შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია ( მეორე)


9-02-2018, 12:17
ავტორი a.bochorishvili
ნანახია 466

მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია ( მეორე)

- და თუ აღარ მოვწონვარ? - სასწაულმოქმედი ენა მაქვს, შემიძლია თეთრი გავაშავო და შავი გავათეთრო. ისეთი ემოციით ველაპარაკე მემგონი მეც დავიჯერე რასაც ვეუბნებოდი იმის. მე გაბუქება და გაზვიადება მჩვევია.
- და თუ მოწონხარ?
- ეგ საეჭვოა
- მაგ ეჭვს მე გაგიქარვებ.
- რამე სისულელე არ ჩაიდინო
- მეეე??
- არ გამიკვირდება, საქმის გასარჩევად თუ დაიბარებ, ან თავ-პირს გაუერთიანებ ჩემი დაქალი რატო არ მოგწონსო, ან აიძულებ მოვეწონო ძალას დაატან ჩემს გარშემო იტრიალოს, ან ....
- კარგი რა ლიზაააა
- რა კარგი რა, არ გახსოვს იმ ბიჭს რა უქენი რო დამსინაა?
- აბა გოგოს დასინვა ვის გაუგია?
- ახსნაც არ აცადე, პირდაპირ გაუქანე მუჭი სახეში, საწყალმა თავის დაცვაც ვერ მოასწრო
- რა უნდა აეხსნა? - უკვე წამოვენთე
- კაი არაფერი, დამშვიდდი
- ჰოო კაი, კაი - გავუღიმე- გააგრძელე კითხვა მე facebook_ში შევალ.
- ოკ
აბა რას ვიზამდი თუ გამოიცნობთ, რათქმაუნდა ლიზას ტელეფონი ავიღე და ნიკას ტელეფონის ნომერი ჩავიწერე.
- ლიიზ, მე გავისეირნებ
- სად გაისეირნებ გოგო, ნახევარი დღეა აქ ვართ სახლსაც ვერ მოაგნებ
- არ ინერვიულო ერთ საათში დავბრუნდები - ყურსასმენებს ხელი დავავლე და გასასვლელისკენ წავედი.
- ანიი, ძაანაც არ ცემო - მაინც მიმიხვდა
- კარგი რა, ეგრე მიცნობ?
- რომ გიცნობ მაგიტო გეუბნები
- უბრალოდ ვილაპარაკებთ
- დაიფიცე რო ზედმეტი არ მოგივა
- შენ თავს გეფიცები. - თავზე ვაკოცე, ოთახიდან გავედი და ნიკას დავურეკე.
- ალოო
- თხუთმეტ წუთში ხიდთან გაჩნდი
- რომელი ხარ?
- ანი ვარ
- აა კაიი, ხო მშვიდობაა
- მაგას მერე გავარკვევთ როცა მოხვალ, ლოდინი არ მიყვარს. - პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო ისე გავუთიშე ტელეფონი.

მართლაც თხუთმეტი წუთიც კი არ დაჭირდა, ორ წუთში ხიდთან გაჩნდა.
- აბა, ანი დეიდა რა ხდება?
- ღადავის ხასიათზე არ ვარ პატარა ბიჭი.
- გისმენ დიდი ყურადღებით
- ლიზა მოგწონს???
- ჰააა?
- გეკითხები და პასუხი გამეცი
- არა, ვინ გითხრა?
- ეგ შენი საქმე არაა
- ჰმ, აბა გიორგიმ? თინათინმა? ეკამ( ლიზას ბიცოლა)? შაკომ( ლიზას ბიძა)?
- მარტივად მიხვდი
- არ გამჭირვებია - გამიღიმა, ღმერთო როგორი ღიმილი ქონდა.
- როგორც ვიცი ორი წელი გიყვარდა
- ოხ ეს ჭორიკანა ხალხი, ორი წელი კიარ მიყვარდა, ორი წლის წინ მომწონდა
- ჩააფლავე
- რაა?
- ჩააფლავე, ჩემი ყველა გეგმა, და დარწმუნებით გეტყვი რომ არ მოგცემ ამის უფლებას
- ასეთი დარწმუნებული რატო ხარ?
- იმიტო რო, ვიცი რასაც ვამბობ, შენ მოგწონს ლიზა
- ოჰ, როდის მერე?
- დღეიდან
- კიდე რა გინდა??
- სია ჩამოგიწერო თუ დაიმახსოვრებ
- დავიმახსოვრებ
- ე.ი. მინდა რომ ლიზას ყვავილები აჩუქო ხვალ, მოითხოვო რომ მარტო დაგტოვოთ, რომანტიული გარემო შეუქ...
- მოიცა, მოიცა - სიტყვა გამაწყვეტია.
- რა ?
- არ ვაპირებ შენი სურვილების შესრულებას.
- რააა? ვითომ რატომ?
- თუნდაც იმიტომ რომ მე ლიზა არ მომწონს
- და რატო არ მოგწონს? რას უწუნებ? ჩემს დაქალს რა ჭირს შენი დასაწუნი????
- არაფერსაც არ ვუწუნ....
- არაფერს კიარა, ვერაფერს ვერ უწუნებ. - სიტყვა არ დავასრულებინე თან ის ტაქტიკა გამოვიყენე რაც ლიზასთან, იმედი მქონდა რომ გაჭრიდა. - ლამაზი გოგოა, ჩამოყალიბებული, განათლებული, საყვარელი, მხიარული, არც ცანცარაა და არც უჟმური, ერთგული მეგობარია........ ისე მართალი ხარ, არ შეეფერებით, ლიზა ასეთი კარგია და შენზე უკეთესს იმსახურებს.
- რას მიწუნებ?
- ეგ შენი საქმე არაა, ახლა კიდე წავედი ლიზას შევპირდი ერთ საათში დავბრუნდებითქო
- მერე ჯერ 10 წუთიც არ გასულა
- ჰმ, სხვა საქმეებიც მაქვს ზოგზოგიერთებისგან განსხვავებით
- ანუუ?
- ანუ პაკააა
- კაი კარგად
სახლში ავბრუნდი, არასდროს წავსულვარ დათმობაზე მითუმეტეს მაშინ როცა საქმე ლიზას ეხება. თუმცა ასეთი შემთხვევა არც მომხდარა, არავისთვის დამიძალებია ლიზა მოიწონეთქო, ხშირ შემთხვევაში პირიქით მიწევს, იმ დებილ ხალხთან კამათი ან ჩხუბი ვინც ლიზას მოსვენებას არ აძლევს.
არა რაა, არა, უეჭველი რაღაც უნდა მოვიფიქრო, ასე არ გამოვაა. - ამ ფიქრებში გართული შევედი ოთახში, ლიზას თვალი წიგნისთვის არ მოუშორებია ისე მკითხა.
- აბა პატარა მაჭანკალო, რა გაარკვიე.
- ის რომ, ეგ შენი ნიკა იდიოტია.
- ალილუია, მივიდა პატარა ქალბატონიც ამ დასკვნამდე. - წიგნი დახურა და მე შემომხედა - ხოარ გაწყენია??
- არ მიცნობდე მაინც.
- შემოგელახაა?
- არა მთელი გავუშვი სახლში, ხოოო..... ღმერთო რა იდიოტი ვარ
- ანი ეს შენ ხაარ???
- მემგონი კი, წესით თავპირი უნდა დამემტვრია იმ უნამუსოსთვის, არა, რაა, ეს როგორ მითხრა, მე ვარ დებილი ის სახე რომ არ დავულეწე.
- კაი, რაა მომიყევი რა ილაპარეთ - ლიზამ იცოდა რომ უაზრობაზე ექნებოდა ანის ნერვები აშლილი, ამიტო ერთი წამითაც კი არ უფიქრია რომ შესაძლოა რამე მომხდარიყო.
- ლიზა ორი წელი კიარაო, ორი წლის წინ მომწონდაო.
- და ამან გაგაბრაზა?? კაი რაა
-არამარტო ამან
- აბაა??
- ვუთხარი რომ უნდა მოწონებოდი ყვავილები უნდა ეჩუქებინა, ეგეთები და უარი განაცხადა ბიჭმა.
- ეს რა უქნია მაგ ტუტუცს მაგას. - ლიზა ღადავით აჰყვა ანის.
- მართლა ტუტუცი ეგა
- აბა აბააა,
- არ ინერვიულო ლიზა, ხო იცი რომ მაინც მივიყვან ამ საქმეს ბოლომდე.
- ვიცი შენი იმედი მაქვს, ხომ იცი ნიკას გარეშე არ შემიძლია - ლიზა კიარ იღიმოდა უკვე ხმამაღლა იცინოდა თავი ვერ შეიკავა.
- კარგი რაა ლიზაა, მე სერიოზულად გელაპარაკები შენ კიდე მეკაიფები. - ანი ადგა და ბოლთას სცემდა ოთახში, სრული სერიოზულობით ფიქრობდა რა მოემოქმედებინა.
- ანი, აქ მოდი. - ანი მივიდა და გვერდით დაუჯდა.
- მისმინე, შენხარ ჩემთვის უპირველესი ადამიანი, ნიკა არავინ არაა ჩემთვის, ხომ იცი, მარტო შენი იმედი მაქვს, რამდენი ბიჭი გალახე ჩემ გამო, ის ბიჭი გახსოვს, ქალაქში ჩვენს გვერდით რომ დაჯდა.
- ჰოო, თუმცა ისე მოხვდა მემგონი გოგოებს ვეღარც გაეკარება.
- ჰოო, თუმცა ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, მისმინე, მე მაინც არ მომწონს ნიკა, იმასაც აღარ მოვწონვარ, უჯვე რამდენი ხანია მეგობრები ვართ, თან მეც არ მცალია წელს საატესტატო გამოცდები მექნება და აქედანვეუნდა მოვემზადო, ასე რომ შეყვარებულისთვის არ მეცლება, წეხან მარტო იმიტო დაგთანხმდი ნიკას კითხეთქო რომ შენ თვითონ დარწმუნებულიყავი რომ არ მოვწონვარ ახლა გაიგეეე??
- ოქეი, ოქეი გავიგე, მაგრამ რა უფლებით გამაწყვეტია სიტყვა. ვლაპარაკობდი და ჩამიხტა სიტყვაში, მაგ საქმეს ასე არ დავტოვებ.
- ვაიმე ანი ოდესმე დამშვიდდებიი??
- ვნახოთ.:))) და კიდე ჯერ ივლისიაშენი საატესტატო გამოცდები კი ერთ წელიწადში, ზაფხული იმისთვის არსებობსრომ დავისვენოთ, არანაირი წიგნები, რვეულები და ეგეთი დებილობები.
- ოოოჰ
- არანაირი ოოოჰ, გადაწყვეტილია
- მხოლოდ შენ გამო
- მხოლოდ ჩემო საყვარელო გოგოო. - და ლოყები სასაცილოდ დაუწელა.
მეორე დღეს მაღვიძებს გიორგის ხმა, ღმერთო გააჩუმეეეე,
- რა გინდააა?დამაძინე რაააა
- ადექი სწრაფად
- აუუუუ, ღადაოოოობ??
- უბრალოდ შენ გიცდის ყველაააა
- ვინ ყველა??
- ყველა ვისაც წყალზე უნდა წასვლა
- ვაახ ჩემიიი, ორ წუთში ქვემოთ ვარ. - მაშინვე წამოვხტი ლურჯი შორტი და შავი ბრეტელებიანი ზედა ჩავიცვი, თმა შევიკარი( არც დამივარცხნია ), პირსახოცს ტელეფონს და პატარა ჩანთას ხელი დავავლე და მანქანაში ჩავხტი. დავიძარით, თურმე მართლა მე მელოდებოდნენ. ნიკას სახლთან გავჩერდით, ცოტა არ იყოს გამიკვირდა.
- არავის გავუფრთხილებივარ ნიკა რომ მოდიოდა
- არც მოდის
- მაშინ რატო გავჩერდით?
- გიორგის ველოდებით
- გიორგი ვინაა?
- ნიკას ძმა.
ორ წუთში გამოდის ნიკასავით მაღალი ქერა და სიმპატიური ბიჭი, ქამელეონის თვალებით და უმაგრესი ცხვირით. გაოცება ძლივს დავმალე.რა ლამაზი ძმევი იყვნენ, და რა სიმპატიურები.
- გამარჯობააა
- გაგიმარჯოს გიოო, ეს ანია ლიზას დაქალი
- გიორგი, სასიამოვნოა
-ჩემთვისაც. - მართლაც სასიამოვნო იყო ჩემთვის მისი გაცნობა, ამით შემოიფარგლა იმ დღეს ჩვენი საუბარი. ძალიან მშვიდი ბიჭი იყო, დასტოინიც არა თუმცა წყნარი და მშვიდი ბავშვი იყო. იმ დღეს მაგრად გავერთე, ჩაგვეთვალა ის დღე.
სახლში მისულებმა წყალი გადავივლეთ და დავისვენეთ, საჭმელს არ ვჭამდი და ლიზას ბებია ხრიკინას მიძახდა, სხვებმა გადააკეთეს და ხრიგინას მეძახდნენ, რა სისულელეა არა? თუმცა რატო , პირიქით ამით ამ ოჯახმა კიდევ ერთხელ დამიმტკიცა მათი სიყვარული, და კიდევ და კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი პატივისცსმა მათდამი.
ღამე აღარ დამეძინა, მთელი ღამე გეგმებს ვაწყობდი მეორე დღეს რა უნდა ჩამეცვა, ან რა უნდა მეკეთებინა. ვერ მოვისვენე, ავდექი და გარეთ მივიპარებოდი თუმცა ლიზას შენ გამოაპარდბ რამეს?
- ანი სად მიდიხარ? - მკითხა ნახევრად მძინარემ
- სუფთა ჰაერზე გავალ, დაიძინე
- მოიცა, მეც გამოვალ
- როგორც გინდა
- არ გეძინება?
- არაა, არ მიძინია, ვერ დავიძინე
- დამელოდე მოვდივარ
გარეთ გავედით, შარფები გვქონდა მოხვეული.
- აბა, მოგწონს აქაურობაა?
- მომწოონს და მერე როგორ
- რაზე ფიქრობ
- არაფერზე
- აბა რას აკეთებდი მთელი ღამე, უკვე 4 საათია
- არაფერს
- ვის ატყუებ?
- არავის, მართლა, ვფიქრობდი ხვალ დრო როგორ გვეტარებინა, რა ჩამეცვა და ეგეთ რაღაცეებს
- ჰოო, არც მე მიძინიაა
- რატოო?
- არ დამეძინა
- რაზე ფიქრობდი, საატესტატო გამოცდებზეე? თუ წიგნებზე? თუ ტერენტი გრანელზე?
- ჰაჰაა, არაფერზე უბრალოდ შენზე ვფიქრობდი
- ჩემზეე?
- ჰოო, რამდენი ხანია მეგობრები ვართ, ვერც შენმა ქუთაისში წასვლამ და ვერც სიშორემ ვერაფერი დაგვაკლო, იციი, რა ბედნიერი ვააარ? აი, ძალიან, ყველას არ ყავს ისეთი ადამიანი, ვისაც ყველაფერზე თავისუფლად დაელაპარაკება, დაფიქრდი, უბრალოდ რა ძლიერები ვართ , რადგან ამ ბოროტ სამყაროში, ამ მტრულად განწყობილ, ბოღმიან და შურიან საზოგადოებაში ჩვენ მაინც მოვახერხეთ ურთიერთობის შენარჩუნება. ვერაფერი გაუჩენს ბზარს ამ გრძნობას. საკუთატი დასავით მიყვარხარ, სისხლი უძლურია სიყვარულთან.
- კაი გაჩეეეეე, ხო იცი ეს ოფიციალურობები არ მიყვარს, წამოფუ ახლა დავიძინოთ.
- კაი დავწვეთ
ოთახში ავბრუნდით და დავიძინეთ მეორე დღის გართობის მოლოდინში.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent