შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ (თავი I,II)


13-02-2018, 15:08
ავტორი tasusuna
ნანახია 301

წარსულის კვალდაკვალ (თავი I,II)

წინათქმა:

საკუთარ თავზე ნუ მოყვებით ნურც კარგს და ნურც ცუდს. პირველ შემთხვევაში - არ დაგიჯერებენ, მეორეში – შეალამაზებენ..

მონოლოგი:

–არის ერთი უბრალო ჭეშმარიტება:ცხოვრება–ეს სიკვდილის ანატომიაა,ხოლო სიკვდილი–სიცოცხლის უარყოფა...
მე სიცოცხლე ვუარყავი,მიზანმიმართულად,მაგრამ,მაინც ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ..
მიუხედავად იმისა,რომ ხორციელად ვსულდგმულობ,სულიერად დამარხული ვარ,ეს კი იმას ნიშნავს,რომ არ ვარსებობ–სიცოცხლე ვუარყავი..
ყველაფერი იმდღეს დაიწყო,როცა არათითზე ოქროს რგოლი გამიკეთეს.
35 წლის წინ..
იმ წამიდან რადიკარულად შეიცვალა ყველაფერი და,მეც დინებას გავყევი..
ფაქტი,რომ კანონიერი ქურდის ცოლი ვიყავი,ყველას შიშის ზარს სცემდა.
რიდით,შიშითა და მოწიწებით მეპყრობოდნენ.
ხელის გულზე მატარებდნენ.
მაშინ 20 წლის ვიყავი და,ვერ ვიაზრებდი იმ ტვირთს,რომელიც მხრებზე მაწვა და დღითიდღე მძიმდებოდა.
ამას მერე,ძალიან გვიან მივხვდი..
მაშინ,როცა არაფრის შეცვლა აღარ შეიძლებოდა..
პირველ ხანებში,მონოტონურად მიმდინარეობდა ჩვენი თანაცხოვრება.
გიორგი ძლიერ სიყვარულსა და მზრუნველობას იჩენდა ჩემს მიმართ და,მეც ვგრძნობდი იმ ქალურ ბედნიერებას,რომლისთვისაც მივილტვოდი..
სულ ჩემს გვერდით იყო და,მეც,ამაყად ვეზიდებოდი ცოლქმრის ჭაპანს..
მის მეგობრებსა და ახლობლებს,ღიმილით ვხვდებოდი..
განსაკუთრებით,მის ძმადნაფიცებს.
თითოეული მათგანი შევისისხლხორცე და,ძმისგან არ ვანსხვავებდი არცერთს.
პირველივე დღიდან ვამჩნევდი მათში იმ სხივს,რომელიც სხვას არ ჰქონდა.
მათი საუბრის მანერა,ინტელექტი,ზრდილობა..
ვხედადვდი,გიორგიც რომ აფსოლუტურად იცვლებოდა მათთან ყოფნისას.
მიუხედავად იმისა,რომ მათ საბარს არასდროს დავწრებივარ,ვიცოდი,თემა ოჯახი,სიყვარული,ურთიერთობა,მეგობრობა არასდროს ყოფილა,ამას მათი სახეებიც მოწმობდა,როდესაც კაბინეტს ტოვებდნენ და,მხოლოდ შემდეგ იწყებდნენ ჩემთან ცხოვრებისეული თემების განხილვას..
თავიდან მათი ჩვენთან მოსვლა მხოლოდ საუბრით შემოიფარგლებოდა,მაგრამ,ნელნელა ყველაფერი შეიცვალა..
მიდიოდნენ და ,საათობით იკარგებოდნენ.
წასვლიდან,მის დაბრუნებამდე,ცრემლის ღვრაში ვატარებდი საათებს..
ლოგინზე ოთხად მოკუნტული ვიწექი და ათასი ვერაგი ფიქრებით ვიწამლავდი გულს.
ყოველი წასვლილას ჭირივით მზიზღდებოდა მისი მეგობრები..
ვერ ვუმკლავდებოდი გრძნობებს და გულის წასვლამდე ვხაოდი.
ვეძახდი,ვყვიროდი,ვლანძღავდი და,ძალაგამოცლილი ისევ ვუბრუნდებოდი საწოლს..
მის მოსვლამდე გაუნძრევლად ვიწექი და ერთ წერტილს ვიყავი შეყინული..
მერე შემოვიდოდა..
ჯერ ფრთხილად დაააკაკუნებდა ოთახის კარზე,შემდეგ კი,ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდებოდა.
ცივი სახე ნელნელა უთბებოდა.
მზერა ეწმინდებოდა.
მიმიკები უდგებოდა.
ფრთხილად დაიხრებოდა სასთუმალთან,ცივი თითებით მომწმენდდა ეულად ჩამოგორებულ ცრემლს და ნაზად მაკოცებდა შუბლზე.
ნაღვლიანად,ოდნავ შესამჩმევად გამიღიმებდა ხოლმე და,დაღლილი სხეულით მომიწვებოდა..
მხოლოდ მაშინ ვმშვიდდებოდი და ვხდებოდი–გიო დაბრუნდა.
მის წასვლას დროთა განმავლობაში შევეგუე..
ფიქრებსაც გავურბოდი,
ცრემლებსაც ვიკავებდი,
მხოლოდ ვლოცულობდი.
მუხლმოდრეკილი ვიდექი ხელით ნაკეთ ხატებთან და საათობით ვლოცულობდი.
ღმერთს ერთადერთს ვევედრებოდი : დაბრუნებულიყო საღსალამათი.
მისი ნაბიჯების ხმა როგორც კი მომწვდებოდა,წამოვდგებოდი,
კარებთან ვდგებოდი და გაღიმებული ველოდი,როდის შემოაღებდა ოჯახის კარს.
თავიდან,როცა ამ მდგომარეობაში დამინახა,გაუკვირდა,ვიგრძენი.
იმდენად იყო მიჩვეული,რომ ძალაგამოცლილი,ნამტირალევი დავხვდებოდი,რომ ერთიანად შეეცვალა გამომეტყველება..
მაგრამ მერე,სიამაყე ჩაუდგა მზერაში.
მიხვდა,მე უკვე მისი სრულფასოვანი მეუღლე ვიყავი..
როორც შინ,ისე გარეთ..
მაშინ,როცა სააათობით მოთქმით ველოდი,მხოლოდ შინ,ოჯახში ვუწევდი თანადგომას,ახლა კი,მის კარს იქეთ ცხოვრებასაც ვუთანაგრძნობდი.
მე უკვე მისი მეუღლე ვიყავი,მისი თანაზიარი,მისი მესაიდუმლე,მისი მესაყდრე,მისი შემცოდე–შემწყალებელი,მისი ჯალათიც და მისი გვემაც..
დიახ,მე ის მივიღე ისეთი,როგორიც იყო და ამ ნაბიჯს,ორივე სიამაყით შევხვდით..
იმ დღის შემდეგ,ახალ საფეხურზე გადავედით.
მიუხედავად იმისა,რომ მთლიანად არ მახედებდა მის საქმეებში,გარკვეულწილად გავერკვიე.
სათითაულოდ გამიჯდა მისი ცხოვრების მგლური კანონები სულში და,მეც მის გვერდით,უკანმოუხედავად ვანგრევდი ჩარჩოებს,მხოლოდ იმიტომ,რომ მის გვერდით ვყოფილიყავი..
მხოლოდ იმიტომ,რომ მიყვარდა და მარტო ვერ დავტოვებდი.
დიახ,მიყვარდა.
ყველაფრის მიუხედავად,მთელი სულით და გულით მიყვარდა.
რაცარუნდა მომხდარიყო,რაცარნდა ჩააედინა,მაინც მიყვარდა..
მიუხედავად იმისა,რომ მე,ჩემი ხელით ვწვავდი მის სისხლიან პერანგებს..
დიახ,მიუხედავად იმისა,რომ ვიცოდი,იარაღი რისთვის მიჰქონდა..
მიუხედავად იმისა,რომ მისი მოძმეების მოსვლა სახლში სიკეთეს არ მოასწავებდა.
მიუხედავად ამ ავხორცული დღეებისა,მაინც მიყვარდა და,
მაინც მეჩემებოდა გიორგი.
მარტო იმ წუთების ხარჯზე,როცა სახლში დაღლილი,დაძვამბილებული,გაწამებული მოდიოდა და ,ჩემს მკლავებში პოულობდა მის წილ სიმშვიდეს.
მარტო ამისთვის შემეძლო მისი გულისთვის მეც იარაღი ამეღო ხელში..
მარტო ამ წამებისთვის შემეძლო ჩემი თავი სრლიად დამევიწყებინა და მხოლოდ მისთვის მიმეძღვნა ჩემი არსებობა..
მარტო ამ წამებისთვის..
მარტო ამ წამებისთვის მივიღე ის როგორიც იყო..
მაგრამ..
ცხოვრება ცბიერია–როდესაც ყველა კარტი გიკავია ხელში,ის უეცრად ჭადრაკის თამაშს იწყებს..
ასე აღმოვჩნდით უცებ ერთი რიალობიდან მეორეში..
მოულოდნელად და,ყველაზე მტკივნეულად..
ერთ დღეში ორი ამბავი გავიგე.
ფეხმძიმედ ვიყავი და,ბიჭს ველოდებოდი.
პირველ წუთებში სიხარული განვიცადე..
მთელი დღე აღფრთოვანებული.გაცისკროვნებული დავდიოდი.
ადგილსა და გარემოებაზე ვფიქრობდი,თუ როგორ მეხარებინა გიორგისთვის,რომ მას ვაჟი ეყოლებოდა..
რა არ დავგეგმე,რა არ ვიფიქრე მაგრამ,
არ დამცალდა..
ყველაფერი იმ საათს მომხდარა,მე,სიხარულით რომ ვტიროდი,თურმე.
მაშინ,როცა,მე ვგეგმავდი ახალი ამბის ცნობას,ის სიმწრისაგან გარბოდა და,დადევნებულ მდევარს მიჯრით ესროდა.
მაშინ,როცა მე სიხარულის ცრემლებს ვიწენდდი,ის მომაკვდავ მის ბავშვობის მეგობარს ჭრილობიდან წმენდდა სისხლს.
იმ წუთებში,როცა მას მოუთმენლად ველოდი,ის უკვე ოთხ კედელში იყო გამოკეტილი და გამწარებული უჭერდა რკინის გისოსებს ხელს და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,როგორ მოეღო ბოლო მოღალატე თანამოძმესთვის..
როგორ ეზღვივნებინა მისთვის ორგულობა და სიკვდილი.
მაშინ ის მხოლოდ ამაზე ფიქრობდა,მისი მრწამსი ამის განსჯის უფლებას აძლევდა და მაშინ მივხვდი,რომ ის ჩემზე არ ფიქრობდა..
მაშინ გავაანალიზე,რომ ზღურბლს იქით მას ცოლი არ ჰყავდა..
სრულებით გავნადურდი,რადგან ვიცოდი,თუ რამეს არ შევცვლიდი,ჩემ შვილსაც იგივე ბედი ელოდა..
და ამიტომ,წამოვედი.
**
360 გრადუსით შევიცვალე.
ერთიანად საყრდენ გამოცლილი ჩემი მომავალი შვილის ბედზე ფიქრით ვიმაგრებდი თავს.
სინდისი კი მქენჯნიდა.
უმოწყალოდ და დაუნდობლად.
გული მეკუმშებოდა იმაზე ფიქროთ,რომ მე ის მივატოვე.
რომ ცივ საკანში ეულად გამოვკეტე..
მაგრამ ვერ გადავდიოდი ჩემს საზღვრებს..
რომ მივსულიყავი,საყრდენი მიმეცა,გვერდში დავდგომოდი,ვეღარ წამოვიდოდი.
ორად ვერ გავიხლიჩებოდი..
ორივეს ბედზე ვერ ვიზრუნებდი.
ორივეს საყდრად ვერ დავუდგებოდი..
ვერა და ეს მკლავდა შინაგანად..
საკუთარი აზრების გადაფიქრება მიჭირდა და
|ბრძოლაში გავატარე მთელი ცხრა თვე.
მთელი ამ დროის მანძილზე,ვისი ენით არ მომიკითხა,ვისი ენით არ სცადა ჩემთან დაკავშირება,მაგრამ,მედგრად ვიდექი.
მიუხედავად იმისა,რომ მის მოწერილ წერილებს ცრემლებით ვასველებდი,მაინც არ ვწერდი პასუხს..
თითოეული მადგანი ზეპირად მახსოვს.
აფსოლუტურად ყველა.
ყველა მის ამოსნთქვას მგრძნობდი მძიმის შემდეგ.
ყველა მის მზერას წინადადების ბოლოს..
მაგრამ,არცერთი,
ჩემს შვილს გეფიცებით,
არცერთი წერილის ბოლოს წერტილი არ ჰქონდა დასმული და ვიცოდი,არც არასდროს დასვამდა..
ზუსტად ვიცოდი,ხვდებოდა,ასე რატომ ვიქცეოდი და,ყოველი მისი სიტყვები ამაში მარწმუნებდა,რადგან,
არ მამტყუნებდა,პირიქით,
გვერდში მედგა,რომ ჩამოვცლოდი...
ამიტომ გამიასმაგდა ამ დროის განმავლობაში მისდამი სიყვარული და პატივისცემა..
მაგრამ,ბოლო წერილმა,მთელი ამ დროის ნაგროვები გამბედაობა და მხნეობა,ერთბაშად გამომაცალა.
ეს ზუსტად ის დღე იყო,როცა დიდი წვალების შემდეგ მოევლინა დედამიწას ალექსანდრე საკანდელიძე.
პალატაში ვიყავით,გულზე მყავდა მისვენებული ჩემი პატარა.
გაცისკროვნებული დავყურებდი,თუ როგორი მონდომებით აცმაცუნებდა ტუჩებს და ოდნავ ახელდა თვალებს.
მის სიცოცხლეს გეფიცებით,აფსოლუტურად ყველა ნაკვთი გიორგისი ჰქონდა.
და ამ ფაქტმა უფრო გამახარა.
ჩემს ფიქრებში ვიყავი,მედდა რომ შემოვიდა აღელვებული და ფურცელი გამომიწოდა ხელის კანკალით.
მომენტალურად გამაცივა.
ხატზე დავიფიცებდი,ვისგანაც იყო.
კანკალით გადავშალე ფურცელი მას შემდეგ,რაც გოგონა გავიდა და გავშეშდი.
მძლავრად მივიკარი პატარა გულზე და თავი ჩავხარე დანაშაულში მხილებულმა.
ფურცელზე გაკრული ასოებით ეწერა
–„თქვენს უნახავად აქედან ნუ გამიყვან,გთხოვ“
–ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა,როცა მან რაღაც მთხოვა და მივხვდი,მთელი არსებით რომ მევედრებოდა ამას.
აკანკალებული დავაწექი წითელ ღილაკს და წამებში შემოსულ იგივე გოგონას ძლივსგასაგონად ვუთხარი.
–შემოვიდეს..
წამები საუკუნებად გაიწელა.
ეს კი მტანჯველად მოქმედებდა ჩემზე.
მაშინ,როცა კარები სიფრთხილით შემოაღო მაღალმა სხეულმა,მივხვდი,არცერთი კითხვა არარის იმდენად რთული,რამდენადაც ის,რომელზეც პასუხი აშკარაა..
ველოდი თუ არა მას?
მზად ვიყავი თუ არა ამისთვის?
პასუხი აშკარა იყო:
მთელი სულით და გულით
სიმწრით ვითვლიდი წამებს,როცა შემოვიდოდა და,გვნახავდა..
**
ფრთხილად მოემართებოდა.
თითქოს ზომავდაო,ნაბიჯებს.
მის სიარულშიც კი ვხედავდი იმ გზას,რომელიც აქამდე გამოიარა.
ოდნავ გამხდარი,მაგრამ, ფიზიკურად უფრო ძლიერი მომეჩვენა.
წელში ოდნავ მოხრილიყო და,მზერა რომ გამისწორა,იქ მხოლოდ სინანული და დანაშაულის გრძნობა ამოვიკითხე.
სევდა ჩასდგომოდა თაფლისფერ სფეროებში.
ნაღვლიანად მიყურებდა და ვერ ბედავდა მეტად მოახლოებას.
ერთი ხელის გაწვდენაზე იყო და მეც მესიკვდილებოდა რომ შევხებოდი.
ემოციები მომენტალურად ეცვლებოდა სახეზე,როცა ბავშვს დახედა.
სიხარული.
გაოცება.
ტკივილი.
სიყვარული.
ბედნიერება.
ერთმანეთს ცვლიდა რამოდენიმე გრძნობა და მომლოდინედ მიყურებდა..
ჩემგან ელოდა ნებართვას რომ ბავშვს შეხებოდა და,
მათ სიცოცხლეს გეფიცებით,თავი არარაობად ვიგრძენი..
არარაობად და სამყაროში ყველაზე დიდ ეგოისტად,რომელმაც არ მისცა მამას უფლება,შვილის არსებობით სრულფასოვნად ეხარა..
რადგან ჩემზე იყო დამოკიდებული ყველაფერი.
რადგან მე ვწვეტდი..
ჩემი ერთი სიტყვაც და ის მთელი ცხრა თვე ჩვენს გვერდით იქნებოდა.
ისიც ჩემთან ერთად გაიზიარებდა ბავშვის გულის ცემასა და პირველ გამოძრავებას.
მხოლოდ მე ვწვეტდი,რადგან ზუსტად ვიცოდი,რომ მას ნებისმიერ დროს შეეძლო ციხის კარის გაღება და,ჩემთან მოსვლა,მაგრამ მეჩავუკეტე საზღვარი..
მე ჩამოვიშორე ის და ახლა ვნანობდი,როცა მის თვალებში ვედრებას ვკითხულობდი..
ალექსანდრეს უცოდველ,სპეტაკ სახეს დავხედე...
ლოყები გავარდისფერებული ჰქონდა,თვალები დახუჭული..
მას ვუყურებდი და თავი ბეწვის ხიდზე მეგონაა..
ერთ თავში ალექსანდრე იყო.
მეორეში კი გიორგი.
ორივე მომლოდინედ მიყურებდა.
ორი ერთმანეთის მსგავსი სხეული და ვორჭოფობდი..
ვერ ვწყვეტდი ვისკენ წავსულიყავი..
მიიუხედავად წამის წინ განცდილი გრძნობებისა,მაინც ეგოისტობა მძლევდა..
მიუხედავად იმისა,რომ გიორგის შემხედვარე ვნადგურდებოდი და არაადამიანად ვყალიბდებოდი,ალექსანდრეს დავხედავდი თუარა,მეცვლებოდა ფიქრები.
ეგოისტობა და დედის ინსტინქტი ეპაექრებოდა სამართალსა და სიყვარულს ჩემში..
გადაწყვეტილების მიღებას,დიდი დრო დასჭირდა,ის კი,მთელი ეს ხანი,მოთმენით მელოდა..
ჩაზნექილი,დანაწევრებული ბეწვის ხიდი თითქოს გამრთელდა და გამყარდა,შუაში ისევ მე ვიდექი..
წონასწორობას ამაყად ვიცავდი და,
ორივე მხარეს ხელგაწვდილი ვეგებებოდი.
ნელა გავუწოდე მშვიდად ჩაძინებული ალექსანდრე გიორგის და,ღიმილით შევყურებდი,თუ როგორი სიყვარულით დასცქეროდა მას..
მაშინ ვიფიქრე,რომ ოქროს შუალედს,მთელი ცხოვრება დავიცავდი და გავაკონტროლებდი.
რომ მედგრად დავუდგებოდი მგლურ კანონებს და არ მივცემდი ალექსანდრესთან მიახლოების საშუალებას..
ვიფიქრე,რომ გიორგისთან ჩამოუშორებლად შევძლებდი ალექსანდრესთვის სწორი გზის გაკვალვას..
ვფიქრობდი და მჯეროდა,რომ დედის ინსტიქტი,სიყვარული,ეგოისტობა და სამართალი ერთად დაისადგურებდა ჩემს გულში და გავუმკლავდებოდი ორი სამყაროს ჭიდილს..
შევძლებდი,რომ მათ შორის ვმდგარიყავი და არცერთისთვის მიმეცა უფლება,ზღვარს გადმოსცდენოდნენ..
ვფიქრობდი და მზად ვიყავი,რომ სისხლის ბოლო წვეთამდე,
სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მებრძოლა მათთვის.
მებრძოლა იმ ორი სამყაროსთვის,რომლებიც მათ ჰქოფდათ..
მებრძოლა იმისთვის,რომ ადვილა შეძლებოდათ მოვალეოების,კანონების გარეშე ერთმანეთთან ყოფნა.
და თუ ამისთვის მსხვერპლშეეწირვა იყო საჭირო,მე,
მე ვიქნებოდი ის ადამიანი,რომელიც მსხვერპლად დაუდგებოდა ნებისმიერს,ოღონდ ეს ბალანსი დამეცვა.
**
სანამ დედა გავხდებოდი,მეგონა,რომ საკუთარ თავზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ,თურმე ვცდებოდი,ალექსანდრეს წყალობით,სამყაროს აღქმა სლ სხვანაირად დავიწყე.
დილა მისით იწყებოდა და მთავრდებოდა.
მისი მშვიდი სუნთქვა,მისი ტკბილი სუნი,მისი პატარა თითები,მოცუცქნული სახე,მშვიდი თვალები ამქვეყნად ყველაფერს მერჩივნა.
სანამ შევეჩვეოდი მის წამოტირებას,გული მისკდებოდა ხოლმე.
მაგრამ მალევე ვმშვიდდებოდი,როცა ჭამისთანავე წყნარდებოდა და ისევ მიიძინებდა.
გიორგი დღის უმეტეს ნაწილს ჩვენს გვერდით ატარებდა.
ეტაპობრივად სწავლობდა ბავშვის სწორად დაჭერას,საფენების გამოცვლას.
ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდი,თუ ამ ყველაფერში დამეხმარებოდა,მაგრამ კიდევ ერთხელ გამაოცა მისმა პიროვნებამ.
მაგრამ,ის ხომ სახლში ზუსტად ისეთი იყო,როგორიც ჩვეულებრივი მამაკაცები.
ჩვენს სახლში აღარ ვცხოვრობდით,გიორგის ერთადერთი რამ ვთხოვე,რომ გავერიდები იმ სამყაროდან,რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზე იყო..
საავამყოფოს დატოვებიდან ერთ კვირაში კი,აქ მოგვიყვანა.
სახლი ქალაქიდან მოშორებით,ტბასთან ახლოს,კორომში მდებარეობდა.
რამოდენიმე კილომეტრის რადიუსში მხოლოდ ფიჭვის ხეები იყყო,რაც უფრო მეტ მყუდროებას მიჩენდა.
დანახვისთანავე მომეწონა ეს ადგილი.
ყველაფრისგან შორს..ხალხისგან განცალკევებით.
სიბოროტეს მოწყვეტილი ადგილი და ,მხოლოდ მყუდროება.
ეს ზუსტად ის იყო,რაც მჭირდებოდა,რომ ჩემი მიზნები შემესრულებინა.
–დამპირდი,რომ აქ არასდროს შემოუშვებ შენს სამყაროს–ერთ საღამოსაც ვუთხარი რაც მაწუხებდა–დამპირდი,რომ აქ არასდროს მოხვალ ბინძური სულით.–აცრემლებული |თვალებით გავხედე,თავი ჩაეხარა და ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს,..–გესმის გიორგი? ხვდები რას გეუბნები?–ხმას ავუწიე და მასთან ჩავიმუხლე,რომ მზერა გამესწორებინა.–შემომხედე–თავი ავაწევინე და თვალებში ჩავხედე.–მე ვერ გთხოვ იმას,რომ ამ სამყაროს ჩამოშორდე,ვიცი ეს შენთვის რამდენს ნიშნავს და შენც იცი,ამას რომ არ მოვითხოვ...
ის,რაც შენი სამყაროა,შენია და ვიცი,იქ არ არის ჩვენი ადგილი,მაგრამ,აქ,ამ სახლშიი,მოვითხოვ,
როგორც დედა,
როოგორც შენი ცოლი,
როგორც ადამიანი,
შენი სახელით,
ჩემი სახელით,
ალექსანდრეს სახელით
მოვითხოვ,რომ
არასდროს!
არასდროს არ შემოხვიდე ამ სახლში ბინძური სულით..
იქ,ზღურბლთან დატოვებ ყველაფერს.
სისხლს,ტანჯვას,ტყვიას..
ყველაფერს..
აფსოლუტურად ყველაფერს,
რაც მაგ სამაყროს უკავშირდება,
წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები,ზომები მივიღო..
მეგონა,ნამდვილად მეგონა და ვფიქრობდი,რომ იმ სახლში განცალკევებით ვიყავი,მაგრამ,ვცდებოდი.
იქ მოდიოდნენ და წამლავდნენ ჰაერს..
მოდიოდნენ და უკანმოუხედავად მიყვებოდი..
არ მინდა,რომ ამ სახლშიც ასე განმეორდეს.
არ მინდა ამ სახლიდან მოვალეობებმა გაგიყვანოს.
ხვდები რას გეუბნები გიორგი?–ხმას უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი,მის ჩახრილ თავს ვერ ვეგუებოდი.
–აქ სიწმინდეა,სიწყნარეა,სიმშვიდეა,სისუფთავეა და არავის,დედამიწის ზურგზე,არავის,მათ შორის შენც,არ მოგცემთ უფლებას,რომ აქაურობა წაბილწოთ..
–ხმაჩამწყდარმა დავასრუე და წამოვდექი,ოთახიდან ალექსანდრეს ტირილის ხმა მომესმა..
გაეღვიძებინა და ,წარბებშეკრული მიყურებდა,გამეღიმა,გაბრაზებაც კი გიორგის ნაირი იცოდა.
ფრთხილად ამოვიყვანე საწოლიდან და,სკამზე ჩამოვჯექი.
ღიმილით ვუყურებდი,თუ როგორ ჭამდა და,გული სიხარულით მევსებოდა.
წეღანდელი აღელვება წამებში დამავიწყა,მომწყვიტა სამყაროს.
ნაბიჯების ხმა მომესმა,ვიგრძენი ჩემს უკან რომ იყო და,ღიმილით გვიყურებდა.
–შენი აზრით რამეს მივცემ უფლებას ეს წამართვას?–სიჩუმეში ხმამა/რლა გაისმა მისი ჩუმად ნათქვამი სიტყვები.
–ის,რასაც შენ ემსახურები,უკონტროლოა გიორგი და მეშინია,რომ ვერ გავუძლებ წინააღმდეგობას.
–არც დაგჭირდება,ამ სახლში ორივე უსაფრთხოდ ხართ,წინააღმდეგ შემთხვევაში,აქ არ მოგიყვანდით.–ძალიან შორიდან მომესმა მისი ხმა და,კარებიც გაიხურა.
**
ამ, დღის შემდეგ,თითქოს ყველაფერი დალაგდა.
გიორგიმ დამხმარე,ახალგაზრდა გოგონა მომიყვანა,თავიდან წინააღმდეგი ვიყავი,მაგრამ,ნელნელა ,ძალიან დავუახლოვდი მას და,მარტოობასაც მასთან ერთად ვკლავდი.
19 წლის ახალგაზრდა,სიცოცხლით სავსე გოგონა იყო..
მშვიდი,მოწესრიგებული,კეთილშობილი.
ალექსანდრეს მოვლაში ძალიან მეხმარებიდა,საღამოობით კი,ბუხართან სააათობით ვბაასობდით.
დროთა განმავლობაში,მისთვის ცნობილი გახდა გიორგისთან დაკავშირებული გარკვეული დეტალები.
არც დამიმალლია და დარწმუნებული ვიყავი,ის ადამიანი იყო,რომლის ნდობაც შეიძლებოდა.
–მე ვერასოდეს გავბედავდი ბედს ასე შევწინააღმდეგებოდი,თქვენ კი მედგრად უდგახართ და,ყველაფერს აკეთებთ,რომ დაწერილი წაშალოთ.–ერთ საღამოსაც წამოიწყო ანნამ.
–იცი?ვიდრე ადამიანი არ ნებდება,ის კათუთარ ბედზე ძლიერია,მე კიდევ,ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს,რომ არ დავნებდე და გავაგრძელო ბრძოლა.–ღიმილით გავხედე და,ცხელი ჩაი მოვსვი.
–ერთ დღესაც რომ ვერ შეძლოთ> ამაზე გიფიქრიათ??
–იცი? ყოველდღე მაგაზე ვფიქრობ,რომ შეიძლება ერთ დღესაც ვეღარ შევძლო და ყველაფერი წყალში ჩავყარო,მაგრამ,დავინახავ თუარა ალექსანდრეს,ახალი ძალა მეძლევა,ახალი გული ფეთქავს,ახალი სისხლი მიჩქეფს,ისააა ჩემი მიზანი,ისაა მიზეზიც და ჩემი სუნთქვის,ბრძოლისა და ბორგვის ძალა.
ალექსანდრე და გიორგი.
ჩემი ცხოვრების ორი მთავარი მამაკაცი..–ღიმილით გავხედე ჩაფიქრებულ ანნას და მოგიზგიზე ცეცხლს გავუსწორე მზერა..
–ამდენი პრობლემის შემდეგ,თქვენ ისევ ძლიერად გიყვართ ის,მგონი ეს,გმირობის ტოლფასია...
–ანნა,სიყვარული არარის გრძნობა,რომელიც იცვლება მაშინ,როცა მისი ალტერნატივა ჩნდება,შეიძლება ცხოვრება გართულდეს და ყველაფერი შეიცვალოს,მაგრამ,ნამდვილი სიყვარული უცვლელი რჩება.
მე გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე,სიყვარულის გავყევი,ახლა კი,უფლება არ მაქვს,ზურგი ვაქციო მას.–ცეცხლზე თვალ მოუშორებლად ვუპასუხე და,ჩემი შვილის ოთახისკენ წავედი.
**
ალექსანდრეს ერთი წლის იუბილეს სულმოუთქმელად ველოდი.
ფეხხი ახალი ადგმული ჰქონდა,და,წამდაუწუმ უკან დავყვებოდი,ამიტომ,მთელი სამზადისი ანნამ აიღო მის თავზე და,დღის ბოლოს მაგიდაც მან გააწყო.
რომელსაც მხოლოდ სამნი ვესხედით,მე,ანნა და გიორგი.
ალექსანდრე,რა თქმა უნდა,სუფრის თავში იჯდა და,თვალებ გაფართოებლი უყურებდა უზარმაზარ ტორტსა და ,ანთებულ სანთელს.
გიორგი აღელვებული იყო.
გრძნობების დამალვას ცდილობდა,მაგრამ,მისი თვლები ყველაფერს ხდიდა ფარდას.
გაცისკროვნებული დაჰყურებდა მის მსგავსს და სიხარულს აფქვევდა.|
ყველასთვის მოულოდნელად,როცა,სიმღერითა და,სიცილით მივახლოვდით ბავშვს,
გიორგის გახედა და.
–მა მა–ნელა,მაგრამ,გარკვევით წარმოთქვა.
ეს მისი პირველი სიტყვა იყო,მისი ერთი წლის იუბილეზე..
სიხარულისგან წამოსული ცრემლები ერ შევიკავე და,გაბადრულ გიორგის გავხედე,რომელსაც უკვე აეყვანა ხელში ბავშვი და,სიხარულისგან ატრიალებდა.
–ჰო მა,ჰო მამიკოს ბიჭო,აქ ვარ მა–მღელვარებისგან გატეხლი ხმით ეჩურჩულებოდა და გულზე ფრთხილად იკრავდა.
ბედნიერებისგან სულ წამერთვა ხმა.
იმდენად ამაღელვებელი სცენა იყო,რომ ანაც დაუფარავად ტიროდა და,ცრემლებს მონდომებით იწმენდდა.
ის საღამო ბედნიერებით იყო გაჟღენთილი.
ჩაძინებულ ალექსანდრეს ვაწვენდი,უკნიდან ნაბიჯების ხმა რომ მომესმა.
–ეს ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში,მისი დაბადების შემდეგ.–ღიმილით გადმომხედა და,კარებში გამატარა,ჩემი ოთახისკენ წავედით.
–ჰო,ცოტა კი ვიეგოისტე,პირველი მამა რომ თქვა და არა დედა.–სიცილით ვუპასუხე და,მოღლილი ჩამოვჯექი საწოლზე.
გვერდით მომიჯდა და,მიმიხუტა,მხარზე დავაყრდენი თავი...
–ხომ იცი,დედაც შენ ხარ და მამაც მისთვის.–ნაღვლიანად ამომხედა,თვალებდიმიყურებდა და,განაგრძობდა.–არ ვიცი,უშენოდ რა ვიქნებოდი,შენ რომ არა,ალბათ,ცოცხალიც აღარ ვიქნებოდი,მადლობა!
მადლობა,რომ ყველაფრის მიუხედავად,ამდენს აკეთებ ჩემთვის.–ჩახრინწული,დაღლილი ხმით ამოთქვა და,წელზე მოხვეული ხელი,სახეზე გადმოანაცვლა.
ნაზად ჩამომისვა ხელის ზურგი..
ჟრუანტელმა მთლიანად დამფარა და ,ეს არც გიორგის გამორჩენია.
თითქოს ნიშანს ელოდაო,წამში დაიხარა და,სასრველ ტუჩებს დაეწაფა.
ისე ნაზად,რბილად,ფრთხილად მკოცნიდა,თითქოს ეშინოდაო.
საოცარი სინაზით დაატარებდა გაუხეშებუ ხელებს ჩემს ტანზე და,ბურუსისკენ მივყავდი.
ისე მომნატრებოდა მთელი ამ ხნის მაძილზე მისი ალერსი,..
მისი შეხება და,ცხელი სუნთქვა....
მისი მომთხოვნი ტუჩები და,ვნებიანი თვალები....
ხვდებოდა გიორგი ამას და ასმაგად მიორკეცებდა სიამოვნებას..
მაგრამ,არც ჩემი შეშფოთება არ გამოპარვია,როცა მის ტანსაცმლისგან განთავისუფლებულ სხეულს შევხედე.
სურვილისაგან ანთებულმა სხეულმა წამში შეწყვიტა ცახცახი.
ამჯერად,შიშმა ამაკანკალა.
ჩემ წინ აღმართულ მამაკაცში ვეღარ ვცნობდი ცხოვრების სიყვარულს..
გაოცებული მზერით ვათვალიერებდი თითოეულ მოხატულ ნაკვეთს და,ვერ ვხვდებოდი,თუ რატომ არასდროს მიმიქცევია ამისთვის ყურადღება.
მაგრამ,დღეს ხომ პირველად ვიხილე ის ამ მდგომარეობაში.
წამისწინდელი შიში გაოგნებამ ჩაანაცვლა,როცა,ფიგურებში ალექსანდრეს სახელი და,მისი სახე გავარჩიე.
ფრთხილად მივუახლოვდი და,ტანზე აკანკალებული ხელი დავუსვი,სადაც კი ტატუირება ჰქონდა.
ყველა ნხატი თუ წარწერა,მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს აღნიშნავდა.
ალექსანდრეს დაბადების თარიღი.
მისი სახე..
ციხეში გატარებული ყოველი დღე.
ფიგურები,რომლებსაც ვერ ვხსნიდი
და,
ათასი რუსული ასოები,რომელთა ნაწილის შიფრი ჩემთვის გაუგებარი იყო.
ყველაზე დიიდ ყურადღება კი,თვალებმა მიიქციეს,რომელიც განცალკევებით,სხეულის მარცხენა მხარეს,გულთან ახლოს ჰქონდა ამოტვიფრული.
წუთების განმავლობაში მონუსხული ვუყურებდი თვალებს,რომელშიც ძალიან ბევრი რამე იკითხებოდა.
გაკვირვებისგან ერთმანეთში მქონდა ფიქრები არეული,იმდენად რეალისტურად გამოიყურებოდა მელნით ნახატი.
გიორგი ალბათ მიხვდა,ჩემს გაოცებას და,ნახატზე მიყუნული ჩემი მზერა მისკენ მიმამართია.
–ეს ტატუ,ზუსტად ერთი წლის წინ,ამ დღეს დავიხატე.–ჩახლეჩილი ხმით,ძლივსგასაგნად ამოიძახა–მაშინ,საავადმყოფოში,პალატაში რომ შემოვედი და დამინახე,ზუსტად ასეთი თვალები გქონდა.
მასში ძალიან ბევრი ემოცია:
ტკივილი,
სიხარული,
მონატრება,
ორჭოფობა იკითხებოდა..
შენი თვალები მთელ სამყაროს მერჩივნა,მაგრამ,იმ დღევანდელი,ვერცერთს შეედრება.
როცა ამ სახლიდან გავდივარ და,ჩემი სამყაროსკენ მივდივარ,ყოველთვის მაგ თვალებზე ვფიქრობ,
ისინი არ მაძლევენ უფლებას,მეტი დავაშავო და,ყოველთვის იმისკენ მომიწოდებენ,რომ უკან დავიხიო.
ეს ის თვალებია,რომელიც წინ მეღობება და,ცხოვრებისკენ დაბრუნებას ჩამძახის.
მონუსხული ვუსმენდი მის სიტყვებს..
ათრთოლებული ბაგეებისკენ ნელა წავიწიე და,იმ წამს,როცა მათ უნდა შევხებოდი,
გამაყრუებლად იფეთქა და მწვავე ტკივილი ვიგრძენი მთელ სხეულზე.
მანამ,სანამ სრულიად დამებინდებოდა მხედველობა,დავინახე,როგორ ეხვეოდა ცეცხლში მთელი სახლი.


_____
ძალიან,ძალიან ნაწყენი ვარ..
მთელი საღამო ველოდი,როგორ შემიფასებდით და..
ამის მიუხედავად,დღეს მაინც ენთუზიაზმით განვაგრძე წერა და,ისევ მოუთმენლად გელით..
პირველსა და მეორე თავს ერთიანად ვდებ რათა უკეთ აღიქვათ ყველაფერი.
დღეს იმედია არ გამაწბილებთ,რადგან ზუსტად ის ხართ,რაც წერის სურვილს მიღზღავს.
ველი შეფასებებს და თქვენს ოსაზრებებს მოვლენებისა და პერსონაჟების მიმართ
თქვენი განაწყენებული : ანასტასიაскачать dle 11.3




№1 სტუმარი dreamer

ჯერ კიდევ გაოგნებული ვუყურებ ეკრანს..
ეს რა იყო??
ამაზე მეტი რაღა უნდა გადმოსცე შემდეგ თავში?
ამდენი ემოციაა ამდენიტკივილი..
ვერაფერს ვამბობ..
განიარაღებული ვარ..
ემოციებისგან დაცლილი ????????????????????
მოუთმენლად გელოდები,
დარწმუნებული ვარ,კიდევ უფრო საინტერესოდ გაშლი შემდწგ თავს ❤️❤️
წარმატებები

 



№2  offline წევრი tasusuna

dreamer
ჯერ კიდევ გაოგნებული ვუყურებ ეკრანს..
ეს რა იყო??
ამაზე მეტი რაღა უნდა გადმოსცე შემდეგ თავში?
ამდენი ემოციაა ამდენიტკივილი..
ვერაფერს ვამბობ..
განიარაღებული ვარ..
ემოციებისგან დაცლილი ????????????????????
მოუთმენლად გელოდები,
დარწმუნებული ვარ,კიდევ უფრო საინტერესოდ გაშლი შემდწგ თავს ❤️❤️
წარმატებები

ძალიან დიდი მადლობა,დიდი სტიმული მივიღე შენგან,აუცილებლად განვაგრძობ ❤️❤️❤️

 



№3 სტუმარი Qeti qimucadze

Arachveulebriviaa. Axla cavikitxe da ise gavogndii. Radros gacyveta iyo. Zalian zusatd gadmocem emociebs. Movlenwbsssss. Tanmimdevruli da sasiamovno casakitxia. Amitom nugvalodineb, ramdenadac shesazlebwlia, axali tavi dade gtxov, carmatebwbiii

 



№4  offline წევრი tasusuna

Qeti qimucadze
Arachveulebriviaa. Axla cavikitxe da ise gavogndii. Radros gacyveta iyo. Zalian zusatd gadmocem emociebs. Movlenwbsssss. Tanmimdevruli da sasiamovno casakitxia. Amitom nugvalodineb, ramdenadac shesazlebwlia, axali tavi dade gtxov, carmatebwbiii

დიდი მადლობა ❤️❤️❤️❤️❤️
შემდეგი თავი ხვალ იქნება აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent