შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წიგნების მაღაზიაში (თავი 6)


12-02-2018, 00:01
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 535

წიგნების მაღაზიაში (თავი 6)

-სიყვარული კი არა, მოწყალება ერქმეოდა მაშინ....-დამაჯერებლად გახედა ლაშას, შემდეგ კი კესოს, რომელიც წელში გამართულიყო, მისი მზერა კი ყოველგვარ ეჭვიანობას მოკლებოდა, გაწონასწორების გარდა ვერაფერს გეტყოდათ მისი სახის მიმიკა. ქართველი გოგოს კვალობაზე ძალიან გაუკვირდა ლილის, თუმცა არ შეუმჩნევია. იმ მომენტში თითქოს ძალა მოემატა, საკუთარი თავის ძიების გზაჯვარედინი გადაკვეთეს მისმა ფიქრებმა..
-კარგად ხარ ?-ბიჭის გაკვირვებულმა მზერამ უყურადღებოდ არ დატოვა გოგონა, რომელიც, წესით, ცალმხრივი უიმედო სიყვარულის გამო სასოწარკვეთას უნდა მისცემოდა; ან თავი უნდა მოეკლა, ან მონასტრისთვის შეეფარებინა სხეულიც, სულიც და გულიც და ან უბრალოდ უნდა გაძლიერებულიყო.
„ცხოვრება ყველას უნდა, ის მშვენიერია ! რას ამბობდა ვაჟა, თვით მასშია ბედნიერება.. ნუთუ გასაოცარი არაა ყოველი გამოღვიძება, თვალის გახელა და იმის გაფიქრებაც კი, რომ ისევ ცოცხალი ხარ ?“-ჰკითხა საკუთარ თავს და ენდორფინი უფრო ძლიერად შეიგრძნო.
-დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა.. თქვენ კი ბედნიერ მომავალს გისურვებთ! -ღიმილით შეხედა შეყვარებულ წყვილს, ტრასისკენ წავიდა და პირველივე შემხვედრი „ტაქსი“ გააჩერა; უკვე იცოდა, რა იქნებოდა მერე-ცხოვრება.
ადამიანი მაშინ უნდა იყო ძლიერი, როცა მარტო ხარ - როცა წაქცევამდე ვეღარ დაგიჭერენ, დაცემულს კი ვეღარ აგაყენებენ; მთელი ცხოვრება კი იმ ბედნიერების ძიებაა, რომელიც დაცემასა და ადგომას შორის ინტერვალში გვემალება.

***
-არა, რა, რა ჩამიტარა.. -ხმამაღლა წარმოთქვა და ნახევრად სავსე ყავის ჭიქა ღია ფანჯრის რაფაზე მოათავსა. ეს მისი ჩვევა იყო, უკვე დილის საყვარელ დასაწყისად ქცეული. იმის მაგივრად, რომ ოჯახთან ერთად დაელია ყავა იქნებოდა, ჩაი, რძე თუ ა. შ ხალხთან ერთად იზიარებდა სასიამოვნო სითხეს, თითქოს გარშემომყოფთა ოჯახად შეკრება სურდა; ასეც იყო, მისთვის თითოეულიი ცნება გაფართოებულიყო, ჯებირები გადაელახა და უკდეგანო სივრცეში გადაშვებულიყო.
-ისე ძაან კი გამიტყდა - განა მხოლოდ ქალებს არ სიამოვნებთ სიყვარულს, თუნდაც ცალმხრივს, რომ კარგავენ ?!
-ლაშ, ისაუზმებ ?- ნანამ დაუკაკუნა ძმას-დედა უკეთ ჩანს, თითქოს გონზე მოდის, სამზარეულოში გამიყვანეო.
-დედიკო-პატარა ბავშვივით სირბილით გაექანა დედის ოთახისკენ, საწოლის წინ მუხლებზე დაეცა და წყლიანი თვალებით შეხედა დედას.
-ჩემო შვილო, ამიერიდან მეც ძლიერი ვიქნები, აღარ დავეცემი.. მაგრამ თუ დაცემას დავაპირებ, ამის საშუალება არ მომცე. ახლა კი ადგომაში დამეხმარე, უნდა ვისაუზმოთ, ისევ ერთად, როგორც ადრე.
-ძალიან მიყვარხარ, დე-ორივე ხელი სათითაოდ დაუკოცნა თინას, რომელიც ლამის იყო ღიმილის ზღვაში გადავარდნილიყო.
-დეეე-მეორე მხრიდან ნანა მიუახლოვდა დედას და მოეხვია.
-ახლა არ დამახრჩოთ, ხალათი მომაწოდეთ - ბედნიერების ფერები ძლივს მოედო ქალის სახეს, ქალისას, რომელიც დედობამ გააძლიერა.

დედა ყველასთვის ყველაზე ძვირფასია. როცა რამე გვტკივა მას მოვიხმობთ, ვაი, დედაო, როცა ბრაზს გინების სახით ვანთხევთ, მაშინაც დედა გვახსენდება, ბედნიერები დედას ვლოცავთ... მოდით, ვაღიაროთ ქართველი კაცი ყველაზე ხშირად მის სახელს ახსენებს-სუფრაზეც და ჩხუბშიც, ლხინშიც და ჭირშიც...
დედის გული ყოველთვის გველოდება და მარტო არასდროს გვტოვებს, თუ გვტოვებს, მალევე ბრუნდება.
-მიშა, ჩვენი გოგო იყო იმ დღეს-ლელამ საბოლოოდ ვერ შეიკავა დამალული ფიქრები.
-რაო, ქალო ? ლილიკო ?
-აბა, სხვა ვინ... მე კი გავაგდე.
-დაბრუნება უნდოდა, ლელაა ?
-კი, მგონი... ახლა კი ვნანობ.
-ის ხომ გზააბნეული ცხვარია, რომელმაც ძლივს მოაგნო სახლს.. შენ კიდე რა ქენი ? ის ჩვენი მზეცაა და მთვარეც... რაც არ უნად იყოს, ჩვენი გოგონა, ტკბილი, ერთადერთი...-ცრემლი მოადგა მამაკაცს თვალზე.
-ვაიიი, დე...
-ვაი-ვუის დრო არაა, ქალო.. დაურეკე გოგოს.. არა სჯობს, ჩავაკითხოთ.. ახლავე მივდივართ, გაემზადეე.
-ახლავე ? ჰო, მაგრამ რომელი კაბა ჩავიცვა ?
-რა დროს კაბაა, მალეეე, ქალოოო !

***
ლილი დილიდან უცნაურ აღელვებას მოეცვა. ცხოვრების ასავალ-დასავალი დაეკარგა და ამას გამძაფრებით გრძნობდა, როგორც იმ ბავშვობის სიზმარში, რომელშიც საბნის ჩიხოლიდან გამოსასვლელ გზას ვერ პოულობდა.
-არ მჯერაა, რა-ლიზიკომ წამოიწიკვინა.
-გოგო, რა დროს ეგაა.. აღარ ვიცი, რა ვქნა.
-დაივიწყებ იმ ბიჭს...
-ბიჭზე არ ვფიქრობ, დედაჩემის სახე მიდგას თვალწინ, აღარასდროს მაპატიებს.. მე კი რა შემრჩა ? არც სიყვარული, არც ოჯახი, არც არაფერი... ესაა ცხოვრება ? იქნებ მართლა უნდა მოვიკლა თავი და დავასრულო ეს აბსურდი, თუმცა არ შემიძლია, რადგან ცხოვრებაზე საშინლად ვარ შეყვარებული.
-ჩემოო გოგო-გადაეხვია დაქალს-მე ხომ გყავხარ, მსგავსი აზრები არასდროს უნდა გაივლო გონებაში, ძალიან მიყვარხარ. მერწმუნე, მშობლებიც გაგიგებენ და გაპატიებ. საკუთარი შვილი ყველა დედას და მამას უყვარს. გახსოვს უძღები შვილის ამბავი ?

***
იმ დღეს თბილისამდეც კი ჩამოაღწია თოვლმა. ალბათ ზეცამაც იგრძნო, რომ გარემოს, ადამიანთა თამადობით, განწმენდა სჭირდებოდა. ტყუილად გვგონია, რომ მას არ ესმით, პირიქით, ზეცა იმაზე მეტადაა სულიერი, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია.
ყველაფერი თეთრად გადაპენტილიყო, ქუჩები თუ ეზოები სავსე იყო მხიარული ბავშვებით, რომლებსაც ტექნოლოგიბი ცოტა ხნით დავიწყებოდათ და ტრადიციულ გართობაზე გადასულიყვნენ. დიდებიც ბედნიერები ჩანდნენ, შეყვარებულები ერთმანეთს ესროდნენ თოვლის ბურთებს, იღიმოდნენ და ანთებულ მზერებს ერთურთში ცვლიდნენ.
-ეს შენ ხარ !-კესომ თოვლის მაღალ ფიგურაზე მიუთითა ლაშას.
-კეს, ეს კი შენ-გვერდის პატარა და საყვარელი თოვლის ქალი მიუსკუპა ბიჭმა-რა ლამაზია, არა ? ზუსტად შენნაირი.
-იცი, როგორ მიხარია, რომ დაბრუნდი. არაფერს არ ვჩივი, არაფერი არ მადარდებს.
-ამიტომაც შემიყვარდი !-ორივე ხელი წელზე შემოხვია სუნთქვააჩქარებულ გოგონას და თავისკენ მიიზიდა.
ეს იყო სანახაობა, რომლის ფილმებში ნახვა არასდროს გვბეზრდება ხოლმე და რომლით დასატკბობადაც რამდენიმეჯერ გადავწევთ თუ გადავახვევთ მას; და რადგან ეს ცხოვრებაში შეუძლებელია, ალბათ ამიტომ მოვიგონეთ კამერები, ვიდეოები და მსგავსნი.
-მოდი, სელფი გადავიღოთ, ჰო ? -ლოყებაწითლებულმა კესომ შესთავაზა ლაშას, რომელმაც შეყვარებულს ცალ ლოყაზე უჩქმიტა.
-ორი თურაშაული..
-იქნებ სამიც-თვალი ჩაუკრა გოგონამ და ტელეფონი ამოიღო..

***
-როგორ ფიქრობ, ეწყინება ? გვაპატიებს, რომ ასე დახვდი ?-ნერვიულად შეხედა ცოლს მიშამ, რომელიც ორმაგი სისწრაფით მართავდა მანქანას, ვიდრე ჩვეულებრივ.
-გზას მიხედე. თუ მკვდრები ჩავედით, ვეღარ გავიგებთ ვერაფერს, ვერც ლილის ვნახავთ.
-შენ სულ ჭკუა როგორ უნდა მასწავლო, ქალო, უფრო სწორედ, ორფეხა ქათამო !
-ფეხების თეორიით ნუ ამტკიცებ უპირატეობას, ბანალურო ! -აყვა ქალი, შემდეგ ფეხი ფეხზე შემოიდო, ფანჯარა ნახევრად გამოაღო და ნაფასი ჩაარტყა.

მანქანიდან გადმოსვლისას ფეხი დაუსრიალდა ლელას, ცოტა აკლდა, რომ მოლიპულ ყინულზე დაცემულიყო, თუმცა ბოლო მომენტში თავი შეიკავა და დაშავების გარეშე შეძლო სადარბაზოში შესვლა; ლიფტიც არ მუშაობდა, ამიტომ ფეხით მოუწია ასვლა, მაგრამ სულ ტყუილად. ცოლ-ქმარს მოლოდინი გაუცრუვდა, ლილი აქ აღარ ცხოვრობსო, შეიტყვეს კარის მეზობლისგან, რომელიც ნაბახუსევის კვალობაზე კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ყოველ ნაბიჯზე საკუთარ თავს უნებურად გამოცდას უწყობდა-წაიქცევი თუ ფეხზე დარჩებიო.
-ნეტავ, სად იქნება ? მისი დაქალი ლიზიკო გახსოვს სად ცხოვრობს ?-ჰკითხა მეუღლეს.
-არა, საიდან მეცოდინება. ნომერი არ გაქვს ?
-მოვძებნი სადმე მექნება-ქალმა გადაქექა ტელეფონი, ბოლოს, როგორც იქნა, მიაგნო.

***
-ბავშვობაში ძიძა რომ მყავდა, ზუსტად ასე მკითხაობდა ხოლმე; ყავის ჭიქას გადააბრუნებდა და კაი ბიჭიაო, ამბობდა სიხარულით, თუმცა ვერასდროს ვხვდებოდი რას გულისხმობდა, არც მიხსნიდა-ყავას სვამდა ლილი და დაქალთან ერთად იხსენებდა ბავშვობის მოგონებებს.
-აბა, კაი ბიჭია ? -გადაიხარხარა ლიზიკომ. ამ დროს მისი ტელეფონიც ახმაურდა.
-სადაა ლილი ? სახლი შეიცვალა ?-სწრაფად მიაყარა ერთმანეთს ანერვიულებული ხმით ლელამ.
-მისამართს მოგწერთ-მოკლედ მოუჭრა გოგონამ, რომელსაც არ უნდოდა რამე შეემჩნია; ამ თემაზე საუბარი არ შეეძლო დაქალთან, ერჩივნა ყველაფერი სპონტანურად მომხდარიყო.
ვითომც არაფერი, ისე განაგრძო ლილისთან საუბარი, თუმცა ერთი ახალ დეტალს შეამჩნევდა გარე თვალი-ლიზიკო თითებს ერთმანეთში ხლართავდა, შემდეგ კი ტეხდა.

-ეს სახლია, ჰო ?
-კი, ესაა, მასე მომწერა მაგ გოგომ.
-ისე ძაან კი დაგვეხმარა.
-ავიდეთ, რა დროს ეგაა.
-და რას ვეტყვით ჩვენს გოგოს ?
-რაც საჭიროაა.

ლილი ფეხმორთხმით ხალიჩაზე იჯდა, პულტით არხებს უაზროდ ათამაშებდა და რაღაცაზე ჩაფიქრებული; არ იცოდა, როგორ დაეღწია თავი აზრთა ლაბირინთისგან; ბოლო პერიოდში იმდენი რამ მომხდარიყო, აღარ იცოდა საიდან დაეწყო გზის პოვნა, განსაკუთრებით, აბნევდა ყოველივე მოულოდნელად მომხდარი. აი, კიდევ ერთი მსგავსი მომენტი წინ ჰქონდა.
კარზე ზარი გაისმა, ზარი, რომელიც ალბათ არასდროს დაავიწყდება.
-ლილი აქაა ? - იკითხეს ლელამ და მიშამ ერთდროულად.
-შემობრძანდით - მისაღებისკენ წამოიყვანა ლილის მშობლები.
-ლილი, მაპატიე !-ოთახში შემოვიდა თუ არა ლელა, მაშინვე სინანულით აღსავსე ხმით წარმოთქვა და ქალიშვილისკენ გაემართა.
-აქამდე ვერ ვხვდებოდით, რომ ისეთი უნდა მიგვეღო , როგორიც ხარ და არ გვეფიქრა შენს გარდაქმნაზე - მიშასაც კი მოაწვა სენტიმენტები, კაცს, რომელსაც ქვასაც კი უწოდებდა ხოლმე მეუღლე.
-დედაააა... მამააააააააააა-გოგონამ ხელები სახეზე აიფარა, ნუთუ, მართლა რეალობააო; იმდენად შოკში იყო, ფეხზე წამოდგომაც არ შეეძლო. მიყინულიყო ერთ წერტილს, მზერას კი ხან ერთი მშობლისკენ სწევდა, ხან - მეორისკენ.
დაახლოებით 15-20 წუთი გაგრძელდა ეს მდგომარეობა. შემდეგ კი ლილი ფეხზე წამოდგა, მშობლებს მიუახლოვდა, ორივე მათგანს თვალი თვალში სათითაოდ გაუყარა, რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ კი გულწრფელად წარმოთქვა :
-მაპატიეთ !
მშობლებზე მეტად ალბათ ვერავინ ვერასდროს ვერ შეგვიყვარებს - მხოლოდ მათ უცემთ უანგაროთ გული ჩვენთვის.

***
სოციალურ ქსელს უაზროდ ათვალიერებდა, ხან საით გადაახტუნებდა მაუსს და ხან - საით. უცნობების ფოტოებზეც კი აჩერებდა მზერას, რაც ყველასთვის ნაცნობია. განსაკუთრებით მაშინ, როცა არ გეძინება და ცდილობ, დრო გაიყვანო; ზოგჯერ კი ამ დროს ძალიან საინტერესო ინფორმაციას ვაწყდებით, რომელიც ბევრ რამეს ცვლის.
-არ მჯერაა ! საოცარიიია !- ძალაუნებურად წამოიძახა ლილიმ, მის ხმაზე კი ლელა შემოვიდა ოთახში; მაგრამ არა საყვედურით, არ მაძინებ, თან მეზობლები რას იტყვიანო, არამედ წრფელი ინტერესით.
-რა ხდება, ლილ ?
-დე, არ მჯერა. უნდა დამეხმაროთ !

____
მუზა აგვიანებდა, ამიტომ დამაგვიანდა დადება; შთაგონების გარეშე ვერ გავრისკე და დავწერე. ბოდიში დაგვიანებისთვის და მადლობა, რომ კითხულობთ.
მიყვარხართ !скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი shalo

amagam ras aketeb

 




№3  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

მწვანეთვალებაგოგო
ძალიან კარგია heart_eyes

მადლობა <3

 



№4 სტუმარი სტუმარი shalo

სტუმარი shalo
amagam ras aketeb

rogor xar

 



№5  offline წევრი mirandaa31

ოჰო რა აღმოაჩინა ლილიმ სოციალურ ქსელში? ველოდები ახაალს <3 ნუ ძალიან რომ მომწონს ეს კი გითხარი ????
--------------------
ხელმოწერა

 



№6  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

mirandaa31
ოჰო რა აღმოაჩინა ლილიმ სოციალურ ქსელში? ველოდები ახაალს <3 ნუ ძალიან რომ მომწონს ეს კი გითხარი ????

დიდი მადლობა <3

 



№7  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

ჩემო კარგებო, ბოლოჯერ მაგვინდება, კიდევ ერთხელ მაპატიეთ, მუზაც არ მაქვს და თან თვალები დამეღალა, ბეჭდვაც მიჭირს...
იმედი მაქვს, არ გამექცევით heart_eyes

ჩემო კარგებო, ბოლოჯერ მაგვიანდება, აწი აღარ დავუშვებ მსგავს... წინასწარ დავწერ ხოლმე და მერე დავიწყებ დადებას, უმუზოდ ვარ და თან თვალები დამეღალა ძალიიიან, ბეჭდვაც მიჭირს. ბოდიში

 



№8  offline ახალბედა მწერალი sopiko

რაც ამ ისტორიის დადება დაიწყე, სულ მინდოდა წაკითხვა და აი, როგორც იქნა ყველა თავი ერთიანად წავიკითხე ^_^
არაორდინალური, უჩვეულო მოთხრობაა, უცნაურად გამოხატული გრძნობებით, ზოგჯერ დაულაგებელი აზრებით, ულოგიკო მოქმედებებით, თითქოს თავიდან აზრზეც არ იყავი, რის დაწერას აპირებდი და იდეებს გზადაგზა აგროვებდი, თუმცა ამ მოთხრობის ნაკლი ეს სულაც არ არის. პირიქით, ხიბლია, რომელიც მკითხველში ინტერესს იწვევს.
ლილი ქარაფშუტა, თუმცა საკუთარ თავში ჩაკეტილი გოგონაა, ჯერ რომ ცხოვრებისთვის ფეხი ვერ აუდგია და წინდაუხედავად რომ დგამს ნაბიჯებს, ლაშა ცოტათი გიჟი, მოურიდებელი, თავხედი ბიჭია, უზომოდ გაწონასწორებული, მხოლოდ მომენტი ბ ში რომ კარგავს თავს, კესო კი ყველანაირად არარომანტიული, პრაგმატული ადამიანია სიყვარულის განსხვავებულად აღქმის უნარით. სხვა პერსონაჟებიც ასეთი ე დამაბნევლები და გამაოცებლები არიან.
სიმართლე გითხრა, ძალიან მეწყინება, შემდეგი თავი რომ ვეღარ ვიხილო.
ხოდა ნუ მაწყენინებ!
ვატყობ, ღირებულს ქმნი და აბა, შენ იცი!

 



№9  offline ახალბედა მწერალი უნდა ვწერო

sopiko
რაც ამ ისტორიის დადება დაიწყე, სულ მინდოდა წაკითხვა და აი, როგორც იქნა ყველა თავი ერთიანად წავიკითხე ^_^
არაორდინალური, უჩვეულო მოთხრობაა, უცნაურად გამოხატული გრძნობებით, ზოგჯერ დაულაგებელი აზრებით, ულოგიკო მოქმედებებით, თითქოს თავიდან აზრზეც არ იყავი, რის დაწერას აპირებდი და იდეებს გზადაგზა აგროვებდი, თუმცა ამ მოთხრობის ნაკლი ეს სულაც არ არის. პირიქით, ხიბლია, რომელიც მკითხველში ინტერესს იწვევს.
ლილი ქარაფშუტა, თუმცა საკუთარ თავში ჩაკეტილი გოგონაა, ჯერ რომ ცხოვრებისთვის ფეხი ვერ აუდგია და წინდაუხედავად რომ დგამს ნაბიჯებს, ლაშა ცოტათი გიჟი, მოურიდებელი, თავხედი ბიჭია, უზომოდ გაწონასწორებული, მხოლოდ მომენტი ბ ში რომ კარგავს თავს, კესო კი ყველანაირად არარომანტიული, პრაგმატული ადამიანია სიყვარულის განსხვავებულად აღქმის უნარით. სხვა პერსონაჟებიც ასეთი ე დამაბნევლები და გამაოცებლები არიან.
სიმართლე გითხრა, ძალიან მეწყინება, შემდეგი თავი რომ ვეღარ ვიხილო.
ხოდა ნუ მაწყენინებ!
ვატყობ, ღირებულს ქმნი და აბა, შენ იცი!

დიდი მადლობა, რა თქმა უუნდა, იქნება შემდეგი თავი, უბრალოდ შევფერხდი heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent