შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ 16თავი


13-02-2018, 16:21
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 286

შენ, შენ არ ხარ 16თავი

- დამსვი შე მუტანტო, დამსვი.
- ნუ ფართხალებ თორემ გამივარდები.
მის სიმშვიდეს უკვე ჭკუიდან გადავყავდი, როგორ მინდოდა ეხლა ხელიდან დავსხტომოდი და კაცივით მეცემა.
- რახდება ბებია? მესმის ქალის ხმა თუმცა სილუეტს ვერ ვხედავდი.
- რძალი მოგიყვანე ბებო. ლევანის სახეს ვერ ვხედავდი თუმცა ვგრძნობდი როგორ ეღიმებოდა.
- მერედა შვილო ესე რატომ მოგყავს? შეშფითებით ამბობს ქალი.
- არ მომყვებოდა და მოვიტაცე.
- დიდა ჩქიმ ღურუ. მეგრულად წამოიყვირა ქალმა.
- დამსვი ლევან მეტკინა თავი, არ შეიძლება ესე.
- დასვი ბებია დასვი თორემ, ჯერ ნორმალურად არ მოგიყვანია და მალევე დაქვრივდები.
ქალის ნათქვამმა გაჭრა და ლევანმა მალევე ჩამომსვა.
წონასწორობის შეკავებ მიჭირდა, ამიტომ ლევანს დავეყრდენი. კიდევ კარგად ვარ იმდენი ხანი მაქანავა აქეთ-იქით.
- აპატიე შვილო ჩემს უგნურ შვილიშვილს, არიცის ამდენიხანი ქალის თავდაღმა დაკიდება რომ არ შეიძლება.
თავი ნელ-ნელა წამოვწიე ზემოთ და ქალის მწვანე თვალებს შევეჩეხე, ეხლა კი ნამდვილად ვხვდები გარეგნულად ვის გავს ლევანი.
- მაპატიეთ ქალბატონო მაგრამ ნამდვილად მუტანტი შვილიშვილი გყავთ. შეპარული ბრაზით ვეყბნები ქალს.
- ვიცი შვილო ვიცი. მე ეთერი ვარ ამ მუტანტის ბებია. ღიმილით მეუბნება ქალი.
- თათული, თათული დოლიძე თქვენი მომავალი რძალი. თბილად ვეუბნები ქალს და თვალების ქაჩვით ვუყურებ ლევანს.
- ძალიან მიხარია შენი გაცნობა. ქალმა ხელები გაშალა და გულში ჩამიკრა.
საოცარია მის სურნელში ჩემი მარო ბებოს სურნელი ამოვიცანი. რა საოცრებაა არა? მომავალი ქმრის ბებიის სურნელში, საკუთარი ბებოს სურნელს რომ ამოიცნობ? ქალს ხელები მოვხვიე და მთლიანად შევისრუტე მისი სურნელი.
- მაპატიეთ ჩემი ესეთი საქციელი, უბრალოდ როდესაც თქვენი სურნელი ვიგრძენი ჩემი ბებო გამახსენდა.
მასაც ესეთი სურნელი ასდის.
დაბნეული ვეუბნები ქალს და თავს ძირს ვხრი.
- რასამბობ საყვარელო ბოდიშს რატომ მიხდი? ბებო ხომ კარგად არის?
- დიახ, დიახ საბედნიეროდ კარგად არის.
- ძალიან კარგი. შემოდით სახლში აქ რას დამდგარხართ. ხელს მხვევს და როგორც მივხვდი მისაღებისკენ მივყავარ.
- გაიცანი ეს ჩემი ქმარია ემზარი. ემზარ საყვარელო ეს ჩვენი რძალია თათული, შემნა შვილიშვილმა ეხლახანს ცოლი მოიყვანა. ღიმილით ეუბნება ქალი ბუხართან მჯდომ ჭაღარა შეპარულ მამაკაცს.
- ეს რა კარგი ამბავი გავიგე, გილოცავთ შვილებო. ფეხზე წამოდგა კაცი და გადამეხვია, შემდეგ კი ლევანს მივარდა და ხელში აიტაცა.
- გამიძალიანდა ბაბუ არ მომყვებოდა. ღიმილით ამბობს ჩემი ქმარი.
ქმარიო დედა ეს რა წამომცდა, წამომცდა რა სიმართლეს თვალი ხომ უნდა გავუსწორო.
- რას დალევთ შვილებო? ქალბატონი ეთერი თავს გვევლებოდა ორივეს. და შიგადაშიგ თბილი მზერით გვათვალიერებს.
- ბებო ჩვენ დავისვენებთ, თათული ძალიან დაიღალა თან წვიმაში იცეკვა და ნახე სულ სველია. არმინდა გაცივდეს შეგიძლია ოთახი მოგვიმზადო?
- ეხლავე შვილო. ფეხზე წამოდგა ქალი და სადღაც გაუჩინარდა.
- აბა მითხარი ქალბატონო რატომ არ მოჰყვებოდი ჩემს ბიჭს?  შეპარული წყენით მეუბნება ბატონი ემზარი.
- ბატონო ემზარ, პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ თქვენი შვილიშვილი ნამდვილი არარომანტიკოსია. წვიმაში მთხოვა ხელი შემდეგ ამიღო და წამიღო.
გარდა ამისა ის ნამდვილი მუტანტია, საერთოდ არ იცის მოქცევა. ქალის მოტაცებაც კი არიცის.
მშვიდი ხმით ჩამოვურაკრაკე კაცს სათქმელი.
- ჯერ ერთი ბატონო კი არა ნუგზარი დამიძახე, ან ბაბუა. ზუსტად ძალიან კარგად მოქცეულა. მეც ჩემი ეთერი ეგრე მოვიტაცი, შენსავეთ ჯიუტი იყო რამდენჯერ მითხრა უარი. ბოლოს კი ავიღე და წავიღე როგორც ამას შენ ამბობ, მაგრამ ნახე კი ვართ აგერ უკვე რამდენი წელია ერთად.
ღიმილით ამბობს კაცი და ლევანს თვალს უკრავს.
- საერთოდ არმიკვირს უკვე შენი არარომანტიკოსობა. ჩურჩულით ვეუბნები ლევანს.
- ბედნიერები იყავით შვილებო, რა მნიშვნელობა აქვს როდის იქორწინებთ. თუ ერთად ყოფნა გიწერიათ, ერთად იქნებით თუ არა და თქვენც იცით რა მოხდება.
ერთმანეთს გაუფრთხილდით, ერთმანეთის უსიტყვოდ უნდა გესმოდეთ. თვალებში შეხედვითაც უნდა ხვდებოდე ლევან რა სურს შენს ცოლს. უკვე 70 წელს მივუკაკუნე შვილებო, და ვიცი ცხოვრება რაც არის.
- ოთახი მზადაა ბავშვებო. საუბარს გვაწყვეტინებს ქალბატონი ეთერი.
- მადლობა ბებო, ჩვენ დავისვენებთ.
- თათული საყვარელო, ოთახში ახალი თეთრეული დაგიწყვე. ჩუმად მეუბნება ქალი.
- დიდი მადლობა. იქ მყოფებს ვემშვიდობებით და ლევანს უკან მივყვები.
- სააბაზანო სად არის? საწოლზე დაწყობილ ტანსაცმელს ხელი დავავლე.
- დერეფნის ბოლოს, მარჯვენა მხარეს.
-მარტო წავიდე. დაბნეულო ვამბობ მე.
- არა მეზობლებს დავუძახებ. მაისური გაიძრო და საწილზე გაწვა.
- კი მაგრამ რომ დავიკარგო?
- გინდა გამოგყვე?
- არა იყვეს მარტო წავალ. გაბრაზებული გამოვედი ოთახიდან და ჩაბნელებულ დერეფანს გავუყევი.
სიბნელის ისე მეშინოდა შესაძლოა გულიც კი გამსკდომოდა. მაგრამ ეხლა ლევანზე ისე გავბრაზდი რომ მისთვის რამის თქმას არ ვაპირებდი.
სირბილით გავიარე დერეფანი და სააბაზანოს კარი შევხსენი, როგორც კი შუქი ავანთე იატაკზე ობობას მოვკარი თვალი და იქაურობა სასწრაფოდ დავტოვე.
- ლევან, ლევან. ყვირილით შევედი ოთახში და ლევანს თავზე დავახტი.
- რახდება თათა, ვინმოგზდევს?
- იქ, იქ.
- რახდება იქ?
- ობობა უზარმაზარი ობობა.
- ობობა?
ბოლო ხმაზე ახარხარდა ის.
- ჰო ლევან დიდი ობობა, წამოდი რამე უქნენი.
- თათა ობობა არაფერს არ გიზავს, თან ეჭვი მაქვს უკვე წავიდოდა იმხელა ხმაზე ყვიროდი.
- კარგი არ მინდა ბანაობა ისე დავიძინებ. გაბრაზებული ვდგები ფეხზე და სველ სარაფანს ვიხდი.
- კარგი ჰო წამო. მალევე წამოდგა ფეხზე.
- აღარ მინდა.
ზურგი ვაქციე და საწოლში შევწექი.
- მაპატიე არ მინდოდა შენი წყენინება. ჩემკენ იხრება ის და შუბლზე მკოცნის.
- კარგი მაშ, წამოდი ოღონდ იქ დამელოდე კარგი?
- არის სერ.
ფეხზე ვდგები და იქვე დადებულ ატლასის ხალათს ვიხვევ, რომელიც ეთერი ბებომ გამიმზადა.
- ნუ გარბიხარ. ვეუბნები ლევანს რომელიც სირბილით მიდის დერეფანში.
- მშიშარავ. ბავშვურად მაჯავრებს და ჩერდება.
- სად დაინახე?
- აი იქ იყო. იატაკისკენ ხელი გავიშვირე თუმცა ობობა იქ არ დამხვდა.
- აქ არაფერია.
- როგორც ჩანს წავიდა. მხრებს ვიჩეჩ და ეხლა უკვე თავისუფლად შევდივარ აბაზანაში.
- მოიცა მე რა აქ ვიდგე? როდესაც კარის მოხურვას ვაპირებდი ლევანმა გამაჩერა.
- ჰო.
- აქ მარტომ რა ვაკეთო?
- ბუზები დაითვალე. მოიცა თვლა ხომ იცი?
-  მე რა ლუარსაბს ვგავარ?
- არც მე ვარ დარეჯანი.
- რაკარგად თქვი არა დარეჯანიკო.
- ლუარსაბიკო.
- შიგნით შემოვალ და სადმე დავჯდები, დაგელაპარაკები მაინც.
- კარგი ოღონდ იცოდე ჩემკენ არ გამოიხედო, თვალები დახუჭე ან კედელს აეკარი.
- მოიცა შენ რა ჩემი ცოლის ყურებას მიკრძალავ.
- ჯერ ერთი, მე შენი ცოლი არავარ. ჰო შენ მომიტაცე მე კიდევ თანხმობა ჯერ არ გამომიცხადებია.
- მიდი ეხლა დროზე შედი და იბანავე თორემ მე ვიცი რასაც გიზავ. ვნებისგან დახშული ხმით ამბობს ის თან ჩემს სხეულს ხარბად ათვალიერებს.
- კარგი ჰო.
კაბინის კარი გავხსენი და შიგ შევედი,
ყველაზე მეტად რაც ეხლა მჭირდებოდა ცხელი შხაპი იყო.
ნამდვილად მისწრება ესეთი ემოციურად დატვირთული დღის შემდეგ.
ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებიდა ჩემს თავს. მე ჩემი საყვარელი მამაკაცის ცოლი მქვია, ჩვენ მალე ერთი მთლიანობა ვიქნებით.
ბევრჯერ მიფიქრია თუ როგორ გავთხოვდებოდი, თუმცა ესეთზე არასოდეს.
მეგონა ჩემი მომავალი მეუღლე ჩემს ხელს მამაჩემს სთხოვდა. ფიქრებშიც როგორი "გრუზინი" ვარ არა.
რავქნა მე მომწონს ქართულო ტრადიციები და პატივს ვცემ მას, მართალია ბევრ რამეს არ ვეთანხმები თუმცა პატივს ვცემ.
- რამდენი ხანი გჭირდება შხაპისთვის? ფიქრებიდან ლევანის ხმას გამოვყავარ.
- თუ დამაცდი მალე გამოვალ ლეო.
მისი სახელი სწორედ ისე წარმოვსთქვი, როგორც ამას ლანა აკეთებს.
- ეგ მაინც სადღა გაგახსენდა?
- და რატომ უნდა დამვიწყებოდა?
- შენართქვი ნაშ**ზე არ ვეჭვიანობო?
- ჰო არ ვეჭვიანობ, უბრალოდ გამახსენდა. როგორ გეძახდა, ლეოო.
- თათა რა სასაცილო ხარ.
- თუ შეგიძლია, ტანსაცმელი მომაწოდე.
- აჰაა ინებე. ტანსაცმელს ვართმევ და სულ რამოდენიმე წამში, თმის მშრალებით გამოვდივარ კაბინიდან.
- ჩემი რომელიმე თაყვანისმცემელი რომ დამადგეს შენთან ერთად, გადამკოცნოს და მითხრას თუთა საყვარელო როგორ ხარო? რასიზავ?
- რასქვია საყვარელოვო?
- ჰო ისე რომ მითხრას როგორც შენ ლანამ გითხრა.
- კარგი დღე არ დაადგება იცოდე.
მოიცა და ეს თუთა რასნიშნავს?
- ჩემი "კლიჩკაა" სკოლაში ბავშვები თუთას მეძახდნენ, რადგან ბევრ თუთს ვჭამდი. მთელი გაკვეთილები პირს არ ვაჩერებდი.
- როგორც ჩანს შენზე ბევრი რამ არ ვიცი.
- რაგეგონა აბა რომ მომკიდე ხელი და წამომიყვანე, ჯერ გამოგეკითხა ყველაფერი. შენ ალბათ ისიც არიცი, შენ ჩემთვის პირველი მამაკაცი რომ არ ხარ? სერიოზული გამომეტყველებით ვამბიბ მე და ვცდილობ სიბნელეში კარგად გავიხედო რათა გავიქცე.
- სამაგიეროდ ის ვიცი ტყუილები რომ გიყვარს. რაც ძალა და ღინე მქონდა გავიქეცი და ოთახში შევარდი.
- არმომეკარო.
- უნდა დაისაჯო. საწოლზე მახეთქებს და ზემოდან მექცევა. მაისურს მიწევს და მუცელზე მოფერებას იწყებს, იცის რომ თუ ესე გააკეთებს სიცილით გავიგუდები რადგან მეღიტინება.
- ლევან გთხოვ, ხომიცი მოვკვდებიბ ესე. გთხოვ, გთხოვ. სვენებ, სვენებით ძვლივს ვაბობ სათქმელს.
- არა გთხოვ. ბოლი ხმაზე ვკისკისებ მე.
- კარგი ჰო ვჩერდები.
წამოდგომას ვაპირებდი როდესაც, მარცხენა ხელში ისევ საშინელი

ტკივილი ვიგრძენი. მაგრამ ამჯერად წამიერი არ იყო, საკმაოდ დიდხანს გამიგრძელდა.
ხელის დაზელვას ვცდილობდი თუმცა ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, თითქოს მგრძნობელობა საერთოდ დამეკარგა.
- რა მოგივიდა? შეშინებული მომვარდა ლევანი.
- არაფერი უბრალოდ ხელი მეტკინა, ზოგჯერ მიშვება ხოლმე. როგორც ჩანს მოტეხილობა თავს მახსენებს ხოლმე.
- ხვალ წავიდეთ ექიმთან.
- არარის საჭირო ჩემს ექიმს დავურეკავ, წამლები გამომიწერა თუმცა არ დამილევია. როგორც ჩანს მაგის ბრალია.
- კარგი დაურეკე თუ  ისევ აგტკივდა იცოდე ექიმთან ჩემი ხელით წაგიყვან.
- საშიში არაფერია ლევან უკვე გამიარა. ღიმილით ვამბობ და მოწყვეტით ვკოცნი.
- როგორ მიყვარხარ ლევან რომ იცოდე.
ხელებს კისერზე ვხვევ და ჩემკენ ვიზიდავ.
- ჩემი გოგო.
შემდეგ იყო ცოტა ტკივილი, სიყვარული და ვნება.
არ დავიწყებ იმის აღწერას როგორი იყო ჩემი პირველი ღამე.
რადგან ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი, ჩვენს შორის უნდა დარჩეს.
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, მინდოდა დამეძინა თუმცა ვერ ვახერხებდი.
უბრალოდ ვიდექი და ლევანს შევსცქეროდი. ბედნიერი ვიყავი რადგან მე მისი გავხდი, მე მისი ცოლი მქვია.
მინდოდა მეყვირა, მეკივლა  ყველასთვი მეთქვა თუ როგორი ბედნიერი ვარ ეხლა. შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ჩემი ემოცია, მი და დავწერო და თუმცა ვერ ვახერხებ წერას. ვერ ვახერხებ გადმოვცე ის ყველაფერი რისი თქმაც მინდა. შეუძლებელია წარმოიდგინო ბედნიერება, ის უნდა შეიგრძნო. უნდა მისცე უფლება შემოვიდეს შენში.
ფიქრებიდან მზის სხივებს გამოვყავარ, როდესაც საათს დავხედე უკვე დილის რვა საათი იყო. ფეხზე წამოვდექი და სააბაზანოსკენ წავედი, თავი მალევე მოვიწესრიგე და ისევ ოთახში დავბრუნდი, ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე ლევანს ვაკოცე და ოთახი დავტოვე. ქვემოთ ჩავედი თუმცა მისაღებში არავინ დამხვდა, საიდანღაც ხმები გავიგე და მეც იქეთკენ წავედი თავი კი სამზარეულოში ამოვყევი.
- დილამშვიდობის. ხალისიანად შევსძახე იქ მყოფებს და ქალბატონი ეთერი გადავკოცნე.
- თათული საყვარელო ესე ადრე რატომ ადექი?
- მე ყოველთვის ადრე ვდგები.
- ყოჩაღ შენ, არ გავხარ შენს ძილისგუდა ქმარს. "ქმარს" როდესაც ეს სიტყვა მესმის გულო რაღაცნაირად მიძგერს ხოლმე. თითქოსდა სადაცაა ამოვარდებაო.
- ჰო მართლა გაიცანი ეს ჩემი მეზობელია კლარა. მეუბნება საკმაოდ ელეგანტურად გამოწყობილ ქალბატონზე. - კლარა ეს კიდევ ჩემი ულამაზესი რძალი თათულია.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო.
- ჩემთვისაც. ცივად მიღიმის ქალი.
- ყავას დალევ საყვარელო? კლარას საქციელს არ იმჩნევს ჩემი ქმრის ბებია და ღიმილით მეკითხება.
- თუ არ შეგაწუხებთ.
- პირიქით ჩემო ლამაზო.
- ნუგზარი ბაბუ სადარის?
- ნუგზარი ყანაშია შვილო, უკვე რახანია წავიდამისთვის მუშაობა არ შეიძლება და არესმის. სევდიანი თვალებით მიყურებს ქალი.
- ლევანს გავაღვიძებ და ვეტყვი წავიდეს მიეხმარება.
- რასამბობ შვილო, ფეხს არ გაადგამს ყანა რომ უხსენო.
- შენ სადაურიხარ? მოჩვენებითი ღიმილით მეკითხება მეზობელი.
- ქუთაისელი. მეც იგივე ღიმილით ვუბრუბენ პასუხს.
- დიდიხანია შენ და ლევანი ერთად ხართ.
- საკმარისი დრო გვქონდა იმისთვის რომ ერთმანეთი შეგვეყვარებინა და ესეთი ნაბიჯი გადაგვედგა.
- ლევანს ადრე ჩემი დიშვილი უყვარდა. უეცრად მახალა ქალმა.
- კლარა. თვალების ბრიალით ეუბნება ეთერი ბებო.
- თქვენს დიშვილს რა ქვია?
ვითომც არაფერიო ისე ვამბობ.
- ლანა. ამ სახელის გაგებისას უეცრად სიცილი ამიტყდა და ორივენი გაკვირვებულები მიყურებენ.
- ლანა არა? ვიცნობ მე ლანას. ისე მინდა გითხრათ რომ თქვენს დიშვილს აღზრდა აკლია, თორემ გაზრდილი კი არის. საზოგადოებაში მოქცევის წესი საერთოდ არ იცის. ირონიული ღიმილით ვაჯილდოვებ ქალს და ეთერი ბებოს თვალს ვუკრავ.
- თუ შეიძლება ყავას გარეთ დავლევ. ყავის ფინჯანს ხელში ვიჭერ.
- კი შვილო.
გარეთ გასვლას ვაპირებდი როდესაც რაღაც გამახსენდა და უკან მოვბრუნდი.
- ისე რომ იცოდეთ ლევანს, ლანა კი არ უყვარსა უბრალოდ მისი ნაშა იყო. არამგონია ნაშებს ვინმე სერიოზულად ხედავდეს, აი მე მაგალითად ნაშებზე არ ვეჭვიანობ. უნდა იცოდეთ ქალბატონო ახალ მოყვანილ რძალს რა უთხრათ.
- თქვენთან ბოდიში ქალბატონი ეთერი.
მხოლოდ ეს ვთქვი და იქაურობა დავტოვე.
გარეთ გამოსულს ზაფხულის გრილი ჰაერი მომხვდა. ნეტავ იცოდეთ როგორი ლამაზი ყოფილა ზაფხულში აქაურობა.
იქვე მოთავსებულ სარწეველა სავარძელში დავიკავე ადგილი და ულამაზეს ეზოს გავხედე. რომელსაც საოცრად ამშვენებდნენ ყველასახეობის მინდვრის ყვავილები.
მკლავში ისევ წამიერი ტკივილი ვიგრძენი და ტელეფონს დავწვდი. ჩემი ექიმის ნომერი ავკრიბე და ველოდები როდის გავიგებ მის ხმას, ამ ტკივილს უკვე ჭკუიდან გადავყავარ.
- ალო. მესმის მალევე მისი ხმა.
- ბატონო ზაზა, თათული ვარ.
- თათული როგორ ხარ შვილო?
- იცით არავარ კარგად.
- რა ხდება?
- რამოდენიმე თვეა მოტეხილმა ხელმა ტკივილები დამიწყო, არვიცი რისი ბრალია. მაგრამ ამ წამიერ ტკივილს ჭკუიდან გადავყავარ, თავიდან ყურადღებას არ ვქცევდი მეგონა გამივლიდა თუმცა, ამ ბოლო დროს უფრო იმატა.
- წამლები რომლებიც მე გამოგიწერე,  არ სვავ იმ წამლებს?
- არა საერთოდ არ დამილევია.
- რასქვია არ დაგილევია თათა, წამლები იმისთვის გამოგიწერე რომ შენ ის დაგელია. ყვირის წყობიდან გამოსული, არ ვიცი რატომ გაბრაზდა ის ესე. მერე რა რომ წამლების დალევა დამავიწყდა, რა მოხდა ამით.
- შენ ხომ მითხარი რომ უბრალოდ ანტიბიოტიკები იყო?
- არა თათა ის წამლები აუცილებელი იყო გესმის.
- კარგი მაშ ვიყიდი.
- უკვე გვიანია თათა გვიანი.  ჩამქრალ ხმით ამბობს ის. - ქალბატონ მარიამთან არ გისაუბრია?
- არა უკვე დიდი ხანია ბებოსთან არ მისაუბრია.
- გასაგებია. მოკლედ ამ დღეებში ჩემთან გელოდები გამოკვლევებზე.
თათა იცოდე ეს აუცილებელია და უნდა მოხვიდე.
- კარგით მოვალ. ტელეფონს ვთიშავ და ფეხზე ვდგები.
ნეტავ რა მოუვიდა? ესეთი გაბრაზებული ის არასოდეს არ მინახავდ, როგორ შეიძლება ესე გაბრაზება. წამლების დალევა ვის არ დავიწყებია.
- თათული საყვარელო. ფიქრებიდან ქალბატონი ეთერის ხმას გამოვყავარ.
- გისმენთ.
- რა გჭირს?
- აა არაფერი უბრალოდ რაღაცაზე ჩავფიქრდი.
- შეიძლება ვისაუბროთ?
- დიახ რათქმაუნდა.
სამზარეულოს მაგიდასთან მის გვერდით ჩამოვჯექი.
- ბოდიში მინდა მოგიხადო კლარას გამო.
- რასამბობთ ეს მე გიხდით ბოდიშს, წყობიდან გამოვედი და.
 - მართალი ხარ საყვარელო, შენ ის თქვი და გააკეთე რაც უნდა გაგეკეთებინა. დავინახე თუ როგორი თვალებით უყურებდი კლარას, ესე მხოლოდ ის ქალები იყურებიან ვითაც მისი სიყვარულის კლანჭებით დაცვა შეუძლიათ. მეც შენ გგავდი ახალგაზრდობისას, ჩემი ნუგზარის გამო ყველაფრის ჩადენა შემეძლო. ვხედავ თუ როგორ ძლიერ გიყვარს ჩემი ლევანი და მე ბედნიერი ვარ შვილო, ბედნიერი ვარ როდესაც მის გვერდით შენნაირ გოგოს ვხედავ.
- ზოგჯერ მეშინია ხოლმე, მეშინია ჩემი ესეთი სიყვარულის გამო. მგონია რომ ამ გრძნობას ჭკუიდან გადავყავარ. მეშინა , მეშინია რომ ისეთ რაღაცას ჩავიდენ რისი გამოსწორების შანსიც არ მექნება. მეშინია ჩემმა სიყვარულმა ლევანი არ დამაკარგვინოს.
- ყველაფერი კარგად იქნება. დამამშვიდებლად მადებს ხელს ხელზე.
- რაზე ჭორაობთ? მესმის ზურგს უკან ლევანის ხმა და მეც მისკენ ვბრუნდები.
- შუადღე მშვიდობის ლუარსაბ.
- შუადღე მშვიდობის დარეჯან. უკნიდან მეხვევა ის და ჩვეულ ადგილას მკოცნის.
- როგორ გეძინა?
- საკაიფოდ შენ? ღიმილით მეუბნება ის და ჩემს ყავას სვავს.
- კარს გავაღებ და ეხლავე მოვალ. ფეხზე დგება ეთერი ბებო და კარის გასაღებად მიდის.
- ხომ ყველაფერი კარგად გაქვს?
- კი ლევან ყველაფერი კარგად მაქვს.
- კარგია. დილით რაღაც ხმაური მესმოდა და რამოხდა?
- ისეთი არაფერი უბრალოდ.
- ეს კახპა მოიყვანე არა? საუბარს გვაწყვეტინებს ლანას ხმა.
- წესიერად ილაპარაკე ჩემს ცოლზე. გაცეცხლებული წამოვარდა ლევანი ფეხზე.
- როგორ შეგეძლო მითხარი? როგორ შეგეძლო ეს? მე ხომ შენ მიყვარდი, ხომ იცოდი თუ როგორ მიყვარდი ეს როგორ გამიკეთე? ცხოვრება დამინგრიე, თავი შემაყვარე გამომიყენე და შემდეგ მიმაგდე.
- ლანა მე შენ არაფერს შეგპირებულვარ, მე გითხარი რომ ეს უბრალოდ გართობა იყო. შენ, შენ კი ეს ყველაფერი რაღაც აფსურდულ გეგმებზე ააგე. იცოდი რომ არ მიყვარდი,  ისიც იცოდი რომ არ მიზიდავდი მაგრამ ჩემი სიმთვრალით ისარგებლე და საწოლში შემიმიგორდი. ეს შენ თავად დაინგრიე შენივე ცხოვრება.
- არ გაგახარებ, არასოდეს გაპატიებ ამ კახპაში რომ გამცვალე გესმის?
- რაც გინდა ის ქენი ლანიკო მე შენი არ მეშინია. წარბის აწევით ვეუბნები მას.
- რატომ ხარ შენს თავში ესეთი დარწმუმებული, რატომ გგონია რომ ლევანს არ მოგეზრდები და ისევე არ მიგაგდებს როგორც მე?
- მე შენ არ გგავარ ლანა, როდესაც მივხვდები რომ მე ლევანს არ დავჭირდები ეს მე თავად ავდგები წავალ მისი ცხოვრებიდან, სანამ ის რაიმეს მეტყვის.
მე შემიძლია დავტოვო და წავიდე თუ ეს მას უნდა, მაგრამ დამერწმუნე რომ მას ჩემს გარეშე ყოფნა არ სურს.
შენ, შენ გგონია რომ ის გიყვარს? არა არ გიყვარს, შენ შენი თავის გარდა არავინ გიყვარს ლანა. შენ არც შენი თავი გიყვარს, თორწმ თავმოყვარე ქალმა უნდა იცოდეს სადამდე შეტოპოს. თავმოყვარეობა უნდა გაგაჩნდეს, არ უნდა ეხვერწო კაცს.
არასოდეს იბრძოლო კაცისთვის.......
რათ გინდა გვერდით ისეთი მამაკაცი, რომელიც ვერ ხვდება რომ საუკეთესო ხარ.
შენ კარგი ადამიანი ხარ ლანა, შეიძლება ითქვას რომ მეც კი მჯობიხარ. ისწავლე ცხოვრება ლანა, ისწავლე რომ კაცს არ უნდა ეხვერწო. ისეთი უნდა გახდერომ ეს თავად მან გეხვერწოს.
უნდა დაგიჩოქოს და გემუდაროს რომ შენი მისი, ცხოვრების ქალი გახდე.
შენ გაქვს შანსი ცხოვრება თავიდან დაიწყო, ჯერ კიდევ იმ ასაკში ხარ რომ ცხოვრებას აზრი აქვს.
შეიძლება ეხლა ვერ ხვდებოდე რას გეუბნები. თუმცა ვიცი გავა წლები შენ ჩემთან მოხვალ, ოღონდ აქ არა ჩემს საფლავთან და მეტყვი რომ მე მართალი ვიყავი. შენ საუკეთესოს იმსახურებ ლანა მე ამის მჯერა.
არვიცი რატომ ვთქვი ეს ყველაფერი. მე შემეძლო მეკივლა, მეწივლა ისტერიკა მომეწყო, თუმცა მე მას ცხოვრების ახალი ეტაპისკენ ვუჯიკე. როდის გავხდი ესეთი? როდიდან მაინტერესებს რას იზავენ ისინი ვისაც ძუკნებად ვთვლიდი? რა მჭირს ღმერთო? მგონია რომ ვკვდები,  და მანამ სანამ მოვკვდები ხალხი უნდა გადავარჩინო. ეს რა უბედურებაა, ღმერთო რა ხდება ჩემს თავს?
- მადლობა. მხოლოდ ამას ამბობს და სახლს ტოვებს.
ქალბატონი ეთერის და ლევანის გაკვირვებულს სახეებს არ ვიმჩნევ და საუზმის მზადებას ვიწყებ.
- თათ რა იყო ეს?
როდესაც საუზმობას მოვრჩით, მე და ლევანი ბუხართან წხელ შოკოლადს მივირთმევდით.
- რა?
- ის რაც ლანას უთხარი, მეგონა ისევ ისტერიკას მოუწყობდი.
- არ ვიცი. უბრალლდ ის ვითხარი რასაც ვფიქრობდი.
- რატომ გგონია რომ შენი მიტოვება არ შემიძლია?
- ვერ გავიგე?
- შენ გგონია რომ მე შენი მიტოვება არ შემიძლია?
- არ მგონია ვიცი.
- გასაგებია.
- და შენ გინდა რომ მიმატოვო?
- არა.
- მაშ რატომ ამბობ მაგას? ლევან შენ თუ ჩემთან არახარ ბედნიერი შეგიძლია წახვიდე. მე არავის ვაიძულებ ჩემთან დარჩენას, არავის ვაიძულებ აიტანოს ჩემი ხასიათი, არავის ვაიძულებ დარჩეს ჩემთან. შენ თუ წასვლა გინდა შეგიძლია წახვიდე, გზა ხსნილია ლევან.
- არ მინდა, გესმის? არ მინდა შენს გარეშე გატარებული თუნდაც ერთი წამი.
- ჰოდა აღარასოდეს მითხრა ეგ.
- ექიმს დაურეკე?
- კი.
- რაო, რა გითხრა?
- საშიში არაფერია, უბრალოდ გამოკვლევაზე მოდი ხელზე გადავიღოთო.
- როდის?
- როცა გინდაო.
ფეხზე წამოდგომას ვაპირებდი როდესაც ტელეფონმა დამირეკა.
- ბებო?
- ჰო საყვარელო. ჩამქრალი ხმით მეუბნება ის.
- რა გჭირს ბებო?
- არაფერი საყვარელო. როგორ ხარ?
- კარგად ვარ ბებო. აივანზე გავესი და მოაჯირს მივეყრდენი.
- სად ხარ საყვარელო?
- ბე.
- ჰო ჩემო ლამაზო.
- გავთხოვდი.
- რაა? შეჰკივლა ქალმა.
- ჰო ბე, ლევანს გავყევი. გავყევი რა მომიტაცა. ლევანს ჰომ იცნობ ბე?
- კი საყვარელო ვიცნობ. კარგი ბიჭია ლევანი.
- ბებო რაღაც უნდა გკითხო?
- რახდება ჩემო ლამაზო?
- რატომ მითხრა ზაზა ექიმმა შენ თუ გესაუბრე? როდესაც ვუთხარი რომ ხელი ამტკივდა და წამლებს არ ვსვავ, მკითხა თუ გესაუბრე შენ. რა ხდება ბებო?
- არაფერი საყვარელო. ვხვდები როგორ უჭირს საუბარი მას.
- ბებო რამეს ხომ არ მიმალავ?
- არა ჩემო გოგოვ რას უნდა გიმალავდე.
- ბებო ხომ არაფერს დამიმალავ?
- არა ჩემო ლამაზო.
- ძალიან მიყვარხარ ჩემო მარიამ.
- მეც მიყვარხარ ჩემო სიხარულო.
თავს გაუფრთხილდი თათა.
ჩამქრალი ხმით ამბობს ის და ტელეფონს მითიშავს.
- კარგად ხარ?
მესმის ზურგს უკან ლევანის ხმა.
- მგონია რომ ბებო რაღაცას მიმალავს.
- რატომ ფიქრობ ეგრე?
- მარიამი ძალიან რთული ქალია, ძალიან ძლიერი და გამტანი. არასოდეს უნახავთ მის თვალზე ცრემლი, ყველა როგორც ძლიერს და გულქვას იცნობს.
როდესაც ბაბუ გარდაიცვალა მას არ უტირია, განა იმიტომ რომ მას ის არ უყვარდა. უბრალოდ მას არ სურდა სხვის დასანახად ეტირა, არ უნდოდა გაეგით თუ როგორი დაუცველია ის ბაბუს გარეშე.
მხოლოდ მე მინახავს როგორია დაუცველი მარიამი. ბაბუს დაკრძალვის დღეს იქ დავრჩი, მთელი ორი თვე იქ ვიყავი. დაკრძალვის დღეს საღამოს წყლის დასალევად ავდექი, ოთახიდან ქვითინის ხმა შემომესმა. ნახევრად შეხსნილი კარი შევხსენი და მე, მე დავინახე თუ როგორ ტიროდა ბებო. დავინახე თუ როგორ ეხუტებოდა ის ბაბუაჩემის პერანგს. იმ დღეს მეტკინა პირველად, სწორედ იმ დღეს ამეწვა სული. სწორედ იმ დროს მივხვდი თუ როგორ უჭირდა ბებოს მის გარეშე.
მტკიოდა განა ჩემი ტკივილი მტკიოდა, არა მე ბებოს ტკივილი მტკიოდა.
მან იგრძნო ჩემი იქ ყოფნა და შემომხედა, არასოდეს მინახავს თვალები რომლებიც მე იმ დროს ვნახე. მისი ნატიფი ცისფერი თვალები სულ წითელი იყო, სისხლისფერი წითელი.
გული შემეკუმშა მისი დანახვისას, სხეული ამეწვა თითქოს ცხელი დანით მათლიდნენ კანსო.
არ ვიცოდი რა მექნა უბრალოდ მივედი და ჩავეხუტე, ვაგრძნობინე რომ ის მარტო არ არის რომ მე ვყავარ მას.
მარიამი ჩემთვის იმაზე ძვირთასია ვიდრე ამას ვაჟღავნებ, მინდოდა მასთან დავრჩენილოყავი მასთან მეცხოვრა მაგრამ ამის უფლება არ მომცა.
იმ დღის შემდეგ მე მის თვალზე ცრემლი არასოდეს მინახავს. თუმცა დღეს, დღეს ვიგრძენი თუ როგორ ტიროდა ის, არ ვიცი რა არის ამის მიზეზი. არ ამბობს, ის არასოდეს არ იტყვის თუ რატომ ტირის.მეშინია გესმის? მისი დაკარგვის მეშინია, არ მინდა ისევ განვიცადო ის ტკივილი, რაც ბაბუს დაკარგვის დროს განვიცადე. არ მინდა ისევ ამეწვას სული როგორც კუსას სიკვდილის დროს ამეწვა.
- ნუ გეშინია მე შენთან ვარ. უკნიდან მეხვევა ის და თავზე მკოცნის.
- ბაბუაშენი ის რითი გარდაიცვალა თათა?
- უეცრად გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების მიზეზი მხოლოდ, დაკრძალვის დღეს გავიგე. როგორც ბებომ მითხრა ძვლის სიმსივნე ქონდა.
- საშინელებაა.
- ნამდვილად. ბაბუაჩემის მამაც ეგრე გარდაიცვალა.
- ანუ გენეტიკურია?
- არვიცი, შეიძლება კი.
- უკვე გვიანია თან აცივდა წამო დავიძინით.

სულ რაღაც ორი კვირა დავრჩით მარტვილში, როდესაც მამამ ჩემი გათხოვების ამბავი გაიგო ჩამომაკითხა.
მგონი ჯერ კიდევ ვერ მოვიდა გონს, მთხოვდა თუ ბედნიერი არ ვიყავი წავსულიყავი მასთან ერთად.
მე კიდევ გამუდმებით იმას ვამტკიცებდი რომ მე რს მინდოდა, მე ბედნიერი ვარ მასთან. რომ მე არასოდეს ვინანრბდი ჩემს გადაწყვეტილებას.
ნიკო, ნიკო უბრალოდ აღარ მელაპარაკება. მითხრა რომ მე მას სიტყვა მივეცი და მე ის გავტეხე. მითხრა რომ მე ის აღარ მენდობა, რომ მე მას ვუღალატე. ვიცი ეჭვიანობს, არ უნდა მასზე მეტად ვინმე შევიყვარო. ეშინია რომ მას დავივიწყებ და აღარ მეყვარება. სული დამეწვა როდესაც მისი ცრემლიანი თვალები დავინახე, ის ტიროდა მთელი გულით მისტიროდა ჩემს თავს.
ნახევარი ადამიანი ვრჩები როდესაც მის ზიზღით ავსილ თვალებს ვხედავ.
არ ვიცი მაპატიებს თუ არა, ის ჯერ კიდევ ბავშვია და ბავშვული ეჭვიანობა ალაპარაკებს.
ალექსიც თავიდან გაბრაზდა, შემდეგ მოვიდა და ჩამეხუტა. მითხრა რომ მას ჩემი ბედნიერება აბედნიერებდა. ისიც მითხრა რომ თუ რაიმე ისე არ წავიდოდა ის სულ ჩემს გვერდით იქნებოდა.
არ ვიცი რატომ აქვთ მათ ესეთი შრგრძნება, არ ვიცი რატომ ფიქრობენ რომ მე შეცდომა დავუშვი.
როდესაც ქალაქში დავბრუნდით ჩემს ბინაში წავედით, მანამ სანამ ლევანთან რემონტი მიმდინარეობდა აქ დავრჩებოდით. შუადღე იყო საუზმეს ვამზადებდი როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა, არავის ველოდი ლევანი სამსახურშია ვიცოდი რომ გვიანობამდე არ დაბრუნდებოდა. შიშის ფეთებით გავხსენი კარი, იქ კი ანდრო დამხვდი.
- ანდრო. ძვლივს ვლუღლუღებ მის სახელს როდესაც მის სახეს ვხედავ.
- რა მოდივიდა?
- თათა მაპატიე მაგრამ უნდა მენახე.
- შემოდი აქ რას დგახარ. კარს ფართოდ ვაღებ და შიგ ვუშვებ.
- დალევ რამეს?
- ლუდს თუ გაქვს?
- ეხლავე. სამზარეულოში შევედი უკან კი ლუდის ქილით ხელში დავბრუნდი.
- რამე მოხდა?
- ისეთი არაფერი უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა.
- ანდრო რამეს მიმალავ?
- შენი ამბავი გავიგე და.
- და შენც გინდა მკითხო რომ ვარ თუ არა ბედნიერი ჰო?
- არა მაგის თქმას არ ვაპირებდი. ვიცი რომ ბედნიერი ხარ თათა, ვიცი რომ დაუფიქრებელ ნაბიჯს არ გადადგამდი.
- მიხარია შენ მაინც რომ გჯერა ჩემი.
- თავს გაუფრთხილდი თათა, იცოდე რაც არ უნდა დაგჭირდეს მე სულ შენს გვერდით ვიქნები. მხოლოდ ერთი დარეკვაც კი საკმარისია და მე შენთან გავჩნდები.
- ბედნიერი ვარ ანდრო შენნაირი ადამიანი რომ მყავს გვერსით. არ ვიცი რით დავიმსახურე შენი გვერდით დგომა მაგრამ, მე ბედნიერი ვარ რომ შენ მყავხარ.
- დროებით თათა. ფეხზე დგება და ნაღვლიანი მზერით მიყურებს.
- ანდრო. ნახევრად კარში გასულს ვაჩერებ და მთელი გულოთ ვეხვევი.
- მადლობა ყველაფრისთვის. ლოყაზე ხმაურით ვკოცნი და ვშორდები. არაფერი არ უთქვამს, უთქმელად მაქცია ზურგი და წავიდა
ანდროს წასვლის შემდეგ საჭმლის კეთება დავასრულე და ლევანს დავურეკე.
- ჰო საყვარელო. მესმის ჩემი ქმრის ბოხი ხმა და ბედნიერებით ვივსები.
- როგორ ხარ?
- კარგად შენ?
- კარგად, მამასთან ვაპირებ წასვლას და ჯერ ხომ არ მოდიხარ.
- საღამოს მოვალ. სახლში დამელოდე არსად წახვიდე.
- კი მაგრამ ლევან.
- არა მეთქი. ტელეფონს ცივად მითიშავს და მტოვებს გაოგნებულს.
- ნეტავ რა ეტაკა?
ესეთი ლევანი არასოდემ მინახავს,  არასდროს აუწევია ჩემთვის ხმა. მითუმეტეს ესე არასოდეს დამლაპარაკევია.
სხვა რა გზა მქონდა, ალექსისთვის ნაყიდი საჩუქარი ბაბუაჩემის მძღოლს გავატანე და დაველოდე როდის მოვიდოდა ლევანი.
საღამოს ტელევიზორის წინ ვიჯექი და უაზროდ შევცქეროდი რაღაც ფილმს.
კარი გაიღო თუმცა ფეხზე არ წამოვმდგარვარ, მასზე გაბრაზებული ვიყავი.
- მოვედი. მესმის მისი ხმა თუმცა მისკენ არც შემიხედავს.
- თათა მე მოვედი. ისევ გაიმეორა მან.
- მერე მე რა ვქნა, წითელი ხალიჩა ხომ არ დაგიგო?
- როგორ მელაპარაკები?
- როგორ?
- - თათა. ხმას უწევს ის.
- რახდება ბატონო მბრძანებელო? ფეხზე ხომ არ გაგხადოთ? ნუ თუ მიბრძანებთ სხვა გზა არ დამრჩება?
- თათა რა გჭირს?
- რა უნდა მჭირდეს ლევან? დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა, უკვე ერთი კვირაა გეუბნები. დღეს დილითაც გითხარი გახსოვა?
შენ კი მითხარი რომ მე ვერ მოვახერხებ და შენ წადიო ესეც არ გახსოვს?
დაგირეკე და გითხარი, შენ კი ბრაძანება მომეცი რომ სახლში დაგხვედროდი. ჰოდა ვასრულებ ბრძანებას.
ვშვიდი აუღევლებელი ტონით ვამბობ მე და მხოლოდ ეხლაღა ვტრიალდები მისკენ.
- არ მინდოდა რომ წასულიყავი.
- რატომ? ფეხზე წამოვდექი და მის წინ დავდექი.
- არ მინდა შენს ნათესავებთან რაიმე კონტაქტი გქონდეს. ცივი ხმით ამბიბს ის.
- რაა? შენ სულ გაგიჟდი? რასქვია მათათან კონტაქტი არ მქონდეს?
- არ მინდა თქო. შენ სულ მათზე ფიქრობ, სულ იმაზე ფიქროვ მათ რაიმე არ ეწყინოთ. სულ იმაზე ფიქრობ რომ მათი ბედნიერებისთვის ყველაფერი გააკეთო, მათი ბედნიერებისთვის შენი თავის განადგურებაც კი შეგიძლია.
- ჰო შემიძლია, მათ გამო ყველაფრის გაკეთება შემიძლია. შენს გამოც ლევან, შენს გამოც შემიძლია ყველაფერი გავაკეთო.
- არ მინდა შენს ცხოვრებაში მეორე ხარისხოვანი ვიყვე, გესმის?
-  და მე, მე რომ შენს ცხოვრებაში მეორე ხარისხოვანი ვარ ლევან. შენ რომ ჩემს გარდა ყველაფერი გაინტერესებს, ისიც კი არ გახსოვდა გუშინ ექიმთან რომ უნდა მივსულიყავი. დაგავიწყდა ლევან, ჩემი თავი დაგავიწყდა. არ შეგახსენრ მაინტერესებდა რას იზავდი, შენ შენ კიდევ იმის მაგივრად რომ ექიმთან გამომყოლოდი, შენმა დამ დაგირეკა და იქ გაიქეცი. მე გკიდივარ ლევან, სულ ფეხებზე გკიდია რა მჭირს მე? შენთვის ვერასოდეს ვიქნები პირველ ადგილას, რადგან დედმამიშვილი ყოველთვის მთავარია. შენ ჩემს თავს შენი და ამჯობინე, მასთან გაიქეცი როდესაც გაიგე რომ მას ვიღაცასთან სე**ი ქონდა. რატომ უკონტროლებ შენს დას ვისთან დაწვება და ვისთან არა?
- მოკეტე.  ყვირის წყობიდან გამოსული და ვგრძნობ თუ როგერ ამეწვა მარჯვენა მხარე.
- მაპატიე. თავდახრილი ამბობს.
- კაპიკია იმ კაცის ფასი ვინც, საყვარელ ქალზე ხელს აღმართავს ლევან.
არ მტკენია გესმის? არ მტკენია ის ადგილი სადაც დამარტყი, მე მხოლოდ გული მტკივა მხოლოდ გული გესმის? რადგან შევცდი, შენში შევცდი ლევან. შენ არ ხარ ის ვინც მე ავირჩიე, შენ არ ხარ ის ჩემი ლევანი დანახვის თანავე რომ შემიყვარდა.  შენ, შენ არ ხარ ლევან.


მაპატიეთ დაგვიანებისთვის, უბრალოდ წინა თავზე იმხელა გამოხმაურება იყო რომ მინდოდა საინტერესო გამომსვლოდა.
არ ვიცი რა დავწერე, მუზა საერთოდ გამეთიშა. მინდა კარგი გამომივიდეს თუმცა ვერ ვწერ, მაპატიეთ ამ თავის გამო გპირდებით შემდეგი უფრო დიდი და უფრო კარგი იქნება.
ველოდები კრიტიკას და შეფასებასскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Aset ganvitarebas arvelodii. Yochagg. Zalian momcons es istoria. Da zalian nu daagvianwb gtxovv

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

Qeti qimucadze
Aset ganvitarebas arvelodii. Yochagg. Zalian momcons es istoria. Da zalian nu daagvianwb gtxovv


ახალი თავის დაწერა უკვე დავიწყე, აღარ დავაგვიანებბ❤

 



№3  offline წევრი mia15

ძალიან მომწონს ისტორია.კარგია და ველიდები შემდეგ თავს.იმედია აღარ დააგვიანებ და მალე დადებ ხოლმე.

 



№4  offline წევრი gogona migraciidan

mia15
ძალიან მომწონს ისტორია.კარგია და ველიდები შემდეგ თავს.იმედია აღარ დააგვიანებ და მალე დადებ ხოლმე.


არა არ დავაგვიანებ მალე იქნებაა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent