შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოდარება ხარ ჩემი (სრულად)


13-02-2018, 01:54
ავტორი izabella
ნანახია 2 975

გამოდარება ხარ ჩემი  (სრულად)

-გაგა ძალიან უხერხულია ვერ წამოვალ.
- კარგი რა, არ მოგბეზრდათ გოგოებს ეს გაუთავებელი თავის დაფასებები?!
-გთხოვ, ოღონდ დღეს არა, ძალიან დაღლილი ვარ, ხომ ხედავ ლექციებს ახლახანს მოვრჩი, მოდი ახლა წავალ და სხვა დროს იყოს.
-არა! მე მინდა რომ ახლა წამოხვიდე, ჩაჯექი მანქანაში.
-ძალიან გთხოვ მეც გამიგე, უკვე ძალიან გვიანია. შეხედე საათს რას იტყვიან შენები?
-რა უნდა თქვან?! ყველაზე მაგარი დედა მყავს მსოფლიოში, ისეთი მოსიყვარულე, თბილი და გაგებულია შენ ვერც კი წარმოიდგენ. აი, რომ გაგაცნობ თვითონ მიხვდები,ძალიან მოეწონები.
-არა გთხოვ. -მუდარის მზერით შეხედა, მაგრამ არც კი მოუსმინა ისე ჩასვა ძალით BMW-ში და წავიდნენ. მარჯანიშვილზე თავისი სახლის სადარბაზოსთან გააჩერა, მერე თითქმის ძალით გადმოიყვანა მანქანიდან. გოგოს ფეხები უკან რჩებოდა, მაგრამ რას იზავდა მაინც მიჰყვებოდა. სწრაფად აიარეს კიბეები, ბიჭმა ზარი დარეკა, კარი მოსამსახურემ გაუღოთ და ისინიც მისაღებში შევიდნენ. მისაღები არც ისე დიდი იყო. ბევრი ძვირადღირებული ნივთი ამშვენებდა ოთახს, ავეჯი ძალიან ლამაზად იყო განლაგებული და ზედმეტად სუფთად გამოიყურებოდა ყველაფერი. ოთახში ორი ადამიანი იჯდა, ერთი ძალიან ახალგაზრდა გოგონა, მეორე კი შედარებით ასაკოვანი ქალი ყავის ფინჯნებით ხელში. ორივე ძალიან გადაპრანჭულად გამოიყურებოდნენ, რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ, მაგრამ ფეხის ხმაზე გაჩუმდნენ და ყურადღება შემოსულებზე გადაიტანეს. ახალგაზრდა გოგონას სახეზე დამცინავი ღიმილი გამოეხატა მათ დანახვაზე, ხოლო ქალს სახე გაუმკაცრდა და ზიზღით დაუწყო ყურება ოთახში შემოსულ გოგონას, რომელიც ანერვიულებული და ფერდაკარგული ჩაბღაუჭებოდა ბიჭის ხელს და მაგრად უჭერდა.
-დედა გაიცანი ეს ჩემი შეყვარებულია ლიკა. -გაიღიმა ბიჭმა და დედას მის გვერდით მდგარ გოგოზე მიუთითა.
-გაგა როგორ ხარ? -დივანზე მჯდარმა გოგომ ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა, წამოდგა და ბიჭი გადაკოცნა.
- კარგად სალომე, შენ? როდის ჩამოხვედი? ბოლოს რომ ვილაპარაკეთ სწავლის დამთავრებას ველოდებიო მითხარი, რამე შეიცვალა?
-არაფერი საყვარელო მომენატრე და ჩამოვედი, მაგრამ როგორც ვხედავ.... -აღარ დაამთავრა და დამცინავი მზერით აათვალიერა მის გვერდით მდგარი გოგონა.
-გაგა შეგიძლია ამიხსანა რას ნიშნავს ეს მოულოდნელი გამოცხადება? ან როდიდან მოგყავს სახლში ვიღაც მათხოვრები და შენს შეყვარებულად ასაღებ?
-დედა არ გახსოვს რომ გიყვებოდი ეს ის ლიკაა.
-მახსოვს, მაგრამ მეგონა ერთობოდი და მალე გადაგივლიდა. სალომესი მაინც როგორ არ გრცხვენია? ის არის შენი შეყვარებული და არა ეს ვიღაც გოგო.
-დედა მე მეგონა გაგიხარდებოდა. -ბიჭს ღიმილი სახეზე მიეყინა.
-რა უნდა გამიხარდეს? ჩემს შვილს ვიღაც მათხოვარი მოჰყავს სახლში და მაცნობს ჩემი შეყვარებულიაო და ეგ უნდა გამიხარდეს? შეხედე როგორ აცვია, ჩვენს წრეს საერთოდ არ ეკუთვნის, სალომე ნამდვილი ლედივით გამოიყურება ეს კიდევ....გაგა არ ვიცი მოაშორე ეს გოგო აქედან, აღარ მინდა ამის ჩემს სახლში დანახვა. - ქალმა უსიამოვნოდ აიქნია ხელი და ჩამოჯდა.
-დედა მე და სალომე დიდი ხანია დავშორდით.
-როგორ თუ დაშორდით? აბა, ეს გოგო ვის გამო ჩამოვიდა თბილისში? ბავშვობიდან გიყვართ ერთმანეთი, ჩვენი ოჯახები დიდი ხანია უკვე ქორწილის გეგმებს ვადგენთ. -მრისხანება დაეტყო ქალს.
-საყვარელო მე ისევ შენი შეყვარებული არ ვარ? უბრალოდ შენი სამსახურის გამო ხშირად ვეღარ ვახერხებდით კონტაქტს, ამას ჩემი უნივერსიტეტიც დაემატა და... შენ თუ ამას დაშორებას ეძახი არ ვიცი.
-გოგონა რას საქმიანობ? -ზიზღნარევი მზერა მიაპყრო ქალმა სულ მთლად გაფითრებულ გოგონას, რომელსაც თვალები აწყლიანებოდა.
-მე.... მე გაზაფხულზე ვამთავრებ უნივერსიტეტს. -ხმის კანკალით ამოთქვა სიტყვები.
-ჰმ.-ჩაიცინა ქალმა. -სალომე ბრიტანეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლობს და საკმაოდ შეძლებული და პატივდებული ოჯახიდან არის, ნამდვილი ლედია შენგან განსხვავებით. საოცარია პირდაპირ, ასე ვის უვარდებიან ოჯახში თანაც საღამოს, როგორც ჩანს შენთვის ოჯახში მოქცევის წესები არ უსწავლებიათ. ფულზე დახარბებულ ადამიანებს მშვენივრად ვცნობ შვილო, ჩემთან მასეთები არ გაგივა. რაო წარმატებული ბიჭი გინდა ხელში ჩაიგდო? არაფერი გამოგივა! გაეთრიე ჩემი სახლიდან და ჩემი შვილის გვერდით არ გნახო მეორედ, მათხოვრების ადგილი ჩვენს გვერდით არ არის. იცი რას გეტყვი შვილო? წადი ვინმე შენი შესაფერისი მონახე, არ მომინდომა არქიტექტორის ცოლობა? ეგღა მაკლია სოფლიდან ჩამოსული დაეპატრონოს ჩემი ოჯახის წლობით ნაგროვებ ქონებას. სალომე ოთხას ევროიან მანიკიურს და პედიკურს იკეთებს, შენ კი მგონი თხუთმეტ ლარიან ფრენჩიზეც არა გაქვს წარმოდგენა. -ყვირილი დაიწყო ქალმა და განრისხებული მზერა მიაპყრო გოგონას. გოგონა უკვე ტიროდა და ადგილზე მიყინული სულ მთლად კანკალებდა.
-გაგა როგორ არ გრცხვენია? ხომ იცი დედაშენს გული აწუხებს და მისი ნერვიულობა არ შეიძლება, შენ კიდევ ასეთ მდგომარეობაში აგდებ. ახლავე წავიდეს აქედან ვერ ხედავ ვიღაც სოფლელი გლეხუჭაა, ფუ საცოდავი. -ტუჩები დაბრიცა სალომემ.
-სალომე გაჩუმდი, სიტუაციას უფრო ნუ ამწვავებ. ლიკა წამოდი გაგაცილებ სახლში. -ხელი მოკიდა მაჯაში და გასასვლელისკენ დაუპირა წაყვანა. ლიკას თითქოს დენმა დაარტყაო გამოფხიზლდა ადგილს მიყინული, ხელი სწრაფად გააშვებინა და გასასვლელისაკენ გაიქცა. გაგა უკან გაყოლას აპირებდა მაგრამ დედის ხმამ შეაჩერა.
-არ გაბედო! იცოდე თუ ახლა გაყვები ჩათვალე რომ დედა აღარ გყავს. ვაიმე გული, სასწრაფოდ ჩემს ექიმს დაურეკეთ ძალიან ცუდად ვარ. - ხელი გულთან მიიჭირა და უსიამოვნოდ შეკრა წარბები. - აქამდე როგორ დაეცი შვილო მე შენგან ამას არ ველოდი. -ქალი დივანზე გადაწვა და თვალები გადაატრიალა, ბიჭმა მობილური ამოიღო ჯიბიდან და ოჯახის ექიმს დაურეკა, მერე დედასთან დაიჩოქა და შეშინებულმა პულსის დათვლა დაუწყო.
ლიკა ტიროდა და უკან მოუხედავად გარბოდა ქუჩაში. ვერ გაიგო როგორ აღმოჩნდა ავტოსადგურზე, ტაქსში ჩაჯდა და მძღოლს ბორჯომში წასვლა სთხოვა. ვერა და ვერ წყნარდებოდა, ცრემლების შეკავებას ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ხელში მობილურის ვიბრაცია იგრძნო და დახედა, გაგა რეკავდა, გაუთიშა. გათიშა თუ არა ახლა მარიამმა დაურეკა, ძლივს შეძლო ხმის ამოღება, მარტო ის მოახერხა ეთქვა სად მიდიოდა და რითი, სთხოვა მშობლებისთვის არ ეთქვა მისი მდგომარეობა, რომ დაბრუნდებოდა ყველაფერს მაშინ მოუყვებოდათ. ტელეფონი გათიშა მეტი ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა, იმ წუთას მარტო ყოფნის მეტი არაფერი უნდოდა. მძღოლი რაღაცეებს ეკითხებოდა, მაგრამ არაფერი ესმოდა, მარტო იმას სთხოვდა სწრაფად ევლო. გზა კი თითქოს უსასრულოდ გაიწელა, მძღოლიც აანერვიულა მისმა მდგომარეობამ, მაგრამ ვერაფერი გაიგო და არაფერი აღარ უკითხავს, მარტო დრო და დრო თუ გამოხედავდა ხოლმე შეშინებული სარკეში და ისევ წინ გაიხედავდა. პარკთან რომ მიიყვანა უკვე კარგად ბნელოდა, ანგარიში გაასწორა, მანქანიდან გადმოვიდა, ჩქარი ნაბიჯით შევიდა პარკში და სიბნელეში გაუჩინარდა. ძალიან ბნელოდა, ძლივს არჩევდა ადგილებს, სიბნელეში კარგად ღრმად შევიდა, ბნელოდა მაგრამ გემის სილუეტი დალანდა, მიუახლოვდა და იქვე ხის ქვეშ მდგარ სკამზე ჩამოჯდა, ფეხები მაღლა აიკეცა, თავი მუხლებში ჩამალა და მწარედ ატირდა. სხვა დროს ალბათ შიშით გული გაუსკდებოდა სიბნელის გამო, მაგრამ ახლა თითქოს ღამე იყო ის ერთადერთი მეგობარი რომელსაც მისი ტკივილის გაგება და გაზიარება შეეძლო. მთელი ღამე წვიმდა, არ გაუგია. ხელ-ფეხი რომ გაეყინა სიცივისაგან და კანკალმა აიტანა მაშინღა მიხვდა როგორ დაესველებინა წვიმას, ცას უკვე თეთრი ზოლები ეპარებოდა, თენდებოდა და ბნელს ნათელი ცვლიდა.
##########
ოთხი წლის შემდეგ.
ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამოაღვიძა.
-გისმენთ.
-გძინავს?
-უკვე აღარ.
-ხოდა ჩართე სკაიპი.
-მოიცა ლეპტოპს ავიღებ და.... -იქვე ტუმბოზე დადებულ ლეპტოს გადაწვდა, აიღო და ჩართო.
-აუ ჩემი, რას გავხარ ტო, კიდე იტირე გოგო?! ნუ გადამრიე, შენ ესე ყოველ დღე თვალებდაწითლებული უნდა მხვდებოდე?! იცოდე ჩამოვალ და მე დაველაპარაკები იმ ბიჭს.
-ძალიან გთხოვ, ისევ ახლიდან ნუ დაიწყებ. არ ვუყვარვარ მეთქი ხომ გითხარი, კიდევ რამდენჯერ უნდა გაგიმეორო? აქამდე მეტყოდა თუ რამის თქმა უნდოდა. კაი მოვრჩეთ მაგაზე ლაპარაკს, შენ ის მითხარი როგორ ხართ, ოლგა როგორ არის? მამიდას პრინცესები? ეხლა სად არიან?
- ღმერთის წყალობით არა გვიშავრს მე და ოლგას. აი, შენი პრინცესები ძაან ჯიგრულად არიან, ეხლა სძინავთ და სანამ ადგებიან დედიკო ბლინებს უცხობთ რომ მერე სასეირნოდ უნდა გავიყვანოთ სადმე, თორემ რა გააჩერებთ მაგათ სახლში.
-ხოდა მამიკო შეუჭამთ იმ ბლინებს არა? და მერე სულ იმათ დაბრალდებათ! ჩემი პაწაწინები როგორ მენატრებიან, ჩამოდით რა ცოტახნით რა იქნება.
- სამსახურის გამო არამგონია მოვახერხოთ. დედა და მამა თუ ვერ მოახერხებენ შენ და მარი მაინც რომ ჩამოხვიდეთ ვითომ რამე მოხდება?
-მეც ვმუშაობ ხომ იცი, თან ერთი- ორი დღით ვერ ჩამოვალთ, ერთი თვე მაინც ხომ უნდა დავრჩეთ, დედა და მამა ცოდობი არიან მარტოები გაიგე გიო.
-გიო, ვინ არის?
-ლიკაა, მოდი დაგალაპარაკო.
-ეხლავე მოვალ, მაცადე ცოტახნით არ გათიშო.
-ოლგა პრივეტ, როგორ ხარ?
-აი, კარგად ვიქნებით ყველა მაშინ თუ ჩამოხვალთ და გვინახულებთ, ცოტა გულსაც გადააყოლებ, შენი პრინცესები ისე დაგღლიან ღამე ტირილისთვის დრო აღარ დაგრჩება და დილით ესე თვალებდასიებულიც ვეღარ გაიღვიძებ. არ ღირს ვიღაც ბიჭის გამო ცრემლების ღვრა რომელსაც არ უყვარხარ, დამიჯერე სხვა უკეთესი გამოჩნდება შენს ცხოვრებაში და ის აღარც გემახსოვრება, უბრალოდ ცოტა მეტი დროა ალბათ საჭირო რომ გამოჩნდეს.
лучше потерять годы на поиски мужа, чем потерять годы на неудачный брак.
-კარგი რა შეეენც? გიოს თუ არ ესმის შენ ხომ მაინც იცი?! ოლგა წლების კი არა ერთი წუთის დაკარგვასაც არ ვაპირებ სხვა ვინმეს მოსაძებნად, მე ჩემი სიყვარული უკვე ვიპოვე და მინდა ის ერთი მიყვარდეს სიცოცხლის ბოლომდე. ყველა სხვა დანარჩენისთვის ჩემი გული დაკეტილია და არავის მივცემ მოახლოვების უფლებას, მშვენივრად იცის რომ მიყვარს. არაფერია თუ თვითონ არ ვეყვარები, მე მისი ბედნიერება ისედაც მახარებს, მიყვარს ისეთი როგორიც არის.
- ოო ლიკა, გიოზე კარგად კი მესმის შენი მაგრამ.....შენი ბედნიერება რომ მინდა ეგ არაფერია?! დამეტანჯა გული ასეთს რომ გიყურებ. კარგი, როგორც გინდა, შენ უკეთ იცი.
-მძინარე მზეთუნახავი სად გვყავს?
-სად იქნება გიო სძინავს.
-ვინ გაძინებს თორემ მშვენივრად მეძინა. მოგინდათ ამ დილაადრიანად ჭორაობა, რა იყოთ აღარ გათენდებოდა?!
-დილა მშვიდობისა მაინც გეთქვა ეგრევე რომ გამწარდი, რომ მომენატრებით გათენებას დავუცადო შე მწარე წიწაკავ.
-ოლგა ერთი შენს ქმარს ჩემს მაგიერ წამოარტყი ბევრს რომ ტლიკინებს.
-მე ჩემს ქმარს არ ვურტყავ. თუ ესე ძალიან გინდა ჩამოდი და რამდენიც გინდა ურტყი შენს ძმას.
-ოჰ, გამოგიჩნდა დამცველი ვაჟბატონო.
-დიახაც, აბა, შენ კი არ გგავს ყველას რომ ურტყავ ვისაც მოეწონები. მაგიტომ დადიოდი კარატეზე?!
-ვინც ღირსია უნდა მოხვდეს. აბა, როგორ გინდა?!
-ნეტა როდის გაიზრდები მაგას მომასწრო.
- ვერ მოგართვით. არ გავიზრდები, იმიტომ რომ ყველას ნებიერა გოგო მე ვარ და რომ გავიზარდო სურვილებს აღარ ამისრულებენ, მე ხომ იცით ჭკვიააან.
- ჭკვიან კი არა წიწაკა ხარ წიწაკაააა.
-თქვენ გირჩევნიათ მალე მოამთავროთ ჭორაობა, გუშინ მამამ თქვა დილით მთაწმინდის მამადავითის მონასტერში მივდივართ და ადრე ადექით რომ გამზადება მოასწროთო.
-კარგი, კარგად იყავით მაშინ და საღამოს დავურეკავთ დედას და მამას.
-კარგად.
-აბა, ჰე ლიკა მალე გაემზადე და არ დაიწყო ეხლა ზოზინი და პრანჭვა გრეხვა სარკის წინ.
-რა? მე მეუბნები მაგას?
-აბა, შენს მეტი ამ ოთახში ვინმე სხვა ლიკას ხედავ?
-გადი გოგო, ვერ ხარ შენ! -ჩუსტი ესროლა, მაგრამ მარიამი კარებში გაძვრა და ჩუსტი კარებს მოხვდა. -ოც წუთში ყველანი ეზოში იყვნენ და წასასვლელად ემზადებოდნენ, გოგიმ გარაჟის კარი გააღო და ლიკას მიუბრუნდა:
- აბა, ვისი მანქანით მივდივართ, ჩემი თუ შენი?
- არა მამიკო დღეს მე ვიქნები თქვენი მძღოლი, ამიტომ ჩემი ჰამერით წავალთ.- მერე ნინას და მარიამს მიუბრუნდა. - აბა, ქალბატონებო გთხოვთ მანქანაში. -გოგი ლიკას გვერდით მოკალათდა წინა სავარძელზე. ლიკა უკვე ოცდახუთი წლის იყო, საკმაოდ გამოცდილი და ძალიან კარგი მძღოლი, გოგისაც კი აჯობა, რაც ყველას ძალიან ახარებდა, ყველაზე მეტად კი თვითონ გოგის. ნინა და მარიამი უკანა სავარძელზე მოკალათდნენ და რაღაცაზე დაიწყეს ლაპარაკი, ამასობაში ლიკამ მანქანა დაძრა და წავიდნენ. დიდი ხანი მოანდომეს გზაში, შუქნიშნები და გაუთავებელი საცობები აღარა და აღარ მთავრდებოდა, როგორც იქნა მივიდნენ და ყველამ შვება იგრძნო. ვერა და ვერ ეგუებოდნენ ამ სიტუაციას. მანქანა გაჩერდა თუ არა მარიამი პირველი გადმოვიდა და კაბის შესწორება დაიწყო, მერე ნინას მიუბრუნდა.
- დედა, დედიკო, კაბა, ხომ არ დამეჭმუჭნა? თმა როგორ მაქვს? კარგად გამოვიყურები? -ნინას გაეცინა და მარიამს შუბლზე აკოცა.
- როგორც ყოველთვის შენ ძალიან ლამაზად გამოიყურები ჩემო გოგო. -სიყვარულით გაუღიმა ნინამ. - ისე რა ცუდია ამხელა გზა რომ ფეხით უნდა ავიაროთ მანქანის სადგომი მაინც გააკეთონ აქვე ახლოს სადმე, როგორ შეიძლება ასე? - წუწუნებდა ნინა. მანქანიდან გოგი და ლიკა გადმოვიდნენ და გზას აუყვნენ, მარიამი პირველი გაიჭრა თან დაცვის საგუშაგოსკენ აპარებდა თვალებს, სადაც დაცვის ბიჭები იდგნენ და რაღაცაზე იცინოდნენ. მათი ყურადღება ნელ - ნელა ახლად მოსულებისაკენ გადმოვიდა, მარიამმა ცოტა დაიმორცხვა და ჩქარი ნაბიჯით აუყვა აღმართს. ნინას და გოგის გაეღიმათ და მარიამს უკან გაყვნენ, ლიკა ცოტა ჩამორჩა, რადგან დიდი ინტერესით ათვალიერებდა გარემოს და ფიქრობდა:
- რამდენი ხანია რაც აქ არ ვყოფილვარ აბა, ასე შეიძლება? მარტო ამოვიდოდი მაგრამ ძალიან მინდოდა ყველა ერთად ამოვსულიყავით, მადლობა ღმერთო რომ ამის საშუალება მომეცი. როგორი სუფთა ჰაერია და რა სილამაზეა. -ღრმად ჩაისუნთქა ლიკამ და გრილმა ჰაერმა ფილტვებამდე ჩააღწია, რაც ძალიან ესიამოვნა. -ახლოს მაინც ვცხოვრობდეთ ყოველ დღე ამოვიდოდი აქ დიდი სიამოვნებით. -ამ ფიქრებში იყო გართული რომ მარიამის ხმა შემოესმა.
- ლიკააა, რა გჭირს გოგო არ გესმის? მომაქციე ყურადღება.
- რაა? -უცებ გამოერკვა ფიქრებიდან. - რა მოხდა?
- არაფერი ხელჩანთა და მობილური დამრჩა. წყალიც წამოიღე ახლოს ხარ, გთხოვ, ნუ ჩამომიყვან, ჩემი ამბავი რომ ვიცი მომწყურდება და მერე სად ვირბინო?
- კარგი გავიგე და მარიამ თავი?
- რა თავი?
- თავი თუ გაქ ადგილზე კარგად ნახე აბა,, ეგეც მანქანაში ხომ არ დაგრჩა?
- არა, თავი ადგილზეა. - აკისკისდა მარიამი. -მიდი, მიდი რა გთხოვ და წყალი არ დაგავიწდეს.
- გავიგე წამოვიღებ ყველაფერს, მაგრამ რად გინდა წყალი? ტაძრის შესასვლელში ხომ მოდის და იქ დალიე.
- ეგ სულ აღარ მახსოვდა, კარგი წავედით და მალე მოდი შენც. -რაღას იზავდა წავიდა რომ მანქანიდან ნივთები აეღო. -მარიამი სულ ასეთი იყო. სულ სადღაც რჩებოდა ნივთები და მერე ერთად უწევდათ ძებნა, მაგრამ უკვე მიჩვეული იყო დაზე ზრუნვას და არ აბრაზებდა მისი ასეთი გულმავიწყობა, პირიქით ბევრს იცინოდა. ახლაც ღიმილიანი სახით მიუახლოვდა მანქანას, გააღო კარი, გადმოიღო ნივთები, საგულდაგულოდ დაკეტა მანქანის კარი და წამოვიდა. საგუშაგოს რომ მიუახლოვდა შეამჩნია რომ ყველას მზერა მისკენ იყო მოპყრობილი, გაეღიმა და უკან გაიხედა, ეგონა ვინმე სხვა მოდიოდა მის ზურგს უკან და იმას უყურებდნენ, მაგრამ შეცდა, იქ მდგომი ყველა მას მიშტერებოდა.
- ღმერთო რა არი ადამიანი არ უნახავთ? -უსიამოვნოდ დაბრიცა ტუჩები. -დავიჯერო ისე კარგად გამოვიყურები რომ თვალს ვერ მაცილებენ თუ რა ხდება ვერ გავიგე, რა უბედურებაა ეს? მარიამმა კი მითხრა კარგად გამოიყურებიო, მაგრამ ასეთი ლამაზიც არა ვარ რომ ვინმეზე შოკისმომგვრელი შთაბეჭდილება მომეხდინა. თანაც ეს ხომ არც ისე ძვირფასი კაბა,ა, უბრალოა და სადა.- ქუდი სახეზე ჩამოიწია გაბრაზებულმა და ისე გაიარა რომ გვერძე არც კი გაუხედავს. ძლივს მიდიოდა, გრძნობდა რომ თვალს არ აშორებდნენ. ეშინოდა ნერვიულობისგან ფეხი არ არეოდა და არ წაქცეულიყო. ნელ - ნელა მიდიოდა, როგორც იქნა მივიდა ტაძრის კარამდე, ძალიან აღელვებული და დაძაბული იყო, არასოდეს არ მოქცეულა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, წყაროსთან მივიდა, ცოტა წყალი დალია და იქვე გაჩერდა, ტაძარში ბევრი ხალხი ირეოდა, ისევე როგორც ტაძრის გარეთ, რადგან წირვა ტარდებოდა.
-ნეტავ სად არიან? ან როგორ შევიდე ამდენ ხალხში, იქნებ გარეთ მელოდებიან აქვე ახლოს?- ამ დროს ნინა გამოჩნდა.
- რა კარგია რომ ლურჯი კაბა, გაცვია შენი ძებნა არ გამჭირვებია გამოვედი თუ არა მაშინვე დაგინახე. რა არის ეს? რა ფერი გადევს სახეზე? რამე მოხდა? ვინმემ ხომ არ გაწყენინა? -კითხვები მიაყარა ნინამ.
- არაფერი. უბრალოდ მგონი მთელი საგუშაგო მე მიყურებდა და ძალიან შემრცხვა, სახეზე ქუდი ჩამოვიწიე და ისე წამოვედი.
- უჰ, მეც არა ვთქვი რამე ცუდი ხომ არ შეემთხვა. დიდი ამბავი თუ გიყურებდნენ რა მოხდა ლამაზი გოგოს ყურება დანაშაულია?
- კარგი რა დედა, მერე მე რა ლამაზი ვარ? ნუ მაცინებ რა. - იწყინა ლიკამ.
- ნუ იცი გოგო შენ ასეთები სულ მაგას გეუბნები. ვითომ რატომ არა ხარ ლამაზი, ვისზე რითა ხარ ნაკლები, ხელი გაკლია, ფეხი, თვალი თუ სიმაღლე? -არაფერი აღარ უთქვამს უბრალოდ გაუღიმა.
- ხო და შენი ხმა არ გავიგო, მარტო დაცვის თანამშრომლები კი არა ნახე რამდენი ადამიანი გიყურებს ისეთი ლამაზი ხარ, გენაცვალოს დედა შენ.
- ვაიმე უკვე შევწუხდი. წამოდი შევიდეთ ტაძარში, უკვე ნერვები მეშლება იქ მაინც დავმშვიდდები ცოტას. -ტაძარში ისეთი ჰარმონია სუფევდა იქიდან გამოსვლა აღარ უნდოდა, მგალობლების ხმა იავნანასავით ჩაესმოდა ყურში და სასიამოვნო სიმშვიდეს ჰგვრიდა, თითქოს მშფოთვარე ქალაქიდან სულ სხვა სამყაროში იმყოფებოდა. არადა მართლაც ხომ სულ სხვა სამყაროა ტაძარში წირვის მოსმენა.
წირვა რომ დამთავრდა ყველანი გარეთ გამოვიდნენ. ლიკა პანთეონში გამოვიდა, ყველა გამოჩენილი მოღვაწის საფლავი მოინახულა, თითქოს ამით პატივი მიაგო მათ ხსოვნას და იქვე ხის ძირას ჩრდილში ჩამოჯდა, უცებ მასთან პატარა გოგონამ მოირბინა, ასე დაახლოებით ხუთი - ექვსის მაინც იქნებოდა, ჯერ მორცხვად მიუახლოვდა და კარგად შეათვალიერა, მერე გვერდით მიუჯდა და თავისი შავი დიდრონი თვალები მიანათა.
- გამარჯობა, რა გქვია? მე ანასტასია ვარ.
- გამარჯობა პატარა ქალბატონო, მე ლიკა. - თბილად გაუღიმა ბავშვს.
- იცი ძალიან ლამაზი კაბა, გაცვია, ალბათ ძალიან ძვირი ღირს ხომ? მე რომ გავიზრდები ზუსტად ასეთ კაბა,ს ვიყიდი და ქუდსაც. როგორი გრძელი თმა გაქვს და როგორ გიხდება. მეც მქონდა გრძელი თმა, მაგრამ დედიკომ შემაჭრა, მითხრა ზაფხულია, ძალიან ცხელა და მიჭირს შენი თმის მოვლაო, რომ გავიზრდები მინდა შენსავით ლამაზი გოგო ვიყო. -ლიკას გაეღიმა და ბავშვს თმაზე ხელი ჩამოუსვა.
- არა, რას ამბობ შენ ისედაც ძალიან, ძალიან ლამაზი გოგო ხარ და რომ გაიზრდები უფრო გალამაზდები.
- მართლა? მაშინ დედიკოს ვეტყვი რომ თმა აღარ შემჭრას, რომ მალე დაგემსგავსო. -ლიკამ გოგონას ხელი მოკიდა და გასასვლელისაკენ წაიყვანა.
- ალბათ შენი მშობლები უკვე გეძებენ. იცი არ შეიძლება ასე ჩუმად გაპარვა, იცოდე დედა ინერვიულებს, შენ ხომ გიყვარს დედა და არ გინდა რომ ის გაანაწყენო?
- ვაიმე არა, მე დედიკო და მამიკო ძალიან მიყვარს.- ხტუნაობას მოჰყვა ბავშვი.
- მაშინ დამპირდი რომ ასე აღარ მოიქცევი კარგი? -დამრიგებლური ტონი შეურია ღიმილს.
- კარგი, გპირდები. აი, ჩემი დედიკოც მოდის. -გოგონამ მათკენ მომავალი ქალისაკენ თითი გაიშვირა.- დედა, დედიკო, დე. -წამოიძახა გოგონამ და დედის კალთას მიეკრა.
- როგორ შემაშინე არ გრცხვენია ანა? -გაუწყრა დედა. - სად აღარ გეძებდი, მეორედ ასე აღარ მოიქცე, იცოდე ძალიან გამაბრაზე. -ლიკა გოგონას დედას მიუახლოვდა და ღიმილით უთხრა:
- ძალიან კარგი გოგონა გყავთ ღმერთმა გაგიზარდოთ.
- დიდი მადლობა, ეს ჩემი პატარა ანგელოზია. - სიყვარულით მოეფერა შვილს. მერე ლიკა ანასტასიას მიუბრუნდა.
-კარგად იყავი პატარა ფერია და იცოდე დედიკოს ასე აღარ გამოეპარო. -მერე ლოყაზე აკოცა, დაემშვიდობა და მანქანისაკენ დაეშვა დაღმართზე. საგუშაგოს რომ მიუახლოვდა ისევ ქუდი ჩამოიწია სახეზე და ისე გამოიარა. უცებ გვერდიდან ჩურჩულის ხმა მოესმა,
- ალბათ ქართველი არ არის. ტურისტი იქნება მეზობელი ქვეყნიდან ან მილიონერი მამიკოს გოგო, სასახლეებში რომ ყავთ გამოკეტილი და ცივ ნიავს რომ არ აკარებენ. -მერე ვიღაც გამომწვევად აკისკისდა.
- თბილისელი რომ იყოს რომელიმე კლუბში აუცილებლად შეგვხვდებოდა. შეხედე ერთი ქუდი ჩამოუფარებია სახეზე ისეთი მახინჯია რომ ალბათ ეშინია სახის გამოჩენა. -უფრო უმატა კისკის გოგომ.
-მოკლე კაბა, მაინც ჩაეცვა ამ საცოდავს რომ ვინმემ შეხედოს მარტო ძვირფასი კაბის ჩაცმა არ უშველის ხახახახააა. - ლიკას ყურადღება აღარ მიუქცევია, გვერძე გახედვაც კი არ ისურვა მიუხედავად იმისა რომ ძალიან გაბრაზდა და უნდოდა ყველაფერი მიეხალა პირში რასაც კი ფიქრობდა, მაგრამ მაქსიმალურად შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და აუჩქარებლად მიუახლოვდა მანქანას, გასაღები ამოიღო ხელჩანთიდან და კარები გამოაღო, ის- ის იყო უნდა ჩამჯდარიყო მანქანაში რომ ისევ ნაცნობი ხმა შემოესმა.
- შეხედეთ ბიჭებო ხომ ვამბობდი ვიღაც მილიონერის შვილი იქნება მეთქი ან მდიდარი და მოხუცი ბაბუა გამოიჭირა და ახლა საყვარლად უზის. აბა, მაგ საცოდავს მანქანის ფული საიდან უნდა ქონდეს, თან ჰამერი? ჰაჰ, ზოგს როგორ უმართლებს რა. ისე მეც არ მაწყენდა მდიდარი შეყვარებულის შოვნა თან თუ ესეთ მაგარ მანქანას მიყიდის და ფუფუნებაში მაცხოვრებს ნუ მეყვარება რა, დიდი ამბავი ფულით და კომფორტით მაინც ხომ ვიქნები უზრუნველყოფილი არა? -მერე გაიგონა ბიჭმა როგორ უთხრა:
- კარგი გოგო რა გჭირს? შენ ხომ არც კი შეგიხედავს სახეზე, იქნებ თავისი ხელფასით იყიდა მანქანა. საერთოდაც მამაც რომ ყავდეს მილიონერი ჩვენ ვინ გვკითხავს, ყველას ხომ არ შეიძლება კიცხავდე და ცუდს ფიქრობდე? თანაც იმხელა ხმაზე ლაპარაკობდი დარწმუნებული ვარ ყველაფერი გაიგონა და სირცხვილია. -ისიც გაიგონა გოგომ მკვახედ როგორ შეაწყვეტინა და მიახალა:
- ერთი ამ ჭკუის კოლოფს დამიხედეთ, რაო ხომ არ მოგეწონა? წადი გაეკიდე მუხლებში ჩაუვარდი და ჩვენ ყველას ნაცვლად პატიება სთხოვე არ გინდა?
- მე ეგ არ მითქვამს, უბრალოდ ძალიან ცუდად იქცევი და არ გიხდება ასეთი საქციელი.
- აუ შენი ჭკუის დარიგებაღა მაკლდა რა. წამო, წამო, ავიდეთ ხო იცით საღამოს კლუბში უნდა წავიდეთ და გოგოებს თქვენგან განსხვავებით თავის მოწესრიგება გვჭირდება. -ლიკას მეტი აღარაფერი გაუგონია მანქანაში ჩაჯდა და ცრემლები გადმოსცვივდა, მერე სასწრაფოდ შეიმშრალა, რომ მშობლებს არ დაენახათ და ჩანთიდან მობილური ამოიღო, ანის ნომერი მოძებნა და დაურეკა. ხაზი დაკავებული იყო, ცოტა მოიცადა და ისევ დარეკა, ზარი გავიდა.
- ალო, გისმენ ლიკა.
- დღეს საღამოს გცალია? დაკავებული ხომ არ ხარ? დალაპარაკება მინდა, სადმე წავიდეთ, გოგოებსაც დავურეკავ და ვეტყვი რომ შევხვდეთ.
- კი, როგორ არ მცალია გოგო, ქმარ - შვილი მყავს მოსავლელი თუ... -იცინოდა ანი. - ახლა სად ხარ?
- აუ ახლა არ მცალია, მთაწმინდაზე ვართ და მერე პარკში უნდა შევიდეთ.
- აუ რა მაგარია. კაი მაშინ შენ მანდ ყოფნით ისიამოვნე და მე გოგოებს ვეტყვი, ადგილს შევარჩევთ სადაც შეგხვდებით და დაგირეკავ, კაი?
- კარგი, მიდი აბა,. აი, ჩემებიც გამოჩნდნენ და უნდა წავიდეთ.
- კაი, კარგად, დაგირეკავ. -მარიამმა მანქანასთან მიირბინა და სუნთქვა გახშირებული მანქანაში შეხტა.
- იცი რამდენი გეძებე გოგო?! სად იყავი? ან ესე მალე სად გაქრი ტაძრიდან რომ გამოხვედი უკან მოგდევდი მაგრამ მერე დამეკარგე და იმდენი გეძებე დავიღალე. დედამ კი თქვა მანქანაში დაგველოდებოდაო მაგრამ არ დავუჯერე მაინც.
- ხო და ამის შემდეგ მოგიწევს დაუჯერო. სად უნდა წავსულიყავი მაინც? -ნინა და გოგიც მოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ. ლიკამ გასაღები გადაატრიალა, მანქანა დაქოქა და პარკისაკენ აიღეს გეზი. ყველაზე მეტად მარიამს ახარებდა იქ ასვლა, მიუხედავად იმისა რომ უკვე ოცის იყო მაინც ძალიან უყვარდა ატრაქციონები, რომ შევიდნენ მარიამმა თითქმის ყველაზე მოახერხა დაჯდომა, ამით ისე ბედნიერად გრძნობდა თავს სიხარულისაგან ცოტაც და იფრენდა. ლიკას მოსვენებას არ აძლევდა და სულ აქეთ - იქით დაატარებდა, გოგი და ნინა ბევრს იცინოდნენ მარიამის ასეთ საქციელზე და ამასთან ძალიან უხაროდათ. დრო ისე სწრაფად გავიდა ვერც კი შენიშნეს, გოგიმ საათს რომ დახედა უკვე ოთხი იყო.
- გოგონებო აბა, ახლა კი წასვლის დროა, ამდენი მხიარულების შემდეგ მგონი ცოტა მოგშივდებოდათ, თან მეც რაღაც საქმეები მაქვს და უნდა მოვაგვარო. მოდი წავიდეთ სახლში, ნინაც დაიღალა და დასვენება სჭირდება. -ლიკაც დაეთანხმა მამას.
-კი, ჯობია წავიდეთ. მგონი ძალიან მომშივდა, თან ექვსზე გოგოებს უნდა შევხვდე და უნდა მოვემზადო.
- აუუ, კარგით რა, ცოტა კიდევ ვიყოთ რამდენი ხანია ასეთი კარგი დრო არ მიტარებია. -წუწუნი დაიწყო მარიამმა და უხალისოდ წავიდა მანქანისკენ. -ყველა კმაყოფილი იყო დღევანდელი დღით, მთელი გზა მარიამი აღფრთოვანებით იხსენებდა მოვლენებს და ემოციებს ვერ მალავდა, ნინაც ძალიან ბედნიერი იყო შვილებს ასეთს რომ ხედავდა. სახლში რომ მივიდნენ ლიკამ საჩქაროდ ტანაცმელი გამოიცვალა და წასასვლელად მოემზადა.
- დედიკო არაფერს შეჭამ ასე წახვალ? -გასძახა სამზარეულოდან ნინამ.
- არაფერი მინდა დედა გოგოებთან ერთად შევჭამ რამეს კაფეში. კარგით წავედი აბა,, თუ დამაგვიანდება დავრეკავ. არ ინერვიულოთ.
- აქ ვინმემ საჭმელი ახსენა?- ოთახიდან გამოვიდა მარიამი.- მშია დედა მშიააა, მაჭამეთ რამე.
- მოდი შვილო, დაგიშალა ვინმემ ჭამა? -გაეცინა ნინას. -ოხ რა გიჟი გოგო ხარ გაიზარდე და მაინც ვერ გაიზარდე. აბა, ამხელა გოგოს რა უნდა გელაპარაკო, გაპრანჭვით შენ არ იპრანჭები და მაკიაჟს შენ არ იკეთებ და ესეც რომ არ იყოს ყველა ბიჭს სცემ ვინც ნერვებს მოგიშლის, შეიძლება ასე? ვის უნდა მოეწონო?!.
-რას ამბობ დედა, როგორ ვერ გავიზარდე, გავიზარდე მაგრამ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს რომ უნდა შევიცვალო და მაკიაჟით დათხაპნულ კუდაბზიკა გოგოებს დავემსაგავსო, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ რომ ქუჩაში გამლელ გამომლელის ყურადღება მიიქციონ თავიანთი გამომწვევი ჩაცმულობით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, რომელზე დგომაც კი არ შეუძლიათ და რომ დადიან პარალიზებულ ცხენებს გვანან? შენ თუ ასეთი გინდა რომ ვიყო ბოდიში ჩემო საყვარელო დედიკო, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო, აი ასეთი საშინელი გოგო მე ვერასოდეს კი არა არასოდეს ვიქნები. -მიეპარა მარიამი დედას და ლოყაზე მაგრად აკოცა.
- არა დედიკო, მე არ მინდა რომ ასეთი იყო, მე შენ ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ და მინდა რომ სულ ასეთს გხედავდე.
- ხო და ჩემო ტკბილო დედიკო თუ გინდა რომ არ შევიცვალო მაჭამე რამე. ძალიან მშია და უკვე ვეღარ ვითმენ. მმმ როგორი სურნელი ტრიალებს, იმიტომ მიყვარს შენი მომზადებული საჭმელები რომ ყოველთვის გემრიელია.
########
გოგოები უკვე კაფეში იყვნენ როდესაც ლიკა მივიდა. მანქანა რომ გაჩერდა ქეთომ წამოიძახა:
- როგორც იქნა მოვიდა. ალბათ საცობი იყო სადმე. მოკლედ მოგვკლა ამ გზებმა რა.
- აუ კაი რა ქეთო ზოგჯერ იცი რა კარგია საცობში? გუშინ ისეთი მაგარი ბიჭი გაჩერდა ჩემს გვერდით მანქანით კინაღამ გონი დავკარგე, მაგრამ რად გინდა დალაპარაკება ვერ მოვასწარი რომ გზა გაიხსნა. ბედი უნდა რა ყველაფერს. - ბუზღუნდა ნატა.
- შენ ხო საერთოდ, რა დროს მაგარი ბიჭია გოგო, შენ იმაზე იფიქრე სად დავისვენოთ ამ ზაფხულს, თბილისში ხომ არ ვაპირებთ ყოფნას დავიხოცებით სიცხით. -გაუწყრა ქეთო. -უეცრად მესამე მაგიდიდან ვიღაცამ წამოიძახა: - შეხედეთ ის ფულიანი მახინჯი მობრძანებულა თავისი ძვირადღირებული ჰამერით. ჰმ, მაინც და მაინც ამ კაფეში მოუნდა მობრძანება ქალბატონს, სახლში არ მიირთმევს საჭმელს? ასეთები ხომ მარტო კაფეებში და რესტორნებში დადიან. ნეტავ რომელი ბრენდი აცვია ახლა? გუჩი, ვერსაჩე თუ არმანი. ჰაჰაჰაჰა. -ხმამაღლა და გამოწვევად იცინოდა თაკო. გოგონებმა ყველაფერი გაიგონეს.
- მგონი ეს ალქაჯი ჩვენს ლიკაზე ლაპარაკობს არა? -იკითხა გააფთრებულმა ნატამ და უკან მიიხედა.
- მგონი კი. -დაეთანხმა ქეთო.
- ეხლა ამას გავგლეჯავ. -წამოდგა სკამიდან ანი და იმ მაგიდისაკენ გაემართა სადაც ორი გოგონა და ორი ბიჭი იჯდა. მაგიდასთან მსხდომთ მაშინვე შეამჩნიეს მათკენ მიმავალი თვალებანთებული გოგო და გაკვირვებული სახეებით მიაჩერდნენ.
- აბა, რომელი თქვენგანი ლაყბობს ჩემს მეგობარზე? -იკითხა გაშმაგებით ანიმ.
- უკაცრავად? ვინ თქვენს მეგობარზე? მგონი რაღაც გეშლებათ.
- ესე იგი მე მეშლება ხომ? ამ წუთას აი, იმ გოგოზე არ ლაპარაკობდით მანქანით რომ მოვიდა? თუ რამე მეშლება?
- უი, ეგ თქვენი მეგობარია? მერე რა, რა არ გვაქვს იმის უფლება რომ ვისზეც გვინდა იმაზე ვილაპარაკოთ?
- კარგად მომისმინე შენ ალქაჯო, კიდევ ერთელ მოიხსენიებ ჩემს მეგობარს ცუდად და იცოდე ენას ამოგგლეჯ. ვინ მოგცა იმის უფლება რომ ჩემს მეგობარზე ასეთ საშინელებებს იძახი? ვინ გგონია შენი თავი? ერთი უბადრუკი და შურიანი გოგო ხარ მეტი არაფერი. შენი ადგილი იცოდე, თუ არადა გასწავლი, გასაგებია?! -იყვირა ანიმ, მაგიდას ხელი დაარტყა და უკან დაბრუნდა თავის ადგილას.
-ანი რომ წავიდა რაღაცის ჩურჩული დაიწყო ბიჭებთან. მერე ანგარიში მოითხოვეს და გასასვლელისაკენ წავიდნენ, სწორედ ამ დროს გადმოვიდა ლიკა მანქანიდან და გამომსვლელებს შესასვლელში შეხვდა. ლიკა რომ დაინახეს ყველას ენა ჩავარდათ, ვერ წარმოიდგენდნენ ასეთი სილამაზე თუ იმალებოდა იმ ქუდის ქვეშ.
- აუ აზრზე ხართ როგორი ლამაზი ყოფილა? თუმცა რა გასაკვირია მდიდარია და პლასტიკური ოპერაციის ფული არ გაუჭირდებოდა ნამდვილად. -კბილებში გამოსცრა თაკომ.
- კარგი რა დაანებე თავი მაგ გოგოს და შენს თავს მიხედე, მთელი დღეა სულ მაგაზე ლაპარაკობ არ მოგბეზრდა? -შეუტია გიომ თაკოს, მერე ძმაკაცს მიუბრუნდა.- წამო ბიჭო სადმე გავერთოთ ამათი ატანა აღარ მაქვს, ჯგუფელები მაინც არ იყვნენ ტო.-გიომ ხელი წაკრა დიტოს მხარში და სწრაფად გაუხვიეს ქუჩის კუთხეში.
- აზრზე ხარ გოგო? -მიუბრუნდა თაკო ნანუკას. - როგორ უსირცხვილოდ მიგვატოვეს შუა ქუჩაში? წამოდი, წამოდი ავტობუსს დაველოდოთ ისევ არ გაგვასწროს, თორემ სად გვაქვს მარშუკის ფული. -იქვე ავტობუსის გაჩერებას მიუახლოვდნენ და სკამზე ჩამოსხდნენ რომ ავტობუსს დალოდებოდნენ.
ლიკა შევიდა კაფეში და ღიმილიანი სახით მიუახლოვდა მეგობრებს.
- გამარჯობა ჩემო ტკბილებო, როგორ ხართ? შეუკვეთეთ რამე? ძალიან მშია. სახლში არაფერი მიჭამია, როგორც კი მივედით გამოვიცვალე მაშინვე თქვენთან გამოვიქეცი. რა გჭირთ რა სახეები გაქვთ? მოხდა რამე? ანი რა ხდება სულ გაწითლებულხარ, არაფერს მეტყვით?
- კი როგორ არ გეტყვით ძვირფასო. - დაიწყო ნატამ. - შემოსასვლელში რომ შეგხვდნენ თუ დაინახე ის ოთხი?
- როგორ არა დავინახე, რაღაც უცნაურად მიყურებდნენ.
- ხო და აი ეგ. ვაიმე მაქსიმალურად ვიკავებ თავს რომ ცუდი არაფერი ვთქვა და ნერვები არ მოვიშალო, მოკლედ შენზე რაღაც საშინელებებს ამბობდნენ.
- რატომ? სად მნახეს? მე ხომ მანქანიდან ჯერ გადმოსულიც არ ვიყავი? ღმერთო რა საოცარი ხალხია. რა უნდოდათ რა დავუშავე ნეტავ?
- რავიცი ფულიანი მახინჯი ჰამერითო.
- უი გოგო დილით მთაწმინდაზე შემხვდნენ, ქუდი მქონდა სახეზე ჩამოწეული, რა არ თქვეს ჩემზე. - ყველაფერი დაწვრილებით უამბო ლიკამ მეგობრებს რაც მოხდა. - არაფერია რა ვუყოთ, რამდენია ასეთი ადამიანი ყველას რომ კიცხავენ და ამცირებენ იმის გამო ცოტათი უკეთესად რომ აცვია, ან უკეთესი მანქანა რომ ჰყავს.
- ისე მე შენს ადგილას მივუბრუნდებოდი და კარგად გავლაძღავდი. თუ საჭირო იქნებოდა კარგადაც ვცემდი და ისე გავუშვებდი. აი, ასე მოუხდებოდა მაგ ალქაჯებს. - წამოენთო ნატა.
- ვაიმე რას ამბობ ნატა, ყველამ კარგად იცით რომ არ მიყვარს ეს აყალმაყალი და ჩხუბი, თან ტაძრიდან მოვდიოდი გოგო როგორ შეიძლება ასეთ რამეს ვიკადრებდი?
- იმან თუ კი იკადრა იმდენი რომ ამდენ ადამიანში დაგამცირა არ იყო ღირსი გაგელანძღა კარგად?
- კარგით ახლა გოგოებო იმან იკადრა, მერე მეც ხომ ისეთი არ ვარ, რომ ასეთი რამე გამეკეთებინა?
- უნდა გენახა ანიმ რა დღეში ჩააგდო ის გოგო, ხმა ვეღარ ამოიღეს დანარჩენებმაც და გამოცვივდნენ გარეთ. -გაეცინა ქეთოს.
- ვაიმე ჩემი ანუშკი, როგორ გყვარებივარ გოგო შენ გენაცვალე. რა მეშველებოდა თქვენ რომ არ გამეცანით. ალბათ ახლა ვიჯდებოდი სახლში ტელევიზორთან ან კომიუტერთან და ვიტირებდი მოწყენილობისაგან, როგორ მიყვარხართ რომ იცოდეთ, რამდენ კარგ რჩევებს მაძლევთ და რამდენ რამეს ვსწავლობ თქვენგან.
- ნუ გეშინია ლიკა ჩვენს გვერდით მოწყენილობა და დეპრესია არ გელის. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ყოველთვის დეპრესიას. - ხმამაღლა იცინოდა ანი.
- აბა, რა გოგოებო, მეგობრებიც ამიტომ არ ვართ, რომ ერთმანეთს არაფერი დავუმალოთ და ჭირიც და ლხინიც ერთად გავიზიაროთ. კარგი გვეყო ამ თემაზე საუბარი რამე არ შევუკვეთოთ? -მენიუს დაწვდა ლიკა.
- სულ გადაგვავიწყდა ამ ამბავში ყველაფერი. ჯერ ვიფიქრეთ შენ დაგლოდებოდით და ისე შეგვეკვეთა, მერე ვიფიქრეთ შეგვეკვეთა და შენც მოხვიდოდი, მაგრამ ვინ გაცადა შეკვეთა, ისე მოგვიშალეს ნერვები ჭამა აღარავის გვახსოვდა.
- კარგით, მაშინ მე შევუკვეთავ გოგოებო ხომ არ მიწყენთ?
- რას ამბობ ლიკა არ გრცხვენია, რა არი საწყენი?
- ხაჭაპური ავიღოთ, ბოსტნეულის სალათები, ალუბლის წვენი, შოკოლადის ტორტი, ყავა, ვანილის ნაყინი და მგონი საკმარისია. დანარჩენი თქვენ მოიფიქრეთ.
- საკმარისია. სხვა რა უნდა მოვიფიქროთ ესეც ბევრია მგონი. ვამბობდი წონაში უნდა დავიკლო მეთქი, მაგრამ მგონი პირიქით მოვიმატებ ძალიან ბევრს. -აკისკისდა ქეთო.
- კი მაგრამ რას ერჩი შენს წონას არც ისეთი მსუქანი ხარ როგორც შენ გგონია.- დაამშვიდა ანიმ.
- როგორ არა გოგო ვერ ხედავ რამდენი მოვიმატე ამ ზამთარს, დიეტებიც აღარ მშველის ნეტავ თუ მოვახერხებ ამ პრობლემის გადაჭრას როდესმე.
- ქეთო ძვირფასო შენ სანერვიულო არაფერი გაქვს. მეტრა ოთხმოცი ხარ და სულ რაღაც სამოცდათხუთმეტი კილო, არ გეტყობა წონა ისე ძალიან. თუ მაინც და მაინც გინდა რომ დაიკლო მიდი რომელიმე ფიტნეს ცენტრში და ჩაეწერე, თუ სხვებმა დაიკლეს წონაში შენც მოახერხებ, მთავარია სურვილი და საკუთარი თავის რწმენა, მერე ყველაფერი ადვილად გამოგივა. შენ მაგაზე ნუ ფიქრობ და ნუ ნერვიულობ ჩვენ ყველანაირად ამოგიდგებით მხარში, მეგობრები რისთვის ვართ თუ ერთმანეთს არ მივხედეთ, არა გოგოებო? -გაიღიმა ლიკამ.
- ოოო ლიკა შენი სიტყვები ისე მამხნევებს და იმდენ ძალას მმატებს ვერ წარმოიდგენ. აბა, რა, უცილებლად ჩავეწერები, მხოლოდ მას შემდეგ რაც დასასვენებლად წავალთ ყველა ერთად. შენც ხომ წამოხავალ თუ ისევ მარტოებს გაგვგზავნი დასასვენებლად და მოიკლავ თავს მუშაობით. ნეტავ როდემდე უნდა იტანჯო არ გეყო ერთხელ? არ იყო საკმარისი რაც გადაიტანე? მოისპობ გოგო შენს თავს რა ვეღარ მიხვდი?- ქეთო ანერვიულდა, თვალები წყლით აევსო და ხმა ჩაუწყდა, ვერაფრის თქმა ვეღარ შეძლო.
-ქეთო არ გინდა, ძალიან გთხოვ. - გაბზარული ხმით უთხრა ლიკამ და ნაძალადევად გაუღიმა გოგოებს.
-ლიკა რა მოხდა? ერთხმად იკითხეს ნატამ და ანიმ.
-არაფერი ისეთი.- ჩუმად ჩაილაპარაკა ლიკამ.
-როგორ თუ არაფერი? ოთხი წელია რაც გიცნობთ და სულ დათრგუნული ხარ, იშვიათად თუ გამხიარულდები და ისიც ცოტა ხნით. რამდენჯერაც დასასვენებლად გადავწყვეტთ წასვლას იმდენჯერ უარით გვისტუმრებ და მარტო გვიშვებ, ეს არაფერია? ისეთი რა შეგემთხვა რომ არ გვენდობი და არაფერს გვიმხელ. ნუთუ ამდენი წლის მანძილზე შენი ნდობის დამსახურება ვერ შევძელით? რა თქმა უნდა თუ ჩვენი მეგობრობა შენთვის არაფერს ნიშნავს მაშინ გასაგებია. ეხლავე ავდგები და წავალ, სულ მაინტერესებდა და ჩემს თავს ვეკითხებოდი რა მოხდა ისეთი, მაგრამ ვერა და ვერ გავბედე მეკითხა, გელოდები ლიკა როდის გადაგვიშლი გულს, მაგრამ შენ რატომღაც არ ჩქარობ. -ანერვიულებულმა ნატამ აკანკალებული ხელით ჭიქა აიღო და წვენი მოსვა.
-მართლა ძალიან ვაფასებ ჩვენს მეგობრობას. გენდობით როგორ არ გენდობით, მაგრამ ეს შენი და ანის გაცნობამდე იყო, ძალიან მტკივა მაგ ამბის გახსენება და ვიცი მოყოლას ვერ შევძლებ. ახლა ვერა, მაგრამ როდესმე ალბათ შევძლებ.
- ძალიან გთხოვთ თემა შევცვალოთ ისედაც ყველა ძალიან დავიძაბეთ. -სიტუაციის განმუხტვა სცადა ანიმ.
-კარგი ერთს გკითხავ და სულ შეგეშვები, ქეთომ საიდან გაიგო ეს ყველაფერი?
- ქეთო იყო ის ადამიანი ვინც მძიმე წუთებში სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ჩემს გვერდით და გვერდიდან არ მომცილებია. ის რომ არა ალბათ არ ვიცი მე დღეს სად ვიქნებოდი და რა მდგომარეობაში, შეიძლება მკვდარიც. - მწარედ გაეცინა ლიკას.
-მორჩა ლიკა, მოოორჩაააა. შენ ცოცხალი ხარ და ყველაფერი კარგი წინ გაქვს, წამოხვალ ჩვენთან ერთად დასასვენებლად, თუ არ წამოხვალ იმ შენს ტანკში ძალით ჩაგტენი და მაინც წაგიყვანთ. ნატა შენ კიდევ ნუ ძაბა,ვ სიტუაციას გეყო ამდენი კითხვების დასმა, რა ვერ გაიგე რომ ცუდის გახსენება ყოველთვის მტკივნეულია, შენ არ გტკენია? შენ არ გქონია ცხოვრებაში ისეთი რაღაც რისი გახსენებაც ტკივილს გაყენებს? გთხოვთ რა გავუგოთ და ნუღარ შევაწუხებთ ერთმანეთს ზედმეტი კითხვებით. -ქეთოც ვეღარ წყნარდებოდა.
- მაპატიე გთხოვ, არ მინდოდა შენი წყენინება ლიკა, მთელი გულით მინდა ბედნიერი იყო. არ შემიძლია ასეთ სიცოცხლით სავსე ადამიანს გიყურო როგორ კვდები ცოცხლად, მე კიდევ ვერაფერში ვერ გეხმარები, უფრო სწორად არავის გვიშვებ შენს შინაგან სამყაროში ბოლომდე და ცდილობ თავი მოგვაჩვენო ვითომ ძალიან კარგად ხარ, არადა ვხედამ რომ არ ხარ კარგად. ერთადერთი სამსახურია რაც არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, კიდევ ერთხელ გიხდი ბოდიშს და გთხოვ რომ მაპატიო.
-უპატიებელი რა გჭირს ნატა? ხომ იცით, რომ ყველა ძალიან მიყვარხართ. გპირდები როცა მზად ვიქნები ყველაფერს მოგიყვებით, შენც და ანისაც, მართლა გპირდებით. - ლიკა წამოდგა და ნატას ჩაეხუტა, მერე დაჯდა თავის ადგილას და ცოტახნით ყველანი ჩუმად იყვნენ, არცერთი აღარ იღებდა ხმას.
-ანუ წავალთ ხომ? ვერ მოითმინა ანიმ და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ მხიარულად წამოიძახა. -მის ასეთ საქციელზე გოგოებს სიცილი აუტყდათ .
- აბა, რა წავალთ, მაგრამ სად უნდა წავიდეთ ჯერ რომ არ შეგვირჩევია?- კითხვის ნიშნის მზერა მიაპყრო ლიკამ გოგოებს.
- აი შეკვეთაც მოდის, მმმ რა გემრიელობებია. ჯერ შევჭამოთ და მერე გეტყვით, ერთი იდეა მომივიდა თავში, იმედია მოგეწონებათ. -თქვა ქეთომ და ხაჭაპურს ხელი წაატანა. -ოფიციანტმა შეკვეთა მაგიდაზე გადმოალაგა და წავიდა.
-იცით როგორ მინდა ბათუმში წასვლა? ძალიან მინდა ისეთი მუქი რუჯი მქონდეს ისეთი... ისეთი მუქი, რომ მთელ თბილისს თვალები ჩემზე დააკვდეს. -აღფრთოვანებით დაიწყო ნატამ.
-გოგო შენ თუ გინდა ნახშირს გავდე სადმე ვიშოვით და გაგმურავთ რა პრობლემაა? მერე მთელი თბილისი კი არა, მთელი მსოფლიო გაგიცნობს, რა იცი იქნებ გინესსაც გამოკრა ხელი, ჩვენი ნახშირიანი გოგო. - თვალი ჩაუკრა ქეთომ და სიცილი დაიწყო.
- კიდევ კარგი ვთქვი, შენ რაღა გაგაჩუმებს ახლა?
-მე კი გავჩუმდები, მაგრამ აი ირაკლის რომ ვეტყვი ის კი მართლა არ გაჩუმდება და მერე ნახე შენ რამდენს ვიცინებთ.
-ვაიმე. -თვალები გაუფართოვდა ნატას. - ოღონდ იმ შენს გადარეულ დეიდაშვილს არაფერი უთხრა ქეთო და თუ გინდა მთელი ზაფხული მე დაგილაგებ სახლს. არ გახსოვთ რა დღეში ჩამაგდო შენს დაბა,დების დღეზე? ძალიან რომ დავთვერი, ვერავის რომ ვეღარ გცნობდით, მერე ფოტოები რომ გადამიღო და მთელი წელი რომ დამცინოდა და ლოთს მეძახდა. - სიცილით დაიჭყანა ნატა.
-ძალიანაც კარგი, მაგის მერეა რომ ზედმეტს აღარ სვამ და თავს აკონტროლებ. ზოგი ჭირი მარგებელიაო, არ იცი შენ? -ჩაბჟირდა სიცილით ანი. -ლიკასაც გაახსენდა რაღაც, მაგრამ არ შეიმჩნია და ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა.
-მოკლედ გოგოებო რა გადავწყვიტეთ მივდივართ ხომ ბათუმში ლიკას ტანკით? -თვალი ჩაუკრა ქეთომ ლიკას.
-რას ერჩი ჩემს მანქანას ვერ გავიგე. სულაც არ არის ტანკი, ძალიან საყვარელი მანქანაა.
-კი ისეთი საყვარელი რომ სადმე რომ მივდივართ მთელ გზას იკავებს და გაბრაზებული მძღოლები სიგნალებით გვიკლებენ. ძალიან საყვარელი მანქანუკა გყავს ლიკ.
-ქეთო ნუ დასცინი გოგო ჩემს მანქანას, შენ არ იცი ეგ რა სიჩქარეს კრიფავს.
-იმედია ჩვენზე არ გამოცდი და გულებს არ დაგვიხეთქავ.
-გოგოებო არ წავიდეთ სახლში? უკვე რვა ხდება, ჩვენ კიდევ ისევ აქ ვსხედვართ და ვჭორაობთ. - ნამცხვარს სასაცილოდ თხაპნიდა თეფშზე ანი და შეწუხებულ მზერას ესროდა დაქალებს.
-მაშინ შევკრიბოთ ვისაც რამდენი გვეკუთვნის და წავიდეთ, თორემ მართლა ძალიან დავიღალეთ მგონი ყველა. თქვა ნატამ და ჩანთიდან საფულე ამოაძვრინა.
-არა, დღეს მე ვიხდი და არავინ შემეწინააღმდეგოთ, ანგარიშს გავასწორებ და ყველას მე ჩამოგარიგებთ სახლებში. - წამოდგა ლიკა სკამიდან და გვერძე გავიდა, ცოტახნის შემდეგ დაბრუნდა და გოგოებს უთხრა წავედითო, ისინიც წამოდგნენ და გარეთ გამოვიდნენ მხიარულად.
-აუ რა სიცხეა ჯერ ივნისი ახლა დაიწყო და როგორი დახუთული ჰაერია ვერ ვსუნთქავ, წარმოგიდგენიათ მერე რა იქნება აქ? უეჭველი უნდა გავაღწიოთ აქედან. - შეწუხებული ამბობდა ანი. გოგოები მანქანაში ჩასხდნენ. ლიკაც ჩაჯდა, მანქანა დაქოქა და ადგილიდან დაიძრნენ. ახლა იქ დაიწყეს ბათუმის გეგმების დაწყობა, რომელ სასტუმროში დაბინავებულიყვნენ რომ კომფორტულად დაესვენათ. ნატას არ მოსწონდა ქეთოს შერჩეული სასტუმრო, ანის არც ქეთოს და არც ნატასი არ მოსწონდა, ლიკა ჩუმად უსმენდა გოგოებს და მათ კამათში არ ერეოდა. სასტუმროზე ვერ შეთანხმდნენ და გადაწყვიტეს სახლში რომ მივიდოდნენ ინტერნეტიში მოეძიებიათ რამე შესაფერისი. მერე მზისგან დამცავ კრემებზე დაიწყეს კამათი რომელი უკეთესი იქნებოდა. ნატას დამცავის გაგონებაც არ უნდოდა, ყველაზე მუქი რუჯი უნდა მქონდეს თბილისში რომ ჩამოვალო, ქეთო ეჩხუბებოდა დაიწვები და ცუდად გახდები დამცავი მაინც გჭირდებაო, ახლა ანიც ჩაერია და იყო ერთი ამბავი ლიკას მანქანაში. ალბათ კიდევ დიდი ხანი გაგრძელდებოდა მათი გაუთავებელი კამათი, ლიკას სწრაფად რომ არ დაემუხრუჭებინა ზებრა გადასასვლელთან. გოგოების კამათიც შეწყდა და ყველას ყურადღება მიიპყრო გადასასვლელზე მიმავალმა პატარა საყვარელმა ბავშვთა თავშესაფრის გოგონებმა და ბიჭებმა. დაახლოვებით შვიდი თუ რვა წლისები მაინც იქნებოდნენ. ქეთომ ორმოციოდეს დათვლა მოასწრო, მაგრამ უფრო ბევრნი იყვნენ და ყველას ძალიან ღარიბულად ეცვა. ზოგზე დახეული კედები დაინახეს გოგოებმა, ზოგს დახეული მაიკა ეცვა. ბიჭებს ძალიან გაცვეთილი შარვლები ეცვათ, იგივე შეიძლება ითქვას გოგონებზეც. ისინი სწრაფად გადადიოდნენ მასწავლებლების მითითებით და სევდანარევი ჩამქრალი თვალებით ათვალიერებდნენ ძვირადღირებულ მანქანებს. მძღოლები გაღიზიანებულები უსიგნალებდნენ და უყვიროდნენ რაც შეიძლება ჩქარა დაეტოვათ გადასასვლელი. ერთმა BMW-ს მძღოლმა გინებაც არ ითაკილა ბავშვების მისამართით. ამაზე სულ გაცოფდა ნატა, მანქანიდან ხტებოდა მინები უნდა ჩავულეწოო. ქეთო ძლივს იჭერდა, დასაბმელი გაუხდათ ლამის. ბოლოს ვერაფერი რომ ვერ გააწყო გოგოებთან, მანქანის მინა ჩამოწია და ისე აგინა მძღოლს ხმა ჩააწყვეტინა. ყველანი ცრემლების შეკავებას ცდილობდნენ, მაგრამ თავისით იკვლევდა ცხელი ცრემლები გზას მათ სახეებზე. ერთმანეთს უმალავდნენ ცრემლებს, მაგრამ ვერც უმალავდნენ. ერთმა საყვარელმა წითურმა, ცისფერთვალება, ყვითელკაბიანმა გოგონამ ისე საყვარლად დაუქნია ხელი და გაუღიმა სევდიანად გოგოებს ლიკას თეთრ ჰამერს რომ გაუსწორდა, რომ თავი ვეღარ შეიკავეს და ყველანი ხმამაღლა ატირდნენ. როგორც იქნა ბოლო ბავშვიც გადაიყვანა მასწავლებელმა და ლიკამაც დაძრა მანქანა. გზაში არცერთს არ შეუწყვეტია ტირილი, ძლივს შეძლო ლიკამ გოგოების სახლებამდე მიყვანა. უკან სახლისკენ რომ ბრუნდებოდა უკვე კარგად შეღამებულიყო, მანქანა გზიდან გადაიყვანა პარკთან გააჩერა, მობილური ამოიღო ჩანთიდან და მარის დაურეკა:
- მარი ცოტა შემაგვიანდება და იცოდე არ ინერვიულოთ.
-რა ხდება, რანაირი ხმა გაქვს, ტირიხარ?
- ძალიან გთხოვ რაც გინდა ის უთხარი ოღონდ დაამშვიდე დედა და მამა რომ კარგად ვარ და არაფერი მიჭირს. სახლში რომ მოვალ ყველაფერს მოგიყვები.
-კი, მაგრამ...
-აღარ უნდა მაგას მაგრამ, ხომ შემეძლო შენთვის არც დამერეკა? მაგრამ დაგირეკე, იმიტომ რომ იცი ძალიან გენდობი. ცოტახნით მარტო ყოფნა მინდა, მეტი არაფერი და დამაგვიანდება თქო. კაი ახლა ტელეფონი უნდა გამოვრთო.
-კაი ლიკა, ვეტყვი ამათ რამეს.
-ტელეფონი გამორთო და იქვე სავარძელზე მიაგდო. გამწარებულმა რაც ძალი და ღონე ჰქონდა გამეტებით ურტყა საჭეს ხელები. ცრემლების შეკავებას არც კი ცდილობდა, ცხელი ცრემლები სახის კანს ისე უწვავდა თითქოს მათ ადგილზე ცხელი ნაკვერჩხლები ყოფილიყოს, ყელშიც რაღაც უჭერდა და ახრჩობდა, სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. არეული აზრები ვერ დაელაგებინა, ყვიროდა ხმის ჩახლეჩამდე და სულაც არ აინტერესებდა ვინმე თუ გაიგონებდა.
-რატომ ვართ ესეთი გულქვები და უგრძნობლები. რატომ, ღმერთო რატომ? რატომ გაგვიცივდა გრძნობები. რისთვის დავაბიჯებთ არარაობები. რისთვის? ცხოველებიც კი არ ტოვებენ თავიანთ ნაშიერებს სხვის ანაბა. იმათაც კი იციან რომ არ უნდა მიატოვონ პატარა და უსუსური შვილები. ისინიც კი არ იმეტებენ სასიკვდილოდ. როდის... როდის ვიქეცით ცხოველებად. როდის გავუცვალეთ როლები მხეცებს. ახლა მე ადამიანი მქვია და ძაღლს კიდევ ცხოველი? ისიც კი გაუყოფდა ლუკმას მშიერ ბავშვებს. მე კიდევ ბათუმის ფეშენებელურ სასტუმროში მოვინდომე დასვენება. ფუ შენს ქალობას ლიკა, ფუი. შენ ხომ ადამიანი არა გქვია, უმოწყალო და დაუნდობელი ხარ. რომელ ადამიანურ გრძნობებზეა საუბარი, საერთოდ თუ გაგაჩნია. საერთოდ გიძგერს გული? მე რა ადამიანი მქვია ამხელა ფასიანი მანქანით ვიწონებ თავს და იმ საწ....ბს კიდევ ელემენტარული საჭმელი არ აქვთ, ფეხსაცმელი არ აქვთ რომ ჩაიცვან და.......
-ხმა სულ ჩაუწყდა, ხელები იმდენი ურტყა სულ დაწითლებოდა, ერთი ორგან კანიც გადასკდომოდა და სისხლი მოსდიოდა, მაგრამ ყურადღბა არ მიუქცევია. ტირილი ისტერიულ სიცილში გადაეზარდა, მერე ისევ ატირდა ოღონდ ახლა უხმოდ ტიროდა, შუბლით მიეყრდნო საჭეს და თავს არ სწევდა.
#######
მარიამი ლიკასთან ლაპარაკს რომ მორჩა ნინასთან მივიდა და უთხრა ლიკას დააგვიანდება დაიძინე და არაფერზე ინერვიულოო, მერე ლოყაზე აკოცა და თავის ოთახში გავიდა. ჯერ ოთახში დადიოდა წინ და უკან მერე შუბლზე ხელი მიირტყა და ტელეფონს დაწვდა.
-ალო, ქეთო გღვიძავს? მარიამი ვარ, ხომ არ გაგაღვიძე?
-არა მარი რას ამბობ. შენზე ხომ იცი პრობლემა არა არის როცა გინდა დარეკე.
-რა ხმა გაქვს შენც ტიროდი? რა გჭირთ რა შენ და ლიკას? ახლახანს ველაპარაკე და ჯერ ვერ მოვალ დამაგვიანდებაო.
-რას ამბობ ჯერ არ მოსულა? ყველანი სახლებთან დაგვტოვა და მეგონა სახლში წამოვიდა, თორემ სულ არ გამოვუშვებდი.
-ხო და მაგიტომ გირეკავ იქნებ შენ მაინც მითხრა რა მოხდა?
-სანამ ლიკა მოვა გავგიჟდები ნერვიულობით, ხო იცი არა რა მოუთმენელი ვარ. გთხოვ მითხარი რა მოხდა დღეს?
-ქეთომ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა მარიამს რაც იყო და როგორც იყო, მანაც ვერ შეიკავა ცრემლები და ორივენი ატირდნენ.
-რა ვქნათ მარიამ? ბორჯომში არ წავიდეს ისევ და რა გვეშველება?
-არა გოგო არ წავა, ჩემზე კარგად ვინ იცნობს.
-აბა, სად იქნება? რომ არც უთქვამს შენთვის.
-სადმე პარკთან გააჩერებდა მანქანას და ბევრს იტირებს. ასე არ ვინერვიულებდი, რომ არ ვიცოდე აქ რეებიც ხდება. ხომ იცი ღამე მარტო ქუჩაში რა საშიშია, ათასი გიჟი და ავადმყოფი დადის, ვინმემ რამე არ დაუშავოს გავგიჟდები კიდეც.
-შენ ცოტა დაწყნარდი და რამე მოვიფიქროთ.
-რა უნდა მოვიფიქროთ, მამას ვერ ვეტყვი, დედას ხომ საერთოდ იცი როგორი პანიკები ჭირს ხოლმე. აუ ამეღო რა მართვის მოწმობა ხომ მეცოდინებოდა ეხლა ტარება, რა უტვინო გოგო ვარ, მოკლედ რააა.
-უი, მარიამ იკას რომ დავურეკო და მიაკითხოს?
-ხოო გოგო, მაგრამ ხომ იცი რომ მერე მაგრად გაგვლაძღავს მაგის გამო.
-არა, არა, ვეტყვი რომ არაფერი არ უთხრას ვითომ შემთხვევით დაინახა და მოსაკითხად მივიდა.
-და გგონია დაიჯერებს?
-უფ, თუ არ დაიჯერებს კიდეც რაა.
-არაფერსაც არ ვეტყვით და იჩხუბოს რამდენიც უნდა, რომ დაიღლება მერე ხომ მაინც გაჩუმდება?
-თან იმასაც შანსი ექნება რომ ნახოს. რაც მე და მაია მაგას ტვინს ვუჭამთ დაელაპარაკოს მაგრამ ესმის? არ ესმის. შენ თინა უნდა ნახო რა დღეში აგდებს. ხომ ყოველდღე ურეკავს, ამას წინათ კიდევ დაემუქრა ბორჯომში ჩამოსული არ დაგინახო სანამ ლიკას არ ეტყვი რომ გიყვარსო.
-ვაიმე შენ თინა ბებო ეძახე და ყველაზე მაგარი ქალია ეგ ხომ იცი.
-ვიცი აბა, არ ვიცი? მაგარი კი არა უმაგრესია. აი, ასე უნდა იკას. ისე იქნებ მართლა არ უყვარს ლიკას და იმიტომ არ ჩქარობს იკა? ჰა მარი?
-კარგი რა, არ ვიცნობდე მაინც. ჩემი ხუთი თითივით მყავს გაშიფრული, ეგ მე რამეს გამომაპარებს?
-უჰ, რავიცი. ამას კიდევ აუჩემებია, არ ვუყვარვარ მგონი და არ მინდა თავი შევაზიზღოო, ისედაც ძლივს ვახერხებ დალაპარაკებას, სულ გამირბის და თავს მარიდებსო.
-ოჰო ჰო ჰო რა გალექსილ ბიჭს უჭირს ლაპარაკი? საწყალი მეცოდება. ვაი ეგ მართლა ბოთე რა. არ იცის რაც გადაიტანა და რისიც ეშინია?
-ხო და მეც მაგას ვეუბნები, მაგრამ არ მიჯერებს. ლიკა ფრთხილობს მაინც, ხომ იცი კარგი სახელი არ აქვს ჩემს ვაჟბატონს დიდი ხანია აიკრა მექალთანის იარლიყი და.....
-იარლიყის ჩამოფხრიწვას რა უნდა, მაგას ურჩევნია ჩემს დას დროზე დაელაპარაკოს თორემ...
-ჰაჰა მარიამ ლიკა გისმენდეს ეხლა კი გაგწეწავდა კარგად.
-გამწეწავდა არა ის კიდევ. ვითომ ვერ ვიგებ რომ იკა უყვარს, არა და მე რა უნდა გამომაპაროს სუპერჯაშუუუშ.
-ჰა ჰა ჰა ჰააა, შენ რა გიჟი გოგო გვყავხარ რა.
-ქეთო, ლიკა დაგვავიწყდა ლიკა. ჩვენ კი ვიცინით, მაგრამ ვიცი ეხლა მაგარ ცუდ დღეშია, ახლა გავთიშავ და მიდი იმ ბედოვლათს დაურეკე მოძებნოს ჩემი და და სახლში მოიყვანოს, თორემ კატასავით მივახრჩობ რომ ვნახავ.
-ვაიმე აღარ შემიძლია რამდენი მაცინე რა არი. კაი მარიამ ღამემშვიდობის, ახლა მართლა გავთიშავ და დაურეკავ იმ ჩემს ჰაჰაააჰა როგორ თქვი?
-ბედოვლათი დაიმახსოვრებ?
- ხო იმ ჩემს ბედოვლათ დეიდაშვილს და მოიყვანს აბა, რას იზამს, იმას მარტო ლიკ ვუხსენო და სულ ფრენით წავა მოსაძებნად.
-კაი ქეთო კარგად გკოცნი.
-კარგად მარიამ.
-ტელეფონი გათიშა თუ არა ირაკლის ნომერი აკრიფა და დარეკა.
-არ იღებს. უხ ირაკლი რა ხარ რა. როცა მჭირდები ახლა გიგდია ტელეფონი სადღაც. მაინც გამაგონებ, არ გამაგონებ და მოგადგები ბარში, აი ნახე თუ არ ვიზამ მასე. ვაიმე უკვე მეთორმეტედ გირეკავ აიღე რა, აიღე გთხოვ. აი, ღმერთო ოღონდ ამან ეხლა აიღოს ყურმილი და თხუთმეტ კილოს დავიკლებ ამათ ქორწილამდე, აღარ შემიძლია ირაააკლიიი.
-გისმენ ქეთო. -ძლივს ისმოდა ხმამაღალი მუსიკის ფონზე ირაკლის ხმა.
-გადი ბიჭო გარეთ საქმე მაქვს, მალე რა მალე.
-გავდივარ ხო კარგი. აი უკვე გავედი, რამოხდა ქეთ?
-რა მოხდა კია არა სად გიგიდია ტელეფონი თორმეტჯერ დაგირეკე იცი შენ? კიდევ რომ არ გეპასუხა იცოდე ფეხით მოვიდოდი მანდ და მერე ნახე შენ რა მოგივიდოდა.
-დაწყნარდი. რა მოხდა, ასეთი რა საქმე გაქვს?
-ლიკა მოხდა, ლიიიკააა.
-რა დაემართა ლიკას? საავადმყოფოში ხართ? ეხლავე მოვალ მითხარი მალე რა.
-ბიჭო დამამთავრებინე მაინც, რა საავადმყოფო ეგღა გვაკლია.
-აბა, რა მოხდა? ნუ მომკალი მითხარი.
-რა მოხდა და ტირის.
-რა ატირებს გოგო.
-ცრემლებიიი ადამიანო, რა უნდა ატირებდეს? ვაახ ეს ვინარი. ახლა მაგის დროა? მარიმ დამირეკა ძალიან ნერვიულობდა სახლში ჯერ არ მოსულაო. წადი, მოძებნე და სახლში მიიყვანე. ხვალ მოგიყვები რაც მოხდა, ახლა მაგის დრო არ არის, თუ არადა დაგახრჩობს მარი კარტასავით და ეგ იქნება.
- და სად არის ეხლა, არ იცი?
-რავიცი დამტოვა სახლში და წავიდა. სადმე პარკთან მოძებნე, ოღონდ არ უთხრა მე რომ გგზავნი, თორემ ხომ იცი აღარ გამცემს ხმას საერთოდ და მერე რა შემოირიგებს მაგას.
-ახლავე მივდივარ.
-კაი მიდი და გელოდები გამაგებინე რომ მიიყვან.
-ირაკლი სირბილით შევარდა ბარში, ბიჭების მაგიდას მიუახლოვდა სადაც თავისი ძმაკაცები ლუკა, გიო, ზურა, მათე და დემეტრე ისხდნენ, ბიჭები ლუდს სვამდნენ.
-სადა ხარ ტო დავლიეთ უკვე ჩვენ. -გაეკრიჭა გიო.
-მანქანით ვინები ხართ?
-ყველა.- გადაიხარხარეს ბიჭებმა.
-ფხიზელი არცერთი არ ხართ ხომ?
- ეგე ერთი ზურაა ახლად მოსული და ისიც არაყს წრუპავს ქალივით. -მხარში წამოარტყა მათემ ზურას. - ის იყო არყის ჭიქა პირთან მიიტანა ზურამ რომ ირაკლიმ გამოგლიჯა ხელიდან და მაგიდაზე დადგა.
-ნელა , მახრჩობ ტო?
-წამო რა მალე საქმე მაქვს.
-მერე შენი მანქანით ვერ წახვალ ტო?
- წამო რა, სკამიდან ააგდო ზურა და ხელით უბიძგა გასასვლელისაკენ.
-აუუ რა უცნაური ტიპიხარ ჩემი.
-იკა საით ბრატ. -მიაძახა ლუკამ.
- საქმეზე. -თვალი ჩაუკრა ირაკლიმ.
-გინდა სანაძლეო დავდოთ რომ ეხლა ეგ ლიკას სანახავად მიდის?
-მერე ძმაო ზურა რა პონტში მიყავ ტაქსისტია თუ...- იცინოდა დემეტრე.
-ისე არ გინდათ მართლა რამე გაუჩალიჩოთ ზურას და მანქანაზე ტაქსის ნიშანი დავუდგათ? -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ლუკას.
- ეე მართლა ბიჭო, მე ვიშოვი მაგას, თქვენ მარტო მითხარით როდის და მერე მე ვიცი.
-აუ გიო შენ რას არ იშოვი ტო, გაუჩინარს გააჩენ თუ დაგჭირდა. იმენა კიო ხარ ტო. -დაწვნენ ბიჭები სიცილით.
########
-ირაკლიმ ზურა სულ ფრენით გაიყვანა გარეთ.
-ნელა ხელს ვაწერთ და გვაგვიანდება?
-იკა საყვარელო როგორ ხარ? -გვერდიდან ხმა მოესმა ირაკლის, მიიხედა გვერძე და წითელ პომადაგადათხაპნული, ტონა მაკიაჟით შეთეთრებული ნინჩო მისკენ მოიწევდა, უმოკლესი ღია ვარდისფერი კაბა,ში გამოტკუცული და ძალიან მაღალ ქუსლებზე შემდგარი, ძლივს მიუახლოვდა ისე ეგრიხებოდა ფეხები.
-ვაა ნინჩოოო?
-როგორ ხარ იკა საყვარელო? ასე უნდა ჩემი დავიწყება? -ისედაც დაბერილი ტუჩები უარესად დაბუშტა.
-ძალიან მეჩქარება შენთვის არ მცალია.
-რატომ ? ახლა ვერ მოიცლი? დაგავიწყდა რა კარგ დროს ვატარებდით ხოლმე ერთად? -შარფივით შემოეხვია კისერზე.
-არ გინდა რა ეს დაკერვები და იაფასიანი სცენები. - ცივად მოიცილა ქალი და გვერძე გასწია.
-ანუ უარს მეუბნები?
-ნინჩო უკვე დამკერეს დაგაგვიანდა.
-ეგ როგორ? -გაიოცა ქალმა.
- აი ეგრე! -გაეცინა ირაკლის.- ისე იცი რაა ნინჩო? ასე წანწალს ჯობია ვინმე კაი ტიპი მოძებნო რომელიც შეგიყვარებს და გათხოვდები. შენი სილამაზე სულ კი არ დაგრჩება, რომ დაბერდები წლებთან ერთად ისიც გაქრება და მერე აღარავის დასჭირდები, დარჩები მარტო და ერთი დეპრესიული მარტოხელა ქალი გახდები. ისე კიდევ ქმარ - შვილი გეყოლება და ბედნიერად იცხოვრებ სიცოცხლის ბოლომდე. დაფიქრდი სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის. - თბილად გაუღიმა და ზურას დაქოქილი მანქანისკენ წავიდა. ქალი გაოცებული იდგა ერთხანს, მერე უსიამოვნოდ დაბრიცა ტუჩები და ბარში აღარ შესულა.
########
-იკა არ იტყვი სად მივდივართ? -იკითხა ზურამ.
-ზურა რომ გითხრა აზრზე არ ვარ მეთქი დამიჯერებ?
-აბა, ვსეირნობთ ტო? -გაეცინა ზურას.
-არა, ლიკას ჰამერს ვეძებთ. სადმე პარკთან იქნება. მიდი მიადგი რა, რას მიღოღავ.
-კარგი რა ბიჭო გინდა პატრული აგვეკიდოს? მაგათი ჯარიმებიდან ჯერაც არ ამოვსულვარ.
-მიდი რა მიადგი. ბაზარი არაა თუ გაგვაჩერეს სულ მე ვიხდი.
-კაი ძმაო. - ზურამ ფეხი გაზის პედალს ძლიერად მიაჭირა და მანქანამაც სიჩქარეს უმატა. ცოტა ხნის ძებნის შემდეგ პარკთან ლიკას მანქანა იცნო ირაკლიმ.
-ვხედავ ბიჭო, დროზე გააჩერე მანქანა. - ნერვიულად გაიშვირა ხელი ირაკლიმ თეთრი მანქანისკენ. -სახლში მივიყვან და მერე შენთან გადმოვჯდები, შენ უკან გამოგვყევი. - გაჩერებული არ იყო ნორმალურად მანქანა კარები რომ გახსნა და მანქანიდან გადახტა. სწრაფად მიუახლოვდა ჰამერს და მინაზე რამოდენიმეჯერ მიუკაკუნა, ლიკამ თავი უღონოდ ასწია მაღლა, მერე ხელისგულებით ცრემლები მოიწმინდა და გვერძე გაიხედა.
-ირაკლი? -გაკვირვებულმა ამოიხრიალა ჩახლეჩილი ხმით და ფანჯრის მინა ჩამოსწია.
-ლიკა როგორ ხარ? -გაუღიმა ირაკლიმ და მისი ტირილისაგან დასიებული თვალები არ შეიმჩნია.
-შენ აქ რა გინდა? -შეეცადა ხმა გაემკაცრებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
-მე და ჩემი ძმაკაცი მოვდიოდით აქეთ და შემთხვევით შენი მანქანა შევნიშნეთ, ვიფიქრე მივალ და მოვიკითხავ მეთქი.
-ესე სულ ჩემს გვერდით როგორ ჩნდები როცა მიჭირს. -სევდიანად გაუღიმა ლიკამ.
-უბრალოდ ემთხვევა რა. -იგივენაირად გაუღიმა ირაკლიმ.
-ხმაზე რა გჭირს, რამდენი გიტირია გოგო რა არის?
-როგორ არ ვიტირებდი. დღეს გოგოები კაფეში ვიყავით და იქიდან რომ ვბრუნდებოდით ზებრაზე დავამუხრუჭე, ბავშვთა სახლის აღსაზრდელები გადაჰყავდათ, იცი რა მოწყენილი სახეები ჰქონდათ? წარმოგიდგენია ბავშვი პატარა და საყვარელი რომელიც მაგ ასაკიში სულ უნდა იღიმოდეს ბედნიერებისაგან, ისინი კიდევ შეშინებული, სევდიანი, ჩამქრალი თვალებით იყურებოდნენ და ისე მიყვებოდნენ აღმზრდელებს ხელჩაკიდებულნი. -ცრემლები გადმოსცვივდა ლიკას და გაჩუმდა.
-კარგი გთხოვ ნუ ტირი, თავი ხელში აიყვანე.
-იცი როგორ ღარიბულად ეცვათ? მერე ერთმა საყვარელმა გოგონამ ხელიც კი დაგვიქნია და გაგვიღიმა. ვერ გამიგია როდის გაგვეყინა ასე გულები, რომ ყველანაირი თანაგრძნობის უნარი დავკარგეთ და მარტო საკუთარი თავი და ოჯახები გვაღელვებს. ანდა ისინი კი გვაღელვებს? ვფიქრობ და ჩემს თავს ვერ ვპატიობ სად ვიყავი როცა ამდენი ბავშვის დახმარება შემეძლო. სად ირაკლი, სად? მეძინა? თვალები დაბრმავებული მქონდა დღევანდელ დღემდე? როგორ არასდროს მომსვლია თავში, რომ თუნდაც ერთხელ მივსულიყავი ბავშვთა სახლში და ტკბილეულით მაინც გამეხარებინა ისინი, მაგრამ არა, ისე ვიყავი საკუთარ პრობლემებში ჩახვეული, რომ გარშემო არავისზე ვფიქრობდი. რისთვის გვიცხოვრია, არაფრისთვის? თუ ამ ბავშვებს მცირედით მაინც ვერ დავეხმარეთ და ერთი ჩვეულებრივი დღე ვერ გავულამაზეთ. ჩვენ რა ხალხი ვართ, როდის გავხდით ასეთი დაუნდობლები? ჩემი პრობლემები იმათ ტკივილებთან ოდნავადაც ვერ მოვა, იცი რატომ? იმიტომ, რომ იმათ მშობლები არ ყავთ გვერდით. საერთოდ არავინ არ ყავთ გვერდით, გესმის? მასწავლებლების გარდა და ერთმანეთის გარდა. ჩვენც თუ არ დავუდექით მხარში და ჩვენც ზიზღით დავუწყეთ ყურება, იმათ გაუბედურებულ ცხოვრებას ვინღა შემოაბრუნებს სიკეთისკენ? ვინ მისცემთ უკეთესი მომავლის იმედს? -ლიკამ მანქანის კარი გამოაღო, გადმოვიდა და ირაკლის ჩაეხუტა. ირაკლის გული შეეკუმშა, თითქოს დრო გაჩერდა იმ წუთას, ხმას ვეღარ იღებდა ისე დაიბნა, ვერ გაეგო რა უნდა გაეკეთებინა ისეთი მოულოდნელი აღმოჩნდა ლიკას ჩახუტება, მერე ძლივს გადააბა, სიტყვები ერთმანეთს.

-ლიკა რომ დავრჩე ხომ არ გამიბრაზდები?
-თუ გინდა დარჩი, არ ვიცი. -ისევ ტიროდა ლიკა.
- მაშინ დავრჩები... -იდგნენ ასე ჩახუტებულები მანქანასთან ორივენი და ხმას ვერცერთი ვერ იღებდა.
ზურამ ფოტოების გადაღებაც კი მოასწრო და ბიჭებს გაუგზავნა. ბარში ამბავი ატყდა, უუჰ:) ვითომ ნასმები იყვნენ რომ შეგეხედათ, მაგრამ ვიღას ახსოვდა სიმთვრალე სურათები რომ ნახეს სულ გამოფხიზლდათ და ბევრი დასალევი მოითხოვეს აღსანიშნავად.
-უცებ ლიკამ ხელები გაუშვა და დარცხვენილი მანქანას აეკრო ზურგით. -მაპატიე, მე, მე.... -ხმას ვეღარ იღებდა და თვალები სად წაეღო არ იცოდა.
-საპატიებელი არაფერი გაქვს ლიკა. მიდი, ჩაჯექი მანქანაში და სახლში მე გაგიყვან. - საათს დახედა ირაკლიმ უკვე ორი იყო დაწყებული. - რა დრო გასულა, ინერვიულებენ შენები. წავიდეთ, გზაში ცოტა დაწყნარდები, თუ გინდა ქეთოსთან დაგტოვებ, გინდა?
-არა, სახლში მირჩევნია, ქეთოს არ შევაწუხებ. დედას და მამას შეიძლება ეძინოს, მაგრამ ხომ ვიცი მარიამი თვალს არ მოხუჭავს სანამ სახლში არ მივალ. -ლიკამ მანქანას მოუარა და მძღოლის გვერდითა სკამზე დაიკავა ადგილი, ტელეფონი აიღო და ხელში ნერვიულად ატრიალებდა. ირაკლიც ჩაჯდა მანქანაში, ის - ის იყო გასაღები უნდა გადაეტრიალებინა რომ ლიკას ხელები შენიშნა.
- რა დღეში გაქვს ხელები? -თვალები გაუფართოვდა, ხელები სტაცა ლიკას ხელებს და თვალიერება დაუწყო. - ეხლავე აფთიაქიდან მოვიტან რამეს. -გადასვლა დააპირა, მაგრამ ლიკამ შეაჩერა.
-არ გინდა გთხოვ, საშიში არაფერია, სახლში წავისვამ რამეს და მალე მომირჩება. ხედავ? -ხელები ოდნავ ასწია მაღლა და შეათვალიერა. - მარტო ბიჭებს არ გეკეტებათ ხოლმე ტვინი ბრაზისაგან, გოგოებსაც გვჭირს თურმე მასეთი რაღაცეები. - მწვანე თვალები ისევ აუწყლიანდა ლიკას და სიმწრით გაეღიმა. ირაკლის არაფერი უთქვამს, მანქანა დაქოქა და ლიკას სახლისაკენ აიღო გეზი. გზაში არც ერთს ხმა არ ამოუღიათ. ლიკას თავი მანქანის ფანჯრის მინაზე მიედო და გარეთ უაზროდ იყურებოდა, ირაკლი დრო და დრო ნერვიულად გამოხედავდა ხოლმე. ლიკას კორპუსთან რომ მივიდნენ მანქანა პირდაპირ შესასვლელთან ქააჩერა, ძრავა გამორთო და გასაღები გამოაძრო.
-ლიკა მოვედით უკვე. - ლიკას ხმა არ გაუცია. - ლიკა მოვედით თქო, უკვე შენს სახლთან ვართ. -რას უპასუხებდა ისეთი განერვიულებული იყო ჩაეძინა. მერე ლიკას მხარეზე გადაიწია და რომ მიხვდა ეძინა გადმოვიდა, მანქანას წინიდან შემოურბინა, ლიკას მხარეს კარი გამოაღო ხელში აიყვანა და ისე გადმოიყვანა მანქანიდან. კორპუსში რომ შევიდნენ ლიფტი გამოიძახა და მეშვიდეზე ავიდნენ.
კიდევ კარგი ლიფტი ცარიელი იყო თორემ ჭორიკანა მეზობლებს რა გააჩუმებდა. დაიწყებდნენ ბიჭებს ხელში აყანილი მოყავთ გამთენიისას ტორიაშვილების ქალბატონიო და მერე მთელი თვე ყავაზე გასარჩევი თემა გახდებოდა, მაგრამ ვერ მივართვით. ისე ეძინათ არაფერიც არ გაუგით, ანდა რას გაიგებდნენ ისე იყვნენ ჭორაობით დაღლილები რომ... მარტო მოშორებით მდგომმა ლოთებმა დაინახეს, მაგრამ იმათ იმდენი ჰქონდათ დალეული უკვე ძაღლს და კაცს ერთმანეთისგან ვერ არჩევდნენ.
ლიფტი გაჩერდა თუ არა გამოვიდა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა. ძალიან დაძაბული იყო ვინმეს არ დაენახა. თავისი თავი სულ არ ადარდებდა, რაც უნდა ის ეთქვათ, მაგრამ ლიკას უფრთხილდებოდა, იცოდა რა სამეზობლოც ჰყავდა.
კარი მალევე გაიღო და მარიამი გამოჩნდა, ჯერ ირაკლის შეხედა გაკვირვებულმა, მერე დას დახედა და გაეღიმა.
-გამარჯობა მარიამ, უფრო სწორად დილა მშვიდობისას უნდა გეუბნებოდე მგონი. - ხმადაბლა უთხრა ირაკლიმ და გაუღიმა.
-ჰეჰ, ზოგი ჭირი მარგებელიაო თქვენზეა ნათქვამი. - თავისთვის ჩაიბურტყუნა მარიამმა და სიცილი ძლივს შეიკავა.
-რა თქვი?
-არაფერი, არაფერი... შემოდი ჩქარა არ გავაღვიძოთ. - შეტრიალდა და ოთახისკენ წაუძღვა. ირაკლი გოგოების ოთახში შევიდა და ლიკა ფრთხილად დააწვინა საწოლზე, მერე ლიკას მანქანის გასაღები მისცა მარიამს, სწრაფად დაემშვიდობა და ლიფტში შევიდა. მარიამმა ლიკას საბა,ნი გადააფარა, მერე ერთხანს უყურა, დაიხარა და ლოყაზე აკოცა.
-ჩემი საწყალი დაიკო, როგორ დამეტანჯე. - თავი უსიამოვნოდ გადააქნია, ტუმბოდან ჭრილობაზე წასასმელი კრემი ამოიღო და ხელებზე წაუსვა. - რომ გაიღვიძებ არაფერიც არ შეგემჩნევა. იმედია იმ ენაჭარტალა ნანომ არ დაგინახათ, თორემ ხვალ რომ გავიგო შენზე რამე ცუდი აქვს ნათქვამი იმ ენას ამოვაგლეჯავ და ნოდარას ქეციან ძაღლს მივუგდებ, მერე მაინც ხო გაჩუმდება, მაგრამ ეგ ისეთი კუდიანია შეიძლება მეორე ამოუვიდეს. არა ერთი გამაგებინე ხო ვიცი რომ გიყვარს იმასაც უყვარხარ, მაგრამ რა ჯანდაბა, გჭირთ ვერ გავიგე, არც ერთი ამხელთ გრძნობებს და არც მეორე. მე რომ ვინმე მიყვარდეს და გავიგო იმასაც ვუყვარვარ, შენნაირად კი არ დავემალებოდი, მააშ, მეტი საქმე არა მაქვს, ავდგებოდი და აქეთ მოვიტაცებდი. დიახაც!
- მერე კრემი უჯრაში ჩადო და თავის საწოლში ჩაწვა.
#######
-ირაკლი ქვემოთ რომ ჩამოვიდა ზურა თავისი მანქანით უკვე ელოდებოდა. მანქანის კარი გამოაღო და შიგ ჩაჯდა, თავი საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა.
-რაო ალანია ქალს არ გაგატანთო? -იცინოდა ზურა.
-მიდი რა თუ ძმა ხარ. ისედაც ნერვები დაწყვეტაზე მაქვს.
- შენ ხო არ იცი მე რა მაგარი ტიპი ვარ? ფოტო გადაგიღეთ წეღან. - მობილური აუფრიალა ცხვირ წინ.
-უჰ დაიცა რა. -გვერძე გახედა ძმაკაცს დაღლილმა.
-არა გჯერა ხომ? ბიჭებსაც გავუგზავნე უკვე და იმათაც ნახეს.
-რა ბიჭო? შენ ხო არ გაგიჟდი რა ფოტო. - ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა ზურას და ეკრანს დახედა, წარბები შეკრა და ზურას შეუბღვირა.
-კაი ეხლა ნუ მებღვირები ეჭვიანი ცოლივით. ვითომ არ გაგიხარდა რა.
-გამიხარდა რააა, აუუ ჯიგარი ხარ ზურა, მაგარი ფოტოა ბიჭო. როგორ მოიფიქრე ჰაა? -სკამზე წამოიწია თვალებგაბრწყინებული და ძლიერად დაჰკრა მხარზე ხელი.
- ნელა ნუ დამილეწე ძვლები. - მხარზე ხელი მოისვა ზურამ და უსიამოვნოდ შეიშმუშნა.
-ეე, რა უყავი ბიჭო აქ რომ ჩემი ნაჩუქარი მზის სათვალე გეკიდა?
-რავი ბიჭო დაიხაზა და გადავაგდე. -დამნაშავის სახით მხრები აიჩეჩა ზურამ.
- ორიგინალი იყო. რამ დახაზა ბიჭო ბარგალკაზე გეკეთა? -წარბაწეულმა შეხედა მეგობარს.
-აუ რავი ბიჭო, მართლა დაიხაზა და...
- კარგი, წავედით ეხლა ბარში მალე. აწუწუნდა აქ ბებიაჩემი თინასავით. - ფოტო გადაიწერა და ეკრანზე დააყენა, ბედნიერი უყურებდა ფოტოს და გული ამოვარდნას ჰქონდა. მანქანა დაიძრა და ლამპიონების შუქზე უცებ გაუჩინარდა.
###########
ბარში.
ბარში შესვლისთანავე ბიჭები სტვენით და ოვაციებით შეხვდნენ.
-დავიწყოთ უკვე მზადება? მაგიდასთან მისულს სიტყვა შეაგება მათემ.
-არა ბიჭო რა მზადება უნდა დაიწყოთ, ჯერ რა დროსია.
- ეეე, აბა, მაია რა პონტში ემზადება?
-რა ვიცი ბიჭო მაგან ხო სულ გადამრია.
-ლიკას ალბომი უჩვენებია გუშინ დედაჩემისთვის და სახლში ისეთი გახარებული მოვიდა, ქალი იმენა დაფრინავდა, მეც მინდა მასეთი რძალიო. ეგეთი რა იპოვე არ გაგვაცნობ?
- ზურა უკვე იცნობს, ქეთოს დაბა,დების დღეზე გავაცანი. აი, მაშინ თქვენ რომ არ გვიკადრეთ და კალათბურთზე რომ წახვედით.
-ხომ უყვარხარ, რომ მოვიტაცოთ არა?
-გიო შემეშვი თუ ძმა ხარ ჩემი გამჭირვებია. რა მოტაცება, მასე ხომ საერთოდ დავკარგავ.
- ჩახუტებულები კი დაგაფიქსირათ აგერ ახლად გამომცხვარმა ფოტოგრაფმა და.... -ხელი ჩაურტყა გიომ ზურას.
-ეგ გამონაკლისი იყო. -მძიმედ ჩამოჯდა სკამზე და ოფიციანტს არაყი შეუკვეთა.
-ოოო, მგონი მართლა სერიოზული მდგომარეობაა. თუ ძმა ხარ ჩვენთვისაც მოიტანე არაყი. - ხელი დაუქნია ოფიციანტს დემეტრემ.
-გიო მანქანა უნდა გამაყიდინო დღესვე.
-ღადაობ ტო? -თვალები ჭყიტა გიომ.
-არა. - მოკლედ მოუჭრა ირაკლიმ.
-ბიჭო ერთი წელიც არ არის რაც ეგ მანქანა გყავს, თან სულ იმას იძახოდი ჩემი ოცნების მანქანააო და....
- ხო ავიხდინე ოცნება ეხლა მინდა რომ გავყიდო.
-ვინმემ ფული ხო არ შეგაწერა? თუ რამეა გვითხარი და მოვაგვარებთ არ დაგვიმალო ძმურად.
-არა ბიჭო, რა შემაწერა, მომბეზრდა რა და მორჩა.
-რა მოგბეზრდა ბიჭო კამარო მოგბეზრდა? შანსი არ არი. ქალები შეიძლება, მაგრამ შენ რომ მანქანის ამოჩემება იცი, არა მჯერა და რა ვქნა. ლუკა გახსოვს ამას Land Rover-ი რომ ყავდა, რვა წელი იარა იმ მანქანით, არადა ამაზე მაგარი მანქანებით დავდიოდით ჩვენ ყოველ წელს და მაინც ვერ ელეოდა.
-გიო დამეხმარები თუ ვინმე სხვას ვუთხრა? -გაღიზიანებული დაწვდა ოფიციანტის მიერ მოტანილ არყის ბოთლს და ჭიქაში ჩამოისხა, მერე ერთი ამოსუნთქვით დალია და მარილიანი ლიმნის ნაჭერი მიაყოლა.
-თუ მაინც არ იშლი შენსას გათენდება და ვინმეს ვნახავ.
-არა! ეხლავე მინდა რომ გავყიდო.
-ირაკლი საათისთვის არ დაგიხედავს? ამ შუაღამისას ვინ გავაღვიძო? კარგი რადგან არ იშლი გავალ და დავრეკავ. -გიო წამოდგა და გარეთ გავიდა. არავინ აღარ იღებდნენ ხმას და უხმოდ სვამდნენ. ათ წუთში გიო დაბრუნდა, ირაკლის მხარზე ხელი დაარტყა და ღიმილით უთხრა:
-გაყიდულია.
-ვინ იყიდა? დაინტერესდნენ ბიჭები.
- კახა ხომ გახსოვთ, ამის მანქანაზე რომ მეჩალიჩებოდა ოღონდ დამითმე და ორმაგს ვიხდიო, ხოდა დავურეკე ისევ გინდა თუ არა იკას მანქანა მეთქი და ტიპმა იმენა გარეკა სიხარულით, სულ მადლობები მიხადა, ბანკი გაიხსნება თუ არა თანხას გადმოგირიცხავთ და წავიყვანო.
-კარგია. - კიდევ ერთი ჭიქა დაისხა ირაკლიმ და დალია.
-აღარ იტყვი რა ხდება? ლიკას ხო არ ჭირს ბიჭო რამე? რა თავს იფასებ გეხვეწოთ? -ნერვებმა უმტყუნა მათეს.
- ბავშვთა სახლში უნდა გადავრიცხო.
-სააად? ისეთი მოულოდნელი იყო ყველამ ერთხმად შესძახა.
-რა იყოთ გაგიკვირდათ ჩემნაირი მექალთანისგან? -სიმწრით ჩაეღიმა ირაკლის.
- რა შუაშია ეგ? რა აღარ ვიფიქრე და მასეთი აზრი თავში არც კი გამივლია, დარწმუნებული ვარ დანარჩენებიც დამეთანხმებიან არა ბიჭებო? თვალი მოავლო დანარჩენებს გიომ.
-მთელ ფულს გადარიცხავ?
-აბა, ნახევარი მე დავიტოვო გიო?
-არა ძმაო ეგ ვინ გითხრა.
-ისე ჩვენგანაც ხომ არ დაიმატებდი ცოტას? -თვალები აუციმციმდა ზურას.
-ეეე, ამ ახლად გამომცხვარ ფოტოგრაფს უყურე როგორ აჭიკჭიკდა. - თავში ხელი წამოარტყა დემეტრემ.
-ცუდი აზრი არ არის ხომ იცით.
-მერე ძმაო ხომ იცი კაი პონტებში ჩვენ არ ვიჭრებით. -მხიარულად გაიმართა წელში ლუკა.
-გაიზარდა ჩემი ბიჭი, მხიარულად დაეჭყანა გიო.
-მიდი რა. -გაეცინა ირაკლისაც.
-ხვდები როგორ იცვლები თანდათან რაც ლიკა გამოჩნდა შენს ცხოვრებაში?
-რა შეკითხვებს უსვამ შენ კიდევ ლუკა? ბიჭებო ჭიქები შევავსოთ ლიკას სადღეგრძელო მინდა დავლიოთ. - არყის ბოთლს დაწვდა მათე და ყველას სათითაოდ შეუვსო ჭიქა ღიმილიანმა.
-თქვენ იცინეთ და ლიკა სულ სხვა სამყაროა, რამდენი გოგო იყო ჩემს ცხოვრებაში თქვენც ხომ კარგად იცით? წვიმასავით იყვნენ, ხანდახან გული მერეოდა ყველა გოგოზე, ფულის გამო კისერზე რომ მეკიდებოდნენ. არც მეგონა თუ ქეთოს გარდა წესიერი კიდევ ვინმე დადიოდა. პირველად პარკში რომ დავინახე იცით რა დამემართა? თითქოს არამიწიერი არსება დავინახე და გავშეშდი, ასეთი ლამაზი გოგო მართლა არ მენახა. არა, როგორ არ მინახია ლამაზი გოგოები, კარგი მაკიაჟი რომ აქვთ და იმით არიან ლამაზები, მაგრამ ლიკა საერთოდ არაფერს იკარებს სახეზე, ან რათ უნდა ისეც ულამაზესია. წარმოიდგინეთ იმ სველ სკამზე ფეხებმოკეცილი მეტრა სამოცდაათი სიმაღლის სხეული, გრძელი ტალღოვანი და ღია შოკოლადისფერი თმით, პატარა ლამაზი ცხვირით და თხელი ვარდისფერი ტუჩებით რა სანახავი იქნებოდა ხომ წარმოგიდგენიათ. მე და ქეთო რომ მივუახლოვდით და თავისი დიდი მწვანე ცრემლიანი თვალებით შემომხედა იქ მივხვდი რომ ჩემთვის სამყაროში ამ გოგოს გარდა არ შეიძლება ვინმე სხვა გოგოს ეარსება.
-მაგრამ ძმაო ხომ ხედავ ცდებოდი. ბევრია კარგი გოგო, ოღონდ ეგენი ნაშებივით ქუჩაში კი არ ყრია, რომ გაივლი და მაგნიტივით აგეკიდონ. მასეთი გოგოები ძმაო გაგასნაირ დედიკოს ბიჭებს უნდა აახიო დაფასება რომ არ იციან და დედიკოების შერჩეული გოგოები მოყავთ ცოლად, მარტო იმიტომ რომ დედამ მასე უბრძანათ და მზად არიან ვინც მოსწონთ ნაგავში მოისროლონ ხელის ერთ დატკაცუნებაზე. აი, დღემდე ვერ ვხვდები რა პონტში უნდა ამირჩიოს მარიმ გოგო, მე უნდა მოვიყვანო ცოლად და ვიცხოვრო იმასთან ერთად თუ იმან? მთავარია მე მომწონდეს, ვუგებდე და მიგებდეს, დანარჩენი ვის მოეწონება და ვის არ მოეწონება უკვე არ მაინტერესებს. არა, დედაჩემსაც უნდა მოეწონოს ეგ ხო იასნია, მაგრამ მეხუთე კლასის მერე ტანსაცმელი არ აურჩევია ჩემთვის, სულ მარტო დავდიოდი საყიდლად, არც კი მიმყავდა იმიტომ, რომ ვთვლიდი ასეთ რაღაცეებში უკვე აღარ მჭირდებოდა მისი ჩარევა. ეხლა დამიწყოს რაღაცეების არჩევები და გაჭედვები აი, მაგას ნაღდად ვერ ავიტან და მერე მე გავუჭედავ ყველას მაგრად. ან ის რა პონტია ჩემი ცოლი ჩემს მშობლებთან ვაცხოვრო, რაც არ უნდა კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს ჯობია ცალკე ვიცხოვროთ. მე რაღაცაზე ვერ შევთანხმდე ჩემს ცოლთან და ვიკამათოთ, დედაჩემმა შეიძლება სულ სხვანაირად აღიქვას ის სიტუაცია და იმისმა ჩარევამ მერე ყველაფერი უნდა გააფუჭოს. მარის იმის გაკეთებული რამე რომ არ მოეწონოს და ერთხელ მისცეს შენიშვნა რამეზე, მეორედ, მესამედ, აი მეოთხედ უკვე შეიძლება ეწყინოს და აღარ მოუთმინოს. არ მევასება ძმაო ეს ძაან გადაჭედილი პონტები სახლში და რა ვქნა? ჩემს ცოლთან ერთად მე უნდა ვიცხოვრო მარტო და ეგ უკვე გადაწყვეტილი პონტია. ჩემებს თუ ნახვა მოუნდებათ ისეც გამოვლენ და გავალთ სანახავად, ესე უფრო დასტოინი სიტუაცია იქნება ოჯახში და ნაკლები პრობლემები გამიჩნდება, თან ორი ქალი კუხნაში იმენა ბომბია ტო.
- მაგაში ნაღდად გეთანხმები. აი ჩემს ცხოვრებაში რაც ლიკა გამოჩნდა ხომ წვიმამაც გადაიღო და მზემაც გამოანათა.
-რა? -სიცილი ვერ შეიკავა ზურამ.
-ხო ზურა, წვიმამ გადაიღო და გამოიდარა. წვიმის მერე ხომ გამოდის ხოლმე მზე და გამოიდარებს, ეგრე არ არის დამეთანხმეთ. - ხელები გაშალა და ბიჭებს გადახედა. - ხო და ლიკამ შეცვალა ჩემი ცხოვრება იმ წუთიდან.
-გამოდის გამოდარებაა შენი ხომ? -ხელი მხარზე დაარტყა მათემ.
-ეგრეა რა. -გაუღიმა ირაკლიმ.
-ხო და ძმაო შენს გამოდარებას გაუმარჯოს. - ყველამ ერთად შეაჯგუფა არყის ჭიქები და მხიარულად დაცალეს.
კიდევ დიდხანს სვავდნენ ბიჭები და მხიარულობდნენ, შვიდის ნახევარზე დაიშალნენ ბარიდან და თავ- თავიანთ სახლებისკენ გასწიეს.
######
იმ ღამით ლიკას გარდა გოგოებიდან არცერთს არ მიკარებია ძილი. ნატა როგორც კი მივიდა სახლში ერთი დაიღრიალა ჩემს ოთახში არ დაგინახოთ არავინ შემოსულიო და ვინღა გაბედავდა რამის თქმას. ძალიან ფიცხი ხასიათი კი ქონდა, მაგრამ ისეთი გულჩვილი იყო ცოტა თუ ხვდებოდა მის ხასიათს. ოთახში შევიდა თუ არა კარი ჩაკეტა და ტანსაცმლის გამოლაგება დაიწყო კარადიდან. თუ რამე ძვირადღირებული ბრენდი ჰქონდა ყველაფერი მოაგროვა, არაფერი დაუტოვებია. სამკაულებიდან მარტო ბიჟუტერია დაიტოვა, დანარჩენი ტანსაცმელთან ერთად ჩააწყო პარკებში და კედელთან დადო. მერე ვიღაცას დიდი ხანი ელაპარაკებოდა და ფასზე უთანხმდებოდა, ლაპარაკს რომ მორჩა კომპიუტერს მიუჯდა და გათენებამდე ბავშვთა სახლის მისამართებს და საკონტაქტო ინფორმაციებს ეძებდა.
ანის შემთხვევაში სხვანაირად იყო. დედიკოს და მამიკოს ნებიერა გოგომ ყველაფერი დაწვრილებით უამბო მშობლებს ცრემლიანი თვალებით და ერთად მსჯელობდნენ სავარაუდო ვერსიებზე, რა შეეძლოთ გაეკეთებინათ.
ქეთოს არა ჰქონდა ძვირადღირებული ტანსაცმელი და სამკაულები ნატასგან განსხვავებით, რადგან ყოველთვის სადა და უბრალო ტანსაცმელს ანიჭებდა უპირატესობას, ამიტომ გადაწყვიტა ბათუმში აღარ წაჰყოლოდა გოგოებს და ის ფული რაც ბათუმში წასასვლელად ჰქონდა მოგროვილი თავშესაფრებზე გადაენაწილებინა, ოღონდ მას შემდეგ რაც გოგოებს დაელაპარაკებოდა.
###############
-ლიკა გაიღვიძე, რვა ხდება უკვე და სამსახურში დაგაგვიანდება, გამზადებაც ხომ უნდა მოასწრო? -ფრთხილად ანჯღრევდა მარი.
-ცოტაც დამაძინე მარიამ გთხოვ.
-ჩემზე რომ იყოს კი დაგაძინებდი, მაგრამ რა გიყო პატარა გოგო ვარ და რა შემიძლია?
-კარგი ვდგები ხო, პატარა კი ხარ მაგრამ ენა ხომ გაქვს გრძელი? ,,პატარა გოგო ვარ’’ როგორ კარგად ზემოქმედებ, როცა გინდა ხომ ხარ დიდი? -ძლივს ასწია ლოგინიდან თავი ლიკამ. -აუ ტანსაცმლიანი მეძინა? ფუუ. დაიცადე მანქანაში დამეძინა და.... არ არსებობს! ეხლა არ მითხრა რომ ირაკლიმ..... -შეშინებული წამოხტა ლოგინიდან და მარიამს კითხვის ნიშნის მზერა მიაპყრო.
-დიახ ქალბატონო, იმ ჯენტლმენმა ხელში აყვანილი ამოგაბრძანა და შენს ლოგინზე დაგაწვინა. -სიცილი ვეღარ შეიკავა და გადაიკისკისა.
-ლიკა გაბრაზდა და სააბა,ზანოში შევიდა.
-მიდი, მიდი თავი მოიწესრიგე. - მიაძახა მარიამმა და ოთახიდან გავიდა.
-სანამ ლიკა თავს იწესრიგებდა მარიამმა მშობლებს ყველაფერი უამბო რაც დილით გამთენიისას მოხდა. ირაკლის საქციელით ყველაზე მეტად ნინა აღფრთოვანდა, გოგის წარბიც არ შეუხრია მხოლოდ ის თქვა რომ კარგად აღზრილი ბიჭია და არც გაკვირვებია მისი ასეთი საქციელი, რადგან მის ადგილზე ყველა ნორმალური ახალგაზრდა ასე მოიქცეოდაო.
ლიკა სამზარეულოში ხელების ფშვნეტით შევიდა, მშობლებს მიესალმა და უხმოდ მიუჯდა მაგიდას.
-ლიკა ყავას დალევ?
-არა, დედა წვენი დამისხი.
-ლიკა რამის თქმა ხომ არ გინდა ჩვენთვის?
-არ ვიცი მამა როგორ გითხრა.
-თუ გუშინდელის შესახებ გინდა გვითხრა ნუ ნერვიულობ მარიამმა ყველაფერი გვიამბო.
-არა, ვიცი მარიამი რომ გეტყოდათ, ამას ვინ რას დაასწრებს. - გაეღიმა ლიკას.
-აბა, სხვა რა უნდა იყოს? -კარაქიანი პური დაუდო თეფშზე ნინამ და გოგის გადახედა პასუხის მოლოდინში.
-მამა ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ, ისიც იცი რომ მარტო მამა კი არა უფროსი ძმასავით ხარ ჩემთვის და ამიტომ არ მინდა უშენოდ რამე გადავწყვიტო.
-რამე სერიოზული მოხდა ლიკა?
-ჰამერის გაყიდვაში უნდა დამეხმარო. ვიცი ჩემი პირველი მანქანა იყო და ყველაზე მაგარი საჩუქარი ოცდაერთის რომ გავხდი, მაგრამ ახლა აღარც ოცდაერთის ვარ და ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაშიც. მოკლედ უნდა დამეხმარო და გამაყიდინო ამ დღეებში. რაც მალე მით უკეთესი, მინდა საქართველოს მასშტაბით ყველა ბავშვთა სახლში გადავანაწილო თანხა და ცოტათი მაინც შევუმსუბუქო ბავშვებს ის მძიმე ყოფა რაშიც იმყოფებიან.
-მერე რით აპირებ სიარულს?
-რამე იაფიანს ვიყიდი. აუცილებელი ხომ არ არის მეც კარგი მანქანით ვიარო?
- კარგი, მაშინ გავიკითხავ იქნებ დღესვე ვიშოვოთ მყიდველი.
- გავიქეცი ახლა სამსახურში, თორემ მართლა დამაგვიანდება და საღამოს იმედია კარგ ამბავს დამახვედრებთ. - სწრაფად წამოდგა სკამიდან, ოთახიდან ხელჩანთა გამოიტანა და გავიდა.
#############
-ლიკა სად ხარ?
-ნატა რა უცნაურ შეკითხვას მისვამ? რა თქმა უნდა მაგას? სამსახურში ვარ, ,,ბოდი ლაინში“ მისამართიც გითხრა? -სიცილი აუტყდა ლიკას.
-უუფ, რა ვიცი გოგო მგონი გუშინდელის მერე ვეღარ ვაზროვნებ. დღეს სადმე არ შევიკრიბოთ?
-ნატა ახლა პაციენტი მყავს და რომ განვთავისუფლდები მერე დაგირეკავ და შევთანხმდეთ.
-კარგი, დროებით.
#############
გოგოებმა შეხვედრა საღამოს ტერასაზე დათქვეს. ნატა უკვე მისულიყო თავის მანქანით, ქეთო და ანი ლიკამ მიიყვანა.
-მოკლედ გოგოებო ჩემი ძვირფასი ძონძები გავყიდე და მთელ ფულს ბავშვებს ვურიცხავ. - დაიწყო ღიმილით ნატამ და დანარჩენებს გადახედა გამარჯვებულის იერით.
-მე მანქანას ვყიდი და პლიუს ბათუმში წამოსასვლელ ფულს ვამატებ ასე რომ...-გაიღიმა ლიკამ.
-ასე რომ მეც გიერთდებით. -გაიღიმა ქეთომაც.
-უფ, თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგესო ისე ლაპარაკობთ. მე წუხელ ცხვრებს კი არ ვითვლიდი? მეც აღარ მოვდივარ ბათუმში და მთელ დასასვენებლად წამოსასვლელ ფულს ვრიცხავ.
-ანუ ყველა ერთი იდეით ვერთიანდებით? -თვალები გაუბრწყინდა ქეთოს.
-ღმერთო რა მაგარი დაქალები მყოლია და არ ვიცოდი.- ცრემლმორეული ანი სიხარულით გადაეხვია გოგოებს.
-წუხელ საერთოდ არ მძინებია მთელი ღამე ინფორმაციას ვეძებდი საქართველოს მასშტაბით თავშესაფრებზე.
-მერე იპოვე ნატა?
-დამცინი გოგო? მე და რამე ვერ ვიპოვო ეგ ხომ გამორიცხულია. ვიპოვე და საკონტაქტოებიც გავიგე, თქვენ მარტო ის მითხარით როდის მივიდეთ ბანკში.
-ჯერ ჩემი მანქანა არ გაყიდულა. მე კი მინდა რაც შეიძლება მალე გაიყიდოს, მაგრამ ეტყობა მამამ ვერავინ ნახა თორემ აუცილებლად დამირეკავდა დღეს და გამახარებდა.
-ლიკა გინდა ირაკლის ვუთხრა ბიჭებთან გაარკვევდა და დაგეხმარებოდა.
-ქეთო ირაკლის არაფერი უთხრა იცოდე, თორემ ძალიან მაწყენინებ. მე უიმისოდაც მოვაგვარებ, არ არის საჭირო. - თვალები დაუჭყიტა ლიკამ.
-რავიცი მე შემოგთავაზე დღესვე მოაგვარებდა მაგ საქმეს.- ეშმაკურად გაეღიმა ქეთოს.
-არ მინდა.- მკვახედ მიახალა ლიკამ.
-კარგი ხო, რა იყო? კი არ იკბინება ის ბიჭი, რას მიბღვერ ვერ გავიგე.
-ლიკა შენ ნერვებს გაუფრთხილდი და.... მე იმაზე ვფიქრობ სად დავისვენოთ უკვე ვეღარ ვითმენ.
-რა ვიცი ანი მეც ვფიქრობ მაგაზე, მაგრამ არაფერი მომდის თავში.
-მე უკვე მოვიფიქრე ნატა, თან რა მაგარი რამე. -ტაში შემოჰკრა ქეთომ და ლიკას მიუბრუნდა გახარებული.
-ლიკააა აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე? ბორჯომში წავიდეთ თინა ბებოსთან, მარტოა და ძალიან გავახარებდით. იცი როგორ ენატრები? სულ იმას მეუბნება რომ რეკავს ლიკას როდის ჩამოიყვანთ ჩემთანო. რას იტყვი ცუდი აზრია?
-რა ვიცი ძალიან არ შევაწუხებთ? ახალგაზრდა ხომ აღარ არის ამდენს მოგვიაროს?
-უიმე კარგი რა, თინას რა დააბერებს, ან ჩვენ რა მოვლა გვინდა ამხელა გოგოებს? თანაც ბორჯომის ჰაერი მგონი ყველაზე მეტად შენ გიხდება ხოლმე, არა ლიკა?
-შენ თუ ადამიანს შეუჩნდი ხომ ვერ მოგიშორებს რა. - დამარცხებულის იერით გაუღიმა ლიკამ.
-ესე იგი ბორჯომში ფეხით მივტანტალებთ? გადაიხარხარა ნატამ.
-რატომ ფეხით?
-აბა, შენს ტანკს ყიდი და....
-მერე გოგო სხვას ვეღარ ვიყიდი? სულ ისე კი არ ვაპირებ სიარულს, რამე იაფიანს ვიყიდი და მორჩა, იმითაც მშვენივრად ვივლით.
-ლიკა ძვირფასო ისეთ იაფიანსაც ნუ იყიდი მიწოლა რომ დასჭირდეს, თორემ შენი მანქანიანად ხევში დაგაგორებ იცოდე. - იცინოდა ანი.
-ლიკა კარგი ოცდაერთი ვოლგა ყავს ჩემს მეზობელ გარიკას და რამე რომ იყოს ხომ არ დაფიქრდებოდი? მაინც ტანკი მანქანები მოგწონს შენ და რა ვიცი. -ჩაბჟირდა ნატა და მიყვნენ ქეთო და ანიც.
-ესე ხომ? დამაცადეთ თქვე მოღალატეებო თუ მამას რამე საყვარელი მანქანა არ ვაყიდინო.
- ხო ლიკ, საყვარელი ყველგანმავალი ან ჯავშნიანი, ხომ შეიძლება ომში გაგზავნონ საბრძოლველად და ყველაფერი ხომ საფიქრალია არა? -სულს ძლივს ითქვამდა ნატა. ამ სიცილ-ხარხარში ლიკას ტელეფონმა დარეკა.
-გისმენ მარიამ.
-ლიკა მამამ შენი მანქანა გაყიდა, ჩქარა მოდი სახლში გელოდებიან. -ყურმილიში გაჰკიოდა მარიამი.
-რა კარგია, ეხლავე წამოვალ.
-სირცხვილია არ ალოდინო, იმ კაცმა დღესვე წავიყვანო და მამამაც სახლში მოიყვანა, იჩქარე.
-მოვდივარ.
-ლიკა რა ხდება? -იკითხეს გოგოებმა.
-მამამ მანქანა გაყიდა. ხვალ ფულის გადარიცხვას შევძლებთ რა მაგარია არა? მე უნდა წავიდე, თქვენც წამოხვალთ თუ დარჩებით?
-არა, შენ წადი, ნუ ალოდინებ იმ კაცს, მეც მანქანით ვარ და ამათ მე გავიყვან სახლებში.
-კარგი გავიქეცი მაშინ. - სწრაფად დაემშვიდობა გოგოებს და გასასვლელისკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით.
##########
ლიკას მანქანა გაყიდეს. მეორე დღეს ოთხივე ბანკში წავიდნენ და ვისაც რამდენი ჰქონდა მთელი ფული ბავშვთა სახლებში გადარიცხეს. ბანკიდან რომ გამოდიოდნენ ისეთი ბედნიერები იყვნენ თითქოს მთელი სამყაროს ბედი შეეცვალოთ.
ქეთომ რომ გაიგო ირაკლის მანქანის გაყიდვის მიზეზი, თვალები გადაატრიალა და თავისთვის გაიფიქრა:
- ვინ წარმოდგენდა ეს თუ ასე შეიცვლებოდა? თან ორივემ როგორ მოიფიქრეს ერთნაირად თითქოს შეთანხმებულები იყვნენო, პირდაპირ გასოცარია. ვუთხრა ლიკას თუ არ ვუთხრა? მოდი არ ვეტყვი თვითონ გაიგებს როცა იქნება და ირაკლის? არაა, თავი გააქნია თითქოს აზრებს იშორებსო, არც ამას არ ვეტყვი. ლიკას ერთი კვირის შემდეგ გოგიმ Volkswagen GT მიუყვანა სახლში, რითაც ძალიან გაახარა.
ირაკლიმ AUDI-ის მარკის მანქანა იყიდა.
იმ საღამოს შემდეგ ირაკლი ყოველ დღე ურეკავდა ლიკას, მაგრამ ის ჯიუტად არ პასუხობდა, ირაკლი მაინც რეკავდა და რეკავდა.
##################
ივნისი ბოლო რიცხვებს ითვლიდა გოგოებმა ბარგის ჩალაგება რომ დაიწყეს, რადგან დილით უკვე წასვლას აპირებდნენ. ნატამ თავისი მანქანით წასვლა შესთავაზათ მაგრამ ყველასგან ცივი უარი მიიღო. შენი სიფიცხის ამბავი რომ ვიცით ბორჯომამდეც ვერ მივაღწევთ სასწრაფოთი ისევ თბილისში გამოგვაქცევენო, ასე რომ გადაწყვიტეს ლიკას ჯეტათი წასულიყვნენ.
ლიკამ მარიამსაც შესთავაზა წასვლა მაგრამ მან თბილისში დარჩენა და დაქალებთან ერთად გართობა არჩია.
ბორჯომში წასვლის წინა საღამო იყო, ლიკა ძალიან დაღლილი დაბრუნდა სამსახურიდან. არაფრის თავი აღარ ჰქონდა, არაფერი უჭამია, ოთახში შევიდა და ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო. მარიამს დაურეკა და სთხოვა დახმარებოდა. მარიამმი გარეთ მეგობრებთან ერთად იყო გასული, ყველას დაემშვიდობა მეორე დღემდე და სახლში წამოვიდა.
როგორც მოვიდა სახლში ნინას და გოგის დაუკოცნა ლოყები და ლიკას ოთახში შევარდა.
ერთი წაუსტვინა და გულიან ხარხარს მოყვა.
-დედააა, ბომბი ჩამოვარდა ჩვენს ოთახში? რამდენი ტანსაცმელია გაშლილი რა არი გოგო.
-მოდი მომეხმარე ნუ მაიმუნობ, სად რა ჩავალაგო ვერ გამიგია.
-სულ აპირებ გადასვლას? იეს, ოთახი მარტო ჩემი იქნება და შენი ხვრინვა აღარ შემაწუხებს. - სიხარულით მაღლა ახტა.
-ჯერ ერთი ვერ მოგართვი ქალბატონო მარიამ, არსად გადასვლას არ ვაპირებ და მეორეც ხომ არ დაგავიწყდა რომ მე კი არა შენ თვითონ ხვრინავ ხოლმე?
-უი, მართლა? -უხერხულად შეიშმუშნა მარიამი. - უჰ, ეგ არაფერი შენიდან სად წავა? -უცებ იპოვა გამოსავალი და გამხიარულდა.
-კიდევ დიდხანს უნდა იდგე ასე? -ლიკამ ტანსაცმლის ჩალაგებას თავი დაანება და დოინჯ შემოიწყობილი მიაშტერდა მარიამს.
-კარგი, მოგეხმარები, ნუ მიბღვერ, შენი ჯაჯღანის თავი არ მაქვს. გგონია მე უსაქმოდ ვიჯექი დღეს? ჯერ გავიღვიძე, ეგეც ხო საქმეა არა? მერე ვისაუზმე, მერე ბაზარში გავყევი დედას, მერე მოვედი და საჭმლის მომზადებაში დავეხმარე, მერე ბავშვებთან ერთად გავედი სასეირნოდ, ეს ყველაფერი ცოტაა? -ხელის გული შუბლზე გადაისვა და გვერდით დაიქნია ვითომ ოფლი მოიწმინდა.
-ოხოხოხო როგორ დაღლილა ჩემი საწყალი და, ჩამოჯექი მარიამ დაისვენე. -ლიკამ ხელით მიუთითა საწოლზე და ხელში რომ მაისური ეჭირა სახეში ესროლა. - არაფერი გეშველება გირჩევნია მომეხმარო.
ამ დროს ლიკას ტელეფონმა დარეკა, მარიამმა ტანსაცმელს შორის ტელეფონის ძებნა დაიწყო, ვერც კი მოასწრო ლიკამ თქმა არ ეპასუხა, ისე დაწვდა ტელეფონს და უპასუხა:
-მარიამი ლიკას მენეჯერი გისმენთ. - ვითომ ვერ დაინახა ირაკლი რომ ეწერა ნომერს.
-მარიამ ირაკლი ვარ, ლიკა დამალაპარაკე გთხოვ, რამდენი დღეა ვურეკავ და არ მპასუხობს. - სწრაფად მიაყარა ირაკლიმ.
-კარგით ახლავე დაგალაპარაკებთ ბატონო გუჯა.
-მარიამ ვინ არის მომეცი ტელეფონი. - ხელი გაუწოდა მარიამს ლიკამ ტელეფონის გამოსართმევად.
-ვიღაც გუჯაა კარდიოლოგი ვარო. - ტელეფონი მიაწოდა და სიცილის შესაკავებლად ტუჩები მოკუმა.
-დიახ, გისმენთ. -არც დაუხედია ტელეფონისთვის ისე უპასუხა.
-ლიკა გთხოვ არ გამით..... -სწაფად ეცადა ეთქვა მაგრამ გაითიშა, ისე გამწარდა ტელეფონი მთელი ძალით დაახეთქა ძირს და ნამსხვრევებად აქცია. -რა გავაკეთო ღმერთო რა? როგორ დავარწმუნო რომ მართლა მიყვარს და არ ვატყუებ, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს....
მერე მანქანასთან ჩაიკეცა და ცრემლიანი თვალებით ცას ახედა, ღმერთს სთხოვდა გონება გაენათებინა როგორ მოქცეულიყო ამ სიტუაციაში.
-უთხარი ამოსძახა შინაგანმა ხმამ.
-ხომ იცის რომ მიყვარს?
-უთხარი, უთხარი, რომ გიყვარს. - კიდევ ერთხელ იყო შიგნიდან ხმა.
-მერე დაფიქრდა, თითქოს რაღაცას იხსენებდა, მაგრამ ვერ გაეხსენებინა. უეცრად თვალებში თითქოს ცეცხლი ჩაუდგაო ისე აენთო მისი თაფლისფერი თვალები, სწრაფად წამოდგა და მანქანის კაპოტს მთელი ძლით ხელი დაარტყა. მართალია, როგორ დაიჯერებს რომ მიყვარს როცა არც კი მითქვამს. ვახ, რა სულელი ხარ ირაკლი ალანია. აქამდე როგორ... როგორ ვერ მოიფიქრე გეთქვა. არ იჯერებს, ანდა რას დაიჯერებს თუ არ უთხარი. მეთქვა რა, მივსულიყავი და უბრალოდ მეთქვა. ვის ელოდები, რას ელოდები, მაგრამ ისე გამოვშტერდი მოვიფიქრე მაგდენი? თუ არ ვიჩქარე მართლა დავკარგავ და ეგ იქნება რა. გიო მართალი იყო როცა მითხრა თუ რამე არ შეიცვალა და სიტუაცია შენი კონტროლის ქვეშ არ მოექცა აგახევს მაგ გოგოს ვიღაც იდიოტი და დარჩები ჩალაგამოვლებულიო. უნდა დაველაპარაკო მაგრამ როდის? როგორ? ბორჯომში რომ ჩავიდე? არააა, იქ გოგოები არ დამაცდიან და თინა ხო საერთოდ. მაშ სად? იაზროვნე რა, გადავიწვი თუ რა ხდება? სხვა სიტუაციებში თუ არა ვჭედავ ახლა რა მჭირს? გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს? მაგრამ რა?
იდგა სახლის ეზოში მილიონ აზრთან შეჭიდებული და ვერ გაეგო რა მოემოქმედებინა, დრო და დრო მუდარის მზერით ახედავდა ხოლმე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და დანაღვლიანებული მზერით იყურებოდა უსასრულობაში.
###############
ლიკამ ტელეფონი გათიშა თუ არა მარიამმა ხმამაღლა სიცილი დაიწყო, ლიკამ თვალებანთებულმა დაუყვირა:
-შენ ნორმალური ხარ? რა უფლებით პასუხობ ზარს? თან რომ მატყუებ კარდიოლოგიაო. გული გამისკდა კინაღამ, მეგონა ვინმე გახდა ცუდად.
-ერთი ამიხსენი რა არ მოგწონს მაგ ბიჭის? 29 წლისაა, უსიმპატიურესია. შენზე მაღალია, ერთი და რვა მაინც იქნება, შავი მოკლედ შეჭრილი თმა აქვს, ლამაზი თაფლისფერი თვალები, თანაც ვარჯიშობს, ჯანმრთელი ცხოვრების რიტმს მისდევს. ესეთი იდეალური გარეგნობა აქვს ჯერ, მერე მხიარულია, ეგეც რომ არ იყოს ჭკვიანია, ვერ ხედავ ბიზნეს როგორ უძღვება? მე ყველაზე მეტად მაგის მოხატული ხელები მომწონს, ჯემპრი აკაპიწებული რომ აქვს და მაინც თითქოს რაღაც აცვიაო, ვგიჟდები ხოლმე ისე ლამაზად ჩანს შორიდან.
-გთხოვ, მორჩი სისულელეებს.
-კარგი ლიკა, არ გინდა ეს თავის მოკატუნებები და მსგავსი რაღაცეები, მშვენივრად იცი რომ უყვარხარ.
-როგორ თუ ვუყვარვარ? და ოთხი წლის მანძილზე ერთხელაც არ უნდა ეთქვა რომ რამე გრძნობა ქონდა? სასაცილოა პირდაპირ. - ლიკამ თავი დახარა ცრემლიანი თვალების დასამალად. -იცი რას გეტყვი მარიამ, კი არ ვუყვარვარ მიხვდა რომ მე მიყვარს სიგიჟემდე და უნდა გამომიყენოს და მიმაგდოს. გაერთოს და უბრალოდ ნაგავში მომისროლოს. ისე, როგორც ჩემამდე ბევრ გოგოს უყო. თითები არ მეყოფა იმათ ჩამოსათვლელად. რა გინდა მარიამ რა? გინდა რომ დავიტანჯო? არ მეყო შეურაწყოფები? გინდა იმ გოგოების რიგში მნახო კლინიკებში აბორტების დაუსრულებელ რიგში რომ დგანან თავიანთი ჯერ არ დაბა,დებული შვილების მოკვლის მოლოდინში? თუ გინდა მტკვარში დამხრჩვალი ახალგაზრდა გოგოების რიგს მიმაწერონ მეც, ან მარტოხელა დედების, მათ შვილებს სკოლაში ნაბიჭვრების იარლიყს რომ მიაკრავენ ხოლმე და ყურში ჩასძახიან დედის შვილი ხარო?! მე არ მივცემ უფლებას ჩემი გრძნობები ფეხქვეშ გათელოს, უბრალოდ არ მოვუშვებ ახლოს, არა მარიამ არა. სულ რომ მომიხდეს საქართველოდან წასვლა, წავალ. მართლა წავალ, უკვე აღარ შემიძლია ისე მიყვარს, მართლა ძალიან მიყვარს, სიგიჟემდე მარიამ. გარეთ რომ გავდივარ სულ ის მელანდება. რამდენჯერაც BLEU DE CHANEL-ის სუნს ვიგრძნობ ქუჩაში იმდენჯერ ირაკლი მგონია, რამდენი სადმე შევამჩნევ სიხარულით ლამისაა გული გამისკდეს. შენ კიდევ უყვარხარო, რატომ არ მეუბნება? რატომ მარიამ? რატომ მკლავს ცოცხლად? რატომ? გეკითხები რატომ?! აღარ შემიძლია ვეღარ ვუძლებ. დედას და მამას უკვე ავუხსენი ყველაფერი, ბორჯომიდან როგორც კი ჩამოვალ გადაწყვეტილია მოსკოვში გადავდივარ გიოსთან საცხოვრებლად და ჩემი ფეხი არ იქნება საქართველოში. ის კიდევ იპოვის ვინმე ახალ გასართობს და ყურადღებას მასზე გადაიტანს, მე მეტის ატანა მართლა აღარ შემიძლია. -ლიკა ატირდა და საწოლის კიდესთან დაბლა ხალიჩაზე უღონოდ დაეშვა.
მარიამი უხმოდ ყლაპავდა ცრემლებს, მერე თვითონაც მიუჯდა ლიკას, ხელები მაგრად მოჰხვია მის მუხლებს და ხმამაღლა ატირდა.
-მე არ მინდა რომ წახვიდე. არ გინდა გთხოვ, არ გააკეთო ეგ. გემუდარები ლიკა.
-არც მე მინდა, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერა ვხედავ. ნუ დარდობ თავიდან არის ძნელი, თორემ მერე ადამიანი ყველაფერს ეჩვევა.
-არა, არაფერსაც არ მივეჩვევი. არ მინდა რომ წახვიდე, რთულია მაგის გაგება?!
-გთხოვ, ისედაც ძალიან ცუდად ვარ.
-ნუ მთხოვ, გგონია მე არ ვიქნები ცუდად?! გოგოებს უკვე უთხარი?
-არა და არ გაბედო ქეთოსთან რამის თქმა.
-მეც არა ვთქვი რა სჭირთ დედას და მამას რატომ აღარ იღიმიან ეს დღეები და აი თურმე რაში ყოფილა საქმე.
-ბორჯომში მეც წამოვალ გთხოვ, სანამ წახვალ მოგისურვილებ მაინც.
-არა! შენ ხომ უარი მითხარი, გოგოები რაღაცას იეჭვებენ, მე კიდევ მინდა ჩემი წასვლის შემდეგ გაიგონ ყველაფერი.
- არ გგონია რომ ყველაფერს ძალიან ართულებ? -თავი ასწია მარიამმა და ლიკას შეხედა.
-აბა, როგორ მოვიქცე? მითხარი და გავაკეთებ.
-მიდი და პირდაპირ უთხარი რომ გიყვარს.
-რაა? გაგიჟდი გოგო შენ?
-არა ეგ მართლა ცუდი აზრია, მაგრამ ხომ თქვი მითხარიო, ხოდა რაც თავში მომივიდა ის გითხარი. კარგი, დაწყნარდი და ადექი ტანსაცმლის ჩალაგებაში მოგეხმარები.
კიდევ დიდხანს ალაგებდნენ გოგოები, ერთად არჩევდნენ რა ჩაედოთ ჩანთებში. მერე ყველაფერს რომ მორჩნენ დასაძინებლად დაწვნენ, მაგრამ ძილი არცერთს არ მიჰკარებია, მხოლოდ გათენებისას ჩაეძინა ორივეს.
იმ ღამეს ირაკლი ბარში წავიდა ბიჭებთან და ერთად მსჯელობდნენ სად და როგორ შეხვედროდა ლიკას და რა ეთქვა. ვერაფერზე შეთანხმდნენ და გამთენიისას დაიშალნენ.
დილით უკვე რვისთვის ლიკა ჩანთებს აბა,რგებდა მანქანაში და წასასვლელად ემზადებოდა.
სევდიანი დაემშვიდობა მშობლებს. მარიამს დაუბარა არ მოიწყინოო, გაუღიმა და ჩაეხუტა. მას არ გაუცინია, იცოდა მალე გავიდოდა დრო და მერე ლიკა სულ წავიდოდა ქვეყნიდან. საერთოდ აღარ უნდოდა თბილისიდან ლიკას გაშვება მაგრამ რას იზავდა. გოგიმ და ნინამ უთხრეს ცოტა ხანი მაინც გაატაროს გოგოებთან, მერე ვეღარ ნახავენ ერთმანეთს, თანაც ცოტა განიტვირთება და გულს გადააყოლებსო.
სხვა რა გზა იყო უნდა გაეშვა, ტირილით შევარდა საწოლ ოთახში, ლოგინზე პირქვე დაემხო და ხმამაღლა ტირილი დაიწყო.
##############
უკვე კარგა ხნის გასულები იყვნენ ავტობანზე უკნიდან შავი ვექტრა რომ წამოეწიათ სიგნალებით, ქეთომ ყვირილი დაიწყო:
- ვაიმე გოგო ეტყობა ნაცნობია ვინმე გააჩერე იქნებ რა უჭირს.
-ლიკამ ერთი გაოცებულმა გადახედა.
- გოგო ავტობანზე ვის გაუგია გაჩერება გაგიჟდი? ნაცნობები არა ის კიდე. შეხედე ვიღაცა დარტყმულები არიან. ფუ ამათი გადაკიდებაღა გვაკლდა რა.
-ნატა ერთი კარგად დააკვირდი რამდენნი არიან თუ გაჭირდა მოვერევით?
-ვაიმე ლიკა გეხვეწები ეხლა შენ აქ ორთაბრძოლა არ მოგვიწყო გეხვეწები რა, გაგიჟდება ბებო იცოდე ნაცემები რომ ჩავიდეთ.
-ხუმრობს ქეთო ლიკა, ხუმრობს! რა პანიკებში ხარ გოგო რა გჭირს. ლიკას ნაცემი გინახავს როდესმე? -იცინოდა ანი.
-აუ გოგო რავიცი ისე სერიოზულად უთხრა ნატას გული გადამიტრიალდა, მეთქი ეგ არი და რამე ცუდი მოხდებათქო.
-კაი რა ქეთუშ, დამშვიდდი და შენ მარტო მიყურე ცოტახანში როგორ მოვიშორებთ, სიგნალებით რომ აგვიკლეს.
ბიჭების მანქანაში:
-აუ გიო ცოტა მიადგი რა, მალე ჩავიდეთ ბათუმში თორემ ხომ იცი ვერ ვისვენებ უკვე. რა პონტია მიღოღავ მგონია.
-კაი რა თენგო, ნუ დაიწყებ ხოლმე წუწუნს ჭირვეული ცოლივით, ხომ ხედავ ჩვენც შენთან ერთად მოვდივართ. - შეუბღვირა ლაშამ. - ჩავალთ რა ბათუმში და მერე ყველაფერი დაგავიწყდება. ნაშები, კლუბები, სასმელი და.... აუ ბიჭო ეხლა ცივი სასმელი რა გაასწორებდა.
-ეე ბიჭო კაით რა, საიდან მოგიტანოთ ეხლა ცივი სასმელები? ერთი ჩავამთავროთ ავტობანი და მერე სადმე გავჩერდეთ საჭმელად თორემ მეც გაძლებაზე ვარ რა. -დაიჭყანა გიო.
-აუ ჩემი ამას სულ როგორ უნდა ეძინოს ტო? -ირონიით გადახედეს გაგას. მერე გააღვიძეთ გაგვართობს მაინც. - ჩაიცინა გიომ. - ეხლა ნახეთ ამას რა უნდა ვუყო. - ფხუკუნებდა ლაშა.
-გაგააა, ეე ბიჭო გაიღვიძე. ნაშები ტო, ნაშები. - ჩაჰყვირა ყურში და მაგრად შეანჯღრია.
-აუ დამაძინეთ რა. - თვალები მოიფშვნიტა გაგამ. -დაიცა რა, რა დროს ნაშ... ნაშები ტო? -გახარებული სკამზე სწრაფად წამოიწია და ნახევრად მძინარემ აქეთ-იქით სწრაფად მოავლო თვალი, ბიჭების მეტი ვერავინ რომ ვერ დაინახა უსიამოვნოდ გადახედათ.
- ჰაჰაჰაა შენ ძმაო ისე ვერ გაღვიძებთ და....
-ჰაჰაჰა ძალიან სასაცილოა. რაო დავამხეცეთ იუმორიო? თქვენ დამცინეთ და ყველაზე მაგარ ნაშას დავითრევ და ჩალა გამოვლებულებს დაგტოვებთ, მერე მიყურეთ შორიდან.
-მერე ძმაო ჩვენ კი არ გვძინავს. აი, მე მაგალითად რუსებზე მიჭირავს თვალი. იფ რა გოგოები ყავთ რუსებს, თან ხო იცით ეგენი ქართველ ბიჭებზე აფრენენ.
-მიდი, მიდი შენ გზას უყურე სადმე არ გადაგვყარო, ხო არ დაგავიწყდა ახალი აღებული გაქვს ,,პრავა’’, თავი პროფესიონალი ნუ გგონია.- ხელით გზისკენ მიუთითა გაგამ.
-აუ ბიჭო ეს ტრეილერები საიდან გამოხტებიან ხოლმე რა. -გაღიზიანებულმა ჩართო მოხვევის ციმციმა, გასწრების მანევრი განახორციელა და ჩადგა განკუთვნილ ზოლში.
-ტრეილერი კი არა, ერთი წინ კარგად გაიხედეთ ჩვენ წინ მიმავალ GT-ში რა ამბავია? ნაშებიც აგვიყრია. -გაგამ თავი გადაყო წინა მხარეს და თვალებგაბრწყინებულმა ტაში შემოჰკრა.
-ბიჭო ეს მგონია უკვე სუნით აგნებს.
-თენგო შენ იცინე და ეგენიც ბათუმში მიდიან იასნია. აბა, ამ სიცხეში ჩემი მტერი დარჩა თბილისში, თან თუ მაყუთიც აქვთ აქეთ გადავახდევინებთ. იმის გაჩალიჩებას რა უნდა ვითომ საფულე ამოგვაცალეს ან საკრედიტო ბარათს არ მიხსნის ავტომატი, ისინიც დაიჯერებენ. მე რომ მაგათი უტვინობის ამბავი ვიცი უცებ გაებმებიან.
-ტვინი ხარ ძმაო შენ. თავის დროზე პატრონი რომ გყოლოდა პარლამენტში უნდა იჯდე ახლა.
-შენ გირჩევნია ერთი-ორი მიუსიგნალო და ყურადღება მიიქციო, დაკერავას რაღა უნდა? ჩემი დაუკერავი ქალი გინახიათ ძმაო სადმე? -წელში გაიმართა გაგა და ამაყად გადაისვა თმაზე ხელი.
-გიოც დასიგნალებას მოჰყვა და აღარ გაჩერდა. მერე ბიჭების მითითებით მანქანას გაუსწორდნენ და გაგამ თავის თავში დარწმუნებულმა რომ ყველაფერს მოაგვარებდა, ფანჯრიდან თავი გადაყო და გოგოებს ,,მომაჯადოებელი ღიმილი ესროლა’’.
-რაო თოჯინებო საით მივიჩქარით, ბათუმში ხომ არაო?
-ეს ზესიმპატიური ბიჭები საიდან ჩამოვარდით აქ? -ნატამ ეშმაკურად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
-შენნაირი ლამაზი გოგოს გამო ფრთებსაც გამოვიბამ და ისე ვიფრენ.
-აუ რა საყვარელი ხარ, როგორ ხუმრობ . -გაუღიმა ნატამ.
-ეგ ხო იასნია ბათუმში რომ მიდიხართ და ასეთი ლამაზი გოგოები მარტო ბათუმში ცოტა საშიშია და არ გინდათ კომპანიონობა გაგიწიოთ?
-ვაიმე, შენ ზესიმპატიურთან ერთად მკითხავიც ყოფილხარ. - გადაირია ნატა.
-აბა, რა. - შეიფერა გაგამ.
-და რაზე მკითხაობ ხოლმე? -დაინტერესდა ნატა.
- კარტზე, მაგრამ შენ თუ გინდა ხელისგულზეც გიმკითხავებ.
-ვა მართლა?
-აბა, რას იტყვი ლამაზო ბათუმი, ჩვენ და რამე. წავა ხომ? მაგრად გავერთობით.
-რატომაც არა? დიდი სიამოვნებით, თანაც თქვენნაირ ჯენტლმენებს სად შევხვდებით, არა გოგოებო? -ირონიულად გადახედა ნატამ გოგოებს.
-მორჩა საქმე მოგვარებულია. - გამარჯვებულის იერით ხელი ჩაურტყა თენგოს და ნატას გაუღიმა. -ნატამაც ცალყბად გაუღიმა და ანერვიულებულმა ლიკას უჩურჩულა:
- რამე მოიფიქრე თორემ ცოტაც და იცოდე ხელჩანთას ვთხლიშავ სიფათში თუ არ მოკეტავს.
- აბა, ბიჭებო კინო დამთავრებულია ეხლა წავედით სახლში. - ლიკამ ბიჭებს ხელი დაუქნია, მერე სიჩქარეში გადართო და გაზის პედალს ბოლომდე მიაჭირა ფეხი. მანქანა ადგილს მოსწყდა, წინ გაიჭრა და გაუჩინარდა მანქანებს შორის.
-ჩვენი დაკერილი გოგოებიც მოტყდნენ. -ირონიულად გადახედა ვანომ გაგას და წარბი აუწია. - აბა, ჭკუის კოლოფო რით ვიმართლებთო თავს?
-რავი ბიჭო მშვენივრად ავაწყეთ მე და იმ გოგომ დიალოგი და რა მოელანდათ ასე უცებ.
-ეგ შენ გეგონა რომ ააწყე თორემ.... ეე, წამო, წამო, ისევ სხვები მოვნახოთ ვინმე ნაკლებად ჭკვიანები.
-განწყობა გაფუჭებულებმა გააგრძელეს ბიჭებმა გზა ბათუმამდე, იმის იმედით რომ ბათუმში მაინც გაუმართლებდათ.
########
ბორჯომში რომ ჩავიდნენ ლიკამ ლამაზ ორსართულიან სახლის ეზოში შეიყვანა მანქანა, ჭიშკარი ღია იყო, თინა ბებო უკვე ეზოში ელოდებოდათ და გოგოების დანახვაზე პატარა ბავშვივით ატირდა. მერე სათითაოდ ჩაიკრა ოთხივე გულში და მოეფერა.
-ქეთო შე კუდიანო, ნუ გავიწყდება რომ ბებო გყავს რომელსაც ძალიან უყვარხარ. მარტო რომ მირეკავ, ჩამოდი ხოლმე ბებო ხშირად, სამსახურს რომ გადაჰყევი ცოტა საკუთარ თავზეც ხომ უნდა ფიქრობდე? მარტო ირაკლი მნახულობს ხოლმე ხშირად და ისიც თბილისში გამორბის მალევე. მერე ლიკას მიუბრუნდა.
-ლიკა ჩემო პატარა გოგო, შენ რაღატომ დამივიწყე? -საყვედურის ტონით ეუბნებოდა თინა და გულში იკრავდა. - უფრო დამშვენებულხარ ბები და გაზრდილხარ, რომ იცოდე რამდენჯერ ვთხოვე ქეთოს ჩამოსულიყავით, მაგრამ არა და არ დაგადგათ საშველი. ასე უნდა? -ლიკას არაფერი უთქვამს, მარტო უღიმოდა და გულში იკრავდა გახარებულ მოხუცს, რომელიც სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებდა.
სანამ მანქანიდან ბარგის გადმოლაგებას და ოთახებში დაბინავებას მორჩნენ, მოსაღამოვდა კიდეც. ამ დროის განმავლობაში თინა სამზარეულოში ფუსფუსებდა და გოგოებისთვის საჭმელს და ტკბილეულს ამზადებდა.
მერე ეზოში საგანგებოდ გოგოებისთვის სუფრა გააწყო და სანამ კარგად არ დაანაყრა ყველა არ მოეშვათ. ბევრი იმხიარულეს სუფრასთან, ბევრი კურიოზი გაიხსენა თინა ბებომ თავისი ახალგაზრდობიდან და კარგადაც გაამხიარულა ისინი. კარგად შებინდებული იყო დასაძინებლად რომ შევიდნენ სახლში.
თვე ისე გავიდა გოგოებმა ვერც კი გაიგეს, თითოეული დღე მხიარულად იწყებოდა და ასევე მხიარულად მთავრდებოდა. თინა ბებო ყურადღებას არ აკლებდა არც ერთს, ძალიან შეუყვარდა ანი და ნატაც ამ დროის განმავლობაში. ისეთი ბედნიერი იყო სიხარულით დაფრინავდა, ვიღას ახსოვდა ასაკი, თავი ისევ პატარა გოგო ეგონა.
ქეთო საკუთარ თავთან დადებულ პირობას პირნათლად ასრულებდა, ყოველ დილა საღამოს დარბოდა და აერობიკის გაკვეთილებით ვარჯიშობდა რომ რაც შეიძლება მალე დაეკლო წონაში, გოგოებიც ეხმარებოდნენ და აგულიანებდნენ დაქალს.
ლიკა დღეში რამდენიმეჯერ რეკავდა სახლში და ყველას ამბებს კითხულობდა, უყვებოდა გოგოების ამბებს და პირიქით, ნინაც ბედნიერი იყო ლიკას კარგი განწყობის გამო. მარიამსაც უხაროდა, მაგრამ სულ სევდიანი დადიოდა მაინც, რაც უფრო ახლოვდებოდა თვის ბოლო მით მეტად ეტყობოდა აფორიაქება და ნერვიულობა. დილით ადრე გადიოდა და საღამოს გვიან ბრუნდებოდა, ხანდახან საჭმელსაც არ ჭამდა, რაც ძალიან ანერვიულებდა გოგის და ნინას.
თინა ყოველ დღე ურეკავდა მაიას და იქაურ ამბებს ატყობინებდა.
24 აგვისტო გათენდა. როგორც ყოველთვის მხიარულად დაიწყეს დილა, ისაუზმეს თუ არა სახლის დალაგებას შეუდგნენ მალე რომ მორჩენილიყვნენ, რადგან გადაწყვიტეს სადმე გასულიყვნენ მანქანით და ბებოც წაეყვანათ. სწრაფად მიალაგეს. თინა სულ იმათ ლოცვაში იყო, რა დაუზარელი გოგოები არიან არაფერს არ მაცდიანო, კიდევ კარგი სამზარეულოში მაინც არ ვუშვებ თორემ საერთოდ უსაქმოდ დამტოვებდნენ ესენიო.
ლიკა მანქანას რეცხავდა მისმა ტელეფონმა რომ დარეკა, ეკრანს რომ დახედა სახეზე ფერი დაკარგა, სახლიდან მოშორებით ჩქარი ნაბიჯით გავიდა, რომ ვინმეს მისი საუბარი არ მოესმინა, მერე ხელი აუკანკალდა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და უპასუხა.
-გისმენთ.
-ლიკა როგორ ხარ? გაგა ვარ. - მხიარული ხმა მოისმა ყურმილში.
-ვიცი, რომ გაგა ხარ, რა გინდა?!
-რა საჭიროა უხეშობა? გუშინ ჩამოვედი თბილისში, მინდა რომ გნახო და ვილაპარაკოთ. შეგიძლია ერთ საათში შემხვდე სადმე კაფეში?
-თბილისში არ ვარ და არც შენთან შეხვედრის სურვილი მაქვს!
-აბა, სად ხარ? ისვენებ სადმე?
-რა მნიშვნელობა აქვს სად ვარ, ხომ არ დაგავიწყდა ჩემთვის შენ არავინ ხარ და არ ვარ ვალდებული ანგარიში გაბა,რო!
-როგორ თუ არავინ? ან ეს რა პასუხია, გითხარი შენთან ლაპარაკი მინდა, რა გაუგებრად იქცევი, გინდა მე დამემალო? ხომ იცი რომ მაინც გნახავ.
-შენგან განსხვავებით მე დასამალად არ გამხდომია საქმე, ასე რომ საყვედურებს მოეშვი.
-მაშინ შემხვდი.
-რადგან არ იშლი შეგხვდები, მაინც მომიწევს შენი ნახვა და ჯობია მალე გავარკვიოთ ყველაფერი. ხვალ ჩამოვალ თბილისში და შევხვდეთ.
-მაშინ რამე კარგ ადგილს შევარჩევ და....
-არ მინდა! ხვალ შენ სამსახურთან რომ მოვალ მოგწერ, ნახვამდის.
-გაუთიშა თუ არა ძალაგამოცლილი შემობრუნდა და მანქანისკენ წავიდა. უფროსებს რა გამოეპარებათ, მითუმეტეს თინა ბებოს, მას ისეთი მახვილი მზერა ჰქონდა ვერაფერს გამოაპარებდნენ. ახლაც შეუმჩნეველი არ დარჩენია ლიკას უცნაური საქციელი და აკანკალებული ხელები, მიხვდა რაღაც რიგზე რომ ვერ იყო. სამზარეულოდან გამოვიდა და ლიკას მიუახლოვდა, ჩუმად სიყვარულით სავსე ხმით ჰკითხა:
-ლიკა შვილო ხომ მშვიდობაა, რა სახე გაქვს?
-გაგა ჩამოვიდა ბებო და ჩემთან შეხვედრა უნდა. სახლში უნდა წავიდე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარკვიო ყველაფერი, ამ წუთას თითქოს დავიწყებული ტკივილი ახლიდან გამიცოცხლდა გულში და გონებაში.
- ნუ გეშინია შვილო, ხომ იცი საქართველო პატარაა ქვეყანაა, მითუმეტეს თბილისი, როგორც არ უნდა დაემალო, როგორც არ უნდა ეცადო და მოერიდო, სადმე მაინც შეხვდები და გიჯობს სანამ დროა და უარესად არ აურევია მაგ ბიჭს შენი ცხოვრება დაელაპარაკო და ყველაფერი გაარკვიო.
- ხვალ დილით ადრიანად წავალ, სანამ გოგოები გაიღვიძებენ. არ მინდა დასვენება ჩავუმწარო, ხომ ვიცი მაგათი ამბავი წამოსვლას მოინდომებენ, აქ კი ძალიან კარგ დროს ვატარებთ ყველა და მინდა სანამ თბილისში ჩამოვლენ არაფერი გაიგონ. ვეტყვი სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და აუცილებლად უნდა წავიდე, მაგრამ მეეჭვება დაიჯერონ.
-არა შვილო მასე ხომ გაანაწყენებ გოგოებს, ჯობია სიმართლე უთხრა რაც ხდება. დებივით ხართ ერთმანეთისთვის და არ შეიძლება დამალვა. დღეს არსად წავალთ, შენ მიდი დაელაპარაკე და სხვა დროს წავიდეთ, ისედაც გამატუტუცეთ ამ ხნის ქალი, მგონი საკმარისია, მეყო.
- თინა ბებო რა კარგი ხარ, ნეტავ იქ თბილისში ცხოვრობდე ახლოს, ყოველ დღე მოვიდოდი და მაგრად ჩეგეხუტებოდი, ბედნიერია ქეთო შენნაირი ბებო რომ ჰყავს. - ცრემლიანი თვალები მოიწმინდა და მოხუცს მაგრად ჩაეხუტა.
- შვილო მე მარტო ქეთოს და ირაკლის კი არ ვთვლი ჩემს შვილიშვილებად დიდი ხანია შენც დაიკავე ჩემს გულში ადგილი და იმ ორმა საყვარელმა ჭრიჭინამ შენ და ქეთომ რომ ჩამომიყვანეთ. თქვენა ხართ ჩემი მზეები და ფერადი ყვავილები, რომლებიც სიცოცხლის ძალას მმატებენ. წამოდი ახლა სახლში შევიდეთ და დაველაპარაკოთ. -სიყვარულით მიეფერა ლიკას და ორივენი სახლში შევიდნენ.
-ანი, ნატა, ქეთო სად ხართ? ცოტა ხნით მისაღებში გამოდით.
-რა მოხდა? კიბეებზე დაეშვნენ სამივე.
-ლიკა რა სახე გაქვს ფერი არ გადევს, მოხდა რამე?
-ქეთო გაგამ დამირეკა. თბილისში ჩამოვიდა. -მძიმედ ჩაეშვა სავარძელში და სახე მოეღუშა.
- მოკლედ რაა, ძლივს გვეღირსა ოთხივეს ერთად წასვლა და დასვენება და ვინ გაცდის. რაო რა მინდაო?
-ჩემთან შეხვედრა და დალაპარაკება უნდა, ხვალ მივდივარ და არ დაიწყო ახლა მარტო არ გაგიშვებ და მსგავსი სისულელეები. მე მარტო უნდა შევხვდე და მორჩა, ხომ უნდა გავარკვიო ერთხელ და სამუდამოდ, რომ მეც დავისვენო და იმანაც.
-ერთი გაგა ვინ ჯანდაბა,ა ამიხსნის ვინმე?
-ერთი დედიკოს ბიჭია ნატა თავი დიდი ვინმე რომ ჰგონია და ამ დროს არაფერს წარმოადგენს, ასე ვთქვათ ლიკას არც თუ ისე სასიამოვნო წარსულის გადმონაშთი, რომელიც როგორც ვხვდები ისევ ცდილობს მის ცხოვრებაში შემოჭრას. არა ლიკა? -უსიამოვნოდ გადახედა სავარძელში უღონოდ მჯდარ ლიკას ქეთომ.
-ცოტა ხნით უნდა გავიდე, ძალიან გთხოვთ არ ამიკლოთ ზარებით როგორც გჩვევიათ. ცოტა დამშვიდება მჭირდება და მოვალ. -ძლივს წამოდგა და გარეთ გავიდა.
-სად წავიდა? -იკითხა ანიმ.
- არაფერია ანი ფეხით გაივლის და მოვა, რომ დამშვიდდება.
- ქეთო გვეტყვი ბოლოს რა ხდება?
-ოჰ, კარგი დასხედით და მოგიყვებით. სულაც არ მსიამოვნებს მაგ ამბის გახსენება მაგრამ ხომ უნდა იცოდეთ თქვენც. მოკლედ ოთხი წლის წინ როგორც ყოველ ზაფხულს მე და იკა ვიყავით აქ ჩამოსულები ორი კვირით დასასვენებლად. ყოველ დილა შვიდზე გავდიოდით ხოლმე პარკში სავარჯიშოდ იკას დაჟინებული მოთხოვნით, თორემ მე სულაც არ მეხალისებოდა. იმ დღეს ირაკლის ადრიანად გაეღვიძა და არ მომასვენა სანამ ძალით არ გამომათრია სახლიდან. წარმოიდგინეთ დილის ხუთზე ნახევრად მძინარე მივყვებოდი სავარჯიშოდ და თუ რამე სალანძღავი სიტყვა მოეპოვებოდა ჩემს ლექსიკონს იმ წუთას ვამკობდი ირაკლის. დიდების ატრაქციონებს რომ მივუახლოვდით შორიდანვე შევამჩნიე სკამზე მჯდარი ვიღაც, ირაკლის რომ ვუთხარი უსახლკარო იქნება შეეშვი ასე იციან ხოლმეო. ნაბიჯს ავუჩქარე და ახლოს რომ მივედი ვხედავ ჩემი ასაკის გოგოს, მთლად სველს, სიცივისაგან სულ გალურჯებულიყო და კანკალებდა, ახლოს მივედი და გამოველაპარაკე, რომ შემომხედა ტირილისაგან თვალები ჰქონდა ჩასისიხლიანებული, ძალიან შემეშინდა, ჩემი სპორტული გავიხადე და მოვაცვი. ვიღას ახსოვდა ძილი სულ გამომფიზლდა იმის შემყურე, ირაკლის ვეძახი სახლში წავიყვანოთ გაცივდება მომეხმარეთქო, მივიხედე და დგას გაშეშებული და ჩაცემენტებული, ადგილიდან არ იძვრის. სანამ არ დავუყვირე აზრზე ვერ მოვიდა.ლიკა არ მოგვყვებოდა ძალიან ცხვენოდა მაგრამ მე მაჯობებდა? ძალით ამოვიყენე გვერდში და გასასვლელისკენ წავიყვანე, იკა მანქანის მოსაყვანად გავაგდე, სახლამდე ფეხით რა მივიდოდა ისედაც ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ძალიან მეშინოდა ხელებში არ ჩამკვდომოდა. ძლივს გავედით პარკიდან, იკას მანქანა უკვე მოეყვანა, რომ დაგვინახა გამოიქცა და მომეხმარა მანქანამდე მიყვანაში. სახლში რომ მოვიყვანეთ სიცხისგან იწვოდა, თინამ სასწრაფოდ შხაპი მიაღებინა და ლოგინში ჩააწვინა. ისე შეფუთა სათბილობლებით რომ სახე ძლივს უჩანდა. ყოველ ნახევარ საათში სიცხეს ვუზომავდით რომ ტემპერატურის რეგულირება შეგვძლებოდა, თინა ძალით რაღაც ჩაებს ასმევდა გაზაფხულის სურნელი აქვს და უშველისო. თვალებზე გვირილის ნაყენის საფენები დავადეთ რომ როგორმე დასიება და შეშუპება ცოტათი მაინც მოგვერჩინა. რა დღეში ვიყავით და როგორ ვნერვიულობდით თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ძლივს შევძელით სიცხის დაწევა საღამომდე, ძალიან ცუდად იყო ემოციურად და ფსიქოლოგიურადაც, სულ ეტირებოდა საწყალს. ისე მეცოდებოდა იმის შემხედვარე მეც ვერ ვიკავებდი ცრემლებს. ირაკლი ოთახში ვერც კი შემოდიოდა, სახლში და ეზოში წინ და უკან დადიოდა და ნერვიულად ხლართავდა თითებს ერთმანეთში. ლიკას ტელეფონიც გამუდმებით რეკავდა, არ მინდოდა მაგრამ ბოლოს ავდექი და ვუპასუხე. მარი აღმოჩნდა, ნუ მაშინ ხომ არ ვიცოდი ვინ იყო. ისიც ტიროდა და ძალიან ნერვიულობდა, რომ ვუთხარი სად და როგორ მდგომარეობაში ვიპოვეთ გადაირია დღესვე ჩამოვალთო, ძლივს გადავაფიქრებინე ვუთხარი რომ საიმედო ხელში იყო და მეორე დღეს ჩამოსულიყვნენ, ღამე მანქანით მგზავრობა მაინც არ იყო ხელსაყრელი. გვიან ღამით უკვე სიცხე აღარ ჰქონდა, თინას გაზაფხულის სურნელიანმა ჩაებმა და წამლებმა კარგი ეფექტი იქონია და ცოტა საჭმელიც შეჭამა, მერე თავისი სურვილით გვიამბო რაც მოხდა. ცხოვრებაში ირაკლი ესეთი გამწარებული არ მინახავს, ვაიმე ეს გამიგიჟდა არ ვიცი რა. ჯერ გიჟივით გავარდა ოთახიდან, მერე მიდგა იმ თავის საწყალ Land Rower-ს და ისეთი ძალით ურტყა ფეხი ბამპერი ჩამოტეხა. მარჯვენა ფეხი სულ გაულურჯდა და ვეღარ ადგამდა, კიდევ კარგი თინას დაქალი ექთანია და იმ ღამეს სამსახურში არ იყო, მყესი ქონდა დაბეჟილი და გიფსში ჩაუსვა, გაგვიმართლა მოტეხილი რომ არ იყო . ეხლა კი მეცინება მაგრამ მაშინ რა მდგომარეობა იყო ჩვენ სახლში არ ვიცი. მეორე დღეს ადრიანად ჩამოვიდნენ და წაიყვანეს, ჩვენ აქ დავრჩით, სანამ ფეხი არ მოურჩა ირაკლის თბილისში იქამდე ვერ მოვახერხეთ დაბრუნება. იქამდე ლიკას ვუკავშირდებოდით და მის ამბებს ვკითხულობდით. თბილისში რომ ჩავედით უნდა გვენახა მაგრამ მოსკოვიდან რძალი ჩამოსვლია და ძალით წაუყვანია. წარმოგიდგენიათ რა კარგი ადამიანია ის გოგო, თავი საფრთხეში ჩაიგდო და რვა თვის ორსული ამხელა გზაზე ჩამოვიდა, მხოლოდ იმის გამო, რომ წაეყვანა და ცოტახნით გაერიდებინა პრობლემებისგან. იქ დატოვა სანამ იმშობიარებდა, ამასობაში ლაზეროთერაპიის შემსასწავლელ კურსებზე ჩაუწერია და მოკლედ დიდი ხვეწნა- მუდარით დაუთანხმებია ევლო. სამი თვის მერე ჩამოვიდა და Body Line-ში დაიწყო მუშაობა, ახალი გახსნილი იყო და თანამშრომლები სჭირდებოდათ, თანაც რუსეთში ნასწავლი საქართველოში ყოველთვის დიდი პრივილეგიაა და არც დაფიქრებულან ისე მიიღეს. მერე ხომ თქვენც გაგიცნოთ და ერთგული პაციენტები მეც გამაცნო, მას მერე კი ვართ ყველა ერთად.
-ქეთო ის გაგა სად იყო მთელი ეს დრო?
-თბილისში რომ ჩასულან იმ საღამოს გოგი მივარდნია ოფისში და სულ მუშტები ურტყია მაგიდაზე, თუ საქართველოდან არ წახვალ იცოდე მე ვიზრუნებ რომ გაქრე ამ ქვეყნიდანო. ლიკას ცრემლებს და შეურაწყოფას ასე ადვილად არ გაპატიებთო. ისიც იმის მაგიერ რომ ბოდიში მოეხადა და მდგომარეობის გამოსწორორებაზე ეზრუნა, ერთ კვირაში საქართველოდან გაიქცა და როგორც ვხედავთ ჩამობრძანდა და დაიწყო განკარგულებების გაცემა.
-რომელ ფირმაში მუშაობდა? ან სად ცხოვრობენ ასე რომ მოაქვთ თავი?
- მარჯანიშვილზე ცხოვრობენ ანი, ზუსტად არ ვიცი მისამართი, ლიკამ მითხრა მანანა შეროზიას ბავშვთა თვალის კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველაზე კარგად გაკეთებული სახლი მაგათ ეკუთვნითო. თვითონ რომელიღაც დიდი ფირმის ერთ- ერთი წამყვანი არქიტექტორია საქართველოში და მაგრად აქვს თავში ავარდნილი.
-ნეტავ რას თავმაღლობენ, ვისაც მართლა დიდი თანამდებობა აქვს ისინი არ იბღინძებიან მასე....
-კი ანი და თან დიდად პატივცემული ოჯახის სახელს კი ატარებენ რომ იკითხო. არა და ხომ იცი მასეთი ხალხისგან წყალიც კი არ უნდა მოითხოვო, შხამს გაწვდიან წყლის მაგიერ და ნელ - ნელა გწამლავენ, იმის მაგიერ რომ დაგეხმარონ.
-ეჰ, რას ვიზამთ არ გაუმართლა ლიკას, ეხლა ჯობია დავმშვიდდეთ სანამ მოსულა.
-ლიკა რომ მოვიდა მიხვდა რომ ყველაფერი მოეყოლა ქეთოს, ნატას და ანის ყველაფერი სახეზე ეწერათ. როგორც მოელოდა ლიკა გოგოებმა აიჩემეს ჩვენც წამოგყვებით ხვალ თბილისშიო, ბევრი ეხვეწა, მაგრამ ვერ გადააფიქრებინა ვერცერთს, მერე დათანხმდათ წაყვანაზე, ოღონდ ახლა დამასვენეთ თქვენი თავი არ მაქვსო და ოთახში განმარტოვდა რომ ბარგი ჩაელაგებინა. დილით ჯერ კიდევ ბნელოდა ისე ადრიანად ადგა რომ გოგოებს ვერ გაეგოთ მისი წასვლა,მერე თინა ბებოს დაემშვიდობა და გეზი თბილისისკენ აიღო.
#######
ლიკას წამოსვლის წინა საღამოს ბევრი ფიქრის შემდეგ მარიამმა გადაწყვიტა ირაკლისთვის ბარში მიეკითხებინა. ერთადერთი იმედი ის იყო და წავიდა კიდეც, ისე რომ გოგიმ და ნინამ არაფერი იცოდნენ.
-უნდა შევიდე, შენ ვინ გკითხავს თავზე რომ დამდგომიხარ ამხელა გოლიათი და არ მიშვებ?
-არ შეიძლება, ჯერ არ არის გახსნილი და ვერ შეგიშვებთ!
-ირაკლიიიიიიიი. აუ შემიშვი უნდა დაველაპარაკო, რა გაუგებარი ტიპი ხარ რა არის?
-კიდევ ერთხელ გიმეორებთ რომ არ შეიძლება როცა გაიხსნება მაშინ მობრძანდით!
-და როდის გაიხსნება?
-10 საათზე.
-აუუჰ. მაქამდე რა მოითმენს ჯერ ხომ ექვსიც არ არის.
-მოგიწევთ!
-ირაკლიიი, სად ხარ? დაუძახეთ თორემ არ გავჩერდები და უფრო ხმამაღლა ვიყვირებ.
- თუ ძმა ხარ წადი უფროსს დაუძახე, თორემ ამის ნერვები მართლა არ მაქვს.
-ხო და თუ არ გაქვს ნერვები შემიშვი დაველაპარაკები და გამოვალ.
-შეგიძლია ერთი წუთით მაინც გაჩუმდე?
-არა, სანამ არ შემიშვებთ!
-ღმერთო რა დავაშავე ეს რა მოუშორებელი ჭირია ტო.
-ჭირს გაჩვენებ თუ გხიე სიფათში ერთი. ჰმ, ამ თავხედს დამიხედეთ.
-დაცვის ბიჭი ბარში შევიდა და ირაკლის მოახსენა:
-ბატონო ირაკლი ვიღაც პატარა გოგო ქუჩაში თქვენს სახელს ყვირის და შემოსვლის ნებართვას ითხოვს იქნებ გამოხვიდეთ, თორემ ვერაფერს ვუხერხებთ.
-რა უნდა, არ გიკითხავთ?
- თქვენთან დალაპარაკებას ითხოვს. კონკრეტულად რა უნდა არ უთქვამს.
- წამოდი გავიდეთ და ვნახოთ ვინ არის.
-გარეთ გამოსულს მარიამი დახვდა რომელიც დაცვას გაკაპასებული ეჩხუბებოდა და მუშტებს უღერებდა.
-მარიამ შენ აქ რა გინდა? ხომ მშვიდობაა? დილას ველაპარაკე ქეთოს და კარგად ვართო ასე მითხრა.
-ააა, იკადრეთ გარეთ გამოსვლა? შენნაირი ბოროტი ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია და იმედია არც შემხვდება.
- მარიამ შენ ეხლა დაწყნარდი, შიგნით შევიდეთ და იქ ვილაპარაკოთ. სკანდალები ნამდვილად არ მჭირდება.
-სკანდალისტიც გამომიყვანა ერთი დამიხედეთ. - გაბუტული გაყვა უკან.
-ირაკლიმ მარიამი პატარა კაბინეტში შეიყვანა და იქვე მდგარ დივანზე სთხოვა დამჯდარიყო.
-უკვე მარტოები ვართ, აბა, ეხლა მითხარი რა მოხდა. უკვე გითხარი რომ ბორჯომში გოგოებს ცუდი არაფერი სჭირთ, ლიკაც მგონი კარგად არის, აი შენ რა გჭირს ეგ მაინტერესებს.
- ჰმ, თურმე ლიკა კარგად ყოფილა. ზეგ დილით შენს გამო მოსკოვში რომ მიდის გიოსთან და ოლგასთან საცხოვრებლად და აღარ ჩამოვა მაგას კარგად ყოფნას ეძახი?! ყოველ ღამე შენს გამო რომ ტირის და დილით მის დასიებულ თვალებს არ ვიმჩნევ, ეგ კარგად ყოფნაა? გიორგი წლებია უკვე საქათველოში აღარ ჩამოსულა, ხანდახან ისე მენატრება ლამისაა გავგიჟდე, კიდევ კარგი ,,სკაიპი’’ არსებობს და ყოველ საღამოს იმით ვიკლავ მონატრებას, თორემ რა მეშველებოდა არც კი ვიცი. მაშინ მოსკოვში რომ წავიდა სულ ვტიროდი და დღეებს ვითვლიდი მის ჩამოსვლამდე, თანაც ის ხომ დროებითი იყო, ეხლა კიდევ სულ წავა, სამუდამოდ და მორჩა ფეხს აღარ ჩამოდგავს საერთოდ.
- რას ამბობ რა მოსკოვი? მაგაზე არაფერი ვიცი.
-როგორ გეცოდინებოდა გოგოებისთვის არაფერი უთქვამს. იცი რამდენს ვფიქრობდი სანამ აქ მოვიდოდი? რომ გაიგოს არ მაპატიებს, შენ ხარ ერთადერთი ვისაც შეუძლია წასვლა გადააფიქრებინოს. რატომ არ ეუბნები რომ გიყვარს?! მოგწონს რომ ტანჯავ?! რაც გაგამ დააკლო შენ გადაუთავე და ეგ არის. რამე რომ მიხარია ან მწყინს პირველი ლიკასთან გავრბივარ რომ ვუთხრა, შენ იცი ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავს? იცი რა ბედნიერებაა როცა გყავს შენი სისხლი და ხორცი რომელსაც ყველაფერს გაუზიარებ? არ იცი! იმიტომ, რომ შენ არ გყავს. მე მყავს ეს ბედნიერება და იმასაც შენს გამო ვკარგავ, შენს გამო ირაკლი, ხვდები მაგდენს?! მითხარი გიყვარს ჩემი და? მითხარი გთხოვ!
- შენც ხომ კარგად იცი მარიამ რომ რომ მიყვარს.
-მერე რატომ არ ეუბნები, რატომ ირაკლი, რატომ?!
-არ ვიცი, უბრალოდ რაღაც ვერ გამოდის თუ ვერ ხერხდება. არ ვიცი მარიამ, მართლა არ ვიცი, სულ გამირბის და არ მაძლევს საშუალებას დაველაპარაკო.
-რა არ იცი ბიჭო, ეგ მოგყავს თავის გასამართლებელ არგუმენტად?! პირდაპირ გასაოცარია, ესე უბრალოდ გაუშვებ? არ ეტყვი რომ გიყვარს? ვერ ხარ შენ. გარბის და რის ბიჭი ხარ თუ არ დაეწიე. სად მოვდიოდი, რა მინდოდა, მე შენ ნორმალურ ადამიანად გთვლიდი და მშიშარა და ლაჩარი ყოფილხარ. ყოჩაღ, იჯექი შენს ბარში და წრუპე კონიაკი თუ რაღაც ჯანდაბები, არ ვიცი რაც გინდა ის ქენი, წავედი მე, არ გყვარებია შენ ჩემი და.
-მარიამი ტირილით უკანმოუხედავად გაიქცა ბარიდან და დატოვა ირაკლი ისედაც არეულ ფიქრებთან ერთად.
########
ლიკა ახალი შემოსული იყო თბილისში უეცრად AUDI-ს მარკის მანქანამ გზა რომ გადმოუჭრა. ლიკამ სწრაფად დაამუხრუჭა, გაცოფებული გადმოვიდა მანქანიდან და სანამ მძღოლი გადმოვიდოდა თვითონ მიეჭრა გასალანძღად. ირაკლი რომ დაინახა სახეზე ფერი დაკარგა და ადგილზე გაშეშდა. ირაკლი მანქანიდან გადმოვიდა, ძალიან ნერვიულობდა არც იმას ედო სახეზე ფერი.
-გაგიჟდი? რას აკეთებ კინაღამ ავარია მოახდინე, რომ დამერტყა მერე სად მიდიოდი?
-ვერ დამარტყამდი, ვიცი სწრაფი თვალი რომ გაქვს და ასეთ სიტუაციებში ცივი გონებით მოქმედებ, ასე რომ გამორიცხული იყო. მე შენთან სხვა საქმე მაქვს და მინდა რომ მომისმინო.
- ძალიან მეჩქარება, გაწიე შენი მანქანა და გამატარე!
- შენ სულ გეჩქარება როცა დალაპარაკებას ვცდილობ.
-ახლა მაგ სისულელეებისთვის ნამდვილად არ მცალია, სერიოზული საქმე მაქვს და მეჩქარება. - ლიკა მანქანისკენ წავიდა და ის - ის იყო უნდა ჩამჯდარიყო რომ, ირაკლიმ სიტყვა დააწია....
-მაპატიე გთხოვ, თუ შეგიძლია მაპატიე.
-რა გაპატიო? ნასვამი ხარ? -გაჩერდა და შემობრუნდა.
- 4-ჯერ 365 ვერნათქვამი მიყვარხარ მაპატიე. ჩემთვის დაღვრილი ბევრი ცრემლიანი უძილო ღამე მაპატიე. მაპატიე დაჭრილი გულიდან სისხლივით რომ მეკარგები და ვერ გაკავებ. -ირაკლის ნერვიულობისაგან დრო და დრო ხმა უწყდებოდა და ახველებდა.
-იცი ბავშვობიდან ვერ ვიტანდი წვიმას, იმიტომ რომ ეზოში სათამაშოდ ვერ ჩავდიოდი და სულ მოწყენილი ვიჯექი სახლში, მინდოდა წვიმას მალე გადაეღო და მზე გამოსულიყო. ჩემი ოცნებაა წვიმაშიც, ქარშიც, სეტყვაშიც და თოვლშიც მზე ანათებდეს ჩემი სახლის ფანჯრებიდან და ისე თბილოდეს სულამდე რომ ჩაგატანს და სიცოცხლეს შეგაყვარებს.
-არ უწერია შენს ოცნებას ახდენა. - ნაღვლიანი ხმით ამოთქვა ლიკამ.
- დამიჯერე უწერია თუ შენ ჩემს გვერდით იქნები. ყველა წვიმიან დღეს შემიცვლი მზიანით, აღარ ექნება მნიშვნელობა ამინდს, თვითონ ჩემს გულში იქნება სულ კარგი ამინდი, ყოველი შენი თბილი გაღიმებით დაწყებული დღე იქნება ჩემი ბედნიერების გარანტი. არ მომწონს როცა ცრემლიანს გიყურებ და მეზიზღება იმ წამს თავი როდესაც ეს ჩემ გამო ხდება. მინდა მზეზე ადრე შენ ანათებდე ჩემს ოთახს და მერე მზე ისე. ის უთქმელი ყველა სიტყვა მაპატიე აქამდე გულით რომ ვატარებდი და ვერ გიმხელდი.
-მე მეგონა.... -ლიკას ხმა ჩაუწყდა, ადგილზე გაყინული მანქანის კარებს ჩაბღაუჭებოდა და ამღვრეული თვალებიდან ცრემლების შეკავებას ცდილობდა, მაგრამ ისინი უკითხავად იკვლევდნენ გზას მის სახეზე.
-ვიცი... ვიცი, რაც გეგონა, მაგრამ ცდებოდი დამიჯერე. ყველაფერი ჩემი ბრალია აქამდეც უნდა მეთქვა. მიყვარხარ ლიკა, მართლა ძალიან მიყვარხარ, საკუთარ თავზე მეტად, მე შენით ვარსებობ და შენით ვსუნთქავ. ყოველ დღე სადმე რომ არ დაგინახო შეიძლება გული გამისკდეს. იცი რატომ? შენ ის სისხლი ხარ ჩემს გულს რომ მიეწოდება და გაჩერების უფლება არ აძლევს. სხვები თუ მარტო შენს თვალის ფერს ამჩნევენ, მე შენი თვალებით შენს სულში ვიხედები და ვერ შეხვედრამდე მომხდარ ყველა ტკივილიან მოვლენას წამებში ვიგებ. შენ ჩემი ცუდი მატყუარა ხარ რომელიც სიყვარულს თვალებით მიმხელ და არც მიმხელ.
-ლიკა უკვე ხმამაღლა ტიროდა, აღარ დალოდებია კიდევ რას ეტყოდა ირაკლი, ჩაჯდა მანქანაში და დიდი სიჩქარით მოსწყდა ადგილს. ირაკლიც ჩაჯდა მანქანაში და უკან გაყვა, მაგრამ თვალთახედვიდან ისე გაუქრა ვერაფერი ვერ გაიგო.
########
ლიკამ გზაში ძლივს შეძლო დამშვიდება სანამ ვაზისუბნამდე მივიდოდა. ოფისთან რომ მივიდა მანქანა გააჩერა და გადმოვიდა, გაგა უკვე გარეთ ელოდებოდა, მანქანიდან გადმოსული რომ დაინახა მისკენ წამოვიდა ჩქარი ნაბიჯით. ლიკა ადგილიდან არ დაძრულა, მანქანასთან იდგა და უემოციოდ უყურებდა გაგას გაბრწყინებულ თვალებს, საერთოდ არაფერს გრძნობდა, ეგონა რომ დაინახავდა თავს ვერ შეიკავებდა და იტირებდა, მაგრამ თითქოს ცრემლებიც გაშრომოდა და გულიც გაყინულიყო მის მიმართ. მანძილი რომ შემცირდა მათ შორის გულში ჩხვლეტა იგრძნო და უსიამოვნოდ დაბრიცა ტუჩები, ეს ძველი ტკივილს ბოლო გაელვება იყო რომელიც უკვე დიდი ხანია წარსულში დატოვა. გაგა მიუახლოვდა თუ არა არც კი მისალმებია ისე მაგრად ჩაიკრა გულში, ლიკას უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.
-მიყვარხარ ლიკა, მიყვარხარ და აღარ გაგიშვებ. სახლიდანაც რომ გამაგდონ, ყველამ რომ ზურგი მაქციოს შენი სიყვარულის გამო, მაინც არ გაგიშვებ. ერთხელ უკვე დაგკარგე და აღარ მინდა ეს მეორედაც მოხდეს, მინდა ერთად ვიყოთ. უნდა მაპატიო და ვიცი რომ მაპატიებ იმიტომ რომ ვიცი შენც გიყვარვარ, სხვა შემთხვევაში ოთხი წელი მარტო არ იქნებოდი და მე არ დამელოდებოდი. შენ არ იცი მთელი ეს დრო როგორ მენატრებოდი და მჭირდებოდი, აღარ დაგთმობ იმიტომ რომ შენნაირი არავინ არ არის, შენ ჩემი ერთადერ....
-რა გინდა გაგა ჩემგან?! -ლიკამ ისეთი გაყინული და ზიზღნარევი ხმით ამოთქვა გაგა შეხტა და გაფითრებულმა უკან დაიხია.
-რა იყო სალომე უკვე მოგბეზრდა?! ახალ გასართობს ეძებ?! მერე ძველი სათამაშო გაგახსენდა და მიხვდი რომ მოგნატრებია?! ამერიკაში ოთხწლიანი სალომესთან თანაცხოვრების შემდეგ მიხვდი რომ ჩემნაირს ვერსად ვერ იპოვიდი?! მართალი ხარ ძვირფასო, მე მე ვარ და ჩემნაირი არც დაბა,დებულა და არც დაიბადება.
-ლიკა გეყოფა, თვითონაც არ იცი რას ამბობ. - დაუყვირა გაგამ, მხრებში ხელი სტაცა და მაგრად შეანჯღრია.
-ლიკას ბრაზისაგან სუნთქვა გაუხშირდა, თვალები გაუფართოვდა და ისე დასცხა ეგონა სულს ვერ მოითქვამდა, მაგრამ გამბედაობა მოიკრიბა ხელი სწრაფად გააშვებინა და სახეში ისეთი გაარტყა, რომ ხუთივე თითი გაგას ლოყაზე აღიბეჭდა წითლად.
გაგა ჯერ ცოტათი წატორტმანდა, მაგრამ თავი შეიმაგრა და გაჩერდა, სიმწრით თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და გაკვირვებული უყურებდა, არ იჯერებდა, უფრო სწორად ვერ დაეჯერებინა როდის მოესწრო ლიკას ესე შეცვლილიყო, არადა როგორ ეგონა რომ ის საწყალი პატარა გოგო რომელსაც იცნობდა მაშინვე ატირებული შეურიგდებოდა და ყველაფერს აპატიებდა, მაგრამ მწარედ შეცდა.
-ახლა კარგად მომისმინე, აღარასოდეს გაბედო, გესმის?! აღარასოდეს გაბედო მე ხელით შემეხო. მიყვარდი და გაფასებდი როგორც ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს, მართლა მეგონა რომ შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი და არა მხოლოდ..... შენს გამო შემეძლო ყველა და ყველაფერი დამეთმო, ისე ვიყავი დაბრმავებული ვერ ვამჩნევდი როგორი იყავი სინამდვილეში. მე ის ჩვენი ბედნიერად გატარებული დღეები მიყვარდა, წარმოდგენაც არ მქონდა თუ ასე გამიმეტებდი. გახსოვს როგორ მეფიცებოდი არავის მივცემ შენი წყენინების უფლებასო და რა მოხდა მერე? ამხელა შეურაწყოფა მომაყენა ლიამ..... და შენ? ჰმ, შენ არაფერი გააკეთე ჩემთვის, საერთოდ არაფერი. იდექი და უყურებდი ჩემს ცრემლებს. არ მინდა რა, მართლა არ მინდა ისეთი ადამიანი გვერდით ვინც საკუთარი დედისგანაც კი ვერ დამიცავს. ამ ყველაფრის შემდეგ რაღა უნდა მომეთხოვა შენთვის? შენ დედაშენი ისე ძლიერ გიყვარს რომ იმისი ცუდიც კი კარგი გეჩვენება. რა თქმა უნდა, უნდა გიყვარდეს დედა, აბა, როგორ შეიძლება გამზრდელი დედა არ გიყვარდეს, მაგრამ შენ რაც გააკეთე იმ წუთებში..... არც კი ვიცი რა დავარქვა, ვცდილობდი ამდენი ხნის განმავლობაში, მართლა ვცდილობდი... ოთხი წელი ცოტა ხომ არაა? იმ შენს საქციელში რაღაც ახსნა მეპოვა, მაგრამ რა ვქნა ვერ ვიპოვე, ვერ უპოვე შენს სილაჩრეს გამართლება, ვერა და რა ვქნა. მორჩა, ყველაფერი დამთავრდა, წარსული უკან დარჩა, ყველაფერი ის ჩვენი კარგიც და ცუდიც. მე უკვე დიდი ხანია გაპატიე და შეგიძლია სინდისი დაიმშვიდო. ყველას გაპატიეთ. ყველას, შენც, სალომესაც და დედაშენსაც. ახლა მინდა რომ ჩემს ცხოვრებას მივხედო. არაფერი იქნება ადვილი, სახლის აშენებაც ხომ არ არის ადვილი, ჯერ ადგილი უნდა შეარჩიო მერე ნახაზი და ა.შ. შენ ხომ ესე მასწავლიდი არა?! გახსოვს ხომ?! ვიცი რომ გახსოვს. -გაგას სიმწრით გაეღიმა, ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და თვალები დაბლა დახარა.
-ვიცი პატარ- პატარა პრობლემებიც იქნება ჩემს ცხოვრებაში. არაუშავრს, ამასაც დავძლევ, ეგეც ცხოვრების თანმდევია, მაგრამ ადამიანი ხომ სირთულეების გადალახვით ძლიერდება და იზრდება. ძალიან დავიღალე, დავიღალე და აღარ მინდა შენთან რაღაცეების ახსნაში ის ძვირფასი დრო დავკარგო რომელიც შეიძლება ჩემს საყვარელ ადამიანებს დავუთმო. ხომ ამოგშალე ჩემი ცხოვრებიდან, ახლა ჩემს ნომერსაც მოვიშორებ იმიტომ რომ აღარ მინდა შენი ზარი ჩემს ტელეფონზე ოდესმე კიდევ განხორციელდეს.
-ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო ლიკამ, გახსნა, ნომერი ამოაცალა, გადატეხა და იქვე ნაგვის ბუნკერში ჩააგდო.
-რას აკეთებ სულ გაგიჟდი გოგო? ამ შენი იაფასიანი ფარსით გინდა მომიშორო? -დაუყვირა გაგამ აკანკალებული ხმით.
-გაგა თოდუა იცოდე აღარ მინდა შენი დანახვა არსად და აღარასოდეს გესმის? არ მოგცემ უფლებას ჩემს ცხოვრებაში ურიო შენი ბინძური ხელები. თუ კიდევ შეეცდები ჩემთან დაკავშირებას იცოდე ასე ადვილად ვეღარ გადამირჩები!
-გაგა გაფითრებული იდგა და თავი სიზმარში ეგონა, ოღონდ ცუდ სიზმარში, მიხვდა რომ დამარცხდა და აზრი აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც ლიკას ადანაშაულებდა გულში, ის ხომ ყოველთვის ფიქრობდა რომ ქალს მეტი მოთმინება მართებს ასეთ ,,პრიმიტიულ’’ საკითხებში.
-წავედი! -თქვა ლიკამ და მანქანისკენ წავიდა, კარი გამოაღო და შიგ ჩაჯდა. მერე მანქანა დაქოქა, უცებ თავი გვერდით მოატრიალა და გაგას მიაძახა:
-გაგა ლიას მადლობა გადაეცი ოთხი წლის წინ იმ საშინელი დღისთვის, ის დღე რომ არა მე დღემდე ვერ ვიპოვიდი ნამდვილი სიყვარულს, რომლის დაკარგვასაც არ ვაპირებ და შენგან განსხვავებით ვიბრძოლებ! ბოლომდე ვიბრძოლებ, გესმის?! -მერე გაზის პედალს ძლიერად მიაჭირა ფეხი და სწრაფად მოსცილდა ადგილს.
გაგა კი იდგა ქანდაკებასავით გაქვავებული და გაფითრებული, ცალ ლოყაზე წითლად დამჩნეული ხუთი თითით და დამარცხებულის იერით.
##########
ლიკა ნერვიულობისაგან სულ კანკალებდა, ვერ გაეგო სად წასულიყო, დღეს მის ცხოვრებაში იმდენი რამ მოხდა თვითონაც უკვირდა თავისი თავის, როგორ გაუძლო ამდენ ემოციას. გადაწყვიტა კუს ტბაზე წასულიყო რომ ცოტა დამშვიდებულიყო, გარკვეულიყო ყველაფერში და აზრები დაელაგებინა. გზა თითქოს გაიწელა, მაგრამ მაინც მალე მივიდა, მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და მყუდრო ადგილის მოძებნა დაიწყო სადაც ხალხი ნაკლები იქნებოდა. ცოტახნის სიარულის შემდეგ გაიხედ-გამოიხედა და გარშემო რომ ვერავინ დაინახა ხის ძირას ჩამოჯდა, თავი მუხლებში ჩარგო და ატირდა. უნდოდა ემოციებისგან განთავისუფლებულიყო და შვება ეგრძნო, თითქმის ნახევარი საათი ტიროდა თავჩარგული თავისთვის, უხმოდ, როცა იგრძნო რომ ცოტა დამშვიდდა მაშინღა გაახსენდა წეღან ტელეფონი რომ გამორთო და აღარ ჩაურთავს. ცრემლები შეიმშრალა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, მეორე ნომერი ჩართო და უცებ თვალები გაუფართოვდა 200 გამოტოვებული და ზარი 25 შეტყობინება.
-ღმერთო ეს რა ამბავია? ცხოვრებაში არ მქონია ამდენი გამოტოვებული ზარი. -ზარები იყო ქეთოსგან, მარისგან, ნატასგან, გოგისგან, ნინასგან, ანისგან, მაგრამ ყველაზე მეტი ირაკლისი იყო. ესიამოვნა კიდეც ყველაზე მეტი მისი რომ იყო, მერე შეტყობინებები გახსნა, ნატა სწერდა:
,, -გაგვაგებინე სად ხარ ძალიან ვნერვიულობთ ყველანი, ახლა შენთან სახლში ვართ ნინას და მარიამს ვერ ვამშვიდებთ, იცოდე თავს არაფერი აუტეხო’’.
-სხვებისგანაც იყო შეტყობინებები, მაგრამ ისინი აღარ გაუხსნია, მარტო ირაკლის შეტყობინება გახსნა.
,,-ლიკა წეღან ისეთი განერვიულებული გამექეცი მანქანით, ვეღარ დაგეწიე, მთელს ქალაქში გეძებ, მაგრამ ვერ გპოულობ. მეორე ნომერზე არ გწერ იმიტომ რომ დიდი ალბათობაა იმისა რომ შეიძლება გაგასთან ლაპარაკის შემდეგ აღარც ჩართო. ქეთამაც დამირეკა ძალიან ვნერვიულობთ ყველა მაგასთან ვართ ასულებიო ასე მითხრა. თუ ამას ნახავ გთხოვ დამირეკე მინდა რომ ვილაპარაკოთ, მიყვარხარ და ძალიან ვნერვიულობ შენზე’’.
-ბედნიერებისგან ცრემლებს ძლივს იკავებდა, ირაკლის ნომერი აკრიფა და დაურეკა.
ზარი როგორც კი გავიდა გახშირებული სუნთქვის ხმა მოესმა ყურმილში და ანერვიულებულმა ხმამ სიტყვის თქმა არ აცადა ისე მიაყარა:
-ლიკა ცოცხალი ხარ? სად ხარ? ყველგან გეძებ, გთხოვ მითხარი სად მოვიდე და ახლავე მანდ გავჩნდები, ოღონდ მითხარი რომ კარგად ხარ.
- კარგად ვარ, კუს ტბაზე ვარ, მოდი, გთხოვ.
- კარგი, მალე მოვალ. იცოდე არსად წახვიდე დამელოდე. -ტელეფონი გათიშა.
20 წუთში უკვე კუს ტბაზე იყო. ფეხებს ძლივსღა ადგამდა ისე ნერვიულობდა.
ყველგან ეძებდა თვალებგაფართოვებული, ძლივს დაინახა ხის ძირას რომ ჩამომჯდარიყო და უაზროდ სადღაც შორს იყურებოდა. ახლოს რომ მივიდა ლიკამაც შეამჩნია, წამოდგა, არაფერი უთქვამს ისე ჩაეხუტა და ატირდა.
-ირაკლი იცი რომ ფილტვები ხარ ჩემი? უშენოდ ვერ ვსუნთქავ, ჟანგბადი არ მყოფნის და დავდივარ ასე სუნთქვაშეგუბებული. ჩემში ყველგან შენ ხარ: გონებაში, გულში, თვალებში, დღე - ღამეში 24 სააათი სულ შენით ვარ გარემოცული, როცა მძინავ მაშინაც კი მახსოვხარ. რაც უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, მით მეტად მტკივა გული. უშენოდ გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის ჯოჯოხეთს უდრის. მეშინია შენი დაკარგვის, მეშინია რომ შეიძლება ერთ დღესაც მარტო დამტოვო და უფრო მატკინო, ვიდრე ის დრო როდესაც შენთან შეხვედრას გავურბოდი. მეშინია, შენს გარეშე არსებობის მეშინია გესმის?!
-ჩემი მშიშარა გოგო ხარ შენ. ერთადერთი როცა შეიძლება დაგტოვო მარტო, ეს იქნება ჩემი სხეულიდან სულის გასვლის ჟამი, ისიც ასი წლის შემდეგ. აი იქამდე კი არც იოცნებო რომ მე შენს გარეშე ან პირიქით შევძლებთ ცხოვრებას, ძალიანაც რომ გინდოდეს უბრალოდ შანსი აღარ გაქვს!
-ვიცი, ახლა უკვე მართლა ვიცი. გინდა რაღაც გითხრა საიდუმლოდ? სიცილით უთხრა ლიკამ.
-მითხარი აბა, გისმენ. - თაფლისფერი თვალები ეშმაკურად აუციმციმდა.
-ერთხელ Downtown Vake-ში რომ წავედით მე და შენ, ქეთომ რომ გადაგვაგდო გახსოვს?
-მაგას რა დამავიწყებს ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. texas chicken-ი რომ შევუკვეთეთ და ძლივს რომ ვჭამდით ისე ვნერვიულობდით, რა სასაცილოები ვიყავით ვერაფერს რომ ვერ ვამბობდით და დებილებივით ყველაფერზე რომ ვიცინოდით. მანდ როცა მივდივარ სულ მაგას ვუკვეთავ ხოლმე.
-ხო და მაგ დღის შემდეგ როცა მომენატრებოდი მივდიოდი და მეც მაგას ვუკვეთავდი. ყოველთვის გემრიელს ამზადებენ, მაგრამ მაშინ რომ ვჭამეთ ყველაზე გემრიელი იყო. მერამდენედ ცვლიან მზარეულს და სულ ვხვდები ხოლმე.
-ფუ ჩემი, მე კიდევ მაგ დროს რომელიღაც ბარში ვიჯექი ალბათ და ბიჭებთან ერთად ვსვავდი არა?
-ალბათ მასე იყო, არვიცი. -გაეღიმა.
-არ გინდა კიდევ წავიდეთ ლიკა? -თავზე აკოცა ირაკლიმ და თვალებში ჩააშტერდა.
-კი, ოღონდ მარტო შენთან ერთად მინდა, მარტო მე და შენ.
- შენ მართლა გამოდარება ხარ ჩემი! -კიდევ უფრო მეტად ჩაეხუტა.
-რაა? -სიცილი ვერ შეიკავა გაოცებულმა.
- შენ იცინე და მართლა გამოდარება ხარ ჩემი. ადრე ხო იყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი გოგო, წვიმასავით იყვნენ ტო, გოგოების ამბავი ხომ იცი რომ გაიგებენ ბიჭს ცოტა შესაძლებლობა აქვს, აღარც ასვენებენ. მე კიდევ გეტყოდა ალბათ ქეთო სკოლა არა მქონდა დამთავრებული ეგრევე მამაჩემის ბიზნესში ჩავყავი ცხვირი, არ მოვასვენე სანამ საკუთარი ბიზნესის აწყობაში არ დავიხმარე. მე და ჩემმა ძმაკაცებმა ცოტა ფული ჩავდეთ ღამის კლუბების ბიზნესში და გაგვიმართლა. მას მერე მაგრად მიდის ჩვენი საქმე. ხოდა მეც მეტი რა მინდოდა ყველასთან ვერთობოდი ვინც უარს არ მეუბნებოდა, აქ დაგვპატიჟე იკა, იქ წავიდეთ იკა და ასე გაუთავებლად მეც და ჩემი ძმაკაცებიც. საერთოდ შემეცვალა გოგოებზე წარმოდგენა. ერთადერთი ჩემი ქეთო იყო ნორმალური და მაგათი უსაქციელობის შემყურე უფრო მაგრად ვაფასებდი, იმ დრომდე სანამ შენ არ გამოჩნდი ჩემ ცხოვრებაში და მართლა გამოიდარა, თითქოს ყველა გოგო გაშავდა.
- რას ამბობ, როგორ თუ გაშავდა, რა უცნაურ რაღაცას მეუბნები.
-აი ასე, მართლა ტო. უბრალოდ ყველა გოგო გაშავდა ჩემ წარმოდგენაში. უკვე მაგრად მაღიზიანებდა ფულზე დახარბებული ყალბი სიფათების ყურება, საყვარელოთი რომ მომართავდნენ და დაბოტოქსებული ტუჩებით მკოცნიდნენ. ერთ დღესაც ყველას მაგრად ვაგინე და მოვიფრთხინე ჩემი ცხოვრებიდან, შენ გარდა არავის დანახვა აღარ მინდოდა ჩემს გვერდით, შენ და ქეთო იყავით მარტო ჩემი ფერადები და ლამაზები. ძალიან დავიღალე, წამო რა წავიდეთ სახლში, დღეს იმდენჯერ მოვკვდი შენზე ნერვიულობით რომ არ ვიცი. ერთხელ მანამდე სანამ ბორჯომიდან აქ ჩამოხვიდოდი მაშინ, შენი სწრაფად ტარების ამბავი რომ ვიცი ასეთ სიტუაციებში უუჰ. - თვალები გადაატრია ირაკლიმ და გაიცინა. -მეორედ რომ გამექეცი და მთელ ქალაქში ვერსად რომ ვერ გიპოვე მაშინ, მესამედაც მოვკვდები შენ გამო ოღონდ შიმშილით თუ აქედან არ წავალთ, გველოდებიან კარგა ხანია, დააწყდათ ხალხს ნერვები, მე კიდევ მეყო ამდენი სიკვდილები.
-ვაიმე, ჩემები სულ გადამავიწყდა მომკლავს მარი.
-არ მოგკლავს, უკვე ველაპარაკე, იციან რომ შენთან წამოვედი და ერთად უნდა მივიდეთ.
-შენ რა მარის ელაპარაკე?!
-კი, რა იყო ჩემს დას რომ ველაპარაკო არ შეიძლება? -თვალი ჩაუკრა.
-აააჰაა უკვე დაც წამართვი ხომ?
-დაც და დიდი ხანია შენი გულიც მე მეკუთვნის უკვე.
- ნუ იცინი შენ ეშმაკურად, წავიდეთ თორემ მეც ძალიან დავიღალე.
-ირაკლიმ ლიკა წამოაყენა ფეხზე და გზას გაუყვნენ.
-ხვალ ჩემთან ავიდეთ, დედას გაგაცნობ კარგი ლიკა?
-ლიკას უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, გაფითრდა, არაფერი უპასუხა, მოიბუზა და თავი დახარა. ირაკლის ლიკას ეს საქციელი არ გამოჰპარვია, გაჩერდა, ლიკა თავისკენ შემოაბრუნა ისე, რომ თვალებში შესძლებოდა ყურება, მაგრამ ლიკას თავი ჰქონდა დახრილი და შეხედვას არ ჩქარობდა,
-ახლა მეჩვენება თუ დედაჩემი რომ ვახსენე შეგეშინდა?
- ლიკამ პირი გააღო რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ხმა ჩაუწყდა, ისევ მოკუმა პირი და ცრემლები გადმოსცვივდა.
-შენ გოგო დედაჩემი იმ ავადმყოფი გაგას დედა ხომ არ გგონია შვილისთვის ელიტურ საცოლეებს რომ არჩევს. იცი რა ქალია? რაც გაიგო შენი არსებობის ამბავი, მოსვენებას არ მაძლევს. რამდენი სახლში მივდივარ სულ შენზე მეკითხება. იმ დღეს თუ გნახე, როგორ ხარ, რა გიყვარს, რა არ გიყვარს. აუჰ ეგ და თინა რა დღეში არიან ხომ არ იცი. ამას წინათ ქეთოს გადაეკიდნენ ლიკას სურათები მოგვეციო, ქეთო არაფრის დიდებით არ თანხმდებოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც თავისი გაიტანეს და იცი რა გააკეთა მაიამ? შენი სურათების ალბომი გააკეთებინა ატელიეში, უდევს ახლა თავის ოთახში ტუმბოზე და ვინც კი მოვა ყველას აცნობს შენს თავს როგორც მისი შვილი. ისე უხარია შენ ვერც კი წარმოიდგენ, გოგო არ მყავდა და უკვე მყავსო, გადარია მთელი სანათესაო.
-ირაკლი ხუმრობ ხომ? -ძლივს ამოთქვა თვალებგაფართოვებულმა და ხმაჩახლეჩილმა.
-რა მეხუმრება გოგო, ხანდახან მგონია რომ ჩემზე მეტადაც კი უყვარხარ. ისეთი სიყვარულით გახსენებს ხოლმე რომ... დღესაც რომ წამოხვედი თინას დაურეკია ირაკლიმ ნახოს სანამ გვიან არ არისო, იმდენჯერ დამირეკა კინაღამ ტელეფონი ამიფეთქა. აზრზე ხარ დედაჩემი დამემუქრა თუ შენ არ დაელაპარაკები დღეს იცოდე მე ვნახავ და ყველაფერს ვეტყვიო.
- მერე რა იქნებოდა მე რომ გაგას დავბრუნებოდი გიფიქრია?! ყველაფერი რომ დამევიწყებინა და....
-ვიცოდი არ იზავდი მაგას.
-რა იცოდი?
-უბრალოდ ვიცოდი და მორჩა.
-ხომ შეიძლებოდა მაინც......
-არა მეთქი ლიკა, ააარააა. იმიტომ, რომ ვხედავდი ჩემი დანახვისას რაც გემართებოდა.
-მაინც რა?
-ყველაფერი გინდა გითხრა?
-მითხარი, სულ ყველაფერი მინდა ვიცოდე, საკმარისზე მეტად ვიყავით უსიტყოდ ერთმანეთთან.
-აღარ გშია? -ეშმაკური მზერით თავი გვერდზე გადაწია და ისე ჩაეკითხა.
-აღარ, საერთოდ აღარ მშია.
-კარგი გეტყვი, რუსეთიდან რომ ჩამოხვედი პირველ ხანებში ვერაფერს გატყობდი მიუხედავად იმისა, რომ ქეთომ ყველაფერი შეგატყო და სულ ჩამჩიჩინებდა დაგლაპარაკებოდი, მოსვენებას არ მაძლევდა, მერე დედაჩემსაც უთხრა და ორივენი გაერთიანებული ძალებით მიბურღავდნენ ტვინს, აუ თინა რომ დაემატა აი, მაშინ კი მართლა გავწამდი. მაგათ ზარებს ხომ საერთოდ აღარ ვპასუხობდი, სახლშიც იშვიათად თუ მივიდოდი, სულ ჩემს ბინაში ვრჩებოდი. მე ვერაფერს გატყობდი და რა უნდა მეთქვა? ძლივს ვახერხებდი შენთან შეხვედრას ქეთოს მეშვეობით და არ მინდოდა სულ შემეშინებინე. თანაც თითქოს რაღაცას ველოდებოდი, მაგრამ რას მე თვითონაც არ ვიცოდი. პირველად იცი როდის შეგატყვე რომ მოგწონდი? კლუბი რომ დავხურეთ ქეთოს დაბა,დების დღეზე 25 იანვარს, ისეთი ლამაზი იყავი თვალს ვერ გაშორებდი. მახსოვს ძალიან ლამაზი შავი გრძელი კაბა, გეცვა, ვიცი არც შენ გამოგპარვია ჩემი დაჟინებული მზერა, ჩვენი თვალები ერთმანეთს რომ შეხვდა ჯერ გაწითლდი, შენ თვალი ამარიდე და შეტრიალდი. მერე მე რომ ცეკვა გთხოვე არ გინდოდა, მახსოვს როგორ უარობდი, მაგრამ მაინც ძალით წაგიყვანე და ვალსი გაცეკვე. იმ წუთას თითქოს დრო გაჩერდა და გარშემო ყველა გაქრა, მარტო მე და შენ ვიყავით იმ სამყაროში. მუსიკა კარგა ხნის დამთავრებული რომ იყო მაშინ გამოვერკვიე, ზურამ ჩემმა ძმაკაცმა მხარზე ხელი რომ დამკრა ყველა თქვენ გიყურებთ და უხერხულია წამო დავსხდეთო. მაგ დღის შემდეგ იყო რომ სულ მერიდებოდი, თუ სადმე გნახავდი სულ გეჩქარებოდა და სიტყვის თქმასაც კი არ მაცლიდი ისე გარბოდი უკანმოუხედავად. კიდევ ბევრი შემთხვევა იყო შენც ხომ იცი, მაგრამ ნუღარ მომაყოლებ ბოლომდე. შენს ჩემდამი გრძნობებში ზუსტად რომ დავრწმუნდი მაიასაც მაშინ გავუმხილე ყველაფერი, თორემ აბა, დედაჩემი გიჟი კი არ იყო შენი სურათები ყველას ცხვირწინ ეფრიალებინა და ეძახა ყველაზე მაგარი რძალი მე უნდა მყავდესო. ლიკა შენ არ იცი დედაჩემს როგორ უყვარხარ. აი, რომ გაიცნობ მაშინ მიხვდები.
- მეც მიყვარს უკვე. - თვალები შეიმშრალა და გაუღიმა.
-ეგრე რა ლიკა, ნუ დამგრუზე. მეყო შენი ცრემლიანი თვალების ყურება! -მერე მაგრად ჩაიკრა გულში, სუნთქვის შეკვრამდე და აღარ უშვებდა. - აუ ლიკაა რამ სიგრძე თმა გაქ ტო, მეკეტება შენს გრძელ თმებზე.
-შენ ყველა გრძელთმიან გოგოზე ხომ არ გეკეტება? -ეჭვნარევი მზერით ამოხედა ლიკამ.
-არა, მე მარტო შენ გრძელ თმებზე მეკეტება.
- მოიცა ეგ კი არა და შენ რა სანაძლეო დადე?
-რაა? რა სანაძლეო? რაზე?
-რაზე და ყველაზე დიდი ხანი გავჩერებულიყავით კუს ტბაზე. -გულიანად გაეცინა ლიკას, მერე ხელებიდან დაუძვრა და გაიქცა.
- ლიკა დამელოდე სად გარბიხარ?
- სახლში, მშია და უნდა დავისვენო. - სირბილით შემოტრიალდა ლიკა და გამოსძახა.
- მერე მარტო მიდიხარ? ვინმე ხო არ გავიწყდება? -მიაძახა სიცილით ირაკლიმ.
-თუ ჩემი შეყვარებული ფეხს არ აუჩქარებს მარტო მომიწევს ალბათ.
-მოვდივარ! -დაუყვირა ირაკლიმ და უკან გაეკიდა. მალე დაეწია, სტაცა ლიკას ხელი ფეხებში და მხარზე მოიკიდა, ლიკამ მოულოდნელობისგან იკივლა.
-დამსვი, ირაკლი მძიმე ვარ.
- შენ გოგო? ფოთოლიც კი შენზე მძიმეა.- გადაიხარხარა ირაკლიმ.
-სირცხვილია, ყველა ჩვენ გვიყურებს ხომ ხედავ.
- მერე გვიყურონ რა მოხდა? ჩემი შეყვარებული მიმყავს, დანაშაულია?
-დამსვი რა ირაკლი მართლა სირცხვილია. აუ ფოტოებს გვიღებენ, ეგღა გვაკლდა რა.
-მერე არ გიხარია? ხვალ facebook-ზე ყველაზე პოპულარული წყვილი ვიქნებით. -გადაიხარხარა ირაკლიმ.
-ხვეწნას აზრი არ აქვს ხომ?
-არა! -კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
-ოოო. -ხელები უღონოდ დაუშვა დაბლა და თავის გრძელ ღია შოკოლადისფერ თმებს შეურია.
-ირაკლი სიცილს ვერ იკავებდა გარშემომყოფების გაოცებული სახეების შემყურე. ამ დროს ტელეფონმა დაურეკა.
-დამსვი, გირეკავენ, ხომ უნდა უპასუხო?!
-მერე შენ რა შუაში ხარ, ხელს სულაც არ მიშლი. -ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და უპასუხა.
-კუს ტბაზე ვართ და სახლში მიმყავს.
- ვინ არის?
-ლუკა რეკავს.
- აუ ლუკა უთხარი რა დამსვას ძირს? -დაიყვირა ლიკამ.
-ირაკლის ტელეფონში სიცილის ხმა მოესმა.
- არ დასვა ძირს. - უთხრა ძმაკაცმა და ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო. მერე ბიჭების ყვირილი და ხმაურიც გაიგო. - არა გაუშვა ირაკლი არა. - ყვიროდნენ ზურა და გიორგი. სხვებიც რაღაცეებს ყვიროდნენ მაგრამ აღარ გაუგონია, ტელეფონი გაითიშა.
-რაო ლუკამ?
-არაო!
-რა არაო?
-არ დასვაო ძირს.
-აუ კარგით რაა.- იცინოდა ლიკა.
-აი უკვე მივედით ჩვენს მანქანებამდეც. - ძირს ჩამოსვა და აბურდული თმები გაუსწორა.- იცი როგორ მიყვარხარ? სიტყვებით რომ ვერ გადმოგცემ. აი ისე ძალიან ისე, ისე, რომ მგონია შენს გარეშე ვერ ვისუნთქებ.
-როგორ ვერა, ჟანგბადის ბალონს დაგიდგავთ და ისუნთქებ. თანაც ეგ სიტყვები მე გითხარი და ნუ მპარავ.
-ოხ, ლიკა, ლიკა.- მანქანის კარი გამოაღო და შიგ ჩასვა. მერე თვითონაც შიგ ჩაჯდა და ბედნიერმა გადახედა საყვარელ ადამიანს.
-ჩემი მანქანა? აქ ხომ ვერ დავტოვებთ? -წარბები შეკრა ლიკამ.
-ბაზარი არაა ვინმეს მოვაყვანინებთ, შენ მაგაზე არ იდარდო. -გაუღიმა ირაკლიმ, მანქანა დაქოქა და წავიდნენ. მთელი გზა ლიკას ხელი ეჭირა და არ გაუშვია. სანამ სახლამდე მივიდოდნენ რამდენჯერაც შუქნიშანზე გაჩერდებოდა მანქანა იმდენჯერ ხელზე კოცნიდა და სიყვარულით იხუტებდა გულში. ლიკა ცოტათი წამოწითლდებოდა ხოლმე და მორცხვად იღიმებოდა. ამაზე ხომ ირაკლი სულ ირეოდა.
მერე იყო ლიკას სახლი, ყველანი შიშჩამდგარი ბედნიერი თვალებით რომ უყურებდნენ ოთახში შესულ წყვილს. მთელი დღის დაძაბულობას თავისი გაეტანა და ყველას სახეზე სათითაოდ აღბეჭდილიყო. მერე ბევრი სიხარულის ცრემლი დაიღვარა ტორიაშვილების ოჯახში, სათითაოდ რომ ეხუტებოდნენ ირაკლის და ლიკას და მერე ერთმანეთს. ყველანი რომ დამშვიდდნენ, სუფრას მიუსხდნენ და იმდენ რამეზე ილაპარაკეს, როგორ დაათენდათ ვერც გაიგეს, უკვე დილის ხუთი იყო მთქნარებას რომ მოყვნენ და მერე ძალიან ბევრი იცინეს ამის გამო, ექვსი იყო დაწყებული დაშლა რომ დაიწყეს. ირაკლიმ ჩურჩულით უთხრა ლიკას აივანზე გაჰყოლოდა, ლიკაც ადგა და უხმოდ გაჰყვა. აივანზე რომ გავიდნენ ირაკლი თავისი გაბრწყინებული თაფლისფერი თვალებით ჩააშტერდა მის ზურმუხტისფერ თვალებს.
-ლიკა შვიდი ოქტომბერი გაწყობს?
-მაწყობს. - ეშმაკურად აუციმციმდა ლიკას თვალები და ღიმილისაგან პირი ლამის გაეხა.
-ანუ გაწყობს? -ჩაეკითხა ირაკლი.
- ხომ გითხარი მაწყობს. - ეხლა უკვე სიცილი ვეღარ შეიკავა ლიკამ.
-იცი ხო რა დღეც არის? -გაეცინა მასაც.
- ვიცი, აბა, გგონია არ ვიცი შენი დაბა,დების დღე რომაა? რა ეშმაკი ხარ, ყველაზე მაგარი საჩუქარი გინდა რომ გაუკეთო შენს თავს ხომ?
-დიახ, ჩვენს ქორწილზე მაგარი საჩუქარი რაღა უნდა იყოს?
-არვიცი... არვიცი, მაგას მომავალი გვიჩვენებს. ქორწილზე უკეთესი საჩუქრებიც არსებობს ცხოვრებაში. - ტუჩები მოკუმა ლიკამ ღიმილი რომ დაეფარა და მოაჯირს მიეყრდნო.
- ირაკლი ჯერ ვერ მიხვდა რა იგულისხმა ლიკამ, მერე რომ გაიაზრა რაც უთხრა ძლიერად დასტაცა ხელი ლიკას, თავს მაღლა ასწია და წრეზე დატრიალდნენ ორივენი, ლიკას გრძელი ტალღოვანი თმები ირაკლის სახეზე ეფინებოდა და მთვარის შუქზე მის მწვანე თვალებთან ერთად ბრწყინავდნენ. უცებ ისევ ძირს დასვა ირაკლიმ და მთელი გრძნობით აკოცა.
ვინ იცის რამდენი შეყვარებული წყვილის ბედნიერი წუთების მომსწრე გამხდარა სავსე მთვარე, რომელსაც თითქოს პირი შეუკრავს ღამესთან და ვარსკვლავებთან და ეს სამი განუყრელი მეგობარი შეთქმულებივით საგულდაგულოდ ინახავენ შეყვარებულების ჭეშმარიტ გრძნობებს, რომელსაც არავის უმხელენ.
#######
-რა გაყინული გაქვს ხელები რა არის?! მე ხომ გითხარი საშიში არაფერია.
-კარგი რა, ხომ იცი რომ ძალიან ვნერვიულობ.
-რა გაქვს სანერვიულო? სახრჩობელაზე კი არ უნდა გაგიყვანო დედაჩემი უნდა გაგაცნო.
-კი, მაგრამ მაინც...
-შემოდი... შემოდი! ნუ იბუზები წიწილასავით.
-მაიკო სად ხარ დე?
- მოხვედი ირაკლი? სამზარეულოში ვარ შემოდი.
-შეგიძლია ცოტახნით გამოხვიდე?
-ეხლავე მოვდივარ! ჩუსტების ფრატუნით გამოვიდა მაიკო სამზარეულოდან. რამე მოხდ..... -სიტყაც ვერ დაამთავრა ადგილზე გაშეშდა. - ვაიმე ირაკლი ახლა თუ ეს ლიკა არ არის და მელანდება იცოდე დედა აღარ გყავს და....
-ლიკაა დე, ლიკა, უბრალოდ სურათებში ძაან მახინჯია და იმიტომ ვერ ცნობ.
-ვაიმე ირაკლი, ვაიმე ირაკლი კი არა და ლიკა შვილო მართლა შენ ხარ? რა ლამაზი ხარ დე ბარბის გავხარ, შენ გენაცვალე. -მაიკოს ცრემლი მოადგა თვალზე და ლიკას ჩაეხუტა. მერე ორივე სამზარეულოში შეიყვანა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა.
-აი, ხომ გითხარი ლიკა დედას ჩემზე მეტად შენ უყვარხარ მეთქი, შენ კიდევ არ დაგეჯერა. -მოჩვენებითი წყენით თქვა ირაკლიმ.
-გაჩერდი შენ მანდ და ხმა არ გავიგო, ამას დამიხედეთ. -გაუბრაზდა მაია.
-მე კი გავჩუმდები, მაგრამ მამა რომ ჩამოვა და იმასაც რომ წამართმევს ლიკა და ასე ობლად და საცოდავად რომ დამტოვებს, მერე რაღა მეშველება გიფიქრიათ ვინმეს? -იცინოდა ირაკლი.
-ვაიმეეე, არ გრცხვენია? სულ შენი არ არის დე ლიკა?
-ჩემი? ვინ მაცდის ლიკასთან ყოფნას?ახლა ხომ აქ ვართ, მერე სახლში უნდა გავიყვანო და საღამოს ბიჭებთან კლუბში უნდა წავიდეთ. ქეთოს და ლიკას დაქალებიც იქ უნდა მოვიდნენ, ხვალ ის გიჟები კიდევ რაღაცას მოიფიქრებენ და რა ვიცი.....
-შენ შემთხვევით იმისიც ხომ არ გეშინია ძმაკაცები არ წაგართვა?
-წამართვი და ეგ არის:) გიომ ასჯერ მაინც დამირეკა უკვე, ლიკას გარეშე ბარში ფეხს არ შემოგადგმევინებთო.
-დიდხანს ლაპარაკობდნენ. მაიკო ირაკლის ბავშვობის ოინებს უყვებოდა და გულიანად იცინოდნენ. დრო და დრო ლიკას გულში იხუტებდა და ეფერებოდა. წამოსვლის დრო რომ მოვიდა მაიკოს აღარ ეთმობოდა, კიდევ ცოტაც დარჩითო სთხოვათ, მაგრამ უკვე ძალიან დაგვიანდებოდა და აზრი არ ჰქონდა მაიკოს გაჯიუტებას დარჩენაზე დაეყოლიებინა ირაკლი. გამოსვლისას ახალი ტატუ შეამჩნია ლიკამ ირაკლის მარცხენა ხელზე.
-ეს სამი გული რას ნიშნავს? როდის მოასწარი გაკეთება? აქამდე არ შემიმჩნევია.
-დღეს დილით გავიკეთე შენიდან რომ წამოვედით. მაინც არ დამეძინა და ჩემს ნახატების კოლექციას პატარა მაგრამ დიდი სიყვარულის ინიციალები მივამატე.
-მერე და რას ნიშნავს?
-მე♥, შენ♥, ჩვენ♥. ჩვენი სიყვარული ხომ ეს მთელი სამყაროა ჩემთვის. ეს არსებობის აზრია და ჩვენს მეტი ვერავინ ვერ მიხვდება, იმიტომ რომ ჩვენებურად ვერავის ვერ ეყვარება ერთმანეთი. შეიძლება უყვარდეთ ჩვენზე მეტად ან ნაკლებად, მაგრამ არა ჩვენებურად. არ შეიძლება უბრალოდ იგივე გულიდან ამოსული გრძნობა და ემოციები განიცადოს სხვამ, რასაც ლიკა და ირაკლი განიცდიან, იმიტომ რომ ლიკას და იკას ანალოგი არ ყავთ.
-მიყვარხარ!!! საკუთარ თავზე მეტად! მიყვარხარ და არ მინდა როდესმე დასრულდეს!!
########
მერე რა მოხდა?
მერე იყო შვიდი ოქტომბრის მზიანი, ნათელი და ძალიან თბილი დღე. სამების საკათედრო ტაძარში ორი ულამაზესი ადამიანის ჯვრისწერა. ძალიან ბევრი სტუმარი სიყვარულით აღსავსე გაბრწყინებული თვალებით. ბედნიერი მშობლები, მეგობრები და ნათესავები. ქეთოს დაპირებული და დაკლებული 15 კილოგრამი. მერე ტაძრიდან გამოსული ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებული წყვილი, კიბეებზე ჯარისკაცებივით ჩამწკრივებული ბიჭები და გოგონები და ჰაერში მზის მაცოცხლებელი და თბილი სხივების ფონზე მოფრიალე ფერადი საქორწილო თაიგული, გარშემო კი სიყვარულის სურნელი.
-იცი ლიკა მგონი ღმერთს ძალიან ვუყვარვარ შენი თავი რომ მაჩუქა ცხოვრების მეგზურად, არადა ასეთი კარგიც არ ვარ შენ რომ დამემსახურებინე.
-სიტყვებს არ სჭირდება დაფიქრება,
როცა არითმია უცვლელია.
ჩემი თვალებიდან გულის გავლით
ცამდე სიყვარული ურყევია.
თვალმა სევდისფერი შეიფერა,
ჩემს ღიმილებს ცრემლი ურევია,
დროის შეგრძნება რომ დამეკარგა,
საათს ისრებიც კი აერია.
წუთით შენზე ფიქრი რომ შევწყვიტე,
გულში ტკივილები ამერია,
სულ, რომ სიყვარულზე მეწერება
მე მჭირს შეგრძნებათა ანემია,
რადგან იმნაირად შემიყვარდი
ჯერ რომ არც ერთ გოგოს ჰყვარებია.♥
გგონიათ მათ ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იყო? არაფერი! საერთოდ არაფერი ყოფილა ადვილი! იყო პრობლემები, გასაჭირი, მაგრამ ამ ყველაფერს ერთმანეთის გვერდში დგომით უმკლავდებოდნენ. ისინი პირველ რიგში ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრები იყვნენ და მერე სხვა დანარჩენი. ირაკლის ლიკასთან ხმა არასოდეს აუწევია, იცით რატომ? ამ დროს ყველაზე ადვილად შორდება ორი ადამიანის გული ერთმანეთს, შემდეგ იბზარება და ადვილად ტყდება. უფრთხილდებოდნენ იმ სათუთ გრძნობებს რაც ერთმანეთთან აკავშირებდათ და აფასებდნენ ერთად გატარებულ თითოეულ წუთს. სწორედ ამიტომ იყო, რომ ბედნიერება მათ ოჯახს არასოდეს ტოვებდა, პირიქით გადალახული განსაცდელებით მათი ოჯახი და სიყვარული უფრო მყარდებოდა და ცხრა თვის შემდეგ დაბა,დებული პატარა გიორგიც უფრო მეტ სტიმულს და აზრს აძლევდათ სიცოცხლისა.
დასასრული.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი kati

Tavze damatenda kitxvashi,tumca zalian momewona...

 



№2 სტუმარი jki

debiloba iko

 



№3 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime rasayvareli istoria iyo, Cota wavuqvitine da gavbednuerdiii. Yochavg

 



№4  offline მოდერი ენემი

ძალიან, ძალიან მაგარია kissing_heart

 



№5  offline წევრი Tamusia Egutidze

უსაყვარლესობა იყოო^^ ეს ისტორია ჩემს ფავორიტებს შეემატა ამ საიტზე)) ძალიან მაგარი იყო ყოჩაღ!!! heart_eyes scream innocent

 



№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Aseti debiloba ramdeni xania arwamikitxavs vaime es raiyoo

 



№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

რჩევას მოგცემ, თუ წერას აპირებ, ამის მსგავსი ისტორია არასოდეს დაწერო. ალბათ ასაკით პატარა ხარ და ამის იმედი მაქვს. უაზრო დიალოგები, რომელთა კითხვის უნარი გამიქრა და ვერც წავიკითხე, მხოლოდ ბოლო აბზაცს გადავხედე. ეს მდიდრების და ღარიბების თემა სერიალების გავლენაა? წერა შეგიძლია, მაგრამ მთავარია აზრს რას ჩადებ ნაწერში

 



№8 სტუმარი მარო

ძალიან მომეწონა კარგი იყო????????

 



№9  offline წევრი Ninuca)

Arachveulebrivi iko❤dzalian momewona❤kochag❣❣

 



№10  offline წევრი izabella

Chikochiko
რჩევას მოგცემ, თუ წერას აპირებ, ამის მსგავსი ისტორია არასოდეს დაწერო. ალბათ ასაკით პატარა ხარ და ამის იმედი მაქვს. უაზრო დიალოგები, რომელთა კითხვის უნარი გამიქრა და ვერც წავიკითხე, მხოლოდ ბოლო აბზაცს გადავხედე. ეს მდიდრების და ღარიბების თემა სერიალების გავლენაა? წერა შეგიძლია, მაგრამ მთავარია აზრს რას ჩადებ ნაწერში

როცა ადამიანის დახმარება გინდა მას სწორი რჩევა უნდა მისცე,მადლობა.

 



№11  offline წევრი elena gavasheli

მომეწონა კარგი აზრი დევს. მართალია ისტორიის კულმინაცია ცოტა არეულია მაგრამ საერთო ჯამში შედეგი კარგია <3 ყოჩაღ!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent