შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას დავარქვი ჩემი (მესამე თავი)


10-02-2018, 01:52
ავტორი MaaiKoo
ნანახია 693

მე მას დავარქვი ჩემი (მესამე თავი)

ლიტერატურა ძალიან მიყვარს,მასწავლებელიც სასიამოვნო ქალია, ნამდვილად ეტყობა,რომ თავისი საქმის პროფესიონალია. გაკვეთილის განმავლობაში თავს ისე ვიჭერდი,რომ გვერდით მჯდომისთვის ყურადღება არ მიმექცია,მასაც არ გამოუჩენია ინტერესი ჩემს მიმართ. ღმერთო რაებს ვლაპარაკობ? რატომ უნდა გამოეჩინა ინტერესი იმ გოგოს მიმართ, ვისაც ერთი კვირის წინ არასასიამოვნო ვითარებაში შეხვდა დაა....მის უმგავსო საქციელზე ახლაც ბრაზი მაწვება,თუმცა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო,მიუხედავად ამისა სახეზე მაინც წამოვწითლდი, არ ვიცი ეს ღელვისგან იყო გამოწვეული,თუ სიბრაზისგან. ალბათ ორივე.... ჩემი 'სიმშვიდე' ჩემთვის უკვე ნაცნობმა ხმამ დაარღვია.
-მასწავლებელო ნატალი ცუდად გამოიყურება.
-რ..რაა? გაკვირვებულს ენა დამება.
-რა ხდება ნატალი? თავს თუ ცუდად გრძნობ შეგიძლია ოთახიდან გახვიდე.
-არა მე არ....
-რა თქმა უნდა მასწავლებელო, ხომ ხედავთ სახე როგორ გაუწითლდა,გავყვები,
რომ გზა გაიკვლიოს, დღეს უნივერსიტეტში პირველი დღეა და ვფიქრობ ეს დასჭირდება. ვატყობ თქვენი ერიდება და ვერ გითხრათ. სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაკრა. ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა. ჯერ კიდევ შოკში ვიყავი.
-ახალგაზრდავ გატყობათ საუბარი ძალიან გიყვართ.კარგით შეგიძლიათ დატოვოთ ოთახი.
-გეთანხმებით, საუბარი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,ისევე როგორ თქვენი. თქვენ ხომ ლექტორი ბრძანდებით. მიუგო თვითკმაყოფილმა. მასწავლებელი მიხვდა,რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა და თავი გაიქნია.
-გმადლობთ, საინტერესო გაკვეთილი იყო.-მივუგე და სასწრაფოდ დავტოვე კლასი.
ჩემი ოთახიდან გამოსვლა და მისი მომღიმარი სახის დანახვა ერთი იყო,''ჯენლტმენივით'' ხელით მანიშნა,რომ პირველი მე გავსულიყავი. რომ არა ჩვენი პირველი შეხვედრა იმ უსიამოვნო სიტუაციაში,დავიჯერებდი რომ ეს ბიჭი ძალიან ყურადღებიანი და თბილია,თუმცა მომხდარი არ მაძლევს საშალებას ასე ვიფიქრო.
-იმედია გექნება მიზეზი, ამ საქციელის ასახსნელად. რახდებაა?? უხეშად დავუწყე ლაპარაკი.
- და რა გაგიკვირდა, უინტერესო გაკვეთილიდან თავი,რომ დაგაღწევინე,თუ კლასიდან ხელში აყვანილი რომ არ გამოგიყვანე? ოხ ეს ირონულობაა. იდიოტი.
-პირველი.შევუღრინე.- და კიდევ, სულაც არ იყო უინტრესო გაკვეთილი, პირადად ჩემთვის! შენ თუ უნივერსიტეტში გასართობად აპირებ სიარულს ეგ შენი პრობლემაა, მე ნუ შემეხები.
-კარგი ნუ ცხარობ. თუმცა შენი სახე ნანახი მაქვს,ასე რომ არ მიკვირს....
-''სახეში'' რას გულისხმობ? ანერვიულება დამეტყო. იმ დღეს გულისხმობს, რა უნდა ჩემგან? ვცდილობ ტირილი არ დავიწყო,თუმცა ასეთი შეურაცხყოფის გადაყლაპოვა შეუძლებელია ცრემლების გარეშე. არა მე არ ვიტირებ! უნდა დავამტკიცო,რომ ძლიერი ვარ. ან საერთოდ ვინ არის ეს ხეპრე, რას წარმოაგდგენს, მისმა სიტყვებმა გული რომ მატკინონ?!
-თუ მეხსიერება არ მღალატობს, სახეში სილა შენ მითავაზე.... ისეთი სახე მიიღო, როდესაც ადამიანი რაღაცის გახსენებას ცდილობს.
-ღირსი იყავი. დღეიდან აღარ გაბედო ასეთი უმსგავსო საქციელის ჩადენა ჩემს მიმართ და რაც შეეხება ოთახიდან გამოყვანას,შენ თავს დიდ პრივილეგიას ნუ ანიჭებ, მე არავის სათამაშო არ ვარ,სხვის ჭკუაზე,რომ ვიარო. გავმწარდი.
-''დღეიდან''?
-....... გაურკვევლობაშ ვიყავი, თავში იმდენი რამ მიტრიალებდა,მგონი საუბრის უნარიც დავკარგე. რას გულისხმობს? ჯანდაბა. სიტყვაზე მეკიდებაა??? იდიოტიი. ფიქრებიდან გამოვერკვიე და მისი სხეული დაინახე,როელმაც ჩემი მიმართულებით მოძრაო დაიწყო, ინსტიქტურად უკან სვლა დავიწყე,კუს ნაბიჯებით ვმოძრაობდი...ის მოძრაობას განაგრძბდა, მე კიდევ კედელს მივუახლოვდი დაა ჰოოოპპპპ, წასულია ჩემი საქმე, როგორ დავაღწიო თავი? გავიქცე???? არაა ეს შეუძლებელია, მშიშარა დამნაშავე გოგოსავით არ გავიქცევი. ძალიან ახლოს მომიახლოვდა, ჩემი თავი მის 2 დაკუნთულ ხელს შორის მოაქცია,რომელიც კედელზე იყო მიბჯენილი. სუნთქვა გამხშირდა, ვერაფერს ვამბობდი,თითქოს მეტყველების უნარი წამერთვა,მუხლები ამკანკალდა, ხელებში ძალა გამომელია, მგონი მართლაც ვსაჭიროებ ექიმსს.... სიჩუმე მან დაარღვია.
-აღიარე,რომ ბიჭთან სიახლოვისას ისე არასდროს ათრთოლებულხარ,როგორც ახლა. ჩაიღიმა.
-რ...რაა..აა ?გამეცალეე. ხმა გამებზარა. უნამუსო და თავხედია, ეს რატომ მითხრა? ღმერთო ჩემო მას კახპა ვგონივარ?!! ვგავარ ისეთ გოგოს შეყვარებულს დღეში 10-ჯერ რომ იცვლიდაა??
-როგორც გინდა,მაგრამ შეგახსენებ,რომ ჩემი შემოთავაზება ძალაში რჩება. გამახსენდა მისი გარყვნილი აზროვნება და ჩემი მისამართით ნათქვამი '' საკმაოდ სიმპატიური,ვარ შემიძლია გასიამოვნო''. ღმერთოო როგორ მრცხვენია, ახლბათ ახლა პომიდორსაც გავსდი და ჭარხალივით გავწითლდი, თუმცა ეს არა ღელვისგან, არამედ სიბრაზისგან უფრო იყო გამოწვეული. მე რატომ უნდა მრცხვენოდეს? მას უნდა შერცხვეს საკუთარი თავის. თუმცა ის და ღისება? ძალიან შეუთავსებელია... ეს ბიჭი ბუნების დიდი შეცდომაა. ხელი მოვუქნიე,რომ სილა გამეწნა,თუმცა ჩემი ხელი ჰაერში დაიჭირა.
-ოოოჰჰ, ვიცოდი ასე,რომ მოიქცეოდი, რა თავნება და უხეში ხარრ..
-თავი დამანებე, აღარასდროს დამელაპარაკო თვიდდაჯერებულო იდიოტო.
-და ვინ გითხრა,რომ შენთან ლაპარაკს კიდევ ვაპირებ? შენს თავზე დიდი წარმოდგენა გქონია პატარავ. თუმცა შენ ახსენე''დღეიდან'',თავად გადაწყვტე, ის,რომ ერთმანეთს კიდევ ბევრჯერ შევხვდებით... რა დავაშავეე, ღმერთო ჩემოოო. რატომ ვუთხარი ''დღეიდან აღარ გაბედო ასეთი უმსგავსო საქციელის ჩადენა ჩემს მიმართ''-მეთქი? ვერ ვაზროვნებდიი. პატარაოო??? ამ უმსგავსობას უკვე საზღვარია ქვსს... იქნებ ეს მართლაც გინდა? მკარნახობდა მეორე ''მე''. ეს ვინ არისს? ჩემს მხარესაა თუ ამ ვირის მხარეს იჭერს?
-ჰო როგორ არა. :) წადი და ისეთ გოგოებს ასიამოვნე,როგორიც შენ შეგეფერება,მე შენთან არაფერი მაკავშირებს და კიდევ, შენი პატარა არ ვარ. შევუღრინე და წამოვედი.
-ნუ ღელავ, მე ისედაც ბევრს მასიამოვნებენ...
-ეჭვიც არ მეპარება. დავუყვირე,თუმცა გული დამწყდა ეს,რომ მითხრა,არ ვიცი რატომ... ალბათ იმიტომ,რომ მეც იმ კახპებს მიმათვალა,რომელსაც ყოველ დღე იცვლის... ღმერთო ჩემოო... მორჩა ამაზე აღარ ვიფიქრებ, მე აქ სასწავლებლად ვარ და არა ვიღაც ვირების მოსასმენად. ზარი დაირეკა,როდესაც უკნიდან დამიყვირა.
-სანდრო დადიანი. უკან არც მომიხედავს, ან რატომ უნდა მოვქცეულიყავი ასე? ეს ალბათ მის სახელი და გვარია... ისე კარგი სახელია, გვარზე აღარაფერს ვამბობ, თუმცა პიროვნება ვერ იფერებს სამწუხაროდ.
ლიტერატურის შემდეგ მათემატიკა მქონდა. პირველ გაკვეთილთან შედარებით აქ საკმაოდ დარჩენილიყო ადგილები,რომელიც თანდათან ივსებოდა. ჩემს გვერდით ერთმა ძალიან საყვარელმა გოგომ დაიკავა ადგილი.
-გამარჯობაა. მითხრა ღიმილით.
-გაგიმარჯოს. ჩამეღიმა.
-ოოჰჰ, მიყვარს მათემატიკა,, შენ? მითხრა გახრებულმა.
-მეც მიყვარს,თუმცა ჰუმანიტარული საგნები მირჩევნია.
-კარგიაა, ლიტერატურაში ანუ ძლიერი ხარ.
-ეგრე ვფიქრობ. ''ლიტერატურაში'', რამდენიმე წუთის წინ მომხდარი უსიამოვნო დიალოგი გამახსენდა.. რა ხდება, ყველაფერს მას რატომ ვუკავშირებ?? ეს იმიტომ რომ დღეს უნივერსიტეტში პირველი დღეა და ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ,თუმცა დარწმუნებული ვარ მალე შევეჩვევი ამ გარემოს.
-შენი სახელი?
-ბოდიში,სულ დამავიწყდა გაგცნობოდი, ნატალი...ნატალი გრძელიძე.
-ჰო აბა, მე როგორ გამოვიცნობდი შენს სახელს? გაეცინა. -მე თიკა ბადურაშვილი ვარ. მართალიაა, როგორ გამოიცნობდა ჩემს საახელს? სანდრომ კი სახელით მომმართა, საიდან გაიგო ჩემი სახელი? მე როგორც მახსოვს არ მითქვამს, მასე მთვრალიც არ ვყოფილვარ....
-ძალიან მიხარია,რომ ერთმანეთი გავიცანით, ვიმედოვნებ ვიმეგობრებთ.
-მეც ეგრე ვფიქრობ, უნივერსიტეტში ხშირად მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა ასე,რომ ჩემი ატანა მოგიწევს... ორივემ გადავიხარხარეთ.
-აჰაჰჰჰჰ, რატომ? შენც მოგიწევს ჩემი ატაანა.. კიდევვ გადავიხარხარეთ. ძალიან კომუნიკაბელრი ვარ,თუმცა ეს არ ნიშნავს იმას,რომ ყველას ვუმეგობრდები,ჯერ ადამიანი კარგად უნდა გავიცნო, სოწრედ ამ ეტაპზე ვარ თიკასთან, თუმცა მისი პოზტიური ხასიათი არ მაძლევს იმის საშალებას, რომ მის გულწრფელობაში ეჭვი შემეპაროს,თუმცა ჩვენ ჯერ მხოლოდ ერთმანეთ გავიცანით. ამასობაში ზარიც დაირეკა და მასწავლებელი შემოვიდა. გაკვეთილის დასასრულს, კლასიდან ერთად გამოვედით და ვხედავ სანდრო როგორ კოცნის ერთ გოგოს, კედელთან ჰყავს მიყუდებული და რასაც ჰქვია ერთმანეთის ტუჩებს ხარბად ეძგერებიან. გამიკვირდა, რადგან მეგონა ყველაფერს ჰქონდა საზღვარი, კარგი იქნებოდა ცოტა ზრდილობა ჰქონოდათ,რომ პირდაპირ კლასის წინ არ ეზასავათ. ბიჭი რა თავხედიცა ვიცი, მაგრამ არც ეს გოგო ჩანს წმინდანი. ჰჰმმმ, ერთმანეთს ავსებენ. ღმერთო როგორ ვლაპარაკობბ? მე ვინ მეკითხება?
-რა არის ახლა ეს? ფუუ გული ამერია..... -სიჩუმე თიკამ დაარღვია.
-ესეიგი მხოლოდ მე არ ვფიქრობ ეგრე, ყველაფერს თავისი ადგილი აქვსს, რა უმსგავსობაა. დვუმატე და თავი გავიმართლე, ცოტა არ იყოს გულზე მომეშა,რომ ასეთი რეაქცია მხოლოდ მე არ მქონია.
-კარგი ნატალი მე ინგლისურზე შევდივარ.
-კარგიი, შეხვედრამდე. ერთმანეთს გადავეხვიეთ. ღმერთო რა საყვარელი გოგოა.
''წყვილს'' გვერდი ჩავუარე და გზა განვაგრძე. იმ დღე 5 გაკვეთილი მქონდა, სახლში მისვლისას, საჭმელი ვჭამე, ვიმეცადინე და მისაღებ ოთახში შევედი. მშობლებს და იოანეს აინტერესებდათ, თუ როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ. ჩემი პასუხი ყო "მშვენივრად თუ იდიოტ სანდროს და მის ნაშას არ ჩავთვლით''.
-მშვენივრად ჩაიარა, პირველი დღე ნამდვილად დამღლელი, თუმცა საინტერესო და სასიამოვნო იყო. მეოგარიც შევიძინე, თიკა. ის ძალიან პოზიტიური და საყვარელი გოგოა, მათემატიკაში ძალიან ძლიერია. რაც შეეხება უნივერსიტეტს, რათქმა უნდა ბევრი ოთახია ამიტომ, მათ დზეპირებას მაქსიმუმ 1 კვირას მოვანდომებ. გამეცინა.
-ძალიან გვიხარია დე, წარმატებებს გისურვებთ ორივეს. იოანეს გახედა.
-მადლობა დე, გილოცავ ნატი შენს პირველ დღეს უნივერსიტეტში, თუმცა იმის იმედი არ გქონდეს,რომ ჩემზე კარგი იქნები.
-სჯობს აქედანვე შეეეგუე,რომ დაგჩრდილაავ ძამიკო.. ეგ თვითდაჯერებულობაა დაგღპავს შენ. ყველამ გავიცინეთ.
საბოლოოდ კარგი დღე იყო, დამღლელი, საინტერესო, სასიამოვნო და სიახლეებით სავსე.მე კიდევ ისე არაფერი მახარებს,როგორც სიხლეები. ''მართალია, შენ სიახლეები ძალიან გიყვარს...'' დამცინოდა ჩემი მეორე ''მე''.скачать dle 11.3




№1 სტუმარი ((((ხარაიშვილი))))

მმმმ... მომეწონა კაი თავი იყო წარმატებები <3

 



№2  offline წევრი MaaiKoo

((((ხარაიშვილი))))
მმმმ... მომეწონა კაი თავი იყო წარმატებები <3

დიდი მადლობააა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent