შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პორფირია (თავი 9.სისხლისმსმელი )


11-02-2018, 16:17
ავტორი melanqoliki
ნანახია 91

პორფირია (თავი 9.სისხლისმსმელი )

სუნთქვაშეკრული შევყურებდი ცოცხალ ორგანიზმად ქცეულ წიგნს,რომელიც მანამდე უმნიშვნელოდ მეჩვენებოდა. მინდოდა მეტი გამეგო და სულ აღარ მახსოვდა ცხვირიდან წამოსული სისხლი. ყდაზე ლათინური ასოებით ის სახელი გამოისახა, რომლითაც ყველა უცნაურობა დაიწყო. ფურცლებზე გამუდმებით რაღაც იწერებოდა, ზოგიც ნიშანი იყო, მათგან მხოლოდ პენტაგრამა ამოვიცანი,რომელსაც გვერდით ლექსივით ეწერა ლათინური სიტყვები, ეს შელოცვას უფრო ჰგავდა. ზებუნებრივ რეალობას უნდა შევეშინებინე, მაგრამ ცნობისმოყვარეობა უფრო მაღლა იდგა და პასუხების ძიება,რომლებიც ასე სასტიკად მტანჯავდნენ.
გულის სიღრმეში ცოტათი იმისაც მჯეროდა, რომ ალისტერის საქციელზე პასუხს,სხვა დანარჩენ პასუხებთან ერთად ამ წიგნში აღმოვაჩენდი, ამიტომ თეთრ ადგილზე გამოსახულ წითელ ლაქებს შემდეგ გვერდამდე მივყევი. ის რაც მომდევნო ფურცელზე დამხვდა დღიურში გაკეთებულ ჩანაწერს უფრო ჰგავდა. ისტორია კი მეთვრამეტე საუკუნით თარიღდებოდა.
1783 წელი
სოფელში უცნაური დაავადება დადის, ყოველ დღე ახალი მსხვერპლია. ხალხში პანიკა გამეფდა, ღამით სახლიდან აღარავინ გამოდის. შებინდებისას გასულნი უკან აღარ ბრუნდებიან, მათ ცხედრებს კი დიდი ხნის ძიების შემდეგ ტყეში ვპოულობთ. ჩვეულებრივ ეს გაზაფხულობით ხდება,როცა ზამთრის თოვლი ნელ-ნელა დნობას იწყებს და მიწა ნოყიერდება. საზარელი სანახავია მიწიდან ამოშვერილი ტანსაცმლის ნაფლეთების აღმოჩენა, რომელიც იმ მიცვალებულებს ეკუთვნით სახლში მისვლა რომ შეაგვიანდათ.
თავიდან სიკვდილის მიზეზი ველური ცხოველი გვეგონა, რადგან გვამებს ნაკბენები აღმოაჩნდათ, მაგრამ ყველაფერი რამდენიმე დღის წინ შეიცვალა, როცა მთვარის ახალ ფაზაში ციებ-ცხელების განსაკურნად საჭირო მცენარეების შესაგროვებლად გავედი. მათი მოპოვება მთვარის მხოლოდ ამ ფაზაშია შესაძლებელი. მეზობლის ბიჭი, საწყალი პიტერი ერთი კვირაა მაღალი ტემპერატურითა და ციებ-ცხელებით იტანჯება, ვერც ადგილობრივმა ექიმებმა უშველეს. მართალია დედამისი საქვეყნოდ მლანძღავს, ჯერ ჩემი თმის ფერის გამო, შემდეგ კი იმ ცოდნისთვის, რომელიც მეხმარება სხვადასხვა ნაყენები დავამზადო და თავი დავიცვა, მაგრამ მე მაინც მინდა საწყალ ბიჭს დავეხმარო. ამიტომაც იმ ღამით საჭირო ბალახების შესაგროვებლად გავედი.
ტყეში უჩვეულო სიჩუმე იყო, თითქოს მისი ყველა ბინადარი სადღაც მიმალულიყო ვიღაცის,ან რაღაცის შიშით. მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა დიდ ხეებს და მათი ფოთლების ხმა ოდნავ შესამჩნევად ჩამესმოდა. საჭირო ინგრედიენტების შეგროვებისთანავე ფრთხილად გავუყევი გზას, მაგრამ საიდანღაც ხმა შემომესმა და ადგილზე შევჩერდი. ეს ხმა მანამდე გაგონილ არც ერთ ცხოველის ხმას არ ჰგავდა. გავისუსე და დაველოდე სანამ განმეორდებოდა, რადგან მისი ხმა ცოტათი ადამიანისას მივამსგავსე. სანამ გაუნძრევლად ვიდექი ტყეში საგრძნობლად აცივდა, ბინდი ჩამოწვა იმ მხრიდან, საიდანაც გაურკვეველი რამ მომესმა. ინტერესმა შემიპყრო, რომელ ადამიანს შეეძლო კიდევ ამ დროს ტყეში ყოფნა, როცა მთელი სოფელი ჯერ კიდევ ახალ გარდაცვლილ ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს გლოვობდა, ხოლო შებინდებისას კარებსა და ფანჯრებს დაფეთებული რაზავდა?
ხეებისა და ბუჩქების ხმაურზე მივხვდი არსება ჩემკენ დაიძრა. თავდასხმის ასაცილებლად მზად ვიყავი, ხმაურს მთელი გულისყურით ჩავსაფრებოდი, მაგრამ წამში ყველაფერი შეწყდა.ჩამიჩუმიც კი არსაიდან ისმოდა. ყურადღება უფრო დავძაბე და მის ლოდინში გავინაბე. რამდენიმე წუთში ყოველგვარი ხმაურის გარეშე ჩემ წინ დიდი, შავი აჩრდილი აისვეტა. ერთი შეხედვით ის მართლაც აჩრდილს ჰგავდა, ჩემ წინ იდგა და აღარ იძროდა. საშუალება მომეცა მთვარის შუქზე შეძლებისდაგვარად დავკვირვებოდი. შევცბი, როცა მასში ადამიანი ამოვიცანი, მაგრამ ის სულაც არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, შეშლილს უფრო ჰგავდა.სახეზე უცნაური ღიმილი დასთამაშებდა, ერთიანად თეთრი იყო,მიცვალებულივით გაყინულს სიცივე თან მოჰყვებოდა. შავი თვალებში არეკლილი მთვარის გამოსახულებები უთამაშებდა, მისი არაამქვეყნიურად წითელი ტუჩები ნახევრად სისხლით იყო მოსვრილი და ღიმილისას თეთრი, ბასრი კბილები უელავდა. საოცარი ძალა ჰქონდა, რადგან თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი ისე სწრაფად აღმოჩნდა ხეზე და თეთრ სახეზე გრძელი,შავი თმა ჩამოეფარა. მერე კი ასეთივე სისწრაფით აღმოჩნდა ჩემთან, თავი გვერდზე შეატრიალა ის არაადამიანური ხმა ამოუშვა და მბზინავი კბილებით გამოექანა საკბენად. მაგრამ უეცრად სახე მოეღრიცა, ისე თითქოს ძლიერ ტკივილს აეტანა,სწრაფად მიშვა ხელი და ძირს სამკურნალო მცენარეები დამაყრევინა. მგონი ერთ-ერთმა მასზე საშინელი ზემოქმედება მოახდინა,წამში გაუჩინარდა და ბინდიც გაიფანტა.
უჩვეულო ქმნილების ნახვის შემდეგ შინ სწრაფად დავბრუნდი და დღიურში ის ნიშნები ჩამოვწერე, რომლითაც ეს არსება შემეძლო დამეხასიათებინა.
1.არაადამიანური ხმა
2.საოცარი მსგავსება ადამიანთან
3.კანის არაბუნებრივი შეფერილობა
4.საშინელი შავი თვალები და იასამნისფერი ქუთუთოები
5.არაბუნებრივად წითელი ბაგეები
6.მისტიური მიმზიდველობა
7.ეშვისებრი ბასრი კბილები
8.არანორმალური სისწრაფე
9.თავდასხმის სურვილი
10.ჯერჯერობით გაურკვეველი მცენარის უარყოფითი ზემოქმედება.
თავდამსხმელის ნიშნების ჩამოწერის შემდეგ წინაპარი მაგების დღიურებს გადავხედე. ვეძებდი ჩანაწერებს არსებაზე ,რომელიც მსგავსი ნიშნებით ხასიათდებოდა. ბევრს ვერაფერს მივაგენი, მაგრამ ის ცოტაც, რაც ვიპოვე მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და მომხდარში უკეთ გამარკვია.
Homo Vampirus _ გრძელ ეშვებიანი ადამიანის თავის გამოსახულების გვერდზე არსების სახელი ეწერა. დღიური, სადაც ეს ჩანაწერი აღმოვაჩინე მეთხუთმეტე საუკუნის იყო. მისი არსებობის შესახებ ფაქტები არ არსებობდა ამიტომ ჩანახატისა და სახელწოდების გარდა არაფერი ყოფილა, განსხვავებით ბებიას დღიურისა,რომელსაც პრუსიაში, 1721 წელს დაფიქსირებული მოვლენა აეღწერა.
აღმოსავლეთ პრუსიაში მცხოვრებ 62 წლის პიტერ ბლაგოევიჩს გარდაცვალების შემდეგ სოფელში სიარული არ შეუწყვეტია. ხალხი იმტკიცებოდა, რომ ის ღამღამობით საფლავიდან დგებოდა და ადამიანების სისხლით იკვებებოდა. ის ვაჟს აკითხავდა,რომელიც მალე გარდაიცვალა და მამის მსგავსად არაადამიანური ცხოვრება განაგრძო. ხალხს სჯეროდა რომ ამაში თვით ეშმაკის ხელი ერია და ამ ფაქტს ისინი წყევლას მიაწერდნენ.
სოფელში ატეხილი პანიკის ჩასახშობათ 1725 წელს მკვლევარმა მაიკლ რანფმა წიგნი გამოსცა სახელწოდებით_ ,,De masticatione mortuorum in tumulis ‘’,სადაც ის ამტკიცებდა რომ ეგრედ წოდებული ,,მკვდრეთით აღმდგარი არსებები’’ მხოლოდ და მხოლოდ გარდაცვლილის ახლობლების ილუზიები იყო და ამ ყველაფერს უსაფუძვლო შიში სდევდა თან, რაც კარგას არაფერს მოუტანდა ხალხს.
ჩანაწერის ბოლოს ბებიას პირადი აზრები დაეფიქსირებინა. ის ფიქრობდა რომ ამ ყველაფერში შეიძლებოდა ერთ-ერთი ჩვენთაგანი მაგის ბოროტი, პირადი სურვილები ერია და შეხება გვქონოდა ,,სისხლის მაგიასთან’’,. მას წინასწარმეტყველებაც ჩაენიშნა რომ დადგებოდა დრო, როცა ადამიანები სერიოზულად დაფიქრდებოდნენ მათი არსებობის შესახებ და ეს ყველაფერი ასე ზებუნებრივი არ მოეჩვენებოდათ, მაგრამ მათ შეხება მხოლოდ ერთ ფორმასთან _ დაავადებასთან ექნებოდათ და ისინი მას ,,პორფირიას’’ უწოდებდნენ, ხოლო თვითონ დაავადების აღმოჩენის საუკუნედ მეოცე იყო მითითებული.
ჩანაწერების გაკეთების შემდეგ ზებუნებრივ ქმნილებას სისხლისმსმელი ვუწოდე და გადავწყვიტე გამერკვია ჩემი შეგროვილი მცენარეებიდან რომელმა აიძულა მას მსხვერპლზე უარი ეთქვა და გაუჩინარებულიყო...

_ სისხლისმსმელი,სისხლისმსმელი,სისხლისმსმელი_ შავი წიგნი ლოგინიდან ჩამომიცურდა და ისტერიკამ შემიპყრო. ალისტერის აღწერილობა უცნაური ქმნილების აღწერილობას შეესაბამებოდა, იმ ქმნილებისას რომელსაც ერთ დროს ელამ- მე სისხლისმსმელი ვუწოდე . ნუთუ ის მართლაც მონსტრი იყო, არაამქვეყნიური არსება რომელიც ღამღამობით ტყეში დაძრწოდა, სისხლით იკვებებოდა და ადამიანური სიცოცხლე არაფრად მიაჩნდა?მან გამოჩენის დღიდანვე იცოდა ჩემი ვინაობა, ნამდვილი სახელი, ეს ყველაფერი კი სათავისოდ გამოიყენა და მომატყუა.
_ ელის,ელის_ პოლი მაჯანჯღარებდა და ცდილობდა გონს მოვეყვანე
_ ელა, მე ელა მქვია_ მისი ხელები გაღიზიანებულმა მოვიშორე და ცხვირიდან წამოსული ნაკადის შეკავება ვცადე, მაგრამ ამაოდ ის საშინელი მწვანე კაბა, რომელიც რამდენიმე საათის წინ ასე იდეალურად მეჩვენებოდა ერთიანად სისხლში იყო ამოსვრილი.
_ შენ ყველაფერი იცოდი არა?
_ ბებიას გარდაცვალების მერე დეიდამ მთხოვა რომ გველაპარაკა, იმ ღამით მან ყველაფერი მიამბო, დაჯერება არ გამჭირვებია, რადგან გარდასახვა ახალი დაწყებული მქონდა და ამის შესახებ არავინ იცოდა, ის კი უბრალოდ მოვიდა და ყველაფერი ამიხსნა,გამახსენა.
_ მაგრამ მე?
_ შენ ჯერ მზად არ იყავი,ელა, იმისათვის რომ მომავალს დახვდე ჯერ წარსულს უნდა შეურიგდე. შენ კი, შენ უბრალოდ გაქრობა გინდოდა და წესიერად ვერც იაზრებდი რა ხდებოდა, ამიტომაც გთხოვე დრო, დრო ჩემთვის და შენთვის, ჩვენთვის რომ უკეთ გაგეგო და შენც გაგეხსენებინა.
_ მან მე მომატყუა.
_ კი მაგრამ თავიდან მართლაც ეგონა თითქოს მოგატყუა, შენ ხომ შენს თავზე არაფერი იცოდი, არც მასზე, იმ სისხლისმსმელმა კი ეს სათავისოდ გამოიყენა დღემდე. გუშინ მას ეგონა რომ შენ მოატყუე, კარგად ითამაშე და რომ ყველაფერი გახსოვს შენი ვინაობა, მაგის დღიური ხომ შენთანაა. მათსა და მაგებს შორის ბრძოლა ჯერ კიდევ იქიდან მოდის_ დღიურის გადაშლილ გვერძე მიმითითა, საიდანაც ჩემი ჩანაწერი იწყებოდა._ მაგრამ ამჯერად ჩვენც ჩავერევით.
_ ვინ თქვენ?
_ გუშინ თითქოს ტყეში იყავი იგივე სანახავი,იმ განსხვავებით რომ თეთრი კაბა გქონდა სისხლით დასვრილი ახლა კი მწვანე გაცვია.
_ შენ რა_ ხმა გამიწყდა,რას შეიძლებოდა კიდევ გავეოცებინე? ნუთუ პოლი მაქცია იყო,რომელიც უცნაურ სამეულთან ერთად დახმარებას მპირდებოდა სისხლისმსმელის წინააღმდეგ.скачать dle 11.3




№1  offline წევრი melanqoliki

დღეს ვფიქრობდი, იქნებ ახალი იდეებით დავიწყო ისტორიის თავიდან წერა,რას იტყვით ? კარგი იქნება,თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ . მადლობა

 



№2 სტუმარი სტუმარი bells

ჰმმ! შემდეგი როდის იქნება ?? მაგარია ძალიანნ :) ახლიდან დაწყებას რაც შეეხება მჯერა რომ ისიც კარგი იქნება და ესეც <3

 



№3  offline წევრი melanqoliki

ახალი თავი არ იქნება მალე ხელახლა დავიწყებ წერას და თავიდან დაიდება განახლებული ისტორია თქვენი მხარდაჭერის და შეფასებების იმედი მაქვს <3 მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent