შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პორფირია (თავი 8.გასაღები )


9-02-2018, 23:05
ავტორი melanqoliki
ნანახია 127

პორფირია (თავი 8.გასაღები )

მას შემდეგ რაც ალისტერმა ქეითი მომაშორა ხელი ჩამკიდა და კლასისკენ მიბიძგა, ეს მდგომარეობა ჩემთვის ახალი და ცოტა უცნაური იყო. აქამდე მას ვერც გაკვეთილებსა და კაფეტერიაში ვხედავდი, ვერც სეირნობისას ტყეში, მანამდე არ ჩანდა სანამ თვითონ არ მოინდომებდა, იქ და მაშინ სადაც მოესურვებოდა. ახლა კი მის ცივ ხელში ჩემი თითები უხერხულად ჩაკარგულიყო და ერთად მივდიოდით კლასისკენ. ჩვენი ასეთი მდგომარეობა მარტო ჩემთვის არ ყოფილა სიახლე, ყოველი მხრიდან მწველ მზერას ვგრძნობდი, ბავშვები ზუზუნებდნენ და ათას რაღაცას იძახდნენ. ყველას უკვირდა ალისტერ ჰოვარდი ახალ, ჟღალთმიან გოგონასთან ერთად,ისინი ხომ ყოველთვის ცდილობდნენ მასთან რაიმე საერთო ეპოვათ, ის კი როგორც ენიმ მითხრა მათ საჭიროებისამებრ იყენებდა.
კლასში შესულებმა შესასვლელში მდგარ სამეულს ჩავუარეთ,თითქოს თან დაგვსდევდნენ,გვითვალთვალებდნენ,სადაც ალისტერი ან მე ვიყავი,ისინიც იქ აღმოჩნდებოდნენ ხოლმე თავისი ცივი თვალებითა და მუდამ შეკრული მუშტებით. ისეთი შესახედავნი იყვნენ,იფიქრებდი რომ მალე ბრძოლა დაიწყებოდა, ისინი კი თავზეხელაღებული ორთაბრძოლისთვის მუდამ მზადყოფნაში იყვნენ.ამჯერად მათი გაურკვეველი ფრაზები,რომელიც უაზრო ტონალობას უფრო გავდა ალისტერის ხმამ გადაფარა,როცა სვლა შევანელეთ და მან სამეულის გასაგონად ხმამაღლა თქვა.
_ ის ჩემია..._ უცებ ვერ მივხვდი ამ ორი სიტყვის აზრს,ისე სწრაფად შემომასკუპა მერხზე და სანამ ლათინურის მასწავლებელი შემოვიდოდა ჩემ წინ აღმართული თავისი მისტიური, შავი თვალებით დიდხანს მაკვირდებოდა. აკვირდებოდა ჩემ ყოველ დეტალს,როგორ მქონდა ხვეული თმა წინ გადმოყრილი,რა სამკაული მეკეთა გულზე,ისიც კი მომეჩვენა, რომ ეჭვის თვალით მიყურებდა და ცდილობდა რაღაც გამოეცნო,მიმხვდარიყო.
გაკვეთილი დაიწყო,ალისტერი გვერდით მომიჯდა,ჩემი ხელი თავის დიდ,ცივ ხელებში მოიქცია და მესაკუთრეს სახით,ცინიკური ღიმილით გადახედა პოლს,რომელიც ენის გვერდით მოკალათებულიყო და უმიზეზოდ მიბღვერდა. ვხვდებოდი,რომ მან უფრო მეტი იცოდა ვიდრე მე. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა,მაგრამ როგორ უნდა გამეგო პასუხები წიგნიდან,რომელიც არ იშლებოდა და ერთიანად შავი ფერის იყო?
_ იმედია მოგეწონა_ სულ ახლოს მოიწია,თმა ყურზე გადამიწია და ისე ჩამჩურჩულა,გულისცემა გამიხშირდა.საპასუხოდ თავი დავუქნიე და ძალიან ჩუმად ჩავილაპარაკე
_ ყველა ჩვენ გვიყურებს
ჩემ პასუხზე ჩაიღიმა და თითქოს კიდევ რაღაცის თქმას აპირებსო,ისე ჩამომისრიალა ტუჩები ყელზე,მისმა მოძრაობამ ამაფორიაქა და ნერვიულობის დასაფარად თმა შევისწორე. მთელი გაკვეთილის განმავლობაში დაძაბული ვიჯექი და ვცდილობდი აფორიაქება არ შემტყობოდა. ზარის დარეკვის შემდეგ, ღამის წვეულებისათვის მოსამზადებლად ოთახებში ავედით. პოლის თხოვნა გამახსენდა,ენი ჩემი ბიძაშვილის მეწყვილეობაზე უნდა დამეთანხმებინა.
_ ენ,ის გოგო ვინ იყო მისაღებში რომ გამომელაპარაკა?_ ახალი ნამდვილად არ ჩანდა,რადგან ყველა სახელით მიმართავდა და გარს ეხვეოდა,ამიტომაც გადავწყვიტე ენისთვის მეკითხა.
_ ქეითი? საზიზღარი,როგორ ვერ ვიტან_ უკმაყოფილოდ წარმოთქვა
_ რატომ?
_ ნამდვილი სწერვა და საშინელი ინტრიგანია,შარშან გაურკვეველი მიზეზის გამო ერთი მოსწავლე გააგდებინა.
_ კი მაგრამ,ისეთი ინტერესით ელაპარაკებოდნენ დანარჩენები.
_ ჰო,იმიტომ რომ მდიდარი მშობლების გათამამებული გოგოა. ყველას თავის ჭკუაზე ატრიალებს, ერთადერთია, ვისაც ალისტერთან რაიმე შეხება ჰქონია.
_ რას გულისხმობ? _ წამიერად უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა.
_ ოჰ,საეჭვიანო არაფერი გაქვს, საერთო ის აქვთ რომ სასურველს ყოველთვის აღწევენ.
ენის სიტყვებზე გამაჟრჟოლა და შევცბი, საწადელს?იქნებ მეც უბრალო საწადელი ვიყავი? ალისტერის მორიგი ახირება,რომელიც აუცილებლად უნდა აესრულებინა? და რა იქნებოდა მას შემდეგ, რაც წვეულებაზე ერთად წავიდოდით? ნუთუ მართლა მოვწონდი? ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, რაც არ უნდა ყოფილიყო ჩემი ნებართვით ხდებოდა. მეთვითონ ვაძლევდი ამის საშუალებას .
_ ელის,ელის_ ფიქრში წასულს ხელზე შემეხო და გამამხნევა.
_ კარგი რა, შენ თავს კარგად შეხედე, ნახავ რა ლამაზი იქნები,მას შენ მოსწონხარ,ვერ შეამჩნიე ის წრიპინა როგორ მოგაშორა?
_ შენც ფიქრობ რომ წრიპინა ხმა აქვს?
_ მისტერ ბროკლეჰერ, ევროპაში ვისვენებდი დიახ, ეიფელზე ასვლა მართლაც შესანიშნავია,შე-სა-ნი-შნა-ვი _ ქეთრინის ხმა მიიღო და მასსავით წრიპინი დაიწო
_ მაგრად გამოგდის_ სიცილით მუცლები გვეტკინა.
_ რაღაც უნდა გითხრა
_ გისმენ_ დაინტერესდა
_ იქნებ წვეულებაზე შენც წამოსულიყავი
_ ხომ გითხარი, სხვა გეგემები მაქვს
_ ვიცი , ვიცი , მაგრამ დილით, სანამ შენ სააბაზანოში იყავი პოლი შემოვიდა,ისეთი სევდიანი თვალები ჰქონდა, მთხოვა დამეხმარე რომ ენი ჩემი მეწყვილე იყოსო.
_ მართლა?_ გაოცებისა და სიახრულისაგან ადგილზე შეხტა.
_ ჰო, წამოდი რა, ერთმანეთს ისე უხდებით საყვარელი წყვილი იქნებით.
_ მაგრამ კაბა?
_ ანუ წამოხვალ?
_ კი _ მორცხვად წამოწითლდა
_ კაბაზე რაიმეს მოვახერხებთ, გარდერობში მართლაც მეგულებოდა რაღაც.
ენის პასუხით გახარებულმა პოლს თანხმობა გადავეცი და ვთხოვე ენის კაბის მიხედვით შეერჩია პერანგი.
გახარებულმა პოლმა ხელში ამიტაცა და დამატრიალა, მერე კი დასერიოზულდა და თავის ოთახში შებრუნდა. ალისტერის ოთახს გავხედე მომინდა შემეხედა, მენახა რას არჩევდა წვეულებისთვის, ან საერთოდ ოთახში იყო თუ არა. მივხვდი, რომ ასეთი საქციელი უადგილო იქნებოდა. ამიტომ ოთახში დაბრუნებულმა ლოგინზე ტანსაცმლის გორები დავაყენე და ენისთან ერთად შევუდექი შესაფერისი კაბის არჩევას.
დიდი ქექვისა და ალიაქოთის მერე ღია ატმისფერი მოკლე მაქმანებიანი კაბა, ასეთივე ფერის ფეხსაცმელებთან ერთად კმაყოფილებმა ცალკე გადავდეთ და მიყრილ-მოყრილი ტანსაცმელი დავალაგეთ. წვეულებამდე სულ რაღაც სამი საათი დარჩენილიყო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ენი წამოსვლაზე დავითანხმე, ამით პოლი გავახარე და მგონი ახალ რომანს გავუმყარე საფუძველი. მქონდა არაჩვეულებრივი კაბა , რომელიც ალისტერის არჩეული იყო, წინ არაჩვეულებრივი წვეულება მელოდა საყვარელ ადამიანებთან და ალისტერთან ერთად, რომლის მიმართ გრძნობებში ჯერ კარგად ვერ გავრკვეულიყავი. მაგრამ , ნამდვილად ვგრძნობდი, მისი ხმა ჩემ გონებაში დალექილიყო, მისი შეხება მანერვიულებდა და სუნთქვას მიჩქარებდა, ყველა შეკითხვისა და უცნაური მომენტის მიუხედავად ალისტერ ჰოვარდი მომწონდა. ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალო მოწონება, მაგრამ იმ შესანიშნავი ღამის და ყველაფრის მიუხედავად, რაც წინ მელოდა თავს უცნაურად ვგრძნობდი და ვერ ვხვდებოდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი უაზრო ნერვიულობის მიზეზი.
თმის მოსაწესრიგებლად და მაკიაჟის გასაკეთებლად დიდი დრო არ დაგვჭირვებია, დათქმულ დროს ორივე მზად ვიყავით. ჩვენი კაბის ფერის ნიღბები გავიკეთეთ და წვეულების წესების შესაბამისად მეწყვილეების მოსაძებნად დარბაზში ჩავედით.
დარბაზი ნახევრად ჩაებნელებინათ, კუთხეებში ასვეტილი სასანთლეების დანახვისას მივხვდი, ამ ყველაფერში ალისტერის ხელიც ერია. მუსიკა ყველაფრის ხმას ფარავდა. ბავშვები ინტერესით ათვალიერებდნენ ერთმანეთს და ცდილობდნენ ნიღბების მიღმა ერთმანეთი ამოეცნოთ. სანამ თვალებით ალისტერს ვეძებდი შავ სმოკინგში გამოწყობილი პოლი წამიერად აღმოჩნდა ჩვენთან. ნიღაბი ღიმილით მოიხსნა და ენი საცეკვაოდ გაიწვია. მიხაროდა რომ ამ ორმა ერთმანეთი იპოვა.
ალისტერს თვალი დარბაზის მეორე მხარეს მოვკარი. შავ, კლასიკურ შარვალზე თეთრი ძველებური სტილის პერანგი ჩაეცვა, ზემოდან შავი ჟილეტი შემოეცვა და გრძელი ოდნავ ხვეული თმა უკან გადაეწია. ჩემი მზერა წამში დაიჭირა და გაღიმეული, აღფრთოვანებით მომჩერებოდა, სანამ მწვანე უსასრულობასთან ერთად მისკენ მივიწევდი. ჭაობისფერი, ხავერდოვანი ნიღაბმა ვერ მიშველა . მაღლა აკეცილმა ჟღალმა თმამ და წინ გამოპარულმა რამდენიმე კულულმა გამცა. ამიტომ ყველა ადვილად მიხვდა ვინ ვიყავი. გაისუსნენ, მოჯადოებული ქანდაკებებივით გაიყინენ და მუსიკა გაჩერდა. გარემოებამ დამაბნია, თითქოს სიზმარში ვიყავი ეს ყველაფერი კი მირაჟი იყო.
ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში, მომღიმარი ალისტერისკენ მივაბიჯებდი და ვგრძნობდი,როგორ მიყურებდა ყველა. მათი მზერა მწვავდა. ალისტერამდე სულ რაღაც ორიოდე ნაბიჯი მაშორებდა, ცოტაც და მის თვალებს ახლოდან ვნახავდი, მერე კი წრიულად ვილივლივებდით მუსიკის ფონზე. გონებაში წამებს ვითვლიდი, რომ მასთან შავ კაბაში გამოწყობილმა ქეთრინმა მიირბინა და სწრაფად,ძალიან სწრაფად ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. მერე , პოლის მოცემული შავი, გამოუსადეგარი წიგნი აჩვენა,რომელიც დილით ლოგინის ქვეშ შევაცურე და დროებით გადავივიწყე.
ალისტერს გაღიმებული სახე დაეძარღვა,წარბები აზიდა და გაცეცხლებული ქეითს მიუტრიალდა. სწრაფი მოძრაობით წელზე გიჟივით შემოეხვია ხელები, თავისკენ მიიზიდა და ვნებიანად აკოცა. მათთან მისასვლელად ორი ნაბიჯიღა მაკლდა, მაგრამ გაუნძრევლად ვიდექი. ყველა ჩვენ შემოგვყურებდა მე კი ადგილიდან განძრევა არ შემეძლო. ჩემი წინათგრძნობა ახდა, მინდოდა ეს ყველაფერი სიზმარი აღმოჩენილიყო, მაგრამ ამ რეალობასა და წინა ღამით ნანახ სიზმარს შორის საერთო მხოლოდ ის იყო, რომ მეგონა სისხლისგან ვიცლებოდი. მკერდში საოცარ, აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი , ყვირილი მინდოდა და ვერ ვბედავდი. ცრემლები მახრჩობდნენ, მდინარესავით მოვარდნილ ცრემლებში ვიხრჩობოდი.
_ თამაში_ გავიფიქრე და ჩუმი ტირილით გავბრუნდი უკან. ვცდილობდი სწრაფად მივსულიყავი გასასვლელთან, მაგრამ ეს ტკივილი საკმარისი არ აღმოჩნდა, შუა დარბაზში მისულს ფეხი გადამიტრიალდა და იატაკზე გემრიელად მოვჯექი. მზად ვიყავი გულიანად მეტირა, მაგრამ წინ გამოწვდილი ვიღაცის ხელი შევნიშნე და შავ სმოკინგს თვალებით ზემოთ ავუყევი. მას ნიღაბი არ ეკეთა,ამიტომ ადვილად ამოვიცანი, რომ ის ამ სკოლის მოსწავლე არ იყო, მაგრამ ამაზე ვერ ვიფიქრებდი. შავებში გამოწყობილ ქერათმიანს ხელი ჩავჭიდე და ნება მივეცი ადგომაში დამხმარებოდა, ნაცრისფერი თვალები საიმედოდ მომეჩვენა და უარი არც გაცილებაზე მითქვამს. ყველაფერი წამში მოხდა,უსიტყვოდ წამოვდექი და მასთან ერთად დავტოვე დარბაზი.
მივდიოდით და ვერ ვხვდებოდი რატომ მივდიოდით, რატომ აკოცა ალისტერმა იმ საშინელ გოგოს, რომელსაც ხელში ჩემი ნივთი ეჭირა. ტირილს აზრი აღარ ჰქონდა,რა მნიშვნელობა ჰქონდა საერთოდ ამ დადგმას? რისი ნაწილი იყო ეს ყველაფერი?
ისე შევედით ტყეში, რომ ფიქრებში გართულმა მხოლოდ მაშინღა შევამჩნიე ციცინათელებისმაგვარი არსებები,რომლებიც წინ ტყის სიღრმეში მიგვაცილებდნენ და ნაბიჯის გადადგმასთან ერთად მათი რიცხვი მატულობდა. ასობით მნათობით გარშემორტყმულნი შუა ტყეში გავჩერდით და როცა ირგვლივ მიმოვიხედე ნათებებს შორის ხის უკან ბების სახე დავლანდე.
_ ბებია,ბებია_ ყვილი დავიწყე და მის აჩრდილს დავედევნე.
_ ელის_ ნაზად მეძახდა,ისე როგორც ბავშვობაში მაგრამ ვერ ვუახლოვდებოდი
_ ბებია,შენ..._ ახლა უკვე ვეღარაფერს ვხვდებოდი ვერც იმას რა უნდა მეკითხა
_ მე,მე თავიდანვე მინდოდა რომ ეს ყველაფერი ამეცილებინა თქვენთვის და ისე გეცხოვრათ როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს_ გაოგნებული ვუსმენდი და თვალებს არ ვუჯერებდი
_ მან შენი მოტყუება სცადა
_ ვინ?
_ სისხლისმსმელმა,იცის რომ ძლიერი ხარ ელა
_ ბებია_ უაზროდ გავიძახდი და მინდოდა მეტი გამეგო,მაგრამ მისი ხმა სუსტად ისმოდა
_ ვინ ვარ?
_ ელა
_ ბებია,არ დამტოვო,ამიხსენი
_ პასუხები წიგნშია,ის შენ გეკუთვნის და ვერავინ წაგართმევს
_ ბებია_ ვეძებდი და ვყვიროდი მაგრამ აღარ ჩანდა
_ ვინ ვარ
_ ჩვენ, ისევე არ გვახსოვს როგორ აღმოვჩნდით ამ სამყაროში,როგორც არ გვახსოვს,როგორ აღმოვჩნდით სიზმარში,რომელსაც ყოველ ღამით ვხედავთ.
წინადადება ექოდ მოედო ტყეს და ნათებები გაქრა. მე მარტო ვიდექი უცნობთან ერთად და ბოლო, რაც მახსოვს ეს საშინელი ტკივილის შეგრძნება იყო.
გონს რომ მოვედი კაბაში გამოწყობილი ჩემ ოთახში ლოგინზე ვიწექი და ისევ იმ საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. მინდოდა წინა დღით მომხდარი მოვლენები ნელა გამეხსენებინა. თავი წამოვწიე და წამოჯდომა ვცადე. ტუჩებზე თბილი სითხე ვიგრძენი თითებზე წითელი წვეთები დამეცა, ცხვირიდან სისხლი ნაკადულად მომდიოდა. შავი წიგნი კალთაში მედო. გაოგნებულმა სისხლიანი ხელით ავიღე, შევათვალიერე და ჩემი სახელი წარმოვთქვი,ის სახელი,რომელიც ბებიამ დამიძახა ელააა.
წიგნზე აღმოჩენილი სისხლი ფურცლებისკენ დაიძრა ყდაში გაუჩინარდა და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გადაიშალა,მერე კი შავ ცარიელ ფურცელზე ლათინური ასოებით წარწერები გაჩნდა, საიდანაც მხოლოდ ერთი ფრაზის ამოკითხვა შევძელი_ პორფირია_ არაადამიანური მოთხოვნილება,სისხლით კვება.скачать dle 11.3




№1 სტუმარი b.j

ძალიან დამაინტრიგებელი და საინტერესოა... ველოდები შემდეგ თავს blush

 



№2  offline წევრი melanqoliki

b.j
ძალიან დამაინტრიგებელი და საინტერესოა... ველოდები შემდეგ თავს blush


დიდი მადლობა <3 დიდ სტიმულს მაძლევს თვენი კომენტარები,ახალი თავიც მალე იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent