შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მას დავარქვი ჩემი (მეოთხე თავი)


12-02-2018, 19:10
ავტორი MaaiKoo
ნანახია 952

მე მას დავარქვი ჩემი (მეოთხე თავი)

დილით მაღვიძარას მომაბეზრებელმა ხმამ გამაღვიძა. ღმერთო ჩემო რა საშინელი ხელსაწყოა,სწორედ იმიტომ არ მიყვარს,რომ ტკბილად ძილში ხელს მიშლის,თუმცა მისი მოვალეობაც ხომ ესაა. ასეთ წვრილმანებზე ხშირად ვბრაზდები,თუმცა შემდეგ ვაანალიზებ,რომ დანიშნულ ადგლას დაგვიანება ნამდვილად არ მაწყობს,ამიტომ მის არსებობას ვეგუები,საწოლიდან ზანტად ვდგები და სააბაზანოში შევდივარ. სარკეში ჩახედვისას გული კინაღამ წამივიდა, ამის მიზეზი კი ჩემი აწეწილი თმა იყო. 20 წუთის შემდეგ სავარძელზე კოხტად დაწყობილი მაისური, შარვალი, მაღალყელიანი ბათინკი და ჯინსის ქურთუკი ჩავიცვი. ბოლოს რა თქმა უნდა თმა მოვიტოვე, ამიტომ 10 წუთიანი მოვლის შემდეგ 'კუდი' გავიკეთე. ზუსტად ნახევარ საათში უნვერსიტეტის კარი შევაღე და ინგლისურის ოთახისკენ ავიღე გეზი.
-მოგესალმებით, შეიძლება?
-რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თქვენი ადგილი დაიკავოთ-გამიმართლა,რომ 2 ადგილი თავისუფალი იყო.
არ გასულა 10 წუთი,რომ კარი ერთმა უსაყვარლესმა გოგომ შემოაღო, ეს თიკა იყო. ჩემი დანახვისას სახე გაუბრწყინდა, ისევე როგორც მე,ჩემს გვერდით მოკალათდა და მზერა მასწავლებელს მივაპყარით გაკვეთილის მოსასმენად.
-აქ ხარ?- მიძახის ჩუმად
-არა ამერიკაში,ლექციას ვესწრები-ჩავიცინე
-კარგი,მაშინ არ მოგაცდენთ.
-ჰოო კარგიი, მითხარი რა გინდა?
-დღეს კლუბში ჰომ წამოხვალ?
-რა კლუბში? რატომ?-გავიკვირვე
-თუ მაცდი გეტყვი,ოღონდ ზარის გამოსვლის შემდეგ. ამ მასწავლებლის სიფათს თუ დააკვირდები მიხვდები,რომ სჯობს საუბარი შევწყვიტოთ-ჩაეცინა.
-მართალიხარ ჩვენსავე სასიკეთოდ სჯობს გავჩუმდეთ,თორემ კლასიდან გაგვიძახებენ.
30 წუთის შემდეგ.
-ჰე ახლაა, მითხარი რა ხდება, ცნობისმოყვარობისგან ვკვდები.
-მოკლედ, ბავშვებმა გადავწყვიტეთ სწავლის დაწყების აღსანიშნავად კლუბში წავიდეთ და გავერთოთ, თან არ მგონია სწავლის გამო ამის საშუალება ბევრჯერ მოგვეცეს-სინანულით თავი გაიქნია.
-რას ჩამოუშვი ეგ სახე? რა თქმა უნდა წამოვალ, გატყობ შენც ჩემსავით გადარეული გართობის მოყვარული გოგო ხარ.
-აჰაჰჰჰ, ეგ კაი იყო.
-ვიცი.
-შეხედე ახლა ამას.
-კაი ჰო :D და რომლისთვის ვიკრიბებით?
-ბავშვებმა 6-ზე შევიკრიბოთო, იმედია ბევრი მოსწავლე წამოვა, თან სიმპატიურ ბიჭებსაც შევავლებდით თვალსს....-სახეზე სამოვნების და სიცუღლუტის ელფერმა გადაჰკრაა.
-ოჰჰ შეენ რა ხარრ
-რა იყო, შენც ამას არ ელიი თუუ????-გადაიხარხარა.
-ნუ თვალის შევლებას არაუშავს :D -უცნაურად შევიშმუშნე, ის დღე გამახსენდა,თუმცა არ შევიმჩნიე,რომ გუნება შემეცვალა. როდემდე უნდა ვიფიქრო იმ წყეულ დღეზე? ასეეთი რა მოხდა? მე არც არავის გავუტაცებივარ და არც ძალა უხმარიათ, მხოლოდ სულიერი ტკვილი დამრჩა გულში, მეტი არაფერი.
უნივერსიტეტიდან სახლში მშიერი და დაღლილი მივედი, ვისადილე და სამეცადინოს ჩავუჯექი, 4 საათზე სრულებით თავისუფალი ვიყავი უნივერსიტეტის დამღლელი,თუმცა საინტერესო მასალისგან. დასვენება მჭირდებოდა,ამიტომ 1 საათით დავიძინე, ეს წყეული მაღვიძარა კი 5 საათზე დავაყენე.1 საათი 5 წუთად მომეჩვენა,თუმცა კლუბში წასვლა ძალიან მინდოდა,ამიტომ შხაპი სწრაფად მივიღე და სააბაზანოდან გაოსვლის შემდეგ ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე. კაბის ჩაცმა თავიდან ამოვიგდე, ამიტომ ტანზე მოდგმული მაღალწელიანი შარვალი, ტოპი, ბოტასი და ტყავის ქურთუკი ჩავიცვი. რაც შეეხება თმას, 'აბიომი' გავიკეთე, საბოლოოდ სარკეში ჩავიხედე და ჩემი დღევანდელი ლუქი ძალიან მომეწონა, მაკიაჟის გაკეთება არ მიყვარს და დიდად არც მეხერხება,ამიტომ მსუქუბად 'გამოვიპრანჭე'. შინდისფერი ტუჩსაცხი ჩემს დიდ ტუჩებს უფრო კვეთდა,რაც ძალიან მომწონდა. ამ დროს ტელეფონზე თიკამ დამირეკა.
-სად ხარრ??
-გამოვდიივარრრ,ჯერ ჰომ არ დამიგვიანებია?
-არა, მაგრამ მალე მოდი, აქ მარტო ვარ სულელი ბავშვივით.
-მოიცა არავინ არ არის შენს გარდა?
-ღადაობ ხო? ბევრნი რომ არიან და მე მარტო დებილივით ვდგავარ ბოძთან,მაგიტომ გირეკავ.
-აჰჰჰჰ, მე კიდევ მეგონაა.... კარგიი 10 წუთში მანდ ვარრ-ჩამეცინა.
-გელოდეებიი.
10 წუთის შემდეგ.
-აიი მეცც მოვედიი.
-როგორც იქნეაა. ღმერთოო რაა სექსუალურადდ გამოიყურებიი.
-შენნცც არანაკლებბ, შეხედე ამასაც ტოპი აცვია.-გადავიხარხარეთ
-სიამის ტყუპებივით ვართ-ახლა კი გადავბჟირდით.
-კარგი ჰო გვეყო ცხენებივით კისკისი,თორემ შევრცხვებით.
-გეთანხმები-მაგრამ მაინც გაგვეცნა.
7-ის ნახევარზე უკვე კლუბში ვიყავით, ღმერთო ჩემო რა კომფორტული სავარძლებია,ადგომა არ მოგინდება. უნდა ვაღიარო,რომ ნამდვილად სიმპატიური ბიჭები და ლამაზი გოგონები გვყოლა უნივერსიტეტში. ოოოპსსსს, ერთი გოგო ყველაზე მეტად მომხვდა თვალში, უფროსწორად ''სანდროს ნაშა''. სახეზე ირონიულობა ავიკარი და სიცილნარევი ხმით ვთქვი:
-როდის შევავსებთ?
-ოოპსს,ვიღაცას ძალიანნ სწყურიაა-წამოიძახა ''სანდროს ნაშამ''.
-მერედა შენ რა?
-არაფერო საყვარელო, მეც შენს მხარეს ვარ,თუმცა სანდროს მოსვლამდე ვერ შევავსებთ-ჩაეღიმა. რაოო? სანდროს მოსვლამდეო?? რა თქმა უნდააა ის ვირი როგორ გამოაკლდება ამ შეკრებას? ეს ძუკნა კიდევ ისე იზლაზნება, სიფათს მივუნგრევ.
-მე არავის ''საყვარელო'' არ ვარ, მითუმეტეს შენი და სანდრო ვინ არის? რას წარმოაგდნეს მას რომ დავუცადოთ? თუ მოსვლა უნდოდა დროულად მოსულიყო.
-ეგ უკვე შენი საქმე არ არის გოგონი-უკნიდან ჩემთვის ნაცნობი ხმა მომესმა, რომელსაც ყველამ თვალი გააყოლა. ღმერთო რა სექსუალურააა.....
-რა თქმა უნდა ჩემი საქმე არ არის,იმიტომ რომ არ მაინტერეებს,თუმცა შენ არანაირი პრივლეგია არ გაგაჩნია,რომ საკუთარ სიამოვნებაზე უარი ვთქვათ,თუნდაც ეს რამდენიმე წუთს ეხებოდეს.-კმაყოფილი სახით მივაძახე.
-კარგი საყვარელო შეეშვი, მოდი ჩემს გვერდით დაჯექი-მიაძახა მისმა ნაშამ. რა გულისამრევი გოგოა.... ვხედავდი,როგორ აყოლებდა თითებს სანდროს დაკუნთულ ხელს,რაც ძალიან ამაზრზენი სანახავი იყო...''თუმცა სექსუალურიც''- ჩამსძახოდა ჩემი მეორე ''მე''.ყველაფერს სახღვარი აქვსს.სად როგორ უნდა მოიქცე ხომ უნდა იცოდე ადმიანმა?! ღმერთო ჩემო.
ცეკვის დროც მოვიდა, ყველანი ფეხზე წამოვიჭერით, 5 ჭიქის შემდეგ მე და თიკა უკვე შევხურდით, ამავდროულად თვალს ვაყოლებდი სანდროსა და მისი ნაშის სექსუალურ ცეკვას.ნუ, თუ საერთოდ ''ცეკვა'' ერქვა, ის უფრო სტრიპტიზი იყო. იქვე ახლოს სკამზე ჩამოვჯექი და ტეკილა შევუკვეთე, გვერდით კი ნაცნობმა სილუეტმა ''დამიმშვენა გვერდი''
-დღეისთვის ზედმეტი ხომ არ არის?-მითხრა ირონიულად
-ვფიქრობ არა, და მერე შენ რა?
-მე არაფერი, უბრალოდ კიდევ შარს გადაეყრები და არმგონია ამჯერად ვინმემ გადგარჩინოს გაუპატიურ...
-გაჩუუმდიიიიი-წამოვუყვირე. სიმღერის ხმამ ძლვს შესძლო ჩემი ხმის გადაფარვა, გადავრჩი,რომ არავინ გაიგონა. ეს როგორ გაბედა??? რატომ გამახსენა ის დღე?? ახლა ტირილს დავიწყებ
-ნუ ცხარობ, მე სიმართლე გითხარი-ჩაიცინა. ეს თვითდაჯერებული იდიოტიიი.თავი ვერ შევიკავე და ცრემლი წამსკდა...
-ოუუ,შენ ტირი?-ხმა შეეცვალა
-გაეთრიე,აქედან გამეცალე
-როგორც გინდა...-მის ხმაში გულწრფელობა შევნიშნე.
5 წუთის შემდეგ მეგობრებს შევუერთდი და ცეკვა დავიწყე, ერთი ბიჭი ცეკვაში ამყვა და სიცილს არ წყვეტდა,ეტყობოდა ზედმეტი ჰქონდა დალეული. ის ჩვენი კურსელი არ იყო, თორემ სახეზე ვიცნობდი...
-შეიძლება ვიცეკვოთ?
-როგორც ხედავ კი-სიცილით ვუთხარი, კარგად ვერ ვაანალიზებდი რას ვაკეთებდი,თუმცა ცუდი ბიჭი არ უნდა ჩანდეს. თუ რამე ზედმეტი გაბედა ერთს კარგად შემოვცხებ. :D
-რა გქვია?
-ნატალი,შენ?
-ცოტნეე. შეყვარებული გყავსს?-ოოოპსსსს, შორსს წავიდაა.
-არაა
-ასეთ ლამაზ გოგოს? ვერ დავიჯერებ-კმაყოფილების ღიმილმა გადაჰკრა
-შენი ნებაა დაიჯერებ თუ არა, ეგ დიდად არ მაინტერესებს-ვუთხარი ამაყად
წინიდან სანდროს მკვლელი მზერა შევამჩნიე,რომელიც მე და ცოტნეს გვეკუთვნოდა. ინსტიქტურად ცოტნეს ავეკარი და ცეკვა განვაგრძე, შევამჩნიე სანდროს მრისხანებით აგიზგიზებული თვალებიი,რაც სიამოვნებას მგვრიდაა. ძალიან მაინტერესებს რატომ იქცევა ასე? თუმცა ყველაზე გასაკვირი ის არის,რომ მისი გამწარება მსიამოვნებდა.... სჯობს თავის ნაშას მიხედოს.
-შეიძლება გარეთ გავიდეთ?-სისხლი გამეყინა
-არააა,არ შეიძლება-ხელდან უხეშად გამოვუსხლტი
-კარგი ნუ ცხარობ-მისი ხელები მოვიშორე და მაგიდასთან ჩემს ადგილს დავუბრუნდი. სახლში წასვლა მინდოდა,თუმცა თიკა არსად ჩანდა,ამიტომ მის მოსაძებნად ფეხზე ავდექი და ბარბაცით მოცეკვავეთა რიგს შევუერთდი,უეცრად ჩემს წინ უკვე ნაცნობმა სხეულმა გადამიჭრა გზა. თვალები ავატრიალე ცოტნეს დანახვისას.ვაღიარებ ნამდვილად სჯობდა მის ადგილას სანდრო დამენახა...
-რა გინდა?
-შენი კოცნა
-ვერ გავიგეე?? მასეც არ დავმთვრალვარრ,რომმ...-უეცრად მისი ბაგეები შემსას შეეხო და ტანში არა სამოვნების,არამედ ზიზღის გრძნობა დამეუფლა, სამწუხაროდ ის ჩემზე საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა და ჩემი ბაგე მისიდან ვერ გავითავისუფლე, ცრემლი წამსკდა,ხელებს ხოხობივით ვიქნევდი და უეცრად შვება ვიგრძენი,როდესაც ვიღაც ღვთისნიერმა ეს არამზადა ჩემს სხხეულს მოაშორა და იატაკს უხეშად დაანარცხა. ჩემს წინ სანდრო ატუზულიყო, გაურკვევლობითა და მრისხანებით აღსავსე სახე მე მომანათა და ის უმალ შეეცვალა.
-კარგად ხარ? ხომ გაგაფრთხილე?!-ბრძანებლური,თუმცა სევდიანი ხმით მითხრა
-..... ტირილს ვერ ვწყვეტდი, ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა და სახეს მისველებდა, ისტერიულად ავტირდი.
-კარგი, ჩუუ...-მსი ხმა ანგელოზის გალობასავით ჩამესმა ყურში, რა ცუდია,რომ ეს წუთიერი იყო. ჩემი სახე მის ხელებში მოიქცია და ცრემლების მშრალება დამიწყო. წარმომიდგენია რა დღეში მექნებოდა სახე,თუმცაა მართალია, ამის წარმოდგენა ნამდვილად შეუძლებელი იყო.

პ.ს. შემდეგი თავი დაიდება მინიმუმ 5 კომენტარის შემდეგ, თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა ვიცოდე ვინ კითხულებს ჩემს ისტორიას და რას ფიქრობს მასზე, რა შენიშვნებიც გაქვთ,გთხოვთ კომენტარის სახით ჩამოაყალიბეთ. დიდი მადლობა წინასწარ.скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი ბანანასი

მე ვკითხულობ და ჯერჯერობით თამამად ვამბობ რომ მომწონს და მომავალში იმედია იმედებს არ გამიცრუებ

 



№2  offline წევრი ლათინო

მე პირადად ძალიან მომწონს ! ყველა თავი დღეს წავიკითხე და ნამდვილად კარგია. იმედი მაქვს დადებ შემდეგ თავს. მეც ვიცი რას ნიშნავს როცა სიახლეას საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს და არც ერთი კომენტარი,სწორედ ამის გამო გადავწყვიტე შემეწყვიტა ისტორიის ატვირთვა :( მაგრამ იმედი მაქვს აუცილებლად გააგრძელებ ♥♥♥♥♥

 



№3  offline წევრი MaaiKoo

ლათინო
მე პირადად ძალიან მომწონს ! ყველა თავი დღეს წავიკითხე და ნამდვილად კარგია. იმედი მაქვს დადებ შემდეგ თავს. მეც ვიცი რას ნიშნავს როცა სიახლეას საკმაოდ ბევრი ნახვა აქვს და არც ერთი კომენტარი,სწორედ ამის გამო გადავწყვიტე შემეწყვიტა ისტორიის ატვირთვა :( მაგრამ იმედი მაქვს აუცილებლად გააგრძელებ ♥♥♥♥♥

ძალიან დიდი მადლობაა,ძალიან გამახარეთ თქვენი ჩემი ისტორიისადმი თქვენი აზრით <3 და აბსოლუტურად მართალი ხართ კომენტარებზე, ეს მართლაც რომ ძალიან გულდასაწყვეტია და ამ 2-მა კომენტარმა ისე გამახარა,რავი <3 მე გირჩევთ,რომ არ დანებდეთ და წერა გააგრძელოთ <3

სტუმარი ბანანასი
მე ვკითხულობ და ჯერჯერობით თამამად ვამბობ რომ მომწონს და მომავალში იმედია იმედებს არ გამიცრუებ

ძალიან დიდი მადლობააა <3 ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ <3

 



№4 სტუმარი Mariami

Dzaalian momewona da velodebi shemdeg tavs????????????warmatebebi????????

Dzaalian momewona da velodebi shemdeg tavs. warmatebebi

 



№5  offline წევრი MaaiKoo

Mariami
Dzaalian momewona da velodebi shemdeg tavs????????????warmatebebi????????

Dzaalian momewona da velodebi shemdeg tavs. warmatebebi

ძალიანნ მახარებბთ <3 აუცილებლად დავდებ, 5 კომენტარის შემდეგ,ოღონდ დღეს ვერა <3

 



№6 სტუმარი manana

კარგი ისტორიაა, საინტერსოდ წერ, გელოდები, წარმატებები.

 



№7  offline წევრი MaaiKoo

manana
კარგი ისტორიაა, საინტერსოდ წერ, გელოდები, წარმატებები.

მადლობა დიდი <3 აუცილებლად დავდებ შემდეგ თAვს, ან დღეს, ან ხვალ.

 



№8  offline წევრი Viktoria

Sandroo dadiani usayvarlesiaaa da shenc genacvale dzalian kargad wer

 



№9  offline წევრი MaaiKoo

Viktoria
Sandroo dadiani usayvarlesiaaa da shenc genacvale dzalian kargad wer

წარმოიდგენთ როგორ მახარებთ საყვარელოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent