შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარს იქეთ [ნაწილი მეექვსე]

12-02-2018, 00:45
ავტორი ელპინი
ნანახია 949

ზღვარს იქეთ [ნაწილი მეექვსე]

ზოგადად, ყველაფერი, ხომ წამში იცვლება და ჩვენ ვერაფერს ვუძებნით ახსნას, მაგრამ წამში არა, წამის მეასედში, რომ იცვლება, მაშინ უნდა გქონდეს რაღაც ახალი შეგრძნება. მივდიოდი, მაგრამ არ ვიცი სად. უკვე, მეთხუთმეტედ ვკითხულობდი შეტყობინებას, არ ვიცი, თქვენ როგორ გეჩვენებათ, მაგრამ ჩემთვის ამაზე ჭეშმარიტი სიტყვები არ არსებობდა. ყველანაირ გრძნობას უდრიდა. ყველა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას იტევდა სიტყვები. უბრალო არა, არც ბანალური, რაღაც სხვა შინაარსიანი სიტყვები. და სულის შეძვრამდე მჭირდებოდა მისი ჩახუტება, ხელის შეხება, თუნდაც მისი სახისთვის წამით მაინც, თვალის მოკვრა. მეგონა, რაც მეტს დავითვლიდი, უფრო მეტად ვიგრძნობდი მას და უფრო მეტ რაღაცას დავიჭერდი ყველა სიტყვაში. ყველა გამოხედვაში, ყველა მარცვალში, ყველა წამში ვგრძნობდი რაღაც ახალს და ვხვდებოდი, რომ ზღვარს გადასვლა ცუდი არ იყო. ახლა ის დრო იყო, როცა ყველაფერი უკან უნდა ჩამომეტოვებინა. ვიცოდი და მზად ვიყავი ჩემი სისუსტისთვის. სისუსტე, რომელიც ფრთებს მასხამდა. ვეხებოდი და სუნთქვა მეკვროდა, აუხსნელად ვხვდებოდი მისი გამოხედვაში დაჭერილ ნებისმიერ გრძნობას, რომელსაც უსასრულობამდე მივყავდი. წვიმდა და წვიმის წვეთები იმდენად ჰაეროვნად მეცემოდა კანზე, რომ ანდრეს შეხებას ვამსგავსებდი. ფაქიზს, მაგრამ რომ დაგშანთავს ისეთს. მისი შეხება მახსენდებოდა და მეღიმებოდა.
-გეფიცები, გამიზნულად არ მოვსულვარ შენამდე. სახლში ვიყავი, ჩაი დავლიე, მონატრებას ვერაფერი ვუშველე, გამოვედი და გაუაზრებლად მოვედი შენამდე. ხედავ, როგორ გგრძნობ, ანუკი?!
დამეფიცება, მთელი სხეული მეწვოდა. მეგონა, მშანთავდნენ და ცეცხლი მეკიდებოდა.
-რამდენიმე ნაბიჯით შორს დგახარ ჩემგან და შენით გამოწვეულ ჩემს აჩქარებულ გულისცემას გრძნობ, ანდრე?!
-ვგრძნობ. მე ყველაფერს ვგრძნობ. აქაც ვგრძნობ შენს თმის სურნელს, ყველაფერს, ანუკი.
-ზურგი მეწვის შენი მზერით.
-ეს კარგის ნიშანია. ვიღაცის მზერა, რომ შენში ქაოსს იწვევს, ესე იგი, რაღაცას გრძნობ და იქ, გულთან, სისხლი გიდუღს.
-შენ სახეს ვერ ვხედავ, მაგრამ ჩემი სული ბობოქრობს, ანდრე.
-იდექი.
ვიგრძენი, როგორ წამოვიდა ჩემკენ. მის ყველა ნაბიჯს ვგრძნობდი. მეხებოდა და ვგრძნობდი. თითის ბალიშებს ნაზად დაატარებდა ჩემს სახეზე, უმისამართოდ.
-ამ გრძნობის მეშინია, ანუკი. ყველა წამში, რომ მანადგურებს, მაგრამ დანარჩენს შენც, ხომ გრძნობ?! მე გეხები თითებით, შენ შეშდები. გითხრა რატომ?! იმიტომ, რომ ცხადად გრძნობ იმას, რასაც ადამიანები სიტყვით ვერ ხსნიან და ყველაზე ცხოველური გრძნობაა.
-გრძნობა არა, ანდრე. ეს აღმაფრენაა და მაშინ, როცა ადამიანები ამ აღმაფრენას ვგრძნობთ, სამყაროს სხვაგვარად აღვიქვამთ.
-ჩაის თეორიამ არც ისე გაამართლა. შენი მონატრება იმდენად ძლიერი იყო, ვერ გავუმკლავდი.
-მეორე მე რას მეუბნებოდა, იცი, ანდრე?
-არა, ანუკი.
-სახლში მალე მიდი და ჩაი დალიე-ო.
-არ დაუჯერე, ხო?
-შენ ჩემამდე მოხვედი, ანდრე.
-ახლა, რომ ვთქვა-ვიცეკვოთ-მეთქი, ბანალურობა იქნება, არა?
მისკენ შევბრუნდი. თავი მხარზე დავადე, ხელები კისერზე შემოვაწყვე და ტანი ავაყოლე.
-მე ვფიქრობ, ადამიანები ყველაზე მეტად საყვარელ ადამიანთან ვავლენთ სისუსტეს.
-და სისუსტე, ჩემთან, შენს აჩქარებულ გულისცემაში გამოიხატება.
ყველაფერი მეწვოდა. მე ვგრძნობდი მის შეხებას იმდენად არარეალურად, რომ მეშინოდა. მეგონა, ანდრე არარეალობა იყო, რომელსაც მე ვაქცევდი რეალობად და ასე ვცდილობდი სამყაროს შეცნობას.
-ანუკი, ჩემს გულისცემას მოუსმინე.
მხრიდან თავი ჩამოვწიე და გულზე დავადე. ისიც ჩემსავით იყო და მაშინ დავრწმუნდი, რომ ანდრე ჩემი გული იყო, რომელსაც ისე მართავდა, როგორც მას სურდა, თუნდ დაუფიქრებლად. ვერ აგიხსნით, მისი შეხებით ჩემში გამოწვეულ ცვლილებებს, მაგრამ თქვენც, ხომ ხვდებით ახლა, როგორ ვარ.
-რა-ო, რას გეუბნება?
მისი ტუჩები თმებზე მეხებოდა და ჩემს სურნელს ისუნთქავდა.
-აჩქარებული გაქვს.
დაბნეულმა ვუთხარი.
-და შენ იცი, ეგ რას ნიშნავს?
-ვერ ავხსნი.
-გინდა, მე აგიხსნა, ანუკი?
-მინდა.
მის გულ-მკერდზე თავდადებული ვბურტყუნებდი და მის სურნელს ჩემში ვისრუტავდი. თამბაქოს კვამლივით მიწვავდა მთელ ორგანიზმს.
-შენ მე რაღაც დამმართე.
-ეგ, როგორ, ანდრე?
ვიცოდი, ზუსტად ვიცოდი, რაც იგულისხმა, მაგრამ პასუხი მჭირდებოდა.
-აი, ასე, ჩვეულებრივად. მოხვედი ნიკუშას დაბადებისდღეზე და უარაფრობიდან რეალურობას დამაჯახე.
არ ცდილობდა ყველაფრის პირდაპირ თქმას, მას უნდოდა-უბრალოდ, მე ეს ყველაფერი მეგრძნო და არა, სიტყვით აეხსნა. კი, სიტყვებს დიდი ძალა აქვს, მაგრამ როცა გრძნობ, მაშინ ყველაფერს სხვა ხიბლი აქვს.
-მხოლოდ ვიცეკვოთ.
სიტყვები არ იყო ახლა საჭირო. ყველა მოძრაობა რაღაც სიტყვას ხსნიდა. ყველამოძრაობა ვინმეს, რომ დაენახა რაღაც გრძნობას ამოიკითხავდა. ყველა მოძრაობა ჩვენს ისედაც აჩქარებულ გულისცემას უფრო აჩქარება და ზოგადად, ყველა მოძრაობა უხილავს გვაგრძნობინებდა.
-სახლში წაგიყვან, ანუკი.
-კარგი.
ცეკვა შევწყვიტეთ. გვერდით დამიდგა, ჩემი ხელი მის ხელში მოიქცია და ასე მივდიოდით. ამ სამყაროში ყველაფერი ბანალურია, მაგრამ აქამდე, ასე, რომ დამენახა ქუჩაში ხელჩაკიდებულები როგორ მიდიოდნენ ვიღაცები, გავიცინებდი და ვიტყოდი-ამ ხალხს ფანტაზიის უნარი არ აქვთ-მეთქი. ორი ხელის მტევანი ერთად რაღაც უსასრულობას ნიშნავს. იმხელა მუხტი მოდიოდა ანდრესგან, რომ ენერგიით ვივსებოდი.
-ანდრე.
-გისმენ, ანუკი.
-საბა როგორ გაიცანი?
კითხვისნიშნიანი თვალები მივაპყარი პასუხის მოლოდინში.
-ანუ, ყველაფრის გაგება გინდა, ხო?
სიცილით მითხრა. ასე იყო, მართლა. მაინტერესენდა და მგონი, ნინუცასგან ცნობისმოყვარეობა გადმომედო, მაგრამ ანდრე ისეთი საკითხი იყო, მინდოდა ყველაფერი მცოდნოდა.
-ხო.
-თათიას გარდაცვალებამ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შავი ლაქა დატოვა. დღითიდღე ვხვდებოდი, რომ მე ძველ ანდრეს აღარ ვგავდი. ბავშვს, რომელიც სულ ეშმაკობდა და მის დას აბრაზებდა. ნიკუშას მშობლები ყურადღებას არ მაკლებდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ არ იყო ჩემთვის მარტივი. საათობით ვიჯექი ოთახში ერთ წერტილს მიშტერებული. დღეები ისე გადიოდა, რომ შიმშილობით მალე ძვლებიც დამეტყო.
თვალებში სევდა ედგა, მაგრამ ბოლოს მაინც გაიცინა.
-მერე, ნიკუშას მშობლებმა გადამიწყვიტეს, რომ ფსიქოლოგი მჭირდებოდა. იმდენი ფსიქოლოგი გამოვიცვალე, აღარც მახსოვს. საბა ასე გავიცანი, ჩემი ფსიქოლოგი იყო, ახლაცაა ნაწილობრივ და დღემდე ვმეგობრობთ. პირველად საბასთან გნახე. მე გამოვედი კაბინეტიდან და შენ იმ დროს გქონდა საბასთან ვიზიტი. მერე, ისე მოხდა, რომ ჩემი გამოსვლა შენს იქ მოსვლას ემთხვეოდა. შენზე ყველაფერს საბასგან ვიგებდი, არ უნდოდა თქმა, მაგრამ მე რის ანდრე ვიყავი.
ისევ გაეცინა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და ღრმა ნაპასი დაურტყა.
-მერე საფრანგეთში, რომ წავედი კომპიუტერით მაინც, ვახერხებდი საბასთან საუბარს.
სიმართლე გითხრათ, ცოტა ხანი გავითიშე, მართლა. და ისიც დავიჯერე, რომ არარეალურობა იყო ყველაფერი. ფაქტები ისე უკავშირდებდა ერთმანეთს, რომ ახსნა მარტივი იყო, მაგრამ გაგება რთული. ვერ ვაზროვნებდი. გონება მხოლოდ იმას იმეორებდა-"შენ ანდრეს ყოველ დღე ხედავდი". ჩემი ტვინი მარტო ამას აღიქვამდა ამ წუთას და ორაზროვნად გახლეჩილი ვიყავი.
-ანუ, შენ გინდა თქვა, რომ აქამდე ათასჯერ მყავხარ ნანახი?
დაბნეულმა ერთი წინადადება ძლივს ამოვიბლუკუნე და შეშფოთებული სახით გავხედე.
-ცოტა არარეალურად გეჩვენება, ახლა, რომ დავუკავშირდით ერთმანეთს, ხო?
ნაპასებს ურტყამდა, სიგარეტის კვამლს პირიდან არ უშვებდა და სუნთქვას იკავებდა.
-ეგრე რატომ აკეთებ?
აბსოლიტურად სხვა შინაარსიანი კითხვა იყო, მაგრამ მართლა მაინტერესებდა.
-როგორ მიყვარს, ნაპასს, რომ დაარტყავ და კვამლს არ უშვებ. ფილტვები, რომ გეწვის და ცრემლები მოგდის, ყველაზე მაგარი შეგრძნებაა.
-და ამაში მაგარი შეგრძნება რა არის, ჩემ თავს გაფიცებ?
დაბნეულმა ვკითხე და ცხვირი ავიბზუე. უკვე, მეორედ დავაფიცე ჩემი თავი და ახლაც, მაშინდელივით გაშეშდა, დაიბნა და გამომხედა.
-ყველაფერი, რომ გტკივა და გეწვის, აი, ეგ.
-გიჟი ხარ, ყველას გეფიცები.
-ყველა-ში მეც ვიგულისხმები?
აი, ეს ჩაძიებები, რომ უყვარდა ფაქტი იყო. არაფერი მიპასუხია, მიხვდა თვითონაც. იმედია, თქვენც მიხვდით.
-ანდრე.
-ჩაგეხუტები, რა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი შეხედვითაც კი, მეწვოდა ყველაფერი და ცუდად მხდიდა, მისი ჩახუტება ყველაფრისგან ხსნა იყო ჩემთვის.
ხელებს, რომ შემოხვევ, ჩაიხუტებ, შენად აქცევ და ყველაფერს, აქამდე განუცდელს, რომ იგრძნობ, აი, ეგ არის ის, რასაც ერთადერთი გრძნობა ახსნის.
-ანუკი, სასწაულად ცივი ხარ.
-ყოველთვის ასე ვარ.
-ხელები სულ გაყინული გაქვს.
-ცივსისხლიანი ვარ, მგონი.
სიცილით ვუთხარი და ხელები უფრო შემოვხვიე.
-შენი ხელის მტევანი.
-ხო, გაყინულია.
მის ხელში მოიქცია და ხელის მტევანზე მაკოცა. ელექტრონებმა დამიარა, სისხლმა უსწრაფესად დაიწყო ცვლა, გული ამიჩქარდა.
-ყველაფერი, ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ ვიცი-როცა ჩემი ტუჩები შენ გგრძნობს, გული სასწაულად მიჩქარდება. მგონი, დროა ახალი თეორემა დავამკვიდროთ.
ყველა სიტყვას ისე ვგრძნობდი, ისე...ანუ, როგორ აგიხსნათ. ჩემებურად, მხოლოდ ჩემებურად, მხოლოდ ჩემთვის გასაგებად. მხოლოდ ჩემებურად და ჩემთვის.
-ჩამომიყალიბე აბა, თეორემა.
სიცილით ვუთხარი.
-როცა ადამიანი საყვარელ ადამიანს გრძნობს, გული უსწრაფესად იწყებს ცემას.
რაღაცნაირი მზერით იყურებოდა. თან უკმაყოფილოდ.
-არა, რა. თეორემების ჩამოყალიბებაში ყოველთვის იდიოტი ვიყავი.
ტუჩი აიბზუა ცხვირთან ერთად.
-ჩვენ, ხომ ვიგებთ აზრს და ჩამოყალიბებას არა უშავს.
ისევ შემოვხვიე ხელები და ახლა უფრო ჩავეხუტე.
-ნახე, ხელები გაგთბობია.
კისერზე შემოვაწყვე ხელები და თავი ჩემს თმაში ჩარგო.
-შენი დამსახურებაა.
-ყველაფერს გრძნობ, ანუკი, ხო?
თავი დავუქნიე, აღარაფერი მითქვამს. ჩუმად ვიყავით ორივე და სუნთქვას ვაყოლებდით ყველაფერს. თვალები დახუჭული მქონდა და მისი სახე მაინც თვალწინ მედგა. მისი სურნელი საოცარი იყო. არ მიყვარდა ფაქტების აღნიშვნა, მინდოდა მხოლოდ ჩემთვის მცდონოდა, მაგრამ თავბრუს მახვევდა მისი სურნელი და სრულიად მთიშავდა. ტუჩებით ყელზე, რომ შემეხო მოძრაობის და აღქმის უნარი სულ დავკარგე. ერთი ვიცოდი-მალე ასე გავგიჟდებოდი. სულით ხორცამდე ვგრძნობდი მისი ათრთოლებული ბაგეები შეხებას და სხეული მიკანკალებდა. ეს არ იყო ადამიანური გრძნობა, რაღაც ცხოველურს გავდა, რომელიც ჩემს გონებას ათასად ატრიალებდა და გონს მაკარგვინებდა.
-დამშვიდდი, ანუკი.
ჩემს ყელზე ბუტბუტებდა და ბრმად ჩამესმოდა მისი ხმა.
-ყველაზე მაგარი გრძნობა შენი შეხებითაა გამოწვეული.
მე ხმას ვერ ვიღებდი. ვდუმდი. არადა, ორგანიზმში ყველაფერი ბობოქრობდა. ტვინამდე აღწევდა ინფრომაცია, მაგრამ გადმოცემა არ შემეძლო.
-თვალებით მიჭერ, ანუკი.
ვერ მივხვდი ბოლომდე. ის ხომ იდუმალი იყო, ამოუცნობი, უცნაურობასთან დაკავშირებული. თქვენც თუ მიხვდით, მეც გამაგებინეთ!
-ამოუცნობი ენით მელაპარაკები.
მაბნევდა. იცოდა, ზუსტად იცოდა, რომ მაბნევდა და ცუდად ზემოქმედებდა ჩემზე. ცუდად, არა, პირდაპირი გაგებით, რა თქმა უნდა.
-სამყაროდან სრულიად მთიშავ.
ვიცოდი, უნდოდა, რომ მეც მეპასუხა მისთვის თითოეულ სიტყვაზე, მაგრამ ახლა ამის ძალა არ მქონდა. რომ გეკითხათ, ანდრე ვინაა-ო, შეიძლება, ეგეც ვერ მეპასუხა. და ისე, ანდრე ვინაა?! ანდრე იდეალია!
-ყველას და ყველაფრის შეგრძნებას მაკარგვინებ შენთან დაკავშირებული ნებისმიერი რამის გარდა, ანუკი.
სული მიკიოდა, რომ რამე მეთქვა, მაგრამ გეფიცებით, ანდრეს თავს გეფიცებით, ხმას ვერ ვიღებდი.
-გიყურებ და სხვა ვეღარაფერს ვხედავ, შენ თავს გეფიცები.
ჩემს თავს, რომ იფიცებდა მაშინ რაღაც სულ სხვა მემართებოდა. მეგონა, დედამიწის ცენტრში ვიდექი და ჩემ ირგვლივ ბრუნავდა ყველაფერი. ანდრე ყველაფერ იმას მაგრძნობინებდა, რაც ჩემთვის ზღვარს გადასვლასთან ასოცირდებოდა.
-ყოველდღე ვხვდები, რომ უშენოდ ვეღარ ვძლებ, ანუკი.
ხმაში შიში შეჰპარვოდა. არ ვიცი, რისგან იყო გამოწვეული ეს შიში, მაგრამ მეც იგივეს ვგრძნობდი. მე იმის შიში მქონდა, რომ მალე გამაგიჟებდა და ჭკუიდან გადამიყვანდა. თუმცა, არც ახლა ვიყავი ნაკლებად.
-რამე მითხარი, რა.
მუდარა ვიგრძენი. მასაც სჭირდებოდა ეს სიტყვები, როგორც მე. წამალივით იყო, ნარკოტიკივით.
-შენ ჩემი სისუსტე ხარ ანდრე!
მეტის თქმა არ იყო საჭირო. დანარჩენს იგრძნობდა ისედაც, ვიცი. მოვშორდი, თვალებში შევხედე, ხელით სახეზე მოვეფერე და ვიგრძენი, როგორ გაშეშდა. არც ის იყო ჩემზე ნაკლებ დღეში.
-ხომ იგრძენი, რაც დამმართე?!
თავი დავუქნიე და ხელებს მის სახეზე დავატარებდი. თვალებზე ვაკოცე და წამოვედი. ისიც არ მქონდა გააზრებული, რომ უკვე ჩემს სადარბაზოსთან ვიდექით, მაგრამ უნდა წავსულიყავი მეტი აღარ შემეძლო ფიზიკურად და სულიერად საერთოდ. შეშლილს ვგავდი, გრძნობებისგან გაგიჟებულს და თავს ვეფაფერს ვუშვებოდი. ყველაზე მეტად ეს მაგიჟებდა.
ნინუცასთვის ყურადღება არ მიმიქცევია, პირდაპირ აბაზანისკენ გავემართე. 1/4 ჩავრთე, ყველა სიმღერა მქონდა, და უკვე, დაუსრულებლად შემეძლო მოსმენა. ბოლომდე ავუწიე და სულ სხვა სამყაროში გადავეშვი ცხელ წყალთან ერთად. ყველაფრის გაანალიზებას ვცდილობდი, მაგრამ მიჭირდა, ასე ერთბაშად ჩემი გონება ყველაფერს ვერ აღიქვამდა.
არც მახსოვს, რამდენი ხანი ვიყავი ცხელი წყლის ქვეშ და სრულიად მოდუნებული გამოვედი, საწოლზე დავჯექი, ფანჯრიდან ვუყურებდი მთვარეს და გაუაზრებლად ავიღე ტელეფონი ხელში. შეტყობინებებს გადავხედე და მინდოდა, მასაც ეგრძნო ის, რასაც მე ვგრძნობდი მისი ყველა მოწერისას.
"მარტივი მეგონა. არადა, რთულზე მეტი ყოფილა. მახრჩობს, ყელში მიჭერს შენი მონატრება. შენ ჩემი სისუსტე ხარ, ანდრე!"
ტელეფონი გავთიშე საერთოდ. ფანჯარა გავაღე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ცას მივაშტერდი და გონება მხოლოდ ანდრეს იმეორებდა გამუდმებით.
ჩემი სახელი შემომესმა, ძირს ჩავიხედე და ჩრდილს მოვკარი თვალი. დამეფიცება, მის ჩრდილსაც კი, ვცნობ. ტელეფონს ხელი დავავლე და სწრაფად ჩავრთე. ზარმაც არ დააყოვნა.
-არ შემეძლო, შენ თავს გეფიცები.
ტელეფონში მისი ხმა გავიგონე და ათასი რაღაც დამემართა.
-ძირს ჩამოდი, რა, ანუკი.

ხო, ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ჩემს დაგვიანებას, რომ ვერაფერი ვუშველე.
ვეცადე ყველანაირად, რომ კარგი გამოსულიყო.
ჩემთვის ყველა სიტყვა ძვირფასია. ყველა ოქროს სიტყვაა. ყველა გულში შესანახია. მინდა, რომ თქვენთვისაც ასე იყოს და თქვენამდეც მოვიდეს ყველაფერი, რასაც მე ვგრძნობ. ყველაზე ძვირფასი ადამიანები ხართ. მიყვარხართ, მიხარიხართ, მაბედნიერებთ. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ასეთი სიტყვებისთვის და დამოკიდებულებისთვის.
ჩემი საოცრებები ხართ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

გულის შეტევა მაქს!საოცრება ხარ,სიტყვით უთქმელი და აუღწერელი.შენ და შენი ^^პერსონაჟები^^ რაღაც საოცრებები ხართ რასაც ვერ ვამბობ,ვერ გადმოვცემ და სიტყვებიც არ მყოფნის.შენ არ იცი როგორ მახარებ,მანებივრებ და სიტყვით უთქმელ გრძნობებს მაძლევ შენი წყველა სიტყვით,წინადადებით,სასვენინიშანით.ოქრო ხარ,ოქროზე უფრო ძვირფასი ჩემთვის და ეს შენც კარგათ იცი.ბედნიერება ხარ რომელსაც ვერავინ წამართმევს.ადამიანი ხარ რომელსაც მუდამ გამოსდის ჩემი ხასიათის გამოსწორება,ადამიანი რომელსაც ვენდობი და მეამაყება.მიყვარხარ ჩემო გოგო.ეს ისტორია კი...არ ვიცი ,გეფიცები არ ვიცი რა ვთქვა.
(შენი ანუკი)

№2  offline ადმინი ელპინი

სულელი მეოცნებე

ჩემი ანუკი, აუ, შენ რა ოქროს გოგო ხარ, ხომ არ იცი!
რა არის ეს?! ეს მე მითხარი?! გინდა, რომ გული გამისკდეს სიხარულისგან, ხო?! გინდა, რომ ვიტირო, ხო?!
არა, რა. წინასწარ გამაფრთხილე ხოლმე ასეთი კომენატრის დაწერას, რომ დააპირებ ასეთი საოცარი სიტყვებით, თორემ ახლა რომ სიხარულისგან ვტირი, მერე გული გამისკდება და ეგაა.
ბევრს ნიშნავს ჩემთვის შენი სიტყვები. მიხარია ასე შენამდე, რომ მოდის ყველაფერი და ასე, რომ გრძნობ ყველაფერს. ყველაზე ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ გრძნობები მოდის შენამდე და მე ვცდილობ ყველანაირად, რომ ბოლომდე მოვიტანო თითოეულ თქვენთაგანამდე ყველაფერი. ვერასდროს გადაგიხდი იმ სითბოს, რასაც შენი ყველა სიტყვა მე მანიჭებს.
ოქროს გოგო ხარ შენ, ანუკი!
მიხარია, თუ შენთვის ამდენს ვნიშნავ და შენთვის ბედნიერება ვარ.
რაც შეეხება ხასიათის გამოსწორებას, ეგ არ ვიცი, როგორ გამომდის, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე, რომ მე სულ შენს გვერდით ვარ და ყოველთვის ყველაფერში დაგიჭერ მხარს.
შენ იცი, რატომაც გენდობი და შენ ისიც იცი, როგორ გენდე მე!
მეც მიყვარხარ, ანუკი.
მადლობა თითოეული სიტყვისთვის და ამდენი სითბოსთვის.
ოქროს გოგო ხარ!
❤❤❤❤

№3 სტუმარი მარი. ელ❤

ვაუუ ბრილიანტო საოცრებავ შოკი ხარ და ეს თავიც როგორც ყველა დანარჩენი არაჩვეულებრივი იყო განსხვავებული ემოციების ნაზავია ეს ისტორია ეს ზღვარს გადაცილებული გრძნობა გადატრიალებას ახდენს ჩემს სხეულში თითოეული მომენტი შეგრძნება ისეა აღწერილი გამორიცხულია არ იგრძნო ყოველივე ეს:) ისეთ სამყაროში ვხვდები სადაც ასე სიტყვების გარეშე ესმით ერთმანეთის უყვართ წრფელი გრძნობით ერთმანეთისას ყველაფერს გრძნობენ უბრალოდ ასეთი გრძნობა იშვიათი მეც მინდა ასეთი სიყვარული:დდ ეეჰ არარეალურ სამყაროში ყოფნას რო არჩევ ადამიანიი:დდ ნუ მოკლედ სად წავედი ნუუ:დდ უმაგრესი ხარ ხოიციი მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხაარ❤❤❤❤

№4  offline წევრი მარიკუნაა♥️

ანა, ცოტა ზედმეტად ბევრი ანუკი იყო,
მაგრამ მაგას არაუშავს.
მთლიანობაში...
სიტყვებით ნუ ათამაშებ ანდრეს.
ბევრად მეტი შეუძლია ქცევით გააკეთოს და ბევრი სიტყვა აღარ არია საჭირო.
მე მაკლდება ხოლმე, ანუკის შეგრძნებები.
სულ პატარა რაღაც უნდა იგრძნოს ხოლმე წარსულიდან, როცა ანდრე ეხება...
ხომ ხვდები, არა?
დანარჩენი...
შავი შოკოლადი შავ ღვინოსთან ერთად:)
იცი შენ ყველაფერი<3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№5  offline წევრი ქეთიtaisia

ჩემი ტკბილი გოგო მოსულა❤❤❤
როგორ გამახარე ახალი თავი იციი?? ძალიან, ძალიან, ძალიან ????❤
შოკში ვარ საოცრება იყო...❤
გეფიცები გული თუ არ დამარტყდა არ მეგონა ????❤
აი რას მიშვება ეს ორი? რას მერჩიან? ორივე ჩემია! მარტო ჩემი!
სუნთქვა მეჯვრისხევის ახლა ისე ვარ...ცუდად ვარ ხალხოო,რას მიკეთებ ელპინო ჰაა?!
ეს პერსონაჟები, თითოეული სიტყვა,ასო-ბგერა როგორ მიყვარს იცი?? არ იცი! ვერ წარმოიდგენ დამიჯერეე!!!
მგონი ცივსისხლიანი:) და ზღვარგადასული ანუკი & იდუმალი და ამოუცნობი,ჩემი და ანუკის იდეალი;) ❤ მაგიჟებენ...ეს ორი უკვე მაგიჟებს!
როგორ შეუძლია თ ასე უყვარდეთ ერთმანეთი?
ჩემი ბედნიერება ხარ შენ! კარამელო❤ მიყვარხაარ❤❤❤

ქეთიtaisia

სუნთქვა მეკვრის ახლა ისე ვარ...ცუდად ვარ ხალხოო,რას მიკეთებ ელპინო ჰაა?!

№6  offline ადმინი ელპინი

მარი. ელ❤
ვაუუ ბრილიანტო საოცრებავ შოკი ხარ და ეს თავიც როგორც ყველა დანარჩენი არაჩვეულებრივი იყო განსხვავებული ემოციების ნაზავია ეს ისტორია ეს ზღვარს გადაცილებული გრძნობა გადატრიალებას ახდენს ჩემს სხეულში თითოეული მომენტი შეგრძნება ისეა აღწერილი გამორიცხულია არ იგრძნო ყოველივე ეს:) ისეთ სამყაროში ვხვდები სადაც ასე სიტყვების გარეშე ესმით ერთმანეთის უყვართ წრფელი გრძნობით ერთმანეთისას ყველაფერს გრძნობენ უბრალოდ ასეთი გრძნობა იშვიათი მეც მინდა ასეთი სიყვარული:დდ ეეჰ არარეალურ სამყაროში ყოფნას რო არჩევ ადამიანიი:დდ ნუ მოკლედ სად წავედი ნუუ:დდ უმაგრესი ხარ ხოიციი მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხაარ❤❤❤❤

აუუუუუუ, კარგი, რა, მარიამ!
მე მიკეთებ ამას?!
მე?!
შენ, შაქარყინულო?!
აუუუ, გინდა რომ გული გასკდეს, ხო?!
საქალბატონე მარიამ, შენ ნორმალური ხარ?! ეს რაები მითხარი, რა ჩამიტარე?!
არა, სერიოზულად გეკითხები, მართლა-რა ჩამიტარე?!
როგორ შეიძლება ახლა მე ნორმალურად ვიყო, მეტყვი?!
როგორ შეიძლება ახლა მე გული გაათასმაგებულად არ მოფეთქავდეს, სადაცაა, რომ გამისკდება ისე.
ვაიმე, შენ ხარ საოცრება. მართლა შაქარყინული, ბრილიანტი, მარგალიტი და რა ვიცი, ყველაფერი კარგი ხარ შენ!
მიხარია, იმაზე მეტად, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. ყველა შენი სიტყვა, არც კი იცი, რამდენს ნიშნავს ჩემთვის. ოქროზე ძვირფასია, გეფიცები. თუ შენთვის ეს სიყვარული იდეალურია, მაშინ ასეთ სიყვარულს გისურვებ, მარიამ!
დიდი, დიდი მადლობა ყველა სიტყვისთვის, ასეთი თბილი დამოკიდებულებისთვის და გრძნობების გაზიარებისთვის.
ჩემი შაქარყინული ხარ შენ.
გყვარობ, ლამაზმანო❤❤❤❤

მარიკუნაა♥️
ანა, ცოტა ზედმეტად ბევრი ანუკი იყო,
მაგრამ მაგას არაუშავს.
მთლიანობაში...
სიტყვებით ნუ ათამაშებ ანდრეს.
ბევრად მეტი შეუძლია ქცევით გააკეთოს და ბევრი სიტყვა აღარ არია საჭირო.
მე მაკლდება ხოლმე, ანუკის შეგრძნებები.
სულ პატარა რაღაც უნდა იგრძნოს ხოლმე წარსულიდან, როცა ანდრე ეხება...
ხომ ხვდები, არა?
დანარჩენი...
შავი შოკოლადი შავ ღვინოსთან ერთად:)
იცი შენ ყველაფერი<3

მარიამ, შენი აქ გამოჩენა ჩემთვის, რომ ბევრს ნიშნავს, ხომ იცი ეგ?!
ვიცი, ყველაფერი ვიცი და აქ ავირიე.
ეგეც ვიცი, ხო.
უბრალოდ, ახლა ასე გამოვიდა.
მაქსიმალურად შევეცდები გამოვასწორო ყველაფერი.
დიდი მადლობა, მარიამ, რომ აქ ხარ და აზრს მიზიარებ.
მიყვარხარ :)))) ❤

გაოცებული ვზივარ და ისიც არ ვიცი, რა გიპასუხო. რა სიტყვები მოვძებნო, რომ ის გითხრა, რაც შენ და შენმა სიტყვებმა ახლა განმაცდევინეთ.
არ ვიცი, მართლა არ ვიცი, გეფიცები. აუ, იცი, როგორ მიხარია ასე, რომ ელოდებოდი და გულმა დაგარტყას კი არა, მერე კომენტარებს ვინ დამიწერს მე?! უფ, რა ეგოისტი ვარ :დდდდდ
აუ, მე კი არ გიკეთებ რამეს შენ, აქეთ მმართებ ყველაფერს რაღაც საოცრებებს, რომ მეუბნები!
მიხარია, რომ ანდრე შენი იდეალია და არც იცი, ეს რამდენს ნიშნავს ჩემთვის! მაშინ, ანდრეს გისურვებ.
ყველაზე მაგარს და ყველაზე იდეალურს!
მიხარია, რომ შენთვის ჩემი პერსონაჟი იდეალია და ამდენად გიყვარს.
ძალიან კარგი გოგო ხარ, უღრმესი მადლობა, ჩემო საყვარელო გოგო.
მეც მიყვარხარ ძალიან.
❤❤❤❤

№7  offline წევრი Mtirala

სულ, ჩვევად მაქვს კომენტარების წაკითხვა, აი სულ.
მაგრამ დღეს ვერა, რა.
სხვისთვის განკუთვნილი სიტყვები ძალიან არ მომწონს ,
ვერ ვიტან,
ცუდად ვხდები და მინდა სადმე გავქრე.
შენც, ხომ იცი როგორი ეჭვიანი ვარ?!
"ჩვენ, ხომ ვიგებთ აზრს და ჩამოყალიბებას არა უშავს."
აი, აქ... მურმანის ეკლობა მომიწევს ვატყობ :დდ
ყველაფერი, ყველა დეტალი მომწონს,
მაგრამ ის არ იყო რაც უნდა ყოფილიყო.
მგონი, უფრო მეტს ველოდი, არა, იმედი არ გაგიცრუებია, მაგრამ
მაინც...
სანამ კომენტარის წერას დავიწყებ, თავში მილიონი აზრი მიტრიალებს,
ასჯერ მაქვს დალაგებული,
მაგრამ ვიწყებ თუ არა ვირევი, მავიწყდება,
ამიტომ მაპატიე, ხო?!
ვერ ვლაპარაკობ პერსონაჟებზე, არ მინდა.
მათ ვერ შევიყვარებ,
რადგან მათი ორიგინალები მიყვარს, მგონი :))
აი ჩემი დიდი ხარ შენ.
ჩემი დიდი გოგო.
ყოველთვის დიდ მნიშვნელიბას მივანიჭებ ამ "დიდს" და "პატარას".
მიყვარხარ, დიდო,
ზღვარს იქით შეიძლება ვერ ვქაჩავ, მაგრამ... ზღვარზე ხომ ვდგავარ, არა?! :))

პ.ს. "სხვისთვის" - ეს ვახსენე ერთ ადგილას :დდ ის არ იგულისხმება...
უფროსწორად ვერ :)))
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№8  offline ადმინი ელპინი

Mtirala

ასე, ხო?!
ასე, არა?!
ვიცოდი, ვიცოდი, რომ იმას მაინც წაიკითხავდი და სხვას არა.
გეფიცები, ვიცოდი.
აუ, შენ ვინც არ გიცნობს, რა.
:დდდდდდდდდდდდ
მურმანის ეკლობა არაა კარგი, ხომ იცი?! მაგრამ, კარგი, ჯანდაბას :დდდდდდდდ
ხომ იცი, ეგ რაზეც გითხარი ახლა.
არა უშავს, აქ ავირიე, ცოტა გავჭედე, მეც ვიგრძენი ეგ და ვეცდები, მომდევნო იყოს სრულყოფილება, შენთვის მაინც ვეცდები, ხომ იცი?!
აუ, ორიგინალები-ო და მანდ ვსო, გაწყდა ჩემი გულისცემა, პატარა.
იცი შენ, რამდენს ნიშნავს ჩემთვის ეგ სიტყვები და ზუსტად მაგიტო მიყვარხარ!
პატარა,
იცი, რა. ყველაფერი იცი, რა და როგორ. ისიც, რომ ჩემთვის ცოტას არ ნიშნავ, ბევრს არ ვიტლიკინებ ახლა.
მიყვარხარ,
პატარა.

პ.ს. თავიდანვე მივხვდი მაგას, საქალბატონევ :დდდდდდდ

№9 სტუმარი მარი. ელ❤

რეალურად გაფასებ ჩემო ბრილიანტო იმსახურებ ყველა ამ სიტყვას და უფრო მეტსაც რომ გკითხე ხომ იცი რაც ხარ და თუ არიცი მაწყენინებთქო ტყუილად ვთქვიი?! აბა ახლა შენ გამეცი პასუხი ბრილიანტო❤❤❤

№10  offline ადმინი ელპინი

მარი. ელ❤
რეალურად გაფასებ ჩემო ბრილიანტო იმსახურებ ყველა ამ სიტყვას და უფრო მეტსაც რომ გკითხე ხომ იცი რაც ხარ და თუ არიცი მაწყენინებთქო ტყუილად ვთქვიი?! აბა ახლა შენ გამეცი პასუხი ბრილიანტო❤❤❤

აუ, მაგ კითხვაზე მე ვერ გიპასუხებ :დდდდ
მირჩევნია, ისევ შენ შემაფასო :))))
უსაყვარლესი ხარ, მარიამ, ტკბილო შაქარყინულო.
დიდი, დიდი მადლობა.
გაკოცე ბევრიიიი❤❤❤❤

№11  offline წევრი ქეთიtaisia

ელპინი
მარი. ელ❤
ვაუუ ბრილიანტო საოცრებავ შოკი ხარ და ეს თავიც როგორც ყველა დანარჩენი არაჩვეულებრივი იყო განსხვავებული ემოციების ნაზავია ეს ისტორია ეს ზღვარს გადაცილებული გრძნობა გადატრიალებას ახდენს ჩემს სხეულში თითოეული მომენტი შეგრძნება ისეა აღწერილი გამორიცხულია არ იგრძნო ყოველივე ეს:) ისეთ სამყაროში ვხვდები სადაც ასე სიტყვების გარეშე ესმით ერთმანეთის უყვართ წრფელი გრძნობით ერთმანეთისას ყველაფერს გრძნობენ უბრალოდ ასეთი გრძნობა იშვიათი მეც მინდა ასეთი სიყვარული:დდ ეეჰ არარეალურ სამყაროში ყოფნას რო არჩევ ადამიანიი:დდ ნუ მოკლედ სად წავედი ნუუ:დდ უმაგრესი ხარ ხოიციი მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხაარ❤❤❤❤

აუუუუუუ, კარგი, რა, მარიამ!
მე მიკეთებ ამას?!
მე?!
შენ, შაქარყინულო?!
აუუუ, გინდა რომ გული გასკდეს, ხო?!
საქალბატონე მარიამ, შენ ნორმალური ხარ?! ეს რაები მითხარი, რა ჩამიტარე?!
არა, სერიოზულად გეკითხები, მართლა-რა ჩამიტარე?!
როგორ შეიძლება ახლა მე ნორმალურად ვიყო, მეტყვი?!
როგორ შეიძლება ახლა მე გული გაათასმაგებულად არ მოფეთქავდეს, სადაცაა, რომ გამისკდება ისე.
ვაიმე, შენ ხარ საოცრება. მართლა შაქარყინული, ბრილიანტი, მარგალიტი და რა ვიცი, ყველაფერი კარგი ხარ შენ!
მიხარია, იმაზე მეტად, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. ყველა შენი სიტყვა, არც კი იცი, რამდენს ნიშნავს ჩემთვის. ოქროზე ძვირფასია, გეფიცები. თუ შენთვის ეს სიყვარული იდეალურია, მაშინ ასეთ სიყვარულს გისურვებ, მარიამ!
დიდი, დიდი მადლობა ყველა სიტყვისთვის, ასეთი თბილი დამოკიდებულებისთვის და გრძნობების გაზიარებისთვის.
ჩემი შაქარყინული ხარ შენ.
გყვარობ, ლამაზმანო❤❤❤❤

მარიკუნაა♥️
ანა, ცოტა ზედმეტად ბევრი ანუკი იყო,
მაგრამ მაგას არაუშავს.
მთლიანობაში...
სიტყვებით ნუ ათამაშებ ანდრეს.
ბევრად მეტი შეუძლია ქცევით გააკეთოს და ბევრი სიტყვა აღარ არია საჭირო.
მე მაკლდება ხოლმე, ანუკის შეგრძნებები.
სულ პატარა რაღაც უნდა იგრძნოს ხოლმე წარსულიდან, როცა ანდრე ეხება...
ხომ ხვდები, არა?
დანარჩენი...
შავი შოკოლადი შავ ღვინოსთან ერთად:)
იცი შენ ყველაფერი<3

მარიამ, შენი აქ გამოჩენა ჩემთვის, რომ ბევრს ნიშნავს, ხომ იცი ეგ?!
ვიცი, ყველაფერი ვიცი და აქ ავირიე.
ეგეც ვიცი, ხო.
უბრალოდ, ახლა ასე გამოვიდა.
მაქსიმალურად შევეცდები გამოვასწორო ყველაფერი.
დიდი მადლობა, მარიამ, რომ აქ ხარ და აზრს მიზიარებ.
მიყვარხარ :)))) ❤

ქეთიtaisia
ჩემი ტკბილი გოგო მოსულა❤❤❤
როგორ გამახარე ახალი თავი იციი?? ძალიან, ძალიან, ძალიან ????❤
შოკში ვარ საოცრება იყო...❤
გეფიცები გული თუ არ დამარტყდა არ მეგონა ????❤
აი რას მიშვება ეს ორი? რას მერჩიან? ორივე ჩემია! მარტო ჩემი!
სუნთქვა მეჯვრისხევის ახლა ისე ვარ...ცუდად ვარ ხალხოო,რას მიკეთებ ელპინო ჰაა?!
ეს პერსონაჟები, თითოეული სიტყვა,ასო-ბგერა როგორ მიყვარს იცი?? არ იცი! ვერ წარმოიდგენ დამიჯერეე!!!
მგონი ცივსისხლიანი:) და ზღვარგადასული ანუკი & იდუმალი და ამოუცნობი,ჩემი და ანუკის იდეალი;) ❤ მაგიჟებენ...ეს ორი უკვე მაგიჟებს!
როგორ შეუძლია თ ასე უყვარდეთ ერთმანეთი?
ჩემი ბედნიერება ხარ შენ! კარამელო❤ მიყვარხაარ❤❤❤

ქეთიtaisia
ჩემი ტკბილი გოგო მოსულა❤❤❤
როგორ გამახარე ახალი თავი იციი?? ძალიან, ძალიან, ძალიან ????❤
შოკში ვარ საოცრება იყო...❤
გეფიცები გული თუ არ დამარტყდა არ მეგონა ????❤
აი რას მიშვება ეს ორი? რას მერჩიან? ორივე ჩემია! მარტო ჩემი!
სუნთქვა მეკვრის ახლა ისე ვარ...ცუდად ვარ ხალხოო,რას მიკეთებ ელპინო ჰაა?!
ეს პერსონაჟები, თითოეული სიტყვა,ასო-ბგერა როგორ მიყვარს იცი?? არ იცი! ვერ წარმოიდგენ დამიჯერეე!!!
მგონი ცივსისხლიანი:) და ზღვარგადასული ანუკი & იდუმალი და ამოუცნობი,ჩემი და ანუკის იდეალი;) ❤ მაგიჟებენ...ეს ორი უკვე მაგიჟებს!
როგორ შეუძლია თ ასე უყვარდეთ ერთმანეთი?
ჩემი ბედნიერება ხარ შენ! კარამელო❤ მიყვარხაარ❤❤❤

გაოცებული ვზივარ და ისიც არ ვიცი, რა გიპასუხო. რა სიტყვები მოვძებნო, რომ ის გითხრა, რაც შენ და შენმა სიტყვებმა ახლა განმაცდევინეთ.
არ ვიცი, მართლა არ ვიცი, გეფიცები. აუ, იცი, როგორ მიხარია ასე, რომ ელოდებოდი და გულმა დაგარტყას კი არა, მერე კომენტარებს ვინ დამიწერს მე?! უფ, რა ეგოისტი ვარ :დდდდდ
აუ, მე კი არ გიკეთებ რამეს შენ, აქეთ მმართებ ყველაფერს რაღაც საოცრებებს, რომ მეუბნები!
მიხარია, რომ ანდრე შენი იდეალია და არც იცი, ეს რამდენს ნიშნავს ჩემთვის! მაშინ, ანდრეს გისურვებ.
ყველაზე მაგარს და ყველაზე იდეალურს!
მიხარია, რომ შენთვის ჩემი პერსონაჟი იდეალია და ამდენად გიყვარს.
ძალიან კარგი გოგო ხარ, უღრმესი მადლობა, ჩემო საყვარელო გოგო.
მეც მიყვარხარ ძალიან.
❤❤❤❤

ვაიმეე❤❤❤ მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის საყვარელო????❤
შენ არ შეგეშინდეს გული ვერაფერს დამაკლებს მე :)))
საყვარელი და თურმე ეგოისტი ;) მიყვარხარ ძალიაააან❤❤❤
გაკოცე ბევრი ბევრიიი;)????❤

№12  offline წევრი LaLiDze

აუ,გააგრძელე რა

№13  offline ადმინი ელპინი

LaLiDze
აუ,გააგრძელე რა

კი, კი, აუცილებლად. ახლა გამოცდები მოახლოვდა და სულ გადარბენებზე ვარ. ვმუშაობ მეშვიდე თავზე უკვე. მადლობა მოთმინებისთვის და ბოდიში, რომ გალოდინებ❤❤

№14 სტუმარი მარი. ელ❤

ბრილიანტო ძალიან მომენატრეე შენც და ეს ისტორიაც მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ხომ იცი სულ გელოდებიი:) მიყვარხარ❤❤❤

№15  offline ადმინი ელპინი

მარი. ელ❤
ბრილიანტო ძალიან მომენატრეე შენც და ეს ისტორიაც მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ხომ იცი სულ გელოდებიი:) მიყვარხარ❤❤❤

აუ, მეც როგორ მომენატრე, მარიამ!
ჩემო ოქროს გოგო.
ჩემი შაქარყინულიიიი!
როგორ მიხარია, რომ არ დაგვიწყებივარ. ამ გამოცდების და მასწავლებლების გადამკიდე, სულ ამოვვარდი კალაპოტიდან და ვერ ვახერხებ ნორმალურად წერაზე დაჯდომას, მაგრამ ახლა ცოტა თავისუფალი დრო მაქვს და ამ შაბათ-კვირას ვეცდები ყველანაირად რომ დავბრუნდეეე!
როგორ მომენატრა შენი ტკბილი სიტყვები და შენ ხომ საერთოდ, ჩემო გოგო!
გაკოცეე ძაან ბევრიიიიი!❤❤❤❤❤

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.