი ერთი საათი (თუ რამდენი ხანიც ვკითხულობდი) აი, არ ვიცი რა... ამაღელვებელი საუბრები და სენტიმენტები არ მინდა, მაგრამ გეხვეწები, ვიქნები ამ ერთხელ სენტიმენტალური და გეტყვი, რომ სიგიჟემდე ამაყი ვარ, რომ ეს ისტორია იმ დროს იწერებოდა, როცა მეორე მხარეს მე გიცდიდი და ჩემთან "ღალატობდი" ამ ისტორიას. :დ არანორმალურად მაგარი შეგრძნებაა! (იუმორის "გაბარიტები" გაქვს შესაშური, სხვათაშორის, აქაც და იქაც რო გყოფნიდა თან უსაზღვრო დოზით :დდ)
ხო ვამბობდი რატითქო???????? ხოო ვამბობდი? ვიცოდი, ვიცოდი, რა! გული მიგრძნობდა და ზუსტად ვიცოდი, რომ აი ასეთი კაი და სწორი ტიპი იქნებოდა. (სანდროს შეფასებისას შევცდი, ბულკი ტიპი წარმომედგინა, ვაღიარებ) პროსტა, რამდენიც მე ნატას და რატის დიალოგებზე და სცენებზე ვიხარხარე, იმდენი მილიონი შენ. (ქებურია მოშნად მოიტოვე უკან :)) ) და თვითონ შენეულ რეპლიკებზე? მაგაზე საერთოდ ცალკე მოგთხოვ პასუხს, სული რო ამომაძრე სიცილისგან ამ ცხოვრება ბავშვს :დდდდ
აუ, აი ისე მომეწონა ისტორია ვერაფერს ვერ ვიძახი :დდდდდ იმდენი რამე მინდა გითხრა, რაც მომეწონა, რომ მერევა აზრები. (ნეტა გიცნობდე უფრო ახლოს, მოგიყვებოდი ყველაფერს უფრო ვრცლად :( )
ეს ისტორია ჩემი პირადი სიყვარულია, იცოდე! (მე არასოდესს მიუჯდა გვერდით)
რამდენი ხანი ველოდე, ხო ტვინი ვიჭყლიტე ფიქრით, ვინ როგორ და რანაირად იქნებოდა, მაგრამ აი ოდნავადაც არ მქონდა წარმოდგენა ესეთი საოცრება თუ იქნებოდა. (აჭარბებო არ მითხრა, თორე გცემ, ვფიცავ!)
უსერიოზულესად ჩემიანი ადამიანი ხარ. ბოლომდე რომ გაიგო რამდენად ჩემი, მე უნდა იყო და განიცადო ის ყველაფერი, რაც მე განვიცადე ამის კითხვისას.
ამწამს ვარ უამაყესი და უბედნიერესი.
მზევინარიკო, ყველაზე კარგი ხარ შენ!!!
უზომოდ მიყვარხარ! <333333 ეხლა უფრო მეტად :დდდ
საღამოს კიდევ უნდა წავიკითხო, და საერთოდ, ძალიან ბევრჯერ უნდა წავიკითხო. ხოდა მოემზადე, ამიერიდან ტვინს გავბურღავ ამ ისტორიაზე ლაპარაკით :დდ
ამ კომენტარს ბევრი რომ დავაკელი, ვიცი და ნაცნობობაში მომიტევე, კარგი? ^_^ გამართლება მაქვს, უძალიანესად ამაღლებულ განწყობაზე ვარ!
მგონია, რომ ჩემი შვილია ეს ისტორია, ჯერ ცხელ-ცხელია და მე უკვე ისე მიყვარს, ჭკუაზე აღარ ვარ :დდ
ყველაზე ყველაზეების ყველაზე ისტორიაა შენი! (ეს წოდება მე მოვიგონე, გილოცავ! :D)
სიყვარულით შენი გუჯი! <333
პ.ს. "ერთხელ წასაკითხი ისტორიაო" - არ გეგონოს რო გამომრჩა და მარტო ამ ისტორიის ხათრით გპატიობ :)
პ.ს.ს. შენი ბიძაშვილი გამაცანი გთხოვ, ვემთხვევით აზრებში და "თემურიკებში" <3

 



№3 მოდერი bla.ell

აუუუ რა მაგარი იყოოოო სააუკეთესო დაუკეთესოთა შორიის heart_eyesუკარგესი მწერალი ხარ❤❤ძალიან ძააალიან მოეწონაbowtie
--------------------
ის ვინც ჩარჩოში არ ექცევა,ოთხპირ ქარში უწევს ცხოვრება. ლ.მ

 



№4  offline წევრი For Love

ძალიან მაგარი იყო <3

 



№5  offline წევრი cicino

ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, წარმატებები კიდებ ბევრი ასეთი და ამაზე უკეთესი დაგეწეროს, დილით წავიკითხე და დადებით ხასიათზე დამაყენა ამისთვის მადლობა შენ.

 



№6 სტუმარი სტუმარი თამარი

"რაც ყაზბეგში ხდება, ყაზბეგში არ რჩება" ^^ მე ვუწოდებ ასე :დდდ და სწორიცაა რომ არ დარჩა ეჭვიც არ მეპარება საუკეთესო წყვილი რომაა რატი და ნატა... ეჭვიც არ მეპარება... მათ დიალიგენზე ბევრი ვიცინე :დდ სანდროზე არ ვიცი... ალბათ მართლა ძნელია ბავშვობის სიყვარული დაივიწყო.. მითუნეტეს თუ ასეთ სერიოზულ სახეს იძენს შემდგომში. მაგრამ მე მართლა ვერ ვაპატიებ აფამიანს ღალატს.. და მაგიტომაც მესმის ნატასი ძალიანაც კარგად.. რატი კიდევ საუკეთესო ბიჭია^^ ხო რაც შეეხება დარჩენილ ორ "ნ"-ს და მათ ქმრებს... ვაიმე მაგათზე მაგრად ვღადაობდი. მეც მინდა ასეთი ახლო სამეგობრო რომ მყავდეს^^ ვგიჟდები მე შენს ისტორიებზე კი იცი შენ ეგ. ამაზეც ვგიჟდები უკვე და მომნატრებიხარ❤❤

 



№7 სტუმარი სტუმარი თათუ

აი,რა გითხრა?
უნიჭიერესი და უტკბილესი ხარ;)))
ერთხელ კი არა ასჯერ წავიკითხავ❤️

 



№8  offline წევრი pekhshvela

აუუუ. აი არ ვიცი
ვჭედავ
ვჭეჭყავ
შენს ისტორიებზე და შენზე!!
შენ ჩემი ერთადერთი ხარ! სულ მიმტკიცებ, რომ არ შევმცდარვარ მაშინ ჩემს საყვარელ მწერლად რომ გაღიარე. ეს რა იყო ნუ! გაქანებული საკურსოს ვწერდი რომ შემოვჭყიტე და რას ვხედავ? იმ წამს მივატოვე ყველაფერი ჯანდაბას სალურსოები:დდდ გამათბლ ჩამატკბო დაგამაბედნიერა ამ ისტორიამ მე! საოცარ ხასიათზე დამაყენა. შენ ჩემი ხასიათის მხატვარი ხარ ამ დღეს! საოცარი ბიჭია რატი! და საოცარია მათი სიყვარული. კიდევ ერთხელ მარწმუნებ იმაში , რომ ყველაფერს გაგრძელება აქვს რასაც ერთ ადგილას ვტოვთ ჩვენს ჭკუაში. მიყვარხარ მე შენ! შენი ისტორიებით!❣❣????❤❤❤❤❤❤❤❤

 



№9  offline წევრი veroo

ვაიმე როგორ მომეწონა შენს ისტორიებს სულ გამოვყავარ რეალობიდან და არარეალურ სამყაროში ვარ სულ რატის და ნსტას სიყვარულს მეც გსნვიცდიდი ყოველ მათ ქცევაზე ვდარდობი სასწაულიხარ არმყოფნის კიდე მინდა შენი ისტორიები მახარებ და მაბედნიერებ ბედნიერების ა
და პოზიტივის არომატიხარ ❤

 



№10 სტუმარი სტუმარი თაკო

ძალიან მომეწონა

 



№11  offline წევრი ანაკონდა

ასეთი გემრიელობა დიდი ხანია, არ წამიკითხავს. :დდდდდ თან მეც კურო ვარ და რაღაცები საერთოც ვიპოვე :დდდდდდდ მომეწონააააააა

 



№12  offline წევრი aneta

მადლობა, მადლობა, მადლობა❤

 



№13  offline წევრი deep

როგორიც გეკადრება ეგეთია ზუსტად
ბრავო ანსს
ხოიცი როგორ მიყვარხარ?
ამ ისტორიის მერე კი
ორმაგად
სამმაგად
შემიყვარდი
ლაგვილავაზე მოვკვდი
გიორგი ქებურიაზე Kay G გამახსენდა
ჩემი ფავ რეპერი საქართველოში
ნატა და რატი კი
ვაუ
ამის მეტს ვერაფერს ვეტყვი
ყველა წყვილი მომეწონა
სანდრო
ძალიან მიყვარდა ეს სახელი
თუმცა ახლაც მიყვარს მაგრამ
მაინც რატო დააქრვი მაინცხანაინც სანდრო ცერცვაძე?
რატო?
როდესაც ჩემს საყვარელ კაცს
სანდრო ცინცაძე ქვია
აუუუუუ
კაი დაიკიდე
მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით
იცოდე
გელოდები

 



№14  offline წევრი იოსეული

შენ ხარ არაადამიანი!
სასწაული!
სითბო!
სიკეთე!
ყველაფერი!
ეს რა იყო? სასწაული. გეფიცები, გამოვშტერდი და დასასრულის წაკითხვაზე გამეცინა, თან ისე, რომ ახლაც, კომენტარის წერისას, დებილივით ვიღიმი ))
ბევრი ბევრი გული და ღიმილი შენ!
იმსახურებ!
იმსახურებ, რადგან შექმენი რატი, ნატა. ზუკა, ქეთა, თაია, დათი, სანდრა, ილია, ნენე, დემე და ყველა, ვისი სახელიც კი ისტორიებში, თუნდაც შემთხვევით დაგიწერია. ჩემი ღიმილები.
იმდენი ღიმილი შექმენი, რომ მსოფლიოში, თითო კაცზე სამი მოდის ))
და მიხარია, რომ სადღაც, როგორღაც მეც ამის ნაწილი ვარ.
თუნდაც, ამ კომენტარის გამო.
შენ რომ გაგაღიმე, იმის გამო.
ოდნავ მაინც რომ გაგიხარდა, იმის გამო.
+1 ვარდი ანსის ანგარიშზე და +1 ისარი ჩემს გულში.
სამი "ნ" და რიდ :დდ
რა გითხრა, რით გაგახარო?
შენს ხელში, "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"გავხდი :დდ
რატის და ნატას რაც შეეხება, იცი შენ არაფერის თქმა რომ არაა საჭირო.
და მაინც, როგორ შემიყვარდა ორივე.
ნუ, ჩემს გონებაში ზიხარ, ფაქტია!
ორი დღის წინ ვათვალიერებდი სრულად ისტორიებს, რამე თბილი, ტკბილი და უბოროტო მინდოდა და ამიხდი!
რა ისტორიებით მოძრაობ, პროსტა!
გიჟი ხარ შენ!
და ზუსტად ამიტომ მიყვარხარ!
ცოტა ლაგვილავასავით გამომივიდა, ბათ დეთს ოუქეი!
"მთავარია ყველა ბედნიერია!
სიყვარულს გაუმარჯოს!
ბიჭებს დავურეკავ, ამ ამბავს აღნიშვნა უნდა!
გკოცნი!"

 



№15  offline ადმინი -venus-

dzaalian momewona❤️❤️

 



№16 სტუმარი სტუმარი სოფიო

აი მართლა საუკეთესო იყო!
თავიდან ვფიქრობდი კიდევაც დავიწყო თუ არა კითხვათქო და მადლობა ასეთ კომენტარებს რომ დამიყოლიეს წაკითხვახე... უძალიან მაგრესია და სასწაული ხარ შენ!

 



№17 სტუმარი სტუმარი Lika

Yvelaze magari iyo rac maq wakitxuli ????????????????????

 



№18 სტუმარი სტუმარი Tamri

Martla dzalian kargi iyo erti amosuntqvit wavikitxe da rom ityvian gavdzexi iseti chavizuntqe dasawyisi shua naeili bolo shinaarsi magari filmi gamova rejisori ipove magram ara qartveli

Tan mec kuro var

 



№19  offline წევრი Nat Ruxadze

ისევ გამათენებინე ღამე :) ისევ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ისევ ველოდები შენს ახალ საოცრებას :) heart_eyes heart_eyes

 



№20  offline ახალბედა მწერალი Ans...

მართლა არ ვიცი! არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ახლა, როცა შემოვდივარ და ერთბაშად ამდენი კომენტარი მხვდება. შეიძლება გული გამისკდეს სანამ ბოლოში გავალ.....

browsky
შენი ნიკი რო დავინახეეე... დედოო რა დამემართა :დდ წავედი პირველი ვარ და დავასწრებ ყველას წაკითხვას ♡

შენ უძალიააანმაგრესად გამიხარდი დილის 7 საათზე და ძალიან მაინტერესებს, როგორ მოგეწონა <33333

An_Gel
...
...
...
-აი, ეს არის ჩემი შეფასება!
აბა რა გეგონა?!
ანუ, აი, აი მართლა რა გეგონა ასეთ ისტორიას რომ წერდი?!
რომ მე ასე ავდგებოდი, წავიკითხავდი ამ ისტორიას და მერე გეტყოდი "უი, კი კაი ისტორიაა მზევინარ, ყოჩაღ, როგორც ყოველთვის მიმართლებ იმედებს!"
...
ბავშვიკო, შენ არა ხარ ნორმალური, ხო??
კაი არ ხარ, არ ხარ მაგრამ ამდენად აფრენ, რომ ეს სრულიად სიგიჟე ისტორია დაწერე????
მეზობლები გავაღვიძე იმდენი და ისეთი ხმით ვიხარხარე მთელი ერთი საათი (თუ რამდენი ხანიც ვკითხულობდი) აი, არ ვიცი რა... ამაღელვებელი საუბრები და სენტიმენტები არ მინდა, მაგრამ გეხვეწები, ვიქნები ამ ერთხელ სენტიმენტალური და გეტყვი, რომ სიგიჟემდე ამაყი ვარ, რომ ეს ისტორია იმ დროს იწერებოდა, როცა მეორე მხარეს მე გიცდიდი და ჩემთან "ღალატობდი" ამ ისტორიას. :დ არანორმალურად მაგარი შეგრძნებაა! (იუმორის "გაბარიტები" გაქვს შესაშური, სხვათაშორის, აქაც და იქაც რო გყოფნიდა თან უსაზღვრო დოზით :დდ)
ხო ვამბობდი რატითქო???????? ხოო ვამბობდი? ვიცოდი, ვიცოდი, რა! გული მიგრძნობდა და ზუსტად ვიცოდი, რომ აი ასეთი კაი და სწორი ტიპი იქნებოდა. (სანდროს შეფასებისას შევცდი, ბულკი ტიპი წარმომედგინა, ვაღიარებ) პროსტა, რამდენიც მე ნატას და რატის დიალოგებზე და სცენებზე ვიხარხარე, იმდენი მილიონი შენ. (ქებურია მოშნად მოიტოვე უკან :)) ) და თვითონ შენეულ რეპლიკებზე? მაგაზე საერთოდ ცალკე მოგთხოვ პასუხს, სული რო ამომაძრე სიცილისგან ამ ცხოვრება ბავშვს :დდდდ
აუ, აი ისე მომეწონა ისტორია ვერაფერს ვერ ვიძახი :დდდდდ იმდენი რამე მინდა გითხრა, რაც მომეწონა, რომ მერევა აზრები. (ნეტა გიცნობდე უფრო ახლოს, მოგიყვებოდი ყველაფერს უფრო ვრცლად :( )
ეს ისტორია ჩემი პირადი სიყვარულია, იცოდე! (მე არასოდესს მიუჯდა გვერდით)
რამდენი ხანი ველოდე, ხო ტვინი ვიჭყლიტე ფიქრით, ვინ როგორ და რანაირად იქნებოდა, მაგრამ აი ოდნავადაც არ მქონდა წარმოდგენა ესეთი საოცრება თუ იქნებოდა. (აჭარბებო არ მითხრა, თორე გცემ, ვფიცავ!)
უსერიოზულესად ჩემიანი ადამიანი ხარ. ბოლომდე რომ გაიგო რამდენად ჩემი, მე უნდა იყო და განიცადო ის ყველაფერი, რაც მე განვიცადე ამის კითხვისას.
ამწამს ვარ უამაყესი და უბედნიერესი.
მზევინარიკო, ყველაზე კარგი ხარ შენ!!!
უზომოდ მიყვარხარ! <333333 ეხლა უფრო მეტად :დდდ
საღამოს კიდევ უნდა წავიკითხო, და საერთოდ, ძალიან ბევრჯერ უნდა წავიკითხო. ხოდა მოემზადე, ამიერიდან ტვინს გავბურღავ ამ ისტორიაზე ლაპარაკით :დდ
ამ კომენტარს ბევრი რომ დავაკელი, ვიცი და ნაცნობობაში მომიტევე, კარგი? ^_^ გამართლება მაქვს, უძალიანესად ამაღლებულ განწყობაზე ვარ!
მგონია, რომ ჩემი შვილია ეს ისტორია, ჯერ ცხელ-ცხელია და მე უკვე ისე მიყვარს, ჭკუაზე აღარ ვარ :დდ
ყველაზე ყველაზეების ყველაზე ისტორიაა შენი! (ეს წოდება მე მოვიგონე, გილოცავ! :D)
სიყვარულით შენი გუჯი! <333
პ.ს. "ერთხელ წასაკითხი ისტორიაო" - არ გეგონოს რო გამომრჩა და მარტო ამ ისტორიის ხათრით გპატიობ :)
პ.ს.ს. შენი ბიძაშვილი გამაცანი გთხოვ, ვემთხვევით აზრებში და "თემურიკებში" <3

.......... აი! აი ჩემი პასუხი! ................. ა-ი ! შენ ხარ სასწაული! შენ მე გადამრიე! გუშინ დაგპირდი, უნდა დავლაგდე, ისე კომენტარს ვერ დაგიწერ მეთქი და ვხვდები, რომ ახლა ჯერ კიდევ არ ვარ დალაგებული. შენ რომ უბოროტესი ხარ ამას ისიც მოწმობს წაკითხვისთანავე რაც გამიკეთე, მაგრამ მე რამეს გამომაპარებ? ძაან დიდი ბოდიში მოიხადე. მე კი არა, შენ აფრენ ოღნდ სერიოზილად და არანორმალური შენ ხარ ! ეს ისტორია რომ იწერებოდა და ამდროს შენ ჩემთან იყავი ეს ორმაგი სტიმული და ორმაგი გაგიჟება და გადარევა იყო! ჩვენი ჩატის "ხელი" რომ ეტყობა ბევრი ლაპარაკი არც უნდა ამას. აქ და მანდ როგორ მყოფნდა არ ვიცი, მაგრამ მეყო! რატი რომ 'დამოზგე' მაგრად გავბრაზდი ;დ ვერაფერი გამოგაპარე ;დდდ გუშინდელი ღამე/დილა კიდე ყველაზე სასწაული იყო! ისეთ ხმაზე ვიცინოდი ჩემი კი არა, შენი მეზობლბიც შევაწუხე მგონი. ეს ისტორია თუ შენი პირადი სიყვარულია შენ ხარ ჩემი პირადი სიყვარული!
"უსერიოზულესად ჩემიანი ადამიანი ხარ. ბოლომდე რომ გაიგო რამდენად ჩემი, მე უნდა იყო და განიცადო ის ყველაფერი, რაც მე განვიცადე ამის კითხვისას. "-გუჯი რა დაგმართნია????
შენ გგონია ვერ გაიგო ალტერ ეგომ რა განიცადე? ძალიანაც კარგად გავიგე და
მართლა არ ვიცი რა გითხრა. რომ მატირე, გახსოვს?
ხოდა, შეირგე! სერიოზულად ვერ გელაპარაკებითქო ად ახლა მინდა სერიოზულად ძვლები ჩაგიმტვრიო ჩახუტებისგან ისე არანორმალურად მიყვარხარ!
თემურიკა აზრებში ვერავის გაგაცნობ! ადექი და სარკეში ჩაიხედე ! ხა ხა ხა !
აუ, მიყვარხარ! ისე მიყვარხარ, რომ კომენტარის წერა არ მინდა ოდესმე დავასრულო და ძალიან მიფრთხილდი, პირადში გადმოსვლას ვაპირებ! ყოველთვის ჩემი გუჯი იქნები, სტენკა დავდგი სახით, დედა შვილს არ აიყვანს ხელში-თ და იიი-ით! <33333
bla.ell
აუუუ რა მაგარი იყოოოო სააუკეთესო დაუკეთესოთა შორიის heart_eyesუკარგესი მწერალი ხარ❤❤ძალიან ძააალიან მოეწონაbowtie

ძალიან დიდი მადლობა ! უზომოდ გამიხარდა შენი კომენტარი <333333333333
For Love
ძალიან მაგარი იყო <3

cicino
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, წარმატებები კიდებ ბევრი ასეთი და ამაზე უკეთესი დაგეწეროს, დილით წავიკითხე და დადებით ხასიათზე დამაყენა ამისთვის მადლობა შენ.

სტუმარი თათუ
აი,რა გითხრა?
უნიჭიერესი და უტკბილესი ხარ;)))
ერთხელ კი არა ასჯერ წავიკითხავ❤️

დიდი მადლობა ჩემო საყვარლებო, თბილებო და ტკბილებო! უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ასე მოგეწონათ! <33333 ეს მაბედნიერებს მე !!! სიყვარულებო!
სტუმარი თამარი
"რაც ყაზბეგში ხდება, ყაზბეგში არ რჩება" ^^ მე ვუწოდებ ასე :დდდ და სწორიცაა რომ არ დარჩა ეჭვიც არ მეპარება საუკეთესო წყვილი რომაა რატი და ნატა... ეჭვიც არ მეპარება... მათ დიალიგენზე ბევრი ვიცინე :დდ სანდროზე არ ვიცი... ალბათ მართლა ძნელია ბავშვობის სიყვარული დაივიწყო.. მითუნეტეს თუ ასეთ სერიოზულ სახეს იძენს შემდგომში. მაგრამ მე მართლა ვერ ვაპატიებ აფამიანს ღალატს.. და მაგიტომაც მესმის ნატასი ძალიანაც კარგად.. რატი კიდევ საუკეთესო ბიჭია^^ ხო რაც შეეხება დარჩენილ ორ "ნ"-ს და მათ ქმრებს... ვაიმე მაგათზე მაგრად ვღადაობდი. მეც მინდა ასეთი ახლო სამეგობრო რომ მყავდეს^^ ვგიჟდები მე შენს ისტორიებზე კი იცი შენ ეგ. ამაზეც ვგიჟდები უკვე და მომნატრებიხარ❤❤

ნამდვილად არ დარჩა ყაზბეგში!!!! პირდაპირ საფრანგეთში გააგრძელეს ! მართლა მინდოდა რომ გეცინათ და ვნერვიულობდი სერიოზულად! ახლა ამას რომ მიწერ, ვიცინეო! ისე მიხარია, შეიძლება შუაზე გავსკდე! მადლობა შენ ყველა წაკითხული ისტორიისთვის და ამ სიყვარულისთვის ჩემო ტკბილო <3333
pekhshvela
აუუუ. აი არ ვიცი
ვჭედავ
ვჭეჭყავ
შენს ისტორიებზე და შენზე!!
შენ ჩემი ერთადერთი ხარ! სულ მიმტკიცებ, რომ არ შევმცდარვარ მაშინ ჩემს საყვარელ მწერლად რომ გაღიარე. ეს რა იყო ნუ! გაქანებული საკურსოს ვწერდი რომ შემოვჭყიტე და რას ვხედავ? იმ წამს მივატოვე ყველაფერი ჯანდაბას სალურსოები:დდდ გამათბლ ჩამატკბო დაგამაბედნიერა ამ ისტორიამ მე! საოცარ ხასიათზე დამაყენა. შენ ჩემი ხასიათის მხატვარი ხარ ამ დღეს! საოცარი ბიჭია რატი! და საოცარია მათი სიყვარული. კიდევ ერთხელ მარწმუნებ იმაში , რომ ყველაფერს გაგრძელება აქვს რასაც ერთ ადგილას ვტოვთ ჩვენს ჭკუაში. მიყვარხარ მე შენ! შენი ისტორიებით!❣❣????❤❤❤❤❤❤❤❤

გელოდებოდი! <333 ისე მიყვარხარ შენი ტკბილი სიტყვებით, რომ მეშინია გული არ გამისკდეს! საკურსომ მაპატიოს, მაგრამ მოიცდის! <33333333333 ძალიან მახარებ, სულ მაბედნიერებ!!!!!!! <33333333333333333333333 არ ვიცი მართლა ასეთი საოცრება როგორ ხარ, მაგრამ ვგიჟდები შენზე <333
veroo
ვაიმე როგორ მომეწონა შენს ისტორიებს სულ გამოვყავარ რეალობიდან და არარეალურ სამყაროში ვარ სულ რატის და ნსტას სიყვარულს მეც გსნვიცდიდი ყოველ მათ ქცევაზე ვდარდობი სასწაულიხარ არმყოფნის კიდე მინდა შენი ისტორიები მახარებ და მაბედნიერებ ბედნიერების ა
და პოზიტივის არომატიხარ ❤

ვერო, ტკბილო <33333333 უღრმესი მადლობა <333 უზომოდ მიხარია შენი კომენტარები და შეფასებები <3333333333333333333333333333
სტუმარი თაკო
ძალიან მომეწონა

ანაკონდა
ასეთი გემრიელობა დიდი ხანია, არ წამიკითხავს. :დდდდდ თან მეც კურო ვარ და რაღაცები საერთოც ვიპოვე :დდდდდდდ მომეწონააააააა

aneta
მადლობა, მადლობა, მადლობა❤

სტუმარი Lika
Yvelaze magari iyo rac maq wakitxuli ????????????????????

სტუმარი Tamri
Martla dzalian kargi iyo erti amosuntqvit wavikitxe da rom ityvian gavdzexi iseti chavizuntqe dasawyisi shua naeili bolo shinaarsi magari filmi gamova rejisori ipove magram ara qartveli

Tan mec kuro var

Nat Ruxadze
ისევ გამათენებინე ღამე :) ისევ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ისევ ველოდები შენს ახალ საოცრებას :) heart_eyes heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა, ჩემო საყვარლებო ! <3333333333 ძალიან გამახარეთ, რომ ასე მოგეწონათ და არ ვიცი როგორ უნდა გითხრათ სამყოფი მადლობა! <333 ტქვენ ჩემი დღე გააბედნიერეთთ!!! <33333

-venus-
dzaalian momewona❤️❤️

დიდი მადლობა <3 გაამაახარეე ძალიაანნნ <3333333
სტუმარი სოფიო
აი მართლა საუკეთესო იყო!
თავიდან ვფიქრობდი კიდევაც დავიწყო თუ არა კითხვათქო და მადლობა ასეთ კომენტარებს რომ დამიყოლიეს წაკითხვახე... უძალიან მაგრესია და სასწაული ხარ შენ!

მიხარია, თუ დაგიყოლიეს და დწაიკითხეე <3<3 <3 <3 <3 <3 გამახარე უზომოდ <333333333
deep
როგორიც გეკადრება ეგეთია ზუსტად
ბრავო ანსს
ხოიცი როგორ მიყვარხარ?
ამ ისტორიის მერე კი
ორმაგად
სამმაგად
შემიყვარდი
ლაგვილავაზე მოვკვდი
გიორგი ქებურიაზე Kay G გამახსენდა
ჩემი ფავ რეპერი საქართველოში
ნატა და რატი კი
ვაუ
ამის მეტს ვერაფერს ვეტყვი
ყველა წყვილი მომეწონა
სანდრო
ძალიან მიყვარდა ეს სახელი
თუმცა ახლაც მიყვარს მაგრამ
მაინც რატო დააქრვი მაინცხანაინც სანდრო ცერცვაძე?
რატო?
როდესაც ჩემს საყვარელ კაცს
სანდრო ცინცაძე ქვია
აუუუუუ
კაი დაიკიდე
მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით
იცოდე
გელოდები

ვიცი, შენ სანდრო როგორ გიყვარს, მაგრამ რადგანერთი სანდრო იდიტიოტია, არ ნიშნავს, რომ ყველა იდიოტი იქნება ;დდდდდ <333333333333333333333
ქეი-მ მომიტევოს (ჩემი დიდი სიმპატიები მას) უბრალოდ სახელი და გვარია იდენტური, მეტი არაფერი ;დდდდ <333
შენ სიყვარულის ადამიანი ხარ! შენი ტკბილი კომენტარებით და უზომო სიყვარულით!!!!!!!!!
მიყვარხაარ ძალიან ამ სითბოსთვის და იმ ენერგიისთვის, რომელსაც შენგან ვიღებ! სსაოცრება გოგოხარ !!! <333333333333 აღარ წარმომიდგენია ჩემი სიახლე, შენი კომენტარის გარეშე <333
იოსეული
შენ ხარ არაადამიანი!
სასწაული!
სითბო!
სიკეთე!
ყველაფერი!
ეს რა იყო? სასწაული. გეფიცები, გამოვშტერდი და დასასრულის წაკითხვაზე გამეცინა, თან ისე, რომ ახლაც, კომენტარის წერისას, დებილივით ვიღიმი ))
ბევრი ბევრი გული და ღიმილი შენ!
იმსახურებ!
იმსახურებ, რადგან შექმენი რატი, ნატა. ზუკა, ქეთა, თაია, დათი, სანდრა, ილია, ნენე, დემე და ყველა, ვისი სახელიც კი ისტორიებში, თუნდაც შემთხვევით დაგიწერია. ჩემი ღიმილები.
იმდენი ღიმილი შექმენი, რომ მსოფლიოში, თითო კაცზე სამი მოდის ))
და მიხარია, რომ სადღაც, როგორღაც მეც ამის ნაწილი ვარ.
თუნდაც, ამ კომენტარის გამო.
შენ რომ გაგაღიმე, იმის გამო.
ოდნავ მაინც რომ გაგიხარდა, იმის გამო.
+1 ვარდი ანსის ანგარიშზე და +1 ისარი ჩემს გულში.
სამი "ნ" და რიდ :დდ
რა გითხრა, რით გაგახარო?
შენს ხელში, "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"გავხდი :დდ
რატის და ნატას რაც შეეხება, იცი შენ არაფერის თქმა რომ არაა საჭირო.
და მაინც, როგორ შემიყვარდა ორივე.
ნუ, ჩემს გონებაში ზიხარ, ფაქტია!
ორი დღის წინ ვათვალიერებდი სრულად ისტორიებს, რამე თბილი, ტკბილი და უბოროტო მინდოდა და ამიხდი!
რა ისტორიებით მოძრაობ, პროსტა!
გიჟი ხარ შენ!
და ზუსტად ამიტომ მიყვარხარ!
ცოტა ლაგვილავასავით გამომივიდა, ბათ დეთს ოუქეი!
"მთავარია ყველა ბედნიერია!
სიყვარულს გაუმარჯოს!
ბიჭებს დავურეკავ, ამ ამბავს აღნიშვნა უნდა!
გკოცნი!"

სულ გეუბნებოდი, რომ პირველი "მატარებლის ისტორიიდან" შენი კომენტარები ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გახდა! არასდროს დამავიწყდება პირველი ემოცია და "ანსის ვარდები" !!!! არც ჩვენი პირველი დიალოგი.
შენ ხარ ყველაზე განსხვავებული ადამიანი და იმდენად განსხვავებულად აღწერ ჩემს ისტორიებს და შენს გრძნობებს, რომ მგონია გული გამისკდება ბედნიერებისგან! არ ვიცი, რით დავიმსახურე ეს , მაგრამ საოცრება ხარ <33 და ძალიან მიყვარხარ ამისთვის!
ახლა ისთი დაბნეული და არეული ვარ, ბევრს ვრაფერს ვამბობ, მაგრამ ხომ გჯერა ჩემი??????? ვგიჟდები შენზე!

 



№21  offline წევრი იოსეული

მოიცა ერთი წუთით!
არ გვინდა გულის გასკდომა, კიდევ ბევრი გაქვს დასაწერი :დდ ❤
რავი, ჩემს კომენტარზე შენს პასუხს რომ ვკითხულობ, მიკვირს, რა დავწერე ასეთი, რომ ასე თბილად და ტკბილად მპასუხობ.
უბრალოდ, თავისით მოდის სიტყვები. შეიძლება იანვარში წავიკითხო და მარტში, ახალ გაღვიძებულზე დავფიქრდე შენს ისტორიებზე და მერე ეს ჩემი "ნაფიქრი" შენ მოგიყვე.
და ძალიან მიხარია, რომ ჩემს ტვინში ქაოსურად არეული ასო-ბგერების ერთმანეთისთვის მიწებებით შედგენილი სიტყვათა კომბინაცია ასეთ პოზიტიურ განწყობას გიქმნის :დდ
სრულიად ბუნებრივად წამოვიდა ის სიტყვებიც, ზემოთ რომ დავწერე და ისინიც, ახლა რომ ვწერ.
და სწორედ ამ დაუსრულებელი, გონებაში არსებული ბგერა-ასოების წყალობით, შემიძლია გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ ❤

 



№22  offline ახალბედა მწერალი Ans...

იოსეული
მოიცა ერთი წუთით!
არ გვინდა გულის გასკდომა, კიდევ ბევრი გაქვს დასაწერი :დდ ❤
რავი, ჩემს კომენტარზე შენს პასუხს რომ ვკითხულობ, მიკვირს, რა დავწერე ასეთი, რომ ასე თბილად და ტკბილად მპასუხობ.
უბრალოდ, თავისით მოდის სიტყვები. შეიძლება იანვარში წავიკითხო და მარტში, ახალ გაღვიძებულზე დავფიქრდე შენს ისტორიებზე და მერე ეს ჩემი "ნაფიქრი" შენ მოგიყვე.
და ძალიან მიხარია, რომ ჩემს ტვინში ქაოსურად არეული ასო-ბგერების ერთმანეთისთვის მიწებებით შედგენილი სიტყვათა კომბინაცია ასეთ პოზიტიურ განწყობას გიქმნის :დდ
სრულიად ბუნებრივად წამოვიდა ის სიტყვებიც, ზემოთ რომ დავწერე და ისინიც, ახლა რომ ვწერ.
და სწორედ ამ დაუსრულებელი, გონებაში არსებული ბგერა-ასოების წყალობით, შემიძლია გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ ❤

რა დაწერე და ყველაფერი ის, რასაც ჩემი გაბედნირება შეუძლია! შენ თვითონ იმსახურებ ჩემგან უდიდეს სითბოს. სხვანაირად არ შემიძლია. იცი, რომ განსაკუთრებულად მიხარია შენი სიტყვები და შენი გამოჩენაც ჩემს ისტორიებზე. ამიტომ ჩემი რეაქციაც ძალიან არეული, გაკვირვებული და ბედნიერია!
საოცრებებს მეუბნები სულ და მიყვარხარ!
რა გითხრა მეტი?!!!
<333333333333

 



№23  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

რამიქენი ანს? დღეს დილიით შენი მოთხრობა რომ დავინახე, სიხარულისგან აქეთ იქით სირბილი დავიწყე , კაი ჰო გატყუებ ავტობუსში ვიჯექი და პირდაპირ წასაკითხად შევვარდი, არვიცი როგორ აგიხსნა ის ემოციები რასაც მე წაკითხვისას ვგრძნობდი , მაგრამ გეფიცები ვიცინოდი გიჟივით ავტობუსში და ყველა მე მიყურებდა :D გახსოვს რომ მითხარი რომ არ იცინოთ მაგრად მეწყინებაო? სიცილისგან ცოტაც და კრუნჩხვები დამეწყებოდა
სამი “ნ” ჩემი ფავორიტი სასტავია უკე! არა თავიდანვე ისე დაიწყო დარწმუნებული ვიყავი რომ საოცრად მაგარი იქნებოდა! ისე ალბათ მეც ეგრე დავიძინებ ხოლმე სამსახურში ბათ მე ისეთი ბედი მაქვს არავინ არ გამაღვიძებს
აუუუ რატი მანქანიის საბარგულში რომ იჯდა ეგ მომენტი ისე კარგად წარმოვიდგინე რომ ახლაც გიჟივით მეცინება ! აი თავიდან რატიმ ბეჭედი რომ გაუწოდა კიდე დათოსთან ერთად მეც ვხარხარებდი :D
აიი როგორ აგიხსნა უბრალოოოდ როგორ მაბედნიერებს შენი მოთხრობები?
რატი არისსსსს აი ზე პიროვნება ! აუ ისე ნიკუშა ხომ დარჩა მარტო და მე რომ გამირიგოთ არა? კაი ტიპი ჩანდა :D
აუ სანდროომ დამაგლიჯა ნერვები ! ცოტა მაკლდა და რატის მაგივრად მე ვცემდი!
აუ ცემაზე გამახსენდა აი დათო რომ დაურეკავს გოგოებს რატი და სანდრო ჩხუბობენო მაგ მომენტზეეეც გიჟივით ვხარხარებდი..
აუუუუ აიი ძააააან ძააან მიყვარხარ
ჩემიი ანსი ხარ შენ!
ჩემი საოოოცარი მწერალი
და უბრალოდ ათაასჯერ მითქვამს ალბათ მაგრამ ისევ გეტყვი რომ შენი წერის სტილზე მ ა ფ ა ნ ა ტ ე ბ ს!
უზომოდ გამიხარდი
და სულ გელოდები იცოდე :))
ნწნწნწ ეს კუროო და ლომი რა!
უიიი რაშუაშია მაგრამ ნატას გადაეციიიი
ყველაფერიფრანგებისბრალია თქო..
ჰო და კიდევ
ყაზბეგში უნდა წავიდე აუცილებლად :D

 



№24 სტუმარი მარია დადიანი

ძალიან კარგი იყო .ფანტასტიური,მსუბუქი,აზრიანი,მხიარული.კარგი წერის მანერა ,დიალოგები , ნუ ყველაფერი მომეწონა!

 



№25  offline ახალბედა მწერალი Ans...

LuckyGirl
რამიქენი ანს? დღეს დილიით შენი მოთხრობა რომ დავინახე, სიხარულისგან აქეთ იქით სირბილი დავიწყე , კაი ჰო გატყუებ ავტობუსში ვიჯექი და პირდაპირ წასაკითხად შევვარდი, არვიცი როგორ აგიხსნა ის ემოციები რასაც მე წაკითხვისას ვგრძნობდი , მაგრამ გეფიცები ვიცინოდი გიჟივით ავტობუსში და ყველა მე მიყურებდა :D გახსოვს რომ მითხარი რომ არ იცინოთ მაგრად მეწყინებაო? სიცილისგან ცოტაც და კრუნჩხვები დამეწყებოდა
სამი “ნ” ჩემი ფავორიტი სასტავია უკე! არა თავიდანვე ისე დაიწყო დარწმუნებული ვიყავი რომ საოცრად მაგარი იქნებოდა! ისე ალბათ მეც ეგრე დავიძინებ ხოლმე სამსახურში ბათ მე ისეთი ბედი მაქვს არავინ არ გამაღვიძებს
აუუუ რატი მანქანიის საბარგულში რომ იჯდა ეგ მომენტი ისე კარგად წარმოვიდგინე რომ ახლაც გიჟივით მეცინება ! აი თავიდან რატიმ ბეჭედი რომ გაუწოდა კიდე დათოსთან ერთად მეც ვხარხარებდი :D
აიი როგორ აგიხსნა უბრალოოოდ როგორ მაბედნიერებს შენი მოთხრობები?
რატი არისსსსს აი ზე პიროვნება ! აუ ისე ნიკუშა ხომ დარჩა მარტო და მე რომ გამირიგოთ არა? კაი ტიპი ჩანდა :D
აუ სანდროომ დამაგლიჯა ნერვები ! ცოტა მაკლდა და რატის მაგივრად მე ვცემდი!
აუ ცემაზე გამახსენდა აი დათო რომ დაურეკავს გოგოებს რატი და სანდრო ჩხუბობენო მაგ მომენტზეეეც გიჟივით ვხარხარებდი..
აუუუუ აიი ძააააან ძააან მიყვარხარ
ჩემიი ანსი ხარ შენ!
ჩემი საოოოცარი მწერალი
და უბრალოდ ათაასჯერ მითქვამს ალბათ მაგრამ ისევ გეტყვი რომ შენი წერის სტილზე მ ა ფ ა ნ ა ტ ე ბ ს!
უზომოდ გამიხარდი
და სულ გელოდები იცოდე :))
ნწნწნწ ეს კუროო და ლომი რა!
უიიი რაშუაშია მაგრამ ნატას გადაეციიიი
ყველაფერიფრანგებისბრალია თქო..
ჰო და კიდევ
ყაზბეგში უნდა წავიდე აუცილებლად :D

ანააა !!! <33333333333 მე ვიცინი ახლა ! ოღონდ სერიოზულად !! ;დდდ <333333333
მაგრადაც მეწყინებოდა, რომ არ გეცინათ რა :)) ზუსტადაც, ეგრე!
ნიკუშაზე სერიოზული კასტინგია უკვე გამოცხადებული :))) ვარჩევ გოგოებს ნიკასთვის! კასტინგი ხვალ-12 საათზე!
კურო და ლომი ერთად ვერ "ძოვს" მეთქი ასჯერ მითქვამს და ერთი იცი შენ ვინც ამსხვრევს ამ სტერეოტიპს და მეორე-რატი და ნატა ! ;დდ <3
გადავეცი ნატას და ყველაფერი ფრანგების კი არა ყაზბეგის ბრალიაო! და ჩამოდიო!
კაკრას, საფრანგეთში გამოვუშვი "სვაძებნიში" ! ღირსეულად დახვდი იცოდე და შეეცადე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ გზაში!

ძალიან მიყვარხარ მე შენ ! კინაღამ კისერი მოვიტეხე, კომენტარი დაგიწერეო, რომ მითხარი!
მადლობა უუუუღრმესი და უუუუუუუუუდიდესი ანსისგან !!!!
ლავიუ <3



მარია დადიანი
ძალიან კარგი იყო .ფანტასტიური,მსუბუქი,აზრიანი,მხიარული.კარგი წერის მანერა ,დიალოგები , ნუ ყველაფერი მომეწონა!

მარია, დიდი მადლობა <3 <3 <3 ძალიან გამახარე

 



№26  offline წევრი იოსეული

Ans...
იოსეული
მოიცა ერთი წუთით!
არ გვინდა გულის გასკდომა, კიდევ ბევრი გაქვს დასაწერი :დდ ❤
რავი, ჩემს კომენტარზე შენს პასუხს რომ ვკითხულობ, მიკვირს, რა დავწერე ასეთი, რომ ასე თბილად და ტკბილად მპასუხობ.
უბრალოდ, თავისით მოდის სიტყვები. შეიძლება იანვარში წავიკითხო და მარტში, ახალ გაღვიძებულზე დავფიქრდე შენს ისტორიებზე და მერე ეს ჩემი "ნაფიქრი" შენ მოგიყვე.
და ძალიან მიხარია, რომ ჩემს ტვინში ქაოსურად არეული ასო-ბგერების ერთმანეთისთვის მიწებებით შედგენილი სიტყვათა კომბინაცია ასეთ პოზიტიურ განწყობას გიქმნის :დდ
სრულიად ბუნებრივად წამოვიდა ის სიტყვებიც, ზემოთ რომ დავწერე და ისინიც, ახლა რომ ვწერ.
და სწორედ ამ დაუსრულებელი, გონებაში არსებული ბგერა-ასოების წყალობით, შემიძლია გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ ❤

რა დაწერე და ყველაფერი ის, რასაც ჩემი გაბედნირება შეუძლია! შენ თვითონ იმსახურებ ჩემგან უდიდეს სითბოს. სხვანაირად არ შემიძლია. იცი, რომ განსაკუთრებულად მიხარია შენი სიტყვები და შენი გამოჩენაც ჩემს ისტორიებზე. ამიტომ ჩემი რეაქციაც ძალიან არეული, გაკვირვებული და ბედნიერია!
საოცრებებს მეუბნები სულ და მიყვარხარ!
რა გითხრა მეტი?!!!
<333333333333

უჰჰ, ისიც საკმარისია და უფრო მეტიც, რაც მითხარი ❤
როგორ მიხარია, ზოგიერთი "მეყველაფერივარ" ავტორისგან განსხვავებით, მკითხველთან ასეთი თბილი დამოკიდებულება რომ გაქვს ❤

 



№27 სტუმარი მილი

ძალიან საყვარლობაიყო, მაგრამ რჩევის სახით გეტყვი, მომენტები გაქვს გამოპარული, ბოჩოლას ვენდისში ბურგერებზე რა უნდოდა ? ;დდ ისე მომეწონა

 



№28 სტუმარი kati

Auuuu,Ra zalian kargi iyo,gavatene kitxvashi da kidev mindoda yifiliyo sheni danarcheni istoriebivit...

 



№29 სტუმარი სტუმარი Tate

... საიტზე ბოლო დროს იშვიათად შემოვდივარ, მაგრამ შემოვალ თუ არა მაშინვე შენი ნიკის ძებნას ვიწყებ.. ჰოდა გუშინ, ძალიან რომ მჭირდებოდა ზუსტად რაღაც ასეთი, შემოვედი და ჰოი საოცრებავ! პირველივე სწორედ შენი ისტორია შემხვდა!
ამ საოცრებაზე და ზოგადად შენს საოცრებებზე ვერაფერს ვამბობ და ალბათ რომ დავიწყო, ამ ისტორიისხელა მხოლოდ ქება გამომივა..
მადლობა შენ, რომ ხარ ასეთი და ქმნი ასეთ ტკბილ და თბილ რამეებს????????
ბევრი, ბევრი წარმატება შენ! (და ის სიხარული, რომელსაც ყოველი შენი ისტორიის წაკითვის შემდეგ ვიღებთ!!!)????

 



№30  offline წევრი Niin))

ანსსსსს!!!!!!
რა მაგარი გოგო ხარ, იცი ?!
შენი ყველა, ყველა ისტორია მაქვს წაკითხული, ზოგიერთი რამდენჯერმე.
ნუ, არ დაგიმალავ, თავიდან ბევრი რაღაც არ მომწონდა შენს ისტორიებში, სხვა ავტორების გავლენას ვხედავდი, შეიძლება, უნებლიედ მოგდიოდა, მაგრამ მაინც .
სამაგიეროდ, შემდეგ ისე დაიხვეწე, საოცრება გახდი, მართლააა;)))))
იმდენად მსიამოვნებს შენი ისტორიებს კითხვა, ვერ აღგიწერ.
სასწაული გოგო ხარ, სასწაული აზრებით ????????
ჰო, ახლა "ყაზბეგური ამბები"
ეს ისტორია ჩემი ფავორიტია.
არ ვიცი, ვერ გეტყვი რა იყო ამ ისტორიაში ასეთი განსაკუთრებული, მაგრამ ისე მომეწონა, დარწმუნებული ვარ თავისუფალ დროს აუცილებლად გადავიკითავ.

რატი ამაღლობელი რომ ჩემია, აღნიშვნა დაგავიწყდა , ხო?
ვგიჟდები იუმორის მქონე ბიჭებზე, მათთან ურთიერთობა გაცილებით მარტივია.. უხ, რატიიი, რატიიიი.

ჩემს ცხოვრებაშიც მჭირდება ერთი რატი ამაღლობელი.. ????

სადაქალო და საძმაკაცო, უფფფფ, რა კარგები არიან.

სანდრო ცერცვაძე, დეგენერატიიი!))))) ასეთ დამპალ ტიპებს ვერ ვიტან, უიმეეეე;)))))
საკუთარი თავის გარდა არავინ არ უყვართ მაგათ!)))))

ჩემო ანს, დილა გამიფერადე და ამიტომაც ბევრი , ბევრი გული შენ. ❤❤❤❤❤❤❤

შენი ერთგული მკითხველი , N ????

პ.ს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რასაც ვფიქრობ ვერ გადმოვეცი ბოლომდე. ვერ დავიცალე , მაგრამ მომავალში გამოვასწორებ. აი ფრომის!!
❤❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent