შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ (თავი I)


12-02-2018, 20:40
ავტორი tasusuna
ნანახია 227

წარსულის კვალდაკვალ (თავი I)

წინათქმა:

საკუთარ თავზე ნუ მოყვებით ნურც კარგს და ნურც ცუდს. პირველ შემთხვევაში - არ დაგიჯერებენ, მეორეში – შეალამაზებენ..

მონოლოგი:

–არის ერთი უბრალო ჭეშმარიტება:ცხოვრება–ეს სიკვდილის ანატომიაა,ხოლო სიკვდილი–სიცოცხლის უარყოფა...
მე სიცოცხლე ვუარყავი,მიზანმიმართულად,მაგრამ,მაინც ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ..
მიუხედავად იმისა,რომ ხორციელად ვსულდგმულობ,სულიერად დამარხული ვარ,ეს კი იმას ნიშნავს,რომ არ ვარსებობ–სიცოცხლე ვუარყავი..
ყველაფერი იმდღეს დაიწყო,როცა არათითზე ოქროს რგოლი გამიკეთეს.
35 წლის წინ..
იმ წამიდან რადიკარულად შეიცვალა ყველაფერი და,მეც დინებას გავყევი..
ფაქტი,რომ კანონიერი ქურდის ცოლი ვიყავი,ყველას შიშის ზარს სცემდა.
რიდით,შიშითა და მოწიწებით მეპყრობოდნენ.
ხელის გულზე მატარებდნენ.
მაშინ 20 წლის ვიყავი და,ვერ ვიაზრებდი იმ ტვირთს,რომელიც მხრებზე მაწვა და დღითიდღე მძიმდებოდა.
ამას მერე,ძალიან გვიან მივხვდი..
მაშინ,როცა არაფრის შეცვლა აღარ შეიძლებოდა..
პირველ ხანებში,მონოტონურად მიმდინარეობდა ჩვენი თანაცხოვრება.
გიორგი ძლიერ სიყვარულსა და მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ და,მეც ვგრძნობდი იმ ქალურ ბედნიერებას,რომლისთვისაც მივილტვოდი..
სულ ჩემს გვერდით იყო და,მეც,ამაყად ვეზიდებოდი ცოლქმრის ჭაპანს..
მის მეგობრებსა და ახლობლებს,ღიმილით ვხვდებოდი..
განსაკუთრებით,მის ძმადნაფიცებს.
თითოეული მათგანი შევისისხლხორცე და,ძმისგან არ ვანსხვავებდი არცერთს.
პირველივე დღიდან ვამჩნევდი მათში იმ სხივს,რომელიც სხვას არ ჰქონდა.
მათი საუბრის მანერა,ინტელექტი,ზრდილობა..
ვხედადვდი,გიორგიც რომ აფსოლუტურად იცვლებოდა მათთან ყოფნისას.
მიუხედავად იმისა,რომ მათ საბარს არასდროს დავწრებივარ,ვიცოდი,თემა ოჯახი,სიყვარული,ურთიერთობა,მეგობრობა არასდროს ყოფილა,ამას მათი სახეებიც მოწმობდა,როდესაც კაბინეტს ტოვებდნენ და,მხოლოდ შემდეგ იწყებდნენ ჩემთან ცხოვრებისეული თემების განხილვას..
თავიდან მათი ჩვენთან მოსვლა მხოლოდ საუბრით შემოიფარგლებოდა,მაგრამ,ნელნელა ყველაფერი შეიცვალა..
მიდიოდნენ და ,საათობით იკარგებოდნენ.
წასვლიდან,მის დაბრუნებამდე,ცრემლის ღვრაში ვატარებდი საათებს..
ლოგინზე ოთხად მოკუნტული ვიწექი და ათასი ვერაგი ფიქრებით ვიწამლავდი გულს.
ყოველი წასვლილას ჭირივით მზიზღდებოდა მისი მეგობრები..
ვერ ვუმკლავდებოდი გრძნობებს და გულის წასვლამდე ვხაოდი.
ვეძახდი,ვყვიროდი,ვლანძღავდი და,ძალაგამოცლილი ისევ ვუბრუნდებოდი საწოლს..
მის მოსვლამდე გაუნძრევლად ვიწექი და ერთ წერტილს ვიყავი შეყინული..
მერე შემოვიდოდა..
ჯერ ფრთხილად დაააკაკუნებდა ოთახის კარზე,შემდეგ კი,ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდებოდა.
ცივი სახე ნელნელა უთბებოდა.
მზერა ეწმინდებოდა.
მიმიკები უდგებოდა.
ფრთხილად დაიხრებოდა სასთუმალთან,ცივი თითებით მომწმენდდა ეულად ჩამოგორებულ ცრემლს და ნაზად მაკოცებდა შუბლზე.
ნაღვლიანად,ოდნავ შესამჩმევად გამიღიმებდა ხოლმე და,დაღლილი სხეულით მომიწვებოდა..
მხოლოდ მაშინ ვმშვიდდებოდი და ვხდებოდი–გიო დაბრუნდა.
მის წასვლას დროთა განმავლობაში შევეგუე..
ფიქრებსაც გავურბოდი,
ცრემლებსაც ვიკავებდი,
მხოლოდ ვლოცულობდი.
მუხლმოდრეკილი ვიდექი ხელით ნაკეთ ხატებთან და საათობით ვლოცულობდი.
ღმერთს ერთადერთს ვევედრებოდი : დაბრუნებულიყო საღსალამათი.
მისი ნაბიჯების ხმა როგორც კი მომწვდებოდა,წამოვდგებოდი,
კარებთან ვდგებოდი და გაღიმებული ველოდი,როდის შემოაღებდა ოჯახის კარს.
თავიდან,როცა ამ მდგომარეობაში დამინახა,გაუკვირდა,ვიგრძენი.
იმდენად იყო მიჩვეული,რომ ძალაგამოცლილი,ნამტირალევი დავხვდებოდი,რომ ერთიანად შეეცვალა გამომეტყველება..
მაგრამ მერე,სიამაყე ჩაუდგა მზერაში.
მიხვდა,მე უკვე მისი სრულფასოვანი მეუღლე ვიყავი..
როორც შინ,ისე გარეთ..
მაშინ,როცა სააათობით მოთქმით ველოდი,მხოლოდ შინ,ოჯახში ვუწევდი თანადგომას,ახლა კი,მის კარს იქეთ ცხოვრებასაც ვუთანაგრძნობდი.
მე უკვე მისი მეუღლე ვიყავი,მისი თანაზიარი,მისი მესაიდუმლე,მისი მესაყდრე,მისი შემცოდე–შემწყალებელი,მისი ჯალათიც და მისი გვემაც..
დიახ,მე ის მივიღე ისეთი,როგორიც იყო და ამ ნაბიჯს,ორივე სიამაყით შევხვდით..
იმ დღის შემდეგ,ახალ საფეხურზე გადავედით.
მიუხედავად იმისა,რომ მთლიანად არ მახედებდა მის საქმეებში,გარკვეულწილად გავერკვიე.
სათითაულოდ გამიჯდა მისი ცხოვრების მგლური კანონები სულში და,მეც მის გვერდით,უკანმოუხედავად ვანგრევდი ჩარჩოებს,მხოლოდ იმიტომ,რომ მის გვერდით ვყოფილიყავი..
მხოლოდ იმიტომ,რომ მიყვარდა და მარტო ვერ დავტოვებდი.
დიახ,მიყვარდა.
ყველაფრის მიუხედავად,მთელი სულით და გულით მიყვარდა.
რაცარუნდა მომხდარიყო,რაცარნდა ჩააედინა,მაინც მიყვარდა..
მიუხედავად იმისა,რომ მე,ჩემი ხელით ვწვავდი მის სისხლიან პერანგებს..
დიახ,მიუხედავად იმისა,რომ ვიცოდი,იარაღი რისთვის მიჰქონდა..
მიუხედავად იმისა,რომ მისი მოძმეების მოსვლა სახლში სიკეთეს არ მოასწავებდა.
მიუხედავად ამ ავხორცული დღეებისა,მაინც მიყვარდა და,
მაინც მეჩემებოდა გიორგი.
მარტო იმ წუთების ხარჯზე,როცა სახლში დაღლილი,დაძვამბილებული,გაწამებული მოდიოდა და ,ჩემს მკლავებში პოულობდა მის წილ სიმშვიდეს.
მარტო ამისთვის შემეძლო მისი გულისთვის მეც იარაღი ამეღო ხელში..
მარტო ამ წამებისთვის შემეძლო ჩემი თავი სრლიად დამევიწყებინა და მხოლოდ მისთვის მიმეძღვნა ჩემი არსებობა..
მარტო ამ წამებისთვის..
მარტო ამ წამებისთვის მივიღე ის როგორიც იყო..
მაგრამ..
ცხოვრება ცბიერია–როდესაც ყველა კარტი გიკავია ხელში,ის უეცრად ჭადრაკის თამაშს იწყებს..
ასე აღმოვჩნდით უცებ ერთი რიალობიდან მეორეში..
მოულოდნელად და,ყველაზე მტკივნეულად..
ერთ დღეში ორი ამბავი გავიგე.
ფეხმძიმედ ვიყავი და,ბიჭს ველოდებოდი.
პირველ წუთებში სიხარული განვიცადე..
მთელი დღე აღფრთოვანებული.გაცისკროვნებული დავდიოდი.
ადგილსა და გარემოებაზე ვფიქრობდი,თუ როგორ მეხარებინა გიორგისთვის,რომ მას ვაჟი ეყოლებოდა..
რა არ დავგეგმე,რა არ ვიფიქრე მაგრამ,
არ დამცალდა..
ყველაფერი იმ საათს მომხდარა,მე,სიხარულით რომ ვტიროდი,თურმე.
მაშინ,როცა,მე ვგეგმავდი ახალი ამბის ცნობას,ის სიმწრისაგან გარბოდა და,დადევნებულ მდევარს მიჯრით ესროდა.
მაშინ,როცა მე სიხარულის ცრემლებს ვიწენდდი,ის მომაკვდავ მის ბავშვობის მეგობარს ჭრილობიდან წმენდდა სისხლს.
იმ წუთებში,როცა მას მოუთმენლად ველოდი,ის უკვე ოთხ კედელში იყო გამოკეტილი და გამწარებული უჭერდა რკინის გისოსებს ხელს და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,როგორ მოეღო ბოლო მოღალატე თანამოძმესთვის..
როგორ ეზღვივნებინა მისთვის ორგულობა და სიკვდილი.
მაშინ ის მხოლოდ ამაზე ფიქრობდა,მისი მრწამსი ამის განსჯის უფლებას აძლევდა და მაშინ მივხვდი,რომ ის ჩემზე არ ფიქრობდა..
მაშინ გავაანალიზე,რომ ზღურბლს იქით მას ცოლი არ ჰყავდა..
სრულებით გავნადურდი,რადგან ვიცოდი,თუ რამეს არ შევცვლიდი,ჩემ შვილსაც იგივე ბედი ელოდა..
და ამიტომ,წამოვედი.
**
360 გრადუსით შევიცვალე.
ერთიანად საყრდენ გამოცლილი ჩემი მომავალი შვილის ბედზე ფიქრით ვიმაგრებდი თავს.
სინდისი კი მქენჯნიდა.
უმოწყალოდ და დაუნდობლად.
გული მეკუმშებოდა იმაზე ფიქროთ,რომ მე ის მივატოვე.
რომ ცივ საკანში ეულად გამოვკეტე..
მაგრამ ვერ გადავდიოდი ჩემს საზღვრებს..
რომ მივსულიყავი,საყრდენი მიმეცა,გვერდში დავდგომოდი,ვეღარ წამოვიდოდი.
ორად ვერ გავიხლიჩებოდი..
ორივეს ბედზე ვერ ვიზრუნებდი.
ორივეს საყდრად ვერ დავუდგებოდი..
ვერა და ეს მკლავდა შინაგანად..
საკუთარი აზრების გადაფიქრება მიჭირდა და
|ბრძოლაში გავატარე მთელი ცხრა თვე.
მთელი ამ დროის მანძილზე,ვისი ენით არ მომიკითხა,ვისი ენით არ სცადა ჩემთან დაკავშირება,მაგრამ,მედგრად ვიდექი.
მიუხედავად იმისა,რომ მის მოწერილ წერილებს ცრემლებით ვასველებდი,მაინც არ ვწერდი პასუხს..
თითოეული მადგანი ზეპირად მახსოვს.
აფსოლუტურად ყველა.
ყველა მის ამოსნთქვას მგრძნობდი მძიმის შემდეგ.
ყველა მის მზერას წინადადების ბოლოს..
მაგრამ,არცერთი,
ჩემს შვილს გეფიცებით,
არცერთი წერილის ბოლოს წერტილი არ ჰქონდა დასმული და ვიცოდი,არც არასდროს დასვამდა..
ზუსტად ვიცოდი,ხვდებოდა,ასე რატომ ვიქცეოდი და,ყოველი მისი სიტყვები ამაში მარწმუნებდა,რადგან,
არ მამტყუნებდა,პირიქით,
გვერდში მედგა,რომ ჩამოვცლოდი...
ამიტომ გამიასმაგდა ამ დროის განმავლობაში მისდამი სიყვარული და პატივისცემა..
მაგრამ,ბოლო წერილმა,მთელი ამ დროის ნაგროვები გამბედაობა და მხნეობა,ერთბაშად გამომაცალა.
ეს ზუსტად ის დღე იყო,როცა დიდი წვალების შემდეგ მოევლინა დედამიწას ალექსანდრე საკანდელიძე.
პალატაში ვიყავით,გულზე მყავდა მისვენებული ჩემი პატარა.
გაცისკროვნებული დავყურებდი,თუ როგორი მონდომებით აცმაცუნებდა ტუჩებს და ოდნავ ახელდა თვალებს.
მის სიცოცხლეს გეფიცებით,აფსოლუტურად ყველა ნაკვთი გიორგისი ჰქონდა.
და ამ ფაქტმა უფრო გამახარა.
ჩემს ფიქრებში ვიყავი,მედდა რომ შემოვიდა აღელვებული და ფურცელი გამომიწოდა ხელის კანკალით.
მომენტალურად გამაცივა.
ხატზე დავიფიცებდი,ვისგანაც იყო.
კანკალით გადავშალე ფურცელი მას შემდეგ,რაც გოგონა გავიდა და გავშეშდი.
მძლავრად მივიკარი პატარა გულზე და თავი ჩავხარე დანაშაულში მხილებულმა.
ფურცელზე გაკრული ასოებით ეწერა
–„თქვენს უნახავად აქედან ნუ გამიყვან,გთხოვ“
–ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა,როცა მან რაღაც მთხოვა და მივხვდი,მთელი არსებით რომ მევედრებოდა ამას.
აკანკალებული დავაწექი წითელ ღილაკს და წამებში შემოსულ იგივე გოგონას ძლივსგასაგონად ვუთხარი.
–შემოვიდეს..
წამები საუკუნებად გაიწელა.
ეს კი მტანჯველად მოქმედებდა ჩემზე.
მაშინ,როცა კარები სიფრთხილით შემოაღო მაღალმა სხეულმა,მივხვდი,არცერთი კითხვა არარის იმდენად რთული,რამდენადაც ის,რომელზეც პასუხი აშკარაა..
ველოდი თუ არა მას?
მზად ვიყავი თუ არა ამისთვის?
პასუხი აშკარა იყო:
მთელი სულით და გულით
სიმწრით ვითვლიდი წამებს,როცა შემოვიდოდა და,გვნახავდა..
**
ფრთხილად მოემართებოდა.
თითქოს ზომავდაო,ნაბიჯებს.
მის სიარულშიც კი ვხედავდი იმ გზას,რომელიც აქამდე გამოიარა.
ოდნავ გამხდარი,მაგრამ, ფიზიკურად უფრო ძლიერი მომეჩვენა.
წელში ოდნავ მოხრილიყო და,მზერა რომ გამისწორა,იქ მხოლოდ სინანული და დანაშაულის გრძნობა ამოვიკითხე.
სევდა ჩასდგომოდა თაფლისფერ სფეროებში.
ნაღვლიანად მიყურებდა და ვერ ბედავდა მეტად მოახლოებას.
ერთი ხელის გაწვდენაზე იყო და მეც მესიკვდილებოდა რომ შევხებოდი.
ემოციები მომენტალურად ეცვლებოდა სახეზე,როცა ბავშვს დახედა.
სიხარული.
გაოცება.
ტკივილი.
სიყვარული.
ბედნიერება.
ერთმანეთს ცვლიდა რამოდენიმე გრძნობა და მომლოდინედ მიყურებდა..
ჩემგან ელოდა ნებართვას რომ ბავშვს შეხებოდა და,
მათ სიცოცხლეს გეფიცებით,თავი არარაობად ვიგრძენი..
არარაობად და სამყაროში ყველაზე დიდ ეგოისტად,რომელმაც არ მისცა მამას უფლება,შვილის არსებობით სრულფასოვნად ეხარა..
რადგან ჩემზე იყო დამოკიდებული ყველაფერი.
რადგან მე ვწვეტდი..
ჩემი ერთი სიტყვაც და ის მთელი ცხრა თვე ჩვენს გვერდით იქნებოდა.
ისიც ჩემთან ერთად გაიზიარებდა ბავშვის გულის ცემასა და პირველ გამოძრავებას.
მხოლოდ მე ვწვეტდი,რადგან ზუსტად ვიცოდი,რომ მას ნებისმიერ დროს შეეძლო ციხის კარის გაღება და,ჩემთან მოსვლა,მაგრამ მეჩავუკეტე საზღვარი..
მე ჩამოვიშორე ის და ახლა ვნანობდი,როცა მის თვალებში ვედრებას ვკითხულობდი..
ალექსანდრეს უცოდველ,სპეტაკ სახეს დავხედე...
ლოყები გავარდისფერებული ჰქონდა,თვალები დახუჭული..
მას ვუყურებდი და თავი ბეწვის ხიდზე მეგონაა..
ერთ თავში ალექსანდრე იყო.
მეორეში კი გიორგი.
ორივე მომლოდინედ მიყურებდა.
ორი ერთმანეთის მსგავსი სხეული და ვორჭოფობდი..
ვერ ვწყვეტდი ვისკენ წავსულიყავი..
მიიუხედავად წამის წინ განცდილი გრძნობებისა,მაინც ეგოისტობა მძლევდა..
მიუხედავად იმისა,რომ გიორგის შემხედვარე ვნადგურდებოდი და არაადამიანად ვყალიბდებოდი,ალექსანდრეს დავხედავდი თუარა,მეცვლებოდა ფიქრები.
ეგოისტობა და დედის ინსტინქტი ეპაექრებოდა სამართალსა და სიყვარულს ჩემში..
გადაწყვეტილების მიღებას,დიდი დრო დასჭირდა,ის კი,მთელი ეს ხანი,მოთმენით მელოდა..
ჩაზნექილი,დანაწევრებული ბეწვის ხიდი თითქოს გამრთელდა და გამყარდა,შუაში ისევ მე ვიდექი..
წონასწორობას ამაყად ვიცავდი და,
ორივე მხარეს ხელგაწვდილი ვეგებებოდი.
ნელა გავუწოდე მშვიდად ჩაძინებული ალექსანდრე გიორგის და,ღიმილით შევყურებდი,თუ როგორი სიყვარულით დასცქეროდა მას..
მაშინ ვიფიქრე,რომ ოქროს შუალედს,მთელი ცხოვრება დავიცავდი და გავაკონტროლებდი.
რომ მედგრად დავუდგებოდი მგლურ კანონებს და არ მივცემდი ალექსანდრესთან მიახლოების საშუალებას..
ვიფიქრე,რომ გიორგისთან ჩამოუშორებლად შევძლებდი ალექსანდრესთვის სწორი გზის გაკვალვას..
ვფიქრობდი და მჯეროდა,რომ დედის ინსტიქტი,სიყვარული,ეგოისტობა და სამართალი ერთად დაისადგურებდა ჩემს გულში და გავუმკლავდებოდი ორი სამყაროს ჭიდილს..
შევძლებდი,რომ მათ შორის ვმდგარიყავი და არცერთისთვის მიმეცა უფლება,ზღვარს გადმოსცდენოდნენ..
ვფიქრობდი და მზად ვიყავი,რომ სისხლის ბოლო წვეთამდე,
სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მებრძოლა მათთვის.
მებრძოლა იმ ორი სამყაროსთვის,რომლებიც მათ ჰქოფდათ..
მებრძოლა იმისთვის,რომ ადვილა შეძლებოდათ მოვალეოების,კანონების გარეშე ერთმანეთთან ყოფნა.
და თუ ამისთვის მსხვერპლშეეწირვა იყო საჭირო,მე,
მე ვიქნებოდი ის ადამიანი,რომელიც მსხვერპლად დაუდგებოდა ნებისმიერს,ოღონდ ეს ბალანსი დამეცვა.
**

მოგესალმებით..
პირველდ ვეჭიდები ამ თემას და,შესაბამისად,იმაზე მეტად ვღელავ ვიდრე ჩვეულებრივ.
აფსოლუტურად ყველაფერი მაინტერესებს:
რსას ფიქრობთ პერსონაჟებზე?
როგორ წარმოგიდგენიათ განვითარება?
სწორი გადაწყვეტილებაა მიიიღო ქალმა?
თქვენთვის რა იქნება პრიორიტეტული მსგავს შემთხვევაში?
მეორე თავი წერის პროცესშია,ვფიქრობდი,სრულად გამომექვეყნა,მაგრამ გულმა არ მომითმინა და,დროზე დადრე ავტვირთე.
სულმოუთქმელად გელოდებით.
თქვენი:აანასტასია.скачать dle 11.3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent