შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია (მესამე)


12-02-2018, 00:28
ავტორი a.bochorishvili
ნანახია 423

მიყვარხარ, მაგრამ არ შემიძლია (მესამე)

- რომელი საათია?? _ ვიკითხე ნახევრად მძინარემ როცა ჩემი სახელი გავიგონე.
- დილის 7 საათია. - გაღიმებული სახით მადგა თავზე გიორგი.( გურანდას ბიძაშვილი)
- რაა? გაგიჟდი?? ასე ადრე რატო გამაღვიძეე
- ექსკურსიაზე მივდივართ
- რაა?
- წამოდი, თხები უნდა გავდენო და შენც წამოდი
- კაი რა თხები ბიჭოო, ღადაოოობ?
- არაა, ულამაზეს ადგილას მიმყავხარ, მოდიხარ თუ არა
- კაი ლიზასაც გავაღვიძებ, ჩავიცვამთ და წავიდეთ.
გიორგი ოთახიდან გავიდა, ლიზა გავაღვიძე, ვუთხარი რა ხდებოდა, წითელი კოპლებიანი სარაფანი ჩავიცვი, გურანდაც მოემზადა და ეზოში ჩავედით. გიორგი გველოდებოდა, სამ წუთში აღმოვჩნდი ულამაზეს ადგილას, სადაც მარტო წყლისა და ჩიტების ხმა ისმოდა, ბილიკს მივუყვებოდით, ერთ მხარეს ტყე იყო, მეორე მხარეს ჩაღრმავებული ადგილი სადაც წყალი მიედინებოდა, წყალთანაც ჩავედით ძალიან დაბალი იყო, თუმცა ძალიან სუფთა და კრიალა, წყალს შევყევი სიღრმეში და თავი ზღაპარში მეგონა, წარმოიდგინეთ, დგახართ მუხლამდე წყალში, თქვენს გარშემო პეპლები დაფრინავენ, წალის ორივე მხარეს ის ხეებია, დიდი ვარჯი რომ აქვთ და წყალში მზე ვერ აღწევს, მაღლა აიხედავ და ხრების ფოთლებსა და ტოტებს დაინახავ, ისეთი სიმშვიდეა, მწერლებს შეშურდებოდათ. იქედან წამოსვლა აღარ მინდოდა, თუმცა გიორგიმ მითხრა რომ ეს ის ადგილი არ იყო, პიტი დამრჩა ღია, ასეთ ლამაზ ადგილას ვიყავი და მეუბნებოდნენ რომ უფრო ლამაზ ადგილას მივდიოდით, წყლიდან მაშინვე ამოვედი, აღმართი ავიარეთ, როცა გადავიხედე, მაშინ გავაცნობიერე რომ მთაზე ვიყავი, გარშემო ტყეები და მთები იყო, საითაც გაიხედავფი ყველგან მთას შეხედავდი თუმცა მე მინდორივით მოსწორებულ ადგილას ვიდექი. ღმერთო რა სილამაზე იყო, თუმცა მე მაინც ყველაზე მეტად ის ადგილი მომეწონა, სადაც თავი ზღაპარში ვიგრძენი. თან ყველაზე კარგი ის იყო რომ ძალიან ძალიან ახლოს იყო ჩვენს სახლთან, ჩვენი სახლის წინ პატარა ჩიხივით იყო, ბილიკი მიუყვებოდა მაგ ბილიკს გაჰყვებოფი, გაივლიდი 30-40 მეტრს და უკვე იქ იყავი.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ დღე ნიკას და გიორგის, ოღონდ ამჯერად ნიკას ძმა გიორგის ვგულისხმობ ვერ ჩაივლიდა. ჰოო, დამავიწყდა მეთქვა რომ ჩვენა სახლში კიდევ ერთი ბიჭი იყო ლაშა, ისიც ლიზას ნათესავი. ახლა გავაგრძელებ, ნიკას დავურეკე, და ვუთხარი შენ და შენი ძმა ამოდითმეთქი, არა მე ვიყავი გუშინ თქვენ ჩამოდითო, ბევრი ვიჩხუბეთ და ბოლოს გადაწყდა რომ ჩვენ ჩავიდოდით.
- ბიჭებს გაუმარჯოოს - მივესალმე, დიდი ხნის ძმაკაცივით
- ოოოჰ, ვინები მოსულააან.- გიო გამოვიდა. - რას მივაწერო თქვენი ადესტი გამოჩენა?
- შენი ძმის ჯინიანობას. - მოკლედ მივუჭერი, და ვითომ გაბრაზებული თვალებით გადავხედე, მან კი როგორც ყოველთვის გამიღიმა.
- აბა, დღეს რას ვაპირებთ? ასე დებილებივით როდემდე ვიდგეთ?
- მე არ ვთვლი რომ დებილივით ვდგავარ. - არაა რთული მისახვედრი ვინ მიპასუხებდა.
- მე შენთვის არ მიკითხავს, ხალხო მე გიმასპინძლოთ??
- კაი ანი, დაწყნარდი, წყალზე წავიდეთ
- აუ ხოო, მაგარი იქნება, მე ,ლიზა, გიორგი, ნიკა ლაშა და ტურა( ლიზას ბიძაშვილ გიორგის კლიჩკა ჰქონდა ასეთი),.
- მაშინ რაღას ვუცდით??
- წავედით
4 კილომეტრი ვიარეთ ფეხით, დაღმართი იყო ძირითადად, თუმცა მაინც დავიღალეთ, ერთ საათში მივედით საბანაოდ, ნუ ჩავედით წყალში, და უცებ ვიღაცამ თავში ხელი წამავლო და წყალში ჩამაყოფინა, მერე უცებ ამომაყოფინა, მერე ისევ, სამჯერ ქნა ეგრე, ჩასუთქვას ვერ ვასწრებდი, ძალიან ცუდად გავხდი, თუმცა მაინც მოვახერხე დამენახა ნიკა, რომელიც ჩემს უკან სიცილით იგუდებოდა, ცოტაც მოვსულიერდი და ცოტა ხანში ნიკას ზურგზე შევახტი, ვიწვალე, ჩემზე ძლიერი იყო, თუმცა მაინც ჩავაყვინიე, სანამ მოსულიერდებოდა, მოვასწარი წყლიდან ამოსვლა და გაქცევა, ნიკა გამომეკიდა, ბევრი ვირბინეთ, ვეღარ ვსუნთქავდი, ვიცოდი მაინც დამიჭერდა, მაგრამ იმედი არ კვდება, ბოლოს მაინც დამიჭირა.
- წავედით წყალში
- არ მინდააააა- ხელზე ვბწკენდი იქნებ ტკენოდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა
- მე შენ გკითხე გინდა თუ არათქოო?
- უნდა გეკითხა, არ მოვდივდარ წყალში
- ანიიი, მაინც წაგიყვან
- ვერსადაც ვერ წამიყვან. - ვთქვი და მინდორზე დავჯექი.
- ადექი ანი
- არა
- გაფრთხილებ შენით ადექი, და წამოდი, თორე ძალით წაგიყვან
- როგორ შემაშინეეე, ამოვარდა კაკალი გული საგულედან
- ანუ ეგრე ხოო? - თქვა, ხელში დამქაჩა და წამაფორთხიალა, ასე ფორთხვით მივედუთ წყლამდე, მერე კარგად მაყვინავა, ბლომად წყალი ვყლაპე, და ყველაზე სასაცილო, შორტი გავხიე, თანაც ძალიან უხერხულ ადგილას. თან ეს ვერ შევამჩნიე სანამ ლიზამ არ მითხრა, მაგრად გამიტყდა, თან გამისწორდა ის რომ არ შეიმჩნიეს.
- ლაშაა, შენი მაიკა მათხოვე რააა
- აჰაა აიღე. - ლაშას მაისური გადავიცვი, მარტო დახეულს კიარა მთელ შორტს ფარავდა. ყველაზე საშინელი მომენტი, იმ 4 კილომეტრის ისევ გავლა, ოღონდ ამჯერად აღმართების. დავიტანჯეთ, მოვკვდით სიარულით. იმ დღეს აღარაფრის თავი აღარ გვქონდა, სახლში როგორც კი მივედით წყალი გადავივლეთ და დავწექით.
მეორე დღეს შუადღე იყო უკვე როცა ავდექით, ვისაუზმეთ და მე და ლიზა იმ ადგილას წავედით ზღაპარს რომ შევადარე, ორ საათზე დიდუხანს ვიყავით იქ, თუმცა დროს გასვლას ვერც კი ვგრძნობდით, მერე ნიკამ და გიორგიმ მოგვაკითხეს, წყალზე წავიდეთო, ჩვენც სახლში შევედით, საჭირო ნივთები ჩემს პატარა ზურგჩანთაში ჩავალაგეთ და ლაშას და გიორგის ვკითხეთ ძტუ წამოვიდოდნენ მაგრამ უარი მივიღეთ. ასე რომ ახლა მხოლოდ ჩვენ ოთხი წავედით. ბევრი ვითამაშეთ, წყალიც ვყლაპეთ, ვირბინეთ, ვიყვინავეთ და წამოვედით, მართლა ძალიან დაგვღალა წყალმა, მაგრამ , დაღლილობას მხიარულებისთვის ხელის შეშლის უფლება არ მივეცით. გზაში ვთამაშობდით, ვიცინოდით ვერთობოდით, თავიდან ყველა ერღად მივდიოდით, მაგრამ მერე ვაშლი მომინდა, ნიკამ აფ მომიწყვიტა და ლიზასთან ერთად გზა გააგრძელა, გიორგიმ იჯენლტმენა ვიღაცის ეზოში ჩაიპარა და ვაშლები მოიტანა, მე და გიორგი უკან მივდიოდით ხელკავი გვქონდა გამოდებული, ნიკა და ლიზა კი წინ. ერთმანეთს სიცილით ვაკვდებოდით. რათქმაუნდა ნიკაზე და ლიზაზე.
- საყვარლებიიი ( გიორგი)
- ვუაიმეეეე, ლა ვუკოოოო
- მაგათ ცემოვევლე მე
- ჩიკვალულებიი
-- ნახე როგორ ჟღურტულებენ
- ნახე რა დებილი ძმა მყავს, ან ვაშლი მოუწყვიტოს, ან ყვავილი ან რამეე
- მართლა დებილი ძმა გყავს, თან ძაალიან, და ზარმაცი კიდე, ვაშლის მოწყვეტა არ იკადრა
- აუჰ მე გავსკდი ამდენი ვაშლით, მსხალი არ გინდაა?
- აუ კიი
- მოიცადე . - ახლა გზად მდგარი ხის ტოტს ჩამოქაჩა და მსხები მოწყვიტა.
- აჰაა აიღე
- მადლობააა, აუ რა მოვიფიქრეე, გინდა შენი ძმა ჭკუიდან ავჭრაა?
- აუ კიიი, მაგრად ვიღადავებთ
- აუუუ, გიოოოო ვარდი მომიწყვიტე რაა. - ისე ხმამაღლა ვთქვი რომ, ნიკამ კიარა მგონი მთელმა სოფელმა გაიგო.
- კაიიიც, წითელი თუ ვარდისფერი. - გიორგიც ამყვა.
- წითელი. - ნიკამ და ლიზამ უკან მოიხედეს თუმცა არაფერი უთქვამთ. გიორგიმ ვარდი მომიტანა.
- ერთი ცალი რათ მინდა
- აბა რამდენი გინდა, ხო გააგონე უკვე იმას
- სამი მინდა
- სამი რათ გინდა, დავიტყავე ხელები მაგ ერთის გამო
- ასეა საჭირო
- ხოო კაი. - სამი ცალი ვარდი მომიტანა გიორგიმ
- ახლა მომისმინე, ჩვენ დავეწევით იმათ, შენ მისცემ ერთ ვარდს ლიზას, მე ნიკას გავაბრაზებ ისე რომ ჩემი ვარდი გამომართვას ან გადამიგდოს, და ამ დროს მომეცი მესამე ვარდი გაიგეე?
- მოგვკლავს
- ჯოჯოხეთში შევხვდებით, ოღონდ არ გაგეცინოს იცოდე
- ვეცდები. - უკვე გვეცინებოდა. ნაბიჯს ავუჩქარეთ და ნიკას და ლიზას შორის ჩავდექით, მე და გიორგის ხელკავი გვქონდა გამოდებული და, ისე ვიდექით. გიორგიმ ლიზას აჩუქა ერთი ვარდი ერთი კი ზურგს უკან დამალა, ერთი მე მეჭირა და ნიკას ცხვირთან ვუტრიალებდი.
- შეხედე ნიკა, ხო იცი ეს რა არის? ეს არის ვარდი რომელიც შენმა ძმამ მაჩუქა, შენგან გასხვავებით იჯენლტმენა და ვაშლები და მსხლები მომიკრიფა, შენ კიდე დადიხარ რობოტივით
- ეს ვარდი გაჩუქა შენმა გიორგიმ?
- დიახ, ეს ვარდი მაჩუქა ჩემმა ჯენლტმენმა გიორგიმ
- ვაა, შენი როდის მერე?
- დღეიდან. - ვგრძნობდი როგორ იხრჩვებოდა გიორგი სიცილით, და რაც შემეძლო მწარედ და ნიკასგან შეუმჩნევლად ვუბწკინე ხელზე, როგორც ჩანს ეტკინა და სიცილი შეწყვიტა.
- შენი ძმა ჯენლტმენია შენგან განსხვავებით
- მერე მე რა ვქნა
- მიბაძე
-ვუიიჰ, შენ არ იცნობ მაგას
-რო ვიცნობ მაგიტო ვამბობ,ვაშლი ვთხოვე მომიწყვიტა, მსხალიც და ვარდიც კი, ზოგზოგიერთებივით ზარმაცი კიარაა,
- აუუ, ანი რა გინდაა?
- უკვე არაფერი, რაც მინდოდა მივიღე უკვე
- აბა რატო არ ჩუმდები?
- რა ვქნა, აღფრთოვანებული ვარ შენი ძმით, ნახე რა კარგი სუნი აქვსა ვარდს. - ვარდი თითქმის შევტენე ცხვირში. და მანაც არ დააყოვნა, ვარდი გამომგლიჯა ძირს დააგდო და ფეხი დააჭირა.
- რას აკეთებ, შენ დებილი ხარ?
- მე ხომ ჯენლტმენი არ ვარ, უკვს აღარც გიორგია
- გიორგი მაინც ჯენლტმენია
- საიდან? სადაა ია ვარდი გიორგიმ რო გაჩუქა?
- შენ გადაუარე
- მაგას ვერ დამიმტკიცებ. - ეგონა მაჯობა, ისე მიყურებდა.
- დაგიმტკიცებ
- გელოდები
- გიოო,
- აიღე ანი ვარდი, როგორც ჩემი ჯენლტმენობის სიმბოლო. - უკვე სიცილს ვეღარცერთი ვეღარ ვიკავებდით, ლიზაც იცინოდა, მხოლოდ ნიკა იყო დაბღვერილი.
- აბა, ვითომ ჯენლტმენო ახლა რაღას იტყვი?
- დამცინით ხოოო
- ვიიიინ? ჩვეენ? რას ამბობ?
- კაიი რა ანიი კაი რა.
ეს გვითხრა და ისე ჩქარა წავიდა ალბათ სამ წუთში მივიდოდა სახლში. ჩვენ კიდე ვიცინოდით, მე არ მეცინებოდა, არვიცი რატომ, მე ხომ იმისთვის მოვიქეცი ასე რომ ნიკასთვის ნერვები მომეშალა, ჯანდაბა, რატო არ ვარ მხიარულად, ხომ მივიღე რაც მინდოდა.
- მემგონი ძაან გაბრაზდა ხოო?
- კაი დაიკიდე რაა
- რა დავიკიდო ბიჭო, შენ ვერ ხარ, მოიცა დავურეკავ. - ნიკას დავურეკე, მაგრამ არ აიღო, აბა რას ველოდი, რა მეგონა, აიღებდა და მეტყოდა შენს ზარს ველოდებოდიო? მეც იდიოტი ვარ რაა. - არ იღებს
- კაი დაიკიდე რაა, ეგრე იცის მაგან უაზრობებზე გაბრაზება
- კაი მოიცა რა, ორი დღით ვარ ჩამოსული, სულ აქ ხოარ ვიქნები და ეგ თუ გაიბუტა ეგრე არ მაწყობს
- კაი კიდე ცადე მიდი
- არ იღებს, სანამ არ აიღებს არ მოვეშვები, ..........
- გათიშა, ახლა რა ვქნა, წამო გავეკიდოთ იქნებ დავეწიოთ
- აზრი არ აქ, სახლში იქნება უკვე,
- აბა მოიფიქრეთ მაშინ რამე
- ჩემ ტელეფონზე დარეკე, მაგას აქ ჯიბეში
- მოიცა,.... გადის.... აიღო
- რა გინდა?( ნიკა)
- სად გაიქეცი?
- რაში გადარდებს, დაგტოვე ჯენლტმენთან
- კაი რაა, რა გეწყინა ვიხუმრეთ
- რა იხუმრეთ გოგო რაა
- შენ ნორმალურად ხო ვერ დაგელაპარაკება ადამიანი
- ხოდა ნუ დამელაპარაკები, ჯენლტმენს ელაპარაკე
- კაი რაა. - ახლა მე გავბრაზდი და გავუთიშე ტელეფონი, თუმცა მაინც მოახერხა გიორგიმ ჩემი გამხიარულება, მთელი გზა ვიცინოდით, სასაცილო ფოტოები გადავიღეთ და მერე ჩვენ თავებს დავცინოდით, მაინც კარგი დღე გამოვიდა.
სახლში რომ მივედი ცოტა ხანში ისევ გამახსენდა ნიკა, დავურეკე ამჯერად აიღო.
- ბატონი ნიკა კიდე გაბრაზებულია?
- კიი
- მერე არ უნდა ბუტიაობას თავი დაანებოს?
- ვიღაცას არ უნდა ბოდიში მოუხადოს?
- ბოდიში რისთვის?
- ალბათ იმისთვის რომ საშინლად დაამცირა
- ან იქნებ იმ ვიღაცამ მადლობა გადაუხადოს იმისთვის რომ ამდენი აცინა
- შენ კიდე ღადაობ?
- კაი ხო სორიი
- ვერ გავიგე?
- ბოდიშითქო
- ტელეფონი არ იჭერს არ მესმის
- ბოდიშიიიიიიი
- ახლა მითხარი უკვე კარგად მესმის
- ბოდიშითქოო
- ააააჰააა, დავფიქრდები
- რაზე დაფიქრდები? - მგონი ვერ არის, დავფიქრდებიო, სამაგიეროს მიხდის.
- გაპატიო თუ არა
- რააა? შენ ნორმალური ხაარ შვილო? ამდენჯერ მოგიხადე ბოდიში და დავფიქრდებიო, რა არის დასაფიქრებელი ცოლად კიარ მომყავხარ. - მხიარულ განწყობას მაინც არ ვკარგავდი
- თანახმა ვარ გამოგყვები ცოლად.
- აღარ მომყავხარ. - აბა რა ეგონა, ასე მაწვალებდა და შევარჩენდი?
- კაი ხოო, შევრიგდიით?
- შევრიგდით. - რატომღაც მარტივად დამითანხმა, მეც გამიკვირდა, საკუთარმა თავმა გამაოცა, ნეტა მართლა მე ვარ?
- ხვალ ეკლესიაში წამოხვალ?
- კიი, ლიზაც წამოვა, ოღონდ ერთი პირობით
- უკვე პირობებს მიყენებ?
- გინდა თუ არა
- კარგი მიდი გისმენ
- თუ ამ საღამოს ჩვენთან ამოხვალ
- ვერანაირად, დაბ დღეზე მივდივარ
- ............
- ჰეიიი, აქ ხარ?
- აქ ვარ. - გაბუტული ხმით ვუთხარი.
- კაი რა, არ გეწყინოს დავპირდი მოვალთქო, თორე არ წავიდოდი.
- კაი
- მოგწერ მაინც, არ დაგივიწყებ
- კაი პაკა
- პაკაა
მეორე დღეს ეკლესიაში წასასვლელად ცისფერი ერთიანი კაბა და ტყავის მოკლე ჟილეტი გადავდე, წამოვწექი და ვისვენებდი, როცა ტელეფონზე მესიჯი მომივიდა, ნიკა იყო
- ანიი, ასეთი გრძნობა გქონია, სულ რო გინდა რო, ერთ ადამიანთან იყო, და არასდროს არ მოშორდე?
- არაა. - რატო ვატყუებ? ან ვის ვატყუებ? მე არა ვარ, ყოველდღე რო ვეხვეწები ამოდითქო? ნუ მაგრამ გოგო ვარ, თავი უნდა დავიფასო.
- აუ იცი რა მაგარი გრძნობაა მერე იმ ადამიანთან ერთად ყოფნა?
- ჰოო? იმ ადამიანს ახვერწნინებ რო გნახოს?
- რავიცი, მემგონი არა
- მემგონი კიი
- შენ რა იცი?
- მე ყველაფერი ვიცი.
- ხვალ მოდიხართ?
- კიი
- კაი ხვალამდე აბა
- ხვალამდე
დილას 9ის ნახევარი იყო ნიკამ და გიორგიმ რომ გამოგვიარეს. ეკლესიაში ფეხით მივდიოდით, ნიკამ ხელკავი გამომდო, ეს რათქმაუნდა არც ლიზას გამოპარვია და არც გიორგის. საშინლად ჩასისხლიანებული ქონდა თვალები.
- თვალებზე რა გჭირს?
- გუშინ თითქმის არ მიძინია
- მერე ვერ დაიძინე? ეკლესიაში გიორგი წამოგვიყვანდა
- კარგად ვარ,
- გეტყობა თვალებზე. - გავუღიმე და გზა გავარგძელე. ცოტა ხანში მხარზე თავი დამადო, ვაიჰ, გული ამოვარდა საგულედან, პეპლები კიარ დაფრინავდნენ, დაქროდნენ, სუნთქვა გამიხშირდა, თუმცა ამას კარგად ვმალავდი.
- მეძინება
- ჩემი მხარი ბალიშია?
- ჰოო მაგრამ რაღაცეები მესობა
- ნეტა რა? - გამოხტა გიორგი
- შენ გაჩუმდი "ჯენლტმენო" - ბოლო სიტყვა გამოკვეთა
- კაი რა აწიე თავი, ხელში ხოარ აგიყვანო და იავნანაც ხოარ გიმღერო
- გაასწორებდა. - თავი ძლივს ავაწევინე.
ეკლესიაში მივედით, სულ მწვანეში იყო ჩაფლული ეს ეკლესია, ნიკამ მამაო გამაცნო, შევედით ეკლესიაში, მე კარებთან ვიდექი, რადგან უჰაერობა მაწუხებს შიგნით, დახურულ სივრცეში. ცოტა ხანში ნიკასკენ გავიხედე, დამჯდარა იატაკზე კუთხეში თავი მიუდვია კედელზე და ძინავს, სიცილი ამიტყდა და ფარეთ გამოვედი, მესიჯი მივწერე
- რა ჯობია "პახმელიაზე" ეკლესიაში ძილს
- მჟავე კიტრი - პასუხს ჩემდა გასაკვირად არ დაუგვიანია. მეტიც, გარეთ გამოვიდა.
- ეკლესიაში რატო წამოდი
- ხვალ უნდა ვეზიარო და დღეს აღსარებას ჩავაბარებ
- ააჰამ
- კარებში რატო დგახარ?
- კარის ქალად ვმუშაობ, უჰაერობა მაწუხევს დახურულ სივრცეში და თან ეკლესიაში კიდე ემატება სარკმევლის და სანთლების ორთქლი და ვეღარ ვჩერდები.
- აჰაამ
ეკლესიიდან წამოსულები სახლებში წავედით მერე საღამოს კატოსთან გავედით, კატო ლიზას ბიძაშვილის ცოლი იყო, ლიზაზე ერთი წლით იყო უფროსი და ორი წლის შვილი ყავდა, 14 წლის გათხოვებულა, არ მესმის რა არის ადრე გათხოვების ხიბლი. მის პატარას დათო ერქვა დათუსოს ვეძახდით, კატო ნიკას მეზობლად ცხოვრობდა, იქ რომ მივედით ნიკამ დაგვინახა და ეგეც გადმოვიდა, დათუსო ახალი გაღვიძებული იყო და ცუდ ხასიათზე იყო, კატო საჭმელს უმზადებდა, მე კიდე ვართობდი, ნიკამ რო შემხედა ჩაიცინა და იცით რა მითხრა? გამოცდილება მიიღე დაგჭირდებაო, თავხედი, ანუ რა იგულისხმა, ჰმმ, ბოდიში მაგასთან ძალიან შეიჭრა. მერე ეგეც მოვიდა და დათუსოს თამაში დაუწყო, ბავშვმა ტირილი დაიწყო.
- რა ქალუსიაა, რა ატირებს.( ნიკა)
- ჰოჰ, ჯერ ეს ერთი ქალუსია კიარა პატარაა, და მეორე, ეშმაკის დანახვისას დიდი დაიწყებ ტირილს პატარა კიარა.
- ამათმა როდის მოასწრეს ასე დაახლოება. - კატოს ინტერესმა გაიღვიძა
- ჰოჰ, შენ ის უნდა ნახო, დღეში შვიდასჯეფ ელაპარაკებიან ერთმანეთს, ან მესიჯობენ. - გამოყო თავი ლიზამაც
- ოოოჰ, უყურე ამათ, მარტო ხოარ დაგტოვოთ? (კატო)
- არ იქნება ურიგო ( ნიკა)
- უიჰ, რაღა ვქნა ( კატო)
- რა უნდა ქნა ( მე)
- თქვენ რა ამბავში ყოფილხართ, ამას მიმალავდიით ( კატო)
- კაი გაჩერდი, არაფერი სერიოზული, ღადავის დონეზე, ჰოო ნიკა ( მე)
- კი კი ეგრეა
მერე სახლში წავედით, რაღაცნაირად გაბრაზებული ვიყავი, თითქოს არ მინდოდა ვინმეს შევემჩნიეთ მე და ნიკა, მაგრამ ამის დამალცა უფრო და უფრო რთულდებოდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი keti

im dgidan vkitxulob rac daiwye am motxrobis am saitze dadeba,momwons,mxiaruli motxroba aris mxiaruli personajebit, cota ufro ganavrce,meti grdznoba da emocia chade shens nawersshi da frchxilebshi chawerili saxelebi moashore..kargi gogo xar ,sakmaod did tavebs wer da male deb tan.me yoveltvis davelodebii am motxrobas da yoveltvis wavikitxav

 


№2  offline წევრი a.bochorishvili

სტუმარი keti
im dgidan vkitxulob rac daiwye am motxrobis am saitze dadeba,momwons,mxiaruli motxroba aris mxiaruli personajebit, cota ufro ganavrce,meti grdznoba da emocia chade shens nawersshi da frchxilebshi chawerili saxelebi moashore..kargi gogo xar ,sakmaod did tavebs wer da male deb tan.me yoveltvis davelodebii am motxrobas da yoveltvis wavikitxav

ქეთი შენ ვერ წარმოიდგენ, რამხელა სიხარული მომანიჭე, აღარც ვაპირებდი გაგრძელებას, ძალიან დიდი მადლობა, ვეცდები მომდევნო თავი მალე დავდო, და გთხოვ იქაც, გამოხატო ის შთაბეჭდილება რასაც ჩემი ნაწერი დაგიტოვებს, მადლოვა კიდევ ერთხელ, სიტყვა ძალიან დიდი ძალა აქვს. ????????

 


№3 სტუმარი სტუმარი Keti

a.bochorishvili
სტუმარი keti
im dgidan vkitxulob rac daiwye am motxrobis am saitze dadeba,momwons,mxiaruli motxroba aris mxiaruli personajebit, cota ufro ganavrce,meti grdznoba da emocia chade shens nawersshi da frchxilebshi chawerili saxelebi moashore..kargi gogo xar ,sakmaod did tavebs wer da male deb tan.me yoveltvis davelodebii am motxrobas da yoveltvis wavikitxav

ქეთი შენ ვერ წარმოიდგენ, რამხელა სიხარული მომანიჭე, აღარც ვაპირებდი გაგრძელებას, ძალიან დიდი მადლობა, ვეცდები მომდევნო თავი მალე დავდო, და გთხოვ იქაც, გამოხატო ის შთაბეჭდილება რასაც ჩემი ნაწერი დაგიტოვებს, მადლოვა კიდევ ერთხელ, სიტყვა ძალიან დიდი ძალა აქვს. ????????

Ar unda shewyvito, xom daiwye wera hoda daasrule, sheidzleba axla ar hyavdes am motxrobas bevri mkitxveli,magram mainc ar unda shewyvito wera,tandatan ufro daixvewebi da mjera met karg motxrobas shemogvtavazeb <3

 


№4  offline წევრი a.bochorishvili

სტუმარი Keti
a.bochorishvili
სტუმარი keti
im dgidan vkitxulob rac daiwye am motxrobis am saitze dadeba,momwons,mxiaruli motxroba aris mxiaruli personajebit, cota ufro ganavrce,meti grdznoba da emocia chade shens nawersshi da frchxilebshi chawerili saxelebi moashore..kargi gogo xar ,sakmaod did tavebs wer da male deb tan.me yoveltvis davelodebii am motxrobas da yoveltvis wavikitxav

ქეთი შენ ვერ წარმოიდგენ, რამხელა სიხარული მომანიჭე, აღარც ვაპირებდი გაგრძელებას, ძალიან დიდი მადლობა, ვეცდები მომდევნო თავი მალე დავდო, და გთხოვ იქაც, გამოხატო ის შთაბეჭდილება რასაც ჩემი ნაწერი დაგიტოვებს, მადლოვა კიდევ ერთხელ, სიტყვა ძალიან დიდი ძალა აქვს. ????????

Ar unda shewyvito, xom daiwye wera hoda daasrule, sheidzleba axla ar hyavdes am motxrobas bevri mkitxveli,magram mainc ar unda shewyvito wera,tandatan ufro daixvewebi da mjera met karg motxrobas shemogvtavazeb <3

ძალიან კარგი მოტივატორი ხარ, აუცილებლად გავაგრძელებ წერას, ვეცდები მალე დავდო შემდეგი თავი ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent