შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

300 წუთი (სრულად)

12-02-2018, 15:09
ავტორი An_Gel
ნანახია 5 260

300 წუთი (სრულად)

ბავშვობიდან ვერ ვიტან ორ „დღესასწაულს“ - ჰელოუვინს და ვალენტინობას.
ან საერთოდ, ვინ მოიგონა, რომ რომელიმე მათგანი დღესასწაულია?!
მთელი ბავშვობა ჩემი ქართულის მასწავლებელი ბავშვებს გვეჩიჩინებოდა, რომ არცერთი მათგანი ჩვენი სარწმუნოების დღესასწაული არ იყო და შესაბამისად ჩვენც, როგორც სამაგალითო ახალგაზრდებს, მისი აღნიშვნისგან თავი უნდა შეგვეკავებინა.
არ ვიცი, ქალბატონი ლიას სიტყვება იმოქმედა მაშინ, თუ იმან, რომ არც წესიერი კოსწიუმი და არც შეყვარებული მღირსებია ოდესმე, რომ რომელიმე მათგანი სიხარულით აღმენიშნა, მაგრამ ფაქტია - ბავშვობიდან ვერ ვიტან ვერც ჰელოუვინს და ვერც ვალენტინობას, რომლებმაც ჩვენს დროში განსაკუთრებული აქტუალობა მოიპოვეს.
ყველაზე ცუდი მაინც ის ფაქტია, რომ ქართველი წყვილების ოთხმოცი პროცენტი სულაც არ აღნიშნავს ამ დღეს განსაკუთრებულად, მაგრამ სამეგობრო, სანათესავო ან სანაცნობო წრეს ეს საერთოდ არ უშლის ხელს დამცინავი რეპლიკების კოლონა შეკრან და თავზე დაგაყარონ თოთხმეტი თებერვლის დილის ათი საათიდან.
14 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში საკმარისია კარზე ვინმემ ზარი დარეკოს, რომ ყველა ოთახიდან ცალ-ცალკე მეძახიან: „ნენე, მიდი კარი გააღე, შენმა პრინცმა მოგაკითხა“ ან „წადი, შენს საბედოს შეეგებე, ნენე, არ ალოდინო” და თუ მართლა მივდივარ კარის გასაღებად, ჩემი ძმა არ აყოვნებს - „მოიცა, წამოგყვები, ნენ, საჩუქრებს მარტო ხომ ვერ შემოიტან?!“ და თუ დღე ისე მთავრდება, რომ არავინ გვსტუმრობს, გაკვირვებული მამაჩემი კითხულობს - „ კი მაგრამ, რანაირად დაგივიწყა შენმა რაინდმა?!“ - მერე კი ისევ თავისთვის ბუტბუტებს. – „აა, ალბათ მთელი სამყარო გაჩუქა და ჩვენს პატარა სადარბაზოში ვერ დაატია“
ჰა, ჰა, ჰა. - ეს არის ჩემი კომენტარი. და კიდევ ის ღიმილი, რომლითაც მამაჩემისა და ჩემი ძმის ყველა ხუმრობას მედგრად ვხვდები. უკვე შევეჩვიე. მეტიც, ვალენტინობის დღე მათი კომენტარების გარეშე ვეღარც წარმომიდგენია. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ იმის იმედი უფრო მაქვს, ერთ წელსაც მობეზრდებათ და დაიღლებიან, ვიდრე იმის, რომ „საბედოს“ მართლა ვიპოვნი. თქვენ არ იფიქროთ, რომ ამ ამბავს განვიცდი. ზოდიაქოთი ტყუპები ვარ, ანუ ისედაც ორნი ვართ, არასდროს ვიწყენთ, ხან ერთმანეთს ვეჩხუბებით, ხან სხვას, ყოველთვის მხიარულები ვართ და საქმე არ გველევა. რაში გვჭირდება მესამე ზედმეტი?!
მაგრამ ამას არათუ მამაჩემს და დედაჩემს (რომელთაც სიბერემ შემოუტიათ და ბებია-ბაბუობა სწყურიათ) ჩემს სულზე უტკბეს დაქალებსაც ვერ გავაგებინებ. საერთოდაც, მთელს სავალენტინო ხუმრობათა მარათონს მათ ჩაუყარეს საფუძველი იმ წელს, როცა სასწაულებრივად ორივემ გაიჩინა შეყვარებული.

იმ დილითაც, ანუ 2018 წლის თოთხმეტ თებერვალს, მობეზრებით გავახილე თვალები. წინა დღით მონდომებით ვამზადებდი თავს, რომ ზედმეტად არცერთი ხუმრობა მიმეტანა გულთან ახლოს და არავისთვის მიმეცა უფლება, ამაღლებული განწყობიდან ჩამოვესკუპებინე, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვგრძნობდი, რომ ყოველ მომდევნო წელს უფრო ნაკლებად მეცინებოდა ჩემს „მარტოობაზე.“
აი, ამიტომ ვერ ვიტან ამ სულელურ დღესასწაულს! ადამიანს ეულად გაგრძნობინებს თავს, როცა სინამდვილეში სულაც არ არის ასე.

-მძინარე მზეთუნახავმა გაიღვიძა! - როგორც კი ჩემი ოთახის კარი გავაღე, შემეგება ჩემი უფროსი ძმა. არა, ვაღიარებ, ეს წოდება დავიმსახურე. არასდროს ვაკლებ თავს შუადღემდე ძილის ფუფუნებას, თუ არც სადმე ვარ წასასვლელი და არც ვინმეა მოსასვლელი. მძინავს ყოველთვის და ყველგან. და მერე მიკვირს შეყვარებული რატომ არ მყავს?!
-ვა, გაიღვიძე, მამი?! - სამზარეულოდან ვაშლის ჭამით გამოვიდა მამაჩემი, ხელი მომხვია და შუბლზე მაკოცა. - არ ინერვიულო, ჯერ არავის არაფერი მოუტანია, თორემ გაგაღვიძებდით, ხომ იცი?! - აი, დაიწყო!
-ჯერ თერთმეტი საათია, დავიცადოთ. სადღაც სამიდან ატყდება ჩვენს კარზე ზარის რეკვები, არ გახსოვს წინა წლებში როგორ იყო? - დაუზარლად აყვა მამას ჩემი ძმაც.
-რომ არ გბეზრდებათ. - ჩავიცინე და ყავის დასალევად დედასთან გავედი, სამზარეულოში.
-კაი, მა, ვხუმრობთ ხომ იცი?! როცა გვეტყვი, მაშინ გავჩერდებით. - გულმა, როგორც ყოველთვის, არ მოუთმინა მამაჩემს და როგორც წინა წლებში, ახლაც გამაფრთხილა.
-მაგ სიამოვნებას როგორ წაგართმევთ, მამა?! იხუმრეთ რამდენიც გენებოთ! - სიცილით გავძახე მამაჩემს და სკამზე გემრიელად მოვკალათდი. - რაში მჭირდება ვიღაც ბიჭი, როცა ასეთი სიყვარული მყავს ცხოვრებაში?! - ბედნიერებით გამიბრწყინდა თვალები, როგორც კი დედაჩემმა ცხელი ყავით სავსე ფინჯანი დამიდგა მაგიდაზე.
-ბარემ ცოლად გაყევი. - ჩაეცინა დედაჩემს.
-ჯერ არ ვართ ოჯახის შესაქმნელად მზად. მე სამსახურში უნდა დავწინაურდე, დამოუკიდებელ ცხოვრებას მივეჩვიო, ეს კი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოეშვას ჩაიზე ეჭვიანობას და მიხვდეს, რომ ჩემს ცხოვრებაში ნომერ პირველია. - სრულიად სერიოზულად ვუპასუხე.
-შვილო შენ... არ იზრდები, არა?! - ისე გაოცდა ქალბატონი თამუნა, თითქოს პირველად მნახა ასეთი არაადეკვატური.
-არა, დე, სულ პატარა დავრჩები შენ და მამამ დაბერება რომ არ იგრძნოთ. - სტანდარტულ კითხვაზე სტანდარტული პასუხი გავეცი და მერე ჩემს „მომავალ ქმართან“ განვმარტოვდი.

დღე ისე მიდიოდა, ზედმეტი სიტყვაც არ მესმოდა ჩემებისგან, რაც ცოტაზე უფრო მეტად გასაოცარი იყო ჩემთვის. მართალია, კარზეც არავინ აზარუნებდა, მაგრამ სხვა დროს ეს საერთოდ არ უშლიდათ ხელს, რომ ჩემს „თაყვანისმცემლებზე“ საათში ოთხჯერ ეხუმრათ.
უკვე თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა, როცა ჩემმა მობილურმა დარეკა და მივხვდი, ჩემი დაქალებიდან რომელიღაც მასხრობის ხასიათზე დამდგარიყო.

-აბა რაო, მესამყაროებიო? - როგორც კი მობილური ავიღე, მაშინვე შემომძახა სახუმაროდ მუდამ მზად მყოფმა.
-შენც გაგიმარჯოს, ნინი, მეც კარგად ვარ. მიხარია, რომ დაინტერესდი.
-ხო, ეგ კი და შენ დათანხმდი? - აგრძელებდა თავისას.
-რას ბჟოტიალობ გოგო, თუ უსმენ შენს თავს?! - გამეცინა.
-შენს კართან მომდგარ თაყვანისმცემლებზე გეკითხები, ნენეკო, რა გჭირს?! - სრულიად სერიოზულად გაიკვირვა.
-ფორმაში ხარ წელსაც? - თვალები ავატრიალე და ამოვიოხრე.
-მე ყოველთვის შენს სამსახურში ვარ, ეს შენ ვერ მაფასებ.
-აბა, შე საწყალო. სამაგიეროდ, ტარიელი ხომ გაფასებს? რაო, რას გჩუქნიო წელს?
-ტარიელს ნუ ეძახი! - რა თქმა უნდა, მაშინვე მოვახერხე მისი გაბრაზება.
-ოო, ავთანდილი-ტარიელი რამ გაყო? ძმები არ იყვნენ?
-ნენე!
-ჰა, ხედავ რა ცუდად შემოგიბრუნდა? უნდა იცოდე, ვის ემასხრები.
-იდიოტების დედოფალი ხარ! კორონაციის დეტალებთან დაკავშირებით შეგეხმიანები. - აშკარად ზედმეტად გავაბრაზე ჩემი ნინელი.
-კარგი, მართლა მითხარი, რა გეგმები გაქვთ შენ და ავთოს? - სიცილით ვცადე სიტუაციის განმუხტვა.
-არ ვიცი ჯერ, არ დამირეკავს.
-ანუ ამ უზენაესობა დღეს, ვალენტინობის დღესასწაულზე, ჯერ მე დამირეკე და ახლა უნდა დაურეკო შენს სატრფოს?!
-შენ უფრო მიყვარხარ, არ იცი?
-მე კი არა, სარკაზმი გიყვარს შენ და დაცლის ობიექტი ჩემ გარდა არ გყავს ამ დღეს.
-ნუ გიყვარს ყველაფრის გაუფერულება, რა! - გაეცინა.
-კარგი, ნუ გამიბი მუსაიფი, წადი ავთანდილს დაურეკე და დღევანდელი სიყვარულობანა შეათანხმეთ.
-თუ არაფერს დავგეგმავთ, სალომესაც დავურეკოთ და გავიდეთ სადმე საღამოს, გინდა?
-ა, მე თქვენი გეგმა „ბე“ ვარ, ხო?!
-ანუ ძალიან გინდა. კარგი, აბა ჰე, გკოცნი და არ მოიწყინო, საღამოს შევხმიანდეთ! - კოცნის ხმა გამოსცა ტელეფონში და გამითიშა.
გაგიკვირდებათ და ჩემს მეორე დაქალს არც კი გავხსენებივარ. ეტყობა, ზედმეტ აღმაფრენაში იყო სიყვარულისგან და დედამიწაზე მცხოვრები უბრალო მოკვდავნი აღარ ვახსოვდით. ისე, ხუმრობა იქით იყოს და თუ ვინმე იმსახურებდა მეორე ნახევრის პოვნას, ეს პირველ რიგში სალომე იყო. მართალია, ბავშვობიდან მწყდებოდა გული, რომ ჩემი და ნინის მესამე მეგობარს ნანა ან ნუნუ არ ერქვა, რომ სახელებისგან ეპიკური ტრიო „ნენე, ნინი, ნუნუ/ნანა“ შეგვექმნა, მაგრამ ეს სულაც არ ცვლიდა იმ ფაქტს, რომ სალომე ყველასგან და ყოველთვის გამოირჩეოდა ყველაფრით. ესეც რომ არ იყოს, ჩვენ სამში ყველაზე რომანტიკოსიც ის იყო და შესაბამისად არგუნა კიდეც ბედმა შესანიშნავი მამაკაცი გვერდით.

მოკლედ, რაკი ვიცოდი, რომ დაქალები მშვიდად მყავდა და სანერვიულო არაფერი მქონდა, გადავწყვიტე ჩემს ოთახში გავსულიყავი, რაიმე კარგი ფილმი მეპოვნა და მეყურებინა. მიყვარს ასეთი დღეები, როცა არც ვმუშაობ, არც სადმე ვარ წასასვლელი, შემიძლია თბილად დავჯდე ოთახში და კარგ მელოდრამას ვუყურო. რა საჭიროა ამ დროს რომელიმე ჯეელი გვერდით?! რა უნდა გააკეთოს, გარდა იმისა, რომ ჩემი ბატიბუტი შეჭამოს?! (რკინის ლოგიკა მაქვს ჩემი მარტოობის მხარდასაჭერად, დიახ, სწორად შენიშნეთ)
დივნიდან წამოვდექი, რათა სამზარეულოში გავსულიყავი ბატიბუტის გასაკეთებლად, როცა იმ პირველმა საბედისწერო ზარმაც დარეკა ჩვენს კარზე და სამი წყვილი თვალიც მე მომაშტერდა მაშინვე.

-აბა ჰე, ნენე, მიდი გააღე კარი! - თვალი ჩამიკრა მომღიმარმა მამაჩემმა.
-უეჭველად შენი პრინცია, გოგო, აქედან ვხედავ, რაში ისე ცუდად დაუბამს ეზოში, „სითი პარკმა“ არ წაიყვანოს მეშინია. - ფანჯარასთან მდგომმა ჩემმა ძმამ ჩაიქირქილა.
-შენ რომელი საუკუნიდან ექაჩები მაგ ხუმრობებს, ლაშიკო?! - დავეღრიჯე ჩემს ძმას და მისაღებში გავედი კარის გასაღებად.

მაქსიმუმ მეზობელი ლამრიკოს დანახვას ველოდი, რომელიც წინა დღით წაღებულ სინს მოგვაწვდიდა, მაგრამ სანაცვლოდ ვიღაც მაღალი, შავგრემანი ბიჭი შემრჩა ხელთ, რომელმაც კარის გაღებისთანავე ისეთი ღიმილი შემომაგება, ქალი კდემა კინაღამ იქვე ჩამოვდნი.

-გამარჯობა?! - როგორც კი დამინახა, გულითადი ღიმილი გაკვირვებისამ ჩაანაცვლა.
-გამარჯობა... ვინ გნებავთ? - ცოტა არ იყოს გული ამიჩქარა მისმა ბოხმა, სასიამოვნოდ მოსასმენმა ხმამ და შავად მოელვარე თვალებმა, დაჟინებით რომ ცდილობდნენ ჩემში ნაცნობის დანახვას.
-ლევან მახარაძე... აქ არ ცხოვრობს?! - თავი ოდნავ გვერდით გადააქნია და მომეჩვენა, რომ შემათვალიერა.
-აჰ, ლევანი? - თავი დავაქნიე, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. - ერთი სართულით ქვემოთ... - გაწბილებულმა ამოვილაპარაკე. ან რას ველოდი, რომ მართლაც ჩემი „ვალენტინი“ იქნებოდა ვიღაც სრულიად უცხო, ძალიან, ვიმეორებ ძალიან სიმპატიური, მაგრამ მაინც უცხო ბიჭი?!
-ჰე, ნენე, რას უნდები ამდენ ხანს, რა გაჩუქა ამისთანა შენმა ვალენტინმა?! - ოღონდ ეს არა, ღმერთო! ჩემმა ძმამ მთელი ხმით გამომძახა მისაღებიდან.
სირცხვილისგან ისე ავხურდი ლოყებზე, ალბათ იმ ცნობილ წითელ კოჭს დავემსგავსე, გამოთქმიდან. „ჩემს სტუმარს“ აშკარად შეეცვალა გამომეტყველება. ალბათ ვერ მიხვდა, რა უნდა ეფიქრა და უხერხულად შეიშმუშნა.
-კარგი, მადლობა... - გამიღიმა და უკან გადადგა ნაბიჯი, რომ კიბეზე ჩასულიყო.
-აბა?! - ჩემმა უტაქტო ძმამ ქვესკნელიდან ამოძახილი არ იკმარა და მანამ ამეტუზა ჭორიკანა ქალივით გვერდით, სანამ უცნობს დავემშვიდობებოდი. - ე, გამარჯობა?! - გაკვირვებულმა წამოიძახა, როგორც კი ლევან მახარაძის სტუმარი დაინახა.
-გამარჯობა.
-გოგო, შენ აღარ ხუმრობ, ხო?! მე ვხუმრობდი და ეს ნახე რა! - მე მომიბრუნდა ლაშა და ისე შემომცინა, თითქოს ორი წლის გახარებული ბავშვი ყოფილიყო.
გული კინაღამ გამისკდა, როცა ის წარმოვიდგინე, რაც ჩემმა ძმამ მაშინ იფიქრა, მაგრამ სანამ რამეს ვიტყოდი, ისევ მან განაგრძო:
-ჩვენ გეღადავებოდით და რა ბიჭი გყოლია, ამას მალავდი?!
უცნობს დაახლოვებით ათასამდე კითხვისნიშანი მაინც გამოესახა სახეზე. მე კი თითქოს რეტი დამესხა, ისე გავბრაზდი ჩემს ძმაზე და იმ უაზრო სიტუაციაზე, რომელშიც ხელის ერთი მოსმით ჩამაყენა.
-რატომ გაჩუმდით ორივე, ფაქტზე გამოჭერილი ბავშვებივით? - გაეცინა ლაშას. - შენ რომ იცოდე, ჩემო ძმაო, რამდენი წელია მთელი ოჯახი გელით! - არ წყვეტდა სრულიად უცხო ბიჭის თვალში ჩემს „ამაღლებას.“
-ლაშა, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ... - ძლივს შევძელი კბილებშორის რამდენიმე სიტყვის გამოცრა.
-კაი, რა გიტყდება, ნენეკო?! წინა წლები ვიღას აინტერესებს, როცა ასეთი ბიჭი გყოლია და გვიმალავდი!
-არა, იცით მე... - როგორც იქნა უცნობმაც ამოიღო ხმა, მაგრამ დაბნეულმა მხოლოდ ის შეძლო ხელები გაეშვირა კიბეებისკენ. ამას რაღა ბნედა დაეცა?! უბრალოდ ახსნას, რომ კარი შეეშალა და მოაკეტინოს ჩემს ძმას, არ შეუძლია?!
-რა? - ვერ მიუხვდა ლაშა.
-ლაშა, ეს ბიჭი ჩემთან არ მოსულა, დაოკდი! - ოდნავ ხმამაღლა წამოვიძახე და ჩემს ძმას შევუღრინე.
-ე, აბა?! - დაიბნა ლაშა. - რა ხდება?
-რა ხდება და...
-ლაშა ხომ? - ახსნის მცდელობა გამაწყვეტინა მახარაძის სტუმარმა და ჩემს ძმას მიუბრუნდა. -ლაშა, იცი რაშია საქმე? შენი და დიდი ხანია მომწონს და სულ ვცდილობ შეხვედრაზე დავითანხმო, მაგრამ უარით მისტუმრებს. აი, ახლაც, ძლივს გავიგე მისამართი, რომ ვალენტინობა დღეს ყავაზე მაინც დავპატიჟო, მაგრამ ჯიუტი უარით მისტუმრებს. - ნაღვლიანი თვალებით ჯერ ჩემს ძმას, ხოლო შემდეგ მე შემომხედა.
ერთი ორი და სამი - ახლა ყველა მეუბნებით, რომ ეს რაღაც მომესმა!
ან მომეჩვენა, ან მესიზმრა, ან ხუმრობაა, ან ახლა ღმერთი მეტეორს მესვრის და ცა დამსეტყვავს (თუ როგორცაა)
-რაო?! - ერთხმად შევიცხადეთ მე და ლაშამ იმ ბიჭის ნათქვამი, რომელიც იმ წამს საერთოდ აღარ მეჩვენებოდა სიმპათიურად.
-ნენე, შენი ძმის თანდასწრებითაც კიდევ ერთხელ გთხოვ, ერთი შანსი მომეცი... - ხელები შეატყუპა და ნიკაპქვეშ ისე ამოიდო, „ტელემუნდოს“ ვარსკვლავ ხორხე ლუის მენდოსას დაემსგავსა.
-ნენეკო, არ გრცხვენია?! - ნირი წაუხდა ჩემს ძმას. ეს ვერ არის დალაგებული ხო?! იმის მაგივრად, ნამდვილი ქართველი უფროსი ძმის როლი შეასრულოს და ამ ტიპს კოჭების დახვრეტით დაემუქროს, მის ხახაში პირდაპირი რეისით მაგზავნის?! - იდიოტი!
-გთხოვ, ნენე, გპირდები, არ ინანებ. - თვალები შრეკის ფისუნიასავით ამიფახულა ამ ეშმაკის მინივერსიამ.
-ნენე, რას ახვეწნინებ, გოგო, არ გრცხვნია?! როდის გახდი ასეთი ქაჯი? ბიჭი ყავაზე გეპატიჟება. - ესეც მინიეშმაკის უტვინო მარიონეტი.
უეცრად გავიაზრე, რამდენად აბსურდულ სიტუაციაში ვიყავი და ისეთი სიცილი ამიტყდა, რამდენიმე ხანს ვერაფრით დამამშვიდეს. საერთოდ, ყოველთვის ასე მემართება, როცა ჩემს სიმართლეს ვერაფრით ვამტკიცებ და სრულ აბსურდს ცხვირით ვეჯახები.
-აუ, ბოდიში რა, სულ ასე იცის, ვერაფრით დასერიოზულდა ამხელა გოგო. - ჩემმა „არასერიოზულობამ“ შეაწუხა ლაშა და უცნობს ბოდიში მოუხადა.
-არა, რა ბოდიში. ასეთი არაორდინალური რომ არის, მეც მაგიტომ მომეწონა. - გაეღიმა აფერისტობის მამობილს. - მაგრამ შანსს მაინც არ მაძლევს. - მერე უცებ მოიღუშა. - მგონი მართლა ჯობია, წავიდე... - კარს ისევ მოშორდა და ნახევარი ტანით შებრუნდა კარისკენ.
-მოიცა! - უეცრად შევწყვიტე სიცილი და შევძახე. ზუსტად ის მომენტი დამიდგა, როცა მთელი ცხოვრების განმავლობაში გასაკეთებელ სიგიჟეებს ერთ წამში ატევ და თავს უფლებას აძლევ, იყო ყველაზე არაადეკვატური.
ლაშა ინტერესით კინაღამ მოკვდა, უცნობი კი საშინლად ეშმაკური ღიმილით მომიბრუნდა.
-გადავიფიქრე, წამოვალ შენთან ერთად, იპოლიტე. - კმაყოფილმა ვუთხარი ღიმილით და იმ წამს მოფიქრებული ყველაზე არაორდინალური სახელი შევურჩიე.
-მართლა?! - მიხვდა რომ თამაშში ავყევი და სახე გაუბრწყინდა.
-ეგრე რა, ნენ! That’s my sister! - ტაში შემოკრა გახარებულმა ლაშამ. ვაიმე, რა სულელი ყავხარ დედაჩემს და მამაჩემს, ნეტავ იცოდე.
-ხო, რატომაც არა?! - წარმოდგენაც არ მქონდა, რას ვაკეთებდი, მაგრამ ვაკეთებდი. - ორი წუთით დამელოდე, ჩავიცვამ და წამოვალ.
-ორი წუთი კი არა, საუკუნე დაგიცდი ამ კართან, თუ გინდა. - კინაღამ ამატირა მისმა სენტიმენტალურობამ.

შევტრიალდი და ჩქარი ნაბიჯით გავეშურე ჩემი ოთახისკენ. იმდენად ვიყავი აღტკინებული, ჩემი მშობლების კითხვები საერთოდ არ გამიგია. საძინებელში რომ შევედი, მარტო მაშინ გავაანალიზე, რომ გული ამოვარდნას მქონდა. იქნებ მანიაკი იყო?! ან ვიღაც ჭკუიდანგადასული?! ვის მივყვებოდი, სად მივყვებოდი?
-ჯანდაბას შენი თავი, ნენე! - სარკეში მივმართე ჩემს თავს. - ლაშას თვალწინ ხომ არ დაუთმობდი, სადარბაზოსთან ერთი გემრიელად გამოლანძღავ და დაშორდები, დიდი ამბავი!
-ხომ არ გაკლია?! ახლავე წადი და ცხვირწინ მიუჯახუნე კარი, სად მიყვები?! - აი, ჩემმა „ტყუპმაც“ გაიღვიძა.
-არა, თავისას არ გავატანინებ იმ სულელ ბიჭს.
-და რომ მოგიტაცოს? რომ მოგკლას?
-ვაიმე, რაებს მოიგონებ ხოლმე?!
-იქნებ თავიდანვე ეს გეგმა ქონდა? იქნებ არც იცნობს ლევან მახარაძეს? არ გაყვე!
-საიდან ასეთი აზრები, ნენე?! - საკუთარ თავზე გამეცინა. მერე წამისუსწრაფესად გამოვეწყვე, რაც შეიძლებოდა სადად, რომ არ ეფიქრა მისთვის ვიპრანჭებოდი და თან ისე, თვალები რომ დაბრეცვოდა (როგორც ბებიაჩემი იტყოდა) ოთახის კარი გამოვიკეტე და თავდაჯერებულმა გავწიე ჩემი „საბედოსკენ.“
-კარგი დროის გატარებას გისურვებ, მამი. - ჩემს მშობლებსაც მოესწროთ „იპოლიტეს“ გაცნობა.
-მადლობა, მა. - დავემშვიდობე ოჯახისწევრებს და გვერდით ამოვუდექი უცნობს. ჯერაც არ მჯერა, რომ ამას ვაკეთებ.
-კარგად იყავით, ქალბატონო თამუნა, ბატონო გივი, ლაშა. - ხელი რიგ-რიგობით ჩამოართვა სამივეს. ყველას გაცნობა მოუსწრია ბიჭს, რაღა მიჭირს.
-კარგად, იპოლიტე! - ისინიც დაემშვიდობნენ ღიმილით და მე კინაღამ ხარხარი ავტეხე ჩემ მიერ შერქმეული სახელის გამო. ნორმალური არ ვარ, დიახ, ესეც სწორად შენიშნეთ. როგორი მიხვედრილები ხართ?!

კარი მიიხურა და დავრჩით თუ არა მარტო, მესამე მსოფლიო ომის ნიშნებმა იჩინა ჩვენ ორს შორის თავი.

-შენ ნორმალური ხარ?! - კატასავით წინ გადავუხტი და საჩვენებელი თითი დიდი მუქარით მივაბჯინე მკერდზე.
-ნორმალური არა, მე იპოლიტე ვარ. - სრულიად მშვიდად მომიგო და ჯერ ჩემს თითს, ხოლო შემდეგ ხელს ჩაეჭიდა. - აბა, წავედით?!
-ბატონო?! - უკარება ქალივით გავკაპასდი და ხელი გამოვტაცე.
-ბატონობით საუბარი არ არის საჭირო, შენობით მირჩევნია.
-შენ მართლა იპოლიტე ხომ არ გგონია შენი თავი? - გამეცინა. - უშნოდ იხუმრე, მეც აგყევი, რომ ჩემი ძმისთვის ზედმეტი საღადაო აღარ მიმეცა, ახლა ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი და დავშორდეთ.
-უი, ჯერ ერთადაც არ ვყოფილვართ და უკვე ვშორდებით? არ მაწყობს მასე, სახელი შემირცხვება.
-რომელი სახელი, ხო ხარ დალაგებული?!
-აბა არ იტყვიან, იპოლიტეს გოგო გაცნობიდან რამდენიმე წუთში დაშორდაო? ჯერ დამელაპარაკე, შემათვალიერე, იქნებ არ ვარ დასაშორებელი ბიჭი?!
-ისე რატომ მელაპარაკები, თითქოს დახლებზე გასაყიდად გამოტანილი საქონელი იყო?
-რა ლაპარაკია?! საქონელი კი არა, თბილი ქვეყნებიდან ჩამოსული და პირდაპირ შენს კართან მომდგარი პრინცი ვარ. - ისე თავმომწონედ აწკიპა წარბები, იმ თავდაჯერებით გაჯერებულ სახეში შემორტყმა მომინდა. საერთოდ რატომ ვუღებდი კარს?!
-უი, რას მელაპარაკები?! მერე რომ აგერია ხომ გითხარი? შენი პრინცესა ერთი სართულით დაბლა ცხოვრობს. - გემრიელად მოვშხამე.
-ლევანი თუ პრინცესაა, პირდაპირ დედოფალთან მოვსულვარ, რაღა მიჭირს?! - ჩაიცინა და მომიახლოვდა. - რატომ გეშინიათ ქალებს ასე ძალიან სიგიჟეების ჩადენა?! - უცნაურად მოგუდული ხმით მკითხა და მოციმციმე თვალები გამისწორა.
-არაფრისაც არ გვეშინია...
-დამიმტკიცე!
-შეგიძლია მითხრა, რატომ უნდა ვუმტკიცო ვიღაც სრულიად უცნობ ადამიანს რაიმე?
-არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა. - მაგრამ სიგიჟეს ეგ არ არის? - აკეთო რაღაც ყოველგვარი აზრის და მიზეზის გარეშე.
-თუ გიღირს, კი.
-არ ვღირვარ?! - ისე გაიოცა, ლამის ბოდიში მოვუხადე შეურაცხყოფისთვის. - შემომხედე კარგად, შენი ცხოვრებიდან ერთი-ორი საათის დათმობად საერთოდ არ ვღირვარ?! - ხელები გაშალა და თავმომწონე ქალივით დატრიალდა.
-კარგი! - სრულიად უეცრად და იმ დღეს უკვე მეორედ, საკუთარი თავი გავაოცე და ზედმეტი ფიქრის გარეშე წამოვიძახე. - წამოვალ შენთან ერთად ყავის დასალევად.
-მართლა? - თვალები ისე აენთო, თითქოს ვუთხარი, თოვლის ბაბუა მართლა არსებობს და შენთან საჩუქარი გამომატანა-მეთქი.
-არა, გატყუებ. ასეთი იუმორი მაქვს, სრულიად უცხო ბიჭებს ჯერ პაემანზე ვთანხმდები და მერე სადარბაზოში ვეუბნები უარს.
-პაემანიო, ასე თქვი? - თვალები ეშმაკურად მოჭუტა და გამიღიმა.
-რა... სად? ხო, წამომცდა რა მოხდა?!
-აჰა, ანუ პაემანი? - ძალიან კარგი! წავედით. - კმაყოფილმა მსუბუქი ტაში შემოკრა და კიბისკენ გაემართა.
-შეგვიძლია ლიფტით ვისარგებლოთ...
-არა, ლიფტით არ გამოვა. - თავი გააქნია.
-რატომ ვითომ? - ჩამეცინა მის კატეგორიულობაზე.
-მეშინია...
-რატომ, შეგჭამს?! - გამეცინა მის ბავშვურობაზე.
-სიმაღლის რატომ ეშინიათ, ჭაამს?!
-კარგი, ჩავიდეთ კიბით. - ხელი ჩავიქნიე და გვერდით დავუდექი. - იმედი მაქვს, არ დამაგორებ.
-ვინ გგონივარ?! - გაეცინა.
-ჯერ-ჯერობით მანიაკი. - ისე უდარდელად ვუპასუხე, თითქოს რაიმე ნორმალურს ვეუბნებოდი.
-კარგი, გგონივარ, გგონივარ, ცოტა წესიერი მაინც წარმომიდგინე, კიბიდან დაგორება რა ბანალურია?!
-ოხ, ბოდიში ბატონო! - გამეცინა და სწრაფად ჩავირბინე საფეხურები.

გარეთ გამოვედით თუ არა, ტაქსი გააჩერა. ჯენტლმენობა გამოიჩინა და კარი გამიღო, ჯერ მე ჩავჯექი მერე კი თავად მომიჯდა გვერდით. მძღოლს რაღაც ქუჩის მისამართი უთხრა, რომელიც პირველად გავიგე და მანაც დაუყონებლივ დაძრა მანქანა.
-სად მიგყავარ?!
-გიტაცებ, ამაზე ხომ შევთანხმდით უკვე?
-მართლა სად მივდივართ?
-მივალთ და ნახავ.
-ჩვენი გაცნობის ბარობაზე, ზედმეტად დიდ ნდობას ხომ არ მოითხოვ ჩემგან?
-კარგი, ჩემს საყვარელ კაფეში მიმყავხარ, დავაკმაყოფილე შენი ცნობისმოყვარეობა?
-აჰა, ანუ საყვარელი კაფე გაქვს?
-საყვარელი არ ქვია მაგას, სხვაგან პრინციპულად არ შევდივარ. ერთი ეგ კაფე მიყვარს და მეორე მის პარალელურ ქუჩაზე მდებარე ბარი.
-ამოჩემება გყავრებია, იპოლიტე. მეც ამიჩემე?
-არა, შენ მომეწონე. - ღიმილით მითხრა და იმის შემდეგ აღარც ამოუღია ხმა.

იდაყვი ფანჯარაზე მედო და თითებით ტუჩებს ვაწვალებდი ჩაფიქრებული. შიგადაშიგ ვიხედებოდი მისკენ. ძალიან აუღელვებელი და საკუთარ საქციელებში სრულიად დარწმუნებული ჩანდა. გზას გაყურებდა ღიმილით და ხანდახან, მძღოლს ეპასუხებოდა შეკითხვებზე.
არ მინდოდა აღიარება, მაგრამ საოცრად მამაკაცური პროფილი ქონდა. ხშირი წვერი ოდნავ წამოეზარდა, რაც სიუხეშის მაგივრად, ხიბლს სძენდა. ერთი ის იყო, რომ ცხვირის წვერი ჰქონდა ოდნავ მოღრეცილი, მაგრამ ესეც კი უხდებოდა. ან მე მეჩვენებოდა ასე.

-კარგი პროფილი გაქვს. - არ ვიცი, რატომ ვერ შევიკავე თავი და ვუთხარი.
-ვა, მადლობა. - გაიკვირვა ჩემგან კომპლიმენტი, მაგრამ აშკარად ესიამოვნა.
-მაგრამ ცხვირი გაქვს ძალიან უცნაური ფორმის. - საერთოდ არ მიფიქრია, რომ უტაქტო გამოვჩნდებოდი.
-აქეთა პროფილი უკეთესი მაქვს, მარჯვნივ უნდა დამესვი. - გაეცინა. - ბავშვობაში გავიტეხე და ცუდად შემიხორცდა.
-შენს სახელს არ მეტყვი?
-ხომ იცი უკვე?!
-რა ვიცი? მართლა იპოლიტე გქვია? - გავიცინე.
-ხო. ისე, როგორ გამოიცანი?
-კარგი, ნუ მეხუმრები.
-არ გეხუმრები. მამაჩემი იმ იპოლიტე ხვიჩიას დიდი თავყანისმცემელი იყო და მის საპატივცემულოდ დამარქვა.
-კი, როგორ არა, დავიჯერე. - გადავიკისკისე გამხიარულებულმა.
-რა იყო, ახალგაზრდა ბიჭს იპოლიტე რომ მერქვას, „ტეხავს?“ - დამისერიოზულა.
-არაფერიც არ ტეხავს. სახელს რა მნიშვნელობა აქვს? ადამიანი ქმნის სახელს და არა პირიქით. - მეც ავყევი.
-იმხელა სიბრძნე თქვი, მთელი ღამე მაგაზე მომიწევს ფიქრი და შენი ნომერი აუცილებლად დამჭირდება, ხვალ რომ დაგირეკო პასუხის გასაცემად. - გაეცინა გულიანად.
-იუმორი გაქვს დასახვეწი. - აღვნიშნე.
-უი, რატომ? მე რომ მომწონს?!
-შენ ზოგადად თავმომწონე ხარ. შემთხვევით ვერძი ხომ არ ხარ ზოდიაქოთი?
-არა, რატომ?
-უჰ, გადავრჩით! - ამოვიოხრე.
-აჰა, ანუ ვერძები არ გვიყვარს?
-არ მიყვარს ჩახოხბილი და პიურე, ვერძებს ვერ ვიტან!
-ოჰო, საიდან ამხელა აგრესია?! - გაიოცა სასაცილოდ.
-აბა რა გეგონა სრულიად უცხო გოგოსთან რომ იჭერდი საქმეს?
-თევზები ვარ, თუ დაგამშვიდებს.
-ე, თევზები კარგია. - რატომღაც გამახარა მისმა ნათქვამმა. - ვუგებთ ერთმანეთს, მე ტყუპები ვარ.
-მაგრამ „ბევრნი“ ვიქნებით.
-ვა, გესმის ზოდიაქოების. - სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.
-ესეც პირველი მსგავსება. უნდა ჩავიწეროთ. - მანტოს ჯიბეები მოიქექა და ფურცელი იპოვნა, მერე მძღოლს დაესესხა კალამი და დაწერა: „ორივე ვერკვევით ზოდიაქოებში.“
-ეს რა მოიგონე ახლა? - გამეცინა.
-არაფერი, უბრალოდ მინდა დაგიმტკიცო, რომ სრულიად შემთხვევით შემხვედრ ადამიანთან უამრავი საერთო შეიძლება გქონდეს და იმაზე ახლობელი აღმოჩნდეს, ვიდრე ის, ვისაც წლებია იცნობ. - კმაყოფილმა მომიგო, ფურცელი გაკეცა და ჯიბეში ჩაიდო. - მოვედით, გააჩერეთ! - მერე მძღოლს მიმართა და ფული გადაუხადა.

მე მგონი, მთელ თბილისში ყველაზე ვიწრო ქუჩაზე მომიყვანა, მაგრამ ისეთი სიმყუდროვე გასდევდა გარემოს, მაშინვე მოვიხიბლე. სახლები ძველებური სტილის იყო; შეიძლება ითქვას, ზედმეტად ძველიც კი. ქუჩაზე არც მანქანები ჭაჭანებდა, არც ვინმე სულიერი. თითქოს ქალაქისგან სრულიად მოწყვეტილი იყო აქაურობა, რაც იმის მაგივრად, არასასიამოვნო ყოფილიყო, საოცარი სიმშვიდის შეგრძნებას მიჩენდა.

-აქეთ წამოდი. - წელზე ძალიან მსუბუქად მომხვია ხელი, მეორეთი კი მიმართულება მიჩვენა.

„ყვითელი ფოთლები“ - ასე ეწერა იმ კაფეს, რომელშიც უნდა შევსულიყავით. აგურის ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული შენობა იყო. ვერც ვიფიქრებდი, თუ აქ კაფე იქნებოდა.

-არასდროს მსმენია ამ კაფის შესახებ. - ღიმილით აღვნიშნე.
-ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. არავინ იცის ამ ადგილის შესახებ, მაგრამ არც მე ვუწევ რეკლამას. ასე იმიტომ მომწონს, რომ მხოლოდ ადამიანების გარკვეულმა რაოდენობამ იცის მის შესახებ.
-და მეც აქ მომიყვანე? - გამიკვირდა.
-ხომ გითხარი, სხვაგან პრინციპულად არ დავდივარ. - გაიცინა და ჟღარუნით გააღო კარი.

შევდგი თუ არა კაფეში ფეხი, უცნაურმა სითბომ დამიარა სხეულში. გათბობა არაფერ შუაში იყო, ინტერიერი იყო იმდენად თბილ ფერებში გადაწყვეტილი, ფიზიკურად იგრძნობდი ამას. ხის ძველებური მაგიდები და სკამები დაელაგებინათ ირგვლივ, ყოველ მათგანს თავისი ლამფა ანათებდა, რაც მეტწილად იყო კიდეც სიმყუდროვის შემქმნელი. იმ მაგიდას, რომელსაც ერთი მხრიდან მე, მეორე მხრიდან კი „იპოლიტე“ მივუსხედით, ყველაზე ორიგინალური სანათი ახლდა. გამჭირვალე მინის დიდ ბოცას, რომელიც ხორბლის მარცვლეულით ნახევრად იყო სავსე, მის ზემოთ დამაგრებულ ნათურასთან ბოცაში ჩამავალი გამჭირვალე სადენი აკავშირებდა, რომელიც რეზინის იყო, როგორც შევნიშე და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს ნათურა ხორბლისგან იღებდა ენერგიას. ზევიდან კი ლამაზორნამენტებიანი „აბაჟური“ ეფარა. ასეთი ორიგინალური ლამფა არსად არასდროს მენახა, ამიტომაც რამდენიმე წამი მხოლოდ მისი შესწავლით ვიყავი დაკავებული.

-დეკორაციაა, ხომ? - ბოცაში ჩაყრილ ხორბალზე მივუთითე.
-კი, რა თქმა უნდა, ლამფა შტეფცელშია შეერთებული; თუ დენცქვიტა უნდა მეთქვა? - გაიცინა ბოლო სიტყვებზე.
-ლამაზი ადგილია; საოცრად ლამაზი... - თვალი ხარბად მოვავლე გარემოს. კრემისფრად შეღებილ კედლებზე სხვადასხვა ადამიანების შავ-თეთრი ფოტოები იყო ჩამოკიდული. - ვინ არიან ეს ადამიანები?
-არ ვიცი. უბრალოდ, რიგითი ადამიანები არიან ძველი დროიდან.
-ამ კაფის მფლობელს ძალიან საინტერესო ხედვა აქვს. - აღვნიშნე და ამჯერად თაროებზე ჩამოწყობილ ძველიძველ წიგნებს გავუსწორე თვალი.
-ხომ მოგეწონა? - ზომაზე მეტად გაუხარდა ჩემი სიტყვები.
-ძალიან. - არ დავმალე აღფრთოვანება. - ყველაფერი ისეთი სიძველითაა, ასე მგონია, მტვერი ადევს, მაგრამ ეს სულაც არ მაწუხებს. თანაც ისეთი გარემოა, ასე მგონია, მთელი მსოფლიოს სიმშვიდე ამ ადგილმა მოიპარა და იმიტომაცაა, ხალხი ჭკუიდან რომ არის გადასული.
-როგორი ლაპარაკი იცი, გადარევ ადამიანს. - გაიცინა და მიმტანს ჩვენთან მოსვლა ანიშნა. - როგორც ყოველთვის მოგვიტანე, ნია, ოღონდ ორისთვის. - სასიამოვნო გარეგნობის, დაახლოებით ჩემხელა ან ერთი-ორი წლით პატარა გოგონას ღიმილით მისცა შეკვეთა. რა თქმა უნდა, ყველას იცნობდა აქ, არ გამკვირვებია.
-მე რომ ყავა მიყვარს?!
-არ გამაგიჟო ახლა! რა ყავა? ყავა როგორ გირჩევნია ჩაის?! - თითქმის პირად შეურაცხყოფად მიიღო ჩემი ნათქვამი.
-რა ვიცი, მირჩევნია და ისე. - გამეცინა.
-აუ, ოღონდ ეგ არ გეთქვა, რა! ჩაი ისე მიყვარს, ლამის ცოლად მოვიყვანო!
-ეე, მე ყავაზე ვარ ეგრე. - ამ დამთხვევით გაოცებულმა წამოვიძახე.
-მართლა? - ჩაიცინა გაკვირვებულმა. - არადა გარშემო ყველა დამცინის, როცა მაგას ვამბობ.
-მეც!
-ვა, აი მესმის დამთხვევა. - გახდილი მანტოდან ისევ ამოიღო ფურცელი, იქვე, თაროზე დატოვებული კალამი აიღო და ჩაწერა: „ორივეს არანორმალურად გვიყვარს (მე ჩაი, იმას - ყავა)“
-შენს ნამდვილ სახელს მაინც არ მეტყვი, არა?
-რა საჭიროა?! შენ ხომ დამარქვი უკვე იპოლიტე? მინდა, რომ მხოლოდ შენთვის ეგ სახელი მერქვას. ასე არასდროს დამივიწყებ. - გამიღიმა და მომეჩვენა, რომ თვალებიდან უჩვეულო სითბო გადმოეღვარა.
-როგორ უნდა დაგივიწყო ოდესმე, მას მერე რაც ასეთი სიგიჟე ჩამადენინე?! - გამეცინა მის ნათქვამზე.
-სიგიჟეს რას ეძახი შენ? აქ რომ გამომყევი, თუ საერთოდ რომ გამომყევი?
-სრულიად უცხო ადამიანს ასე რომ გამოგყევი, სიგიჟეა აბა რა არის?
-უცხო რატომ ვარ? ერთ ქვეყანაში, ერთ ქალაქში ვცხოვრობთ. მე და შენ ერთ ჰაერს ვსუნთქვთ, ხშირად ერთი პრობლემა გვაწუხებს და ერთნაირ თემებს განვიხილავთ მეგობრებთან. შეიძლება ერთი და იმავე სერიალებს ვუყურებდეთ ან ფილმებს, ან წიგნებს ვკითხულობდეთ ერთ დროს. რა იცი? იქნებ ერთი უნივერსიტეტი გვაქვს დამთავრებული ან სკოლა?!
-მემახსოვრებოდი...
-საიდან? როგორ? - გაეცინა. - იქნებ ერთ ქუჩას დღეში ასჯერ მაინც ვკვეთთ ერთდროულად, გიფიქრია? ისეთ პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, ჩემი ბავშვობის მეგობარი შენი მეზობელია და მაინც უცხოები ვართ?
-არ ვართ?! - გამეცინა.
-ძალიან პირობითია ეგ საკითხი, მე თუ მკითხავ. ადამიანთან უხილავი კავშირი არასდროს გიგრძვნია?
-როგორ?
-აი, ვთქვათ, შორიდან იცნობ, სოციალური ქსელიდან მაგალითად ან საერთო ნაცნობისგან; ადამიანს არ იცნობ, მაგრამ ზუსტად იცი, რომ შენნაირია, შენიანია, გესმის? და რომ გაიცნო, ასი პროცენტით მოეწონები, იმიტომ, რომ შენი ადამიანია და მის გაცნობას საერთოდ არ სჭირდება წლები. მხოლოდ ერთი ან ორი აზრიანი საუბარი და უკვე იცი, რომ ამ ადამიანს იცნობ, შეხვედრამდე იცნობდი და სულ რომ ვერასდროს შეხვედროდი პირადად, მაინც გეცოდინებოდა ცხოვრების ბოლომდე.
-საინტერესოა... - ღიმილით აღვნიშნე და მიმტან გოგონას ჩემი ჩაი გამოვართვი. - ეს რა არის?! - გაკვირვებულმა ჩემს უცნობ-ნაცნობს გავხედე, როგორც კი ჩაის ჭიქა შევათვალიერე.
-გეცნო? - გაეცინა კმაყოფილს და გოგონას მადლობა გადაუხადა.
-ბავშვობაში მქონდა ასეთი და ისე მიყვარდა, სულ აქედან ვსვამდი ჩაის. მერე დედამ გადაყარა, თუ ვიღაცას აჩუქა, არ ვიცი, მას მერე აღარ მინახავს, არადა როგორ მიყვარდა, ღმერთო... - ლამის ავტირდი ისე გამიხარდა ჩემი ბავშვობის დროინდელი ჩაის ჭიქების დანახვა. უფეხო ბროლის ჭიქები იყო, რომელთაც თავისი ვერცხლის ჩასადები მოყვებოდა, რათა ხელი არ დაგეწვა.
-ამიტომ მიყვარს ეს ადგილი, ბავშვობას მახსენებს. - გამიღიმა და ჩაი დაყნოსა. - და ჩაის როგორ ამზადებენ, იცი? - სამოვარით.
-მართლა?!
-ჰო.
-არ მჯერა, რომ ამ ჭიქებს ვხედავ. იცი, მართლა როგორ მიყვარდა? ახლა მგონია, რომ მთელი ჩემი ბავშვობა თვალწინ გამიცოცხლდა.
-მე ყოველთვის ასეთი შეგრძნება მიჩნდება, როცა აქ მოვდივარ.
-და სამოვარი?! პატარა რომ ვიყავი, ვერაფრით ვხვდებოდი, რა იყო ეს უშნო ნივთი, ბებიაჩემი დიდის ამბით რომ უვლიდა. მერე რაღაც რუსული მოთხრობა მასწავლეს ბაღში, მოხუც ცოლ-ქმარზე, რომელიც სამოვარით სვამდა ჩაის და რომელსაც ქათამი ოქროს კვერცხს დაუდებს, თუ რაღაც მსგავსი...
-ვერ ვიჯერებ, რომ შენც გახსოვს. - თავი გააქნია გაკვირვებულმა და გაიცინა. - პირველად რომ გავიგე, აქ სამოვარით აკეთებდნენ ჩაის, მეც ეგ ზღაპარი გამახსენდა. იცი როგორ მიყვარდა? კარგად არ მახსოვს, მაგრამ მგონი მარტოხელები იყვნენ და ჩაის სმის სცენა იმდენად დიდ მყუდროებას მიჩენდა...
-ჰო, გული მითბებოდა. - ღიმილით გავაგრძელე ლაპარაკი. - მახსოვს, რომ საოცრად თბილ გრძნობებს აღძრავდა ჩემში.
-რა მაგარია, რომ შენც გახსოვს. - ისევ ამოიღო ფურცელი და ზღაპარზე დაწერა. მერე ისევ ოთხად გაკეცა და ამჯერად მაგიდაზე დადო.
-მაინც ძალიან უცნაურია, რომ ახლა მე და შენ ერთ მაგიდასთან ვხსედვართ, ბავშვობას ვიხსენებთ და ამ დროს მე შენი ნამდვილი სახელიც კი არ ვიცი, არა?
-არ ეშვები შენსას, ხო? - გაეცინა. - იპოლიტე ლომიძე, სასიამოვნოა შენი გაცნობა. - ხელი გამომიწოდა. - გვარი ნამდვილია, არ იდარდო.
-ნენე მესხი, სახელიც ნამდვილია და გვარიც. - ნიშნი მოვუგე და ხელი ჩამოვართვი.
-შენი ძმის მოტყუება და შენი აქ წამოყვანა როდის მომინდა, იცი?
-როდის?
-როცა შენი სახელი გავიგე. არ ვიცი, დაგმართნია თუ არა ასე, მაგრამ როგორც კი შენი სახელი გავიგე, ეს ადგილი წარმომიდგა თვალწინ. გქონია ასეთი შემთხვევა? რომელიმე სახელს კონკრეტული ადგილის ასოციაცია გაუჩენია შენს გონებაში?
-არა, არ ვიცი...
-მეც პირველად დამემართა. უცებ გავიგე „ნენე“ და ეს სცენა წარმოვიდგინე - როგორ ვისხდებოდით მე და შენ ამ მაგიდასთან. ძალიან თბილი სახელი გქვია, იცი? ასე მგონია, ბოროტი არ შეიძლება რომ იყო.
-მართლა? - ხმით გამეცინა. - არასდროს მიფიქრია მაგაზე, ნეტავ ბოროტი ვარ?!
-არა, არ ხარ... ვერ იქნები, როცა ასეთი სახელი გქვია. - ისეთი დარწმუნებული იყო, თითქოს აქსიომას აღნიშნავდა.
-პირველი შთაბეჭდილება საერთოდ გამიქარწ...., იცი? არადა ხშირად არ ხდება ასე. მაგრამ თავიდან ძალიან თავმომწონე, ცინიკოს ადამიანად წარმოგიდგინე, ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთი საინტერესო აზრები გექნებოდა. - შიგნიდან რაღაც ხმა მექაჩებოდა, რომ მასთან გულწრფელობა ჯერ ადრე იყო, რომ არ უნდა გავხსნილიყავი, მაგრამ ვერაფრით ვუსმენდი მას. მინდოდა, იმდენივე მიმეცა მისთვის, რამდენსაც თავად გასცემდა, როცა მოციმციმე შავი თვალებით მიყურებდა და მელაპარაკებოდა.
-შენ კიდევ არ გინდოდა, რომ გამომყოლოდი. - ჩაიცინა და ვერცხლის ჭურჭელს ხელები მოხვია.
-მამტყუნებ? სრულიად უეცრად გადაწყვიტე, რომ ჩემი ძმისთვის გამოგეცხადებინა, თითქოს ჩემი დიდიხნის თაყვანისმცემელი ხარ და მე გეუარები, რა მექნა, სიხარულით ჩამოგკიდებოდი კისერზე?! - გამეცინა ამ სცენის წარმოდგენისას.
-ისე, შენები ძალიან გახარებულები ჩანდნენ, რომ მოვდიოდით. რა იყო, შინაბერობას „აწვები?!“
-ხო, აი, ვგიჟდები ისე მომწონს, რომ ყოველ თოთხმეტ თებერვალს ჩემი მარტოსულობაა დასაცინი თემა.
-შენ თუ გგონია, მე უკეთეს დღეში ვარ. - გაიცინა. - ოცდაექვსის ვხდები ორ კვირაში და ყველასგან „მოიყვანე, ბიჭო, ცოლი“ მესმის.
-ჩემზე ორი წლით დიდი ყოფილხარ. - სასხვათაშორისოდ აღვნიშნე. - ხო, მეორე ნახევრის პოვნის „დაძალება“ ძალიან საზოგადო პრობლემაა, მემგონი. მე კიდევ ვერ ვხვდები, როგორ უნდა იპოვნო შენი ცხოვრების ადამიანი გამიზნულად.
-ნუ რას იზამ, ყველას ისე ვერ უმართლებს, რომ მთლად ბინის კარზე მოადგეს ბედი. - გაეცინა და ჩაი მოსვა.
-ნუ ყველა არც იმსახურებს. - იმავე ტონალობით გავიმეორე და საერთოდ არ შევიმჩნიე, რომ მან საკუთარი თავი ჩემი „ცხოვრების ადამიანთან“ გააიგივა.
-მერე კიდევ მე მეტყვი რამეს თავმომწონეობაზე.
-შეგიძლია ეს საერთოც მიაწერო შენს ფურცელს. - გამეცინა და თვალი ჩავუკარი.
-მოდი, ვითამაშოთ, გინდა? მოკლე კითხვები დავუსვათ ერთმანეთს, რომ ინფორმაცია გავცვალოთ. გავიცნოთ ერთმანეთი, ქალბატონო ნენე.
-კარგი, შენ დაიწყე, იპოლიტე. - სკამზე უფრო კომფორტულად მოვკალათდი, საზურგეს მივეყრდენი და ხელები მარცხენაზე გადადებულ მარჯვენა ფეხზე დავიკრიფე.
-კარგი, ოცდაოთხი წლის რომ ხარ უკვე გამოვთვალე, ყველაზე ბანალურით დავიწყოთ - რა პროფესიის ხარ?
-ისტორიკოსი ვარ, შენ?
-ოჰო, საინტერესოა. ახლა აღარ მიკვირს, რატომ მოგეწონა ეს გარემო. მე ეკონომისტი ვარ.
-ძალიან, ძალიან ტიპურია. - გამეცინა და ჩაის ფინჯანი მოვიქციე ხელებში.
-რატომ არის ტიპური?! - იწყინა ჩემი ნათქვამი. - მე კარგი ეკონომისტი ვარ. - ეპითეტს განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი.
-ხო, ნუ, თუ კარგი ხარ არცერთ ვარიანტში არ ხარ ტიპური. კარგი, დედისერთა ხარ?
-არა, ორი უფროსი ძმა და პატარა და მყავს. შენ?
-ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი, ყველაზე მიუხვედრელი, უტაქტო და ქარაფშუტა ძმა უკვე გაიცანი.
-კარგი, რატომ ამკობ ასე ძალიან შენს ძმას, ასეთიც არაფერი დაუშავებია. - გადაიხარხარა.
-დამიჯერე, ზუსტად მასეთია, შენ ზღვაში წვეთი ნახე. ოჯახური დრამაა, მაგით არ შეგაწყენ თავს.
-კარგი, მოდი მუსიკაზე ვილაპარაკოთ. აქ თუ ვერ დავემთხვიეთ, არაფერი გამოვა, იცოდე! - სასაცილოდ გამაფრთხილა. – Pink Floyd?
-რა თქმა უნდა, Radiohead?
-თავისთავად! Muse?
-ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულია!
-ანუ ბრიტანულ როკთან მეგობრობ?
-ზოგადად, ბრიტანულ მუსიკასთან ვარ ძალიან ახლოს.
-გადასარევია. Coldplay?
-ახლა გეტყვი, რომ მათ კონცერტზე მოხვედრაზე ვოცნებობ და ვიქნები ყველაზე პაპსა ადამიანი.
-მართლა ოცნებობ? - გაეცინა.
-არა. მიყვარს ეგ ჯგუფი, რა თქმა უნდა, მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტან, როცა ყველას პირზე აკერია, რომ მათ კონცერტზე წასვლა ცხოვრებისეულ მიზნებში უწერიათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ ვიღაცამ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს რა მაგარია მათ კონცერტზე.
-აბა ვის კონცერტზე წახვიდოდი?
-Muse-ის კონცერტზე, სიამოვნებით.
-ამ ზაფხულს აუცილებლად ექნებათ ტურნე და წავიდეთ!
-მე და შენ? - გამეღიმა.
-ხო, სადაც აქ გამომყევი სრულიად უცხოს, კონცერტზე არ გამომყვები?
-გამოგყვები. - გადაჭრით განვუცხადე, მერე კი გამეცინა.
-Arctic monkeys გიყვარს?
-ალეკო? - გამეცინა.
-ვინ ალეკო?
-მაგათ სოლისტს ალეკოს ვეძახი. ჩემს დაქალს უყვარს ძალიან ეგ ჯგუფი და მის გასაბრაზებლად ასე ვეძახი. ზოგიერთი სიმღერა მიყვარს, კი.
-უზადო გემოვნება გაქვს, ვერაფერს ვიტყვი! - კმაყოფილმა აღნიშნა.
-უზადო არამგონია, უბრალოდ შენი მსგავსი მაქვს.
-დემიენი გიყვარს?
-ბრინჯად წოდებული? - ისევ გამეცინა.
-ხო, რაისი. - მასაც გაეცინა.
-როგორ არ უნდა გიყვარდეს, თუ ადამიანი ხარ და მკერდში გული გიცემს?! ვერ წარმომიდგენია.
-თბილისში რომ იყო, იყავი მის კონცერტზე? მე ვიყავი, საოცარი იყო.
-იცი ჩემს თავს რას ვერ ვპატიობ? მაშინ დემიენი არ მიყავრდა, არ ვუსმენდი და შესაბამისად ეგ შანსიც ხელიდან გავუშვი.
-ამ ზაფხულს მანდაც წავიდეთ! - დამამშვიდა.
-შენ ძალიან ცხელ ზაფხულს იწყობ როგორც ჩანს, არა?
-კი, რატომაც არა? ჩემთან ერთად მოგზაურობის იდეა ხომ არ გაშინებს შენ?
-არა, უნდა მაშინებდეს?
-რა ვიცი, რამდენიმე საათის წინ ამბობდი, მანიაკი ხარო.
-შეიძლება იყო-თქო. - შევუსწორე.
-ანუ შევთანხმდით, რომ არ ვარ? - გაეცინა.
-კი, ვგრძნობ, რომ არ ხარ.
-რომ გრძნობ უკვე კარგია.
-მაინც რატომ გადაწყვიტე, რომ ჩემთან ერთად ჩაის დალევა გინდოდა, შეგიძლია მითხრა? - უეცრად მთელი არსებით მომინდა, ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის ცოდნა, ამიტომაც მოულოდნელად ვკითხე.
რამდენიმე წამით ჩაფიქრდა. თითებს ბროლის ჭიქის ზედაპირს უსვამდა და არაფერს ამბობდა. მხოლოდ მიყურებდა, ისე მიყურებდა, რაღაც კავშირს ვგრძნობდი. თითქოს მაჰიპნოზებდა ან რაღაცის თქმას ცდილობდა ჩემთვის. ეს არ იყო, უბრალოდ თვალის თვალისთვის გასწორება, ეს იყო დიალოგი ჩვენ შორის, რომელსაც ერთმანეთის შიგნით, რაღაც კარი უნდა გაეღო, რომ ერთი-მეორეში შეგვეღწია და მიგვეღო რაღაც მეტი.
-ლევან მახარაძეს ბავშვობიდან ვიცნობ, ნენე... ბავშვობიდან ვმეგობრობთ და შესანიშნავად ვიცი, რომელ სართულზე ცხოვრობს. მისი სართული არასდროს შემშლია. არცერთხელ, გესმის? და დღეს შემეშალა. მაინცდამაინც დღეს შემეშალა, მაინცდამაინც შენ გამიღე და მაინცდამაინც მაშინ გამოვიდა ლაშა ოთახიდან, როცა წასვლას ვაპირებდი. არ ვიცი, შეიძლება სისულელეა, მაგრამ უნდა მეცადა ეს სიგიჟე.
-აბა... სიგიჟე არ არისო?! - გამეღიმა უჩვეულოდ გულაჩქროლებულს და ვიგრძენი, რომ ტირილი მომინდა.
-არის, არის. - მასაც გაეღიმა. - შენი გაცნობა ჩემთვის ყველაზე უფორმო, უგარანტიო და უსაფუძვლო ბედნიერებაა; ასეთ ბედნიერებას კი ჩემთვის სიგიჟე ქვია. - ჩაის ფინჯანს ხელები მოაშორა, ნელა გამოასრიალა ჩემკენ და ჩემს თითებს ჩაეჭიდა. - გავაგრძლოთ თამაში?
-კი, კი, გავაგრძელოთ. - ისე ვუპასუხე, თვალი არ მომიცილებია ჩემს თითებზე მოხვეული ხელებისგან.
-ოდესმე გყვარებია?
-ოხ, ეს სტანდარტული კითხვა! - გამეცინა და უფრო თავისუფლად ვიგრძენი თავი. - სამჯერ ვარ გათხოვილი.
-არ გადამრიო?! - სასაცილოდ შეიცხადა და ხელები ისევ თავის ფინჯანს დაუბრუნა. თითქოს შემცივდა, როგროც კი ეს ქნა. - ამდენი უტვინო ბიჭი სად ნახე ამ პატარა ქალაქში?
-უტვინო ბიჭებს რა დალევს?! ვერ დამაფასა ვერცერთმა და გამოვბრუნდი.
-რაო, რას გიწუნებთო?
-ტოლმას პლაში რატომ გახადე გაგანია ზამთარშიო. - სრული სერიოზულობით ვუპასუხე და ისეთი ხარხარი ატეხა, კინაღამ სკამიდან გადავარდა.
-ზედმეტად ჰუმანური ქმრები გყოლია.
-კი, სამივე. ეს მე ვიყავი ყინულის დედოფალი. - მის სიცილზე მეც გამეცინა.
-კარგი და სერიოზულად არ მიპასუხებ? - როცა გული დაიმშვიდა, ისევ მკითხა.
-თუ ძალიან გაინტერესებს, არა, ნამდვილად არ მყვარებია. რამდენიმე ბიჭი იყო ჩემ გარშემო, ძალიან კარგებიც, ნორმალურებიც და ცუდებიც, მაგრამ არასდროს მიგრძვნია, რომ რომელიმე მიყვარს. და მეშინია, იცი? რომ რეალურად არ ვიცი, რა არის ეს გრძნობა და შეიძლება ვერც ვერასდროს შევიყვარო ვინმე.
-მოიცა, შენ გგონია, რომ იმ ერთს თუ შეხვდები, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება გიწერია, რაღაც განსხვავებულს, რაღაც სრულიად სხვას ვერ იგრძნობ? - გაუკვირდა ჩემი ნათქვამი. - შანსი არ არის! რანაირად უნდა მოხდეს ეგ? აბა წარმოიდგინე, შენს მეორე ნახევარს ხვდები, ადამიანს, რომელმაც უნდა შეგავსოს, როგორ ვერ უნდა იგრძნო რაღაც უფრო აღმატებული?!
-არ ვიცი...
-იცი ეს რას ემსგავსება? წარმოიდგინე ბევრი შავი წერტილი, რომელიც ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მომენტია და მერე უცებ ერთი წითელი. ეს წითელი იცი რა არის? ის ერთადერთი, პაწაწინა გარდამავალი წამი, როცა ჩვენი ცხოვრება იცვლება, გესმის? და ამ წითელ წამს საერთოდ ვერ ვგრძნობთ, ისე ფარავს ყველა შავი წერტილი ერთად, მაგრამ მთავარია რომ ჩვენს ცხოვრებაში ის ხდება და გვცვლის ძირფესვიანად. როცა შენს მეორე ნახევარს ხვდები, იმ ადამიანს, ვინც შენთვისაა, პერსონალურად შენთვის, წითელ წერტილს ლახავ და არ შეიძლება, რომ ამის შემდეგ განსხვავება ვერ იგრძნო.
-შენთვის იყო უკვე ეგ წერტილი?
-კი, იყო... - ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მითხრა და მე კინაღამ საკუთარ მკერდში გადიდებულმა გულმა დამახრჩო, იმდენად ეგოისტურად არ მინდოდა იმის წარმოდგენა, რომ მის ცხოვრებაში იყო ვიღაც სხვა.
-ანუ გიყვარს? - შიშით, მორიდებულად ვკითხე და თითქოს ყურები დავიგუბე, ისე შემეშინდა პასუხის მოსმენა.
-მეგონა, რომ მიყვარდა. - ნაღვლიანად გაეღიმა. - მაგრამ როცა ყველაფერი დამთავრდა მივხვდი, რომ მე მასში შექმნილი იდეა მიყვარდა და არა თვითონ ის. გესმის, რას ვამბობ?
-კი, მესმის... მხოლოდ ერთხელ?
-კი, მხოლოდ ერთხელ.
-მტკივნეული იყო?
-რა, იმის აღმოჩენა, რომ ფუჭი ურთიერთობა გქონდა? არა, იმის გააზრება უფრო მტკივნეულია, რომ არარეალურის გჯეროდა.
-და როგორ უნდა მიხვდე, რომ რეალურია? რა გარანტია გაქვს?!
-ყოველთვის არარეალური და არანამდვილი იქნება, სანამ დასრულება ეწერება. ნამდვილი არ დამთავრდება, არასოდეს, არცერთ ვარიანტში.
-ცოტა ზედმეტად რომანტიკოსი ხომ არ ხარ? - თვალები დავაწვრილე და სიცილით ვკითხე.
-თევზები ასეთი სიყვარულის ადამიანები ვართ ზოგადად, არ იცოდი?
-კი, ნამდვილად მასეთები ხართ.
-შენი აზრით, ბედნიერება რა არის? - გრძელი თითები მაგიდაზე აათამაშა, რამაც ისეთი მომხიბვლელობა მიანიჭა, გამაოცა საკუთარმა თავმა, რადგან იქამდე არასდროს მეგრძნო ამხელა მიზიდულობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლისადმი.
-ეგ ძალიან უსამართლო შეკითხვაა ასეთი ფორმატის თამაშში! - გავაპროტესტე მაშინვე.
-რატომ? - გაეცინა.
-იმიტომ, რომ ბედნიერებას ძალიან ბევრი ახსნა აქვს და უსასრულოდ შემიძლია მათი ჩამოთვლა.
-ახლა უფრო დამაინტერესე! - გაეცინა. - რამდენიმე მაინც მითხარი, მეც შემოგაშველებ ჩემებს.
-კარგი. - ამოვიოხრე. - მაგალითად: ბედნიერებაა ბავშვობისდროინდელი მულტფილმების სიმღერების მოსმენა.
-ბედნიერებაა, როცა ენისწვერზე მომდგარ სიტყვას ვერაფრით იხსენებ. ცდილობ, ცდილობ, ცდილობ და მერე უცებ გინათდება გონება! - სიცილით ამყვა.
-ბედნიერებაა, საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზის გაკეთება და მის სახეზე შენით გამოწვეული სიხარულის დანახვა.
-ბედნიერებაა, როცა ის ადამიანი გწერს ან გირეკავს, ვიზეც ბევრს ფიქრობდი და გენატრებოდა.
-ბედნიერებაა, საჩუქრის შეფუთვა, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს.
-ბედნიერებაა, როცა ის ადამიანი, რომელიც საშინლად გენატრება, მეტროში შემთხვევით უცნობში გეშლება და წამით გიჩნდება ის განცდა, რომ მონატრებული ადამიანი სულაც აღარ არის შენგან შორს.
-ბედნიერებაა, კარგი წიგნის დამთავრება ან დაწყება. ბედნიერებაა კარგი წიგნი.
-ბედნიერებაა, შენი საყვარელი ნაყინის ახალი გემოს გასინჯვა. - აქ გაეღიმა.
-ბედნიერებაა, როცა გგონია, რომ ეს ცხოვრება შენთვის უკვე ზედმეტად რთულია, დედას ეხუტები, ის გამშვიდებს და შენი ბაშვობის ისტორიების მოყოლას იწყებს.
-ბედნიერებაა, მაღაზიაში ბავშვიანი დედის უკან დგომა და ბავშთან თამაში.
-ბედნიერებაა, დეკემბერში მაღაზიებში შესვლა, როცა საახალწლო სიმღერებია ჩართული და ყველას ღიმილი დასთამაშებს სახეზე.
-ბედნიერებაა, ჩაის დასალევად და საყვარელ ადამიანებთან სალაპაროდ კარგი ადგილის აღმოჩენა.
-ბედნიერებაა, ქუჩაში მიმავალი დედმამიშვილების ყურება, როცა უფროსი ყოველთვის ეუფროსება უმცროსს და ცდილობს, რაღაც ასწავლოს.
-ბედნიერებაა, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანის სრულიად ბუნებრივ კადრს დააფიქსირებ და ფიქრობ „სხვები ვერასდროს ნახავენ ამას, მაგრამ ეს იმდენად წმინდაა“
-ბედნიერებაა, საყვარელი ადამიანები.
-ბედნიერებაა, ახალი და უკვე ძვირფასი ადამიანი. - შემომხედა და გამიღიმა.
-ბედნიერებაა, როცა ადამიანი გარედან კი არ შემოდის შენს გულში, უკვე იქ არის და დღის შუქზე გამოსვლისთვის შესაფერის მომენტს ელოდება. - მეც გავუღიმე თვალებამღვრეულმა.
-ხომ ხედავ, მაინც დაგაჯერე რომ უცხოები არ ვყოფილვართ ერთმანეთისთვის. - თავი ოდნავ გადააქნია და გამიცინა.

რას მმართებდა? რა ხდებოდა ჩემს თავს? როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ, ასე უცებ და მოულოდნელად? სადღაც ხომ უნდა ყოფილიყო ახსნა? რაღაც მაინც ხომ უნდა ჰქონოდა ამ ყველაფერს გამართლებად?!
ჰქონდა! ერთადერთი, რაზეც ორივე ვთანხმდებოდით.
სიგიჟე ხდებოდა ჩვენ შორის; უფორმო, უგარანტიო და უსაფუძვლო ბედნიერება.
-მომიყევი რამე შენზე. - ისე შემეხვეწა, თითქოს სათამაშოს ყიდვას მთხოვდა ბავშვივით.
-რა მოგიყვე? ნენე რომ მქვია და მესხი რომ ვარ, უკვე იცი. ჩემი ოჯახისწევრებიც გაიცანი. მყავს ორი ბავშვობის მეგობარი - ნინი და სალომე...
-არა, არა, შენზე მომიყევი.
-აბა ახლა ვიზე გიყვები, პედრო ხოსე დონოზოზე? - გამეცინა.
-არა, კარი გამიღე და იქ შემახედე, სადაც მარტო ხარ. - ისე მშვიდად გამიღიმა, თითქოს დამაჰიპნოზა და მაიძულა, მისი თხოვნა შემესრულებინა.
-არ ვიცი... მაქვს კი „კარსიქით“ რამე?
-ყველას გვაქვს.
-ეს დღე მძულს. ვალენტინობას ვგულისხმობ; საშინლად მძულს. თავს ვაჯერებ, რომ მამაჩემის და ჩემი ძმის გაუთავებელი ხუმრობების გამოა, ამ დღეს დილიდან დისკომფორტით რომ ვიწყებ, მაგრამ სინამდვილეში ის მიზეზი მძულს, რის გამოც ისინი ხუმრობენ. წლები გადის და ამ მოცემულობას ერთი პაწაწინა წამითაც არ უჩნდება კითხვისნიშანი. ნინის შეყვარებული ყავს, სალომეს ქმარი, მე კი ამ დღეს ყველაზე მძაფრად ვგრძნობ, რომ მარტო ვარ. საქმე იმაში არ არის, რას უკეთებენ წყვილები ამ დღეს ერთმანეთს, არ მაინტერესებს რას აჩუქებს სალომეს ქმარი, მთავარია, რომ მას მჩუქებელი ყავს, გესმის? მარტო არ არის და არ იქნება არც ახალწელს, არც შობას, არც აღდგომას და არც ამ სულელობა ვალენტინობას!
-არ ვიცი, აქამდე შეამჩნიე თუ არა... - სიჩუმისგან ოდნავ ჩახრეწილი ხმით დაიწყო ლაპარაკი იპოლიტემ. - მაგრამ მარტო არც შენ ხარ. შენი „ვალენტინი“ მე ვარ, ვერ მამჩნევ? - მკერდზე მიიბჯინა საჩვენებელი თითი და გამიცინა.
-რა თქმა უნდა, შენ გულითადი მადლობა, რომ წელს მაინც მიხსენი მოსაწყენი მარტოობისგან და „ბრიჯიტ ჯონსის დღიურებისგან“, რომელიც სინამდგილეში უკვე მძულს, იმდენად ყელშია! - გამეცინა ხმამაღლა.
-რას წარმოიდგენდი, იმ ტყუილის გამო მადლობას თუ გადამიხდიდი, არა? - ფართე ღიმილმა გაუნათა სახე. ამ დროს რაღაც ბავშვური, ძალიან გულწრფელი და თბილი იჩენდა მასში თავს და მე ვგრძნობდი, რომ გულისცემა მიჩქარდებოდა.
-ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე. - მხრები ავიჩეჩე ღიმილით.
-ისე, რა სულელური სიტყვაა ეს „ვალენტინი“ რაღაც წამალს მაგონებს.
-ვალერიანს? - გადავიკისკისე.
-ხო, რაღაც მაგდაგვარს.
-ზოგადად, მთელი ეს დღესასწაული ერთი დიდი აბსურდია ჩემთვის.
-ჩემთვისაც. - გაეცინა და ფურცელი აიღო მორიგი საერთოს ჩასაწერად.

სანამ ის წერდა, მე მობილურმა დამირეკა. ისე უცნაურად ვიგრძენი თავი, თითქოს რეალობას მოგლეჯილი ძალით მიმაკერეს უკან. აღარ მახსოვდა, თუ იმ კაფის, იმ მაგიდის და ჩვენ ორის გარდა კიდევ რაიმე არსებობდა ქვეყნად.

-გისმენ, სალომე. - მაშინვე ვუპასუხე დაქალის ზარს.
-ნენეკო, ჩემო მზევ, მთვარევ და ვარსკვლავებო, რას შვები?
-ხომ ხარ მწყობრში? რა ასტრონომიის გაკვეთილი მომაყარე! - გამეცინა. - რა ხდება?
-რა ხმა გაქვს, ხომ არ გეძინა? - გაკვირვებით მკითხა და მეც იმ წამს გავიაზრე, რომ ბურუსიდან გამორკვეულივით ტონი მქონდა.
-არა, არაფერია. რაო, რატომ გირეკავო, რა მითხარი?
-გოგო, იცი რა ხდება? - მაშინვე გამხიარულდა და მეც გამაცინა. - ჩემი ქმარი თურმე გვიან ამთავრებს სამსახურს და ნინისაც, მის გასაგონად არ მინდა თქმა, მაგრამ ავთომ „დაადო“, ფეხბურთი არჩია მის თავს...
-ფეხბურთი კი არა, დეიდაშვილს ვეხმარებიო, იდიოტო! - მაშინვე გავიგე ნინის წამოძახილი.
-ნუ, როგორცაა, ხოდა გამოგივლით და გავიდეთ სადმე, კარგი?
-რაო, პატარებო, დაგირტყეს „ატკაზი“ თქვენმა რომეოებმა?! - ჩამეცინა ძალიან, ძალიან ბოროტულად.
-ნინი, ჩემი ორმოცდაათი ლარი გმართებს. - სალომემ ისე დაიყვირა, ყური მეტკინა. - ნინი ამბობდა, პირდაპირ და უყოყმანოდ დაგვთანხმდებაო, მე კიდევ ხომ ვიცი, რა ბოროტების განსახიერებაც ხარ?! - მერე მე ამიხსნა სანაძლეოს არსი.
-ბოდიში შენთანაც და ნინისთანაც, მაგრამ არ მცალია.
-რაიო? - ისევ ჩამყვირა სალომემ.
-მეტკინა ყური, სალომე, რა გჭირს?!
-რას აკეთებ, რომ არ გცალია. აღარ მორჩა ცხოვრება და წამებაი ჯონსისაი ბრიჯიტასისაი?!
-ნუ ხარ დეგენერატი! - ჩუმად ჩავჩურჩულე მობილურში, რომ ჩემს კავალერს არ გაეგო, მაგრამ სულ ტყუილად, გაიგო და გაიცინა.
-გოგო შენ საყვარელი ხომ არ გყავს?! - იმხელა ხმაზე მკითხა სალომემ, რა თქმა უნდა, იპოლიტემაც გაიგო და მე ერთიანად ავწითლდი სახეზე.
-შენ და ლაშამ უტაქტოების საერთაშორისო ფესტივალზე ოქროს მედლები უნდა მოხსნათ! - გაბრაზებულმა ისე ჩავსისინე ტელეფონში, იმედი მაქვს, შხამი მიაღწევს ადრესატამდე და მოახრჩობს.
-რა ლაშა? რა შუაშია ლაშა?
-ვაიმე, შემეშვი, სალომე, გვიან ვილაპარაკოთ.
-არაფერსაც არ შეგეშვები, მითხარი სად ხარ და რას აკეთებ!
-ერთი წამით შეიძლება? - მომღიმარმა იპოლიტემ ხელი გამომიშვირა და მობილური მთხოვა. მეც ისე ანგარიშმიუცემლად მივეცი, არც მიფიქრია, რას იზამდა. - გამარჯობა, სალომე ხომ? - ყურზე მიიდო მობილური და ჩემს დაქალს ღიმილით გაუბა საუბარი. - მე იპოლიტე ვარ... კი, იპოლიტე, არ მოგესმა. შენი დაქალის „ვალენტინი“, თუ როგორც ეძახიან ახლა ამას. მოკლედ, მე და ნენეს პაემანი გვაქვს და კი მესმის, რომ ცნობისმოყვარეობა ძალიან ძლიერი სენია, მაგრამ იქნებ საღამომდე დაელოდოთ მის სახლში დაბრუნებას? გპირდებით, გვიანობამდე არ დავაკავებ. კარგი, მადლობა დიდი, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. - ბოლოს გაიცინა, გათიშა და უკან გამომიწოდა ტელეფონი. - ყველაფერი მშვიდად მიიღო, დამშვიდდი. მგონი ცოტა გავაოცე, რომ ვუთხარი პაემანი გვაქვს-მეთქი, მაგრამ თავიდან მეც მასეთი რეაქცია მქონდა, გახსოვს?
-ხვალ სერიოზული დაკითხვა მელის, ვგონებ. - გამეცინა და ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე.
-უი, არა, არ ინერვიულო ხვალინდელზე. არა მგონია, შენმა დაქალებმა დილამდე გაძლონ. - გამიცინა და წვერზე მოისვა ხელი.
-გარეთ უკვე დაბნელდა, ხედავ? - ფანჯარაში გავიხედე და ღიმილით აღვნიშნე.
-იცი, როგორ უნდა მიხვდე, რომ ადამიანი შენიანია?
-როგორ?
-მასთან საუბარში საათი წამად უნდა გადიოდეს. ვერც ვიგრძენი ისე დაღამდა, შენ იგრძენი?
-ვერა. - თავი გავაქნიე.
-ესეიგი, ერთმანეთის ადამიანები ვყოფილვართ. - გამიღიმა და მე უკვე თვლა მქონდა არეული, მერამდენედ ამიჩქარდა გული. - ხომ არ გავიდეთ? გავისეირნოთ...
-გავიდეთ. - დაუფიქრებლად დავთანხმდი იმიტომ, რომ ის სივრცე, რომელსაც ჩვენ შორის მდგარი მაგიდა წარმოქმნიდა უკვე ძალიან მებევრებოდა.

სითბოდან გამოსულს ისე შემამცივნა, თითქოს მაისიდან პირდაპირ დეკემბერში ამოვყავი თავი. ისიც თითქოს მაშინვე მიხვდა, რომ მოვიბუზე, ჩემკენ მობრუნდა და მკითხა.

-შეგცივდა?
-ცოტა. - მხრები ავიჩეჩე სიცილით.
გაჩერდა და მეც გამაჩერა. ხელები მკლავებზე ჩამჭიდა და ღიმილით მითხრა.
-ახლა მე შენ ჩაგეხუტები, იმიტომ, რომ თავს ვერ ვერევი უკვე, ისე მინდა ამის გაკეთება, ჩვენ კი ამას შენი გათბობის მცდელობას დავაბრალებთ, კარგი?
-კარგი. - გული ყელში მომებჯინა, ძლივს გავეცი პასუხი.

ფრთხილად შემიშვა ხელები, ერთი ნაბიჯით წინ მოიწია და ისე მჭიდროდ მომეხვია, უკან დამაბრუნა, თბილ კაფეში. მისი ჩახუტება ჩემთვის მყუდროებას ჰგავდა და მე წარმოდგენაც არ შემეძლო, რომ ვინმესთან ასე ყოფნა შეიძლებოდა ამდენად საოცარი ყოფილიყო.
ხელები კისერზე მოვხვიე, მან ჩემს ჩამოშლილ თმაში ჩამალა სახე და ვიგრძენი, როგორ წამართვა თმაზე შერჩენილი სურნელი ერთი ამოსუნთქვით.
მე მას ცივი მუხტი და ქოქოსის სურნელი ვაჩუქე;
მან - ცხელი მუხტი და ის აზრი, რომ სიმყუდროვე ადგილებსა და გარემოებებს კი არა, ადამიანებს მოაქვთ.

-გათბი? - როცა ოდნავ მომშორდა და მკითხა, შევნიშნე, რომ თვალები ამღვრეოდა და მე მათში იმაზე მეტის ამოკითხვა შევძელი, ვიდრე წარმოვიდგენდი ან ვიგრძნობდი.
-ყველაზე საოცარი ხარ, მათ შორის ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ. - უბრალოდ ვერ შევძელი, საკუთარ თავს ვერ დავუშალე ამის თქმა.

გაეღიმა, ხელი მომხვია და ჩემთან ერთად განაგრძო გზა.

არ ვიცი, რამდენხანს ვიარეთ, რა მიმართულებით ან სადამდე, მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ და ეს იყო ყველაზე ინტიმური რამ, რაც კი ოდესმე განმეცადა. ისე ესმოდა ჩემი, რომ გავჩუმებულიყავი, მაინც გაიგებდა, ასე მგონია. ხანდახან, ჩერდებოდა, სახეზე მაკვირდებოდა და მეუბნებოდა.

-ყველაზე კეთილი სახელი გქვია, ნენე. რა გავაკეთო, რომ ამის ისე მჯერა, როგორც ღმერთის სჯერათ ადამიანებს?!
-ლამაზი სახელი გქვიაო, არაერთს უთქვამთ, მაგრამ კეთილი... საოცრად ამაღლებული კომპლიმენტია და მგონია, რომ საერთოდ არ ვიმსახურებ.
-როცა რაღაცის გჯერა, რამდენად გაინტერესებს იმსახურებს ამას თუ არა? გჯერა უბრალოდ და მორჩა. - გამიღიმა და მეც ყველა ნათქვამი სიტყვა დავიჯერე.

ერთი აზრი ამეკვიატა და არაფრით დამანება თავი.
რა იყო ეს ყველაფერი?! როგორ მოხდა?! რატომ მოხდა?!
რომ თოთხმეტი თებერვლის ერთ უბრალო, არაფრით გამორჩეულ დღეს მე კარი გავაღე და იქ დამხვდა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შემიცვალა ჩემს ცხოვრებაში. რომ მას ათასჯერ სწორად შერჩეული სართული, ათასმეერთედ აერია და ჩემთან მოხვდა; რომ მიდიოდა, სანამ ლაშა არ გამოვიდა ოთახიდან და ის იფიქრა, რაც რეალურად მოხდა მერე.
რა იქნებოდა, მე რომ არ გამეღო კარი?! რა იქნებოდა, მას რომ ჩემი სახელი არ გაეგონა და საყვარელი კაფე არ წარმოედგინა?! რა მოხდებოდა, მე რომ მის თამაშს არ ავყოლოდი და არ აღმოვჩენილიყავით იქ, სადაც საბოლოოდ აღმოვჩნდით.
ერთ პაწაწინა, უბრალო და უდანაშაულო ცდომილებას შეეძლო ყველაფერი სულ სხვა მიმართულებით წაეყვანა და ჩვენ იმ წამს ერთმანეთის გვერდით, უზომოდ ბედნიერები, არასტანდარტულ სიგიჟეში ჩაბმულები არ ვიქნებოდით.
სიგიჟე არ იქნებოდა, ერთი წამით მაინც რომ მომხდარიყო რაღაც სხვა.
მაგრამ ალბათ ნამდვილი სიყვარულიც ასეთია, არა?! იმდენად სათუთი და წმინდა, ერთი შეცდომაც კი შუშის სარკესავით ჩამოამსხვრევს ყველაფერს.
დაუჯერებელი იყო, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა. რომ მე მას ვეხებოდი, ვუღიმოდი, ველაპარაკებოდი და ის არ ქრებოდა. მეტიც, მპასუხობდა: ღიმილზე- ღიმილით, სიტყვაზე - სიტყვით, შეხებაზე - შეხებით და განცდაზე - განცდით.
მისი ნამდვილი სახელიც კი არ ვიცოდი, არ ვიცოდი სად ცხოვრობდა, ვინ იყვნენ მისი მშობლები, ნათესავები, მეგობრები, მაგრამ ვიცოდი, ვინ იყო ის და მე ის მიყვარდა.
მიყვარდა,
მიყვარდა,
მიყვარდა,
ვიმეორებდი გულში და მაინც არაფრით იცვლებოდა რეალობა.
ეს რაღაც სხვა იყო, გესმით?! რაღაც უფრო აღმატებული და უზენაესი, ვიდრე ჩემი და მისი ცხოვრების უფერული დეტალები. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ იყო დედამისი, მისი ძმა, მეზობელი ან დეიდაშვილი. მე ის მიყვარდა და ის შეგრძნება, რომელიც მისი შეხებისას მიჩნდებოდა.
ხუთი საათი... სამასი წუთი გახდა საკმარისი, რომ ჩემი ადამიანი მეპოვნა.
ხვდებით, რამდენად არანორმალური შეიძლება იყოს ცხოვრება?! - სამას წუთში გადამაფასა, შემცვალა, გადამატრიალა, გამაგიჟა და შემაყვარა ის, ვინც შემთხვევით აღმოჩნდა ჩემს კართან და ვისი ნამდვილი სახელიც კი არ ვიცოდი.
სიგიჟეა - არის! არის!
ყველაზე უფორმო, უფერული, უსუნო, უგარანტიო, უსაფუძვლო ბედნიერებაა.
მხოლოდ ორისთვის - ჩემთვის და მისთვის.
შემიყვარდა... ხუთ საათში, სამას წუთში და მის საპირწონე წამებში.

ჩემი ეზო რომ დავინახე მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ ყველაფერს თავისი დასარული აქვს. გულზე ისეთი ლოდის დაწოლა ვიგრძენი, მხოლოდ მესამე ცდაზე შევძელი ამოსუნთქვა. მკლავში ხელი ჩამჭიდა, თითქოს არ უნდოდა ჩემი გაშვება. თვალებში ჩამხედა, რამდენიმე წამით მიყურა და მერე მითხრა.
-გაბრიელი მქვია...
გამეღიმა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს უთქმელადაც ვგრძნობდი, რომ ასე ერქვა.
-აბა შენთვის იპოლიტე მინდა ვიყოო? - გახუმრება ვცადე, რადგან ორივესთვის უმძიმესი წამები ჩვენ შორის ნელ-ნელა ღრმავდებოდა სივრცედ.
-შენთვის მინდა ვიყო იპოლიტეც და გაბრიელიც. ყველაფერი მინდა მოგცე. - ნაღველი უმძაფრდებოდა მზერაში.
-გაბრიელიც ძალიან კეთილი სახელია, იცი? - მის ხელებს ჩემები გადავუსვი და გავუღიმე.
-რა იქნებოდა, დღევანდელი დღე რომ არ ყოფილიყო, წარმოგიდგენია? ახლა ვგრძნობ, რომ ყველას და ყველაფერს მირჩევნიხარ, მაგრამ სულ რაღაც ერთი დღე, დღეც არ უნდა, რამდენიმე საათი და საერთოდ არ იქნებოდი ჩემს ცხოვრებაში, წარმოგიდგენია? შენ არ იქნებოდი... ჩემი ნენე.
-არ ვიქნებოდი და თავიდან მიპოვნიდი. შენი ბაშვობის მეგობარი ჩემგან ერთი სართულით დაბლა ცხოვრობს. გესმის, რა ახლოს ვართ? შენ თვითონ არ მითხარი? ჩვენ არასდროს ვყოფილვართ უცხოები, ყოველთვის ხელის გაწვდენაზე ვიყავით ერთმანეთისგან. ვინ იცის, რამდენჯერ გვიმგზავრია ლიფტით ერთად?!
-არა, ლიფტით ვერ ვიმგზავრებდით. - უხერხულად ჩაეცინა.
-ხო, მართალია, მაპატიე. - მეც გამეცინა. - მაგრამ მთავარი ის არის, რომ დღევანდელი რომ არ ყოფილიყო, ხვალინდელი იქნებოდა, გესმის?! აუცილებლად, აუცილებლად ვიპოვნიდით ერთმანეთს. აქ თუ არა, სადმე, ქუჩაში, მაღაზიაში, აფთიაქში ან რომელიმე სკვერში. არ ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს ადგილს და დროს? მთავარია, რომ ვიპოვნიდით და მივხვდებოდით, რომ ერთმანეთის ადამიანები ვართ. რამდენიმე საათში, გაბრიელ, გესმის? რამდენიმე საათში.
-ნენე, მითხარი, გიღირდა? - უეცრად მკითხა და საოცარი ღიმილი შემომანათა. - ღირდა ჩემს ვალენტინად ყოფნა დღეს?
-ყველა ვალენტინობა, ყველა წელი, ყოველი დღე ღირდა დღევანდელ დღედ! - ვუთხარი და ამეტირა. ხელები ძლიერად მოვხვიე და მანაც მაშინვე ჩამიკრა გულში.
-გეტყვი გთხოვ, რა... გეტყვი და ისე წავალ.
-არა, მერე ვეღარ გაგიშვებ. - ტირილით ამოვთქვი და თავი გავაქნიე.
-შენ მე არასდროს გამიშვებ, გპირდები.
-არა, გაბრიელ...
-შენ თვითონ თქვი, ბედნიერებაა ისეთი ადამიანები, რომლებიც გულში გარედან კი არ შემოდიან, სულ იქ არიან და სათანადო დროს ელიანო. ჩემი წითელი წერტილიც შენ ხარ, ნენე... კარი რომ გამიღე, უკვე მიყვარდი. უბოდიშოდ მიყვარხარ... - მითხრა და ისე უცებ შემეხო ტუჩებით ტუჩებზე, ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი.

მარტო ის ვიცი, რომ ყველაფერი ვიგრძენი.
და ის გრძნობა, რომელზეც ამბობენ, რომ ადამიანებს აფრენინებს, იმ წამს ჩასახლდა ჩემს სხეულში.

*_*_*_*

დილით ისეთი საშინელი თავბრუსხვევით გავიღვიძე, თავი მძიმე ნაბახუსევზე მეგონა. რამდენიმე წუთი დამჭირდა, რომ ორივე თვალი ერთდროულად და ნორმალურად გამეხილა და წამომვჯდარიყავი.
პირველი, რაც აზრზე მოსვლის შემდეგ გავაკეთე, კალენდარის შემოწმება იყო, რომელიც მაუწყებდა, რომ თხუთმეტი თებერვალი იყო.
ესეიგი, ყველაფერი რეალობა იყო...
ყველაფერი მართლა მოხდა და გუშინდელი დღე ჩემი ღამის გონების მოგონილი არ ყოფილია.
იპოლიტე ნამდვილად მოხდა!
ის კაფეც, ძველებური ჩაის ფინჯნები, სამოვარი, ყველა საუბარი და ყველა თემა ნამდვილი იყო.
ის, რომ თოთხმეტ თებერვალს მარტოსულმა და ამით კმაყოფილმა, ხოლო თხუთმეტ თებერვალს შეყვარებულმა გავიღვიძე, რეალურად ხდებოდა ჩემს თავს.
ყველაფერი... ყველაფერი იყო სიგიჟე, მაგრამ ნამდვილი, ძალიან ნამდვილი სიგიჟე.

-ნენეკო, კარი გააღე, შენთვის წერილია. - ლაშამ მომიკაკუნა კარზე და მეც, ჩემი ახალი ცხოვრებით აღტკინებულმა, სწრაფად გავუღე კარი.
-რა წერილია?! - სწრაფად გამოვტაცე კონვერტი და ვკითხე.
-არ ვიცი, სხვისი წერილების კითხვა არ მაქვს ჰობად. - გამიცინა და კარი მიხურა.

კონვერტს არაფერი ეწერა, მაგრამ გაუხსნელად ვგრძნობდი, ვისგანაც იქნებოდა. სწრაფად გავხიე, წერილი ამოვიღე და გავშალე, რომ წამეკიხა.

„ ძვირფასო ნენე, (ასე იწყება სასიყვარულო წერილები და მეც, როგორც ყველაზე რომანტიკოს თევზებს, ასე მმართებს დაწყება)
დღეს დილით ისეთმა გაბრუებულმა გავიღვიძე, თავი ნაბახუსევზე მეგონა. რამდენჯერმე გადავამოწმე კალენდარი, რომ დავრწმუნებულიყავი, თხუთმეტი თებერვალი იყო და მე ნამდვილად ვიცხოვრე თოთხმეტი თებერვალი.
იცი, მეც შენსავით, ბავშვობიდან ვერ ვიტან ვალენტინობას. მესამე ან მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ჩვენი ქართულის მასწავლებელმა ბავშვებს ლექცია წაგვიკითხა იმის შესახებ, რომ ჰელოუვინი, ვალენტინობა და მისთანანი, ჩვენი აღმსარებლობის დღესასწაულები არ არის და ჩვენც არ უნდა აღვნიშნავდეთ. არ ვიცი, რამდენად იმოქმედა მისმა სიტყვებმა ჩემს ქვეცნობიერზე, მაგრამ ფაქტია, იმ სკოლიდან მალევე გადავედი, თუმცა იმ ქალის სიტყვები დღემდე ზარივით ჩამესმის გონებაში.
პარადოქსია ალბათ, არა?! სწორედ იმ დღეს შევხვდით ერთმანეთს, როცა ჩვენი ადამიანის გაცნობას ყველაზე ნაკლებად ველოდით, მაგრამ მე მიყვარს პარადოქსები, ისევე, როგორც ბედის ირონია იმიტომ, რომ სულ გაღიმებულს მტოვებს.
გახსოვს გუშინ რა გითხარი? - ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები არ ვართ-მეთქი. დღეს დილით გავიღვიძე და მივხვდი, რომ ეს ქალაქი კი არა, სამყაროა იმდენად პატარა, რომ ყველა ყველასთვის შეიძლება იყოს ნაცნობი და ხუთი საათი სულაც არ არის საკვირველი დრო შენი ადამიანის ამოსაცნობად. მე ერთი წამი დამჭირდა და შეგიყვარე. ვაღიაროთ, შენ ცოტა გაძალიანდი, მაგრამ ჩემი შარმის გაძლება სულაც არ არის მარტივი საქმე. (თავმომწონე ვარ, კიბატონო)
ამ წერილს იმიტომ გწერ, რომ თხუთმეტი თებერვალი ჩემით დაიწყო და მიხვდე, რომ ის რაც გუშინ დაიწყო, აღარასდროს დამთავრდება. ( არ ვიცი, იქნებ ვერ ხვდებოდი ამას და კონკრეტიკა გჭირდებოდა) მე და შენ ნამდვილები ვართ, ახლა გესმის ამის არსი?!
ხო მართლა, გახსოვს რომ მეუბნებოდი, მეშინია, რომ ვერასდროს მივხვდები შეყვარებული ვარ თუ არაო. დღეს შუადღის სამ საათზე ისევ ჩვენ კაფეში გელოდები, ამასთან დაკავშირებით შენი აზრი მომასმენინე, თორემ გუშინ მხოლოდ ჩემი აღიარება მოვისმინე და ახლა ძალიან ეულად გრძნობს თავს, იცი?
არ დააგვიანო იცოდე, ნუ დაემსგავსები სხვა ქალებს :)))
იმედი მაქვს, მოაგნებ უჩემოდაც.
თუ ჩემი ნომერი დაგჭირდეს, ლევანს შეუარე და თხოვე.

-ამიერიდან შენი მუდმივი ვალენტინი
იპოლიტე.

პ.ს. ისე, შენებს ნელ-ნელა შეაპარე, რომ იპოლიტე არ მქვია. სიძე კაცი ვარ ბოლოსდაბოლოს.

სულ მინდოდა "ერთ ღამეში დაწერილი" ისტორია და
აი ისიც! :დდ
ვალენტინობა მოდის და აქტუალურია ეს თემა.
ვიცი, რომ პატარაა, მაგრამ ერთხელ მეც მინდოდა ასეთი ისტორიის დაწერა.
იმედი მაქვს, ისიამოვნებთ <3скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი შამხათი

ვაიმე, ანა, რა საყვარლობა იყო, ძალიან მომეწონა.დაუგეგმავი სიგიჟეები, ბედნიერად რომ გაქცევს, ძალიან მიყვარს.ჩემი უსაზღვრო კომპლიმენტები შენ!

№2 სტუმარი სტუმარი თამო

ვაიმე შენი ნიკი რო დავინახე როგორ გამეხარდა.ჯერ არ წამიკიტხია მაგარამ ვიცი რო ძალიან კარგი იქნება.ეხლა წავედი წავიკიტხავ ვეღარ მოვიტმინე ჯერ კომენტარი დაგიწერე

№3  offline ახალბედა მწერალი Ans...

თვალები შეამზადე ქალბატონო უნამუსო!
მოიცა, ერთი წუთით.... გადაახვიე დრო ასე 1 საათით ადრე და გაიხსენე რა იკადრე? ჩემო თავმდაბლობის განსახიერებავ? ;დდდ
ბოდიში მოიხადე, უუუდიდესი ბოდიში და მერე დაუბრუნდი კომენტარის კითხვას.
მოიხადე?
ახლა მისმინე!
ჯერ ხო სიცილი დავიწყე იქიდან, შეყვარებული არ მღირსებია და ვალენტინობას ვერ ვიტანო. ავტომატურად დათუნიები, ერთი ცალი ვარდი და შეფუთული "შიკოლადი" გამახსენდა, რაზეც სასწაულად ვიცინე ასე 1-2 დღის წინ.
ყავის და ჩაის თემაზე რომ მივედი, მანდ მივხვდი, რომ ეს ერთგული, მშვიდი, უსაყვარლესი და საოცრება კურო ჩვეულებრივ ეგოისტად ჩამომაყალიბე იმდენი რაღაც გამახსენდა.
მგონი არაა ნორმალური ყველაფერს რაღაცასთან რომ ვაკავშირებ ხო? უნდა ამოვაპრინტერო ჩვენი ჩატი და მერე ერთი კარგად ვიცინო ;დ გამახსენე ეს მოცლილი რო ვიქნები მერე!
ხოდა იპოლიტე ჩემი ბიჭია. შე ნაგლო! ჩაიო და ჩემია! ვსო! ხვიჩია არ მინდა, მაგრამ გაბრიელიც არ მინდა.
ჩემთვის ყოველთვის იპოლიტედ დარჩება.(ჯანდაბას არ იყოს მელოტი)
ტყუპებზეც რომ ვიცინე აღარ უნდა თქმა. კი ხართ ორნი, მაგრამ შენ მაინც დაიმახსოვრე, რომ სამნი ვართ ! <3
ვერძები ჩვენგან შორს!
მერე გამახსენდა, რომ შენთვის არასდროს მითქვამს დამიენ რაისი ჩემი ფავორიტი კაცი პიროვნება როა და აქაც ეგოისტად ჩამოვყალიბდი.
თემა ხარ ანა რა !
სად მოარტყი?
და თვითონ ნენე? ჩემი-ყველაზე ლამაზი და შენი-ყველაზე კეთილი.
შვილები? გავაცნოთ შვილები რა :)) <3 (ჩვენი შვილები)
ნენე, ნინი და სალომე? ნანა/ნუნუ?
მოგინდა არა სამი "ნ"? ვერ მოგართვი!
ხა ხა ხა ! ბედმა გაგწირა ანუუუუუუუუუუუუუუუუუკ <3 ;დდდდ
ისა...
ბოდიში...
მოიცა, მოიცა...
პროფესიით ვინ ვარო?
სულ რატომ ცდილობ, რომ ვიტირო? :) ხომ ვერ მეტყვი?
იცი, ყველაზე ტკბილი მომენტი რომელი იყო? "კარი რომ გამიღე უცებ მიყვარდი" და "უბოდიშოდ მიყვარხარ".
შენ რომ საოცრებათა შორის საოცრება ხარ ვიმეორებ უკვე რამდენი ხანია და ცოტა ტექსტი მომიძველდა.
რა უნდა ვილაპარაკო?
ის რომ სასწაული ხარ და უმაგრესად წერ და შენი 1 საათში დაწერილი ისტორიაც თუნდაც ყველა ჩემს ისტორიას ჯობია? (წიხლებს არ ვართ, ჩემთვის ჯობია!)
აი, ამას ვიტყვი ყველგან და ყოველთვის, რომმ შენ თვით საოცრება ხარ
უბრალოდ
ამ ისტორიაში კიდევ უფროო ტკბილი იცი რა იყო?
არ გამოვიყენებ ამ სიტყვებს როგორც ბიჭის და გოგოს "ამბავში", სხვანაირად გეტყვი.

"-აი, ვთქვათ, შორიდან იცნობ, სოციალური ქსელიდან მაგალითად ან საერთო ნაცნობისგან; ადამიანს არ იცნობ, მაგრამ ზუსტად იცი, რომ შენნაირია, შენიანია, გესმის? და რომ გაიცნო, ასი პროცენტით მოეწონები, იმიტომ, რომ შენი ადამიანია და მის გაცნობას საერთოდ არ სჭირდება წლები. მხოლოდ ერთი ან ორი აზრიანი საუბარი და უკვე იცი, რომ ამ ადამიანს იცნობ, შეხვედრამდე იცნობდი და სულ რომ ვერასდროს შეხვედროდი პირადად, მაინც გეცოდინებოდა ცხოვრების ბოლომდე."

წაიკითხე ეს მონაკვეთი კიდევ ერთხელ ჩემი ხათრით. ოღონდ ნენეს და გაბრიელის გარეშე და იცი რა მინდა გითხრა?

ადამიანებთან უხილავი კავშირი მქონია კი
და
შენ ხარ უხილავი ჩემი კავშირი! აზრზე რომ არ ვარ საიდან გიცნობ-მაგრამ გიცნობ!

პ.ს ახლა არ მითხრა, უკვე გიცნობო და არ მემასხრო ეგრე, თორე "მწყინს მასეთი რაცხები ხოიცი" <3 მიყვარხარ ! უბრალოდ მიყვარხარ! ჯასთ ლუბლუ !

№4  offline ახალბედა მწერალი An_Gel

შამხათი
ვაიმე, ანა, რა საყვარლობა იყო, ძალიან მომეწონა.დაუგეგმავი სიგიჟეები, ბედნიერად რომ გაქცევს, ძალიან მიყვარს.ჩემი უსაზღვრო კომპლიმენტები შენ!

ნანა, მოკლედ კომენტარებში პირველობას არ თმობ, რა joy joy უერთგულესზე უერთგულესი მკითხველი ხარ უკვე! შენ არ იცი, როგორ მიყვარხარ და როგორ ვგიჟდები შენს კომენტარებზე. უღრმესი მადლობა, უდიდესზე უდიდესი მადლობა ამ და სხვა ყველა კომენტარისთვის. heart_eyes heart_eyes heart_eyes

სტუმარი თამო
ვაიმე შენი ნიკი რო დავინახე როგორ გამეხარდა.ჯერ არ წამიკიტხია მაგარამ ვიცი რო ძალიან კარგი იქნება.ეხლა წავედი წავიკიტხავ ვეღარ მოვიტმინე ჯერ კომენტარი დაგიწერე

თამო heart_eyes heart_eyes როგორ გამახარე, ნეტავ იცოდე. გელოდები შეფასებით, იმედი მაქვს მოგეწონება heart_eyes

№5  offline აქტიური მკითხველი Anuki96

რა სასიამოვნო წასაკითხი იყო. მსუბუქი მაგრამ ემოციებით დახუნძლული.

№6  offline ახალბედა მწერალი An_Gel

Ans...
თვალები შეამზადე ქალბატონო უნამუსო!
მოიცა, ერთი წუთით.... გადაახვიე დრო ასე 1 საათით ადრე და გაიხსენე რა იკადრე? ჩემო თავმდაბლობის განსახიერებავ? ;დდდ
ბოდიში მოიხადე, უუუდიდესი ბოდიში და მერე დაუბრუნდი კომენტარის კითხვას.
მოიხადე?
ახლა მისმინე!
ჯერ ხო სიცილი დავიწყე იქიდან, შეყვარებული არ მღირსებია და ვალენტინობას ვერ ვიტანო. ავტომატურად დათუნიები, ერთი ცალი ვარდი და შეფუთული "შიკოლადი" გამახსენდა, რაზეც სასწაულად ვიცინე ასე 1-2 დღის წინ.
ყავის და ჩაის თემაზე რომ მივედი, მანდ მივხვდი, რომ ეს ერთგული, მშვიდი, უსაყვარლესი და საოცრება კურო ჩვეულებრივ ეგოისტად ჩამომაყალიბე იმდენი რაღაც გამახსენდა.
მგონი არაა ნორმალური ყველაფერს რაღაცასთან რომ ვაკავშირებ ხო? უნდა ამოვაპრინტერო ჩვენი ჩატი და მერე ერთი კარგად ვიცინო ;დ გამახსენე ეს მოცლილი რო ვიქნები მერე!
ხოდა იპოლიტე ჩემი ბიჭია. შე ნაგლო! ჩაიო და ჩემია! ვსო! ხვიჩია არ მინდა, მაგრამ გაბრიელიც არ მინდა.
ჩემთვის ყოველთვის იპოლიტედ დარჩება.(ჯანდაბას არ იყოს მელოტი)
ტყუპებზეც რომ ვიცინე აღარ უნდა თქმა. კი ხართ ორნი, მაგრამ შენ მაინც დაიმახსოვრე, რომ სამნი ვართ ! <3
ვერძები ჩვენგან შორს!
მერე გამახსენდა, რომ შენთვის არასდროს მითქვამს დამიენ რაისი ჩემი ფავორიტი კაცი პიროვნება როა და აქაც ეგოისტად ჩამოვყალიბდი.
თემა ხარ ანა რა !
სად მოარტყი?
და თვითონ ნენე? ჩემი-ყველაზე ლამაზი და შენი-ყველაზე კეთილი.
შვილები? გავაცნოთ შვილები რა :)) <3 (ჩვენი შვილები)
ნენე, ნინი და სალომე? ნანა/ნუნუ?
მოგინდა არა სამი "ნ"? ვერ მოგართვი!
ხა ხა ხა ! ბედმა გაგწირა ანუუუუუუუუუუუუუუუუუკ <3 ;დდდდ
ისა...
ბოდიში...
მოიცა, მოიცა...
პროფესიით ვინ ვარო?
სულ რატომ ცდილობ, რომ ვიტირო? :) ხომ ვერ მეტყვი?
იცი, ყველაზე ტკბილი მომენტი რომელი იყო? "კარი რომ გამიღე უცებ მიყვარდი" და "უბოდიშოდ მიყვარხარ".
შენ რომ საოცრებათა შორის საოცრება ხარ ვიმეორებ უკვე რამდენი ხანია და ცოტა ტექსტი მომიძველდა.
რა უნდა ვილაპარაკო?
ის რომ სასწაული ხარ და უმაგრესად წერ და შენი 1 საათში დაწერილი ისტორიაც თუნდაც ყველა ჩემს ისტორიას ჯობია? (წიხლებს არ ვართ, ჩემთვის ჯობია!)
აი, ამას ვიტყვი ყველგან და ყოველთვის, რომმ შენ თვით საოცრება ხარ
უბრალოდ
ამ ისტორიაში კიდევ უფროო ტკბილი იცი რა იყო?
არ გამოვიყენებ ამ სიტყვებს როგორც ბიჭის და გოგოს "ამბავში", სხვანაირად გეტყვი.

"-აი, ვთქვათ, შორიდან იცნობ, სოციალური ქსელიდან მაგალითად ან საერთო ნაცნობისგან; ადამიანს არ იცნობ, მაგრამ ზუსტად იცი, რომ შენნაირია, შენიანია, გესმის? და რომ გაიცნო, ასი პროცენტით მოეწონები, იმიტომ, რომ შენი ადამიანია და მის გაცნობას საერთოდ არ სჭირდება წლები. მხოლოდ ერთი ან ორი აზრიანი საუბარი და უკვე იცი, რომ ამ ადამიანს იცნობ, შეხვედრამდე იცნობდი და სულ რომ ვერასდროს შეხვედროდი პირადად, მაინც გეცოდინებოდა ცხოვრების ბოლომდე."

წაიკითხე ეს მონაკვეთი კიდევ ერთხელ ჩემი ხათრით. ოღონდ ნენეს და გაბრიელის გარეშე და იცი რა მინდა გითხრა?

ადამიანებთან უხილავი კავშირი მქონია კი
და
შენ ხარ უხილავი ჩემი კავშირი! აზრზე რომ არ ვარ საიდან გიცნობ-მაგრამ გიცნობ!

პ.ს ახლა არ მითხრა, უკვე გიცნობო და არ მემასხრო ეგრე, თორე "მწყინს მასეთი რაცხები ხოიცი" <3 მიყვარხარ ! უბრალოდ მიყვარხარ! ჯასთ ლუბლუ !

აუ, კარგი რა!
აი, კარგი რა!
რა საქციელი იყო ეხლა ეს? იმდღევანდელისთვის სამაგიერო გადამიხადე, ხო? დამნებდი და აღიარე, რომ სამაგიერო გადამიხადე ჩემი კომენტარისთვის! საერთოდ არ ვიცი, იმან რა დაგმართა შენ, მაგრამ ძალიან, ძალიან კარგად ვიცი, რომ ახლა მე ვზივარ და დებილივით ვიცინი და თან ცოტა-ცოტა ცრემლებსაც ვიწმენდ. არ გაპატიებ ჩემს ცრემლებს, ეს სათუთი გულის პატრონი ბავშვი ესე უნდა აგეღელვებინე?! ესეთი რაღაცეები უნდა გეთქვა?!
დავიწყოთ იქიდან, რომ ბოდიშს არ მოვიხდი :))) მაინც დურაკობაა და ბევრი ვერაფერი (და მოდი შევთანხმდეთ, რომ ის სიტყვები ეს ერთი ყველა ჩემსას ჯობიაო, არ გამიგია :) არ გითქვამს, არ წამიკითხავს, არ გიცნობ, არ მიცნობ, ხარაშო? :დდ)
და ყველგან რომ "მოარტყი" სადაც მინდოდა გამიზნულად თუ უნებლიედ, ეგ საერთოდ ცალკე თემაა. ყავა და ჩაიზეც შენ გამახსენდი! ვერძი-ტყუპებზეც (პროსტა თევზები ვარჩივნე შენს თავს, კურო, ჰახ :) ) ისტორიკოსი რომ იყო ეს ჩემი ნენე, ეგეც არ უნდა იყოს მგონი დამთხვევა, ხოო? :დდდ ისიც ვიფიქრე, ერთი ორი ჩემებური შუტკით კბილს გავკრავთქო შენს პროფესიას, მაგრამ არმინდა ეხლა ჩხუბები და ინტრიგები რაა, ვიცი რომ არ გაგდის ეგეთები :დდდდ და ჩვენში დარჩეს, იქ მაგრად მაწყენინე, ის მომენტი რომ ამოაციტატე და ცალკე წაიკითხეო. მე ვერ მოვიფიქრე ჩემით, რომ მე და შენც ეგრე ვართ რაღაც პონტში? :) და რომ უნახავად ჩემი ადამიანი ხარ და რომ უხილავი კავშირი გვაქვს და ა.შ?! ბოდიში მომიხადე აქ!
ეე, დემიენზე კი გამაოცე. ხო ხედავ, გულთმისანი ვარ :დდდ სულ ვიცოდი, რომ ეს ფარული ნიჭი მახლდა თან. ჩვენი შვილები გავაცნოთ ერთმანეთს, მაგათი ხათრით ვურთიერთობთ ამდენი ხანია და უნდა გავაცნოთ, აბა როგორ?! ^_^ (კაი არაფერი ჩამარტყა თავში, დაგიწერ კომენტარს და ჩემით გავალ :დდ) აუ სამი "ნ" მინდააა!!! დაერქმიათ ნუნუ ან ნანა იმ გოგოსთვის, ხო მეყოლებოდა შენზე კლასნი სადაქალო? :) დაგინდე პროსტა რაა, ნია-ნატა-ნინიც ჩემები არიან და დავტოვე თავიანთ სიმაღლეზე <3 ;დდდდდ
იცი რას გეტყვი?
უბოდიშოდაც მიყვარხარ!
ბოდიშიანადაც!
სანამ სულ-სულ პირველად მომწერდი, მანამდეც მიყვარდი, ასეც მიყვარხარ ისეც მიყვარხარ და ვაფშე, კაი ბოვშვი ხარ-მეთქი სულ გეუბნები და არ მისმენ ეტყობა,რა!
უზომოდ, უზომოდ გამახარა ახლა შენმა სიტყვებმა, ხო იცი?! გამახარა კი არა, რაც მიყო აღარ დავწერ, რა წესია ამხელა გოგო ვარ :) :დდდ
აი ყველა "ჩვენი" მომენტი რომ დაიჭირე აქ, მეამა, ყოჩაღ კარგი გოგო ხარ, მზევინარიკო, დიდი მზე შენ! <333
(ეს ერთი შენი ყველა ჩემსას ჯობიაო, მაინც არ გპატიობ :) )
და ეხლა ცოტახანი არ დამენახო, ემოციურმა ფონმა გადაიაროს.

№7 სტუმარი უმფროსო

თუ გაპატიო ????????⚫️

№8  offline ახალბედა მწერალი An_Gel

Anuki96
რა სასიამოვნო წასაკითხი იყო. მსუბუქი მაგრამ ემოციებით დახუნძლული.

მადლობა დიდი heart_eyes heart_eyes მეც ზუსტად ასეთი ისტორიის დაწერა მინდოდა. მიხარია, რომ გამომივიდა <3

№9  offline წევრი barbarebibileishvilii

არვიცი, საიდან დავიწყო, რა გითხრა ან რითი შეგაფასო
ვგიჟდები შენზე, უფროსწორად უკვე ვგიჟდები, შენზე და შენს ამ ისტორიაზე
იცი, როგორი ისტორიაა? უნაკლო, ყველა გრძნობა გაქვს გადმოცემული, და თან ისე, რომ ყველა გულთან მივიდა და სიგნიდან გამათბო
არ იყო, დიდი ისტორია მაგრამ, იყო დიდი შინაარსი და დიდი გრძნობები
პერსონაჟები? არარეალურები, ასეთები არ არსებობენ, მაგრამ ისტორიას სწორედ იმიტომ არ ვკითხულობთ, რომ სხვა სამყაროში გადავიდეთ? თუნდაც რამდენიმე წუთით, მაინც სხვა სამყაროში, სამყარო რომელიც უბრალოდ გიყვარს, განსხვავებული ხარ, კი განსხვავებული ხარ, იმიტომ რომ განსხვავებული შექმენი, არ ვიცი რა გითხრა, განა სიტყვები საკმარისი იქნება? ერთ ღამეში დაწერილი ისტორია, რომელიც ყოველთვის გინდოდა, და მაინც რამდენ ისტორიას ჯობია რომელსაც თვეები და წლები წერდნენ?
მინდა გითხრა, მგარამ ეს ის მომენტია, როცა არ იცი რა თქვა და ვერ გადმოსცემ
ყველაზე მეტად, შენს განსხვავებულ შეხედულებას, წერის მანერას და აზრებს
განსხვავებული ხარ, ათიათასი მოთხრობა, რომ წავიკითხო მაინც გამოვარჩევ ამას, წამიკითხია ისტორია, რომელიც მეორე დღეს აღარ მხსომებია, მაგრამ ეეს? არასოდეს დავივიწყებ, ალბათ ახლა დავყვები და შენს ყველა ისტორიას წავიკითხავ...
განსხვავებული ხარ, განსხვავებული ისტორიებით
და სწორედ ამიტომ, შემიყვარდი შენც და შენი ისტორიაც, სულ რამდენიმე წუთში

№10  offline ახალბედა მწერალი lullaby

ყველაფერს: იუმორს, პროფილს, დამთხვევების ფურცელს, კაფეს, ჩაის, გაბრიელს (კეთილ სახელს), წერილს და ათას რამეს დავანებოთ თავი... ისე მარტოსულად ვიგრზენი თავი, ზუსტან ნენეს მსგავსად, ვერ წარმოიდგენ... ზოგადად შენი გმირები მტკივნეულად მოქმედებენ ჩემზე. "ერთ ღამეში დაწერილი" ისტორიით ადამიანს აუშალო ყველა გრზნობა, დარწმუნებული ვარ იცი, რაც არის. გულში მაქვს კორიანტელი, მაგრამ არ მინდა მივედ-მოვედო.
ეს ის ისტორიაა ჩემთვის, რომელიც ვერ დამავიწყდება და რამდენჯერაც გავიხსენებ, იმდენჯერ მომკლავს ეს მარტოსულობის შეგრზნება, და აი ესაა ყველაზე დიდი და მაგარი პლიუსი.
დიალოგი ბედნიერებაზე ყველაზე ღირებული იყო ამ 300 წუთში და რა თქმა უნდა ბედნიერებაა, როცა რიგში ბავშვიანი ქალის უკან დგახარ და ბავშვს ეთამაშები <3
მეტი ერთ ღამეში დაწერილი ისტორიები და მეტი გადახვეული სტილი შენგან... ნურას უკაცრავად, ვინც ფიქრობს, რომ "დიალოგებით სავსე ისტორიებში" ცხოვრება არ ჩანს.
არაჩვეულებრივი იყო, ანა! არაჩვეულებრივი!

№11  offline მოდერი MoonLady

გაზდევდა არა, გასდევდა.
ემგვანება არა, ემსგავსება.
ძალიან, ძალიან თბილი, ტკბილი, გემრიელი ისტორია იყო.
ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ტყუპები და თევზები ვერ ეწყობიან ერთმანეთს :დ ორივე მუტაბელური ნიშანია და მათ შორის უარყოფითი ასპექტი იქმნება. (შორს წაგვიყვანს, გავჩერდები :დ)
ე.ი. მეც მინდა ჩემი იპოლიტე ! :დ გაბრიელი არ მინდა, იპოლიტე მინდა.
მაქსიმალურად გამართული, ემოციური და თებერვლისეული ისტორია იყო.
თებერვლის ფერია ეს ისტორია *-*

№12  offline ახალბედა მწერალი An_Gel

barbarebibileishvilii

რამდენჯერმე წავიკითხე შენი კომენტარი, ყოველ ჯერზე თავიდან დავიბადე.
მაინც ვერაფრით მივხვდი, როგორ გაგცე ახლა პასუხი ისე, რომ საფუძვლიანად გადმოვცე ჩემი ემოციები და უმთავრესად, სიხარული, რომელიც შენმა არანორმალურად მაგარმა სიტყვებმა გამოიწვია.
მიხარია, რომ წაიკითხე ეს ისტორია და მოგეწონა, მიხარია, რომ სხვების წაკითხვის სურვილი გაგიჩნდა.
გეთანხმები, ამ ისტორიის გმირები არარეალურთან ძალიან ახლოს დგანან, მაგრამ მათი ხიბლიც ეს არის, ალბათ. მიხარია უზომოდ, რომ სხვებში გამომარჩია და კიდევ უფრო მიხარია, რომ ამ ისტორიას შენთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეხსიერებაში.
უღრმესი მადლობა heart_eyes heart_eyes

№13  offline წევრი Jupiter

ვაი, ეს რა დავინახე და წავიკითხე! ❤️❤️
შენი დაწერილი დიდი ისტორიები ხომ მიყვარს და აი ასეთებზე ვგიჟდები! ეს ცოტა პატარა იყო, მაგრამ მაინც.
ძალიან, ძალიან სასიამოვნო წა(ჩა)საკითხი იყო ❤️

№14 სტუმარი სტუმარი Nina

Au ici ra minda gkitxo? Vedzeb katerinas da vegar vpoulob da sad movnaxo iqneb mitxraa?? An sheni axali profilit ver atvirtav srulad,ubralod ganumeorebelia eg romani da guli damwydeba ro vegar wavikitxo((

№15  offline ახალბედა მწერალი An_Gel

lullaby
ყველაფერს: იუმორს, პროფილს, დამთხვევების ფურცელს, კაფეს, ჩაის, გაბრიელს (კეთილ სახელს), წერილს და ათას რამეს დავანებოთ თავი... ისე მარტოსულად ვიგრზენი თავი, ზუსტან ნენეს მსგავსად, ვერ წარმოიდგენ... ზოგადად შენი გმირები მტკივნეულად მოქმედებენ ჩემზე. "ერთ ღამეში დაწერილი" ისტორიით ადამიანს აუშალო ყველა გრზნობა, დარწმუნებული ვარ იცი, რაც არის. გულში მაქვს კორიანტელი, მაგრამ არ მინდა მივედ-მოვედო.
ეს ის ისტორიაა ჩემთვის, რომელიც ვერ დამავიწყდება და რამდენჯერაც გავიხსენებ, იმდენჯერ მომკლავს ეს მარტოსულობის შეგრზნება, და აი ესაა ყველაზე დიდი და მაგარი პლიუსი.
დიალოგი ბედნიერებაზე ყველაზე ღირებული იყო ამ 300 წუთში და რა თქმა უნდა ბედნიერებაა, როცა რიგში ბავშვიანი ქალის უკან დგახარ და ბავშვს ეთამაშები <3
მეტი ერთ ღამეში დაწერილი ისტორიები და მეტი გადახვეული სტილი შენგან... ნურას უკაცრავად, ვინც ფიქრობს, რომ "დიალოგებით სავსე ისტორიებში" ცხოვრება არ ჩანს.
არაჩვეულებრივი იყო, ანა! არაჩვეულებრივი!

მარიამ heart_eyes აი, ხომ ვთქვი არ მიყვარს-მეთქი ვალენტინობა? გინდა არ გინდა, გულის სიღრმეში არის რაღაც, რაც გწკიკნის გულზე და გახსენებს, რომ ამ დღეს მარტო ხარ. (ოღონდ მხოლოდ შეყვარებული ქალის ამპლუაში! :დ) რა გითხრა არ ვიცი, მიხარია, რომ ჩემი გმირები მოქმედებენ შენზე, რომ ახერხებენ შენს აღელვებას ან რაიმეზე დაფიქრებას; უზომოდ მიხარია და ეგოისტურად მინდა, რომ სულ ასე იყოს. ბავშვიანი დედის უკან დგომა რიგში, რა თქმა უნდა, უდიდესი ბედნიერებაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვსაც მოსწონხარ :დდ წარმოდგენაც ვერ მექნებოდა, რომ ერთი ღამის შედეგი ამხელა მოწონებას დაიმსახურებდა შენში და ზოგადად, ყველაში. უღრმესი მადლობა heart_eyes heart_eyes ეს ჩემთვის შენი ყველაზე ემოციური კომენტარი იყო და მეც ყველაზე განსაკუთრებულად შევინახავ <3

MoonLady
გაზდევდა არა, გასდევდა.
ემგვანება არა, ემსგავსება.
ძალიან, ძალიან თბილი, ტკბილი, გემრიელი ისტორია იყო.
ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ტყუპები და თევზები ვერ ეწყობიან ერთმანეთს :დ ორივე მუტაბელური ნიშანია და მათ შორის უარყოფითი ასპექტი იქმნება. (შორს წაგვიყვანს, გავჩერდები :დ)
ე.ი. მეც მინდა ჩემი იპოლიტე ! :დ გაბრიელი არ მინდა, იპოლიტე მინდა.
მაქსიმალურად გამართული, ემოციური და თებერვლისეული ისტორია იყო.
თებერვლის ფერია ეს ისტორია *-*

ოხ, როგორ არ მიყვარს ის "თავნება" სიტყვები, რედაქტირებაშიც რომ ძვრებიან და მერე ასე მარცხვენენ საქვეყნოდ :დდ მადლობა, რომ მიმითითე, შევასწორებ. რაც შეეხება, ემგვანება, მეც ასეც სწორი ფორმა მეგონა, ვცდებოდი ალბათ.
მე რატომ ვიცი, რომ თევზები და ტყუპები კარგად უგებდნენ ერთმანეთს? აშკარად ასე ვიცოდი მთელი ეს დრო და ესეიგი არასწორად? :დ
მიხარია, რომ მოგხიბლა იპოლიტემ :დ რა ჯობია მაგას?! ^_^
მადლობა ლამაზი კომპლიმენტისთვის. მეც მინდოდა, რომ თებერვლისეული ყოფილიყო ეს პატარა ისტორია heart_eyes heart_eyes

№16 სტუმარი Qeti qimucadze

Iseti sayvareli. Tbili da gansxvavebuli istoriaa gamatboo. Madloba am emociebistvisssss. Carmatebebi, zalian momecona, armindoda damtavrebuliyoo

№17 სტუმარი სტუმარი თამო

კო მომეწონა რომელია ძალიან მაგარია.აი მარტოსულად რო გაგრძნობინებს თავს და რო ვცდილობ ნენეს მდგომარეობა წარმოვიდგინო დაქალი მყავს მასე მაგრამ არ დავცინით???? პირიქით.აი ნენე და იპოლიტე ანუ გაბრიელი მართლაც აი არვიცი ძაკიან მომეწონა ასე გიჟური საქციელი უცებ და ასე სიყვარული.მართლაც არაჩვეულებრივი იყო

№18  offline ადმინი Mariiiiami

აი დედას გეფიცები რაც შენი გაზიარებული ვნახე იმ წამიდან დამთავრების წამამდე ყველაფერი გულწრფელად უნდა გითხრა.დავიფიცე უკვე...მოკლედ ახლა მაქვს რაღაც ვირუსი და მომავლის იმედდაკარგული ვგდივარ დივანზე დედაჩემის ყურადღების ქვეშ(სამსახური გააცდინა ჩემმ გამო და გეფიცები არ ვიცი მერამდენე კომშის ნელთბილ კომპოტს ვსვამ გუშინ ვაშლისას მტენიდა)ხოდა ხო ვგდივარ და ანა გელაშვილმა რაღაც გააზიარა 4ლოვედან,ოჰ ანას ვიღაცის ისტორია ძალიან მოწონებიათქო(ვითო თვითონ დაწერა რამე ახალი რატო ვერ ვიფიქრე:დდდ)მერე ვკითხულობ მინაწერს და გავნათდი და თან შემეშინდა და დავწერე კიდეც რას გვანებივრებთ ხო კარგად ვართთქო და მერე დავიწყე(უი აქ დეიდა ანსი რო გამკხდა უნდა გავქრეთო თვითონ კი ვიცი რო ბაკურიანში მიდის მარა ყველას ერთად ნუ მოგინდევათ რა აორთქლება.კატერინა დაგვირედაქტირე მაგას გადავიკითხავ ქე მაინც:დ)ნუ როგორ დავიწყე იცი,3000 წუთის 5 საათად გადაქცევით;დდდ მერე მოკლედ ვალენტინობა მართლა მძულს ოღონდ რატო არ ვიცი,რამნიშვნელობა აქვს მძულს და მორჩა,მერე კიდე უცებ სახელი ნენე და ნუ რა თქმა უნდა ჩვენი პატარა ნენე გამახსენდა აი რა თქმა უნდა და მეთქი აი მარტო ანსის ისტორიაში აღარ იქნებათქო(ხედავ რა ყველაფერზე ვფიქრობ და ვიაზრებბბ:დდდდდდდდდ) მერე კაფესი რო მივიდნენ გეფიცები ანამ კეკელიამ რო ფოტო დადო სადღაც ძალიან მყუდრო ადგილას რომ ზის გარეთ ზუსტად ეგ ქუჩა და ეგ შესასვლელი მგონია მე "ყვითელი ფოთლების"(აი შეძლება რც არი მარა თავისუფლად ფიქრს ძეტკა ვერ დამიშლი:დდდდა ყანჩელი გენიოსია ამ სიმღერისთვის და საერთოდაც)მერეე პროფესიებიო და ოჰ ქალბატონი ანსი თავისი ისტორიით ვიგრძენი როგორც დაწინაურდა :დდდდდდ პ.ს ახლა ცოტა არეულად უნდა ვთქვა ყველაფერი. მოკლედ "კატერინაში" ფერებზე რომ გაქვს ცხოვრების ფერებზე დაწერილი და რომ გითხარი გენიალურად გაქვსთქო ზუსტად ეგრე ვიგრძენი გარდამავალ წამზე რომ უხსნიდა.აი ახლა კინოფილმებში რომ არის კადრებ სუკან რომ ახვევენ ისე ვარ და ჯერ წარმომიდგება როგორ დგანან ჩახუტებულები ისეთი გამომეტყველებით მთელი არსრბით რომ იაზრებ შენ ის იპოვე,შენი ადამიანი და მთელ ბედნიერებას თვალებით კი არა ყველა უჯრედით ასხივებ,მერე წარმომოდგენია ისევ ჩახუტებულები ყვითელი ფოთლების წინ პღონდ ჯერ ცოტა დაბნეულები,მერე წარმომიდგენია როგორ სხედან, იცინიან,იწერენ საერთო თვისებებს,შესციციებენ ერთმანეთს,ელოდებიან ჩაის,მერე როგორი სითბილე შეპარული დგას ნენე კარებში,როგორ გადმოდიან ტაქსიდან,როგორ სხედან ტაქსში და როგორ ჩუმად ეღიმება გაბრიელს,როგორ იქნევს ხელს ტაქსს,რპგორ ჩამოდიან კიბეებზე,როგორ უხსნის ლიფტის შიშზე იპოლიტე,როგორ ეკამათბა ნენე,როგორ ემშვიდობება იპოლიტე ნენეს ოჯახისწევრებს,როგორ ეძახის ლაშა ნენეს ოთახიდან და მოიცაა აი აქ გაჩერდიი და დაინახავ როგორ ვრცელდება ბგერა როგორ შეშდება გაბრიელი 1/3 და როგორ ხდება და როგორ პოულობს ორი სული ერთმანეთს,ეს არის გარდამავალი ფერი,ეს არის წამი მთელს ცხოვრებას რკმ ცვლის.სხვისთვის ან თუნდაც შენთვი ანა ეს გარდამავალი წამი ჯერ კიდევ მასინ დადგა გაბრიელს თავისი ბავშობის მეგობრის სართული რკმ ეშლება და ნენე რომ.კარების გასაღებად მიდი მაგრამ ჩემთვის ამ მომენტში დგება.გეფიცები წარმოვიდგინო შემიძლია და დაჟე ვიგრძნო როგორ ქრის სადარბაზოს ქარი,რამდენი რამ უტრიალებს ნენე სახელის გაგონებაზე გაბრიელს და ანა სართოდ კიდე იცი რდენი რამის თქმა მინდა გეფიცები არ იციი.აი იმ მომენტზე"კარი გამიღე და იქ შემახედე სდაც მარტო ხარ"არვიცი რა ვიგრძენიი,აი მე ძალუან მიხარია ასე რომშეგიძლია სიტყვებით თამაში.აი ბედნიერება რა არისო როცა საუბრობდნენ შენ გამოგრჩა... "ბედნიერება როცა საიტზე შემოსულს ანა გელაშვილის ისტორია გხვდება" "ბედნიერებაა როცა საიტზე შემოსულს ანსის ისტორია გხვდება" "ბედნიერაბაა როცა საიტზე შემოსულს ნენეს ისტორია გხვდება" "ბედნიერებაა როცა საიტზე შემოსულს მარგოს ისტორია გხვდება" "ბედნიერებაა როცა საიტზე შემოსულს ანა კეკელიას ისტორია გხვდება" და ძალიან ძალიან დიდი მადლობა თქვენნ რომ ასე მაბედნიერებთ. კიდევ დავწრრდი რამდენიმე ავტორს მაგრამ თქვენ გარეშე ის ავტორები ვერ გამაბედნიერებენ.ძალიან ძალიან მიყვარხარ ანა,ანდრია მახარაძიდან დაწყებული გაბრიელ ლომიძით დამთავრებული.კომენტარის დამტყტავრებას ვერ ვანებებ საკუთარ თავა გეფიცები.წითელი ფერი მიყვარს ძალიან და მინდა მეც წითელი ფერით ვიგრძნო გარდამავალი წამი,ალეკოზე მეც ვგიჟდები,დემიენზე მეც ვგიჟდებიი და საერრთოდ ეგ ჯგუფ3ბი რომ ცალკე არ ცამოვწერო გწტყვი რომ მუსიკით დიდავ ვერ ვ კაიფობ მაგრამ მიყვარს,ბოლოს წერილზე ისევ მეორე ნენე გამახსენდა და ლამის მეც ამოვიღე ბოლოს ფურცელში და იმ მსგავსებებს წერილში არსებული მაგავსებებიც მივამატე.მიყვარხარ

№19  offline მოდერი bla.ell

რა კარგი ისტორიაააheart_eyesგავთბიი კითხვისას...ძალიან მესაყვარლა...ტკბილი და სასიამოვნო წასაკითხი იყო❤❤ჩემი უსაყვარლესი ნიკის პატრონი რომელიც უმაგრესად წერს❤❤❤ძააალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ!!❤❤წარმატებას გისურვებ სიამოვნებით წავიკითხავ რაიმე ასეთ სასიამოვნო ისტორიებს უსაყვარლესი მწერლისასheart_eyes❤❤

№20  offline მოდერი ენემი

აი ეს ისტორია თითქოს უბრალო არაფრით გამორჩეული მაგრამ მაინც სულ ყველაზე საოცრება იყო, არც მე მყავს ჩემი "ვალენტინი" მაგრამ უმისოდაც შევივსე მე, ამ ისტორიამ შემავსო heart_eyes "სიტყვები ზოგჯერ ზედმეტია" ხომ ასეა? აი ახლა მართლაც ზედმეტია, მე პირადად სიტყვები მეზედმეტება. გავთბი ისე როგორც არასდროს, ჰო ზუსტად ისე ზაფხულის მზეც რომ ვერ გაგათბობს.
"თუ არ შეგიძლია ქალის გაბედნიერება, სხვას მაინც ნუ შეუშლი ხელს" აი ასე იყო მათ შემთხვევაშიც, ხელს არავინ უშლიდა გაბრიელს რადგან ის ნენეს პირადი ბედნიერება იყო. "ადამიანი რომელიც თქვენი ღიმილის მიზეზია არასდროს არ უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან" არც მათ გაუშვეს ერთმანეთი და დარწმუნებული ვარ სინამდვილეშიც ხდება ასეთი სასწაულები და არსებობენ რეალური "ნენე" და "გაბრიელი". ალბათ ვეგოისტობ მაგრამ მეც მინდა ჩემი "გაბრიელი", აი ასე უბრალოდ სასწაულად რომ შემოიჭრას ჩემს ცხოვრებაში. ვცდილობდი მოკლედ თქმას მაგრამ არ გამომივიდა, მინდოდა ბოლომდე მეთქვა, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც რაც ვერ ავღწერე, შენ მე დამაბნიე როგორც "ნენე" ვერ მოდიოდა ასე ვერ მოვდივარ აზრზე მეც. kissing_heart kissing_heart მიხარიხარ ძალიან, სასწაულად წერ და ნუ იტყვი რომ "ერთ ღამეში დაწერილ ისტორიას" არ შეუძლია გულამდე მიღწევა kissing_heart kissing_heart

№21  offline ახალბედა მწერალი TeddyBear

ძალიან საყვარელი ისტორია იყო, ერთგვარი განტვირთვა კამელიების შემდეგ ❤

№22 სტუმარი სტუმარი ნანა

ჩემო გოგო ❤️ არ ვიცი აქ უნდა ვწერდე ამას თუ პირადად გეუბნებოდე... ყველა ის მოფერება, ყველა ნაპოვნი თუ ვერ ნაპოვნი, შესაფერისი სიტყვა, რაც ჩემს ემოციას გამოხატავდა გარკვეულ მომენტებში შენს მიმათ, წარმოიდგინე და ეხლა ერთმანეთზე გადაამრავლე! შენი დაბრუნება, ყველა სიტყვაში ჩემის ამოკითხვა და განცდა, ამდენი დამთხვევა და გაიგივება! როგორ ავხსნა და გადმოგცე, როგორ მოვიტანო შენამდე... მაგრამ იცი, ვიცი რომ ამას იგრძნობ... ვიცი, იმიტომ რომ მე ვგრძნობ ყველა სიტყვაში შენს სულს! შენც მიხვდები ახლა ჩემს აზრს და გაიგებ რის თქმას ვცდილობ! შენ მე გასულ წლებს მჩუქნი! სიხარულს, სიყვარულს, ოცნებებს მჩუქნი! ჩემს აზრებს წერ წლების წინ რომ მინდოდა ამხდენოდა! კითხვის შეწყვეტა მინდოდა რამდენჯერ და შენთვის მოწერა, მაგრამ ხომუნდა დამემთავრებინა ეს ისტორია... სიგიჟეს მმართებ ანა ამხელა ქალს ალბათ არანორმალური ვეგონები ვინმეს, მაგრამ არ მაინტერესებს! შეუძლებელია ჩემი სულის ტყუპისცალი იყო! უბრალოდ აქამდე არასდროს მიფიქრია ამ მიმართულებით... ჩემი ტყუპისცალი ხარ შენ და ის კი არა, რომ წაროუდგენელი შექმენი - არა! მე ვფიქრობდი და მე მინდოდა ეს ამბავი მომეთხრო, ან მეგრძნო, ან მეცხოვრა... არ ვიცი... ჩემი ხარ შენ! სახელებიც კი, სახელებიც ჩემი საყვარელია ამ მოთხრობაში, მუსიკაც და შემსრულებლებიც! რა გითხრა კიდევ... მაგრამ გეტყვი, ოღონდ აქ არა... ძალიან მიყვარხარ ჩემო!!! ❤️❤️❤️ შენი ქ. ნანა

№23  offline წევრი ანუშირვანი

ძალიან კარგი , უსაყვარლესი ისტორიაა :* ერთი ამკსუნთქვით წავიკითხე :* კამელიებიც ძალიან მიყვარს . იმაზე თუ ვიტირე , ამაზე ღიმილი არ მომშორებია სახიდან :* ვალენტილობას არც მე არ ვწყალობ :დ მაგრამ , რაიცი ,,ცხოვრებაში ყველაფერი ხდება“ <3

№24  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე ანა როგორ მიყვარხარ შენ ხო აზრზე არ ხარ.დასაწყისი ხო საოცარი იყო.დასასრულზე აღარაფერი მაქვს სათქმელი.უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ და რა ვქნა
ზუსტად ისეთი იყო როგორიც შენს ისტორიას შეეფერებოდა.მხიარული, რომანტიკულიც კი იყო.მინდა რომ შენი წიგნები საქართველოში კი არა, ძალიან ბევ ქვეყანაში გაიყიდოს იმდენად კარგი ხარ

არაფერი ეტყობა ამ ისტორიას ერთ დღე-ღამეში დაწერილის.ვერ წარმოიდგენ რამდენი ვიცინე ნენეს კომენტარებზე,ცუდად გავხდი სიცილიდან.მაგარი გოგო ხარ და წარმატებები შენ
--------------------
ლანა

№25 სტუმარი l,m not sick

ვააახ
შენ ვინ ხარ?
ჰა?
რაიყო ეს?
ვაი მეეე
ვგიჟდები რა შენზეეეეეე....

№26  offline წევრი mirandaa31

როგორც კი ვნახე დამატებული იმის მერე ძლივს გადავაგორე მთელი დღე რომ ეს საოცრება წამეკითხა.. მართლაც რომ საოცარი ისტორიაა ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა. არვიცი ამდენად ნიჭიერი როგორ ხარ მე თამამად შემიძლია გითხრა რომ შენზე გადარეული ვარ ძალიან მაგარი გოგო ხარ და მიხარია რომ აღმოგაჩინე <3 იპოლიტეზე გავგიჟდი <3 ნენეზეც გავგიჟდი <3 ლაშაზეც.. აუ რა საყვარელია <3 ისე კარგად გამოგივიდა ეს ერთ ღამეში დაწერილი ისტორია იმედი მაქვს კიდევ გაგვანებივრებ შენს ერთგულ მკითხველს მსგავსი ისტორიებით <3 ჩემო კარგო ულევი წარმატებები შენ.. გელოდებით ახალი საოცრებით და ძალიან დიდხანსაც ნუ გვალოდინებ <3
--------------------
ხელმოწერა

№27  offline ახალბედა მწერალი An_Gel

Jupiter
ვაი, ეს რა დავინახე და წავიკითხე! ❤️❤️
შენი დაწერილი დიდი ისტორიები ხომ მიყვარს და აი ასეთებზე ვგიჟდები! ეს ცოტა პატარა იყო, მაგრამ მაინც.
ძალიან, ძალიან სასიამოვნო წა(ჩა)საკითხი იყო ❤️

მადლობა, მარიამ, უღრმესი <3 მიხარია, რომ მოგეწონა ეს პატარა ისტორია და ისიამოვნე, მიუხედეავად მოცულობისა <33

სტუმარი Nina
Au ici ra minda gkitxo? Vedzeb katerinas da vegar vpoulob da sad movnaxo iqneb mitxraa?? An sheni axali profilit ver atvirtav srulad,ubralod ganumeorebelia eg romani da guli damwydeba ro vegar wavikitxo((

კატერინა დროებით ავიღე, რომ დავარედაქტირო, როცა დავაბრუნებ "სრულად" დავაბრუნებ, მადლობა რომ მოგწონთ <3

Qeti qimucadze
Iseti sayvareli. Tbili da gansxvavebuli istoriaa gamatboo. Madloba am emociebistvisssss. Carmatebebi, zalian momecona, armindoda damtavrebuliyoo

ქეთი, ძალიან დიდი მადლობა <333 მიხარია, რომ მოგეწონა heart_eyes

სტუმარი თამო
კო მომეწონა რომელია ძალიან მაგარია.აი მარტოსულად რო გაგრძნობინებს თავს და რო ვცდილობ ნენეს მდგომარეობა წარმოვიდგინო დაქალი მყავს მასე მაგრამ არ დავცინით???? პირიქით.აი ნენე და იპოლიტე ანუ გაბრიელი მართლაც აი არვიცი ძაკიან მომეწონა ასე გიჟური საქციელი უცებ და ასე სიყვარული.მართლაც არაჩვეულებრივი იყო

თამო heart_eyes მიხარია, რომ მოგეწონა. ხო, რა თქმა უნდა, არც ჩვენ დავცინით ერთმანეთს "მარტოობისთვის", მაგრამ ნენეს ცოტა ბოროტი გარემოცვა შეხვდა :დდდდ მადლობა დიდი heart_eyes heart_eyes

Mariiiiami
აი დედას გეფიცები რაც შენი გაზიარებული ვნახე იმ წამიდან დამთავრების წამამდე ყველაფერი გულწრფელად უნდა გითხრა.დავიფიცე უკვე...მოკლედ ახლა მაქვს რაღაც ვირუსი და მომავლის იმედდაკარგული ვგდივარ დივანზე დედაჩემის ყურადღების ქვეშ(სამსახური გააცდინა ჩემმ გამო და გეფიცები არ ვიცი მერამდენე კომშის ნელთბილ კომპოტს ვსვამ გუშინ ვაშლისას მტენიდა)ხოდა ხო ვგდივარ და ანა გელაშვილმა რაღაც გააზიარა 4ლოვედან,ოჰ ანას ვიღაცის ისტორია ძალიან მოწონებიათქო(ვითო თვითონ დაწერა რამე ახალი რატო ვერ ვიფიქრე:დდდ)მერე ვკითხულობ მინაწერს და გავნათდი და თან შემეშინდა და დავწერე კიდეც რას გვანებივრებთ ხო კარგად ვართთქო და მერე დავიწყე(უი აქ დეიდა ანსი რო გამკხდა უნდა გავქრეთო თვითონ კი ვიცი რო ბაკურიანში მიდის მარა ყველას ერთად ნუ მოგინდევათ რა აორთქლება.კატერინა დაგვირედაქტირე მაგას გადავიკითხავ ქე მაინც:დ)ნუ როგორ დავიწყე იცი,3000 წუთის 5 საათად გადაქცევით;დდდ მერე მოკლედ ვალენტინობა მართლა მძულს ოღონდ რატო არ ვიცი,რამნიშვნელობა აქვს მძულს და მორჩა,მერე კიდე უცებ სახელი ნენე და ნუ რა თქმა უნდა ჩვენი პატარა ნენე გამახსენდა აი რა თქმა უნდა და მეთქი აი მარტო ანსის ისტორიაში აღარ იქნებათქო(ხედავ რა ყველაფერზე ვფიქრობ და ვიაზრებბბ:დდდდდდდდდ) მერე კაფესი რო მივიდნენ გეფიცები ანამ კეკელიამ რო ფოტო დადო სადღაც ძალიან მყუდრო ადგილას რომ ზის გარეთ ზუსტად ეგ ქუჩა და ეგ შესასვლელი მგონია მე "ყვითელი ფოთლების"(აი შეძლება რც არი მარა თავისუფლად ფიქრს ძეტკა ვერ დამიშლი:დდდდა ყანჩელი გენიოსია ამ სიმღერისთვის და საერთოდაც)მერეე პროფესიებიო და ოჰ ქალბატონი ანსი თავისი ისტორიით ვიგრძენი როგორც დაწინაურდა :დდდდდდ პ.ს ახლა ცოტა არეულად უნდა ვთქვა ყველაფერი. მოკლედ "კატერინაში" ფერებზე რომ გაქვს ცხოვრების ფერებზე დაწერილი და რომ გითხარი გენიალურად გაქვსთქო ზუსტად ეგრე ვიგრძენი გარდამავალ წამზე რომ უხსნიდა.აი ახლა კინოფილმებში რომ არის კადრებ სუკან რომ ახვევენ ისე ვარ და ჯერ წარმომიდგება როგორ დგანან ჩახუტებულები ისეთი გამომეტყველებით მთელი არსრბით რომ იაზრებ შენ ის იპოვე,შენი ადამიანი და მთელ ბედნიერებას თვალებით კი არა ყველა უჯრედით ასხივებ,მერე წარმომოდგენია ისევ ჩახუტებულები ყვითელი ფოთლების წინ პღონდ ჯერ ცოტა დაბნეულები,მერე წარმომიდგენია როგორ სხედან, იცინიან,იწერენ საერთო თვისებებს,შესციციებენ ერთმანეთს,ელოდებიან ჩაის,მერე როგორი სითბილე შეპარული დგას ნენე კარებში,როგორ გადმოდიან ტაქსიდან,როგორ სხედან ტაქსში და როგორ ჩუმად ეღიმება გაბრიელს,როგორ იქნევს ხელს ტაქსს,რპგორ ჩამოდიან კიბეებზე,როგორ უხსნის ლიფტის შიშზე იპოლიტე,როგორ ეკამათბა ნენე,როგორ ემშვიდობება იპოლიტე ნენეს ოჯახისწევრებს,როგორ ეძახის ლაშა ნენეს ოთახიდან და მოიცაა აი აქ გაჩერდიი და დაინახავ როგორ ვრცელდება ბგერა როგორ შეშდება გაბრიელი 1/3 და როგორ ხდება და როგორ პოულობს ორი სული ერთმანეთს,ეს არის გარდამავალი ფერი,ეს არის წამი მთელს ცხოვრებას რკმ ცვლის.სხვისთვის ან თუნდაც შენთვი ანა ეს გარდამავალი წამი ჯერ კიდევ მასინ დადგა გაბრიელს თავისი ბავშობის მეგობრის სართული რკმ ეშლება და ნენე რომ.კარების გასაღებად მიდი მაგრამ ჩემთვის ამ მომენტში დგება.გეფიცები წარმოვიდგინო შემიძლია და დაჟე ვიგრძნო როგორ ქრის სადარბაზოს ქარი,რამდენი რამ უტრიალებს ნენე სახელის გაგონებაზე გაბრიელს და ანა სართოდ კიდე იცი რდენი რამის თქმა მინდა გეფიცები არ იციი.აი იმ მომენტზე"კარი გამიღე და იქ შემახედე სდაც მარტო ხარ"არვიცი რა ვიგრძენიი,აი მე ძალუან მიხარია ასე რომშეგიძლია სიტყვებით თამაში.აი ბედნიერება რა არისო როცა საუბრობდნენ შენ გამოგრჩა... "ბედნიერება როცა საიტზე შემოსულს ანა გელაშვილის ისტორია გხვდება" "ბედნიერებაა როცა საიტზე შემოსულს ანსის ისტორია გხვდება" "ბედნიერაბაა როცა საიტზე შემოსულს ნენეს ისტორია გხვდება" "ბედნიერებაა როცა საიტზე შემოსულს მარგოს ისტორია გხვდება" "ბედნიერებაა როცა საიტზე შემოსულს ანა კეკელიას ისტორია გხვდება" და ძალიან ძალიან დიდი მადლობა თქვენნ რომ ასე მაბედნიერებთ. კიდევ დავწრრდი რამდენიმე ავტორს მაგრამ თქვენ გარეშე ის ავტორები ვერ გამაბედნიერებენ.ძალიან ძალიან მიყვარხარ ანა,ანდრია მახარაძიდან დაწყებული გაბრიელ ლომიძით დამთავრებული.კომენტარის დამტყტავრებას ვერ ვანებებ საკუთარ თავა გეფიცები.წითელი ფერი მიყვარს ძალიან და მინდა მეც წითელი ფერით ვიგრძნო გარდამავალი წამი,ალეკოზე მეც ვგიჟდები,დემიენზე მეც ვგიჟდებიი და საერრთოდ ეგ ჯგუფ3ბი რომ ცალკე არ ცამოვწერო გწტყვი რომ მუსიკით დიდავ ვერ ვ კაიფობ მაგრამ მიყვარს,ბოლოს წერილზე ისევ მეორე ნენე გამახსენდა და ლამის მეც ამოვიღე ბოლოს ფურცელში და იმ მსგავსებებს წერილში არსებული მაგავსებებიც მივამატე.მიყვარხარ

ვაიმე,
ვ ა ი მ ე!
ჯერ მარტო, რა ნამუსით იძახი, ეს არეული კომენტარი არისო?! არეული ეს კომენტარი კი არა მე ვარ ამწამს, ასეთი მაგარი კომენტარის წაკითხვის შემდეგ.
ნეტავ გამაგებინა, საიდან შეგიძლია ასე ემოციურად შეფასება, რა! მარტო მე რომ მიწერ იმ კომენტარებზე კი არა, ზოგადად შენს კომენტარებზე ვგიჟდები <333
პირველ რიგში, გამოჯანმრთელებას გისურვებ :დდ დალიე ეგ კომპოტები და ნუ წუწუნებ :დ რა გენაღვლება ერთი?! :დდ რატომ ვერ იფიქრე, რომ ჩემივე ისტორიით დავბრუნდებოდი, არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ გუშინდელ დღემდე ვერც მე წარმომედგინა, "300" წუთი რომ შეიქმნებოდა. დიახაც, ჩვენს ძვირფას ანსს შევეცილე "ნენეში" :დდ მაგრამ ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რომ ორივე ნენეს ვარქმევთ შვილს და ისინი აუცილებლად იდაქალებენ :დ "ყვითელ ფოთლებს" რაც შეეხება, ახლა წარმოვიდგინე ის კაფე, სადაც ანამ სურათი გადაიღო და უიდიალურესად ერგება, მინდა გითხრა <3 ყანჩელი ჩემი საყვარელი კომპოზიტორია <33 და სულ მაგ სიმღერას ვუსმენდი, როცა ვწერდი კაფის დიალოგებს.
კატერინას და "ფერების" ამბავს რაც შეეხება - აი არვიცი რა გითხრა! ენა ჩამაგდებინე (თუ როგორც ამბობენ :დ) გენიალური ისე მომხვდა ყურში, მაგრამ ისე მესიამოვნა :დდ უზომოდ მიხარია, რომ ეგ მონაკვეთიც და აქედან "წითელი წერტილის" მომენტიც მოგეწონა.
მე შენზე ვგიჟდები, მარიამ! ოფიციალურად! იმდენად დიდი გულწრფელობა მოდის შენს თითოეულ სიტყვაში, გააგიჟებ ადამიანს რა. მოკლედ, შენ და ანსი ჩემი გულის შეტევაზე ზრუნავთ დილიდან :დდდ
უდიდესი მადლობა! უზომოდ მიყვარხარ, ასეთი საოცარი რომ ხარ და არაორდინალური (ჩემთვის ასეთია) კომენტარებით გამოირჩევი! heart_eyes heart_eyes

№28  offline ახალბედა მწერალი An_Gel

bla.ell
რა კარგი ისტორიაააheart_eyesგავთბიი კითხვისას...ძალიან მესაყვარლა...ტკბილი და სასიამოვნო წასაკითხი იყო❤❤ჩემი უსაყვარლესი ნიკის პატრონი რომელიც უმაგრესად წერს❤❤❤ძააალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ!!❤❤წარმატებას გისურვებ სიამოვნებით წავიკითხავ რაიმე ასეთ სასიამოვნო ისტორიებს უსაყვარლესი მწერლისასheart_eyes❤❤

ძალიან დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო, შენ არ იცი როგორ გამახარე <3 შენი ნიკის დანახვა უკვე დიდი ბედნიერებაა ხოლმე ჩემთვის და ასეთი სიტყვების წაკითხვა ხომ საერთოდ. heart_eyes

№29  offline მოდერი bla.ell

An_Gel

heart_eyesარ გიცნობ მაგრამ მიხარიხარ❤❤❤

№30  offline ახალბედა მწერალი An_Gel

ენემი
აი ეს ისტორია თითქოს უბრალო არაფრით გამორჩეული მაგრამ მაინც სულ ყველაზე საოცრება იყო, არც მე მყავს ჩემი "ვალენტინი" მაგრამ უმისოდაც შევივსე მე, ამ ისტორიამ შემავსო heart_eyes "სიტყვები ზოგჯერ ზედმეტია" ხომ ასეა? აი ახლა მართლაც ზედმეტია, მე პირადად სიტყვები მეზედმეტება. გავთბი ისე როგორც არასდროს, ჰო ზუსტად ისე ზაფხულის მზეც რომ ვერ გაგათბობს.
"თუ არ შეგიძლია ქალის გაბედნიერება, სხვას მაინც ნუ შეუშლი ხელს" აი ასე იყო მათ შემთხვევაშიც, ხელს არავინ უშლიდა გაბრიელს რადგან ის ნენეს პირადი ბედნიერება იყო. "ადამიანი რომელიც თქვენი ღიმილის მიზეზია არასდროს არ უნდა გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან" არც მათ გაუშვეს ერთმანეთი და დარწმუნებული ვარ სინამდვილეშიც ხდება ასეთი სასწაულები და არსებობენ რეალური "ნენე" და "გაბრიელი". ალბათ ვეგოისტობ მაგრამ მეც მინდა ჩემი "გაბრიელი", აი ასე უბრალოდ სასწაულად რომ შემოიჭრას ჩემს ცხოვრებაში. ვცდილობდი მოკლედ თქმას მაგრამ არ გამომივიდა, მინდოდა ბოლომდე მეთქვა, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც რაც ვერ ავღწერე, შენ მე დამაბნიე როგორც "ნენე" ვერ მოდიოდა ასე ვერ მოვდივარ აზრზე მეც. kissing_heart kissing_heart მიხარიხარ ძალიან, სასწაულად წერ და ნუ იტყვი რომ "ერთ ღამეში დაწერილ ისტორიას" არ შეუძლია გულამდე მიღწევა kissing_heart kissing_heart

უჰ, როგორ მიხარია იმის მოსმენა, რომ ამ ისტორიამ შეგავსო! <3 პირველ რიგში მათ ეძღვნება ეს ისტორია, ვისაც ჩემსავით და შენსავით არ ყავთ ეს "ვალენტინი" (და არც სჭირდებათ :დ) ნამდვილად გეთანხმები, გაბრიელმა და ნენემ იპოვნეს ერთმანეთი და აღარ გაუშვებდნენ არცერთ ვარიანტში. ამისთვის მემგონი ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდათ. გისურვებ შენს "გაბრიელს" ცხოვრებაში, რომელიც უეცრად შემოიჭრება და მოგიტანს ყველაფერს, რასაც ეძებ და გულით გსურს <3 ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! უზომოდ გამახარა შენმა შეფასებამ heart_eyes

TeddyBear
ძალიან საყვარელი ისტორია იყო, ერთგვარი განტვირთვა კამელიების შემდეგ ❤

კი, ზუსტად ეგ იყო - განტვირთვა კამელიების შემდეგ. დიდი მადლობა, მარიამ, მიხარია რომ მოგეწონა heart_eyes heart_eyes

სტუმარი ნანა
ჩემო გოგო ❤️ არ ვიცი აქ უნდა ვწერდე ამას თუ პირადად გეუბნებოდე... ყველა ის მოფერება, ყველა ნაპოვნი თუ ვერ ნაპოვნი, შესაფერისი სიტყვა, რაც ჩემს ემოციას გამოხატავდა გარკვეულ მომენტებში შენს მიმათ, წარმოიდგინე და ეხლა ერთმანეთზე გადაამრავლე! შენი დაბრუნება, ყველა სიტყვაში ჩემის ამოკითხვა და განცდა, ამდენი დამთხვევა და გაიგივება! როგორ ავხსნა და გადმოგცე, როგორ მოვიტანო შენამდე... მაგრამ იცი, ვიცი რომ ამას იგრძნობ... ვიცი, იმიტომ რომ მე ვგრძნობ ყველა სიტყვაში შენს სულს! შენც მიხვდები ახლა ჩემს აზრს და გაიგებ რის თქმას ვცდილობ! შენ მე გასულ წლებს მჩუქნი! სიხარულს, სიყვარულს, ოცნებებს მჩუქნი! ჩემს აზრებს წერ წლების წინ რომ მინდოდა ამხდენოდა! კითხვის შეწყვეტა მინდოდა რამდენჯერ და შენთვის მოწერა, მაგრამ ხომუნდა დამემთავრებინა ეს ისტორია... სიგიჟეს მმართებ ანა ამხელა ქალს ალბათ არანორმალური ვეგონები ვინმეს, მაგრამ არ მაინტერესებს! შეუძლებელია ჩემი სულის ტყუპისცალი იყო! უბრალოდ აქამდე არასდროს მიფიქრია ამ მიმართულებით... ჩემი ტყუპისცალი ხარ შენ და ის კი არა, რომ წაროუდგენელი შექმენი - არა! მე ვფიქრობდი და მე მინდოდა ეს ამბავი მომეთხრო, ან მეგრძნო, ან მეცხოვრა... არ ვიცი... ჩემი ხარ შენ! სახელებიც კი, სახელებიც ჩემი საყვარელია ამ მოთხრობაში, მუსიკაც და შემსრულებლებიც! რა გითხრა კიდევ... მაგრამ გეტყვი, ოღონდ აქ არა... ძალიან მიყვარხარ ჩემო!!! ❤️❤️❤️ შენი ქ. ნანა

თქვენი შეფასებები ყოველ ჯერზე უფრო საოცარი ხდება, თუ მე მეჩვენება?! არა, მემგონი არ მეჩვენება და ნამდვილად ასეა. ქალბატონო ნანა heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes არც კი მინდა, სიტყვებით ავხსნა ჩემი დამოკიდებულება თქვენდამი. ვიცი, რომ გრძნობთ და იცით. უდიდესი ბედნიერებაა, გყავდეს ადამიანი, რომელიც ამდენად გრძნობს შენს ნაწერებს და აზრებს. ძალიან მიყვარხართ! heart_eyes

ანუშირვანი
ძალიან კარგი , უსაყვარლესი ისტორიაა :* ერთი ამკსუნთქვით წავიკითხე :* კამელიებიც ძალიან მიყვარს . იმაზე თუ ვიტირე , ამაზე ღიმილი არ მომშორებია სახიდან :* ვალენტილობას არც მე არ ვწყალობ :დ მაგრამ , რაიცი ,,ცხოვრებაში ყველაფერი ხდება“ <3

ცხოვრებაში ნამდვილად ყველაფერი ხდება და შენც გისურვებ, რომ ერთ დღეს გეპოვნოს ნამდვილი "ვალენტინი" (თუ უკვე არ გყავს, რა თქმა უნდა) უდიდესი მადლობა, საყვარელო, მიხარია რომ მოგეწონა heart_eyes heart_eyes

La-Na
ვაიმე ანა როგორ მიყვარხარ შენ ხო აზრზე არ ხარ.დასაწყისი ხო საოცარი იყო.დასასრულზე აღარაფერი მაქვს სათქმელი.უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ და რა ვქნა
ზუსტად ისეთი იყო როგორიც შენს ისტორიას შეეფერებოდა.მხიარული, რომანტიკულიც კი იყო.მინდა რომ შენი წიგნები საქართველოში კი არა, ძალიან ბევ ქვეყანაში გაიყიდოს იმდენად კარგი ხარ

არაფერი ეტყობა ამ ისტორიას ერთ დღე-ღამეში დაწერილის.ვერ წარმოიდგენ რამდენი ვიცინე ნენეს კომენტარებზე,ცუდად გავხდი სიცილიდან.მაგარი გოგო ხარ და წარმატებები შენ

არა, ლანა, ეს შენ არ იცი, მე როგორ მიყვარხარ და როგორ ვგიჟდები რომ შეგიძლია სულ და ყოველთვის ამხელა ემოცია გაიღო და ასე გამათბო. ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა და ისიამოვნე. უსაზღვროდ მიხარია, რომ ჩემთან ხარ heart_eyes heart_eyes

l,m not sick
ვააახ
შენ ვინ ხარ?
ჰა?
რაიყო ეს?
ვაი მეეე
ვგიჟდები რა შენზეეეეეე....

heart_eyes heart_eyes heart_eyes
მე იმაზე ვგიჟდები, ამ რამდენიმე სიტყვით რომ ასე მაგრძნობინე შენი მოწონება. მადლობა <333

mirandaa31
როგორც კი ვნახე დამატებული იმის მერე ძლივს გადავაგორე მთელი დღე რომ ეს საოცრება წამეკითხა.. მართლაც რომ საოცარი ისტორიაა ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა. არვიცი ამდენად ნიჭიერი როგორ ხარ მე თამამად შემიძლია გითხრა რომ შენზე გადარეული ვარ ძალიან მაგარი გოგო ხარ და მიხარია რომ აღმოგაჩინე <3 იპოლიტეზე გავგიჟდი <3 ნენეზეც გავგიჟდი <3 ლაშაზეც.. აუ რა საყვარელია <3 ისე კარგად გამოგივიდა ეს ერთ ღამეში დაწერილი ისტორია იმედი მაქვს კიდევ გაგვანებივრებ შენს ერთგულ მკითხველს მსგავსი ისტორიებით <3 ჩემო კარგო ულევი წარმატებები შენ.. გელოდებით ახალი საოცრებით და ძალიან დიდხანსაც ნუ გვალოდინებ <3

მირანდა, ისე მიხარია, რომ მოგეწონა, ვერ წარმოიდგენ. იმედი მაქვს, კიდევ ბევრი იქნება ასეთი "ერთ ღამეში" დაწერილი ისტორია, რომ გაგანებივროთ <33 მადლობა უღრმესი heart_eyes heart_eyes

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent